შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (10)


26-01-2019, 23:06
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 027

როცა წახვედი (10)

დემუ როცა მოვიდა, მე და გიორგი ჯერ კიდევ იმას ვბჭობდით, რა ტიპის ადამიანი იყო ლიდია ან საერთოდ იყო თუ არა ადამიანი.
- ვერ დაიჯერებთ, რა მოხდა - თქვა აღფთოვანებულმა.
- მოყევი და დავიჯერებთ.
- მათემ მითხრა, რატიანი აპირებს ახალი ფილმის გადაღებას, ქასთინგები დაიწყო და ალბათ ელენას მთავარ როლზე მიიწვევენო.
- მართლა? - გული ამიჩქარდა.
- ჰო და მაგ როლს თუ დაითრევ, აღარ იქნები უმუშევარი, მარტოხელა დედა, რომელიც ყოფილი ქმრის ფინანსებზეა დამოკიდებული. შაკოს ფულებით მხოლოდ შოპინგი მოგვიწევს.
- ანუ თავისი თავიც გაიყვანა წილში? - მკითხა გიომ.
- კი, როგორც საერთო შვილმა, წინა კვირაში, ალიმენტიც მოსთხოვა.
- იმან რაო?
- დასთანხმდა ის სულელიც.
- საიდან გავიცანი ამდენი დარტყმული, არც კი ვიცი - თვალები დაბრიალა გიორგიმ.
- რაზეა ფილმი?
- რაღაც ისტორიულია და თუ გაგიმართლებს, თავადის ქალი იქნები. თან შინაბერა თავადის ქალი, თმას ოდნავ გაგიჭაღარავებენ, თუმცა საბოლოოდ, ვიღაცა გიყვარდება და აღარ ხარ შინარება. - ამაზე გასაგებ ახსნას, არც მოველოდებოდი.
- ყველაზე ამომწურავი ინფორმაციაა - გამეცინა - რამეს შეჭამ ან დალევ?
- არა, დავიღალე. წამოვწვები, წიგნს წავიკითხავ და მერე დავიძინებ.
- მაშინ, ცოტახნით გავისეირნებთ მე და გიორგი რა. ჰაერზე გვინდა გასვლა, თან ღიაცისქვეშ უფრო გვეხსნება გონება, რამე აზრიანის მოფიქრება გვინდა.
- წადით, ოღონდ ზედმეტები არ მოგივიდეთ, თორემ გავბრაზდები და მამასთან გადავალ საცხოვრებლად.
- გადაებით შენ და ის სულელი ერთმანეთს - მივაწყევლე უტიფარი დედაკაცივით.
- თავიდან კი მინდოდა გადავბმოდი, მაგრამ შენთან გადაბმა არჩია. - მომაძახა სიცილით.
ქუდი ვესროლე.
- აი ასეთი დალაგებული ცხოვრება მაქვს - ვუთხარი გიოს გასვლისას.
- ნუ გეშინია, ლიდიას გადამკიდე, მეც ძალიან დამილაგდა ყველაფერი. ზოგჯერ მგონია, რომ ყვავილების ჩუქებას, სჯობდა მაჩვი მეჩუქნა.
- მაჩვი რატომ?
- ისეთი ქალია, ალბათ ეგეთები უფრო იზიდავს: მაჩვი, ლემური, ენოტი...
- ენოტები ძალიან საყვარლები არიან, გუშინ მყავდა ბავშვი ზოოპარკში და ძალიან მომინდა ენოტის მოპარვა.
- ახლა ზოოპარკშიც არ დამარეკინო, მაგის წამოსაყვანად.
- არა, ნუ გეშინია. ბავშვი მყავს და მაქსიმუმ, ჩიჩის თუ მოვიყვან სახლში. თავს ვიკავებ ეგზოტიკური ცხოველებისგან, დემუს ისედაც მრავამხრივი დანიშნულება აქვს და თუ ძალიან ვთხოვე, ენოტიც გახდება.
- ახლა ვუყურებ ამ ქუჩებს და ძალიან მომწონს. რატომ არასდროს მიფიქრია, აქ ცხოვრება? - მკითხა მან.
- იმიტომ, რომ ქალაქგარეთ გიყვართ პოლიტიკოსებს უზარმაზარი სახლების აშენება. თან რა გენაღვლებათ, თქვენს გამო გადაკეტავენ ხოლმე მოძრაობას და თავად საცობების გარეშე დაიარებით.
- ნუ გამათახსირე!
- არა, შენ საყვარელი ხარ. ალბათ მხოლოდ შენ ხარ ასეთი საყვარელი, თორემ მართლა აშენდებოდა ეს ქვეყანა, რამდენიმე გიორგი რომ მართავდეს.
- ჰო, მემგონი მართლა არა ვარ ცუდი. ჯერ არც ერთი მილიონი არ მიმითვისებია.
- ეს „ჯერ“ რაღაც ცუდად ჟღერდა.
- ვიხუმრე. ისედაც მაღალი ხელფასი მაქ, გვეყოფა მე და ლიდიას.
- სერიოზული ურთიერთობისკენ ძალიან ყოფილხარ მიდრეკილი. ნამდვილი, ოცნების პრინცი ხარ. ერთხელ ნახე ქალი და უკვე ცოლად მოყვანას გეგმავ.
- იდეალური ვარ ერთი შეხედვით - სიამოვნებით დამეთანხმა - მაგრამ ჩემი უცნაურობებიც მახასიათებს.
- მაგალითად?
- ყოველთვის უნდა ვიცოდე, ჩემი ქალი სადაა.
- ეგ არაა უცნაურობა, ჩვეულებრივი ამბავია. ქალსაც იგივე მოთხოვნები აქვს. აბა, რო დაჰკრავ ფეხს და გაუფრთხილებლად მიდიხარ სადღაც, ეგ პარტნიორის უპატივცემულობაა.
- სპეციფიკური ხასიათი მაქვს, გადმოცემა რთულია.
- ყველას გვაქვს.
-შენ ვერ გატყობ, მსგავს რამეს.
- რას ამბობ - გამეცინა, ჩემი და შაკოს ერთობლივ ცხოვრებას რომ გადავხედე შორიდან. - სანამ სახლიდან გავიდოდა ჩემი ქმარი, ჩვევა მქონდა, რომ დამეყნოსა. ნახევარი საათის განმავლობაში ვეკვროდი, კისერზე, ყელზე, ტუჩებზე, ლოყებზე, თმებზე ვუხახუნებდი ცხვირს. მოსულსაც იგივეს ვუკეთებდი.
- ალბათ სასიამოვნოა კაცისთვის - გაეცინა გიორგის - ასე არ დავუყნოსივარ არავის, მაგრამ შემაწუხებელი ნამდვილად არ უნდა იყოს, დასაჩივლი არ ჰქონია შაკოს. მხოლოდ ის მაინტერესებს, რატომ იქცეოდი ასე?
- არ ვიცი. ალბათ, მსურდა, შაკოს მარაგი მქონოდა მაშინ, როცა სხვაგან იყო. ნამდვილი მანიაკი ვიყავი. მისი დაბრუნებისას, ისე მიხაროდა, ვრწმუნდებოდი ნამდვილი იყო თუ არა. თან ვამოწმებდი, სხვა ქალის სურნელი არ ჰქონოდა.
- ეჭვიანობდი?
- ჰო. მუდამ ვენდობოდი. ექვსი წლის განმავლობაში, ფლირტიც კი არავისთან ჰქონია, ღალატზე ხომ ზედმეტია საუბარი. მაგრამ სულ მეშინოდა, რადგან მოლოდინი მქონდა, რომ უზაზღვრო სიყვარულს კარგი დასასრული ვერ ექნებოდა. ისე მიყვარდა, არ მომბეზრდებოდა, კალთაში რომ ჩავესვი და მთელი დღე მასზე მიკრული ვყოფილიყავი. ხელის ჩაკიდებაც ძალიან მიყვარდა. არასდროს გვიოფლიანდებოდა და შაკო კი ბუზღუნებდა ხოლმე, ცალი ხელით ვეღარაფერს ვაკეთებ, გამიშვიო, მაგრამ არ ვუშვებდი. ახლა ვფიქრობ და რას ვხვდები იცი? მე ვყოფილვარ საკუთარი თავის მტერი. სულ ხომ ვშოთავდი, სულ ხომ ფათერაკის მოახლოების ლოდინში ვიყავი და უეცრად, თავადვე აღმოვჩნდი ყველაფრის გამფუჭებელი.
- ელენა, თავს რატომ იტანჯავ? არაფერს გააფუჭებ, არც აქამდე გაგიფუჭებია, უბრალოდ პატარა ბავშვივით იქცევი და რაღაც უაზრობებში ხედავ საფრთხეს. შაკო სულელია თუ აქამდე ვერ მიხვდა, რომ უნდა იბრძოლოს. ეტყობა, ჯერ ისე მაგრად ვერ წაუჭირა ყელში უშენობამ რომ სასუნთქი არხი გადაჰკეტვოდა და ოთხით მოეხოხა შენამდე. არ იბრძოლებს და ნუ იბრძილებს, გგონია, შაკოს მეტს ვერავის შეიყვარებ?
- ვერა.
- რა სისულელეა. მეც ეგრე მეგონა, როცა ცოლი დამშორდა, თუმცა ყურადღება სხვაზე მაინც გადავიტანე საბოლოოდ. შენ რომ არა, ლიდიასკენ არც გავიხედავდი. ვფიქრობ, ჩემი ჭრილობების მომშუშებელი ხარ. გამომაცოცხლე, გამახსენე, რომ დედამიწაზე სხცვა ქალებიც არსებობენ. ყვავილივით იყავი, ზუსტად იმ ლილიებს ჰგავდი, ჩვენს საყვარლებს რომ დავუგზავნეთ. ტიტების ბაღში ამოსული წითელი ლილია იყავი და მოულოდნელად გონება გამინათდა: თურმე ტიტების გარდა, სხვა ყვავილებიც არსებობენ - მშვენიერი, სურნელოვანი, მომაჯადოებელი ყვავილები. არ ვიცი, ლილიებს თუ აქვს სურნელი, ალეგორიულად ვსაუბრობ.
- ჰო, მივხვდი გიო - გამეცინა.
- სამწუხაროდ, იგივნაირად ვერ ვიმოქმედე შენზე, რადგან მხოლოდ შეყვარებული კი არ ხარ, ჩაციკლული ხარ, მიჯაჭვილი.
- დაავადებული - დავაგვირგვინე მე.
- გინდა გითხრა, რატომაც არ მიდიხარ შაკოსთან შესარიგებლად?
- იმიტომ, რომ ღირსების ამბავია.
- ღირსება რა შუაშია? მაგაზე საერთოდ არ ფიქრობ. შაკოსთან რომ მიხვიდე და ხელი შეახო, თვითონ აღარ მოგცემს გაშვების უფლებას. უბრალოდ, ბარგით და ბავშვით რომ მიადგე, სიხარულისგან შეიძლება, გული გაუსკდეს და მოკვდეს, მაგრამ შენ მაზოხისტი ხარ. მოგწონს, რომ იტანჯები, რომანტიკულად, ამაღლებულად გრძნობ თავს.
- You’re a fucking psychologist.
- ჰო, I know. ისეთ სფეროში მიწევს მოღვაწეობა, მინდა თუ არა, ადამიანის ფსიქიკას კარგად ვფლობ უკვე.
- მართლა ოცნების პრინცი ხარ - ვუთხარი და მკლავში ხელი მხიარულად გავუყარე.
ძაღლის ყეფა გავიგონე. უცნაურია, მაგრამ ჩიჩის ყოველთვის ვცნობდი. ათას ძაღლში გამოვარჩევდი ისევე, როგორც შაკოს ზარს. აი, ხომ მართლა სისულელეა? როცა ვინმე გირეკავს, ნებისმიერი ზარი ერთი და იმავე ხმას გამოსცემს, მაგრამ გულით ყოველთვის ვგრძნობდი, როცა შაკო რეკავდა. ეტყობა, ჩემს ტელეფონსაც უყვარდა ეს კაცი და სულ სხვა ხმას გამოსცემდა, მისით შეპყრობილი.
ასე იყო ჩიჩიც.
ჩიჩის ხმა ვიცანი და შემდეგ, ნაბიჯს მოვუკელი, გაყინული გავქვავდი ერთ ადგილას, როდესაც შაკო და ნატალი დავინახე, მომღიმარი საახებით რომ მოსეინობდნენ. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ჩიჩი ნატალის მოჰყავდა.
შაკოც გაიყინა. სახეზე შეშლილის იერი დაეხატა. ხან მე მიყურებდა, ხან გიორგის...
- ჩიჩი - მხოლოდ ეს ამოვღერღე და ძაღლთან მივირბინე - ჩემი სიყვარული, ჩემი ლამაზი - ვეხვეოდი ძაღლს. ნატალი იძულებული იყო, თიოკისთვის ხელი გაეშვა და ამ შემთხვევაში, მთელი ძალაუფლება ჩემთან გადმოვიდა.
ო ღმერთო, მძულდა ეს გოგო. ეს ფერიასავით გოგო, რომელსაც ბრალი მხოლოდ იმაში მიუძღვოდა, რომ სიმპათიური ბიჭი მოეწონა ან შეყვარდა, მთელი არსით მთელი სიცხადით, მთელი ორგანიზმით მძულდა.
შაკო და გიო ერთმანეთს მიესალმნენ. გიორგი თვალებით მეუბნებოდა, რომ ძალიან წუხდა ჩემს გამო. სწორადაც იქცეოდა, რადგან თანაგრძნობის გარდა, ვერაფრით გამამხნევებდა. ვერც თანაგრძნობა მშველოდა დიდად, თუმცა მაინც მიმსუბუქებდა ტკივილს იმისი წარმოდგენა, რომ მარტო არ ვიყავი ამ ნატალითა და შაკოთი სავსე სამყაროში.
მიდი გიო, შეგეცოდო - ვფიქრობდი ჩემთვის - სხვას მაინც არაფერს იმეტებს განგება ჩემთვის და შენი თანადგომაღა შემრჩება, სხვა თუ არაფერი.
- შაკო, ორი წამით გამოდი, სალაპარაკო მაქვს - ვთქვი ზუსტად ისეთი ბავშვივით, მთელი ძალით რომ ცდილობს, ზრდილობიანი ტონი შეინარჩუნოს, თუმცა მაინც ვერ იტანს თავის ფიზიკის მასწავლებელს.
შაკოს გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებ, მიხვდა, როგორი „დარხეული“ ჰქონდა.
მოშორებით გავედით...
- როგორ ბედავ, რომ ჩემს ძაღლს ეს ვიღაცა ასეირნებს? - ბრაზისგან ყვირილიც კი არ შემეძლო და უსუსურად ვბუტბუტებდი.
- ვიღაც არ არის ჯერ ეს ერთი და მეორეც, ძაღლის გასეირნებაზე რა ცოფებს ყრი, გაგიჟდი?
- იდიოტი ხარ! ალბათ, შენი თვალით უნდა ნახო, რა განცდაა, როცა საკუთრებას თვალსადახელს შუა გწაპნის ვიღაც პატარა ლაწირაკი. დიახაც, ვიღაცაა.
- საკუთრებაში მე მგულისხმობ თუ ჩიჩის?
- შენ ვისი საკუთრებაც გინდა, იმისი იყავი... ამის შემდეგ, ისე მოვიქცევი, რომ მიხვდე, რადენ სი*ულად იქცევი - საჩვენებელი თითი თითქმის ცხვირთან მივუტანე და ისე ვეტლიკინებოდი. ბედი ჩემი, მოთმინების უნარი ჰქონდა ჩემი გადამკიდე, თორემ მის ადგილსა, ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო, ალბათ ქამრით ვეყოლებოდი ნაცემი კაი ხნის წინ.
- ლაწირაკი არაა ნატალი. როგორ ბედავ, უცხო ადამიანზე ასე ილაპარაკო? შენც ბევრი რამ გაქვს ასახსნელი, როცა იმ კაცთან ერთად სეირნობ, ვისზეც მეფიცებოდი, არანაირი გრძნობა არ მაკავშირებსო.
- დღეიდან, დამაკავშირებს. თან ისე დამაკავშირებს, რომ მოგინდება.
- ნუ მემუქრები ელენა და ნუ ცდილობ, დამნაშავედ გამომიყვანო მაშინ, როცა შენც იმავეს აკეთებ.
არც ვუსმენდი, რას მელაპარაკებოდა. მხოლოდ ერთადერთ რამეს ვგრძნობდი - სურვილს, ხელები მაგრად ჩამევლო მისთვის და ისე მეცემა, ერთი კვირა ფეხზე ვერ ამდგარიყო.
- მაგრად დაგე*ნძა შაკო, ისე დაგენ*რა, ცხოვრებაში რომ ვერ წარმოიდგენდი და გეფიცები, ყოველ დღეს ჯოჯოხეთად გიქცევ. ზუსტად დღეიდან დავიწყებ - გავუღიმე დამპლურად.
- როგორ მომწონს, მწობრიდან როცა გამოდიხარ და შენს ნამდვილ სახეს აჩენ. ძალიან გიხდება, ლამაზმანის ნიღაბს ამოფარებული ეშმაკი რომ მიქნევს ხოლმე ხელს. ეჭვიანობაც გიხდება - თქვა აუღელვებელი, მშვიდი ტონით.
ზურგი ვაქციე. ჩიჩი ხელში მეჭირა და ვიფიქრე, იქნება ვერ გაბედოს გამორთმევა-თქო, მაგრამ ეტყობა, საკადრისად ვერ შევაშინე.
- ჩიჩი დატოვე - მომაძახა.
ავდექი და ნატალის მივაჩეჩე ძაღლი.
იმედი მქონდა, რომ მაგრად უკბენდა, ხორცებს დააგლეჯდა და ტრავმატოლოგიურში წაიყვანდნენ გადარჩენის მცირე იმედით, თუმცა მაგხელა ღრჯოლები არ ჰქონდა ამ ერთი ბეწო ძაღლს.
წამოვედით მე და გიო.
- თუ არ დაწყნარდები, სასწრაფოში დავრეკავ - მითხრა ჩემი ფიზიკური მდგომარეობით შეშფოთებულმა. ხმამაღლა ვსუნთქავდი, ყოველი ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, ვქოშინებდი და პულსი ისეთი აჩქარებული მქონდა, მის ბრაგუნს იღლიაშიც კი ვგრძნობდი. ერთი სიტყვით, ჩვეულებრივ ნერვიულ შეტევას ჰგავდა ეს ყველაფერი, მაგრამ ალბათ გულის გაცრუება უფრო იყო.
- რამე მითხარი, თორემ გავგიჟდები - შევევდრე გიოს.
- გინდა, რამე საშინელება ჩაგადედინო?
- მაინც?
- ჩიჩის მოგატაცებინებ. - შემომთავაზა მან. ეტყობა, მართლა ისეთ სიკვდილამდე მისულს ვგავდი, რომ ყველა კანონის დარღვევაზე იყო წამსვლელი ეს ანგელოზივით ბიჭი, ოღონდაც გადავრჩენილიყავი.
- მომატაცებინე და ნატალის მკვლელობაც დამაგეგმინე რაა.
- მეორეს ვერ ვიზამ, მაგრამ შაკო რომ დაიძინებს, ძაღლს წამოვაყვანინებ ვინმე ჩემს ტიპს.
- რამე უარესიც რომ დავმართო, გაქვს იდეები?
- შენ იყავი კარგად და რამეს მოვიფიქრებ.
- რა საყვარელი ხარ გიო. დღე რომ იყოს, ლიდიას სათვალთვალოდ წამოგყვებოდი.
- ახლაც შეგიძლია. ღამ-ღამობით, გარეთ გამოდის ხოლმე. მე კი ჩუმად დავყვები, მეშინია, ვინმე მანიაკი არ გადაეყაროს.
- ყოველ ჯერზე უფრო მესაყვარლები. რა იცის, იმ საწყალმა ქალმა, რომ მთავარი მანიაკი გადაიკიდა და სხვა მანიაკებს უფრთხობს? მე მომიყვანე ცოლად და ლიდია შენი საყვარელი იყოს, არ გავბრაზდები.
- დიდი სიამოვნებით.
- შენც ყველასნაირი ხარ! - ისევ გავბრაზდი - მოუნდა ბიჭს კარგი ცხოვრება და ორი ქალი.
- მაპატიე, აღარ ვიზამ მეტს.
- მიპატიებია. წავიდეთ ლიდიასთან? - ვკითხე ეშმაკურად.
გიომ საათს დახედა.
- მემგონი დროა, ნახევარ საათში, გამოისეირნებს. იმასაც ჩვენსავით, ინსონია სტანჯავს ეტყობა.
- სად შევიყარეთ ამდენი უძინარი?
- არ ვიცი. წინა ცხოვრებაში, ერთმანეთის და-ძმანი ვიყავით ალბათ მე, შენ, შაკო, ლიდია და ნატალი. ხო იცი, სამყარო მოულოდნელ სიურპრიზებს უწყობს ადამიანებს.
- ოღონდაც ეგეთი რამე არ გეთქვა რაა - დავიჯღანე და გამაჟრიალა - ფუუ, მე და შაკო და-ძმა. ეს რა მიქენი? ახლა, ზოგჯერ მაგაზეც გამეფიქრება ხოლმე.
- კაი, დაივიწყე - გიორგის მანქანასთან მივედით - დღეს ბოლომდე გადავი*ვათ თავზე და ხვალიდან ძილსაც შევუდგები, თორემ სამსახურის სტრესს დამატებული ფხიზელი საათები, უკვე ნამეტანია. მეც ხომ ადამიანი ვარ?
- კი, მინისტრიც ადამიანია - გამეცინა.
ლიდიას სახლი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წამომედგინა. აგურის, 90-იანების იტალიურ ეზოში ცხოვრობდა. შიგნითაც წარმოვიდგინე ხის ავეჯი, პატარა ბუხარი, მაღალი ჭერი და თეთრი, ფითქინა კედლები, რომელიც ყოველდღიურად ახსენებდა მარტოობას. საბოლოო ჯამში, ჩემს სიბერეს უფრო ჰგავდა, მაგრამ ამჯერად, მართლა ლიდია იყო მთავარი გმირი.
გამოვიდა.
15 წუთიანი ლოდინის შემდეგ, ლიდია გამოვიდა. 5 სანტიმეტრიანი ქუსლები ეცვა. მემგონი, პირველი ქალი იყო, რომლისთვისაც ეჭვისტვალით არ შემიხედავს. არ ვიცი რატომ... მხოლოდ იმასაც ვერ დავაბრალებ, რომ არ ვეჭიანობდი მასზე, ის ხომ ჩემი მეგობრის ტრფობის ობიექტი იყო. შეიძლებოდა, უბრალო, ქუჩაში გამვლელი ქალიც კი რაღაცნაირი, მზაკვრული მზერით შემეთვალიერებინა, მაგრამ არა ლიდია. მასში რაღაც მისტიკური, ამოუცნობი იყო, რომელიც გარშემო ყველა ადამიანს აფრთხობდა. აი, დაახლოებით იმას ჰგავდა ეს ყველაფერი: „ოჰ, რა შესანიშნავი ქალია, მაგრამ არ მინდა, მოდი, არ მივეკარები“.
მოხუცი რომ ვყოფილიყავი, უთუოდ ვიტყოდი, რომელიმე ალქაჯს თვალში ცუდად მოხვდა და რაღაც დისტანციის ჯადო გაუკეთა, რათა ცხოვრებაში, არავინ მიჰკარებოდა-თქო. თავიდან მეგონა, მელირება ჰქონდა, თუმცა შემდეგ შევნიშნე ზედმეტად თეთრი, მრავალი თმის ღერი, რომელიც შეუფერებელი ასაკის მიუხედავად, შესაძლოა ცხოვრების სირთულეებს უმხელდა. მშვენიერი თმა თავზე რამდენიმე ხვეულად შეეკრა. ზედმეტად გამხდარ, უსუსურ სხეულს ყავისფერი, ძველმოდური მანტო უმშვენებდა.
მშვენიერი იყო ლიდია და იმდენად უცნაური, რომ მხოლოდ ქალი თუ ინატრებდა კაცად ყოფნას, რათა ის მოენუსხა.
- რა ლამაზია - ვუთხარი გიორგის. - ახლა თქვენი კუპიდონი გავხდები.
მანქანიდან გადავედი.
- რას აკეთებ -გადმომძახა გიორგიმ, მაგრამ უნებურად, ქალის ყურადღება მივიპყარით და ისე ჩაცურდა წინა სავარძლიდან ქვევით, რომ თითქმის აღარც კი ჩანდა.
ძალიან გამეცინა.
- უკაცრავად ქალბატონო - დავუძახე ლიდიას.
ჩემსკენ გამოიხედა.
იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ქალი ვიყავი და თან ძალიან ეფექტური, მოვლილი, დახვეწილი და ლამაზი, სახეზე შეეტყო, რომ არ შეშინებია.
- გისმენთ - თქვა სერიოზულად.
- შემთხვევით დაგინახეთ, აქვე ვსეირნობდით მე და ჩემი მეგობარი და გამახსენდა, რომ ჩემი გოგონასთვის თქვენი თავი მირჩიეს ქართულის მასწავლებლად. ვიცი, ძალიან შეუფერებელი დროა, უბრალოდ, იმდენი საქმე მქონდა, გონებიდან ამომიფრინდა ყველაფერი და თქვენი დანახვისას, გამინათდა ტვინი.
- მართლა? ვინ გირჩიათ? - გაეცინა ლიდიას.
ლამაზი კბილები ჰქონდა.
ალბათ ეწეოდა ჩემსავით თორემ უფრო თეთრიც ექნებოდა.
- თქვენთან ერთად მუშაობდა ადრე, მარიამი ჰქვია, გვარი აღარ მახსოვს - ვიცრუე. ასიდან, 50 ადამიანს მარიამი ჰქვია ხოლმე და ვიფიქრე, ეგება გავარტყა-თქო.
- მარიამ მაისურაძემ?
- დიახ, კი - თავი დავუქნიე.
- რამდენისაა თქვენი გოგონა?
- 6 წლის. ვიცი, რომ ძალიან პატარაა მასწავლებლებთან სიარულისთვის, მაგრამ ისეთი გონებაგახსნილია, ისე უყვარს წერა-კითხვა, რომ ზედმეტი განათლება მისთვის ურიგო არ იქნებოდა. იქნებ, მომავალი ილია ჭავჭავაძე მეზრდება, რა ვიცი.
- არამგონია, ილიას რეპეტიტორები ჰყოლოდა. - ზუსტად ისე ასწია წარბი მაღლა, მე რომ არასოდეს გამომდიოდა.
- დიახ, მაგრამ ახლა ისეთი დრო მოვიდა, ხელი თუ არ შევაშველეთ, თავისით არ გაიღვიძებს ადამიანში ილია - რაღაც სისულელე მოვროშე, მაგრამ მემგონი, კარგად გამომივიდა, რადგან კვლავ დაიბრუნა ლიდიას სახემ ოდნავი ღიმილი.
- იცით, მოსწავლეებს მხოლოდ სახლში ვიღებ. თავად არ დავდივარ მათთან.
- რა თქმა უნდა. არაა პრობლემა. ხან მე ვატარებ, ხან ბიძამისი. თან ის აქვე ცხოვრობს და ადვილად გამოიყვანს ხოლმე.
- მემგონი, შევძლებ მისთვის დროის გამოყოფას. ჩემს ნომერს ჩაგაწერინებთ, რომ დღეებზე და საათებზე შევთანხმდეთ.
სავიზიტო ბარათი მომცა.
ძალიან მოწესრიგებული ქალი ჩანდა, რადგან მასწავლებლებზე თითქმის არასოდეს შემინიშნავს სავიზიტო ბარათები.
- მადლობ და კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით, რომ ასეთ დროს შეგაწუხეთ.
- არაფერია, უბრალოდ, როგორც მშობელმა, უნდა იცოდეთ, რომ სკოლიდან დამითხოვეს შეუფერებლად მოქცევის გამო. გავიგებ თუ ეს პრობლემა გახდება და არ მოგინდებათ.
- არაფერია. ვიცი, რომ პროფესიონალი ხართ და ბავშვებს არ სცემთ, არც უყვირით. დანარჩენს, არ აქვს მნიშვნელობა.
- მიხარია, შეხვედრამდე
- შეხვედრამდე- დამშვიდობების შემდეგ, წავიდა.
თავდაჯერებული ღიმილით დავბრუნდი გიორგისთან.
- რაზე ელაპარაკე, სულ გაგიჟდი? - შეშლილს ჰგავდა ნერვიულობისგან.
- არ გესმოდა?
- არა, ვიმალებოდი.
- ლიზა ამ წუთას ქართულზე შევიყვანე. ზოგჯერ, ბიძია გიორგი გამოიყვანს ხოლმე მასწავლებლისგან და ზოგჯერ, ბიძია გიორგი მიიყვანს მასწავლებელთან - ვუთხარი კმაყოფილმა. -ერთი სიტყვით, ადექი და ატარე ბავშვი.
- სერიოზულად ამბობ? როგორ დაეკონტაქტე, როგორ დაამყარე მასთან კომუნიკაცია?
სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
- ქალებისთვის ყველაფერი გაცილებით მარტივია. ისე, ბავშვს რაღას ვერჩოდი. მოსაკლავი ვარ, ჩემი გოგონა რომ იარაღად გამოვიყენე, მაგრამ მტრის ბანაკში ხომ არ გადამყავს? ქართულზე შევიყვანე ბოლოს და ბოლოს. ისე, კი გააგიჟებს ლიდიას თავისი ტლიკინით - მეცინებოდა - მას, თქვენ ქმარი გყავთ? მას, თქვენ შეყვარებულები გყოლიათ? ოდესმე, გყვარებიათ? რომელი პრინცესა მოგწონთ ყველაზე მეტად? - ლიზასავით დავიწვრილე ხმა.
- მიყვარხარ - აღმოხდა გიორგის და მაგრად მაკოცა. - ახლა, ნატალისაც დაუფიქრებლად მოგაკვლევინებ - „ბარდაჩოკი“ გახსნა და იარაღი დამანახა - წავიდეთ?
- არ მინდა ადამიანის მოკვლა. - ჩემში მაკარი გოგო ეგრევე ჩაკვდა.
- გეხუმრები, რა დამფრთხალი ლეკვივით შემომხედე.
- ვიფიქრე, ისეთი ბედნიერია, მართლა არ დამეხმაროს-თქო.
- არა, მხოლოდ ჩიჩის მოტაცებაში დაგეხმარები - ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა - დათუნა ჯიგარო, ხო არ გაგაღვიძე?... ძალიან კარგი. ვინმე ხელმარჯვე მთასვლელი მინდა, რომ ჯერ სიგნალიზაცია გამოურთოს სახლს, შემდეგ აივნიდან აძვრეს და ძაღლი მომაპარინოს.... არა, რას ვღადაობ, ჩემს შეყვარებულს ყოფილი ქმრისგან თავისი ლეკვის წამოყვანა უნდა და არ ატანს ის ცხოველი.
- შაკო ცხოველი არაა - ჩავუბურტყუე საწყლად.
- კარგი, მისამართს მოგწერ და ჩვენც იქ ვიქნებით ცოტახანში. - ყურმილი გათიშა, შემდეგ შემომხედა - და სად დამალავ ჩიჩის?
- მთავარია, რომ მოვიტაცო და იგრძნოს, რისი ჩადენა შემიძლია, თორემ მერე უკან წამართლევს თუ რას იზამს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
- არადა, მეგონა ძაღლი გიყვარდა. - თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- მიყვარს, მაგრამ შაკოა მისი პატრონი. მხოლოდ მის ფაჩუჩებში აფსამდა. ასე რომ, ჩემს თავს ურჩევნია თავისი მამიკო - ვთქვი გულწრფელად. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი LittleSnake

როგორი ემოციებით დატვირთული თავი იყო.
აი ყველაფერი იყო რა.
ჩიჩი რომ სხვა ქალთან წარმოვიდგინე მე გამიტყდა მის მაგივრად :დ შაკო მაბრაზებს ცოტა.
გიორგის პერსონაჟი ძალიან მომწონს და მათი მეგობრობაც.
თან ხომ ემოციურია ყველა დეტალი რაღაცნაირად და თან ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე.
ღამის პოზიტივი იყო რა.
სასწაული გოგო ხარ შენ.
და ველოდები ახალ თავს კვლავ <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

LittleSnake
როგორი ემოციებით დატვირთული თავი იყო.
აი ყველაფერი იყო რა.
ჩიჩი რომ სხვა ქალთან წარმოვიდგინე მე გამიტყდა მის მაგივრად :დ შაკო მაბრაზებს ცოტა.
გიორგის პერსონაჟი ძალიან მომწონს და მათი მეგობრობაც.
თან ხომ ემოციურია ყველა დეტალი რაღაცნაირად და თან ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე.
ღამის პოზიტივი იყო რა.
სასწაული გოგო ხარ შენ.
და ველოდები ახალ თავს კვლავ <3

შენც უპოზიტიურესი მკითხველი ხარ. როგორ მანებივრებ და მაღიმებ ხოლმე იცი? ძალიან მიხარია თუ მოგწონს და ელოდები. ავტორისთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, შენი მკითხველი რომ გელოდება და ქათინაურებს არ იშურებს. დიდი მადლობა <3

LittleSnake
როგორი ემოციებით დატვირთული თავი იყო.
აი ყველაფერი იყო რა.
ჩიჩი რომ სხვა ქალთან წარმოვიდგინე მე გამიტყდა მის მაგივრად :დ შაკო მაბრაზებს ცოტა.
გიორგის პერსონაჟი ძალიან მომწონს და მათი მეგობრობაც.
თან ხომ ემოციურია ყველა დეტალი რაღაცნაირად და თან ძალიან ბევრს ვიცინი ხოლმე.
ღამის პოზიტივი იყო რა.
სასწაული გოგო ხარ შენ.
და ველოდები ახალ თავს კვლავ <3

შენც უპოზიტიურესი მკითხველი ხარ. როგორ მანებივრებ და მაღიმებ ხოლმე იცი? ძალიან მიხარია თუ მოგწონს და ელოდები. ავტორისთვის, ყველაზე დიდი ბედნიერება ისაა, შენი მკითხველი რომ გელოდება და ქათინაურებს არ იშურებს. დიდი მადლობა <3

 


№3  offline წევრი shany shany

ნუ იგვიანებ რაა... ცოდოები ვართ

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

shany shany
ნუ იგვიანებ რაა... ცოდოები ვართ

ვცდილობ ხოლმე არ დავაგვიანო <3

 


№5 სტუმარი ფეფე

ძალიან, ძალიან მომწონს შენი სტილი და ძალიან მაგარი გოგო ხარ ????

 


№6 სტუმარი ნათია41

მოვედიი???? ჩიჩის მოპარვის ნაცვლად ხელს შაკო რომ გამოაყოლონ არა????? "რავა დამძიმებულა ვარდენას ქალიშვილი". დიდი სიამოვნებით მოვიტაცებდი და კოშკში გამოვკეტავდი ელენეს ადგილზე????????????

 


№7  offline წევრი aavvbb

"დემუს ისედაც მრავამხრივი დანიშნულება აქვს და თუ ძალიან ვთხოვე, ენოტიც გახდება"- გავიგუდე იმდენი ვიცინე :D ჰო ახლა რაც შეეხებაჩემს შაკუნას მალე შეურიგდეს ელენას თორე იმ ნატალის ჩიჩი არა მაგრამ მე დავგლეჯ..... მხოლოდ ელენას გავუყოფ შაკუნიკას❤️❤️❤️ და კოდევ ძალიან გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი თორე გული შეტევა დადემართება :D

 


№8  offline წევრი კეროლაინი

❤️❤️❤️❤️ როგორც ყოველთვის.❤️❤️ იდეალურია❤️❤️

 


№9  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

აი დაბ დღეზე ესეთ სასიამოვნო და მაგარ საჩუქარს მხოლოდ შენ თუ გამიკეთებდი ♥️♥️♥️♥️

ვაიმეეეე გიორგიიი რა გიჟიააა ვაფრენ მაგადამიანზეე!!! მომიყვანეთ მე გავყვები ცოლად აღარავინ მინდა მის მეტი :დდდ აი ძააან ვაფრენ გიორგიზე რავქნა ისეთი იდეებიაქვს ისეთი ტიპია აი ჩასაკბენჩი ♥️♥️♥️♥️

აი შაკუნკულა კიდე მაბრაზებს! რიის ნატალიები რა ნატალიები ასეთი ქალი გყავდა სად იხედება ეს ბიჭი მინდა თვალები დავთხარო :დდ ♥️♥️

ელენაა ელენა ქაჯია :დდდ აი იმენა ჩემი ქაჯი გიჟი ძუ*კნა ქალიარა :დდდ ♥️♥️♥️ იმენა ეგ და შაკოო უხხ!!!!!

ოჰო ლიდია რაღაც ახალი ეგზოტიკური გემრიელი ხილია თვით გიორგისთვის აი რაღაცნაირია რა გემრიელი გოგოა ♥️♥️♥️

ანუ უკვე კარგად იცი რო ყველა პერსონაჟზე გადამეკეტაა ხოო??? :დდდ აი თან სასწაულად მევასება ყველა და აი შენ რომევასები და ვგიჟდები შენზე ისე არცერთი აი იმენა მგონია რო ყველა პერსონაჟის რაღაც თვისებით აწყობილი ხარ :დდდ ♥️♥️♥️ აი ვაფრეეენ ადამიანო შენზეეე♥️♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

ჰოდა მეთქი რა არ მაძინებსთქო და თურმე წაუკითხავი დამრჩენია ეს ცინცხალი თავი რა:დ
ამ შაკოს კიდევ რა უნდა? შაკოს კი არა ვაბშე ვის რა უნდა აქ ვერ გავიგე:დ მგონი მართლა ჯობდა შაკოზე დემუ გადაგება:დ უფრო სახალისო იქნებოდა:დ❤
წარმომიდგენია რა დღეს დააყრიდა ნატას აჰჰ:დ მაგრამ ეგ კიდევ ცალკე განსახილველია

მოკლედ გელი ისევ, აბა მეტი რა ვქნა❤❤

 


№11  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

მომანატრე უკვე თავი.....

არა ახლა იმ ნატალის ვითრევ
თმებით და მერე შაკოს წუწუნი არ გავიგო....
სამაგიეროდ ელენა უფრო შემაგულიანებს გაშველებას რომ დააპირებენ....
მომინდომა აქ...
ყავს ჩიჩისაც და შაკოსაც მათი დედიკო "ელენა" ....არ ჭირდება დახმარება ელენიკოს....
ეჰ არადა რას ვიღადავებდი ,მართლა რომ ეკბინა ჩიჩიკოს მაგრამ მაგას მამა უფრო ყვარებია და...
და თან ამას ისე გამოხატავდა აშკარად გიჟდებოდა მასზე.

აი ელენა მართლა გადასარევი "მაჭანკალია"...
რამდენ რამეს ველოდები მაგ წყვილისგან...სერიოზული ლიდია და ზოგჯერ ზედმეტად ცანცარა გიორგი...ეუფ..

ძალიან კარგი თავი იყო...
ველოდები ახალ თავს და შაკოს რეაქციას...
მიყვარხარ მე შენ!

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფეფე
ძალიან, ძალიან მომწონს შენი სტილი და ძალიან მაგარი გოგო ხარ ????

უდიდესი მადლობა საყვარელო <3

ნათია41
მოვედიი???? ჩიჩის მოპარვის ნაცვლად ხელს შაკო რომ გამოაყოლონ არა????? "რავა დამძიმებულა ვარდენას ქალიშვილი". დიდი სიამოვნებით მოვიტაცებდი და კოშკში გამოვკეტავდი ელენეს ადგილზე????????????

მაგაზეც ვიფიქრებ სხვათაშორის, არაა ურიგო იდეა :დდდ


aavvbb
"დემუს ისედაც მრავამხრივი დანიშნულება აქვს და თუ ძალიან ვთხოვე, ენოტიც გახდება"- გავიგუდე იმდენი ვიცინე :D ჰო ახლა რაც შეეხებაჩემს შაკუნას მალე შეურიგდეს ელენას თორე იმ ნატალის ჩიჩი არა მაგრამ მე დავგლეჯ..... მხოლოდ ელენას გავუყოფ შაკუნიკას❤️❤️❤️ და კოდევ ძალიან გთხოვ მალე დადე შემდეგი თავი თორე გული შეტევა დადემართება :D

ვეცდები, რომ ძალიან ძალიან მალე დავდო <3


კეროლაინი
❤️❤️❤️❤️ როგორც ყოველთვის.❤️❤️ იდეალურია❤️❤️

როგორც ყოველთვის, გამაწითლე და შემარცხვინე :დდ
მადლობა დიდი <3


ტკბილიწიწაკა
აი დაბ დღეზე ესეთ სასიამოვნო და მაგარ საჩუქარს მხოლოდ შენ თუ გამიკეთებდი ♥️♥️♥️♥️

ვაიმეეეე გიორგიიი რა გიჟიააა ვაფრენ მაგადამიანზეე!!! მომიყვანეთ მე გავყვები ცოლად აღარავინ მინდა მის მეტი :დდდ აი ძააან ვაფრენ გიორგიზე რავქნა ისეთი იდეებიაქვს ისეთი ტიპია აი ჩასაკბენჩი ♥️♥️♥️♥️

აი შაკუნკულა კიდე მაბრაზებს! რიის ნატალიები რა ნატალიები ასეთი ქალი გყავდა სად იხედება ეს ბიჭი მინდა თვალები დავთხარო :დდ ♥️♥️

ელენაა ელენა ქაჯია :დდდ აი იმენა ჩემი ქაჯი გიჟი ძუ*კნა ქალიარა :დდდ ♥️♥️♥️ იმენა ეგ და შაკოო უხხ!!!!!

ოჰო ლიდია რაღაც ახალი ეგზოტიკური გემრიელი ხილია თვით გიორგისთვის აი რაღაცნაირია რა გემრიელი გოგოა ♥️♥️♥️

ანუ უკვე კარგად იცი რო ყველა პერსონაჟზე გადამეკეტაა ხოო??? :დდდ აი თან სასწაულად მევასება ყველა და აი შენ რომევასები და ვგიჟდები შენზე ისე არცერთი აი იმენა მგონია რო ყველა პერსონაჟის რაღაც თვისებით აწყობილი ხარ :დდდ ♥️♥️♥️ აი ვაფრეეენ ადამიანო შენზეეე♥️♥️♥️♥️

ჩემო უტკბილესო წიწაკა, გილოცავ დაბადების დღეს. იქაც მოგილოცავ, მაგრამ აქაც გილოცავ. სულ ბედნიერი და გახარებული ყოფილიყავი. ძალინ მიხარია, რომ შენნაირი მკითხველი მყავს და მოხარული ვარ, როცა ვხვდები, როგორ შეგიძლია, ძირფესვიანად ჩასწვდე ყველაფერს. მიყვარხარ ძალიან <3


M∆IIå Beŧa^°
ჰოდა მეთქი რა არ მაძინებსთქო და თურმე წაუკითხავი დამრჩენია ეს ცინცხალი თავი რა:დ
ამ შაკოს კიდევ რა უნდა? შაკოს კი არა ვაბშე ვის რა უნდა აქ ვერ გავიგე:დ მგონი მართლა ჯობდა შაკოზე დემუ გადაგება:დ უფრო სახალისო იქნებოდა:დ❤
წარმომიდგენია რა დღეს დააყრიდა ნატას აჰჰ:დ მაგრამ ეგ კიდევ ცალკე განსახილველია

მოკლედ გელი ისევ, აბა მეტი რა ვქნა❤❤

გაიხარე <3
ვის რა უნდა, რთული თემაა :დდ ადამიანებმა თვითონ არ იციან ხოლმე, რა უნდათ და აბა ამათზე როგორ ვთქვა

meocnebe avadmyopi
მომანატრე უკვე თავი.....

არა ახლა იმ ნატალის ვითრევ
თმებით და მერე შაკოს წუწუნი არ გავიგო....
სამაგიეროდ ელენა უფრო შემაგულიანებს გაშველებას რომ დააპირებენ....
მომინდომა აქ...
ყავს ჩიჩისაც და შაკოსაც მათი დედიკო "ელენა" ....არ ჭირდება დახმარება ელენიკოს....
ეჰ არადა რას ვიღადავებდი ,მართლა რომ ეკბინა ჩიჩიკოს მაგრამ მაგას მამა უფრო ყვარებია და...
და თან ამას ისე გამოხატავდა აშკარად გიჟდებოდა მასზე.

აი ელენა მართლა გადასარევი "მაჭანკალია"...
რამდენ რამეს ველოდები მაგ წყვილისგან...სერიოზული ლიდია და ზოგჯერ ზედმეტად ცანცარა გიორგი...ეუფ..

ძალიან კარგი თავი იყო...
ველოდები ახალ თავს და შაკოს რეაქციას...
მიყვარხარ მე შენ!

უღრმესი მადლობა, მეც ძალიან მიყვარხარ და მახარებს შენი ყოველი გამოჩენა <3

 


№13  offline მოდერი მარია.

გავცოფდი ნატას და ჩიჩის ერთად წარმოდგენაზე და ელენას რა გრძნობა ექნებოდა მათი ერთად დანახვისას წარმოდგენაც არ მინდა.
სულელი ხარ შაკოოო!
საეჭვიანოდ რო არ იყენებს(ამ მომენტში) გასაგებია, მაგრამ რის დამტკიცებას ცდილობს საკუთარი თავისთვის ამ იძიოტკასთან ერთად სეირნობით, მომკალი და ვერ ვხვდები!
ისე გამიტყდა, ისე გამიტყდა...
ელენას ადგილას რო ვყოფილიყავი შუა ქუჩაში დავიწყებდი ზლუქუნს და რო მოვრჩებოდი, რაც კი ხელში მომხვდებოდა იმით მოვუნგრევდი იმ თვითკმაყოფილ სახეს. ❤️
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარია.
გავცოფდი ნატას და ჩიჩის ერთად წარმოდგენაზე და ელენას რა გრძნობა ექნებოდა მათი ერთად დანახვისას წარმოდგენაც არ მინდა.
სულელი ხარ შაკოოო!
საეჭვიანოდ რო არ იყენებს(ამ მომენტში) გასაგებია, მაგრამ რის დამტკიცებას ცდილობს საკუთარი თავისთვის ამ იძიოტკასთან ერთად სეირნობით, მომკალი და ვერ ვხვდები!
ისე გამიტყდა, ისე გამიტყდა...
ელენას ადგილას რო ვყოფილიყავი შუა ქუჩაში დავიწყებდი ზლუქუნს და რო მოვრჩებოდი, რაც კი ხელში მომხვდებოდა იმით მოვუნგრევდი იმ თვითკმაყოფილ სახეს. ❤️

ელენასაც იგივე უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა ეტყობა რაღაცნაირად :დდ
მიხარია, რომ კითხულობ და ჩემთან ხარ ჩემო საყვარელო <3

 


№15  offline მოდერი ელ_ჯეიმსი



აუ, მე კიდე ელენას ქამრით ცემა მომინდა :\
ცოტა გაბრუტალურდეს შაკო , რა :დდდ

 


№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
აუ, მე კიდე ელენას ქამრით ცემა მომინდა :\
ცოტა გაბრუტალურდეს შაკო , რა :დდდ

მეიცადე პაწია ხანს, მეიცადე :დდდ

 


№17  offline წევრი L.eli13

ალბათ ეს ნატალიც გიორგისავითაა,როგორც გიოა ელენასთვის,ისეა ნატალი შაკოსთვის.
ელენა ნერვებზე მთხრის.
შაკოს უემოციობა ხომ საერთოდ.
ვერცერთი რო ვერ ხვდება რაშია დამნაშავე,ეგეც მაგიჟებს.
როგორც ჩანს ელენას მაზოხისტობის და ორივეს მიუხვედრელობის გამო,ისტორია დიდხანს გაიწელება.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

L.eli13
ალბათ ეს ნატალიც გიორგისავითაა,როგორც გიოა ელენასთვის,ისეა ნატალი შაკოსთვის.
ელენა ნერვებზე მთხრის.
შაკოს უემოციობა ხომ საერთოდ.
ვერცერთი რო ვერ ხვდება რაშია დამნაშავე,ეგეც მაგიჟებს.
როგორც ჩანს ელენას მაზოხისტობის და ორივეს მიუხვედრელობის გამო,ისტორია დიდხანს გაიწელება.

ჰო, ზოგადად, ადამიანები მიუხვედრელები არიან და მაზოხიზმიც ახასიათებთ, ამიტომ, რეალური ისტორიებიც იწელება დაუმთავრებლად ხოლმე <3

 


№19  offline მოდერი D-roni

ვკვდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :დდდდდ
ანაა მიყვარხააააააააააააარ :დდდდ
ლიდიასი არ იყოს ამ ისტორიის ლოდინში მეც შემომერია ჭაღარა -_-

 


№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

D-roni
ვკვდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :დდდდდ
ანაა მიყვარხააააააააააააარ :დდდდ
ლიდიასი არ იყოს ამ ისტორიის ლოდინში მეც შემომერია ჭაღარა -_-

მეც მიყვარხარ :დდდ
კაი ახლა, ნუ აჭარბებ. ისე ძაანაც არ ვაგვიანებ ხოლმე joy

 


№21  offline წევრი aavvbb

დღეს დადებ?? ❤️

 


№22 სტუმარი კაწი

დღეს დადებ?

 


№23  offline მოდერი Moonlight17

*ჩახველება*
პირველ რიგში გაგეცნობი. მე ის ვარ სამსაათ ნახევრიანი ლექცია რომ გააყვანინე და დრო მაინც დამრჩა იმდენად კარგად და სწრაფად შემომეკითხა(მიზეზი ფბ-ზე პირადში მოგწერე:დ)
აი ძალიან კარგად წერ, დახვეწილი იუმორი და ყველაფერი. არაფერი დამაკლდა.
ვგიჟდები დემუს ნაირ მეგობრებზე, აი მართლა სასწაული ბიჭია. მაგის მაჭანკლურ ხრიკებზე გავგიჟდი :დდდ
შაკო და ელენა.. არვიცი, შაკო კი ცუდად იქცევა ნატალის რომ იცავს უბრალოდ ვიღაც არააო. ვიღაცაა აბა ვინ არის. ელენას გამო ყავს ეგეც. რაღაც სათადარიგო გეგმასავით.
ხო და მთავარი, ჩიჩი რა პატივშია:დდ მგონი ამ ისტორიაში შაკოს და ელენას ერთმანეთზე მეტად ძაღლი უყვართ ისე ჭიდაობენ :დდდ

 


№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

aavvbb
დღეს დადებ?? ❤️

კაწი
დღეს დადებ?

დღეს დავდებ ბავშვებო სავარაუდოდ <3


Moonlight17
*ჩახველება*
პირველ რიგში გაგეცნობი. მე ის ვარ სამსაათ ნახევრიანი ლექცია რომ გააყვანინე და დრო მაინც დამრჩა იმდენად კარგად და სწრაფად შემომეკითხა(მიზეზი ფბ-ზე პირადში მოგწერე:დ)
აი ძალიან კარგად წერ, დახვეწილი იუმორი და ყველაფერი. არაფერი დამაკლდა.
ვგიჟდები დემუს ნაირ მეგობრებზე, აი მართლა სასწაული ბიჭია. მაგის მაჭანკლურ ხრიკებზე გავგიჟდი :დდდ
შაკო და ელენა.. არვიცი, შაკო კი ცუდად იქცევა ნატალის რომ იცავს უბრალოდ ვიღაც არააო. ვიღაცაა აბა ვინ არის. ელენას გამო ყავს ეგეც. რაღაც სათადარიგო გეგმასავით.
ხო და მთავარი, ჩიჩი რა პატივშია:დდ მგონი ამ ისტორიაში შაკოს და ელენას ერთმანეთზე მეტად ძაღლი უყვართ ისე ჭიდაობენ :დდდ

ჩემი დღის პოზიტივი ხარ <3
შენთვითონაც იცი, ზოგჯერ რაც უფრო მეტად უყვართ ერთმანეთი, მით უფრო დიდ სისულელეებს აკეთებენ და ესენიც სულელობენ ხოლმე რაღაცეებს :დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent