შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი დინება {1}

20-01-2019, 18:21
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 034

სისხლიანი დინება {1}

- დათა. - სახლში შემოსული მამაკაცისკენ გაექანა და სხეულზე აეკრა გოგონა.
- ჩემო ლამაზო, რა მოხდა, რამ გაგახარა ასე პატარავ? - სახეზე ღიმილი გადაეფინა, დის სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე ცხვირით გაეთამაშა.
- დათუნა, ნიკუშა ჩამოდის. - აღტაცებას ვერ მალავდა ახალგაზრდა ქალი.
- რა? - მზერა სწრაფად შეეცვალა დათას, მთელი სხეულით დაიძაბა.
- ძმაო, კარგი რა, ძმები ხართ.
- ნიკა პრობლემების გარდა არაფერს ჩამოგვიტანს ნიაკო და ეს შენც მშვენივრად იცი.
- ნიკა ჩვენი ძმაა და ის ზუსტად ისე მიყვარს როგორც შენ, ამიტომ არ მოგცემ მასზე ასე საუბრის უფლებას. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
- აქ დარჩება?
- დათა! - სასწრაფოდ შეუბღვირა გოგომ.
- დიდხანს აპირებს გაჩერებას?
- დათა_მეთქი!
- ნია, ხომ იცი რომ პრობლემების გარდა არაფერი მოაქვს მაგ ბიჭს?
- დეტექტივო დავით, ნიკოლოზ არაბული თქვენი ძმაა, მოგწონთ ეს თქვენ თუ არა. თან გაიზარდა უკვე, ოცდაექვსი წლის ხდება მალე.
- ნიკა უბრალოდ ვერ დაჭკვიანდება ნია, რამდენი წლისაც არ უნდა გახდეს.
- დათა მორჩი, ეს მისი სახლიცაა.
- კარგი, როგორც გინდათ, მაგრამ მასზე პასუხს შენ აგებ იცოდე, შენი ძმის გამო რომ ჩემ კარიერას საფრთხე შეექმნას, ან ჩემს სახელს ჩრდილი მიადგეს, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ.
- ჩემი კი არა ჩვენი, ჩვენი ძმა.
- დედას სძინავს? - თემა სასწრაფოდ შეცვალა და დაძაბულ კისერზე ხელები ჩამოისვა.
- არა.
- წავალ ვნახავ. - გოგონას გვერდი აუარა და მძიმე ნაბიჯებით აიარა კიბე. მეორე სართულის გრძელ დერეფანს გაუყვა, მუქ წაბლისფერ კართან შეჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახის კარი შეაღო. რამდენიმე წამით შეაყოვნა მზერა, ფანჯრის წინ მდგომ ინვალიდის ეტლზე, რომელშიც თეთრ საღამურში ჩაცმული ქალი იჯდა. გამხდარი, გაყვითლებული ხელები უღონოდ ჩამოედო ეტლის სახელურებზე და მზერას ფანჯრის მიღმა სივრცეს უშტერებდა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალის გამხდარ, გალეულ სხეულს ახოვანი მამაკაცი. ოდნავ მოაბრუნა ეტლი და მის ფეხებთან ჩაიმუხლა.
- როგორ დაიღალა შენი შვილი დე, ნეტა ჩემი ჩახუტება მაინც შეგეძლოს. - ქალის მუხლებში ჩადო თავი და ხელები მაგრად შემოჰხვია ფეხებზე. - ნიკო ჩამოდის დედა, ახლა როცა ყველაფერი კარგად არის, როცა ყველაზე ახლოს ვარ მიზანთან, ჩამოდის. იმედია ისევ ყველაფერს არ გააფუჭებს. - ღრმად ჩაისუნთქა და საუბარი განაგრძო. - იმედია დიდხანს არ დარჩება, ისიც არ ვიცი რა ჯანდაბამ მოაგონა ახლა ჩამოსვლა. - კბილები ერთმანეთს დააჭირა და ყბები დაეძაბა.
- დათა, შენთან არიან. - ქვემოდან ნიას ხმა მოისმა და მამაკაციც ნელ-ნელა წამოიმართა ფეხზე. ეტლი ისევ ფანჯრისკენ მიაბრუნა, დედას შუბლსა და ხელებზე აკოცა და ოთახი დატოვა. პირველ სართულზე ჩასვლისთანავე შეამჩნია ახალგაზრდა ქალი, რომელიც დივანზე მოკალათებულიყო და ნიას თითქმის ჩურჩულით ელაპარაკებოდა. ყურადღების მისაქცევად ხმადაბლა ჩაახველა მამაკაცმა და ქალების მზერამაც მაშინვე მისკენ გადაინაცვლა.
- ბატონო დავით! - ფეხზე წამოდგა სტუმარი და დათასკენ გაემართა.
- ისევ თქვენ.
- რამდენიმე წუთი დამითმეთ.
- ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ქალბატონო . . . - ქალის სახელი ვერაფრით გაიხსენა.
- მია, მია ადამია. - უხერხულობა სწრაფად გაფანტა გოგონამ.
- ქალბატონო მია. . .
- სულ რამდენიმე კითხვას დაგისვამთ, საუბარი გააწყვეტინა.
- რას ეკითხებით ასეთს, შეკითხვა კვანტურ ფიზიკას ეხება? - სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიამ.
- ნიაკო, არ ჩაერიო.
- მე უბრალოდ, რამდენიმე შეკითხვის დასმა მინდა ბატონი დავითისთვის, მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, სტატიას ვწერ მასზე და მინდა თავის თავზე მოგვიყვეს.
- მე გამომძიებელი ვარ და არა კინოვარსკვლავი.
- მაგრამ თქვენ საზოგადოებისთვის საინტერესო პიროვნება ხართ.
- თქვენ კი არამკითხე ჟურნალისტი.
- ბატონო დათა!
- ქალბატონო მია, მალე ჩემი ძმა ჩამოდის და ისედაც საკმაოდ მძიმე დღეები მელის, თუ შეიძლება აღარ შემაწუხოთ.
- თქვენი ძმა? მძიმე დღეები რატომ გელით?
- კარგად ბრძანდებოდეთ. - ქალს გვერდი აუარა მამაკაცმა და გასასვლელი კარი გამოაღო. ჩანთა აიღო მიამ და სწრაფი ნაბიჯით გავარდა კარში. - ნამდვილი თავხედი ხართ! - ხმამაღლა მიაძახა მამაკაცს, ისე რომ უკან არც მოუხედავს.
- როგორ მოექეცი დათა? - კარის მიხურვისთანავე დაუცაცხანა დამ.
- ნიაკო, ნუ ვიკამათებთ პატარავ, ისედაც საკმარისად გაბრაზებული ვარ. - თვალი შეავლო გოგონას, რომელიც წარბ აწეული და წელზე ხელებშემორტყმული უყურებდა ძმას.
- დათა, ნიკას კარგად მოექეცი რა, ჩემი ხათრით. - ბრაზიანი მზერა მაშინვე შეეცვალა გოგოს და გულზე მიეხუტა ძმას.
- ნიაკო ნიაკო. - ხმადაბლა ამოიოხრა და საუბარი განაგრძო. - ხომ იცი რომ არ გაწყენინებ პატარავ, არ იდარდო ამაზე. ისე როდის ჩამოდის?
- ხვალ ჩამოფრინდება, გამთენიისას.
- კარგი, მე დღეს მეგობართან დავრჩები.
- დათა. - წყენა გამოსჭვიოდა ქალის ხმაში.
- ნიაკო, სამსახურის ამბებია, შენ თავს გეფიცები დილით ადრე მოვალ.
- და ნიკუშას კარგად მოექცევი.
- ეგ შენ ძმას უთხარი.
- ჩემ ძმას ვეუბნები. - მხრები აიჩეჩა ქალმა.
- უმცროს ძმას, მე არასდროს ვიქცევი თავშეუკავებლად. - ღიმილმა გაუპო ბაგე მამაკაცს.
- ნიკოსაც ვეტყვი. - ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და ორივე ლოყაზე აკოცა.
- წავედი ახლა მე, მომეცი პიჯაკი.
- არც გამოიცვლი და არც იბანავებ? - ეჭვისთვალით შეათვალიერა ძმა როგორც კი პიჯაკი მოუტანა.
- მე ისა, შაკოსთან გადავივლებ. - კეფა მოიქექა, გოგონას შუბლზე აკოცა და მანამ გავარდა სახლიდან სანამ ნია კიდევ მოასწრებდა კითხვების დასმას.

***
შავი ჯიპი თექვსმეტ სართულიანი კორპუსის წინ გააჩერა კაცმა და დინჯი ნაბიჯით გადავიდა მანქანიდან. მეექვსე სართულამდე ფეხით აიარა კიბეები და შინდისფერ რკინის კართან ზარი დარეკა. მალევე გაისმა ნაბიჯების ხმა და რამდენიმე წუთში კარიც გაიღო.
- რუსა? - კარში მდგომი ქალი, რომელსაც მხოლოდ გრძელი მაისური ჩაეცვა შიშველ ტანზე, ხარბი თვალით შეათვალიერა, მისკენ მიიწია, წელზე ხელი მოხვია და სავსე ბაგეებზე აკოცა. ქალს წინააღმდეგობა არ გაუწევია, ჰალსტუხში წაავლო ხელი და შიგნით შეიყოლა მამაკაცი, კარი მიხურა და საძინებლისკენ აიღო გეზი. ოთახში შესვლისთანავე ხელი ურწია მამაკაცს, საწოლზე დააგდო და ზემოდან მოექცა, პერანგის ღილები და ქამარი შეუხსნა, დათაც სრულიად დამორჩილდა ქალის ვნებას და უემოციოდ გაიშოტა საწოლზე. აკვირდებოდა და გრძნობდა ქალის სხეულის მოძრაობას, მის შეხებას და სიამოვნებისგან ხმადაბლა ოხრავდა. რუსაც მთელი ვნებით იმორჩილებდა და ამავდროულად ენით აღუწერელ სიამოვნებას ანიჭებდა სასურველ მამაკაცს. ოთახში სასიამოვბოდ ისმოდა, აჩქარებული სუნთქვა და სიამოვნებისგან გამოცემული სხვადასხვა ხმები. მალევე სრულიად დაღლილი და გაოფლილი მიწვა მამაკაცს გვერდით და თავი მკერდზე ჩამოადო.
- საოცარი ხარ. - ხმადაბლა დაიჩურჩულა დათამ, თმებში შეუცურა თითები და შუბლზე აკოცა ქალს.
- შენ კი თითქოს ვერა ხარ მწყობრში, ყველაფერი რიგზეა?
- ნიკო ჩამოდის.
- შენი ძმა?
- ჰო.
- ისეთი სახე გაქვს თითქოს მისი ჩამოსვლის კი არა, სიკვდილოს ამბავი შეგატყობინეს.
- შენ არ იცნობ მას, ყოველთვის უბედურება მოაქვს.
- დარწმუნებული ვარ დიდხანს მაინც არ დარჩება.
- მისი ატანა, რამდენიმე დღითაც კი ძალიან მიჭირს.
- არ მესმის ასეთი რა დააშავა ნიკამ.
- ამაზე საუბარი არ მინდა. - ხმამაღლა ამოიოხრა მამაკაცმა და საწოლზე წამოჯდა.
- დათა, რაც არ უნდა დაეშავებინა ნიკას, ის შენი ძმაა და თანაც ნიაკოს ძალიან უყვარს.
- მხოლოდ მის გამო ვაპირებ ნიკას ატანას.
- არ ვიცი როგორ მოახერხა შენმა ძმამ, შენში ასეთი სიძულვილის გამოწვევა. - მუხლებზე წამოიწია ქალი და ზურგიდან მიეხუტა არაბულს.
- რა აიტანს მის ყურებას. - კბილები ბრაზით გააღრჭიალა.
- შენ ამას ნიაკოსთვის გააკეთებ, ნიკას მხოლოდ ნიას და დედაშენის გამო აიტან. - კისერში აკოცა მამაკაცს.
- არ ვიცი რუსა, მგონი ხშირად გესტუმრები. - ქალისკენ მობრუნდა და მის ბაგეებს ნაზად შეახო თავისი.
- ასეც არ უნდა მაწყენინო. - ღიმილი მოერია ქალს.
- რამეს მაჭმევ? ისე წამოვედი არც მიჭამია და არც გამომიცვლია.
- მიდი შენ წყალი გადაივლე, მე რამეს მოგიმზადებ. - ცხვირზე აკოცა მამაკაცს და საწოლიდან ჩახტა. დათამაც ზანტად აათრია სხეული და სააბაზანოსკენ გაეშურა.

***
ცხრა საათი ხდებოდა სახლის კართან რომ მივიდა ნიკოლოზ არაბული. მონატრებოდა აქაურობა, ხუთი წელი ხდებოდა რაც ფეხი არ დაედგა ნაცნობ ეზოში. ერთი ღრმად ამოისუნთქა და ზარი დარეკა.
- ნიკო! - ნიას ყვირილი მოისმა, რომელსაც ფეხის ხმა და კარის გაღების ხმები მოჰყვა და ისე სწრაფად შეახტა გოგონა სხეულზე აზრზე მოსვლა გაუჭირდა არაბულს.
- ნიაკო, ჩემო პატარა, რამხელა გაზრდილხარ. - ხმადაბლა ამოიბუტბუტა და დის კისერში ჩარგო ცხვირი. ღრმად შეისუნთქა მონატრებული სურნელი, ყელი და სახე დაუკოცნა გოგოს, ისე რომ მისი სხეულიდან ჩამოხსნა არც უცდია.
- ნიკო, როგორ მომენატრე. - სევდა გარეოდა ხმაში. - სულ მამიკოს სუნი გაქვს ნიკო. - ბიჭის ყელიდან მომავალი სურნელი, ღრმად ჩაუშვა ფილტვებში.
- რამხელა გოგო ხარ ნიაკო, როგორი ლამაზი. - კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები და მთელი ძალით მიიკრა სხეულზე.
- შემოდი შემოდი, დაღლილი იქნები მე კიდევ კარში დაგაყენე, რა სულელი გოგო ვარ. - მამაკაცის სხეულს მოშორდა, ხელი ჩაავლო და სახლში შეიყვანა.
- ნიკოო, როგორი სიმპათიური გამხდარხარ. - კიდევ უფრო ყურადღებით შეათვალიერა მამაკაცი.
- შენ კიდევ როგორი ლამაზი, თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებ? - სიცილით დაატრიალა გოგონა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
- მოდი დაჯექი, რამდენი რამე უნდა მოგიყვე, შეჭამ? თუ ყავას დალევ?
- ყავას დავლევ და მერე წყალს გადავივლებ ნიაკო.
- ახლავე გაგიკეთებ.
- მე მანამდე დედას ვნახავ.
- ჯერ ეძინება, ნუ გააღვიძებ.
- კარგი პატარავ.
- ნიკო!
- რა?
- დათაც ეგრე მეძახის და საერთოდ რაც უფრო იზრდები უფრო ემსგავსები დათას.
- ამას შეურაცხყოფად ვიღებ ნია. - სახე დაუსერიოზულდა ბიჭს. - ისე მართლა სად არის ის შენი ცხრა თავიანი გველეშაპი?
- ნიკო, ეგრე ნუ ეძახი. - ხმა გაუმკაცრდა გოგოს.
- კარგი ჰო. - დანებების ნიშნად ხელები ასწია.
- დათა სამსახურის საქმეებს აგვარებს, მაგრამ მალე მოვა.
- ჰო, ძალიან მოვენატრებოდი, ალბათ ერთი სული აქვს როდის გადამეხვევა.
- ნიკო!
- რა?
- მორჩი, სხვათაშორის დათას მალე დააწინაურებენ, ძალიან წარმატებული კაცია ჩვენი ძმა.
- ჰო, მაგისთვის ეგაა ცხოვრება, კისერში მაგრად წაჭერილი ჰალსტუხი, წვეტიანი ლაკის ტუფლები და შარვალში გაჩრილი პისტოლეტი.
- ნიკა_მეთქი!
- ვამაყობ ნიაკო, ვამაყობ. - სიცილით გასწორდა სავარძელში და ფეხი ფეხზე შემოიდო.
- წვეტიანი ლაკის ტუფლები არასოდეს სცმია სულელო და საერთოდ კარი გააღე, ზარის ხმა არ გესმის? ყავა გადმომივა თორე არ შეგაწუხებდი. - სახე სასაცილოდ დაჭყანა და თვალით კარისკენ ანიშნა, ნიკაც ზანტად წამოდგა და ნელი, მძიმე ნაბიჯებით გაემართა შემოსასვლელისკენ. ხმაურით გააღო კარი და მის წინ მდგომ უფროს არაბულს გაუსწორა მზერა.
- ნიკა, გაზრდილხარ! - უემოციოდ შეათვალიერა ძმა დავითმა.
- შენ დაბერებულხარ დათა.
- ჩახუტებას აპირებდით მგონი. - წელზე ხელები შემოიწყო ნიამ და ძმებს მიაჩერდა. ბიჭებიც გულგრილად გადაეხვივნენ ერთმანეთს, თუმცა მალევე მოშორდნენ.
- მოდით ყავა დალიეთ. - ხმადაბლა მიმართა და არაბულებმაც ერთმანეთის პირისპირ დაიკავეს ადგილები.
- დათუ, ნიკოს ვეუბნებოდი რომ ძალიან გემსგავსება.
- ღმერთმა დაგვიფაროს. - ხმადაბლა ამოილუღლუღა ნიკამ.
- ნამდვილად. - ძმას დაეთანხმა და ცხელი ყავა მოსვა.
- რამ ჩამოგიყვანა? - მზერა გაუსწორა უმცროს ძმას როგორც კი ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა.
- დათა! - საყვედურით მიმართა ნიამ.
- აცადე ნიაკო, შხამს თუ არ გადმოანთხევს დაიხრჩობა. - ხმადაბლა მიმართა დას და ისევ უფროს არაბულზე გადაიტანა მზერა. - ჩემი სახლი და ოჯახი მომენატრა დავით.
- ოჰ, რას არ მოესწრება კაცი, შემახსენე რამდენი წლის წინ იყავი ბოლოს ჩამოსული?
- ხუთის.
- და ახლა მოგენატრეთ და დაბრუნდი?
- მომენატრეთ, განსაკუთრებით შენ. - ირონიულად გაიცინა და ყავა მოსვა.
- რას აკეთებდი ეს ხუთი წელი? ისევ ტალღებში თამაშობ?
- ზოგს პისტოლეტებით თამაში მოსწონს ჩემო დათა, ზოგსაც ტალღებით.
- ვერ გაიზარდე ნიკოლოზ, ბავშვობაში ქვიშაში თამაში გიყვარდა, ვიფიქრე გაიზრდება და რამე უფრო ღირებულს შექმნისთქო, მაგრამ ზღვას მაინც ვერ გასცდი, ახლა ქვიშის მაგივრად ტალღებში თამაშობ, არ გგონია რომ ოცდაექვსი წლის კაცისთვის წარუმატებელი და უინტერესო ცხოვრება გაქვს?
- უინტერესო ცხოვრება? ამას ის კაცი მეუბნება რომელსაც ოცდაათი წყვილი, ერთნაირი შარვალ-კოსტუმი უკიდია კარადაში?
- და შენ? რა გიკიდია კარადაში ნიკა?
- საქმეც ეგაა, მე კარადა არ მაქვს, აი იმ ზურგჩანთით დავატარებ მთელს ავლადიდებას.
- ვერ გაიზარდე ნიკოლოზ. - კიდევ ერთხელ გაიმეორა და დანანებით გადააქნია თავი.
- ჩემზე ცამეტი წლით უფროსი ძმა მყავს, მთელი ცხოვრება მას ვუყურებდი და რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი, მით უფრო ვკარგავდი გაზრდის სურვილს.
- ბიჭებო გეყოფათ. - საუბარში ჩაერია ნია და ორივე გააჩუმა. - ძალიან გთხოვთ, ჩემთვის და დედასთვის, თუ არ შეგიძლიათ ერთმანეთი ძმებივით გიყვარდეთ, პატივი მაინც ეცით, საკუთარ თავსაც, ჩვენს ოჯახსაც და ერთმანეთსაც.
- რა თქმა უნდა ნიაკო. - გოგონა გვერდით მოისვა დათამ და მკერდზე მიიკრა. - უბრალოდ მაწინაურებენ, მალე ქალაქის მთავარი გამომძიებელი გავხდები, ამის გამო ჟურნალისტები ძალიან იქექებიან ჩემს პირადში, მინდა რომ ძალიან ჭკვიანად იყოთ ორივე და კიდევ მინდა რომ ჩვენს ოჯახზე და საერთოდ არაფერზე კრინტი არ დაძრათ ჟურნალისტებთან.
- ახლა იმასაც შენთან ვათანხმებთ რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არა?
- ნიკო, დათა უბრალოდ გვთხოვს, ასე არ არის ძმაო? - საუბარში ისევ ნია ჩაერთო და სიტუაციის განმუხტვა სცადა.
- რა თქმა უნდა პატარავ, გთხოვთ, გთხოვთ ჰო.
- მგონი უკეთაც შეგიძლია, აი უფრო დამაჯერებლად რომ მთხოვო.
- ნიკა მორჩი. - ამჯერად მეორე ძმას მიუჯდა გვერდით ნია.
- კარგი, ჟურნალისტებზე ისედაც არ ვგიჟდები. - მხრები აიჩეჩა და ყავის ფინჯანი აიღო, რამდენიმე ყლუპი ზედიზედ მოსვა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა, ამჯერად ცარიელი ფინჯანი.
- დათა! - ძმას მიმართა და დაბალ წვერზე ჩამოისვა ხელი.
- რა?
- ტუალეტში შესვლაზე ნებართვა უნდა ავიღო?
- ნიკო! - მაისურში დაქაჩა ძმას ნიამ. დათამ კი მთელი მოთმინება მოიკრიბა, რომ ძმის დასანახად მაინც შეენარჩუნებინა სიმშვიდე.
- კარგი, შენის ნებართვით წყალს გადავივლებ. - რაკი პასუხი ვერ მიიღო, კმაყოფილი წამოდგა ფეხზე.
- შენი ოთახი მოვამზადე. - უმცროს ძმას აედევნა ნიაც. - ბიჭებო ხომ გშიათ? - რიგ-რიგობით შეხედა ძმებს, თუმცა პასუხი ვერცერთისგან ვერ მიიღო.
- კარგი, რადგან ასე მგლებივით გშიათ, მე საუზმეს მოვამზადებ, მანამდე მოწესრიგდით და ამდენი წლის შემდეგ ერთად ვისაუზმოთ.
- დამიძახე. - თითქმის ერთდროულად იყვირა ორივე ძმამ. ნიაკოს ღიმილიან სახეზე ორივე უხერხულად შეიშმუშნა და მდუმარედ გაემართნენ თავიანთი ოთახებისკენ.
ის ის იყო ოთახში შეაბიჯა, ტელეფონმა რომ დაურეკა დათას.
- ვასო, მშვიდობაა? - ნომრის დანახვისთანავე უპასუხა ზარს.
- მკვლელობაა, მისამართს მოგწერ და რაც შეიძლება სწრაფად მოდი. - უემოციოდ მოახსენა მამაკაცმა და მაშინვე გათიშა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline ადმინი ელპინი

უუუუუუჰ . . .
მოვალ!

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
უუუუუუჰ . . .
მოვალ!

უუუუჰ, მიყვარხარ ❤

№3  offline ადმინი ელპინი

აუ, შენ აფრენ, ჰო?!
პროსტო, ერთ საათით გავედი, მგონი და უყურე რა ამბებში ეს . . .
მიხარია ტო, ხომ იცი. ძლივს, დაბრუნდი.

- ნუ ვიკამათებთ პატარავ, ისედაც საკმარისად გაბრაზებული ვარ.
გამაჟრიალა.
რუსას ვერ ვიტან. ვერც მასთან დათას ხშირად სტუმრობებს. ნეტავ, რატო დაბადე ეს ქალი, საერთოდ?!
ნიკო კაი ტიპია ტო.
ჯერ კი არაფერი ვიცი, მაგრამ აქ ამბები დატრიალდება . . .
უჰ . . .

ჰოდა,
გკოცნი და ძალიან მაგრად მიყვარხარ, ჩემო!

№4  offline მოდერი სალანდერი

აუ მეც როგორ მიყბარხარ ტო . . .
ძან მევასება ხოლმე რაღაცებს რომ იჭერ. . .
საოცრება ხარ შენ პატარა. . .

დათა+ნიკო =ქარიშხალი; ნია- გამშველებელი. სავარაუდოდ მთელი ნაწარმოები ამ დღეში მოუწევს ყოფნა :))) რა საინტერესო ამბები გველოდება ამ ზურგჩანთიანი და თავგადასავლების მოყვარული ნიკოთი, ვინ იცის? :))) რუსა- ო, რუსა, სავარაუდოდ შენც კარგი ტიპი უნდა იყო ❤️ დავითმაც თავისებურად მომხიბლა, ძალიან დინჯი, საკუთარ თავზე მომუშავე ტიპი ჩანს და ბევრი რაღაც აქვს თავის თავზე აღებული. ამ ეტაპზე ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ასე იკვეთება ყველაფერი, თუმცა შენ ვინ რას გაგიგებს? ❤️
ძალიან მომნატრებია შენი გემრიელი, ძალიან რეალური, გამართული და საჩემო ნაწერები.
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ არ მეყო :))) ხარბად შემომეკითხა ❤️

№6  offline წევრი -ლილუ

აუუუ როგორ მომნატრებიხარ...(აზრობ ხო)
საერთოდ არაფერს არ ვიტყვი...
ან რა არის სათქმელი...
ზუსტად ვიცი საოცრებას დაწერ...
ყველაზე შენეულს...
განსხვავებულს...
მე რომ მიყვარს ისეთს რა...
პირველი თავია...
ჯერ ჩამოყალიბებულად ვერ ვარ ,,შენი" გმირების მიმართ...
იმ დონეზე რომ მოწონება არ მოწონების ამბავი დავიწყო...
ერთი ვიცი აი ისეთი იქნება რა ,,ცხელი"საკითხავი...(მიხვდები)
შენ რომ გაღმერთებ ჩვეულებრივად...
უ'საზღვროდ უ'საზღვრო რომ ხარ...
ჩემთვის ღირებული...
სულის ნაწილი...
დანაკლისს მივსებ...
წერე რა...
სულ წერე...
ბევრი წერე...
შემდეგთავამდე...

№7  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
დათა+ნიკო =ქარიშხალი; ნია- გამშველებელი. სავარაუდოდ მთელი ნაწარმოები ამ დღეში მოუწევს ყოფნა :))) რა საინტერესო ამბები გველოდება ამ ზურგჩანთიანი და თავგადასავლების მოყვარული ნიკოთი, ვინ იცის? :))) რუსა- ო, რუსა, სავარაუდოდ შენც კარგი ტიპი უნდა იყო ❤️ დავითმაც თავისებურად მომხიბლა, ძალიან დინჯი, საკუთარ თავზე მომუშავე ტიპი ჩანს და ბევრი რაღაც აქვს თავის თავზე აღებული. ამ ეტაპზე ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ასე იკვეთება ყველაფერი, თუმცა შენ ვინ რას გაგიგებს? ❤️
ძალიან მომნატრებია შენი გემრიელი, ძალიან რეალური, გამართული და საჩემო ნაწერები.
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ არ მეყო :))) ხარბად შემომეკითხა ❤️

ოჰ ქეთი, როგორ მიყვარს ისე რომ ჩამოაყალიბებ ხოლმე ყველაფერს, არაფრის დამატება არ მინდება ❤
მიხარია შენი აქ ყოფნა, ჩემი დაბრუნებაც და იმედია ყველაფერი ისე გამოვა როგორც ჩავიფიქრე ❤

-ლილუ
აუუუ როგორ მომნატრებიხარ...(აზრობ ხო)
საერთოდ არაფერს არ ვიტყვი...
ან რა არის სათქმელი...
ზუსტად ვიცი საოცრებას დაწერ...
ყველაზე შენეულს...
განსხვავებულს...
მე რომ მიყვარს ისეთს რა...
პირველი თავია...
ჯერ ჩამოყალიბებულად ვერ ვარ ,,შენი" გმირების მიმართ...
იმ დონეზე რომ მოწონება არ მოწონების ამბავი დავიწყო...
ერთი ვიცი აი ისეთი იქნება რა ,,ცხელი"საკითხავი...(მიხვდები)
შენ რომ გაღმერთებ ჩვეულებრივად...
უ'საზღვროდ უ'საზღვრო რომ ხარ...
ჩემთვის ღირებული...
სულის ნაწილი...
დანაკლისს მივსებ...
წერე რა...
სულ წერე...
ბევრი წერე...
შემდეგთავამდე...

შენ ხარ ჩვეულებრივი საოცრება ადამიანო ❤ შენ რომ არა შესაძლოა კიდევ დიდი ხნით გადამედო რაღაცები.
ზოგჯერ ერთი უბრალო ესემესი და ერთი უბრალო მოკოთხვა, იმდენს იძლევა რომ . . . იცი შენც. . .
ჰოდა მადლობა რა, შენებურად, განსხვავებულად ❤

№8  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ გამიხარდა ისევ რომ გიხილეს ჩემმა თვალებმა♥️♥️♥️
ეს რა საოცრებიტ დაბრუნდი ჰა?! ახლა შენც უნდა დამიწყო ჰო გაგიჟება :დ ♥️
ამჟამად ვერაფერს ვიტყვი ერტის გარდა ნიკოლოზისკენ ვარ :დდდ რავიცი მე ეგუფრო მესიმპათიურება და მომწონს და უფრო რაღაცნაირია და აიაიაი ისეთიარა :დ :დ ♥️♥️
დათასაც არაუშავს მარა ძაან კარიერისტი ბო*ზია ჩემთვის :დ ♥️
ნიაკო ძაან მესაყვარლება და ძაან მაინტერესებს რამოხდა ასე რომ ვერიტანენ ერთმანეთს ნუ დროთა განმავლობაში გავიგებთ ♥️
ჰო და რაც შეეხება ის ჟურნალისტი მია ადამია რაღაცნაირად დამაინტერესა ამგოგომ და რიაავიცი :დ ♥️♥️♥️
ჯერ არაფერი მომხდარა და უკვე ყველაფერში ვძვრები და ყველაფერი მაინტერესებს :დ
გელოდები მოუთმენლად წარმატებები♥️

№9  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

❤ აი მონატრებული მყავდი რა

ნიაკო მაგრად მეცოდება რა
შეიყარნენ ძმები და დაიწყოს უნდა გამშველებლად მუშაობა....
აი ისტორიიდან ვაბშე ყველა პერსონაჟი რომ გაქრეს ნიკოს და დათას ჩხუბის ყურება თუ წაკითხვა არ მომბეზრდება...

არა ხალხმა ადამიანიბა დაკარგა...
შე კაი ადამიანო აცადე დააწინაურონ ეს კაცი და მერე მოკალი თუ ვინმეს კლავ...
ნუ მკვლელი მკვლელს აღარ გავს...

აი რუსას და დათას ურთიერთობაზე მეფიქრება.
რას გრძნობს დათუნა..
როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი...
ნუ თუ გაგრძელდება საერთედ...
როგორც ყოველთვის კაცი შენი ისტორიის გაგრძელებას ვერ ივარაუდებს...
აი თითქოს საიდუმლოდ ტოვებ ამ თავში ყველაფერ მთავარს ,რომ ინტრიგა დაგვრჩეს ...ნუ ვერ ვხვდები რა...
როგორც ყოველთვსი ნუ...

მხოლოდ მგონია რომ ამ მკვლელობიდან იწყება ყველაფერი და იცი რა შემთხვევაა??ლოდინის მეტი რომ არაფერი დამრჩენია...

აი მონატრებულზე დაბრუნებაც ასეთი უნდა რა....
მოუთმენლად გელი რა...
მიხარიხარ ნუ ❤

№10  offline მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა
როგორ გამიხარდა ისევ რომ გიხილეს ჩემმა თვალებმა♥️♥️♥️
ეს რა საოცრებიტ დაბრუნდი ჰა?! ახლა შენც უნდა დამიწყო ჰო გაგიჟება :დ ♥️
ამჟამად ვერაფერს ვიტყვი ერტის გარდა ნიკოლოზისკენ ვარ :დდდ რავიცი მე ეგუფრო მესიმპათიურება და მომწონს და უფრო რაღაცნაირია და აიაიაი ისეთიარა :დ :დ ♥️♥️
დათასაც არაუშავს მარა ძაან კარიერისტი ბო*ზია ჩემთვის :დ ♥️
ნიაკო ძაან მესაყვარლება და ძაან მაინტერესებს რამოხდა ასე რომ ვერიტანენ ერთმანეთს ნუ დროთა განმავლობაში გავიგებთ ♥️
ჰო და რაც შეეხება ის ჟურნალისტი მია ადამია რაღაცნაირად დამაინტერესა ამგოგომ და რიაავიცი :დ ♥️♥️♥️
ჯერ არაფერი მომხდარა და უკვე ყველაფერში ვძვრები და ყველაფერი მაინტერესებს :დ
გელოდები მოუთმენლად წარმატებები♥️

ოოო, ეს ვინ მოსულა, შენ მე მკითხე როგორ გამიხარდა შენი ხილვა ❤
ბო'ზი კარიერისტიო ჰო? :დ კატგი იყო, ჩაგეთვალა :დ
მიხარია რომ აქ ხარ და მადლობა რომ არასდროს გეზარება აზრის გაზიარება ❤

meocnebe avadmyopi
❤ აი მონატრებული მყავდი რა

ნიაკო მაგრად მეცოდება რა
შეიყარნენ ძმები და დაიწყოს უნდა გამშველებლად მუშაობა....
აი ისტორიიდან ვაბშე ყველა პერსონაჟი რომ გაქრეს ნიკოს და დათას ჩხუბის ყურება თუ წაკითხვა არ მომბეზრდება...

არა ხალხმა ადამიანიბა დაკარგა...
შე კაი ადამიანო აცადე დააწინაურონ ეს კაცი და მერე მოკალი თუ ვინმეს კლავ...
ნუ მკვლელი მკვლელს აღარ გავს...

აი რუსას და დათას ურთიერთობაზე მეფიქრება.
რას გრძნობს დათუნა..
როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი...
ნუ თუ გაგრძელდება საერთედ...
როგორც ყოველთვის კაცი შენი ისტორიის გაგრძელებას ვერ ივარაუდებს...
აი თითქოს საიდუმლოდ ტოვებ ამ თავში ყველაფერ მთავარს ,რომ ინტრიგა დაგვრჩეს ...ნუ ვერ ვხვდები რა...
როგორც ყოველთვსი ნუ...

მხოლოდ მგონია რომ ამ მკვლელობიდან იწყება ყველაფერი და იცი რა შემთხვევაა??ლოდინის მეტი რომ არაფერი დამრჩენია...

აი მონატრებულზე დაბრუნებაც ასეთი უნდა რა....
მოუთმენლად გელი რა...
მიხარიხარ ნუ ❤

და დაააამ, მისი უდიდებულესობა მეოცნებე გოგოც დაბრუნდა, აუ შენ მე მკითხე როგორ მენატრებოდით ❤
ისევ მაგრად მიხარია შენი აქ ყოფნა, ისევ ძალიან მადლობელი ვარ რომ სულ მომყვები და შენს აზრს ყოველთვის მიზიარებ, დანარჩენს დავხსნი ნელ-ნელა კარტებს. . .
ჰოდა იმას ვამბობდი ძალიან მაგარი გოგო ხარ მეთქი და კიდე მადლობა ❤

№11  offline მოდერი Tamta.k

დაბრუნდიი? არა ნამდვილად დაბრუნდი არაა? ნუ არ მეჩვენება და ესეც მიღწევაა.
ჯერ ისტორიას, რომ დავანებოთ თავი, მხოლოდ შენი წერის სტილი მომენატრა. მწარე მხიარული იუმორი და ბევრი რამ ერთად. ყველანაირი საოცრების შექმნა შეგიძლია და ეს გააზრებული მაქვს.
რაც შეეხევა ისტორიას არ დავიწყებ ჯერ აზრით გამოხატვას, დაველოდები განვითარებას.
ნუ ისედაც ვიცი როგორი იქნება, შენებური როგორიც შენ გინდა და საოცარი.
სხვანაირად არც და არ შეიძლება იყოს. მიხარია, გულით, რომ მაქვს პატივი წავიკითხო შენი ახალი ისტორია❤️

№12  offline წევრი უცნაური მე

პირველ რიგში მიხარიაშენი დაბრუნება <3 მომნატრებია შენი ისტორიის წაკითხვა.. ძმები რომ ძალიან მომეწონა იცი? მათ დიალოგებზე კარგად ვიხალისე :) აი ნიაკო კკი ძალიან საყვარელია და ცოტა მეცოდება ამ ორის გადამკიდე :დ მიას სავარაუდოდ ისევ ვოხილავთ ხოო? გული მიგრძნობს. ნუ მოკლედ ველოდები ახალ თავს <3

№13  offline მოდერი სალანდერი

Tamta.k
დაბრუნდიი? არა ნამდვილად დაბრუნდი არაა? ნუ არ მეჩვენება და ესეც მიღწევაა.
ჯერ ისტორიას, რომ დავანებოთ თავი, მხოლოდ შენი წერის სტილი მომენატრა. მწარე მხიარული იუმორი და ბევრი რამ ერთად. ყველანაირი საოცრების შექმნა შეგიძლია და ეს გააზრებული მაქვს.
რაც შეეხევა ისტორიას არ დავიწყებ ჯერ აზრით გამოხატვას, დაველოდები განვითარებას.
ნუ ისედაც ვიცი როგორი იქნება, შენებური როგორიც შენ გინდა და საოცარი.
სხვანაირად არც და არ შეიძლება იყოს. მიხარია, გულით, რომ მაქვს პატივი წავიკითხო შენი ახალი ისტორია❤️

თამთაა, როგორ გამიხარდა შები განოჩენა ❤
მიყვარს შენი გემრიელი შეფასებები და დილა რომ გემრიელად დავიწყე ეგეც შენი დამსახურებაა ❤
ჰოდა მადლობა რომ არ გავიწყდები, ვეცდები იმედი არ გაგიცრუო ❤

უცნაური მე
პირველ რიგში მიხარიაშენი დაბრუნება <3 მომნატრებია შენი ისტორიის წაკითხვა.. ძმები რომ ძალიან მომეწონა იცი? მათ დიალოგებზე კარგად ვიხალისე :) აი ნიაკო კკი ძალიან საყვარელია და ცოტა მეცოდება ამ ორის გადამკიდე :დ მიას სავარაუდოდ ისევ ვოხილავთ ხოო? გული მიგრძნობს. ნუ მოკლედ ველოდები ახალ თავს <3

პირველ რიგში მეც ძალიან მიხარია შენი დაბრუნება ❤ ძმები თუ მოგეწონა მიხარია, ჩემები არიან ორივე მაინც :დ.
ნიაკო მეც წინასწარ მეცოდება კი :დ მიასაც რა თქმა უნდა იხილავთ ❤
ჰოდა ძალიან დიდი მადლობა სულ ჩემთან რომ ხარ ❤

№14  offline წევრი სიბილა

აი თუ გაპატიოოოოოოო როგორ გამომაპარე. რამხელა სიამოვნება გამომრჩა და მელოდება ამიერიდან. როგორი დახვეწილია თხრობააა, და რას ერჩის ანუშკები ამ რუსას ვაჰ,ყველას თავის მისია აქვს, ბიჭოს.ანუ დავიძარით..მოხარული ვარ))

№15  offline წევრი beshqen

გამახარე ძალიან,დაბრუნდი და სიცარიელეც ამოავსე ...დარწმუნებული ვარ საუკეთესო ისტორიაა,როგორც ყველა დანარჩენი

№16  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
აი თუ გაპატიოოოოოოო როგორ გამომაპარე. რამხელა სიამოვნება გამომრჩა და მელოდება ამიერიდან. როგორი დახვეწილია თხრობააა, და რას ერჩის ანუშკები ამ რუსას ვაჰ,ყველას თავის მისია აქვს, ბიჭოს.ანუ დავიძარით..მოხარული ვარ))

რუსა, შენი ყველა გამოჩენა დღესასწაულია. . .
მე მომწონს რუსა ❤

beshqen
გამახარე ძალიან,დაბრუნდი და სიცარიელეც ამოავსე ...დარწმუნებული ვარ საუკეთესო ისტორიაა,როგორც ყველა დანარჩენი

თქვენ მე ისე მანებივრებთ, არ ვიცი ხოლმე რა გიპასუხოთ ❤
ამიტომ უბრალოდ ბევრი მადლობა ❤

№17  offline წევრი Someone wandering

გული რომ ამიჩქარე არაფერი ხო?
დამტოვა ქალი ასე აფორიაქებული.
და-ძმურ მომენტებზე რო ვჭედავ,ჩვეულებრიავდ ვფსიხდები და ვაბოდებ ხომ იცი არა? თავიდანვე რომ ისტორია ამ ტკბილი ნიაკოთი და დათათი დაიწყო და გულის პრანჭვები დამემართა არ იცი ხო? ხოდა ახლ გაიგე. ამ ძმებს რა მიზეზი აქვთ ამ გესლისა ეგეც რო მაინტერესებს თავისთავად მიხვდები,რა თქმა უნდა,მიხვედრილი გოგო ხარ შენ ქალბატონო.
მარამ მაინც რო მგონია,რომ ერთმანეთი მაგრად უყვართ იმასაც გეტყვი.
დედა-შვილურ მომენტებზე რომ ვგიჟდები ეს იცი,თუ აქამდე არ მითქვამს? ინვალიდი...მეტკინა ამ ქალის მდგომარეობა,მეტკინა ჩამუხლული დათას ემოციები.
ვგიჯდები დათაზე და ნიაკოზე,რა ტბილები არიაან,სიყვარულეებიი,თბილებიო. უუხ ემც მინდ დათას ლოყების დაკოცნა laughing heart_eyes
ნიკოო..როგორ მევასება,ტო. ნიაკო რომ შეახტა და ყელზე აკოცა,ჰმმმ ჩემი ნუგბარებიიიიი
heart_eyes ჩამოცხა რაღაც,რომელი ძმა ავირჩიო,ტო? ორივე იყოს,ვიტოვებ smiling_imp
მკვლელობააოო,ოოჰოოო სილანდერ ამათ რო რამე დამართო(დასასრულში უფრო) დედა მომიკვდეს ჩვეულებრივააად გაავჭეედაავ,ვერ გადვიტაან,გული რატო ამიჩქარდა კითხვის დროს ვერ მივხვდი,ალბათ დადებითი ემოციებით რომ გავიბერე მაგიტომ? relieved laughing smiling_imp
ის ჟურნალისტი როგორ გააბუნძულა? laughing
ძმების სარკაზმი მკლავდა იმენაააა smile ორი ენამოსწრებულიი. 13 წლით უფროსიი,? ჰმმმ bowtie
ჰალსტუხზე სულ ''შერეკილების'' ''შე გალსტუხიანო,ხომ გეუბნებოდი გაიქცევიან-მეთქი'' მახსენდებოდა smile laughing ნუუ შედარება მოვიყვანე მკვლელი,ვიცი. მადლობა smirk
რუსოოო,ცეცხლიიაა,მაგან და დათაამ დამფერფლაა,მაგარიი შარმი წამოვიდა ამ წყვილისგაან,.აბა ვნახოთ რა მოხდებაა blush smiling_imp
დავაგვიანე,ხო? ვიცი,ცუდი გოგო ვარ.
გიჟიც რომ ვარ ვიცი.
შენც გიჟი ხარ.
და ვაბშე ვაფრენ მე შენზე და უკვე ამ ისტორიაზე sunglasses

№18  offline მოდერი სალანდერი

Someone wandering

აუ დედას გეფიცები ამ საიტზე შენზე შეშლილი თუ ვინმე იყოს, ჩვეულებრივი ფსიხი ხარ ტო :დ მოხვალ ამოატრიალებ, თავდაყირა დააყენებ ყველაფერს და ვითომც არაფერი. . .
ორივეს შენ გჩუქნი, კი არა და სამივეს, მე მაგათი გაძლების ნერვები არ მაქვს მაინც. . .
აუ ვგიჟდები რა შენზე, ჩვეულებრივი არანორმალური ხარ, აი ისეთი ხველა ისტორიას რომ მოუხდება მთავარ პერსონაჟად :დ
ჰოდა თუ სადმე ჩაგრთე მგონია რომ არ გამოგეპარება და იცოდე საყვედურებს არ ვართ :დ
მიხარია რომ აქ ხარ რა, სასწაული გოგო ხარ შენ ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent