შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (8)


19-01-2019, 21:54
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 4 745

როცა წახვედი (8)

- გეხვეწები, ხმა ამოიღო - შევთხოვე ჩურჩულით.
თვალებს მაინც ახამხამებდა საბედნიეროდ, თუმცა ღვინით სავსე გამჭვირვალე ჭიქას მიშტერებოდა და ჩემსკენ არ იხედებოდა.
ან უბრალოდ, ეგონა რომ სჯობდა, არ დავენახე. თავს იზღვევდა, ჩემი მოკვლისგან.
- შაკუნა! - წამომცდა სახელი, რომელსაც მოფერებით ვეძახდი ხოლმე.
წამოდგა, ვახშმის ფული მაგიდაზე დადო და გავიდა.
დავედევნე.
ცხოვრებაში პირველად, არეული, დაბნეული და დანაშაულის გრძნობით გაბერილი მივსდევდი კაცს, რომელიც ჩემგან გარბოდა.
თავის მანქანასთან მივიდა. წინ გადავეღობე და ჯიბიდან ამოღებული მანქანის გასაღები ხელიდან გამოვგლიჯე.
- გადაირიე? - დაიღრიალა.
- აი, ზუსტად ეს მინდოდა. მიყვირე, მეჩხუბე, გამიბრაზდი, ოღონდ ასე ჩუმად არ იყო.
- მომეცი გასაღები! - ხელი წამატანა. ვიცი, მომერეოდა, ამიტომ ავდექი და შორს მოვისროლე. ღამე იყო და მაინც არ დაუწყებდა ახლა ძებნას. - ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ხარ! - დაამატა ჩემს ქცევას.
- ნამდვილად შესაფერისი კომენტარია, არ მწყინს - წამოვიძახე ცოტა ნაწყენმა.
- ეს როგორ გაბედე? როგორ გაბედე? - წამოიძახა თითქმის ჩურჩულით - ტვინში აზრად როგორ მოგივიდა? - თითი საფეთქელზე მომადო.
- ბავშვთა სახლში ვიყავით. ის ყველაზე გამორჩეული იყო და... - თავს ვერ ვიკავებდი, მეტირებოდა.
- შენ და გიორგი იყავით ბავშვთა სახლში, როგორც მახსოვს. რა იყო, საერთო შვილი მოგინდათ? - ტონს არ უწევდა. მისი სიჩუმე უფრო მანერვიულებდა და მაშინებდა.
- რას ამბობ შაკო, რა საერთო შვილი? გიორგი არაფერშუაშია. ოდნავადაც არაა ამ საქმეში გარეული. უფრო სწორედ, გარეულია, მაგრამ იმ კუთხით არა, რომ მაგაზე ინერვიულო.
- აა, დიდი მადლობა, რომ გიორგიზე არ უნდა ვინერვიულო. სხვა ისედაც ბევრი მაქვს ხო სანერვიულო?
ქუჩის კუთხეში დადგა. ალბათ, იფიქრა, ტაქსს გავაჩერებო, მაგრამ ვცდილობდი, მაგაშიც შემეშალა ხელი და გადავუდექი წინ.
- მოდი ჩვეულებრივად, ცივილურად დავილაპარაკოთ - შევევდრე ცრემლებადქცეული.
- ეს მაგარი იცი. ერთ-ორ ცრემლს ჩამოაგდებ და მოწინააღმდეგე განიარაღებულია. მე რა გავაკეთო? მეც ვიტირო ხოლმე, რომ შენი სულელური საქციელები ავირიდო თავიდან?
- სატირლად ნამდვილად არ გაქვს საქმე. დავმშვიდეთ, დავსხდეთ და ჩვეულებრივად დავილაპარაკოთ. ან შეგიძლია, მაგიდა ამოაყირავო, ჭიქა მესროლო და ამაცილო, ოღონდაც ასე ავადმყოფურად მშვიდი ნუ ხარ.
- ჰო, შენთვის ადვილი სათქმელია, მე ხომ არ ამიყვანია ბავშვი - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი. ოდნავ აბურდული ჰქონდა და სახეზეც ისეთი მანიაკური ქაოსი დამჩნეოდა, რომ ნორმალური ქალი ჩემს ადგილას, უკანმოუხედავად გაიქცეოდა. თუმცა, როგორც სხვა დანარჩენი ავადმყოფურობა, ესეც გიჟივით მიზიდავდა. - წარმოდგენაც არ მინდა, რა ისტერიკებს გამართავდი, მე რომ იგივე გამეკეთებინა.
- ჰო, საშინელ ისტერიკას გავმართავდი - თავი დავუქნიე აკანკალებულმა. ახლა ის დრო იყო, სულ გარეწარიც რომ ეძახა ჩემთვის, ასე გავაგრძელებდი თანხმობის ნიშნად თავის ქანქარს.
- შენი დანახვა არ შემიძლია. მინდება, რომ რამე დაგიშავო - ზურგი მაქცია. არ განძრეულა, ასე ზურგშექცევით იდგა და ალბათ ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო. აანალიზებდა ჩემს მიერ ჩადენილ საქციელს რამე გამართლება ან ლოგიკური ახსნა თუ ჰქონდა და პასუხს ისევე ვერ პოულობდა, როგორც მე.
- რაც გინდა, ის დამიშავე. უფლებას გაძლევ. - ვთქვი სლუკუნით. ვიცი, ტირილიც აღიზიანებდა, ამიტომ, სანამ არ მიყურებდა, იქამდე ვცდილობდი, სახისმანჭვით შემეკავებინა ცრემლები. რაღაც მომენტში, მიხაროდა კიდეც რომ ვერ მხედავდა, რადგან საოცრად მახინჯი დასანახი ვიქნებოდი ასეთ დროს.
ცხვირსახოცი ამოიღო და ისე გამომიწოდა, არც შემოტრიალებულა.
- მადლობ. - ერთი მაგრად ჩავბერე.
- გამოყენებული იყო უკვე. ჩემ მიერ - მომაძახა ჩუმად.
- არაუშავს - ყველა მხრიდან გავანადგურე. - დაბრუნებას ალბათ არ მოინდომებ - ცრემლებიც მოვიწმინდე და ჩანთაში ჩავიდე. კაცმა რომ თქვას, გადასაგდები კი იყო, მაგრამ ვერ გავიმეტებდი ნაზი ნაჭრისა და პატარა, ცისფერი ყვავილებით მოქაგულ ცხვირსახოცს, რომელიც რატომ იყო მოსახოცი, ვერ ვხვდებოდი.
ღრმად ჩაისუნთქა.
- რატომ გააკეთე? - მკითხა წყნარად.
- შემიძლია ახსნა, თუმცა არ ვარ ამისთვის მზად.
- ბავშვი გინდოდა?
- არა იქამდე, სანამ მას დავინახავდი.
- შენი ვერ გააჩინე? - მკითხა ირონიულად. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ თავს დავდებ, ცხვირი რაღაცნაირად შეუთამაშდა და ცალი ტუჩით დამცინავად ჩაეცინა. თვალებიც სასტიკი გაუხდა ალბათ ამ დროს.
- მაგას როგორ მეუბნები შე საზიზღარო! - ზურგზე დაუნდობლად ჩავუბრახუნე.
კი შეიშმუშნა, მაგრამ მაინც არ გამოუხედავს ჩემსკენ. ალბათ გადამეტებულად ვეზიზღებოდი, ამ დროს რომ ვერადავერ შემოვაბრუნე.
- შენგან დღეს ისეთი რაღაცეები მოვისმინე, რომ მე რაც არ უნდა მოვინდომო, უარესს მაინც ვერ გეტყვი.
- კარგი, მართალი ხარ. – რამდენჯერმე მეც ღრმად ჩავისუნთქე ბრაზისა და ემოციის გასაკონტროლებლად. არ მიშველა. მაინც მიკანკალებდა ხელები და მუხლები. - პირველ რიგში, შემიძლია გითხრა, რომ გიორგი არაფერ შუაშია.
- აბა როგორ გამოგატანეს ბავშვი ასე უცებ?
- მაგ მხრივ, გიორგიც ჩავრიე, თუმცა ცდილობდა, ასეთი ნაჩქარევი დასკვნებისგან დავეზღვიე, ცდილობდა, გადაეფიქრებინა ჩემთვის. თუმცა უცნაურად, აუხსნელად ჩავიხვიე იდეა, რომ ლიზა ჩემი შვილი უნდა გამხდარიყო. არავინ არ მინდოდა მის გარდა. მომინდა, მეზრუნა მასზე ისე, როგორც არავიზე მიზრუნია. მომინდა, რომ ვიღაც ჩემზე დამოკიდებული ყოფილიყო. ვიცი, რა ეგოისტურადაც ჟღერს. აბა სხვა როგორ იქნებოდა? რა სულელური აკვიატებაა იმის სურვილი, რომ ვიღაცას სჭირდებოდე, ვიღაცა შენზე დამოკიდებული იყოს, თუმცა ნებისმიერი ვიღაცა კი არა, ლიზა მინდოდა.
- ჰო, მაგარია. იქნებ მეც ჩამიწყოს გიომ და ვინმე ავიყვანო? შეთვალიერებული გექნება და ბარემ, რომელს მირჩევ?
- მოკეტე შაკო! - დავუყვირე - სათამაშო კი არ არის, ჩემმა ცოლმა აიყვანა, მოდი სამაგიერო გადავუხადო და მეც ავიყვანო, ბავშვზე საუბრობ.
- და შენ ვის ჯინაზე აიყვანე?
- ღმერთო, რა ხისთავიანი ხარ. ყველანი ხისთავიანები ხართ - დავიჭყივლე გაურკვეველი ჯიშის ჩიტივით - რატომ გგონია, რომ ასეთ ნაბიჯს შენ ჯინაზე გადავდგავდი? მართალია, შემიძლია უცებ გავბრაზდე და გავთხოვდე, რათა დაიტანჯო, დეპრესია დაგემართოს, ჩემი სახელის გამუდმებული ბოდვით გარდაიცვალო. ან შეიძლება, შუბლზე შაკო მივიწერო და მანქანას შევუვარდრე, რომ სინდისის ქენჯნამ გაგაწამოს დარჩენილი სიცოცხლე, საბოოლოოდ კი თავადაც სუიციდამდე მიხვიდე, მაგრამ ბავშვს არ ავიყვანდი შენს ჯინაზე. სხვა სიტყვებით როგორღა ავხსნა?
- ისეთი რამეები ჩამოთვალე, რომ ბავშვის აყვანის ფაქტმა მემგონი ძალა დაკარგა - შემომხედა ოდნავ შეშინებულმა.
- შაკო, დაფიქრდი და გულახდილად მითხარი, არის ამაში რამე, ასეთი გასაბრაზებელი?
- გაბრაზებული არ ვარ.
- ნაწყენი ხარ, ვიცი.
- არც ნაწყენი ვარ. არ შეეფერება კაცს სიტყვა „წყენა“.
- კარგი, ანუ უბრალოდ არ გესიამოვნა, გასაგებია, მაგრამ ისე იქცევი, გეგონება კარადაში საყვარელი დამემალოს.
- ბავშვი კი დამალე კარადაში და... არ ვიცი, შეიძლება, ასე არ უნდა გავბრაზებულიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ შენი დანახვა არ მინდა ცოტა ხნით. - შემოტრიალდა და ხელიდან დამისხლტა, ტაქსი გააჩერა.
- მე წაგიყვან სახლში.
- არ მინდა, ვერ გაიგონე, რა ვთქვი?
- გავიგონე - ძალით მივუხურე ტაქსის კარი და მძღოლს თავი გავუქნიე, არ გვინდა-თქო. - სახლში მიგიყვან, მერე აღარ დამინახავ და ბედნიერი იქნები. - ნამდვილი ჯენლტმენივით გავუღე წინა სავარძლის კარი.
ეცადა, არ გასცინებოდა ჩაჯდომისას.
მე კი ახლა ის გამახსენდა, რომ როგორც სხვა დანარჩენი, ეს მანქანაც შაკოს ნაყიდი იყო.
- ეს თითქმის ადამიანის გატაცებაა - ამოილუღლუღა შაკომ.
- ცოტა უხერხულია იმის თქმა, რომ ამხელა კაცი გაგიტაცე - ნერვები მომეშალა, თან არც იყო ახლა ჩემი ნერვების მოშლის დრო, რადგან შაკო მყავდა დასაწყნარებელი.
არაფერი უთქვამს, ფანჯარაში იხედებოდა ისე, თითქოს მოხუცი ქალი შეენიშნა უადგილო ავტობუსში და არ იმჩნევდა.
- შაკო - ვთქვი ჩურჩულით.
შენც არ მომიკვდე. სრული იგნორი შემაგება.
- იმაზე უარესად იქცევი, ვიდრე მე ოდესმე.
ისევ არ იხედებოდა ჩემკენ.
- ძალიან კარგი. ჩემი ნახვა და ჩემთან ლაპარაკი არ გინდა ხო? გაბუტვაღა აკლდა შენს იდეალურ თვისებებს. ახლა უკვე თავისუფლად ამოგშლი ჩემი ოცნების მამაკცის ფანტაზიიდან.
სახლამდე მივიყვანე.
არც კი დამშვიდობებია.
ერთხელ დავუძახე და გამომხედა, ჯერ დაფიქრდა, ღირდა თუ არა იმის გაკეთება, რასაც აპირებდა. შემდეგ, ალბათ გადაწყვიტა რომ ღირდა და ძალიანაც შეცდა.
მომიახლოვდა.
- სჯობს ცოტახანს, საერთოდ არ ვიკონტაქტოდ. მემგონი, ორივესთვის უკეთესი იქნება. - გამომიცხადა სერიოზულად.
- ჰო, რა თქმა უნდა - დავეთანხმე ღიმილით.
სახლში სანამ მივიდოდი, იმაზე ვფიქრობდი, მისი სიტყვების შემდეგ, რომელიმე ბოძს თუ შევასკდი, ნეტა რამდენად ძლიერად შეაწუხებეს სინდისი-თქო, თუმცა სისულელე იყო ასეთი აზრები, რადგან ბავშვი მყავდა, რომელსაც ვერ დვატოვებდი.
ვერც დემუს დავტოვებდი.
ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ საჭირო ვიყავი გარშემომყოფთათვის.
სახლში რომ დავბრუნდი, ლიზას ეძინა.
ახალი ღიავარისფერი საწოლი ეყიდა დემუს, გვერდით ტუმბო ედო და იმავე ფერის ლამაზი სანათიც.
- ელენა, მოხვედი? - მკითხა და თვალები გაახილა.
- ჰო, მაპატიე, რომ ვერ მოგისწარი, ჩვეულებრივ, სახლში უფრო მეტ დროს ვატარებ ხოლმე.
- არაუშავს, ბიძიასთან ერთად ბევრი ვიმხიარულე.
- ბიძიასთან? - გამიკვირდა და გამეცინა.
- ასე მითხრა, ბიძია დამიძახეო.
- ჰო, ლოგიკურად ჟღერს - გვერდით მივუწექი. - რეები გააკეთეთ?
- თავისი საყვარელი მაღაზიები მომატარა. ასე თქვა, აქ ბევრი არაფერია, რაც მიყვარს, თუმცა „ეიჩ ენდ ემს“ არაუშავსო.
- მაგას ამერიკაში აქვს საყვარელი მაღაზიები.
- მანჰეტენზე ხო? მომიყვა, როგორ დადიოდით ხოლმე შენ, ის, შაკო ბიძია და შენ ყველაფერს ყიდულობდი, რაც ხელში მოგხვდებოდა.
- მოდი, შაკოს ბიძიას ნუ დავუძახებთ კარგი? უბრალოდ შაკო იყოს, თორემ შეიძლება მე და დემუს გაგვიბრაზდეს მსგავსი სახელწოდებისთვის. მიდი, გააგრძელე ძილი. ხვალ დილიდანვე მხოლოდ მე და შენ ვიქნებით, კარგი?
- კარგი - თქვა ბედნიერად და თვალები დახუჭა. - არ მაკოცებ? - მკითხა მოულოდნელად.
- კი, რა თქმა უნდა - ორივე ლოყაზე ვაკოცე ღიმილით.
- კარგი სუნი გაქვს - მომესმა კომპლიმენტი.
ღიმილით გამოვედი სამზარეულოში.
რა თქმა უნდა, დემუ ჩვენთან ერთად იყო.
- არაჩვეულებრივი ბავშვია - ეგრევე მახარა - პელმენები ვიყიდეთ, თუ გინდა გაგიკეთებ და ვჭამოთ.
- არა, მადლობ. სპაგეტი ვჭამე. მართალია, ვერც გემო გავიგე და ბოლომდეც არ დამცალდა მირთმევა, მაგრამ მეყო.
- რა მოხდა? იჩხუბეთ?
- მემგონი ვეზიზღები. ლიზაზე ვუთხარი.
- ეგ ჯერ არ უნდა გექნა. მაგისთვის წინაპირობა მქონდა შემზადებული. სადმე, სკვერში შევეჩეხებოდით ბავშვთან ერთად, გვეთამაშებოდა. თან ლიზა ძალიან საყვარელია, შეხედავს თუ არა ადამიანს, ეგრევე აიძულებს, რომ უყვარდეს. შემდეგ ვახშამზე დავპატიჟებდით, ბავშვიც თან გვეყოლებოდა, ვითომ ჩემმა შეყვარებულმა დაგვიტოვა. თან შეყვარებულიც მარტოხელა, მელანქოლიურ და სექსუალურ მამიკოდ წარმოვიდგინე. ნელ-ნელა შეუყვარდებოდა ბავშვი. ერთ მშვენიერ დღეს, მივაჩეჩებდი და ვეტყოდი, ძალიან მეჩქარება, ცოტახნით დაიტოვე-მეთქი და შეეჩვეოდა. ვინ იცის, იქნებ საბოლოოდ, მადლობაც გადაეხადა შენთვის, რომ აიყვანე.
- აშკარად შენი გეგმა სჯობდა.
- ჰო, მაგრამ მოუთმენელი ხარ. ეწყინა ხო?
- ხმას აღარ მცემს. ბოლოს გამომიცხადა, სჯობს ერთმანეთს საერთოდ თუ არ შევხვდებითო.
- რამდენიმე დღესაც კი ვერ გაძლებს - ხელი გადამხვია - როგორ შეიძლება, ნატურალმა კაცმა ერთხელ მაინც დაგინახოს და მერე შენზე ოცნება ამოიგდოს თავიდან? დებილია ეგ შენი შაკო. ისე უყვარხარ, ყველაფრის ეშინია, მაგრამ მისიც მესმის. გადამეტებული სიყვარული ზოგჯერ ძალიან ბევრ რამეში გვიშლის ხელს.
- ნუ ამართლებ, შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და არა შაკოსი. როცა მოვკვდები, შენს თავს მას არ დავუტოვებ!
- ეგრე ქენი.
- ვერ ვიჯერებ, რომ მასზე გაბრაზებულად ყოფნის მაგივრად, იმას ვფიქრობ, როგორ შემოვირიგო - სიგარეტს გავუკიდე და ფანჯარა გამოვაღე - სხვათაშორის, ეს ბოლო საღამოა. ამის შემდეგ, აივანზე ვეწევით.
- რატო?
- ბავშვმა არ უნდა ისუნთქოს სიგარეტის კვამლი. მისი თანდასწრებითაც თუ არ მოვწევთ, უკეთესი იქნება.
- მე ჯანდაბას, მაინც სხვა სახლი მაქვს და იქ მოვწევ ხოლმე, მაგრამ შენ როგორ იზავ მაგას?
- ტუალეტში ჩავიკეტები და გამწოვს ჩავრთავ.
- ერთად როგორ დავლევთ?
- დავაძინებთ.
- მერე რომ გარეთ გასვლა და შაკოსთვის საშინელებების გაკეთება გინდება?
- მოტყუებით მოვიყვანთ და აქვე გავუკეთებთ საშინელებებს, რომ ბავშვი მარტო არ დარჩეს.
- მემგონი, არაჩვეულებრივი მშობელი, თუმცა საშინელი ადამიანი ხარ - გამომიცხადა დემუმ.
- ჰო არა? მადლობ - ლოყაზე ვაკოცე. ზოგჯერ, სიყვარულის ბუშტი მისკდებოდა, დავიჭერდი და მთელ სახეზე ვკოცნიდი. ახლაც ასე დამემართა. ლოყებზეც ვეძგერე, შუბლზეც, ყელშიც.
- ამას შაკო ვგონივარ - ჯუჯღუნებდა ვითომ შეწუხებული. არადა, ძალიანაც მოსწონდა. ნამდვილი პატარა ბავშვი იყო. როგორც კი ფერებას დავუწყებდი, მაშინვე ეღვრებოდა გულში სითბო.
- შაკოს უფრო სხვანაირად ვეფერებოდი ხოლმე.
- ნანახი მაქვს როგორ ჰგლეჯდი კისერს. აუ რო ჭიდაობდით, გახსოვს?
- კი.
- ძიუდოზე უნდა შეეყვანე მშობლებს თავის დროზე. იმდენი ენერგია გაქვს, ვინ გადაჯოგო, აღარ იცი. ნუ გეშინია დაო, შაკოსთან მე შეგარიგებ.
- მომიყვან და ნეკი-ნეკისას გაგვაკეთებინებ?
- პირდაპირ საწოლში ჩაგიგორებ.
- მორჩი სისულელეებს.
დემუ რომ თავის სახლში წავიდა, ცოტახანს, ისევ საჭმლით შევიქციე თავი, სიგარეტი მოვწიე კვლავ ღია ფანჯარაში და შემდეგ გიორგის დავურეკე. ვიცი, რომ გვიანობამდე ეღვიძა. ზოგჯერ, არც კი იძნებდა ხოლმე.
- აბა, როგორ მიდის საქმეები? - მკითხა მისალმებისა და ყოველგვარი შესავლის გარეშე.
- ცოტა მძიმე დღე მქონდა, თუმცა არამიშავს, საბოლოოდ, კარგად ვარ... ალბათ. შენსკენ რა ხდება?
- ჩემი ყოფილი ცოლი თხოვდება.
- ამას არ მოველოდი - უსიამოვნებისგან გამაჟრიალა. - გინდა, ჩემთან ამოხვიდე? დავილაპარაკებთ და ცოტა ვისკის დავლევთ.
- მინდა. ლიზას სძინავს?
- ჰო.
- 15 წუთში მოვალ.
- კარგი, რამეს მოგაფიქრებინებ, არ ინერვიულო.
ჩუმი სიცილის შემდეგ, ტელეფონი გათიშა და ჩემს გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ათ წუთში, კართან ამეტუზა.
ისეთი შენიღბული იყო, ცოტახანს ვაკვირდებოდი, მართლა გიო იყო თუ ვინმე მძარცვავდა.
- მოიცადე, შენ აქ იდექი, როცა დაგირეკე? - ვკითხე სიცილით.
- ნერვები როცა მეშლება, მარტო ვსეირნობ მანქანით. თან ღამეა და საცობებიც არაა.
- მოდი, მოდი - ვისკის ჭიქა უკვე გამზადებული მქონდა მისთვის - იმ დებილს მიჰყვება?
- ჰო.
- დალაპარაკება არ სცადე?
- არა.
- გინდა, ქორწილიდან მოვიტაცო? - ვკითხე სრული სერიოზულობით.
- რას ამბობ?
- არა, მართლა. შენ რომ მოიტაცო, ეგ ამბავი მალე გასკდება, მთელი ინტერნეტსივრცე მოძალადეს დაგიძახებს და მე შემიძლია, ეგ ყველაფერი ხმაურის გარეშე გავაკეთო. მართლა გეუბნები. მის სახლში ავძვრები ფანჯრიდან, დაველაპარაკები და წამოვიყვან.
- სერიოზულად გიჟი ხარ. თან მეცხრე სართულზე ცხოვრობს - გაეცინა და დალია. - ძალიანაც არ შემძრა ამ ამბავმა. თითქოს, ამოვისუნთქე. ასე მეგონა, მასზე ფიქრს მხოლოდ სიკვდილი შემაწყვეტინებდა: ან მე რომ მოვმკვდარიყავი და ან ის. ახლა კი, უბრალოდ დასრულდა ყველაფერი.
- გამოგიტყდები და მეგონა, ერთი-ორ ჭიქას მიამსხვრევდი სიმწრისგან, ვენებს გადაიჭრიდი ან საქმროს დაუჭერდი.
- ადრე მეც ეგრე წარმომედგინა.
- ნატალის თუ მოიყვანს ცოლად, უბრალოდ ავდგები და მოვკლავ. მაგრამ შაკოს მემგონი ვერ მოვკლავ, იმ გოგოს კი ადვილად გავიმეტებ. შემდეგ შეგევედრები, რამდენიმე საათი მომცე, რომ მე, დემუ და ლიზა ქვეყნიდან გავიქცეთ... ნაბადში გახვეულ შაკოსაც გავიყოლებ.
- საშინლად ჟღერს.
- აი, ხომ ხედავ რა ეგოისტი ვარ? შენ უნდა გესაუბრა შენს გრძნობებზე და ისევ შაკო ჩავაკვეხე.
- არა, გრძნობებზე არაფერია სალაპარაკო. იცი, ჩემი ყველაზე უცნაური ამბავი ეგ არ არის.
- აბა, გისმენ.
- დღეს სკოლიდან ბავშვები მოვიდნენ პარლამენტის სასახლის დასათვალიერებლად. მასწავლებელიც მოჰყვა. ძალიან ლამაზი ქალი იყო. შენნაირი, გრძელი თმა ჰქონდა, ხავერდოვანი, ოღონდ ღიაწაბლისფერი. თაფლისფერ თვალებს ყველა მიმართულებით აცეცებდა, ბავშვები არ სრუდა რომ დაჰკარგვოდა. რაღაცნაირი, მკაცრი იყო. იცი რამდენი ხუმრობა ვუთხარი ბავშვებს, ოღონდაც კი ამ ქალს გაეცინა? წარბიც არ შეუხრია.
- მერე, მერე? - ძალიან დამაინტერესა. თან ისეთი გრძნობით ყვებოდა, მივხვდი, როგორც იქნა, რაღაცაზე ან ვიღაცაზე გადაიტანა ყურადღება.
- რაღაცეებს ველაპარაკებოდი ბავშვებს. სამი გრამატიკული შეცდომა შემისწორა იმ ქალმა საუბრისას. კიდევ კარგი, ჟურნალისტები არ იყვნენ. მეც უფრო დავიბენი მერე და რა სისულელეები ვილაპარაკე, კაცმა არ იცის. იცი რა? მეც ხო ადამიანი ვარ?
- გიოს გოგო მოეწონა, გიოს გოგო მოეწონა - წავიღიღინე.
- ეტყობა, მაგრად ვერ იტანს მთავრობას. ისეთი სახით მიყურებდა, ლამის არსებობისთვის მოვიხადე ბოდიში. ვერ წარმოიდგენ, რეები ვაკეთე. ფოკუზები ჩავუტარე ბავშვებს და ამ ქალს ერთი ღიმილიც არ დასცდა.
- ეგრე ძალიან მოგეწონა?
- აქამდე ხომ შენ მეგონე ყველაზე ლამაზი ქალი დედამიწაზე? ახლა ის მგონია - გამომიტყდა.
- დიდი მადლობა, ნამდვილი კომპლიმენტია. ის გოგო შაკოს არ ანახო!
- არც ვაპირებ. ისე აქებ მაგის ტრ*კს, უკვე მეც მეშინია რომ უკანა ხედს დავუნახავ და შემიყვარდება.
- გამებუტა და ხმას აღარ მცემს, იცი?
- ლიზაზე გაიგო?
- ჰო, მაგრამ შაკოზე ლაპრაკი არ გვინდა. ახლა შენ მაგ ქალის მისამართს გაიგებ და ყველაზე ლამაზ თაიგულს გაუგზავნი.
- გაგიკვირდება და ჩემგან რამდენიმე კვარტლის მოშორებით ცხოვრობს.
- გაუგია უკვე.
- ელე, ქართულზე ხო არ შევიდე? - მკითხა სერიოზულად. - ქართულის მასწავლებელია.
- კი, უთხარი, აბიტურიენტი ვარ-თქო და გაგატარებს ეროვნულების მასალას.
- არა, სერიოზულად გეუბნები. ვეტყვი, რომ გამართულად მინდა ვიმეტყველო კამერის წინ.
- არ ვიცი, მაგ ქალმა რა შეცდომები გიპოვნა, მშვენიერი ორატორი ხარ. აქამდე, თვალ-ყურს არ გადევნებდი, თუმცა მერე იუთუბში ჩაგწერე და მშვენივრად მეტყველებ ყველანაირი გამოსვლისას.
- ისევ თაიგულს გავუგზავნი.
- იქნება გათხოვილია?
- არა - თავი დარწმუნებით გააქნია - არც ქმარი ჰყოლია, არც შვილი. შეყვარებულიც კი ვერ გამოვუნახე ბოლო 5 წლის განმავლობაში. სახლი-სამსახური, სახლი-სამსახური. მხოლოდ ასეთი ბიოგრაფია აქვს. მემგონი, ადამიანებსაც ვერ იტანს იცი?
- ეგ საიდანღა დაასკვენი?
- ბავშვებს ცოტა ზიზღით უყურებდა.
- ჩემი კლონი შეგიყვარდა?
- ვიხუმრე. მოიცა, კიდევ ერთი დეტალი გამახსენდა - თქვა სიცილით. - ნასამართლევია.
- რაა ბიჭო? - სკამიდან წამოვხტი და ისტერიკული სიცილი ამივარდა. რამდენიმე წუთს, ვერ მოვსულიერდი.
გიოსაც მაგრად ეცინებოდა, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ საერთოდ არ ადარდებდა იმ ქალის ნასამართლეობის ფაქტი.
- ჰო, ნასამართლევია.
- რაზე?
- აუ, არ გაგეცინოს იცოდე.
- კარგი, კარგი - ვისკის ორი ყლუპი დამატებით მოვწრუპე და მივხვდი, ცოტა შეჟუჟუნებული ვიყავი, თან კარგ ხასიათზეც.
- მეზობელს კატა მოჰპარა.
ამის თქმა იყო და იმხელაზე ვიკივლე, კიდევ კარგი, ბავშვს არ გაეღვიძა.
იმდენხანს ვიცინოდი, სანამ უხერხული არ გახდა ჩემ საქციელი.
- არ დააპატიმრეს?
- არა. განაცხადა, რომ ცუდად ექცევა, უკანალში პანღურებს ურტყავსო.
- კატა ვის დარჩა?
- არ ვიცი.
- რა ჰქვია?
- ყველაზე ლამაზი სახელი - მითხრა ღიმილით - ლიდია კამილია.
- როგორ მელოდიურად ჟღერს? ჰო და, ლიდიას გაუმარჯოს - ჭიქები მივუჭახუნეთ ერთმანეთს.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი DI ANA

როგორ მიხარია ახალი თავი რომ დაიდოოოოოოო❤❤❤❤❤ წავიკითხავ და მოვალ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

DI ANA
როგორ მიხარია ახალი თავი რომ დაიდოოოოოოო❤❤❤❤❤ წავიკითხავ და მოვალ

გელიიი <3

 


№3  offline წევრი L.eli13

ეს ქალი მაღიზიანებს,არა კი მომწონს
(არ ვიცი ამას როგორ გაიგებ),
მაგრამ ძაან არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს და ძალიან ძნელია მისი გაძლება.ქმარი ყავდა შვილი არ აიყვანა,არც გააჩინა,გაშორდა აიყვანა,უბრალოდ შაკოს რომ აბრალებენ დაშორებას მიკვირს.
მინდება ისტორიაში შევხტე და ყელი მოვაგლიჯო.
იქნებ მიხვდეს რომ თვითონაცაა დამნაშავე ამ ყველაფერში და ცოტა სინდისის შეწუხება და სინანული იგრძნოს.დროა უკვე.
ისე ხო იმედია გიორგიზე და ლიდიაზე დაწერ ბევრს, დამაინტერესა მათმა წყვილმა ძაან.ცალკე ისტორიაც კარგი იქნებოდა,თუმცა ესეც გვეყოფა.

 


№4  offline წევრი DI ANA

ენ ჯეინი
DI ANA
როგორ მიხარია ახალი თავი რომ დაიდოოოოოოო❤❤❤❤❤ წავიკითხავ და მოვალ

გელიიი <3

ვაიმეეეე შევწუხდი სიცილისგან, მეშინია უკანა ხედით არ დავინახო და არ შემიყვარდესო :დდდდდ

შაკოს რეაქცია სრულიად ადეკვატური მგონია ისევე როგორც ელენასი, ახლა ეგ ორი ერთად შეყარე დემუსაც ვინმე უპოვე გიორგის ისედაც ყავს უკვე ლიდია და აშენდა ქვეყანა. ვიცი რომ საშინლად ვიქცევი მე რომ ვინმემ ჩემ პერსონაჟებზე მიმითითოს ამას ასე გაუკეთე ამას კიდე ასეო ხომ ავიფოფრე (განსაკუთრებით თუ ჩემსავით ყოველ ჯერზე იმეორებს) მაგრამ რავქნა რომ არ შემიძლია უკვე მაგ ორის ცალკ-ცალკე ყურება?

ხანდახან მინდა ელენა მივარდეს შაკოს და კარგად ჩაკოცნოს ან უკეთეს შემთხვევაში იძალადოს (ვიცი ავადმყოფი ვარ) აბა სხვანაირად მაგათი შერიგება ვერ წარმომიდგენია და რა ვქნა?

P.S უკვე ისე შემიყვარდი რომ ეს ბოლოს დროა ვფიქრობ მოთხრობა მოგიძღვნა
: დდ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

L.eli13
ეს ქალი მაღიზიანებს,არა კი მომწონს
(არ ვიცი ამას როგორ გაიგებ),
მაგრამ ძაან არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს და ძალიან ძნელია მისი გაძლება.ქმარი ყავდა შვილი არ აიყვანა,არც გააჩინა,გაშორდა აიყვანა,უბრალოდ შაკოს რომ აბრალებენ დაშორებას მიკვირს.
მინდება ისტორიაში შევხტე და ყელი მოვაგლიჯო.
იქნებ მიხვდეს რომ თვითონაცაა დამნაშავე ამ ყველაფერში და ცოტა სინდისის შეწუხება და სინანული იგრძნოს.დროა უკვე.
ისე ხო იმედია გიორგიზე და ლიდიაზე დაწერ ბევრს, დამაინტერესა მათმა წყვილმა ძაან.ცალკე ისტორიაც კარგი იქნებოდა,თუმცა ესეც გვეყოფა.

რაღაც მხრივ, მართალი ხარ. ჩემი შთაგონება ყოველთვის არაპროგნოზირებადი, რაღაცაში დამნაშავე ქალები იყვნენ, რომლებიც ბოლომდე ინარჩუნებდნენ უდანაშაულოს ტყავს და დღემდე ასე არის :დდ
გიოს და ლიდიას რა შეეხება, შეიძლება დავდო ცალკე ისტორია <3

DI ANA
ენ ჯეინი
DI ANA
როგორ მიხარია ახალი თავი რომ დაიდოოოოოოო❤❤❤❤❤ წავიკითხავ და მოვალ

გელიიი <3

ვაიმეეეე შევწუხდი სიცილისგან, მეშინია უკანა ხედით არ დავინახო და არ შემიყვარდესო :დდდდდ

შაკოს რეაქცია სრულიად ადეკვატური მგონია ისევე როგორც ელენასი, ახლა ეგ ორი ერთად შეყარე დემუსაც ვინმე უპოვე გიორგის ისედაც ყავს უკვე ლიდია და აშენდა ქვეყანა. ვიცი რომ საშინლად ვიქცევი მე რომ ვინმემ ჩემ პერსონაჟებზე მიმითითოს ამას ასე გაუკეთე ამას კიდე ასეო ხომ ავიფოფრე (განსაკუთრებით თუ ჩემსავით ყოველ ჯერზე იმეორებს) მაგრამ რავქნა რომ არ შემიძლია უკვე მაგ ორის ცალკ-ცალკე ყურება?

ხანდახან მინდა ელენა მივარდეს შაკოს და კარგად ჩაკოცნოს ან უკეთეს შემთხვევაში იძალადოს (ვიცი ავადმყოფი ვარ) აბა სხვანაირად მაგათი შერიგება ვერ წარმომიდგენია და რა ვქნა?

P.S უკვე ისე შემიყვარდი რომ ეს ბოლოს დროა ვფიქრობ მოთხრობა მოგიძღვნა
: დდ

ვაიმეე, ნუ მაგიჟებ, ნუუუ!
მომიძღვენი არაა პრობლემაა :დდ
რაც შეეხება ძალადობას, ეგეთი ტიპის ძალადობები ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, კაცზე :დდ

 


№6  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაიმეეეეეეეეეე შოკშიი ვაააარ!!!!
ლიდიია და გიორგი !!!
გიოს გოგო მოეწონა გიოს გოგო მოეწონააა ვღიღინებ ახლა ისე გახარებული ვარ რომ ეშველა აუაუაუაუაუაუ რამაგარია :დდდ მაგათზეც მინდა რა ისტორია მინდა მინდა რამაგრები არიან აუუუუ!!♥️♥️♥️♥️♥️

წეწააა შაკო გაცეცხლდა :| ეს იყ ოთუ იყო რა :დდ ♥️ აუ რაღაცნაირია აი ისეთია ძაან რომ მიყვარს და აი მაინც რომ ვგიჟდები ყველანაირად რომ მიყვარს ისეთია ჩემი შაკო ♥️♥️♥️♥️

აი დემუზე და ელენას მეგობრობაზეეე მეკეტებააა აი ისე ვგიჯდები ისე რომ გაღიმებული ვრჩები ხოლმე ისეთუ პოზიტიურები და საყვარლებუ არიან ♥️♥️♥️♥️

აუ შენ კიდე ყოველი თავის მერე ასეთ გაღიმებულს და დაინტრიგებულს რატო მტოვეეევ ? :(((♥️♥️♥️ ვაფრენ ადამიანო შენზე მორჩა! პკთ♥️

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
ვაიმეეეეეეეეეე შოკშიი ვაააარ!!!!
ლიდიია და გიორგი !!!
გიოს გოგო მოეწონა გიოს გოგო მოეწონააა ვღიღინებ ახლა ისე გახარებული ვარ რომ ეშველა აუაუაუაუაუაუ რამაგარია :დდდ მაგათზეც მინდა რა ისტორია მინდა მინდა რამაგრები არიან აუუუუ!!♥️♥️♥️♥️♥️

წეწააა შაკო გაცეცხლდა :| ეს იყ ოთუ იყო რა :დდ ♥️ აუ რაღაცნაირია აი ისეთია ძაან რომ მიყვარს და აი მაინც რომ ვგიჟდები ყველანაირად რომ მიყვარს ისეთია ჩემი შაკო ♥️♥️♥️♥️

აი დემუზე და ელენას მეგობრობაზეეე მეკეტებააა აი ისე ვგიჯდები ისე რომ გაღიმებული ვრჩები ხოლმე ისეთუ პოზიტიურები და საყვარლებუ არიან ♥️♥️♥️♥️

აუ შენ კიდე ყოველი თავის მერე ასეთ გაღიმებულს და დაინტრიგებულს რატო მტოვეეევ ? :(((♥️♥️♥️ ვაფრენ ადამიანო შენზე მორჩა! პკთ♥️

შენზე ვ-ა-ბ-ო-დ-ე-ბ!
ყოველი თავის მერე, შენი კომენტარიც რო გახარებულს და დაშტერებულს მტოვებს ხოლმე, რა გავაკეთო და რა ვიღონო?
გიოზე და ლიდიაზე ნამდვილად დავწერ და შევეხდები, სრულადაც ავტვირთო. ანუ ძალიან დიდი არ იქნება, თუმცა ვეცდები, სასიამოვნო იყოს

 


№8  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ჰოდა გაუმარჯოს ჩემი აზრით მალე რომ შედგება იმ წყვილს
ლიდია და გიორგი
წინასწარ და ლიდიას უნახავად,მიყვარს ეს ორი ერთად...
ნუ დიდი იმედი მაქვს ,მაგათი ერთად ყოფნის,აბა გიორგისნაირ კაცს ვინ ეტყვის უარს,ისე სიმპატიურად იყო აღწერილი რო...

ოპა...
შაკოს ასეთი რეაქციას არ მოველოდი...
კაცი ვერ მოალბო ელენამ რა...
„- რამდენიმე დღესაც კი ვერ გაძლებს - “
აი მართალია დემუსი...ას პროცენტიანია....
ჰა მაქსიმუმ ორი დღე გაძლოს...
არა კაცო ან წყვილის დაშორება იქნება???

აი დემუსი ბიძის ამპულაში მაგარია ,არა მეგობარი ხო იყო,მაგრამ ბიძა კიდე სხვა იქნება...
არა მართალია საიდანაა ახლა შაკო ლიზას ბიძია ,მალე მამად მოევლინება...

ნუ მოკლედ ძალიან რომ მომწონს მგონი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი...

საოცრება ხარ ნუ..

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

meocnebe avadmyopi
ჰოდა გაუმარჯოს ჩემი აზრით მალე რომ შედგება იმ წყვილს
ლიდია და გიორგი
წინასწარ და ლიდიას უნახავად,მიყვარს ეს ორი ერთად...
ნუ დიდი იმედი მაქვს ,მაგათი ერთად ყოფნის,აბა გიორგისნაირ კაცს ვინ ეტყვის უარს,ისე სიმპატიურად იყო აღწერილი რო...

ოპა...
შაკოს ასეთი რეაქციას არ მოველოდი...
კაცი ვერ მოალბო ელენამ რა...
„- რამდენიმე დღესაც კი ვერ გაძლებს - “
აი მართალია დემუსი...ას პროცენტიანია....
ჰა მაქსიმუმ ორი დღე გაძლოს...
არა კაცო ან წყვილის დაშორება იქნება???

აი დემუსი ბიძის ამპულაში მაგარია ,არა მეგობარი ხო იყო,მაგრამ ბიძა კიდე სხვა იქნება...
არა მართალია საიდანაა ახლა შაკო ლიზას ბიძია ,მალე მამად მოევლინება...

ნუ მოკლედ ძალიან რომ მომწონს მგონი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი...

საოცრება ხარ ნუ..

უღრმესი მადლობა <3
ჰო, დემუ ბიძია მეც ძალიან მხიბლავს და გიოს რაც შეეხება, ისე მყავდა ჩაფიქრებული, ლაითად და ბოლოდ, შემიყვარდა ნამეტნავად. ვერ გავძელი რომ მარტოობისთვის ან უბრალოდ ტიპის როლობისთვის გამეწირა :დდ

 


№10  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

შენი გულისთვის არ დავიძინე
და რა მინდა გკითხო...
ასეთებს საიდან იგონებ? - " ან შეიძლება, შუბლზე შაკო მივიწერო და მანქანას შევუვარდრე, რომ სინდისის ქენჯნამ გაგაწამოს დარჩენილი სიცოცხლე, საბოოლოოდ კი თავადაც სუიციდამდე მიხვიდე" smiley smiley smiley

ცხვირსახოცის სცენა ვაბშე smiley

აი, აქ გავჭედე :დდდ - "ფანჯარაში იხედებოდა ისე, თითქოს მოხუცი ქალი შეენიშნა უადგილო ავტობუსში და არ იმჩნევდა"

აუ ძალიან ცუდად ვარ :დდდ

გყვარობ გიჟო ქალო heart_eyes

 


№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
შენი გულისთვის არ დავიძინე
და რა მინდა გკითხო...
ასეთებს საიდან იგონებ? - " ან შეიძლება, შუბლზე შაკო მივიწერო და მანქანას შევუვარდრე, რომ სინდისის ქენჯნამ გაგაწამოს დარჩენილი სიცოცხლე, საბოოლოოდ კი თავადაც სუიციდამდე მიხვიდე" smiley smiley smiley

ცხვირსახოცის სცენა ვაბშე smiley

აი, აქ გავჭედე :დდდ - "ფანჯარაში იხედებოდა ისე, თითქოს მოხუცი ქალი შეენიშნა უადგილო ავტობუსში და არ იმჩნევდა"

აუ ძალიან ცუდად ვარ :დდდ

გყვარობ გიჟო ქალო heart_eyes

მეც ძალიან ძალიან გყვარობ <3
ყოველდღიური ამბებიდან ვიღებ ხოლმე. აი, რაღაც ისეთი, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს ახასიათებთ და მერე ვცდილობ, იდეალური პერსონაჟები გავაფუჭო ამ თვისებებით :დდ

 


№12  offline მოდერი მარია.

გიჟი ხარ ;დ
უნიჭიერესი გიჟი
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარია.
გიჟი ხარ ;დ
უნიჭიერესი გიჟი

ვაიმე, უდიდესი მადლობა გიჟისგან <3
შენს პირს შაქარი smile smile

 


№14  offline წევრი ket-kat

ქუულ თავი იყო ყოჩაღ გილოცავ!!!;)))<3

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ket-kat
ქუულ თავი იყო ყოჩაღ გილოცავ!!!;)))<3

გაიხარე, გამლავდი!

 


№16  offline წევრი Ninuciusi

როგორ მოულოდნელად დასრულდა კიდე ბევრი მინდოდაა

 


№17  offline მოდერი ფ ე ფ ო

ჩემ შაკუნაზე დარდმა უკვე დამაავადმყოფა :( ელენას ვითრევ თმებით.სულ გადამირია და გამისულელა კაცი. ოფ...რა მოცუცქნულ თავებს დებ ქალბატონო ანა?! აუუუ მალე დადეებ :D :D

 


№18  offline მოდერი Queenofmoon

არა რაა..აი,ვამბობდი,სრულად დაიდება და მერე ჩავუჯდები თქო,მაგრამ გულმა ვერა და ვერ მომითმინა. ვგიჟდები შენს ქალ პერსონაჟებზე,აი..ჯერ ხომ ჩემი ლილიანი იყო ცეცხლი და ვულკანი,ეხლა ეს გიჟი და გადარეული..აი,როგორ მიყვარს და როგორ მომწონს,ყოჩაღ შაკუნას გაძლებას,კიდევ კარგად უთმენს,მაგრამ კი ღირს joy რა კარგი იყო,რომ ჩავუყევი ყველა თავს ლიწინით,ვზივარ ეხლა იდიოტივით,მოლოდინის რეჟიმში ჩართული,ყოველ წუთს საიტს რომ ამოწმებს. joy შემიყვარდა უკვე ეს ისტორიაც,შენ ხო ისედაც მიყვარხარ და შენი ფანი ვარ joy ვსიო ეხლა,წავედი.. "აუუუ,მალე დადეეე რაააა" აჰა,დავწერე ესეც.. joy არა,მართლა გელოდები და იმედია მალე წავიკითხავ ახალ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart

 


№19  offline წევრი დამპალი სული

რაღაცნაირად ადვილი და სასიამოვნო ისტორიაა, მომწონს.
გიორგი კი მგონი მიყვარს და იმედია გვარად გახარია არ არია :D

 


№20  offline წევრი aavvbb

უფრო მეტი შაკო მინდაააააა❤️❤️❤️❤️ ვგიჟდები ელენაზე და შაკოზე ერთად ოღონდ ცალ-ცალკე არმომწონს არცერთიიი........

 


№21  offline წევრი კეროლაინი

რა კარგი იყო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ninuciusi
როგორ მოულოდნელად დასრულდა კიდე ბევრი მინდოდაა

მეც მინდა ხოლმე რომ ბევრი ვწერო, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის :((

ფ ე ფ ო
ჩემ შაკუნაზე დარდმა უკვე დამაავადმყოფა :( ელენას ვითრევ თმებით.სულ გადამირია და გამისულელა კაცი. ოფ...რა მოცუცქნულ თავებს დებ ქალბატონო ანა?! აუუუ მალე დადეებ :D :D

ოხერი ხარ :დდ
შაკუნაზე მეც ვდარდობ ცოტა არ იყოს :დდ


Queenofmoon
არა რაა..აი,ვამბობდი,სრულად დაიდება და მერე ჩავუჯდები თქო,მაგრამ გულმა ვერა და ვერ მომითმინა. ვგიჟდები შენს ქალ პერსონაჟებზე,აი..ჯერ ხომ ჩემი ლილიანი იყო ცეცხლი და ვულკანი,ეხლა ეს გიჟი და გადარეული..აი,როგორ მიყვარს და როგორ მომწონს,ყოჩაღ შაკუნას გაძლებას,კიდევ კარგად უთმენს,მაგრამ კი ღირს joy რა კარგი იყო,რომ ჩავუყევი ყველა თავს ლიწინით,ვზივარ ეხლა იდიოტივით,მოლოდინის რეჟიმში ჩართული,ყოველ წუთს საიტს რომ ამოწმებს. joy შემიყვარდა უკვე ეს ისტორიაც,შენ ხო ისედაც მიყვარხარ და შენი ფანი ვარ joy ვსიო ეხლა,წავედი.. "აუუუ,მალე დადეეე რაააა" აჰა,დავწერე ესეც.. joy არა,მართლა გელოდები და იმედია მალე წავიკითხავ ახალ თავს heart_eyes heart_eyes kissing_heart

დიდი დიდი მადლობა ასეთი თბილი და ტკბილი შეფასებისტვის. მთელი გულით ვეცდები რომ მაქსიმალურად სწრაფად დავდო <3
ქალებს რაც შეეხება, რა ვქნა რომ ასეთი ისტერიჩკა და ცოტა ფსიხი ქალები მომწონს. ვერც ერთ ისტორიას ვერ ვწერ, ერთი ეგეთი რომ არ გავურიო :დდ


დამპალი სული
რაღაცნაირად ადვილი და სასიამოვნო ისტორიაა, მომწონს.
გიორგი კი მგონი მიყვარს და იმედია გვარად გახარია არ არია :D

ვაიმე, რამდენი ვიცინე შენს კომენტარზე :დდ მართალია, მეგრელია ჩემი გიორგიც, მაგრამ გახარია ნამდვილად არ არის.
პი.ეს. ეს ძალიან სიმპათიურია :დდდ


aavvbb
უფრო მეტი შაკო მინდაააააა❤️❤️❤️❤️ ვგიჟდები ელენაზე და შაკოზე ერთად ოღონდ ცალ-ცალკე არმომწონს არცერთიიი........

იმდენ შაკოს შემოვიყვან, ეგება მეხვეწებოდე, ამდენი არ მინდოდაო :დდდ

კეროლაინი
რა კარგი იყო❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

დიდი დიდი მადლობა <3

 


№23  offline წევრი Elennee

აუ საოცრებაა ❤️ მიყვარს შაკო და მიყვარს ელენა.. და ეს ისტორიაც ძალიან მომწონს, წერით ხომ საოცრად წერ .. ყოველი ახალი თავი მიხარია..

იმედი მაქვს ისევ სიყვარული გაიმარჯვებს და მალე მიხვდება ეს ორი გიჟი , რომ სულ ტყუილად ტანჯავენ ერთმანეთს.. ❤️

 


№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Elennee
აუ საოცრებაა ❤️ მიყვარს შაკო და მიყვარს ელენა.. და ეს ისტორიაც ძალიან მომწონს, წერით ხომ საოცრად წერ .. ყოველი ახალი თავი მიხარია..

იმედი მაქვს ისევ სიყვარული გაიმარჯვებს და მალე მიხვდება ეს ორი გიჟი , რომ სულ ტყუილად ტანჯავენ ერთმანეთს.. ❤️

ძალიან მიხარია თუ მოგწონს და სიამოვნებით კითხულობ.
ვეცდები, არ დააგვიანოს ყოველმა ახალმა თავმა და სულ გაგახარო <3

 


№25  offline წევრი Takk.22

საოცრება ისტორია,საოცრად წერ, დღეს არ ველოდო ახალ თავს?

 


№26  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Takk.22
საოცრება ისტორია,საოცრად წერ, დღეს არ ველოდო ახალ თავს?

დღეს არა საყვარელო, მაგრამ ხვალ დავდებ აუცილებლად <3

 


№27  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

აუ შაკო ორი წლის ბავშვივით ბუტიაა ნუუ:დ
ელენა კიდევ კაპასი და ცოტა საყვარელიც:დ❤
შენც არაგიშავს რაა:დ❤❤
იცოდე შეარიგე ეს ორი, თორემ დამეწვა გული და დავიღვარე ცრემლებად აჰჰ

 


№28  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
აუ შაკო ორი წლის ბავშვივით ბუტიაა ნუუ:დ
ელენა კიდევ კაპასი და ცოტა საყვარელიც:დ❤
შენც არაგიშავს რაა:დ❤❤
იცოდე შეარიგე ეს ორი, თორემ დამეწვა გული და დავიღვარე ცრემლებად აჰჰ

რო შევარიგო, რაღა მუღამი ექნება მერე? :დდ
ბოროტი მეე smiling_imp

 


№29  offline წევრი aavvbb

აუ როდის დადეებ??? :((

 


№30  offline წევრი Moonlight Sonata

დღეს ალბათ უკვე მეათედ ვამოწმებ დევს თუ არა ახალი თავიი... იმედია, დაწყებული მაინც გაქ ((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent