შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თეთრი დღეები.


25-01-2019, 00:37
ავტორი ელპინი
ნანახია 553

თეთრი დღეები.

თენდება. მგონი, მე შენ გარეშე პირველად ვუცდი, როდის ამოვა მზე. ამოვა, კი?! ახლა დღეებიც ისე ნაცრისფერია, რომ მალე გათეთრდება. ახლა სუნთქვაც ისე სუსტია, თითქოს მალე შეწყდება. ახლა გულისცემაც ისე შენელებულია, ლამის გაჩერდეს, მაგრამ მე მაინც გათენებას ვუცდი.

***
"ჩამოდი."
პარკში იჯდა. რომ დავინახე, ნაბიჯები შევანელე. ვიფიქრე, იქნებ, ასე მაინც ვუყურებ დიდ ხანს - მეთქი. ერთი წუთით გავჩერდი კიდეც.
"წუთები არ იცდის. ჩემგან შორს ყოფნას, ახლოს მოდი, ჯობია."
რომ გავხსენი, ხელები ამიკანკალდა, ფეხებში ძალა წამერთვა, თვალებიც ამერია. 00:01 ჩანაცვლდა 00:02-ით. სამოცმა წამმა ისე გაირბინა უმისოდ, გული გამიჩერდა ლამის.
"ვიდრე გულისცემა შემიწყდება, მოდი."
უცებ წარმოვიდგინე, რომ გული გაგვიჩერდა ორივეს. ლამაზი გრძნობა იყო, ფაქიზი. ჩვენი სულები ისე შეერწყნენ ერთმანეთს, სიცოცხლეში რომ სხეულები - ვერა.
"გაგვიწვიმდება, რომანტიკოსო."
მე ვთხოვე, თუ წვიმაში ოდესმე ვისეირნებთ, მაკოცე - მეთქი. უცებ ქუჩაში ავცეკვდით. ისე ვეკვროდით ერთმანეთს, მაგრამ მძიმედ, გზაზე ნაპრალები ჩნდებოდა.
"მოდი, რა, ჩემო."
ზებუნებრივი ძალით სწრაფად გავიქეცი და შემოვეხვიე. გულში ჩამიკრა ისე, როგორც აქამდე - არასდროს. ძვლების ხმა მესმოდა. ჩემი ცრემლი მის ყელზე აღმოჩნდა ისე სწრაფად, რომ ვერ მოვასწარი გააზრება.
- ჩუ, ჩემო პატარა.
- არ წახვიდე, რა. - ყურთან დავუჩურჩულე და ადგილზე გახევდა, ვიგრძენი.
- სულ ხომ არ მივდივარ ტო?! - თავზე მაკოცა.
- 30 დღე.
- ნუ ტირი რა, ჩემ თავს გაფიცებ. - ჩუმი ხმით მითხრა. - შემომხედე. მიყურებ თვალებში?! ხედავ, რომ უკვე მენატრები?! გრძნობ, რომ ძალიან მიყვარხარ?! - ჩემი სახე ხელებით ეჭირა და თითებით ცრემლებს მიმშრალებდა. - თვალებზე გაკოცებ, რა. - მთხოვა. არადა, არ ჩვეოდა ასე. მე მხოლოდ თავი დავუქნიე და თვალებზე ტუჩები ვიგრძენი, მერე შუბლზე. - რა ლამაზი ხარ, იცი?!
- არ წახვიდე, რა.
- ნეტავ შემეძლოს, ჩემო . . .
- მომენატრები.
- არ გამაცილებ?!
- არა.
- იტირებ ტო?!
- ხმამაღლა.
- ხომ იცი, ვერ ვიტან.
- თავს ვერ შევიკავებ.
- არა, რა.
- შენ თვალებზე მაკოცე.
- არ იტირო, რა, ტო.
- აღარ მითხრა.
მივეხუტე. გაყინული ხელები ქურთუკში შევუწყვე. ცრემლებს ვერ ვაჩერებდი და მაისურის საყელო დავუსველე. არ გავუჩერებივარ. ისედაც, იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა გაჩერებას. აზრი საერთოდ აღარაფერს ჰქონდა.
- მალე გავა დღეები.
- 30 დღე. ნეტავ, შენ თვითონ თუ გჯერა მაგ სიტყვების?!
- მჯერა.
- მეც დამაჯერე, რა.
- თვალებში შემომხედე.
- ახლა რომ წუთები გარბის და ერთად ყოფნას არ გვაცდის ვიღაც, იქნება მერეც ასე?!
- იქნება ტო, შენ თავს გეფიცები, ძალიან მალე გავა. ისე, რომ ვერც კი იგრძნობ.
- სისულელეს მეუბნები.
- იგრძნობ . . .

***
პირველი.
მზეა. ისე აღარ ანათებს. ქარიც ჰქრის. თითქოს, რაღაცას დააშრიალებს. ახლა სად ხარ, ვინ იცის . . .

***
მეორე.
მთვარეა. თეთრი - აღარ, შავი ლაქები ჩამუქებია. სამყარო იცვლება მუქ ფერებში.

***
მესამე.
დღეები იცდიან. სადღა ეჩქარებათ?! დროს ვისღა წაართმევენ?! ყველაფერი შენელებული კადრივითაა. ხანდახან, შენი ლანდიც ჩამირბენს, მოგეფერები, შენ ხმას არ მცემ. არ ვიცი, ეს დუმილი რისია, მაგრამ არ მომწონს.

***
მეოთხე.
წვიმს კოკისპირულად. მე რომ ცრემლებს ვიგუბებ, მგონი, ზეციდან მოდის ყველა.

***
მეხუთე.
ადამიანები გაჩუმდნენ. ან მე რა უნდა მითხრათ?! რით უნდა დამამშვიდონ?! ახლოს აღარ ხარ, ჩემო.

***
მეექვსე.
გული მეწურება. ახლა, როცა შენზე ვფიქრობ, ჩარკვიანი ზღვას ცურავს და უკან ბრუნდება. შენ როდის მოხვალ?!

***
მეშვიდე.
შევეჩვიე. უშენობას კი არა, უჩემობას.

***
მერვე.
აღარც თენდება. აქ სულ სიბნელეა. თითქოს, ყველას ესმის და ამ დროს - არც არავის.

***
მეცხრე.
დამიტოვე. შენი სუნიღა შემრჩა მხოლოდ. მეშინია, რომ დრო ამასაც შეჭამს.

***
მეათე.
ჩე-მო.

***
- რიონზე შუაღამით ყოფნა ნორმალურია?! - ხმა რომ გავიგონე, წამიერად შევკრთი. არავის ველოდი. არც ვიცოდი, თუ იცოდა ვინმემ ეს ადგილი.
- ფიქრობ, აქ ნორმალური შეიძლება მოვიდეს?! - კითხვა დავუბრუნე.
- ძალიან თეთრი და სუფთა ხარ აქაურობისთვის.
- შენ რას აკეთებ აქ?!
- სიბინძურის დასატოვებლად მოვედი.
- არ მინახიხარ აქამდე.
- იქნებ, შენმა ღმერთმა დღეს ინება ჩვენი შეხვედრა. - ცინიკურად ალაპარაკდა.
- ეშმაკი ახლოდან როგორი ყოფილა . . . - წამიერად შიშიც კი ვიგრძენი, რომ გავიაზრე.
- თვალებში მიყურე. ნუ გეშინია. მე შენს ღმერთზე ბევრად ჰუმანური ვარ.
გულისამრევ მზერასთან ერთად, სითბოს ვხედავდი მის თვალებში.
- შენ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს, ეშმაკო. - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ ვუთხარი.
- პატარავ.
- და არის რაიმე ძაფი აქ?!
- გაუწყვეტელი.
- შენი უნდა მჯეროდეს?!
- ჩემი ისედაც გჯერა.
- უკვე აუტანელი ხარ, ეშმაკო.
- მოგიწევს, ამიტანო.
- რომ შემიყვარდე?!
- იქნებ, მეც შემიყვარდე . . .

***
მეთერთმეტე.
რიონი იმდენ რამეს იტევდა ჩვენსას. შენ გარეშე მისვლაც აღარ მინდა. იქნებ, დაშრა კიდეც უკვე შვილების ნახვის გარეშე.

***
მეთორმეტე.
მესიზმრები. შენს სახეს ვეფერები. შენი კანის სუნს ვგრძნობ. შენს ხელებს ჩემს წელზე და ტუჩებზე ჩემს ყელში. მენატრები.

***
მეცამეტე.
დღეები თეთრია. იქნებ, ამის მერე, ვეღარც დავითვალო.

***
მეთოთხმეტე.
შენ მე მომატყუე. დღეები კი არ გარბიან, ისვენებენ.

***
და ბოლოს,
დღეებიც აღარ არიან, ჩემო. მონატრება ყველაფერს ჭამს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤❤❤❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤❤❤❤

მიყვარხარ!

 


№3  offline მოდერი სალანდერი

ამის უფლება არ გქონდა!
უნამუსობაა ტო. . .
კომენტარებში რომ ფრაზების გადმოტანა იცი, "დავიჭირეო" ან რამე მსგავსი, მთელ ისტორიას გადმოვწერდი ახლა. . .
რომ წერდი იტირე? - თუ არა, არც ბევრი დაგაკლდებოდა, ვიცი ჰო. . .
ამის უფლება არ გქონდა! - დაუსრულებლად გიმეორებდი ახლა ამას!
არ გქონდა!
არ გქონდა!
არ გქონდა!
არ მომწონს ხელები რომ გეყინება!
არ მომწონს გაწელილი დროები!
არ მომწონს ვერ გადმოსული ცრემლები!
არ მომწონს დამშვიდობებები!
არ მომწონს ეს ისტორია! ვერ ვიტან! მეზიზღება! თან მიყვარს! ვისაკუთრებ! "ვიღებ"!
იმ "ეშმაკის" თვალებივით გაორებულ გრძნობებს აღძრავს!
"წვიმს კოკისპირულად. მე რომ ცრემლებს ვიგუბებ, მგონი, ზეციდან მოდის ყველა." - ეს იქედანაა ჩემი საყვარელი მწერლის ფრაზებს რომ ვინიშნავ!
შენ გაიმარჯვე! 1-0 - გილოცავ!
არასდროს ყოფილა დამარცხება ასე "ტკბილი"
უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე გუშინ, უფრო ნაკლებად ვიდრე ხვალ. . .
მადლობა რომ არსებობ ❤

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
ამის უფლება არ გქონდა!
უნამუსობაა ტო. . .
კომენტარებში რომ ფრაზების გადმოტანა იცი, "დავიჭირეო" ან რამე მსგავსი, მთელ ისტორიას გადმოვწერდი ახლა. . .
რომ წერდი იტირე? - თუ არა, არც ბევრი დაგაკლდებოდა, ვიცი ჰო. . .
ამის უფლება არ გქონდა! - დაუსრულებლად გიმეორებდი ახლა ამას!
არ გქონდა!
არ გქონდა!
არ გქონდა!
არ მომწონს ხელები რომ გეყინება!
არ მომწონს გაწელილი დროები!
არ მომწონს ვერ გადმოსული ცრემლები!
არ მომწონს დამშვიდობებები!
არ მომწონს ეს ისტორია! ვერ ვიტან! მეზიზღება! თან მიყვარს! ვისაკუთრებ! "ვიღებ"!
იმ "ეშმაკის" თვალებივით გაორებულ გრძნობებს აღძრავს!
"წვიმს კოკისპირულად. მე რომ ცრემლებს ვიგუბებ, მგონი, ზეციდან მოდის ყველა." - ეს იქედანაა ჩემი საყვარელი მწერლის ფრაზებს რომ ვინიშნავ!
შენ გაიმარჯვე! 1-0 - გილოცავ!
არასდროს ყოფილა დამარცხება ასე "ტკბილი"
უფრო მეტად მიყვარხარ ვიდრე გუშინ, უფრო ნაკლებად ვიდრე ხვალ. . .
მადლობა რომ არსებობ ❤

მგონი, გამიჩერდა გული, იცი . . .
ახლა არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ მიყვარხარ სიგიჟემდე!
წერის დროს არა და ახლა ვტირი, ოღონდ გაუჩერებლად, თუ როგორც არის . . .
ახლა თითქოს ძალაც აღარ მაქვს, ან არაფერი ვიცი, მაგრამ
ძალიან მიყვარხარ,
ჩემო!

 


№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

მაგრად მაშინებ,
უნამუსო ვიყო.
ანა, ხომ კარგად ხარ?

იტირებდი, თან რამდენს!
რამდენი რაღაც გედო აი ამ პატარა რაღაცაში.
რაღაცა არა ის, დამწვა ყველაფერი.
ახლოს დგახარ ძალიან.
და გისმენ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline მოდერი Tamta.k

არ მიყვარს ეს მიკერძოება მაგრამ შენ, შენ სულ სხვა ხარ.
შენ არავის არ ჰგავხარ... მართლა რა, რა გავაკეთო?
ბოლოს ერთადერთ, აზრამდე მივდივარ, რომ შენ ყოველ შენს წინადადებას, სიტყვას თუ ერთადერთ ასოსაც კი მთელ არსს და იმ სითბოს ატან როგორიც შენ ხარ.
შენ ხარ ის და ისეთი როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს, ყველა მოკვდავი.
შენ სასწაული ხარ ძალიან ჩვეულებრივად, სასწაული! ❤️❤️

 


№7  offline ადმინი ელპინი

მარიკუნაა♥️
მაგრად მაშინებ,
უნამუსო ვიყო.
ანა, ხომ კარგად ხარ?

იტირებდი, თან რამდენს!
რამდენი რაღაც გედო აი ამ პატარა რაღაცაში.
რაღაცა არა ის, დამწვა ყველაფერი.
ახლოს დგახარ ძალიან.
და გისმენ.

მარიკუნა,
ჩემო საოცარო გოგო,
შენ ხარ სულ სულ ყველაზე მაგარი ადამიანი!

მიყვარხარ,
რომ იცოდე!

Tamta.k
არ მიყვარს ეს მიკერძოება მაგრამ შენ, შენ სულ სხვა ხარ.
შენ არავის არ ჰგავხარ... მართლა რა, რა გავაკეთო?
ბოლოს ერთადერთ, აზრამდე მივდივარ რომ შენ ყოველ შენს წინადადებას, სიტყვას თუ ერთადერთ ასოსაც კი მთელ არსს და იმ სითბოს ატან როგორიც შენ ხარ.
შენ ხარ ის და ისეთი როგორიც ყველა ადამიანი უნდა იყოს, ყველა მოკვდავი.
შენ სასწაული ხარ ძალიან ჩვეულებრივად, სასწაული! ❤️❤️

თამთა, შენ თვითონ ხარ სასწაული, რომ ასეთ საოცრებებს მეუბნები და გულში იკრავ ყველა სიტყვას, წერტილს, თუ მძიმეს. გაფასებ ძალიან და მადლობა, რომ აქ ხარ და ასეთი ხარ.

 


ელპინ, ელპინ, ელპინ...
ჯანდაბა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი...
იცი, როგორ ამრიე?..
იცი, როგორ ვიგრძენი?..
იცი, ეს რა იყო?..
მგონი, შენ თვითონაც არ იცი რა წაგვაკითხე...❤️
ეს იყო "ის", ჰო, "ისა", ჰო, ჯანდაბა... ისევ დავკარგე სიტყვები...
ვაჰ!..
ეს იყო ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ძლიერი , ყველაზე ყველაზე...
ჯანდაბა, ისევ დავდუმდე, ჯობს...
წავედი...
შენ კი ეს გულები ჩემგან ❤️❤️❤️❤️

 


№9  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ელპინ, ელპინ, ელპინ...
ჯანდაბა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი...
იცი, როგორ ამრიე?..
იცი, როგორ ვიგრძენი?..
იცი, ეს რა იყო?..
მგონი, შენ თვითონაც არ იცი რა წაგვაკითხე...❤️
ეს იყო "ის", ჰო, "ისა", ჰო, ჯანდაბა... ისევ დავკარგე სიტყვები...
ვაჰ!..
ეს იყო ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ძლიერი , ყველაზე ყველაზე...
ჯანდაბა, ისევ დავდუმდე, ჯობს...
წავედი...
შენ კი ეს გულები ჩემგან ❤️❤️❤️❤️

ქეთი, ყველაზე თბილო ადამიანო, როგორ შეგიძლია რომ მეც დამამუნჯო ხოლმე და მერე აღარ ვიცი, როგორ დაგიბრუნო სითბო, რომელსაც შენგან ვიღებ.
ჰო, მე თვითონაც არ ვიცი, ეს რა იყო . . .
მე რაღა უნდა გითხრა, შენ თვითონაც გეცოდინება, რომ ძალიან თბილი გული გაქვს და უღრმესი მადლობა!

 


№10  offline წევრი -ლილუ

შენ არც კი იცი როგორ გამიხარდი...
ოჰ ანნა...
ანნა...
რას მიშვები თუ ხვდები ნეტა?!
კითხვისას პულსს ვითვლიდი იცი...(მერე მივხვდი რომ სიჩუმეში ვეძებდი ციფრებს)
გულს მიჩერებ...
ისე გკითხულობ ყოველთვის...
აი იცი როგორ?!...
გულის ერთ ფეთქვაში...
ვერ ვიტან თეთრ დღეებს...
ვერც თეთრ მოლოდინს...
ვერც სითეთრე შეპარულ გრძნობებს...
და მძულს,როცა სითეთრეს ეჩვევი...
ბევრჯერ წაგიკითხე...
ძალიან ბევრჯერ...
სათვალავი ამერია...
და ჯანდაბა ეს აუტანელი სითეთრე ჩემშიც შემოვიდა...
სითეთრე რომელიც მძულს...
ყველაფერი ვიგრძენი და გავითავისე იცი ხო...
ჰო და შენ რა გითხრა...
სასწაულზე მეტი ხარ...
ყველა განცდილ გრძნობაზე მეტი...
მოკვდავთა სამყაროდან ნამდვილად არ უნდა იყო...
უ'კვდავებას იმსახურებ...
სულ წერე...
ესე წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგსასწაულამდე....

 


№11  offline წევრი სიბილა

heart_eyes heart_eyes kissing_heart წერე,საოცარო ვინმევ და იცი რატომ? გარეთ რომ გამოუშვა ხოლმე.რომ არ აფეთქდეს, ვერ გაუძლებ, ვერავინ ვერ გაუძლებს..

და ეს ფოტოა თუ ნახატი?ავტორი ვინააა?

 


№12  offline ადმინი ელპინი

-ლილუ
შენ არც კი იცი როგორ გამიხარდი...
ოჰ ანნა...
ანნა...
რას მიშვები თუ ხვდები ნეტა?!
კითხვისას პულსს ვითვლიდი იცი...(მერე მივხვდი რომ სიჩუმეში ვეძებდი ციფრებს)
გულს მიჩერებ...
ისე გკითხულობ ყოველთვის...
აი იცი როგორ?!...
გულის ერთ ფეთქვაში...
ვერ ვიტან თეთრ დღეებს...
ვერც თეთრ მოლოდინს...
ვერც სითეთრე შეპარულ გრძნობებს...
და მძულს,როცა სითეთრეს ეჩვევი...
ბევრჯერ წაგიკითხე...
ძალიან ბევრჯერ...
სათვალავი ამერია...
და ჯანდაბა ეს აუტანელი სითეთრე ჩემშიც შემოვიდა...
სითეთრე რომელიც მძულს...
ყველაფერი ვიგრძენი და გავითავისე იცი ხო...
ჰო და შენ რა გითხრა...
სასწაულზე მეტი ხარ...
ყველა განცდილ გრძნობაზე მეტი...
მოკვდავთა სამყაროდან ნამდვილად არ უნდა იყო...
უ'კვდავებას იმსახურებ...
სულ წერე...
ესე წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგსასწაულამდე....

ლილუ,
შენ ხარ საოცარი გოგო და მე ამ ერთადერთი სიტყვით გეუბნები ყველაფერ იმას, რისი თქმაც მინდა, მაგრამ სიტყვებს ვეღარ ვპოულობ იმიტომ, რომ სულ ვიბნევი და მერე ვფიქრობ, ნეტავ მართლა ვიმსახურებ ამ სიტყვებს - მეთქი . . .
მიხარია რომ სულ აქ ხარ, ჩემთან და
ძალიან დიდი მადლობა, რა!

სიბილა
heart_eyes heart_eyes kissing_heart წერე,საოცარო ვინმევ და იცი რატომ? გარეთ რომ გამოუშვა ხოლმე.რომ არ აფეთქდეს, ვერ გაუძლებ, ვერავინ ვერ გაუძლებს..

და ეს ფოტოა თუ ნახატი?ავტორი ვინააა?

რუსა, ვწერ და აქ ვარ, ვიდრე შემეძლება და ვიდრე ვერ დავიტევ . . .

არ ვიცი, ვინ არის ავტორი ან რაიმე, მხოლოდ ფოტო მაქვს.

 


№13 სტუმარი სტუმარი მარიამო

ელინ, როგორ მომნატრებიხარ... ჩემო ელინ. სადღაც ჩემეული , ჩუმი სიშორიდან თავდღაწეულს მაბრუნებენ სიტყვები შენი... როგორ მომნატრებიხარ... თითქოს საგულდაგულოდ გადამალულ ემოციებს, აქამდე რომ ვერ დამიბრუნა ვერავინ შენი სიახლოვე ეგრძნოთო, უნებურად მომიყვანეს აქამდე და მერედა როგორ... როგორ თრთის ახლა ეული, წყეული...

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიამო

აქა-იქ კანტიკუნტად დაჭერილ ნისლიან ფიქრებს გეფიცები, ვიცი, შენც ისევე გრძნობ მონატრების სურნელით გაჟღენთილ მოგონებათა სიმძაფრეს, როგორც მე, ახლა ჩემში აშლილ, ღრმად დამარხულ და საგულდაგულოდ გადამამულ აფრენილ ქაღალდის თვითმფრინავებს, უფერო ფერებით რომ ვუმზერ... სითეთრე შეპარულ მოგონებებს... ჰოო, სიმძიმე შეპარულ მოგონებებს... სიწითლე შეპარულ თვალებს, ურჩ, ურცხვ გამყიდველ თვალებს... ფერებ დაკარგულ ღამეს და უცოდვილო მთვარეს... ჰო, სიცივეა ... (გარეთ , ( აქ ჩაცინება ) ) ...

 


№15  offline ადმინი ელპინი

სტუმარი მარიამო
აქა-იქ კანტიკუნტად დაჭერილ ნისლიან ფიქრებს გეფიცები, ვიცი, შენც ისევე გრძნობ მონატრების სურნელით გაჟღენთილ მოგონებათა სიმძაფრეს, როგორც მე, ახლა ჩემში აშლილ, ღრმად დამარხულ და საგულდაგულოდ გადამამულ აფრენილ ქაღალდის თვითმფრინავებს, უფერო ფერებით რომ ვუმზერ... სითეთრე შეპარულ მოგონებებს... ჰოო, სიმძიმე შეპარულ მოგონებებს... სიწითლე შეპარულ თვალებს, ურჩ, ურცხვ გამყიდველ თვალებს... ფერებ დაკარგულ ღამეს და უცოდვილო მთვარეს... ჰო, სიცივეა ... (გარეთ , ( აქ ჩაცინება ) ) ...

მარიამო.
დამიბრუნდი . . .
შენი საოცარი სიტყვები და თავად შენ, როგორ მომნატრებიხარ!
თვითმფრინავები დაფრინავენ, მარიამო. ოღონდ კედლებს ეჯახებიან, ოცნებებივით ძირს ეშვებიან, უცნაურად, მაგრამ ლამაზად და მერე ისე ქრებიან, თითქოს არც ყოფილან. ან უბრალოდ, ვიღაც მოდის და ხევს ქაღალდის თვითმფრინავებს, თუ როგორც არის . . .

მარიამო.
შენ ხარ საოცრება!
შემდეგ შეხვედრამდე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent