შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი დინება {5}

24-01-2019, 15:47
ავტორი სალანდერი
ნანახია 919

სისხლიანი დინება {5}

დილით ადრე შევიდა ნია, უმცროსი ძმის ოთახში. რამდენიმე წუთი აკვირდებოდა მძინარე ნიკოს, რომელსაც მოკლე ჩალისფერი თმა უწესრიგოდ გასჩეჩოდა, ცხვირი ბალიშში ჩაერგო და მშვიდად სუნთქავდა.
- ნიკუშა. - მამაკაცის ყურთან დაიჩურჩულა და ცხვირზე აკოცა.
- ჰო! - ისე სწრაფად წამოიწია, თითქოს რაღაც საშინელი ამბავი შეატყობინეს.
- ნიკო კარგად ხარ? - ძმის რეაქციამ შეაცბუნა გოგო.
- ჰო, მე კი. რა მოხდა ნიაკო?
- არაფერი, დღეს უნივერსიტეტში მივდივარ და რომ მითხარი გამოგყვებიო, გაგაღვიძე.
- ჰო. - თვალები მოისრისა. - შენი ძმა სახლშია?
- არა, დათა ადრე წავიდა სამსახურში.
- ჰოდა მშვენიერი. - ფეხზე წამოდგა და შორტისამარა გავიდა ძმის ოთახში, მამაკაცის კარადის კარი გამოაღო ლამაზად ჩამოკიდებულ პერანგებსა და შარვალ-კოსტუმებს გადაავლო თვალი.
- ნიკო, დათა მოგკლავს. - კარში ატუზულიყო ნია.
- ეგრე კიდევ ერთი წყვილი შარვალ-კოსტუმის დათმობა მოუწევს.
- სერიოზულად აპირებ ამის ჩაცმას? - ძმას გვერდით ამოუდგა და ხელკავი გამოსდო.
- მხოლოდ პიჯაკს და პერანგს ვითხოვებ. - უდარდელად დაავლო ხელი ერთ-ერთ საკიდს, პერანგი და პიჯაკი ჩამოხსნა და თავისი ოთახისკენ გაემართა. ნახევარ საათში მზად იყო ნიკო, თუმცა ნიამ საკმაოდ დიდხანს ალოდინა.
- ნიკოლოზ მზად ვარ. - მამაკაცის წინ აისვეტა და დივანზე მთვლემარე არაბულმაც სწრაფად დააჭყიტა თვალი.
- რა ლამაზი ხარ ნიაკო. - ფეხზე წამოდგა და რამდენჯერმე დაატრიალა გოგონა.
- შენ კიდევ რა სიმპათიური ხარ და ძალიან გიხდება პიჯაკი.
- წავედით?
- წავედით. - ხელკავი გამოსდო ძმას. ახალგაზრდები მანქანაში ჩასხდნენ, რომელიც დათას დღესაც მათთვის დაეტოვებინა. უნივერსიტეტის ჭიშკართან ახლოს გააჩერა ნიკომ მანქანა. პირველი თვითონ გადმოვიდა და ნიაკოს კარი გაუღო.
- ახლა ვიტირებ. - როგორც კი ძმას გაუსწორდა, გამაფრთხილებლად გაიჟღერა მისმა ხმამ.
- რატომ პატარავ?
- შენ რომ მომიყვანე. - დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი.
- რა თქმა უნდა არ იტირებ. - გოგოს სახე ხელებში მოიქცია და ნაზად აკოცა შუბლზე. - ლექციები რომელზე გიმთავრდება?
- სახლში ტაქსით მოვალ ნიკო, ნუღარ გამომივლი. - ლოყაზე აკოცა ძმას და ეზოში შეაბიჯა. ნიკო მანქანას დაეყრდნო და შენობისკენ მიმავალ დას, მანამ უყურებდა, სანამ თვალს არ მიეფარა გოგო. შემდეგ ერთი ღრმად ამოიოხრა, მანქანაში ჩაჯდა და ძრავი აამუშავა. დაახლოებით ოც წუთში უკვე სახლში იყო, მისაღებში შევიდა თუ არა სამზარეულოდან ხმაური მოესმა და მაშინვე იქეთ გაემართა.
- გამარჯობა. - ოთახში მოფუსფუსე ჭაღარა ქალს ომახიანად მიესალმა.
- გაგიმარჯოს. - ბიჭის დანახვამ აშკარად დააბნია ქალი.
- სახლი შემეშალა? - გაღიმებული მისჩერებოდა ნიკო.
- მე, ნაილი ვარ, ქალბატონი ქეთას მომვლელი.
- მე ნიკა ვარ. - ხელი გაუწოდა ქალს.
- ბატონი დათას უმცროსი ძმა. - სწრაფად გაიხსენა ქალმა და გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება. - მე ნიაკოს უფროსი ძმა მირჩევნია, მაგრამ თეორიულად თქვენც მართალი ხართ.
- საუზმეს მიირთმევთ ბატონო ნიკა?
- საუზმეს არ მიირთმევს ბატონი ნიკა, მაგრამ ნიკო შეჭამს, კვერცხს თუ შეუწვავთ.
- ახლავე მოგიმზადებთ და შემდეგ დედათქვენს ვაჭმევ.
- მოდი დედას მე ვაჭმევ, თქვენ კი კვერცხი შემიწვით და თქვენობით აღარ მომმართოთ. შევთანხმდით?
- თუ ასეა ფორმალობა ორივე მხარემ მოვაშოროთ. - ხელი გაუწოდა მამაკაცს და ნიკომაც შეთანხმების ნიშნად ღიმილით ჩამოართვა ხელი. ლანგარი მაგიდიდან აიღო და კიბეები აიარა. ფრთხილად შეაღო ქეთას ოთახის კარი და ეტლში მჯდომ დედას მიუახლოვდა. შუბლზე აკოცა ქალს, მის წინ სავარძელში ჩაჯდა და ლანგარი მუხლებზე დაიდო.

***
კარზე კაკუნი გაისმა და კარის გასაღებად ნაილი გაემართა.
- ქალბატონო რუსა. - მხიარულად გადაკოცნა და სახლში შემოატარა ახალგაზრდა ქალი.
- როგორ ხარ ნაილიკო? სახლში არავინაა? - ტკბილეული მაგიდაზე დააწყო და დივანზე დაჯდა.
- არამიშავს, თქვენ როგორ ბრძანდებით? სახლში მხოლოდ ბატონი ნიკოა.
- მეც არამიშავს, ოო ნიკო მშვენიერია, მინდოდა მისი გაცნობა, ნიაკო სად არის?
- უნივერსიტეტში.
- კარგი, ქეთას ვნახავ და მერე ნიკოსაც გავიცნობ.
- ისიც ქალბატონი ქეთას ოთახშია.
- მით უკეთესი. - სწრაფად წამოდგა ფეხზე, კიბეები აიარა და კარზე ფრთხილად მიაკაკუნა.
- მობრძანდით. - მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა და რუსამაც მოურიდებლად შეაბიჯა ოთახში.
- გამარჯობა ნიკო. - მამაკაცს მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა.
- გაგიმარჯოს.
- რუსა, მე რუსა ვარ!
- ჩემი ძმის შეყვარებული. მოდი დაჯექი. - ღიმილით ანიშნა გვერდით სავარძლისკენ მამაკაცმა.
- ძალიან ჰგავს შენი და შენი ძმის ხმა ერთმანეთს, რომ გამომეპასუხე სანამ შემოვედი დათა მეგონე.
- ჰო, ნიაკოც ამას ამბობს.
- როგორ არის? - თვალით დედისკენ ანიშნა ქალმა.
- ისევ ისე.
- შენ როგორ ხარ?
- რა ვიცი, მშვენივრად, ეს შენ მითხარი ჩემ ძმას როგორ უძლებ. - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან არაბულს.
- დაახლოებით ისე როგორც შენ გაგიძლებს შენზე ყურებამდე შეყვარებული ქალი.
- თუ ასეთს ვიპოვი.
- ყველა პოულობს ნიკო, მთავარია დროულად მიხვდე რომ ეს ის არის და არ დაკარგო.
- საინტერესო რჩევაა.
- კიდევ ბევრი საინტერესო რჩევის მოცემა შემიძლია. - ეშმაკურად გაიღიმა ქალმა.
- მომწონს თავდაჯერებული ქალები.
- როგორც ჩანს შენ და შენს ძმას მხოლოდ ხმა კი არა გემოვნებაც ერთნაირი გაქვთ.
- სინამდვილეში მე და დათა საერთოდ არ ვგავართ.
- კარგი, ჯერ არ გეკამათები.
- ჯერ?
- ჰო, ცოტა დამაცადე, გაგიცნო და გაგიშინაურდე.
- ცოტა რამდენია?
- ზუსტად იმდენი, რამდენიც შენი თვალების შესასწავლად მჭირდება.
- საუზმეზე დამეწვევი? - თემა შეცვალა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა.
- ქეთა ჭამას მორჩა? - ქალს თმაზე ჩამოატარა ხელი.
- კი.
- საჭმლის მომზადება იცი ნიკო?
- ისეთ "არაფერს" ვამზადებ, თითებს ჩაიკვნეტ. - ღიმილით გაემართა კარისკენ.
- აბა ვნახოთ დათას მომზადებულ არაფერს თუ აჯობებს. - მამაკაცს აედევნა უკან და ფრთხილდ გაიხურა ოთახის კარი. პირველ სართულზე რომ ჩავიდნენ პირდაპირ მაგიდას მიუსხდნენ, საუზმე უკვე გაემზადებინა ნაილის.
- შენც მოდი.
- მე უკვე ვისაუზმე ნიკო, თუ არ გჭირდებით დედათქვენთან ავალ. - მამაკაცმა მხოლოდ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ნაილიმაც მარტო დატოვა ახალგაზრდები.
- რას საქმიანობ რუსა?
- ისტორიკოსი ვარ. - ჯერ კიდევ ჭამაში გართულ ნიკოს ყურადღებით დააკვირდა.
- ამიტომ მოგეწონა ეს ისტორიული კაცი და სამუზეუმე ექსპონავტი ჩემი ძმა?
- სარკაზმის ხელოვნებას მშვენივრად ფლობ ნიკო.
- კომპლიმენტად მივიღო?
- ამ ხელოვნების ფლობას, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ გიხდება.
- და მიხდება?
- დათას ტანსაცმელივით. - თვალით პიჯაკისკენ ანიშნა.
- ჯანდაბა, რა დაკვირვებული ხარ. - მხიარული სიცილით გააქნია თავი. - დავლიოთ?
- რატომაც არა.
- რას დალევ?
- რას შემომთავაზებ?
- ჩაის, კაკაოს, მანგოს წვენს.
- რამე უფრო მაგარი?
- ყავა უშაქროდ.
- კარგი ნიკო, გნებდები. - ფართოდ გაეღიმა ქალს.
- მაშინ ვისკი იყოს.- ქარვისფერი სითხე ჭიქებში ჩაასხა ნიკამ.
- არაბულებს გაგიმარჯოთ. - პირველი სადღეგრძელო შესთავაზა ქალმა და ნიკომაც ჭიქა მიუჭახუნა.
- შენ რას საქმიანობ? მგონი სერფერი ხარ ჰო?
- კი.
- ძალიან საინტერესოა, მეც ძალიან მიყვარს წყალი, ზღვა, წარმომიდგენია როგორი გრძნობაა ზღვასთან ჭიდილი.
- ხომ ვამბობ მომწონხარ მეთქი. - ქალის აღტაცებამ მეტისმეტად მოხიბლა ნიკო.
- აბა სად არის საუკეთესო ადგილი სერფერებისთვის?
- ოო, საკმაოდ ბევრი წერტილია, თუმცა მე ჩრდილოეთ ამერიკას, კალიფორნიას, ავსტრალიას და რა თქმა უნდა ჰავაის გამოვარჩევდი.
- იცოდე სერფინგის დაფაზე დგომას მასწავლი. - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი.
- სიამოვნებით. - ღიმილით დაეთანხმა და კიდევ ერთხელ მოსვა ჯადოსნური სასმელი.

***
სასმელს წრუპავდნენ ახალგაზრდები, საუბრობდნენ და ოჯახის დანარჩენი წევრების მოსვლას ელოდნენ. მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს. რუსა მშვიდი და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა, ნიკო კი მშვენიერი მსმენელი. მარტივად შეეწყვნენ და გაუცხოვებაც თითქმის აღარ იგრძნობოდა მათ შორის, ნიაკო რომ მოვიდა სახლში. ცოტა ხანში კი დათაც უკან მოჰყვა დას. გოგონებმა სუფრა გაშალეს დათამ თავი მოიწესრიგა და მაგიდას მისუხდნენ. ახალგაზრდები უკვე კარგად შეზარხოშებულიყვნენ კიდევ ერთხელ რომ გაისმა კარზე ზარის ხმა და ნიაკომ მია შემოიყვანა სახლში. გოგონა დამხვდურებს მიესალმა და ნიკოს გვერდით ცარიელ სკამზე მოუხდა დაჯდომა.
- გამუდმებით ჩემკენ მოგიწევს გული. - ხმადაბლა დაუსისინა ბიჭმა.
- სხვა ადგილი არ იყო იდიოტო.
- შეგეძლო ნიასთვის გაგეცვალა მაგრამ კრინტიც არ დაგიძრავს.
- ბოლოს და ბოლოს მიხვდი, რომ აქ შენ გამო არ ვარ! - ხმას ოდნავ აუწია მიამ.
- რა თქმა უნდა, აქ ჩემ გამო ხარ. - საუბარში ჩაერთო დათა და ცინიკურად გაიღიმა.
- ის მე დავპატიჟე. - ძმას საუბარი გაწყვეტინა ნიამ.
- შენ დაპატიჟე, იმიტომ რომ ბავშვი ხარ, რომელიც ვერ ხვდება რა უნდა ჩვენი ოჯახისგან ამ ქალბატონს.
- დათა გეყოფა. - მხარზე დაადო ხელი რუსამ.
- ნია როგორ გაიცანი მია? - როგორც ჩანს კარგად შეზარხოშებული დათა სულაც არ აპირებდა გაჩერებას.
- მიას და ნიაკოს მე გავაცანი ერთმანეთი. - ძმის ყურადღება ნიკოს საუბარმა მიიქცია ამჯერად.
- ეჭვიც არ მეპარებოდა, ვინ შეიძლება პრობლემა შექმნას შენ გარდა?
- სინამდვილეში ერთადერთი ვინც პრობლემებს ქმნის შენ ხარ დათა, შენი წარმოდგენა რომ არა იმის შესახებ, თუ როგორ ბრუნავს დედამიწა შენი და შენი პრინციპების გარშემო, ახლა აქ დაძაბულობის მაგივრად მხიარულება იქნებოდა.
- მე ვქმნი პრობლემებს? რაზე მუშაობ ნიკო? რატომ შემოიყვანე ეს ჟურნალისტი აქ?
- როგორც ყოველთვის შეთქმულების თეორიები ისე გელანდება, არაფერს არკვევ. - ოდნავ გაეღიმა ნიკოს და სასმელი მოსვა.
- ბიჭებო გეყოფათ. - საუბარში ჩაერთო ნია.
- არა არ გვეყოფა ნიაკო, ნიკოლოზს უნდა მწყობრიდან გამომიყვანოს, ამით მის მეგობარ ჟურნალისტს საინტერესო მასალას მიაწვდის, თუ როგორი ამაზრზენი და ოჯახზე მოძალადე კაცია დათა არაბული, თვითონ კი იმით კმაყოფილი რომ ყველაფერი არია, რომელიმე უცხო ქვეყანაში გადაიხვეწება.
- დათა ნასვამი ხარ, ჯობია აქვე დაასრულო.
- მე ვარ ნასვამი? იცი ბოლოს როდის დავლიე? ძალიან ბევრი წლის წინ, იმიტომ რომ მე ოჯახი მქონდა მისახედი, ოჯახი რომელიც სწორედ შენი წყალობით დარჩა ჩემ იმედად.
- ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის დათა. - ნერვიულობა დაეტყო მამაკაცს.
- არასდროს იქნება ამაზე საუბრის დრო. რატომ არ არის? ხომ გინდოდა საინტერესო მასალა გაგეტნია ამ არამკითხესთვის? მოდი მოვუყვეთ სიმართლე, არა კი არ მოვუყვეთ, მოდი მე მოვუყვები.
- რომელ სიმართლეს მოუყვები დათა? რომელიც თვითონაც არ იცი?
- რა მოხდა ნიკო? შენ შენებური სიმართლე გაქვს რომლთაც ხალხს აბოლებ?
- დათა, მგონი ჯობია წავიდეთ. - მამაკაცს მხარზე მზრუნველად დაადო ხელი და ფეხზე წამოდგა.
- არავინ არსად წავა რუსა. დროა ნიაკომაც მოისმინოს სიმართლე და ამანაც - თვალით ჟურნალისტისკენ ანიშნა. - გაიტანოს გარეთ რისი გავლა მოუხდა დათა არაბულს.
- გეყოფა უკვე, შენ ვერავითარ სიმართლეს ვერ მოყვები, რადგან თვითონაც არ გაქვს წარმოდგენა მასზე. - ფეხზე წამოდგა ნიკო და მაგიდას მაგრად დაარტყა მუშტი.
- ვერ მოვყვები? მაგასაც ვნახავთ თუ ვერ მოვყვები, დროა ნიამ გაიგოს როგორი საამაყო ძმა ჰყავს.
- ჰო? საამაყო ძმებზე თუ მიდგება საქმე ასეთი მხოლოდ შენ ხარ ჩვენს სახლში. ერთი ძმა სასიკვდილოდ გაიმეტე, მეორე ვაფშე ცოცხლად დამარხე. - ხმამაღლა იყვირა ნიკომ და არც განძრეულა ისე მიიღო დათას მოქნეული მუშტი სახეში. გახეთქილ ტუჩზე გადაიტარა თითები და თავისივე მოქმედებით სახტად დარჩენილ ძმას შეავლო მზერა.
- მხოლოდ მის გამო არ მიიღებ, ახლა ამის პასუხს. - თვალით აცრემლებული ნიასკენ ანიშნა, სკამი უხეშად მოისროლა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი.
- ნიკო. - ნიას ცრემლნარევი ხმა გაისმა.
- მე გავყვები არ იდარდო. - ფეხზე წამოდგა მია და წინ მიმავალ მამაკაცს დაედევნა.
- აღარ დამენახო დათა. - თავის სკამს მიჰკრა ხელი და ქეთას ოთახისკენ დაიძრა.
- რა ჩავიდინე. - თავზე შემოიწყო ხელები და ნერვიულად გახედა უკვე ფეხზე მდგომ რუსას.
- საშინლად მოიქეცი დათა.
- მასაც ეს უნდა, უნდა რომ ნიაკოს ჩემი თავი შეაძულოს, მაინც გამომიყვანა წყობიდან.
- მორჩი ნიკოსთვის დაბრალებას და დამშვიდდი. - სკამზე დააჯინა მამაკაცი და თავზე მოეფერა.
- ნიაკოს ახედე რა. - თხოვნით მიმართა და თავი ჩაქინდრა. რუსამ უსიტყვოდ აიარა კიბე, კარი შეაღო და ქეთას საწოლთან მჯდომ ნიას მიუახლოვდა.
- რა გააკეთა რუსა, როგორ დაარტყა. - ხმამაღლა ქვითინებდა გოგო.
- დამშვიდდი ნიაკო, მოგვარდებიან, ძმების ურთიერთობა ყოველთვის უფრო რთულია ვიდრე და-ძმის, მათ საერთო წარსული და ტკივილი აქვთ. - ახალგაზრდა ქალთან ჩაიმუხლა და მაგრად ჩაიხუტა.
- რატომ ილაპარაკა ასე დათამ, რა დააშავა ნიკომ ასეთი რომ ვერ პატიობს?
- არაფერი ნიაკო, შენ ძმებს არაფერი დაუშავებიათ.
- არა, დათა გარკვევით ამბობდა რომ ნიკომ დააშავა. ახლავე უნდა დაველაპარაკო ორივეს. - ხელის გულებით შეიმშრალა ცრემლები.
- ბიჭები ნასვამები არიან ნიაკო.
- ფხიზლები არასოდეს იღებენ ხმას. - რუსას სხეულს მოშორდა, ფეხზე წამოდგა, ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა და კიბეები ჩაირბინა.
- ნიკო ვერსად ვიპოვე. - აქოშინებული მია ისეთი სისწრაფით შემოვარდა სახლში ლამის კიბეზე ჩამომავალ ნიას დაეჯახა.
- დათაც წასულა. - ოთახს თვალი უიმედოდ მოავლო ნიამ და იქვე სავარძელში ჩაეშვა.

***
ნომრის ტრაფარეტ მოხსნილ, მოტოციკლზე იჯდა მამაკაცი და მთელი სისწრაფით მიქროდა ქვიტირის ტრასაზე. შავი შარვალი და ამავე ფერის ტყავის ქურთუკი ეცვა, ხელზე შავი ხელთმანი მოერგო. ქალაქს კარგა გვარიანად გასცდა და მარჯვენა მხარეს გადაუხვია, იქვე ჩასახვევთან ბუჩქებში გააჩერა მოტოციკლი, ჯიბიდან ფურცელზე დაწერილი მისამართი ამოიღო ყურადღებით გადაიკითხა და ფეხით განაგრძო გზა. ჩასახვევის სიღრმეში განცალკევებით მდგომ ორ სართულიან სახლს გაუსწორდა და ყურადღებით შეათვალიერა ჯერ შავი ალაყაფის ჭიშკარი, შემდეგ ეზოც დიდი ყურადღებით მოათვალიერა. შარვალში გაჩრილ პისტოლეტს მაყუჩი მოარგო და სახლის უკან მაღალ ღობეზე მოხერხებულად გადაძვრა. ფრთხილად მოძრაობდა, გაუმართლა რადგან მთელ ეზოში ქვის ფილები დაეგოთ და ნაკვალევის დატოვების შანსს ამცირებდა. სახლი ყურადღებით დაზვერა, მთავარ კარს მიუახლოვდა, ჯიბიდან ქინძისთავი ამოიღო და საკეტს დაუწყო წვალება. რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ კარიც შეიღო. ფეხაკრეფით შეიპარა სახლში, მისაღები ოთახი გაიარა და საძინებელში შეიჭყიტა. საწოლი აშკარად ცარიელი იყო, ამიტომ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ამჯერად მეორე საძინებელში შეჰყო თავი. მძინარე ასაკოვანი მამაკაცის სხეულს მიუახლოვდა და ზიზღით დახედა. ქვემოთ დავარდნილი თეთრი ბალიში აიღო და მძინარეს დააფარა. მამაკაცმა თითქმის მაშინვე დაიწყო ფართხალი. წინააღმდეგობის მიუხედავად ბალიში მჭიდროდ მიაკრო პირზე, მაყუჩიანი იარაღი ბალიშს მიაბჯინა და გაისროლა. მოძრაობა მაშინვე შეწყვიტა სხეულმა. მკვლელმა ღრმად ამოისუნთქა, იარაღი შარვალში დააბრუნა და თევზის ფიგურა ამოიღო ჯიბიდან. მსხვერპლის ხელი მოძებნა, ხელის გულში ჩაუდო სათამაშო და მუშტი შეაკვრევინა. შემდეგ ნელი ნაბიჯით დატოვა სახლი, ღობეზე გადმოძვრა და სირბილით გაემართა იმ ადგილისკენ სადაც მოტოციკლი ეგულებოდა. მოხერხებულად მოაჯდა და ძრავი აამუშავა. ელვის სისწრაფით მიჰქროდა მოტოციკლი და მასზე მჯდომი ტკივილსა და იმედგაცრუებასთან ერთად კმაყოფილებას გრძნობდა.

***
უკვე გამთენიის ხანი იყო, მაგრამ გოგონები უიმედოდ ელოდნენ არაბულების გამოჩენას. ატირებულ ნიაკოს ხან რუსა ამშვიდებდა, ხან მია, თუმცა მაინც გაუჩერებლად იცრემლებოდა ახალგაზრდა ქალი. უამრავი კითხვა ჰქონდა ძმებთან. არ იცოდა რა ჰქონდათ ბიჭებს მოსაყოლი, თუმცა დარწმუნებული იყო რომ მის სიყვარულს ვერაფერი შეცვლიდა. გული ეწურებოდა, ნიკოს გახეთქილი ტუჩის გახსენებაზე, თუმცა არც ასეთი აღელვებული და კონტროლ დაკარგული დათა ჰყავდა ნანახი აქამდე. ექვსი საათი სრულდებოდა მძიმე ნაბიჯები რომ შემოესმათ და დარცხვენილმა დათამ, თავდახრილმა შემოაბიჯა სახლში. უსიტყვოდ მიუახლოვდა დივანზე მსხდომ გოგონებს და ნიას პირისპირ დაიხარა.
- ჩემო პატარა. - სიტყვებისთვის თავის მოყრა აშკარად უჭირდა მამაკაცს.
- არ მომეკარო.
- ნიაკო, უნდა მომისმინო. - ხმადაბლა ამოილუღლუღა.
- შენ ნიკოს დაარტყი დათა.
- ვიცი, მაპატიე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
- მე გაპატიო? ნიკომ გაპატიოს დათა, იპოვე და თხოვე გაპატიოს.
- სადმე აქვე იქნება, არ იცი მაგის ამბავი?
- მოძებნე, ან დაელოდე მოვიდეს რომ გაპატიოს.
- მაგრამ ნიაკო.
- შენი დანახვა არ მინდა დათა, სანამ ნიკო სახლში არ მოვა არ დამენახო. - ცრემლები ჩამოუგორდა ლოყაზე. ვერ იტანდა დათა ნიაკოს ტირილს, ფეხზე წამოდგა და გარეთ გავიდა. მანქანაში ჩაჯდა, ძრავუ აამუშავა და თითქმის მთელი ქალაქი მოიარა ნიკოს ძებნაში.არსად იყო ბიჭი, არცერთ მის საყვარელ ადგილზე. უკვე შიშიც კი შეეპარა მამაკაცს, თუმცა იფიქრა შესაძლოა სახლში მისულიყოო ნიკო, ამიტომ უკან დაბრუნდა. სახლში შესულს რუსამ კიდევ ერთხელ აცნობა რომ ნიკა სახლში არ მისულა, ამიტომ ცივად გამობრუნდა უკან. გული შეეკუმშა ტკივილისგან, იქვე კართან ახლოს დაიხარა და თავზე მოიჭირა ხელები. რამდენიმე წუთი იყო ასეთ მდგომარეობაში. სანამ ნიკოს სევდანარევი, თუმცა მაინც მხიარული ხმა არ ჩაესმა.
- კარგად ხარ? - მხარზე შეეხო უფროს ძმას ბიჭი.
- კი. - ფეხზე წამოდგა დათა, ნიკოს თავის სისუსტეს არ აჩვენებდა. - ტუჩი როგორ გაქვს. - ნიკაპში ჩაავლო ხელი და ძმის სახეს დააკვირდა.
- უკეთ, თუ ყბას არ მომხსნი. - მხიარულად გაიცინა ნიკამ. - ნიაკო რას შვება? ან შენ აქ რას აკეთებ?
- არ მელაპარაკება. შენს მოსაძებნად გამომიშვა.
- ნიაკომ სახლიდან გამოგაგდო? - თვალები გაუფართოვდა ნიკას. - აუ ვამაყობ რა ამ გოგოთი. - ღიმილმა დაუფარა სახე.
- ნიკა! - ხმამაღლა დაიგრგვინა კაცმა.
- სახლში შევიდეთ ნერვიულობს.
- გუშინ მარტო დატოვე, ახლა ნერვიულობ ნიაკოს ნერვიულობაზე?
- რას ვიზამთ ძმაო, როგორც ჩანს არაბულებს ცუდ დროს ერთმანეთის მიტოვებაში ბადალი არ გვყავს. - გესლიანად თქვა ნიკომ და სახლის კარი შეაღო. ძმის ნაბიჯები უხმოდ გაიმეორა დათამაც.
- ნიკო! - უმცროსი ძმის დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა ნია, მამაკაცს მიუახლოვდა და გახეთქილი ტუჩი შეუთვალიერა. - დასხედით. - მკაცრად მიმართა ორივეს, როგორც კი დარწმუნდა რომ საგანგაშო არაფერი სჭირდა.
- სად იყავით მთელი ღამე? - ხმა გამკაცრებოდა გოგოს.
- მე სასაფლაოზე. - მშვიდად თქვა დათამ და თავი დამნაშავე ბავშვივით დახარა. ნიკომ გაოცება ნარევი, სევდიანი მზერით შეხედა ძმას და რამდენიმე წუთით თვალიც კი გაუშტერდა მასზე.
- შენ? - ნიას ხმამ მოიყვანა გონს.
- მე?
- ჰო შენ, სად იყავი მთელი ღამე ნიკა.
- მე, მე ბარში. - თითქოს გამოსავალი იპოვაო ისე წამოიყვირა.
- ყოჩაღ ნიკო, მე ვნერვიულობდი და შენ ბარში იყავი. - ნიკამ მხოლოდ თავი დახარა, დასთან შეპასუხებას დუმილი ამჯობინა ამჯერად.
- ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, უფრო სწორად თქვენ რაღაცები გაქვთ მოსაყოლი ჩემთვის. - ძალიან ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა, თუმცა ხმა უწყდებოდა ნიას.
- მე დაგტოვებთ, რადგან ყველაფერი რიგზეა. - ფეხზე წამოიმართა რუსა.
- მეც წავალ, თორე ამაწრიალეს. - ტელეფონი ხელში აათამაშა მიამ, ნია გადაკოცნა, დანარჩენებს დაემშვიდობა და პირველი გავიდა კარში.
- დათა ჭკვიანად. - ლოყაზე აკოცა მამაკაცს რუსამ. - ნიკო, შენს სტუმრობას ველოდები იცოდე. - ამჯერად უმცროს არაბულს დაემშვიდობა, ნიასაც გადაეხვია და მიას გაჰყვა.
სახლში ჩამოვარდნილი მდუმარების დარღვევა სამივეს უჭირდა.
- აბა? - ბოლოს როგორც იქნა ნიამ გაბედა ხმის ამოღება.
- მე მოგიყვები. - ძმას დაასწრო დათამ და მძიმედ დაიწყო საუბარი. მარტივი არ იყო მეორედ უწევდა ამბის მოყოლა რომელზეც წლები დუმდა.
- ღმერთო ჩემო. - სიმწრით ამოიკვნესა როგორც კი დათამ თხრობა დაასრულა. ცრემლების შემშრალებასაც ვერ ასწრებდა ქალი. ძმას გადახედა დათამ, თავდახრილი იჯდა ნიკო და ხმას არ იღებდა.
- ის ბავშვი იყო დათა, ასე როგორ გაიმეტე. - თავდახრილი ნიკოსკენ გააპარა ცრემლიანი თვალები ნიამ.
- ვახო ჩემთვის ყველაფერი იყო ნიაკო. - ცრემლი მოსწყდა მამაკაცის წამწამსაც. - მე ნიკო კი არა, მისი მეამბოხე ხასიათი მძულს, რომელმაც ძმა წამართვა.
- რატომ მას არ უშველე დათა? ის რომ გადარჩენილიყო ისე მოექცეოდი როგორც მე? - ძლივს ამოიღო ხმა ნიკამ.
- ის დიდი იყო, მეგონა უფრო დიდხანს გაუძლებდა, მეგონა მის გადარჩენასაც მოვასწრებდი, შენ პატარა იყავი.
- მასაც ისე მოექცეოდი, როგორც მე მექცევი მთელი ცხოვრება? ჩემს სიკვდილში მას დაადანაშაულებდი? - კითხვა გაიმეორა ბიჭმა და კატასტროფულად დაეჭიმა ყბები.
- არ ვიცი ნიკო, არ ვიცი, ალბათ ჰო.
- სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს დათა.
- ნიკო, ნუ ამბობ. - საუბარში ჩაერთო ნია.
- არ გამაჩუმო ნიაკო, ახლა მაინც მომისმინოს იქნებ ჩემმა ძმამ. - ფეხზე წამოდგა და ოთახში გაიარ-გამოიარა. - გახსოვს? მაგ ამბამდე ერთი წლით ადრე ცურვას მასწავლიდი, მიუხედავად იმისა რომ დედამ უარი გითხრა. - დათასთან ახლოს გაჩერდა და ზემოდან დააჩერდა.
- მახსოვს.
- იმ დღეს მე და ვახო რომ მდინარესთან დაგვტოვე, მას დღიური ეჭირა, რომელშიც რაღაცებს იწერდა. ესეც გახსოვს?
- მახსოვს.
- ვახოს დღიური წყალში ჩაუვარდა. - მშრალად წარმოთქვა.
- ამის გამო გადახტი მდინარეში? - თავი აწია და ძმას გაუსწორა თვალი დათამ.
- მე არა, ვახო გადახტა.
- რა? - ქვედა ტუჩი საგრძნობლად აუთრთოლდა დათას.
- ვახო დღიურის ამოსატანად გადახტა წყალში, თავიდან ყველაფერი კარგად იყო, დღიურიც დაიჭირა მაგრამ მერე წყალი მოერია, რომ მივხვდი იხრჩობოდა ყვირილი დავიწყე, გეძახდი, მაგრამ არ გამოჩნდი, მერე გამახსენდა რომ ჩემი უფროსი ძმა ჩემით ამაყობდა, რომ მე ძალიან მაგარი ბიჭი ვიყავი და თან ცურვაც მასწავლეს წინა წელს, ამიტომ წყალში ვახოს საშველად გადავხტი. - ისე იღიმოდა, თითქოს საკუთარ თავს დასცინოდა. - რა თქმა უნდა წყალს ვერ მოვერიე, ამიტომ მეც შენი გადასარჩენი გავხდი, მაგრამ ჩემი ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ჩემი ძმის გადარჩენა მინდოდა. არ გამომივიდა, ვერც გამომივიდოდა, მაგრამ ამას ვერ მივხვდი დათა, მე უბრალოდ მისი გადარჩენა მინდოდა. - ხმას აუწია და ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე.
- რატომ აქამდე არ თქვი. - ნერვიულობისგან ტუჩები გათეთრებოდა მამაკაცს, თითებს ნერვიულად ათამაშებდა.
- შეშინებული ვიყავი დათა, ცივი წყლიდან ამომათრიე სიკვდილს გადამარჩინე და მეჩხუბებოდი, მიყვიროდი, მაჯანჯღარებდი, არც კი მესმოდა რა დავაშავე.
- მაგრამ აქამდე არასდროს გითქვამს ნიკო.
- როდის მომისმინე დათა? თავიდან შემეშინდა და დაბნეული ვიყავი, მერე როცა გავიაზრე რაზეც გაბრაზდი, ჩემი პატარა, ბავშვური ჭკუით ვახოზე არ გითხარი, არ მინდოდა მასაც გაბრაზებოდი, უფროსმა ძმამ მასწავლა რომ დანაშაული საკუთარ თავზე უნდა აიღო შენი ძმის გამო, ისიც უფროსმა ძმამ მასწავლა რომ ერთმანეთის "ჩაშვება" არ არის კაცური ქცევა. მერე კი როცა გავიზარდე და მივხვდი რომ ეს უბრალოდ რიგითი დანაშაული არ იყო, აღარ მომისმინე, სულ მეუბნებოდი რომ ამის დრო არ იყო, მაჩუმებდი, არ მელაპარაკებოდი, მივხვდი რომ აზრი აღარ ჰქონდა საუბარს, რომ არასდროს მომისმენდი და მეც თავი დაგანებე. შენ ვახო ყველაზე მეტად გიყვარდა ჩვენს შორის დათა, მაგრამ მე მის სიკვდილში მინიმალური წვლილი მაქვს, ისიც უნებლიე.
- ღმერთო, დიდებულო! - განწირულივით ამოიგმინა დათამ და ჭერისკენ ისე აღაპყრო თვალები თითქოს მართლა ღმერთს ელაპარაკებოდაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

და პირობის შესაბამისად დავბრუნდით ❤
მადლობა მოთმინებისთვის ❤

№2  offline წევრი მწერალი ქალი

პირველი ვარ თუ მეჩვენება?))

№3  offline მოდერი სალანდერი

მწერალი ქალი
პირველი ვარ თუ მეჩვენება?))

პირვალი ხარ. . . :დ ❤

№4  offline წევრი მწერალი ქალი

ვახ ბიჭოო...დავქლიავდი რა...ძალიან ძლიერი კავშირია რა აი ძალიან ძლიერი!საღოლ რა საღოლ!

№5  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ნიკო ახლა უფრო შემეცოდა...
თურმე რა ყოფილა..
რა მონხდარა..
და ამ დროს დათა რას ფიქრობდა..
ახლა ნამდვილად არ ვიცი რა იქნება , უბრალოდ მხოლოდ ლოდინი შემიძლია...
ყველაზე მეტად მაინტერესებს ძმების ურთიერთობის გაგრძელება...
ახლა როცა სიმართლე იცის ორივე მხარემ ,მანდ რა უნდა მოხდეს ვერ ვხვდები...
უბრალოდ ვიცი რომ ყველაფერი უფრო და უფრო იძაბება...
მგონი ყველაზე დაძაბული თავი იყო...
გარდა ამისა ის მკვლელობაც რომ გამოჩნდა და რა მოხდა რომ გავიგეთ...
არ ვიცი უბრალოდ რაღაც მაჯერებს იმას რომ იმ მკვლელობას ამათ ისტორიასთან რაღაც კავშირი უნდა ქონდეს...
წინა თავის კომენტარშიც დავწერე და ახლაც გავიმეორებ...
უბრალოდ ეს მყვინთავი და თევზები მაეჭვებს სხვა კი არაფერი...

ერთი ვიცი მოლოდინი მაქვს რომ დალაგდება ამათი ურთიერთობა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მომენატრება ამათი ჩხუბი მაგრამ...
რა ვქნათ ღირს ჩემი მონატრება ამდენად...ხომ ვთქვი რომ ის გოგო ფრთხილად უნდა ყოფილიყო იმათთან სახლში... მიას იმ ორ ხისთავიანთან ერთად სუფრასთან დაჯდომა იქნებოდა ?...

ნიკოვ ეს ბიჭი ახლა მგონი მე უფრო მეამაყება ვიდრე დათას ....
ნეტავ ერთხელ მაინც მოესმინა მისთვის და ახლა ხომ ყველაფერი ასე არ იქნებოდა...
ახლა თუ ნიკოა მკვდარზე უკეთეს მდგომარეობაში ნეტავ...ამდენი ხანი დათა ხმას არ სცემდა და იტანჯებოდა და მერე სცემდა მაგრამ წესიერი ლაპარაკი მაგათი არ მინახავს მე ჯერ...

დათა...
ახლა ნიკოს მონაყოლის შემდეგ,ცოტა კრიტიკა მომეძალა მის მიმართ,მაგრამ ის სიმპათიები ვერ გამიქრო მომკალი და ....
მაინც მიყვარს ,ნუ ისე არა როგორც ნიკო მაგრამ არც ძალიან ნაკლებად. ...

რუსა და მია...
უფ რა ქალი და გოგო ითრიეს ძმებმა არაბულებმა...
ორი ცეცხლი....
ორი გიჟი...
აი თან მათ რომ დააკვდებიან ისეთები არიან...

აი აქამდე ნიაკო მეცოდებოდა, იმათ ხელში ,დღეს ორი ძმა რომ დაეკარგა დროებით მაშინ შემეცოდა...
ეჰ არადა დათამ როგორ ინერვიულა იმ დამპალზე...

ღმერთმანი ნიკო...
აი ახლა ჩემთვის ბიჭი იდეალია რა...
ვაფშე ყველაფერი რომ გავიგე..
მეამაყება...
ახლა უფრო მესასწაულებ'მესაოცრება...
ვაფრენ...
ვგიჟდები...
ვაბოდებ...
მეკეტება...
მესიმპატიურება...
მესიყვარულება...

ველი შემდეგ თავს სალანდერ ❤

№6  offline წევრი Takk.22

ნიკოს ტკივილი როგორ მტკივა ყოველ ახალ თავში ნეტა იცოდე,ახლა ჩავეხუტებოდი და მასთან ერთად ხალიან ბევრს ვიტირებდი,რომ დაცლილიყო, რა მწარე იქნებოდა მისთვის ეს წლები,ახლა დათა გააგრძელებს ცხივრებას დანაშაულის გრძნობით,ვერ მოისვენებს ამდენხანს ასე სასტიკად რომ ექცეოდა სრულიად უდანაშაულო ძმას,ნიკო უზომოდ მიყვარს უკვე,ნიაკო ნამდვილი ფერია,რუსაც კეთილი ადამიანი ჩანს,იმედია მია და ნიკო დაახლოვდებიან და ამ ტკივილს შეუმსუბუქებს ტკივილს.ლოდინად ნამდვილად ღირდა სასწაული გოგო ხარ

№7  offline წევრი უცნაური მე

ძალიან ძალიან კარგია. ნიკო.. უბრალოდ ვგიჟდები მე ამ ბიჭზე და დათა.. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მომწონს ეს ბიჭი. აი მკვლელობეის საქმე კი მაკვირვებს და ძალიან მაიმტერესებს.. ვფიქრობ კოდევ ერთი მკვლელობა გველოდება წინ.. იგივე ხელწერით.. ნია მია რუსა სამივე ძალიან კარგია <3 შენ კი სოცრება ხარ ❤️

№8 მოდერი Tamta.k

მოვკვდი და აღარ ვარ, დათას ადგილას მგონია თავი რომელსაც პატარა ძმისდამი მიუტევებელი დანაშაული აქვს, ჩემიიი ნიკო როგორ მეცოდება, არადა სხვებთან როგორია, სიცოცხლის სავსე. ალბათ ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო უფრო მხიარული იქნებოდა. მათი ძმობა ეხლა როგორ შედგება არ ვიცი, ნიკოს ადგილას მე არანაირად ვაპატიებდი დათას.
რუსა საოცრებააა, უმაგრესი გოგოა.
შენ კი სალანდერ, ყველაზე დიდი საოცრება ხარ!❤️

ვიტირე, ნიკოს ტკივილი მეტკინა sob საინტერესოა როგორ გაგრძელდება ძმების ურთიერთობა. ახლა დათა მაფიქრებს, აქამდე თუ ტკიოდა ალა უკვე ორმა ტკივილი ელის წინ, მაგრამ რუსა დაემარება. გულახდილად რომ ვთქვა არ მეცოდება დათა იმ ტკივილისთვის რაც სიმართლის გაგებამ მოუტანა, ოდესმე პატარა, 6 წლის ძმის წინაშე განძრახ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ხომ უნდა ეგო. (ცოტა ბოროტულად გამომივიდა ნათქვამი მაგრამ რა ვქნა) smiley
ტკივულნარევ კმაყოფილებას გრძნობს ჩვენი მკვლელი და ვფიქრობ ეს აბულაძეებთან არის კავშირში. დათა ყველაფერს მიხედავს, მთავარია ის არ იყოს რაც ამ წას გავიფიქრე და დანარჩენს ეშველება smiley
ხვალ გელოდები kissing_heart

№10  offline მოდერი სალანდერი

მწერალი ქალი
ვახ ბიჭოო...დავქლიავდი რა...ძალიან ძლიერი კავშირია რა აი ძალიან ძლიერი!საღოლ რა საღოლ!

ვაჰ, მგონი მეც დავქლიავდები ახლა.
მადლობა რა, მადლობა ❤

meocnebe avadmyopi

ვაჰ. . .
როგორ დეტალებში განიხილავ ხოლმე რა. . .
მაოცებ ტო. . .
მართლა რა. . .
მადლობა რომ აქ ხარ სასწაულო ❤

Takk.22
ნიკოს ტკივილი როგორ მტკივა ყოველ ახალ თავში ნეტა იცოდე,ახლა ჩავეხუტებოდი და მასთან ერთად ხალიან ბევრს ვიტირებდი,რომ დაცლილიყო, რა მწარე იქნებოდა მისთვის ეს წლები,ახლა დათა გააგრძელებს ცხივრებას დანაშაულის გრძნობით,ვერ მოისვენებს ამდენხანს ასე სასტიკად რომ ექცეოდა სრულიად უდანაშაულო ძმას,ნიკო უზომოდ მიყვარს უკვე,ნიაკო ნამდვილი ფერია,რუსაც კეთილი ადამიანი ჩანს,იმედია მია და ნიკო დაახლოვდებიან და ამ ტკივილს შეუმსუბუქებს ტკივილს.ლოდინად ნამდვილად ღირდა სასწაული გოგო ხარ

პირველ რიგში მიხარია რომ სულ აქ ხარ.
ნიკოს ამბავი რომ ასე ძალიან ახლოს მიიტანე რაღაცნაირად მეამაყება თითქოს. . .
ჰოდა რა მეთქმის მადლობის მეტი ❤

№11 სტუმარი სტუმარი მარი

ოო, მკვლელობების ამბავი მაინტერესებს
ნეტა მია მართლა ინტრიგებშია გარეული? მაგ გოგომ დამაინტერესა...
ველი მომდევნო თავს :)

№12  offline მოდერი სალანდერი

უცნაური მე
ძალიან ძალიან კარგია. ნიკო.. უბრალოდ ვგიჟდები მე ამ ბიჭზე და დათა.. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მომწონს ეს ბიჭი. აი მკვლელობეის საქმე კი მაკვირვებს და ძალიან მაიმტერესებს.. ვფიქრობ კოდევ ერთი მკვლელობა გველოდება წინ.. იგივე ხელწერით.. ნია მია რუსა სამივე ძალიან კარგია <3 შენ კი სოცრება ხარ ❤️

საოცრება შენ ხარ, ყოველ ჯერზე რომ მაბედნიერებ ❤
აბა რა უნდა ვთქვა მადლობის გარდა ❤

Tamta.k
მოვკვდი და აღარ ვარ, დათას ადგილას მგონია თავი რომელსაც პატარა ძმისდამი მიუტევებელი დანაშაული აქვს, ჩემიიი ნიკო როგორ მეცოდება, არადა სხვებთან როგორია, სიცოცხლის სავსე. ალბათ ეს ამბავი რომ არ მომხდარიყო უფრო მხიარული იქნებოდა. მათი ძმობა ეხლა როგორ შედგება არ ვიცი, ნიკოს ადგილას მე არანაირად ვაპატიებდი დათას.
რუსა საოცრებააა, უმაგრესი გოგოა.
შენ კი სალანდერ, ყველაზე დიდი საოცრება ხარ!❤️

თამთა. . .
მე კი არა შენ თვითონ ხარ საოცრება. . .
განა რამდენ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანი ამდენჯერ გააბედნიეროს ❤
მადლობა ❤

№13  offline წევრი -ლილუ

უ'ცრემლოდ მატირე იცი...(ეს ის ტირილია,ულევ ცრემლად,რომ ფასობს...)
საერთოდ აღარანაირი ემოცია აღარ დამრჩა...
კომენტარსაც ისე გიწერ რა...(ხელების კანკალით)
უბრალოდ უნდა დამეწერა...
რაიმე უნდა მეთქვა...
დავცლილიყავი...
მაგრამ ჯანდაბა...
ვერაფერს ვერ ვამბობ...(მერამდენედ მამუნჯებ...)
ან რა კომენტარი უნდა დაგიწერო...
ან რა არის საერთოდ სათქმელი...
ყველაფერი ვიგრძენი...
ყველაფერი მოიტანე...
ყველა განცდა...
ყველა ემოცია...
ყველა ტკივილი...
ყველა უთქმელი სიტყვა...
სულ სულ ყველა'ფერი...
არ ვიცი რა დაგიწერე...
არც ის ვიცი რამდენად გასაგებად მოვიტანე შენამდე,ჩემი მდგომარეობა...
უბრალოდ ერთი იცოდე რა...
სასწაული ავტორი ხარ...
სასწაული მწერალი...
სასწაულად წერ...
ყველასგან,რომ გამოირჩევი...
თითებზე ჩამოათვლელ ავტორებში,რომ მყავხარ...
ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გაფასებ...
რამდენად ღირებულია შენი მწერლობა ჩემთვის...
და რამდენად ბევრს ნიშნავ რომ არსებობ...
წერე...
სულ წერე...
ესე წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე...

№14  offline მოდერი სალანდერი

რუსკიმარუსია
ვიტირე, ნიკოს ტკივილი მეტკინა sob საინტერესოა როგორ გაგრძელდება ძმების ურთიერთობა. ახლა დათა მაფიქრებს, აქამდე თუ ტკიოდა ალა უკვე ორმა ტკივილი ელის წინ, მაგრამ რუსა დაემარება. გულახდილად რომ ვთქვა არ მეცოდება დათა იმ ტკივილისთვის რაც სიმართლის გაგებამ მოუტანა, ოდესმე პატარა, 6 წლის ძმის წინაშე განძრახ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ხომ უნდა ეგო. (ცოტა ბოროტულად გამომივიდა ნათქვამი მაგრამ რა ვქნა) smiley
ტკივულნარევ კმაყოფილებას გრძნობს ჩვენი მკვლელი და ვფიქრობ ეს აბულაძეებთან არის კავშირში. დათა ყველაფერს მიხედავს, მთავარია ის არ იყოს რაც ამ წას გავიფიქრე და დანარჩენს ეშველება smiley
ხვალ გელოდები kissing_heart

ძალიან მახარებ ❤ ყველა გამოჩენით ❤
უღრმესი მადლობა და ხვალ დავბრუნდები აუცილებლად ❤

სტუმარი მარი
ოო, მკვლელობების ამბავი მაინტერესებს
ნეტა მია მართლა ინტრიგებშია გარეული? მაგ გოგომ დამაინტერესა...
ველი მომდევნო თავს :)

მიხარია ❤
მადლობა ❤

-ლილუ
უ'ცრემლოდ მატირე იცი...(ეს ის ტირილია,ულევ ცრემლად,რომ ფასობს...)
საერთოდ აღარანაირი ემოცია აღარ დამრჩა...
კომენტარსაც ისე გიწერ რა...(ხელების კანკალით)
უბრალოდ უნდა დამეწერა...
რაიმე უნდა მეთქვა...
დავცლილიყავი...
მაგრამ ჯანდაბა...
ვერაფერს ვერ ვამბობ...(მერამდენედ მამუნჯებ...)
ან რა კომენტარი უნდა დაგიწერო...
ან რა არის საერთოდ სათქმელი...
ყველაფერი ვიგრძენი...
ყველაფერი მოიტანე...
ყველა განცდა...
ყველა ემოცია...
ყველა ტკივილი...
ყველა უთქმელი სიტყვა...
სულ სულ ყველა'ფერი...
არ ვიცი რა დაგიწერე...
არც ის ვიცი რამდენად გასაგებად მოვიტანე შენამდე,ჩემი მდგომარეობა...
უბრალოდ ერთი იცოდე რა...
სასწაული ავტორი ხარ...
სასწაული მწერალი...
სასწაულად წერ...
ყველასგან,რომ გამოირჩევი...
თითებზე ჩამოათვლელ ავტორებში,რომ მყავხარ...
ვერც კი წარმოიდგენ რამდენად გაფასებ...
რამდენად ღირებულია შენი მწერლობა ჩემთვის...
და რამდენად ბევრს ნიშნავ რომ არსებობ...
წერე...
სულ წერე...
ესე წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგთავამდე...

ლილუ, საოცრება ხარ შენ. . .
ძალიან ბევრს ნიშნავს. . .
და ძალიან მიყვარხარ რა. . .
მართლა . . .
მადლობას აღარ ვამბობ. . . ❤

№15  offline წევრი Ninuciusi

შუა ავტობუსში ლამის ბღავილი დავიწყე.. ვიცოდი რომ ნიკო არ იყო დამნაშავე.. ნიკუშას დათა ეძახდა ხო და მაგიტო გაიკვირვა? დათა მისთვის საამაყო ძმა იყო და მაგიტო ეწყინა ხო მისი ეს სიცივე?

№16  offline მოდერი სალანდერი

Ninuciusi
შუა ავტობუსში ლამის ბღავილი დავიწყე.. ვიცოდი რომ ნიკო არ იყო დამნაშავე.. ნიკუშას დათა ეძახდა ხო და მაგიტო გაიკვირვა? დათა მისთვის საამაყო ძმა იყო და მაგიტო ეწყინა ხო მისი ეს სიცივე?

აუ მაგრად მიხარია ხოლმე ასე ემოციურად რომ აღიქვამენ პერსონაჟებს. . . მაშინ ვხვდები რომ რაღაც გამოვიდა და რაღაც დოზით ჩავითრიე მკითხველი ჩვენს სამყაროში. . .
ჰო დარა თქმა უნდა, დათა უფროსი და საამაყო ძმა იყო ნიკოსთვის. . .
მადლობა შენ აქ ყოფნისთვის ❤

№17  offline წევრი პენელოპე

ისა და, სად იყო ნიკო? neutral_face neutral_face
ოღონდ ეგ არ გამოვიდოდეს ეგ მკვლელი, არ მინდა არაფერი.
მაგრამ, არა, ნიკო არამგონია..
მაშ, ვინ?!
ერთი ეჭვი კი მაქვს, მაგრამ ჯერ არ გავაცხადებ. smirk

№18  offline მოდერი სალანდერი

პენელოპე
ისა და, სად იყო ნიკო? neutral_face neutral_face
ოღონდ ეგ არ გამოვიდოდეს ეგ მკვლელი, არ მინდა არაფერი.
მაგრამ, არა, ნიკო არამგონია..
მაშ, ვინ?!
ერთი ეჭვი კი მაქვს, მაგრამ ჯერ არ გავაცხადებ. smirk

ოოო, საინტერესო კითხვა იყო. . .
მიხარია რომ აქ ხარ. . .
მადლობა ❤

№19  offline წევრი Takk.22

სალანდერი
მწერალი ქალი
ვახ ბიჭოო...დავქლიავდი რა...ძალიან ძლიერი კავშირია რა აი ძალიან ძლიერი!საღოლ რა საღოლ!

ვაჰ, მგონი მეც დავქლიავდები ახლა.
მადლობა რა, მადლობა ❤

meocnebe avadmyopi
ნიკო ახლა უფრო შემეცოდა...
თურმე რა ყოფილა..
რა მონხდარა..
და ამ დროს დათა რას ფიქრობდა..
ახლა ნამდვილად არ ვიცი რა იქნება , უბრალოდ მხოლოდ ლოდინი შემიძლია...
ყველაზე მეტად მაინტერესებს ძმების ურთიერთობის გაგრძელება...
ახლა როცა სიმართლე იცის ორივე მხარემ ,მანდ რა უნდა მოხდეს ვერ ვხვდები...
უბრალოდ ვიცი რომ ყველაფერი უფრო და უფრო იძაბება...
მგონი ყველაზე დაძაბული თავი იყო...
გარდა ამისა ის მკვლელობაც რომ გამოჩნდა და რა მოხდა რომ გავიგეთ...
არ ვიცი უბრალოდ რაღაც მაჯერებს იმას რომ იმ მკვლელობას ამათ ისტორიასთან რაღაც კავშირი უნდა ქონდეს...
წინა თავის კომენტარშიც დავწერე და ახლაც გავიმეორებ...
უბრალოდ ეს მყვინთავი და თევზები მაეჭვებს სხვა კი არაფერი...

ერთი ვიცი მოლოდინი მაქვს რომ დალაგდება ამათი ურთიერთობა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი მომენატრება ამათი ჩხუბი მაგრამ...
რა ვქნათ ღირს ჩემი მონატრება ამდენად...ხომ ვთქვი რომ ის გოგო ფრთხილად უნდა ყოფილიყო იმათთან სახლში... მიას იმ ორ ხისთავიანთან ერთად სუფრასთან დაჯდომა იქნებოდა ?...

ნიკოვ ეს ბიჭი ახლა მგონი მე უფრო მეამაყება ვიდრე დათას ....
ნეტავ ერთხელ მაინც მოესმინა მისთვის და ახლა ხომ ყველაფერი ასე არ იქნებოდა...
ახლა თუ ნიკოა მკვდარზე უკეთეს მდგომარეობაში ნეტავ...ამდენი ხანი დათა ხმას არ სცემდა და იტანჯებოდა და მერე სცემდა მაგრამ წესიერი ლაპარაკი მაგათი არ მინახავს მე ჯერ...

დათა...
ახლა ნიკოს მონაყოლის შემდეგ,ცოტა კრიტიკა მომეძალა მის მიმართ,მაგრამ ის სიმპათიები ვერ გამიქრო მომკალი და ....
მაინც მიყვარს ,ნუ ისე არა როგორც ნიკო მაგრამ არც ძალიან ნაკლებად. ...

რუსა და მია...
უფ რა ქალი და გოგო ითრიეს ძმებმა არაბულებმა...
ორი ცეცხლი....
ორი გიჟი...
აი თან მათ რომ დააკვდებიან ისეთები არიან...

აი აქამდე ნიაკო მეცოდებოდა, იმათ ხელში ,დღეს ორი ძმა რომ დაეკარგა დროებით მაშინ შემეცოდა...
ეჰ არადა დათამ როგორ ინერვიულა იმ დამპალზე...

ღმერთმანი ნიკო...
აი ახლა ჩემთვის ბიჭი იდეალია რა...
ვაფშე ყველაფერი რომ გავიგე..
მეამაყება...
ახლა უფრო მესასწაულებ'მესაოცრება...
ვაფრენ...
ვგიჟდები...
ვაბოდებ...
მეკეტება...
მესიმპატიურება...
მესიყვარულება...

ველი შემდეგ თავს სალანდერ ❤

ვაჰ. . .
როგორ დეტალებში განიხილავ ხოლმე რა. . .
მაოცებ ტო. . .
მართლა რა. . .
მადლობა რომ აქ ხარ სასწაულო ❤

Takk.22
ნიკოს ტკივილი როგორ მტკივა ყოველ ახალ თავში ნეტა იცოდე,ახლა ჩავეხუტებოდი და მასთან ერთად ხალიან ბევრს ვიტირებდი,რომ დაცლილიყო, რა მწარე იქნებოდა მისთვის ეს წლები,ახლა დათა გააგრძელებს ცხივრებას დანაშაულის გრძნობით,ვერ მოისვენებს ამდენხანს ასე სასტიკად რომ ექცეოდა სრულიად უდანაშაულო ძმას,ნიკო უზომოდ მიყვარს უკვე,ნიაკო ნამდვილი ფერია,რუსაც კეთილი ადამიანი ჩანს,იმედია მია და ნიკო დაახლოვდებიან და ამ ტკივილს შეუმსუბუქებს ტკივილს.ლოდინად ნამდვილად ღირდა სასწაული გოგო ხარ

პირველ რიგში მიხარია რომ სულ აქ ხარ.
ნიკოს ამბავი რომ ასე ძალიან ახლოს მიიტანე რაღაცნაირად მეამაყება თითქოს. . .
ჰოდა რა მეთქმის მადლობის მეტი ❤

რომ იცოდე როგორ მეხმარება ხოლმე განტვირთავში ამ იატორიის კითხვა მეტყოდი მადლობა აქეთ გადამიხადეო <3

№20  offline მოდერი სალანდერი

ახლა თავში ამივარდება :დ :დ ❤

№21  offline წევრი Tamara Tamo

რა კარგი იყო, როგორი ემოციური! ამ ნაწარმოებით (ისტორიას არც კი ვუწოდებ! რომ არა თავებად ატვირთვა, ჩავთვლიდი რომ წიგნის ფურცლებს ვშლი ყოველ ჯერზე) სრულიად სხვაგვარი თვალით აღმოგაჩინე! მჯერა რომ პირველი თუ არა, შენი მეორე სავიზიტო შედევრი მაინც გახდება!! :>:>

№22  offline მოდერი სალანდერი

Tamara Tamo
რა კარგი იყო, როგორი ემოციური! ამ ნაწარმოებით (ისტორიას არც კი ვუწოდებ! რომ არა თავებად ატვირთვა, ჩავთვლიდი რომ წიგნის ფურცლებს ვშლი ყოველ ჯერზე) სრულიად სხვაგვარი თვალით აღმოგაჩინე! მჯერა რომ პირველი თუ არა, შენი მეორე სავიზიტო შედევრი მაინც გახდება!! :>:>

ვაჰ. . .
სიმართლე გითხრა დამაბნიე. . .
არა და წერის მონატრებამ უფრო დამაბრუნა ვიდრე "სათქმელმა" ამჯერად.
მიხარია რომ მოგწონს, რომ ჩაერთე და რომ გაერთე. . .
უღრმესი მადლობა საინტერესო შეფასებისთვის ❤

№23  offline წევრი ნანა73

ფიქრო, მინდა გითხრა რომ ამ ხუთ თავში ერთი ოჯახის ტრაგედიის ისტორია უკვე შექმენი, ამოხსწნი და დაასრულე. არაჩვეულებრივია, რაღაცნაირი გულისამაჩუყებელი, დაკარგული წლებით და არასწორი ურთიერთობით, დიდი სინანულითაც... მაგრამ... პარალელურად რა ხდება სიხარულო? დიდი იმედი მაქვს რაღაც ძალიან სერიოზული, თორემ ხომ იცი რასაც ვიფიქრებ ზუსტად იმას გეტყვი! smile ❤️❤️❤️

№24  offline მოდერი სალანდერი

ნანა73

მოხვედი მოხვედი ❤
სინამდვილეში ამბავი დასრულებული არ არის და ტრაგედია ჯერ კიდევ გრძელდება ❤
ზუსტად ამიტომ მიხარია შენი გამოჩენა, იმას რომ მეტყვი რასაც ფიქრობ ❤
ჰოდა მადლობა ❤

№25  offline წევრი beshqen

ამიტომაც ჯერ ნუ განსჯი,სანამდის არ მოუსმენ...საინტერესოა მკვლელი ვინ არის და რატომ,-როგორ განვითარდება ყველაფერი?ზალიან ჩამთრევი და მაცდური გოგო ხარ,თან ნიჭიერი და..ვნახოთ,ვნახოთ....

№26 სტუმარი სტუმარი ანა

რატომღაც მგონია, რომ მკვლელი ვახოა ) მყვინთავებმა ხომ გვამი ნახევრადშეჭმული , თანაც დიდი ხნის მერე აღმოაჩინეს. შესაძლებელია ვახოდ გაასაღეს და შედეგი დაიკიდეს. ბიჭი კი ვიღაცამ იპოვა და გაზარდა ...
არ ვიცი რა ვიფიქრო ) აშკარად მკვლელი პირდაპირ კავშირშია ამ ოჯახთან და მათ წარსულთან.
დადე რა შემდეგი თავი დღეს, აღმომხდა სული ლოდინში )

პ.ს სალანდერ შენ საოცრად წერ, გადმოცემის უნარი გაქვს რაღაც სასწაული <3

№27  offline მოდერი სალანდერი

beshqen
ამიტომაც ჯერ ნუ განსჯი,სანამდის არ მოუსმენ...საინტერესოა მკვლელი ვინ არის და რატომ,-როგორ განვითარდება ყველაფერი?ზალიან ჩამთრევი და მაცდური გოგო ხარ,თან ნიჭიერი და..ვნახოთ,ვნახოთ....

უღრმესი მადლობა ❤

სტუმარი ანა
რატომღაც მგონია, რომ მკვლელი ვახოა ) მყვინთავებმა ხომ გვამი ნახევრადშეჭმული , თანაც დიდი ხნის მერე აღმოაჩინეს. შესაძლებელია ვახოდ გაასაღეს და შედეგი დაიკიდეს. ბიჭი კი ვიღაცამ იპოვა და გაზარდა ...
არ ვიცი რა ვიფიქრო ) აშკარად მკვლელი პირდაპირ კავშირშია ამ ოჯახთან და მათ წარსულთან.
დადე რა შემდეგი თავი დღეს, აღმომხდა სული ლოდინში )

პ.ს სალანდერ შენ საოცრად წერ, გადმოცემის უნარი გაქვს რაღაც სასწაული <3

ესე იგი ძალიან საინტერესო ვერსიაა❤
მიხარია რომ აქ ხარ და ჩაგითრიე ❤
მადლობა ❤

№28 წევრი სიბილა

მე ვახოს ველი.

№29  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
მე ვახოს ველი.

ვაი @[email protected]

№30  offline ადმინი ელპინი

- შენ კიდევ რა სიმპათიური ხარ და ძალიან გიხდება პიჯაკი.
ამაზე ქორწილი გამახსენდა.
ვბღავი აქ, დამპალო.

- სარკაზმის ხელოვნებას მშვენივრად ფლობ.
- კომპლიმენტად მივიღო?
- ამ ხელოვნების ფლობას, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ გიხდება.
წადი შენი, შე თავხედო.

აუ, ფიქრო, ნიამ რომ თქვა, ტირილს დავიწყებო, ნიკომ რომ უნივერსიტეტში მიიყვანა, ლამის მე ამიჩუყდა გული მაგაზე ტო.
დათა რომ ნიკოს ძმაა და რუსა რომ დათას შეყვარებულია და თან ისტორიკოსი, მაგაზე რა გამახსენდა, მიხვდი? კაი დამპალი ხარ ტო, შემოგეწერა და ყურადღება არ მიგიქცევია თუ, განგებ დაწერე ამ ისტორიკოსობაზე?
და ვახო რომ ცოცხალი იყოს ახლა? ძაან ღადაობა იქნება ისე, მაგრამ არ ვიცი, რა ვიცი . . .
ნიკო რომ ლაპარაკობდა, ლამის ამეტირა, თავიდანვე მომწონდა მე ეგ და დათა - არა.
ჰოდა, ჯერ კი არაფერი ვიცი, მაგრამ შენ რომ ჩემი საოცრება ხარ, ეგ ვიცი.
ჰოდა, ძალიან მაგრად მიყვარხარ, ჩემო გენიოსო!

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent