შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდროგენი- თავი 6


25-01-2019, 01:12
ავტორი azula2023
ნანახია 379

ანდროგენი- თავი 6

გადაწყვიტე აღარა გამეგრძელებინა წერა, მაგრამ რამდენიმე დღის მერე ისევ დამხვდა თქვენი სიტყვები და არ შემეძლო ცოტა მაინც არ დამეწერა. მადლობა, რომ კითხულობთ და ელოდებით.

რამდენი რამ გადაუტანია ანო კანდელაკს, მაგრამ არასდროს უგვრძნია ისეთი ტკივილი რომელიც ლაზარემ მიაყენა თავისი სიტყვებით. ვერ იჯერებდა ვერ ხვდებოდა რა უნდა დამართნოდა. დღეები ბუნდოვნად ცვლიდნენ ერთმანეთს. სამყარო უფრო და უფრო იძირებოდა სიბნელისა და გამოუთქმელი გრძნობების მორევში.



ერთი კვირით ადრე

დიდი, ჩაბნელებული სახლში უზარმაზარ ეზოში შავი მანქანა შეიჭრა. მალე გადმოვიდა მაღალი კაცი, ახოვანი, შავი თმებითა და მწვანე თვალებით. შემშინებლად შეუვალი სახე ჰქონდა გეგშიძის ვაჟს. სწრაფი ნაბიჯებით შევარდა სახლში და მიმოიხედა. ოთახში ბნელოდა მხოლოდ მდივნის გვერდით მდგარი ნათურა იყო ანთებული, რომელზეც შუახნის ასაკას გადაცილებული მამაკაცი იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.
- ასეთი შეშინებული სახით ხვდები გეგა მამაშენს? - კაცს ირონია გამოერია ხმაში და იდნავ გაიღიმა
- მამა - წამოიყვირა ბიჭმა და მისკენ გადადგა ნაბიჭი.
მჭიდროდ მოეხვია გაქცეული მამა უკვე დავაჟკაცებილ ბიჭს.
- მამა შენ ხომ იცი როგორ მიხარია შენი ჩამისვლა მაგრამ საშიშია დადეშქელიანი შმაგივით დაგეძებს და ისე არ მოკვდება შური რომ არ იძიოს.
- დამშვიდდი გეგა, მე მისი არც მეშინია, მაინტერესებს კიდეც რა ხელი აქვს იმ პატარა ბიჭს მე რომ დავტოვე. ის ვერასდროს გაიგებს მშობლების მკვლელის ვინაობას.
- მომენატრე მამა
- მეც შვილო, მეც
ისევ მოეხვია ვაჟა გეგეშიძე თავის უმამოდ გაზრდილ ვაჟს .


- ლაზარეეე- სად ხარ? - ლუკა ტელეფონში ყვიროდა
- ანო დავტოვე უნივერსიტეტში რა ხდება?
- სასწაფოდ მიდი შენთან ბინაში და მოვალ მეც.
15 წუთში უკვე ლაზარეს სახხლის წინ იდგა , იქვე იდგა დადეშქელინის მანქანც . ერთი ამოისუნთქა და ბიანში ავიდა.
- რა მოხდა ლუკა, რა გაღრიალებდა ტელეფონში.
- ლაზარე ახლა კარგად უნდა მომისმინო და გთხოვ სიბარეზეს ნუ ა ყვები. მოკლედ გუშინწინ დავიჭირეთ ვიღაც იოსებ ნონიაშვილი დიდი რაოდენობით, ნარკოტიკების შენახვა შეძენისა და მოხმარებისათვის. წინასასანართლი სხდომის შემდეგ როცა მიხვდა მინიმუმ 8 წლით მოუწევდა ჩაჯდომა მისი ადვიკატი მოვიდა ჩემთან და საპროცესოს გამოფორმება შემომთავაზა, სანაცვლოდ კი 17 წლის წინანდელი საქმეს გახსნიდა ნონიაშვილი. დაკითხვისას განაცხადა რომ მხოლოდ ჩემთან ისაუბრებდა, მან აღიარა ლაზარე აღიარა რომ იცოდა იმ პიროვნების სახელი და გვარი ვისაც პირდაპირ არ მოუკლავს შენი მშობლები, მაგრამ თანამონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში და მან ყველაფერი იცის, მხოლოდ მე გამანდო და ჯერ ჩვენ ვიცით ეს ამბავი .
-ვინ არის? - პირდაპირ მითხარი.
- ლევან ახვლედიანი
- არ გამომყვე- წარბიც არ შეხრია დადეშქელიანს ისე დატოვა სახლი
-ლაზარეე , მოიცადე მეც მოვდივარ
თუმცა უკვე გვიანი იყი გიჟივით მოწყდა ლაზარეს მანქანა ადგილს.



ისევ მოიცვა ღამის სიბნელემ თბილისი. ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა. ვინც იცის რა აზრები ტრიალებდა მაშინ ადამიანის გულში, ყელში ამოდენილ სიძულვილი ვინ იცის რას არ გააკეთებინებს კაცს.
ლევან ახვლედიანი ღამის პირველ საათზე გამოვიდა კუთვნილი კომპანიიდან და მანქანისაკენ დაიძრა მშვიდი დაღლილი ნაბიჯებით. ბოლომდე ამოსუნთქვაც ვერ მიახერხა როდესაც ჩაჯდომისას საფეთელზე მიადეს ლულა.
- ღმერთო მიშველე - ამოიყვირა საწყლად.- რა გინდა ჩემგან? მითხარი რა გინდა მოგცემ ყველაფერს. ვინ ხარ?
დადეშქელიანმა მანქანის სარკე მისკენ შეაბრუნა და ახვლედიანმა კარგად გაარჩია სახე, რომლსაც ყველაზე კოშმარულ სიზმრებში ხედავდა და გულისსიღრმეში ელოდა კიდეც ამ დღის დადგომას.
- ლაზარე შვილო
-არ გაბედო, არ გაბედო შენ დედამოტ***ო ხმის ამოღება, არც ზედემეტი ილაპარაკო. დიდიხნის წინ უნდა მომეშორებინა შენი გახრწნილი სული სამყაროსთვის. - ლულა უფრო მაგრამ მიაბჯინა საფეთქელზე
- მითხარი სახელი და გვარი
- გეტყვი ლაზარე , გეტყვი მაგრამ ნუ მომკლავ შვილო.
- სიკვდილის წინ მაინც იყავი კაცი და ქალივით ნუ მევედრები? მეორედ არ გაგიმეორებ მითხარი რისთვისაც მოვედი აქ.
- ვაჟა გეგეშიძე. მან მოგიკლა მშობლები შვილო, მე ვცდილობდი შემეჩერებ... - ლაზარემ არც დაასრულებინა სიტყვა ისე გამოკრა სასხლეტს და იგრძნო როგორ შეეხო მის კანს თბილი ბლანტი სისხლიი.

ლუკას ცივმა ოფლმა დაასხა, როცა გაიგო რომ ახვლედიამი მოკლული იპოვეს თავის მანქანაში. მთელი დღე ფერწასული დადიდოა.
- ტატო რა ხდება გაიგეს ექსპერტებმა რიმე მკვლელი შესახებ.
- არა ლუკა, უცნაური ამბავია ძალიან თითქოს მიწამ ჩაყლაპა მკვლელი, ვერც ერთ ანაბეჭდი ვიპოვეთ. ყველაფერი სუფთად არის გაკეთებული.
თბილისში ჩოჩქოლი და მღელვარება გამოიწვა ერთ ერთ ყველაზე გავლენიანი კაცის ამოუცნობმა მკვლელობამ. ხალხი გეგეშიძის დაბრუნებას უკავშირებდა მისი ბავშვობის მეგობრის სიკვდილს, მაგრამ თავად ვაჟა არც კი გამოჩენილა.


-მამა რა ვქნა მითხარი, ჩემი ხელით დავახლი ტყვიას და შენს თავს არ დავუთმობ მაგ ნაბიჭ***ს.
- როგორ გაზრდილა და დაკაცებულა დადეშქელიანების ვაჟი, არ იტყოდა გეგა ლევანი, არაფერს იტყოდა.
- დაცვას გავაძლიერებ, როგორც იქნა აქ მყავხარ მამა და მაგ სი*ს არ დავუთმობ შენს თავს. ჯერ იყო და ციხეში მყავდი, მერე დადეშქელიანების ნაშიერს ემალებოდი ამდენი ხანი.
- დამშვიდდი გეგა მე არ მეშინია მისი. - ამოთქვა მტკიცედ გეგეშიძემ მაგრამ მიხვდა ძლივს იკავებდა თავს შვილის წინ ხმაში შიში და ეჭვი რომ არ გამოპარვოდა.

ახვლედიანის მკვლელობიდან სამი დღე იყო გასული, ლაზარე ლუკასთან და საბასთან ერთად იჯდა მდივანზე და სვამდა.
- რას აპირებ ლაზარე ახლა შენ?
- ველოდები საბა, ველოდები გეგეშიძის გატყდომას. ახლა იცის რომ მასზე ვნადირობ და ელოდება როდის მივაკითხავ, მინდა რომ მელოდოს შიშისგან თავისი ანარეკილისაც კი უნდა ეშინოდეს.
- ლაზარე ფიქრობ ამას რა შეიძლება მოყვეს?
-აწი გვიანია ლუკა, გვიანი. ერთადერთი მიზანი მქონდა 17 წლის მანძილზე . ვერ ხედავ რად ვიქეცი, მკვლელად მაქცია სამართლის ძიებამ ლუკა- სიმწრით გაეცინა ლაზარეს.
-მერე ანო? - გოგონას სახელის ხსენებაზე სახე წაეშალა დადეშქელიანს. თვალებში საოცრად დიდი ტკივილი ჩაუდგა.
- ბევრს ვეცადე ლუკა, მაგრამ ვერ ამოვიღე გულიდან სიძულვილი რომელიც 17 წელია მახრჩობს. ანოს ასე ვერ მოვექცევი. ჩემმნაირი ცოდვიანი კაცისთვის ვერ გავწირავ მას, იმდენად მოიცვა ჩემი სული წყვდიადმა არ მინდა მასაც გადავდო . ვიცი აწი ისე აღარაფერი იქნება როგორც იყო. როგორ უნდა შევხედო მას იმ ნათელ, წმინდა თვალებში.
- ანო გაგიგებს, თუ უყვარხარ გაგიგებს ლაზარე.
- მე ვერ გავუგებ ლუკა ჩემს თავს, ღამის აჩრდილი ვარ, ცივსისხლიანი მკვლელი. ერთი წამითაც კი არ მინანია გესმის , მესიამოვნა კიდეც როცა მისი ბლანტი სისხლი ვიგრძენი სახეზე. არ მემეტება მე ჩემი ანო ასეთი კაცისთვის .
ხმა ვერავინ ამოიღო. ტკივილი ახრჩობდა სამივეს ოთახში, გამოუთქმელი, მწარე ტკივილი.
სწორედ ამ დროს შენიშნა საბამ კარებში მდგარი კანდელაკი....



*****




მისმა დამახვამ საბოლოოდ გაახელა დადეშქელიანი თვალებში ვერ შეხედა მაგრამ ისედაც გრძნობდა, როგორ ანადგურებდა ტკენდა მის საყვარელ ქალს, მაგრამ უფრო დიდი ტკივილისთვის არ ემეტებოდა თავისი ანდროგენი.



გეგეშიძე ბოლთას სცემდა თავის სახლში. შიშით შუქსაც არ ანთებდა ღამით. მუდმივად ფანჯრიდან გაჰყურებდა ეზოს. თუ მართლა გამოუტყდა ლევანი დადეშქელიანს რატომ აქამდე არ მოაკითხა. ეს გაუკვერვლობა ჭკვიდან შლიდა და უფრო მეტად აშინებდა გეგეშიძეს. ბოლოს თავის საყვარელ და უკვე განუყოფელ ვისკის ბოთლთან ერთად შევიდა მის კაბინეტში. ჩუქი არც ამჯერად აუნთია მაგრამ იგრძნო რომ მარტო არ იყო ოთახში . სუნთქვა შეეკრა და შიშისგან კარს მიეკრო. იმის იმედით რომ მოეჩვენა, იქვე მდგარი ნათურა აანთო, მკრთალ სინათლეში კი წყვდიადუდან ნელა გამოვიდა დადეშქელიანი. სახეზე სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა .

- ლაზ ა რე - ძლივსღა ამოთქვა გეგეშიძემ.
- იცი რამდენი ხანი ველოდებოდი ამ დღეს? 17 წელი. 17 წელი ყოველდღე შენი სიძულვილით ვიღვიძებდი. ახლა კი აქ დგახარ ჩემს წინ , საცოდავი, შიშისგან დაპატარავებული.
- ლაზარე მე ძალიან ვნანობ შენი მშობლების სიკვდილს
- ხო ? შენს თვალებში კი სხვა რამეს ვხედავ მე გეგეშიძე, უფრო მეტს ველოდი, კაცისგან რომელმაც ბავშვობა წამართვა. 9 წლისამ მივაბარე მშობლები ცივ მიწას. შენ კი ამდენი წლის მერეც სუნთქავ და არსებობ. ადამიანი რომ გაიხრწნება მერე გადასაგდები ხდება ხომ გაგიგია გევეშიხე, შენი სუნი კი აქაც მცემს. შენი უბრადრუკი სულის აყროლებული სუნი..
- გეგეშიძეს ფეხები მოეკვეთა, მუხლებზე დაეცა დადეშქელიანის წინ და ატირდა. - შვილი მყავს მე ლაზარე
- ახლა გაგახსენდა შვილი გეგეშიძე? რად უნდა შენნაირ კაცს შვილი ? და მე არ მყავდა მამა რომლის სითბოც არასდროს მიგრძვნია . მე არ მყავდა დედა, რომელსაც ვერ დასცალდა შვილის სიყვარული. მე არ ვიყავი შვილი, უმოწყალოდ რომ ამომიხოცე მშობლები? მიმიფურხებია შენი უბადრუკი სიცოცხლისთვის გეგეშიძე. -იღრიალა ლაზარემ და უემოციოდ გამოჰკრა სასხლეტს თითი. ზემოდან დაჰყურებდა მშობლების მკვლელს და უყურებდა, როგორ ეცლებოდა მის თვალებს სიცოცხლის ნიშანწაყალი.

მორჩა... დასრულდა, 17 წლიანი ლოდინის, უშედეგო ძებნის, უძილო ღამეების შემდეგ მისი მშობლების მიკვლელი მის ფეხქვეშ ეგდო უსულო და დამცირებული. გულზემოეშვა? არა, არაფერი უგრძვნია საერთოდ . ეგონა რომ ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა, შვებას იგრძნობდა, მაგრამ უფრო მეტად დაამძიმა მისი სხეული წყვდიადით მოცულმა გულმა. უფრო მოიძულა ცხოვრება ისეთ ადამიანად როგორიც ის იყო. მაგრამ სხვანაირად არ შეეძლო, როცა სხვისი მეშვეობით ვერ იპოვა სამართალი თავისი ხელებით აღასრულა ის. დაიღალა, ძალიან დაიღალა დადეშქელიანი.

კლუბიდან დაბრუნებული, მშვიდად შევიდა სახლში , არ უნდოდა მამის გაღვიძება ალბათ ეძინა ჯერაც. თუმცა მაინც შეიხედა მის კაბინეტში ფრთხილად. ფეხებიწაერთვა როცა მიწაზე გართხული, შუბლში ტყვია დაჭედებული მამა დაინახა. მამის სხეულს მიეჭრა და დაჭრილი მგელივით იღრიალა უმცროსმა გეგეშიძემ.
- ვერ დაგიცავი მამი ვერა. ვერ გავძეხი მამი შენით. ვერ დაგიგულე ჩემად. გეფიხები მამი, შენს სულს გეფიცები შურს ვიძიებ და გაჩენის დღეს ვაწყევლინებ დადეშქელიანს.- კიდევ დიდხანს ისმოდა ღრიალი გეგეშიძეების უზარმაზარი სახლიდან.



ისევ გაახსენა გეგეშიძის მკვლელობამ 17 წლის წინ მომხდარი შემზარავი ისტორია თბილისს. ყველა ამბობდა მაინც იძია შური დადეშქელიანმაო, რომლის სახელის გაგონებისას შიშისგან ცრიდა ყველას, მაგრამ სამართალდამცავებმა ვერაფერი დაამტკიცეს, მხოლოდ ჭორებს კი რა ხელი ჰქონდა ამ დროს. არც გეგეშიძე ითხოვდა რამეს. დუმილით მიაბარა მიწას გაციებული მამის სხეული და ეს დუმილი უფრო მეტად აშინებდა თბილისს.




მას შემდეგ დღის სინათლეზე არავის უნახავს დადეშქელიანი. ზოგი ამბობდა ისევ დადის თავის კლუბშიო, ზოგმაც მშობლების საფლავს აკითხავსო. ზოგი იმასაც ამბობდა საერთოდ წავიდა საქართველოდანო. მავრამ არავინ იცოდა რომ იმ ავადსახსენებელ დღეს კანდელაკის ფაბჯრის ქვეშ იდგა დადეშქელიანი. მთელი ღამე უყურებდა მისი ოთახიდან გამომავალ მკრთალ შუქს და გულში წყევლიდა თავის ცხოვრებას, რომ ყველაზე ძვირფასი და წმინდა რამ დაკარგა. არ ემეტებოდა ქალი ასეთი კაცისთვის, წყვდიადში ჩაკარგული. ცხოვრებისთვის... დილამდე იდგა მის შორიახლოს როგორ უნდოდა მოხვეოდა, მისი სურნელი შეწგრძნო, მისი ცხელი და ნაზი ტუჩების გემო მოენატრა, მაგრამ თავად გაანადგურა ყველაფერი. მისნაირებისთვის არ შეუქმნია ღმერთს ბედნიერება. მას შემდეგ არავის უნახავს დადეშქელიანი თბილისში.


იმ საზარელი დღიდან სამი თვის შემდეგ ლუკამ მიაკითხა კანდელაკს... განადგურებული და წამხდარი ეჩვენა დადიანს ქალი, რომელიც მისი დანახვისას კიდევ უფრო მეტად გაფითრდა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. მოუახლოვდა და ხმა ვერ ამოიღო.
- როგორ ხარ ანო?
- აქ რა გინდა ლუკა. რამე დაემართა მას... - სახელის წარმოთქმისთვის ძალა აღარ ეყო.
- კარგად არის, თუ ამას ყოფნა ჰქვია საერთოდ. გაიგებდი გეგეშიძის ამბავს და ჭორებსაც რომელზეც მთელი თბილისი საუბრობს. მართალია ანო ყველაფერი. ლაზარემ 17 წლის შემდეგ მაინც იძია შური, მაგრამ თვითონაც მოკვდა, ვერ პატიობს თავის თავს. შენთვის სხვანაირი ცხოვრება ემეტება ანო და არა მკვლელის ცოლობა, ხომ იცი აწი მის აბოგინებულ სულს ვერაფერი დაამშვიდებს. არც კი იცის აქ რომ ვარ ახლა შენს წინ თორემ მეც მომკლვადა ალბათ. მაგრამ ასე ვერ დაგტოვებდი, მინდა გითხრა რომ წავიდა და არ ვიცი თუ დაბრუნდება ოდესმე. ბედნირი იყავი ანო, ეს გაახარებს მხოლოდ მას.- ბიჭმა ლოყაზე მოუსვა ხელი და წავიდა.


იქვე სკამზე ჩამოჯდა კანდელაკი და ტკივილოსგან მოიკეცა. მაინც ამტანია ადამიანი ყველაფერს აიტანს, აუტანელსაც კი. ასეთია მისი ბუნება, სანამს პირში სული უდგას, არ ნებდება და არ ეპუება... მთელი დღეები ცდილობდა საწოლიდან წამოდგომას მაგრამ არ გამოსდიოდა, გაბრიელი რომ არა ვერასდროს დაიხსნიდა თავს ამისგან. ანოს შეზოფრენიის საწყისი ეტაპი დაუდგინეს, რომლის პირველი სიმპტომიც დეპრესია იყო, რომლიც ძილერი ემოციური ტრამვის შედეგად განუვითარდა. რომ არა გაბრილი ალბათ ვერასდროს შეძლებდა იმ წყვდიადიდან და უფერული სამყაროდან თავის დაღწევას რომელშიც აღმოჩნდა. 2 თვე სანატორიმშიი გაატარა, ორი თვიდან კი მხოლოდ ბოლო დღე ახსოვს როცა გაბრიელმა სახლში მოიყვანა. ანო თითქოს ჩვეულებრივად იყო ჭამდა, ეძინა, ისევ ძველებურად უყურებდნენ ფილმებს . მაგრამ თითქოს ყველაფერს ინსტიქტურად აკეთებდა დაპროგრამებულივით. ავტომატურად. ძალიან ცოტას საუბრობდა და ისიც საჭიროების გამო. თითქოს სადღაც შორს ცხოვრობდა ყველასა და ყველაფრისგან შორს. გაბრიელმა დედა გააცნო. გაგიჟდა ნანა ანოს ნახვისას, ძალიან მოეწონა გოგონა, მაგრამ ხვდებოდა რომ რაღაც ისე ვერ იყო, მის თვალებში საოცრად ღრმა და გამოუთქმელ ტკივილს ხედავდა. ანო უფრო და უფრო მეტს კითხულობდა მთელი დღეები, იმისთვიდ რომ არ ეფიქრა ცდილობდა გონება გადაეტვირთა, თანდათან ეს ჩვევად ექცა და საინტერესოც გახდა. უკვე ბოლო კურსზე იყო და ეს ყველაზე მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა ახლა. მთელი დღეებს ლექციებსა და ბიბლიოთეკაში ატარებდა, საღამოს კი გაბრიელთან ერთად ვახშმობდა. რომ არა ის ალბათ ვერ გადაიტანდა ამ აუტანელ და ძვლებში გამჯდარ მარტოობას. დრო სწაფად გადიოდა დააასრულეს ანომ და გაბრიელმა სწავლა. გაბრიელმა უშიშროებაში დაიწყო მუშაობა, ანო კი პროკურატურის გამოცდისთვის ემზადებოდა. რა თქმა უნდა, არავის გაკვირვებია როცა უმაღლესი შეფასებით მიიღო პროკურორის წოდება და ბოლოს დავბოლოს შეეძლო ეკეთებინა ის საქმე, რომელიც ასე უყვარდა. კვლავ ცდილობდა რომ დაეღწია თავი თავისი მდგომარეობისთვის და მთელს დროს საქმეს უთმობდა. მალე დაიწყეს საუბარი ყველაზე ახლაგაზრდა და ნიჭიერ პროკურორზე. უამრავი ადამიანი გაიცნო, მაგრამ თავიდან მათი სახელების დამახსოვრება ძალიან უჭირდა, იმდენად უმნიშვნელ9 იყო თითეული სახე მისთვის. მთელს მის ცხოვრებას თითქოს ბურუსი გადაჰკვროდა .

- ანოო, რას შვები ?
- სამსახურში ვარ, მალე პროცესზე უნდა შევიდე რატომ?
- დღეს ნანამ დაგვპატიჟა ვახშმად და გამოგივლი საღამოს.
- კარგი დაგელოდები.


უკვე 7 სრულდებოდა როცა ისევ დაურეკა გაბრილემა ახლაღა გაახსენდა რომ უნდა წასულიყო, მაშინვე აიღო ნივთები და გავიდა. ბიჭი მანქანას მიყრდნობოდა და უღიმოდა მის საყვარელ ქალს.
- როგორ მომენატრე - მისი დიდი მკალვები მოხვია ანოს და გულში ჩაიკრა, მისი სურნელი კიდევ ერთხელ შეიგრძნო.
- დღეს არ მნახე გაბრიელ.
-მერე რა მე სულ მენატრრები- წავიდეთ თორემ მომკლავს ნანა.
ანო უყურებდა მის გვერდით მჯდარ ბედნიერ გაბრიელს და მასაც უხაროდა ასეთს რომ ხედავდა. ის ბევრს არაფერს ითხოვდა, მხოლოდ მასთან ყოფნას. მის ცხოვრებაში არსებობას. ორი წელი გავიდა იმ ამბებიდან და არც ერთი დღე არ გასულა ანოს ცხოვრებაში გაბრიელის გარეშე.
- ვაიმე ჩემი შვილები მოვიდნენ, თათული მიხედე ხაჭაპურებს.- შეჰყვირა ნანამ , რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო უკეთ ხდებოდა.
- ანოო ისე მომენატრე ასე უნდა დამივიწყო ჩემო გოგო?
- ბოდიში ნანა, ვერ მოვიცალე.
- ამდენი მუშაობა სად გაგონილა, რა სუსტი ხარ ანნ მოდი , იმდენი რამ მოგიმზადეთ
- კაი ნანა ნუ დაახრჩვე ანო, მეც აქ ვარ ისე.
- რაო დე ეჭვიანობ შენ? - სამივეს გულიანად გაეცინა. კარგი იყო მათთან ყოფნა. მხიარულად ივახშმეს. მერე კი ნანა დასასვენებლად წავიდა. გაბრიელმა ვერდაზე ჩამომჯდარ ანოს ჩაი მიაწოდა და მია გვერდით მომალათდა
- ლამაზია ღამეა არა გაბრიელ?
- შენ უფრო ლამაზი ხარ ანო
კანდელაკს არაფერი უთქვამს.
- ანო იცი, რააღაც მინდა გითხრა, დიდიხანია ვცდილობ ამის თქმას მაგრამ სიმართლე გითხრა მეშინია შენი პასუხის. ხომ იცი რომ სამყაროში ყველაზე ძლიეერი და გამოუთქმელი სიყავრულით მიყვარხარ. შენ ხომ იცი რომ მე არაფერს ვითხოვ შენგან, მხოლოდ ის მინდა რომ ჩემთან იყო და ჩემი იყო სამუდამოდ.
- გაბრიელ მე... - რაღაცის თქმა დააპირა კანდელაკმა, მაგრამ ისევ შეაწყევტინა ვიჭის სიტყვებმა.
- გახდები ანო ჩემი ცოლი? ვიცი რომ შენ ისე არ გიყვარვარ როგორც მე მაგრამ მინდა რომ სამყაროში ყველაზე ბედნიერ ქალად გაქციო. ჩემი სიყვარული იმდემად დიდია რომ ორივეს დაგვიტევს, ორივეს გვეყოფა ჩემო ერთადერთო.
ანო გაშრა, ამას არ მოელოდა გაბრიელისგან. რა თქმა უნდა მასაც უყვარდა გაბრიელი მაგრამ იყო კი ეს ის სიყვარული რომლის გამოც დათანხმდებოდა მთელი ცხოვრება გაბრიელთან ყოფნას?
- ანო ვიცი რომ მოულოდნელია შენთვის და არც გთხოვ რომ ახლავე მიპასუხო, როცა მზად იქნები და მიხვდები როგორ უნდა მოიქცე მაშინ მითხარი პასუხი. მე დაგელოდები ჩემო საყვარელო. ისევ მოიმწყვდია აცრემლებული ქალის სხეული თავის მკლავებში გაბრიელმა...
არავინ დარჩა ანოს ისეთი ძვირფასი როგორიც გაბრიელი იყო მისთვის , ის იყო კაცი , რომელმაც მისი ტკივილი გააყუჩა და ნელ ნელა მისი ჭრილობების შეხორცებას ცდილობდა და ახერხებდა კიდეც. მის გარეშე იმაშიც კი ეპარებოდა ეჭვი რომ საერთოდ ცოცხალი დარჩებოდა აქმდე. სრულიად მარტო ამას ვერ გადაიტანდა. მიუხედავად უარყოფისა, გაბეიელს მაინც სურდა ანოს ცოლად შერთვა, ამდენი წლის მერე, მისი სიყვარულის საკუთარ თავზე მეტად სწამდა. ყოველთვის როცა მას უყურებდა და ასეთ ბედნიერს ხედავდა მის გვერდით, უნდოდა მოხვედოა როგორც დედა შვილს, მის ერთადერთ ნამდვილ ადამიანს მთელს სამყაროში. ახლა კი როცა ხვდებოდა მხოლოდ მის ერთ სიტყვას შეეძლო ის მსოფლიოში უბედნიერეს კაცად ექცია, ვერ ხვდებოდა რატომ უჭირდა მაინც ამ მარტივი და ერთადერთი სწორი გადწყევფილების მიღება.


დეკემბერიც დადგა და ისევ გაეხვია თბილისი ზამთრის მარწუხებში. დიდი მითქმა- მოთქმა გამოიწვია ზამთრის დადგომასთან ერთად გავრცელებულმა უცნაურმა და იდუმალმა ამბავმა თბილისში. ხალხი ალაპარაკდა ლაზარე დადეშქელიანი დაბრუნდაო სამშობლოში. ისევ ისეთი უტყვი, საშიში და შემაზრწუნებლად მშვიდი...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Saocreba xar, sityvebi ar myofnis rogor gamovxato mowoneba, dzalian momwons gtxov ar shewyvito ra da gaagrdzele ra motmenlad dagelodebii :*

 


№2  offline წევრი azula2023

სტუმარი Waka
Saocreba xar, sityvebi ar myofnis rogor gamovxato mowoneba, dzalian momwons gtxov ar shewyvito ra da gaagrdzele ra motmenlad dagelodebii :*

მადლობა დიდი <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Waka

Ar shewyvito wera ra gtxov dzalian kargad gamogdis raavici yvela tavi maqvs ukve mesamed tu meotxet wakitxuli :D sul minda vkitxulobde ????????

 


№4  offline წევრი azula2023

სტუმარი Waka
Ar shewyvito wera ra gtxov dzalian kargad gamogdis raavici yvela tavi maqvs ukve mesamed tu meotxet wakitxuli :D sul minda vkitxulobde ????????




აუუ ძალიან საყვარელი ხარ ^^ . ცოტა რთულია ჩემთვის წერის პროცესი თან არასდროს მომწონს ის რასაც ვწერ. ვეცდები გავაგრძელო აუცილებლად.

 


№5 სტუმარი სტუმარი Waka

Au dzalian gtxov sheecade ra ai martla magrad wer momwons sheni weris stili tviton istoriaaa vaphe magariiiaa

 


№6 წევრი Rania

Zalian kargia da male dade gtxovv

 


№7 სტუმარი ნათია41

ეს ისტორია რომ არ გააგრძელო გპირდები სტრასბურგში შემაქვს სარჩელი???? უბრალოდ აქამდე არ გვქონდა სტუმრებს უფლება რამე მოგვეწერა მაგრამ საოცრად ჩამთრევი ისტორიაა. მტკივა ლაზარეს ტკივილი მაგრამ მგონი თვითონაც მიხვდა რომ შურისძიებამ თვითონაც ისეთად აქცია როგორიც მისი მტრები იყვნენ. არადა როგორ მინდა მალწ დაიბრუნოს ანო☺

 


№8 სტუმარი ნათია41

ეს ისტორია რომ არ გააგრძელო გპირდები სტრასბურგში შემაქვს სარჩელი???? უბრალოდ აქამდე არ გვქონდა სტუმრებს უფლება რამე მოგვეწერა მაგრამ საოცრად ჩამთრევი ისტორიაა. მტკივა ლაზარეს ტკივილი მაგრამ მგონი თვითონაც მიხვდა რომ შურისძიებამ თვითონაც ისეთად აქცია როგორიც მისი მტრები იყვნენ. არადა როგორ მინდა მალწ დაიბრუნოს ანო☺

 


№9  offline წევრი azula2023

ნათია41
ეს ისტორია რომ არ გააგრძელო გპირდები სტრასბურგში შემაქვს სარჩელი???? უბრალოდ აქამდე არ გვქონდა სტუმრებს უფლება რამე მოგვეწერა მაგრამ საოცრად ჩამთრევი ისტორიაა. მტკივა ლაზარეს ტკივილი მაგრამ მგონი თვითონაც მიხვდა რომ შურისძიებამ თვითონაც ისეთად აქცია როგორიც მისი მტრები იყვნენ. არადა როგორ მინდა მალწ დაიბრუნოს ანო☺

აუუ მადლობა რომ ასეთები ხართ, ახლა გავაგზავნე მომდევნო თავი და აიტვირთება ალბათ. წერის პროესი იმდენად რთულია თან არასდროს მომწონს ის არასაც ვწერ, ვფიქრობ მალე დავასრულებ ამ ისტორიას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent