შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

There Where The Clouds Are Ending ~IV~


26-01-2019, 20:20
ავტორი Eliso Bolkvadze
ნანახია 83

There Where The Clouds Are Ending  ~IV~

მითიური რეალობა


მზემ აღმოსავლეთიდან შემოაფინა თავისი თბილი სხივების ტალღა პატარა ტარგინოსის სანაპიროებს, დამშვიდებული ზღვის მსუბუქი ტალღა ნაპირზე გამოგდებული გოგონას სახეს ეალერსებოდა. თბილ ქვიშაზე გულჩაღმა გაწოლილი ლენა სახეზე წყლის შხეფების შესხმამ გამოაფხიზლა. გონს მოსულმა წამიერად ვერ მიხვდა თუ სად იმყოფებოდა, თუმცა გონს მალევე მოეგო, გადმოტრიალდა და მზეს ახედა, ფეხზე წამოდგომა სცამა მაგრამ ყველაფერი სტკიოდა
- როგორც ჩანს გუშინ ღამე ტალღებმა კარგად დამამუშავეს - მან მძიმედ ამოისუნთქა და როდესაც კისერის გაქანება სცადა ტკივილმა ერთიანად დაუარა მთელს ტანზე - კარგით რას ვიზამ ცოტა ხნით მზეს მივეფიცხები, იქნებ რუჯიც კი მივიღო.
ლენამ თვალები დახუჭა და გადაწყვიტა ცოტა დაესვენა.
მზე ნაზად ეფერებოდა თოვლივით ქათქათა თეთრ კანს, ლენა მზის მწველ სითბოს გრძნობდა და ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, გრძნობდა ზღვის წყლისგან დატოვებული მარილის კრისტალებს კანზე, თუ როგორ უწვავდა სახეს და უთბობდა სხეულს. თავი ძალიან სტკიოდა, ხელი მოისვა და გაახსენდა გუშინ როგორ გაითიშა, იფიქრა ეს ალბათ რიფზე შეჯახების დროს დამემართაო და იმედს იქონიებდა, რომ ტვინის შერყევა არ ჰქონდა მიღებული.
რამდენიმე წუთის შემდეგ ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა.
- დღეს მარგოსგან ძლიერ მომხვდება - უკვე წინასწარ ეზარებოდა იმ ჭკუა-დარიგების მოსმენა რაც წინ ელოდა, ამიტომ ფსიქოლოგიურად მომზადება გადაწყვიტა.
ფეხზე ადგომის შემდეგ მოათვალიერა ირგვლივ, ისევ იმ ადგილას იყო სადაც გუშინ ღამით შევიდა ზღვაში. მისი გადარჩენა სასწაულს მიაწერა, ისეთ ღელვაში სასწაული თუ გადაარჩენდა სიკვდილისგან. ნელი ნაბიჯით გუშინ დატოვებულ თავისი ნივთებისაკენ გაემართა, ისინი ისევ ადგილზე დახვდა, შემდეგ მოტრიალდა და ქვიშით სავსე ნაპირებს სახლისაკენ გაუყვა, რამდენიმე მეტრის მოშორებით კლდესთან, რომელიც ერთი ბოლოთი ზღვაში იყო შესული უცნაური მოძრაობა შეამჩნია.
- ეს რა არის? - ჩუმად ცნობისმოყვარე ხმით ჩაილაპარაკა და ნაბიჯს აუჩქარა, რაც უფრო უახლოვდებოდა, მოძრავი ობიექტის სილუეტი მით უფრო ემსგავსებოდა ადამიანს. ის რიფის უკან იმალებოდა და მისკენ მიმავალ ლენას შესცქეროდა. ლენა რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ხედავდა თუ როგორ ეშინოდა მისი რიფის მიღმა მყოფ გოგონას, ლენა შეჩერდა.
- ეს ალბათ ერთ-ერთი სოფლელი გოგონაა, რომელსაც ჩვეულებისამებს ჩემი ეშინია - უკან გაბრუნება დააპირა თუმცა ფილის სიტყვების გახსენების შემდეგ გადაიფიქრა - იქნებ საერთო ენა გამოვნახოთ - ამ იმედით შეპყრობილი და გამხნევებული ნაპირთან ახლოს მდგომ რიფთან მივიდა.
მოულოდნელად გოგონა ქვის უკან დაიმალა, ლენამ ფეხს აუჩქარა ქვაზე სწრაფად ავიდა და მის უკან ბუნებისგან შექმნილ ბასეინს გადახედა, რომელშიც უცნაური არსება დახვდა. ბასეინში მყოფი არსება შიშისგან კანკალებდა, თავს ძალიან უმწეოდ გრძნობდა, მის დანახვაზე ლენას ენაჩაუვარდა, არ იცოდა შეშინებოდა თუ გაკვირვებოდა ვერ მიხვდა რა ეთქვა, თვალები ფართოდ გაახილა და პირი დააღო, არ იცოდა რა ექნა, სახეზე მარჯვენა ხელის მსუბუქად გარტყმა სცადა, თუმცა ძლიერად მოუვიდა და ლოყა აიწითლა
- მგონი ჯერ კიდევ მძინავს - მის მიერ გარტყმული სილა ამის საპირისპიროს ატკიცებდა, ტკივილისაგან გამწარებულს მარჯვენა თვალი ამოეცრემლა, მაგრამ მაინც არ ჯეროდა, ხელები ლოყებზე მოიჭირა და თავი გააქნია
- ყველაფერი ბერიკაცის ბრალია, ტვინი გამომიჭედა უცნაური მითიური ამბების მოყოლით, ან შეიძლება ტვინის შერყევა მივიღე და ახლა რაღაცეები მეჩვენება
ბასეინში მყოფი გოგონა შეშინებული, თუმცა გაოცებული თვალებით უყურებდა ლენას, ლენამ ორივე ხელი ლოყებზე რამდენიმეჯერ მიირტყა თითქოს სიზმრიდან გამოსვლას ცდილობსო, შემდეგ თითები დაითვალა ათი ჰქონდა დარწმუნდა, რომ არ ეძინა.
- რააა მეღადავებით? როგორც ჩანს ნამდვილად ტვინის შერყევა მაქვს
ბასეინში მყოფ გოგონას გრძელი წაბლისფერი თმა ჰქონდა, წელს ზევით ადამიანის სხეული ჰქონდა, თუმცა მკერდის მუცლისა და წელის მიდამოში თევზის ქერცლით იყო დაფარული, წელს ქვევით კი თევზის კუდი ჰქონდა, რომელიც სასიამოვნოს პრიალებდა სინათლეზე, ლამაზი გრძელი მუქი ლურჯი ფერის ფარფლებით იყო შემოსილი, მხრების ოდნავ ქვევით ხელებზე პატარა ფარფლები ჰქონდა ხოლო ყელზე გრძელი თმის მიუხედავად პატარა ლაყუჩები მოუჩანდა.
ლენა გოგონას მიაშტერდა, ისეთი თვალებით უყურებდა, რომ თითქოს მისი შესწავლა უნდაო, მერე ღრმად ჩაისუნთქა-ამოისუნთქა, როდესაც დაინახა, რომ გოგონას მისი ეშნოდა თავი დაიმშვიდა და მთელი ძალით შეეცადა კეთილი გამომეტყველება მიეღო, თუმცა ტანჯულის სახე უფრო ჰქონდა ვიდრე კეთილი ადამიანის, ამან ქალთევზას ღიმილი მოჰგვარა, მაგრამ შიშ არ განელებია.
- გამარჯობა - უცებ გაჩერდა - ალბათ ლაპარაკი არ იცის
- გამარჯობა - აკანკალებული ხმით მოისმა პასუხი
- ო ლაპარაკობს - აღფრთოვანებული ხმით წამოიძახა ლენამ, მერე უცებ დაიბნა არ ელოდა საპასუხო სიტყვას, მაგრამ სითამამე გამოიჩინა და თავი ხელში აიყვანა - შენ ალბათ ქალთევზა უნდა იყო. უნდა ვაღიარო მართლაც ისეთივე ლამაზები ყოფილხართ, როგორსაც მითებში გვიამბობენ, ნუ ქერცლს თუ არ ჩავთვლით - უცებ შეკრთა იფიქრა არ ეწყინოსო და სიტუაციის გამოსწორება სცადა - არა ქერცლიც მშვენივრად გამოიყურება, უფრო ნაკლებად ადამიანურია, მაგრამ... - მიხვდა, რომ ისევ რაღაც აურია და საკუთარ თავს საერთოდ გაჩუმება ურჩია, მაგრამ ლაპარაკი ხომ ვიღაცამ უნდა დაიწყოს.
- მე სერენა მქვია - აკანკალებული ხმით მიუგო ლენას
ლენამ უცებ თვალებში შეხედა და იგრძნო მათ შორის დაძაბულობა თანდათან როგორ იფანტებოდა
- სერენა? ძალიან ლამაზი სახელია მე ლენა ვარ, როგორც ჩანს წუხანდელი უეცარი ქარიშხლის გამო რიფებშორის ბასეინში გაიჭედე, გინდა ზღვაში დაბრუნებაშ დაგეხმარო? - რიფი საკმაოდ მაღლა იყო ამოწეული, თუმცა ღელვის დროს სულ მთლად იფარებოდა ,,ალბათ დიდმა ტალღებმა გადმოისროლეს სერენა რიფის ბასეინში“ ფიქრობდა ლენა
გოგონამ ნაღვლიანი თვალებით შეხედა უკვე დამშვიდებულ და მზის სინათლეზე მოლივლივე ზღვის ტალღებს
- როგორც ჩანს ისევ რაღაც არასწორად ვთქვი - ხმამაღლა გაიფიქრა ლენამ
- არა უბრალოდ ვშიშობ ზღვაში აღარავინ მელოდება ისეთი ვინმე ვისთანაც დაბრუნებას შევძლებ.
უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, ლენა ჯერ კიდევ შეუჩვეველი, ასეთი არსების შმყურვალე არ იცოდა რა მოემოქმედა, თუმცა ერთი მხრივ უხაროდა ჩემს ცხოვრებაშ რაღაც ძალიან საინტერესო მოხდაო, ყოველთვის ცნობისმოყვარე იყო და რაც უფრო იაზრებდა თუ რა იყო მის წინაშე წარმდგარი, მით უფრო ივსებოდა სიხარულით, სიხარუსლ ჰგვრიდა ის გარემოება, იმის ცოდნა, რომ მის წინ ახალი სამყაროს კარი გაიხსნა, მას შეეძლო სცოდნოდა ისეთი რაღაცეები, რაზეც ვერც კი იოცნებებდა და მხოლოდ მითი ეგონა.
სერენას სიტყვების გაგონებაზე გულში ნაღველი შემოაწვა, ,,ყველას გვაქვს ჩვენი ისტორია“ გაიფიქრა მან ამიტომ გადაწყვიტა ზედმეტი კითხვები არ დაესვა. არ იცოდა რა ეთქვა, უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში
- გინდა ჩემთან ერთად წამოხვი... - სერენას კუდს შეხედა თუ არა მიხვდა ცუდი აზრი იყო
- ეს შესაძლებელია? - სერენას თვალები სიხარულით ისე აენთო, რომ შიში ადამიანების მიმართ სულ მთლად გადაავიწყდა. ლენამ თავისი შეთავაზების უკან წაღება უზრდელობად მიიჩნია და გადაწყვიტა გაჩუმებულიყო
- შე..შეგვიძლია ვცადოთ, თუმცა არ ვიცი შენი კუდის დამალვას რამდენად შევძლებთ
- ჩემი კუდის? - თავის კუდზე დაიხედა - აა გასაგებია - რამოდენიმე წამის პაუზის შემდეგ ლენას შეხედა და კითხვით მიმართა - ადამიანები მართლა ნადირობენ ჩვენზე?
ლენამ სერენას შეხედა და კარგად დაათვალიერა შემდეგ გროდოს მონათხრობი მითი მოაგონდა და გაიფიქრა: ,,ასეთი არსების შესახებ ცოდნა ადამიანების უმრალესობას ნამდვილად აღუძრავს მათზე ნადირობის სურვილს“
- სავარაუდოდო კი თუმცა შენ ჩემი ნუ შეგეშნდება ასეთებით არ ვარ დაინტერესებული - ,,მე ხომ სულ რამდენიმე წუთის წინ გავიგე თქვენი არსებობი შესახებ, თუმცა მაინც არამგონია ქალთევზებზე მენადირა“ გაიფიქრა ლენამ შემდეგ ისევ სერენას მიუბრუნდა - როგორც ძველ წიგნებში მაქვს წაკითხული, ქალთევზებს ხმელეთზე ყოფნაც შეუძლიათ ადამიანის ამპლუაში, თუმცა ამას როგორ ახერხებდნენ ეს ჩემთვის ცნობილი არ არის
- დიახ ეს შესაძლებელია, წიგნებს ვკითხულობდი ქალთევზებსა და ადამიანებზე თუმცა მე თვითონ არასოდევ ვყოფილვარ ხმელეთზე
- ძალიან კარგი, იცი ეს როგორ მოგაშოროთ? - ,,მოიცა ქალთევზებს წიგნებიც აქვთ?“ გაიფიქრა ლენამ და შეეცადა წყლის სამეფოში წიგნების არსებობა წარმოედგინა
- უნდა გავშრე
- ასე მარტივად? მაშინ ბასეინიდან ამოდი და მზეს მიეფიცხე უფრო სწრაფად გაშრები
--- კი მაგრამ ეს ძალიან მტკივნეული იქნება
--- იმდენად, რომ შეიძლება მოკვდე?
--- არა არ მოვკვდები მაგრამ... - სერენამ გაიღიმა და წყლიდან ამოსვლა სცადა, თუმცა თავისი სხეულის ბოლომდე ამოტანა ვერ შეძლო, სველ ხავსიან ქვაზე ხელი დაუსხლტა და ისევ ბასეინში ჩავარდა, ამის შემყურე ლენას სახეზე ღიმილმა გადაირბინა, თუმცა სიცილისგან თავი შეიკავა და ბოლოს დახმარება გადაწყვიტა.
- მოდი დაგეხმარები - მივიდა სერენასთან მაღლა ქვაზე აძვრა, ხელები ჩასჭიდა და მთელი ძალით ამოქაჩა, ამ მომენტში თავისმა გუშინ მიღებულმა დაჟეჟილობებმა იხსენეს თავი და კინაღამ ორივენი ბასეინში გადაეშვენენ, თუმცა ლენამ თავი გაიმაგრა და სერენა რიფზე დასვა, რიფზე დამჯდარმა სერენამ მზეს მიეფიცხა, ლენაც გვერდით მიუჯდა, მისი ტანსაცმელი ჯერ არ გამშრალიყო ამიტომ გაშრობა თვითონაც გადაწყვიტა. ძალიან მცხუნვარე მზე იყო და რამდენიმე წუთში სერენამ შრობა დაიწყო
- მზე ყოველთვის ასეთი მწველია?
- დიახ ზაფხულში უფრო ცხელა ხოლმე ზამთარში საგრძნობლად გრილია, თუმცა დღეს ძალიან კარგი ამინდია შემოდგომის კვალობაზე, გუშინდელი ქარიშხლის მიუხედავად ცაზე საგრძნობლად ნაკლები ღრუბელია
- ძალიან მწვავს და მწიწკნის, თითქოს სადაცაა ცეცხლი წამეკიდება, უნდა დავბრუნდე წყალში
- მოიცა თითქმის გაშრი
- არა მტკივა
მოულოდნელად სერენას მარჯვენა ხელზე მყოფმა ქერცლმა ცვენა დაიწყო, თითქოს ქაღალდი დაიწვა და მისი ფერფლი ცვივაო, ისე დაიწვა სერენას მარჯვენა ხელზე მყოფი ქერცლიც, ლენამ ეს შეამჩნია და მიხვდა ძალიან ტკივნეული იქნებოდა სერენას ,,ფეხების“ გაზრდა. სერენა წყალში გადასახტომად ემზადებოდა, ლენას ის უნდა შეეჩერებინა თორემ ის ამას მარტო ვერასოდეს გაბედავდა. მზის მწველი, მხურვალე სხივებისაგან დასამალად და დასასველებლად, წყალში გადასახტომად მომზადებულ სერენას ლენამ სწრაფად ჩასჭიდა ხელები და ჩახტომის საშუალება არ მისცა.
- რას აკეთებ, გინდა მოვკვდე? - გამწარებული ხმით შეჰკივლა სერენამ
- არ მოკვდები, შენ თვითონ არ თქვი არ მომკლავსო? თუ გსურს ხმელეთის სილამაზის შეცნობა უნდა გაუძლო, სერენა სხვა დროს ამას ვეღარ გაბედავ
- მპირდები, რომ ყველაფერი კარგად იქნება? სიკვდილი არ მინდა ლენა
რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ლენამ უპასუხა
- გპირდები
- მეშინია
- ვიცი - სინამდვილეში ლენასაც ძალიან ეშინოდა, ეშინოდა, რომ მისი სიჯიუტის გამო შეიძლებოდა გოგონა დაშავებულიყო ან საერთოდ ქერცლთან ერთად ფერფლად ქცეულიყო, მაგრამ ის რაც მან დაინახა იმედს აძლევდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თანდათან გოგონას ქერცლი სხეულის ზევით სულ მთლად შემოეცალა, კისერხე ლაყუჩები გაუქრა. სერენა კიოდა ტკივილისგან არ იცოდა რა ექნა თვალებიდან ცრემლი სდიოდა
- ცოტაც გაუძელი, სულ ცოტაც - მისი გამხნევება სცადა ლენამ. ,,ეს ყველაფერი სულ რაღაც რამდენიმე წამი გრძელდება სერენა კი ვეღარ ძლებს, ვერც კი წარმომიდგენია რა ტკივილს განიცდის ის ახლა“ ფიქრობდა ლენა
თანდათან ფეხების მიდამო დაიწვა და ტყავივით გაძვრა, ისე გაძვრა ქერცლი თითქოს გველმა ტყავი გამოიცვალაო, სერენა და ლენა გაოცებულები უყურებდნე თუ როგორ მიჰქონდა უცნაური ქერცლის ნარჩენები ქარს და ზღვის ზედაპირზე ფანტავდა. სერენას სულ ცოტაც და გული წაუვიდოდა, მაგრამ ტკივილი თანდათან მინელდა, გოგონას უკვე აღარ სტკიოდა, ლაპარაკის ძალაც კი აღარ ჰონდა, თვალები დახუჭა და თავი ლენას მიადო.
- სერენა თვალი გაახილე - ლენამ სახეზე ხელი მოუტყაპუნა და გოგონა გონს მოიყვანა, მას უკვე სრულყოფილი ადამიანის სხეული ჰქონდა. - შეხედე თევზი აღარ ხარ - გაღიმებული მიუგო ლენამ, შემდეგ თავისი მოსასხამი, რომელიც გვერდზე რიფზე გადაეკიდა სერენას მოახურა.
- ეს ჩემია? - გაკვირვებულმა შესძახა და ფეხებისკენ მიუთითა
- გინდა ისევ ბასეინში დაგაბრუნო? - ლენამ ბასეინისკენ მიუთითა
- გაგიჟდი? ამისათვის საკმარისად დავიტანჯე - შემდეგ ლენას შეხედა და გაუბედავად შეკითხვა დაუსვა - ეს როგორ უნდა გამოვიყენ?
ლენას თითქოს თავში რაღაც მძიმე მოხვდა, ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა
- სიმართლე გითხრა მაგაზე არ მიფიქრია, უბრალოდ უნდა გაიარო.
- გავიარო? - სერენამ გაკვირვებული მზერა ესროლა ლენას, ლენას ისევ უცნაური სიმძიმის მოხვედრის შეგრძნება დაეუფლა
- რა სულელი ვარ შენ ხომ არასდროს გაგივლია, მმმ.... მოდი დავიწყოთ, მე დაგეხმარები.
ლენა ფეხზე წამოდგა და ქვიდან ქვიშაზე გადახტა
- მოდი თავიდან ფეხზე დადგომა ვისწავლოთ
- ფეხზე დადგომა რას ნიშნავს?
ესეც მორიგი კითხვა, რმელსაც ლენა არ ელოდა, მან ამ კითხვის პასუხი ნამდვილად არ იცოდა, თუ როგორ უნდა აეხსნა
--- იმ წიგნებს რომელსაც კითხულობდი ინსტრუქცია არ მოჰყოლია? - რომ ვერ მოიფიქრა ის თუ როგორ აეხსნა გადაწყვიტა უბრალოდ ეჩვენებია
--- აი ახლა რასაც მე ვაკეთებ მე ქვიშაზე ვდგავარ
სერენამ თავი ოდნავ გვერდზე გადაატრიალა შემდეგ ლენას ფეხებს დააკვირდა და შეეცადა თეორიულად გაეგო ეს როგორ ხდებოდა
- გასაგებია - ხელების დახმარებით მოტრიალდა ფეხები გადმოიტანა და როგორც ლენა ისე სცადა გადმომხტარიყო, ისკუპა კლდიდან ქვიშაზე ფეხებით დაეშვა თავი ვერ გაიმაგრა და ეგრევე წაიქცა.
- აუჩ, ეს მტკივნეული იყო
- როგორც ჩანს წინ დიდი გზა გველოდება - ლენამ თავი მოიფხანა სასახლეს გახედა და სერენას დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი წინ გადაგდა, ფეხზე წამოაყენა და შეეცადა სიარული ესწავლებინაскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent