შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობათა ჭიდილი {5 თავი}


21-01-2019, 00:03
ავტორი Someone wandering
ნანახია 322

გრძნობათა ჭიდილი {5 თავი}

ყველაფერი იყო ტატო ხავთასი საკუთარი ოჯახისთვის,განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ანიტასთან. ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა პატარა დაიკოს სიყვარული,მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 3 წელი იყო,ყოველთვის ეუბნებოდა ანიტას,რომ მის გარეშე ის არაფერს წარმოადგენდა,რადგან ის იყო მისი ამომავალი წერტილი,დარდის გამქრობი და გულის მესაიდუმლე. პროფესიით ინჟინერი,ისეთი პიროვნება იყო სხვისთვის ცუდი არასდროს რომ არ გაეკეთებინა,მანდილოსნებისა და უფროსების პატივისცემა არასდროს ეშლებოდა,როცა საჭირო იყო შეიკურთხებოდა კიდეც,მაგრამ ამის ადგილიც იცოდა. არ იყო ურთიერთობებში გახსნილი ბიჭი,არც ფართო სანაცნობო წრე ჰყავდა,რადგან თავად არ სურდა,ვინც გვერდით ყავდა ყველა გულით უყვარდა,ეს აკმაყოფილებდა კიდეც. სიტყვის კაცი იყო ტატო ხავთასი,ერთს რომ იტყოდა შეარულებდა კიდეც. ანიტას დაქალი მარიამი ძალიან უყვარდა ტატოს,დიდ პატივს სცემდა მას და მეორე დად მოიხსენიებდა. ანიტას მის გულში განსაკუთრებული ადგილი ეკავა,დედამისს აღმერთებდა,მამამისს პატივს სცემდა,ძმაკაცებს გვერდში ედგა და მათგანაც იგივეს იღებდა საპასუხოდ. უყვარდა,მაგრამ ეს სიყვარული არ აღმოჩნდა ნამდვილი,ერთი დიდი ფარსი იყო,სიყვარულის მსხვერპლი იყო ტატო...
-დე,დღეს შენი დაიკო დაიბადა,ნახე რა პატარაა ტატო-საავადმყოფოში იყო ნათია უფროსი ვაჟი ანიტას სანახავად რომ მიუყვანეს.
-ეს სულ ცემი დაიკოა?-იცინოდა ბიჭი
-სულ ჩვენია დე,შენი დაიკოა,ნახე რა ლამაზია-სიცილშეპარული ხმით ესაუბრებოდა ნათია შვილს
-მინდა ლომ ვაკოცო-ზურამ ხელში აიყვანა შვილი და სახე პატარა ანიტასთან მიაწევინა.პატარა ტუჩები დის ლოყებს მიაკრო და გაიცინა-ლა პატალაა,ლოდის გაიზრდება? მინდა რომ მეც დავიჭილო ხელში-ტიტინებდა უფროსი ხავთასი
-რომ გაიზრდება შენც ხომ დამეხმარები მის მოვლაში ტატო?
-აბა ლას ვიზამ,რა საყვარელია ანიტა-კისკისებდა ბიჭი
-ანიტა დაარქვი მა?-თბილად გაუღმა ზურამ
-ხო,ანიტა მიყვარს მე,მომწონს ეს სახელი.
-მაშ,ანიტა ხავთასი არის ჩვენს წინ დედის მკლავებში პრინცესასავით მოკალათებული-ამბობდა სახეგაბადრული ზურა
-ანიტა,ჩემი ანიტა-ჩაილაპარაკა ნათიამ და შვილს შუბლზე მიაკრო ტუჩები.
-ანიტა ცემია,იცოდეთ-დაიბღვირა ტატომ.
-დაიკო უკვე მიისაკუთრე,დე?-სიცილს ძლივს იკავებდა ნათია
-დიახაც,ვითომ ალ იცოდე როგორი ვალ. მეცაკუთრე-ხითხითებდა
-ჩემი მესაკუთრე ბიჭი,გენაცვალეთ მე თქვენ მამი-გემრიელად ჩაკოცნა შვილი ზურამ,შემდეგ კი დედამ იჯერა შილის სურნელით გული.
*******
-ტატო,გძინავს?
-კი მძინავს და სიზმარში გესაუბრები
-ოჰო-გაიკვირვა-დიდი ნიჭით ხარ დაჯილდოვებული ძმაო-გაიცინა- მაინტერესებს შენი აზრით სიყვარული რა არის?-ტატო მისკენ გადმოტრიალდა
-ჩემი გოგო შეყვარებულია?-თვალები დააწვრილა ტატომ და ანიტა მკლავებში მოიქცია
-ტატო ძვლები მეტკინა,გამიშვი. ძმაოო-იცინოდა ანიტა
-არ გაგიშვებ,აი ასე ვიყოთ რა-ყელში აკოცა და მკლავები ოდნავ მოადუნა-სიყვარული? სიყვარული ისაა რასაც შენს მიმართ განვიცდი ანიტა-გაბადრულმა ამოილაპარაკა-სყვარულია საყვარელი ადამიანის სახეზე ღიმილის დანახვის მიზეზი რომ ხრ,მისი ტკივილი რომ გტკივა,უიმისოდ სიცოცხლე რომ ვერ წარმოგიდგენია,შენი ბედნიერების მიზეზი როა.
-ტატო...
-ხო-ჩაილაპარაკა ყელში თავჩარგულმა,თან ეცინებოდა
-ამდენად გიყვარვარ?-ბიჭმა გაიცინა და ლოყაზე ძლიერად აკოცა დას
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს როგორ მიყვარხარ ანიტა-ცხვირზე დაკრა საჩვენებლი თითი-შენ? არ გიყვარვარ?-წარბები აზიდა
-მიყვარხარ,იცი როგორ?-თვალებში სხივი აუკაიფდა-შენს გარეშე სიცოცხლე რომ არ წარმომიდგენია ისე,ჩემი სიხარული ხარ შენ ჩემო ტატუნაა-კისკისებდა გოგო და მუცელში უღიტუნებდა ბიჭს
-აიი,ახლა გაჩვენებ როგორ უნდა ღიტინი-ამის შემდეგ იყო აკისკისებული ანიტა და ვედრება,რომ ტატო შეჩერებულიყო.
-კარგი,გეყოს ტატო,ვკვდები ვსო-ამოკრუსუნა
-ჯერ სიკვდილი ძალიან ადრეა ანიტა-გადაიხარხარა ტატომ
-რატომ? შეიძლება ხვალ სკოალში წასვლის დროს მანქანა დამეჯახოს,ან თავზე აგური დამეცეს-იცინოდა გოგო,მაგრამ ტატოს სულ არ ეცინებოდა,საწოლიდან წამოიწია და სერიოზული,მკაცრი სახით დააჩერდა,თან თითი დაუქნია
-მეორედ ეგეთი სისულელე აღარ მითხრა,ხუმრობითაც კი.-ბალიშზე თავი დადო და დას ლოყაზე ძლიერად აკოცა-შენ ჩემთან უნდა იყო,ყოელთვის.
-რა მესაკუთრე ხარ ბიჭო. რომ გავთხოვდები ქმრის სახლში მზითვად წაგიყვანო?-თითებზე ეფერებოდა ძმას
-რა დროს შენი გათხოვებაა გოგო 15 წლის ხარ. დაიძინე ახლა,მაგ თემაზე რომ გათხოვდები მაშინ ვილაპარაკოთ-თვალები მილულა ბიჭმა
-ოხ,რა მესაკუთრე ხარ ტატო-ჩაიცინა და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
********
-ტატო,დედიკო და მამიკო სახლში არ არიან,დღეს ღამით ბავშვები გიოს ვადგებით სახლში,დაბადების დღე აქვს და ბავშვები გამომივლიან და უნდა წავიდეთ.
-ხოარ ღადაობ ანიტა?-ტელეფონი მაგიდაზე დადო ტატომ-ღამის 12 საათზე რა პარპაში აგიტყდათ ძალიან მაინტერესებს!
-ნუ ასერიოზულებ ახლა შენი ჭირიმე რა-თვალები აატრიალა-ბავშვებთან ერთად მივდივარ,რომ კლასელს დავადგეთ სახლში,რა პრობლემაა?
-ის პრობლემაა ანიტა,რომ 12 საათი შუა ღამეა,ზამთარია,ათასი ნაძირალა დაბოდიალოს გარეთ.-ტონს აუწია
-ნუ მიყვირი!-არც მან დააკლო
-მაშინ ნუ მაყვირებ!-კბილებში გამოსცრა
-ტიპიური ''გრუზინი'' ძმასავით იქცევი რაა,რა დაგემართა? აბა,მე მარტო დავრჩე სახლში?-სახე სატირლად დაბრიცა
-გოგო რა საჭიროა ღამის 12 საათზე რომ დაადგეთ,ხვალ ვერ წახვალთ? დღეს განსხვავებულ რამეს გაჭმევენ იქ,თუ რა?-გაიცინა
-ალბათ,ვერა. ვერ წავალთ. ჩემს ჭკუაზე ხომ არ ივლიან კლასელები?
-16 წლის ლაწირაკები აპარპაშდნენ ახლა,ჰორმონები აწვებათ და აღარ იციან რა მოიფიქროონ,ოღონდ ღამით გაიყვანე ესენი და-სახეზე ხელები შემოიწყო-დედას შევე*ი ასეთ მოფიქრებას-შეიკურთხა ხმადაბლა
-ნუ იგინები,საერთოდ არ წავალ,დამიკარგა ყველაფრის სურვილი-ტირილი დაიწყო და ოთახში გავარდა,ტატომ ამოიხვნეშა,საათს შეხედა,ჯერ 11 საათი იყო. ნახევარ საათში კი ანიტას ოტახში შევიდა,მის წინ საწოლზე მუცლით დაწოლილი და დახვდა
-ჩასძინებია ამ სულელს,თან რამდენი უტირია-ღრმად ჩაისუნთქა,ვერ იტანდა,მისი ცრემლების მიზეზი თავად რომ იყო,ასეთი შემთხვევა კი ძალიან იშვიათი იყო.
-ანიტა,ჩემო ლამაზო. გაიღვიძე-მუხლებზე იყო დაჩოქილი და დას თმებს ხელით უსწორებდა-აი,გამოფხიზლდა კიდეც-გაიცინა
-რა გინდა?-ძილისგან ხმა შეცვლოდა
-წამოდი,გიორგის სახლთან მიგიყვან,მარის დავურეკე და აქ გამოგივლის,მე წაგიყვანთ მანქანით
-ვაიმე ტატოო-შეჰყვირა და ძმას ძლიერად მოეხვია-შე ცუდო ბიჭო,თუ მიგყავდი რაღაც მაწვალებდი?-გაუბრაზდასავით
-არ მანანებიო ახლა-თითი დაუქნია და სიცილი ძლივს შეიკავა
-არა,არა, რას ამბობ. არ ინანებ-დაფაცურდა და კარადა გამოაღო-მადლობა ძმაო-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა კარში მდგარ ტატოს.
********
-რა ცივი ფეხები გაქვს გოგო-დისკენ შეტრიალდა,რომელიც ახლახან შეუწვა ლოგინში და გააღვიძა
-ისე შემეშინდა ფეხსაცმელები არც მიძებნია-შიშით ამოილაპრაკა,კანკალებდა
-რატომ კანკალებ ანიტა,მოდი ჩემთან-გულში ჩაიკრა და-ისევ ის პატარა გოგო ხარ,19 წლის კი არა-ჩაიცინა
-ნუ დამცინი შენ-ტუჩები უკმაყოფილოდ დაბრიცა-მეშინია ჭექა-ქუხილის და რა გავაკეთო?
-თავადაც იცი რა უნდა გააკეთო,ჩემთან მოხვიდე და ჩამეხუტო-ჩაიცინა და შუბლზე აკოცა-გათბი?
-კი,შენ მათბობ-გაიცინა
-დღეიდან წინდები ჩაიცვი საწოლში,ან როდესაც შექა-ქუხილია,ვიყინები უცბად რომ მიძვრები ლოგინში,ან ეს ჩუმად შემოპარვა რა იცი?
-თავიდან გული გისკდებოდა რომ ვიპარებოდი,მაგრამ მერე ხომ მიეჩვიე?-ჩაიცინა ანიტამ
-იმდენად მივეჩვიე ყოველი ჭექა-ქუხილის დროს ზურგით ვწვებოდი და გელოდებოდი,როდის შემოაღებდი კარს
-მაგიტომ მხვდებოდი სულ ფხიზლად?-პირი გააღო ანიტამ
-აქვე ახლო-მახლო ბუზი რომ იყოს უეჭველი შეგიფრინდებოდა-პირი დაახურინა ტატომ სიცილით
-ჰმ,მაშინ ახლა რატომ გეძინა?
-მძიმე დღე მქონდა დღეს სამსახურში და დავიღალე,თან 3 საათია,გვიან მოგივიდა შემოსვლა-ჩაიცინა-დავიძინოთ ხო?-ზემოდან დააჩერდა მკლავებში მოქცეულ დას
-დავიძინოთ.
********
-ანიტა,შენთვის საჩუქარი მაქვს
-აბა რა მაჩუქა ჩემმა ძამიკომ 22-ე დაბადების დღეზე?-ტაში შემოჰკრა გახარებულმა. ტატომ კი ოთახში შეიყვანა და კომპიუტერი და საბეჭდი მანქანა აჩვენა
-რომ ამბობდი ლეპტოპი მაქვს და კომპიუტერი მინდა,თან წერის დროს პრინტერიც მესაჭიროებაო,აჰაა. ინებეთ-გაუცინა,ანიტა კი გაშტერებული უყურებდ ამას
-არ არსებობს, არაა-იკივლა-ხო არ ღადაობ? ეს...ვაიმე მადლობა ჩემო ყურადღებიანო,თბილო,ჩემო ბიჭო,როგორ მიყვარხარ. უღრმესი მადლობა ტატუნა-კისერზე ჩამოეკიდა ძმას და წონასწორობა რომ ვერ შეიკავეს საწოლზე გადავარდნენ
-ვაიმე,ჩამენგრა ყველაფერი გოგო-ამოიკრუსუნა ბიჭმა
-ბოდიში,ბოდიში...ვაიმე როგორ გამიხარდა-დახტოდა,ბიჭი კი გაბადრული სახით უყურებდა
-რა მაგარია შენი სიცილის მიზეზი რომ ვარ,ტო-სახეზე ხელები ჩამოისვა ბიჭმა,ანიტა კი კალთაში ჩაუჯდა და ლოყები დაუკოცნა
-ჩემმი ტკბილი ძამიკო ხარ შენ,მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრა ტატო
-კიდევ რამის ყიდვა გინდა?-წარბები აზიდა და ჩაიცინა
-რას მკადრებ?-გაეცინა-რომც მჭირდებოდეს,უახლოს მომავალში ვერაფერს გეტყვი,იმდენად გაისარჯე. ანუ, ეგ წვერი გაიპარსე რაა,მამაკაცური ტიპები კი მევასებიან,მარა ისედაც ძალიან სიმპო მყავხარ ძმაო. ლოყებს მჩხვლეტ ამ შენი წვერით,ჩემო ტატუნაა-ჩაიცინა და ბიჭის კალთიდან წამოდგა
-აი,მად დაასტოპე ანიტა ხავთასი-ჩაიცინა და თითი დაუქნია-ჩემს წვერს ნუ ეხები და კიდევ, როცა მინდა მაშინ გაკოცებ,ძმის გამო ლოყების ჩხვლეტაც ვეღარ აიტანო ახლა-შეუბღვირა
-გაბრაზებულიც რა საყავრელი ხარ შე ოხერო-ლოყები დაუწელა ძმას,მან კი თვალები უკმაყოფილოდ აატრიალა
-აუ,ჩემ თავს გაფიცებ რა გადაიხადე ამ ყველაფერში?
-ფული-საჩვენებელი და შუა თითი მოუჭირა
-ძალიან სასაცილოა-სახე დაბრიცა-მითხარი რა,რამდენი გადაიხადე
-3000 გადავიხადე,მერე?-ჯიბეებში ჩაიწყო ხელები
-3000?-პირი დააღო-რაამბავია,გამყიდველი ვიღაც მაგარი ნაშა იყო და მოყვებოდა ამ ფასში?-თვალები დააწვრილა
-რა გიჟი მყავხარ გოგო,მაგრამ ასეთიც რომ მიყვარხარ რა ვქნა?-გადაიხარხარა და გულში ჩაიკრა-რაც იზრდები,მით უფრო შტერდები დაო
-ძმას ვგავარ-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
********
-ანიტა,თაკოს უნდა შევხვდე,გავედი კარგი?
-არ მომწონს მე ეგ თაკო ტატო-შეუბღვირა
-შენ ჩემს გვერდით მდგომი არცერთი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი არ მოგწონს-ირონიულობა აიკრა სახეზე ბიჭმა და სუნამო მიიპკურა
-ნურას უკაცრავად რა. აი,რაღაცნაირი გოგოა,1 წელია რაც გაიცანი,მაგრამ ვერანაირად ვერ მივუდექი რა,ცივი თვალები აქვს
-ანიტა,არ მსიამოვნებს რომ ასეთი დამოკიდებულება გაქვს მასთან-ნაღვლიანად შეხედა
-იქნებ მე არ ვცდილობ მასთან ურთიერთობას,არ ვიცი. შენი ხათრით,ვცდი-ჩაიცინა
-ეცადთ რა, არ მინდა ორ ცეცხლს შორის ვიყო-მოეხვია დას
-ვის აირჩევდი?-თვალები დააწვრილა
-კაი რა,ტო ამას სერიოზულად მეუბნები?-დასერიოზულდა
-ვხუმრობ,ხომ იცი რომ ასეთ სულელურ შედარებას არ მოვიყვანდი-ჩაიცინა და ფოსოებიც გამოაჩინა
-ამ ფოსოებზე ვგიჟდები მე-ლოყები ხმაურიანად დაუკოცნა
-ტატო,დღეს ადრე მოდი რა,ოჯახური სადილი მინდა მოვაწყო,ყველაფერს მე გავამზადებ
-მკლავ,დაო? -სერიოზულად ჰკითხა
-რა ხუმარა ხარ ზოგჯერ რაა-დაეჯღანა-არა მართლა,ცოტა მალე მოდი რაა,არ შეჰყვე რომანს
-რა გესლიანი ხარ გოგო-ენა გამოუყო
-მოდი ჩაგეხუტო-ძლიერად მიეკრა,რაღაც ფორიაქს გრძნობდა,მაგრამ რას წარმოიდგენდა, რომ უკანასკნელად ხედავდა ძმას?-ხომ იცი როგორ მიყვარხარ ტატო? ჩემი სიცოცხლე ხარ შენ-ლოყებზე ძლიერად აკოცა
-რა სენტიმენტალური გამიხდი შენ-თბილად გაუღიმა და საფეთქელზე და შუბლზე მიაწება ტუჩები- მიყვარხარ სიგიჟემდე,ჩემო ლამაზო. ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ ანიტა.
ბოლო სიტყვები ტატოსგან,
ბოლო შესაძლებლობა მისი ნახვისა.
განცდა მისი სიშორისა.
უ'ტატოობა.
********
დიდი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა ირაკლი დორეულის დაბადება ამ ქვეყნად მისი ოჯახისთვის. სილაღე,ხალისი და ბედნიერება შემოიტანა ოჯახში,მის შემდეგ დაიბადა თედო. 1 წელი იყო ძმებს შორის სხვაობა. როდესაც წამოიზარდა განაცხადა,რომ იურისტობა სურდა,მშობლებიც გაგებით შევხვდნენ მის გადაწყვეტილებას. როგორი ძმობა ჰქონდა თედოსა და ირაკლის? მეგობრული და ძმაკაცური. ერთმანეთის გულის მესაიდუმლეები იყვნენ,გასაჭირში ერთმანეთს გევრდში ეგდნენ,რჩევებს აძლევდნენ,სწორი გზის დანახვაში ეხმარებოდნენ,ერთმანეთის აზრს,მიზნებს,მისწრაფებებს,პრინციპებს პატივს სცემდნენ. რაც შეეხება ხასიათს,ირაკლი დორეული ადრეული ასაკიდანვე გამოირჩეოდა ჩვეული სიფიცხითა და იმპულსურობით,მაგრამ ეს არ ნიშნავდა,რომ როგორც პიროვნება პარივსაცემი არ იყო,პირიქით,ბევრისთვის მისაბაძი იყო ეს ადამიანი,გაჭირვებულს რომ გვერდს დახმარების გარეშე არ ჩაუვლიდა,თავშესაფრებს რომ ყოველთვის ეხმარებოდა,ბავშვებს სითბოს უზიარებდა ასეთი ადამიანი იყო ირაკლი. ნაკლი ყველას გვაქვს,ეს ხომ სირცხვილი არაა? ყველა ცოდვილი ვართ,ვცდილობთ რომ ვიბრძოლოთ და გადავრჩეთ. ერთი მინუსი ჰქონდა ირაკლის,თვალთ ბინდი თუ გადაეკრებოდა ვერა და ვერაფერი შეაჩერებდა,თვით თედოც ვერ ამშვიდებდა ამ დროს,განმარტოვდება სადმე და ეს წარმოადგენდა მის სიმშვიდეს.ნერივული ბავშვი იყო თავიდანვე,ემოციურიც,მაგრამ დროთა განმავლობაში მხნეობა შეიძინა,გრძნობების გამოხატვა კი არასდროს გამოსდიოდა,მხოლოდ დედასთან იყო ის პატარა ბიჭი,რომელიც დედის კალთაში ტიროდა. '' ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული.'' ეს სიტყვები სასაცილოდ არ ჰყოფნიდა ირაკლის და ყოველთვის ამბობდა ''საკუთარ ბედს თავად ვქმნით''. წარმატებული იურისტი იყო,შრომობდა,იბრძოდა და საკუთარი ოფლით იმუშავებდა ფულს,არასდროს ყოფილა სხვაზე დამოკიდებული,სწალვის მხრივად ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი იყო,რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.
ზოგს სიყვარულში უმართლებს,ზოგს არა. სამწუხაროდ ირაკლი დორეულს არ გაუმართლა,ასეთია ცხოვრება,გვცდის და საბოლოოდ ან გამარჯვებული ვართ ან დამარცხებული. ოქროს შუალედის დაცვა ძალიან რთულია. ირაკლი დორეული უიმედოდ უყვარდა მარიტა გასვიანს,გოგოს რომელთან ერთადაც ორი ძმა იზრდებოდა,ირაკლი კი როგორც დას ისე უყურებდა მარიტას,მიუხედავად ამისა,უყვარდა ამ გოგოს,უიმედოდ,გულის ტკივილამდე. არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა მარიტასა და თედოსაც,მან იცოდა მარიატს გრძნობების შესახებ და რჩევებსაც აძლევდა გოგოს,მაგრამ გულს ვერ დაეკითხები,ასეთია ბუნების დაუწერელი კანონი. მხიარული,ლაღი გოგო იყო მარიტა,ნებისმიერი ოჯახისთვის ზედგამოჭრილი რძალი,საკუთარი შრომისმოყვარეობითა და დიასახლისობით,მაგრამ სხვა არავინ ყოფილა მისი ბედი.
-თედო,თაკო მიყვარს იცი? რამდენიმე თვეა ეს გავაანალიზე,თითქოს მის გარეშე რაღაც მაკლია-ჩაიცინა
-თაკო? კარგი გოგო ჩანს-დიდად არ მოეწონა ძმის განცხადება თედოს,არ იცოდა,რატომ მაგრამ მისი ძმა ამ გოგოსთვის ემეტებოდა.
-რაღარ ყოყმანობ,ხო? რამე ხდება თედო?
-არა,რა უნდა ხდებოდეს. მე შენი არჩევნით ყოველთვის კმაყოფილი ვიქნები,პატარა ბიჭი არ ხარ რომ დაგარიგო ვისთან გქონდეს ურთიერთიბა და ვისთან არა, 28 წლის ზრდასრული მამაკაცი ხარ-მხარზე ხელი დაკრა
-აი ნახავ,რა მაგარი გოგოა თაკო,კიდევ უფრო კარგად გაიცნობ უახლოეს მომავალში-სახეგაბადრული ესაუბრებოდა ძმას
-ვიმედოვნებ ძმაო,შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ
-შენკენ რა ხდება თედო?
-სიყვარულის მხრივ არც არაფერი ძმაო,ხომ იცი მე და ეგ გრძნობა რა შორს ვართ ერთმანეთთან-ჩაიცინა და ვისკი მოსვა
-მოვა დრო და მოგიწევს დაახლოება,დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები-თითი დაუქნია
-დედასავით ლაპარაკობ-ჩაიცინა
-ვინმემ მახსენა?
-ვაა,შორე?საით გაგიწევია დედიკო?რა ლამაზად გამოიყურები-ხელები გაშალა ირაკლიმ და დედას მოეხვია
-გმადლობ.კლასელები ვიკრიბებით დე,-გაუღიმა და შვილის სურნელი შეიგრძნო,შემდეგ კი თედოს გადაეხვია
-რატომ მახსენებდით ბიჭებო?
-ჩვენს ლამაზ დედიკოზე ვსაუბრობდით,რომ შენც მეუბნები მოვა დრო და სიყვარულთან დაახლოება მოგიწევსო
-აბა რა ჩემო ვაჟკაცებო? ვბერდები და შვილიშვილები მინდა-ჩაიცინა ქალმა
-რაო? ვბერდებიო? ახლა მანდ გაჩერდი შორე,თორე გავჭედავ-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ირაკლიმ-შენ უბერებელი,ულამაზესი ქალბატონი ხარ.-ლოყები დაუკოცნა ქალს-ჩემი ტკბილი-თურმე ბოლოჯერ ეხუტებოდა დედას
-ჩემო ვაჟკაცებო თქვენთვის მიხარია სიცოცხლე,როგორ მიყვარხართ-შვილებს მოეხვია და მათ სურნელში გაინაბა ქალი.
-ვგიჟდები ამ ქალზე-ჩაილაპრაკა თედომ
-ჩვეულებრივად ვაფრენ დედიკო შენზე-გაიცინა ირაკლიმ
*******
-იკა,ძმაო...რაღაც უნდა გითხრა,მაგრამ არ აფეთქდე რაა-შეაპარა ვატომ,მისმა ძმაკაცმა
-ჯერ მითხარი და მე გადავწყვეტ ავფეთქდე თუ არა
-თაკო დავინახე პარკთან,ვიღაც ბიჭს კოცნიდა-თვალი აარიდა ბიჭმა
-გეშლება ტო,ჩემი თაკო?-გადაიხარხარა
-არ მეშლება ირაკლი,ზედმეტად კარგა ვიცნობ თაკოს ვიზუალურად,მანქანა იქვე გავაჩერე და ახლოდან დავაკვირდი.
-არა,რა სხვა ბიჭი ვატო,ხო არ გაუბერე ბიჭო? ჩემი თაკო სხვას კოცნიდა?-თავზე ხელები შემოიწყო და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. მესაკუთრე იყო ირაკლი დორეული და ძალიან თავმოყვარე,თუ შეიყვარებდა,მხოლოდ მთელი გულით. ამ შემთხვევაშიც ასე იყო,უყვარდა,ოღონდ სიგიჟემდე,თაკოს გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა,1 წელზე მეტია რაც იცნობს და იმდენად შეისისხლხორცა ეს გოგო უიმისოდ ცხოვრება წარმოუდგენლად ეჩვენება,მაგრამ თავზე ლაფის დასხმას ვერავის აპატიებს.
-უნდა წავიდე,მაგრამ ვფიქრობ გეშლება ვატო-თვალები აემღვრა
-არ მეშლება,მაგრამ ასეთ მდგომარეობაში არსად გაგიშვებ-ამის თქმა და ირაკლის კაბინეტში შევარდნა ერთი იყო,იარაღი აიღო,ჯიბეში მოითავსა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა. ვატო შეწინაარმდეგებას ცდილობდა,მარგამ მუშტი მოუქნია ირაკლიმ და გაითიშა
-რა ჯანდაბა გავაკეთე,ვატო. ძმაო,როგორ ხარ?-პულსი შეუმოწმა,ცოცხალი იყო,არც ჭრილობა ჰქონდა თავზე-ცოტახანში გამოფხიზლდები,ნუ ღელავ. ილოცეთ,რომ მართალი არ იყოს.-ცრემლები მოიწმინდა და მანქანა გიჟივით მოწყვიტა ადგილს.
მანქანა პარკთან ახლოს გააჩერა,მანქანიდან სწრაფი ნაბიჯებით გადმოვიდა და პარკში შევიდა.სუსხი იყო,ამიტომ ხალხი კანტიკუნტად გადაადგილდებოდა ირგვლივ. მის დაბინდულ თვალთახევდას კი იქვე მჯდარი,ერთმანეთზე ჩახუტებული წყვილი მიწვდა.მათ მიუახლოვდა და ზიზღნარევი მზერით დააკვირდა,თუმცა გული ეფლითებოდა,რა ხდებოდა მის თავს? ვერ ხვდებოდა.როგორ უნდოდა დედის კალტაში ექვითინა.
-აქ რა ხდება?
-რამე პრობლემაა?-ფეხზე წამოიმართა ტატო ხავთასი
-ჩემს შეყვარებულთან რა პონტში ხარ ჩახუტებული?
-ვინ არის შენი შეყვარებული?-გაიკვირვა ტატომ
-ქალბატონო თაკო,არაფერს იტყვი?-კბილებში გამოსცრა,სულ ცოტა აკლდა აფეთქებამდე
-მე..იცით...-ენა დაებლუკა გოგოს
-რა შენ თაკო,რა ჯანდაბა ხდება აქ?-მიუბრუნდა ტატო
-რამდენიმე წუთის წინ რომ ზასაობდით მაშინ არ კითხე ვინ ვიყავი? დავიჯერო არ იცოდი რომ ჩემი შეყვარებულია? რა მარაზმია-ღრიალებდა,ამასობაში კი იარაღი ამოიღო
-ირაკლი,რას აკეთებ იარაღი დაუშვი!-კანკალებად გოგო
-იარაღი დაუშვი!-კბილებში გამოსცრა ტატომ
-რაო,შეგეშინდათ?
-იარაღით ხელში მაგარი ბიჭი ხარ? კაცურად დამელაპარაკე-ტონს აუწია ტატომ
-მიყვარდი,გაღმერთებდი,ასე როგორ მომექეცი?-ყბებს ერთმანეთს ძლიერად აჭერდა
-იარაღი დაუშვი გთხიოვ. ირაკლი-ტიროდა თაკო-მე გატყუებდით,ორივეს,მაპატიეთ გთხოვთ...მე ვარ ყველაფრის თავი და თავი. დავიშალოთ,მორჩეს ყველაფერი,გავქრები თქვენი ცხოვრებიდან
-ამ ყველაფრის დედაც მოვ**ან,რას ბოდიალობ გოგო-ღრიალებდა ირაკლი-შენ ვინ ყოფილხარ? ეს როგორ გამიკეთე? ასე როგორ მომექეცი?-შეშლილივით ლაპარაკობდა
-რა თქვი? მოგვატყუე?-თვალთ ბინდი გადაეკრა ტატოს,ტკიოდა ეს მდგომარეობა,ქალი რომელიც უყვარდა თურმე ატყუებდა-ფულის გამო?
-ყველაფრის ღირსი ვარ ვიცი...
-მიპასუხე,ფულის გამო?-შეყვირა ტატომ
-ხო-ცრემლიანი მზერა მიანათა მას,შემდეგ კი გააფთრებულ ირაკლის გადახედა
-რა სულელი ვყოფილვარ,გამაბრიყვე ტო, ეს რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს? ამის თქმას არასდროს აპირებდი ხო? მიპასუხე-ღრიალს არ წყვეტდა-ტატო კი გახევებული იდგა,თავს ზედმეტად თვლიდა,ანიტას თაკოსადმი დამოიკიდებულება ახსენდებოდა
-ალბათ, ჯერ არ ვაპირებდი თქმას
-ჩემი და მართალი ყოფილა...ტყუილში მიცხოვრია-ცრემლი ხელით მოიშორა
-მაპ...
-არ გაბედო,პატიება არ ითხოვო. ახლა იცი,რისი ღირსი ხარ? სიკვდილის,ხოდა ამასაც გავაკეთებ,მერე კი ტყვიას თავში დავიხლი,არაკაცივით რომ მოვიქცევი,იცი რატომ? უშენოდ მე არარაობა ვარ-სუსტი აღმოჩნდა სიყვარულის წინაშე ირაკლი დორეული...ვერც კი აანალიზებდა რას ცადიოდა,ვერც იმას მიხვდა,როდის გამოჰკრა სახლეტს თითი.
შემდეგ იყო ტყვიის გავარდნა.
თაკოს მაგივრად მასზე გადაფარებული ტატო ხავთასის მკერდის არეში მიყენებული ჭრილობა.
აკივლებული თაკო.
გადარეული,შეშლილი ირაკლი დორეული.
-ეს რა გავაკეთე,ეს რა ჩავიდინე-იარაღი ხელიდან გაივარდა და მუხლებზე დაემხო
-ტატო თვალები არ დახუჭო,ტატო-კიოდა გოგო.ირგლვივ არავინ იყო,მაინცდამაინც იმ დღეს ჩამოიქცა ცა. ირაკლი ერთ ადგილას გაშეშებულიყო. შემდეგ სასწრაფოში დარეკა და ბიჭისკენ დაიხარა.
-ტელეფონი,ტელეფონი-იმეორებდა ტატო-მომაწოდეთ,ჩემი ტელეფონი და ანიტას დაურეკეთ. ირაკლიმ ჯიბიდან ამოუღო ტელეფონი და ანიტას ნომერზე დარეკა
-არ იღებს-ამოიხავლა-ანიტა,მივდივარ ჩემო ტკბილო,მამას და დედას უთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარს. შენ ხარ ჩემი პირადი საოცრება მზის სხივო. მიყვარხარ. მომენატრებით-ობოლი ცრემლი გადმოაგდო,ხმოვანი შეტყობინება გაგზავნა და დასრულდა...
ბოლო ამოსუნთქვა იყო ტატო ხავთასის.
ბოლო გაბრძოლება სულისა.
არაამქვეყნიური ღრიალი ანიტასი.
სულისშემძვრელი კივილი ნათიასი.
გაუსაძლისი ტკივილი ზურასი.
გამოთხოვება ტატო ხავთასისა.
*******
თედო და ამირანი მალევე დაიძრნენ შემთხვევის ადგილისკენ,რომელიც ვატომ უთხრა,პოლიციის მისვლამდე მოაშორეს ირაკლი იქაურობას,რომელიც დაპროგრამებულივით მოძრაობდა. თაკო აზრზე არ იყო რა ხდებოდა,უსულო სხეულივით მოძრაობდა,ირაკლიმ განაცხადა სახლში,რომ ჩაბარდებოდა,რადგან ამ ტვირთით ვერ იცხოვრებდა,მაგრამ არა! ამირან დორეულმა დაიჯინა საზღვრებს გადაკვეთავ რაც შეიძლება მალე და აქაურობას მოშორდებიო,ოღონდ ციხეში არ გაეშვა და ყველაფერზე იყო მზად,თუმცა რა იცოდა შვილის სასიკვდილო განაჩენს რომ აწერდა ხელს?! ცოცხლად მკვდარი იყო შორენა,თედო განადგურებული,ირაკლი საღ გონზე არ იყო,თითქოს ერთ დღეში ჩამოდნა ამხელა კაცი. შორენას ესიკვდილებოდა შვილის გაშვება,მარგამ მოუწია,ასეთი ყოფილა მისი ხვედრი.საზღვრებს რომ მიახლოვდნენ,ერთმანეთს ემშვიდობებოდნენ, მხოლოდ თედო და ამირანი ახლდა ირაკლის.როდსაც პოლიციის სირენების ხმა გაიგონეს ირაკლიმ მხოლოდ გაიღიმა
- მამა,გთხოვ გამიშვი
-ირაკლი შვილო-ამოიხავლა კაცმა-მეგონა მოვასწრებდით,ყველაფერი გათვლილი მქონდა,მაინც გვიპოვნეს,მაპატიე შვილო-ქვითინებდა თითქოსდა ლოდივით კაცი
-მაპატიეთ ის ტკივილი რაც მოგაყენეთ და მოგაყენებთ,მიყვარხართ-ძმას და მამას მოეხვია
-თავად აპატიე საკუთარ თავს ძმაო-ცრემლი ხელით მოიქმინდა თედომ-მიყვარხარ
-თქვენ მაპატიეთ-იარაღი ამოიღო და თავთან მიიდო,მალევე გაისროლა....
შემდეგ იყო ირაკლი დორეულის უსულო სხეულის მიწაზე დაცემა.
გაშეშებული თედო.
აღრიალებული ზურა.
აკივლებული და სახედახოკილი შვილმკვდარი დედა.
ამბისგან შოკირებული მარიტა და მისი სუიციდი.
ვერ გაუძლო,სუსტი აღმიჩნდა მარიტა და ირაკლი და ხსნა სიკვდილში ჰპოვა. ერთად იქნებიან,იმ ქვეყნად,როგორც ყოველთვის...
გამოთხოვება ირაკლი დორეულისა.
*******
მომხდარის შესახებ თედო დორეულმა ყველაფერი დაწვრილებით იცოდა,ძმამ იმ დღესვე მოუყვა ყველაფერი.სახლში მიაკითხა თაკო ასათიანს,ფული გადასცა და საქართველოს საზღვრები იძლებით დაატოვებინა,უნდოდა იქვე მიეკლა,მაგრამ არა! არ გააკეთა,შეცდომა არ დაუშვა,სიკვდილი შვებაა,მან ამ ქვეყნად უნდა იტანჯოს! რაღას შეცვლიდა ეს გოგო? ვერაფერს,მოსახდენი მოხდა. ერთ დიდ ტყუილს შეეწირა 3 ადამიანი. ნათია ხავთასის სჯეროდა რომ ირაკლი დორეული პოლიციელების ტყვიას ემსხვერპლა, რადგან გაქცევას აპირებდა. სურდა,რომ ეს დაეჯერებინა,რადგან ამბობდა ''ის მკვლელი ტატოს გამო თავს არ მოიკლავდა,სად აქვთ მასეთ არაადამიანებს სინანულის განცდაო''. სახლში არავინ ეწინააღმდეგებოდა,დაე, ასე იყოს. ვინ დაეძებდა? ეს უკვე აღარაფერს ნიშნავდა...სრულიად არაფერს.
ტატო ხავთასი...
ირაკლი დორეული....
მარიტა გასვიანი....
3 ადამიანი,3 ცოდვილი ადამიანი, 3 შვილი ამ სამყაროსა,რომლებიც იმქვეყნიურ სასუფეველში განისვენებენ და დატოვეს ტკივილი,სევდა,დანაკლისი და სიყვარული მათი პიროვნებისა.
წვიმდა,კოკისპირულად. თვით ამინდიც კი ტიროდა სამ ადამიანს.

პ.ს. ჩემთვის ძალიან ემოციური თავი იყო. ყველაფერი გაირკვა. მადლობა მინდა გადაგიახდოთ ყველას ვინც ისტორიას კითხულობთ. რამდენიმე დღე არ მეცლება და ახალ თავს ვერ დავდებ,მაპატიეთ გთხოვთ. ველი თქვენს აზრს. იმედია პატარა თავი არ გამოვიდა. შემდეგ თავში ''ახლანდელ დროში'' დავბრუნდებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

არ ვიციყოველივე ამის შემდეგ როგორ შეძლებენ ანიტა და თედო ერთად ყოფნას, ძალიან მტკივნეულია, ერთი უტიფარი გოგოს გამო სამი ადამიანი რომ შეეწირა, ირაკლი ასეთი სუსტი არ უნდა ყოფილიყო, ერთი სული მაქვს როდის შეხვდებიან ანიტა და თედო, იმედია ყველაფერზე ისაუბრებენ და სიმართლესაც მოუყვება ანიატას, მინდა რომ ეს ყველაფერი ერთად დაძლიონ, შემდეგ თავს სულმოუთქმელად დაველოდებიი.

 


№2  offline წევრი Someone wandering

დარინა
არ ვიციყოველივე ამის შემდეგ როგორ შეძლებენ ანიტა და თედო ერთად ყოფნას, ძალიან მტკივნეულია, ერთი უტიფარი გოგოს გამო სამი ადამიანი რომ შეეწირა, ირაკლი ასეთი სუსტი არ უნდა ყოფილიყო, ერთი სული მაქვს როდის შეხვდებიან ანიტა და თედო, იმედია ყველაფერზე ისაუბრებენ და სიმართლესაც მოუყვება ანიატას, მინდა რომ ეს ყველაფერი ერთად დაძლიონ, შემდეგ თავს სულმოუთქმელად დაველოდებიი.

მადლობა ძალიან დიდი აზრის დაფიქსირებისთვის.
ყველაფერს გმირები იტყვიან,თავიანთი სიტყვებითა და საქციელებით. heart_eyes

Someone wandering
დარინა
არ ვიციყოველივე ამის შემდეგ როგორ შეძლებენ ანიტა და თედო ერთად ყოფნას, ძალიან მტკივნეულია, ერთი უტიფარი გოგოს გამო სამი ადამიანი რომ შეეწირა, ირაკლი ასეთი სუსტი არ უნდა ყოფილიყო, ერთი სული მაქვს როდის შეხვდებიან ანიტა და თედო, იმედია ყველაფერზე ისაუბრებენ და სიმართლესაც მოუყვება ანიატას, მინდა რომ ეს ყველაფერი ერთად დაძლიონ, შემდეგ თავს სულმოუთქმელად დაველოდებიი.

მადლობა ძალიან დიდი აზრის დაფიქსირებისთვის.
ყველაფერს გმირები იტყვიან,თავიანთი სიტყვებითა და საქციელებით. heart_eyes

მიყვარს ირაკლის პერსონაჟიც თავისებურად,იმპულსურად მოიქცა,გაუაზრებლად,ტატო შეიწირა,საკუთარი თავიც იმ ქვეყნად გაისტუმრა,სუსტი აღმოჩნდა...მაგრამ როგორც შვილი და ძმა მიყვარდა disappointed_relieved მტკივა ისიც.
ტატო ჩემი ტკივილია sob

 


№3  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგად წერ.მომწონს კარგად ვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს

 


№4  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აქ ვარ...
მაპატიეთ დაგვაინებისთვის...
მაგრამ წაუკითხავად რომ ვერ დავტოვებდი და აი ამ თავს რომ უკომენტაროდ ხომ საერთოდ...

მე ხომ ბევრჯერ ვთქვი რაზეც მეკეტება და ეს თავი მართლა საოცრება იყო ჩემთვის...
*********
„მიყვარხარ სიგიჟემდე,ჩემო ლამაზო. ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ ანიტა.
ბოლო სიტყვები ტატოსგან,
ბოლო შესაძლებლობა მისი ნახვისა.
განცდა მისი სიშორისა.
უ'ტატოობა.“

აი ეგ უტატოობა ნუ...
აი ეგ მომენტი ვერ ავიტანე რა...
აი ბოლო შეხვედრა,ბოლო სიტყვები,რაღაცა დამემართა რა...

აი მარტო ანიტას მონაყოლიდან ხომ მიყვარდა მაგრამ აი ახლა ეგ ბიჭი გახდა ჩემი პირადი საოცრება რა...

********
„-არ იღებს-ამოიხავლა-ანიტა,მივდივარ ჩემო ტკბილო,მამას და დედას უთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარს. შენ ხარ ჩემი პირადი საოცრება მზის სხივო. მიყვარხარ. მომენატრებით-ობოლი ცრემლი გადმოაგდო,ხმოვანი შეტყობინება გაგზავნა და დასრულდა...
ბოლო ამოსუნთქვა იყო ტატო ხავთასის.
ბოლო გაბრძოლება სულისა.
არაამქვეყნიური ღრიალი ანიტასი.
სულისშემძვრელი კივილი ნათიასი.
გაუსაძლისი ტკივილი ზურასი.
გამოთხოვება ტატო ხავთასისა“

აი აქ ლამის დასამარხად მოვემზადე რა...
მეტკინა ამ ბიჭის სიკვდილი რა...
მესიყვარულება ეს ბიჭი...

*********
„შემდეგ იყო ირაკლი დორეულის უსულო სხეულის მიწაზე დაცემა.
გაშეშებული თედო.
აღრიალებული ზურა.
აკივლებული და სახედახოკილი შვილმკვდარი დედა.
ამბისგან შოკირებული მარიტა და მისი სუიციდი. “

აი ეს ბიჭიც ძალაინ მეტკინა რა...
ღმერთმანი ორივეს სიკვდილი ერთმანეთზე უფრო მეტკინა...
სუსტი აღმოჩნდა დორეული..
თვითონ ტატოს გაყვა...
და მარიტაც თან გაიყოლა...
ტყუილის მსხვერპლი იყო...
ვერ გაიაზრა რას აკეთებდა...
გადაეფარა ხავთასი და სხვისთვის გამიზნული ტყვიით მოკვდა...

********
აი თედო და ანიტა ხომ მიყვარს მაგრამ
ეს მეორე წყვილი დორეული და ხავთასი უფრო შემიყვარდა
ის ორი მკვდარი ახლაც რომ გლოვობს და-ძმა...
ცხარე ცრემლებით რომ დასტირიან მათ საფლავებს...
მოგონებები რომ დარჩათ მათგან და ამ მოგონებებით ცხოვრობენ...
****
უ'ტატოობა
უ'ირაკლიობა
ეს იყო ეს თავი
აი მარტო ეს რომ შემიძლია დასკვნით მომენტში ვთქვა..
და დავამატო რომ საოცრება იყო ...
და საოცრება ხარ შენ ❤

 


№5  offline წევრი Someone wandering

mia miako 15
ძალიან კარგად წერ.მომწონს კარგად ვითარდება მოვლენები.ველი შემდეგ თავს

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის,ვეცდები ხვალ დავდო ახალი თავი,თუა რა მაქსიმუმ ზეგ. heart_eyes

meocnebe avadmyopi
აქ ვარ...
მაპატიეთ დაგვაინებისთვის...
მაგრამ წაუკითხავად რომ ვერ დავტოვებდი და აი ამ თავს რომ უკომენტაროდ ხომ საერთოდ...

მე ხომ ბევრჯერ ვთქვი რაზეც მეკეტება და ეს თავი მართლა საოცრება იყო ჩემთვის...
*********
„მიყვარხარ სიგიჟემდე,ჩემო ლამაზო. ჩემი ბედნიერების მიზეზი ხარ ანიტა.
ბოლო სიტყვები ტატოსგან,
ბოლო შესაძლებლობა მისი ნახვისა.
განცდა მისი სიშორისა.
უ'ტატოობა.“

აი ეგ უტატოობა ნუ...
აი ეგ მომენტი ვერ ავიტანე რა...
აი ბოლო შეხვედრა,ბოლო სიტყვები,რაღაცა დამემართა რა...

აი მარტო ანიტას მონაყოლიდან ხომ მიყვარდა მაგრამ აი ახლა ეგ ბიჭი გახდა ჩემი პირადი საოცრება რა...

********
„-არ იღებს-ამოიხავლა-ანიტა,მივდივარ ჩემო ტკბილო,მამას და დედას უთხარი რომ სიგიჟემდე მიყვარს. შენ ხარ ჩემი პირადი საოცრება მზის სხივო. მიყვარხარ. მომენატრებით-ობოლი ცრემლი გადმოაგდო,ხმოვანი შეტყობინება გაგზავნა და დასრულდა...
ბოლო ამოსუნთქვა იყო ტატო ხავთასის.
ბოლო გაბრძოლება სულისა.
არაამქვეყნიური ღრიალი ანიტასი.
სულისშემძვრელი კივილი ნათიასი.
გაუსაძლისი ტკივილი ზურასი.
გამოთხოვება ტატო ხავთასისა“

აი აქ ლამის დასამარხად მოვემზადე რა...
მეტკინა ამ ბიჭის სიკვდილი რა...
მესიყვარულება ეს ბიჭი...

*********
„შემდეგ იყო ირაკლი დორეულის უსულო სხეულის მიწაზე დაცემა.
გაშეშებული თედო.
აღრიალებული ზურა.
აკივლებული და სახედახოკილი შვილმკვდარი დედა.
ამბისგან შოკირებული მარიტა და მისი სუიციდი. “

აი ეს ბიჭიც ძალაინ მეტკინა რა...
ღმერთმანი ორივეს სიკვდილი ერთმანეთზე უფრო მეტკინა...
სუსტი აღმოჩნდა დორეული..
თვითონ ტატოს გაყვა...
და მარიტაც თან გაიყოლა...
ტყუილის მსხვერპლი იყო...
ვერ გაიაზრა რას აკეთებდა...
გადაეფარა ხავთასი და სხვისთვის გამიზნული ტყვიით მოკვდა...

********
აი თედო და ანიტა ხომ მიყვარს მაგრამ
ეს მეორე წყვილი დორეული და ხავთასი უფრო შემიყვარდა
ის ორი მკვდარი ახლაც რომ გლოვობს და-ძმა...
ცხარე ცრემლებით რომ დასტირიან მათ საფლავებს...
მოგონებები რომ დარჩათ მათგან და ამ მოგონებებით ცხოვრობენ...
****
უ'ტატოობა
უ'ირაკლიობა
ეს იყო ეს თავი
აი მარტო ეს რომ შემიძლია დასკვნით მომენტში ვთქვა..
და დავამატო რომ საოცრება იყო ...
და საოცრება ხარ შენ ❤

აი, რა ვთქვა,არ ვიცი flushed
შენ ხარ ჩემი პირადი სიგიჟე heart_eyes
ჩემი გულის გამხარებელი და რამდენიმეწუთიანი ბედნიერების მიზეზი.
ახლა ძალიან შტერულ ხასიათზე ვიყავი,შემოვედი და ბრაახ. გავიბადრე heart_eyes გაბერილი ვარ ამ დადებითი ემოციებით.
როგორ მიხარია,აქ რომ ხარ,ჩემს ისტორიას(ებს) კითხულობ და გულს მიხარებ!
ჩემი სიფსიხე გოგო ხარ შენ,ტო heart_eyes grin
და,ხო...მეც მტკივა ტატო და ირაკლი.ორივე თავისებურად,განსხვავებულად მტკივა და მიყვარს. sob
ალბათ გასვიანი და დორეულის წყვილი უნდა გეთქვა,ჰმ,ჩემი მარიტა არაჩვეულებრივი გოგო იყო,თვით ირაკლის,მისი ირაკლის გვერდით persevere heart_eyes

 


№6 სტუმარი Anita

გააგრძელეე ♡♡

 


№7  offline წევრი Someone wandering

meocnebe avadmyopi
ახალ თავს მალე დადებ???

კომპიუტერი გამიფუჭდა და საშინლად ვააარ რომ ვერ ვდებ, თან სკოლის თვითმმართველობაში ვარ და ისე ვარ დატვირთული არ ვიცი რა ვქნა,ნერვები მეშლება,მაგრამმ ვეცდები მოგაწოდოთ ახალი თავი რამდენიმე დღეში, მეც მიჭირს უანიტაობა და უთედოობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent