შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი დინება {2}

21-01-2019, 12:43
ავტორი სალანდერი
ნანახია 923

სისხლიანი დინება {2}

- ნიაკო, უნდა წავიდე. - ოთახიდან გამოვარდა და უკვე სახლიდან გასვლისას მიაძახა დას.
- დათა!
- სასწრაფო საქმეა. - გოგოს მავედრებელ მზერას ვერ გაუძლო მამაკაცმა. - ვასომ დამირეკა, მკვლელობაა.
- ნიკოს გამო არ მიდიხარ?
- არა, შენ სიცოცხლეს გეფიცები. - პატარა ბავშვივით გაუწელა ლოყები და თვალებზე აკოცა.
- მალე მოხვალ?
- როგორც კი შევძლებ, დედასთან ასვლასაც ვერ ვასწრებ, მაგრამ შენი ძმა გადმოსვამს ეტლში, ჩემ მაგივრად აკოცე.
- ნიკოს?
- ნიკოს კი არა დედას ნია. - ლოყა მიუწია დას და კუთვნილი კოცნა მიიღო თუ არა, კარი გაიხურა. ნია სამზარეულოში შებრუნდა, საუზმე გაამზადა და სანამ უმცროს ძმას დაუძახებდა დედის ოთახისკენ აიღო გეზი. ლანგარი იქვე მაგიდაზე დადგა და ნიკოს მიუკაკუნა.
- რა მოხდა პატარავ? - აბანოდან ახლად გამოსულს ჰგავდა ბიჭი, გაჩეჩილი თმიდან ჯერ კიდევ ჩამოსდიოდა შიშველ ტანზე წყლის წვეთები, მხოლოდ შორტის ამოცმა მოესწრო.
- დედას უნდა ვაჭამო, მარტო ვერ წამოვაჯენ.
- ახლავე ახლავე. - დას უკან გაჰყვა და ამდენი წლის შემდეგ პირველად შეავლო მონატრებულ მშობელს თვალი. კარში შესულს მომენტალურად გაუშტერდა თვალი ქალის გამხდარ სხეულზე. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მონატრებულ თაფლისფერ ირისებს ჩააკვირდა. სრულიად უემოციოდ იხედებოდა ქეთა. კიდევ უფრო დაბერებულიყო, კანი გაფითრებოდა, თმა თითქმის სრულად გაჭაღარავებოდა. გამხდარ სახეზე ნაოჭები აჩნდა, თვალების ირგვლივ შავი წრეები გასჩენოდა. მზერა ცარიელ, არაფრის მთქმელ თვალებზე გაეყინა ბიჭს, ყელში მოწოლილი ბურთის გადაყლაპვა დიდი ძალისხმევის შედეგად შეძლო.
- შეგიძლია დაელაპარაკო ნიკო. - მამაკაცის იდაყვს შეეხო ნია.
- ესმის?
- არ ვიცი, მაგრამ მე და დათა მაინც ველაპარაკებით, შენი ჩამოსვლის ამბავიც მას ვახარე პირველად. - გოგონას საუბარს უემოციოდ ისმენდა არაბული, მერე ქალის საწოლთან დაიხარა, საბანი გადააძრო ქალს და ფეხებზე ფრთხილად შეახო ხელი.
- ქეთა. - ქალის ყურთან დაიჩურჩულა და როცა მიხვდა მის რეაქციას ტყუილად ელოდა, ხელზე აკოცა ქალს.
- რა უნდა გავაკეთო? - ნიას მიუბრუნდა მოულოდნელად.
- საწოლზე წამოაჯინე, ვაჭმევ და მერე ეტლში უნდა გადავსვათ. - ნიკამ ნელა ასწია ქალის სხეული, ნიამ ბალიშები გაუსწორა ნიკომაც ფრთხილად მიაყრდნო დედის სხეული ბალიშებს.
- კარგია, ვაჭმევ, შენ მანამდე ჩაიცვი.
- ჰო. - ქალებისთვის აღარც შეუხედავს ისე გავიდა ოთახიდან.
- დედა, ნახე ჩვენი ნიკო როგორ დაკაცდა? რა სიმპათიურია? დათას ემსგავსება არა? ორივე უარყოფს მაგრამ მე და შენ ხომ ვხედავთ როგორ ჰგვანან ერთმანეთს. - საწოლზე ჩამოუჯდა ქალს და სახეზე ნაზად მოეფერა.

***
დათას ჯიპი კერძო სახლის ეზოში გაჩერდა. სწრაფად გადმოვიდა კაცი მანქანიდან და სახლში შევიდა.
- დათა, შემოდი შემოდი. - კართან შეეგება ვასო.
- რა ხდება?
- გვამია დათა, ორმოცდათხუთმეტი წლის გიგლა ჯუღელი, ვიღაცამ პირდაპირ თავში ესროლა.
- გვამი ექსპერტიზაზე გაგზავნეთ?
- კი, ექსპერტ კრიმინალისტებმა ტერიტორიაც კარგად შეისწავლეს, წამოდი განახო სად ეგდო. - ვასო წინ გაუძღვა მეგობარს, მისაღებში ერთად შევიდნენ მამაკაცები და ვასომ პირდაპირ მაგიდისკენ აიღო გეზი. ოთახის შუა გულში სისხლის გუბესთან შეჩერდა. - აი აქ ეგდო. კარი ნაწვალები არ არის, მკვლელი მსხვერპლმა თვითონვე შემოუშვა სახლში.
- ეს ნიშნავს რომ მკვლელი ნაცნობია, ან ვიღაც ისეთი ვისაც ჯუღელი კარს თვითონ გაუღებდა.
- სავარაუდოდ ჰო. ვფიქრობ ნაცნობია, ჩემი ვერსიით ჯუღელმა მკვლელი სახლში შემოუშვა, თვითონ მაგიდასთან აი ამ სკამზე იჯდა, ილაპარაკეს, მერე კი სკამზე მჯდომ ჯუღელს იარაღი მიაბჯინა და პირდაპირ თავში ესროლა, ჯუღელი სკამიანად იყო გადმოყირავებული.
- ანაბეჭდები?
- არავითარი ანაბეჭდები, ფეხის ნაკვალევი ან ნებისმიერი პატარა დეტალი, მკვლელი არაფერს შეხებია.
- მეზობლები დაკითხეთ?
- არავის გაუგია გასროლის ხმა.
- გვამი ვინ იპოვა?
- ცოლმა, ამ დილით დაბრუნდა სოფლიდან.
- დიდი ხნის მკვდარი იყო?
- მაქსიმუმ რამდენიმე საათის დათა.
- რას წარმოადგენდა ეს ჯუღელი?
- ყოფილი მყვინთავია, თუმცა პენსიაზე ადრეულ ასაკში გავიდა.
- ცოლი რას ამბობს?
- განყოფილებაშია დაბარებული და დაკითხავენ, რამდენიმე მეზობელსაც.
- უცნაური არავის არაფერი შეუმჩნევია?
- არა.
- სახლიდან არაფერია წაღებული?
- მონაძებნიც კი არაფერი აქვს, ყაჩაღობა ან ქურდობა გამორიცხულია, განზრახ მკვლელობაა, თუმცა ცოლი ამბობს რომ მტრები არ ჰყავთ.
- ოჰო, სერიოზულადაა საქმე.
- ჰო მართლა დათა, გვამს ხელში სათამაშო ეჭირა, თევზის ფიგურა.
- მკვდარი ყოფილი მყვინთავია, არ გამოვრიცხავ თევზი მის პროფესიასთან იყოს კავშირში.
- მეც ეს ვიფიქრე.
- კარგი წამოდი, სანამ ექსპერტიზის პასუხები მოვა, ცოლს მე თვითონ დავკითხავ. - სახლი ჩქარი ნაბიჯით დატოვა დათამ და ვასოც უკან აედევნა კოლეგას.
- მიდი რა, შენ დაჯექი საჭესთან. - გასაღები მეგობარს ესროლა და თვითონ მგზავრის სავარძელში მოკალათდა არაბული.
- რა გჭირს შენ? რა სახე გაქვს? - მანქანაში ჩაჯდომისთანავე აამუშავა ძრავი ვასომ.
- ნიკო ჩამოვიდა. - კიდევ ერთხელ ამოიოხრა უმცროსი ძმის სახელის ხსენებაზე.
- ნიკო?
- ჩემი ძმა.
- ვაჰ, მერე რა სახე ჩამოგტირის ძმაო?
- არ შემიძლია ამ ბიჭის ყურება ვასო.
- ჰო ვიცი, ნათქვამი გაქვს. დიდხანს აპირებს დარჩენას?
- არ ვიცი და ხვალაც რომ მიდიოდეს არ იტყვის.
- ბიჭო თუ გინდა ჩემთან დარჩი სანამ სახლში იქნება.
- ვასო რუსასთანაც კი დავრჩები ძმაო, მაგრამ ნიაკოს ვერ ვაწყენინებ, თან დედაჩემი და ნიაკო, ნიკოს იმედად როგორ დავტოვო. - ღრმად ამოისუნთქა და ფანჯარას მიადო თავი.
- და შენი ძმა რომ გადავიდეს სადმე?
- ნია დამახრჩობს ნიკო რომ სახლიდან გავუშვა ბიჭო.
- შენ კიდე შეეგუე მაშინ, რას აკეთებს ასეთს ეს ბიჭი ტო.
- აუ არ იცნობ რა ნიკოს ძმაო და საერთოდ სამსახურში მაინც მაცადე მაგის დავიწყება რა. - თავი ფანჯარას მოაშორა და ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან, ნაცნობი ნომერი მოძებნა და სახლში დარეკა.
- ჰო დათა. - გოგონას მხიარული ხმა გაისმა ტელეფონში.
- ნიაკო, დედა ხომ ააყენეთ?
- კი, ნიკომ გადმოსვა ეტლში, არ იდარდო.
- კარგი პატარავ, მე დამაგვიანდება.
- ეცადე მალე მოხვიდე. - ხმადაბლა ამოიწუწუნა გოგომ. დათაც დაპირდა რომ საქმის დასრულებისთანავე დაბრუნდებოდა სახლში და ტელეფონი გაუთიშა. მანქანა განყოფილებასთან გააჩერა ვასომ და დათაც მაშინვე შევიდა შენობაში. შეატყობინეს რომ ნანა ჯუღელი უკვე მიეყვანათ განყოფილებაში და დასაკითხ ოთახში ელოდა გამომძიებელს. დათა დასაკითხ ოთახთან შეჩერდა, ჯერ მინის გარედან შეათვალიერა ოთახში მომლოდინე ასაკოვანი ქალი, შემდეგ მექანიკურად შეისწორა პიჯაკი და ჰალსტუხი და ოთახში შევიდა.
- გამომძიებელი დავით არაბული. - თავი წარუდგინა ქალს და მის პირისპირ ჩამოჯდა. - ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.
- გმადლობთ. - ხმადაბლა ამოისლუკუნა ქალმა. - ვერ ვხვდები აქ რატომ მომიყვანეთ, თქვენი აზრით ჩემი ქმარი მოვკალი?
- ქალბატონო ნანა, მკვლელობას არავინ გაბრალებთ, უბრალოდ გარდაცვლილი მეუღლე პირველმა თქვენ იპოვეთ და ესეც რომ არა მის მტრებსა თუ მოკეთეებზე ყველაზე საიმედო ინფორმაციებს თქვენ ფლობთ.
- ესე იგი დაკითხვაზე მოწმის სტატუსით დამიბარეთ?
- ეს უბრალოდ ფორმალობაა.
- მე ქმარი დავკარგე, თქვენი აზრით საუბრის თავი მაქვს?
- თქვენ ქმარი დაკარგეთ, ის მოკლეს და მკვლელის დაჭერა ცხელ კვალზეა საჭირო, ამაში კი თქვენი დახმარება გვჭირდება, თუ რა თქმა უნდა გინდათ დამნაშავის დაჭერა.
- როგორ კადრულობთ ეჭვის შეტანას ჩემს კეთილსინდისიერებაში. - ხმას აუწია ქალმა.
- ქალბატონო ნანა, თქვენს უდანაშაულობაში ეჭვი არავის შეაქვს, მე მხოლოდ რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვათ.
- გისმენთ. - დანებებულივით ამოიკნავლა ქალმა და ხელები უღონოდ ჩამოუშვა.
- თქვენი მეუღლე რას საქმიანობდა?
- ახლა არაფერს, ადრე მყვინთავი იყო ცხონებული, მაგრამ პენსიაში ადრე გავიდა.
- რატომ?
- ადიდებულ მდინარეში მოუწია შესვლა და როგორც ვიცი დაზიანება მიიღო.
- რა დაზიანება?
- გიგლას არასდროს მოუყოლია ამაზე დაწვრილებით.
- თავს რით ირჩენდით?
- იმ დაზიანების გამო საკმაოდ დიდი ანაზღაურება მიიღო, სამსახურიდან და სადაზღვეოდან, რამდენიმე მაღაზია გავხსენით და ახლა ჩვენი ვაჟი უძღვება საქმეს.
- თქვენს ქმარს მტრები ხომ არ ჰყავდა?
- არა, გიგლა ძალიან კეთილი კაცი იყო, მთელი ცხოვრება ჩვენ მოგვიძღვნა.
- არც სამსახურიდან? ხომ არ უხსენებია რომელიმე საქმე რომლის გამოც პრობლემები შეექმნა ან რამე ამდაგვარი?
- არა, როგორც გითხარით გიგლა კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის საქმეს ყოველთვის.
- არც თქვენს ვაჟს ჰყავს მტრები?
- არა, ჩემი ვაჟიც ცხონებული მამამისივით კეთილსინდისიერად მიჰყვება თავის ცხოვრებას. - ცრემლიანი თვალები ხელებით შეიმშრალა და საუბარი განაგრძო.- გეფიცებით, ჩემს მეუღლეს მტრები არასდროს ჰყოლია, პატიოსნად ვცხოვრობთ მთელი სიცოცხლეა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ გაგვიმეტა ასე.
- დამშვიდდით, წყალი ხომ არ გინდათ? - უკვე ხმამაღლა მოქვითინე ქალს მიუახლოვდა, წყალი და ცხვირსახოცი მიაწოდა და მხარზე შეახო ხელი.
- დათა? - ოთახის კარი მოულოდნელად შემოაღო ვასომ.
- შემოდი. - თვალით ანიშნა დათამ და თვითონ ფეხზე წამოდგა.
- გამომძიებელი ვასო ხურციძე. - ხელი გაუწოდა ქალს და მანაც სასწრაფოდ შეაგება თავისი ხელი გამოწვდილს.
- შენ განაგრძე, მე კაბინეტში ვიქნები. - მხარზე ხელი დაჰკრა მეგობარს და დასაკითხი ოთახი დატოვა.

***
- ახლა მომიყევი რა ხდებოდა აქეთ ჩემს არ ყოფნაში? - სპაგეტი ჩანგალზე დაახვია და პირსკენ გაიქანა ნიკომ. - ოხ რა გემრიელია, ჩემი გემოვნება არ დაგვიწყებია. - მოწონების ნიშნად თვალი ჩაუკრა გოგოს
- გარდა იმისა რომ მენატრებოდი? - ღიმილით მისჩერებოდა ძმას და ისე გაერთო მის ყურებაში, ჭამაც კი დაავიწყდა.
- მეც ძალიან მომენატრე ნიაკო.
- აქ არასდროს არაფერი ხდება ნიკო, დათა რომ არა, არც კი ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
- დათა რომ არა გგონია მარტო დაგტოვებდით შენ და დედას?
- დათას ყოფნა შენს საჭიროებას არ გამორიცხავს ნიკა. - საყვედურის კილო შეერია ხმაში.
- მე და დათა მთელი ცხოვრება ერთ ქალაქში უბრალოდ ვერ ვიცხოვრებდით ნია, ხომ იცი არა? შენი ძმა ვერ მიტანს და სიმართლე გითხრა, არც მე მეხატება გულზე.
- რაც მახსოვრობა მაქვს, ასე გძულთ ერთმანეთი ნიკა. იმდენად გძულთ რომ ჩემ გამოც კი ვერ შეძელით თანაარსებობა, ვერც დედას გამო, თქვენ ჩვენი ოჯახი დაშალეთ ნიკა.
- ნიაკო, ჩვენი ოჯახი ვახოს გარდაცვალებამ დაშალა.
- არ მახსოვს ვახო, ჩემს მეხსიერებას სამწუხაროდ არ შემორჩა ის, მაგრამ კიდევ მყავს ორი ძმა და მინდა მათ მაინც ვხედავდე. - ცრემლი დაუკითხავად ჩამოუგორდა ლოყაზე.
- ჰეი, პატარავ მორჩი ტირილს, მე აქ ვარ, შენთან და დათა ხომ საერთოდ, შეიძლება ჩვენ ერთმანეთზე არ ვგიჟდებით მაგრამ ხომ იცი რომ შენზე ვგიჟდებით არა?
- რატომ არცერთი არ მიყვებით რა მოხდა თქვენს შორის.
- ეს გრძელი და არც ისე საინტერესო ამბავია ნია.
- მე მაინტერესებს.
- ასე ვთქვათ შენი ძმა თავიდანვე აუტანელი იყო. - ძალად გაიცინა და უდანაშაულო ბავშვივით ააფახულა თვალები.
- ნიკა, რა საძაგელი ხარ. - ღიმილი მოერია ნიაკოსაც.
- შეყვარებული გყავს? - სწრაფად შეცვალა თემა ბიჭმა.
- არა.
- ნიაკო არ მომატყუო თორე გავატყავებ და მისი ტყავით ქურთუკს შეგიკერავ.
- ავადმყოფო, თქვენ ორის ხელში ვინ შემიყვარებს. - ხმამაღლა გაეცინა ნიას. - და შენ გყავს შეყვარებული?
- მოიცა დავფიქრდე. - კეფა მოიქექა, წვერზე ხელი ჩამოიყოლა და თითქოს რაღაც მნიშვნელოვვანი გაახსენდაო ისე დააჭყიტა თვალები.
- ჩემი შეყვარებული ჩემი დაფაა.
- როგორი შეგრძნებაა ნიკო? - იდაყვები მაგიდაზე შემოაწყო და ნიკაპი ჩამოადო ხელებს.
- ეს საოცრებაა ნია, ნამდვილი საოცრებაა, ჰავაიზე გიგანტური ტალღებია, ბოლო რამდენიმე წელი იქ ვიყავი, ათ-თორმეტ მეტრიან გიგანტურ ტალღებშიც შევსულვარ, ეს ძალიან ამაღელვებელია ნია, ზღვასთან ჭიდილი, მასთან ბრძოლა, შენ ფსონად საკუთარ სიცოცხლეს ჩადიხარ და ყოველგვარი დაცვისა და დაზღვევის გარეშე ეთამაშები ზღვას, ან გაიმარჯვებ და დაიმორჩილებ, ან დამარცხდები და მოკვდები. - იმდენად აღტაცებით საუბრობდა ჭამაც კი გადაავიწყდა მამაკაცს.
- როცა ზღვაში შედიხარ, წამით მაინც როგორ არ გეფიქრება ჩემზე? რომ მოკვდე ნიკა? ერთ დღესაც რომ ვეღარ გაიმარჯვო?
- ნიაკო, ასე ცხვირი თუ ჩამოუშვი ზღვა კი არა გუბე დაგამარცხებს გოგო. - თითებში მოიქცია გოგონას ცხვირი და ნაზად მოუჭირა. - სხვათაშორის ყოველთვის შენზე ვფიქრობ სანამ ზღვაში შევალ და ამიტომაცაა რომ ჯერ არცერთხელ არ დავრჩი იქ.
- ვერ ვიტან წყალს ნიკა. - თვალებში ისევ ცრემლი ჩაუდგა.
- ვერც მე ვიტან ნიაკო, ამიტომაც ვიმორჩილებ. ჰო კიდე დათას ვერ ვიტან და მაგასაც დავიმორჩილებ იცოდე. - მხიარულად გაუღიმა გოგოს.
- ეს რომ გაეგონა ფანჯრიდან გისროდა. - ისევ აკისკისდა ნია.
- გოგო, შენ მე პატარა ხო აღარ გგონივარ? რას ქვია მისროდა. - მოჩვენებითი ბრაზი გაურია ხმაში.
- ახლა წავედი, ცოტას დავიძინებ და საღამოს კლუბში მივდივარ, მეგობრები უნდა ვნახო, თუ გამოიცნობ ვინ მოდის ჩემთან ერთად.
- ვინ?
- ვინ და შენი ძმა, რა თქმა უნდა შენ ნიაკო.
- ხუთი წელია აქ არ ყოფილხარ და მეგობრებიო, გამაგიჟებს ეს ბიჭი.
- სოციალური ქსელების ეპოქაა, თითქმის არცერთი მეგობარი დამიკარგავს.
- დათას დაველაპარაკები.
- რა? რა დათას გოგო? მე რა მეზობლის ბიჭი ვარ?
- ნიკო, დათას რომ ეთქვა შენც გაგაფრთხილებდი.
- ნია! - გოგონას შეუბღვირა არაბულმა.
- უბრალოდ ვეტყვი რომ შენთან ერთად კლუბში მოვდივარ, დათას გაუფრთხილებლად ვერ წამოვალ ნიკო.
- ვერ წამოხვალ და მოგიტაცებ. - მაგიდაზე დაჰკრა ხელი და ღიმილით დაიძრა თავისი ოთახისკენ. ნიას მხოლოდ ახლა გაახსენდა საჭმელი, საკუთარ თეფშს დახედა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდ.
- ნიკა, როდის მოასწარი? - ღიმილ ნარევი ხმით ამოიკრუსუნა გოგომ.
- სანამ შენ ლაყბობდი, ჩემი თეფში მოვასუფთავე, მერე შეგიცვალე და შენიც მოვასუფთავე. - კიბეებს შეუყვა არაბული.
- მოგკლავ შენ მომიკვდე. - სიცილით გაეკიდა კიბეებზე მიმავალ მამაკაცს უმცროსი და.

***
კაბინეტში იჯდა უფროსი არაბული, მის პირისპირ ვასო მოკალათებულიყო და მშვიდად მსჯელობდნენ. მაგიდა სავსე იყო ფურცლებითა და გარდაცვლილის ფოტოებით.
- მოკლედ ჩამოვყალიბდეთ, გიგლა ჯუღელი მოკლეს, მკვლელი დაუბრკოლებლად შევიდა სახლში, მსხვერპლს ესაუბრა, მერე კი ტყვია პირდაპირ თავში დაახალა. ამის შემდეგ სახლი მშვიდად დატოვა, გვამი კი ცოლმა რამდენიმე საათით გვიან აღმოაჩინა.
- ჰო, მკვლელობა სადღაც ექვსიდან ცხრა საათამდეა მოხდარი.
- სახლში კამერები არ არის, ვინაიდან გარეუბანია არც ახლომახლოსაა ისეთი კამერა რომ სავარაუდო დამნაშავე შეემჩნია, მეზობლებსაც არაფერი შეუმჩნევიათ, არც გასროლის ხმა გაუგია ვინმეს.
- ცოლის დანაშაულიც გამოირიცხა, საიმედო ალიბი აქვს, მართლაც სოფელში იყო, და დილის ათი საათი იყო მარშუტმა რომ ჩამოიყვანა, ამას მარშუტის მძღოლიც ადასტურებს.
- და მთავარი, ის პატარა სათამაშო თევზი. - ფეხზე წამოდგა არაბული და ფანჯრის რაფას დაეყრდნო ხელებით.
- აი მომკალი და ეგ სათამაშო ეგრევე ამ გიგლას წარსულში მისვრის რა. - ფეხზე წამოიმართა ვასოც და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
- მის საქმეებს რაც გადავხედეთ, არაფერი ჩანს საეჭვო.
- ჰო ბიჭო, მეც ეგ მიკვირს ტო, თითქოს ყველაფერი მწყობრში აქვს, მაგრამ რატომ მყვინთავი და რატომ თევზის სათამაშო? მომკალი და არ მგონია უბრალო დამთხვევა.
- ფაქტია რომ გიგლა ვიღაცამ განზრახ გაასაღა. იტოქში ექსპერტიზის პასუხებსაც დაველოდოთ, იქნებ მაგათ მაინც გვითხრან რამე ახალი, თორე ტვინი გამებზარა.
- რას გავხარ შენ ტო, წადი სახლში ცოტა გამოიძინე, დაისვენე და დილით მოდი, აქ მე მივხედავ ყველაფერს. - მეგობარს მიუახლოვდა და მხარზე მოუთათუნა ხელი.
- რა დასვენება თუ ძმა ხარ, ნიკოა სახლში.
- კარგი ბიჭო, შეეშვი იმ ბიჭს და საქმეზე იფიქრე. ოღონდ ასე გამოუძინებელს არ გამოგივა, მიდი ახლა გავარდი.
- კარგი კარგი, წავედი და დილით ადრე დავბრუნდები, თუ რამე ახალი გაარკვიო გამაგებინე. - ფანჯარას მოშორდა, მაგიდაზე დაგდებულ მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და კარისკენ დაიძრა. მანქანაში ჩაჯდა და ძრავა აამუშავა, სიკვდილივით არ უნდოდა სახლში მისვლა, მაგრამ ნიას წყენინებას ერიდებოდა. გულ დამძიმებულმა აიღო გეზი სახლისკენ და როგორც კი საკუთარი სახლის ჭიშკარში შევიდა კიდევ უფრო მოექუფრა სახე. დინჯი ნაბიჯებით გადმოვიდა მანქანიდან და სახლის კარი შეაღო.
- ნიაკო! - შესვლისთანავე დაიძახა.
- დათა, ნუ ყვირი, ნიკოს ძინავს.
- ნუ ყვირი დათა, მძინარე პრინცი არ გააღვიძო.- ბრაზით ჩაილაპარაკა და პიჯაკი საკიდზე დაკიდა. ფეხსაცმელიც კართან გაიხადა და დივანზე ძალა გამოცლილი მიესვენა.
- კარგად ხარ? - გვერდით მიუჯდა ნია და მკერდზე მიეკრა ბიჭს.
- კი ჩემო პატარა, შენ არ იდარდო, უბრალოდ დავიღალე, სამსახურში საგიჟეთია.
- უფს, მე მეგონა საძაღლეთი იყო. - თვალების სრესვით გამოჩნდა კიბეებზე ნიკოლოზი.
- უთხარი ჩემს სამსახურს პატივი სცეს. - ნიას მიუბრუნდა უფროსი არაბული.
- ვცემ, ჰო ვცემ.
- ბიჭებო შეჭამთ?
- არა, მე დავიძინებ ცოტა ხანს.
- დათა, ნიკოსთან ერთად კლუბში მინდა წასვლა, თუ რა თქმა უნდა შეგიძლია დედას მიხედო.
- რა თქმა უნდა პატარავ, გამაღვიძე და წადი. - ლოყაზე აკოცა დას და თავისი ოთახისკენ გასწია. შესვლისთანავე საწოლზე მიესვენა და ქუთუთოები დაუმძიმდა. თვალები დახუჭა, ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. წუთით ძალიან მოუნდა რუსა აქ ჰყოლოდა, ჩახუტებოდა და ქალის სითბოც ეგრძნო, თუმცა მალევე მოიშორა ფიქრები თავიდან. მუცელზე გადაბრუნდა და ძილს მისცა თავი.

***
ათი საათი ხდებოდა ნიკამ დას მომზადება რომ სთხოვა.
- ნიკო შენ წადი რა. - მავედრებელი მზერა ესროლა გოგონამ.
- წამოსვლა არ გინდა?
- არა, თან დათას ძინავს და არ მინდა გავაღვიძო, დედას მარტო ვერ დავტოვებ.
- დავიჯერო მომვლელის დაქირავება ვერცერთმა ვერ მოიფიქრეთ ნია?
- ჰყავს მომვლელი, უბრალოდ რამდენიმე დღიანი დასვენება მივეცი.
- მიდი რა, გააღვიძე მძინარე პრინცი და წავიდეთ.
- ნიკო შენ წადი რა, მაინც არ მიყვარს ხმაურიანი ადგილები.
- მე შენთან ერთად მინდოდა. - გვერდით მიუჯდა დას და თავი მხარზე ჩამოადო.
- მე შემდეგ ჯერზე გამოგყვები, თან ამდენი ხნის უნახავ მეგობრებთან ჩემი წამოსვლა რა პონტია.
- ნია! - ხმამაღლა შეუღრინა ბიჭმა.
- მიდი, შენ წადი და მალე დაბრუნდი იცოდე. - ნიკოს სახისკენ მიიწია და ტუჩები ხელებით გაუწია. - ნახე როგორ გიხდება ღიმილი. - მხიარულად გაუცინა და ბიჭის სახეს ჩამოაყოლა თითები.
- ისევ პატარა ბავშვი ხარ ნია. - ღიმილი მოეფინა ბიჭსაც და ფეხზე წამოდგა. - კარგი, წავედი მე და თუ არ დავბრუნდი არ იდარდო.
- დაბრუნდები ნიკო.
- ნია!
- გთხოვ.
- კარგი ჰო, დავბრუნდები მაგრამ არ ვიცი როდის. - დის პასუხს აღარ დალოდებია ისე აირბინა კიბეები

***
კლუბში იჯდა, რადგან ადრე მივიდა გადაწყვიტა მეგობრებს არ დალოდებოდა და ბართან მჯდომი ვისკის მიირთმევდა. გრძელ თითებში მოექცია ვისკის ჭიქა და ნელ-ნელა წრუპავდა სასმელს. გოგონა მიუჯდა გვერდით, ერთი მარტინი შეუკვეთა და აშკარა მზერა მიაპყრო ბიჭს. ყურადღებაც არ მიუქცევია ნიკოს, ფიქრებში გართული ეტანებოდა სასმელს.
- გამარჯობა. - თვითონ დაიწყო საუბარი, რადგან მიხვდა რომ არაბულის ყურადღებას ვერ მიიქცევდა.
- გაგიმარჯოს. - მისთვის არც კი შეუხედავს ისე უპასუხა.
- რას აკეთებ? - დაბნეულობისგან თვითონაც ვერ მიხვდა რა წამოაყრანტალა და ტუჩზე იკბინა.
- ავტობუსს ველოდები, შენ? - ირონიულად გაიღიმა ნიკომ.
- ძმასავით ხეპრე! - ისე გამოაცხადა თითქოს დიაგნოზი დაუსვაო და მამაკაცის მზერის ღირსიც გახდა.
- რა მიწოდე?
- ვთქვი რომ ძმასავით უხეში ხარ.
- საიდან მოიტანე?
- კლუბებში ბიჭები ყოველთვის თვითონ იჩენენ ინიციატივას ლამაზი გოგოს გასაცნობად, შენ კი ხეპრესავით მიპასუხე.
- მომისმინე ლამაზო, არც მე ვარ ბიჭები და არც შენ ხარ ლამაზი გოგო.
- ესე იგი ფიქრობ რომ ლამაზი არ ვარ?
- კი არ ვფიქრობ, ვხედავ. ერთი ჩვეულებრივი გოგო ხარ.
- მომისმინე! - ხმა გაუმკაცრდა გოგოს.
- არა, ეს შენ მომისმინე ლამაზო, როცა ასეთი სიმპათიური ბიჭის გასაცნობად მიდიხარ და ხედავ რომ სვამს, უბრალოდ სასმელზე უნდა დაპატიჟო.
- შენს გასაცნობად არ მოვსულვარ და საერთოდ არ ხარ სიმპათიური. - ხმას აუწია გოგომ.
- მართლა? და რა არ მოგწონს ჩემი? - ფეხზე წამოდგა და დემონსტრაციულად გაშალა ხელები.
- რა და. . . - ნერწყვი სიმწრით გადაყლაპა. - რა და წვერი გაქვს. - საკუთარი სისულელისთვის მზად იყო აქვე ეცემა თავისი თავი, მაგრამ ნათქვამ სიტყვებს უკან ვეღარ დაიბრუნებდა.
- წვერი? - მხიარულად გაეცინა ნიკას.
- დიახაც, წვერი.
- ლამაზო, ბიჭი ვარ და წვერი მიხდება შენგან განსხვავებით. - ლოყებზე ხელი ოდნავ მოუჭირა.
- ახლახან წვერებიანი მიწოდე?
- ვინ იცის. - ხმადაბლა ჩაიქირქილა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
- შენ ძმაზე უფრო ხეპრე ხარ! - ბრაზით მიაყარა, მხარზე ხელი მიჰკრა და ქუსლების კაკუნით გაშორდა არაბულს. ნიკამ მშვიდად განაგრძო ვისკის წრუპვა, თუმცა რამდენჯერმე მოავლო კლუბს თვალი, მაგრამ გოგონა ვეღარ შენიშნა. მისი ბრაზისგან ანთებული თვალები გაახსენდა ბიჭს და ღიმილი მოჰგვარა. ნეტავ სახელი მაინც მეკითხაო გაიფიქრა, მაგრამ თვითონვე უკუაგდო აზრი. მეგობრებიც მალევე შემოუერთდნენ ნიკას, მათთან ერთად განაგრძო დალევა და გართობა. გაუცხოვება არცერთი წამით არ უგრძვნია ამ ხალხთან, პირიქით უჩვეულოდ ლაღი და მხიარული გახდა, ჰავაის ამბებს უყვებოდა, მეგობრების ამბებსაც ყურადღებით ისმენდა და სიამოვნებით გაჰყავდა დრო.
მია მოშორებით იჯდა და არაბულს შორიდან აკვირდებოდა. ჯერ კიდევ ბრაზობდა, უნდოდა პირში მიეხალა როგორი თავხედია, თუმცა ამისთვის მეტი სითამამე იყო საჭირო, თან ეგეც რომ არა მეგობრებთან ერთად იჯდა ნიკო. გადაწყვიტა სითამამისთვის რამდენიმე ჭიქა დაელია და ასეც მოიქცა. ბართან მივიდა, ბარმენს ვისკი თხოვა და რამდენიმე ჭიქა ერთმანეთის მიყოლებით გამოსცალა. ალკოჰოლს მიუჩვეველ ორგანიზმს მარტივად მოეკიდა სასმელი და გოგონას თვალები აემღვრა. ფეხზე წამოდგა, მუხლამდე კაბა ხელებით შეისწორა და თამამი ნაბიჯებით გაემართა არაბულის მაგიდისკენ. ისე მიუახლოვდა ხმაც არ ამოუღია და თავზე წამოადგა ბიჭს.
- ჯერ ერთიც, წვერები არ მაქვს და მეორეც მამაკაცის ქცევა ქალების მიმართ, პირდაპირ კავშირშია მისი პენი"სის ზომასთან. შენი უხეშობით თუ ვიმსჯელებთ მის გარეშე დაიბადე. - კმაყოფილი სახით დასჩერებოდა მამაკაცს. ნიკამ ღიმილით გაუსწორა მზერა მობარბაცე ქალის აციმციმებულ თვალებს.
- სიტყვას დიდხანს ამზადებდი?
- დამანებე რა. - სასწრაფოდ შეაქცია ზურგი მამაკაცს და დემონსტრაციულად დატოვა კლუბის ტერიტორია.
- ვინ იყო? - ღიმილით მისჩერებოდნენ მეგობრები ნიკოს.
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ უნდა გავიგო. - ფეხზე წამოიმართა, მეგობრებს დაემშვიდობა და გარეთ გამოვიდა. გამოსვლისთანავე მოათვალიერა გარემო და ბორდიურზე მჯდომ გოგონას მოჰკრა თვალი. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ერთ ღერს მოუკიდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა გოგონასკენ. მია თავდახრილი და ფეხშიშველი იჯდა, გახდილი ფეხსაცმელიბი კი იქვე დაელაგებინა.
- რას აკეთებ? - მის გვერდით ჩამოჯდა არაბული.
- ავტობუსს ველოდები. - დაბღვერით შეხედა მიამ და მისივე ნათქვამი ფრაზა გაუმეორა.
- ჰო, ამ სიტუაციას აშკარად უფრო შეეფერება, მაგრამ მაინც არ მგონია ავტობუსმა გამოიაროს. - ღიმილი გადაეფინა სახეზე და სიგარეტს ღრმა ნაფაზი დაატყა.
- შენ რას აკეთებ აქ?
- შენს გასაცნობად მოვედი კონკია. - მისი ფეხსაცმელი აიღო და ხელში შეათამაშა.
- როცა ლამაზი გოგოს გასაცნობად მიდიხარ, სასმელზე უნდა დაპატიჟო.
- თუ ის გოგო უკვე ნასვამი არ არის.
- ძმებიდან არცერთმა არ იცით როგორ ელაპარაკოთ ქალს. - კბილებში გამოსცრა ქალმა.
- კარგი, თავიდან დავიწყოთ. მე ნიკოლოზ არაბული ვარ. - ღიმილით გაუწოდა ხელი.
- მია ადამია. - თითები ოდნავ შეახო მამაკაცის ხელს.
- მია ადამია, როგორც ხედავ ავტობუსი არ მოდის, ამიტომ სახლში სხვა სატრანსპორტო საშუალებით მოგიწევს წასვლა.
- წავალ ცოტა ხანში.
- მე გაგიყვან.
- არ მინდა შენი წაყვანა.
- მომისმინე მარგარეტ! აქ მარტო ვერ დაგტოვებ.
- ჯერ ერთიც მია მქვია და მეორეც, ახლა მოგინდა ჯენტლმენობა?
- მარგარეტი იმიტომ რომ ყალბი რკინის ლედი ხარ, ჯენტლმენობას რაც შეეხება უბრალოდ მეც მყავს და.
- შენთან ერთად არსად წავალ. - მტკიცედ განაცხადა ტუჩები გამობურცა.
- საინტერესოა როგორ შემაჩერებ. - ფეხზე წამოდგა, ბორდიურზე მჯდომი გოგონა წამოაყენა და მხარზე გადაიკიდა.
- დამსვი შე პირუტყვო.
- მისამართს მეტყვი თუ პირველივე ღამეს ჩემთან წავიდეთ? - მომენტალურად გაამხიარულა მხარზე მოფხარკალე სხეულმა.
- დამსვი. - კიდევ ერთხელ დაიყვირა გოგომ და დაცვის პოლიციელის ყურადღებაც მიიქცია.
- მეგობარო მშვიდობა გაქვს? - ნიკოს მიუახლოვდა მამაკაცი და თვალით მიასკენ მიანიშნა.
- შეყვარებული დამითვრა, კეთილი რჩევა ძმაო, თუ შეყვარებული არ გყავს, არც იყოლიო, მაგას ჯობია ტაილანდური გველები მოიშინაურო.
- მთვრალი არ ვარ, დამსვი, მიშველე პოლიციელო რას უდგეხარ? - ფართხალს არ წყვეტდა მია.
- შენი აზრით ადამიანის გატაცებას რომ ვგეგმავდე, ამას ასე გავაკეთებდი? - კიდევ ერთხელ შეხედა პოლიციელს ბიჭმა. მამაკაცმა ნელა შემოუარა ნიკოს, მიას მიუახლოვდა და მის ამღვრეულ თვალებს გადააწყდა. გოგონასგან მომავალი ალკოჰოლის სუნიც მარტივად იგრძნო მამაკაცმა.
- ღმერთმა გაძლება მოგცეს ძმაო. - ღიმილით მოუთათუნა ხელი მხარზე არაბულს და ნელი ნაბიჯით გაშორდა.
- ესაა პოლიცია? ამათ უნდა დაიცვან ჩვენი ქალაქი? ერთი ქალი ვერ დამიცვეს გაუთლელი ხეპრესგან.
- თუ საუბარს არ შეწყვეტ ხელს გაგიშვებ და ასფალტზე დაეხეთქები.
- თუ არ დამსვამ გული ამერევა და შენს მაისურს კარგი დღე არ დაადგება. - პირზე ხელი აიფარა მიამ.
- მისამართს მეტყვი?
- ჯანდაბა შენ თავს, გეტყვი ჰო. - რადგან მიხვდა სხვა გზა არ ჰქონდა, დანებება ამჯობინა გოგომ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline ადმინი ელპინი

მოვედი და დავბრუნდები.
მიყვარხარ!

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
მოვედი და დავბრუნდები.
მიყვარხარ!

ჩემო ❤

№3  offline ადმინი ელპინი

- ჰეი, პატარავ მორჩი ტირილს, მე აქ ვარ, შენთან.
აუ, ხომ იცი . . .

- ეს საოცრებაა ნია, ნამდვილი საოცრებაა, ჰავაიზე გიგანტური ტალღებია, ბოლო რამდენიმე წელი იქ ვიყავი, ათ-თორმეტ მეტრიან გიგანტურ ტალღებშიც შევსულვარ, ეს ძალიან ამაღელვებელია ნია, ზღვასთან ჭიდილი, მასთან ბრძოლა, შენ ფსონად საკუთარ სიცოცხლეს ჩადიხარ და ყოველგვარი დაცვისა და დაზღვევის გარეშე ეთამაშები ზღვას, ან გაიმარჯვებ და დაიმორჩილებ, ან დამარცხდები და მოკვდები.
რამდენჯერ გითხარი ამაზე?!
ოხ რა, ოხ!

- კეთილი რჩევა ძმაო, თუ შეყვარებული არ გყავს, არც იყოლიო, მაგას ჯობია ტაილანდური გველები მოიშინაურო.
წადი შენი, შე იდიოტო!

- ერთი ქალი ვერ დამიცვეს გაუთლელი ხეპრესგან.
საყვარელი, უფ . . .

რამდენი დავიჭირე, უყურე?!
შე დამპალო!
აუ, ეს სიმბოლური სათამაშო თევზი მომწონს, რაღაცას მალავს და ჩვენ შევხვდებით, მე ყველაფერს გავიგებ, მის.
დათა არ მომწონს, მგონი და ნიკო უფრო მომწონს, რა გავაკეთო?!
ეს ნია ხანდახან ნერვებს მიშლის . . .
ახლა იწყება, ჰო?!
ოხ, რა ხარ შენ . . .

მომწონს, ძალიან მომწონს!
მიყვარხარ მე შენ,
ჩემო!

№4  offline მოდერი სალანდერი

აუ ანნა შენ თავს ვფიცავარ ცუდად ვარ სიცილისგან. . . :დ
წადი შენი იდოტოო ჰო? შევხვდებით და გაგებინებ პასუხს მაგაზე. :დ
მეც მიყვარხარ პატარა, ხომ იცი ❤

№5  offline მოდერი Tamta.k

ოოჰ სალანდერ, ცოტა დამაბინეი. ერთმანეთისგან აგრეგატულად განსხავებული ძმები და წყნარი და რომელიც ოჯახზე ზრუნავს. ბევრი კვანძია გასახსნელი, მაგალითად რა დაემათმა მათ დედას? რატომ ვერ იტანენ უფრო სწორედ სძულთნ ერთნანეთი ძმებს და ასე შემდეგ. მიას შესახებ შემიძლია უბრალოდ ცნობის მოყვარე, ტიპიური ჟურნალისტი დავახასიათო, როგორ გაიგო ნიკოს კლუბში ყოფნა ან ისიც იცოდა როგორი გარეგნობის იყო. ნუ ამ ყველაფერს ნელ-ნელა გავიგებთ რა თქმა უნდა. ვიცი, რომ შენ ისეთი რამ გექნება ჩაფიქრებული ვერცერთი რომ ვერ მოვალთ აზრზე. გელოდები რა თქმა უნდა და მე სულ აქ ვარ და ვიქნები შენთან ახლოს❤️

№6  offline მოდერი სალანდერი

Tamta.k

თამთა, შენ ხარ პოზიტივი გოგო ❤ ძალიან მახარებს მე შენნაირიბმკითხველის ყოლა და ჰო, ვერაფერს დავამატებდი შენს ნათქვამს პერსონაჟებზე. . .
კვანძებს რაც შეეხება დაიხსნება ნელ-ნელა. . .
კიდევ ერთხელ მადლობა ინტერესისთვის და ნდობისთვის❤

№7  offline წევრი სიბილა

აი მასე ნელნელა შესვლა>>>საქმის სიღრმეებშI, ვგონებ ძალიან საინტერესო უნდა იყოს ...ამბავი აქ მოთხრობილი smile

№8  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
აი მასე ნელნელა შესვლა>>>საქმის სიღრმეებშI, ვგონებ ძალიან საინტერესო უნდა იყოს ...ამბავი აქ მოთხრობილი smile

უჰ, ეს ვინ მოვიდაა ❤ გამიხარდა შენი გამოჩენა ❤
იმედია საინტერესო გამოვა და მადლობა მხარდაჭერისთვის ❤

№9  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

უფ კაია ძაან. საინტერესოა ძმებს შორის ასეთი რა მოხდა? მიხარია ის, რომ პუნქტუალური ხარ და ყოველდღე გვასიამოვნებ ახალი თავით.

№10  offline წევრი ნანა73

შემოგიერთდი და ისე მარტივად დაიწყე თხრობა, კითხვა გამიჩნდა ნამდვილად სალადერს ვკითხულობ? )) შეუძლებელია რაღაც სასწაული არ მოახდინო ამ მშვიდობის დროს... ეჭვს სურათი, სახელწოდება და ნუუ...შენი სახელი მიჩენთ. ვერ იქნება ასე მარტივი... წარმატებები გენაცვალე ❤️❤️❤️

№11  offline მოდერი სალანდერი

Chikochiko
უფ კაია ძაან. საინტერესოა ძმებს შორის ასეთი რა მოხდა? მიხარია ის, რომ პუნქტუალური ხარ და ყოველდღე გვასიამოვნებ ახალი თავით.

მე კიდევ შენი ისევ დანახვა მიხარია ❤
მადლობა ❤

ნანა73
შემოგიერთდი და ისე მარტივად დაიწყე თხრობა, კითხვა გამიჩნდა ნამდვილად სალადერს ვკითხულობ? )) შეუძლებელია რაღაც სასწაული არ მოახდინო ამ მშვიდობის დროს... ეჭვს სურათი, სახელწოდება და ნუუ...შენი სახელი მიჩენთ. ვერ იქნება ასე მარტივი... წარმატებები გენაცვალე ❤️❤️❤️

უჰ როგორ მიხარია შენი გამოჩენა ❤
შენი ეჭვები არ არის უსაფუძვლო რა თქმა უნდა ❤
მადლობა ❤

"თუ ცხვირს ჩამოუშვებ, ზღვა კი არა, გუბეც დაგამარცხებს..."- თუნდაც ამიტომ ღირდა, რომ ეს თავი წამეკითხა ❤️❤️❤️
რაც შეეხება დანარჩენს, გამოძიება, მკვლელიბა, საიდუმლოებები და ა.შ. ჩემი სუსტი წერტილია, იცი შენ და ისიც იცი, რომ სულ შენთან ვარ ხომ? :)))
მოთმინებით გელოდები ❤️

№13  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი
"თუ ცხვირს ჩამოუშვებ, ზღვა კი არა, გუბეც დაგამარცხებს..."- თუნდაც ამიტომ ღირდა, რომ ეს თავი წამეკითხა ❤️❤️❤️
რაც შეეხება დანარჩენს, გამოძიება, მკვლელიბა, საიდუმლოებები და ა.შ. ჩემი სუსტი წერტილია, იცი შენ და ისიც იცი, რომ სულ შენთან ვარ ხომ? :)))
მოთმინებით გელოდები ❤️

პატარა დეტალები რომელსაც მხოლოდ შენ თუ დაიჭერ ❤
მადლობა ყველაფრისთვის ❤

№14  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აქ ვარ რა
აი ნიკო ნუ...
ეს ბიჭი რატომღაც მესაოცრება...
მესაყვარლება...
მესიმპატიურება....

მია ...
ეს გოგო თავიდანვე მომეწონა....
მთავარია რაიმე მიზნით არ მისულიყო ნიკოსთან ,თორემ ამათგან თუ წყვილი შედგება ეგ საოცრება იქნება ნუ...

აი ეს მკვლელობა რომ მაფიქრებს ისე არაფერი რა...
ტყუილად არ გექნება აქ ხომ ვიცი არა...

აი რუსა და დათა რომ არ გამოჩენილან ერთად დავისტრესე რა..
მაგათი ურთიერთობა მაინტერესებს...
როგორ გაგრძელდება ? რანაირად????

აი მართლა მესაოცრები რა...
ისტორიაც ხო,მაგრამ ნიკო მაინც ცალკე მესასწაულება....
მიხარიხარ ნუ...

№15  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

მე შენ მესაოცრები და რა გავაკეთო? მოხვალ ასე ამ პოზიტივს მოასხივებ და იდიოტივით გაღიმებული დავდივარ მერე მთელი დღე ❤
მადლობა ❤

№16 წევრი Someone wandering

ვაიმე აქ რა ჯანდაბა დაატრიალე,ტო laughing
მკვლელობის ამბავი საინტერესო ჩანს,მყვინთავზე ნიკო გამახსენდა მაგრამ აზრები უკუვაგდე,რა სისულელეა,ნიკო,მკვლელი? ამაზე ფიქრიც კი ადრეა და არ ვფიქრობ რომ ეს სიმართლეა,წამიერი გაელვება იყო,უბრალოდ რომ ნიკოც მეზღვაურია და ესეც მყვინთავი იყო შეიძლება იცნობდნენ ერთმანეთს,ან არაა.. არ ვიცი.
რა სჭირთ ამ ძმებს? რა მიქარე ნიკო ბიჭო?
დათაა ხომ მაგრად მევასებაა,მაგარი ვინმეა ძაან,მაგრამ ნიკოზე რო ვაფრეენ?
ამ თავში ნიკო უფრო გამოკვეთილი გყავდა გრძნობების,ემოციების,ვიზუალის მხრივ. ძაან მესიმპათიურება,ტო.
მესაყვარლება კიდეც.
და ვაბშე,ძაან მაგარი ტიპშაა.
თედოო კი,იმენაა ჩემი გ'ალსტუხიანიი სიმპაწიკა ტიპშაა smile
ნიკო უფრო,სპორტული,ზურგჩანთა და რამეე smile smiling_imp sunglasses (ეს სათვალიანი სმაილი მაგარ გასწორებულ სახეს კერავს,მევასება,ტოოო)
ნიაკო? უსაყვარლესია,ძალიან ტბილი.მეტკინა ნიკო როდესაც დედა ნახა...აი ნიაკოს და თავისი ძმის დიალოგებზე ვკვდები სიცილით,თან რომ უნამიოკებს მათ ძმებს ეთმანეთზე. იმდენ რამეზე გამეცინა რომელი ერთი გავიხსენო?
კოცნაზე რომ საუბრობდნენ და ნიკოს ვაკოცოო? რომ უტხრა ნიაკომ, და ნიკოს კიარა დედასო,თედომ რომ უთხრა. მაგის სახე წამრმოვიდგინე smile
აიიი,ვიცოდიიი,რომ მია ასე უბრალოდ არ გამოჩნდებოდა ამ ისტორიაშიი,აუუ გადავფსიხდი იმენაა იმდენი ვიციინე მაგის და ნიკოს მომენტებზე,გავთავდი ქალი laughing
ტროტუარზე რომ მივიდა და ესაურბრბოდა,თან ფეხსაცმელი შეამოწმა,მერე ეს სარკაზმიიც როგორ მევასებაა უუუუხ. ყველაფერი რო გაქვს ამ ისტორიააში,ტოო. მერე რა იქნება წარმომიდგენია.
გველების მოშინარუებაზე რომ თქვა,აი მანდ ჩაავქვესკნელდიი smile laughing
მკვლელი იმ კაცის ცოლის მეგონა,მაგრამ ალიბი ჰქონია და..მოკლედ,ველი ახალ თავს რაა.
უი,ხოო ნიაკოს რომ უთხრა ნიკო ძამიკომ ''თუ შეყავრებული გყავს მითხარი,თორემ გავატყავებ და ქურთუკს შეგიკერავო'' ეს იყოო იმენაა შოკი მომენტიი smile
ყოველთვის შენზე ვფიქრობ ზღვაში გასვლისას და მაგიტომ გადავრჩი დღემდეო,რომ უთხრა გული გამითბაა cry heart_eyes ნიაკო რომ დედას აჭმევდა და ბიჭებზე ელაპარეკებოდა,არ ვიცი რაა sob
გვანან,ძმეები გვანაანნ რაა!
ამ ნიკოს განსაცდელი უნდა რამე და ვნახავ როგორ აჭიკჭიკდება თედო laughing მაგრამ ჩემს ბიჭს ცუდი კიარ დამართო რამე smile
ეგოისტურაად მიყავრს ეს 3 ადამიანი მე,რუსოოოს კი ვეელიი,ველიი,ველიიი. relaxed
შენს პასუხზე იცი რა დამემართა მე? პანიკა მქონდა მგონი,ვიცინოდი,დედა მომიკვდს 5 წუთი,ღმერთს ვფიცაავრ მართლაა,პირი ვერ დავხურეე,ხმამაღლა ვერ ვიცინოდი,მაგრაამ არ ვიცი რას ვაკეთებდი უეჭველი ხონში წამიყვანდნე რომ ვენახე ვინმეს laughing flushed თან ვიცინოდი,თან არა...თან პირი რომ,ვერ დავხურე და გადავფიჩინდიაახლო მახლო რომ ბუზი ყოფილიყო უეჭველი აშემიფრინდებოდა,ხოდა ახი იქნებოდა შენზე smile იმდენჯერ წავიკიტხე შენი კომენტარი smile
როგორ გამაბედნიერეე,ტოოოოო
ჩემი სიფსიიხეეე ხარ heart_eyes
ხოდაა,იტორიაზე,რაო რა თქვიი? გინდა ხო გული საგულედან ამომიგდო?
არ ვარ კარგად bowtie smiling_imp
ეგოისტურად მიხარია..რა მიხარიაა,ეგ მე ვიცი smile sunglasses
შენ იცი,რომ ჩემი ბიჭიიც,ჩემი სიყავრულიც ჩემს ისტორიაში ტედოა? smile თედო დორეული. heart_eyes

№17  offline მოდერი სალანდერი

Someone wandering

მართლა ფსიხი ხარ ტო. . .
აი იმენა სერიოზულად ჩავფიქრდები შენს ადამიანურობაზე, ნუ კარგი ხო არ მიყვარს ფიქრი, ამიტო პირდაპირ გეტყვი რომ არ ხარ შენ ადამიანი რა. . . ემოციების ერთი დიდი გორგალი ხარ, და თან სულ დადებითი ემოციების. . .
აუ ახლა რამდენი რამ მინდა რომ გითხრა და ისეთი იდიოტური გამომეტყველება და გაბადრული სახე მაქვს, საკუთარ თავს უნდა დავცინო ჯერ და მერე გიპასუხო. . . :დ
გადარეული გოგო ხარ რა ტო, აი მე რომ ძალიან მევასებიან, მაგრამ ძალიან ცოტას რომ ვიცნობ ეგეთი გადარეული.
ჰოდა რა ჯობია მარტო იმის ცოდნას რომ აქ საერთო სივრცეში ვარსებობთ. . .
შენს თედოს რაც შეეხება უეჭველად წავიკითხავ, დავინტრიგდი, აი ჩემ ბიჭს კიდე დათა ქვია დათა :დ მომენტ რაღა დროს ამის ბიჭობაა 38 წლისაა უკვე :დ
მადლობა რა, მართლა❤

№18  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ნიკუშაა და მიააა
ნიკუშაა და მიააა
♥️♥️♥️♥️

აუ ძაან მომწონს მე ნიკუშა და რა გა ვა კე თო?!

ჰოდა დათაზე არაფრის თქმას არ ვაპირებ უბრალოდ ვუყურებ და ვსო.

ინტრიგაში მაგდებ და მაგდებ ნერვები მეშლება და თან მომწონს და თან ლოდინის რეჟიმი მაქვს ჩართული და თან მიხარია შენი ისტორიის დანახვა და თან ვგიჟდები მე უკვე ამ
ისტორიაზე ♥️

№19  offline წევრი უცნაური მე

ვახო ვინაა? თუ ვინ იყო? მესამე ძმა ვიტთომ? ვფიქრობ საკმარისი მიზეზი არსებობს იმისთვის რომ ძმები ერმანეთს ვერ იტანენ.. ნიკო ძალიან მომწონს, მაგრამ დათაც მომწონს.. სრულიად განსხვავებლი მაგრამ მაინც ორივე მისაღებია ჩემთვის. მია და ნიკო? რაღაც გიჟური წყვილი შედგებაა ამათგან. აი ამ ეტაპზე კი რუსა მაინტერესებს მე.. და მკვლელობა კიდევ... მოკლედ გელოდები სალანდერ <3

№20  offline მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა
ნიკუშაა და მიააა
ნიკუშაა და მიააა
♥️♥️♥️♥️

აუ ძაან მომწონს მე ნიკუშა და რა გა ვა კე თო?!

ჰოდა დათაზე არაფრის თქმას არ ვაპირებ უბრალოდ ვუყურებ და ვსო.

ინტრიგაში მაგდებ და მაგდებ ნერვები მეშლება და თან მომწონს და თან ლოდინის რეჟიმი მაქვს ჩართული და თან მიხარია შენი ისტორიის დანახვა და თან ვგიჟდები მე უკვე ამ
ისტორიაზე ♥️

რა გავაკეთო რომ ძან მომწონს თუ ინტრიგაში ჩაგაგდე? :დ
მადლობა ❤

უცნაური მე
ვახო ვინაა? თუ ვინ იყო? მესამე ძმა ვიტთომ? ვფიქრობ საკმარისი მიზეზი არსებობს იმისთვის რომ ძმები ერმანეთს ვერ იტანენ.. ნიკო ძალიან მომწონს, მაგრამ დათაც მომწონს.. სრულიად განსხვავებლი მაგრამ მაინც ორივე მისაღებია ჩემთვის. მია და ნიკო? რაღაც გიჟური წყვილი შედგებაა ამათგან. აი ამ ეტაპზე კი რუსა მაინტერესებს მე.. და მკვლელობა კიდევ... მოკლედ გელოდები სალანდერ <3

მოკლედ დილა შესანიშნავად დაიწყო ❤
მადლობა ❤

№21  offline წევრი -ლილუ

ცოტა დამაგვიანდა...
მაგრამ მოვედი რა...
,,-ვერ ვიტან წყალს ნიკა...
-ვერც მე ვიტან ნიაკო, ამიტომაც ვიმორჩილებ..."
ამის წაკითხვის შემდეგ გული გამიჩერდა ჩვეულებრივად...
ჰო რა შეიძლება ითქვას შენ გმირებზე...
ნიაკო სიწმინდეა ჩვეულებრივი...(ისეთი რა ხელშეუხებელი...მიხვდები)
დათა რა გითხრა რამდენადაც მომწონს... ზუტად იმდენადვე მაღიზიანებს,მომენტებში...
ნიკა...
ნიკა...
ისევ ნიკა დაუსრულებლად...
აი როგორია იცი იმდენად მაფიქრებს და მეფიქრება მასზე...(გამაფრენინებ)
მია ისეთია რა...
ცეცხლოვანი ქალი..)
და ამ ორს შორის სხვა ქიმია...
ისეთი რა მწველი...
რუს'უდანი არ ვიცი რა ჯერ ვერ ჩამომიყალიბდა შეხედულება...(მაგრამ საინტერესოა)
მე ცოტა სხვა ტიპშას მოვიაზრებ დათასთვის მაგრამ ვნახოთ რა...
მე ხო იცი არა... როგორც მწერალს გენდობი, უ'დიდეს პატივს გცემ...
და ზუსტად ვიცი,რომ კიდევ ერთ საოცრებას დაგვიწერ...
მე ხომ არასდროს ვერევი მწერლის ,,შიდა სამზარეულოში"
ასე,რომ მთლიანად შენზეა რა მე შენ დაწერილს ყველაფერს წავიკითხავ...
სულ სულ ყველაფერს...
ჰო და შენ რა გითხრა სალანდერო...
იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის...
რამდენად ღირებული ხარ...
სასწაულად წერ...
რეალურ განცდებზე და გრძნობებზე...
ბევრი წერე რა...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე...

№22  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ

შენ ჩემი პირადი სასწაული ხარ აქ ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent