შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწრო სხეულები (თავი 7)


20-01-2019, 16:50
ავტორი P.A.
ნანახია 1 066

ვიწრო სხეულები (თავი 7)

***
კონცერტიდან დაბრუნებულები ნინოს დაჟინებული მოთხოვნით დიდ, გემრიელი კერძებით დახუნძლულ სუფრასთან სხედან. ბედნიერება იღვრება გარშემო. ქეთას და სესილიას კისკისი და ბაჩოს უხამსი კურიოზები იმდენად ამხიარულებთ, რომ გვერდიგვერდ მსხდარი დაჩისა და ილიას შორისაც კი ქრება დაძაბულობა. ოღონდ სულ ცოტახნით.. მერე, მოსაწევად გასულ ძმაკაცს ადევნებულ დის სხეულს ამჩნევს და ისევ მთელი სხეული ეძაბება. მთელი დღეა ცდილობს, როგორმე მათ შორის ჩადგომას. მთელი ეს დრო აწუხებს მათი ერთმანეთში გაცვლილი მზერები, დის კისერზე ჩამოკიდებული ახალი გულსაკიდი, მაგიდის შუაში მდგარი უზარმაზარი ვარდები და ყველას თვალწინ დამჩნეული სესილიას ტუჩსაცხი ილიას ყვრიმალზე. ეს ყველაფერი ისე უშხამავს ნერვებს, რომ მხოლოდ ახლა, მაგიდასთან მჯდარი იაზრებს, რა ღრმად შეტოპა. იაზრებს, თუმცა არაფრით უნდა უკან დახევა. თუ დიტო ვერ შეიყვარა.. თუ მასთან ასე უმტკივნეულოდ დაამთავრა, მაშინ ილიასთანაც მარტივად შეძლებს ჩამოშორებასო, ფიქრობს და იმას ვეღარ ხვდება, რომ ილია სულ სხვაა.. რომ მან სულ სხვაგვარად დაისაკუთრა უკვე ამ პატარა გოგოს გული, ახლა, აივნის მოაჯირზე იდაყვებჩამოყრდნობილს რომ უძვრება სასაცილოდ მკლავებში
–მობრძანდი, პატარა ქალბატონო! – ეცინება მის საქციელზე ილიას და ზევიდან დაჰყურებს. საკუთარ სხეულსა და მოაჯირს შორის გაჭედილი სესა ძლივს ახერხებს მისკენ მობრუნებას, რადგან სახეზე ღიმილაკრული მამაკაცი არაფრით იწევა უკან
–გავიჭედე! – ეცინება სესილიასაც და გაშლილი ხელით უშედეგოდ აწვება მკერდზე
–მერე, რას მიძვრებოდი? – უცებ ხვევს ხელებს და თავზე აკრობს ტუჩებს. თავზე, შუბლზე, ლოყებზე და ტუჩების გასწვრივ ჩერდება, – ახლა გაკოცებ და შენ ისევ აგიჩქარდება კეთილი გული.. – ფრხილად ეხება, შეკრულ ბაგეებში ენის წვერით სრიალდება და ისეთი ვნებით უკოცნის შეფერადებულ ტუჩებს, სესილიას ყრუ ოხვრა სწყდება
–ღმერთო, ასე არასდროს, არავის უკოცნია! – სიცილით ცდება სიტყვები, თავისუფლდება თუ არა და მამაკაცის მკერდს აყრდნობს დახრილ შუბლს
–როგორც ჩანს, დიტოს გარდა იყვნენ კიდევ ვიღაც–ვიღაცები.. – ჩურჩულებს ილია და თავს აწევინებს. სესილიას თვალებში ჭინკები დახტიან.
–ახლა აზიატი კაცის იერი უნდა მოირგო? ცოტათი იკბინება ეს შენი წვერი, ხომ იცი..
–არავის შემადარო.. არასდროს, არავის შემადარო, გესმის? – აფრთიხლებს შეცვლილი ტონით და ოდნავ მკაცრი მზერით დაჰყურებს
–შენ კიდევ, არავისში გამცვალო, – არც სესილია უთმობს და მის მტკიცე გამომეტყველეზე, თბილად ეღიმება ილიას
–ვერ გაგცვლი, სეს..
–წინასწარაც არ დამპირდე რამეს..
–ნუ დაიწყე ახლა ასე ლაპარაკი, – ცხვირზე კოცნის და წელზე ავლებს ხელებს, – მოდი, ცოტა დავშორდეთ ერთმანეთს, თორემ ზედმეტად კარგად მოქმედებ ჩემზე და ახლა, აქ, ნამდვილად არ გვაწყობს ეს ამბავი..
–იმედი მაქვს შენც დაჩისავით პატარა გოგოდ არ მთვლი და ფაიფურივით თაროზე შემოდებას არ მიპირებ, – ბურტყუნებს და ისევ ახლოს იწევა ეშმაკური მზერით
–არც ერთი წამით.. – გულიან სიცილს შორის ძლივს ახერხებს პასუხის გაცემას და უცებ, ხმაურით კოცნის გამობზეკილ ტუჩებზე, – კი მოგიხდებოდა ფაიფურის თოჯინობა. რაო ჯიჯიმ?
–რამდენიმე დღეში გავიგებ კონტრაქტი გაგვიფორმეს თუ არა. ჯიჯი უკვე ემოციებშია, ლამისაა აეროპორტთან ჩამოდგეს, ისეა დარწმუნებული რომ მე და ნიკო მოვეწონეთ..
–მე მგონია, რომ შენნაირ სრულყოფილებას მეორეს ვერ იპოვიან!
–შენი ეს ზედმეტად სუბიექტური, შეყვარებულზე მიკერძოებული აზრები სხვებთან მოაფრქვიე თუ შეიძლება, – ცხვირს იბზუებს
–ვისთან, სეს? – ეცინება და იმავე წამს, კარებში გაჩხერილ ბაჩოს უკმაყოფილოდ უღრენს, – რა გინდა?
–საეჭვოდ დაიკარგეთ., – პაუსხობს და ხელში მოქცეულ ვაშლს ხმაურით კბეჩს
–მერე?
–დაჩი სკამზე ვეღარ ეტევა, გამუდმებით ცქმუტავს. ნინო ჯერ ზრდილობიანად გკითხულობთ, მაგრამ მალე აქ გამოგაკითხავთ და ასე ჩახვეულები თუ დახვდით, არ მგონია კარგი რეაქცია ჰქონდეს. მე კიდევ დავიტანჯე, ქეთამ მთელი თავისი სამთვიანი მოგზაურობის ფოტოები დამათვალიერებინა, აღარ შემიძლია! – ამთავრებს გატანჯული მზერით
–ცალკე დისკიც აქვს, უფრო მეტი სურათით. ვეტყვი, რომ დაინტერესდი და იმასაც გაჩვენებს, – კისკისებს სესილია და თვალებგაფართოებული ბაჩოს დანახვაზე ზედმეტად მხიარულდება
–შეიძლება ამ გოგონას ჭკუა ვასწავლო? – საჩვენებელ თითს სასაცილოდ იშვერს მისკენ ბაჩო და მომლოდინე მზერით შეჰყურებს მასზე შემოხვეულ მამაკაცს, წვერში რომ ჩაუკარგავს გაწელილი ტუჩები
–შეიძლება.. – უქნევს უდარდელად თავს და გაკვირვებულ სესილიას თავად ეცლება ხელებიდან
–ეს რა იყო, ილია? – სწყინს სერიოზულად და იმდენად საყვარელია, იმდენად უბრალო, მამაკაცს გულის ფეთქვა უორმაგდება. აი, როგორი რაღაცები სწყინს სესილიას. რომ გადაუარო, გული რომ ატკინო, გაპატიებს! ყველაზე დიდი ტკივილი რომ მიაყენო, მაინც გაპატიებს! არ ეწყინება.. გადალახავს.. ყველაზე დიდი სიძლიერეს გამოიჩენს.. მაგრამ ასეთ დროს.. აცეტებულ ბაჩოს რომ მისცემ მისი წვალების უფლებას, რომ არ ეტყვი, ჩემი გოგოა, ხელი არ შეახოო, სწორედ ეს ეწინება.. სწორედ ამაზე დაგიბრიალებს ლამაზ, ღია, ბრაზმორეულ თვალებს.. ახლა კი, ისე მოსწონს ასეთის ყურება, ემოციისგან ხელები უთრთის. ენით გამომშრალ ტუჩებს ისველებს და სიგარეტის ახალ ღერს იღებს კოლოფიდან. ისე უკდებს, წამით არ აშორებს თვალს ტუჩებგაბუსხულს. მერე, ბაჩოს მიჰყავს ძალით, წუწუნით და ისევ მარტო რჩება. უკან შებრუნებას და დაჩის იმედგაცრუებული, ეჭვნარევი მზერის დანახვას ყველაფერი ურჩევნია ახლა. ნეტავ, ასე არ ეძვირფასებოდეს.. ნეტავ, შეეძლოს მისი განცდების დაუფიქრებლად უკუგდება.. ნეტავ..

***
–სად დაფრინავ? – კაფეს ჩაბნელებულ კუთხეში მჯდარს უახლოვდება და წინ უჯდება
–ჰა?
–სად დაფრინავ მეთქი? ხელს გიქნევ რამდენი ხანია..
–მოდი, მაკოცე, რომ მოეწყე უკვე! – მისკენ იწევა, ნიკაპში ავლებს ხელს და უცებ კოცნის ტუჩებზე. რამდენიმე წამით შეშდება, მის სურნელს იყნოსავს და უკან, სავარძელზე ბრუნდება, – პირდაპირ დესერტი შევუკვეთე. ხომ არ გშიოდა?
–არა, ხომ იცი, ვჭამს სამსახურშიც, შესვენებაზე.. რა ხდება, დაჩი, მითხარი რა.
–არაფერი, სალომე, არაფერი არ ხდება. მოყევი, როგორ ჩაიარა სამუშაო დღემ? – უღიმის და მაგიდაზე ჩამოყრდნობილ მის მტევანს იქცევს ხელში
–კარგად, გადავიღალე ცოტა. დაჩი, თუ ხმას არ ამოიღებ, ახლავე ავდგები და წავალ! სესილიას ეხება ისევ საქმე? – ფსიხდება სალომე და ბრაზით იძრობს ყელიდან თხელ შარფს
–ერთად არიან.. – სახეზე მოუთმენლად ისვამს ორივე ხელს და მერე მოწყვეტით ყრის მაგიდაზე
–მერე? იმ დიტოს აღარ ჯობია ილია? ვერ ხედავდი თავიდანვე როგორ უყურებდა? შენ თუ თავი გამოიდებილე, არ ნიშნავს იმას, რომ სხვებიც გამოდებილდებიან. თავიდანვე დაგეყენებინა მაშინ საკითხი ისე, რომ არ გაკარებოდა. რა არ გასვენებს? წესიერად რატომ არ მიყვები? – დაჟინებით შეჰყურებს თვალებში
–თავიდანვე გავაფრთხილე, სალომე, თავიდანვე, აბა რა ვქენი!
–მაგრამ უყურებდი და ხვდებოდი, როგორ ხდებოდნენ ერთმანეთისთვის იმაზე მეტნი, ვიდრე ძმაკაცის პატარა და ან ძმის უფროსი, უეცრად გამოჩენილი მეგობარია, – მხრებს იჩეჩს, – ხედავდი ამ ყველაფერს..
–არ არის ასე მარტივად საქმე, სალომე.
–ხოდა, როგორცაა ისე მოყევი, – ჩერდება, ღრმად ისუნთქავს ჰაერს და მომენტალურად აწვება სისხლი სახეზე, – მოყევი და მოვიფიქრებთ რამეს.. ესაა ჩვენი ურთიერთობა? საკუთარ დაზე ღელავ და მიზეზსაც არ მეუბნები წესიერად. პატარა ბავშვი ვარ, ვერ გავიგო?
–სალომე, გეყოფა, ძალიან გთხოვ! – კბილებს შორის სცრის დაჩი
–ჰო, მეყოფა.. მერე, გვიან სახლში ამომაკითხე, გამჟ*მე და წადი, დამშვიდებულზე შენი დის ამბები აგვარე! სხვა რაში გჭირდები, – უდარდელად ატრიალებს ტუჩს და გაცეცხლებული დაჩის სახეს წარბშეუხრელად შეჰყურებს
–გააფრინე, გოგო? – ფეთქდება მოულოდნელად და მოახლოებული მიმტანის დანახვაზე დიდი ძალისხმევით ცდილობს არეული ემოციების დაწყობას
–გმადლობთ, – იღიმის სალომე და ახლა ყავის ჭიქას ჩაჰყურებს.
ისევ მარტო რჩებიან. დაჩი დაკვირვებულ მზერას ავლებს ქალს. თითქოს არაფერი ადარდებს, მაგრამ ხვდება, რომ რაღაც ვერაა რიგზე
–რა ხდება, სალი? რამტომ გაწუხებს ასეთი არაჯანსაღი აზრები და ახლა რატომ ვიგებ ამას? – ცდილობს, რაც შეიძლება მშვიდად ილაპარაკოს
–იმიტომ, რომ არ მისმენ, დაჩი.. არ მისმენ არასდროს და არც იმის საშუალებას მაძლევ, რომ მე მოგისმინო
–ისე ლაპარაკობ, თითქოს არ იცოდე როგორი მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. მე კიდევ, მეგონა, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ.. რაებს მახსნევინებ საერთოდ, სალომე?
–ვიცი რომ მნიშვნელოვანი ვარ, თუმცა.. სულ არ ცდილობ დაამტკიცო დაჩი, მარტო სიტყვები ხომ არაა.. აი, რით განსხვავდები ილიასგან. ის ქცევით ამტკიცებს. არც ზედმეტს ყვირის და არც ნერვებს იშლის, უბრალოდ აკეთებს იმას, რაც უნდა..
–ახლა უტ*აკოც გამოვედი, არა? – ეცინება მწარედ და გვერძე აბრუნებს თავს. ახლა თუ არ მოსწყდა სალომეს ასეთ თვალებს, საოცარ იმედგაცრუებას იგრძნობს.
–ნუ გეცოდება შენი თავი, დაჩი! მომხედე.. – მისკენ იწევა, ყბაში ავლებს თხელ თითებს და იძულებულს ხდის, ისევ შეხედოს, – მიყვარხარ!
–მეც მიყვარხარ, სალი, ხომ იცი.. ხომ იცი რომ მიყვარხარ სიგიჟემდე! – მაჯაზე ავლებს ხელს და ხელისგულზე აკრავს თბილ კოცნას, – ნუ მეუბნები რა ასეთ რაღაცებს. მერე ვრწმუნდები, რომ არაკაცი ვარ..
–არ ხარ.. – უღიმის და სახეზე ეფერება, – დაანებე რა სესილიას თავი. თუ შეცდება, მისი საქმეა.. შენი არა. შენი აღარ, დაჩი.. დიდი ხანია, შენი საქმე არ არის სად და როგორ შეეშლება. ზრდასრულია შენი და უკვე, ჩამოყალიბებული ქალია, რომელიც უფლებას არ გაძლევს შენს ჭკუაზე ატარო. აი, სწორედ ეს გაგიჟებს!
–ვერ გავიგე რა მემართება.. – სახეზე ისვამს ხელებს, – უბრალოდ, ზოგჯერ მინდება, მისი ქცევები მაღიზიანებდეს, კაცური თვისებების არმქონე, უპატივცემულო ან უშნო გარეგნობის იყოს. მინდა, ისეთ მეორე და მეასეხარისხოვან რამეებში იჭრებოდეს, მარტივად რომ მოვუძებნი ნაკლს. მინდა, მიზეზი მქონდეს, რომ ცალსახად დავწამო ბრალი რამეში. მივადგე ჩემს დას და ვუთხრა, რომ მისთვის არ მემეტება ასეთი ხეპრე! მაგრამ ასე რომ არ არის? ჩემი ძმაკაცი რომაა? რომ მიყვარს? სულ სხვა რამ რომ მაწუხებს, რა გავაკეთო..
–რა, დაჩი? მაინც, რა გაწუხებს?
–ფიქრი მტანჯავს, რომ იმდენად დიდ ცოდვებს ზიდავს, თუნდაც იმ ერთი საქცელით ისე უღალატა ადამიანობას, რომ ახლა.. აღარაფერი გააჩნია.. არაფერი გააჩნია და ჩემ დასაც ასეთ უიმედო ცხოვრებას მიაჩვევს.. ამ ყველაფერს კი ვერ ვხსნი, ვერც სესილიას ავუხსნი
–საქმეც მაგაშია. აბა, დაფიქრდი.. კაცმა რომ თქვას, შენ, ილიასთან შედარებით არაფერი გაკლია.. ამიტომაც ხარ ასე. ამიტომაა შენთვის საკუთარ თავთან ბრძოლა უხცო. აი,ილიამ კი, იმდენი იტანჯა, ახლა სესილიას ხელიდან გაშვება კიდევ ერთი დიდი იმედგაცრუება იქნება მისთვის
–სიყვარულისთვის კი არა, სიმშვიდისთვის ჰყოლია, ასე გამოდის.. – ჯიუტად ბუტბუტებს და სალომეს ხელს მოწყურებულივით ებღაუჭება
–ჰყავდეს მერე.. სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობებიც არსებობს. ეს ჩვენ არ ვუფიქრდებით.. – უღიმის და თვალებში შესცქეის.
–ბრძენი ქალი მყოლია და არ მცოდნია, – ეცინება დაჩის და მისკენ იწევს, – მაკოცე რა, მოდი..
კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო ხანგრძლივად ეკვრის მის სახეს და საკუთარ ხელებში მოქცეულ სახეს მშვიდად აკვირდება. ახლა ხვდება, მისი რამდენი ფიქრი გამოუტოვებია, რამდენი წყენა დაუთესავს და საკუთარი თავისგან იმედგაცრუებულს, პატიების თხოვნის ნოტები ეღვრება ხმიდან
–მაპატიე, რომ ისე არ გექცვი, როგორც იმსახურებ, კარგი? ცოტა დავლაგდები და გპირდები.. გპირდები, რომ მხოლოდ შენთვის ვიქნები!
–ასე აჯობებს, – თავს აქნევს სალომე და უკვე გაციებულ ყავას უბრუნდება.
დიდი ხანია ხვდება, რომ იდეალური ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა არის კი საჭირო? უნდა კი ასეთი სიყვარული? არ უნდა.. რადგან იცის, რომ ყველაზე ძლიერ გრძნობებს, ტანჯვაც თან მოჰყვება. დაუგეგმავად.. ისე, თითქოს ეს ცხოვრების კანონზომიერება იყოს.

***
მამამისის ასეთი ღიმილი ისე ეუცხოება, ისე სიამოვნება, თავს ვერაფრით იკავებს და თვითონაც აჩენს თეთრ კბილებს
–ანუ, დაჩის და, არა? – ეკითხება იაკობი და შევერცხლილ თმაზე ისვამს მობერებულ ხელს
–გასახარი ამბავია ახლა ეს, იაკობ? – ჯერ კიდევ ღიმილაკრული ეკითხება
–არ არის დაჩი ხისტი ბიჭი, – ამშვიდებს და ხმამაღლა, ომახიანი ხმით იცინის, – ვერ მოგერევა!
–ყოჩაღ, იაკობ, ყოჩაღ შენ, როგორ გაგამხიარულა შვილის საჩოთირო ამბებმა.. – გამკიცხავად აქნევს თავს ილია და მამის მიერ, ლამაზად დაჭრილ ანანასს ასობს ჩანგლის წვერს
–რამხელაა ეგ გოგო, შენ რომ ჯარში მსახურობდი, დაბადებული თუ იყო?
–მამა, რა დაგმართნია! – ბრაზდება უკვე და პირზე შერჩენილ ტკბილ სითხეს მონდომებით ილოკავს ენის წვერით
–ჰო, კარგი.. კარგი.. მაგ წვერს ახლაც არ გაიპარსავ? იქნებ დაემსგავსო ადამიანს! – ხელის ქნევით პასუხობს და რომ ხედავს, როგორი მადით მიირთმევს შვილი, კიდევ იწყებს ხილის დაჭრას
–მე მგონია, რომ ვგავარ ადამიანს!
–მაგას არ გეუბნები? შენ გგონია, თორემ სულ არ გავხარ. მერე, ჩემხელა რომ იქნები, რამხელა წვერიც გინდა, იმხელა მოიზარდე.. – არიგებს და თეფშს უჩოჩებს წინ
–კარგი რა, იაკობ.. – ეღიმება მამის ზრუნვაზე
–ეგ გაქექილი ხელის ზურგებიც იმ გოგოს დამსახურებაა? – ეკითხება და დანით ანიშნებს ხელებზე
–სესილია ჰქვია იმ გოგოს, მამა..
რამდენიმე წუთი ჩუმადაა. მერე ხელებს ითავისუფლებს და მაგიდას ეყრდნობა. ილიასკენ იწევა მთელი სხეულით და სახეში შესცქერის
–მე შენი ბედნიერებაღა მადარდებს, სხვა არაფერი ქვეყნად, ილია.. იცოდე ეს, გახსოვდეს და არასდროს დაივიწყო! ქვრივი მამის ერთადერთი იმედი ხარ..
უხმოდ უქნევს თავს. იცის.. იცის და ყოველთვის იცოდა. ამიტომაა ახლა წინ რომ უზის და ისე მიირთმევს მისი მოხუცებული ხელებით დათლილ ხილს, თითქოს ძალიან უნდოდეს, თითქოს რაღაც ღირებულს აკეთებდეს მისთვის. სინამდვილეში კი, უბრალოდ დაკარგულ, ბედნიერ წამებს ინაზღაურებს თმაგათეთრებულ იაკობთან ერთად.

***
სახლში ატარებს და ზურგსუკან ფრთხილად იკეტავს კარს. უკვე მეორედაა სესილია მასთან და ისე ღელავს, ლამისაა გული ამოუხტეს საგულედან. პირველად აინტერესებს, რომ ასეთ მოძველებულ, შეყვითლებულ კედლებში ცხოვრობს და თავადვე უკვირს საკუთარი თავის. შესვლის წუთიდან გოგონას სახეს აკვირდება, თითქოს მის იმედგაცრუებას უსაფრდება. იმედგაცრუებას, რომელიც მომავლის არ ქონდას მოასწავებს. როგორი ფასეულიც არ უნდა იყოს პიროვნული ღირსებები, მამაკაცს ხომ მისთვის საყვარელი ქალის მატერიალურით უზრუნველყოფის სურვილი უჩნდება. ილია კი ახლა განსაკუთრებით უპიროვნებო ადამიანად გრძნობს თავს. ხვდება, რამდენად ცოტას შეთავაზება შეუძლია. არც სუფთა წარსული, არც მაღალი ღირსებები და არც რაიმე ხორციელი გააჩნია. ახლა, ცხოვრების ამ ეტაპზე სწორედ რომ ასე ჰგონია, ასე სჯერა.. და სესილიას თვალებს ზუსტად ისეთი ჩასაფრებით შესცქერის, როგორც ბავშვობაში იცოდა დედის თვალებზე მიშტერება. წამით ახსენდება კიდეც, დედა მის ასეთ მზერაზე ღიმილით რომ ჩაეკითხებოდა – „რა იბოროტა ჩემმა ილიკომო?“ და საკუთარ ფიქრებზე ეღიმება. ეღიმება ლამაზად და სულ ოდნავ იქნევს თავს, წამით მოწოლილ ემოციებს ფანტავსო თითქოს. მის წინ მდგარი გოგონა კი ისეთი მზერით შესცქერის, ყველა კაცს რომ უნატრია ერთხელ მაინც. ეს მზერა იმაზე მეტია, ვიდრე ილიას გულის დამშვიდებას სჭირდება. სწრაფად კვეთს მათ შორის მანძილს და ისე უცებ იტაცებს ხელში, სესილიას მოულოდნელობისგან ბედნიერების სიცილი უტყდება
–კაცმა რომ გკითხოს, დინჯი კაცი ხარ! – მჭიდროდ ეკვრის წელზე მოხვეული ფეხებით
–დარჩები ჩემთან? – ქვევიდან შესცქერის, სახეზე სესილიას ჩამოყრილი თმის ტალღები ეყრება და თვალები ეხუჭება
–მომეფერე და დავრჩები..
–ისე არ დარჩები? – ეკითხება ღიმილით და საძინებლისკენ მიიწევს. საკუთარ მკლავებში მოქცეული არაფრით ეთმობა და თავად ჯდება საწოლზე, მის მუხლებზე მჯდარ სესილიას კი ისეთი ვნებამორეული მზერით შეჰყურებს, მალევე იფაკლება ქალის ღაწვები
–ისედაც დავრჩები.. ოღონდ ტელეფონები გამოვრთოთ.. – იცინის ეშმაკურად
–რატომ?
–არ მინდა თუნდაც ერთი ბედნიერი წუთი მომტაცოს ჩემმა ტირანი ძმის ზარმა!
–აბა რა გინდა, პირდაპირ აქ დაგვადგეს? – ხარხარებს უეცრად ილია და სესილიას გაბუტულ მზერას რომ დაემალოს, მის მკერდში რგავს სახეს
–არ არის სასაცილო.. სულ არ მომწონს თქვენ შორის გაჩენილი ეგ ფარული ქიშპობა, – იწყენს უარესად და მის წვერზე დაატარებს ლამაზ თითებს
–ვიცი, სეს.. ვეცდები, რომ ყველაფერი მოვაგვარო, კარგი?
–იქნებ პირდაპირ უთხრა, რომ ვინც გინდა ის გეყვარება? – პატარა, გულუბრყვილო ბავშვივით გამოსდის
–ნუ ფიქრობ ამდენს.. მოვაგვარებ, თავად.. უბრალოდ, ასეთი მარტივი არაა. ასეთი ზედაპირული არაა ჩვენი მეგობრობა, სესილია, – ოდნავ სუსხიანი, ჩახლეჩილი ხმით ეჩურჩულება და მაისურის შიგნით უცურებს ცივ თითებს
–კარგი.. – გაჭირვებით პასუხობს და სხეული ეძაბება, – ოღონდ ახლა, ასეთ მდგომარეობაში დაჩიზე ლაპარაკს მოვრჩეთ, – ეცინება გონებაარეულს, – და მაკოცე, როგორც დამპირდი..
–ახლა ძალიან კარგად უნდა დაფიქრდე, სეს.. – მის ყელზე დააცურებს ცხვირს. ძალიან ნაზად, მტანჯველი სიამოვნებით ეხება ტუჩებით სურნელოვან კანზე და ისე უკოცნის მაღალი ყელიდან ლავიწის ჩაღრმავებამდე ყველა წერტილს, სესილია ვერაფრით იკავებს თავს. სხეული ეზნიქება და გაუცნობიერებელად უვარდება თავი უკან. ყრუდ ჩაესმის მამაკაცის სიტყვები და ყოველი ბგერისას უფრო მჭიდროდ, უფრო მეტი ვნებით უჭერს თხელ ბარძაყებს წელზე
–ახლა თუ დაგისაკუთრე.. შანსი არ არის შენი გაშვება მომინდეს, სესილია..
–არ მინდა რომ მოგინდეს, არ მინდა.. – ტირილნარევი ხმით სწორდება, მის სახესთან იხრება და ილიას შეგებებულ ტუჩებს თავისას აწებებს.
წამითაც არ შორდება მამაკაცი, ისე ოსტატურად ათავისუფლებს ტანსაცმლისგან და ტანსზემოთ შიშველს დაიგულებს თუ არა, მისი მკერდისკენ ასრიალებს ხელისგულებს
–ნუ შფოთავ.. ჩემთან ხარ.. მომხედე, – ჩურჩულებს და ახლა მის სახეს იქცევს ხელისგულებში, – თუ სულ ოდნავ მაინც გეშინია, არაფერს გავაკეთებ.. – ეჩურჩულება სახესთან ახლოს და ნამიან თვალებს უკოცნის
–არ მომშორდე, არ გაჩერდე! – თავს აქნევს და მისი შარვლის სათავეს ეჭიდება. ათრთოლებული თითებით გაჭირვებით ხსნის ღილს. ილიას ეჩვენება რომ დიდ დროს ანდომებს, თუმცა მოთმინებით ელის. მერე უცებ სწევს ჰაერში ქალის სხეულს და მსუბუქად აწვენს საწოლზე. ამჯერად თავად იხსნის ელვას და თავსზემოთ გახდილ მაისურს უდიერად აგდებს ძირს
–სეს.. არავისთან ყოფილხარ აქამდე ხომ? – ეკითხება მოწოლილი ვნებისგან გატეხილი ხმით. ხვდება.. მის თრთოლვაზე ხვდება, რომ ასე პირველად ეხება მამაკაცი, მაგრამ მაინც სჭირდება დაზუსტება
–არავისთან..
–მაშინ ვეცადოთ რომ არც ისეთი უსიამოვნო იყოს.. – კმაყოფილება ერევა ტონში და შარვალს საცვალთან ერთად ისე აშორებს, წამით არ შორდება მის თვალებს, – ძალიან ლამაზი ხარ! ლამაზი და გემრიელი..
რამდენიმე წამში თვითონაც ბოლომდე თავისუფლდება შემხუთველი მატერიისგან და სესილიას სხეულზე ზევიდან მოქცეული, ყველანაირად ცდილობს ფრთხილად იმოძრაოს. თითქოს გადაუწყვეტია, ყველა კოცნა სამუდამოდ აღბეჭდოს.. მისი ყველა კვნესა, ზურგზე ჩაფრენილი ყველა თითის კვალი დაიმახსოვროს.. მის სხეულში შეღწევისას განცდილი სიამოვნება როგორმე გაახანგრძლივოს და ხვდება.. შუა აქტის დროს ხვდება, რომ ასე არცერთ ქალს მოფრთხილებია. ასე, არცერთის თვალებისთვის უდევნებია თვალი.. არცერთის სუნთქვა ურეგულირებია.. ალბათ, ამიტომ იღლება ზედმეტად და ბოლოს, ერთდროულად რომ ეძაბებათ სხეულები, რამდენიმეწამიანი თრთოლვით სუნთქვა რომ ეკვრით და კანკალატანილი, ხმამაღალი ოხვრით თავისუფლდებიან, მძიმედ ეშვება სესილიას აჩქარებულ, დანამულ მკერდზე პირდაპირ სახით
–ღმერთო, სესა, საოცრება ხარ! – აღფრთოვანებით ამბობს და ოდნავ წამოწეული თავით გამაგრებული მკერდის კერტებს უკოცნის
–ძალიან მჩხვლეტს შენი წვერი.. – ესმის სესილიას ჩახლეჩილი ხმა და იმავე წამს, მის მოთარეშე თითებს გრძნობს თმაში
–პირველად გვქონდა სექსი და შენ შთაბეჭდილებებს ასეთი სიტყვებით გამოხატავ? – ბურტყუნებს და მიუხედავად იმისა, რომ არ ეთმობა მისი სითბო, მაინც სწევს თავს, რომ სახეზე დააკვირდეს, – რა გატირებს, სეს? ასეთი ცუდი იყო? – ეკითხება წარბშეკრული
–ბედნიერებისგან მეტირება! – იცინის სესილია და რამდენიმე ცრემლი მიყოლებით სცვივა თვალებიდან. მერე კი სწორედ ეს ცრემლები ისე დამოგზაურობენ ლოყებისა და ყელის გავლით მკერდამდე, ერთი სიამოვნებაა მათი ყურება. ილია ზემოთ ჩოჩდება და კოცნებითა და წყვეტილი ლაპარაკით უფარავს ყველა დაცრემლილ ადგილს
–პირველი ჯერი არასდროსაა სრულყოფილი, მაგრამ შევეჩვევით.. ერთად ვისწავლით ერთმანეთის სხეულებს და მათ ხასიათს.. შევეჩვევით ერთმანეთით სუნთქვას.. შენს გემრიელ მკერდს და ჩემს მჩხვლეტავ წვერს.. – ეცინება და კიდევ უფრო ზევით იწევა, ბედნიერი სათით მომზირალი სესილიასკენ. გვერდით უწვება, ისე რომ მის სხეულს მკლავებს არ აშორებს და ისევ გულზე იხუტებს
–სასიამოვნოდ ჟღერს.. – გადაღლილი ხმით ჩურჩულებს სესილია და ლოყას აკრობს მკერდზე
–სულ ეს ხარ, გოგო? მე მეგონა ჯერ ახლა დავიწყეთ, – სიცილს ძლივს იკავბს მის მოხუჭულ თვალებს რომ ხედავს
–სხვა დროს, ნელ–ნელა შემაჩვიე დანარჩენ რამეებსაც, ახლა ძალიან გამოვიფიტე..
–დაიძინე, პატარავ.. – ეღიმება მაინც და შუბლზე აკრობს ტუჩებს
–ლაპარაკი მინდოდა შენთან, – უცებ ფხიზლდება სესილია
–სეს.. ახლა არ გადამრიო, – თვალებს მობეზრებით ატრიალებს ილია, – რაზე გინდოდა ლაპარაკი?
–ხატიაზე..
ჯერ უკმაყოფილოდ ოხრავს, მერე ოდნავ იწევა, ზეწარს ავლებს ხელს და შიშველ ტანს ნახევრად უფარავს მის მკერდზე აკრულ ქალს
–ვილაპარაკოთ, ოღონდ ჯერ გამოიძინე, კარგი?
–კარგი, – უქნევს თავს და უფრო კარგად კალათდება.
ისე უცებ ეთიშება გარესამყაროს, ისეთი ღრმა ძილი ითრევს, თითქოს რამდენიმე დღის გამოუძინებელი იყოს. თვითონ ფრთხლად, უჩუმრად დგება ფეხზე და ზევიდან დაჰყურებს. ისეთი ლამაზი ეჩვენება, სუნთქვა ეკვრის და ხვდება.. ხვდება, რომ ასე მაშინ მოსდის, როცა უყვარდება. თავიდან ხატიაზეც ასე იყო. რომ შეხედავდა, მაშინვე სუნთქვა შეეკვრებოდა ხოლმე. ახლაც.. სესილიას ნაკვთებზე დაკვირვებისას პირის ფართოდ გაღება და რამდენჯერმე ღრმად ამოსუნთქვა სჭირდება, რომ როგორმე მის ამქვეყნიურობაში დარწმუნდეს.

***
–ჩემს კარადაში შეიპარე? – ეკითხება მხარზე კეფით მიყრდნობილს. არაფერი აცვია წინდების და ილიას გრძელი, დასაუთოვებელი მაისურის გარდა
–ხომ არ გაბრაზდები?
–მეხუმრები, არა? – ეღიმება და მის თმაში რგავს სახეს, –აღარ მეტყვი, რა გაწუხებს?
–მინდა ხატიაზე მეტი ვიცოდე
–არ მინდა გული გეტკინოს, იმის გამო რაც შენამდე იყო.. არ უნდა ვუბრუნდებოდეთ ადამიანები წარსულს, სესილია.. არ უნდა გადარდებდეს შენამდე ვის რამდენჯერ ვაკოცე, ვისთან რამდენი ღამე გავათიე..
–ეგ არც მაინტერესებს, ილია.. მინდა ვიცოდე, როგორ შეგიყვარდა ისე, რომ საკუთარ ცხოვრებას რამდენიმე წელი მოაკელი
–რატომ გჯერა ასე ჩემი უდანაშაულობის? – ეღიმება მის გულწრფელობაზე
–არ ვიცი..
–რა გინდა რომ გაიგო, სესილია?
–ბოლო თბილი მოგონება.. თქვენი.. რა გახსოვს, რა იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
–მის მუცელში ჩასახული ჩვენი შვილი.. და ხატიას ბედნიერი თვალები..
–შვილი? – ისეთი ტკივილიანია ხმა, შიგნიდან გუდავს
–შვილი..– მშვიდი მზერით აქნევს თავს, – ისეთი ბედნიერი ვიყავი, რაც არ უნდა ეთხოვა, ყველაფერს ვუსრულებდი.. ყველაფერზე დაუფიქრებლად ვთანხმდებოდი.. ახლა რომ ვფიქრობ, მგონი იმიტომ მიხაროდა, რომ ის იყო ბედნიერი
–ბოლოს? ბოლოს რს გთხოვა?
–ბოლოს.. ლექსი დამიწერეო, – ეღიმება ხატიას აკვიატების გახსენებაზე
–მერე, დაუწერე?
–დავუწერე..
–მოეწონა?
–აღარ მომეცა შანსი, რომ წამეკითხა
–გახსოვს? – მაგიდაზე ჩამოდებულ მის ფეხებში ხლართავს შიშველ წვივებს
–ჰო.. მემგონი..
–მე წამიკითხე!
–სესა..
–რა მოხდა? სულ არ გინდა მე წამიკითხო?
–სხვისთვის დაწერილი ლექსი გინდა რომ წაგიკითხო? – ეღიმება მის ნაწყენ ტონზე
–მინდა.. თუ მისთვის არ მლგიყოლია, არც ყოფილა მისი! – ლამაზი თვალებით შესცქერის.
ილია დუმს.. დუმს რამდენიმე წამით, მერე მისკენ იხრება და წელზე ავლებს ხელებს, მუხლებზე ისვამს თავისკენ სახით და სესილიას ესმის, როგორ ჩურჩულით, როგორი გრძმობით დაფრინავენ მათ გარშემო სიტყვები:
–"ქალს ყველა ნაკვთი თუ არ უკოცნე,
გაიფანტება გრძნობა წამებში;
თუ ყველა წამი არ დაუთვალე,
გაგეპარება სხვის დიდ მკლავებში..
თუ ყველა ფიქრში არ ჩადე სითბო,
გაიყინება თვალები მისი;
თუ შენთან შერწყმით არ ჰპოვა სიტკბო,
მოგონებადღა დარჩები დღისით.
თავს ნუ მიუძღვნი, ნუ გააღმერთებ..
გაახსენდება მაინც ტკივილი;
ვიწრო სხეულებს არ მისცე ნება,
შენც დაგიმონონ მწუხარე ფიქრით;
ქალს ყველა ნაკვთი თუ არ უკოცნე,
სხვა აცოცდება მის კანზე თრთოლვით;
თუ ყველა წამი არ დაუთვალე,
თავს მოგანატრებს, დაგტანჯავს ღამით..
აჩუქე თითებს მისი შეხება,
მოხვიე შენი მახინჯი მკლავი;
ქალი თუ ასეთ მდაბიოს გენდო,
დაისაკუთრე სულ ყველა ღამით.."
–და დაისაკუთრე.. მართლა დაისაკუთრე და ამიტომ გტკივა დღემდე, – თვალები უმუქდება სესილიას
–ტკივილი ყოველთვის ყუჩდება, სეს.. განსაკუთრებით ასეთი მზერით, ახლა როგორითაც შემომცქერი, – იზიდავს და თვალებს უკოცნის
–კარგი ლექსია, – სევდიანად ეღიმება
–პირველი და უკანასკნელი! – თითქოს ლაღად იცინის, – და სადღაც ჰაერში გამოკიდებული.. ხატიას კი არა, არავის რომ ეკუთვნის..
–რატომ ვერ მიაღწია ამ ლექსმა ხატიამდე, ილია? – ეკითხება დაძაბული და მის თითებს აფრინდება პატარა ბავშვივით
–მე ჩემი საყვარელი ქალის მამინაცვალი გავიმეტე სასიკვდილოდ.. – განაჩენივით გაისმის სიტყვები
–შენ მოკალი? –ეკითხება სესილია ისე, რომ არც უყურებს. აქამდეც უკითხავს.. ჯიუტად, მოუთმენლად დაუსვამს ეს კითხვა არაერთხელ, თუმცა არასდროს მიუღია პასუხი. ახლა კი, ზუსტად იცის, რომ მის ახლოს ძლიერად აძგერებული გული სწორედ მოსალოდნელ პასუხს ნიშნავს
–ჰო, ალბათ მე მოვკალი..
–მომიყევი..
–ალკოჰოლიკი იყო ელიზმარი, – იწყებს ხვნეშით. ისე, თითქოს უკვე ერთი სული აქვს ჩაამთავროს, – კარგად არც ვიცნობდი.. ხატია ცალკე ცხოვრობდა და თუ დედამისთან მისვლა გვიწევდა, მაშინაც იშვიათად იყო სახლში. ეჭვი მაქვს, ძალადობდა კიდეც დედამისზე. ხატია მუდამ ღელავდა.. სულ ხმა უკანკალებდა, როდესაც ახსენებდა და მეც, გაუცნობიერებლად გამიჩნდა მის მიმართ დროთა განმავლობაში უნდობლობა და ზიზღი. მერე.. მერე, რომ გავიგეთ ხატია პატარას ელოდა, იმ პერიოდში ხშირად აკითხავდა ჩემი სამსახურში ყოფნის დროს. დედამისს დაშორებია, ვალები ჰქონია და ხატიას სთხოვდა ხოლმე ფულს. იმ დღეს.. იმ წყეულ დღესაც ასე მიაკითხა. მან კი კაპიკი არ მისცა, როგორც დავარიგე და შეშინებულმა დამირეკა. მეუბნებოდა, რომ ვერაფერი გააგებინა, სახლიდანაც ვეღარ უშვებდა და მეც, სამსახურიდან პირდაპირ მასთან გავქანდი, – ხმა უკანკალებს და ჩვეული ქცევით, სესილიას თვალებში ეძებს შვებას, – მალევე მივედი და პირველი, რაც დავინახე, მის ტანსაცმელზე გამოჟონილი სისხლი იყო. სისხლი, რომელიც ჩემი შვილის აღარ-არსებობას მიმტკიცებდა ჯიუტად. თავიდან არ დავიჯერე.. არ მჯეროდა, რომ შეიძლებოდა ასე უცებ, უკითხავად ჩასახული, ასევე უაზროდ დაღუპულიყო.. ჯერ რომ მისი მოძრაობაც არ გამეგო ხელისგულქვეშ.. გგონია, მიყვარდა? არა, ჯერ არ მიყვარდა.. აბა, როგორ მეყვარებოდა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ნაყოფი? უბრალოდ, არაამქვეყნიურად მეძვირფასებოდა, რადგან ჩემი და ხატიას პირველი ქმნილება იყო.. მაშინვე უსამართლიბის მწარე გრძნობა შემიძვრა სხეულში და მერე.. მერე, სულ ასე ხდება.. თუ შეაღწია, თუ მოგწამლა ამ გრძნობამ, აუცილებლად აივსები ღვარძლით. მეც ასე მომივიდა. ამ საშინელ ემოციას საყვარელი ქალის გაქვავებული სახე და ღორივით სასმელით გამძღარი მამაკაცი დაემატა და მეც მეტი რა მინდოდა.. მაშინვე შევიზიზღე მთელი სამყარო. ის სამყარო, ასეთი რაღცები სადაც ხდებოდა.. მამინაცვლის მიერ შეშინებული უცოდველი ქალი რომ ვერ იჩენდა იმხელა სიძლიერეს, რომ საკუთარ სხეულში არსებული ნაყოფი შეენარჩუნებინა. ჰო, შიშმა.. შიშმა და ნერვიულობამ მოუშალა მუცელი მაშინ ხატიას და ისე დავკარგე ამის გააზრებისას ადამიანობა, რომ ერთი სული მქონდა, მომეკლა. შიშველი ხელებით გავიწიე საყვარელი ქალის სისხლიან სხეულზე უშნოდ ჩამოკიდებული, ამაზეზენი კაცისკენ და ისე წავუჭირე ყელში ეს ცოცალი, მანამდე ვითომ უცოდველი თითები, თითქოს ჩემი შვილიც ზუტად ასე მოეგუდა.. ალბათ, სხვანაირად რომ გამეგო ეს ამბავი, ასეთი არაადეკვატური არ ვიქნებოდი, სულ ცოტას მაინც ვიფიქრებდი, მაგრამ მაშინ.. მაშინ ხატიას წითელმა უბემ საშინელი ზიზღი გამოიწვია ჩემში. გაუცობიერებელი, შიშნარევი ზიზღი საკუთარი მომავლის მიმართ. მერე.. მისი ტირილიც ჩამესმა და სულ ერთი წამით მოვდუნდი.. ისე გამოვიფიტე, ისე დამეკარგა უეცარი აფექტის მდგომარეობიდან გამოსულს ძალა, რომ ხელები ჩამოვყარე და წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. ერთიანად შემბოჭა მძიმე, სასმელის სუნად აყროლებულმა სხეულმა და მხოლოდ ისღა მოვახეხე, აქვითინებული, მხრებმოცახცახე, სამზარეულოს დანით ხელში შეიარაღებული ხატია აღმექვა. ალბათ, ჩემი გადარჩენა უნდოდა მაშინ.. მახსოვს, იმ მდგომარეობაში უნებურად ისიც კი გავიფიქრე, ახლა უფრო ბუნებრივად გამოიყურებამეთქი. არადა, იმ სურათზე შემზარავი, დღემდე არაფერი მინახავს.. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ეხვეწებოდა, რომ გავეშვი და მერე.. რა ვქენი იცი, სეს, მერე? სულ რამდენიმე სიტყვა ამოვუშვი გაჭირვებით ყელიდან. თვალებში ჩავხედე ხატიას და მახსოვს.. ჰო, მახსოვს რამდენჯერმე მტკიცედ გავუმეორე – "ჩაარტყი, დანა.. ჩაარტყი, ხატია! მოკალი..მოკალი ახლავე მეთქი." დაიბნა, ტიროდა, ისეთი ხმით, რომ ძლივს ესმოდა ჩემი სიტყვები და მე მიკვირდა.. ახლა, რომ ვუფიქრდები, იქნებ სწორედ ეგ ჩემი სიტყვები ატირებდა ასე ძალიან. ვერ გაბედა.. ვერ ბედავდა და გაჭირვებით, ძლივს გავიწიე მისკენ, ნელა ჩავავლე მაჯაში თითები, თუმცა მაშინვე გამისხლტა. ვეღარ ვმოძრაობდი, ზემოდან მძიმედ მაწვებოდა ხატიას დამპალი მამინაცვლის დამძორებული სხეული. სქელ თითებს მასობდა არტერიაში და ვიცოდი, ცოტაც და გონებას დავკარგავდი. კიდევ ერთხელ შევხედე და ისეთი ღმუილით ამოვუშვი წუთის წინანდელი სიტყვები.. ალბათ.. არვიცი, ალბათ ამან შეაშინა, წააქეზა და ჩემს მომდევნო წამოძახილთან ერთად, მკერდის მხარეს, გულში ჩაასო დანა. ამოვისუნთქე.. მომეშვა.. ადამიანის სიკვდილი რომ შვებას მოგგვრის, ნეტა თუ ითვლები საერთოდ ადამიანად.. არ ვიცი, მართლა არ ვიცი, სეს. ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ იმ საღამოს ყველამ ერთმანეთი მოვკალით.. იმ საღამოს, როცა მთვრალი მამიმაცვალი მოადგა უბიწო, უდანაშაულო გოგონას ფულის სათხოვნელად და უარი ვერ აიტანა.. იმ საღამოს, როცა ამის გამო მუშტი დაარტყა.. იმ საღამოს ყველაფერი ამოტრიალდა. აღარც ელიზბარის მთელი გული იყო, აღარც ჩემი არ დაბადებული შვილი და აღარც ჩვენ.. მე და ხატია. მერე მხოლოდ ის გავიაზრე, რომ საყვარელი ქალი მედგა წინ, რომელმაც იმ ღამეს ორ ადამიანს გაუჩერა გული და არც ერთის სიკვდილი იყო მისი ბრალი.. მივხვდი, რომ ერთ წამში შეიძლებოდა შეცვლოდა ცხოვრება და ისე მშვიდად.. ისე დალაგებულად დავაწყე გეგმა, ისე დავარიგე ხატიაც, თოთქოს მისი ხელით არ მომეკლა ადამიანი, თითქოს ჯერ კიდევ მის სხეულში არ დაცურავდა მკვდარი ნაყოფი.. ასე რომ ჰო, სესილია, ალბათ, სწორედ მე მოვკალი ის კაცი. სწორედ მე უნდა მომეხადა ის სასჯელიც.. – ამთავრებს და მის მუხლებზე მჯდარ, გაქვავებულ სხეულს იმხელა იმედით შესცქერის, თითქოს წლების მერე, პირველად, სწორედ ამ მომზირალ თვალებს გამოაქვთ მისთვის განაჩენი. სესილია კი.. ჯერ კიდევ გაოგნებული, სულ ოდნავ აღებს გამშრალ პირს და ვერაფრით შეკავებული ემოციის გამო დაბრეცილი ტუჩებით, სულ რამდენიმე სიტყვას ამბობს. ესეც იმიტომ, რომ იცის.. ხვდება, ახლა ილიას ჰაერივით სჭირდება.
–უარესიც შეიძლებოდა.. უარესიც შეიძლებოდა.. – იმეორებს რამდენჯერმე, დაპროგრამებულივით და ხვდება, რომ სულ ვერ ეხმარება, – შენ არ ხარ მკვლელი! – აგზნებით იძახის ბოლოს და ილია ხვდება, რომ ახლა მას კი არა, საკუთარ თავს ამშვიდებს
–მკვლელობა მარტო დანის გაყრა არ არის, სესილია. მკვლელობაა, შენი გადაწყვეტილებით რომ შეწყვეტს სუნთქვას.. შენ თუ მოინდომებ, რომ თვალები არ გაახილოს და ასეც მოხდება.. ანუ შენ მოგიკლავს. რა მნიშვნელოვა აქვს ვისი ხელით..
–მიყვარხარ.. – ჩურჩულებს უეცრად და გულზე ეკვრის, – მიყვარხარ სწორედ ასეთი დიდი შინაგანი სამყაროს გამო.. დაე, მიყვარდეს მკვლელი, ოღონდ არ დამტოვო.. არ დაგაბრმავოს საკუთარმა თავმა და ბოლომდე დაინახე ჩემი სიყვარული. შეიყვარე საკუთარი თავიც! გეხვეწები.. გეხვეწები, ილია, – უცრემლოდ ტირის, ათრთოლებული, ემოციებისგან ფორმადაკარგული ტუჩებითა და თითებით, – ხომ მიხვდი.. ამდენი წლის მერე, ხომ ხვდები, რომ გჭირდება საკუთარი თავის სულ ონდავ შეყვარება?
ილია კითხვის დასმისთანავე სრულიად უბოჭავს სხეულს და სიყვარულით სავსე მზერით დაჰყურებს მის გაფითრებულ სახეს. ოდნავ უღიმის, გამამხნევებლად და მოუთმენლად უკოცნის თვალებს. მხოლოდ ამის შემდეგ პასუხობს გატეხილი ხმით
–ახლა, სესილია.. ამდენი წლის მერე, მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი.. მხოლოდ ერთადერთს – იქამდე არ ჩავითვლებით ადამიანებად, სანამ მხოლოდ საკუთარი თვალებით ხედვა შეგვეძლება.

---
მაპატიეთ, აქამდე რომ ვერ დავდე:*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი დარინა

ისე ისე მიყვარს ეს ისტორია ვიჟდებიი, მიყვარს თითოელი პერსონაჟი, საოცარი ისტორია ისე ღრმად შემოაღწია ჩემს გულში, ძალიან ცხოვრებისეულიაა და ეს მომწონს ყველაზე მეტად, ისე ველოდები ხოლმე ახალ თავებს, სესაზე ვგიჟდები ასეთი პატარა ა მაგრამ ისეთი ძლიერია, მიხარია რომ ილიასი სჯერა, ერთად საოცრებები არიან.

 


№2  offline წევრი ნანა73

ძალიან ემოციური იყო ფიქრი, დაფიქრებული და გააზრებულიც... მიმწონხარ ყოველთვის ❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი მარუსიკა

ძაან, ძაან ,ძაან მაგარი გოგო ხარ, აი ისე წერ,ისე რომ არ ვიცი❤️❤️

 


№4  offline ადმინი შამანი

ღმერთო,როგორ მიხარია რომ აღმოგაჩინე!
მართლა, ყველაფერი ისეთი გააზრებული და დალაგებულია. სულში ჩამწვდომი.
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№5  offline წევრი Rania

Saocrad grma iyo titeuli sityva tu moqmedeba. Yochagg

 


№6  offline წევრი გრაფინია

ძირითადი კვანძის გახსნამ ამომასუნთქა.
აქამდეც მჯეროდა ილიასი,მაგრამ უფრო მესიამოვნა მთელი ამბის გაგება.
კარგი ბიჭია ილია.დინჯი,ჭკვიანი,ჩამოყალიბებული. მისი პიროვნების გვერდზე მნიშვნელობა აღარ აქვს სახლს,მანქანას და სხვა მატერიალურ რამეებს
და კარგია,რომ სესაც ასე ფიქრობს.
მომწონს ეს ერთი ციდა და თან თამამი გოგო. მართლა არაა პატარა და უკვე მისი საქმეა რას როგორ იზამს.
დაჩისიც მესმის,მაგრამ ნელ-ნელა ხვდება რომ შეტოპა და იმედია,მორჩება ამ ფარულ ქიშპს.მისი სალომეს გამოჩენაც მომწონს..
მოკლედ კარგი ისტორიააა რაღაცნაირი საჭირბოროტო თემებით დახუნძლული და შენც ისე რაღაცნაირად კარგად წერ❤️
წარმატებები. სულ ველოდები ახალ თავს

 


№7  offline წევრი P.A.

დარინა
ისე ისე მიყვარს ეს ისტორია ვიჟდებიი, მიყვარს თითოელი პერსონაჟი, საოცარი ისტორია ისე ღრმად შემოაღწია ჩემს გულში, ძალიან ცხოვრებისეულიაა და ეს მომწონს ყველაზე მეტად, ისე ველოდები ხოლმე ახალ თავებს, სესაზე ვგიჟდები ასეთი პატარა ა მაგრამ ისეთი ძლიერია, მიხარია რომ ილიასი სჯერა, ერთად საოცრებები არიან.

ვაიმეე, ძალიან ძალიან მახარებს ასე რომ შეგაყვარა თავი ამ ისტორიამ თავისი ხალხიანად:დ დიდი მადლობა ასეათი სითბოსთვის ❤️

ნანა73
ძალიან ემოციური იყო ფიქრი, დაფიქრებული და გააზრებულიც... მიმწონხარ ყოველთვის ❤️❤️❤️

უღრმესი მადლობა ყოველთვის ჩემ გვერდით დგომისთვის ❤️

მარუსიკა
ძაან, ძაან ,ძაან მაგარი გოგო ხარ, აი ისე წერ,ისე რომ არ ვიცი❤️❤️

დიდი მადლობა საყვარელო ❤️

შამანი
ღმერთო,როგორ მიხარია რომ აღმოგაჩინე!
მართლა, ყველაფერი ისეთი გააზრებული და დალაგებულია. სულში ჩამწვდომი.

მეც ძალიან მახარებს ასეთი კარგი მკითხველის შეძენა! მადლობა ძალიან დიდი ❤️

Rania
Saocrad grma iyo titeuli sityva tu moqmedeba. Yochagg

დიდი მადლობა ❤️

გრაფინია
ძირითადი კვანძის გახსნამ ამომასუნთქა.
აქამდეც მჯეროდა ილიასი,მაგრამ უფრო მესიამოვნა მთელი ამბის გაგება.
კარგი ბიჭია ილია.დინჯი,ჭკვიანი,ჩამოყალიბებული. მისი პიროვნების გვერდზე მნიშვნელობა აღარ აქვს სახლს,მანქანას და სხვა მატერიალურ რამეებს
და კარგია,რომ სესაც ასე ფიქრობს.
მომწონს ეს ერთი ციდა და თან თამამი გოგო. მართლა არაა პატარა და უკვე მისი საქმეა რას როგორ იზამს.
დაჩისიც მესმის,მაგრამ ნელ-ნელა ხვდება რომ შეტოპა და იმედია,მორჩება ამ ფარულ ქიშპს.მისი სალომეს გამოჩენაც მომწონს..
მოკლედ კარგი ისტორიააა რაღაცნაირი საჭირბოროტო თემებით დახუნძლული და შენც ისე რაღაცნაირად კარგად წერ❤️
წარმატებები. სულ ველოდები ახალ თავს

როგორი მსუყე და კარგი კომენტარები გჩვევია, ახლაც ისე გემრიელად ჩავიკითხე.. მიხარია, რომ კმაყოფილი ხარ ამ თავით, წესით, გავდივარ ნელ-ნელა ბოლოში და იმედი მაქვს შევძლებ რომ ეს დადებითი ემოციები ბოლომდე გაგყვეს. ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ. მადლობა დიდი ❤️

 


№8  offline წევრი tamuna.s

დღეს არ დადებ?

 


№9  offline წევრი P.A.

tamuna.s
დღეს არ დადებ?

დღეს ვერა:( ყველანაირად ვეცდები ხვალ დავდო:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent