შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი დინება {6}


25-01-2019, 20:37
ავტორი სალანდერი
ნანახია 740

სისხლიანი დინება {6}

რამდენიმე საათი სრული სიჩუმე სუფევდა სახლში. მამაკაცების მძიმე სუნთქვა ერთმანეთს ერეოდა. ნია ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, არც მისთვის იყო მარტივად გასააზრებელი ოჯახის ტრაგიკული ისტორია.
- ნიკუშა! - როგორც იქნა ხმა ამოიღო დათამ, თუმცა ძმისთვის თვალის გასწორება ვერ გაბედა. ღიმილმა დაუფარა სახე უმცროს არაბულს, ფეხზე წამოდგა, ძმას მიუახლოვდა და მხარზე მოუთათუნა ხელი.
- პატიება როგორ გთხოვო? - როგორც იქნა თავი ასწია და თვალი გაუსწორა ნიკოს.
- არ მთხოვო, ჩავთვალოთ რომ არაფერი მომხდარა დათა, ვითომ არაფერი მომიყოლია.
- ვერ დაგპირდები რომ გამოვისყიდი, მაგრამ ვეცდები. - მაგრად გადაეხვია ბიჭს და ნიკოსაც არ გაუწევია წინააღმდეგობა. შეშლილივით იღიმოდა დათა, კმაყოფილება, მონატრება, სევდა, დანაშაულის გრძნობა, ყველა გრძნობა ერთად ეხატა სახეზე.
- შერიგდნენ და დავავიწყდი. - მოჩვენებითი გაბრაზებით ამოილუღლუღა ნიამ, მამაკაცებს მიუახლოვდა და მათ შორის შეძვრა. აქეთ იქიდან ორი ძლიერი სხეული აეკრო გოგოს. დაიფიცებდა რომ ამაზე ბედნიერი არასდროს ყოფილა აქამდე. დათას ტელეფონმა დარეკა და მამაკაცს აიძულა და-ძმას მოშორებოდა. განათებულ ეკრანს დახედა და მაშინვე გახსნა.
- ვასო?
- დათა მკვლელობაა, მისამართს გიგზავნი და მოდი, მეც გავდივარ. - სწრაფად მიაყარა კოლეგამ და ტელეფონი გათიშა.
- უნდა წავიდე. - დანანებით გადააქნია თავი.
- სად? - მის წინ ასვეტებულიყო ნიაკო.
- სამსახურიდან დარეკეს.
- სამსახურის მერე რუსასთან შეივლი და ბოდიშს მოუხდი გუშინდელისთვის. - წარბი ისე აზიდა თითქოს აჩვენებდა რომ კამათს აზრი არ ჰქონდა.
- როგორც მიბრძანებ ქალბატონო. - სიცილით დაეთანხმა და კარისკენ დაიძრა.
- შენ გაყევი! - ამჯერად ნიკოს მიმართა.
- სად?
- მიასთან დაგტოვებს, რომ ბოდიში მოუხადო, მისამართი ხომ იცი?
- ნია.
- ნიკო, ნუ მეკამათები.
- დათა წადი, ტაქსით წავალ მე. - თვალებით კარისკენ მიანიშნა ძმას და სანამ ნია კიდევ მოასწრებდა რამის თქმას დათა სწრაფად გავარდა კარში.
- გამოვიცვლი და . . .
- ახლავე წახვალ ნიკო. - კიბისკენ მიმავალს საუბარი გააწყვეტინა და გზა გადაუკეტა.
- ნია!
- ნიკოლოზ! - კიდევ უფრო კატეგორიული ჩანდა ქალი და ბიჭს ღიმილი მოჰგვარა. - მინდა რომ დღესვე მოგვარდეს ყველაფერი, მესმის რომ ემოციურად ყველანი დაღლილები ვართ, მაგრამ გაუგებრობები და უსიამოვნებები დღესვე დავასრულოდ, მოსახდელი ბოდიშებიც დღესვე მოვიხადოთ ნიკა.
- კარგი ნუ გაილექსე, მაკოცე და წავედი. - ლოყა მიუშვირა დას, მანაც მოწყვეტით აკოცა ლოყაზე და ზანტი ნაბიჯევით გავიდა სახლიდან უმცროსი არაბულიც.

***
პოლიციის მანქანებს უკვე გადაეკეტათ ჩასახვევი, დათა რომ დანიშნულების ადგილზს მივიდა. ყვითელ ლენტებს შორის გაძვრა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა ოთახში სადაც ჯერ კიდევ მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
- აბა გამოიცანი ვისი ნახელავია. - ვასო გვერდით ამოუდგა კოლეგას და მხარზე ჩამოადო ხელი. - იმ ჩვენი მყვინთავებზე მონადირის. - პასუხის დაბრუნება არ აცადა.
- ეს სახელი საიდან მოიტანე? - გაკვირვებით დააკვირდა თავისზე ერთი თავით დაბალ მამაკაცს.
- მსხვერპლი ისევ მყვინთავია. ორმოცდათექვსმეტი წლის, ჯონი ტყებუჩავა. მსხვერპლს ბალიში დააფარეს და შუბლში დაახალეს ტყვია.
- ესე იგი იგივე ხელწერაა. - უემოციოდ ამოილაპარაკა.
- მთავარი ნიუანსი, მსხვერპლს ხელში ისევ თევზი ეჭირა, სათამაშო თევზი.
- ძველ მსხვერპლთან რაიმე სახის კავშირი აქვს?
- ამას დავადგენთ.
- რამე ახალი არის? - ამჯერად ოთახში შეჰყო თავი და ექსპერტს მიმართა.
- არავითარი კვალი, არც ერთი თითის ანაბეჭდი, არავითარი კარის გატეხვის მცდელობა, ყველა ფანჯარა დაკეტილი და მთელია, თითქოს მოჩვენებამ მოკლა.
- ან ვიღაცამ კარი დატოვა ღია. - მშვიდად ამოილაპარაკა დათამ.
- მეზობლები უნდა დავკითხოთ, ძველ მსხვერპლსა და ახალს შორის თუ იყო რაიმე სახის ურთიერთობა უნდა გავარკვიოთ, ექსპერტიზის პასუხებიც მოვა და იქნებ რაღაც პატარა დეტალი დავიჭიროთ.
- რატომ შეიძლება კლავდეს? თუ ვიპოვით მიზეზს ვიპოვით დამნაშავეს! - მტკიცედ თქვა ვასომ და თვითონაც კმაყოფილი დარჩა საკუთარი განონათქვამით.
- შეცდომას პრაქტიკულად არ უშვებს, როგორც ჩანს ყველაფერი კარგად გათვლილი და დაგეგმილი აქვს. მე კი არ მგონია ასეთი დაგეგმილი მკვლელობები, ვიღაც მყვინთავებზე მონადირე მანიაკისგან იყოს.
- ჩვენი მიზანია ვიპოვოთ მიზან-შედეგობრივი კავშირი არა? ადრე თუ გვიან ყველა მკვლელი უშვებს შეცდომას. - თვალი ჩაუკრა მეგობარს.
- ჰო, ზუსტად! გვამი ვინ იპოვა?
- დამლაგებელმა, ამ დილით და მაშინვე დაგვირეკა. ექსპერტებმა თქვეს რომ შუა ღამით არის მოკლული. - მეგობრის საუბარს აღარც უსმენდა, კარში იდგა და საწოლზე მისვენებულ გვამს უემოციოდ აკვირდებოდა.

***
აბანოდან ახლადგამოსული, ხის სავარძელში მოკალათებულიყო, ფეხები მაგიდაზე დაელაგებინა, ცხელ ყავას შეექცეოდა და მუხლებზე დადებულ ლეპტოპში მთელი ყურადღებით წერდა რაღაცას. ტელეფონის ზარი გაისმა, წამით ლეპტოპიდან ყურადღება მოციმციმე ეკრანისკენ გადაიტანა და ნომერს დააკვირდა. არ ეცნო, თუმცა მაინც გახსნა ტელეფონი.
- გამარჯობა! - მამაკაცის ბოხი ბარიტონი გაისმა და მიამ მაშინვე ისე ჩამოიღო ფეხები მაგიდიდან თითქოს ნიკო მხოლოდ კი არ ელაპარაკებოდა, უყურებდა კიდეც.
- ნიკა?
- ყოჩაღ. როგორ ხარ?
- კარგად, შენ როგორ ხარ? - ფეხზე წამოდგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
- მეც კარგად, შენთან ლაპარაკი მინდა და დაგირეკე რომ ყავაზე დამპატიჟო. - უდარდელად საუბრობდა ნიკა.
- მე დაგპატიჟო ჰო? - ღიმილი ვერ შეიკავა.
- კი შენ, შენ გამო კლუბიდან ადრე რომ წამოვედი დაგავიწყდა?
- ღმერთო ნიკა რა თავხედი ხარ!
- მპატიჟებ თუ არა?
- კარგი, კარგი ჰო! - ღიმილით დაეთანხმა გოგო.
- როდის და სად?
- მოიცა კარზე არიან, ალბათ ჩემი ძმაა. - ტელეფონი მხარსა და ლოყას შორის მოიქცია, კარისკენ დაიძრა და საკეტი ისე გადაატრიალა გარეთ არც გაუხედავს.
- ნიკა? - ხალათი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე, როგორც კი არაბულის ღიმილიან მზერას გადააწყდა.
- ვინ არის? - ტელეფონში ჩაჰყვირა ნიკომ.
- იდიოტო! - სიცილით შეხედა მამაკაცს და ახლაღა მოიფიქრა ტელეფონის გათიშვა. - აქ რას აკეთებ?
- შენ არ დამპატიჟე ყავაზე?
- მაგრამ ახლა?
- დრო და ადგილი არ დაგიზუსტებია. - გოგონას გვერდი აუარა, სახლში შევიდა და სავარძელში ჩაეშვა. - ის შენი მოახლე სახლშია?
- ჩემი მოახლე კი არა დეიდაშვილია, ხომ გითხარი?
- ჰო ალბათ მითხარი.
- ეს რა არის? - თვალი ცელოფნისკენ გააპარა, რომელიც მაგიდაზე დაედო მამაკაცს.
- ჩემი ბარგია!
- შენი ბარგი?
- კი.
- ნიკა, სერიოზულად.
- კარგი ჰო, ბომბია. ჩემი აზრით მეტისმეტად ბევრი იცი საიმისოდ რომ იცოცხლო.
- იდიოტო, ასე შენც მოკვდები. - ღიმილის შეკავება უჭირდა.
- აბა რატომ მისვამ სულელურ კითხვებს, ტკბილეულია, რას მოგიტანდი?
- ტკბილეული მომიტანე? - ოდნავი გაოცება დაეტყო სახეზე.
- არა, პირით ბალახები და ძუ"ძუებით რძე. თუ როგორაა იმ ზღაპარში?
- ღმერთო ნიკა!
- მიდი ყავა გამიკეთე, უნდა დაგელაპარაკო.
- შენი მოახლე ხომ არ გგონივარ?
- სტუმრისთვის ყავის მოდუღება მოახლეობაა? არა და მახსოვს საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანად დავტოვე.
- სიტყვა "გთხოვ" ან "თუ შეიძლება" გაგიგია? - უკმაყოფილოდ აიბზუა ტუჩი თუმცა ყავის მოსადუღებლად მაინც გავიდა. რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა, ყავის ფინჯანი და ტკბილეულის თეფში მაგიდაზე დადგა და ნიკოს პირისპირ მოკალათდა.
- აბა რა საქმე გაქვს? - გამომცდელად დააკვირდა ნიკოს, უცნაური კმაყოფილება დასთამაშებდა სახეზე.
- ცოლობა უნდა შემოგთავაზო.
- ღმერთო რა ხეპრეა, უნდა შემომთავაზო რა ბიზნეს წინადადებაა? თხოვნაა ეგ, თხოვნა, ცოლობა უნდა გთხოვო. - ამხიარულებდა არაბული და თვითონაც აუბა მხარი ხუმრობაში.
- რა მჭირს სათხოვნელი ასეთ ბიჭს? გთხოვო არა და შეგეხვეწები, მორჩა ჩვენი ცოლ-ქმრობის ამბავი. - ხელის აწევით ამცნო და ყავა მოსვა. გოგონაც ყურადღებით აკვირდებოდა მამაკაცის რეაქციას, რომელმაც გემრიელად გაილოკა ტუჩები. სახე უგემურად დაეჭყანა მიას, თუმცა მალევე გაოცებამ ჩაანაცვლა.
- ნიკა, ღმერთო ჩემო.
- რა მოხდა? - უდარდელად აიჩეჩა მხრები და კიდევ რამდენიმე ყლუპი ყავა მოსვა.
- ააა, არა, არაფერი არა. - საშინელი დაბნეულობა დაეტყო სახეზე.
- ჰოდა რაზე მოვედი, გუშინდელის გამო. . .
- ბოდიში საჭირო არ არის. - საუბარი შეაწყვეტინა.
- ბოდიშის მოხდას არც ვაპირებდი და იქნებ მაცადო საუბრის დასრულება.
- ხეპრე! - ხმამაღლა თქვა ქალმა. - კარგი განაგრძე.
- მოკლედ რადგან გუშინდელი ვახშამი ჩაიშალა, მინდა ამ დღეებში ჩვენთან დაგპატიჟო. ხომ მოხვალ?
- თქვენთან? მაგრამ შენი ძმა?
- როცა მე გპატიჟებ პრობლემა არავისთან იქნება.
- რა თქმა უნდა, კარგი, მოვალ. - თანხმობის ნიშნად დააქნია თავი, თუმცა ჯერ კიდევ ვერ წყვეტდა თვალს ნიკოს, რომელსაც ყავა თითქმის ბოლომდე ჩაეყვანა.
- მოკლედ შევთანხმდით, ამ დღეებში დაგირეკავ. - ფეხზე წამოდგა ნიკო, გოგონას დაემშვიდობა და კარისკენ დაიძრა. მიამ მამაკაცი გააცილა და სწრაფად შემობრუნდა უკან. ნიკოს დატოვებული ყავა, ოდნავ მოსვა და ენის წვერზე ისეთი წვა იგრძნო ლამის გული წაუვიდა. სამზარეულოსკენ გავარდა და პირში ჯერ ცივი წყალი გამოივლო, შემდეგ კოვზით შაქარი ჩაიყარა. ზუსტად მაშინ გაისმა ტელეფონის ხმა. ამჯერად მიხვდა ვინც იყო და გაურკვეველი ბგერებით უპასუხა როგორც კი გახსნა.
- დიდი იმედი მაქვს სიყვარულს მიხსნი. - ხმხმაღლა იცინოდა ბიჭი.
- რა გინდა? - როგორც იქნა შაქრის უკანასკნელიი ნატეხიც ჩაწუწნა და ბრაზით დაუბღვირა.
- იმის სათქმელად დაგირეკე რომ ვგიჟდები წიწაკიან ყავაზე, მაგრამ რომ იცოდე მარილს ყრიან_ხოლმე.
- გგონია არ ვიცი? უბრალოდ მარილი არ მქონდა და რაც მქონდა ის ჩავყარე. შენ კიდევ რამ დაგალევინა ბოლომდე დეგენერატო.
- ინტერესმა გაგასინჯა ასე არ არის? რომ არ დამელია, არ გასინჯავდი.
- ხეპრე! - ყურმილს ჩაჰყვირა თუმცა ნიკოს უკვე მოესწრო გათიშვა.

***
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, პირდაპირ რუსას სახლისკენ აიღო გეზი. საშინლად მონატრებოდა საყვარელი ქალი. კიბეზე ასვლის თავი აღარ ჰქონდა, ამიტომ ლიფტის ღილაკს მიაჭირა თითი და მეშვიდე სართულზე ავიდა. რუსა კარში ელოდა უკვე, ლიფტიდან გამოვიდა თუ არა ქალს მიუახლოვდა და ვნებიანად წაეტანა სავსე ბაგეებზე.
- მომენატრე. - ხმადაბლა დაიჩურჩულა და სახლში შეუძღვა. კარი მიხურა დათამ, საყვარელი ქალი თავისკენ მოარუნა, თმაზე ჩამოატარა თითები. მამაკაცის ყელისკენ მიიწია, ჰალსტუხი მოუსრულა და პერანგის ღილები შეუხსნა. მამაკაცმაც სწრაფად გახადა თხელი სარაფანი თავისკენ მიიზიდა და მაღლა ასწია, რუსამ მჭიდროდ მოხვია ფეხები წელზე და დათაც საძინებლისკენ დაიძრა. საწოლზე ფრთხილად დასვა, ვნებით უკოცნიდა, ყელს, ლავიწებს, მკერდსა და რელიეფურ მუცელს. ჯერ კიდევ ყელზე შერჩენილ ჰალსტუხში მოქაჩა ქალმა და ტუჩებისკენ მიიზიდა. უკონტროლოდ ეფერებოდნენ ერთმანეს, ორი სხეული ერთიანი გამხდარიყო. ქალის ვნებიან ოხვრას მამაკაცის მძიმე სუნთქვა ერწყმოდა. ალერსით დაღლილი რუსა, შიშველი მამაკაცის სხეულზე მიესვენა.
- მენატრებოდი. - ღიმილით გადასწია თავი მისი მუცლისკენ.
- მეც მენატრებოდი. - თმაში შეუცურა თითები, კომოდზე დადებულ სიგარეტის კოლოფს მოჰკრა თვალი, ერთი ღერი ამოაცალა და მოუკიდა. - ნიკოზე რატომ არ მეკითხები? - ღრმა ნაფაზი დაარტყა და ოთახში გააბოლა.
- უთქმელადაც იცი რომ მაინტერესებს. - თავი წამოსწია ქალმა.
- ნიკო ვახოს სიკვდილში დამნაშავე არ არის. - ფეხზე წამოდგა და საუბარი დაიწყო. ამბის მოყოლა დაასრულა თუ არა ისევ საწოლზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
- ნიკო ნიკო. - სევდიანად გადააქნია თავი და დათას ზურგს მიეკრო. - ახლა დარდი არაფერს გამოასწორებს, ნიკოს პატიება უნდა დაიმსახურო. მშვიდად მიმართა და მხარზე აკოცა.
- ასეც მოვიქცევი.
- მიდი, წყალი გადაივლე და რამეს გაჭმევ. - საწოლიდან წამოდგა რუსა.
- ამ დღეებში ვახშამი რომ მოვაწყო მოხვალ? - ხელში ხელი წაატანა და მუხლებზე დაისვა.
- რა თქმა უნდა მოვალ. - შუბლზე აკოცა მამაკაცს და ცხვირი მის კისერში ჩარგო.

***
ორი დღის შემდეგ დათამ თავისი ინიციატივით მოაწყო ვახშამი. რომელმაც არაბულების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ამ ვახშამმა კიდევ უფრო დაახლოვა ერთმანეთს მია და ნიკო, ისევე როგორც რუსა და დათა. ძმების ურთიერთობაშიც მიუხედავად ბზარებისა, ძველი ზიზღი აღარ შეიმჩნეოდა. გოგონები ძალიან დამეგობრდნენ, ნიკოც ძველებურად მხიარული იყო, მხოლოდ დათას ისევ ეტყობოდა სევდა, რაც მარტივად აიხსნებოდა მისი ვერ გახსნილი მკვლელობებით. მიუხედავად ამისა მიამ დაიწყო უფროს არაბულზე სტატიის წერა და დათაც ხელის შეშლის მაგივრად ყველა საინტერესო ინფორმაციას თავად აწვდიდა ჟურნალისტს.
უკვე ერთი თვე იყო მეორე მკვლელობიდან გასული, თუმცა გამოძიებამ ხელჩასაჭიდი ვერაფერი იპოვა. იმ დილით გამთენიისას დაურეკა ვასომ დათას.
- რა მოხდა? - უკვე გაღვიძებული იყო მამაკაცი, ან კი ეკარებოდა საერთოდ ძილი?
- დათა დადგინდა, სამ კაციანი მყვინთავთა ჯგუფი რომელიც რამდენიმე საქმეზე იყო ერთად. სამივე ერთად ძალიან ადრეულ ასაკში გავიდა პენსიაში. ორი მყვინთავი უკვე მკვდარია, მესამე უნდა ვიპოვოთ, მხოლოდ მას შეუძლია მოგვიყვეს რა მოხდა დათა, ფაქტია მათ რაღაც კონკრეტული საქმე აერთიანებთ, მკვლელს მესამე მყვინთავის პოვნა უნდა დავასწროთ. - ნერვიულად საუბრობდა მამაკაცი.
- განყოფილებაში დამელოდე, მოვდივარ. - წყალიც არ გადაუვლია ისე ჩაიცვა და სწრაფი ნაბიჯით გავარდა სახლიდან.
არავის გაუგია დათას წასვლა. ათი საათი ხდებოდა მია რომ მოვიდა და პირდაპირ ნიკოს ოთახისკენ აიღო გეზი. ჯერ კიდევ მძინარეს მიუახლოვდა და ნაზად შეარხია.
- რა მოხდა? - თვალები დააჭყიტა მამაკაცმა და საწოლიდან წამოიწია.
- უნდა ვილაპარაკოთ. - სახეზე ისეთი სერიოზულობა ეხატა, არაბული მაშინვე მიხვდა, რომ გოგონა ხუმრობის ხასიათზე არ იყო.
- კარგად ხარ?
- უნდა მომიყვე ნიკო, თუ ამ ამბებში შენ ხარ გარეული უნდა ვიცოდე.
- რა ამბებში? - ნერვიულობა აღებეჭდა სახეზე და ფეხზე წამოდგა.
- მკვლელობებში! - კბილებში გამოსცრა მიამ.
- მია რას ბოდავ?
- ხომ იცი რომ შენი ძმის შესახებ სტატიას ვწერ, შესაბამისად მასთან ბევრ დროს ვატარებ, ის ახლა ორ მკვლელობას იძიებს და ვერც ერთი ვერ გახსნა.
- მერე?
- ორი მყვინთავია მოკლული და ორივეს ხელში სათამაშო თევზი ეჭირა.
- მერე?
- ერთი მკვლელობა გამთენიისას მოხდა, იმ დილით შენ რომ ჩამოფრინდი, მეორე იმ ღამით შენ რომ სახლიდან წახვედი.
- რას გულისხმობ?
- შენი თვითმფრინავი ექვს საათზე ჩამოფრინდა, სახლში ცხრაზე მოხვედი, სად იყავი სამი საათი ნიკო?
- ეს შენი საქმე არ არის მია.
- ასე ნუ მელაპარაკები, მე მხოლოდ შენი დახმარება მინდა ნიკო, სიმართლე უნდა მითხრა. - ბიჭის სახე ხელებში მოიქცია და სახეზე დააკვირდა.
- სასაფლაოზე ვიყავი.
- იმ ღამით სად იყავი, სახლიდან რომ გაიქეცი?
- მაშინაც სასაფლაოზე.
- ტყუი ნიკო, იმ ღამით სასაფლაოზე დათა იყო. - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ნიკოს ტელეფონის ხმა რომ გაისმა. მამაკაცმა ზურგი აქცია მიას, კომოდზე დადებულ ტელეფონს დასწვდა და ნომრისთვის არც კი დაუხედავს ისე უპასუხა.
- ნიკო? - ბოხი ბარიტონი მოისმა ტელეფონში.
- დიახ, გისმენთ.
- ახლა ტელეფონზე მისამართს მოგწერ, ნახევარ საათში იქ გაჩნდება, თუ არ მოხვალ, ან თუ ვინმესთან კრინტს დაძრავ ამის შესახებ, შენი ძმა მოკვდება!
- რა?
- მარტო შენ გელოდები და ჩემი გაცურება არც იფიქრო, არ დაგავიწყდეს დათა აქაა. - ტელეფონი ისე გათიშა უცნობმა, ნიკოს პასუხს არ დალოდებია.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი სალანდერი

მოკლედ დაგიბრუნდით ბოლოს წინა თავით ❤

 


№2  offline წევრი პენელოპე

ნიკო, ნიკო, ნიკო.
რეეებს ატრიალეეებ? :)))

 


№3  offline წევრი ekaterine1986

აუჰ რა დავიძაბეეეთ.... მოვკვდები ეხლა სანამ ახალს დადებ.... თან ბოლო თავს.... ????????????????

 


№4  offline წევრი ნანა73

რა იყო ახლა ეს? hushed ❤️

 


№5  offline მოდერი სალანდერი

პენელოპე
ნიკო, ნიკო, ნიკო.
რეეებს ატრიალეეებ? :)))

ხვალ გაიგებთ ❤

ekaterine1986
აუჰ რა დავიძაბეეეთ.... მოვკვდები ეხლა სანამ ახალს დადებ.... თან ბოლო თავს.... ????????????????

ხვალ იქნება ❤
მიხარია თუ დაგაინტრიგე :დ

ნანა73
რა იყო ახლა ეს? hushed ❤️

❤❤❤

 


№6  offline წევრი nigita

ჩემი აზრით ეს ყველაფერი ვახოსთანაა კავშირში ალბათ ესენი ის მყვინთავები იყვნენ ვინც ვახოს ეძებდნენ, უბრალოდ მე ეგრე მომეჩვენა, სხვა ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს სხვანაირად არც შეიძლება...

 


№7 სტუმარი სტუმარი მარი

ბოლოს წინა ? არ ველოდი ასე მალე თუ დასრულდებოდა :(

 


№8  offline მოდერი სალანდერი

nigita
ჩემი აზრით ეს ყველაფერი ვახოსთანაა კავშირში ალბათ ესენი ის მყვინთავები იყვნენ ვინც ვახოს ეძებდნენ, უბრალოდ მე ეგრე მომეჩვენა, სხვა ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს სხვანაირად არც შეიძლება...

მიხარია რომ აქ ხარ და შენს აზრს მიზიარებ ❤
მადლობა ❤

სტუმარი მარი
ბოლოს წინა ? არ ველოდი ასე მალე თუ დასრულდებოდა :(

ბოლო თავი დიდი იქნება ❤
გაწელვას და დანაწევრებას ასე ჯობია ❤

 


№9  offline წევრი -ლილუ

უბრალოდ აქვ ვარ იცოდე რა...
წაგიკითხე...
ვრცლად ბოლო ,,თავზე"დაგიბრუნდები...
უბრალოდ არაფერს არ გიფაქტავ...
შენც ხომ იცი არა...
არ ვერევი მე...
ფინალს რომ ველოდები ისე არაფერს,სულ არაფერს რა...
გელოდები...
#საუკეთესომწერალიმთელგალაქტიკაში...
სალანდერო გაფრენილი მაქვს შენზე ჩვეულებრივად...)))

 


№10  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

არა არა და არა
ამას ვერ გადავიტან
ოღონდ ნიკოს არა და თუ გინდათ მე დამაბრალეთ....
აი მართლა ნიკო თუა გავგიჟდები....გავაფრენ ...ვიკივლებ....ვიწივლებ...და მერე დავმშვიდდები...
აი თუ მართლა ასეა დათას მიამ როგორ აჯობა ნუ გამაგიჟეთ...
ეჰ დაბერდა დათუნა...
აუჩ რა მაცინებს თუ რა მახუმრებს ამასაც თუ ხუმრობა ქვია ...
არ ვიცი მართლა გავგიჟდები...
არადა რა მხიარულად დაიწყო....
მიამ და ნიკომ იმდენი მაცინეს ,მაგრამ რომ არ დაგძაბონ და ჩაგაშხამინ ხო არ შეიძლება რა..
ვინ ჯანდაბაა ის სიდამპლე კაცი...რა უბდა ჩემი არაბულებისგან....
ოღონდ მაგას მოეკლა და ნიკოს კავშირი არ ქონდეს.
ოღონდ ჩემი ნიკოლოზ არაბული ასე არ გაცივსისხლიანებულიყო და რაც გინდათ ის მითხარით....
ოღონდ მიას ნათქვამი არ ახდეს...კი არადა არ იყოს სიმართლე...
"- რა ამბებში? - ნერვიულობა აღებეჭდა სახეზე და ფეხზე წამოდგა."
რატო ანერვიულდა აქ....
ღმერთმანი ზუსტად ვიცი ახლა როგორი საწყალი და შეწუხებული სახით ვზივარ...

ჯერ თუ მკველია ან რამე კავშირი აქვს და მე რომ ვერ გადავიტან ეს ერთი..
მაგრან დათასთან ის ძლივს დალაგებული ურთიერთობა მეორე...
აუ აუ აუუუუ....
დამამშვიდეთ ვინმემ,ან მანუგეშეთ თუ დავიწყე მოთქმა კი ვეღარ გამაჩუმებთ...
აი ყველა თავზე რომ ვამბობ ამაზე დაინტრიგებული და გაოცებული არ დაგიტოვებივარ_თქო მერე ყველა თავზე იგივეს ვიმეორებ რა წესია რა...

და ხო იქ ბოლოს წინა წერია თუ ისე ვინერვიულე რომ თვალს დამაკლდა....
ასე გაოცებულ'დაინტრიგებულს მტოვებ,მერე ამბობ ბოლოს წინა თავია_ო ,არა რას მერჩი???
რატომ მიზიანებთ ფსიქიკას...
რა ვქნა მე ეს რომ დასრულდება მაგრან ისიც საკითხავია როგორ დასრულდება,ეს ხომ ჩვეულებრივი "ლავ სთორი" (:დ) არ არის და..
თან შენთან ბედნიერი დასასრულის შანსი ხო ყოველთვის მცირეა და...
და ახლა უნდა ვინერვიულო და ვირტყა თავში აგურები სანამ დაიდება შემდეგი თავი,არადა ხომ შეიძლება არ მადარდებდეს და მშვიდად ვიცდიდე ახალს??მაგრამ არა შენს ისტორიას რომლის თითქმის ყველა თავი ინტრიგით მთავრდება, არა შემდეგ თავს და ამავდროულად დასასრულს მშვიდად როგორ უნდა დაელოდოს ადამიანი..
ასეთი აჟიტირებული ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს ნუ ...
ღმერთმანი რაც კი ცხოვრებაში არ მინერვიულია,ნერვები არ გამტოკებია ახლა იმაზე მეშლება რომ ინ საუკეთესო დასასრულს ვინ იცის რამდენ ხანს უნდა ელოდო...
არ ვიცი სალანდერ მართლა არ ვიცი რა ვთქვა გარდა იმისა...რომ
მიხარიხარ შენც და შენი ყველა ისტორია ....
ყველა მათგანი პირველ რამდენიმე ადგილს იკავებს ჩენს საყვარელ ისტორიებს შორის...
ისევე როგორც შენ ჩემს საყვარელ ავტორებ შორის...
ისევე როგორც შენი პერსონაჟები...
განსაკუთრებულია ის ემოციები შენი ისტორიის წაკითხვისას რომ ვიღებ...
ის ინტერესი,ინტრიგაც კი....

სასწაული ხარ შენ სალანდერ...
ველი "დასასრულს"
უძალიანმაგრესად მომეწინა...
სასწაულად. ...
სიკვდილამდე..

 


№11  offline მოდერი სალანდერი

-ლილუ
უბრალოდ აქვ ვარ იცოდე რა...
წაგიკითხე...
ვრცლად ბოლო ,,თავზე"დაგიბრუნდები...
უბრალოდ არაფერს არ გიფაქტავ...
შენც ხომ იცი არა...
არ ვერევი მე...
ფინალს რომ ველოდები ისე არაფერს,სულ არაფერს რა...
გელოდები...
#საუკეთესომწერალიმთელგალაქტიკაში...
სალანდერო გაფრენილი მაქვს შენზე ჩვეულებრივად...)))

მეც გაფრენილი მაქვს შენზე რა ❤
არაფერი მაქვს ბევრი სათქმელი ❤

meocnebe avadmyopi
არა არა და არა
ამას ვერ გადავიტან
ოღონდ ნიკოს არა და თუ გინდათ მე დამაბრალეთ....
აი მართლა ნიკო თუა გავგიჟდები....გავაფრენ ...ვიკივლებ....ვიწივლებ...და მერე დავმშვიდდები...
აი თუ მართლა ასეა დათას მიამ როგორ აჯობა ნუ გამაგიჟეთ...
ეჰ დაბერდა დათუნა...
აუჩ რა მაცინებს თუ რა მახუმრებს ამასაც თუ ხუმრობა ქვია ...
არ ვიცი მართლა გავგიჟდები...
არადა რა მხიარულად დაიწყო....
მიამ და ნიკომ იმდენი მაცინეს ,მაგრამ რომ არ დაგძაბონ და ჩაგაშხამინ ხო არ შეიძლება რა..
ვინ ჯანდაბაა ის სიდამპლე კაცი...რა უბდა ჩემი არაბულებისგან....
ოღონდ მაგას მოეკლა და ნიკოს კავშირი არ ქონდეს.
ოღონდ ჩემი ნიკოლოზ არაბული ასე არ გაცივსისხლიანებულიყო და რაც გინდათ ის მითხარით....
ოღონდ მიას ნათქვამი არ ახდეს...კი არადა არ იყოს სიმართლე...
"- რა ამბებში? - ნერვიულობა აღებეჭდა სახეზე და ფეხზე წამოდგა."
რატო ანერვიულდა აქ....
ღმერთმანი ზუსტად ვიცი ახლა როგორი საწყალი და შეწუხებული სახით ვზივარ...

ჯერ თუ მკველია ან რამე კავშირი აქვს და მე რომ ვერ გადავიტან ეს ერთი..
მაგრან დათასთან ის ძლივს დალაგებული ურთიერთობა მეორე...
აუ აუ აუუუუ....
დამამშვიდეთ ვინმემ,ან მანუგეშეთ თუ დავიწყე მოთქმა კი ვეღარ გამაჩუმებთ...
აი ყველა თავზე რომ ვამბობ ამაზე დაინტრიგებული და გაოცებული არ დაგიტოვებივარ_თქო მერე ყველა თავზე იგივეს ვიმეორებ რა წესია რა...

და ხო იქ ბოლოს წინა წერია თუ ისე ვინერვიულე რომ თვალს დამაკლდა....
ასე გაოცებულ'დაინტრიგებულს მტოვებ,მერე ამბობ ბოლოს წინა თავია_ო ,არა რას მერჩი???
რატომ მიზიანებთ ფსიქიკას...
რა ვქნა მე ეს რომ დასრულდება მაგრან ისიც საკითხავია როგორ დასრულდება,ეს ხომ ჩვეულებრივი "ლავ სთორი" (:დ) არ არის და..
თან შენთან ბედნიერი დასასრულის შანსი ხო ყოველთვის მცირეა და...
და ახლა უნდა ვინერვიულო და ვირტყა თავში აგურები სანამ დაიდება შემდეგი თავი,არადა ხომ შეიძლება არ მადარდებდეს და მშვიდად ვიცდიდე ახალს??მაგრამ არა შენს ისტორიას რომლის თითქმის ყველა თავი ინტრიგით მთავრდება, არა შემდეგ თავს და ამავდროულად დასასრულს მშვიდად როგორ უნდა დაელოდოს ადამიანი..
ასეთი აჟიტირებული ბოლოს როდის ვიყავი არ მახსოვს ნუ ...
ღმერთმანი რაც კი ცხოვრებაში არ მინერვიულია,ნერვები არ გამტოკებია ახლა იმაზე მეშლება რომ ინ საუკეთესო დასასრულს ვინ იცის რამდენ ხანს უნდა ელოდო...
არ ვიცი სალანდერ მართლა არ ვიცი რა ვთქვა გარდა იმისა...რომ
მიხარიხარ შენც და შენი ყველა ისტორია ....
ყველა მათგანი პირველ რამდენიმე ადგილს იკავებს ჩენს საყვარელ ისტორიებს შორის...
ისევე როგორც შენ ჩემს საყვარელ ავტორებ შორის...
ისევე როგორც შენი პერსონაჟები...
განსაკუთრებულია ის ემოციები შენი ისტორიის წაკითხვისას რომ ვიღებ...
ის ინტერესი,ინტრიგაც კი....

სასწაული ხარ შენ სალანდერ...
ველი "დასასრულს"
უძალიანმაგრესად მომეწინა...
სასწაულად. ...
სიკვდილამდე..

სასწაული შენ ხარ, თითოეული სიტყვით და ემოციით ❤
ჰოდა მადლობა ❤

 


№12  offline წევრი რუსკიმარუსია

ბოლო მომენტმა ცოტა დამაბნია❤ ჩემი ეჭვები მკვლელის შესახებ ცოტა შეიცვალა და ვბახოთ აბა.
ძალიან მიხარია ძმებმა ურთიერთობა რომ აღადგინეს❤ მიყვარს მე ნიკო თავისი ლაღი ბუნებით და დათა თავისი უხასიათობით ❤
დასასრული ამ თავის ისეთი გაქვს იმედია რაიმე არ დაემართებათ ძმებს
ბოლოს წინაო, რა მოითმენს ახლა ხვალამდე :) მართალია მინდა ნიკო კიდევ დითხან გაგრძელდეს მაგრამ ამ ისტორიას არ მოუხდება ზედმეტად რომ გაიწელოს. ხვალ თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება. ვკვდები ინტერესით რას გვიმზადებ ამჯერად❤
გელოდები❤

 


№13  offline წევრი NniNna

აუჰჰ..ნიკო..არ "გამიფუჭო" რაა ნიკუშა)<3

 


№14  offline წევრი Takk.22

აუჰ როგორ მაბნევს ეს მკვლელობები ოღონდ ნიკო არ იყოს რა

 


№15  offline წევრი უცნაური მე

რაღაც-რაღაცეები დავაკავშირე ერთმანეთს და ჰოო.. მივხვდი მგონი.. და თუ მართლა ასეა ხვალ გავიგებ მე ამას. აი სულმოუთმენლად ველოდები ხვალინდელ თავს.. შენ ხარ სასწაული.. შენ ხარ ერთადერთი.. უბრალოდ საოცრება ხარ. გელოდები ხვალ... ❤️

 


№16  offline მოდერი სალანდერი

რუსკიმარუსია
ბოლო მომენტმა ცოტა დამაბნია❤ ჩემი ეჭვები მკვლელის შესახებ ცოტა შეიცვალა და ვბახოთ აბა.
ძალიან მიხარია ძმებმა ურთიერთობა რომ აღადგინეს❤ მიყვარს მე ნიკო თავისი ლაღი ბუნებით და დათა თავისი უხასიათობით ❤
დასასრული ამ თავის ისეთი გაქვს იმედია რაიმე არ დაემართებათ ძმებს
ბოლოს წინაო, რა მოითმენს ახლა ხვალამდე :) მართალია მინდა ნიკო კიდევ დითხან გაგრძელდეს მაგრამ ამ ისტორიას არ მოუხდება ზედმეტად რომ გაიწელოს. ხვალ თავის ლოგიკურ დასასრულს მიუახლოვდება. ვკვდები ინტერესით რას გვიმზადებ ამჯერად❤
გელოდები❤

მგონი საუკეთესო შეგრძნებაა მკითხველი რომ გენდობა ❤
ჰოდა მადლობა ❤

NniNna
აუჰჰ..ნიკო..არ "გამიფუჭო" რაა ნიკუშა)<3

❤❤❤

Takk.22
აუჰ როგორ მაბნევს ეს მკვლელობები ოღონდ ნიკო არ იყოს რა

❤❤❤

უცნაური მე
რაღაც-რაღაცეები დავაკავშირე ერთმანეთს და ჰოო.. მივხვდი მგონი.. და თუ მართლა ასეა ხვალ გავიგებ მე ამას. აი სულმოუთმენლად ველოდები ხვალინდელ თავს.. შენ ხარ სასწაული.. შენ ხარ ერთადერთი.. უბრალოდ საოცრება ხარ. გელოდები ხვალ... ❤️

საოცრება შენ ხარ ❤ დილა რომ გამიხალისე ❤
და მადლობა ❤

 


№17  offline წევრი სიბილა

აი, ვთქვი კლასიკური დეტქეტივი დაიბადება თქვენი კალმის წვერზეთქო არა? უჰ, ხვალ იცი, როდისაა, უკვე:00,01-ზეეე და აი, სულმოუთქმელობას პირველად ვავლენ, მე ხომ დეტექტივების მსრუტავი ვარ)))

 


№18  offline წევრი NniNna

არაა..ვიდფიქრე მე და გადავწყვიტე რომ შესაძლოა მართლა ვახოს ამბავს უკავშირდება მარაა..ვინ კლავს..ძლივს "დაბრუნებული" ნიკო აღარ გაფუჭდეს და ვინც გინდა იყოს..

 


№19  offline მოდერი სალანდერი

სიბილა
აი, ვთქვი კლასიკური დეტქეტივი დაიბადება თქვენი კალმის წვერზეთქო არა? უჰ, ხვალ იცი, როდისაა, უკვე:00,01-ზეეე და აი, სულმოუთქმელობას პირველად ვავლენ, მე ხომ დეტექტივების მსრუტავი ვარ)))

ოოო, კლასიკური დეტექტივიო?
რა ვიცი, რა ვიცი ❤
მადლობა შენ ❤

NniNna
არაა..ვიდფიქრე მე და გადავწყვიტე რომ შესაძლოა მართლა ვახოს ამბავს უკავშირდება მარაა..ვინ კლავს..ძლივს "დაბრუნებული" ნიკო აღარ გაფუჭდეს და ვინც გინდა იყოს..

❤❤❤

 


№20  offline ადმინი ელპინი

მკვლელი რომ ნიკო იყოს,
მე დაგმარხავ.
არ გააფუჭოს რა ტო, თუ უკვე გააფუჭე?!
ოხ, შენ რა ხარ . . .

მიყვარხარ ძალიან!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent