შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

There Where The Clouds Are Ending ~II~


20-01-2019, 21:54
ავტორი Eliso Bolkvadze
ნანახია 124

There Where The Clouds Are Ending  ~II~

მორიგი მითი

ქანც გამოცლილი და ენაგადმოგდებული მინდორზე გაწვა და ხარბად დაიწყო ჰაერის ჩასუნთქვა.
- დიდი ხანი გალოდინეთ? - ძლივს აღმოთქვა თავი გადაატრიალა და მოხუცს შეხედა, რომელსაც ხელში რაღაც მცირე ზომის ხის მაგვარი მცენარე ეჭირა.
- დრო ტყუილად არ დამიკარგავს - საპასუხოდ მოესმა თვითკმაყოფილი ხმა
- აჰა გასაგებია - სწრაფად წამოჯდა - ეგ რაიმე განსაკუთრებულია? - მცენარეზე მიუთითა.
- ეს რაიმე განსაკუთრებული კი არა ძალიან განსაკუთრებული ლეგენდარული ჯუჯა ხე არის. მისი პოვნა ძალიან რთულია მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ ამ მიდამოში ხარობს, მას განსაკუთრებული თავდაცვის უნარი აქვს, თუ საფრთხეს იგრძნობს უმალვე სხვა მცენარის იერს იღებს.
- და თქვენ როგორ იპოვეთ?
- სუნი ლენა სუნი, ყველა მცენარეს თავისი განსაკუთრებული სურნელი აქვს, ხოლო იმ მცენარეს რაც მე დავინახე ნამდვილად არ ასდიოდა ის სურნელი რაც უნდა ჰქონოდა.
,,ამ მოხუცს ჯეკაზე უკეთესი ყნოსვა აქვს“ გაიფიქრა ლენამ
- რით არის განსაკუთრებული?
- ეს უძველესი ჯუჯა ხეა მას ზღვის ცრემლი ჰქვია
- ზღვის ცრემლი? ადამიანის წარმოსახვას მეტი ფანტაია არ ეყო? იმედგაცრუებლი ვარ.
- ეს სახელი უბრალო ფანტაზია არ არის, მას ლეგენდა უდევს საფუძვლად.
- ეს კი საინტერესოდ ჟღესრს - ლენა მოხერხებულად დაჯდა მინდორზე და მოსასმენად მოემზადა.
- დიდი ხნის წინ, როდესაც ეს სოფელი არ არსებობდა და აქ მხოლოდ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობდა ერთ-ერთ ოჯახში პატარა ვაჟი შეეძინათ, სახელად თეოდორი დაარქვეს, ის ზალიან მშვენიერი ჭაბუკი გაიზარდა, თუმცა მამას ქალაქში იშვიათად დაჰყავდა, ამიტომ ხშირად ნადირობდა მარტო ტყეში და ზღვაში თევზებს იჭერდა, ერთხელ სანაპიროზე სეირნობის დროს მშვენიერი სიმღერის ხმამ მიიზიდა, რომელიც ქვების მეორე მხრიდან ისმოდა, თეოდორი ჩუმად მივიდა ქვასთანს და გადაიხედა, მის მიღმა მშვენიერი არსება დაინახა, რომელსაც გრძელ ქერა თმაში რაღაც უცნაური ნიჟარა გაერჭო თან მღეროდა და თან მზეს აჰყურებდა.
- მოიცა ანუ ის არსება ადამიანი იყო - იმედგაცრუებული დარჩა და თავისთვის ჩაიბურტყუნა - და რა არის აქ გასაოცარი?
არა ის ქალთევზა იყო
- ჰაააა... ქალთევზა? - ეჭვის თვალით შეხედა ახოვან კაცს - ანუ შენ გულისხმობ იმ ქალთევზას, რომელსაც თევზის კუდი და ადამიანის ზედა ტანი აქვს?
- ეს ცოტა უხეში ნათქვამია მაგრამ დიახ
- კარგით რა ქალთევზები არ არსებობენ
- ეს უბრალოდ ლეგენდაა თუმცა ის გარემოება, რომ შენ მათ არასოდეს არ შეხვედრიხარ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არსებობენ
- არც კი მესმის ასეთი რამეების რატომ გჯერათ - ლენამ ირონიულად გახედა მოხუცს, თუმცა წამვე სახე ეცვალა - ისე რატომ მიყურებთ თითქოს რაღაც არ ვიცი
- თავის დროზე ყველაფერს გაიგებ
- ალბათ ეს ,,თავისი დრო“ არსოდეს დადგება - ჩაიბუზღუნა იმედგაცრუებულმა - ამ მცენარეს ისტორიასთან რა კავშირი აქვს?
- თუ დამაცდი მოგიყვები - მოხუცმა თრობა განაგრძო - თეოდორს ისევე, როგორც შენ არ სჯეროდა მითიური არსებების ამიტომ შეეშინდა ქვიდან ჩამოვარდა და პირდაპირ წყალში ჩავარდა, ქალთევზა მაშინვე წყალში გადაეშვა შეშინებული და დაინახა ყმაწვილი კაცი, როგორ მიჰყავდა ზღვის აზვირთებულ ტალღებს, ქალთევზამ გადაწყვიტა არ ჩარეულიყო ვაჟისა და ტალღების ერთობლვ ჭიდილში იმ დრომდე სანამ ძლიერმა ტალღამ ბიჭი არ ჩაითრია და კლდისაკენ გააქანა, ამის დანახვაზე ფიქრიც კი ვერ მოასწრო და მის დასახმარებლად კუდი გააქნია, თუმცა ვერ მოასწრო მხოლოდ რიფზე შეჯახების ძალა შეამცირა. ბიჭმა ქვას თავი ოდნავ მიარტყა და გაითიშა, გული უფრო შიშისაგა წაუვიდა ვიდრე შეჯახებისგან. შეშინებულმა ქალთევზამ ნაპირამდე მიაცურა და რაც შეეძლო ზღვის ნაპირს მოაშორა, ჭაბუკი ისეთი მშვენიერი იყო, რომ პატარა და გამოუცდელ ქალთევზას უმალვე შეუყვარდა. ზღვის ტალღები ნაპირზე სუსტი ძალით ამოვარდა, ჭაბუკს სახეზე მიეშხეფა და გონს მოსვლა დაიწყო, შეშინებულა ქალთევზამ კი წყალს მიაშურა. განცვიფრებული თეოდორი ხშირად მიდიოდა იმ ადგილას იმ იმედით, რომ მას კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, თუმცა უიმედოდ ქალთევზა ყოველთვის ახერხებდა მისგან დამალვას.
- ეს მცენარის ისტორიას კი არა სასიყვარულო ისტორიას უფრო ჰგავს, პოპკორნიღა მაკლია
- ასეც არის უბრალოდ მცენარე ისტორიის ნაწილია
- მე კი ეჭვი მაქვს, რომ ეს თქვენი ისტორიაა და უბრალოდ ახალგაზრდობას იხსენებთ
გროდოს გულიანად გაეცინა
- ეს დაახლოებით სამასი წლის ისტორიაა, შენი აზრით რამდენი წლის ვარ?
- მმმ... რომ დავფიქრდეთ პლიუს მინუს ოცი წელი - ეშმაკურად გაუღიმა ლენამ
- ეს ცოტათი საწყენია, მაგრამ მოდი გავაგრძელებ. ერთ მშვენიერ დღეს იმედ დაკარგული თეოდორი იჯდა იქ სადაც მშვენიერი არსება დაინახა და ლაპარაკი დაიწყო, ის ეუბნებოდა, რომ არაფერს დაუშავებდა და მხოლოდ მისი გაცნობა უნდოდა.
- ის ამაზე წამოეგო?
- კი ამან იმოქმედა, საბედნიეროდ ბიჭი არ ატყუებდა, ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთ, თუმცა იქვე გამვლელმა მეთევზეებმა ისინი ერთად შეამჩნიეს და ქალთევზას ხელში ჩაგდება მოინდომეს, ბიჭმა მისი დაცვა გადაწყვიტა, ქალთევზამ გაქცევა მოახერხა თუმცა ბიჭი მუცელში ხანჯლით მძიმედ დაიჭრა, შეშინებულმა მეთევზეები სასწრაფოდ გაიქცნენ და მომაკვდავი ახალგაზრდა ბედის ანაბარა დატოვეს, ამ ყველაფერს გოგონა წყლიდან უცქერდა მან სასწრაფოდ იპოვა ზღვაში სამკურნალო მცენარეები და მისი მაგიის მეშვეობით მალამო დაამზადა ბიჭს ჭრილობა მოურჩინ და თვითონ ჭყალში გაუჩინარდა. გოგონას ცრემლები ბიჭის სისხლში აირია და მისგან ახალი ჯადოსნური მცენარე წარმოიქმნა რომელსაც ზღვის ცრემლი უწოდეს ეს მცენარე წელიწადში მხოლოდ ერთხელ ტირის წყვილის დაშორების დღეს, მისი ცრემლები კი ნებისმიერ ჭრილობას კურნავს
- ნებისმირს?
- კი ნებისმიერს
- სასიკვდილოსაც?
- სავარაუდოდ კი თუმცა დარწმუნებული არ ვარ, ის მეც ახლახანს ვიპოვე.
- მცენარე როგორ გამრავლდა?
- აქ ძალიან ხშირი ქარები იცის სავარაუდოდ ქარმა გადაიტანა მისი მტვერი სხვადასვა ადგილებში
- როგორც ჩანს თქვენ მედიცინაში წინსვლა გექნებათ თქვენი ჯადოსნური მცენარის დამსახურებით. მე მომცემთ ცოტაოდენ ცრემლს? - გაეკრიჭა ლენა
- მაინც რითი დაიმსახურე?
- ამხელა ისტორია მოვისმინე - ლენა თვალებ გაფართოებული შესცქეროდა მოხუცს
- კარგი თუ დღეს შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს მაჩვენებ მე მოგცემ ხის ცრემლს, როდესაც მოსავალს ავიღებ - პირობა მისცა გროდომ
- მაშინ მოემზადე მოხუცო- ისეთი გრძელი ისტორია იყო, რომ კარგად დავისვენე.
ლენა სწრაფად წამოდგა, უეცრად ქარი ამოვარდა და მათ ირგვლივ დაძაბული აურა ჩამოწვა. გროდომ თავისი ლომისთავიანი ჯოხი გვერდით გადადო და სპარინგისათვის მოემზადა.
მიუხედავად იმისა, რომ გროდო საკმაოდ ხანში შესული კაცი გაქლდათ უსაზღვროდ ძლიერი იყო ამიტომ გოგონას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავი არ დაეზოგა.
ლენა თავისი ცხოვრების განმავლობაში სულ ვარჯიშობდა, არ გასულა დღე, რომ მას არ ევარჯიშა, მან არ იცოდა რისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს, თუმცა იმდენად შეეჩვია მის ყოველდღიურობას, რომ ვარჯიშის გარეშე დღე ვერც კი წარმოედგინა. ლენა ყოველთვის, რაღაცის მოლოდინში იყო, თუმცა თვითონაც არ იცოდა რას ელოდა, მაგრამ მაინც ელოდა, იცოდა, რომ ეს მკაცრი ვარჯიშები, უცნაური მაგიის წიგნების შესწავლა, თავისი მაგიის ძალის უსაზღვროს კონტროლისა და სხვადასხვა მაგიურ ხრიკების შესწავლა, სამედიცინო ბალახებისა და შხამების შესწავლა რაღაცას ნიშნავდა, ყოველთვის უნდოდა ეკითხა მაგრამ კითხვას ვერ ბედავდა, იმიტომ კი არა რომ პასუხის მოსმენის ეშინოდა, არამედ იმიტომ, რომ იცოდა მას არ უპასუხებდნენ.
დაღლილობისაგან ღრმად სუნთქვას და შემდეგ ხვნეშას მოჰყვნენ, თითქმის არაქათგამოცლილები შუბლზე ჩამოდენილ ოფლს იწმენდნენ და ცდილობდნენ ცოტათი მაინც დაესვენათ.
- და მაინც რამდენი წლის ხარ მოხუცო?
- რა იყო შეგშურდა ასეთ ფორმაში, რომ ვარ?
ღიმილნარევი შეძახილებით ერთმანეთს ეძგერნენ და შეტევაზე გადავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ძალიან დაქანცულები იყვნენ თუმცა არც ერთი არ აპირებდა დანებებას, გროდომ ისეთი სიძლიერით მოიქნია ხმალი, რომ ლენას ხმალი შუაზე გადატყდა, გაშეშებული ლენა ხმალს გაფართოებული თვალებით უყურებდა, გაკვირვებისგან გაშეშებული ხან გროდოს შეხედავდა ხანაც თავისი ხმლის ნახევარს რომელიც ხელში შეჯახების შემდეგ შერჩა, რკინის ნაჭერი, რომლითაც სულ რამდენიმა წამის წინ ლენას საამაყო ხმალი იყო მისი ნაწილი მინდორზე დავარდა, ისე გაიჭრა თითქოს ხისა ყოფილიყო, განა ეს შესაძლებელია? ფიქრონდა ის. უცებ გამოერკვა მიხვდა რა მდგომარეობაშიც იყო, აშკარად ამას არ ელოდა მაგრამ გონს მალევე მოეგო, სწრაფად გადახტა უკან და პატარა ხანჯალი ამოიღო, გროდო დიდი ხმლით ხოლო ლენა ხანჯალით ერთმანეთს ეძგერნენ, რკინის ერთმანეთზე ხახუნის შედეგად პატარა ნაპერწკლები ცვიოდა ორივენი სახედამანჭული უცქერდნენ ერთმანეთს, ლენამ ვერაფერი ვერ მოიფიქრა, რომ გროდო დაემარცხებინა, ის ნათლად ხედავდა მის აშკარა შესაძლებლობებს და იცოდა, რომ გროდოს დამარცხება დღევანდელი რეალობით მას არ შეეძლო ამიტომ კბილებს ენა კარგად გადაუსვა, თითქოს მის გალესვას ცდილობსო, ლენამ გროდოს გაუღიმა გროდო გაკვირვებული უყურებდა, თუმცა მზერაში ინტერესი იგრძნობოდა, სანამ რაიმე იდეის მოფიქრებას მოასწრებდა, თუ რას ნიშნავდა ეს ლენას ერთგვარი ღიმილი თავის მარჯვენა ხელის მაჯაში, რითიც ხმალი ეკავა ძლიერი ტკივილი იგრძნო, ლენა ეძგერა თავისი ეგრეთ წოდებული გალესილი კბილებით და გაშვებას არც კი ფიქრობდა, გროდოს ყვირილი აღმოხდა პირიდან, ლენას ხელი ჰკრა და ორივენი მიწაზე დაეცნენ. ლენამ სიცილი დაიწყო და ზურდით მინდორზე გაწვა დასასვენებლად, გრდო კი მუხლებზე დაეცა და თავის მარჯვენა ხელს უყურებდა თან სიმწრისგან სახე ემანჭებოდა, ბოლოს ლენას ინტერესისა და ბრაზის თავალებით შეხედა.
- აბა ჩავაბარე გამოცდა?
- შენ ძაღლივით კბენას გამოცდის ჩაბარებას ეძახი? - გაბრაზებული მიუგო გროდომ
- მოდით ეს ჩემს საიდუმლო ილეთად ჩათვალეთ
- საიდუმლო ილეთი? - ჩაეცინა - უნდა ვაღიარო ნამდვილად არ ველოდი
ლენა წამოჯდა და გროდოს მიუბრუნდა
- აბა რას იტყვით მაქვს წინსვლა?
- ამას წინსვლას ვერ ვუწოდებ - გროდო ფეხზე წამოდგა
იმედგაცრუებულ ლენას სახეზე ღიმილი შეაშრა
- თქვენ გინდათ თქვათ, რომ...
- მე მინდა ვთქვა, რომ შენ ჩემი საუკეთესო მოსწავლე ხარ - სიტყვა გააწყვეტინა გროდომ.
გახარებულმა ლენამ სწრაფად წამოდგა ფეხზე ხელი დამუშტა და კმაყოფილებით აღსავსემ შესძახა
- არის - უცებ თავზე ხელის მსუბუქი წამორტყმა იგრძნო.
- ძალიან ნუ გაგიხარდება ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი
- როგორც ყოველთვის ხასიათის გაფუჭება კარად გამოგდის
გროდო მათთან რამდენიმე მეტრის მოშორებით მყოფ მოსასხამებთან მივიდა და თავისი მუქი ლურჯი მანტია აიღო, მხრებზე მოისხა ლენას მიუბრუნდა და ეუბნება.
- გარკვეული დროის მანძილზე სახლში არ ვიქნები, ეცადე ამ დროის მანძილზე რაიმე სასარგებლო გააკეთო
- ისეთი თვალებით მიყურებ თითქოს რაიმეს გაფუჭებას ვაპირებ
- იმედი მაქვს, რომ არ აპირებ - მის ღიმილში იგრძნობოდა ლენასადმი უნდობლონბა, მან იცოდა როგორი მოუსვენარი იყო ეს ,,არსება“. მოხუცი მიტრიალდა და რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ისე, რომ გოგონასკენ არ შემობრუნებულა, ეუბნება:
- ძალიან შორს ნუ წახვალ - და გაუჩინარდა
- ფფ - უცნაურად ამოიბუზღუნა ლენამ - თითქოს წასასვლელი მქონდეს სადმე - ჩაიბუტბუტა, შემდეგ თვალები ფართოდ გაახილ და ირგვლივ მოხუცის ძებნას შეუდგა, ქვის იქით გაიხედა, თვალით ტყეში ყურება დაიწყო, ირგვლივ კარგად მიმოიხედა მაგრამ ვერსად იპოვა, ყოველთვის უკვირდა ასე სწრაფად წასვლას როგორ ახერხებდა ხოლმე, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა მის აქ არყოფნაში თქვა:
- ნუთუ მართლა წავიდა? ესეიგი მოკლეხნიანი არდადეგები დამეწყო, აბა თავი რითი გავირთო? - გოგონამ ხელი დაავლო თავის ნივთებს, მანტია მოისხა და სანაპიროსაკენ გაეშურა.
ლენა მირბოდა თმას აღმოსავლეთის ქარი უწეწავდა, ხოლო ფეხებამდე დაყრილი გრძელი მოსასხამი ჰაერში ფრიალს მოჰყვა, მას საბოლოოდ გაფრენაში მხოლოდ ლენას ყელი უშლიდა ხელს, რომელზეც პატარა ჯაჭვით იყო მიმაგრებული.
გროდოს წასვლის შემდეგ თავისუფალი დრო უფრო ხშრად აქვს ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებში თავისი თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს, მას აღაფრთოვანებდა ის შეგრძნეა, რომ ზღვის ტალღებთან შესახვედრად მიემართებოდა. როდესაც ქალბატონი და ბატონი ბელატო წიგნებს მოუტანდნენ წასაკითად ის ყოველთვის ბუნების წიაღში კითხვას ამჯობინებდა. მას ჰქონდა გამორჩეული ადგილები და ერთ-ერთი სანაპირო იყო სადაც იშვიათად ნახავდით ადამიანს, აქ ძალიან ძლიერი ტალღები იცის და რიფებიც ძალიან ბევრია, ამიტომ მეთევზეების კი ცდილობენ ამ ადგილზე არ ითევზაო, ეს ადგილი კი ასე ვთქვათ ლენამ მიისაკუთრა მისი უკაცრიელობით მოხიბლულმა, მას აქ არავინ უშლიდა ხელს არც კითხვაში, არც ვარჯისში და არც დასვენებაში. მოსწონდა როდესაც ქარს მარილიანი ზღვის სურნელი მოჰქონდა ასეთ მომენტში ის ფიქრობდა ჩიტი რომ ვიყო მთელ ოკეანეს გადავუფრენდიო.
ზღვას, რომ მიუახლოვდა მოსასხამი იარაღები და თავისი გადატეხილი ხმალიც კი ქვაზე დააწყო, თვითონ კი ზღვის ტალღებთან შესახვედრად გაემართა, მან ერთი ნახტომით ტალღა შუაზე გააპო. ტალღები ნაზად ეთამაშებოდნენ, ლენამ თვალები დახუჭა მოეშვა და ოკეანის ზედაპირზე მზის ჩამავალ სხივებსა და მარილით გაჟღენთილ წყალს შორის ზღვის ზედაპირზე ღრმა ფიქრების მორევში გადაეშვა, მას ძალიან აწუხებდა ის გარემოება, რომ ხალხის მხრიდან სიძულვილს გრძნობდა და გადაწყვიტა ყველაფერი გაეხსენებია, თუ რა იყო მიზეზი მათი ასეთი ქცევის დასაწყისის, ის იხსენებდა, რომ ფილისთან ერთად გარბოდა უკუნით სიბნელეში ტყესა და ღრეში ხოლო გზას მხოლოდ ცაში გავარდნილი ელვა უნათებდათ დროდადრო, თუმცა ის ვერ იხსენებდა თუ რატომ გარბოდნენ.
- მაშინ ძალიან მაგრად წვიმდა - მან ესეც გაიხსენა თუმცა მეტი არაფერი ახსოვდა მისი გონება უარს ამბობდა რაიმეს გახსენებაზე იმ დღის მოვლენების შესახებ.
- ნეტავ ფრთები, რომ მქონდეს და მას ავედევნო დავიჭერ? - ლენამ თითქმის ჰორიზონტზე ჩამალულ მზეს შეხედა. ხვდებოდა, რომ უკვე გვიანი იყო მაგრამ სახლში დაბრუნება არ უნდოდა, სრულიად მოულოდნელად, როდესაც ლენა წყლიდან გამოსვლას აპირებდა ოკეანემ ღელვა დაიწყო, რამდენიმე წამში ცაზე სქელი ღრუბელი გაჩნდა და სპირალივით დაიწყო მოძრაობა, მოულოდნელად ელვა გავარდა და საშინლად დაიგრუხუნა, ქარიშხალი ამოვარდა. ლენა საკმაოდ ღრმად იყო წყალში შესული, ღრუბლების დანახვის შემდეგ უცებ გონს მოეგო და წყლიდან გამოსვლა სცადა, უეცარმა შიშმა აიტაცა, ჭექა-ქუხილის ხმა ისეთი ახლო და ხმამაღალი იყო, რომ ეგონა სამყაროს აღსასრული მოვიდაო, ისევ გავარდა ელვა, ამჯერად მისი ხმა ნამდვილად სხვა რამეს დაემსგავსა უფრო საზარელი და საშიში იყო, თითქოს უზარმაზარი ურჩხული ბღაოდა ცაზე და ციდან ჩამოსვლას ლამობდა, ლენას ჭექა-ქუხილი არასოდეს აშინებდა, თუმცა ეს არაბუნებრივს ჰგავდა.
ტალღები საშინლად ადიდდა ერთ-ერთმა ტალღამ ლენას გადაუარა, ჩაითრია და რამდენჯერმე დაატრიალა, ის მთელი ძალით ებრძოდა განრისხებულ ტალღებს, მაგრამ ილენა საკმაოდ ღრმად იყო ჩაგდებული ,,სიკვდილი? არა ასე უბრალოდ ვერ მოვკვდები“ ფიქრობდა ის და ცდილობდა ზედაპირზე ამოსულიყო, მთელი ძალა მოიკრიბა და ხელ-ფეხი ძლიერად გაამოძრავა, როგორც იქნა თავი ზედაპირზე ამოყო, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, მაგრამ ისევ მეორე ტალღამ უფრო ძლიერად ჩაითრია და ამჯერად ქანცგამოცლილმა ტალღის ძლიერებას ვეღარ შეეწინააღმდეგა, ზღვამ თავისი სიძლიერების დასამტკიცებლდა კიდევ ერთხელ მოიკრიბა ძალები და ლენა რიფისაკენ გააქანა, ლენა ხედავდა, როგორ მიექანებოდა კლდისაკენ, გრძნობდა, რომ ეს მისი ბოლო წუთები იყო და არც კი იცოდა რაზე ეფიქრა ,,სულ რაღაც 17 წლის ვარ, ეს იყო ჩემი მოკლე ცხოვრება? მე ხომ ჯერ ის არ მიპოვნია..“ გაიფიქრა და გონება დაკარგა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Ia Bolkvadze

ამ ჟანრის ასეთი საინტერესო რომანი ქართულ დამწერლობაში ხშირი არ არის :)))

 


№2  offline წევრი Rania

Zalianbsainteresoaaaaaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent