შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მკვდრები არ ლაპარაკობენ (დასასრული) (დიდი სიყვარულით ალისას)


22-01-2019, 09:21
ავტორი DI ANA
ნანახია 228

მკვდრები არ ლაპარაკობენ (დასასრული) (დიდი სიყვარულით ალისას)

ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი ასეთი დაგვიანებისთვის, ყველაფერი მზად მქონდა მაგრამ დოკუმენტის შენახვა დამავიწყდა მერე სკოლამ მომისწრო და აი ასე დავიკარგე დროის განზომილებაში ასე მალე დასრულებას არ ვაპირებდი თუმცა ასე გამოვიდა, საბოლოო ჯამში იმედია მოგეწონებათ და მაპატიებთ შეცდომებს და განუვითარებელ სიუჟეტს, მაინც პირველი მოთხრობაა და ალბათ მეპატიება❤
---------

ძალიან უცნაური გრძნობაა როცა დროში ჩარჩენილ ქალაქს უყურებ, თითქოს იყო პერიოდი როცა ეს შენობები ამაყად გადაჰყურებდა ქუჩებს, მაგრამ ახლა მათი მზერა სულაც არ არის ამაყი, ახლა ისინი შველას ითხოვენ...
სამტრედიის ქუჩებში უმისამართოდ დავბოდიალებდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, დამპირდა შეგეხმიანებიო მაგრამ არ ჩანდა, ბოლოს ისიც ვიფიქრე სხვა ვინმეს სხეულში ხომ არ გადასახლდა და მე თავი დამანება მეთქი...
ბევრი სიარულისგაან დაღლილი ერთ-ერთ პატარა ეზოში ჩამოვჯექი, ფიქრმა მალე გამიტაცა. ვფიქრობდი ამ ქალაქზე და ვხვდებოდი რომ მზრუნველობა აკლდა, უკვე კარგა ხნის მივიწყებულს აღარფერი შერჩენოდა მთელი და ხალხიც უფრო გაცივებული და გაბოროტებული ჩანდა... მაგალითად ბათუმში თუ დაიკარგებოდი ან რამე დაგჭირდებოდა შეგეძლო თავისუფლად გეთხოვა ნებისმიერი გამვლელისთვის დახმარება და შეგეძლო დარწმუნებული ყოფილიყავი რომ დაგეხმარებოდნენ, იქ ხალხი სითბოს მზერით ასხივებდა, აქ კი ადამიანებს ისეთი ცივი გამომწტყველება ჰქონდათ როგორც არასდროს... იმდენად ცივი რომ დახმარების თხოვნაც კი შეგეშინდებოდა, უეცრად მივხვდი რომ აქ გაჩერება აღარ მინდოდა, რამენაირად ლოლას უნდა დავკავშირებოდი (თვითონ გამაფრთხილა ლოლა-ლიანა აღარ დამიძახოო) ტოშას დავურეკე არ პასუხობდა, კიდევ ვცადე ისევ არაფერი. იქედან წამოვედი და ქუთაისისკენ მიმავალ მარშუტში მოვთავსდი იქედან კი ბათუმისკენ გამოვეშურე, საოცრად მესიამოვნა პორტში შემოსულმა ზღვის სუნით გაჟღენთილი ჰაერი რომ ვიგრძენი, მართალია ცურვა არ ვიცოდი და დახრჩობის საშინლად მეშინოდა მაგრამ ჩემს ქალაქზე ჭკუას რომ ვკარგავდი ფაქტი იყო, სახლში რომ მივდიოდი თითქოს რაღაც ძალა უკან მექაჩებოდა, პირველად ცხოვრებაში სახლში მისვლა არ მინდოდა, თითქოს ვგრძნობდი რომ რაღაც შეიცვლებოდა და ეს ცვლილება იმდენად მაშინებდა სახლისგან რაც შეიძლება შორს გაქცევისკენ მიბიძგებდა, წამიერად ისიც ვიფიქრე რომ მგონი ჯობდა სამტრედიაში დავრჩენილიყავი, კიბეებზე ასვლა საშინლად მიჭირდა, თითოეულ ნაბიჭს უსაზღვრავ ენერგიას ვახარჯავდი, სახლის კარები ღია დამხვდა, ჩანთა იქვე იატაკზე მივაგდე და მისაღები ოთახსიკენ გავეშურე სადაც სკამზე მიბმული პირ აკრული ტოშა და მის პირდაპირ ჩამომჯდარი ლოლა დამხვდა...

******
-რა ჯანდაბას აკეთებ_ ვუკივლე ბოლო ხმაზე.
-.......
- შენ გელაპარაკები მეთქი ხმა ამოიღე.
-.....
- კარგი რახან ლაპარაკი არ გინდა სხვანაირად მოგექცევი, საბააზანოში შევედი მათეთრებელი საშუალება ავიღე და მისაღებში დავბრუნდი,
-ან ახლავე მეტყვი რა ხდება ან ამას თვალებში შეგასხამ, და დაგჩეხავ.
- ღმერთო შენ ხომ ადამიანს არაფერს არ აცდი.
-შეგახსენო რომ ადამიანი არ ხარ თუ თავად გაიხსენებ?
- ნუ წიკვინებ, შენი ტოშა ეჩას გავლენის ქვეშ იყო მაგიტომაცაა დამბული,
- შენ საიდან იცი რომ მისი გავლენის ქვეშაა?
-მის გონებაში შევძვერი, იცი ამ დებილს მართლა უყვარხარ, თურმე მთელი 2 წელია შორიდან გაკვირდებოდა, გრძნობები რომ მაონდეს ვიტირებდი კიდეც_ არ არსებული ცრემლები მოიწმიმდა ლოლამ - როცა ჩემი სული ამ ქვეყნად დაბრუნდა და სხეულიც შეიძინა ჩემ თავს შელოცვა დავადე, იქ სადაც ჩემი სული ან სხეული იქნება 5 კილომეტრის რადიუსზე უჩა ვერანაირად მომეკარება, ხოდა მაგ გენიოსმა ჩემი აა გამოცხადების წამიდანვე იზრუნა იმაზე რომ თვალთახედვის არეში ვყოლოდი ადგა და ტოშას ერთგვარი მართვის ჯადო დაადო, ნებისმიერ დროს როცა მოუნდებოდა იმას აკეთებინებდა რაც სურდა, ტოშა კი უბრალოდ ვერ ეწინააღმდეგებოდა.
- და ვერ ეწინააღმდეგებოდა? კი მაგრამ რამის თქმაც არ შეეძლო? მოსმენილმა ნამდვილ შოკში ჩამაგდო.
- ვერა, ყველაფერს ხედავდა, ყველაფერი ესმოდა, თუმცა ვერაფერს აკეთებდა და ვერც ამბობდა, ერთგვარი რობოტი იყო რომელსაც უჩა მართავდა.
-უნდა ვუშველოთ, რამე გააკეთე გაუთავისუფლე გონება.
- შენ სამტრედიაში სწორედ მაგიტომ გაგიშვი, გონების გაწმენდისთვის ირგვლივ მხოლოდ მე და ტოშა უნდა ვყოფილიყავით, თან შენ რომ აქ დამეტოვებინე მაგის უფლებას არ მომცემდი. მედალიონი გავანადგურე შესაბამისად უჩაც მოკვდა და მთელი წყევლა რაც ამ ქვეყნად ოდესმე მოავლინა თან წაიღო.
-ეგ ფეხებზე მკი*დია ტოშა როგორ იქნება ის მითხარი_ ვუღრიალე მოთმინებიდან გამოსულმა.
-ახლა მე ამ სახვევს მოვხსნი _ მიმითითა წებოვან ლენტზე რომელიც პირზე ჰქონდა აკრული_ და რაც მიხდება ძალიან კარგი სანახავი არ იქნება ამიტომ მოემზადე.
ლოლა ტოშას მიუახლოვდა და შავი "იზოლენტი" ტუჩებიდან მოაშორა, უეცრად სკამიდან გადმივარდა და 2 წამის განმავლობაში სისხლის გუბეში ამოითხვარა.
-ვაიმე ლოლა უშველე, კვდება ლოლა, სისხლისგან იცლება, რამე გააკეთე_ თვალებიდან ცრემლი მდიოდა და ვცდილობდი რამე მაინც გამეკეთებინამის გადასარჩენად. ირგვლივ ყველაფერი გაიყინა, აღარაფერს ქონდა მნიშვნელობა მის გარდა, ოღონდაც გადარჩენილიყო და მეტს არაფერს ვინატრებდი.
- ამაზე გეუბნებოდი ზუსტად, 1 წუთში გადაუვლის და გამოცოცხლდება ნუ ღელავ.
-ასეთი უვულო როგორ ხარ, ვერ ხედავ ცუდადაა? რამე რომ მოუვიდეს? სასწრაფოში დარეკე ახლავე.
- რა სასწრაფო დებილი ხომ არ ხარ? ვსიო კარგადაა უკვე შეხედე, შხამი გამოიყო უბრალოდ და მორჩა.
მის სიტყვებს ყურადღებას აღარ ვაქცევდი, ტოშამ თვალები გაახილა და მეც ამოვისუნთქე, ღმერთო საშინლად შემეშინდა, მეგონა მოკვდებოდა და ლამის მეც ზედ მივყევი, რა საშინელი სანახავი ვიყავი ვერ წარმოიდგენთ, თეთრი შარვალი სულ მთლად სისხლით მქონდა მოსვრილი მეც თავად სისხლის გუბეში ვიჯექი, ტოშას თავი კალთაში მედო და ვტიროდი.
-როგორ შემაშინე სულელო, ამოვუჩურჩულე და შუბლზე ვაკოცე.
- არაუშავს გადაიტან_ რამდენადაც შეეძლო იმდენად გამიღიმა. სააბაზანოში გავიყვანე და სახე მოვბანე, მისი ნივთები საკიდზე დავკიდე და თბილი წყლის ნაკადი მოვუშვი.
- იბანავე და და გამოდი მე გარეთ ვიქნები. ერთი დარდი მოვითავე, ახლა ლოლასთან მქონდა საქმე. მისაღებ ოთახში სავარძელზე იყო ჩამომჯდარი.
- ვერ ვხვდები მადლობა გადაგიხადო, გაგლანძღო თუ რა გავაკეთო.
- არც სამადლობელი გაქვს რამე და არც გასალანძღი,
-ის მარტორქის რძე და ათასი დებილობა გამოგონილი იყო ხო?
- ხო, მედალიონიც სულ თან დამქონდა, იმ რაღაცეებს უბრალოდ უჩას დასაბნევად ვიგონებდი.
- როგორ მიხვდი რომ რაღაც ისე ვერ იყო?
-ჩემი გამოჩენა არ გაკვირვებია, დიდი სიხარულით დაგთანხმდა დახმარებაზე, თანაც იცოდა რომ ჩსმნაირებისთვის საჭმლის მიღება შეუძლებელი იყო...
- ახლა რა იქნება? გაქრები? აორთქლდები? თუ ისევ ნისლად გადაიქცევი?
- ხვალ საღამოს სასაფლაოზე ავალ და წამიყვანენ... და ამ როგორც იქნა შენც გათავისუფლდები_მკრთალად გამიღიმა და თვალები დახუჭა, ვიდექი აი ასე კარებში და ვუყურებდი ლოლას რომელიც უკვე თავისუფალი იყო და მიხაროდა რომ შეძლო და თავისი მისია შეასრულა, მისაღები ოზტახი დავტოვე და მარტო ყოფნის საშუალება მივეცი, ახლაღა შევამჩნიე რომ სისხლიანი ტანსაცმელი ჯერ კიდევ არ მომეშორებინა სხეულიდან, ავდექი და ის ლურჯი შარვალი და თეთრი მაისური ჩავიცვი ტოშას ყველაზე მეტად რომ უყვარდა, ტოშას უყვარდა.... საინტერესოა, ალბათ მეც მიყვარს ტოშა მაგრამ ჯერ ამაზე ფიქრი მაინც ადრე იყო მთელი ამ დროის მანძილზე ხომ უჩა იყო ჩემთან და არა ტოშა, მაგრამ ვგრძნობდი რომ ყველაფერი დალაგდებოდა თანაც ლოლამ ხომ მითხრა 2 წელია შორიდან გუყურებს თურმე მართლა უყვარხარ ამ დებილსო, მაგრამ გასარკვევია სად მნახა რა პირობებში და კიდევ ბევრი ტვინის წამღები თუმცა ჩემთვის მნიშვნელოვანი დეტალი...
საძინებლის კარი გაიღო და თვალებ ჩაწითლებული ,თმა აბურდული თუმცა მაინც საშინლად მიმზიდველი ტოშა გამოჩნდა. წელზე ხელი მომხვია და ჩემიანად წამოწვა საწოლზე. თვალები დახუჭული ჰქონდა ღრმად სუნთქავდა და მთელი ძალით ვყავდი აკრული გულზე.
- 2 წლის წინ ოქროს თევზში რომ ვიყავით კურსელები მაშინ მნახე პირველად არა?
-საშინლად ლამაზი იყავი, ძალიან ლაღი მეჩვენე.
-აქამდე სად იყავი? რატომ არ გამოჩნდი მთელი 2 წლის განმავლობაში.
-მაგას მერე გეტყვი ახლა დავიძინოთ.
მთელი დღის მგზავრობით და ემოციებით დაღლილს დაძინება არ გამჭირვებია, მითუმეტეს ტოჩას მკლავებში მოქცეულს მეძინა, მეტი სრული მეცნიერებისთვის ალბათ არც მჭირდებოდა, ბიჭებისგან თავს ყოველთვის შორს ვიჭერდი, დიდი პოპულარობით არ ვსარგებლობდი მაგრამ ახლოს მოსვლის საშუალებას არავის ვაძლევდი, თითქოს მთელი ცხოვრება მას ველოდი და ახლა როცა ჩემს გვერდით იწვა ვაცნობიერებდი ის იყო ადამიანი რომლის იქითაც ჩემი გზა არ წავიდოდა. შუადღის 12 იყო საათი რომ გაგვეღვიძა, უსიტყვოდ მოვწესრიგდით და ლოლას გავაკითხეთ მისაღებ ოთახში იქ მხოლოდ წერილი იყო...
" როცა ცაზე ამოვა მთვარე გახსოვდეს რომ ნისლში გახვეული იმ ქვეყნად მივემართები, ლიანას საფლავი ხშირად მოინახულე, ტოშას გაუფრთხილდი და ცხოვრება გააგრძელე ისე თითქოსდა დარწმუნებული ხარ რომ მკვდრები არ ლაპარაკობენ, დამიჯერე ასეც უნდა იყოს, მადლობა ყველაფრისთვის .

ლოლა-ლიანა"
გამეღიმა თვალები დავხუჭე და ნათლად დავინახე როგორ გაუჩინარდა გამჭვირვალე, თეთრი სხეული ბურუსში და დამეფიცება რომ ცაზე კიდევ ერთი ვარსკვლავი გაჩნდა და ისე გაანათა თითქოს ცდილობდა ეთქვა მადლობაო, იმ მომენტში ძალიან გახარებული ვიყავი. მართალია არაფერი გამიკეთებია და ბევრი რამ ისევ გაურკვეველი იყო მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 წევრი Rania

Pirvelia da araushavss. Momdevno uketesi iqneba darcmunebuli. Carmatebwbi. Bolos cota daachqare movlenwbi. Uchas da lolas shexvedra sasrtod archanda. Sawrrto jamshi araushavdaa.

 


№2 სტუმარი ნვტფხხ

უფრო მეტად მინდოდა წყვილზე ყოფილიყო აქცენტი...

 


№3  offline წევრი DI ANA

ნვტფხხ
უფრო მეტად მინდოდა წყვილზე ყოფილიყო აქცენტი...


ეგ მეც მინდოდა და საშინლად უკმაყოფილო ვარ პირველ რიგში საკუთარი თავით,

Rania
Pirvelia da araushavss. Momdevno uketesi iqneba darcmunebuli. Carmatebwbi. Bolos cota daachqare movlenwbi. Uchas da lolas shexvedra sasrtod archanda. Sawrrto jamshi araushavdaa.


მადლობა რომ საერთოდ წაიკითხე და გამამხნევე❤

 


№4  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

მეორე თავი გამომპარვია:დ
მეც არ გამიკვირდა ასე მალე როგორ დამთავრდა_თქო:დდ
ახსენეს რომ მოვლენები დააჩქარე, მეც ვეთანხმები. ცოტა რომ განგევრცო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს არ იზარმაცო, წერე და ყველაფერი გამოგივა დამიჯერე❤❤

 


№5  offline წევრი DI ANA

M∆IIå Beŧa^°
მეორე თავი გამომპარვია:დ
მეც არ გამიკვირდა ასე მალე როგორ დამთავრდა_თქო:დდ
ახსენეს რომ მოვლენები დააჩქარე, მეც ვეთანხმები. ცოტა რომ განგევრცო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არაუშავს არ იზარმაცო, წერე და ყველაფერი გამოგივა დამიჯერე❤❤

მადლობა მხარდაჭერისთვის❤ შეიძლება ადმინისტრაციას ვთხოვო ეს ნაწილი წავაშლევინო და სიუჟეტი სხვანაირად განვავითარო, ვნახოთ როგორ გამომივა

 


დიანა, იდეა რომელიც არჩეული გქონდა ძალიან კარგი იყო, მაგრამ იჩქარე. მოვლენები ძალიან სწარაფად განვითარდა. სასურველი იქნებოდა გაგვეგო რას აკთებდა იდა სამტრედიაში. რა მოხდა უჩას და ლოლას შორის და როგორ მოახერა ლოლამ უჩას განადგურება? ან როგორ მოახერხა ლოლამ ქვის განადგურება? იდაზე და ტოშაზეც უფრო მეტი მინდოდა. ტოშას ორი წელი უყვარდა იდა და არ ჩანდა, რატომ? მოკლედ შთაბეჭდილება მაქვს, რომ კი არ იჩქარე მიაფუჩეჩე და ისე დაწერე, მერჩივნა დროში გაგეწელა, დაგეგვიანა და ამდენი პასუხგაუცემელი კითხვები არ დაგეტოვებინა.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი მცდელობა იყო არაუშავდა. თანდათან დაიხვეწები და შემდეგში უფრო კარგი გამოგივა. მე დაველოდები შენს ახალ ნამუშევარს kissing_heart

 


№7  offline წევრი DI ANA

რუსკიმარუსია
დიანა, იდეა რომელიც არჩეული გქონდა ძალიან კარგი იყო, მაგრამ იჩქარე. მოვლენები ძალიან სწარაფად განვითარდა. სასურველი იქნებოდა გაგვეგო რას აკთებდა იდა სამტრედიაში. რა მოხდა უჩას და ლოლას შორის და როგორ მოახერა ლოლამ უჩას განადგურება? ან როგორ მოახერხა ლოლამ ქვის განადგურება? იდაზე და ტოშაზეც უფრო მეტი მინდოდა. ტოშას ორი წელი უყვარდა იდა და არ ჩანდა, რატომ? მოკლედ შთაბეჭდილება მაქვს, რომ კი არ იჩქარე მიაფუჩეჩე და ისე დაწერე, მერჩივნა დროში გაგეწელა, დაგეგვიანა და ამდენი პასუხგაუცემელი კითხვები არ დაგეტოვებინა.
თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი მცდელობა იყო არაუშავდა. თანდათან დაიხვეწები და შემდეგში უფრო კარგი გამოგივა. მე დაველოდები შენს ახალ ნამუშევარს kissing_heart


თქვენი სიტყვები და ის ფაქტი რომ გჯერათ უკეთესად გამომივა ნამდვილად მახარებს❤ მოკლე ვადიან დასვენებას ავიღებ და პირობას ვდებ რომ უმაგრესი სიახლით დავბრუნდები❤❤

 


როგორც გითხარი უკვე, ახალა წავიკითხე და ძალიან მომეწონა, მომეწონა, მომეწონაააააა

 


№9  offline წევრი DI ANA

სიყვარული გულს გვტკენს
როგორც გითხარი უკვე, ახალა წავიკითხე და ძალიან მომეწონა, მომეწონა, მომეწონაააააა


ძაალიან ტკბილი ადამიანი ხარ შენ❤ მადლობა რომ წაიკითხე❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent