შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდროგენი- თავი 7


26-01-2019, 02:43
ავტორი azula2023
ნანახია 355

ანდროგენი- თავი 7

რაც უფრო მეტი დრო გადიოდა ყოველი ერთით მეტი დღის შემდეგ გრძნობდა კანდელაკი რომ უფრო ნაკლებად აუტანელი ხდებოდა სუნთქვა. მთელს დღეებს თავის კაბინეტში ატარებდა , საღამოს კი წიგნებს კითხულობდა ბუხრის წინ, წითელი ღვინით ხელში.

- ანო სახლში ხარ ?
- ჰო გიგი რა მოხდა?
- მეგბრები გვეპატიჟებიან კლუბში, თან დღეს ლაშა ჩამოვიდა და შენი გაცნობა უნდა წამო რა.
- კარგი წამოვალ.
- გამოგივლი ნახევარ საათში.


ანომ გრძელი სადა, ზურგ ამოღებული კაბა ჩაიცვა. მოკლე თმები ახლა მხრებამდე ეშლებოდა. მაკიაჟს არც ახლა ატრებდა უკვე მზად იყო, როცა კარის ზღურბლზე გაბრიელის ჭაობისფერი თვალები შემოეგებნენ.
- რა ლამაზი ხარ ანო, ჩემო სიყვარულო.
- ნუ აჭარბებ გაბრიელ, გაღიმა ანოს.
- მე ვაჭარბებ კარგი რა ..


როცა დარბაზში შევიდნენ მაშიმვე მიიქცია საოცრად ლამაზმა წყბილმა ყურადღება, გაბრიელს გაეღიმა და ყურში ჩასჩურჩულა კანდელაკს.
-ახლაც მე ვაჭარბებ? .
- გაბრიელ - ღიმილი ვერ შეიკავა ანომ
- ღმერთო როგორც იქნა გავიცანი ქალი რომელიც ასე შრუბარა ჩემმა ძმაკაცმა სასიამოვნოა ანო შენი გაცნობა- ხელზე ეამბორა ლაშა ანოს , გაეღიმა მის ამ დახვეწილ ჟესტზე.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა.
-ვიცეკვოთ?
- ამმ მეზიზღება ცეკვა
- გთხოვ რა ანო
- კარგი ჰო
მშვიდი მუსკის ფონზე წელზე მოეხვია გაბრიელის ხელები ანოს, მან კი მხარზე დაადო თავი, ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებული იყო განათების გამო, თუმცა მაინც დაინახა როგორ უყურებდნენ გაბრიელის მეგობრები მათ და იღიმოდნენ.
თუმცა მარტო ისინი არ უყურებდნენ ამ ლამაზ წყვილს.
წყვდიადში, სადღაც ხალხს შორის იქვე იჯდა დადეშქელიანიც. სახე გაეყინა როცა ანო დაინახა, თან ვისთან ? მიხვდა როგორ შეეკრა სუნთქვა, ამ წლების მანძილზე კანდელაკი უფრო დამშვენებულიყო, საოცრად უხდრბოდა ქალს გრძელი დალალები, უფრო დაიხვეწა და დამშვენდა ანო. ახლა კი როცა შორიდან უყურებდა მას გაბრიელთან ერთად, სიბრაზისგან ისე უჭერდა ვისკის ჭიქას ხელს, რომ ჩაეფშვნებოდა ალბათ მინა ხელში დადეშქელიანს. ამდენი ხნის მერე მხოლოდ მის გამო დაბრუნდა, მხოლოდ მისი არსებობა ექაჩებოდა უკან და მაგნიტივით იზიზდავდა, თუმცა არ შეეძლო მისი ყურება სხვა კაცის მკლავებში და არც ჰქონდა უფლება გაპროტესტების. ამიტომ შეუმჩნევლად წამოვიდა და საკუთარ გულში გამეფებულ წყვდიადში ჩაიძირა.

- გაბრიელ წავაიდეთ რა, თან რაღაც მინდა რომ გითხრა.
- კარგი ანო არ არის პრობლემა. მეგობრებს დაემშვიდობნენ და გაბრიელი ანოს სახლისკენ დაიძრა.
- გაბრიელ
- გისმენ ჩემო სიყვარულო
- თანამხმა ვარ.
-რა?
- გამოგყვები ცოლად- გაბრიელმა ისე მოულოდნელად დაამუხრუჭა კინაღამ უკან მომავალი მამქანა შეეჯახათ.
სახე ღიმილისა და ბედნიერებისგან ერთიანად გაბადროდა ბიჭს.
- ანო, ჩემო ერთადერთო, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე შენი სიტყვებით - გულში ჩაიკრა მისი საყვარელი ქალი, შემდეგ ნიკაპ ქვეშ ხელები ამოსდო და თავი ააწევინა. ნაზად დაეწაფა კანდელაკის ტუჩებს, აქამდე ცდილობდა თავი შეეკევებინა მითუმეტეს, რომ ანოს გრძნობების შესახებ არ იცოდა. ახლა კი როცა ქალი მხოლოდ მისად დაიგულა, ნეტარებით დაეწაფა მის ბაგეებს, არც ანო შეწინააღმდეგებია, დიდხანს ჰყავდა ჩახუტებული საცოლე.
- წავიდეთ რა გაბრიელ
- კი ანო ახლავე, აუ ერრთი სული მაქვს ნანას როდის ვეტყვი, დღეს არ დაიძინებს ალბათ უკვე დაიწყებს ქორწილის დაგეგვმას.
- დიდი ქორწილი არ მინდა, მხოლოდ ჩვენ და უახლოესი მეგობრები, ხომ იცი პომპეზური არაფერი მომწონს.
- მეც ასე ვფიქრობ, ყველა ისედაც გაიგებს რომ ყველაზე საოცარი ქალი მომყავს ცოლად.
- ახლა კი ისევ აჭარბებ.
გამოემშვიდობა მომავალ საქმროს და მის ახლა სახლში შევიდა. ერთი წელია უკვე რაც აქ ცხოვრობს, პატარა მაგრამ მყუდრო სახლია ასევე პატარა ეზოთი, სადაც ანო ყვავილებს უვლის ხოლმე. ეს სახლი გაუხდია ახლა მესაიდუმლედ, მხოლოდ ამ ოთხმა კედლებმა იციან რას იტევს და იანხავს კანდელაკის გული.
სახლში შესვლისას შუქი არც აუნთია. ბუხარში ჯერ კიდევ ენთო ცეცხლი, ფეხსაცმელი იქვე მიაგდო და იქვე მდგარ მის წითელ ღვინოს მიაშურა ბუხრის წინ დადგა ჭიქით ხელში და ცეცხლს მიაჩერდა, იმ გადაწყვეტილებაზე ფიქრობდა რომელიც დღეს მიიღო. მაგრამ უეცრად იგრძნო რომ მარტო არ იყო სახლში. მაშინვე შემობრუნდა და კედელს მიყრდნობილი ლაზარე რომ დაინახა ეგონა, გული გაუსკდებოდა. ბიჭი უღიმოდა, მაგრამ მის თვალებში უსაზღვროდ დიდ სევდასა და ტკივილს გრძნობდა.
- ყველაფერი ისეა როგორც გინდოდა ორანჟერეა და წიგნები.- ამოთქვა ღმილით ლაზარემ და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს.
ანოს გაეცინა, ეს ყველაფერი მართლა ძალიან სასაცილო იყო. უკვე მართლა აღფრთოვანდა საკუთარი თავით. ლაზარეს გაკვირვება გამოეხატა, ასეთ რეაქციას არ ელოდა ანოსგან.

- მეგონა ამაზე მეტად ვეღარ გავგიჟდებოდი, მაგრამ ახლა უკვე ჩემმა გონებამ წარმოსახვასაც მიმართ და იმას რეალურად ვხედავ რისი ნახვაც მინდა. არაფერია თვალებს დავხუჭავ, და აქ აღარ იქნები.
- ანო- წამოძახა ლახარემ და კანდელაკს მიუახლოვდა, - მე აქ ვარ, შენს წინ ნამდვილი და რეალური . მხრებზე შეეხო და თვალები მილულა მისი კანის შეგრძნებისას.
- მგონი მართლა გავგიჟდი? არადა უკეთ ვიყავი მეგონა.
- ანოო, მოეშვი ამ სისულელეებს. მე დავბრუნდი .
- ამჯერად გულში ჩაიკრა აცახცახებული ქალი დადეშქელიანმა, გული უკვდებოდა ასეთ დღეში, რომ ხედავდა მას.
ანოს იმდენად უჭირდა ამის დაჯერება ისევ საკუთარ თავს აბრალებდა, ბოლოს დადეშქელიანმა თავი ააწევინა და მის ტუჩებს დაეწაფა.
მთელს ცხოვრებას დათმობდა ოღომდ კი ეს წამები უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, წუთებად და საათებად ქცეულიყვნენ, მაგრამ რა თქმა უნდა, არ დასცალდა, რადგან იგრძნო როგორ ჰკრა ხელი ანომ და როგორ აეწვა მარჯვენა ლოყა.
- შენ რა მართლა დაბრუნდი - მაშინვე მოსწყდა ანო და ისევ ბუხრის წინ დადგა..
- ლაზარემ მხოლოდ გაუღიმა ანოს საქციელით გაკვირვებულმა
- როგორ გაბედე აქ მოსვლა? მე ხომ თითქმის დავიწყე ცხოვრების გაგრძელება, მივეჩვიე სამყაროს შენს გარეშე...
- მე ვერ შევძელი ანო, ვერ ავიტანე ცხოვრება უშენოდ.
- ასეთი ეგოისტი რატომ ხარ ? რატომ გგონია რომ ყველაფერს რასაც მოისურვებ მაშინვე მიიღებ. იცი საერთოდ რა გამოვიარე ? შენ მე მომკალი დადეშქელიანო ახლა კი გაცოცხლებას ნუ ითხოვ ჩემგან
- ვიცი ანო ვიცი. არც ერთი წამით შემიწყვეტია შენზე ფიქრი, მეგონა სწორად ვიქცეოდი, როცა ჩემთან ცხოვრებას აგარიდე, მეგონა ასე გიცავდი, მაგრამ მივხვდი რომ საკუთარ თავს ვსჯიდი მხოლოდ ამით. არ მიმაჩნდა და არც ახლა მიმაჩნია ჩემი თავი შენს ღირსად, მაგრამ ჰო ეგოისტი ვარ იმდენად ეგოისტი რომ დავბრუნდი შენთვის, დავბრუნდი რომ ის მივიღო რაც მე მეკუთვნის. და ეს შენ ხარ, შენი სული და გრძნობები .
- უკვე ძალიან გვიანია ლაზარე, მაშინ რომ არ წასულიყავი ასე რომ არ გეტკინა ჩემთვის გული, მე არ მოგცემდი წასვლის უფლებას რომ ჩემგან წასულიყავი, მაგრამ უკვე ძალიან დავიღალე. ამდენი წლის მერე მოდიხარ და ძლივს დალაგებულ, ფიქრებს ცხოვრებას ისევ თავდაყირა მიყენებ. წადი გთხოვ.
- წავიდე? ამას მე მეუბნები ანო? ხომ იცი რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ღმერთმა ჩემს ანგელოზად მოგავლინა და მიუხედავად ყველაფრისა წასლას მთხოვ? წავიდე და რა? იმ დედამოტყ***,ს დავუთმო შენი თავი, მთელი ცხოვრება რომ კუდში დაგყვება და ბავშვივით გივლის? - უკვე ყვიროდა დადეშქელიანი და შიშისგან უფრო და უფრო უკან იხევდა ანო.
- ეს კაცი რომელსაც შენ მოიხსენიებ ასე, ჩემი საქმროა ლაზარე. ზუსტად დღეს დავთანხმდი ცოლობაზე. იმდენად დავიღალე ბრძოლით რომ ახლა სიმშვიდის მეტი არაფერი მინდა, გაბრიელი ჩემი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.- ანოს სიტყვებმა ადგილზე მიეყინა ლაზარეს სხეული, ყველაფერს იფიქრებდ ა მაგრამ გააგიჟა იმის წარმოდგენამ რომ შეიძლებიდა ანო, თავისი ანო სხვისი ცოლი გამხდარიყო .
- მატყუებ ხო ანო? უბრალოდ ახლა გინდა რომ გამაბრაზო?
ლაზარე ფრთხილად მიუახლოვდა ქალს და ძალიან ეშინოდა პასუხის გაგების .
- ლაზარე გთხოვ არ გინდა?
- რატომ იტანჯავ თავს ჩემო ანდროგენო, როგორც კი თვალებში შემომხედე მივხვდი, რომ ისევ გიყვარდი, შენი თვალები არასდროს მომატყუებენ- ლაზარე იმდენად ახლოს იდგა მასთან რომ ანო მის სუნთქვასაც კი გრძნობდა . გული ისე სწაფად უცემდა , რომ ეგონა მთელ სახლში გამაყრუებლად ისმოდა მისი გულისცემის ხმა.
- შენი სხეული სხვა რამეს მეუბნება, როცა ვეხები, შენი ტუჩები ისევ და ისევ მთხოვენ რომ ვეამბორო, ჩემო ანდროგენო იმდენად მენატრებოდი, რომ ვერაფერზე ვფიქრობდი შენს გარდა, ვცდილობდი დამევიწყებინე, ბედნიერი ყოფილიყავი შენი ცხოვრებით ჩემს გარეშე, მკვლელის გარეშე ანო, მაგრამ ისევ და ისევ შენ გიბრუნდებოდი ბოლოს. სუნთქვაც კი ისეთი რთულია შენს გარეშე ჩემო სიყვარულო- ლაზარემ ისევ ჩაიკრა მისი საყვარელი სხეული გულში. მის გრძელ და ლამაზ თმებს მოეფერა და აკოცა.
- ლაზარე გთხოვ წადი ძალიანნ მტკივა, ნუღარ მტკენ მეტი აღარ შემიძლია.- გულიმოუკლა ქალის სიტყვებმა დადეშქელიანს. უკვე მერამდენედ შესძულდა თავისი უბადრუკი თავი, რომელსაც მხოლოდ სხვებისთვის ტკივილის მიყენება შეეძლო.
- მაშინვე მოწყდა ანოს, კანდელაკი კი იქვე მდგარ სკამს ჩამოეყრდნო, რომ არ დაცემულიყო. ლაზარე უცებ გაჩერდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა უნდა ეთქვა, მერე კი ჩუმად და მტკინვეულად ამოთქვა.
- მიყვარხარ - და გაუჩინარდა.
მისი სიტყვები მთელს სახლში გაიფანტა და ყოველ საგანს მოედო, ანოს სხეულსაც, რაღაც ძალიან სასიამოვნო იგრძნო, მაგრამ ძალა აღარ შერჩა მისი სურნელი, სხული რომელსაც ყოველდილა ივიწყებდა ბურუსიდან გამოვიდა და ახა ისევ იმდენად ცხადი გახდა, რომ მისი დავიწყება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ყვლეფერი უშედეგო გამოდგა ერთი გამოჩენით ისევ აურია მოჩვენებითი, უსულო ცხოვრება.



- ანო ნახე არა? - ჩუმად თქვა ლუკამ.
-ვნახე ლუკა ვნახე.
- ხშირად ვნახულობდით ხოლმე მე და საბა, იმის გასარკვევად კარგად იყო თუ არა, უნივერსიტეტის დამთავრებისას ხალხში ჩვენც ვიდექით, მაგრამ მას არ ვენახებოდით, რომ ისევ არ გახსენებოდა ყველაფერი. ძალიან ცუდად იყო ლაზარე.
- ვიცი საბა, მეც დავინახე რა ვუქენი ყველაზე ძვირფასსს და წმინდას, რაც კი გამაჩნდა.
- გაბრიელმა სიტყვა შეასრულა, არც ერთი წუთი არ დაუკარგავს.
- შევატყვე ესეც, თურმე ცოლობაც კი შესთავაზა.
- მერე ? - ლუკამ თავი ჩახარა და იატაკს მიაჩერდა.
- დასთანხმდა მგონი ანოც .
- რას აპირებ ლუკა შენ?
- ბედნიერს რომ ვხედვადე, მის თვალებში ისევ იმ სხივს, რომ ვხედვდე რასაც ჩემი ყურებისას ვხედავ მხოლოდ, არც დავენახებოდი. მივცემდი ჩემს გარეშე ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრების უფლებას, მაგრამ ახლა აღარ ვიცი.... მის გარეშე ადამიაანს აღარ ვგავარ.
ხმა არავის ამოუღია, ყველამ ფიქრს მისცა თავი.
-შენ როდის უნდა გამაცნო ლუკა შენი საცოლე? - გაუღიმა ლაზარემ, ლუკასაც მაშინე გაუნათა სახე საყვარელი ქალის ხსენებამ .
- როცა შენ მეტყვი ძმაო, მეჯვარე ხარ ბოლოს და ბოლოს ...
- ჰოდა გავიცნობ ჩვენს რძალს, დიდი სიამოვნებით .




დილით ძალიან გაუჭირდა ანოს თვალების გახელა. საერთოს ვერ მოძებნა ძალა სხეულში, უეცრად ტელეფონის საშინლად გამაღიზიანებელმა ხმამ გამოაფხიზლა.
- ხო გაბრიელ.
- რა მოხდა ანო, კარგად ხარ?
- კი უბრალოდ გადავიღალე, სამი დღით მინდა დავსვენო და მთაში ავიდე, ნუ მომაკითხავ კარგი, მარტო მინდა უბარლოდ ყოფნა.
- მესმის ანო, ასე მოულოდნელად ვერ შეუდგები ახალ ცხოვრებას. ზოგჯერ მაინც მომწერე როგორ ხარ კარგი?
- კარგი , დროებით.
- მიყვარხარ
ანომ ტელეფონი გამორთო და იქვე მიაგდო. ყველაზე მეტად გაბრიელი ეცოდებოდა, რომ ასე ექცეოდა , ეზიზიღებოდა მისი ასეთი სუსტი და უძლური თავი. ისევ იგივე გემოს გრძნობდა იგივე სუნს, რასაც მაშინ, როცა ლაზარეს წასვლას ებრძოდა. მხოლოდ ახლა გააცნობიერა რომ ეს კაბა ისევ ეცვა, როგორღაც მოიშორა სხეულიდან და საბანში გაეხვია. მთელი დღე გაუნძრებლად იწვა, ადგომის არანაირი სურვილი არ ჰქოდა, ზოგჯერ იქვე უჯრიდან სიგარეტს ამოიღებდა ხოლმე და ი ნერციით ეწეოდა, ამდენი წლის მერე ისევ. უყურებდა საკუთარ სხეულს, სუსტ ტერფებს, გრძელ თითებს და გულიეროდა მის სხეულზე, საკუთარ თავზე რომ ასეთი სუსუტი და უსუსური იყო, ასეთად როდისღა იქცა. დღე და ღამე უკვე ერთმანეთში არეოდა კანდელკს. ისევ საბანში იყო გახვეული და გაბრუებული, როცა კარზე ბრახუნი შემოესმა, დიდხანს აკაკუნებდა დადაეშქელიანი ანოს კარებზე, მაგრამ როცა არავინ გაუღო, ერთი შეიკურთხა და გაეცალა იქაურობას. ვერ ხვდებოდა სად უნდა წადულიყო, სახლიდან მცირე სინათლეც კი არ გამოდიოდა..

ანოს არც უფიქრია კარების გაღება, თუმცა არც ამის ძალა ჰქონდა.
უკვე დღეებიც აერია და არც კი იცოდა რამდენი ხანი იყო ასე, ან რა მნიშვნელობა ჰქონდა საერთოდ დროს ან რამეს სამყაროში. ისს ისევ მოიცვა დეპრესიის მარწუხებმა და ისევ დაიმორჩილა მისი სხეული, გონება კი იმდენად მოადუნა რომ ფიქრიც აღარ შეეძლო, მუცელში აუტანელ წვას გრძნობდა. ემბრიონის პოზაში იწვა ალბათ საათები ან იქნებ დღეები. საღამოს მხოლოდ მცირე ხნით გამოაფხიზლა რაღაც საშინელმა ხმამ, მაგრამ მალე ისევ ჩაეძირა სამყარო სიჩუმისა და სიბნელი მორევში.

კარები შეამტვრია გააფთრებულმა დადეშქელიანმა. გიჟს ჰგავდა უკვე, ყველა ადგილი მოიარა სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო ანო და ისევ ამ ჩაბნელებულ სახლში დაბრუნდა. სიბრაზემ უფრო მეტად შეიპყრო, როცა ანო საწოლში მწოლიარე დაინახა.
- შენ რა მეკაიფები კანდელაკო? გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო არა.
- მის ყვირილზე წარბიც არ შეტოკებია ანოს; გაუკვირდა დადეშქელიანს დაიბნა. მაშინვე გადაავიწყდა სიბრაზე და საბანი ოდნავ გადააძრო ანოს. მისი სახე ხელებში მოიქცია.
- ანო გამეცი ხმა, რა გჭირს?
გოგონამ ყრუდ ამოიოხრა მხოლიდ.
ვერ მიხვდა ლაზარე რა ხდებოდა .
- ანო ჩემო სიცოცხლევ მითხარი გთხოვ რა მოხდა.
- მეძინება- ჩუმად, ძლივს ამოთქვა კანდელაკმა

ლაზარეს გაახსენდა ლუკას სიტყვები დეპრესიისგან იტანჯებოდა ანოო. გული მოუკვდა, როცა ასეთ დღეში დაინახა მისი საყვარელი ქალი და მით უფრო რომ ეს მხოლიდ მისი ბრალი იყო. ასე ვერ დაუთმობდა ავადმყოფობას მის ქალს. მაშინვე ხელში აიყვანა და სააბაზანო ოთახში შეიყვანა, ანო თითქოს გონს იყო, მაგრამ თვალების გახელის თავიც არ ჰქონდა.
საკუთარი ხელებით დაბანა, მისი საყვარელი ქალი, თავისივე ხელებით გაუშრო მონატრებული და დაუძლურებული სხეული და სხვა დალაგებულ ოთახში გადაიყვანა თბილად ჩააწვინა საწოლში. მერე სამზარეულოში ჩავიდა, საჭმლებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგრამ მარტო ცხოვრებისას მოუხდა რამდენიმე კერძის მომზადების სწავლა. ცხელი წვნიანი თავისივე ხელით მოუმზადა დადეშქელიანმა , ზოგჯერ ეცინებოდა კიდეც თავის თავზე , გ ვერდიდან რომ წარმოიდგენდა ამ ყველაფერს. .. ძლივს წამოაყენა ანო რომელიც დაძინებას სთხოვდა. თავისივე ხელით აჭამა ცხელი წვნიანი, სულ მცირე, მაგრამ ესეც ნიშნვადა რაღაცას. სულ გაყინულიყო კანდელაკი, თვითონაც შეუწვა ლაზარე საწოლში და მთელი სხეულით ჩაიხუტა თავისი ანდგროგენი. მის მკერდზე ედო თავი ანოს . გულში იწყევლიდა თავის თავს, დადეშქელიანი წასვლის გამო. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ასე ძლიერ შეეძლო შეყვარებოდა მისნაირი ადამიანი ვინნეს. მკვდრები არ უყვარდებათ მკვდრების დავიწყება შეუძლიათ მხოლოდ დროთა განმავლობაში ადამიანებს. როცა უყურებდა ანოს და ხედავდა როგორ მშვიდდებოდა მისი სხეული ლაზარეს შეხებისას, გრძნობდა რამდენად სჭირდებოდა მას. მხოლოდ ახლაღა მიხვდა, რომ ერთადერთი რასაც მნიშვნელობა ჰქონდა ამ 29 წლის მანძილზე ეს საოცარი არსება იყო, რომელმაც ისეთი შეიყვარა როგორიც არის, ცივსისხლიანი მკვლელი, რომელსაც ცხოვრება გაუნადგურეს. თვალი არ მოუხუჭავს დადეშქელიანს. მთელი ღამეე თეთრად გაათენა ანოზე ფიქრში, თავისი თავის სიძულვილში. ერთხელ გამოეღვიძა მხოლოდ კანდელაკს წყალი ითხოვა, მაშინვე მიაწოდა ლაზარემ იქვე მდგარი ჭიქა, რომლის დაკავების ძალაც კი არ ჰქონდა გოგონას, მერე ისევ მიეკრა ლაზარეს სხეულს და მთელი ღამე ისე მჭიდროდ ეხვეოდა თითქოს გაქცევას ეცდებოდა დადეშქელიანი. გულში ნატრობდა, რომ დრო გაჩერებულიყო და არ მოჰყოლოდა ღამეს ნათელი დღე, რომ სულ ასე ახლოს ჰყოლოდა სიცოცხლის ერთადერთი მიზეზი. ბოლოს გამთენიისას თავადაც ჩაეძინა.

როცა გამოეღვიძა უკვე კარგად გათენებულიყო, მაშინვე მოავლო ოთახს თვალი, რადგან ანო არსად დახვდა. რა არ იფიქრა შეშინებულმა, მაშინვე ქვედა სართულზე ჩაფრინდა და შვებით ამოისუნთქა, როცა ბუხრის წინ მაისურში გახვეული ანო დაინახა .
- ანო როგორ ხარ?
- მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა დადეშქელიანი. ანოს ლურჯი თვალები თითქოს დაეწმინდა, ახლა უფრო მკვეთრად ჩანდა მასში ყვითელი ფერი, აგიჟებდა ეს თვალები დადეშქელიანს. ანომ გაუღიმა ოდნავ.
- ცეცხლს დამინთებ ლაზარე? - ძლივს გაისმა მისი სუსტი ხმა ოთახში. ისეთი უსუსური და ნაზი ჩანდა უნდოდა მთელი ცხოვრება მასზე ეზრუნა დადეშქელიანს .
- აბა რას ვიზამ ჩემო ლურჯთვალებავ. ახლავე, შენ ეს კარგად მოიხურე .
იქვე დალაგებულ შეშას დასწვდა და მალევე აგიზგიზდა ბუხარიც. თვითონაც ცოტა ხნით გვერდით ჩამოუჯდა ანოს. ერთად უყურებდნენ მოგიზგიზე ცეცხლის ენებს. მერე გაახსენდა რომ უკვე რამდენი დღეა არაფერი უჭამია კანდელაკს. მაშინვე წამოდა და სამზარეულოდან ცხელი წვნიანით დაბრუნდა.
თავისი ხელით აჭამა, არც ერთს ამოუღია ხმა, ყველაფერი კი ლამაზ სიზმარს ჰგავდა რომელიც ისევ და ისევ მუდმივად უნდა გამეორებულიყო. ისე უნდოდა ლაზარეს გახარება წუწუნის გარეშე გამოსცალა მთელი ჯამი. ნელ ნელა გრძნობდა მის სხეულში ძალას, თითქოს თავიდან იბადებოდა. ლაზარე ისევ მიუჯდა ანოს და მის დიდ მკლავებში გაახვია. ასეთი სიმშვიდე არასდროს უგრძვნიათ ორ დაკარგულ და აფორიაქებულ სულს. რამდენიც არ უნდა ეცადო ვერაფერს შეცვლი, ყველგან გამოჰყვება ადამიანს პირველი სიყვარულის აჩრდილი.



- გაიგებდი გეგა დადეშქელიანის ჩამოსვლის ამბავს - ცინიკურად წამოიძახა შავებში გამოწყობილმა, წვერიანმა კაცმა და მის წინ მჯდარ გეგეშიძეს შეხედა, რომელსაც წარბები შეეკრა და ფანჯარას მისჩერებოდა.
- გავიგე თამაზ, მხოლოდ ამით ვცხოვრობ მე, ხომ იცი ეს შენ.
- მერე რას ვაპირებთ ახლა ჩვენ გეგა
- ჯერ არაფერს ჩემო თამაზ, ჯერ ველოდები. კვალში ვუდგავარ დადეშქელიანს, ვსწავლობ. მის სუსტ წერტილს ვიპოვნი და პირდაპირ გულში დავარტყამ. ისეთ დღეში ჩავაგდებ რომ თვითონ არაფერი დაუშავდება, იცოცხლებს კიდეც, მაგრამ ყოველ დღე თავად ინატრებს სიკვდილს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Rom vidzaxi saocreba xar tyuila ki ar vidzaxi ra :D aiii vapshe yvelaze magari xar, wegan rom davinaxd dagidia axali tavi lamis gavgijdiii ... Cemi lazaree da anoo ra sayvarlebi arian <3 mara eg gega damartebs exla albat anos rames ? Codoa anoo :((((

 


№2  offline წევრი azula2023

სტუმარი Waka
Rom vidzaxi saocreba xar tyuila ki ar vidzaxi ra :D aiii vapshe yvelaze magari xar, wegan rom davinaxd dagidia axali tavi lamis gavgijdiii ... Cemi lazaree da anoo ra sayvarlebi arian <3 mara eg gega damartebs exla albat anos rames ? Codoa anoo :((((



ამ ისტორიის მეორე თავი ნამდვილი ამბავია, რომლიც წამდენიმე თვის წინ გადამხდა, ინსპირაცია სწორედ ეს იყო, ჯერ არ ვიცი ზუსტად როგორ დავასრულებ და არც ის ვიცი როდის დავდებ, მაგრამ ვეცდები რომ მომდევნაო თავი საკმაოდ დდი იყოს, შესაბამისად მეტ დროს დავუთმობ. მადლობა დიდი <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Waka

Au ra magariiiaaa .... Sauketeso xar ra :*

 


№4 სტუმარი ნათია41

აე მითხრა რომ ანოს გასწირავ ამას ვერ გადავიტან.

 


№5  offline წევრი Rania

Zalian magariaaaa. Yochaggg

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent