შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწრო სხეულები (თავი 9)


27-01-2019, 19:07
ავტორი P.A.
ნანახია 977

ვიწრო სხეულები (თავი 9)

***
წვივებზე გაჭირვებით ეჭიდება და ისე აცოცდება, ზედაც არ უყურებს. მუხლებზე უჯდება და ერთმანეთზე გადადებულ თათებზე, საყვარლად აყრდნობს დრუნჩს
–ახლა ამას რა ვუყო? – ეცინება მისი შემხედვარე სესილიას და ფუმფულა თავზე უსვამს ხელს, – მიყვარხარ ბონი, მაგრამ ძალიან ბევრ ბეწვს ყრი!
–ნუ ეჩხუბები, თორემ აღარ ეყვარები, – ტუჩებგაბუსხული ქეთა უჯდება წინ. სიყვარულით სავსე მზერით შესცქერის ბონის და ხელის ქნევით იქცევს მასზე დაჩერებული სესილიას ყურადღებას, – იწვეს ცოტახანს ასე, შეარგე. ყველას ასე კი არ ელამუნება, არა ბონი? მალე დაგვტოვებს სესილია და შევრჩებით ერთმანეთს.. მგონი განიცდის! ღმერთო ჩემო.. ბონი, ხომ არ განიცდი? – კისკისებს და გრძელ ბეწვზე უსვამს ხელს
–როგორ უბერავ! – ეცინება სესილიასაც
–ვერ ავიტან უშენობას, სეს..
–აიტან. ყველა აიტანთ.. – ამბობს თითქოს წყენით და მოუსვენარი ძაღლისკენ იხრება და მის ფუმფულა ზურგზე ლოყამიკრობილი იყუჩება, – ზოგჯერ მგონია, რომ არავის დავაკლდები ჩემი შორს ყოფნით..
–ყველას კი არა, ილიას დარდი გაქვს შენ! – ასკვნის ქეთა, – არ შეუძლია იმ ბიჭს სტანდარტულად სიყვარულის გამოხატვა და მოკალი! რა გინდოდა რომ ეთქვა? სესილია.. გულით მითხარი, რა პასუხი გინდოდა გაგეგო?
–არ ვიცი.. ალბათ რამე მსგავსი, „სესილია, შენ გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს!“ – სასაცილოდ დაბოხებული ხმით აჯავრებს ილიას და საკუთარ უნიჭობაზე ქეთასთან ერთად ეცინება, – არა.. არ მინდოდა.. არ მინდოდა, ასე ეთქვა..
–ხომ ხედავ.. შენც ვერ გაგიგია რა ჯანდაბა გინდა! – ისე აქნევს ქეთა თავს, თითქოს ცხოვრების მთავარი ამოცანა ამოეხსნას
–ვიცი რაც არის ჩემი პრობლემა.. – ამბობს თითქოს თავისთვის
–აბა? – გაფაციცებით შესცქერის ქეთა
–არ ვიყავი მზად ასეთი გულწრფელობისთვის. არასდროს.. არავისთან მქონია ასეთი გულწრფელი, გაშიშვლებული ურთიერთობა. არაფერს რომ გიტოვებს კითხვისნიშნად..
–მერე ეგ ცუდია, სეს? – უკვირს ქეთას.
–ასეთ დროს თავს ვერ იტყუებ.. ილიაა ასეთი. არ მოგატყუებს, თითქოს იმაზე მეტად ეძვირფასები, ვიდრე საჭიროა.. არ გეტყვის, რომ ყველაფერი რიგზე იქნება, თუ დარწმუნებული არაა ამაში.. და მეც შემაჩვია. რომ დავფიქრდები, მერე ვხვდები ხოლმე, რომ თუ გულიდან არ ამომდის, ერთ თბილს სიტყვასაც ვერ ვეტყვი. თუ მისი შეხება საშინლად არ მინდება, მანამ ვერ ვკოცნი, ვერ ვეხუტები.. იმიტომ, რომ მიხვდება, არ არის ნამდვილი.. თითქოს მგონია, რომ არ მიიღებს არაფერ ხელოვნურს. ან მიიღებს და ისეთი თვალებით შემომხედავს, საკუთარ თავში რომ შემეპაროს ეჭვი. ამიტომ, უნდა მომინდეს.. უნდა დამჭირდეს, რომ მის სხეულს მივეკრა და სითბო გავიზიარო..
–მაგას რა ჯობია, სეს.. ანუ, მასზე დამოკიდებული არ გახდები. თუ არ მოგინდა, სულ არ მიეკარები, – დაბნეულობა ეტყობა სახეზე ქეთას
–საქმეც მაგაშია, რომ სულ მინდა.. სულ მინდა, ჩემთან იყოს. მაშინაც კი, როცა მთელი სხეულით მეკვრის და მეშინია არ გავცივდე.. მეშინია, ჩვენმა მიზიდულობამ ძალა არ დაკარგოს..
–აუ, სეს, ბევრს ფიქრობ ძალიან! – მისკენ იწევს ქეთა და ორივე ხელით ეხვევა მხრებზე, – ეს კი უკვე ნიშნავს, რომ რაღაც დიდი შექმენით ერთად, ამიტომ სულ ტყუილად გეშინია!
–მგონი, ბონი გაიჭყლიტა და უკმაყოფილოა, – მათ შორის მოქცეულ ფუმფულა, აფართხალებულ ლეკვს დაჰყურებენ
–ნახე როგორ წკმუტუნებს, ხომ გითხარი, განიცდის რომ მიდიხარ! – ხელში იტაცებს ქეთა და გულში იხუტებს
–უთხარი, კამერით დაგენახება ხოლმეთქო, შენ იცი მაგის ენა, – სიცილით დგება ფეხზე სესილია
–სად მიდიხარ?
–ნიკოს უნდა შევხვდე და მერე დარბაზში, – უცებ კოცნის გამოწვდილ ლოყაზე და მოკლე კაბაზე, იმავე სიგრძის მოსაცმელს იხურებს
–ნიკოსთან შესახვედრად ზედმეტად გაპრანჭული ხომ არ ხარ?
–ილიაც კი არ ეჭვიანობს ნიკოზე, შენ რა დაგემართა, – კისკისებს სესილია.
ქეთას სახლიდან გასული, ყურსასმენებს ირგებს და ჩაფიქრებით კვეთს ქუჩას. ის–ისაა ტრანსპორტი უნდა გააჩეროს, საყვარელ სხეულს რომ აწყდება მზერით და უნებურად უბრწყინდება სახე. დაუფიქრებლად, თითქმის სირბილით მიიწევს მანქანასთან ჩამომდგარი მამაკაცისკენ და სანამ დაუძახებს, ხედავს, როგორ ეყრდნობა ილია გამოღებული კარის ჩარჩოს. ძლიერად ეჭიდება ხელებით და თვალდახუჭული, რამდენჯერმე ღრმა ამოსუნთქვით, წრიულად ატრიალებს თავს. შეშდება.. შეშდება ერთ ადგილას და ახლა ატყობს, ერთიანად დასვრილია. ალბათ, მშენებლობიდან მოდის. გახუნებული, მტვრიანი მაისური და ზემოდან შემოცმული ჟილეტი აცვია. მხოლოდ ცალ ხელზე უკეთია სამუშაოსთვის განკუთვნილი ხელთათმანი და ამავე ხელში უჭირავს მეორე წყვილი. შიშველი ხელის ზურგზე კი ჭუჭყთან ერთად ბლანტი, წითელი სითხე მოჟონავს. ხელებიდან ისევ სახისკენ გადააქვს მზერა და ხედავს, ოდნავ დამანჭული სახით როგორ ახამხამებს რამდენჯერმე თვალებს. მერე ინსტიქტურად ანაწილებს მზერას გარშემო და სწორედ ამ დროს აწყდება სესილიას თვალებს. გული ეკუმშება.. ასე, ქუჩაში მდგარი, პირველად იაზრებს, რომ ასეთი არ უნახავს. არც ასეთი უდიერად ჩაცმული და არც ასეთი მტანჯველი სახით მყოფი. თითქოს პირველად დაინახა მისი ნამდვილი გამომეტყველება წამის წინ.. თითქოს ახლა გაიაზრა, რამდენნაირი შეუძლია იყოს
–სესილია, – ესმის შორიდანვე და მისკენ წამოსულს, ისე ძლიერად ეხვევა, მამაკაცი გაკვირვებით დაჰყურებს
–ძალიან ბინძური ვარ, სეს.. – წამით აკრობს თავზე ტუჩებს, – რა გინდა აქ?
–ქეთასთან ვიყავი, შენ? სამსახურში რატომ არ ხარ? – აყრის კითხვებს და მისი გაჭრილი ხელი ახსენდება, – მაჩვენე ხელი, რა გჭირს?
–გავიჭერი და აფთიაქში გამოვედი.. თან რაღაც მასალები გვჭირდებოდა და ბარემ მე წამოვედი, არაფერია.. – სუსტ თითებში მოქცეული ხელის გათავისუფლებას ცდილობს
–უნდა გაისუფთავო.. – ბუტბუტებს ტუჩებგაფითრებული
–ხო, სეს.. რა დაგემართა, რა გჭირს? – თავს აწევინებს და არეულ სახეზე აკვირდება
–რა გჭირდა? არ გამოიყურებოდი კარგად.. რა გჭირდა, ილია? – მოუთმენლობა იპყრობს და ხელზე მეტად ეჭიდება, არაფრით უშვებს
–თავის ტკივილები მაქვს ცოტა, შენ არ ინერვიულო.. – უღიმის და ხელს სწევს, რომ სახეზე მიეფეროს, თუმცა ახსენდება როგორი მტვრიანია და უკანვე აბრუნებს
–რატომ?
–არაფერია, სესა, წამო.. წამო გაგიყვან, სად მიდიხარ?
–არა, საქმეს მიხედე! – უარობს და ისევ ხელზე დაჰყურებს, – მოდი რა, გაისუფთავე ხელი და გადაიხვიე.. რა გვჭირდება?
–ვიყიდე სესილია ყველაფერი უკვე, მივხედავ თავს. წამოდი მანქანაში.. – სულ ოდნავ ეხება წელზე და მიჰყავს, – რა ლამაზი ხარ დღეს, ჰა? როგორ ანათებ..
–არ მინდა წაყვანა, სამსახურში დაბრუნდი, უბრალოდ ჯერ ხელს მიხედე! – ჯიუტად პასუხობს და მაშინვე მის გამყინავ მზერას აწყდება
–ჩაჯექი მანქანაში! – უჭრის უცებ და თითქმის ძალით ჩამჯდარს სწრაფად უხურავს კარს
–რატომ გტკივა ხოლმე თავი? – ეკითხება და მშვიდად აკვირდება, მუხლებზე დაწყობილი საჭირო ნივთებით როგორ ისუფთავებს ჭრილობას
–შაკიკი მაქვს.. ციხიდან რომ გამოვედი მალევე დამიდგინდა. იაკობმა არ მოისვენა, სანამ არ გამომიკვლია და წამლები არ მაყლაპა.. – ეცინება უდარდელად
–რატომ არ მითხარი? – წყენა იგრძნობა სესილიას ხმაში
–ასე რომ არ დაგებრიცა პაწაწუნა ტუჩები, – უცებ იწევა მისკენ და მოწყვეტით კოცნის, – სად მიდიხარ, ხომ არ გაგვიანდება?
–ნიკოს უნდა შევხვდე, ზომები ავიღოთ და მერე რეპეტიცია გვაქვს..
–კარგი, შევხვდეთ ნიკოს, ახლავე მოვრჩები, თითქმის ვამთავრებ, – თითების მოქნილი მოძრაობით იხვევს ბინტს უკვე გასუფთავებულ ჭრილობაზე
– დაგეხმარო?
–არა, არ მინდა და ნუ მიყურებ ასე, იცი რამდენი რამ შეიძლება მოგივიდეს მშენებლობაზე? ეს არაფერია..
–ეს უნდა მამშვიდებდეს? – ისევ კოპებს კრავს და გულაჩუყებული მისკენ იწევს, – ფრთხილად იყავი ხოლმე რა..
–ფრთხილად ვიქნები. ახლა მაკოცე და ნუ მეკვრი ამ ჭუჭყიან ტანსაცმელზე, – უბრაზდება მსუბუქად და ნაზ კოცნას პარავს
–ანუ წამლებს სვამ, არა?
–ვსვაააამ! – მობეზრებით ატრიალებს თვალებს
–გშველის? – ეკითხება ისე, თითქოს არც დაუნახავს ილიას რეაქცია
–მშველის, – ეღიმება მის შეუპოვრობაზე, – წამლები და შენი მოფერება მშველის. შენთან გატარებული ღამეები.. – ეჩურჩულება ვნებამორეული ხმით, – იცი, როგორ მშველის? შენი ხმა და თბილი სუნთქვა მშველის.. ჩემთან რომ ხარ, ის ღამეები წამლებს არც კი ვეკარები..
–ახლა აჭარბებ, – ეცინება სესილიას და ღაწვები ისე ეფაკლება, ილია ვერაფრით იკავებს თავს. იხრება და ორივე მხარეს ხმაურიანად უკოცნის
–გეფიცები, სეს.. არ გატყუებ. იქნები დღეს ღამე ჩემი წამალი?
–ვიქნები.. გამომიარე დარბაზში, – ფრთხილად შორდება და ღვედს იკრავს, – ახლა წავიდეთ, თორემ მე ნიკოსთან დამაგვაინდება, შენ სამსახურში! – უცხადებს მბრძანებლური ტონით და მერე, მთელი გზა ილიას პროფილს აკვირდება.
უსამართლობის გრძნობა შინაგანად სჭამს. ვერაფრით ხვდება, როგორ შეიძლება ცხოვრება ასეთი სასტიკი იყოს ადამიანის მიმართ, რომელსაც ამხელა სიყარული შეუძლია? ალბათ, ბუნების კანონზომიერებაა ასეთი.. თუ ამხელა გრძნობას გჩუქნის, სხვა მნიშვნელოვან რამეს გართმევს. ალბათ ასეა.. ილიას შემხედვარე ახლა ისე სჯერა ამის, რომ საკუთარ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო მეტად ეპარება ეჭვი.
–სეს.. რაზე ფიქრობ? – ჩაესმის ღიღინის მსგავსი ხმა და ამოუცნობი სითბო ედება კანს
–ჰა?
–რატომ ჩაფიქრდი ასე?
–იმიტომ, რომ ახლა მივხვდი.. ერთ–ერთი მთავარი მიღწევა ხარ ჩემი ცხოვრების.
ამ სიტყვებთან ერთად, იმასაც ხვდება სესილია, როგორი უცნაური და სუბიექტური რამაა ბედნიერების განსაზღვრება. როგორი ზღაპრსეული – ფერადი და მხოლოდ მხიარულებით მოცული, ან ზედმეტად ადამიანური – უბრალო, საშინლად მტკვრიანი და უშნო, რუხი ფერის ტანსაცმლით მოსილი შეიძლება აღმოჩნდეს.

***
–ხელი უნდა ვთხოვო! – ისე იძახის, თითქოს ახლა გააკეთაო ახალი აღმოჩენა და მაგიდაზე ხმაურით დგამს კათხას
–რაო? – კინაღამ სკამიდან ხტება ბაჩო და მომღიმარ ილიას ისე შესცქერის, ადვილი მისახვედრია, დახმარებას მისგან რომ ელის, – გაიგე, ილო?
–გავიგე.. როდის აპირებ?
–არ ვიცი, ხვალ–ზეგ.. – მხრებს იჩეჩს დაჩი და ბაჩო უარესად გიჟდება
–ასე ხელის თხოვნა ვის გაუგია ბიჭო! – რატომღაც ისევ ილიას შესცქერის
–გაგიჟებულია რაღაცაზე, – თავის ქნევით ანიშნებს ჩაფიქრებულ დაჩიზე და ძმაკაცისკენ იწევა, – დადაჩ, რა მოხდა?
–ბიჭო.. მაგიჟებს. მგონია, რომ ფიქრობს.. ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. არადა, შენ ხომ იცი, თქვენ ხომ იცით, რამდენს ნიშნავს სალომე ჩემთვის? ცოტა კი აკლია, მაგრამ მიყვარს, მაინც!
–სალომეს კი არა, შენ გაკლია. მე არ გამოგყვებოდი! – გადაჭრით პასუხობს ბაჩო
–აუჰ, მაწყენინა! – ხარხარებს დაჩი, - შენთვის არც მითხოვია ცოლობა ბაჩო, როგორც მახსოვს!
–არ არის ასე, ადგე და ხელი სთხოვო. დაფიქრდი წესიერად.. თან, რა იცი, რომ ამით დაუმტიცებ შენს სიყვარულს
–მართალია ეს კაცი, მეც დავფიქრდებოდი.. – ბაჩოს მიმართულებით სწევს ბოკალს ილია
–შენ არ იყავი, რომანტიკა უნდაო, რომ მეჩიჩინებოდი? – ბრაზდება დაჩი
–რაღაც არამგონია სალომე რომანტიკაში ხელის თხოვნას თვლიდეს, – ტუჩს იბზუებს ილია და გამკიცხავად აქნევთ თავს
–შენ ხარ მაგარი, შენ იცი მარტო რომანტიკა, აბა! – ხელის ქნევით პასუხობს და თავს აბრუნებს, აღარცერთს უყურებს, – მინდა.. მართლა მინდა ჩემი ცოლი იყოს. მინდა, რომ ყოველდღე ვხედავდე.. მინდა, აღარ ვდარდობდე, რომ შეიძლება სხვისკენ გაექცეს გული
–ეს უკვე სხვა საქმეა, დადაჩ!
–შენ? შენ რაღას იტყვი? – უცებ ბრუნდება მისკენ, – რომ გეცლება სესილია ხელებიდან, რა ხასითზე ხარ?
–არ გცოდნია შენ ქალის ხელებიდან გამოცლა რას ნიშნავს..
–არ იცის, ჰო, არაფრის აზრზე ეს არაა! – ეჩრება ისევ ბაჩო და ოდნავ შემთვრალი, ბარის მაგიდაზე იმ წამს გამოგონილი მელოდიით იწყებს დაკვრას
–არა, შენ ხარ, საუკუნის მარტოხელა!
–მარტოხელა რანაირად ვარ შეჩ*მა? თქვენსავით ერთ ქალზე არ ვარ გადარეული, თორემ მშვენივრად ვარ.. არც ნერვები მეშლება და არც ვინმეს ცოლად მოყვანა მიწევს იმის გამო, რომ სხვა კაცებთან არ გამეპაროს!
–ვინ, სალომე? ვისთან უნდა გამეპაროს, რაებს იგონებ?
–ასე არ თქვა წუთის წინ? - იფოფრება ბაჩო
–ნუ დახოცავთ ერთმანეთს, – აწყვეტინებს ილია და საფულეს იღებს ჯიბიდან, – გავიდეთ ნელ–ნელა..
–ჯერ ეს დავტოვოთ, თორე წაიღო ტვინი, – ბაჩოზე ანიშნებს დაჩი
–მისმინე, დაჩი.. იაკობს მინდა სესილია გავაცნო. ამ დღეებში უნდა მივიყვანო და მინდა შენც წამოხვიდე
–რატომ უნდა გააცნო? –უცნაური, მანამდე არარსებული მზერა ჩნდება დაჩის სახეზე. იძაბება, სულ სხვაგვარად.
–იმიტომ რომ სესილია მორიგი გოგო არ არის მისთვის, ამაზე მეტია.. ილიას კი მხოლოდ მამა ჰყავს. ნუ.. ახლობელი.. ისეთი, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია. საერთოდაც, შეიძლება ითქვას, მხოლოდ იაკობის აზრს ჰქონდა მნიშვნელობა ყველა სიტუაციაში.. – აყალიბებს ბაჩო და მშვიდობის მტრედივით, მათ შორის მჯდარი, რიგ–რიგობით ანაწილებს მზერას ჩუმად მსხდარ ძმაკაცებს შორის
–რატომ გინდა, რომ მე წამოვიდე? – ისევ ეკითხება დაჩი და ჭიქაში მოთამაშე ლუდის ქაფს ჩასჩერებია
–მინდა სესილიას გვერდით იყო.. სესილიასა და ჩემ გვერდით. აი, ბაჩოც წავიყვანოთ. უხერხული სიტუაციების ექსპერტია!
–აუ, იაკობის კაი არაყი, უფ.. უფ! – სასაცილოდ მანჭავს სახეს ბაჩო და დაჩის ეჭიდება მკლავზე, – იაკობთან რამდენი ხანია არ ვყოფილვართ ბიჭო!
–ჰო.. – იღიმის დაჩი და სახეს სწევს, ილიას სულ ცოტახნით უყურებს თვალებში და ისევ ბაჩოს უბრუნდება, – შენ არ დალიო ოღონდ, ვინმე ხომ უნდა დაჯდეს მანქანაზე, – ხითხითებს და უცებ დგება ფეხზე
–ღირსია ახლა ეს რამის?
ილია ისევ მხიარულდება ბაჩოს აღშფოთებულ ტონზე და ორ უახლოეს მეგობართან ერთად, მშვიდი ღიმილით ტოვებს ბარს.

***
მამის გულწრფელი ღიმილი, სესილიას მორცხვი მზერა და ჩვევისამებრ, სულ რამდენიმე წუთში გაშინაურებული ბიჭები, დღის საუკეთესო დასაწყისია. ერთადერთი, რაც ანერვიულებს, სესას გაფაციცებული, ზედმეტად სწრაფად მბრუნავი სფეროებია
–იაკობისთვის ახლა შენ ჩემი მზე ხარ, ამიტომ მოეშვი ამ წამწამების ნერვიულად ფახუნს.. – ეჩურჩულება მაგიდასთან დაჯდომისთანავე და ნაზად კოცნის ხელზე
–ძალიან გავხარ..
–მართლა? ვეტყვი რომ მიმამსგავსე, გაუხარდება. მოხდა რამე? – ეკითხება, როცა მოღუშული მზერით აშტერდება სესილია ტელეფონს
–ახლავე მოვალ, ჯიჯიმ შემჭამა, უნდა ვუპასუხო..
–იქით შედი, – ერთ–ერთი ოთახისკენ იშვერს ხელს.
ჯიჯისთან ლაპარაკში გართულიც ამჩნევს ოთახში გამეფებულ ილიას აურას და დასრულებისთანავე, ცნობისმოყვარედ იწყებს თვალიერებას. პატარა, ნაძერწი სათამაშო ფიგურები და რამდენიმე ძველი, გახუნებული ნახატი საოცრად მყუდრო გარემოს ქმნის. სარკესთან, კედელზე, ილიას პატარაობის სურათებსაც აწყდება და უცებ, დაუფიქრებლად უტყდება სიცილი
–უკაცრავად.. – ესმის კარიდან და სასაცილოდ ხტება
–დასარეკად შემოვედი და შემოვრჩი.. – თავის მართლებას იწყებს რატომღაც კარებში გახევებულ იაკობთან
–ილიას ოთახია, – უღიმის მოხუცი თბილი მზერით და განაცრისფრებულ თავზე ისვამს ხელს, - ეგ კიდევ პატარა ილია!
–მივხვდი.. რა პატარაა, რა ლამაზი! – თვალები უნათებს სესილიას.
იაკობი უახლოვდება, მის ხელში მოთავსებულ ფოტოს დაჰყურებს და თავს უქნევს
–ლამაზი, მაგრამ ძალიან მოუსევენარი ბიჭი იყო. უჭმელი და უხასიათო, – ბოხი, ხავერდოვანი ხმით ლაპარაკობს და სესა მაშინვე ამჩნევს ოდნავ ათრთლებულ ტონში ღრმად ჩაბუდებულ სითბოს შვილის მიმართ
–ზოგჯერ ახლაც უხასიათოა, – ეთანხმება მხიარულად და თვალებში შეჰყურებს კაცს. როგორ ეცნობა ასეთი თვალები..
–ჰოო.. მაგრამ ახლა, ეს უხასიათობა მისი ცხოვრების ბრალია. მე ასე მგონია. ასეთი წლების გადამკიდე, ჩემმა ილიამ რომ გამოიარა, ზოგი უხასიათო კი არა, უუნარო გახდებოდა, შვილო, – ფრთხილად ეხება ხელით მხარზე და ნაზად, რიდით ეფერება
–კიდევ მომიყევით რა მის ბავშვობაზე, – ეხვეწება სესილია და ჯიუტი ბავშვივით ლოგინზე სკუპდება
–თვითონ არ გიყვება, არა?
–იშვიათად. დედაზე მიყვება ხოლმე.. მეუბნება, არასდროს ვაფერებინებდიო. მგონი, ახლა ნანობს..
–დედამისს.. ჰო, არც დედამისს და არც მე არ მიკარებდა. გვაწვალებდა ძალიან. ცუდი მანერები ჰქონდა და ისე ამოითხვრებოდა ხოლმე ჭამის ან თამაშის დროს, ჩემი საცოდავი ცოლი სულ გიჟდებოდა. ასეთი რა გავაჩინე, შენ დაიმსგავსეო.. აბა, მე რა შუაში ვიყავი, ეგ თუ პატარა ყაჩაღი იზრდებოდა. მე რა ბრალი მედო ამ ამბავში, – ისეთი გულუბრყვილო გამომეტყველებით შლის ხელებს, თითქოს დღემდე.. ახლაც უკვირს
–სამაგიეროს ახლა აქვს ძალიან კარგი მანერები! – დარწმუნებით პასუხობს სესილია
–ჰო.. შეისმინა ადრე თუ გვიან. ასე იცოდა ხოლმე, დაფიქრდებოდა და მერე, შეიძლება ისეთი შეცვლილი მოგჩვენებოდა, სულ ვეღარ გეცნო.. – როხროხით იცინის
–ძალიან კარგი შვილი გყავთ, – სიყვარულით აქვს სავსე ხმა სესილიას. ხელში მოთავსებულ სურათს კიდევ ერთხელ აკვირდება და თითებით ეფერება პატარა, მრგვალ სახეს
–წაიღე თუ გინდა ეგ სურათი, შვილო.. ბევრი მაქვს მე კიდევ. იმდენი სურათი მაქვს ილიას ბავშვობის..
–მართლა? –უხარია და უეცრად, გულზე იხუტებს. ძლიერად იკრავს და ორივე ხელს აფარებს ზევიდან
–მართლა, მართლა.. – ეცინება მის საქციელზე და ოთახში ატარებს მზერას. მერე ფანჯრის რაფასთან მიდის, იქვე აყურებულ გიტარას ავლებს ხელს და გოგონას უბრუნდება
–წამოდი, ბაჩო ვამღეროთ ახლა ჩვენ..
–ეს გიტარაც ილიასია? იცის დაკვრა? – გვერდით მიჰყვება კითხვებით
–არ იცის! არ ისწავლა და არ იცის, არასდროს უყვარდა. უბრალოდ.. ზოგჯერ ჩემი ახალგაზრდობის ნივთებსაც აქ, ილიას ოთახში ვინახავ.. იშვიათად რჩება და არც აწუხებს..
ბოლო სიტყვებით მაგიდას უახლოვდებიან და ბაჩოს შეძახილიც წამსვე გაისმის
–დაუკრავ, იაკობ? ვიმღეროთ, რა მაგარია, რამდენი ხანია ერთად არ გვიმღერია, არა?
–ხშირად მომიყვანე ეს ბიჭი, ილია. აი, ამას უხარია ცხოვრება.. თქვენ კი არა, – დაჩისა და ვაჟიშვილისკენ იშვერს რიგ–რიგობით ხელს, – აი, ამას უყურეთ! ბაჩოა ჩემი ახალგაზრდობის კაცი!
–ეჰ, იაკობ, ეს რომ შენნაირი კაცი დადგებოდეს, რაღა გვიჭირს! – ხელს იქნევს ოდნავ შემთვრალი დაჩი
–ხომ მოგიყვანე, რა გინდა მამა, – უცინის ილია და სიყვარულით სავსე მზერას აგებებს მის გვერდით ჩამომჯდარ გოგონას, რომელიც სასაცილოდ, მოუხერხებლად მალავს ფოტოსურათს თითებში
–ეს რა გაქვს, სეს? – ეკითხება და მისკენ იწევა
–შენი სურათია, პატარაობის.. შენს ოთახში ვნახე და იაკობმა მაჩუქა!
–რათ გინდა?
–ჩემი საყვარელი კაცის სურათი რათ მინდა? – უკვირს და ზედ დაჰყურებს, – ნახე, რა თბილი მზერა გაქვს.. რა ლამაზი ხარ.. ასეთს მინდა გხედავდე, რომ წავალ. დავხედავ ხოლმე და გაგიხსენებ..
–მანდ ექვსი წლის თუ ვიქნები, სესილია! – მაინც ეცინება ილიას და კოპებშეკრული გოგონა რომ არ გააბრაზოს კბილებს შორის იქცევს ტუჩს
–აი, ამ დროს ნამდვილად არ იქნებოდი ასეთი თავხედი, ახლა რომ ხარ! – ყელმოღერებით პასუხობს და უბის ჯიბეში იჩურთავს სურათს.
ლაპარაკს იაკობის აჟღერებული გიტარა და ბაჩოს ტკბილი სიმღერის ხმა აწყვეტინებთ. უხმოდ ეყრდნობა საკუთარ მხრებზე გადახვეული მამაკაცის მკლავს და ბედნიერებისგან ტუჩები აქეთ–იქით გაურბის, როდესაც გრძნობს, როგორ ღრმად ისუნთქავს რამდენიმე წამის განმავლობაში საყვარელ სურნელს მის თმაში ცხვირჩარგული ილია.

***
-ილია..
ყრუდ ჩაესმის მისი ხმა. კისერთან, მხარსა და ყბას შორის დასრიალებს მისთვის ქვეყნად ყველაზე ტკბილი ტუჩები და ყურის ძირში ჩერდება
-ილია.. - ტკბილი ჩურჩული წუწუნში გადადის. მოუთმენლობასაც ატყობს ხმას და ეღიმება
-გაიღვიძე რა..
-რატომ არ ისვენებ, სესილია? - გაჭირვებით ისრესს თვალებს და მისკენ ბრუნდება
–გათენდა..
–გათენდა? – ეცინება მის პასუხზე და საწოლზე იწევა. უცებ ავლებს ხელებს და ჯერ ისევ ნახევრად მოჭუტული თვალებით, შიშველ სხეულზე იკრავს, – პატარა ბავშვივით ხარ.. დააჭყეტ ხოლმე დილაუთენია თვალებს და არ მასვენებ არც მე
–ბოდიში, თუ ძილი გირჩევნია, ისევ დაიძინე..
ხელებიდან უძვრება, ზეწარი ძვრება და შიშველი ზურგი მოუჩანს, რომელზეც თითების ნაკვალევს ტოვებს უკვე საზურგეზე ნეტარი სახით მიყრდნობილი მამაკაცი. ხერხემალს მიუყვება პატარ–პატარა ნაბიჯებით და ქალის დაკლაკნილ სხეულზე ღიმილი ეპარება სახეზე
–მოდი ჩემთან.. – გაშლილ მკლავს აგებებს, – აღარ გამექცე ასე!
–ჩასალაგებელი მაქვს ყველაფერი
–მე დაგეხმარები რამეში? – ეკითხება და ყურზე ავლებს კბილებს
–ისეთი მობეზრებით მეკითხები, სულ რომ შეგეძლოს, მაინც არ შეგაწუხებდი, – ეცინება და მოუსვენრად ამოძრავებს თავს, – ქეთა დამეხმარება..
–კარგი გოგოა ქეთა!
–ჰო..
–ნინო კიდევ ვერ ეგუება არა შენს წასვლას?
–ნინო არ გამახსენო. დამტანჯა, ყველაფერზე ღელავს.. ბარგის ჩალაგებაზე ლაპარაკის დროსაც კი შფოთავს. სულ ჰგონია რომ რამე ძალიან საჭიროს დავტოვებ და მერე მეც მაგიჟებს, იმდენს მექოთქოთება. წამლების ჩანთა როგორ გამომიტენა, იცი?
–დედაა, ღელავს.. ბუნებრივია და ნუ ეჯუჯღუნები სულ, როგორც გჩვევია.. იმდღეს აღარ გითხარი ნინოსთან! - არიგებს ტუჩებგაბუსხულს
–იცი რაზე ვფიქრობდი?
–დავიწყეთ დილის საუბრები? – უფრო კარგად კალათდება, წელზე ავლებს ხელს და ფეხებს შორის ისვამს, – მობრუნდი, აი ასე.. მე მიყურე. ვგიჟდები თვალებში რომ გიყურებ, სესილია!
–ნუ მაბნევ.. – ბუტბუტებს სესა და მის ნაკვთებზე მოთამაშე ხელს იშორებს სახიდან
–კარგი, მაპატიე..
–იაკობი ძალიან ამაყობს შენით!
–მამისერთობა მშველის.. – იცინის ლაღად, – რამ გაგახსენა იაკობი?
–ისე.. დედაჩემზე რომ დავფიქრდი. დატოვება მეც მიძნელდება, მაგრამ ვიფიქრე, რომ რადგან დაჩი ჰყავს, ბევრად მარტივია. შენ კი.. შენ ისე დატოვე მამაშენი, სულ არ გაგიფრთხილებია. რამდენი რამ გამოიარა და მაინც ასეთი თვალებით გიყურებდა იმ დღეს.. ისეთი სიამაყე იგრძნობოდა მის მზერასა და ხმაში.. ნეტავ, მეც თუ შემომხედავდა მამაჩემი ასე..
–ცხოვრების ბალანსია, სეს.. მე მხოლოდ იაკობი მყავს და ალბათ, ამიტომაა ასე. ალბათ, მისი სიამაყით შემოხედვაც რომ არა, აღარავის ექნებოდა ჩემი იმედი. თავისდაუნებურად გამოდის. თითქოს მამაჩემს არც ჰქონია არჩევანი, უნდა ეამაყა თუ არა ჩემით. თითქოს, ასე.. თავისით გადაწყდა.. შენ კი, იმდენი ადამიანის პატარა სასწაული ხარ, არ უნდა გიმძიმდეს ასე მამის დაკარგვაზე ფიქრი. არ მინდა უგულო კაცი გეგონო ამას რომ გეუბნები.. ვიცი, რა დიდი ტკივილია მშობლის დაკარგვა, ორივემ ვიცით, მაგრამ არ უნდა დაიმძიმო ამაზე ფიქრით გული, რადგან ყელაფერი ბალანსდება.. ყველაფერი თანასწორადაა. შენით სხვადასხვა ხალხი ამაყობს. ბევრს აქვს შენი იმედი და ეს იმედები, სითბოს სახით ერთიანდება, ერთ დიდ ძალად იკვრება და შენამდე აღწევს.. შენს გულამდე, – მკერდის ქვეშ აკრობს ხელისგულს, – მე კიდევ, იაკობი მყავს, რომელსაც მოუწია ყველა სხვა ადამიანების გრძნობებიც თავად შეეკრიბა, თავად მოეგროვებინა ჩემთვის.. მიხვდი? ხვდები, ცხოვრების როგორ კანონზომიერებებზე ვლაპარაკობ, პატარა ქალო?
–შენი აზრით რას ჰგავს?
–რა?
–ცხოვრება..
–ცხოვრება? – ეღიმება სესილიას ცნობისმოყვარე სახეზე
–ჰო.. შენი თვალებით.
–კლდეზე ცოცვა იცი, სეს?
–არა, - ეცინება, - შენ?
–ვიცოდი, ალბათ ახლაც ვიცი, დიდი ხანია არ მიცდია..
–რამდენი რამ არ ვიცი შენზე.. – ოდნავ დაბლა ცურდება, მუცელზე ეხვევა მკლავებით და ეხუტება. ვეღარ ხედავს ილია სესილიას სახეს
–ბევრი დრო უნდა ადამიანის გაცნობას. შეყვარებას ცოტაც ჰყოფნის, მაგრამ ადამიანის გაცნობა შეიძლება ვერასდროს მოახერხო..
–რა შუაშია ეს ყველაფერი ჩემს კითხვასთან?
–ჰო.. შორს წავედით, – წვერზე ისვამს ხელს, – ცხოვრება.. ჩემი თვალებით.. სწორედ კლდეზე ცოცვას გავს. ადიხარ, ყველა მხრიდან ეჭიდები, ყველა შესაძლებლობას იყენებ.. წინ მიიწევ.. შეიძლება ნელა, გაჭირვებით, გახშირებული სუნთქვით, თუმცა მაინც მიიწევ და გიხარია.. თოთქოს დაცული ხარ. რომ ჩამოვარდე მსუბუქად დაეშვები ძირს.. ფეხი რომ დაგიცდეს, ისევ შეგეძლება მეორედ.. მესამედ.. მეასედ სცადო! მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გეშინია.. საკუთარი თავის იმედად ხარ მხოლოდ და გეშინია.. ეს შიში კი იცი რა დროს მოდის? უკან რომ მოიხედები.. უკვე გავლილ, წვალებით უკან მოტოვებულ გზას რომ დაინახავ.. გეშინია ასეთ დროს, რადგან ყველა ფეხის დადმა გახსოვს.. ყველა ანაბეჭდი, რაც აქამდე ამოსვლისას დატოვე. ის თითქმის საბედისწერო ფეხის დაცდენაც ასეთ დროს გახსენდება და პანიკდები.. აღარ გაქვს თითქოს ძალა, რომ გზა განაგრძო და ბედს შეგუებულიბით უკან ბრუნდები. ხშირ შემთხვევაში, ღიმილიანი სახით, "სულ ცოტათი მაინც ხომ ავედიო," იმშვიდებ თავს და დარჩენილი დრო კმაყოფილი ხარ. მერე კი, თუ ვინმე ბოლომდე ასული დაიგულე, ბოღმით ივსები.. იცი, რატომ? ფიქრი გკლავს, რომ შენც შეგეძლო.. რომ შენც იმსახურებდი ისეთ ამაყ მზერას, სხვისი სახე რომ ირეკლავს. ამ დროს, ორი გამოსავალია.. ერთი, რომ სხვის გამარჯვებას საკუთარივით შეხვდე და ტაში დაუკრა ან მეორე, ისევ მოიბა დამცავი ქამარი მხრებსა და მუცელზე და თავიდან, ახალი ძალით შეუდგე თუნდაც მანამდე ნატკეპნ გზას.. ჩემი აზრით, ღირს დაფიქრება ასეთ დროს.. არა იმიტომ, რომ ადამიანი სისუსტეს ვერ ეგუება, არამედ იმიტომ, რომ იმ მცირე შანსის ხელიდან გაშვება, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს, უშანსოდ დარჩენის ტოლფასია! – ბოლო სიტყვების თქმისას ოდნავ ეღიმება და საკუთარ მუცელზე დაფენილი ქალის თმაში აცურებს თითებს. მის სუნთქვას გრძნობს მენჯის ძვალთან და სასიამოვნო ტაო აყრის სხეულზე. რა საოცარია, რომ გისოსებიდან თავის დაღწევისასაც არ უგრძვნია ასეთი სიმსუბუქე და თავისუფლება ახლა რომ გრძნობს, სესილიას შეხებისას..
–მგონი, მომინდა კლდეზე ცოცვა ვისწავლო, - ფხუკუნებს სესა და თითებს დაატარებს მკვრივ სხეულზე.
ილიას სუყვარულით ეცინება, მხრებზე ავლებს ხელებს და თავისკენ სწევს
–შენ ჩემზე კარგად იცი კლდეზე ცოცვა.. შენ ჩემზე მალე მიაღწევ გამარჯვების წერტილამდე და იქიდან შემომხედავ.. ისე, როგორც ჩემს სესილიას ეკადრება! მე უკვე გამოვიარე ეს გზა.. იღონდ, ზედმეტად ბევრჯერ დამიცდა ფეხი..
–რას თვლი შენს გამარჯვებად, ილია?
–შენ.. შენ ხარ ჩემი ჯილდო! - პასუხობს და ხმის ამოღებას არ აცდის, ისე აცხრება გაკვირვებისგან გამობზეკილ, პატარა ტუჩებზე.

***
მერე კი.. მერე, გამგზავრების ჯერი დგება. დამშვიდობების.. საყვარელ თვალებში ბოლოჯერ ჩახედვის და იმდენად არ მოსწონს ამაზე ფიქრი, საშინლად უფუჭდება ხასაიათი. გონებაგაფანტული დააბიჯებს ოთახიდან ოთახში და უბრალო წვრილმანებზედაც უცებ ევსება ცრემლით თვალები. ბოლოს, ნერვებაშლილი საკუთარ ოთახში იკეტება და ვარჯიშით ცდილობს ყურადღების გადატანას
–სესილია, - ესმის ძალიან მალე ძმის ხმა და არც უკვირს.
სულ ასე იცის. რამდენიმე წუთით დააცდის და მერე უკან მიჰყვება, ვერასდროს ითმენს
–მოდი..
–მოდი აქ, სეს.. - ეუბნება და თავად გორდება მის საწოლზე. იდაყვებით ეყრდნობა და წინ ატყაპუნებს ხელს, - მოდი, მოდი!
სესილია წინ უჯდება, ფეხებმოკეცილი და დაბნეულ უფროს ძმას თბილად უღიმის
–ასე რომ ღელავ არ მომწონს..
–ვიცი, არც მე, მაპატიე, უბრალოდ.. ვერაფრით გავიგე რა წავიღო და რა არა. ასე ვერაფერს მოვასწრებ..
–ხვალინდელი დღე ხომ გაქვს? რა განერვიულებს, მეც დაგეხმარები, გინდა? - ლოყებზე ავლებს ხელს
–რაში უნდა დამეხმარო, ისიც ვერ გადამაწყვეტინე ის მწვანე სვიტრი წავიღო თუ არა, - ბუზღუნებს გაჭირვებით, რადგან დაჩის სახეზე მოჭერილი თითები არ უშვებს, - მეტკინა ლოყები დაჩი, შემეშვი თორემ მოგკლავ ახლა!
–სულ არ გიყვარვარ გოგო, არა? რანაირად მელაპარაკები?
–კიდევ მე მეკითხები? დამიწითლე ლოყები..
–ყველაზე მეტად ეგ დაწითლებული ლოყები მომენატრება, იცი? - იდაყვით ეყრდნობა საწოლს და ხელისგულში მალავს ნიკაპს
–ჰო, სხვა არაფერი მოგენატროს, - წყენით პასუხობს
–კიდევ იცი რა მომენატრება? - სერიოზულდება დაჩი
–რა?
–ეს დაწითლებული ცხვირი, – ახლა ცხვირზე ავლებს თითებს და გაცეცხლებული სესილიას დანახვაზე სიცილს ტეხს
–მორჩი, დაჩი!
–შენ, სეს? შენ არ მოგენატრები? – მუხლებზე აყრდნობს ხელებს და კალთაში უდევბს თავს
–მომენატრები დაჩი, - უცებ იწევა ძმისკენ და ყელზე ეხვევა, - მიყვარხარ! იცი ხომ, როგორ მიყვარხარ?
–ვიცი, სეს.. მეც მიყვარხარ. იმაზე მეტად, ვიდრე შენ წარმოგიდგენია.. და შენით ვამაყობ. ყველაზე ლამაზი გოგო ხარ.. და მეც, პატარა ბიჭივით ეგოისტურად მჯერა, რომ ჩემი პატარა დასავით ნიჭიერი მეორე არ დაბადებულა! - უცებ აგდებს საწოლზე თავისთან ერთად და მთელი სხეულით ეხვევა, - იცი, რას მივხვდი? - ეკითხება ჩურჩულით საკუთარ მკლავებში ჩამალულს
–რას?
–მეშინია.. ისე მეშინია შენი შორს ყოფნის, რომ გული მისკდება და მთელი ეს დროა ვაიგნორებ საკუთარ გრძნობებს, რომ შენ არ დაგთრგუნო. ახლა კი.. ახლა ვხვდები, რომ პირიქით, მინდა იცოდე და გახსოვდეს, რომ შენს ძმას სიკვდილივით ეშინია შენი სხვაგან ყოფნის, - წარმოთქვამს ხაზგასმით, ისე რომ წამით არ აშორებს მზერას, – ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა იყო.. თუ გინდა, რომ მე აქ მშვიდად ვიყო. გესმის, სეს?
–მესმის, - თავს უქნევს და უცებ უკოცნის სახეს
–და მაინც, მგონია რომ ის მწვანე სვიტრი უნდა დაიკიდო..
–კარგი, - თავს უქნევს და ლოყით ლოყაზე ეკვრის.
კიდევ დიდხანს ასე, ერთმანეთზე უხმოდ გადახვეულები წვანან, სანამ სესილიას გადაღლილობისგან თვალები არ ეხუჭება და დაჩიც, ოთახში შემოსულ ნინოს სასაცილოდ ანიშნებს, რომ ჩუმად იყოს
–მეგონა ცეკვავდით, - ეცინება ნინოს და პირზე იფარებს ხელს
–და სანახაობის გამოტოვება არ გინდოდა? - ფხუკუნებს დაჩიც და ოდნავ იწევა
–აბა კიდევ როდის ვნახავ თქვენს ლამაზ ნარნარს ოთახში, - სითბო ეღვრება ხმაში ნინოს და საწოლთან მიახლოებული, ზეწარს აფარებს ორივეს ერთად
–ეძინოს, იქნებ ცოტა დამშვიდდეს.. - შუბლზე ჩამოყრილ თმას უსწორებს ქალიშვილს და მასზე მკლავებშემოხვეულ დაჩის უღიმის, - არ გამოხვალ მისაღებში, დე?
–ცოტახანში.. ვიქნები ჯერ სესასთან, - მშვიდი სუნთქვით ჩაძინებულს აყრდნობს შუბლს და თვალებს ხუჭავს.
ბოლო დღეებია განსაკუთრებით სჭამს მასზე დარდი და ახლა.. საოცრად უნდება უფლება ჰქონდეს უმცროსი დასავით, უმიზეზოდ ტირილი შეეძლოს. თუმცა, ამის მაგივრად, უფრო მეტად იკრავს გულზე და ღრმა ამოსუნთქვით ინაწილებს მის სითბოს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი დარინა

ჩემი სიგიჟეა ეს ისტორია ისე მიყვარს, ჩემს სულამდე და გულამდე მოდის თითოეული სიტყვააა, მაგიჟებს ილიას პერსონაჟი და ყველაზე მეტად მინდა რომ ყველაფერს მიაღწიოს დაბრუნებულ სესას ფეხზე მყარად მდგომი მინდა დახვდეს, მართლა საოცარი გოგო ხარ ასეთი მაგარი ისტორიის შექმნისთვის, აი სულ უნდა წერო და გვანებივრო ახალ ახალი სიახლეებით, სულ გელოდები ხოლმე.

 


№2  offline წევრი გრაფინია

რა ვთქვა ახალი?
სიუჟეტი რომ ,უდაოდ,კარგია და შენც,რომ ძალიან კარგად წერ,ყველამ ვიცით.
მომწონს შენი შეხედულებები ისეთ მეგობრობაზე,სიყვარულზე,მამა-შვილობაზე და ა.შ
დაჩის და სალომეს ამბავიც მიხარია.
ილია არ მინდა დამეტანჯოს,ერთად მინდა ეგ და სესა ტკბილად,თბილად
სულ გელოდები❤️

 


№3  offline წევრი ნანა73

ასე ღრმად გადმოცემული სულიერი თუ ემოციური მდგომარება სულ ცოტას თუ შეუძლია... ყველა თავში უფრო მეტად ვრწმუნდები შენში და ძალიან მახარებს, რომ აქ ხარ, წერ და საშუალებას მაძლევ წავიკითხო შენი ისტორიები... ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი aneta

ვგიჟდები შენს ისტორიებზე, ისეთი ჩამოყალიბებული პერსონაჟები გყავს, ძალიან ღრმა, თითქოს რეალური. გულდასაწყვეტია, რომ ბევრი მკითხველი არ გყავს. წარმატებებს გისურვებ და გგულშემატკივრობ

 


№5  offline წევრი Rania

Zalin. Zalian magariaaaa. Grma. Emociuri. Titeuli sityva rom sulshichamcvdomiaaa. Catmatebwbi. Saocrad cerr

 


№6  offline წევრი P.A.

დარინა
ჩემი სიგიჟეა ეს ისტორია ისე მიყვარს, ჩემს სულამდე და გულამდე მოდის თითოეული სიტყვააა, მაგიჟებს ილიას პერსონაჟი და ყველაზე მეტად მინდა რომ ყველაფერს მიაღწიოს დაბრუნებულ სესას ფეხზე მყარად მდგომი მინდა დახვდეს, მართლა საოცარი გოგო ხარ ასეთი მაგარი ისტორიის შექმნისთვის, აი სულ უნდა წერო და გვანებივრო ახალ ახალი სიახლეებით, სულ გელოდები ხოლმე.

მადლობა დიდიი ასეთი სითბოსთვის:* სიმართლე გითხრა, არ მქონია გეგმაში იდეალური ილიას შექმნა, თუმცა საბოლოოდ ისეთი პერსონაჟი გამოვიდა, რომლის შეყვარება ძალიან მარტივია..
მიხარია, რომ ასე მელი <3

გრაფინია
რა ვთქვა ახალი?
სიუჟეტი რომ ,უდაოდ,კარგია და შენც,რომ ძალიან კარგად წერ,ყველამ ვიცით.
მომწონს შენი შეხედულებები ისეთ მეგობრობაზე,სიყვარულზე,მამა-შვილობაზე და ა.შ
დაჩის და სალომეს ამბავიც მიხარია.
ილია არ მინდა დამეტანჯოს,ერთად მინდა ეგ და სესა ტკბილად,თბილად
სულ გელოდები❤️

სალომეს და დაჩის წინ აქვთ ყველაფერი:დ მიხარია რომ მათ წყვილზეც გამოიკვეთა ინტერესი^^ მადლობა შენ, ძალიან მსიამობნებს რომ ფიქრობთ, კარგად ვწერ.. არც კი იცით, რამხელა ბედნიერებაა თუნდაც რამდენიმე ადამიანი რომ გგულშემატკივრობს <3

ნანა73
ასე ღრმად გადმოცემული სულიერი თუ ემოციური მდგომარება სულ ცოტას თუ შეუძლია... ყველა თავში უფრო მეტად ვრწმუნდები შენში და ძალიან მახარებს, რომ აქ ხარ, წერ და საშუალებას მაძლევ წავიკითხო შენი ისტორიები... ❤️❤️❤️

მე კიდევ მიხარია რომ საშუალება მეძლევა გასუამოვნოთ! მადლობა მადლობა ❤️❤️❤️

aneta
ვგიჟდები შენს ისტორიებზე, ისეთი ჩამოყალიბებული პერსონაჟები გყავს, ძალიან ღრმა, თითქოს რეალური. გულდასაწყვეტია, რომ ბევრი მკითხველი არ გყავს. წარმატებებს გისურვებ და გგულშემატკივრობ

ძალიან დიდი მადლობა ❤️ ბევრი მკითხველი კარგია, უფრო სწორად ძალიან მაგარი:დ თუმცა არ მაქვს ძალიან დიდი პრობლემა ამასთან დაკავშირებით. შეიძლება არც მკითხველი მყავს ბევრი და ბევრს არც მოსწონს. მთავარია რამდენიმე ადამიანისთვის მაინც მოქმედებდეს დადებითად ჩემი ნაწერი. მიხარია, რომ თურმე ერთ-ერთი მათგანი ხარ❤️

Rania
Zalin. Zalian magariaaaa. Grma. Emociuri. Titeuli sityva rom sulshichamcvdomiaaa. Catmatebwbi. Saocrad cerr

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვაუ ! აი ეს მესმის ♥️♥️♥️
ვაფასებ ასეთ ნაშრომს და გაფასებ შენ რომ ასე უღრმავდები შენივე პერინაჟებს და შენივე ისტორიას ♥️♥️♥️
აი ასე კარგად რომ გადმოსცემ იმ ემოციებს რასაც მე ვგრძნობ უბრალოდ მართლა შესანისნავი და შეუდარებელია ♥️
სხვას უბრალოდ ვერაფერს ვიტყვი მართლა ... ასე განაგრძე მე მართლა მომწონს ეს ანდაც არა ვგიჟდები და ამაზე მეტი ისტორიაში არაფერია სასიამოვნო და კარგი! ♥️

 


№8  offline წევრი tamuna.s

სიტყვებიც კი არ მყოფნის როგორ გამოვხატო ის ემოციები, რომლებიც მეუფლება ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ. საოცარი წყვილია ილია და სესილი, დიდ ბედნიერებას იმსახურებენ. blush აუ მალე გავიდეს ეს ერთი წელი რა, ერთი სული მაქვს მათი შეხვედრა ვიხილო. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

 


№9  offline წევრი P.A.

ტკბილიწიწაკა
ვაუ ! აი ეს მესმის ♥️♥️♥️
ვაფასებ ასეთ ნაშრომს და გაფასებ შენ რომ ასე უღრმავდები შენივე პერინაჟებს და შენივე ისტორიას ♥️♥️♥️
აი ასე კარგად რომ გადმოსცემ იმ ემოციებს რასაც მე ვგრძნობ უბრალოდ მართლა შესანისნავი და შეუდარებელია ♥️
სხვას უბრალოდ ვერაფერს ვიტყვი მართლა ... ასე განაგრძე მე მართლა მომწონს ეს ანდაც არა ვგიჟდები და ამაზე მეტი ისტორიაში არაფერია სასიამოვნო და კარგი! ♥️

ძალიან დიდი მადლობა❤️ მიხარია სასწაულად!

tamuna.s
სიტყვებიც კი არ მყოფნის როგორ გამოვხატო ის ემოციები, რომლებიც მეუფლება ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ. საოცარი წყვილია ილია და სესილი, დიდ ბედნიერებას იმსახურებენ. blush აუ მალე გავიდეს ეს ერთი წელი რა, ერთი სული მაქვს მათი შეხვედრა ვიხილო. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს.

მალე გავა:დდ მეც ვეცდები მალე შემომეწეროს შემდეგი თავი, მადლობა დიდი ❤️

 


№10  offline წევრი მარუსიკა

ამ საიტზე ვთვლი რომ საუკეთესო ხარ❤️❤️❤️

 


№11  offline მოდერი მარია.

საშინლად მწყდება გული, როცა უბანალურეს და უაზრობა ისტორიას 40 კომენტარი აქვს და შენსას 10.
საუკეთესო ხარ ჩემთვის ამ საიტზე!
N1 !!!
“არ გადამიფიქრო” თი გაგიცანი და მადლობას ვუხდი გულში, შენი ყველა სიახლის დანახვისას იმ გოგოს, ვინც შენი ისტორია მირჩია.
ის ისტორია იყო საოცრება. სიტყვებითაც ვერ აღვწერ. ამიტომ დაგიტოვე ორიოდე სიტყვა კომენტარებში.
ეს ისტორია ხო საერთოდ.
არ მესმის ასე ღრმად როგორ უნდა უფიქრდებოდე და უღრმავდებოდე ჩვეულებრივ ყოფად სიტუაციებს.
რა უნდა გითხრა ახალი?
უმაგრესი რო ხარ? უნიჭიერესი?
მეზედმეტება ამდენი სიტყვა.
ვსო.
საოცრება ხარ❤️
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№12  offline წევრი P.A.

მარუსიკა
ამ საიტზე ვთვლი რომ საუკეთესო ხარ❤️❤️❤️

ახლა გული გამისკდება:დ მართლა არ ვიცი როგორ დავიმსახურე ასეთი მაგარი სიტყვები, თუმცა უღრმესი მადლობა!❤️

მარია.
საშინლად მწყდება გული, როცა უბანალურეს და უაზრობა ისტორიას 40 კომენტარი აქვს და შენსას 10.
საუკეთესო ხარ ჩემთვის ამ საიტზე!
N1 !!!
“არ გადამიფიქრო” თი გაგიცანი და მადლობას ვუხდი გულში, შენი ყველა სიახლის დანახვისას იმ გოგოს, ვინც შენი ისტორია მირჩია.
ის ისტორია იყო საოცრება. სიტყვებითაც ვერ აღვწერ. ამიტომ დაგიტოვე ორიოდე სიტყვა კომენტარებში.
ეს ისტორია ხო საერთოდ.
არ მესმის ასე ღრმად როგორ უნდა უფიქრდებოდე და უღრმავდებოდე ჩვეულებრივ ყოფად სიტუაციებს.
რა უნდა გითხრა ახალი?
უმაგრესი რო ხარ? უნიჭიერესი?
მეზედმეტება ამდენი სიტყვა.
ვსო.
საოცრება ხარ❤️

მადლობა იმ გოგოს, ვინც ჩემი წაკითხვა გირჩია, სხვა შემთხვევაში დილიდან ასეთ დიდი ბედნიერებას ვერ ვიგრძნობდი ❤️ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან! ვერც ვფიქრობ რა პასუხით შეიძლება გამოვხატო ახლა ემოციები, მართლა..❤️

 


№13  offline წევრი მარუსიკა

დღეს იქნება ახალი თავი? ერთი სული მაქვს რომ დადო????????

 


№14  offline წევრი P.A.

მარუსიკა
დღეს იქნება ახალი თავი? ერთი სული მაქვს რომ დადო????????

ვერა დღეს, ბოდიში :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent