შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი დინება {3}

22-01-2019, 12:39
ავტორი სალანდერი
ნანახია 841

სისხლიანი დინება {3}

მიწაზე დასვა და სანამ მყარად მოახერხებდა ფეხზე დადგომას მანამდე ეჭირა. გოგონამ გულისრევის შეგრძნება როგორც იქნა ჩაახშო და ხმის ამოღება გაბედა.
- აბა, სად არის შენი მანქანა?
- ბეემვეს ცენტრში, ჯერ არ მიყიდია. - მშვიდად გაიღიმა და თმა გაიჩეჩა.
- მოიცა აბა რით მოძრაობ?
- რავი, "ადიდასებით", "ნაიკებით", "რიბოკებით". - ფეხებზე დაიხედა, რომელზეც ამჯერად ადიდასის თეთრი კედები მოერგო.
- ღმერთო ჩემო. - ხმამაღლა ამოიხრა გოგომ და თვალები აატრიალა. - სახლში რით უნდა წამიყვანო ნიკოლოზ?
- ურემით.
- მშვენიერი, და სად არის შენი ურემი? - ამჯერად მიასაც გაეცინა, თუმცა კიდევ უფრო დაეხვა თავბრუ და ნიკას ხელს დაეყრდნო.
- არც ეგ ჩამომიყვანია ჯერ სოფლიდან და ჰო, გამახსენდა სოფელიც არ მაქვს, ამიტომ მოდი ტაქსს დავურეკავ.
- იყოს, ჩემ ძმას დავურეკავ და მომაკითხავს.
- შენი ძმა ბოქსიორია ჰო? - თითქოს რაღაცას იხსენებსო ისე მოიქექა თავი.
- არა, რა ბოქსიორი.
- კარატისტი?
- არა, ჩემი ძმა ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის შეფ მზარეულია. - სიამაყით გამოაცხადა გოგომ.
- კარგი, მაშინ შეგიძლია დაურეკო. - ორაზროვანი ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- ღმერთო ნიკა რა აუტანელი ხარ.
- კარგი ჰო, სახლში მე წაგიყვან. - ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ტაქსი გამოიძახა. ვერცხლისფერი მერსედესი ტაქსის ტრაფარეტით მალევე გაჩნდა დანიშნულების ადგილას. ნიკომ ფრთხილად დააჯინა გოგონა მანქანაში და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- მია ეს ტაქსია, აი ეს ბიძია კი მძღოლია რომელსაც მისამართი უნდა უთხრა და სახლში მიგიყვანს. - თითით ტაქსის მძღოლისკენ ანიშნა.
- შენი აზრით ტაქსიში არასდროს ვმჯდარვარ? - სიმწრით ამოიბლუკუნა, რადგან კიდევ უფრო მოჰკიდებოდა სასმელი.
- ისე შეიცხადე ჩემი უმანქანობა რომ ვიფიქრე მე გაზიარე ტაქსის კომპანიების ჭეშმარიტებას.
- ნიკა! - ხმადაბლა შეუბღვირა მამაკაცს და ტაქსის მძღოლს მისამართი უკარნახა. უკვე ჩაძინებული იყო, მანქანა რომ გაჩერდა და მძღოლმა არაბულს ანიშნა მოვედითო.
- მია! - ხმადაბლა დაიჩურჩულა გოგონას ყურთან, როგორც კი ტაქსის მძღოლს კუთვნილი თანხა გადაუხადა და მანქანიდან გადმოსულმა ისევ შეჰყო ცხვირი სალონში.
- რაა! - ძილბურანში მყოფმა ხმადაბლა ამოიღურღულა.
- მოვედით და თუ არ გინდა ისევ ზურგზე მოგიკიდო გადმოდი.
- მოვდივარ ჰო! - ბიჭის გამოწვდილ ხელს დაეყრდნო, მანქანიდან გადმოვიდა და კაბა შეისწორა.
- რომელი სართულია?
- მეშვიდე.
- იცოდე ლიფტში თუ გული აგერევა და ტანსაცმელს დამისვრი, პირდაპირ შენთან გავიხდი და შიშველი მანამ ვიტანტალებ სანამ ტანსაცმელს არ გამირეცხავ და გამიშრობ.
- არ ამერევა. - არაბულის ხელს ჩაჭიდებული შევიდა ლიფტში და მეშვიდე სართულზე შავ რკინის კართან მიიყვანა მამაკაცი.
- გასაღები?
- რა გასაღები?
- შენი გულის კარების მია! რა გასაღები და კარის, არ გავაღო?
- ზარი დარეკე, მარტო კი არ ვცხოვრობ. - მამაკაცის მოქმედებას არ დალოდებია, თვითონვე მიაჭირა ზარის ღილაკს ხელი და ნაკლებ საამურ ხმიანი გალობის შემდეგ როგორც იქნა კარიც გაიღო, რომელშიც ნამძინარევი სახით იდგა ოცდათხუთმეტ წლამდე ქერა, ტანსრული ქალი.
- მია, ნასვამი ხარ? - გაოცებისგან პირი დააღო ქალმა და რადგან მიასგან პასუხი ვერ მიიღო ახლა ნიკოს მიუბრუნდა, რომლის ხელიც უკვე კარში შესულ მიას მაგრად ჩაებღუჯა და მისაღები ოთახისკენ მიათრევდა მამაკაცს. - შენ ვინღა ხარ?
- მე? ოცნების პრინცი! - ქალის უხეში შეკითხვა არ ესიამოვნა და სახე მოექუფრა.
- ოცნების პრინცო, რა დაალევინე? - თვალით მიასკენ ანიშნა რომელიც უკვე დივანზე მიგდებულიყო, თუმცა ჯერ კიდევ მაგრად ეჭირა ნიკოს ხელი.
- სიყვარულის ელექ. - წარბის აწევით მიუგდო ქალს და მიასკენ მიბრუნდა.
- კარგად ხარ?
- მგონი ჰო! - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია გოგომ.
- მაშინ მე წავალ.
- კარგი. - კიდევ ერთხელ დაუქნია თავი, თუმცა ჩაბღუჯული ხელი ისევ არ გაუშვია.
- მია! - ხმადაბლა დაუძახა და თვალი ფრთხილად გააპარა მიას ხელისკენ. გოგონაც მამაკაცის მზერას მიჰყვა და ცივად გაუშვა ხელი.
- ღამე მშვიდობის. - ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ. კიბეები ჩაირბინა და ფეხით გაუყვა ქუჩას. ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო, ტუჩებს შორის მოიქცია, თუმცა არ მოუკიდებია. სიგარეტის ბოლის მაგივრად, ქალაქის გამომშრალი ასფალტის და მტვრის სუნს ისუნთქავდა. მონატრებოდა ქუთაისის ქუჩებში ბოდიალი. სახლში მისვლაც დიდად არ სურდა, ნასვამზე ყოველთვის ერიდებოდა დათას. არც ისე უყვარდა ძმის ყურება და ნასვამზე მითუმეტეს უჭირდა თავის კონტროლი, უნდოდა ერთხელ და სამუდამოდ ამოერეცხა გული და ყველაფერი პირში მიეხალა ძმისთვის, მაგრამ ნიაკოს უფრთხილდებოდა. უკვე წითელ ხიდზე იდგა გონს რომ მოვიდა. მოაჯირს დაეყრდნო და უდარდელად მომდინარე რიონს დააკვირდა. სიგარეტი ჯერ კიდევ პირში ედო, კბილებით ათამაშებდა, ვეღარ მოითმინა და ასანთი ამოიღო ჯიბიდან. რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და ხელის გულზე დაიფერფლა.
- შენი ქალაქი არ იცვლება ნიკო, შენ ისევ სუნთქავ შენს ქალაქს თან სხვის მაგივრად. - ცინიკურმა ღიმილმა დაუფარა სახე.

***
- დათა, გღვიძავს? - ძმის ოთახში ფრთხილად შეიხედა ნიამ და რადგან დარწმუნდა რომ მამაკაცს უკვე გაეღვიძებინა გვერდით მიუწვა.
- რატომ არ გამაღვიძე პატარავ? - მის გულზე თავდადებულ დას თმებზე ნაზად მოეფერა არაბული.
- არ მინდოდა წასვლა.
- ამას იმიტომ ამბობ რომ თავი დამნაშავედ არ მაგრძნობინო, სინამდვილეში არ გინდოდა გაგეღვიძებინე.
- სამსახურში რა ხდება?
- არ მკითხო ნიაკო, არ მკითხო. - ხმამაღლა ამოიოხრა მამაკაცმა.
- მაშინ სხვა რამეს გკითხავ.
- გისმენ.
- ადამიანები კლუბიდან რომელ საათზე ბრუნდებიან? - იკითხა და ცხვირი ისე ჩარგო მამაკაცის მკერდში თითქოს იმალებოდა.
- ნორმალური ადამიანები დროულად, შენი ძმა ღმერთმა იცის. - ღიმილი გაეპარა დათას.
- ჩემი ძმებიც ნორმალურები არიან. - ამჯერად არაბულის მკერდზე დაწყობილ ხელებს დააყრდნო ნიკაპი და თვალი თვალში გაუყარა უფროს ძმას.
- არაბულების პრინცესას რომ თავდაჯერებულობა აკლდეს ვერც წარმომიდგენია. - პატარა ბავშვივით გაუჩეჩა თმა გოგოს.
- ისე რას ერჩი ნიკოს? - მისთვის საინტერესო თემას დაუბრუნდა ნია.
- არაფერს ვერჩი.
- მაშინ რატომ არ ხარ მასთან ისეთი თბილი როგორიც ჩემთან?
- შენ პრინცესა ხარ, ნიკო კიდევ ვირია!
- არ მგონია ნიკო დამთანხმდეს, თორე პრინცესადაც გადავაკეთებდი ოღონდ თქვენი ნორმალური ურთიერთობა მენახა. - სევდანარევი ღიმილით თქვა და თვალები დახარა.
- ნიაკო, ხომ ვიტან ნიკოს, ხომ არაფერს ვეუბნები?
- დათა მასზე ისე ლაპარაკობ, თითქოს ქუჩის ძაღლია რომელიც სამადლოდ შევიფარეთ.
- ეს არ მითქვამს ნია.
- ეს სახლი ნიკოსაც ისევე ეკუთვნის, როგორც ჩვენ!
- ვიცი.
- იცი, მაგრამ მაინც აუტანლად ექცევი მას.
- ნიაკო, არაფერი იცი შენ, მოდი უბრალოდ ნუ ჩაერევი ჩემი და ნიკოს ურთიერთობაში.
- დათა, გიფიქრია რომ მე ვზარალდები ამით?
- შენ? არანაირად არ ზარალდები შენ ამით ნია, არც ჩემი სიყვარული გაკლია და არც შენი ძმის.
- ვზარალდები! - ისე თქვა თითქოს ბეჭედი დაარტყა და ბრაზით გაბუშტა ტუჩები.
- რა მოიგონე ახლა? - წამოდგომა სცადა დათამ, იცოდა რაღაცის თხოვნას აპირებდა ნია, ყოველთვის როცა სასაცილოდ ბუშტავდა ტუჩებს რაღაც ძალიან სერიოზულს ითხოვდა.
- როგორ არ ვზარალდები? აი უყურე, ახლა ნიკოზე ვნერვიულობ და ისიც კი არ შემიძლია უფროს ძმას ვთხოვო წავიდეს და მოძებნოს. - საუბარი დაასრულა და თვალებზე ისე აიფარა ხელები, თითქოს დათას რეაქციის ეშინოდა.
- ნიკას მოსაძებნად არ წავალ. - მტკიცედ გაიჟღერა უფროსი არაბულის ხმამ.
- კარგი დათა, როგორც გინდა, მარტო წავალ და მოვძებნი. - დემონსტრაციულად წამოდგა ფეხზე.
- ნია გაგიჟდი? სად გაგიშვებ ამ შუა ღამით მარტოს.
- მაშინ შენ წადი რა! - მუდარასავით გაისმა ქალის ხმა.
- ნია!
- დათა გთხოვ!
- ღმერთო დიდებულო, როდის უნდა გაიზარდოს ეს გოგო და მიხვდეს რომ ის ვირი ასე იწანწალებს სანამ სიარული შეეძლება!
- დათუნა ნუღარ წუწუნებ, მანქანით უცებ მოძებნი, სულ ორი ღამის კლუბია ქალაქში. პიჯაკი და ფეხსაცმელები სწრაფად გამოუტანა ძმას. დათამაც დუდღუნით ჩაიცვა და გარეთ გავიდა.
- მხოლოდ ერთი დღეა რაც ჩამოვიდა და უკვე საძებნელია. - მანქანის კარი გამოგლიჯა და სწრაფად მოწყდა ადგილს შავი ჯიპი. დათამ მშვენივრად იცოდა სადაც უნდა ეძებნა ნიკო და მიუხედავად იმისა რომ არ აღიარებდა ამას, მაინც ჯერ თეთრი ხიდისკენ აიღო გეზი და როცა ძმა იქ ვერ იპოვა ამჯერად წითელი ხიდისკენ დაიძრა.
- ნიკა! - დათას ბოხი ხმა მოესმა და მიუხედავად იმისა რომ ყურებს არ დაუჯერა მაინც მოიხედა უკან. მანქანაში მჯდომს თვალი მოჰკრა თუ არა, ისევ მდინარისკენ მიბრუნდა.
- ნიკო! - კიდევ ერთხელ დაუძახა არაბულმა უმცროსმა ძმას და რაკი მიხვდა რომ ყურსაც არ იბერტყავდა ბიჭი მანქანიდან გადმოვიდა.
- ნიკო, რამდენი ხანია გეძახი ბიჭო, არ გესმის? - ნელა მიუახლოვდა და მხარზე შეახო ხელი, თუმცა როგორც კი თავისი ქცევა გააცნობიერა, ცივად გაუშვა და ზურგს უკან დაილაგა.
- დათა არ მინდა რა შენთან ჩხუბი ახლა. - მხოლოდ წამით გამოხედა უფროს ძმას და იმდენად შემზარავი ეჩვენა დათას მისი თვალები რამდენიმე წუთით დადუმდა.
- სახლში წამოდი, აცივდა. - როგორც იქნა დუმილის დარღვევა გაბედა.
- და შენ ჩემზე ნერვიულობ არა?
- ნია ნერვიულობს შენზე, მე კიდევ ნიაზე.
- წადი და უთხარი რომ კარგად ვარ და მალე მოვალ.
- არ დამიჯერებს.
- დათა შემეშვი რა ძმურად.
- სიამოვნებით შეგეშვები, არც მე მსიამოვნებს აქ შენთან ერთად დგომა და უაზრო ლაყბობა, მაგრამ როგორც უკვე გითხარი ჩემი და ნერვიულობს შენ გამო.
- ნია მარტო შენი და არ არის.- ხმას აუწია ნიკამ.
- ჰო, შენიც რომ არის, იმიტომაა გამუდმებით რომ აქვს ერთი სადარდელი.
- დათა რა გინდა ჩემგან ბიჭო? რას ვერ მპატიობ? მე რომ ამირჩიე იმას? მე ხო არ მითხოვია ეს დედამო"ტყნული სიცოცხლე მაჩუქეთქო? - ხიდის მოაჯირს დაარტყა მუშტი და მზერა გაუსწორა უფროს არაბულს.
- ამაზე საუბრის არც დროა და არც ადგილი ნიკა.
- არ დადგა დრო, და ვერ მივედი ადგილზე სადაც მეცოდინება რა დავაშავე.
- შენი სიჯიუტე, შენი თავხედობა და უფროსებისთვის არ დაჯერება იყო ყოველთვის პრობლემა ნიკა, შენმა მეამბოხე ხასიათმა დაშალა ჩვენი ოჯახი.
- მე ექვსი წლის ვიყავი დათა, ექვსი წლის ეს დედანატირები!
- ნიკა, არ მინდა ამაზე კამათი ახლა, ნიაკო გველოდება და ნუღარ ვანერვიულებთ. - ნერვები მოთოკა და მშვიდად მიმართა ძმას.
- წადი და მოვალ ჰო.
- შენც ჩემთან ერთად წამოდი.
- არ მინდა.
- პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ნიკო, გითხარი ნიაკო ნერვიულობს_მეთქი, თან ახლა ფეხით წასვლა სახიფათოა.
- სახიფათო? - გაოცებით შეხედა და ოდნავ გაეღიმა.
- ჰო სახიფათო, იმიტომ რომ თუ ახლავე მანქანაში არ ჩამიჯდები, ფეხით მიმავალს, შავი ჯიპი დაგეჯახება და საერთოდ დაგამტვრევს მაგ ფეხებს, რათა რამდენიმე თვე ქუჩაში წანწალი და მისი დის განერვიულება ვერ შეძლო.
- წადი შენი. - ხმამაღლა გაეღიმა ძმის მონოლოგზე და მანქანაში ჩაჯდა.

***
- მოხვედით? - ეზოში იდგა ნია, დათამ რომ მანქანა გააჩერა.
- ვინ მომიტაცებდა პატარა? - ღიმილით გადახვია ნიკომ დას ხელი და მასთან ერთად შევიდა სახლში. დათაც უკან შეჰყვა და მისაღებში შევიდნენ თუ არა ნიამ სასწრაფოდ შეაჩერა ორივე ძმა.
- დადექით. - ხელებში მაგრად დაქაჩა ორივეს და ერთმანეთის გვერდით გააყენა.
- რა? - ერთმანეთს ამრეზით გადახედეს ბიჭებმა, ნია მათ შორის ჩადგა, ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე ფოტო გადაიღო ერთმანეთის მიყოლებით.
- ნახეთ რა კარგები ვართ, მაგრამ როგორ იბღვირებით ორივე. - მოჩვენებითი ბრაზით გადახედა ძმებს. - დათუნა ღიპი წამოგზრდია, ნიკო დათა ისევ შენზე მაღალია.
- თავისუფალი ვარ? - ტუჩი აიბზუა დათამ, დივნისკენ დაიძრა და მოწყვეტით დაეშვა ზედ.
- დავლიოთ? - ღიმილით იკითხა ნიკომ და ისიც სავარძელში ჩაეშვა.
- სახლში არ ვლოთობთ ნიკა.
- რამდენიმე ჭიქის დალევას ოჯახის წევრებთან ერთად, ლოთობა არ ჰქვია, უბრალოდ არ შემიძლია ფხიზელი თვალით შენი ყურება.
- დამშვიდდით ორივე, საქმე მაქვს.
- ხომ მშვიდობაა პატარავ? - თითქმის ერთდროულად წამოიყვირა ორივემ და ისევ უხერხულად დახარეს თავები.
- დამშვიდდით, რა თქმა უნდა მშვიდობაა. - ღიმილი მოერია ნიას. - ზეგ სწავლა მეწყება. ქალბატონი მანანა დედას მიხედავს, მაგრამ ჩემ მოსვლამდე თქვენ თავებს თვითონ უნდა მიხედოთ, ისე რომ ერთმანეთი არ დახოცოთ.
- მე მაინც სამსახურში ვიქნები მთელი დღე ნიაკო.
- მე მარტო ყოფნას მიჩვეული ვარ, მაგრამ უნივერსიტეტში მიგყვები რა პირველ დღეს.
- რა პირველ დღეს ნიკო, მესამე კურსზე ვარ.
- ჰოდა მესამე კურსის პირველ დღეს.
- მანქანას დაგიტოვებ და წაიყვანე. - ხმადაბლა თქვა დათამ და ფეხზე წამოდგა.
- ჩვენ თავადის შვილები არ ვართ, ფეხითაც შეგვიძლია სიარული.
- ნიკო, გადაეჩვიე ყველაფრის გაპროტესტებას, არ მინდა ჩემმა დამ ფეხით იაროს. - მისაღები ნელი ნაბიჯით დატოვა და თავის ოთახში გავიდა.
- შენ არ დაწვები ნიკო? - ძმის გვერდით მოკალათდა და ბავშვივით გაუჩეჩა თმები.
- ნიაკო, შეყვარებული მართლა არ გყავს? - დარცხვენით გახედა უმცროს დას.
- ვაიმე ნიკო, შენ დათაზე უარესი ხარ. - სიცილი ვერ შეიკავა ქალმა.
- კითხვაზე არ მიპასუხე?
- არ მყავს შეყვარებული ბატონო ნიკოლოზ.
- თუ გეყოლება პირველს მე მითხარი ჰო?
- თუ დათამ მანამ არ გაიგო, სანამ მე მივხვდები რომ შეყვარებული ვარ პირველს შენ გეტყვი. - გაიცინა და ხმაურიანად აკოცა ლოყაზე.

***
დილით ადრე გამოვიდა დათა თავისი ოთახიდან და ნიაკოს მიუკაკუნა.
- პატარავ, შიშველი ხომ არ ხარ?
- არა დათა, შემოდი. - სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა გოგონას საწოლს, ზედ ჩამოჯდა და შუბლზე აკოცა გოგოს.
- სამსახურში მივდივარ, მანქანას დავტოვებ და საყიდლებზე გაგიყვანოს შენმა ძმამ.
- მერე შენ?
- აქედან ტაქსით წავალ, იქ კიდევ მანქანების მეტი რა არის თუ გასვლა დამჭირდება.
- გვიან დაბრუნდები?
- სამსახურის მერე რუსასთან შევივლი და ალბათ ჰო.
- კარგი დათა.
- შენ ძმას უთხარი ნელა ატაროს მანქანა და ჭკვიანად იყოს.
- დათა, პატარები ხომ აღარ ვართ.
- შენ არა ჩემო პატარა, მაგრამ ნიკოს ჩემი მტერი ენდო.
- მორჩი ახლა.
- მოვრჩი ჰო, ვაგვიანებ წავედი. - კიდევ ერთხელ აკოცა შუბლზე და ოთახიდან გავიდა. ქეთას ოთახს ჩაუარა და გაუკვირდა ოდნავ ღრიჭოდ რომ დაეტოვებინათ კარი. ნაბიჯი შეანელა და ჩუმად მიუახლოვდა ოთახს. დედის ფეხებთან მოკუნტული ნიკო შეამჩნია და ყურადღებით დააკვირდა.
- ბოდიში რა დედა. - ხმადაბლა იმეორებდა მამაკაცი და ქალის გამხდარ ფეხებს ეფერებოდა. არ უნდოდა ძმისთვის ხელი შეეშალა, ამიტომ გადაწყვიტა დედასთან შევლის გარეშე წასულიყო სამსახურში და ჩუმად დატოვა სახლი.
ნიკოს კარის მიჯახუნების ხმა მოესმა და მიხვდა დათა წავიდოდა. ფეხზე წამოდგა, ფანჯრიდან გადახედა სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ძმას და ღრმად ამოიოხრა. კიდევ ერთხელ შეხედა საწოლს მიჯაჭვულ დედას, შუბლზე აკოცა და ნიას ოთახისკენ წავიდა. არც დაუკაკუნებია ისე შევიდა შიგნით და ნიაკოს საწოლში შეხტა.
- ნიკო, რა საძაგელი ხარ. - სიცილით გადაბრუნდა მისკენ გოგო და ძმას ჩაეხუტა. - აი რა სხვაობაა თქვენს შორის, დათა არასოდეს შემოდის დაუკაკუნებლად.
- ოჰ, მისტერ დახვეწილი მანერები მაგას როგორ იკადრებს.
- იქნებ შიშველი ვარ ნიკო? - სიცილით ჩამოადო გულზე თავი.
- და რა მოხდა? ნეტა რომელი გაბედავს და დამიშლის ჩემი დის ოთახში შესვლას, რა ვქნა მომენატრე და. - მხრები აიჩეჩა, ოდნავ წამოიწია და ნიაკოს ყელი და ლოყები მთლიანად დაუკოცნა.
- დათას რა ენაღვლება, სულ აქ ჰყავხარ, მე კიდევ მიჭირს გააზრება რომ გაიზარდე და დიდი გოგო ხარ.
- საზიზღარო. - ძმის ყელში ჩარგო ცხვირი. - დათუნამ მანქანა დაგვიტოვა, საყიდლებზე უნდა წამიყვანო.
- ოჰ, მანქანა და უმცროსი და მანდო დავითმა, რა პატივია.
- ნიკო!
- ჩუმად ვარ ჰო. თვითონ როდის დაბრუნდება?
- სამსახურის მერე შეყვარებულს შეუვლის, ალბათ გვიან.
- რაა? დათას შეყვარებული ჰყავს? - თვალები გაოცებით დააჭყიტა და ხმამაღლა გადაიხარხარა.
- ნეტა რას იკრიჭები, დიახ ჰყავს, თან ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა.
- დიდი ხანია ხვდებიან?
- რამდენიმე წელია.
- და კიდევ შეყვარებულები?
- ჰო, რა მოხდა?
- არაფერი არა, რა ეჩქარებათ, ერთი ოცი წელი კიდევ იარონ და გაიცნონ ბავშვებმა ერთმანეთი. - კიდევ ერთხელ გადაიხარხარა.
- ნიკო, მოგხვდება. - ძალიან ეცადა სიმკაცრე შეენარჩუნებინა, მაგრამ მაინც გაეღიმა.

***
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ რუსას სახლის კართან იდგა დათა, თუმცა ზარის დარეკვამდე გააღო კარი ქალმა. წელზე ხელი მოჰხვია და მაშინვე მის ბაგეებს წაეტანა არაბული.
- რა იცოდი?
- რომ დამირეკე გელოდი და ფანჯრიდან დაგინახე. - სახლში შეიყვანა მამაკაცი და კარი დახურა.
- რა ხდება სამსახურში? - დივანზე მისვენებულ მამაკაცს ხმადაბლა ჰკითხა და გვერდით მიუჯდა.
- საგიჟეთია, კაცი მოკლეს და სავარაუდო ეჭვმიტანილიც კი არ არსებობს. - ხმადაბლა ამოიოხრა.
- ვიღაც ძალიან დიდ ნაბიჭვართან გაქვს საქმე. - მამაკაცის ტუჩები ამჯერად თვითონ მოძებნა და ვნებიანად აკოცა.
- კარგი დაივიწყე, არ მინდა ჩემი სამსახურის პრობლემებიც მოგახვიო თავს.
- დათა, ის რაზეც შენ დარდობ ჩემი პრობლემაცაა. - გულზე ჩამოადო თავი.
- მაშინ შეგიძლია ჩემი ძმა მომაშორო. - სიცილით თქვა და ქალის სურნელი ჩაუშვა ფილტვებში.
- რა დააშავა?
- გარდა იმისა რომ დაიბადა?
- დათა, გეყოფა.
- მეყოფა ჰო მეყოფა.
- მაინც ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასეთი სხვადასხვანაირი იყო ნიასა და ნიკასთვის.
- ჩვეულებრივი კოშმარია ნიკო!
- დათა!
- რა?
- არ გინდა მომიყვე რა მოხდა შენსა და ნიკოს შორის?
- არა არა. - სწრაფად იუარა და ფეხზე წამოდგა.
- საკმარისად არ მენდობი?
- რუსა, ჩემ თავსაც კი არ ვენდობი შენსავით, უბრალოდ ეს. . . - საუბარი შეწყვიტა და ხმაურიანად ამოისუნთქა. - ეს ძალიან მძიმე თემაა ჩემთვის.
- იქნებ მოყოლამ შეგიმსუბუქოს_მეთქი, მაგრამ რა თქმა უნდა, როგორც იტყვი დათა. - მამაკაცს მიუახლოვდა და ზურგიდან მოეხვია.
- ვისკი გაქვს?
- კი, დალევ?
- დავლევ, ჰო დავლევ და მოგიყვები, იქნებ მართლა ამოირეცხოს ეს დედანატირები გული. - უსიტყვოდ მოშორდა რუსა, ვისკი და ჭიქები გამოიტანა და ქარვისფერი სითხით სავსე ჭიქა გაუწოდა დათას. მამაკაცმა სწრაფად გამოსცალა ჭიქა, დივანზე ჩამოჯდა და კიდევ ერთხელ შეივსო.
- დათა, თუ არ გინდა ნუ მომიყვები. - გვერდით მიუჯდა ქალი და მხარზე ჩამოადო თავი.
- მინდა, ამდენი წელია არ გაიარა, იქნებ თუ მოვყვები ოდნავ მაინც მომეშვას. - მაგრად ჩაიხუტა საყვარელი ქალი, შუბლზე აკოცა და საუბარი დაიწყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline ადმინი ელპინი

ძალიან მიყვარხარ!

№2  offline მოდერი სალანდერი

ელპინი
ძალიან მიყვარხარ!

❤ ❤ ❤

№3  offline წევრი Liziko27

აუუუ როგორ მაინტერესებს რამოხდა... ხვალამდე რა გაძლებს

№4  offline მოდერი სალანდერი

Liziko27
აუუუ როგორ მაინტერესებს რამოხდა... ხვალამდე რა გაძლებს

აუ ეს ვინ გამოჩნდა ❤
გამახარე ❤
ხვალ გაიგებთ ❤

№5  offline წევრი -ლილუ

ესე რომ წერ...(უკვე დიდი ხანია,რომ თემაა ჩემთვის...)
რა კომენტარი უნდა დაგიწერო ეხმლა მე შენ...
ან რა საჭიროა საერთოდ...
უბრალოდ მწერალი ხარ,რომელიც უნდა წაიკითხო...
თითოეული ასო, სიტყვვა,სასვენი ნიშანი, აბზაცი, სასწაული დიალოგები...
ყველაფერი რელურად ვიგრძენი...
შენეული მიმდინარეობა და მანერა გაქვს წერის...
გრძნობების მრავალფეროვნება...
დრამატიზმი...
ინტრიგა...
ყველაზე ნაცნობი ადამიანური ურთიერთობები...
სულ მგონია შენი კითხვისას(მიხვდები ამას)
რომ ის გმირები რომლებსაც შენ ქმნი,რეალურები არიან...(არიან კიდეც ჩემთვის)
და ეს ნიჭზე მეტია...
წერო ესე...
ერთეულებს შეუძლიათ...
და შენ ფენომენალური...
არაამქვეყნიური...
გენია ხარ ჩვეულებრივად ჩემთვის...
და მე ქედს ვიხრი შენი და შენი მწერლობის წინაშე...
სასწაულ გმირებს ქმნი რა...
ნიაკო ანგელოზია უ'დიდიესი ქუნქულა ფრთებით და რწფელი გრძნობებით...
ნიკო აი როგორია იცი?! ზედმეტად ჩემეული...
დათა...ამ თავში ვიგრძენი და რაღაცნაირად დამამძიმა სულიარად,მისმა შინაგანმა სამყარომ...(აი ისეთია რა ყველაფერს შიგნით იტოვებს)
წითელი ხიდი...
დათას დაძახებული ნიკო...
აი აქ რაღაც უსახელო გრძნობით ავივსე...
მადლობა შენ ყოველი იმ ემოციისთვის,რაც ჩემთან მოგაქვს...
წერისთვის,მწერლად დაიბადე...
ბევრ უნდა წერო...
შემდეგთავამდე...

№6  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ

ლილუ, სერიოზულად საოცრება ხარ შენ ადამიანო. . .
არ ვიცი რით დაგიმსახურე, ან შენ, ან ეს სიტყვები მაგრამ რა ვქნა რომ ეგოისტურად ბედნიერი ვარ. . .
შენ მე მათბობ. . .
რაღაც ისეთს ასხივებ ჩემ სულს რომ ძალიან აკლია და მადლობა ამისთვის.
საერთოდაც ყველაფრისთვის მადლობა ლილუ ❤

№7  offline წევრი ნანა73

შესაძლებელ ვერსიებზე ვფიქრობ... რას აპირებ? რა უნდა მოხდეს? რა გაირკვეს? რეალობას რომ გაცდე და საშინელებათა ჟანრს გ ვაზიარო, რა ვუყო მერე ჩემს სათუთ ფსიქიკას? )) არა მართლა? ❤️

... ისე ეს კითხვები უაზრობა იყო ხო?

№8  offline მოდერი სალანდერი

ნანა73
შესაძლებელ ვერსიებზე ვფიქრობ... რას აპირებ? რა უნდა მოხდეს? რა გაირკვეს? რეალობას რომ გაცდე და საშინელებათა ჟანრს გ ვაზიარო, რა ვუყო მერე ჩემს სათუთ ფსიქიკას? )) არა მართლა? ❤️

როგორი მიხარია შენი ყოველი გამოჩენა ❤
რეალობას არ გავცდები, დანამდვილებით შემიზლია დაგპირდე რომ ფენტეზში არ გადავალ, სხვა? - სხვა კი არაფერი ვიცი ❤
მადლობა, ძალიან დიდი, ყველაფრისთვის ❤

№9  offline წევრი სიბილა

მოგვიყვება აააააა, ვოტ.მიყვება,დიახაც. blush

№10  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
მოგვიყვება აააააა, ვოტ.მიყვება,დიახაც. blush

დიახაც ❤

№11  offline წევრი Someone wandering

ძალიაან საყვარლობა თავი იყოო,საინტერესოო,დამაინტრიგებელიი.
ინტრიგაში ვარ თანაც როგორში,ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ძმებს შორის, 6 წლის ვიყავიო ნიკომ უთხრა..დიდი ხნის ამბავია როგორ ჩანს,მამამისსაც ხომ არ ეხება ნეტავ საქმე? ვინმეს გამო გადაარჩინა ნიკო,და მის მეამბოხეობას და იმპულსურობას აბრალებს ყველაფრს მგონი დათა confused მოკლეედ,სულმოუთქმელაად ველი ახალ თაავს,რა მოიცდიის ტო.
ნიაკოო...ვაიმე ეს გოგო არის სიყვარუულიი,ძალიან მევასება.
დათაა და რუსო ძალიან მომწონს,ძალიან შარმიანები არიაან,რომ კოცნიან მაგაზეც კი რა მემართება უუუჰ. ძაან მცხელა მაგათ მომენტებზე smile ერთმანეთს გევრდში რომ უდგანან რა მაგარიააა,ამშვიდბენ ერთმანეთს რთულ სიტუაციებში,სიყვარულიკოოეებიიი smiling_imp heart_eyes გადალახავენ ამას,რთულია იქნება,მაგრამ არა შეუძლებელი.
მიაა,აიი რაღაცნაი რიგოგოა,რარაც ''მისეული'',მიზიდავს ეს პერსონაჟი.დარწმუნებული ვარ კვლავ გველოდება მისი და ნიკოს მომენტები,ძაან გიჟობა და სიფსიხე წყვილლი იქნება თუ გამოუვიდათ laughing მაგრაამ ჩემი ნიკო ისეთიაა იუხ,ცეცცხლიი,გიჟიიი
როგორ შეუხტა ნიაკოს laughing მანერებით განსხვავდებიან ძმები laughing ''აბა ვინმემ დაუშალოს დაიკოს მოფერება და მის ოთახში შესვლა?'' laughing sunglasses
მეტკინა ნიკო და ქეთი,ამ თავში disappointed_relieved
ნეტავ ინვლადობასთან ხომ არ აქვს კავშირი ნიკოს? დათა რომ ახსენებს შენდ აანგრიე ჩვენი ოჯახიო.
არ ვიცი,მაგრამ ერთი ის ვიცი,რომ ეს ძმები ძალიან მიყავრს,ერთმანეთი უყავრთ რაა,ვგრძნოობ,დაიჯერებ?
გამაგიჟე შე ქალო smile astonished

№12  offline მოდერი სალანდერი

Someone wandering

მოვიდა გადარეული ქალი და დააყენა თავდაყირა ყველაფერი :დ
რაღაცები მართალი თქვი ხომ იცი, მაგრამ შენ სიგიჟეს რომ მე მაბრალებ მანდ ჩუ, მე რომ გაგიცანი უკვე მაგრად აფრენდი შენ (კარგი და ცუდი გაგებითთქო არ მიგიწერ, იცი შენ რა და როგორ უნდა გაიგო, თან ჩემთვის სიტყვა გიჟს ცუდი გაგება არ აქვს, არც მის სხვადასხვა ვარიაციებს)
ჰოდა იმას გეუბნებოდი ჩვეულებრივი მოსიარულე დღესასწაული ხარმეთქი შენ და მაგრად მიხარია აქ რომ ხარ ❤

№13  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აქ ვარ...
უბრალოდ ახლა შემდეგ თავზე მეტად თუ მინდოდეს რამე...
ყველაფერი გაირკვევა ....
გავიგებთ იმედია სრულად რა მოხდა მაშინ..
მითუმეტეს ისეთი ,რომ დათა ნიკოს ასაკსაც კი არ ითვალისწინებს და ადანაშაულებს...
ექვსი წლის ყოფილა ნიკო და..
აი რატო არ ახსოვს არც ნიაკოს...
დათა რომ არ იმჩნევს და მაინც რომ ენერვიულება მაგაზე ახლაც ვიცინი...
მია ამ გოგომ თავიდანვე დამაინტერესა და იმედია შემდეგ თავებშიც გამოჩნდება....
რუსას და დათას წყვილი ძალიან მომწონს ნუ...
უბრალოდ ერთმანეთის რომ ესმით მარტო მაგაზე ვგიჟდები...
ნიაკოც რომ ყველანაირად ცდილობს ამათ შერიგებას მანდ მაგ გოგოზე ვაფრენ ხოლმე..
ვგიჟდები მაგ ძმებზე ..
აი მაინც რომ ვერ მალავენ ერთმანეთისადმი სიყვარულს...
ხომ ვთქვი ყველაფერზე მეტად მაგათი ჩხუბი მახალისებს_თქო...
აი დათამ რომ ნიკა დაინახა დედამისის ოთახში...მანდ მაგრად დავფირდი...
"ბოდიში რა დედა"-აი ამ სიტყვებმა დამაფიქრა..
რატომ უხდის ბოდიშს...
და ყველაზე მეტად მაინც იმ "კარტების" გახსნას ველოდები...

აი ტკბილი ლუკმა ბოლოსთვისო და ...ნიკო....
ბიჭი აღმაფრენა..
ბიჭზე მაბოდებს...
მესასწაულება...
მესაოცრება...
ნიაკოსთან მასხარაა...
დათასთან დაბღვერილი...ნუ ორივე ერთად დააყენა გოგომ და ვერ გააღიმა უჟმურები ესენი...

აი დამაინტრიგებელი დასასრული ჰქონდა და ზუსტად დაინტრიგებული ვარ ახლა...
აი მართლა მესასწაულები ნუ...
ღმერთმანი...

№14  offline მოდერი სალანდერი

meocnebe avadmyopi

როგორ ცუდ ხასიათზეც არ უნდა ვიყო, მოხვალ და მინდა არ მინდა მეღიმება. ❤
იდიოტური კმაყოფილება მახატია სახეზე სანამ კომემტარის კითხვას დავასრულებ, მერე ვსერიოზულდები რომ პასუხი მაქვს გასაცემი ❤
ძალიან მაგარი გოგო ხარ რა. . .
რა გითხრა მადლობის გარდა ❤

№15  offline ადმინი ელპინი

- შენ ისევ სუნთქავ შენს ქალაქს, თან სხვის მაგივრად.
როგორი მყავხარ შენ . . .

მხოლოდ წამით გამოხედა და იმდენად შემზარავი ეჩვენა მისი თვალები, რამდენიმე წუთით დადუმდა.
გული გამიჩერდა . . .

ინტრიგანი ხარ ტო. ამ დროს გაწყვეტა, შეიძლება?!
მაინტერესებს . . .
ნეტავ, ასე მალე გახსნი კარტებს?!
რაღაც ეჭვი მეპარება, მაგრამ ვითამაშოთ დურაკა, მის . . .

სასწაული ხარ შენ!
ისე წერ, რომ ჰო, როდისღა მოვასწრო ამოსუნთქვა ტო?!
გკოცნი ბევრს და ძალიან მაგრად მიყვარხარ,
ჩემო!

№16  offline მოდერი სალანდერი

მაგრად მიყვარხარ რა. . .
დანარჩენზე უბრალოდ არ გიპასუხებ. . .
ან ვერ. . .

არ მყოფნი, ადამიანო მწერალო,
ადამიანო გაგებავ,
ადამიანო მეგობარო,
ადამიანო სალანდერ
და კიდევ "ბევრო" ადამიანო!
საიდან მოხვედი, ნეტა რომელ სამყაროს ეკუთვნი?
დედამიწელი თუ ხარ?
სასწაული ხარ და დიდი მადლობა, რომ ბოლომდე შეგყავარ შენს ნაწარმოებში, ბოლომდე მაგრძნობინებ თითოეულ ადამიანს, ბოლომდე მაყვარებ მათი დადებითი და უარყოფითი თვისებებით და ყველაზე სასწაული იცი რა არის?
პერსონაჟები ისე რომ გიყვარდებიან, მათ უარყოფით მხარეებსაც რომ პატიობ.
ბედნიერი ვარ, რომ აღმოგაჩინე. აი, ასე, უბრალოდ ,უანგაროდ და ძალიან მიყვარხარ, იმიტომ რომ გამორჩეული ხარ და შენნაირები ძალიან იშვიათად იბადებიან,
იმიტომ რომ არავისთან არაფერი გეშლება,
იმიტომ რომ ყურადღებიანი ხარ,
იმიტომ რომ იუმორიც სასწაული გაქვს,
იმიტომ და იმიტომ....❤️❤️❤️
შენ წერე, მე სულ წაგიკითხავ, ოღონდ წერე ❤️❤️❤️

№18  offline წევრი Liziko27

სალანდერი
Liziko27
აუუუ როგორ მაინტერესებს რამოხდა... ხვალამდე რა გაძლებს

აუ ეს ვინ გამოჩნდა ❤
გამახარე ❤
ხვალ გაიგებთ ❤

ხოო რააღაც ისე გამომრჩა შენი ნიკი ვერ ვანხე რომ ახალი ისტორია გქონდა დამატებული;(((( ყველა თავი წავიკითხე.. აი დათო ამხელა და ვერ იგებს და მაშინ იმ პატარა 6 წლის ბავშვს რაუნდა
სცოდნოდა..((. ცალცალკე ორივე დადებითი პერსონაჟია . აი ნიაკო დაკიარა ანგელოზია მაგ ოჯახში... ასეთი თბილი და ტკბილი გოგო ...ორივე ძმა ერთანირად რომ უყვარს მაგაზე ვგიჯდები... ნელნელა მათ შორის ყინულსაც ალღობს ეს ერთიციდა... მომწონს ყველა პერსონაჟი ...

№19  offline მოდერი სალანდერი

ქეთი იმერლიშვილი

ვაჰ!. . .
ეს მე ჰო? ცოტა დავიბენი. ალბათ იმიტომ რომ კარგად გიცნობ და ვიცი არაფერს იტყვი "რაღაცის გამო". შენი სინამდვილე იყო ჩემთვის ნდობის გარანტი ყოველთვის.
თუ ოდესმე ვინმე მკითხავს რატომ ღირდა ამ საიტზე მოსვლა, ერთერთი პირველი იქნები ვისაც დავასახელებ.
ახლა ცოტა დაბნეული ვარ მგონი, მგონი კი არა და ვარ ჰო. . . და მადლობა შენ.
მერე რა რომ არაფერში გჭირდება, მე მჭირდება თქმა ❤

Liziko27
სალანდერი
Liziko27
აუუუ როგორ მაინტერესებს რამოხდა... ხვალამდე რა გაძლებს

აუ ეს ვინ გამოჩნდა ❤
გამახარე ❤
ხვალ გაიგებთ ❤

ხოო რააღაც ისე გამომრჩა შენი ნიკი ვერ ვანხე რომ ახალი ისტორია გქონდა დამატებული;(((( ყველა თავი წავიკითხე.. აი დათო ამხელა და ვერ იგებს და მაშინ იმ პატარა 6 წლის ბავშვს რაუნდა
სცოდნოდა..((. ცალცალკე ორივე დადებითი პერსონაჟია . აი ნიაკო დაკიარა ანგელოზია მაგ ოჯახში... ასეთი თბილი და ტკბილი გოგო ...ორივე ძმა ერთანირად რომ უყვარს მაგაზე ვგიჯდები... ნელნელა მათ შორის ყინულსაც ალღობს ეს ერთიციდა... მომწონს ყველა პერსონაჟი ...

უღრმესი მადლობა ლიზიკო, მიხარია რომ შემომიერთდი ❤

№20  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი რავქნა რაღაც მომენტში ძაან მესაყვარლებიან ძმები მაგრამ რაღაც მომენტში ორივეზე ვმწარდები და მინდა ერთმანეთზე თავი ვარტყმევუნო!

ნია ძაან მომწონს ერთადერთი სუფთა და ანგელოზი გოგო გყავს ჩემი აზრით!

აი რუსას რაც შეეხება არვიცი მაგ გოგოს მიმართ ეჭვები მაქვს ვერ ვენდობი ძაან ცუდად უძვრება დათას პირადში ან არვიცი რავიცი რას გაიგებ რამიტრიალებს თავში ;დ

ჰოდა მია მინდა ძალიან მომწონს მე მია ადამია♥️♥️♥️
ნიკუშაზე ვაფრენ! ეს ისე როიცოდე! ♥️ ჩაო ♥️

№21  offline მოდერი სალანდერი

ტკბილიწიწაკა

ძან მაგარი ტიპი რომ ხარ რა გავაკეთო? :დ
მეც მინდა მაგათ თავი ვარტყმევინო ზოგჯერ და არც აცდებათ მგონია :დ
მია ადამიაც იქნება ხშირ-ხშირად :დ
მადლობა ❤

№22  offline წევრი Tamara Tamo

ნამდვილად არ მეყო, და როგორ მეგონა დღევანდელი დადებული არ იქნებოდა, ქვეყნებს შორის საათობრივმა სხვაობამ დამაბნია :)). დაველოდები ახალ დღეს და ახალ სიახლეს :)

№23  offline მოდერი სალანდერი

Tamara Tamo
ნამდვილად არ მეყო, და როგორ მეგონა დღევანდელი დადებული არ იქნებოდა, ქვეყნებს შორის საათობრივმა სხვაობამ დამაბნია :)). დაველოდები ახალ დღეს და ახალ სიახლეს :)

მიხარია რომ აქ ხარ ❤
დილით დავბრუნდები ❤
მადლობა ❤

№24  offline წევრი უცნაური მე

რა კარგია ნიკო.
ასევე დათაც, ამ თავში განსაკუთრებით მომეწონა დათა.
რუსა არც ისეთი მნიშვნელოვანი მეგონა, თურმე შევცდი საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟი ყოფილა.
მია რა საყვარელია :დ
მია და ნიკა ძალიან მინდა შემდეგ თავში..
და ხოო.. რაც მთავარია ძალიან ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ამ ორ ძმას შორის..
მოკლედ სალანდერ, კარგო და საოცარო ველოდები შემდეგ თავს ❤️

№25  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
რა კარგია ნიკო.
ასევე დათაც, ამ თავში განსაკუთრებით მომეწონა დათა.
რუსა არც ისეთი მნიშვნელოვანი მეგონა, თურმე შევცდი საკმაოდ მნიშვნელოვანი პერსონაჟი ყოფილა.
მია რა საყვარელია :დ
მია და ნიკა ძალიან მინდა შემდეგ თავში..
და ხოო.. რაც მთავარია ძალიან ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ამ ორ ძმას შორის..
მოკლედ სალანდერ, კარგო და საოცარო ველოდები შემდეგ თავს ❤️

უცნაურო, როგორ მაბედნიერებ ხოლმე ყოველი გამოჩენით ❤ რა გითხრა აბა? მადლობები ხომ გამიბანალურდა მაგრამ მაიმც უღრმესი მადლობა ❤

№26 სტუმარი სტუმარი Takk.22

ძქლიან მომწონს,ახალი თავი ხვალამდე არ იქნება?

№27  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი Takk.22
ძქლიან მომწონს,ახალი თავი ხვალამდე არ იქნება?

ვინაიდან ეს თავი პატარა მოცულობის იყო, სავარაუდოდ დღეს საღამოსვე დავამატებ ახალ თავს ❤ ნუ ვეცდები ❤
მიხარია რომ მოგწონს ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent