შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (9)


23-01-2019, 22:07
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 542

როცა წახვედი (9)

- ვარდები ძალიან ბანალურია. წითელ ლილიებზე რას ფიქრობ? - ვკითხე გიოს.
- ისე შეყევი შენ ამ თაიგულის არჩევას, რომ სჯობს, შენც გაჩუქო.
- არა, მე არ მინდა. დიდად არ მიყვარს ყვავილები, თუმცა შაკოს გავუგზავნი. შენ ლიდიას გაუგზავნე, მე - შაკოს.
- დარწმუნებული ხარ?
- კი. ახლა არ მოელოდება, რომ რამე ნაბიჯს გადავდგამ. მიყვარს, როცა შოკირებულს ვტოვებ ხოლმე. ყველაზე საყვარელია გაოგნებული, თავისი ლამაზი თვალები რომ გაუფართოვდება მოულოდნელობისგან და მერე გაუცნობიერებლად ჩაიღიმებს.
- შენნაირი შეყვარებული ჯერ არავინ მინახავს.
- კარგი ერთი. შენს თავს შეხედე. ერთხელ ნახე ქალი და უკვე გულები გინთია თვალის გუგების მაგივრად - პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა.
- ვუგზავნით უკვე?
- ხვალ დილას. რამე წარწერას არ გაუკეთებ?
- არ ვიცი. მირჩევნია, არ იცოდეს, ვისგანაა.
- აბა რა მნიშვნელობა აქვს ეგრე?
- ესიამოვნება უბრალოდ.
- ღმერთო, რა უანგარო ხარ. - თვალები დავუქაჩე - ასეთი რამე მაინც დავურთოთ „ყველაზე მშვენიერ ქალს სამყაროში“.
- ეგ შეიძლება. შენ რას მიაწერ? „ყველაზე მშვენიერ კაცს სამყაროში“? ან თუ გინდა, ხალხს შემოვიკრებ და ყველას დავაგზავნინებ მესიჯებს წარწერით: „შაკო, შეურიგდი ელენას“.
- ეგღა მაკლია - ისე ჩავიფხუკუნე, სიცილი კი არა, მომაკვდავის ხროტინი გეგონებოდა.
- დათვერი?
- მაგრად. დილას გავაგზავნოთ ხო?
- ახლა მაინც არავინ მუშაობს ელენა, ღამის 3 საათია. ხვალ ორივეს მე გავგზავნი და ვნახოთ, რომელი უფრო ადრე შევაბამთ.
- შაკოს შებმა არ მინდა - შევიცხადე.
- მე მაინც ნუ მატყუებ.
- არ გატყუებ.
- კარგი, ვითომ დავიჯერე. წავალ სახლში და დავფიქრდები, თაიგულის მომდევნო ნაბიჯი როგორი უნდა იყოს.
- მაგას მე მოგაფიქრებინებ. მთავარია, რომ ყველაფერზე თავი უქნიო და არ გააბრაზო, თორემ ხომ ხედავ, შაკოს ერთი წელი დასჭირდა ჩემს ხელში ჩასაგდებად.
- მემგონი, სჯობს პირდაპირ შაკოს მივადგე რჩევისთვის.
- ვითომ რატომ? - არ მესიამოვნა.
- იმიტომ, რომ საბოლოოდ, ისე ჩაგიგდო ხელში, ერთ წინადადებასაც ვეღარ ამბობ მისი სახელის უხსენებლად.
- რაღაც აღარ მომწონხარ, იცი? - ნერვები მომეშალა.
- კარგი, მე ახლა წავალ. შენც დაიძინე. თაიგულების ამბავს მე მივხედავ და მალევე შევიკრიბოთ სათათბიროდ. ისე, მათი რეაქციებიც მაინტერესებს. ნეტავ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება შემეძლოს, ვიდეოთვალს დავუმონტაჟებდი სახლში.
- მოიცადე, ასეთი რამ შეგიძლია? - დავიძაბე. - სიგნალიზაციიან სახლშიც?
- რა თქმა უნდა - ისე გაეცინა, თითქოს დიდი არაფერი ყოფილიყოს - მაგრამ ახლა თუ აპირებ მთხოვო, რომ შაკოს სახლში ჩემი ხალხი ჩუმად შევგზავნო და სათვალთვალო კამერასთან ერთად, მოსასმენი აპარატურაც დავუყენო, უარს გეტყვი.
- ნახვამდის - ვუთხარი გაბუსხულმა.
ერთმანეთს ჩავეხუტეთ.
მისი წასვლის შემდეგ, ლიზას დავხედე. დაახლოებით, ისეთი შეგრძნება მქონდა, რაიმე ძალიან ძვირფასს, სასურველს რომ შეიძენ და რამდენიმე წუთში ერთხელ ამოწმებ, რწმუნდები, რომ რეალურია.
ასე მჭირდა ლიზაზეც - ზოგჯერ სიზმარი მეგონა.
ნამდვილ სიზმრებს რაც შეეხებათ, იმ ღამით, ძალიან ღრმად ჩამეძინა და შაკო ვნახე. ორი რამით მივხვდი, რომ რეალობა არ იყო: შაკო აღარ ბრაზობდა და თან გვერდითაც მეწვა.
- როდემდე უნდა გაგრძელდეს? - მკითხა ღიმილით. სახით ჩემკენ გადმობრუნდა.
ვინ თქვა, სიზმარში სუნს ვერ იგებენო? იმდენად მძაფრად მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი მისი სურნელი, რომ ძილშიც ცხადად ვგრძნობდი.
- იქამდე, სანამ რომელიმე არ გავტყდებით - ვუპასუხე მე.
- გავტყდებით? უკვე ნაწილებად ვართ დაშლილები პატარავ.
- ეტყობა, არასაკმარისად დაიშალე, რადგან სხვა გაიჩინე ბაჭია! - ქვეცნობიერს მაინც არ ტოვებდა ჩემი ეჭვიანი ბუნება.
- ბაჭიას ნუ მეძახი! - თვალები დამიბრიალა - იქნებ, უბრალოდ ხმის გამცემი მჭირდებოდა? დემუ თან წაიყვანე და ვერაფერს ვეტყვიუ ჩემს გრძნობებზე, ეგრევე შენთან დაფქვავს ყველაფერს. ძმაკაცებთან კი ცრემლებად ვერ დავიღვრები. ჩიჩისთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაინც ვერ მპასუხობს სათანადოდ.
- ცრემლად დაღვრამდეც მიგიყვანე?
- შეიძლება.
- მერე რას შვრება ფერია ნატალი, სათანადოგ გწმენდს?
- შენგან განსხვავებით, ცოტათი მაინც მიმსუბუქებს...
- უჩემობას?
- ჰო.
- მე რომ არავინ მიმსუბუქებს? მე რომ საკუთარ თავსაც ვერ ვუტყდები, როგორ მენატრები?
- შენ ბავშვები გყავს - სიზმარშიც გაახსენდა, რომ გაბრაზებული იყო მგონი.
- ბავშვები?
- ჰო.
- დემუსაც გულისხმობ?
- რა თქმა უნდა.
ორივეს გაგვეცინა.
- ნეტავ, როდის მიხვდები, რომ დამნაშავე ხარ? - მკითხა მოულოდნელად.
- დანაშაულის აღიარება არაა ჩემი სტილი.
- არც ჩემი.
- მაშინ, რა ვქნათ? - ორივე დავსერიოზულდით.
- მაშინ გვტკიოდეს.
- კარგი - თვალები დავხუჭე და მის სუნთქვას დავუდარაჯდი.
დილით, ჭურჭლის ბრახუნმა გამაღვიძა. დემუ და ლიზაც მაგრად ჟრიამულობდნენ. კი, რთული აღმჩნდა ორშვილიან მარტოხელა დედად ყოფნა. ცოტახანში, სწრაფი ნაბიჯების ხმა გავიგონე და ლიზაც ვიხილე ჩემს საწოლთან ატუზული, ყურებამდე გაკრეჭილი.
- დილა მშვიდობისა - მივესალმე და წამოვდექი, ხელში ავიყვანე. ამ აყვანის ასაკს კი კაი ბლომად იყო გადაცილებული, მაგრამ ისეთი სახით მიყურებდა, რთული იყო, მისგან თავი შორს დამეჭირა. თავადაც არ დაბნეულა, კენგურუსავით შემომახვია ფეხები და თავი კისერში ჩამირგო.
- დილა მშვიდობისა - მითხრა სიცილით. - ბიძიამ სენდვიჩები გააკეთა. იტალიური ტოსტებიაო, ამბობს.
- ბიძია რომ არ გვყავდეს, შიმშილით მოვკვდებოდით.
საუზმის შემდეგ, დემუ სამსახურში წავიდა. მე კი ჯერ ბავშვი დავბანე, მერე მეც გადავივლე და იმდენ ხანს დავსვი გამათბობელთან, სანამ არ შემომჩივლა, გავხმიო. სადმე, გასართობად მინდოდა გამეყვანა და დედაჩემისგან ვიცოდი, რომ ახლადდაბანილს შეიძლებოდა, მენინგიტი დამართნოდა.
დემუმ დამირეკა.
მკაცრად მომთხოვა, ბავშვი ზოოპარკში კი არა, იქვე, ახლოს, სკვერში წამეყვანა. ვიფიქრე, მორიგი შიზოფრენიული შემოტევა აქვს-თქო და დავემორჩილე, მაგაზე როგორ ვაწყენინებდი?
კარგა ხანს, საქანელაზე მივაქანავეთ მე და ლიზამ. ბავშვებს რომ არ ვსვამდი და ამხელა ქალი, პატარასავით მხიარულად ვიქნევდი ფეხებს, ეგ უკვე მეათასედ ამტკიცებდა იმას, რომ ჩემთვის ადამიანის ნდობა, დიდი სისულელე იყო.
არაუშავს. მაგაზე მეც და ლიზაც, თვალს ვხუჭავდით.
ძალიან რომ დავიღალეთ, სკამზე ჩამოვსხედით და იმაზე ვჭობდით, ბურგერები გვეჭამა თუ პიცა. ძალიანაც არ მინდოდა, ბავშვი ამ ყველაფერს მისჩვეოდა, თუმცა თან არაფერი ჰქონდა გასინჯული და ვერ მოვაკლებდი პირველად პიცის ჭამის სიამოვნებას.
სრულიდან მოულოდნელად, შაკო დავინახე. უფრო სწორად, მისი მანქანის ხმამ წაგვართვა ყურთასმენა. ჯერ ისეთი სიჩქარით მოვიდა, კილომეტრის მოშორებიდან თავზარი დაგვეცა ყველა იქ მყოფს. შემდეგ კი გადმოვიდა და ღმერთს მადლობა გადავუხადე, რომ ასეთ დროს, ვიჯექი, თორემ უთუოდ, დავარდნისთვის ვიქნებოდი განწირული.
ჩემთან მოირბინა. თვალებში მაინც არ გვიყურებდა არც ერთს.
- დემუ სადაა? - მკითხა აფორიაქებულმა.
- სამსახურშია - ვუპასუხე, ჯერ კიდევ, შოკში მყოფმა.
- რას ამბობ? მესიჯი მომწერა, სასრიალოდან გადმოვვარდი და ბეტონზე ვგდივარ პარალიზებულიო.
მაგრად გამეცინა.
არ ვიცი, იმ დროს, შაკოს შემხედვარემ როგორ შევძელი, მაგრამ რიგიანად კი ვიცინე. აი, ზუსტად მაგაში მდგომარეობდა დემუს განსაკუთრებულობა, შეეძლო, მაშინაც გავეცინე, როცა მღელვარებისგან ფეხები მეკვეთებოდა და თავად, საერთოდ არ იყო შორეახლოს.
- და შენც დაიჯერე, რომ ამხელა კაცი, სასრიალოდან ჩამოვარდა?
- რა თქმა უნდა. ის ხომ დემუა!
- ეგეც მართალია. პრინციპში, დამაჯერებელი იქნებოდა.
წამით, მდუმარება ჩამოწვა.
ისევ მე დავარღვიე.
- ეს შაკოა, შაკო, ეს ლიზაა... ჩემი ბავშვი - ვეცადე, ბოლო ფრაზისთვის ხაზი არ გამესვა, მაგრამ რაც არ უნდა ჩურჩულით მეთქვა ეს სიტყვები, მაინც ხმამაღლა ჟღერდა.
- ვიცნობთ ერთმანეთს - ისე თქვა შაკომ, გეგონება, თავისი ხნის ადამიანზე ამბობდა და არა პატარა ბავშვზე.
ასეთი ტიპი იყო.
შეეძლო, ხელი ჩამოერთმია და თავისი აქციების ფასით ეტრაბახა. მერე მიმხვდარიყო, რომ ზედმეტად უადგილო იყო ბავშვთან ამ თემის განხილვა და გასცინებოდა უხერხულად.
ბავშვს ნაძალადევი ღიმილით გახედა, თუმცა ალბათ ყველა ის თვისება და დეტალი დააფიქსირა მასში, რამაც მე გადამიყვანა ჭკუიდან და შემდგომ უკვე, რეალური ღიმილიც გადაეფინა სახეზე.
- თაიგული მივიღე.
- რა თაიგული? - ვითომ არ ვიცოდი. თან იმასაც ვერ ვხვდებოდი, უნდა შემმჩნეოდა, რომ მე გავუგზავნე თუ არა.
- ლალიო, მიმოზაო თუ რაღაცაო. აღარ მახოვს, რა მითხრა კურიერმა.
- ლილიები დებილო! - ნერვები ამეშალა - არა, არ ვიცი, რა თაიგულზეა ლაპარაკი - ცაში ავიხედე. სხვა რა მექნა ასეთ დროს?
- ჰო, ნადმვილად არანაირი კავშირი არ გქონია. ახლა დავრწმუნდი - გვერდზე ჩამომიჯდა სიცილით.
- მისმინე, დემუ ცოტა ვერაა და არ გაუბრაზდე. ხო იცი, გიჟდება მაჭანკლობაზე და ჩვენზეც გიჟდება.
- თემა ნუ გადაგაქ! დემუს როდის ვეჩხუბებოდი? ისევ ყვავილებს დავუბრუნდეთ.
- კარგი, აბა რა გაინტერესებს ყვავილებთან დაკავშირებით?
- რას ნიშნავდა?
- სახლში მე აღარ გყევარ, ჩემი დანახვა აღარ გინდოდა და ვიფიქრე, სინაზე, სილამაზე, მშვენიერება სხვანაირად როგორ გავახსენო, რა არის-თქო. ამიტომ, ყვავილები გამომიგზავნე.
- ეგ მიზეზი ახლა მოიფიქრე?
- ჰო და ვამაყობ საკუთარი გონებით - ვთქვი გაკრეჭილმა.
მერე ჯერ შაკოს შევხედე, მერე ლიზას.
ჯანდაბა! მაგრად ჰგავდნენ.
შაკოც კი ამჩნევდა, თუმცა არ იმჩნევდა.
- ანუ ცრუ განგაში იყო და არანაირი დაზიანებული კაცი არ გორავს - ფეხზე წამოდგა.
- და შენც მიდიხარ - წამოვილუღლუღე.
- აბა რა ვქნათ? ბავშვი ერთად ვასეირნოთ, ვივახშმოდ და თავი მოვიკატუნოთ, ვითომ ბედნიერი ოჯახი ვართ? - მკითხა ირონიულად.
- შენი გასეირნება არ გვჭირდება - წამოაძახა ლიზამ.
თვალთ ლამის დამიბნელდა ჯერ შაკოს კითხვაზე, მერე ლიზას პასუხზე.
შაკოც გაოგნებული ჩანდა და სიტყვებს ვერ პოულობდა.
- არც შენი გასეირნება არ გვჭირდება და არც ისე დიდი ხანია, რაც ოჯახი აღარ ვართ - ბავშვს ხელი მოვკიდე და შაკოსგან წავედით.
- ელენა, სხვა რამის თქმა მინდოდა - აღელდა ის.
გამოვხედე.
ცალი წარბი გაჭირვებით ავწიე (კი არასოდეს გამომდიოდა, მაგრამ ძალიან მომწონდა, როდესაც ლამაზი, დახვეწილი ქალები აკეთებდნენ ხოლმე ასე დაძაბულ მომენტებში).
- ყველამ კარგად ვიცით, რომ პირდაპირ აყრანტალებ ყველაფერს...ყოველთვის! - მივაძახე და იქაურობას გავშორდით.
ცოტახანი, ხმას ვერ ვიღებდი.
არ მსურდა, ბავშვთან შემემჩნია, რომ ცუდად გავხდი. ასე ხდებოდა ყოველთვის, როცა შაკოსთან დაძაბული საუბარი მქონდა: მე წნევა მიწევდა, ის ალბათ ნატალისთან მიდიოდა. მეც წავიდოდი დიდი სიამოვნებით სხვა კაცთან, თუმცა ყოველთვის ხომ ვერ ხერხდება ასე? სხვა ვერასოდეს გვეხმარება იმ ტკივილის დაძლევაში, ვინც კონკრეტულმა ადამიანმა მოგვაყენა. სხვა მაინც სხვად რჩება, ვერც გართობს, ვერც გამსუბუქებს, და საბოლოოდ, ვერც იყვარებ.
ნატალიც სხვა იყო.
არ ვიცი, რა ურთიერთობა ჰქონდა მასთან შაკოს ან ჰქონდა თუ არა საერთოდ, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადათ, ის მაინც ვერ გახდებოდა ელენა.
- უზრდელურად ვუთხარი? - მკითხა ლიზამ.
- არა. იმაზე კარგად უთხარი, ვიდრე მე ვცდილობ ხოლმე.
- გაწყენინა?
- კი.
- არადა, ძალიან ლამაზია - თავი დანანებით გააქნია.
გამეცინა.
დიდი გოგოსავით იქცეოდა უკვე.
- კარგი კაცია - ვუთხარი გულწრფელად - ძალიან კარგი, უბრალოდ, გაბრაზებულია და ზოგჯერ, მართლა არ გულისხმობს იმას, რასაც ამბობს.
- შენ რომ სხვა რამე უთხარი?
- იმიტომ, რომ ზოგჯერ ყველაფერი თუ არ გადაუმლაშე, სენტიმენტალური ვერ ხდება.
- ვერ გავიგე.
- ღმერთო, ზოგჯერ მავიწყდება, რომ პაწაწუნა ხარ და დიდივით გელაპარაკები - გამეცინა - ვცდილობდი, მისთვის თავი დამნაშავედ მეგრძნობინებინა.
- ასეთი ხრიკები საიდან იცი?
- გასწავლი ყველაფერს თანმიმდევრობით, მაგაზე არ ინერვიულო.
პიცერიაში შევედით. თან დემუს დავურეკე და მაჭანკლობისთვის მაგრად გავთათხე. პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც „ხაფანგი მშობლების“ გალიაში გვამწყვდევდა მე და შაკოს, თუმცა ცოტათი უნიჭო იყო და არაფერი გამოსდიოდა. პრინციპში, სულ ტყუილად ვეძახდი უნიჭოს, მარტოსული, მარტოხელა მე ვიყავი და არა ის. თან ვინ იცის, ყველა დემუს რჩევა რომ გამეთვალისწინებინა, იქნებ ნაკლებად რთული ასატანი გამხდარიყო სამყარო. ცოტახანში, გიორგიმაც დამირეკა.
- აბა, რა ხდება შეყვარებულო ბიჭო? - ვკითხე მოუთმენლად. ძალიან მაინტერესებდა, იმ თაიგულის შემდეგ, რამე საინტერესო თუ მოხდა, თუმცა დარეკვა რაღაცნაირად მეუხერხულებოდა, არ მინდოდა, მიმხვდარიყო, რომ გამოუსწორებელი ცნობისმოყვარე ვიყავი.
- საშინელება, სრული კრახი - თქვა უგუნებოდ. თავიდან, ვიფიქრე ხუმრობს-თქო. აბა, ჩვეულებრივ, ნორმალურ ქალს თუ უგზავნი ყვავილებს, რატომ მოგტეხავს კისერს? ეს ხომ უბრალოდ ყვავილებია. ამით არც სექსს სთხოვ და არც იმას, გინდა თუ არა, რომანი გააბი ჩემთანო. ეს უბრალოდ ნაბიჯია, იმის ნიშანი, რომ ვიღაცას მოსწონხარ. აიღე ეს დაწყევლილი ყვავილები და შემდეგ გამოუცხადე, სხვა მყავს, შენთან არაფერი მესაქმებაო, მაგრამ ხომ უნდა გამოვნახოთ ქალებმა იმისი გზა, რომ ჩავუმწაროთ კაცს ყველაფერი?
მემგონი, ძალიან ნაადრევი დასკვნები გამომქონდა.
არც კი ვუსმენდი ნორმალურად.
- რა მოხდა გიო?
- უკან მომიბრუნეს. ქალბატონმა ლიდიამ კურიერს გამოუცხადა, არავითან გიორგი დავითაიას არ ვიცნობ, უთუოდ შეეშალათო და რომც არ შეშლოდათ, უცნობისგან საჩუქარს ვერ ავიღებო.
- უყურე შენ... რთული ქალბატონი ჩანს ლიდია. ძალიან გაბრაზდი?
- მაგრად გავღიზიანდი. ვიფიქრე, როგორ არ ვახსოვარ. ან საერთოდაც, რას მეხუმრება ამხელა კაცს, თუ დავავიწყდი, ადგეს და დამგუგლოს-თქო. მერე გადავწყვიტე, რომ საერთოდ აღარ მჭირდებოდა მასთან ურთიერთობის ცდები, მაგრამ 15 წუთში გადამიარა, როცა დავინახე და გამახსენდა, რა ლამაზი იყო.
- სად დაინახე?
- მის სახლთან.
- მის სახლთან რა გინდოდა?
- ვუთვალთვალებდი - გამომიტყდა დარცხვენილად.
- აბა კარგად, საინტერესი იყო შენთან მეგობრობა, მშვიდობით - ვუთხარი სიცილით.
- ხომ იცი, რომ მანიაკი არ ვარ?
- აქამდე, ვერ გატყობდი, მაგრამ ახლა ცოტა დამაფიქრა შენმა ქმედებამ.
- კარგი რაა, დავიჯერო, შაკოსთვის არასოდეს გითვალთვალია?
- მოსაკლავი ხარ!
- რატომ?
- არასოდეს მითვალთვალია, მაგრამ ახლა დავფიქრდი და მემგონი, სჯობს ვუთვალთვალო, სად დაწანწალებს.
- არ მინდოდა, შენც ჩემნაირი გამეხადე - გაეცინა. - ახლა, რა გავაკეთო, ხომ არ იცი?
- არ ვიცი ჯერ. მე და ლიზა ზოოპარკში ვსეირნობთ, საღამოს რომ შემომიარო და მოვიფიქროთ რამე? ხომ გესმის, ბავშვიანი ქალი ვარ, რესტორნებში ვეღარ დავდივარ ჩემს ნებაზე.
- კარგი, აღარ მოგაცდენ და საღამოს გამოგივლი.
- ისე, ქვეყანას თუ მიხედავ მოქალაქეების თვალთვალის მაგივრად, უკეთესი იქნება - დავაგვირგვინე საფირმო ფრაზით და ბავშვს შევხედე - მაპატიე ლიზა, გიორგიმ დამირეკა და ცოტახანს, უყურადღებოდ დაგტოვე.
- არაფერია. გიორგი უფრო მოგწონს თუ შაკო?
- რეებს მეკითხები. გიორგი ჩემი მეგობარია, შაკო კი არაა მეგობარი. ახლა არ ვიცი, შაკოს რა ჰქვია, მაგრამ ოდესღაც, ჩემი ქმარი იყო.
- ანუ შაკო გიყვარს - სერიოზული დასკვნა დამიდო. - მასზე უფრო მეტს ლაპარაკობ და ეჩხუბები. მე ერთხელ, ლუკა მიყვარდა და სულ ვურტყამდი.
- ერთმანეთს რომ ვურტყამდით, მაგიტო დავშორდით.
- თქვენც ურტყამდით? - გული გაუსკდა.
- არა, გადატანითი მნიშვნელობით ვთქვი. უბრალოდ, ცუდად ვიქცეოდით. რთული ასახსნელია, შეიძლება, სერიოზულს არაფერს აშავებდე, მაგრამ მაინც არ ვარგოდეს შენი საქციელი.
- გასაგებია. ისე, აქედან თუთიყუშებს ვერ წავიყვანთ?
- ვერა საყვარელო. სხვათაშორის, შაკოსთან ჩემი ძაღლი ცხოვრობს და ზოგჯერ, შემიძლია მოვიყვანო ხოლმე.
- მართლა?
- ჰო.
- სულ რომ მოიყვანო?
- არ შემიძლია, კანონით, შაკოს ეკუთვნის, მაგრამ გულით მე... მე უფრო ვუყვარვარ, შაკოს ფაჩუჩებში აფსამდა, ჩემსაში არა.
- მაგარია - ჩაიხითხითა და ენოტის გალიაში შეჰყო ხელი.
- გამოწიე! - სასწრაფოდ გამოვაწევინე - ენოტის ცოფიღა გვაკლია, ისედაც ცოფიანი მშობელი ჰყავს და ეგ იკმარე.
ბამბის ნაყინიც ვჭამეთ.
კი არ მინდოდა, ერთი დღისთვის ამდენი კალორია, მაგრამ ბავშვის ყოლა თურმე მსხვერპლს მოითხოვს. სანამ ძილის დრო მოვიდოდა, კითხვაში ვამეცადინე. „ძ“ და „ხ“-სთან ცუდად გვქონია საქმე და აღმოჩნდა, რომ დანარჩენი ასოები კი კარგად იცოდა, მაგრამ ერთად ვერ კითხულობდა გამართულად. მათემატიკაში უფრო გამართული იყო. შეიძლება ითქვას, მომავალი გენიოსიც მეზრდებოდა.
ზღაპარიც წავუკითხე ძილის წინ. ამ ბოლო დღეებს, მისი დაძინების შემდეგ, დიდხანს ვატარებდი ფხიზლად გიორგის ახალი დრამის გადამკიდე (რაც ძალიან მახალისებდა), მაგრამ მერე მთელი დღე, უძილობითა და შაკოთი გამოწვეულ ნევროზს ვებრძოდი.
გიორგი ისეთი ნერვებმოშლილი სახლით მოვიდა, ვერც კი ვიცანი, რომ წინათ ნანახი მხიარული, საყვარელი კაცი და ეს გაღიზიანებული მინისტრი, რომელიც ეს-ესაა, ვინმეს უკანონოდ დააკავებდა, ერთი და იმავე ადამიანი იყო. აი, რა შეუძლია გაუკეთოს ქალმა სათნო მამაკაცს.
- აღარ ვიცი, რა გავაკეთო - შემომჩივლა.
- რა აღარ იცი? ჯერ მხოლოდ ერთი ნაბიჯი ჩაგიფლავდა. შაკოს იცი რამდენი ჩაუფლავდა?
- ათასი?
- დიახაც.
- კარგი, სანამ მეათასემდე ავალ, რაღაც ეტაპები ხომ უნდა გავიარო? არც ვუყვარვარ, არც ვძულვარ, საერთოდ ვერ მიხსენებს. იქნება, მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს?
- რაღაც მეეჭვება. ის ხომ მასწავლებელია? ვინ აიყვანდა თუ სკლეროზი აქვს?
- აღარაა მასწავლებელი, გამოაგდეს - თქვა დაღვრემილმა და უკვე თავისით მიაკითხა კარადაში ვისკის, რომ დაელია.
- რატომ გამოაგდეს?
- მშობელს ეჩხუბა.
- რაზე? - სიცილს გაჭირვებით ვიკავებდი. ესეც შენი ლიდია! საწყალმა გიორგიმაც შეძლო და არანორმალური მოიწონა.
- ისედაც უთვალთვალებ, მანიაკივით იქცევი და ბარემ, ვითომ სადმე გადაეყარე შემთხვევით. გაესაუბრე, სასაუზმოდ დაპატიჟე, დროდადრო, მსუბუქი კომპლიმენტებიც შეაპარე, მაგალითად, ძალიან ლამაზი სახელი გაქვს, ღიმილი გიხდება და მსგავსი სისულელეები. ისე, როგორც დაახასიათე, ეჭვი მეპარება, შენ ეგ რამით გააღიმო, მაგრამ თუ დასცდა და აპრიხა ტუჩის კუთხეები, სასწრაფოდ კომპლიმენტი უთხარი. ეგრევე, მახეში გაბმულ თაგვს ვემსგავსებით და ვწითლდებით ხოლმე ქათინაურებზე. თუ ვერაფერმა გიშველა, თვალის ჭრილი შეუქე. ოღონდ, თავიდან არაფრით უთხრა, რომ ლამაზია. ასეთ რამეს, უბრალო გამვლელისგანაც მოისმენს, თუმცა ეს გამვლელი, არასოდეს გააჩერებს და ეტყვის, საოცარი ხმა გაქვთ ქალბატონოო. ამიტომ, კოზირები გამოიყენე.
- მთელს მსოფლიოში, ყველაზე მაგარი მასწავლებელი მყავს - ვერ მოითმინა და გადამეხვია. - მაგრამ მემგონი, ძალიან ამაყი და თავისებურია. მაგისი დათხოვნის ამბავი რომ გავიგე, ვიფიქრე, თავიდან ავაყვანინებ-თქო, დირექტორისთვის დავარეკინე ერთ-ერთ განათლების სამინისტროში მომუშავე ავტორიტეტს და იმ სკოლის დირექტორს შემოუთვლია, რომ ჩემს დარეკილს არ პასუხობს, სახლში მივაკითხე და ასე მითხრა, არ გიცნობო.
- გიო - ვთქვი ხმადაბლა.
- რა იყო?
- შეიძლება იატაკზე დავვარდე და ვიცინო?
- მიდი.
თანხმობა გამომცხადა თუ არა, მართლა მოვიკეცე სიცილისგან. ისე, მაგარი იღბალი იყო ჩემთვის გიორგის გაცნობა, ცხოვრების რთულ ეტაპებზე, ცხოველივით ხარხარს არ მაკლებდა.
- გიჟია, გაანებე თავი. კიდე ეგეთი შარი გინდა? მერე, ახალ ამბებში ილაპარაკებენ, რომ ავადმყოფი გიყვარს.
- შენც ავადმყოფი ხარ და ათას ჭორს გვიგონებენ, მაგრამ პირდაპირ ჯერ მაგისი თქმა არავის უკადრებია.
- მე უბრალოდ, ჭკუამხიარული ვარ, სულ ესაა. არ გეჩვენება, რომ ძალიან უცნაურად იქცევა ეგ შენი ლიდია? იქნებ მისი ჯანმრთელობის ისტორიისთვისაც გადაგეხედა? ბიოგრაფია კი აითვისე და ეგეც არ გაგიჭირდება.
- ჯანმრთელია. გადავხედე უკვე. ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ ამ საოცარი ქცევებით უფრო მიზიდავს. წარმოიდგინე, რა მაგარი გოგო იქნება, როცა გავიცნობთ ან როცა... რა ვიცი...
- როცა ერთად იქნებით?
- თუნდაც.
- ჯანდაბა ბიჭო, სულ სამჯერ გყავს ნანახი. რაის ერთად ყოფნა, გაგიჟდი?
- მემგონი გავგიჟდი.
- ასეთი რა გარეგნობა აქვს?
- მარტო გარეგნობაზე არაა. სპეციფიური ხასიათი, სასიამოვნო მეტყველება, ხმაც ძალიან მაგარი აქვს, აბრეშუმივით თმა და კიდევ, ყველაზე მეტად რა მხიბლავს იცი ადამიანებში?
- არ ვიცი.
- საუბრისას, თითქოს ჰიპნოზს რომ გიკეთებს. შეიძლება, შენ საერთოდ არ გელაპარაკება, მაგრამ მისი ყველა მოქმედება და სიტყვა გაბრუებს, ოღონდ ძალიან სასიამოვნოდ გაბრუებს, გადუნებს, გთენთავს.
- ენერგო ვამპირია?
- პირიქით. სიამოვნებისგან, სად წამოწვე, აღარ იცი.
- მოგიკვდი შენ - თავზე მოვეფერე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

დედის ამპლუაში ძაან მომწონს ელენა:დ მაინც თავისებურია.
ლიზა სისაყვარლე❤
შაკოზე ნევრები მეშლება, ხომ შეიძლება შერიგდნენ ვააჰ
პოტენციურად გამოდის რომ მინდა მალე დასრულდეს, მაგრამ იმდენად უჯიშო წყვილია რომ...
აი ჩემი ცოდვით სამოთხეს ახლოსაც ვერ გაუვლი, მოხვედრაზე ზედმეტია საუბარი:დ❤❤

 


№2  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი ალილუია შენს გამოჩენას რა
ყოველ დღე ვამოწმებდი ხომ არა და არ გამოჩნდი
ვაღიარებ მომენატრა ეს ისტორია
******
აი როგორ შევცდი გიორგიში რა
მე ეგ დასტოინი კაცი მეგონა და ელენასი არ ვიცი მაგრამ მე კი ვიხოხე იატაკზე...
იმდენი მაცინა დემუსი მიმიქარავს რა
ყველაზე ცანცარა რომ მეგონა ...აი ბოდიშს ვუხდი რა...

არა მაჭანკლობაში უნაკლოა რა ...
შაკოს თურმე როგორ ყვარებია
არადა მეურვეობაზე პრეტენზიაც არ გამოუთქვამს...
შეაჩეჩა ქალს ორი ბავში და თვითონ მისი ბავშვი დაიტოვა
"ნატალი" და ჯიშ-ჯილაგი ამოგიწყდა შენ ვაჰ...

ყველაფერში უკუღმართი და გიჟი წყვილი როგორ არიან...
ქალი რომ გამოგიგზავნის ყვავილებს თან რა ქალი, რა ჩასაყლაპი კაცი ხარ თუ უფიქრდები შენ კაი ადამიანო...

ეს კიდე რაებს ეუბნება...
გენაცვალე პატარა ლიზიკო
ენამოსწრებული ბავშვია
მიყვარს ნე ეგეთი ბავშვები

არ უნდოდა თურმე ბიჭს ასე ეთქვა
მერე შენ რომ შაკო ხარ ჯერ დაფიქრდი და მერე თქვი რა რასაც ამბობ...

აი ლიდია...
აი ქალი პრინციპულია რა ...აი როგორიც გიორგის დააკვდებოდა აი ნამდვილად ასეთია
უბრალოდ ამათთან ყვავილების საქმე ცოტა რთულად დამთავრდა

ნუ ახლა ადვიალდ არც იმათ გადაუტანიათ...

აი მიხარიხარ რა...

იმედია შემდეგს მალე დადებს ❤

 


№3  offline წევრი aavvbb

შაკოოო მიყვარსს❤️❤️❤️ და ეს ისტორიაც ძალიან მიყვარს მაგრამ შაკო უფროოოოოო :D ასე აღარ დააგვიანო გთხოვ ((((

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
დედის ამპლუაში ძაან მომწონს ელენა:დ მაინც თავისებურია.
ლიზა სისაყვარლე❤
შაკოზე ნევრები მეშლება, ხომ შეიძლება შერიგდნენ ვააჰ
პოტენციურად გამოდის რომ მინდა მალე დასრულდეს, მაგრამ იმდენად უჯიშო წყვილია რომ...
აი ჩემი ცოდვით სამოთხეს ახლოსაც ვერ გაუვლი, მოხვედრაზე ზედმეტია საუბარი:დ❤❤

ცოტა ჩემი სულის კეთილდღეობაზეც იფიქრე, რა საქციელია კაცო ეს? :დდდ

meocnebe avadmyopi
აი ალილუია შენს გამოჩენას რა
ყოველ დღე ვამოწმებდი ხომ არა და არ გამოჩნდი
ვაღიარებ მომენატრა ეს ისტორია
******
აი როგორ შევცდი გიორგიში რა
მე ეგ დასტოინი კაცი მეგონა და ელენასი არ ვიცი მაგრამ მე კი ვიხოხე იატაკზე...
იმდენი მაცინა დემუსი მიმიქარავს რა
ყველაზე ცანცარა რომ მეგონა ...აი ბოდიშს ვუხდი რა...

არა მაჭანკლობაში უნაკლოა რა ...
შაკოს თურმე როგორ ყვარებია
არადა მეურვეობაზე პრეტენზიაც არ გამოუთქვამს...
შეაჩეჩა ქალს ორი ბავში და თვითონ მისი ბავშვი დაიტოვა
"ნატალი" და ჯიშ-ჯილაგი ამოგიწყდა შენ ვაჰ...

ყველაფერში უკუღმართი და გიჟი წყვილი როგორ არიან...
ქალი რომ გამოგიგზავნის ყვავილებს თან რა ქალი, რა ჩასაყლაპი კაცი ხარ თუ უფიქრდები შენ კაი ადამიანო...

ეს კიდე რაებს ეუბნება...
გენაცვალე პატარა ლიზიკო
ენამოსწრებული ბავშვია
მიყვარს ნე ეგეთი ბავშვები

არ უნდოდა თურმე ბიჭს ასე ეთქვა
მერე შენ რომ შაკო ხარ ჯერ დაფიქრდი და მერე თქვი რა რასაც ამბობ...

აი ლიდია...
აი ქალი პრინციპულია რა ...აი როგორიც გიორგის დააკვდებოდა აი ნამდვილად ასეთია
უბრალოდ ამათთან ყვავილების საქმე ცოტა რთულად დამთავრდა

ნუ ახლა ადვიალდ არც იმათ გადაუტანიათ...

აი მიხარიხარ რა...

იმედია შემდეგს მალე დადებს ❤

მე შენ გამიხარდი სასტიკად.
იცი როგო ვკითხულობდი შენს კომენტარს? დაძაბულ ფილმს რომ უყურებ და რა მოხდება, რომ არ იცი, ზუსტად ეგეთი მოლოდინით. ოღონდ, დაძაბული ფილმისგან განსხვავებით, ეს საოცრად სასიხარულო და ტკბილი იყო <3
მიყვარხარ!

aavvbb
შაკოოო მიყვარსს❤️❤️❤️ და ეს ისტორიაც ძალიან მიყვარს მაგრამ შაკო უფროოოოოო :D ასე აღარ დააგვიანო გთხოვ ((((

გპატიობ, რომ ისტორიაზე მეტად, შაკო გიყვარს :დდ
მეც ძალიან მიყვარს შაკო, ნეტაი ნამდვილი იყოს, ხო გავიგდებდი sob

 


№5  offline წევრი Taattu

ძალიან კარგია მართლა
ერთად წავიკითხე 9ვე თავი და სასწაული გოგო ხარ heart_eyes
ამ თავში დამაკლდა ცოტა ელენა და შაკო მაგრამ ისეთი მაგრები არიან, საოცარ წყვილს ქმნიან
დემუუ უსაყვარლესი heart_eyes heart_eyes
გელოდები
წარმატებები შენ heart_eyes heart_eyes

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Taattu
ძალიან კარგია მართლა
ერთად წავიკითხე 9ვე თავი და სასწაული გოგო ხარ heart_eyes
ამ თავში დამაკლდა ცოტა ელენა და შაკო მაგრამ ისეთი მაგრები არიან, საოცარ წყვილს ქმნიან
დემუუ უსაყვარლესი heart_eyes heart_eyes
გელოდები
წარმატებები შენ heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობა <3
მალე დაგიბრუნდები საყვარელო ახალი თავით <3

 


№7  offline მოდერი მარია.

უნამუსო ხარ!(ნაწყენი სმაილი)
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარია.
უნამუსო ხარ!(ნაწყენი სმაილი)

ვიცი რომ გიყვარვარ <3

 


№9 სტუმარი ანოოოო

მგონი უფრო მეტი გიორგი და ლიდია მინდა თან სასწრაფოდ... ძალიან მაგარი ქალია :დ ბევრი ვიცინე :დ...
აუ ნუ აგვიანებ ხოლმე რა მალე დადეეე

 


№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ანოოოო
მგონი უფრო მეტი გიორგი და ლიდია მინდა თან სასწრაფოდ... ძალიან მაგარი ქალია :დ ბევრი ვიცინე :დ...
აუ ნუ აგვიანებ ხოლმე რა მალე დადეეე

ვეცდები, აღარ დავაგვიანო. თუ კარგი გოგო გამოვდექი, გიორგიზე და ლიდიაზე ცალკე დავწერ :დდ

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მომენატრეეეთ :’( და როგორ გამიხარდი ♥️

ჰო რაც შეეხება აქ რახდება ?! გიორგიზე რომ ვგიჟდები გითხარი უკვე ? ეს როგორი გიჟი და საყვარელი კაცუნა გყოლია ♥️♥️♥️
ელენას და გიოს მეგობრობაზე აღარაფერს ვიტყვი ისეთი კარგები არიან და ისე მესაყვარლებიან ♥️♥️♥️

ჰო შაკუნკულას ყვავილები კაიიყო:დდ ვინ მოიფიქრებდა მაგას ელენა თუ არა :დდ არა რა მაგათ არ ეშველებათ! ორივე შევერტყილია და ორივე როგორ მომწონს ♥️

აუ აი იცი რაზე დავფიქრდი რატომ ჰგვანან ასე ლიზიკო და შაკუნა ერთმანეთს ჰა?? რაღაცა ხოარხდება რავიცი აი მაინც რაღაცა:დდდ აიაი რაღაცა რა :დდ
ჰოოკაი:დდ

აი ამ ისტორიაში ყველა პერსონაჟი ძალიან მომწონს და რაგავაკეთო ჩემი გიჟი ქალიც როგორი საყვარელი დედიკო გამხდარა ვგიჟდები უკვე ♥️♥️♥️ აუ ძაან მესაყვარლებიან კი მაბრაზებენ ხოლმე მაგრამ არაუშავს მოევლებათ ♥️♥️♥️

ჰოდა რას ვამბობდი მომენატრე თქო ანუ მაგას იმ უიშვიათეს შემთვევაში ვამბობ როცა მართლა ვგრძნობ რაღაც დანაკლიის და დაგვიანებას მარა ისეთი რაღაცა მოხდაო და მესმის შენი ხმასარ ვიღებ ♥️♥️♥️ ხოიცი როგორ ვაფრენ შენზე ?! ჰოდა იცოდე ! და წავედი ! ა ჰო ამ დილაადრიან ამის წაკითხვას და დილის ასე გემრიელად დაწყებას არაფერი ჯობდა ♥️♥️♥️ ჩაო ♥️

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
მომენატრეეეთ :’( და როგორ გამიხარდი ♥️

ჰო რაც შეეხება აქ რახდება ?! გიორგიზე რომ ვგიჟდები გითხარი უკვე ? ეს როგორი გიჟი და საყვარელი კაცუნა გყოლია ♥️♥️♥️
ელენას და გიოს მეგობრობაზე აღარაფერს ვიტყვი ისეთი კარგები არიან და ისე მესაყვარლებიან ♥️♥️♥️

ჰო შაკუნკულას ყვავილები კაიიყო:დდ ვინ მოიფიქრებდა მაგას ელენა თუ არა :დდ არა რა მაგათ არ ეშველებათ! ორივე შევერტყილია და ორივე როგორ მომწონს ♥️

აუ აი იცი რაზე დავფიქრდი რატომ ჰგვანან ასე ლიზიკო და შაკუნა ერთმანეთს ჰა?? რაღაცა ხოარხდება რავიცი აი მაინც რაღაცა:დდდ აიაი რაღაცა რა :დდ
ჰოოკაი:დდ

აი ამ ისტორიაში ყველა პერსონაჟი ძალიან მომწონს და რაგავაკეთო ჩემი გიჟი ქალიც როგორი საყვარელი დედიკო გამხდარა ვგიჟდები უკვე ♥️♥️♥️ აუ ძაან მესაყვარლებიან კი მაბრაზებენ ხოლმე მაგრამ არაუშავს მოევლებათ ♥️♥️♥️

ჰოდა რას ვამბობდი მომენატრე თქო ანუ მაგას იმ უიშვიათეს შემთვევაში ვამბობ როცა მართლა ვგრძნობ რაღაც დანაკლიის და დაგვიანებას მარა ისეთი რაღაცა მოხდაო და მესმის შენი ხმასარ ვიღებ ♥️♥️♥️ ხოიცი როგორ ვაფრენ შენზე ?! ჰოდა იცოდე ! და წავედი ! ა ჰო ამ დილაადრიან ამის წაკითხვას და დილის ასე გემრიელად დაწყებას არაფერი ჯობდა ♥️♥️♥️ ჩაო ♥️

შენ რა გითხარი გოგო. მე როგორი დილა გამითენდა ამის წაკითხვისას იცი? უსაყვარლესი და უკარგედი ხარ, რა გავაკეთო აღარ ვიცი უკვე. ორიგინალური მადლობის გადახდის გზებს ვეძებ რომ გიხადო და გიხადო <3

 


№13  offline წევრი კეროლაინი

ძალიან მომწოოოოონს❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№14 სტუმარი life is good

გავიხედე,გამოვიხედე და მე არ დამიწერია თურმე კომენტარი.გამომრჩაა?! მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე...ეს შაკო მიმყავს სახლში.იყოს მერე ეგ შენი ელენიკო მარტო.ვოტ !:დ :დ :დ

 


№15  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

კეროლაინი
ძალიან მომწოოოოონს❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

ძალიან მიარია რომ მოგწონს <3

life is good
გავიხედე,გამოვიხედე და მე არ დამიწერია თურმე კომენტარი.გამომრჩაა?! მოკლედ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე...ეს შაკო მიმყავს სახლში.იყოს მერე ეგ შენი ელენიკო მარტო.ვოტ !:დ :დ :დ

ყველას გვინდა გენაცვალე შაკოს სახლში წაყვანა, მაგრამ რა ვქნათ რაა?

 


№16 სტუმარი სტუმარი Nat

დღეს აღაარ :(

 


№17 სტუმარი სტუმარი ანო

როდის დადებ?

 


№18 სტუმარი სოთამა

ამჟამად აქტიურ, ჩემ ყველაზე საყვარელ ავტორებს შორის ხარ, სულ ოთხნი ხართ: მარიამი, ალისა, ფეფო და შენ და შენ ხარ სწორედ ის, რომელიც ყველაზე მეტად მაბრაზეეეებს! ყველაზე პატარა თავებით და დიდი შუალედებიიით!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent