შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიკვდილის სიცოცხლე [სრულად]


26-01-2019, 23:26
ავტორი ელპინი
ნანახია 1 309

სიკვდილის სიცოცხლე [სრულად]

- გუშინწინ მიწაში ყვავილები დავმარხე, ავა. შავი ვარდები. მზე ისე უშნოდ ანათებდა, არც წყალმა უშველა, არც ჟანგბადმა და გამიხმა. ოღონდ ეს არ იყო ის გახმობა, როგორც ყველა ყვავილი, ალბათ, სულის გაყინვას ეტოლებოდა.
- ეს ის შავი ვარდებია, შარშან რომ ჩემ წასვლამდე დარგე?!
- კი, ის შავი ვარდებია. ისე უცებ გახმა, თითქოს, ისევ მიდიოდე.
- ყვავილები უბრალოდ ხმებიან, ლივი.
- ყვავილები ისტორიებს ინახავენ. ავა, ვითომ რამ გაახმო ჩვენი ყვავილები?!
- რატომ ანიჭებ მნიშვნელობას?! იქნებ, უბრალოდ, ყვავილებსაც ბეზრდებათ.
- ღამით ვარდის ფურცლებზე ისტორია იწერებოდა, მე ვხედავდი ზედ სიტყვებს.
- ანგელოზო.
- მერე კი, ფურცლებს უცებ ნაკაწრები გაუჩნდათ, სიტყვები ერთმანეთში აირივნენ და ვგრძნობდი, რომ ყვავილები მთელი ღამე ტიროდნენ. - ცრემლები თვალის ბუდეებში გუბესავით ჩამდგარიყო. - თვალი რომ გავახილე, უკვე გვიანი იყო. ხედავ, ადამიანებთან კი არა, ყვავილებთანაც აგვიანებენ, ავა. მოკვდნენ შავი ვარდები და წაიშალა სიტყვები. იქ, ვარდის ფურცელზე რომ "წითელი დღე" ეწერა, გახსოვს ეგ რომელი იყო?! შენ რომ პირველად ლოყაზე მაკოცე და მე მთელი დღე აწითლებული დავდიოდი. ჩემო წითელო მზეოო, მეძახდი. - გუბეში სუფთა ცრემლები ლივლივებდნენ ტალღებივით. - რატომ გაქრა, ავა?! რატომ?! რა უნდა მოხდეს?!
- ჩემო ანგელოზო, დამშვიდდი. ჩვენი ყვავილები გახმნენ ისე, როგორც ყველა. ადრე თუ გვიან, კვდებიან, ლივი, გესმის?! ისინი ხომ ადამიანებს გვანან. გგონია, დიდ ხანს ცხოვრობენ ადამიანები?! ყვავილის ერთი კვირა ადამიანის მთელი სიცოცხლეა.
- მე შეჭმული მოგონებების მეშინია, სხვა არაფრის.
- მოგონებები არ ქრებიან.
- იმ სამფეხიან სკამსაც ერთი ფეხი მოტყდა, ავა.
- ეს ის სკამია, ერთად რომ შევაკეთეთ, არა?!
- კი, ის სკამია. შენ რომ პიანინოსთან იჯექი იმ სკამზე, თითებს კლავიშებზე აცეკვებდი და რაღაც ახალ, ჩვენთვის შექმნილ მუსიკას აჟღერებდი. ნოტები კედლებზე კი არა, სხეულზე ამიცეკვდნენ მაშინ. მერე, მე ვცეკვავდი და ჩვენი ვარდების ფოთლები ღია ფანჯრიდან შემოსული ქარით კი არ თრთდონენ, მუსიკის შეგრძნებისგან, ავა. შენ დაკვრა არ იცოდი, მაგრამ გრძნობით უკრავდი. ახლა გესმის, რას ნიშნავს ეს?! შენ იმ სამფეხა სკამზე ტრიალებდი, მე შენ ირგვლივ ვცეკვავდი, თითქოს მზე იყავი და გივლიდი. შენ მითხარი, მზე მე კი არა, შენ ხარო და გამეღიმა. - გუბიდან წვეთები ლოყებზე ათამაშდნენ. - გახსოვს, იქ, პიანინოს ერთ კლავიშზე სიტყვა დააწერე - ანგელოზი და მხოლოდ ჩვენ ვხედავდით ამას. - ყბის ძვალთან ერთად შეიკრნენ წვეთები. ვერ გაეგოთ, ადგილზე დამშრალიყვნენ, თუ გზა გაეგრძელებინათ.
- პიანინო მაჩვენე.
ორივე თეთრი პიანინოს წინ იდგნენ.
- მე გავხსნი. - ავამ პიანინოს თავი ახადა და კლავიშები გამოჩნდა.
- მარჯვნიდან მეოთხე.
- საერთოდ არ არის, ლივი.
- ხედავ?! ანგელოზი - რამდენ რამეს იტევს, არა?! სად გაქრა?!
- იქნებ, დაწერა არც სჭირდებოდა.
- ის წუთებს იწერდა. ჩვენს მოგონებას ინახავდა. მე შეჭმული მოგონებების მეშინია მხოლოდ. - ცრემლებმა ყბიდან გზა გააგრძელეს. მდინარის ხაზივით ყბას გამოყვნენ. არც ერთი კალაპოტს არ ასცილებია. თითქოს, გამიზნულად მიდიოდნენ.
- ოთახში კუთხეში ჩვენი ქაღალდის თვითმფრინავები ყრია, ლივი.
- ჩვენი ქაღალდის თვითმფრინავები - ლურჯი და შავი წარწერებით, ავა.
- ყოველ დღე ვწერდით იქიდან, როცა ჩემიდან და შენიდან დავიბადეთ - ჩვენ.
- ორასი თვითმფრინავი ჭერზე გვეკიდა. ამ ორასი დღის განმავლობაში წვრილ ძაფებზე ეკიდნენ და დღეს, როცა ორასმეერთე უნდა შეგვექმნა და იქ, ჩვენ რომ ოცნებების ცას ვეძახით, გაგვეფრინა, უცებ ყველა ჩამოვარდა. არადა, ძაფები გაწყვეტილი არაა. ქარი არ ქრის.
- დავწეროთ, რა, ავა. თავიდან დავიწყოთ თვითმფრინავების აფრენა.
მაინც ცვიოდნენ თვითმფრინავები ოცნების ციდან, ქარი ისევ არ ქროდა. ძაფები წყდებოდა. მერე, ძაფებიც შეცვალეს ავამ და ლივიმ, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. თვითმფრინავები ისე ცვიოდნენ, რომ ჯერ კიდევ აფრენილნი არ იყვნენ. ორასმეერთე თვითმფრინავზე კი ეწერა - "ჯერ კიდევ დასაწყისი."
- არ მინდა დასასრული, ავა. არა, რა.
- ნუ გეშინია, ლივი.
- მე მხოლოდ შეჭმული მოგონებების მეშინია.
- კედელში ნაპრალებია. ჩვენი წარწერები ორად იყოფა.
"მე და შენ ვართ - ჩვენ."
"მე და შენ ვართ."
"ჩვენ."
- ნახე, როგორ გაიყო, ლივი.
- როდის დავწერეთ, გახსოვს?! - ცრემლები ლავიწზე შეჩერდნენ. თვალებში გუბურა თანდათან იზრდებოდა. - პირველად რომ მითხარი, მიყვარხარო. მაშინ გული ამიჩქარდა ზუსტად ისე, როგორც ახლა, ყველა ჩვენი სიახლოვისას. რომ ვიცი უნდა გნახო, კილომეტრები რომ გვაშორებს, ჯერ კიდევ მაშინ მიჩქარდება გული, მიხშირდება სუნთქვა, მეზრდება პულსი, ფეხებიც კი მიკანკალებს, მაგრამ რომ გეხუტები, სამყარო ჩემი მგონია. კი არ მგონია, შენ ხარ ჩემი სამყარო და შენ მე მეკუთვნი, ანუ სამყარო მართლა ჩემია. ხომ ასეა, ავა?!
- ჩემო სიცოცხლე, როგორ გიცემს გული ყოველთვის, რომ იცოდე. მე ხომ ნორმალურზე ორჯერ სწრაფი მაქვს, მაგრამ შენ უფრო მასწრებ კიდევ, მგონი. ნეტავ, თუ იცი, რა საოცარი ხარ, ლივი. შენს ყურთან ახლოს სუნთქვას რომ დავიწყებ და უცებ აკანკალდები, იტყვი თავბრუ მეხვევაო და გაიცინებ, მგონია ჩახუტებისგან დაგახრჩობ, ჩემო ლამაზო.
ავამ უცებ ქაღალდი დაიჭირა ხელში, მაკრატლით გამოჭრა და მცირე ზომის თვითმფრინავი სწრაფად გააკეთა. ზედ ანგელოზი დააწერა ლამაზად და ცრემლების გუბეში, ლივის ლავიწზე აატივტივა.
- ნახე, რა ლამაზად ცურავს, ლივი. - სარკის წინ დააყენა, თხელი სარაფანი მხრიდან კარგად გადაუწია და გაბრწყინებული თვალებით ერთად უყურებდნენ.
- მომეცი ქაღალდი. - სხარტად გამოჭრა ლივიმაც თვითმფრინავი, ზედ ეშმაკის ანგელოზი დააწერა და მეორე თვითმფრინავის გვერდით გააცურა.
- როგორ უცნაურად ლამაზია, არა, ავა?!
- ხედავ, რამდენი წუთი მოგონებად დარჩა ჩვენში, ლივი. მერე რა თუ თვითმფრინავები ოცნების ცაში აღარ დაფრინავენ, ნახე, აქაც ძალიან ლამაზად ცურავენ.
- მიყვარხარ, ჩემო.
უცებ კედლიდან პორტრეტი ჩამოვარდა.
- ავა . . . შენი პორტრეტი.
მეორე კედლიდან მოციმციმე ვარსკვლავები ცვიოდა.
- ავა . . . ჩვენი ვარსკვლავები.
მესამე კედელზე წარწერები გაქრა.
- ავა . . . ჩვენი დღეები.
მეოთხე კედელზე ფერადი ხელები გაქრა.
- ავა . . . ჩვენი ფერადი მოგონება. იქნებ, მიწისძვრაა, ავა და სხვა არაფერი?! იქნებ, რამე სხვა ხდება, ავა?!
- დამშვიდდი, ჩუ, ნუ გეშინია. მე ხომ აქ ვარ?! ჩემი ხომ გჯერა?! - გულში ჩაიკრა ლივი ავამ და შუბლზე კოცნიდა. აკანკალებულ სხეულს ძლივს ამშვიდებდა. იცოდა, უკვე პანიკა ეწყებოდა ლივის. - ჩემო სიცოცხლე, ყველაფერი კარგადაა, შენთან ვარ.
- არ დავსრულდეთ, გთხოვ. - თვითმფრინავები ლავიწიდან გადმოცვივდნენ. - მე ჩვენი მოგონებების მჯერა, ავა. მიყვარხარ. - გუბე ისე ადიდდა, სულ დატბორა ყველაფერი. - არც დრომ და არაფერი მინდა წამართვას შენი თავი.
- მიყვარხარ, ლივი.
ფანჯარა გაიღო და ერთი მერცხალი შემოფრინდა. ცოტა ხანში, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ოცნების ცაში დაფრინავდნენ, თვითმფრინავებს ნისკარტებით იჭერდნენ.
- ხედავ, ლივი?! მოფრინდნენ ჩვენი მერცხლები. ყველაფერი კარგად არის.
- ვხედავ, ავა, ვხედავ. მჯერა. მე შენი მჯერა. მე ჩვენი მჯერა.
- უყურე, როგორ დაფრინავენ.
- პიანინოზე დაუკარი სწრაფად, ავა.
ლივის სიტყვა დაჰყვა და პიანინოსთან სწრაფად მივიდა. თვალები დახუჭა. მარჯვნიდან მეოთხე კლავიში ხელით იპოვა და სიცარიელე რომ ვერ იგრძნო, სწრაფად გაახილა თვალები. ანგელოზი დაბრუნდა. რამდენჯერმე გააჟღერა ნოტი ავამ და ლივი დენდარტყმულივით შეხტა, სწრაფად დაიწყო ცეკვა. ლამაზად და მოხდენილად ცეკვავდა.
- მიყვარხარ, ავა!
- ყველაფერი კარგადაა, ჩემო ანგელოზო!
- შეჭმული მოგონებების აღარ მეშინია. აქაა, ავა, აქ. - ხელი გულზე მიიდო და ავას ირგვლივ დაიწყო ცეკვა.
- მიყვარხარ, ლივი, ჩემო ანგელოზო!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤

 


№2  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤

მიყვარხარ! ❤

 


№3  offline მოდერი სალანდერი

გიჟი ხარ ჰო? არა რას გეკითხები, გიჟი ხარ კი. . .
რაღაცამ გულზე და ფილტვებზე წამიჭირა ხელი. . .
გამომწურა მგონი. . .
შეუძლებელია ვინმე იმდენ ემოციას და გრძნობას, იჭერდეს, იწვევდეს ან გასცემდეს, რამდენსაც შენ. . .
შენ აფრენ! აფრენ შენ!
და ყველაზე ლამაზი გაფრენაა ეგ. იმ მერცხლებზე და ქაღალდის თვითმფრინავებზეც. . .
ეს შენი სიმბოლოები და სიტყვები. . .
გილოცავ!
შედგა!
ჩემი საყვარელი მწერალი ისევ უმაღლეს დონეს დებს!
მიყვარხარ რა. . . მართლა ❤

 


№4  offline ადმინი ელპინი

სალანდერი
გიჟი ხარ ჰო? არა რას გეკითხები, გიჟი ხარ კი. . .
რაღაცამ გულზე და ფილტვებზე წამიჭირა ხელი. . .
გამომწურა მგონი. . .
შეუძლებელია ვინმე იმდენ ემოციას და გრძნობას, იჭერდეს, იწვევდეს ან გასცემდეს, რამდენსაც შენ. . .
შენ აფრენ! აფრენ შენ!
და ყველაზე ლამაზი გაფრენაა ეგ. იმ მერცხლებზე და ქაღალდის თვითმფრინავებზეც. . .
ეს შენი სიმბოლოები და სიტყვები. . .
გილოცავ!
შედგა!
ჩემი საყვარელი მწერალი ისევ უმაღლეს დონეს დებს!
მიყვარხარ რა. . . მართლა ❤

შენ გვერდით რომ ვარ და ვდუმვარ, დაახლოებით ეგ დამემართა ახლა. ან, დაახლოებით რა შუაშია?!
ვაჰ, ჰო, ხომ იცი შენ ყველაფერი . . .
შენ ხომ მაინც იცი, რომ მე არაფერი ვიცოდი დასაწყისიდან და ისე დავიწყე წერა . . .
და მე შენ გეტყვი იმ სიტყვას, რომელშიც არაფერი ჩანს, მაგრამ ყველაფერს ხედავ შენ
და
მადლობა,
იმიტომ,
რომ
ჩვენი თვითმფრინავები დაფრინავენ!
მიყვარხარ მე შენ, ჩემო!

 


№5  offline მოდერი Tamta.k

ელ, ადამიანს სიყვარული რომელსაც შენ აღწერ, გამოცდილიც რომ არ ჰქონდეს, შენ იმდენად ნათლად ხსნი,მთელი გულით და სულით, რომ არ გაუჭირდება სიყვარულის, აღთქმა მაინც.
შენებური აი ზუსტად შენ, რომ იცი სიყვარული იმის გაგება მაინც...
ისეთ ადამიანსაც დააჯერებ, რომ სიყვარული არსებობს რომელსაც, საერთოდ არ სწამს.
მე მწამს, მწამს შენებური სიყვარულის, რომელსაც შენ მუდამ აღწერ.
საუკეთესო ხარ... ეს შენც იცი ელ. ❤️

 


№6  offline წევრი მარიკუნაა♥️

გიჟი ხარ!
მეორედ ვწერ დღეს ამას ყველაზე გიჟ ორ ადამიანზე!
არაფერი არ სრულდება, ანა!
ნუ ხარ პანიკიორი.
არ დავიღლები მაგის გამეორებით.

ძალიან მიყვარხარ და იცი, როგორ? მინდა, რომ მოგეხვიო ძალიან მაგრად და ასე აღარ იფიქრო!

სულ მტკივა შენი თავი და მენერვიულება.
ამის გამო, იმის გამო...
ნუ, ხომ ხვდები რა.
ესეც გავიგე და ნუ პანიკობ!

მიყვარხარ????
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№7  offline ადმინი ელპინი

Tamta.k
ელ, ადამიანს სიყვარული რომელსაც შენ აღწერ, გამოცდილიც რომ არ ჰქონდეს, შენ იმდენად ნათლად ხსნი,მთელი გულით და სულით, რომ არ გაუჭირდება სიყვარულის, აღთქმა მაინც.
შენებური აი ზუსტად შენ, რომ იცი სიყვარული იმის გაგება მაინც...
ისეთ ადამიანსაც დააჯერებ, რომ სიყვარული არსებობს რომელსაც, საერთოდ არ სწამს.
მე მწამს, მწამს შენებური სიყვარულის, რომელსაც შენ მუდამ აღწერ.
საუკეთესო ხარ... ეს შენც იცი ელ. ❤️

თამთა, შენ თვითონ ხარ საუკეთესო.
იცი, რატომ?!
იმიტომ, რომ ჩემი დაწერილი, აღწერილი, თუ როგორც ვუწოდებთ, სიყვარულის გჯერა და იმის, რომ მართლა არსებობს ეს სასწაული გრძნობა. მიხარია, რომ შენ ამას ასე, მთელი გულით გრძნობ და მიხარია, რომ ამდენ დადებითს ვიღებ შენგან.
ძალიან დიდი, უზარმაზარი და თბილი მადლობა შენ, ისეთივე თბილი, როგორიც შენი სიტყვებია ჩემთვის!

მარიკუნაა♥️
გიჟი ხარ!
მეორედ ვწერ დღეს ამას ყველაზე გიჟ ორ ადამიანზე!
არაფერი არ სრულდება, ანა!
ნუ ხარ პანიკიორი.
არ დავიღლები მაგის გამეორებით.

ძალიან მიყვარხარ და იცი, როგორ? მინდა, რომ მოგეხვიო ძალიან მაგრად და ასე აღარ იფიქრო!

სულ მტკივა შენი თავი და მენერვიულება.
ამის გამო, იმის გამო...
ნუ, ხომ ხვდები რა.
ესეც გავიგე და ნუ პანიკობ!

მიყვარხარ????

მარიკუნა,
შენ რომ საოცარი ხარ,
ძალიან ადრე გითხარი მე!
რომ არ სრულდება, იმიტომ დასრულდა ჩემი ავა და ლივიც სიყვარულით და იმიტომ დაფრინავენ ქაღალდის თვითმფრინავები.

არ ინერვიულო.
ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება და არის!

მეც ძალიან მიყვარხარ შენ,
ოქრო და თბილო!

 


რა უნდა გითხრა, გარდა იმისა, რომ ""დიდი" ხარ?
როგორ მოგეფერო და შეგაქო?
სიტყვები არ მყოფნის, ყოჩაღ!
არავის ჰგავხარ და იცი ეს!
ისიც იცი, რომ არ დასრულდები ❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი -ლილუ

შეჭმული მოგონების...
გაუფერულებული გრძნობის...
უ'სიტყვოდ ვერ გაგების...
უ'მისოდ ვერ გრძნობის...
უ'მელოდიოდ ვერ ცეკვის...(აი ისეთის გულის რითმებს რომ ჰყვები)
უ'ჰარებით მის გარეშე...
მეც ყველა იმ შიშზე მეტად მეშინია,რასაც ადამიანი იტევს...
იცი კითხვისას ჩემი თავი დავინახე...
ჩემ გრძნობაზე წერდი მართლა...
იმდენად გავს ეს ყველაფერი ჩემსას...(ვერ დავიტია)
რომ პირველად შემეშინდა ესე მძაფრად...
პირველად მეტკინა უ'მისობა ჩემში...
ვერ გაფრენილი უ'მისობა...
შენი, შენეული ,,ჩანახატები" წაკითხვის მერე...
ბევრჯერ გადამიკითხავს...
მაგრამ ამას მეორედ ვეღარ რა...
მაპატიე...
ჰო საოცრება ხარ შენ...
მწერალი სხვა სამყაროდან...
მე'უკვდავები...
სულ წერე რა...
ბევრი წერე...
მე წაგიკითხავ...
მადლობა...

 


№10  offline მოდერი tasusuna

მერცხალი და ქაღალდის თვითმფრინავები....
ყოჩაღ,ელ!

 


№11  offline ადმინი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
რა უნდა გითხრა, გარდა იმისა, რომ ""დიდი" ხარ?
როგორ მოგეფერო და შეგაქო?
სიტყვები არ მყოფნის, ყოჩაღ!
არავის ჰგავხარ და იცი ეს!
ისიც იცი, რომ არ დასრულდები ❤️❤️❤️

ქეთი, ძალიან თბილო, რა უნდა გითხრა, არ ვიცი . . .
შენსავით თბილი მადლობა შენ!

-ლილუ
შეჭმული მოგონების...
გაუფერულებული გრძნობის...
უ'სიტყვოდ ვერ გაგების...
უ'მისოდ ვერ გრძნობის...
უ'მელოდიოდ ვერ ცეკვის...(აი ისეთის გულის რითმებს რომ ჰყვები)
უ'ჰარებით მის გარეშე...
მეც ყველა იმ შიშზე მეტად მეშინია,რასაც ადამიანი იტევს...
იცი კითხვისას ჩემი თავი დავინახე...
ჩემ გრძნობაზე წერდი მართლა...
იმდენად გავს ეს ყველაფერი ჩემსას...(ვერ დავიტია)
რომ პირველად შემეშინდა ესე მძაფრად...
პირველად მეტკინა უ'მისობა ჩემში...
ვერ გაფრენილი უ'მისობა...
შენი, შენეული ,,ჩანახატები" წაკითხვის მერე...
ბევრჯერ გადამიკითხავს...
მაგრამ ამას მეორედ ვეღარ რა...
მაპატიე...
ჰო საოცრება ხარ შენ...
მწერალი სხვა სამყაროდან...
მე'უკვდავები...
სულ წერე რა...
ბევრი წერე...
მე წაგიკითხავ...
მადლობა...

ლილუ,
შენ მადლობა!
მგონი, ამაზე მეტად მეც არაფრის მეშინია.
რა უნდა იმაზე საშინელი, ვიდრე შეჭმული მოგონებები?!
ეს ჰგავს თეთრ ქაღალდზე დაწერილი წერილის შავად გაფერადებას.
მიხარია, რომ ასე ახლოა შენთვის და გრძნობ.
შენ თვითონ ხარ საოცრება!
ისევ მადლობა, ლილუ, რომ ხარ და ასეთი!

tasusuna
მერცხალი და ქაღალდის თვითმფრინავები....
ყოჩაღ,ელ!

ტასო . . .
რა ხანია არ ჩანდი.
როგორ გამიხარდი . . .
მადლობა!

 


№12  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

საოცრება ხარ ნუ...
არავის გავს შენი ისტორიებ ელ პინ...
ყველასაგან გამორჩეული ხარ რა...
ყველასგან განსხვავებული....

შეჭმული მოგონებები??
სერიოზულად??
ისევ შენ თუ დამაფიქრებდი ამაზე...
არასდროს მიფიქრია ამაზე...
ვერც ვხვდები უნდა მეშინოდეს თუ არა ამის...
მგონი არა ,რადგან ყველა ძვირფას მოგონებას ადამიანი გულით ატარებს...
მაგრამ სხვაა ის ,როცა ქრება ის ყველაფერი რაც ამას გახსენებს....
ეგ მართლა მტკივნეულია...
ვაღიარებ ...
მაგრამ მოგონებების მთავარი ორი გმირი არ დაკარგულა ერთმანეთისთვის...
ავა და ლივი....
მათ გულებშია თითოეული მოგონება და აღადგენენ რა...

მეტი მართლა არ ვიცი რა ვთქვა...
დამუნჯებული ვარ რა....
გაღიმებული ტკბილი დასასრულის გამო....

აი საოცრება ხარ რა....
მოხვალ ამირევ ყველაფერს და მერე უნდა ვიფიქრო ხომ ყველაფერი სწორად გავიგე...
ვიფიქრო იმაზე რაზეც ჯერ არ მიფიქრია...
შენ ხომ ყველაფერს განსხვავებულად აღწერ...
მიყვარს ეს შენეული დამაფიქრებელი და სასწაული აღწერები ...
მიყვარს ის შენეული ისტორიები თუ ჩანახატები....
სასწაული ხარ ელ პინ ... ❤

 


№13  offline ადმინი ელპინი

meocnebe avadmyopi
საოცრება ხარ ნუ...
არავის გავს შენი ისტორიებ ელ პინ...
ყველასაგან გამორჩეული ხარ რა...
ყველასგან განსხვავებული....

შეჭმული მოგონებები??
სერიოზულად??
ისევ შენ თუ დამაფიქრებდი ამაზე...
არასდროს მიფიქრია ამაზე...
ვერც ვხვდები უნდა მეშინოდეს თუ არა ამის...
მგონი არა ,რადგან ყველა ძვირფას მოგონებას ადამიანი გულით ატარებს...
მაგრამ სხვაა ის ,როცა ქრება ის ყველაფერი რაც ამას გახსენებს....
ეგ მართლა მტკივნეულია...
ვაღიარებ ...
მაგრამ მოგონებების მთავარი ორი გმირი არ დაკარგულა ერთმანეთისთვის...
ავა და ლივი....
მათ გულებშია თითოეული მოგონება და აღადგენენ რა...

მეტი მართლა არ ვიცი რა ვთქვა...
დამუნჯებული ვარ რა....
გაღიმებული ტკბილი დასასრულის გამო....

აი საოცრება ხარ რა....
მოხვალ ამირევ ყველაფერს და მერე უნდა ვიფიქრო ხომ ყველაფერი სწორად გავიგე...
ვიფიქრო იმაზე რაზეც ჯერ არ მიფიქრია...
შენ ხომ ყველაფერს განსხვავებულად აღწერ...
მიყვარს ეს შენეული დამაფიქრებელი და სასწაული აღწერები ...
მიყვარს ის შენეული ისტორიები თუ ჩანახატები....
სასწაული ხარ ელ პინ ... ❤

ამხელა ბედნიერებას რომ მჩუქნის და ლამის ამეტიროს, შეიძლება?!
დამამუნჯე ჩვეულებრივად.
რა გითხრა ახლა ტო, რა გიპასუხო?!
მე არ მეკითხები, შემიძლია თუ არა, ამხელა სითბო უკან დაგიბრუნო?!
ერთი ვიცი, შენი სახელი საშინლად მომწონს.
მადლობა ტო, ძალიან დიდი მადლობა, იმხელა, რამხელა ბედნიერებაც შენ მაჩუქე ახლა, ოქრო!

 


№14  offline წევრი სიბილა

kissing_heart heart_eyes ელ...როგორ იტევ

 


№15  offline ადმინი ელპინი

სიბილა
kissing_heart heart_eyes ელ...როგორ იტევ

რუსა, როგორ მჩუქნი ამხელა ბედნიერებას . . .
მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent