შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

There Where The Clouds Are Ending ~III~


25-01-2019, 02:35
ავტორი Eliso Bolkvadze
ნანახია 129

There Where The Clouds Are Ending  ~III~

სასჯელი


სოფლის ცენტრში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შენობაში გამაყრუებელი ზარის ხმა გაისმა, მეორე სართულზე ფანჯარასთან მჯდომმა ფილიმ ზარის ხმაზე ყურები დაცქვიტა და თავლები გააფართოვა, შემდეგ დათოს გადახედა და ასე შეშინებულები უცქრდნენ ერთნანეთს, ცხოვრებაში პირველად არ უხაროდათ, რომ ზარმა მათთვის მოსაბეზრებელი გაკვეთილის დამთავრება აცნობა, იცოდნენ დილით ჩადენილი პატარა შეტაკების მერე ეს მათ სასარგებლოს არაფერს მოუტანდა. უკვე შუა დღე იყო და გაკვეთილები დაუმთავრდათ, დილის ჭიდილში მონაწილე ბავშვებმა, ანუ მთელმა კლასმა მელისას გარდა, რომელიც დღევანდელი შემთხვევის დროს მერხთან მჯდომი წიგნს მშვიდად კითხულობდა, ჩანთებს სტაცეს ხელი და კლასიდან გაქცევას ლამობდნენ, პირველი კლასიდან დათო გამოვარდა, მეორე ფილი მოჰყვა და მას ფეხდაფეხ ბავშვების მთელი ბრბო გამოჰყვა, თუმცა კართან მათ სიურპრიზი დახვდათ, მასწავლებელი რომლის გაკვეთილიც მოუსვენრობით და ცემა ტყეპით გახსნეს დათოს წინ აღმოჩნდა, დათო წამსვე შედგა და მას მის უკან მორბენალი ფილი დაეჯახა ფილის კი სხვა ბავშვები, მათი მოუხელთებლობის გამო ბავშვების ზვინი დადგა. მასწავლებელმა შუბლზე ხელი მიიდო და თავი ჩაქინდრა, გაიფიქრა ამათ მაინც არაფერი ეშველებათო, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა და ბავშვებს მიუგო
- როგორც ჩანს ჩვენი შეთანხმების დავიწყება გადაწყვიტეთ - მასწავლებელმა იოსებ ბელატომ იატაკზე გაშოტილი ბავშვებისკენ დაიხარა და განრისხებული სახით შეხედა დათოს.
- როგორც ჩანს მამაშენი საშინელ ხასიათზეა - გადაუჩურჩულა ფილიმ დათოს
- ეგ არაფერი გაგვიმართლა, რომ დედაჩემი არ არის მის ნაცვლად.
- მასწავლებელო ყველაფერი ფილის ბრალია ჩხუბი მან დაიწყო - უკნიდან ვიღაცის ხმა მოისმა, რომელიც წელში გასწორებას ცდილბდა, ბავშვები თანდათან ფეხზე წამოდგნენ და ტანსაცმლიდან მტვერის დაბერტყვა დაიწყეს - ჩვენ რატომ უნდა დავისაჯოთ მის გამო? - ყველანი მასწავლებლის ჩათვლით კაელს უყურებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილი და დათო ხშირად ცელქობდნენ და მათ გამო კლასს ყველაზე დაუმორჩილებელი კლასის სახელი ჰქონდა ისინი ძალიან უყვარდათ, რადგან ხშირად მხიარულების მიზეზი ხდებოდნენ ხოლმე. ამის გარდაც ერთმანეთის ჩაშვება ჩვევაში არ ჰქონდათ. თანატოლების მზერით დამფრთხალმა სიტუაციის გამოსწორება სცადა, შეეცადა თავი გაემართლებინა.
- მე უბრალოდ ის ვთქვი რასაც სოფელში ხალხი ლაპარაკობს ფილი და დათო კი ძალიან გაცხარდნენ და მუშტების ქნევა დაიწყეს - ამას ყველაფერი უფრო უარესობისკენ შეცვალა, სიტუაცია დღევანდელი დილის რეჟიმს უბრუნდებოდა და სანამ ისევ ცემა-ტყეპას დაიწყებდნენ მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩარეულიყო
- კაელ აბა ის მითხარი, შენც ბრბოს ნაწილი ხარ?
კაელი დაფიქრდა და თავისი ნათქვამიდან დასკვნა გამოიტანა
- როგორც ჩანს კი - ის მიუხვდა რისი თქმაც უნდოდა მასწავლებელს.
- თუ ბრბოს ნაწილი ხარ მაშინ ბრბოსთან ერთად დაისჯები, ამჯერად კი შენი ბრბო შენი თანაკლასელების რიცხვს შეადგენს - მასწავლებელმა აქამდე კლასიდან მეთვალყურე მელისა შეამჩნია თავისი ზურგჩანთით საკლასო ოთახიდან გამომავალი - თქვენ საით გაგიწევიათ პატარა ქალბატონო?
მელისა უცებ შეჩერდა, მიხვდა რომ მას მიმართავდენენ და ნელა შემოტრიალდა.
--- მე მეკითხებით? - თითქოს კითხვას არ ელოდაო მასწავლებელს ისევ კითხვითვე მიუტრიალდა. ბატონმა იოსებმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
- სახლში
- სახლში მას შემდეგ წახვალ როდესაც მთელ კლასთან ერთად სასჯელს მოიხდი
მიუხედავად იმისა, რომ მელისა არაფერ შუაში არ იყო კლასთან ერთად ისიც ისჯებოდა, ამის გააზრებისას გაბრაზებით შეხედა ფილისა და დათოს, მათ ეს მზერა იგრძნეს, მიუხედავად იმისა, რომ მელისა ნაკლებად კონფლიქტური ადამიანი იყო და ცდილობდა ყოველთვის ყველაფერი სწორად გაეკეთებინა მისი მაინც ეშინოდათ, ეს მზერა და დათოს ერთგვარი შიშისგან დაღრეჭილი კანკალის ავარდნა ერთი იყო. აკანკალებული დათო ფილის მიუბრუნდა და ეუბნება:
- მგონი მამაჩემის სასჯელი შაქარივით ტკბილი იქნება ვიდრე მელისას ასეთი გაბრაზებული სახის დანახვა
- ნამდვილად ისეთი სახე აქვს მგონი დღეს სახლში ცოცხალი ვერ მივაღწევთ.
მელისა მორჩილად მივიდა ბავშვებთან და ფილისა და დათოს გვერდით დადგა. საუცხოოდ მძიმე აურა ჩამოწვა, მისი ყველას ეშინოდა, ის თითქოს არაფერს აკეთებდა მაგრამ ბავშვებს ერჩივნათ თუ მას არ გააბრაზებდნენ. ეს დაძაბულობა ბატონმა ბელატომაც კი იგრძნო, ბავშვები უკან ჩურჩულს მოჰყვნენ
- დარწმუნებული ვარ ეს ორი დღეს ვერ გადარჩება
- აჰა შეიძლება დათო გამოძვრეს მაგრამ ფილი ნამდვილად დაინვალიდდება დღეს
- აბა ყველანი გაჩუმდით და მომისმინეთ... - მასწავლებელმა ბელატომ სიტყვის წარმოთქმა სცადა, უცებ დერეფანში მითოლოგიის მასწავლებელმა გამოიარა
- როგორც ვხედავ მეხუთე B კლასი საქმეს სერიოზულად უდგება, კარგია ბავშვებო, თუ ზედმეტი ჩვრები და სათლები დაგჭირდათ სუფთა წყლისათვის, დერეფნის ბოლოში პატარა საწყობია და იქ მოძებნეთ
- მადლობა ქალბატონო ვიოლეტა, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას
ბავშვებმა ერთმანეთს გადახედეს თანდათან ხვდებოდნენ რასაც უმზადებდა მათი მასწავლებელი და რაც უფრო რწმუნდებოდნენ ამაში მით უფრო ძლიერად ჰკლავდათ სკოლიდან გაქცევის სურვილი, ერთ-ერთმა ბავშვმა უკანა მხრიდან თავის დასაძვრენად გასასამართლებელი საბუთის თქმა გადაწყვიტა
- ბატონო იოსებ მე დღეს დედას დავპირდი სახლში მალე მოვალთქო, რომ არ მივიდე ძალიან ინერვიულებს ამიტომ..
- სკოლიდან ყველანი ერთად გახვალთ - ეს ისეთი ბნელი გამოხედვით იყო ნათქვამი, რომ ბავშვებმა შეკამათება ვერც კი გაბედეს ამიტომ ყურმოჭრილი მონებივით ზოგმა ჩვარს დაავლო ხელი, ზოგიც სუფთა წყლის მოსატანად გაეშურა, ფილი და დათო ერთად ეზოში წყლის მოსატანად წავიდნენ.
- მაინც არავინ გვიყურებს და ხომ არ გავიქცეთ? - მაცდური წინადადებით მიმართა ფილიმ დათოს
- გაგიჟდი? მაგ ყველაფრის შემდეგ სახლში განრისხებული მამა შენ არ დაგელოდება, შემდეგ უნდა დავისაჯო და მთელი კვირა ეზოში გასვლის ნებას არ მომცემენ, მხოლოდ ათასგვარ წიგნებს მომაჩეჩებენ წასაკითხად, ან კიდევ უარეს რამეს მოიფიქრებენ - დათომ თავი გააქნია - ამის გაფიქრებაზეც კი ჟრუანტელი მივლის
- მხოლოდ წიგნები?
- აჰაა.. - თანხმობის ნიშნად დათომ მწუხარებით თავი დაუკრა
- ეგ არაფერი მაგრამ აი ის რაც მელისასგან მოგველის... ეს ნამდვილად საშინელება იქნება - მელისას სახელის გახსენებაზე ორივემ შიშისაგან თვალები გააფართოვა და თავი გააქნია
- ჯობს სანამ დროა მაგაზე არ ვიფიქროთ - წყალი მეორე სართულზე აიტანეს ბავშვები მთელ სკოლას მოედვნენ და დალაგებას შეუდგნენ, ზოგიერთი მერხებს წმენდდა, ზოგიც ფანჯრებს სადამდეც აწვდებოდა, თუმცა მათ ნება დართეს ფანჯრების გაწმენდაში მაგიაც გამოეყენებინათ, ასე რომ მოუწიათ მეტრონახევრიანი ფანჯრები ბოლომდე გაეწმინდათ, ფილი და დათო სუფთა წყლის მოსატანად დარბოდნენ, ბოლოს მათ სხვა ბავშვები შეენაცვლნენ და ახლა ფანჯრების წმენდას შეუდგნენ, ზოგი იატაკს წმენდდა, ზოგიც მიმოფანტულ ცარცს აგროვებდა და დაფას ასუფთავებდა, ნაწილი მერხებსა და სკამებს ალაგებდა, ფილი და დათო თუ სადმე მელისას გადაეყრებოდნენ წამსვე იქედან გაქცევას ლამობდნენ. სანამ ყველაფერს დაასუფთავებდნენ მზე უკვე დასავლეთისკენ მიექანებოდა, დაღლილ-დაქანცული ბავშვები ერთად ეზოში შეიკრიბნენ მასწავლებლისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად, ისეთი დაღლილები იყვნენ, რომ სიარულის თავიც კი აღარ ჰქონდათ, კაელი მიუბრუნდა თავის გვერდზე მდგომს და წუწუნი მორთო
- ძალიან მომშივდა
- ახლა ძილის მეტი არაფერი მინდა, თუმცა რამეს კი შევჭამდი
ამ დროს იქვე სკამზე მოხერხებულად წამოწოლილი მასწავლებელი დაინახეს, რომელიც დიდი ინტერესით წიგნს კითხულობდა
- მამაშენი გიჟია - მიუბრინდა დათოს ერთ-ერთი გოგნა და ეუბნება - როგორ შეუძლია ჩვენ გვაშიმშილოს თვითონ კი წიგნს კითხულობდეს და თან გემრიელად ვაშლს შეექცეოდეს
დათომ და ფილიმ ბაბის გადახედეს, გოგონა გაფართოებული თვალებით უყურებდა ვარდივით წითელ ვაშლს, რომელსაც დათოს მამა გემრიელად შეექცეოდა, შემდეგ მასწავლებელს შეხედეს
- მეც ეგ მიკვირს საკუთარი შვილი ასე როგორ გამიმეტა - მოწყენით გამოთქვა აზრი დათომ
- იქნებ არ ხარ მისი შვილი - დამშვიდება სცადა ფილიმ
- არა ზედმეტად ვგავვარ - თავი გააქნია დათომ
- იდიოტები - მელისამ ამ ორი არსების შემხედვარე თავი ვეღარ შეიკავა და უკნიდან ორივეს მაგრად უთავაზა თავში
მასწავლებელმა ბავშვები შეამჩნია და ვაშლის კალათასთან ერთად მათ მიუახლოვდა, ყველას თითო ვაშლი ჩამოურიგა
- ეს თქვენი ჯილდოა, ამიერიდან გეცოდინებათ, რომ ჯობს თქვენი ენერგია სასარგებლო საქმისთვის დახარჯოთ ვიდრე ერთმანეთის ცემა-ტყეპაში, ახლა კი შეგიძლათ სახლში წახვიდეთ - ბავშვებს გაუღიმა და სკოლაში შევიდა
- სულ ეს იყო? - ვიღაცამ იმედგაცრუებული ხმით წაიბუზღუნა, თუმცა იმდენად დაღლილი იყო მეტი არაფერი უთქვამს.
ბავშვები დაქანცული სახლის გზას გაუდგნენ, ლაპარაკის თავიც კი არ ჰქონდათ, რომ ერთმანეთი გაელანძღათ ამიტომ ყველანი ფილისა და დათოს გარდა მშვიდი ნაბიჯით გაუყვა გზას, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს და სკოლის ჭიშკარისკენ წასვლა სცადეც, თუმცა ქეჩოში ვიღაცის ხელი იგრძნეს, ხელმა ისინი უკან გაიტყორდნა, მათ თავი ვერ შეიკავეს და ორივენი მინდორზე საჯდომით დაეხეთქნენ, მათ წინ მელისა აღმოჩნდა
- მეგონა უკვე წახვედი - განწირული ხმით აღმოთქვა დათომ
- აჰაა.. - თავის ქნევას მოჰყვა ფილი
- აჰჰ ორი იდიოტი - მელისამ ხელი შუბლზე მიიდო, თავი ოდნავ დაღუნა და გააქნია, მერე ისევ ბიჭებს მიუბრუნდა, რომლებიც უკვე ფეხზე იდგნენ და თავიანთ მეორე განაჩენს ელოდებოდნენ, მელისამ ორივეს მიუახლოვდა - არც კი მესმის ყოველთვის თქვენს გამო მე რატომ უნდა დავისაჯო - ფილიმ მისი გულის მოსაგებად კბილების დაღრეჯა და ღიმილი სცადა, მაგრამ უშედეგოდ, ამან მელისა უფრო გააცოფა, გოგონამ ფილის მაგრად მოსდო ყბაში და ხელმეორედ მიწაზე გააგორა, ისე ძლიერად დაარტყა, რომ ცხვირიდან სისხლი წასკდა. ამის დანახვაზე დათომ ხელები სახეზე აიფარა, მაგრამ ეს უარესი აღმოჩნდა მისი სამიზნე ფეხების შუა წერტილი გახდა, მელისა არც კი დაფიქრებულა ისე დაარტყა დათოს ფეხებს შორის, დათო მოულოდნელობისაგან გაშეშდა ხელები სასწრაფოდ დარტყმის წერტილზე აფიარა, ისე ეტკინა, რომ ხმის ამოღებაც კი ვერ მოახერხა, და ტკივილისგან გაწითლებული მინდორზე გაიშოტა. დათოს შემყურე მელისა უცნაურად შეიშმუშნა ფილიმ კი ისეთი სახე მიიღო თითქოს მას დაარტყესო.
- საშინლად არ გამიმართლა თქვენთან ერთად, რომ მოვხვდი კლასში, გაფრთხილებთ კიდევ რაიმე კლოუნადას მოაწყობთ და ცოცხალი ვერ გადამირჩებით - ღრმად ამოისუნთქა რომ ბრაზი ცოტათი მაინც დაეოკებინა, შემდეგ ბიჭებს გადახედა - ისე დღეს რაც ლენასთვის გააკეთეთ ძალიან კარგი იყო - გოგონამ კმაყოფილი სახით გაიღიმა და სახლისაკენ გაეშურა
ბიჭები ყურებს არ უჯერებდნენ,
--- ეს რა მართლა მელისამ თქვა? - გაოცებული სახით ამოილუღლუღა ფილიმ
--- ეს შენც გაიგონე?
--- მეგონა მომესმა - ისე გაუკვირდათ მელისას საქციელი რომ სანამ წამოდგომაში ტკივილმა თავი არ შეახსენათ სულ დავიწყებული ჰქონდათ ის
--- როგორც ჩანს შენ უფრო მაგრად მოგხვდა - თანაგრძნობის გამოხატვა სცადა ფილიმ და მხარზე ხელი მოუთათუნა
სიმწრისგან გალურჯებულმა დათომ წკმუტუნი მორთო და განრისხებული თვალები გააყოლა სახლისაკენ მიმავალ მელისას სილუეტს.
სახლში მისული ფილი ეგრევე სამზარეულოში შევარდა და მარგოს მიერ გამომცხვარი ნამცხვრის დიდი ნაჭერი აიღო, თუმცა ჭამის მომენტი ისეთივე სასიამოვნო არ აღმოჩნდა, როგორსაც მოელოდა. მას ჯერ კიდევ ტკიოდა ყბა, ამიტომ ჭამით სიამოვნება ნაკლებად მიიღო. შემდეგ ქანცგამოცლილი საძინებელში გაიქცა ზურგჩანთა კარის შესასვლელთან მიაგდო, ფეხსაცმელიც გზაში გაიხადა და საწოლზე გაიშხლართა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent