შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი დინება {დასასრული}

26-01-2019, 18:03
ავტორი სალანდერი
ნანახია 1 092

სისხლიანი დინება {დასასრული}

ტელეფონი ჯიბეში დააბრუნა და გაოცებული სახით მიაჩერდა მიას. - რამე მოხდა?
- ჰო მოხდა, როგორც ვიცი გამომძიებელი ჩემი ძმაა და არა შენ. - ხმადაბლა უთხრა და ჩაცმა დაიწყო.
- ნიკო, მე უბრალოდ. . .
- ახლა უნდა წავიდე. - გააწყვეტინა გოგოს, შუბლზე აკოცა და კიბეზე დაეშვა. ტელეფონი ამოიღო და ესემესი გახსნა. იქვე მდგომ ტაქსიში ჩაჯდა მისამართი უკარნახა და აჩქარებული გულისცემის დარეგულირება სცადა. ტაქსი დათქმული ადგილიდან ოდნავ მოშორებით გააჩერა და ფეხით გაემართა მიტოვებული შენობისკენ, რომელიც ადრე ხის საამქრო იყო, მოგვიანებით კი მიტოვებულ უკაცრიელ შენობად იქცა. ნელი ნაბიჯით შევიდა შენობაში. რამდენიმე წამით შეყოვნდა და სმენა დაძაბა. კიბეზე ჩამომავალი ნაბიჯების ხმა მოესმა და მზერა იქეთ მიაპყრო.
- დათა? - როგორც კი კიბეზე უვნებლად ჩამომავალ დათას მოჰკრა თვალი მისკენ გაიქცა და ძმას გადაეხვია. - კარგად ხარ?
- კარგად ვარ ნიკო, კარგად.
- მე, მე ვიღაცამ დამირეკა და. . .
- ვიცი.
- მერე?
- აგიხსნი, თუ ამომყვები ზემოთ. - ხელკავი გამოსდო ძმას და კიბეს მასთან ერთად აუყვა. მეორე სართულზე ასვლისთანავე დაინახა, შენობის შუაში სკამზე მიბმული ასაკოვანი მამაკაცი ნიკომ.
- აქ რა ხდება ბიჭო? ვინაა ეს, ამან დამირეკა? - თვალით მამაკაცისკენ ანიშნა, რომლისთვისაც პირი აეკრა დათას და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემდა
- ჰო, მაგან დაგირეკა.
- რა უნდოდა შენგან ბიჭო?
- ამას არაფერი, მე მინდა მისგან.
- და მე რა შუაში ვარ?
- დაჯექი ნიკო. - ქვის დიდი ნატეხისკენ უბიძგა ხელი და ბიჭიც ზედ ჩამოჯდა. დათა მამაკაცს მიუახლოვდა, სახელოში ჩაავლო ხელი და სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა. - ახლა ამ წებოვან ლენტს მოგხსნი და ჩემ ძმას მშვიდად მოუყვები, რა გააკეთეთ შენ და შენმა კოლეგებმა თქვენი ბოლო საქმისას. გასაგებია? - კაცმა მხოლოდ თავი დააქნია თანხმობის ნიშნად. - თუ ხმას ოდნავ მაინც აუწევ, ტვინს გაგასხმევინებ. - კბილებში გამოსცრა დათამ და ლენტი სწრაფად მოხსნა ტუჩებიდან. შემდეგ ისევ ნიკოსკენ მიტრიალდა და მის გვერდით დადგა.
- დაიწყე. - უხეშად შეუღრინა მამაკაცს, რომელიც შოკისგან ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებდა.
- მე არ ვიცი როგორ დაგვიქირავეს, ყველაფერს ჯონი განაგებდა, მან გვითხრა რომ ერთ რთულ საქმეზე მივდიოდით და დიდ ფულსაც გამოვკრავდით ხელს. მაშინ ღარიბი ვიყავი, არც სახლი მქონდა არც კარი, პატარა შვილი მყავდა, ქირაში ვცხოვრობდით. . .
- მოკეტე! შენი სოციალური მდგომარეობა არ გვაინტერესებს, საქმეზე გადადი. მოყევი რა გაუკეთეთ ჩემ ძმას.
- მოკლედ, ჩამოვედით. გვითხრეს რომ პატარა ბიჭი უნდა მოგვეძებნა, რომ რთული საქმე იყო, მდინარე ძალიან იყო ადიდებული, მაგრამ ყოველდღიურად, სანამ ბიჭის ძებნას არ შევწყვეტდით დიდ ფულს გადაგვიხდიდნენ. მამამისი ამბობდა, რომ ყველაფერს გაყიდდა, ოღონდ შვილის გვამი ეპოვა. ჩვენ ძებნა დავიწყეთ და ბიჭი მალევე ვიპოვეთ, თუმცა რა თქმა უნდა უკვე მკვდარი იყო. მაშინ ჯონიმ თქვა: ბიჭებო ფული ყველას გვჭირდება, ამ ბიჭს კი მაინც არაფერი ეშველება და არაფერი მოხდება რამდენიმე დღით თუ წყალში დავტოვებთ და ცოტა მეტ ფულს გამოვიმუშავებთო. - ოფლი ასხამდა, სიტყვების თქმა უჭირდა. ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და საუბარი განაგრძო. - თავიდან, წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ მერე ბიჭებმა დამარწმუნეს. ჩვენ ბავშვის გვამი ორ დიდ ლოდს შორის, ისე გავჭედეთ რომ წყალს ვერ წაეღო და არც ზემოთ ამოეგდო, მერე კი სამი დღე უკვე ნაპოვნი გვამის ძებნას დავუთმეთ. მეოთხე დღეს რომ ჩავედი წყალში, გულმა არ მომითმინა, ვიფიქრე შევამოწმებ წყალმა ხომ არ წაგვართვა_მეთქი. რომ მივუახლოვდი, დავინახე მისი სახე და სხეული, ეს საშინელება იყო, ის თევზებს ჰყავდათ შეჭმული. - ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა.
- შე . - ფეხზე წამოხტა ნიკო, თუმცა დათამ დაბმულ მამაკაცთან მისვლის საშუალება არ მისცა. ამიტომ ისევ უღონოდ დაეშვა ქვაზე და თავზე შემოიწყო ხელები.
- გთხოვთ, არ მომკლათ, შეცდომა დავუშვით. . .
- მოკეტე, ხმას ნუ იღებ თორე შემომაკვდები. - ხმამაღლა დაიღრიალა დათამ და მამაკაცმა სწრაფად გაიკმინდა ხმა. მხოლოდ უხმოდ იცრემლებოდა.
- ეს ყველაფერი როდის გაიგე. - ნიკოს ჩახრენწილი ხმა გაისმა შენობაში
- ეჭვი მქონდა, მაშინვე დაიწყეს ამაზე საუბარი გახსოვს? ოთხი დღე როგორ არსად წაიღო ან ზემოთ როგორ არ ამოატივტივა, მდინარემ ცხედარიო ამბობდნენ. ეჭვები მღრღნიდა, ამიტომ გადავწყვიტე სამივე მომეძებნა, თუმცა აღმოჩნდა რომ ვახოს პოვნის შემდეგ მუშაობა სამივემ შეწყვიტა. მათ შესახებ თითქმის არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდი, ერთადერთი გზა რომელიმე მათგანის პოვნისა, იყო სერიოზული თანამდებობა პოლიციაში და ჩემი მიზანიც ეს გახდა. ოცი წელი გავიდა ნიკო, მე კი მხოლოდ ერთი წლის წინ ვიპოვე სამივე, ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ ცხოვრებას, არც ერთ მათგანს სინდისის ქენჯნა არ აწუხებს გესმის? ყველა მათგანს ფეხებზე კიდია ვახოც და ჩვენი ოჯახიც. დარწმუნებული მაინც არ ვიყავი რომ ეს გააკეთეს, რამე ხელჩასაჭიდი მჭირდებოდა. ჯონის დალევა უყვარდა, ერთ დღესაც ბარში ვითომ შემთხვევით გამოვეცნაურე, რა თქმა უნდა სხვა სახელით და გვარით, ისედაც კარგად შეზარხოშებულს ცოტა კიდევ დავალევინე და თავის ძველ საქმიანობაზე ჩამოვუგდე სიტყვა, რაღაცები გაიხსენა, ბოლოს ვახოზე ვკითხე, ისე შორიდან, მახსოვს ჩვენს სოფელში მოხდა მეთქი ვუთხარი, ანერვიულდა, ააზე ლაპარაკი არ მინდაო, ეს საშინელი ამბავიაო, ფეხზე წამოდგა და გაიქცა, მაშინ მივხვდი რომ არასწორ გზას არ ვადექი. თუმცა ნიაკო და დედა მყავდა უკან, შენ აქ არ იყავი და მათ მარტო ვერ დავტოვებდი, დაგეგმილად და გააზრებულად უნდა მემოქმედა. ერთ დღეს სახლში მისულს, ნიაკოს ხმა შემომესმა, დედას ელაპარაკებოდა, ნიკო ჩამოდისო ეუბნებოდა. მაშინ მივხვდი რომ შენს წასვლამდე უნდა მომესწრო სამივესთან გასწორება. თუ დამიჭერდნენ ნიას და ქეთას შენ მიხედავდი. შენი ჩამოსვლის წინა ღამეს ნიაკოს ვუთხარი რომ რუსასთან ვრჩებოდი და დავრჩი კიდეც, მაგრამ გამთენიისას წამოვედი, ვუთხარი რომ შენ ჩამოდიოდი და ნიაკომ ადრე მისვლა მთხოვა. პირდაპირ გიგლას სახლში მივედი. ჩემი ჟეტონი ვაჩვენე და კარი მაშინვე გამიღო, ძალიან ნერვიულობდა, მაგიდასთან დავსვი და ვაიძულე სიმართლე მოეყოლა. რა თქმა უნდა არ მითქვამს რომ ვახო ჩემი ძმა იყო, გიგლამ კი ყველაფერი მარტივად ჩამოფქვა, იმ პირობით რომ ციხეს გადარჩებოდა. საუბრის დასრულებისთანავე ვესროლე ნიკო, ხელიც არ ამკანკალებია. - ხმაში ბზარი გაუჩნდა დათას. მეორე იმ ღამეს მოვკალი შენ რომ წახვედი. ყველაფერი დაგეგმილი მქონდა მაგრამ იმ ღამით წვეულების მოწყობა მოინდომეთ, მეც არ გამიწევია დიდი წინააღმდეგობა, ვიცოდი ჯონი მაინც ვერსად გამექცეოდა. მერე რომ ვიჩხუბეთ და დრო ვიხელთე, ცოტა ნასვამიც ვიყავი, ნერვები მახრჩობდა, ისევ ვახოზე ფიქრები მიტრიალებდა თავში და იმის გაფიქრებაზე რომ კიდევ ერთი დღე ისუნთქებდა ის ნაბი"ჭვარი სუნთქვა შემეკრა, ამიტომ წავედი და მძინარეს დავახალე შუბლში ტყვია.
- ღმერთო ჩემო, დათა. - ფეხზე წამოდგა ნიკო. - ამას რას უპირებ?
- მერაბი, მერაბ ნოზაძე, ამ ნაბიჭ"ვარსაც გავასხმევინებ ტვინს და ოდნავ სიმსუბუქეს და შვებას ვიგრძნობ.
- თქვენი ძმა უკვე მკვდარი იყო, ღმერთს გეფიცებით, უკვე მკვდარი იყო რომ ვიპოვეთ, ის ჩვენი მიზეზით არ მომკვდარა. - ქვითინით ჩაერთო საუბარში მერაბი.
- შე ნაბიჭ"ვარო, არც მამაჩემი მომკვდარა თქვენი მიზეზით? დედაჩემი რომ ცოცხალ მკვდარია არც ეგაა თქვენი მიზეზით? ჩემი ძმა რომ თევზებმა შეჭამეს, მისი გვამიც რომ ვერ დავიტირეთ ვისი მიზეზითაა? მისი ისეთი ცხედარი რომ არ ენახათ, ჩემი მშობლები ხომ იქნებოდნენ ცოცხლები? ხომ იტირებდნენ თავიანთ ვაჟს ღირსეულად, უკანასკნელად ხომ მოვეფერებოდი ჩემ ვახოს. - მთელი ძალით ანჯღრევდა დაბმულ მამაკაცს და ხმამაღლა ღრიალებდა.
- ამის დედაც, მომეცი იარაღი. - ძმას მხარში წაატანა ხელი და თავისკენ შემოაბრუნა.
- რა?
- მომეცი ეგ დედანატირები იარაღი რომ ჩავაძაღლო ეს არაკაცი და დამიჭირონ.
- ნიკო!
- ნიკო არ უნდა მაგას, შენ ნიაკოს და ქეთას ჭირდები, მე თუ დამიჭერენ ამ ჩემ ფეხებს.
- არ შემიძლია ნიკო, მე დავიწყე და თვითონ უნდა დავასრულო, ეს ჩემი არჩევანია. - ნელი ნაბიჯით დაიხია უკან და მერაბის შუბლს გაუსწორა თოფის ლულა.
- მაპატიეთ, გთხოვთ, ჯანდაბა არ მომკლათ, მაპატიეთ. - ხმადაბლა მოთქვამდა მერაბი.
- გაპატიებ, შემდეგ ცხოვრებაში. - სასროლად შეემზადა დათა.
- დააგდეთ იარაღი და დაგვნებდით, ალყაში ხართ. - მამაკაცის ბოხი ბარიტონი გაისმა და დათამ უემოციოდ მოავლო მზერა შენობას.
- ჯანდაბა. - ხმადაბლა დაიჩურჩულა ნიკომ, რომელმაც კარგად შეამჩნია, რომ მართლაც ალყაში მოექციათ ოთახი რომელშიც იმყოფებოდნენ.
- გიმეორებთ, დააგდეთ იარაღი, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნებით გავისროლოთ.
- ნიაკოს მიხედე. - ტუჩების მოძრაობით ანიშნა ნიკოს და სასხლეტს გამოჰკრა. ერთი გასროლის ხმას კიდევ რამდენიმე მოჰყვა.
- დათაა! - უმცროსი არაბულის განწირულმა ღრიალმა შეარყია შენობა. პოლიციელების გაფრთხილების მიუხედავად, იატაკზე დაგდებული ძმისკენ გაიქცა.
- დათა. ჯანდაბა დათა, არ მოკვდე. - თავი წამოუწია მამაკაცს. მავედრებელი მზერით დასჩერებოდა.
- მითხარი რომ მოვასწარი. - სიმწრით ამოიგმინა.
- მკვდარია ძმაო, შუბლი გაუხვრიტე, მაგრამ ახლა არ მოკვდე, სასწრაფო უკვე გზაშია.
- გოგონებს, სამივეს ხომ მიმიხედავ ნიკო. - პირიდან მომდინარე სისხლის მიუხედავად დაასრულა სათქმელი.
- მივხედავთ ძმაო, ერთად მე და შენ, მივხედავ ჰო. - თავი უღონოდ გააქნია.
- მაპატიე რომ ცხოვრება წაგართვი.
- გაპატიე დათა, გაპატიე. - თვალებიდან მომდინარე ცრემლების შეკავებას აღარ ცდილობდა უმცროსი არაბული. სამაგიეროდ კმაყოფილება ეხატა სახეზე დათას. უკანასკნელად, მშვიდად გაიღიმა და მისი პულსაციაც შეწყდა.

***
დათა არაბული გარდაცვალებიდან მეხუთე დღეს დაკრძალეს. მან დატოვა წერილი რომელშიც დეტალურად აღწერდა მკვლელობების მიზეზებს და დეტალებს. სწორედ ამ წერილის წყალობით, ბრალდებებისგან სრულიად განთავისუფლებული იქნა ნიკოლოზ არაბული.

***
ორი თვე იყო გასული დათას გარდაცვალებიდან. ძმის საფლავიდან მოდიოდნენ ნიკო და ნია ტელეფონმა რომ დარეკა. მამაკაცმა მანქანა გადააყენა და ზარს უპასუხა. გაოგნებული მანამ უსმენდა იქედან მოსაუბრე ხმას, სანამ ტელეფონი ხელიდან არ გაუვარდა.
- ნიკო რა მოხდა? - ნამტირალევი თვალები შეანათა ძმას.
- რუსასთან უნდა წავიდეთ ნიაკო. - მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაუბრუნა პასუხი და ძრავი აამუშავა.
- რა სჭირს რუსას, კარგადაა?
- ნიაკო! - თითქმის იყვირა მამაკაცმა.
- რა მოხდა ნიკო. - შიში გამოსჭვიოდა ქალის ხმაში.
- ჩვენი დათა მამა გახდება. - ბედნიერებისგან გაბრწყინებული თვალები შეანათა უმცროს დას და რუსას სახლისკენ აიღო გეზი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline მოდერი სალანდერი

მოკლედ ეს ოსტორიაც დასრულდა, ვისთვის მოულოდნელად, ვისთვის მოსალოდნელად ❤
მადლობა რომ მოგვყვებოდით და იმედი მაქვს ისიამოვნეთ ❤

№2  offline წევრი აბლაბუდა

ესეიგი ეს ისტორია შემთხვევით დავიწყე და ისე დამაინტერესა რომ ყოველთვის ველოდებიდი, დასასრულმა ძალიან გამიცრუა იმედი, რა ლოგიკაში ჯდებოდა ეს დასასრული იყო, ჩემი აზრით სხვა დასასრული მოუხდებოდა.

№3  offline მოდერი სალანდერი

აბლაბუდა
ესეიგი ეს ისტორია შემთხვევით დავიწყე და ისე დამაინტერესა რომ ყოველთვის ველოდებიდი, დასასრულმა ძალიან გამიცრუა იმედი, რა ლოგიკაში ჯდებოდა ეს დასასრული იყო, ჩემი აზრით სხვა დასასრული მოუხდებოდა.

შესაძლოა, მაგრამ ჩემი დასასრული ასეთია . . .
მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ❤

№4 სტუმარი სტუმარი მარი

მაპატიე მაგრამ ძალიან მიფუჩეჩებული დასასრული იყო.. მეტს ველოდებოდი, არადა ძალიან ჩამითრია ამ ისტორიამ

№5  offline მოდერი სალანდერი

სტუმარი მარი
მაპატიე მაგრამ ძალიან მიფუჩეჩებული დასასრული იყო.. მეტს ველოდებოდი, არადა ძალიან ჩამითრია ამ ისტორიამ

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის ❤

№6  offline წევრი პენელოპე

მია დამეჩაგრა :((

№7  offline წევრი აბლაბუდა

მართალი ხარ მეც მასე მომეჩვენა ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული არა მთელი წერის პროცესში სულ სხვა მოლოდინი რომ მქონდა, ვერ გავიგე დასასრული

№8  offline მოდერი სალანდერი

პენელოპე
მია დამეჩაგრა :((

ძალიან საყვარელი ხარ smile heart_eyes

აბლაბუდა
მართალი ხარ მეც მასე მომეჩვენა ნაჩქარევი და მიფუჩეჩებული არა მთელი წერის პროცესში სულ სხვა მოლოდინი რომ მქონდა, ვერ გავიგე დასასრული

დასასრული თავიდანვე ასეთად მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ცოტა რომ მიფუჩეჩებულად მიწერია ჰო. . .
ესე იგი ბოლო სამი თავი ძან მუზაჩამკვდარმა ვწერე და რაც გამოვიდა ხედავთ...
ამხელა ახსნა განმარტებას რატომ ვწერ კი არ ვიცი, მაგრამ ნუ რაც გამოვიდა ესაა რა ❤

№9  offline წევრი ნანა73

რა თბილი იყო იცი ეს ისტორია? მიუხედავად ოჯახის დიდი ტრაგედიისა, ისეთი თბილი და სამართლიანი, არც კი მჯერა რომ შენ დაწერე... შენ, ასეთმა მეამბოხემ და რაღაც მომენტში ნოვატორმაც. ახლა გამახსენდა რომ დამპირდი ერთხელ, მოვალო, ჩვეულებრივი და განუმეორებელი, მგონი მოხვედი და გილოცავ შენ და ვულოცავ ჩემს თავსაც! მიყვარხარ ფიქრო ❤️❤️❤️

№10  offline მოდერი სალანდერი

ნანა73
რა თბილი იყო იცი ეს ისტორია? მიუხედავად ოჯახის დიდი ტრაგედიისა, ისეთი თბილი და სამართლიანი, არც კი მჯერა რომ შენ დაწერე... შენ, ასეთმა მეამბოხემ და რაღაც მომენტში ნოვატორმაც. ახლა გამახსენდა რომ დამპირდი ერთხელ, მოვალო, ჩვეულებრივი და განუმეორებელი, მგონი მოხვედი და გილოცავ შენ და ვულოცავ ჩემს თავსაც! მიყვარხარ ფიქრო ❤️❤️❤️

ეს? ეს იყო ის? მგონი არ მჯერა იცი? ამაზე ვერ ვიფიქრებდი, რაღაც არ გამოვიდა თითქოს, მაგრამ.შენ რომ ამას ამბობ უკვე მიხარია ❤
ჩავთვლი რომ შედგა. . .
თუნდაც შენთვის ❤
მადლობა❤ მეც ძალიან მიყვარხარ ❤

№11  offline წევრი აბლაბუდა

გასაგებია თქვენი პოზიცია, უბრალოდ იმდენად კარგი იყო ყველაფერი მართლა რომ ჩემი აზრით სრულიად გააუფერულა დასასრულმა ისტორია არ იმსახურებდა, ჩემი აზრია ეს.

№12  offline ადმინი ელპინი

ვახო მკვდარი არ მეგონა. თურმე, სად ბანაობ, ანნა?!
შენ ვინ ხარ ტო?! რა გინდა, რას აკეთებ?!
აი, უნამუსო ვიყო, თუ ვიფიქრებდი ამ დასასრულს საერთოდ.

დათა არ მომწონდა, მაგრამ მომეწონა. აუ, კარგი ბიჭია, თუ კაცი, კარგად მოიქცა, სწორად.
ნიკო როგორია ტო, გაპატიე, დათა, გაპატიეო და თვალები ამიცრემლდა. რაღაცნაირია. თან, უცნაურად თბილი. დასაწყისში ცოტა გგავს - მეთქი, გითხარი, გახსოვს?! მართლა ტო.
ბოლოს, ჯერ რუსას სიკვდილზე ვიფიქრე და მერე დათა მამა ხდებაო, ძაან გამიხარდა.
კარგი დასასრული იყო, ლოგიკური, ვფიქრობ, მაგრამ მაინც უცნაური.
მოკლედ, შედგა რა, ჰო!

შენ ხარ საოცარი, ოღონდ ჩემი . . .
ძალიან მაგრად რომ მიყვარხარ, ხომ იცი?!
ჩე-მო!

№13  offline მოდერი Tamta.k

იცი ყველაფერი... როგორც თავიდან ვთქვი ისტორია ისეთი იქნებოდა როგორიც შენ გინდოდა❤️
შენ იცი რასაც ვგიქრობ შენზე, საუკეთესო დასასრული იყო და შენ საოცრება ხარ სალანდერ❤️

№14  offline მოდერი სალანდერი

აბლაბუდა
გასაგებია თქვენი პოზიცია, უბრალოდ იმდენად კარგი იყო ყველაფერი მართლა რომ ჩემი აზრით სრულიად გააუფერულა დასასრულმა ისტორია არ იმსახურებდა, ჩემი აზრია ეს.

ვიღებ თქვენს შენიშვნას, პატივს ვცემ თქვენს მოსაზრებას ❤

ელპინი
ვახო მკვდარი არ მეგონა. თურმე, სად ბანაობ, ანნა?!
შენ ვინ ხარ ტო?! რა გინდა, რას აკეთებ?!
აი, უნამუსო ვიყო, თუ ვიფიქრებდი ამ დასასრულს საერთოდ.

დათა არ მომწონდა, მაგრამ მომეწონა. აუ, კარგი ბიჭია, თუ კაცი, კარგად მოიქცა, სწორად.
ნიკო როგორია ტო, გაპატიე, დათა, გაპატიეო და თვალები ამიცრემლდა. რაღაცნაირია. თან, უცნაურად თბილი. დასაწყისში ცოტა გგავს - მეთქი, გითხარი, გახსოვს?! მართლა ტო.
ბოლოს, ჯერ რუსას სიკვდილზე ვიფიქრე და მერე დათა მამა ხდებაო, ძაან გამიხარდა.
კარგი დასასრული იყო, ლოგიკური, ვფიქრობ, მაგრამ მაინც უცნაური.
მოკლედ, შედგა რა, ჰო!

შენ ხარ საოცარი, ოღონდ ჩემი . . .
ძალიან მაგრად რომ მიყვარხარ, ხომ იცი?!
ჩე-მო!

გიჟი ხარ რა. . .
მეც მიყვარხარ. . . მაგრად თან ❤

Tamta.k
იცი ყველაფერი... როგორც თავიდან ვთქვი ისტორია ისეთი იქნებოდა როგორიც შენ გინდოდა❤️
შენ იცი რასაც ვგიქრობ შენზე, საუკეთესო დასასრული იყო და შენ საოცრება ხარ სალანდერ❤️

საოცრება ხარ შენ და არც შემომეკამათო...
ჰოდა მადლობა რომ ჩემთან ხარ ????

№15  offline წევრი რუსკიმარუსია

ყველა შენი ისტორიის დასასრულს ვტირი ემოციებისგან cry
ერთი მომენტი დავუშვი კიდეც დათას ამბავი, სულ რაღაც წამიერად, მაგრამ გამახსენდა პოლიციელი რომ იყო და გადავიფიქრე. არც ნიკაზე მიფიქრია. უფრო მეგონა, რომ ვახო ცოცხალი იყო unamused
ვერ გავიმეტე დათო ასეთი სიკვდილისთვის, მითუმეტეს მაშინ როცა ძმებმა ურთიერთობა აღადგინეს unamused
ბოლო ეპიზოდმა გამახარა heart_eyes დათას გაგრძელება სასწაული იქნება kissing_heart
დაგელოდები ახალი ისტორიით kissing_heart
პ.ს. ოღონდ არ უნდა მატირო smile

№16  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი ეს ხომ ბოლო თავია და ბოლოჯერ მიწევს ამ სიტყვების თქმა...ამ ისტორიაზე რა თქმა უნდა ,თორემ ზუსტად ვიცი შენს სხვა ისტორიებზე კიდევ ბევრჯერ მომიწევს ამ ფრაზის განმეორება...
"აი ამაზე მეტად არ გაგიოცებივარ"
და ახლა ყველაზე მართალი იქნება რადგან ყველა თავში მაოცებდი და მერე ყველა კომენტარში მიწევდა ამის დაწერა ....
აი ახლა მართლა ყველაზე მეტად გამაოცე...
დათამ რომ აღიარება დაიწყო ,ცოტა ხანში გავაცნობიერე რომ პირდაღებული ვიჯექი .
ამას ვერ ვიფიქრებდი რა...
გონებაში ,რომ მქონდა დასასრულის რამდენიმე ვარიანტი და მეგონა რომ კარგები იყო ახლა ამ დასასრულის წაკითხვის შემდეგ ვხვდები რომ ყველა ვარიანტი სრული სიბანალურე იყო და ეს მოულოდნელი დასასრული საუკეთესო იყო ამ ისტორიისთვის.
გავოცდი ...
გავოგნდი ...
გადავირიე...
გავაფრინე...
გავგიჟდი...
არადა ვამბობდი ნიკო რომ იყოს მკვლელი მაშინ ვიქნებოდი ამ მდგომარეობაში და ახლა დათაა მაგრამ აზრი...განსხვავებას ვერ ვპოულობ...
არ ვიცი დათა უნდა გავამართლო თუ გავამტყუნო...
მაგრამ არა ვიცი..მის შურისძიებას ვამართლებ,მიუხედავად იმისა,რომ ამ ყველაფერს შეეწირა...და ეს ძალიან მეწყინა...
მაგრამ იცი ყველაზე მეტად რა მიკვირს ???...
დათა რომ ვითომ ძალიან წუხდა " გაუხსნელი" საქმის გამო და ვაფშე ემოციებს რომ არ გამოხატავდა, ისეთს რომ მივმხვდარიყავით...
მაგრამ მე ხომ ვაფრენ ამ შენს უემოციო პერონაჟებზე რა...
ღმერთმანი აი ბოლოს მაინც გაღიმებული ვიჯექი ნუ..
აი რუსას რომ ვიღაცა დარჩა დათასგან და შვილი მითუმეტეს.
მიყვარდა ეგ წყვილი...
ორი გაწონასწორებული ადამიანი რომ "გადაეყრება" ,მანდ რომ საოცრება არ მოხდეს როგორ შეიძლება...
მიყვარდა ისინი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ერთმანეთისადმი....
აი სერიოზული და სასწაული წყვილი იყო...

მიყვარდა ეს ძმები,აი ისინი იქიდან ახლა რომ მარტო ერთი დარჩა...
ხმას არ ცემდნენ ერთმანეთს და მაინც უყვარდათ ერთმანეთი,არ გამოხატავდნენ თორემ...
ხმას სცემდნენ და სიმწარის და ირონიის პიკი იყო ხოლმე მათი ლაპარაკი....ამ დროს კი რომელიმეს რამე რონ დამართნიდა ნერვიულობით კვდებოდნენ..
ურთიერთობა დაალაგეს ,მაგრამ არც ამან გასტანა დიდი ხანი...
აი ამაზეც ძალიან დამწყდა გული ...
და ეს ძმები ჩემთვის განსაკუთრებული დუეტი იყო...
მათი ჩხუბი სიკვდილამდე მომენატრება..
ორივე ძალიან გავდნენ ერთმანეთს და არ გამომდიოდა ერთი მყვარებოდა და მეორე არა..ისეთი პერსონაჟები იყვნენ მე რომ მეკეტება...
ნუ ახლა ნიკო ოდნავ მეტად მიყვარს,მაგრამ ეგ არაფერი....

აი ნიაკო შემეცოდა ნუ...
წარმომიდგენია დათას სიკვდილი როგორ გაუჭირდებოდა..
აი ეგ გოგო ძმებისადმი დამოკიდებულებამ შემაყვარა...
გაურკვევლობაში მყოფი იმდენად საყვარელი მეჩვენებიდა რომ უცებ შემაყვარე ეგ გოგო....
რუსკა და მია უფრო სხვა რამის გამო შემიყვარდა...ერთი გიჟი იყო მეორე უფრო სერიოზული...
ნუ ამათთან სხვა მდგომარეობა იყო,მაგრამ ნიაკოზე ნაკლებად არც ერთი მიყვარს...

ბოლოსთვის ტკბილი ლუკმა მქონდა შემონახული..
ბიჭი რომელმაც გამაფრენინა...
გადამრია...
გამაოგნა...
გამაოცა..
გამაგიჟა...
შემიყვარდა...
მესიმპათიურა...
მესიყვარულა...
მესასწაულა..
სხვას ვერაფერს ვიტყვის მასზე...
აი გოგოებიდან "ეშმაკი" მყავს და ბიჭებიდან ნიკო...

და არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ მე ეს დასასრული იმაზე მეტად მომეწონა ვიდრე შეიძლებოდა ...

მიყვარს და მეკეტება შენს ისტორიებზე...
ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი ხარ ჩემთვის...
შენს ყველა ისტორიასთან...
პეროსნაჟთან...
ისტორიების ყველა საოცარ დასასრულთან ერთად...
არასდროს გამცრუებია იმედი ,როდესაც შენს ისტორიებს ვკითხულობდი და არამგონია ეს ოდესმე მოხდეს...
არასდროს დამავიწყდება ის სიამოვნება და ემოციები რაც ამ ისტორიის კითხვამ გამოიწვია ჩემში....

მესასწაულებ'მესაოცრები...
მიხარიხარ მე შენ სალანდერ! ❤

დათას რომ კომპლექსები აწუხებდა, ვატყობდი, მაგრამ მკვლელი? აი, თურმე მისი "სიდინჯე" და გაფუჭებული ნერვები რას ნიღბავდა.
უნდა ვაღიარო, კარგი იყო.
ყოჩაღ და მადლობა, რომ განსხვავებული ნაწარმოები წამაკითხე ❤️

№18  offline წევრი სიბილა

გამოცდა ჩაბარებულია, ახლა წერე დეტექტივები და იყავი ჩემი აგატა კრისტი.და, ჰო:დიდი მადლობა, ბოლო ათი სტრიქონისთვის განსაკუთრებულად kissing_closed_eyes

№19  offline წევრი -ლილუ

წაგიკითხე...
ვერც უ'ცრემლოდ...
და ვერც ცრემლით...
ვერ ვიტირე რა...(ან, არ ვიტირე)
რა შეიძლება ითქვას...
ნუ პრინციპში არც არაფერი...
ან რაში გჭირდება ეხლა შენ ჩემი კომენტარი...
ჰო რა ესე უნდა დასრულებულიყო...
ყველაზე შენეულად...
შენ რა გითხრა სალანდერო...
რომ მაფრენინებ...
მე'საოცრები...
მე'სასწაულები...
მე'უკვდავები...
მე'საუკეთესომწერლები..
იცი ხო...
სულ უნდა წერო...
ბევრი უნდა წერო...
ძალიან ბევრი...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგსასწაულამდე...

№20  offline წევრი უცნაური მე

იცი როდის მივხვდი დათას დანაშაულს? ორივე რომ დაიკარგა წვეულების შემდეგ და სახლში დაბრუნებულ ძმებს ნიაკომ ჰკითხა სად იყავითო.. სასაფლაოზეო დათამ.. ნიკოს გაოცებული თავლები და უცბად მოფიქრებული ტყუილით ბარში ვიყავიო, ასე გავფაქტე დათა :) დათა თავიდანვე მომწონდა.. და ბოლომდე ჩემი სიმპათიის შენარჩუნება შეძლო კიარა უფრო გაღრმავდა.. ერთადერთი რაც დამაკლდა მია და ნიკო იყო.. მაგრამ არაუშავს.. ის შუბლზე კოცნაც ბევრის მთქმელი იყო ჩემთვის.. შენ რომ უნიჭიერესი ხარ იცი.. სიტყვები მელევა რა გითხრა როგორ გადმოვცე არ ვიცი.. მაგრამ ვიცი რომ იცი შენს მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს <3 იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები და მოგვცემ ისევ უფლებას დავტკბეთ შენი ნაწერით ❤️❤️

№21  offline წევრი მარიკუნაა♥️

შენ გიჟი ხარ.
ფუ
ღრიალი რომ მინდა ახლა,
და ჩემს თავს საერთოდ რომ ვერ ვაკონტროლებ,
ყელი რომ მეწვის და ბალიშში თავჩარგულს ტირილი რომ მინდა
შენი ბრალია!
და ამას ვეღარ წავიკითხავ.

ჰო, მოვრჩი.
ამიტომ არ მინდოდა ნაწილებად ამის წაკითხვა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№22  offline მოდერი სალანდერი

რუსკიმარუსია
ყველა შენი ისტორიის დასასრულს ვტირი ემოციებისგან cry
ერთი მომენტი დავუშვი კიდეც დათას ამბავი, სულ რაღაც წამიერად, მაგრამ გამახსენდა პოლიციელი რომ იყო და გადავიფიქრე. არც ნიკაზე მიფიქრია. უფრო მეგონა, რომ ვახო ცოცხალი იყო unamused
ვერ გავიმეტე დათო ასეთი სიკვდილისთვის, მითუმეტეს მაშინ როცა ძმებმა ურთიერთობა აღადგინეს unamused
ბოლო ეპიზოდმა გამახარა heart_eyes დათას გაგრძელება სასწაული იქნება kissing_heart
დაგელოდები ახალი ისტორიით kissing_heart
პ.ს. ოღონდ არ უნდა მატირო smile

თი ისევ დავწერ რამეს, ძალიან ვეცდები რომ აღარ გატირო. . . თუნდაც იმიტომ რომ შენ გამაბედნიერე მე ❤
უღრმესი მადლობა ❤

meocnebe avadmyopi
აი ეს ხომ ბოლო თავია და ბოლოჯერ მიწევს ამ სიტყვების თქმა...ამ ისტორიაზე რა თქმა უნდა ,თორემ ზუსტად ვიცი შენს სხვა ისტორიებზე კიდევ ბევრჯერ მომიწევს ამ ფრაზის განმეორება...
"აი ამაზე მეტად არ გაგიოცებივარ"
და ახლა ყველაზე მართალი იქნება რადგან ყველა თავში მაოცებდი და მერე ყველა კომენტარში მიწევდა ამის დაწერა ....
აი ახლა მართლა ყველაზე მეტად გამაოცე...
დათამ რომ აღიარება დაიწყო ,ცოტა ხანში გავაცნობიერე რომ პირდაღებული ვიჯექი .
ამას ვერ ვიფიქრებდი რა...
გონებაში ,რომ მქონდა დასასრულის რამდენიმე ვარიანტი და მეგონა რომ კარგები იყო ახლა ამ დასასრულის წაკითხვის შემდეგ ვხვდები რომ ყველა ვარიანტი სრული სიბანალურე იყო და ეს მოულოდნელი დასასრული საუკეთესო იყო ამ ისტორიისთვის.
გავოცდი ...
გავოგნდი ...
გადავირიე...
გავაფრინე...
გავგიჟდი...
არადა ვამბობდი ნიკო რომ იყოს მკვლელი მაშინ ვიქნებოდი ამ მდგომარეობაში და ახლა დათაა მაგრამ აზრი...განსხვავებას ვერ ვპოულობ...
არ ვიცი დათა უნდა გავამართლო თუ გავამტყუნო...
მაგრამ არა ვიცი..მის შურისძიებას ვამართლებ,მიუხედავად იმისა,რომ ამ ყველაფერს შეეწირა...და ეს ძალიან მეწყინა...
მაგრამ იცი ყველაზე მეტად რა მიკვირს ???...
დათა რომ ვითომ ძალიან წუხდა " გაუხსნელი" საქმის გამო და ვაფშე ემოციებს რომ არ გამოხატავდა, ისეთს რომ მივმხვდარიყავით...
მაგრამ მე ხომ ვაფრენ ამ შენს უემოციო პერონაჟებზე რა...
ღმერთმანი აი ბოლოს მაინც გაღიმებული ვიჯექი ნუ..
აი რუსას რომ ვიღაცა დარჩა დათასგან და შვილი მითუმეტეს.
მიყვარდა ეგ წყვილი...
ორი გაწონასწორებული ადამიანი რომ "გადაეყრება" ,მანდ რომ საოცრება არ მოხდეს როგორ შეიძლება...
მიყვარდა ისინი მათი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო ერთმანეთისადმი....
აი სერიოზული და სასწაული წყვილი იყო...

მიყვარდა ეს ძმები,აი ისინი იქიდან ახლა რომ მარტო ერთი დარჩა...
ხმას არ ცემდნენ ერთმანეთს და მაინც უყვარდათ ერთმანეთი,არ გამოხატავდნენ თორემ...
ხმას სცემდნენ და სიმწარის და ირონიის პიკი იყო ხოლმე მათი ლაპარაკი....ამ დროს კი რომელიმეს რამე რონ დამართნიდა ნერვიულობით კვდებოდნენ..
ურთიერთობა დაალაგეს ,მაგრამ არც ამან გასტანა დიდი ხანი...
აი ამაზეც ძალიან დამწყდა გული ...
და ეს ძმები ჩემთვის განსაკუთრებული დუეტი იყო...
მათი ჩხუბი სიკვდილამდე მომენატრება..
ორივე ძალიან გავდნენ ერთმანეთს და არ გამომდიოდა ერთი მყვარებოდა და მეორე არა..ისეთი პერსონაჟები იყვნენ მე რომ მეკეტება...
ნუ ახლა ნიკო ოდნავ მეტად მიყვარს,მაგრამ ეგ არაფერი....

აი ნიაკო შემეცოდა ნუ...
წარმომიდგენია დათას სიკვდილი როგორ გაუჭირდებოდა..
აი ეგ გოგო ძმებისადმი დამოკიდებულებამ შემაყვარა...
გაურკვევლობაში მყოფი იმდენად საყვარელი მეჩვენებიდა რომ უცებ შემაყვარე ეგ გოგო....
რუსკა და მია უფრო სხვა რამის გამო შემიყვარდა...ერთი გიჟი იყო მეორე უფრო სერიოზული...
ნუ ამათთან სხვა მდგომარეობა იყო,მაგრამ ნიაკოზე ნაკლებად არც ერთი მიყვარს...

ბოლოსთვის ტკბილი ლუკმა მქონდა შემონახული..
ბიჭი რომელმაც გამაფრენინა...
გადამრია...
გამაოგნა...
გამაოცა..
გამაგიჟა...
შემიყვარდა...
მესიმპათიურა...
მესიყვარულა...
მესასწაულა..
სხვას ვერაფერს ვიტყვის მასზე...
აი გოგოებიდან "ეშმაკი" მყავს და ბიჭებიდან ნიკო...

და არ ვიცი ვისთვის როგორ მაგრამ მე ეს დასასრული იმაზე მეტად მომეწონა ვიდრე შეიძლებოდა ...

მიყვარს და მეკეტება შენს ისტორიებზე...
ერთ_ერთი საუკეთესო ავტორი ხარ ჩემთვის...
შენს ყველა ისტორიასთან...
პეროსნაჟთან...
ისტორიების ყველა საოცარ დასასრულთან ერთად...
არასდროს გამცრუებია იმედი ,როდესაც შენს ისტორიებს ვკითხულობდი და არამგონია ეს ოდესმე მოხდეს...
არასდროს დამავიწყდება ის სიამოვნება და ემოციები რაც ამ ისტორიის კითხვამ გამოიწვია ჩემში....

მესასწაულებ'მესაოცრები...
მიხარიხარ მე შენ სალანდერ! ❤

მე შენ მესაოცრები, ან ვაფშე როგორ შეიძლება ვინმეს არ ესაოცრებოდე?
ჩვეულებრივი დღესასწაული ხარ ტო. . .
ჰოდა მადლობა რა, მეტი ვერაფერი ❤

ქეთი იმერლიშვილი
დათას რომ კომპლექსები აწუხებდა, ვატყობდი, მაგრამ მკვლელი? აი, თურმე მისი "სიდინჯე" და გაფუჭებული ნერვები რას ნიღბავდა.
უნდა ვაღიარო, კარგი იყო.
ყოჩაღ და მადლობა, რომ განსხვავებული ნაწარმოები წამაკითხე ❤️

მაბედნიერებ. . . ❤

სიბილა
გამოცდა ჩაბარებულია, ახლა წერე დეტექტივები და იყავი ჩემი აგატა კრისტი.და, ჰო:დიდი მადლობა, ბოლო ათი სტრიქონისთვის განსაკუთრებულად kissing_closed_eyes

მადლობა შენ, შენი განსაკუთრებული შეფასებებისთვის ❤

-ლილუ
წაგიკითხე...
ვერც უ'ცრემლოდ...
და ვერც ცრემლით...
ვერ ვიტირე რა...(ან, არ ვიტირე)
რა შეიძლება ითქვას...
ნუ პრინციპში არც არაფერი...
ან რაში გჭირდება ეხლა შენ ჩემი კომენტარი...
ჰო რა ესე უნდა დასრულებულიყო...
ყველაზე შენეულად...
შენ რა გითხრა სალანდერო...
რომ მაფრენინებ...
მე'საოცრები...
მე'სასწაულები...
მე'უკვდავები...
მე'საუკეთესომწერლები..
იცი ხო...
სულ უნდა წერო...
ბევრი უნდა წერო...
ძალიან ბევრი...
მე სულ წაგიკითხავ...
შემდეგსასწაულამდე...

მე შენ არ გეტყვი მადლობას. . .
შენ ჩემთვის სიტყვებზე მეტი ხარ ❤

უცნაური მე
იცი როდის მივხვდი დათას დანაშაულს? ორივე რომ დაიკარგა წვეულების შემდეგ და სახლში დაბრუნებულ ძმებს ნიაკომ ჰკითხა სად იყავითო.. სასაფლაოზეო დათამ.. ნიკოს გაოცებული თავლები და უცბად მოფიქრებული ტყუილით ბარში ვიყავიო, ასე გავფაქტე დათა :) დათა თავიდანვე მომწონდა.. და ბოლომდე ჩემი სიმპათიის შენარჩუნება შეძლო კიარა უფრო გაღრმავდა.. ერთადერთი რაც დამაკლდა მია და ნიკო იყო.. მაგრამ არაუშავს.. ის შუბლზე კოცნაც ბევრის მთქმელი იყო ჩემთვის.. შენ რომ უნიჭიერესი ხარ იცი.. სიტყვები მელევა რა გითხრა როგორ გადმოვცე არ ვიცი.. მაგრამ ვიცი რომ იცი შენს მიმართ რა დამოკიდებულებაც მაქვს <3 იმედი მაქვს მალე დაგვიბრუნდები და მოგვცემ ისევ უფლებას დავტკბეთ შენი ნაწერით ❤️❤️

მგონი მე უფრო ვტკბები თქვენი აქ ყოფნით და კომენტარებით ვიდრე თქვენ ჩემი ნაწერებით ❤
ჰოდა შენ რომ სასწაული და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მკითხველი ხარ შენი შეხედულებებით ხომ იცი?
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤

მარიკუნაა♥️
შენ გიჟი ხარ.
ფუ
ღრიალი რომ მინდა ახლა,
და ჩემს თავს საერთოდ რომ ვერ ვაკონტროლებ,
ყელი რომ მეწვის და ბალიშში თავჩარგულს ტირილი რომ მინდა
შენი ბრალია!
და ამას ვეღარ წავიკითხავ.

ჰო, მოვრჩი.
ამიტომ არ მინდოდა ნაწილებად ამის წაკითხვა.

შენც გიჟი ხარ!
იდიოტივით რომ ვიღიმი და სახე გაბადრული ვზივარ შენი ბრალია!
ჰოდა გავუგებთ!
მადლობა ❤

№23  offline წევრი Takk.22

ვაუ არ ველოდი ასეთ დასასრულს,ძალიან გული დამწყდა დათაზე,რუსას როგორ ეტკინებოდა,დაძმასაც მაგრამ ვფიქრობ დათამ ვერ აპატია თავისთავს ნიკოს ტყუილად დადანაშაულება და ვერც ვაცო მოინელა

№24  offline წევრი Someone wandering

მოვეედიიი,როგორც კი დადე იმ წამსვე წავიკითხე დაა მერე პრობლემები შემექმნა,ვეღარ დავაკომე,ახლა ჩაწყნარდა ყველაფერი დაა კომენტარის გრეშე აბა როგორ დავტოვებდი? წინა 2 თავი ისედაც ვერ დავაკომე ისე ვკითხულობდი,არ მეცალა,მაგრააამ ამათ გარაშე ხოარ ღადააოობთ,როგორ გავძლებდი. worried
აიიი,მია რომ დაელაპარაკა ნიკოს ვფიქრობდი ''ვაიმე შენ რას ჩალიჩობ ბიჭო? არაა,რაღაც სხვა ამაბვია აქ''. და მართლააც თურმე რა ხდებაა? თან წინა თავის დასასრულმა დამაბნიაა..
დათაას საქციელის თან მესმის თან არა. გაბოროტებული იყო,თან იტანჯებოდა,რომ გაიგო ნიკო უდანაშაულო იყო ბრაზობდა,სინდისი ქენჯნიდა,ეს დამპლები ძაღლურად სიკვდილს კი იმსახურებდნენ,ეს ნაბი*ვრები,უგულო ცივსისხლიანები,ეს მესამე უფრო შემბრალებელი ჩანდა მაგრამ ესეც მაგარი ნეხვი იყო,სიკვდილის სუნი რომ ეცა მერე ითხოვა პატიება. დათაა როგორ მემეტეებიი,ვახოს შეხვდებიი კი? ვაიმე,დათიკოოო,როგორ მტკივაა უშენობაა sob ვის რა ჯანდაბად უნდოდა იმ ნეხვის პატიებაა? ვახოს ვინ დაბრუნეს,აუ როგორ მტკივა ეს ბიჭი.... cold_sweat
თან ნიკოზე მეფიქრებოდა,თან არა,შეიძლება მკვლელი არ არის,უბრალოდ რაღაც იცის მეთქი და აშანტაჟებენთქო. ნიკო რომ ჩამოვიდა მაშინ მოხდა მკვლელობა,შემდეგ წასული რომ იყო სხვაგან მეთქი დათას რომ ეჩხუბა,თან სასაფლაოზე მოიტყუა,არ ვიცი მოკლედ,ყველაფერს ვფიქრობდი დათას გარდა. მკითხველი შეცდომაში შეიყვანე ამ მხრიივ.უუხ სალანდეერ.
თან რა სუფთად აკეთებდა საქმეს? თნა ყველაფრის საქმის კურსში იყო.
ვაიმეე ძმების მომენტი იყოო სასწაუული ვაიმეე,გაპატიეოო როგორ უთხრა ნიკომ... ბიჭების ცრემლებიი....აუ გული მეწურება რაა,ჩემი დათააა როგორ მიყვაარს,რატოოომ,აიი როგორ მტკივა ეს ადამიანიი.ეს ბიჭიიი. sob დიდი თავი არ იყო,თორემ ვიტირებდი კიდევ ბერომ დაგეწერა დათაზე,არ გამწირე და მადლობა. გული მტკიოდა ძალიან,აი.... cold_sweat
ეს სიდინჯე,არ გამოვლენილი ემოციები რად დაჯდომიაა,ვაიმეე რაა sob არა რააა,ვერ ვეგუები უიმისობაას.
როგორ უნდა იყოს ნიაკოო? ნიაკო? რუსკა? უდათაობაა როგორ გადაიტანონ? sob მისი ძმის სურნელი და კოცნა ასე რომ უყვარდა ნიაკოს,ახლა რა ქნას? მხოლოდ ნიკოსთან ალერსს უნდა დაჯერდეს,ძმები ხომ ერთმანეთს ჰგვანან? ერთი სურნელი აქვთ,ნეტავ? sob tired_face ნიკო,იმ უ'დათოდ გატარებულ წლებს გაიხსენებს ხო? sob
აპატია,ძმას აპატია! heart_eyes გაგრძელებენ ცხოვრებას,მართალი ფიზიკურად დათა გვერდით არ ჰყავთ მაგრამ მათ გულსა და გონებაშია,სხეულში და მოგონებაში. cold_sweat heart_eyes
რუსკაა...როგორ მეცოდებაა,ვეღარ შეეხება საყვსრელ კაცს,მისი სხეულის ნაწილებს ვეღარ შეიგრძნობს,აჩქარებული გულის ცემას ვერ მოისმენს,ვეღარ აკოცებს მფეთქავ არტერიაზე,ხელისგულებს ვეღარ დაუკოცნის,მკერდზე თავს ვეღარ დაადებს და ვერ ანუგეშებს....მთავრი დარჩა,დათას ნაწილიი...
მია და ნიკოო? მაგარი იტიპშები არიან,ეს წყვილი იქნება სიფსიხე...ხომ ვთქვი რაა heart_eyes
აუუ მაინც რო სევდის ელფერი მაქვს?
არ შემიძლია ეს უ'დათაობაა..... sob
მტკივა რაააა.... sob tired_face heart_eyes
ნიაკოო შენ ხარ უსაყავრელესი გოგოო,ხოდაა თქვეენ იქნებით ერთი ოჯახი. ნიაკო,ვინმე მაგარ ტიპშას გაიცნობს და .... heart_eyes
წავა ნიკოს ეჭვიანობები დაიკოზე smile heart_eyes
ნიაკო დათას მოუყვება ამ ბიჭზე,ყველაფერს იგრძნობს დათა,უბრალოდ მათთან არ იქნება ფიზიკურად.
როგორ მიყვარს ნიკო რააა,დათას სურნელი რომ აქვს,
რუსკას და ნიკოს ურთიერთოაბზე ვაბოდეებ,რა კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს? relaxed ვიცოდიი,რომ ასე იქნებოდა heart_eyes
როგორ გამიხარდა მიასა და დათიკოს ურთიერთობაც რომმ გამოსწორდა ბოლოს.. heart_eyes ''ბოლოს'' sob
ნიაკო და ნიკო? აუუუ,სულ სხვა განზომილებაა,ჩემი სიყვარულები არიააან,ჩემი დათას ნაწილებიიი,ასე ძალიან რომ უყვარდაა sob heart_eyes მათ მიხედეო დათამ დაუბარა...
მიხედავს,აბა არ მიხედავს? heart_eyes
რუსკა,ნიკო,მია,ქეთა და პატარა,როემლიც მაამიკოს გოგო იქნება. გოგო იქნება,ტო. ვიცი sunglasses გიჟი ვარ ხო? ეს სიგიჟეც მევასება,ამის გარეშე მე საკუთარ თავი არ ვარ... სიცილის სმაილს ვერ ვწერ,მგონია დათას შევურაცხყოფ,ყველა გმირს რო ასე ვისისხლხორცებ რა ვქნაა,რაა გავაკეთოოოოო. sob
ჩემი სიფსიხე ხარ შენ სალანდერ!
cold_sweat astonished

№25  offline წევრი nina kupradze

ძალიან კარგი იყო, ბრავო. მალე დაბრუნდი❤️

№26  offline მოდერი სალანდერი

Takk.22
ვაუ არ ველოდი ასეთ დასასრულს,ძალიან გული დამწყდა დათაზე,რუსას როგორ ეტკინებოდა,დაძმასაც მაგრამ ვფიქრობ დათამ ვერ აპატია თავისთავს ნიკოს ტყუილად დადანაშაულება და ვერც ვაცო მოინელა

მიხარია რომ ამდეჯი ხნის მანძილზე აქ იყავი ❤
მადლობა ❤

Someone wandering

ვაიმე მაიკო, შენი ემოციური თავის ამბავი ხომ ძან მაგრად ვიცი, მაგრამ არა ტო, საზღრვარი არ გაქვს შენ. . .
ძან მაგარი ტიპი რომ ხარ და მაგრად მევასები რად უნდა თქმა, ვაფშე როგორ შეიძოება შენ ვინმეს არ ევასებოდა გადაფსიხებულო ქალო. . .
იტოქში შენ ის ტიპი ხარ, მოსვა რომ ღირს ყოველთვის რა, მიხარიხარ და მადლობა ❤

nina kupradze
ძალიან კარგი იყო, ბრავო. მალე დაბრუნდი❤️

მოხარია რომ მოგეწონა ❤
მადლობა ❤
ვერ დაგპირდები, მაგრამ რა ვიცი აბა ❤

№27  offline წევრი elene2619

არ ვიცი აქამდე სად ვიყავი მეძინა მგინი როოგორ ვერ წავიკითხე ეს ისტორია თავიდანვე მაგრამ არაუშავს მთავარია ეხლა ვნახე და როგორც ყოველთვის საოცარი აღფრთოვანება გამოიწვიე ჩემში ❤️ ვკითხულობდი და თითქოს შენეული არ არის ეს ისტორია რაღაც სხვანაირი ელფერი დაკრავს სხვანაირი სული გაქვს ჩაბერილი ამ ისტორიაში და იცი მე ეს ძალიან მომწონს ❤️ყველა შენი ისტორია ჩემში ემოციურ აშლილობას იწვევს და ყოველთვის გელოდები ❤️
სიგიჟე გოგო ხარ შენ სალანდერ და ასეთივე გადარეული მუზები გყავს ❤️
სანამ ჩავამთავრებდი კითხვას მაინც მეგონა რომ დათა გადარჩებოდა და არ დატოვებდა თავის ოჯახს მაგრამ ყოველთვის აქვს შენს ისტორიებს მეორე მხარეც დათამ თავისი ნაწილი დატოვა და შურიც იძია... ალბათ მკვლელის სახელით ვერც იცხოვრებდა და შეიძლება ლოგიკურიც კი ვუწოდოთ მის ასეთ დასასრულს... უხ კიდევ რამდენილ ლაპარაკი შემეძლო და ვცოფდები ჩემს თავზე ეს როგორ გამომრჩა rage
მოკლედ მომეწონა ძალიან მომეწონა ეს ისტორია საოცარი გოგო ხარ შენ ❤️
ნეცა იცოდე როგორ გამახარე❤️
სასწაული სალანდერ ❤️❤️
შენზე და შენს ისტორიებზე შყვარებული ვარ მე heart_eyes

№28  offline წევრი Teona-teo

ძალიან კარგი ისტორია იყო, ტკივილით და სევდით სავსე. იშვიათათ ვტირივარ ხოლმე ისტორიაზე და ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო. წარსულის გახსენებისას ვერ შევიკავე ცრემლები. ყველა ხო მეცოდება ამ ისტირიაში მაგრამ განსაკუთრები ნიკო. ძალიან მაგარი მწერალი ხარ. მიყვარს შენი განსხვავებული ისტორიები

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent