შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოსალოდნელი საფრთხე (სრულად)


28-01-2019, 13:20
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 4 210

მოსალოდნელი საფრთხე (სრულად)

პაპანაქება ზაფხულია, თუმცა მიას მაღვიძარა უკვე 10 წუთია გადაბმულად რეკავს. გოგონა მხარეს იცვლის, კედლიდან საწოლის კიდისკენ იწევს და უკმაყოფილოდ უყურებს ტელეფონის ეკრანს. თითქოს ცდილობს გაიხსენოს, რატომ უნდა ადგეს ასე ადრე, 8-ის ნახევარზე.
„სამსახურიდან ისედაც დამითხოვეს, საქმეც არაფერი მაქვს..“ - წამიერ საგონებელში ვარდება გოგონა, თუმცა მალევე ერკვევა და ციბრუტივით მიიწევს პატარა კოლოფით ხელში სააბაზანოსკენ. თან პერიოდულად ერხევა სხეული, თუმცა მხოლოდ ნერვიულობისგან და მოსალოდნელი საფრთხისგან.
„აუ, მერე რა ვქნა ?“ - ეკითხება საკუთარ თავს მთელი კვირის განმავლობაში გათავისებულს და თან აჩის რეაქციას იხსენებს, როცა დაგვიანებული სექსოლოგიის გაკვეთილი ჩაუტარა ანატონიის შერევით, თუმცა მერე რა - „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო !“
-როცა მითხარი, სახე გამინათდა.. მაღაზიისკენ მივდიოდი, ვუყურებდი ახალგაზრდა მამას და მაშინვე მის ადგილას წარმოვიდგინე თავი.. - ახსენდება საყვარელი მამაკაცის პირველი კომენტარი და ცდილობს თავი დაიმშვიდოს წინასწარ, რა იცის რა ხდება.
„მია, მნია, ჩუ, უბრალოდ მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდო, სულ რაღაც საათის რამდენიმე გრადუსი - ამშვიდებს საკუთარ თავს, ცოტა ხანში კი ხელების ავადმყოფური კანკალით შედის ოთახში, საწოლზე წვება და პასუხის მოლოდინში ცქმუტავს. თვითონაც ვერ გარკვეულა რა უნდა, გაახარებს „კი“ თუ არა, იქნებ „არა“ უკეთესი პასუხია. გარკვეული თვალსაზრისით უნდა სიახლე, მთელი სხეულით ისწრაფის ახალი ცხოვრებისკენ. განა სულ არ იზიდავდა რადიკალური ცვლილებები ? ერთფეროვნება ხომ მისთვის ყველაზე დიდი სასჯელი იყო ?
-რაც იქნება, იქნება ! - ერთ ხაზს ხედავს და გულის ცემა უორმაგდება. გოგონას ერთ ნაწილს უხარია, გადავრჩი საფრთხესო, მეორე კი გაფაციცებით ეძებს მეორე ხაზის მაგვარ რამეს მაინც, მაგრამ ამაოდ. შემდეგ კი თითქოს იმედს კარგავს, რაც საკუთარი თავისგან ძლიერ უკვირს. ერთი საათიანი ფიქრის შემდგომ, იღებს ტელეფონს და აჩის ბედნიერი ქალის ხმით ულოცავს, დედმამობის ლოდი აგვცდაო, თან მხიარულად ხარხარებს.
-უნდა აღვნიშნოთ ეგ ამბავი !
-ჰო, მახსოვს !
რამდენიმე საათში ფიქრებგაფანტული თავს ადგება აჩის შამპანურით ხელში და ლოყაზე კოცნის.
-თითქოს გული დამწყდა, იცი ? - მამაკაცი რიტორიკულად უყურებს.
-60 %-იანი სიზუსტეა, 40% კიდევ იმედად გრჩება ! - ირონიით ეუბნება და ხელზე ჩქმეტს უზარმაზარ მუწუკზე, რასაც აჩის სახის შეშმუშნა მოსდევს, შემდეგ კი ჩნდება იდეალური წყვილი.
-მოდი, პიცა გავაკეთოთ - სთავაზობს მამაკაცი და წინასწარ გამზადებულ პროდუქტზე ანიშნებს, შემდეგ ღუმელს რთავს, თუმცა ეს უკანასკნელი წამიერად კარგავს ფუნქციონირების ძალას და შეყვარებულთა სახეები გაკვირვებას ცვლიან, თუმცა თავდაპირველი გაკვირვება ალტერნატივის არსებობას ვერ სპობს. ჩვეულებრივ ტაფას აცხელებენ და ყველითა და მაიონეზით სავსე ცომს აბრტყელებენ.
-ცომიააა ნახევრად - აჩი ცომს აშორებს გამომცხვარს, მეორე სინზე ათავსებს, კარგ ნაწილებს გოგონას აჭმევს, ნაწილი კი ხელმეორედ შესაწვავად მიაქვს. მიაც ზარმაცად დგება მისი კალთიდან და უკან მიყვება.
-შენი იდეა იყო ! - ეუბნება ნიშნის მოგებით აჩის და მის თითოეულ მოძრაობას დაკვირვებით ადევნებს თვალს - რა მზარეული მყავხარ, ნუ იტყვი !

***
„დარჩენილი პროცენტებით შექმნილმა ალბათობამ რომ დაგღუპოს.. ტუზი რომ დაგვეცეს რა ვქნათ ? ! - დღეში რამდენჯერმე ეკითხება მია, რომელიც ამჩნევს, რომ შინაგანი მღელვარება ჯერ კიდევ ვერ ჩაცხრობია.
-დამშვიდდი რამეს ვიზამთ !
-მზად არ ვართ, თორე მეზობლის ბავშვების ლოყაზე ჩქმეტა მეც მიყვარს ! - დიდი გამოცდილების მქონე მანდილოსნისებრ ასკვნის მია.
-კარგი, რა, მია .. ასე მგრუზავ !
-არ მესმის, რა ხდება.. ცოტა ხნის წინ, როცა მაღაზიებში ბავშვის სამოსი დავინახე და აღტაცებით გეუბნებოდი, უნდა ვუყიდოთ - მეთქი, არ ამყევი ღადაობაში, ახლა კი, როცა ვნერვიულობ, მაშინ ხარ არასერიოზულობის ხასიათზე.. საპირისპიროდ იქცევი სულ ! - გოგონა უეცრად განცდებზე ავტონომიას კარგავს.
-ესეც ერთ-ერთი ნიშანია ? - ეკითხება აჩი.
-წადი ერთი.. მათამაშე ჩემი თამაში -ტელეფონს ართმევს და შემდეგი 40 წუთი მამაკაცისკენ წამითაც არ იხედება, ის კი აკვირდებოდა გოგონას სახის ნაკვთთა ცვლილებებს და ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს კინოში ძალიან სასიამოვნო საყურებელ ფილმზეა.

***
-გოგო გინდა თუ ბიჭი ? -ეკითხება რამდენიმე დღის მერეც... - გოგონას რას დაარქმევდი ? ბიჭს ? - პასუხს არ ელოდება ისე აყრის.
-მოვლენების განვითარება, მია, მოვლენების !
-გეშინიაა, ჰო ?
-ღადაობ, მია ? ჰო გითხარი, რომ მზად ვარ ნებისმიერი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაზე ?! -ამბობს სრული სერიოზულობით და მიასკენ ხელებს წევს, კომფორტულად იკრავს სხეულზე და მის თმებში რგავს თავს.
-მსუსხავ, აჩი !
-ფიზიკურად რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ფსიქოლოგიური ორსულობა უკვე შეგყრია შენ !

***
ცდილობს ყოველგვარი ფიქრი ამოძირკვოს თავიდან, თითოეული საფრთხე გააქროს, რომლის მოლოდინის ალბათობაც კი არსებობს... ცხელი ქაფით სავსე ვანაში წვება და თვალებს ხუჭავს, ცდილობს გაიხსენოს ის უდარდელი პერიოდი, როცა გაცილებით მარტივი თავსატეხები აწუხებდა; როცა აფორიაქებდა საგნების გამოცდები და არა ცხოვრების; მართლს ამბობენ უფროსები, ცხოვრებისეულ გამოცდასთან ეგ თქვენი მასხარაობები ვერ მივაო.

***
-საოცრად მიყვარს ! - ეუბნება აჩი ძმაკაცს და სიგარეტს უკიდებს.
-ასე არასდროს ?
- სიცოცხლეზე მეტად, ტკივილამდე, მონატრების უფსკრულამდე... არ ვიცი , როგორ აღვწერო - მოწევა ავიწყდება და იდაყვს ეყრდნობა.
- ჰოდა, გაუფრთხილდი, არ დაკარგო არასდროს ! -არიგებს გია და ხელს მხარზე ძლიერად არტყამს.

***
- იქნებ ის პასუხი არ იყო სწორი, მერე რა ვქნათ ?
- ეს უკვე განვიხილეთ, მია ! ყველაფერი კარგად იქნება ! - თვალებში უყურებს გოგონას და ცდილობს, მისი ფიქრები ამოიცნოს.
- ნუთუ ასეთი მარტივია ?!

-ამ მაღაზიაში შევიდეთ, ბავშვის ტანსაცმელია, ჩვენს გოგონას ან ბიჭს წინასწარ შევურჩიოთ - თვალები უციმციმებს მიას.
-გოგო, მეღადავები ? - ეცინება აჩის და მიას წელზე ხელს ხვევს.
-მთელმა ქვეყანამ უნდა დაგვინახოს, ჰა ?
-რავი, როცა გინდა იმხელა ხმაზე საუბრობ ხოლმე... შენ მგონი ბავშვის თემა ძალიან გახალისებს ?
-ჰო, ვღადაობ ხოლმე, გავერთოთ ცოტა. თან ტესტი ადრე ჩავიტარე, რაც მის სისწორის ალბათობას ამცირებს - გოგონა დასტურს არ ელოდება, ისე მიიწევს სწრაფი ნაბიჯით მაღაზიის კარისკენ. უბრალო გამვლელს იმის ფიქრის საშუალებასაც კი მისცემს, რომ მისი სახით უკვდავების წყაროსკენ მიილტვის აბესალომად ქცეული ეთერ ქალი.
ბავშვობის დედაშვილობის თამაშის ზრდასრული გაგრძელება შეყრია თითქოს, მთელი სახე უბრწყინავს, თითქოს თვალებიც მის მაგივრად ამბობენ სათქმელს, ბაგეები კი ბადაგზე მუქად შეფერვია.
-მიყვარხარ, მია ! -ეუბნება მამაკაცი და ხელით თითზე ეხება. ასეთი მინიმალური სიახლოვეც კი საოცრად სასიამოვნო გ შეგრძნების ნებას აძლევს მიას მთელ სხეულს.
-ჩვენი ბავშვი არ გიყვარს ?
-ის უფრო შემიყვარდება !
-გაგებუტე !
-იეჭვიანე ახლა, მიდი, იეჭვიანე - ღიმილით ეუბნება და ხელს ბეჭებზე ხვევს, ასე იკრავს ახლოს, მის ყურთან ბაგეები მიაქვს დაა ჩუმად ეუბნება, არავინაა, სასეირნოდ შესანიშნავი ადგილიაო.
„გალერიიდან“ გამოდიან, ისევ ჩვეული ლუკმის საშოვნელი მუსიკა ისმის. სხვანაირად როგორ უნდა იყოს, საკუთარი თავისა და საკუთარი ნაშიერის გადარჩენის ინსტინქტი ხომ ადამიანთა უკურნებელ სენად ქცეულა.
-დამეხმარეთ, რა - კიბეებზე მოხუცი ქალი წინასწარი მადლიერებით სავსე თვალებით უყურებს მიას.
-ხურდა არ გაქვს ? - ეკითხება გოგონა აჩის და ლარიანს ჭიქაში უგდებს მოხუცს, აჩიც იმავეს აკეთებს, რასაც მოსდევს მოხუცის მადლიერების გაასმაგება.
-100 და კიდევ უფრო მეტი წელი ბედნიერი გამყოფოთ, შვილებო, ღმერთმა ! - ქალი ნელი ნაბიჯით შორდება მათ და სხვა წყვილისკენ იღებს გეზს.
-სიგარეტს ვიყიდი და მოვალ ? აქ დამელოდე, კარგი ? - ეკითხება აჩი მიას, რომელიც მთელი დღის სიარულისგან იმდენად დაღლილა, ფეხის გადადგმაც კი ეზარება. ზოგადად ენერგიულ გოგონას იმდენად გაუთავისებია, არიქა ორსულად ვარო, „საფრთხემ“ ფსიქოლოგიური სტრესიც კი შეყარა.
-კარგი, გვრიტო ! წყალიც გამომიყოლე, რა.
-ოღონდ ისე დალიე, როგორც გითხარი - თვალს უკრავს აჩი და „ბუტკიკენ“ მიიწევს. მია კი მოლოდინის რეჟიმს რთავს, ტელეფონს იღებს და ცდილობს wi-fi დაიჭიროს, თუმცა ცდა ცდად რჩება. უკნიდან შეხებას გრძნობს და ხტება.
-დიმიტრი !
-როგორ ხარ ?
-კარგად, შენ ?
-რატომ არ მპასუხობ ?
-როგორც საჭიროა, ისე ვიქცევი. ახლა კი მეჩქარება .. - გოგონა ორი ნაბიჯით წინ მიიწევს და ტელეფონს უყურებს, თუმცა მამაკაცი ხელზე ხელს უჭერს და მისკენ აბრუნებს - მია !
-ხელი გამიშვი ! - გოგონას კილო მკაცრი ხდება, გამომეტყველებაც ამ გზას მიყვება.
-მერე ინანებ !
-უბრალოდ წადი !
-საუბარი მინდა !
-ჩვენ საუბარი დიდი ხნის წინ უკვე დავამთავრეთ !
უსიამოვნო განცდის კლანჭებში ექცევა მია, სწრაფი ნაბიჯით მიიწევს აჩისკენ და ეხუტება. მამაკაცი მარტივად ხვდება გოგონას განწყობილების ცვალებადობას, მიზეზს ეკითხება, მიაც არ უმალავს.
-დაურეკე და გავარკვიოთ - მარტივად, გონებით უდგება აჩი საკითხს, მიაც იზიარებს მის რჩევას, ცოტა ხანში ცელოფნით ხელში დიმიტრით ჩნდება. გოგონას გვერდით აჩის დანახვა აცბუნებს, თითქოს ცივი და ცხელი ქარი ერთდროულად უვლის სხეულში. შესაძლოა იმაზე ძლიერად, ვიდრე მიას სიახლოვე გვრიდა ერთ დროს.
-ბატონო დიმიტრი ! - ირონიით უყურებს მია - გაიცანი, ეს აჩია.. ჩემი შეყვარებული - ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ პასუხობს. მამაკაცები ერთმანეთს ეცნობიან, ხელს ართმევენ. აჩი თამამადააა, მარტივად უხსნის ვითარებას „კონკურენტს“, დიმიტრი კი დამფრთხალ შველს დამსგავსებია, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს მტაცებელს.
-ნუ, გასაგებიაა, რა... ბაზარი არაა. უბრალოდ რაღაც წიგნები აქვს ჩემი და იმის გამო მინდოდა მისი ნახვა - მია მაშინვე ხვდება, რომ დიმიტრი ცრუობს. აი, მამაკაცებიც როგორ მალე იბნევიან. საკმარისია მოსალოდელი საფრთხე სრულიად თუ არა, ნახევრად მაინც გაითავისონ, ჩვეულ რიტმს კარგავენ...
მია და აჩი გამარჯვებულის განცდით რუსთაველის მეტრომდე ფეხით მიუყვებიან გზას. ჯერ ყოფილ ლექტორს აწყდება მია თავის შეყვარებულთან ერთად, შემდეგ კი მეზობელ ანრის, რომელიც მას საერთოდ ვერ ამჩნევს, ისეა გართული თანამგზავრ გოგოსთან საუბარით. ბიჭს სახე შეფერადებია წითლად, ასე მაშინ მოდის, როცა ემოციების მოჭარბებას განიცდის, შუბლზე სქელი ძარღვიც კი შესამჩნევად დატყობია. მია ყურს კრავს მათ საუბარს, რადენიმე ფრაზას იგებს, რომლის მიხედვითაც ანრის ამ უცნობ გოგონასთან გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონოდა (არა მეგობრული).
-რა ფერის თმა ჰქონდა ამ გოგოს ? შავი ჰო ჰქონდა ? არადა მის შეყვარებულს ღია აქვს..
-ამის გამო შეჩერდი და მიაშტერდი ?
-არადა როგორ უყვარს თავისი შეყვარებული, მზე და მთვარე ამოსდის... -ანრიზე იწყებს მოყოლას.. - აუ, ერთხელ კაფეში ისეთი მოწიწებით გაუღო კარი და შემდეგ მზერით ისე მიაცილა სკამამდე, თითქოს შურმა მძლიაა.. ახლა კი... იმ გოგომ რომ გაიგოს...
-ზუსტად არ იცი რა ხდება და არ ღირს ჩარევა..
-ვერც ჩავერევია ძაანაც რომ მინდოდეს.. ისე რა სასტიკია მამაკაცთა უმრავლესობის „კაცმა უნდა იგულაოს“ ბუნება. ყველაზე უარესი ისაა ქალთა რაოდენობით რომ ზომავენ თავიდან ღირსებას.
-ვერ ვიტან ასეთ.. სჯობს არ ვთქვა..
-ნეტავ, შენ გგავდეს ყველა !
-ბევრ ვარდში იქნებ დავფარულიყავი მთლად, ჯინჭრებიც ხომაა საჭირო, მია ! - ეცინება აჩის და რუსთაველის მეტროშიც შედიან.


***
ზესასიამოვნო განცდა ეუფლება მიას, უკვე ორსულობის დაშვებაც კი არ აშინებს. როგორც ჩანს, სიყვარული არა მხოლოდ ასუსტებს, აძლიერებს კიდეც.
ფანჯრის რაფაზე ჯდება გოგონა. ცას უყურებს, შემდეგ ისევ მიწისკენ აპარებს მზერას. ბევრ რამეს ხედავს, ბევრსა და განსხვავებულს, თუმცა ყველაფრის აღქმა არ უნდა, თითქოს სურს ძლიერი გრძნობებით დათვრეს და გაექცეს რეალობას.
ცოტა ხანში აჩიც ურეკავს და მათი საუბარიც იწყებაა..
საუბარი არაფერზე და თან ყველაფერზე...
მია სპაგეტის გაკეთებისას რჩევებს აძლევს და მომდევნო დღის მენიუსაც უდგენს.
-შენ რომ არ მყავდე, რა მეშველეოდა, მია - ეცინება აჩის.
-სამი თეფში გაამზადე.
-ვოთ ? ასე ამბობ ხოლმე, არა ?
-ჩემთვის, შენთვის და პატარასთვის ! -კისკისით პასუხობს გოგონა.

***
-კარგი ამბავი მაქვს - გაცისკროვნებული მზერით ეუბნება მია.
-ბავშვი გაინძრა ?-მუცლისკენ აპარებს აჩი თვალს.
-მშია, ჭამა კი საუკეთესო ანტიდეპრესანტია. აი, მუცელს კი რაც შეეხება, ნახე ფოტო.. აქ განა ჩაეტევა ვინმე ? - ძალით გულუბრყვილო სახეს იღებს მია.
-ვჭამოთ და შემდეგ ორივეს დესერტად მიგაყოლებთ - მუცელზე წამიერად ეხება და „სმარტისკენ“ ანიშნებს.
-თავადაც სმარტი ხარ.
ქუჩაზე ჩვეულად, გვირაბის გამოყენების გარეშე, გადადიან, შუა გზაში სიარულს სირბილით ცვლიან, ცოტაღა აკლიათ მაღაზიამდე, როცა ტროტუართან მდგომი პოლიციელები აჩერებენ.
-საბუთები, თუ შეიძლება.
-უკაცრავად !
-აქ გადმოსვლა არ შეიძლება. არ იცით ? რისთვისაა განა გვირაბი ?
-არ ვიცოდით, არ ვართ აქაურები - ცრუობს მია.
ამ დროს მეორე პოლიციელი მათთან ერთად ქუჩაზე გადმოსულ წყვილსაც თხოვს საბუთებს. ის გოგონაც მიასნაირ ტყუილს ამბობს, თუმცა როცა ძლივს ხელთგდებულ საკბილოს თავისი ხელით ვინ გაუშვებს ?!
-მანდილოსნებს გპატიოთ, თქვენ კი პირადობები დააძვრეთ.
სხვა რა გზაა ! ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, თუ როგორაა, ჯარიმის არგადახდაზე არსებული პროჯარიმა თანამედროვე ენაზე ადასტურებს ამ ფრაზის სისწორეს.
-კიდე კაი მე მაინც გადავარჩიე სამეფო ხაჭაპურის ფასი !
-დაიკიდე და წამო - ხელს ხვევს მიას და ორივენი ნაბიჯს უჩქარებენ.
მაღაზიაში შედიან, ჯერ საოჯახო eრთკილოიან ნაყინს ჭამენ ერთი ყუთიდან, მაგრამ რაც მთავარია სიცილ-კისკისით, აბა, განწყობის გარეშე აქვს რამეს აზრი რო ? თვით ჯერ კიდევ ადრეულ ხანაში უთქვამს, მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოაა.
-აუ, ეს ტკბილი ნაწილი შემიყვარდა - შუაში არსებულ მარწყვზე ეუბნება მია.
-შენ მგონი მართლა ორსულად ხარ.
-ჰოდა, დაგვიტოვე ბოლო გემრიელი ლუკმები მე და ბავშვს ! -ნიშნის მოგებით პასუხობს გოგონა - სამეფო ხაჭაპურიც ჰო არ გვეჭამა - ყუთის მოსუფთავების შემდეგ ეუბნება მია.
-წამო, გპატიჟებ.
-გეღადავე, ზედმეტია...
-კაი, ნუ იპრანჭები - უზარმაზარი ხაჭაპურის გაცხელებას თხოვს აჩი კონსულტანტს, რომელიც გაკვირვებულ მზერას ვერ მალავს.
-ასე გვეტყობა, რომ ორსულად ვართ ? - ჩუმად ეკითხება მია.


***
-ასე მალე მიიღე გადაწყვეტილება ? ძაან ჩქარობ, აჩი.. მე შენთვის კარგი მინდა, გესმის ?
-შენ მკითხე რამე, ხათუ ? - ეკითხება მამაკაცი.
-რაო ? მე ყველაფერი ტრადიციების დაცვით გავაკეთე.. თეფშიც კი გავტეხეთ.. შენ კი.. ეგ გოგო ორსულად ჰო არაა ? - ქოთქოთობს ქალი და მეტი დამაჯერებლობისთვის ხელებსაც რთავს საუბარში.
-არააა, არააა ! უბრალოდ ერთად გვინდა. დავიღალე მისი შორს ყოფნით.
-ბავშვობ, რა ... - სამზარეულოსკენ მიდის ხათუნა, ნამცხვარს ერთ ნაჭერს აჭრის და ნერვიულად იწყებს ჭამას.
მთვარე ღრუბლებში იკარგება, თითქოს რამეც თან სდევს. მოლოდინით იწურება. ესაა მომენტი, როცა ადამიანის სულის თქმას გარემო პასუხობს, პასუხობს ზუსტად და საზრიანად.

-როგორი უსამართლობაა, ახლა უამრავი ადამიანი ერთადაა, მაგრამ თან არაა. გვამებივით წვანან ერთმანეთის გვერდით და უბრალოდ სძინავთ, თან ისე რომ არც კი ფიქრობენ ერთმანეთზე, ჩვენ კი ტელეფონით ვსაუბრობთ, ისიც დაბალ ხმაზე მეზობლები რომ არ გავაღვიძოთ.. - ეუბნება მია და ფეხზე კოღოს ნაკბენს იფხანს.
-მართლაც, მია ! ტკივილამდე მონატრებას მაინც არ ვგრძნობდე...
-ხვალ დღისით შევხვდეთ, იუსტიციის სახლში მივიდეთ და გავარკვიოთ ქორწინების რეგისტრაციის დეტალები..

გამთენიისას ეძინებაა, როცა უკვე მზე ლამისაა მთელი თავისი სიმხურვალით ადგება ფანჯარას. რეალობას წყდება წამიერად, მაგრამ თითქოს არ წყდება..
ისევ ფურცლის ნაგლეჯზე ეფიქრება, რომლის არარსებობის შემთხვევაში თითოეულის თვალი გდევნის. მეზობლები ჭორაობენ, არიქა, ხელი გადახვია ბიჭმაო, მშობლები არიგებენ, არ მისცე კოცნის უფლება, ჭიანჭველასავით ფეხიდან თავზე აგახოხდებაო და კიდევ ვინ იცის ვინ რას.. ადამიანის გული ხომ მორევივით ღრმაა.
12 საათისთვის ეღვიძება თუ არა, საწოლიდან დგება. ჯერ საათს უყურებს, შემდეგ გამოტოვებულ ზარს ამჩნევს, რომელიც აჩისგანაა და მაშინვე ურეკავს.

-მალე მოემზადები ? - ეკითხება ბიჭი.
-შეძლებისდაგვარად..
-მომენატრე, მია.
-მეც, მაგრამ ახლა უნდა მოვემზადო.
-გკოცნი.
-მეც.

Breakbot – „Baby I'm Yours“ - ს რთავს და თან შხაპს იღებს, ნელთბილი წყალი საოცრად სიამოვნებს, მთელი სხეული ეხორკლება, მაგრამ უწინ ასე როდი ხდებოდა.. ადამიანები ალამაზებენ მომენტებს, მაგრამ არა პირიქით - მომენტები ნაკლებად ახერხებენ მშვენიერების მოფენას ჩვენი სულებისთვის.

-დე, უკვე მიდიხარ ?
-ჰო - პასუხობს დედას და კარს იხურავს, მეტროსკენ გზას ფეხით მიუყვება და თანაც ძველ მელოდიას იმეორებს. ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ახლავე ფრთებს გაშლის და გაფრინდებაო, რაც საერთოდ არაა გასაკვირი, როცა აჩისთან შესახვედრად მიდის, განუწყვეტლივ მეორდება ეს უკანასკნელი.
-როგორ ფიქრობ რას დამიწუნებენ შენი მშობლები ?
-შეშლილი ხარ და საერთოდაც მეც ! - ეცინება მიას.
-აბაა, რააა ცხოვრება, თუ ცოტა ხანს მაინც არ იყავი გიჟი - ხელებს ნაზად ხვევს მიას და მკერდზე იკრავს. გოგონას სუნთქვა გამძაფრებულად ჩაესმის და სუნთქვა მასაც უჩქარდება - შენი გულის მელოდინია მიყვარს, მხოლოდ შენი !

პაპანაქება სიცხეში ე. წ „მშვიდობის“ ხიდს ჭრიან, რომლის აშენების დღიდან მშვიდობა დამყარდა საქართველოში, თანაც ისეთი, რომ სწორედ ამ ხიდზე დღისით 5 კაცი მაინც შეგხვდება, რომელიც მოწყალებას ითხოვს, აი, საღამოს კი იმატებს. ალბათ მის ქვემოთ არსებული night office - ში შეღწევის სურვილით.

-ვაფშე დღესვე რომ დავასრულოთ, არ სჯობს ? - ეკითხება მია.
-კარგი. მანამდე ამ ერთ ღერს მოვწევ და მერე აღარ.
-შენ სულ მასე ამბობ, არ გინდა ტყუილი პირობები - ეცინება მიას, აჩი კი სიგარეტს უკიდებს და წამიერად ჩერდება - მოდი ჩემთან !
-ვერ ვიტან მაგის სუნს..
-კაი, რაა... არ გახსოვს რამდენიმე დღის წინ რამხელა ხმაზე ამბობდი და თანაც შუა პარკში, პლანი არ გაქვს, მოვწიოთ შენთანო.
-ახლა შენ უფრო ხმამაღლა ამბობ, აჩი - ორი ნაბიჯით შორდება გოგონა, მაგრამ მალევე უახლოვდება შეყვარებულს.
-გახსოვს იმ დღეს თავისუფლებაზე როგორ გამოვავლინეთ თავისუფლება ? - ეკითთხება ნიშნის მოგებით.
-პლანით, რომელიც, სამწუხაროდ, აღარ მაქვს.
-გავაგრძელოთ გზა ჩვენი გაბედნიერებისკენ ?
-შენი ირონიააა !

დაახლოებით 5 წუთში შესასვლელის მცირე კრახის შემდეგ დათქმულ ადგილს მიაღწიეს. ადგილის ნომერი აიღეს და სკამებზე მოლოდინის რეჟიმი ჩართეს.
შესაძლოა მკითხველის დიდმა ნაწილმა იფიქროს, ჰორმონების ან გატაცების ამბავია, რით ვერ დაეტივნენ თავიან ადგილასო, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ თინეიჯერებთან კი არა, ჩამოყალიბებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე და საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვისაც თავისუფლების ის საოცარი განცდა არ უგემია, რომელსაც სიყვარული ჰქვია, სჯობს ენას კბილი დააჭიროს.

-ცოტა ვღელავ..
-გოგო, გიხაროდეს უფასოოააა.. ასეთი მნიშვნელოვანი საბუთიი... სანამ დაედება ფასი, მოვასწროთ...
-გეყო, ხუმრობა. მალე ჩვენი რიგი მოვა !
-მოგესალმებით. რა გნებავთ ? - მაგიდის უკან მჯდომი გოგო ეკითხება წყვილს და უღიმის.
-შენ უთხარი - ანიშნებს მია, მაგრამ აჩი ხმას არ იღებს. ორიოდე წუთის შემდგომ მია მიმართავს მის წინ მჯდომ გოგონას ისე, რომ სიცილს ვერ იკავებს. ჯერ კიდევ არც ისე დიდი ხნის წინ ხომ სიცილადაც არ ეყოფოდა ამგვარი წინადადება.
-ქორწინების რეგისტრაცია გვინდა !
-მოწმეების პირადობის ნომრები გაქვთ ?
-აუ, არა.
-თუ გაიგებთ, შეგიძლიათ თავიდან მოხვიდეთ და 6-ისთვის რეგისტრაციაც შედგება, მოწმეების თანხლებით, რა თქმა უნდა.
-კარგით, მადლობა..
-დეტალები გავარკვიეთ მაინც .. დღეს არ გამოვა, ვისთვისაც უნდა მეთქვაა, ვერ მოვა ასე მალეე, ვერც შენი - ეუბნება მია - ქუჩაში გამვლელის წაყვანა კი ცოტა არ იყოს ტეხავს...,
-ჰო, რა...
-იმედია, ჩვენი გადაწყვეტილების დეტალების დაზუსტების აღნიშვნას არ გადაწყვეტ.
-არა, მაგრამ სიცხის გასანეიტრალებლად რამე ცივი მინდა - ეცინება აჩის.

***
მეორე დღეს, აჩის სურვილის შესაბამისად, მის დეიდასთან ადიან. ვინაიდან დედა თბილისში არ ჰყავს და არც მამა, მიას სთავაზობს დეიდას ოჯახის გაცნობას. თანაც აფრთხილებს ბებია ბევრ კითხვას დაგისვამს და არ შეშინდეო.
შესასვლელში ძაღლი ხვდებათ, რომელიც მაშინვე ახტება გოგონას.

-გთხოვ, მომაშორე - აჩი თოკით გარეთ აბამს ძაღლს და თან სიცილით უყურებს მიას.
-დეიდა არაა სახლში - გამოდის ერთ - ერთი რძალი, რომელსაც ხელში ჩვილი უჭირავს - შეწუხება კი არ იყო საჭირო - ცელოფნებს ართმევს აჩის, რომელიც ღიმილით პასუხობს, მე კი არა მია შეწუხდაო.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა .. ჩემს მეუღლესაც დავუძახებ.
-დათოო, გამოდი, სტუმრები მოვიდნენ ...

გოგონა ყველას თბილი, მაგრამ მორიდებული ღიმილით ხვდება.
ცოტა ხანში ბებიაც გამოდის, რომელიც ჯოხს დაყრდნობია, მაგრამ შინაგანი სიმხნევე ფიზიკურ სისუსტეს შესამჩნევლად ჯაბნის.

-გემოვნება კი გქონია - ქვემოდან ზემოთ ათვალიერებს მზერით მიას, შემდეგ კი ეშმაკურად უღიმის - შემოდი, შვილო - მია დამფრთხალი ბარტყივით მიყვება, ტელევიზორის ოთახში რომელიღაც თურქული სერიალი ფონზე სვამენ, მაგრამ ეს როდი კმარა; მოხუცი იწყებს საფირმო, თითქოს უკვე დაზეპირებული, კითხვების დასმას :

-რამდენი ხანია რაც ერთმანეთს იცნობთ ?
-რამდენიმე თვეა - უღიმის მია.
-სად გაიცანი ?
-პარკში - წინასწარ შემზადებულ პასუხებს იხმობს გოგონა.
-გიყვართ ერთმანეთი თუ უბრალოდ ერთობით ? - ამ კითხვაზე მიას მხოლოდ ღიმილი გამოსდის.. განა ნაშებს აცნობენ ნათესავებსო, ეფიქრება.
-ერთმანეთს უშვებით დიდი ხანია, არა ? - თანამედროვე ტერმინოლოგია ან არ იცის მოხუცმა, ან უბრალოდ დაიმორცხვა სიტყვა სექსისთვის.
-ისე კარგი ბიჭი კია, მარაა.. რა ვიცი, ცოტა ცელქი - აგრძელებს, შემდეგ კი ისევ ძველ კითხვას უბრუნდება - დიდი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ ?
-ხომ გითხარით, რამდენიმე თვეა - მეთქი - გოგონას გონება ძალაუნებურად ეძაბება, ან სკლეროზი სჭირს და ან სპეციალურად იშტერებს თავსო.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“ გამოთქმას ზუსტად ასრულებს აჩი და ოთახში შემოდის, მალე თამო ბავშვით ხელში აღებს კარს და ყავის დასალევად ეპატიჟება მოსულთ. ისინიც სიხარულით მიყვებიან, განსაკუთრებით, მია, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის დააღწევს თავს არსებულ უხერხულ სიტუაციას.
პატარა მაგიდასთან სხდებიან, სადაც მიას წინ ნალექიან ყავას უდებენ. მართალია, ნალექიანი ურჩევნია, თუმცა რა დროს ეგაა, ოღონდაც იქაურობას თავი დააღწიოს ბენზინსაც კი გეახლებათ.

-ბიჭო, ძლივს გაგიღვიძია - ეუბნება აჩი გიოს, მის დეიდაშვილს და ასევე საუკეთესო მეგობარს.
-ადგომა მეზარებოდა პროსტა.. ბებია რეებს ეკითხებოდაა... გავიგუდე სიცილით...
-ბოდიში, რა.. მოხუციაა - ამბობს თამო.
-არაუშავს, ყველა ბებია ასეა - ძალით იღიმის მია, რომელიც გულის სიღრმეში ნაწყენია აჩიზე, რატომ დამტოვა მარტოო..
***
-ეს რა დღე იყო, შენც კიდე დამტოვე მარტო..
-რა გინდა, კარგად გაართვი თავი ! - კმაყოფილად ეღიმება აჩის. ერთ კვირაში ახალი სტატუსით ვესტუმრებით.
-ან კი , ან ვერა... თუ გააღწიეს შენებმა.
დანარჩენ გზას უჩუმრად გადიან, სულ მალე მიას სახლსაც უახლოვდებიან. ერთმანეთს კოცნით ემშვიდობებიან და გოგონას ფიქრთა ჰორიზონტიც ფართოვდება.
„იქნებ მართლა ვჩქარობთ.. არა, ეს მართალია, მაგრამ მიყვარს ! მასთან მინდა დღეს, ხვალ, მაზეგ და ... და კიდევ უსასრულო მომავალშიც..“
ამბობენ, ზეცაში წყდება, ვის ვისთან უწერია ყოფნაო, მაგრამ ესეც საკითხავია...
დილას აჩის ზარი აღვიძებს. მამაკაცი ვრცლად უყვება შექმნილ პრობლემებზე. მართლა კარავში ხომ ვერ ვიცხოვრებთო, ეცინება მიას...
-გავარკვევ ზუსტად..
-ჰოდა, როცა გააარკვევ მერე ვილაპარაკოთ მაგაზე... გეუბნებოდი არ არიან ეგენი გადამსვლელები - მეთქი, მე კი 2 ოთახიან ბინაში 10 სულთან ერთად ვერ ვიცხოვრებ !
-არ იქნება ასე, მია...
-კაი, არ მცალია... წავედი.. - ტელეფონს თიშავს და ძველ ფიქრებში იძირება, ოღონდ ახლა ყველაფერს დიდ არას ამატებს... ანუ სიჩქარეს არა, გიჟურ სიყვარულსაც არა, მეტ ბედნიერებასაც არა...

როგორც ამბობენ, მაინც ყველაფერი თავის ადგილზე ბრუნდებაო...
აჩის ოჯახი თითქოს სხვა სახლის ძებნას იწყებს, შემდეგ გამოდის, რომ სიძე ტოტალიზატორებთან ისეა დამეგორებული, 300 ლარს საცხოვრებელში ნამდვილად ვერ გადაიხდის... ბიჭი იძულებული ხდება 3 თვე ვადა მისცეს დის ოჯახს, თუმცა შემდეგ თავადაც და მიასაც გული უცრუვდება ამ იდეაზე, გოგონა უეცარ გადაწყვეტილებაზეც უარს ამბობს.. ცხოვრებაც ძველ რიტმს უბრუნდება.
-ალბათ საუკუნე მოვუნდებით რამე ჩვენი შევქმნათ ! - ეცინება მიას.
-იმედია მთავარი..
-დაე, ველოდოთ - ეცინება გოგონას, რომელსაც ერთადერთი ის ულბობს გულს, რომ გადარჩნენ მოსალოდნელ საფრთხეს - არანაირი ბავშვი არ არსებობდა და არც არსებობს...

1 თვის შემდეგ...
მია მეგობრებთან ერთად ბათუმში მიდის. ერთი შეხედვით, ბანალურ, მაგრამ მაინც საინტერესო ქალაქში. სულ რომ არაფერი, ეს ხომ ის ერთ -ერთი ადგილია, სადაც მზე გაგიხარდება ადამიანს.

-ზურგზე წამისვი, რა.. - სთხოვს ანკას და შოკოლადის კრემს აწოდებს, ამ უკანასკნელზე კი ისევ აჩი ახსენდება. როგორ არ შეიძლება, რომ წამით მაინც დაასვენოს გონება, გული და თითოეული უჯრები მისგან ? ალბათ სწორედ ეს ყოფილა შეყვარებულთა ბედი...

-არ ჩამოხვალ ?
-აღარ მინდა, ანკა, რა...
-კარგი, ჰოო... მე წავედი, თუ რამე დაგრჭირდა, დაუსტვინე.
-აბა, წყალგამძლე ტელეფონი არ გაქვს - ეცინება მიას და ტელეფონს ჩანთიდან აცურებს.. უნდა აჩის დაურეკოს, თავიდან თავს იკავებს, შემდეგ კი მაშინვე ეცემა ეკრანს..

-დილა მშვიდობის, აჩი !
-მია...
-ჰო არ გაგაღვიძე ?
-მიყვარს, როცა მაღვიძებ..
-აქ ისეთი მცხუნვარე მზეა, დილის მზე.. ერთადერთი შენ აკლიხარ აქაურობას...

პლაჟზე მოულოდნელი მუზა აწყდება, მისი გულის კიდეებს ასკდება და ამოსუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს. იღებს ერთ დიდ ქვას და კენჭით კაწვრას იწყებს :

„ცა ემსგავსება ალისფერ ტალღას,
დღეც კი ფეხს იდგამს რუტინის ზღვაში,
მაგრამ ბოლო დროს სულ სხვა რამ ხდება
ამ შეკუმშული სამყაროს ალში;

რადიუსები ერთმანეთს ცვლიან
მოლოდინებს კი იმსგავსებს აწმყო,
მომავლის ბედი - რეალურ საგანს,
ოცნება კიდე შეუვალს იპყრობს.“

აი, ახლა კი სრულიად ხვდება რამდენად ძლიერია მონატრება.... ერთი სული აქვს ნახოს, გულში ჩაეკონოს და მთელი საათები ასე გააგრძელოთ თბილ ნავსაყუდელში....
მაგრამ ეს არაა საკმარისი... გონება ხშირად უხმობს და განძრევის საშუალებას არ აძლევს თითქოს... ახსენდება აჩის ეჭვიანობის უაზრო გამოვლინებანი, რომლებზეც ხან ეცინება, ხან კი გული წყდება და უფსკრულისკენ იწყებს სვლას..
„ჩემი ნდობა აკლიაა, როგორც ჩანს... მაგრამ რატომ ?“ - ეკითხება საკუთარ თავს და მეორე გვერდზე ბრუნდება... ესეც დასვენება, მასზე ფიქრით და მონატრებით...
ერთადერთი რაც დარჩენია მოლოდინიაა და ამ პროცესში მარტოობის დამარცხება...
მომდევნო ორ დღეს სრულ ნირვანაში ატარებს, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, დღისით „აკვა პარკში“ ნებივრობს, ღამით კლუბებს სტუმრობს..
მაგრამ როგორც ჩანს, მთავარი არც გეოგრაფიული მდებარეობაა და არც სიამოვნების ხარისხი.. მთავარი სიტუაციაა და საყვარელი ადამიანის სიახლოვე..

-რა დროა ? - ეკითხება ანკას და საწოლიდან იწევა.
-დილა აღარაა, მია - ეცინება გოგონას და ჩაი ტუჩებთან ერთი ხელის მოსმით მიაქვს.
-ყველაფერი მტკივა ! ეტყობა, ცუდად ვიწექი.
-იმდენი იცეკვე წუხელ, რა იქნებოდა...
-წავალ, ცოტას ვირბენ, იქნებ მიშველოს - ფეხზე დგება და მაშინვე სპორტული სამოსის ძებნას იწყებს. მოკლე ყვითელ შორტს და წარწერებიან ღია ფერის ტოპს იღებს, ბოტასებსაც უხამებს, მერე სარკის წინ დგება და თმას მაღლა იწევს.

-როგორია ? - ეკითხება დაქალს.
-ბომბა ხარ !
-კაი, ერთი.. თავი ისე მისკდება ....
-უნდა შეეშვა ამ კლუბებს, თან მთელი დანაზოგი გეხარჯება...
-შენ ჩემზე ნაკლები იყო თითქოს.. იმ დღეს დაბოლილი ბიჭი რომ დაინახე ბულვარში, მთელი ტანით რომ იკლაკნებოდა, გახსოვს როგორ აყევი მის მოძრაობებს ?
-კაიი, ვჩუმდები ! შენ კი good luck !
-ჰაჰაჰ - კისკისით გადის კარებიდან, რამდენიმე წამით თვალებს ხუჭავს და მუსიკაც ირთვება. საოცარი განცაა, როცა სამყარო ცოტა ხნით მაინც ჩერდება, როცა სულ ოდნავ მაინც ისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან... ალბათ არც ის უთქვამთ ტყუილად , ერთის სიყვარულზე სასიამოვნოო ისაა, როცა მზე ხარ და ყველა შენს გარშემო ბრუნავსო ....
ბულვარს უახლოვდება თუ არა, მაშინვე ველოსიპედისტთა გზაზე სირბილს იწყებს, მუსიკას თანდათან უწევს და ძარღვებში მომეტებულ ადრენალინსაც გრძნობს..
„ ნეტავ, სულ ასეთი იყოს სამყარო.. ასეთი მარტივი და თავისუფალი...“
დაახლოებით 40 წუთში ტრენაჟორებთან ჩერდება. ახსენდება ძველი დრო, როცა ანკა და ქეთასთან ერთად დიდი სიამოვნებით აკითხავდა ამ ადგილს. თითქოს უნდა დააბრუნოს პერიოდი, როცა სადარდებელიც ნაკლები იყო და ხალისიც მეტი, როცა ყველაფერი ბევრად მარტივად მიდიოდა... სიმბოლურად ერთ-ერთ ტრენაჟორს იპყრობს, რომელიც გვერდებს ავარჯიშებს.. რამდენიმე ასეულამდე ითვლის, შემდეგ კი მეორეზე გადადის, მესამედ თვალს ადგამს პრესის სავარჯიშოს, საიდანაც სწორედ იმ მომენტში ყვითელ ქუდიან ქურთუკში გამოწყობილი მამაკაცი დგება.
-ასე არ უნდა ... გასწავლო ? -სრულიად უბრალოდ ეკითხება მიას.
-უბრალოდ აქ არ ვარ შეჩვეული. ძირს ვაკეთებ ხოლმე..
-ასე უნდა, ფეხები ქვეშ შემოდე - ეუბნება გოგონას დიდი ენთუზიაზმით, მიას მიყვება მის ინსტრუქციას, მაგრამ მარცხის შემდეგ დგება და ძირს იწყებს პრესების კეთებას...
უცნობი მამაკაცი ცოტა ხანს უყურებს, შემდეგ უახლოვდება და რამდენიმე ახალ ვარჯიშს ასწავლის, რაც გოგონას უჭირს.
-აბა, თავად სცადე - ნიშნისმოგებით მიმართავს მამაკაცს.
-ვერ ვაკეთებ.. რაც ფეხბურთს დავანებე თავი, წონაში შესამჩნევლად მოვიმატე..
-ირბინე მაინც.. არ სჯობს სიარულს ? - ცდილობს სუსტ მხარეზე წაკბინოს.
-ეჰ.. აღარ შემიძლია... შენ კი რად გინდა პრესი, შესაშურად გამოიყურები ..
-მადლობ, მაგრამ მხოლოდ პრესებისთვის ჰო არ ვარჯიშობენ.. აი, პლაჟზე ქალთა 90% ს ღიპი და ჩამოკიდებული ხორცი აქვს...
-მორჩი ვარჯიშს, ჰო ? საით ცხოვრობ ?
-რუსთაველის ქუჩაზე დაქალთან ერთად - პასუხობს მია, რომელსაც არც კი უჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს ამას, რატომ ესაუბრება უცნობს და რატომ სეირნობს მასთან ერთად ბულვარში.
-რომ დაგინახე, მაშინვე მომეწონე...
-როდის დამინახე ? - კითხვებით ებრძვის ოდნავ დაძაბულობას..
-მაშინვე შეგამჩნია, როგორც კი გამოხვედი.. შეყვარებული გყავს ?
-ჰო.
-თბილისშია ? -თავს უქნევს გოგონა..
-ეჭვიანია ? - ისევ თავს უქნევს..
შემდეგ კი დიალოგი თავისით გრძელდება... დაახლოებით ნახევარ საათში წყალშიც შედიან. მიას ქვეშ საცურაო კოსტიუმი აცვია და თამამად იხდის, მამაკაცი კი შორტითა და მაისურით სტუმრობს ზღვას. როგორც ჩანს, ქონების აფიშირების ეშინია ან კი ძალიან ულამაზო საცვალი მოსავს.
-ცურვა იცი ?
-ათიდან სამ ქულაზე.. ე.ი ამ ტალღებს ვერ შევებრძოლებდი... - ღიმილით პასუხობს მია. მამაკაცი კი მის დაკვირვებას აგრძელებს. ნაპირზე რომ სხდებიან, ლამისაა პირზე დორბლი მოადგეს. ნაგაზივით ზის და გოგონას სხეულს მორიდებით ათვალიერებს.
„ თუ გინდა ბიჭი გაიცნო. ბიბლიოეთეკაში კი არ უნდა იჯდე და წიგნებს ურტყა თავი, არამედ სარბენად გახვიდე“ - ფიქრობს და გულში ეღიმება..
-ჩაფიქრდი ? - ეკითხება მამაკაცი.
-შენი სახელი ? - მიას უეცრად ახსენდება, რომ სახელი არ უთქვამს.
-შალვა.
-მია ! - გამოკვეთილად ამბობს მია.
-ხვალ აჭარულ ხაჭაპურზე რომ დაგპატიჟო, რა აზრის ხარ ?
-კარგი - მარტივად პასუხობს.
გზაშიც აგრძელებენ საუბარს.. სხვადასხვა თემას ეხებიან.. შალვა იმაშიც კი უტყდება, რომ ცოლს გაშორდა, ახლა კი 11 წლის ფეხბურთელი შვილი ჰყავს, რომელსაც აზერბაიჯანში იწვევენ, ჭამას, ცხოვრებას, მგზავრობად უფინანსებენ და მამიანად საკმაოდ მაღალ ხელფასს სთავაზობენ.
-აუ, რა ბავშვია... გადავყევი... მის გამო ვერ ვზრუნავ საკუთარ თავზე..
-მაინც შეგიძლია იფიქროო..აი, როგორც ახლა, გამოხვალ და ივლი...
-ყველაფერს მე ვუკეთებ.. ქალებს შურთ.... ისე ჰო შეიძლება ერთი გიყვარდეს და სხვა ძალიან მოგწონდეს ?
-არა - კატეგორიულად პასუხობს მია.
-არ გინდა გათხოვება ?
-არა, ჯერ არა - ეცინება მიას.
-არ გინდა აზერბაიჯანში წაგიყვანო ?
-გეყო, ღადავი...
-დავიღალე ყველაფრის კეთებით..
-მერე ცოლი მოსამსახურე ხო არაა ? დაიქირავე ვინმე.
-არასდროს დავიქირავენ ვინმეს. 10 მილიონი რომ მქონდეს, 9-ს გაჭირვებულებს დავურიგებ.. არ მაინტერესებს მატერიალური, უბრალოდ ასეთი ვაარ ...
-ეგეც მნიშვნელოვანიაა.. წარმოიდგინე შერატონის ერთი ღამის ფასი, შენი ჯიბის ფულია - სახლში ღიმილით ადის.. შალვა მოსწონს, როგორც მოსაუბრე, მაგრამ შვილის ასეთი ქება-დიდება ცოტა არ იყოს ეზედმეტება.

***
ღამის 3 საათზე ეძინება იმ ფიქრებით, თუ რას იფიქრებს აჩი, თუ შალვას გაცნობის შესახებ გაიგებს, თუმცა არც ეს ადარდებს, რადგან ახლადგაცნობილ მამაკაცს ვერასდროს შეხედავს, როგორც საპირისპირო სქესს... ის უბრალოდ ზედმეტად სოციალურია და ახალი ურთიერთობები სჭირდება, მაგრამ ეს ნუ გეგონებათ საკურორტო რომანების მსგავსი, როგორც მამაკაცებს ჩვევიათ...
დილას შალვას ზარი აღვიძებს.. წყალში რომ ჩავედი, სიცხემ მომცა 39 და ვერ გამოვალო.. გამოჯანმრთელებას უსურვებს და ემშვიდობება..
შალვას მართლა ეტყობა ხმაზე შეუძლოდ ყოფნა, მაგრამ მიას დიდად არ ადარდებს და ბუნებრივიცაა.
დგება თუ არა, ქვიშაზე დამზადებული ყავის დასალევად გადის ანკასთან ერთად, შემდეგ კი შუადღემდე მზეზე ნებივრობს. ეს უკანასკნელი ბევრს, მართალია, ენერგიას აცლის და ბოლოს სპობს კიდეც, მაგრამ მიას პირიქით, ახალი ძალით ავსებს..

***
„გვიან რომ შევხვდეთ ? აი, 2 საათში .“
„კარგი“ - მოკლე შეტყობინებას უგზავნის შალვას..

2 საათის მერე :
„ველოდები დედა ფულს როდის ჩამირიცხავს“ - სმს - ზე გულიანად ეცინება მიას... აი, 27 წლის მამაკაციც როგორაა მშობლებზე დამოკიდებულიო.
„ოქეი“ - წერს ნეიტრალურად და messenger - ს ხურავს.

23:30
„ ჯერ კიდე ველოდები და უფრო გვიან ჰო არ იქნება პრობლემა ?“
გოგონა ეჭვდება, ეცინება კიდეც, მაგრამ თანხმდება, აბა, გამოვცდი, რას იზამსო..
ცოტა ხანში შესაფერისი სმს - იც მოდის..
„როგორ მინდა შენთან ერთად გავატარო დრო.. სიარული მიჭირს, ამოდი ჩემთან და გაგიმასპინძლდები..“
„არა“ - დაუფიქრებლად პასუხობს მია.
„რატოო ? მაგარ დროს გავატარებთ.. შევჭავმთ, სექსი გვექნება, გავერთობით, მერე სახლამდე მიგაცილებ..“
„შენ კარგად ხარ ? რამე ნამიოკი ჩაგირტყიი თუ ?“
„მე თავისუფალი გოგონა მეგონა.. სოფლელი ხო არ ხარ ?“
„ლოგიკაში ძააან.. სანამ გადამეკეტა, გამეცალე ჩათიდან.“
„ვიცი, რომ სოფლელი არ ხარ და თავისუფალი გოგო ხარ, უბრალოდ გამოგიწვიე !“
„თავისუფლების მნიშვნელობა გესმოდეს, კარგი იქნებოდა !“ - ბოლოში სიცილის სმაილსაც ამატებს, სახეზეც ღიმილი ეკრება.
ნეტავ, მართლა ესმოდეთ რას ნიშნავს თავისუფლება, რა სხვაობაა 21-ე საუკუნის თავისუფალ გოგონასა და ქვის ხანის მდედრობითი სქესის ტიტველ წარმომადგენელს შორის.
მგონი არ უნდა იყოს გვიანი იმისთვის, რომ ოქროს შუალედი ვიპოვოთ. არც ქალიშვილებს დავაკვდეთ და არც თავისუფალი სექსის რეფორმატორობას მივყოთ ხელი.
საერთოდ რა არის სიყვარული ? დარწმუნებული ვარ, რომ გკითხოთ, ყველასგან განსხვავებულ პასუხს მივიღებ, ზოგიც უბრალოდ გაჩუმდება, ხელებს მხრებზე შემოიწყობს გონების გახსნის ლოდინში, თუმცა ხშირად ეს პასუხიც არ აღმოაჩნდება. ეს ხომ გრძნობაა, რომელსაც ვგრძნობთ, ზედ ვაკვდებით, მაგრამ მაინც ვერ გადმოვცემთ სიტყვებით.

-ბევრის მოკლე ლოგიკით შორტი თუ გაცვია, ყველას აძლევ - ეუბნება საკუთარ თავს და ეცინება... არა, რა.. ჩადრით უნდა იარო ადამიანმა ამ პაპანაქებაში ? - ფანჯრიდან იხედება და სიცილი ძალაუნებურად სიცილზე ემატება...
სააბაზანოში შედის, უარესად დაცხა და შხაპი რომ არ მიიღოს, სულ ამოიხრუკება.. ცივი წყლის შეხება არასდროს ყვარებია, ახლაც ცხელისკენ აყენებს „დუშს“, თუმცა ზედმეტი მოსდის და სხეული ეთუთხება. ოდნავ უკან წევს, მაინც ცხელია, მაგრამ სასიამოვნოდ ცხელი, იმდენად სასიამოვნო, რომ აჩი ახსენდება.. ასეთი ცხელი წყლის ქვეშ მარტო არ უნდა იყო ადამიანი.
„ ეს ღამე, როგორც სანთელი დნება... ვხედავ მე იმას, რაც შენში ხდება. ვხვდები მე, ვნატრობ უწინდელ ამბებს..“ - ნაცნობი მელოდიის ღიღინს იწყებს. შხაპის ქვეშ ხომ ყველანი დიდი მომღერლები ვხდებით.

***
სანაპიროზე გოგონებს ემშვიდობება და პირდაპირ სახლისკენ მიდის, მატარებელმა რომ არ გაასწროს, თუმცა გზაში რამე ცივი ისე უნდება, მაღაზიისკენ კვეთს გზას და ორ ცალ ნაყინს ყიდულობს.. მართალია, წინ მავალი წყვილი, რომელიც ერთად მიირთმევს ნაყინს, აჩისთან ერთად გატარებულ დღეებს ახსენებს, თუმცა განწყობას არ იფუჭებს.
შესაძლოა, მონატრება გვფერფლავდეს... მოსალოდნელი სასიამოვნო შეხვედრაც ჩაგვეშალოს, მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება რაღაც სასიამოვნო საყრდენი, რაც ბიძგს მოგვცემს.
ბარგს სწრაფად ალაგებს, სიჩქარეში ხელჩანთის ელვაც კი ერღვევა, მაგრამ არ ადარდებს. საჭმელს ტოვებს, მხოლოდ კოლას იღებს, გზაში მაინც დავლევო, მაგრამ შემდეგ მასაც ტოვებს და კარებისკენ მიდის. ტაქსისტებს ბავშვობიდან ვერ იტანს, ამიტომ 10 ნომერს უცდის, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოზე არ ჩნდება, 5 წუთში მოდის, მიაც ადის, ბილეთს იღებს და ფანჯარასთან იკავებს ადგილს.
6-ის 10 წუთზე უკვე სადგურზეა და 807- ე მატარებლის ჩამოდგომას ელოდება. ამაღლებულ ადგილას ჯდება და თან მოშორებით მჯდომ გოგონას უკანალს აკვირდება. როგორც მისი ყოფილი იტყოდა, რა მოსაწონია ბიჭში, გოგოა ყველასთვის მიმზიდველი და სასურველი. დაკვირვების ობიექტის წინ მდგომ ბიჭებსაც ათვალიერებს. ერთი, მეტად სიმპათიური და „ჯანიანი“ გოგონას ეხვევა. მეორე აზრი არააა, უკანა ხედით მოიხიბლაო, ფიქრობს, თუმცა შემდეგ მის სახესაც ამჩნევს, როცა ერთმანეთის გვერდით ხვდებიან მატარებელში. ატყობს მეზობელს, რომ მოწყენილია, ვერ ისვენებს და განცდა ეცნობა, მაგრამ მაინც შორეულად ეჩვენება.
აჩისგან შორს ყოფნის პირველ დღეებში მონატრება სრულიად ბოჭავდა, მერე თითქოს შეეჩვია და არ უნდოდა დედაქალაქს დაბრუნებოდა.
„ჯანდაბა, მწყურია !“
„არაუშავს, მალე ჩახვალ... სულ 5 საათი გიწევს მგზავრობა..“ - დაუწყო საკუთარ თავს დამშვიდება.
ცოტა ხანს ინტერნეტში ერთობა, შემდეგ კი მის წინ მჯდომი ბიჭის მიშტერებებზე ეცინება გულში... მგონი, კაცს თვალით უფრო უყვარს, ვიდრე გულითო, წამიერად ესეც კი ეფიქრება. უცნობი საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურება, გრძელი თმა უცნაურ კუდად უქცევია, შავები აცვია და შორტებიდან ფეხის კუნთებიც სასიამოვნოდ ეკვეთება, თუმცა მალევე ბეზრდება მსგავსი გართობა, თავისუფლდება რა მის გვერდით სკამი, თავს დებს, ემბრიონის პოზაში თავსდება და თვალებს ხუჭავს..
ძილი..
ძილი..
დიახ, ძილი ზოგჯერ საუკეთესო გამოსავალია..

***
სახლამდეც ავტობუსით მიდის და ისევ მარტო.. არ უყვარს არავის შეწუხება. აჩიმ კი უთხრა, დაგხვდებიო, მაგრამ უარი უთხრა, სამსახურში საქმეებს ნუ გაიფუჭებო.
ჰოდა, მარტო მიუყვება გზას ავტობუსიდან სახლამდე.. გზას, რომელიც ახსენებს, რომ რეალური ცხოვრება კურორტული ცხოვრებისგან ძალიან განსხვავდება.. წინ მრავალი პასუხისმგებლობაა, მრავალი დილემა, რომლებსაც ღირსეულად უნდა დახვდეს..
კარებს აღებს, ბარგს ოთახში ტოვებს და სამზარეულოში ფეხაკრეფით შედის, რადგან ყველას სძინავს. ნაყინი ყუთიანად თავის ოთახში გააქვს და წყლის დალევაც ავიწყდება.
ცოტა ხანში აჩიც ურეკავს და facebook - ში შემოსვლას სთხოვს, video call -ით საუბარს სთავაზობს, დაღლის მიუხედავად მია თანხმდება და ტელეფონი სხვა მდგომარეობაში გადაჰყავს...
-შენთან მინდა !!!!!!!!!!! - აჩის სახის გამომეტყველება ეცვლება.. - მთელი არსებით მინდიხარ !
-My darling, your lips r so sexy.. I want to be with you.. I love every part of ur body..
-ნამდვილი ინგლისელივით წარმოთქვამ.
-ოქეეეეეეეი, ძააან ოქეიიი.. მეც მინდა შენთან და თან ახლა !
-და ახლა ჩემი დასვენება სრულდება..
-ნეტავ....
-ბევრი ნეტავ გამოჩნდება, ამიტომ ნუღარ გავაგრძელებთ... - უცინის გოგონას და ტუჩებს წინ წევს კოცნის იმიტაციით და რა თქმა უნდა, მიას მიმართულებით.

ბევრს გონია, ორმხრივი სიყვარული ბედნიერებაა... მაგრამ ხშირად ცალმხრივ გრძნობაზე რთულია, შენც გიყვარდეს და მასაც უყვარდეს... ხშირად ამაზე დიდი უიმედობა არ არსებობს.. რადგან ყოველ წამს მასთან გინდა, გინდა დაძინებისას ხედავდე და გაღვიძებისაც, მაგრამ ასე რომ არააა, გული გწყდებაა, იმედი გეწურება, განცდები გეყინება და კიდევ უფრო მეტად გიყვარდება თითოეული უჯრედით.. რაც უფრო გრძნობს მის სიახლოვეს, უფრო მეტჯერ გინდება მასთან... არ გეგონოთ რამე ხურდება ! პირიქით, ტემპერამენტი ერთარსებობის მოლოდინში ვარდება და ძველი ფიქრები თითქმის ბოლომდე წყდება..
და მაინც რა იქნებოდა, რომ ჩვენს „მინდათა“ დიდ ნაწილს სემანტიკა შეეცვალა ?

***
„შენ გგონია, შენი შეყვარებული არ გღალატობს ?“ - შალვას მოწერილზე იმდენად ეცინება, მუცელი რომ ჰქონდეს, თავამდეც კი აუვიდოდა.
„ყველა შენნაირი გგონია, არა ?“ - პასუხს არ ელოდება, ჩათს ბლოკავს და ტელეფონს გვერდზე ისვრის.
ყველას ყველა თავისნაირი ჰგონიაო, მგონი, ტყუილად არ უთქვამთ...

დილიდანვე ნახულობს აჩის. მართალია, ძალიან მონატრებია, მაგრამ მისით დატკბობის საშუალება არ ეძლევა. მხოლოდ ათი წუთით ეთავისუფლება მამაკაცი სამსახურიდან, შესაბამისად, მათი „პაემანი“ დროის ამ ფარგლებს ვერ ცდება.
გული წყდება.. აჩისაც წყდება გული, მაგრამ რა ქნან...
ერთმანეთს ეხვევიან და შორდებიან... მია ისევ მარტო რჩება, გული ლამისაა კუჭამდე ჩაწყდეს, მერე კი საბოლოოდ მოადინოს ძირს ზღართანი..
მართლაც რა იქნებოდა, რომ მოვალეობა - პასუხისმგებლობანი არ გვშთანთქავდნენ ?
ახსენდება, რომ თავადაც უნდა იპოვოს სამსახური და კიდევ უფრო ითრგუნება... გზაში ძველი ნაცნობი ხვდება, რომელიც საკმაო ხანს ეტრფოდა. ყავაზე პატიჟებს. გოგონა თავიდან პატარა ბავშვივით გაქცევას აპირებს, მერე აზრს იცვლის და კაფესკენ მიყვება..
-ძალიან ლამაზი ხარ, უფრო გალამაზდი.. აი, ყველანაირად.. აი, მე კი ცოტა გავხდი, ისე ტემპერამენტი კი არ დამიკარგავს..
-საკუთარ თავზე რომ საუბრობენ არ მიყვარს და ადრეც მითქვამს, მგონი - გოგონა ყავას ძალით წრუპავს, როგორც შხამს, რომლის ამოწურვაც ჯოჯოხეთიდან გამოსვლის ტოლფასია.
-აბა, ისე დიდი დრო დაგჭირდებოდა, ლამაზო !
-ლამაზოსაც ნუ მეძახი !
-მია ! ყველაფერს ვიზამდი შენთვის, შენ კი... იქნებ მოიფიქრო, ყველაფერს დაგითმობდი.
-ზურაბ, მე მყავს ადამიანი, რომელიც მიყვარს და მას არასდროს ვუღალატებ. ეს იცი, მგონი...
-იქნებ ერთი დღე მოსულიყავი, გემრიელობები, მოფერება, ვნებიანი სექსი...
-ზედმეტები რომ მოგდის, ვერ ხვდები.. ყველა თქვენნაირი არაა, მრავალ ფრონტზე იბრძოდეს - მაგიდიდან დგება და ავტობუსის გაჩერებისკენ სირბილით მიდის.
„არ უნდა დავთანხმებოდი.. მარა ჯანდაბას.. მაგასაც და მაგის ყავასაც“ -ხმამაღლა ამბობს და ავტობუსში ადის.

წამიერად აცნობიერებს, რომ ყველაფერი ერთმანეთში ირევა...
თითქოს ყველა მასთანაა, მაგრამ მაინც მარტოდ გრძნობს თავს..
ერთ დღეს სამსახურს ნახავს, მერე ოჯახს შექმნის, შვილები ეყოლება, შვილიშვილები.. და მერე ? მერე უბრალოდ ყველაფერი გაქრება... ეს ფიქრები ხშირად აქცევს მარწუხებს მიღმა და შიშს უმძაფრებს..

***
კვირა დღეს ვაკანსიების ძებნაში ატარებს. ლამისაა სკამის ფორმას დაემსგავსოს და ნამცხვრებად იქცეს, მეტი, თითქოს ადამიასთვის მახასიათებელი ფუნქციები უქვეითდება. სივებს გზავნის, თუმცა შედეგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის აქვს, რომ საშინელ ძმარვას გრძნობს და ლამისაა კუჭი გაუსკდეს.
-ასე იცის ღორობამ.. - საწოლზე ეცემა და თვალებს ხუჭავს. ახლა მაინც დაერეკა აჩის, მაგრამ როგორ ? ის ხომ ამ დროს მუშაობს, სამუშაო საათებში კი ტელეფონით სარგებლობის უფლებასაც კი არ აძლევენ. დასვენება ? დასვენება კი იმდენად მცირე აქვს, ტელეფონისკენ გახედვისთვის განა ცხელა ?
მთელი საათები წრიალებს საწოლში, 3 საათისკენ ძლივს ეკარება ძილი და მაშინაც აჩის ზარი აღვიძებს, უდროო ზარი.. რას ვიზამ, ზოგჯერ და სამწუხაროდ, ხშირადაც კი ადამიანები ქმედებას დროს ვერ ვურგებთ.

-გამაღვიძე.. არადა ძლივს დავიძინე..
-უი, ცხოვრება, მაპატიე ! მეც ისეთი დაღლილი ვარ.
-ძილი ნებისა.
-ტკბილი ძილი.

მაგრამ სადაა ტკბილი ძილი ? ხან ერთ გვერდზე წვება, ხან - მეორეზე, მაგრამ თვალთ არ ეკარება სასურველი ბურანი.
ათასი სურათი მონაცვლეობს გოგონას გონებაში.. თითქოს უზარმაზარ გავარვარებულ ქვაბში იხარშება აზრები და თითქოს მატერიალიზდება კიდეც...
დილასაც არ ასვენებს უსიამოვნო შეგრძნება, რასაც სიცივის ანტარქტიდული განცდაც ემატება და აი, სრული ჰარმონიაც !

***
მეორე ღამეს გულის რევას შიშით აღსავსე სიზმარი ცვლის... რამდენიმეჯერ მეორდება, თუ როგორ იპარება აჩი მიას სახლში, როგორ ხვდებიან მალულად ერთმანეთს და ტკბებიან ერთმანეთის არსებობით... შემდეგ კი როგორ ბრუნდება ჩუმად გაღებული კარიდან ფეხაკრეფით ..
დილა ოფლში მცურავს ეღვიძება...
-ესეც თქვენი ორმხრივი სიყვარული... რამდენ ხან რას უნდა მომასვენოს ? მანამ, სანამ ჯეკპოტს არ მოვიგებ ან აჩის სახლი თავზე არ ჩამოენგრევა ? - ხმამაღლა უკმაყოფილი ხმით ამბობს და საწოლიდან პირდაპირ საშხაპისკენ იღებს გეზს.
***
-დე, დღეს ძალიან დიდ ხანს გეძინა - საყვედურით ეუბნება დედა.
-რა იცი, რომელზე დავწექი ?
-ღამის 3 საათამდე ვის ელაპარაკებოდი ?
-ნუ, აიი... პირდაპირ გეკითხა..
-აი, ახლა გეკითხები.
-აუ, მეგობარს. რა გინდა ? შენი საუბრებით ვინტერესდები ? - ნერვები კაწაწებად ადგება თავზე. ზედმეტი კითხვები და ზედმეტი მზურველობა .. ეს ხომ ორი რამაა, რაც ყველაზე მეტად აღიზიანებს.
-რომელ მეგობარს ? - აღარ პასუხობს და სააბაზანოს კარს იხურავს, წყალს უშვებს და საკუთარ ანარეკლს აკვირდება სარკეში. აი, ზოგჯერ საკუთარი თავი ძალიან მოსწონს, მაგრამ ახლა არა, გაბრაზება არც ისე ძალიან უხდება..
თუმცა რამდენიმე წამში განწყობა ეცვლება. გასაუბრების თაობაზე ურეკავენ. სუპერმარკეტ „უნივერსამის“ ადმინისტრატორობას სთავაზობენ.
-აი, ესეც მესმის.. იქნებ მერე მაინც დავაღწიო თავი იმ ორ საშინელ რამეს, რაც გულს მირევს “ - ეფიქრება და მზადებას იწყებს..

გასაუბრებაზე კარს აღებს თუ არა, პირველად რასაც ამჩნევს, ზურაბის ქუდია, შემდეგ კი თავად ის.
-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - ირონიულად ამბობს მამაკაცი, კეპს იძრობს და მოტვლეპილ თავს აჩენს.
-აქაც ? - გაკვირვებას ვერ მალავს გოგონა.
-დიახ, აქაც, მაგრამ სამსახურზე სალაპარაკოდ არ დამიბარებიხარ.
-ღმერთო ჩემო ! - ფერი ეცვლება სახეზე, ოფლი ასხამს, სკამის თავს ეჭიდება ძირს რომ არ დაეცეს. მამაკაცს კი მიას მდგომარეობა თავდაჯერებულობას მატებს. ფეხზე დგება და გოგონას გარშემო წრეების დარტყმას იწყებს.
-ახლაც მახსოვს, როგორ შევახე შენს ყავიან ტუჩს თითი, ისიც რამდენიმე წამით, კინაღამ გავთავდი კაცი..
-ეს რა საოცარი სიტყვა აგირჩევიათ ! - ირონიის მორგებას ცდილობს მია, მაგრამ შესაბამის ხასიათზე ნამდვილად არაა.
-შენთან მინდა, ყველაფერს მოგცემ, თვით სისოცხლესაც კიი..
-თავს მოიკლავ ?
-თავს არა, მაგრამ... დანარჩენ ყველაფერს, მიაა... ვკვდები, ისე მინდა შენთან...
-კაი, ერთი...
-მხოლოდ ერთი დღე, ერთხელ ამოდი ჩემგან.
-შენთან ?
-საწოლში ყველანაირ სურვილს შეგისრულებ, თავს ქალღმერთად იგრძნობ, მია !
-ჩემს ღირებულებათა შესახებ გეტყობა, არაფერი გსმენია !
-ჩემს ბინას დაგითმობ ! - უცბათ ასწორებს - უფრო სწორედ, ერთად ვიცხოვროთ.
-სრულ ჭკუაზე ხააარ ?
-რამდენიმე საათი მაინც....
-ვაჭარს ვგავარ ?
-საათში 40 ათასს დოლარს გადაგიხდი.. მხოლოდ ერთი საათით მაინც მომეცი უფლება, შენი ნაწილი ვიყო.
-კარგად იყავით ! - კარებს თითქმის აღებს მზერის ნაპერწკლებით და სირბილით ეშვება კიბეებზე.
-მხოლოდ ერთი საათი.. ყველაზე ტემპერამენტიანი და ვნებიანი მამაკაცი ვარ, მია.. მენდე ! - ზურაბი ისევ აგრძელებს თავისას, დამაჯერებელ ტონს ოდნავაც არ უხმობს.
რომელი საუკუნეა ? კვლავ ყიდიან სხეულს, სიყვარულს, ღირსებასა და პრინციპებს ფულზე ? ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა..
დიახ, ყიდიან.. უბრალოდ კალენდართან ერთად ფასმაც გადაინაცვლა სკალის უკანა მხარეს.... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს; განა ესეც აქლემისა და ნემსის ქურდის ტოლობის მსგავსი არაა ?

***
სახლში მისულს ალიაქოთი ხვდება. მისი მშობლები დგანან შუა სამზარეულოში და დავობენ რასთან უფრო გემრიელია „სპაგეტი“ ხინკალთან თუ ლავაშთან. იმდენად არიან გართულნი თავსატეხით, შვილის შემოსვლას ვერც კი ამჩნევენ.
-რა ხდება, დე, მა ? - კითხულობს მია და მაცივრიდან ცივი წყალი გამოაქვს.
-რავი, იმდენი რამ გავაკეთე და ეს მამაშენი მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა.
-დაწყნარდით, რა .. ისედაც თავი მისკდება. რამე კალცის შემცველს თუ მაჭმევთ, კარგიააა, თუ არადა დავწვები..
-კალცი ?
-ჰო, დიდი ხანია წესიერად არ მიმიღია და აი ფრჩხილებიც მტყდება - ორივე მტევანს ფართოდ შლის გოგონა და ბოთლი პირისკენ მიაქვს.
-ნამცხვარი აიღე, ბევრი არაჟანი და კვერცხი ვუქენი.
-მადლობა - სამზარეულოდან გადის და თავის ოთახში შედის - აი, დედაც ასეთი უნდაა... რის ნამცხვრები, რის ხინკალი - თავისთვის ლაპარაკობს და საწოლზე ეცემა.. ფიქრების ხვეულა აქვს გონებაში, უნდა გათავისუფლდეს,მაგრამ გრძნობს, ძალიან რთულია.
სამსახურშიც არ მიიღეს, მთელი ფულიც დასვენებისას დახარჯა, ზურაბი არ ასვენებს... სადარდებელი არ ელევა..
იქნებ მართლა უნდა დათანხმებოდა მამაკაცის მაცდურ წინადადებას ? რა იქნებოდა ერთი საათი და იმდენი ფული, რამდენსაც წლები ვერ გამოიმუშავებს ?
-არა, რა... რამე უნდა მოვიფიქრო - საწოლიდან იწევა, ტანზე იხდის და გადასაფარებლის ქვეშ ძვრება. ამ დროს აჩიც ურეკავს, შენთან ახლოს ვარ, გამოდიო. მიაც დგება. სწრაფად იცვამს გრილ სარაფანს და გარეთ გადის.
-როგორ მომენატრე ! - ეხვევა მამაკაცი.
-ძალიან ცუდად ვარ, აჩი..
-მოდი, ჯერ ცივი წყალი დალიე და მერე ვისაუბროთ - ბოთლს აწვდის, გოგონა ართმევს თუ არა, ბოთლის ჭრის მთლიანად პირში იდებს და ერთი კვირის მწყურვალივით აცხრება წყალს.
-მე ხომ გითხარი, მასე არ დალიო - მეთქი - ეცინება აჩის.
-რატომ ? ორალურ სიამოვნებას გახსენებს ? - ეცინება მიას...

***
-შვილო, მურაბიანი წყალი არ გინდა ?
-არ მინდა, უბრალოდ სიწყნარე მჭირდება - მეორე გვერდზე ბრუნდება და თვალებს კიდევ უფრო ძლიერად ხუჭავს მია.
-მია, ნახავ სამსახურს, ნუ ნერვიულობ.
-არ ვიცი, დე.. არ ვიცი არაფერი..
-ტკბილი ძილი...

ძილი თვალთ არ ეკარება, გულიდან დაწყებული ფეხის თითამდე სხეულის ყოველი შიგანი თუ გარეგანი ნაწილი, დამძიმებია. თითქოს შორეულ გზაზე გაჭედილი, ვერც უკან დასაბრუნებელ გზას ხედავს, ვერ წინ წასასვლელს.
-ნეტავ, ყველაფერი ოდნავ მარტივი მაინც ყოფილიყო.. ოდნავ მარტივი.. ბევრს ვითხოვ, ღმერთო ?

***
ზაფხული სევდანარევად მიაბიჯებს დროთა ორბიტაზე. სამყარო ბევრისთვის თავიდან იწყებს დაბადებას, ცხოვრება თითქოს სხვა ტალღაზე გადადის და ფერადოვნებაც იზრდება. ბევრისთვის არსებობს რაღაც, რაც სექტემბერს ლამაზად ანახებს, ზოგი კი უბრალოდ გულხელდაკრეფილი ელოდება ამ დასაწყისს.
ზის მია ფანჯარასთან, უყურებს როგორ მიფრინავენ ჩიტები თბილი ქვეყნებისკენ და თითქოს თვითონაც უნდა, მიყვეს მათ, გაიზიაროს მათი გალაკტიკა, იგემოს განსხვავებული სუნი, შეხება და საერთოდ ყველაფერი განსხვავებული, მაგრამ ვერაფერს აკეთებს, გაშეშებული ზის და უბრალოდ უყურებს, თითქოს ხელ-ფეხი შეუკრეს და ინვალიდი გახადეს; გრძნობით, განცდით, გონებით ინვალიდი.
მაგრამ ბევრს არც ადარდებს, მეტიც ამის შესახებ არ იციან და ამის სურვილიც კი არ აქვთ.. ყველა თავისთვისაა და ყველაფერი თავისთვის..
წამიერად ფოთლებიც ერთ ადგილზე ჩერდება ან უბრალოდ გოგონას ეჩვენება ასე..
აჩი ? სად არის აჩი ?
არც არსად ... სად უნდა იყოს ? უბრალოდ მია არ ნახულობს ბოლო დროს, მის ზარებსაც ლაკონურად პასუხობს, სულ ეუბნება, რომ განწყობა არ აქვს, ხასიათზე ვერაა და იმ ყველაფერს, რასაც მის მდგომარეობაში მყოფნი ამბობენ.
აი, ახლაც რეკავს..

-მია, ძალიან, ძალიან მენატრები...
-აჩი... როგორი გათიშული ვარ, იცი ?
-გნახავ, იქნებ გამოგაფხიზლო..
-საქმეც ისაა, რომ არ მინდა, არ მინდა გამოფხიზლდებაა...
-მია, ასეთი საქციელი არ შეგეფერება... შენ ! შენნაირ მებრძოლ გოგოს !
-დავიღალე ! უბრალოდ შეიგნეთ, რომ დავიღალე და დასვენება მჭირდება.
-კი, მაგრამ..
-ასეთი რთულია იმის შეგნება, რომ დასვენება მჭირდება ?

იმედგაცრუებული და ცხოვრებისგან ყოველ გვერდზე დაკბენილი დიღმის ბაზრობაზე მიდის მია; უნდა რაიმე შეცვალოს საკუთარ , ოდნავი ფერადოვნება მაინც შეიტანოს ყოველდღიურობაში... გადაწყვეტს ძაღლი იყიდოს, როგორც ანტიკურობიდან ერთგულების ეტალონი და თანამედროვეობაში ჯოისთანაც გაცოცხლებული.
-ძაღლი, დიახ, ძაღლი მინდა.. მას მუდამ ვეყვარები, როგორიც არ უნდა ვიყო, რაც არ უნდა გავაკეთო...
-დიახ და რომელი ? - ეკითხება გამყიდვლი გოგონა.
-არ ვიცი..
-ააარჩიეთ.
-ის, რომელიც ყველაზე ერთგული იქნება, ყველაზე მოსიყვარლე და ბევრ ცუდს დამავიწყებს.
-ასე რომ შეიძლებოდეს... ნეტავ, შეიძლებოდეს..
-მე გეუბნებით, ძაღლი მინდა - მეთქი და უნდა ამარჩევინოთ, თქვენი მოვალეობაა - ხმას უწევს გოგონა.
-აი, ეს წაიყვანეთ მაშინ, ძალიან ლამაზი და საყვარელია იორკშირული ტერიერი - პატარა კიკინა ძაღლზე მიუთითებს გამყიდველი.
-უი, ეს მეც მომწონს და რა ღირს ?
-350 დოლარი.
-ძალიან ძვირია... ისე მომეწონა ძალიან და თუ ფულს ვიშოვი მოვალ. მადლობა - იმედგაცრუებას ახალი იმედგაცრუება ემატება. განა სხვა რა არის ცხოვრება ? იმედგაცრუებათა ცვალებადობის პროცესში იმედის მოლოდინი, დასაწყისი უკეთესი მომავალისა... ადამიამიანები ხომ არ ვკარგავთ იმედს გამოქვაბულიდან გამოსვლისას, მზის სინათლის დანახვისას და თავისუფალი ღიმილისას... ასეც უნდა იყოს, სხვანაირად ცხოვრება ყველანაირ აზრს დაკარგავდა.
მაგრამ ვეღირსებით რო სასურველ თუ არა მასთან მიახლოებულ მომავალს ? ეს ის კითხვაა, რომელიც გულის სიღრმეში თითოეულ ჩვენგანს გვაწუხებს.

***
დილას უხასიათოდ დგება, ისიც კი არ იცის, რისი გაკეთება უნდა..
„ერთი დღე ვერ დამიგეგმავს და ცხოვრებას მივხედავ მე ?“- ეკითხება საკუთარ თავს და მაცივრიდან საყვარელი ნაყინი გამოაქვს, მის ლოკვას იწყებს და ახლაც აჩი ახსენდება.. მის გარეშე ხომ ყველაფრის გემო უფერულდება, ფერები მკრთალდება, თვით სამყაროს კი ანელებს სვლას...
უაზროდ აგრძელებს ნაყინის ლოკვას და ისეთი შეგრძნება ეუფლება, თითქოს ენას იკრობს ცივი მატერია..
-ჯანდაბაა ! ასე არ შემიძლიაა... - საცაა ფიქრებით ჯურღმულისკენ წავიდეს, როცა კარის ხმა ესმის... - ღია დარჩენიათ ! ისევ ჯანდაბა და ჯანდაბა ! - ამბობს და ასადგომად ემზადება.
-ჯანდაბა ? - ამ დროს ოთახში გაღიმებული სახით შემოდის მამაკაცი, რომელსაც ხელში ზუსტად ის ჯიშის ძაღლი უკავია, რომლის ყიდვაც ცოტა ხნის წინ მიამ ვერ შეძლო.
-ვაიმე, ეს ძაღლი.. შენ საიდან ? - გაკვირვებას ვერ მალავს მია.
-მია, ზოგჯერ კითხვების დასმა უბრალოდ ზედმეტია - ლეკვს აწვდის შეყვარებულს და ოდნავ უკან იწევა, უნდა მის მონატრებულ მხიარულ მზერას დააკვირდეს, დატკბეს მისი ემოციებით და გაიზიაროს ისინი..
ცოტა ხანში ნაყინს ართმევს და თვითონაც უსვამს ენას, შემდეგ ისევ მიას აწვდის.. ძაღლს თავის მინიატურულ სახლში სვამს და გოგონას მჭიდროდ უახლოვდება..
-აჩი !
-მადლობა არ მითხრა ! - უღიმის მამაკაცი, წელზე ხელებს ხვევს და მთელი სხეულით იკრავს.. ბრუნდება სითბო, განცდა, ემოცია, რომელიც დიდი ხანია არ უგემიაა.. თითქოს ცხოვრება აჩის სიახლოვესთან ერთად სიცოცხლის მჩქეფარებით ივსება.
კისერზე ხელებს ხვევს სასურველ სხეულს და კიდევ უფრო ძლიერად ეკვრის, ფეხებს ოდნავ ხრის სათითაოდ და აჩის ფეხებს აბჯენს, ცდილობს თავიდან ბოლომდე შეიგრძნოს მამაკაცი, თითოეული უჯრედითა და ატომით.. აჩიც იმავეს გრძნობს, მონატრებას იმდენად შეუპყრია გოგონა მისთვის კიდევ მილიონჯერ სასურველი გამხდარა მისთვის და არ იცის როგორ მოთოკოს განცდები. შიშველ ხავერდოვან ბარძაყებს თითების ნარნარი მოძრაობით ეხება და ზემოთ წევს.. მიას პერანგის ქვეშ მიიწევს.. გოგონასაც იმდენად მონატრებია საყვარელი მამაკაცი, რომ უკვე სხეულს ძლივს იკავებს, რომ არ ჩაიკეცოს და განცდებისგან არ დაიცალოს. აჩიც ხვდება და ძლიერი მკლავებით აკავებს გოგონას, ანთებულ და თან მოულოდნელი სიამოვნებისგან ჩაცვენილ თვალებში უყურებს, შემდეგ კი დივნისკენ უბიძგებს, მასთან ერთად ეშვება დაბლიერ სივრცეში...
გოგონა ხელებს ყურებს ზემოთ აბჯენს, შემდეგ ოდნავ მოზრდილ თმაში უცურებს, აჩი მის ბაგეებს ძლიერად აცხრება, მია კი ლამისაა ჭკუიდან გადავიდეს... იმდენად ცხელა, გონია ცეცხლში იწვის, ოღონდ არა ჯოჯოხეთის ცეცხლში, არამედ სამოთხის ძლიერ ნათებაში.

ისე იზიდავენ მათი სხეულები ერთმანეთს, ვინმემ რომ შეხედოს, იფიქრებს, სანამ ქალსა და მამაკაცს განაშორებდა განგება, სწორედ ესენი იყვნენ ერთნიო..
მია უფრო ძლიერად აბჯენს მამაკაცის თეძოებს ფეხებს, აჩი მკლავებ ქვეშ აქცევს გოგონას, შემდეგ ადგილს უცვლის, როგორც ფუტკარი საბედოს ყვავილს და უფრო ძლიერად აცხრება ბაგეებს, რომლების კისრისკენ უხმობს.... კისრისკენ, რომელიც ნეფერტიტისებურად გრძელი და გამოყვანილია, თითქოს ხელოვნების შეუფასებელი ნიმუში. ნელა ეხება ტუჩებით ისე, თითქოს სამოთხის ვაშლს აგემოვნებდეს.. შემდგომ ტუჩებით სწევს მიას პერანგს, გოგონა კი მის ქამარს სწვდება.
-ძალიან მომენატრე ! - ყურში ჩურჩულებს მიას, რომელსაც ნახევრად არაფერი ესმის, ეკლები აყრის და თეთრი კანი თეთრეულის ადგილას კიდევ უფრო ეკვეთება, რაც აჩის საშინლად აღაგზნებს. მიას მკერდისკენ მიიწევს ტუჩებით და ფეხის თითებამდე აღწევს, გოგონა კი საერთოდ გათიშულა ამ სამყაროს, თითქოს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გამოცემული ძალა მის სხეულშიაა;
ბოლოს კი, ორივენი ერთმანეთს უნაწილებენ დაგროვილ ძალას, ძალას, რომელსაც შესაძლოა სიყვარულის ძალა, მაგიური ენერგია ვუწოდოთ.
ორივე მათგანის გულის ცემა კი საკუთარ თავს ბევრად აჭარბებს, სუნთქვა კი უკანასკნელ წერტილამდე აღწევს.
იქნებ სწორედ ესაა ბედნიერება ? როცა გყავს ადამიანი, რომელსაც შენს სხეულსთან ერთად, შენი სულისაც ესმის..

***
-შენი საყვარელი ყავა გაგიმზადე ..
-თუ შენი საყვარელი ? - ეცინება მიას და საწოლიდან ოდნავ იწევა, თავს კომფორტულად აბჯენს ბალიშს და აჩის მიმართულებით თვალების ფახულს იწყებს.
-შენი საყვარელი ორცხობილად მოვამზადე..
-ასეც ნუ გამოავლენ შენს კულინარიულ შესაძლებლობებს.. - თვალს უკრავს მია და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიაქვს, რამდენიმე ყლუპიც საკმარისია, რომ ტუჩის ნაწილი შავად შეეღებოს.
-მოგაშორე - საწოლზე ძაღლივით საყვარლად ძვრება აჩი და ტუჩებით გოგონასკენ იწევა, მია ფინჯანს თავის ადგილას დევს და სულმოუთქმელად განაბული ელოდება საყვარელი მამაკაცის მოახლოებას. აჩი ტუჩებით ნელ-ნელა აშორებს ყავის ნალექს, მია ხელებს კისერზე კატასავით ხვევს და გადასაფარებლის ქვეშ ძვრებიან. ცოტა ხანში აღარც ყავა ახსოვთ, აღარც ორცხობილა და აღარც კულინარია.
-ჩამოვედით ! - კარების გამაყრუებელი ხმა ისმის, რასაც მოსდევს ჩემოდნების ბორბლების სრიალი..
-დე, მამაშენს დავხვდი და მოვედით.... სად ხარ ? შენი საყვარელი ნაყინი მოვიტანეთ...

თუმცა მიას არაფერი ესმის. დადიან მშობლები აქეთ-იქით, ხან რას ახმაურებენ, ხან - რას. გოგონა კი ისევ ტკბილ ზმანებაშია, ოღონდ რეალურ ზმანებაში, რომელიც ცხოვრებამ ჩუმად მოიპარა ირეალური სამყაროდან.
-ჯანდაბა ! სად არის ეს გოგო ? - ბოლოს მიას კარებთან მიდის და უკაკუნებს. არც ახლა ისმის რამე, გადაწყვეტს თავისით გააღოს, თუმცა არც ეგაა საჭირო, შეყვარებულ წყვილს კარების დაკეტვაც ხომ დავიწყებიათ.
-სად ხარ მია ? - ფართოდ აღებს ქალი კარებს. გარემოს ათვალიერებს, ძირს ტანსაცმელი ყრია, ყველაფერი არეულია - რააა ეს ? ადექი და დაალაგე - ბრაზდება, მაგრამ მამაკაცის სამოსს ამჩნევს თუ არა, გაბრაზებაც აღარ შეუძლია, უბრალოდ გული მისდის.
-მია, მგონი, დაგვერხა - ჩუმად ეუბნება გოგონას აჩი და გადასაფარებელს წევს.
-უნდა წახვიდე სასწრაფოდ - ეუბნება ანერვიულებული და დედისკენ მიდის - სასწრაფო უნდა გამოვიძახო და თანაც სასწრაფოდ ! - ხელების კანკალით იღებს ტელეფონს და 112 - ს კრეფს, ხმაურში მამამისი, რამაზიც, შემოდის, რომელსაც სახეზე ფერი წაშლია და მგზავრობისგან დაღლილი კიდევ უფრო დაძაბულა.
-მია, შვილო, რა დაემართა ?
-გული წაუვიდა - ისე პასუხობს, თითქოს ჩვეულებრივი მოვლენა იყოს და ფანჯრისკენ იხედება - აი, მოვიდნენ კიდეც - აქეთ ! აქეთ ! - იძახის პატარა ბავშვივით, რომელიც დედას დაკარგვია და მისი დანახვისას აღტაცებას ვერ მალავს.
-ჯანდაბა ! ჯანდაბა და კიდევ ჯანდაბაა ! მანანა, რა გეტაკა, ქალო ? - მამაკაცი თითქმის სრულიად კარგავს თავს და პანიკაში ვარდება, მაგრამ ჯერ სადაა ? საიგოს რატომ ჩავარდა ცოლი ამ მდგომარეობაში და მერე ნახეთ მისი რეაქცია...

***
საავადმყოფოს კარებთან მამა-შვილი ზის, ზოგჯერ ადგებიან და თეთრ კედლებს აშტერდებიათ, თითქოს მათგან ელოდებიან პასუხს, პასუხს, რომელიც ორივესთვს რთული აღსაქმელი იქნება, რამაზისთვის კიდევ ორმაგად; წარმოდგენაც რთული როგორ გადაიტანს ცოლის მდგომარეობის მიზეზს.
-კოშმარია, სრული კოშმარი ! - ძლივს წარმოთქვამს მამაკაცი და სკამის ზურგს ძლიერად აწვება, თითქოს მისგან ელის მოულოდნელ ნუგეშსო.
-ყავა ჰო არ მოგიტანო ? - ეკითხება დამფრთხალი გოგონა, რომელმაც არც კი იცის სად დაიმალოს.
-არა, შვილო. შენ დალიე ... - არც კი უყურებს, ისე პასუხობს, შემდეგ კი თვალებს ხუჭავს, თითქოს ამ სამყაროდან გაქცევას ცდილობს, რაღაც ახლის შექმნას და მასში უკითხავ დავანებას.
შვილი ტოვებს, ფეხაკრეფით გადის საავადმყოფოდან და ტელეფონს აკანკალებული ხელით იღებს ჯიბიდან.

-მია, სად ხარ ? რა ხდება ?
-აჩი, შენი ნახვა მინდა. ტელეფონში სათქმელი არაა.
-ჩვენს პარკში გამოდი, დაგელოდები.

გოგონა ტაქსის სასწრაფოდ აჩერებს და დათქმულ ადგილას მიდის. შესასვლელში პირველად რაც თვალში ხვდება, მოწუწავე ბავშვებია. როგორც ყოველთვის ასე ხდება ხოლმე და დილიდან საღამომდე მეორდება.
მიამ არ იცის რა ქვია ამ პარკს და არც აინტერესებს.. მეტიც არც ის უნდა ახსოვდეს საიდან გაიგო მის შესახებ, უბრალოდ ჩრდილობს ეძახის და მორჩა. რაც მოსწონს, უნდა, აქვს და მორჩა. განა სხვა რამეს აქვს რაიმე მნიშვნელობა ?

-ნეტავ, იცოდე რა ხდება ამ ოხერ გულში, თავში..
-მია - აჩი ეხვევა გოგონას ნაზად, როგორც ნიავი ცაზე თმის თავისუფლად მოლივლივე ღერებს.
-დავიღუპე, აჩი, ახლა დამდვილად დავიღუპე !
-მია, დამშვიდდი და დაწვრილებით მომიყევი...
გოგონა ძლივს იწყებს საუბარს, მალევეც ჩერდება, აჩის თხოვს, გაჩუმდეს და უბრალოდ გადაეხვიოს.
-ზოგჯერ სიტყვებს აზრი არ აქვს... ისღა დაგვრჩენია ერთმანეთს მხარში ამოვუდგეთ - ყურში ჩურჩულებს გოგონა.

***
ხშირად უფიქრია, მშობელზე ძვირფასი არავინაა, რაც არ უნდა იყოს, ისინი ყოველთვის ჩემს მხარეს დაიჭერენ, არ მაქცევენ ზურგს და გვერდში დამიდგებიანო.
არასდროს ამართლებდა ბიჭის გამო მშობლებთან პირდაპირ თუ ირიბ დაპირისპირებას..
გრძნობდა როგორ უანგაროდ, ყველაფრისდა მიუხედავად უყვარდა რამაზი და მანანა. ფიქრადაც კი არ გაუვლია, რომ შესაძლოა მისი მიზეზით რომელიმეს ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დამდგარიყო.
ყოველ ღამე ძილის წინ ძალაუნებურად თვალწინ ედგა, როგორ ტიროდა ერთი კვირა შეუჩერებლივ მანანა, როცა წაექცა შვილი და მუხლი გადაუტყავდა. დიახ, ძალიან ხშირად ხედავდა შრამს და ეს მომენტიც ახსენდებოდა, ახსენდებოდა და ხვდებოდა, რომ მასზე მეტად ვერავინ შეიყვარებდა.

***
საავადმყოფოს შესასვლელთან მიდის, ჩერდება, უნდა რამდენჯერმე ძლიერად ამოისუნქოს და მოსალოდნელი თეთრი კედლები გააფერადოს, როცა გვერდიდან ბოხი ხმა ესმის.
-მია ! იმედია, ახლა მაინც მომესალმები.
-ზვიად ! აქ რა გინდა ?
-შენ რა გინდა ? დედაჩემს ინსულტი დაემართა გუშინ, ჰოდა... - სევდა ერევა მამაკაცს ხმაში.
-დედაჩემიც ცუდადაა, ჯერ არ ვიცი დიაგნოზი...
-ერთ დღეში ვყოფილვართ. იმედია, ახლა მაინც არ გამექცევი და .. მოკლედ, ყავაზე რომ დაგპატიჟო, რას იტყვი ?
-ცოტა ხნის წინ დავლიე, მადლობა.
-არაფრის და ისე რომ იცოდე, თუ რამე დაგჭირდა, გვერდში შეგიძლია მიგულო.
-არა, ზვიად, არ დამჭირდება - გვერდს აქცევს მამაკაცს, რომელიც ერთ დროს რაღაც მომენტებში ყველაზე ერთგულად და დიდ მესაიდუმლედ მიაჩნდა, მაგრმა ხომ გაგიგიათ, დრო ყველაფრის მკურნალიაო ? ის არა მარტო უაყოფითს, დადებითსაც აქრობს, ან უბრალოდ თვალებს გვიხელს...

მამისკენ მიდის, რომელსაც მდგომარეობა უცვლია, ახლა უკვე ფეხზე დგას და გაშტერებით აკვირდება კედლებს. სახეზე ფერი საერთოდ აღარ აქვს, მისი გასაღიმი ნაოჭებიც კი სევდის ტალღებს წაულეკავთ.
-მა, რა ხდება ? - ძლივს ბედავს გოგონა კითხვის დასმას.
-შვილო.. - ხმას ვერ იღებს მამაკაცი, უნდა თქვას, მაგრამ ენა ებმის, ოფლი ასხამს - მას ცხვირიდან სისხლი წასკდა..
-რა ? - მომენტალურად სკამზე ეშვება მია, იმის შიშით, არ დავეცე და „ბრახვანი“ არ მოვადინო ძირსო.
-ვარაუდობენ, რომ მას...
-შანსი არაა - უთქმელადაც ხვდება, რომ რაღაც საშინელება ტრიალდება მის თავს და სახეს ხელებში მალავს, თითქოს ასე გაექცევა რეალობას, რეალობას, რომლისაც ასე გვეშინია ყველას...
დერეფანში არავინაა ან უბრალოდ არ აქვთ მათ არსებობას აზრი.. მხოლოდ ორი სახე ტირის, უიმედოდ ლულავს თვალებს, მხოლოდ ორი სხეული კანკალებს მომავლის შიშით, რომელიც არაფერია საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შედარებით.
-მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო ? - ეკითხება საკუთარ თავს რამაზი.
-მის გარეშე როგორ ? დედიკო, დე ... - თავისთის ბუტბუტებს მია.
-ყველაფერი ასე რთულადაა, მია ? - ისმის ნაცნობი და თანაც ძალზე უცნობი ხმა, ზვიადის ხმა, რომელიც ჩუმი მოძრაობით იკავებს მიას გვერდით ადგილს.
-ჰო, მას სისხლის გათეთრება სჭირს, საკმაოდ რთულადაა.. - პასუხობს გოგონა, ისე რომ ზედაც არ უყურებს.
-ყავა ან რამე ჰო არ გინდა ? - ზვიადი ისევ აჩენს თავს ადამიანად, რომელმაც არ იცის სიტუაციის შესაბამისად მოქცევა.

ის ხომ ადრეც ასე იყო...
წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, როგორ შეიძლებოდა მიას სიამოვნება. იმის მაგივრად რამე სიმბოლური, საინტერესო ეჩუქებინა, ცდილობდა კარტოფილიანი ღვეზელებით გამოეტენა. ალბათ ტყუილად არაა ნათქვამი, მამაკაცის გულამდე გზა კუჭიდან მიდისო. და რადგანაც ბევრ მათგანს ქალიც თავისნაირი ჰგონიათ ეპატიჟებიან შაურმაზე ან კიდევ უარესზე - კარტოფილიან ღვეზელზე.

-შენ კარგად ხარ ? მოკლედ, მიხედე შენს საქმეებს - თავს ხრის და ტელეფონს იღებს, უნდა ოდნავ მაინც განიტვირთოს, განდევნოს რეალობის საშინლად დაძაბული ენერგია. ყოფილი კურსელის პოსტს აწყდება, სადაც შონ აბრამის ძალიან საინტერესო ლექსი, თუმცა ეს არაფერი; ყველაზე მეტად მისი თანადროულობა იზიდავს.
„არავინ არის,
ვისაც ეტყვი რომ გტკივა და გეტყვის
- გეტკინოს.
ყველა იმედებით გავსებს,
რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ეს საშინელებაა.
ეს გულისამრევია.
თუ ჩემს გვერდით ხარ,
ჩემს საშველად მოდი
და ჩემთან ერთად დაწექი ჯოჯოხეთთან.
ის, რომ ხვალინდელი დღე,
პოზიტივია,
საშინელი მოსასმენია.
მირჩევნია მითხრა:
- შენ ჯოჯოხეთში ხარ
და აი ჩემი ხელი,
მეც შენს გვერდით ვარ.
მოდი და ერთად
გვტკიოდეს.“

ამთავრებს თუ არა, ცრემლები ადგება თვალზე...
„მაინც ვის აინტერესებს რა გვტივა ან როგორ ვართ ? ექიმი არსებობს ფიზიკური ტკივილისთვის, აი, სულის ჭრილობები კი არავის აინტერესებს...“
ფიქრებში ღრმად ეშვება მია, როცა უკნიდან ხმა ესმის, მისი სახელი..
-მია ! - აჩი ოდნავ უღიმის გოგონას.
-აქ რა გინდა ? - გაკვირვებას ვერ მალავს გოგონა და ტელეფონს ჯიბეში იდებს.
-ზვიადს რა უნდოდა აქ ?
-ეჭვიანობის სცენებისთვის მოხვედი აქ, აქ, ამ დროს ? - ხმას ოდნავ უწევს მია და მამაკაცს თვალს არიდებს.
-რა უნდოდა - მეთქი.
-ღმერთო ჩემო ! დედა ყავს ცუდად, ამის დედაც.. თუ კიდე რამე მსგავსის თქმას აპირებ, სჯობს წახვიდე აქედან. თან მამაც აქაა, ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინე.
-როგორ გიყურებდა ... - ისევ თავისას აგრძელებს.
-როგორ მიყურებდა ? ყურებისთვის ვუჩივლო ? რამე ინტიმური ჰო არ უელავდა თვალებში ?
-აუ, მია. შენ ასე ირონიით ნუ მელაპარაკები.
-აბა, რა გინდა ? შენთან ვარ, შენ კიდე რაღაც სისულელეებზე ჭედავ... მღლი, რა ! - პალატისკენ მიდის მია, სადაც ექიმი ელოდება. უკვე აღარ შეუძლია აჩის მოსმენა, მისმა სულელურმა გამოხტომებმა ლამისაა ჭკუიდან გადაიყვანოს.
რამდენიმე წლის წინ წაკითხული „ილიადა“ ახსენდება, უფრო სწორედ, მისი ერთი მონაკვეთი, რამაც ადრეც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა - აქილევსის რეაქცია პატროკლეს სიკვდილზე... უკიდრესი ხარისხით როგორ ეჭვიანობდა მკვდარზე...
ეს ფაქტი თავიდან აზრს მოკლებულად ჩათვალა, შემდეგ, საკმაო ფიქრის შემდეგ, დაასკვნა - ალბათ ძალიან უყვარდაო..
მაგრამ ეჭვიანობის ზედმეტი გამოვლინება იქნებ სულაც არაა სიყვარული, უბრალოდ უნდობლობაა ? თქვენ რას ფიქრობთ, მკითხველო ?
რადგან ეჭვს მეცნიერები „ინტელექტუალურ ილუზიასაც“ უწოდებენ, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თვალები ავიხვიოთ და ადამიანებს, რომლებიც სისხლს გვიშრობენ ეჭვებით, თავზე ხელი გადავუსვათ ?

-მისი ნახვა უკვე შეგიძლიათ.
-ახლავე შევალ - რამაზი ორ ნაბიჯს ცოლის პალატისკენ დგამს.
-არა, თქვენ ვერა.. ჯერ შვილის ნახვა უნდა და თანაც მარტო - ამ სიტყვებზე მიას კანკალი ეწყება, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს. შვილის ნახვაო, ლამისაა მიწა ფეხქვეშ ჩაუსკდეს და ძირს სადღაც ზღართანი მოახდინოს.
-თქვენ შებრძანდით - ექიმი უმეორებს გოგონას, რომელიც ლამისაა გაეთიშოს რეალობას, იმ რეალობას, რომლისაც ასე ეშინოდა, ახლა კი უფრო მეტად აშინებს.
-დე, მოდი, აქ ! - მანანას მკაცრ ხმას ერევა. მიას ცივი ოფლი ასხამს, თითქოს მთელი კაცობრიობის ცოდვა მხრებზე აწვეს.
-მამაშენმა არ უნდა გაიგოს, ჩვენ შორის დარჩეს, ოღონდ იმ ბიჭს აღარასდროს შეხვდე.... დამპირდი !
-ჰო, მარა.............დეე... - გოგონა ყინულივით ხდება. აბა სხვა რას ელოდა ? არც არაფერს. კიდევ კარგად წავიდა საქმე. ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობს.
-არ თქვა მიყვარსო, ვუყვარვარო ? რომ ყვარებოდი, მოითმენდა ქორწილამდე...
-დეეე......
-ხმა ჩაიგდე, თუ არ გინდა, მთელ ქვეყანას მოვდო..
ცრემლები ადგება მიას თვალებზე. აჩი ხომ ძალიან უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად კამათობს მასთან, მის გარეშე არ იცის, რა უნდა ქნას, როგორ უნდა იცხოვროს.
ახსენდება პირველი შეხვედრა, მეორე, მესამე... ამ დროს მისგან „სმს“- იც მოსდის, მაგრამ აზრი ?! ისეთი თვალებით უყურებს მანანა, ვერც კი ინძრევა.. გრძნობს, რომ ყველაფერი ფეხქვეშ ეთელება...
„რა იქნება მერე ? რა იქნება მის გარეშე?“ - ფიქრობს გოგონა და ორი ნაბიჯით კარებისკენ მიიწევს.
-დამიჯერებ ? - ტონი კიდევ უფრო უმკაცრდება მაიას.
პასუხად მია თავს უქნებს, მაგრამ ქალს არ აკმაყოფილებს...
-მითხარი, დამიჯერებს - მეთქი ?
-დაგიჯერებ ! - თავს ძალით წევს მაღლა და დედისკენ ოდნავ აპარებს მზერას. ახლა მისი შეხედვაც კი საშიშია.

***
სახლში შეშლილი ბრუნდება. საერთოდ ვეღარაფერს გრძნობს, თითქოს დედამიწაზე ცხოვრება უკვე სრულდებაო..
„გავრეკაააააააააააავ !“ - ფიქრობს ხმამაღლა, მაგრამ წესიერად ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ესმის.
უნდა ყავა დალიოს, მადუღარას იღებს, მაგრამ ეგეც ავიწყდება...
-გადმოდის.. გადმოდის, როგორც ეს სასტიკი ცხოვრება... - სასოწარკვეთა ნელ-ნელა უტევს..15 წუთში ისევ ცდილობს ყავის მოდუღებას და ახერხებს კიდეც, მაგრამ გემო ოდნავაც არ მოსწონს, მისი სურნელიც კი არ სიამოვნებს, არადა აქამდე როგორ იზიდავდა..
-მგონი, მართლაც მოვკვდი.. მანანაააააააა ! - დედის გახსენებაც კი ზარავს, მაგრამ ცდილობს მსგავსი ფიქრები მოიშოროს.

***
დილას ადრე დგება, სპეციალურად იმიტომ, რომ აჩი სამსახურამდე ნახოს. კიბეებთან ხვდებიან. გოგონა უხალისოდ პასუხობს მის ჩახუტებას, თითქოს ამპუტირებული აქვს სხეულის ნაწილები.
-როგორ ხარ ? - ეკითხება აჩი და თვალებში უყურებს.
-ჰო ხედავ... - უაზროდ პასუხობს და მოძრაობას იწყებს. ერთ ადგილზე დგომა ხომ დეპრესიის ერთ-ერთი ბიძგია.
-ლამაზად კი ხარ.. - აჩი კიდევ აპირებს რაღაცის თქმას, მაგრამ ზარი აწყვეტინებს.
...
-ჯერ ვერა.
...
-არ ვიცი, ზუსტად როდის...
...
-6ისთვის..
შემდეგ თიშავს.
-ვინ იყო ? - სასხვათაშორისოდ ეკითხება მია.
-არავინ.
-ვინ იყო ? - იმეორებს გოგონა.
-რაღაც საიდუმლოები ჰო უნდა არსებობდეს.
-მე სულ სხვა რამ ვიგულისხმე. შენ რა ცდილობ ვითომ სამაგიეროს გადახდას ? - ეცინება მიას და მამაკაცს შორდება.
-მია, ნუ მეკითხები ათას რამეს, რა.
-კაი. წავედი, მაშინ.. მეჩქარება, იქნებ რამე სამსახური ან მაგდაგვარი ვიპოვო.
***
საღამოს სრულიად დაღლილი ეშვება საწოლზე. მოსწავლეებიც ვერ იშოვა, არადა მათემატიკა მშვენივრად იცის, კარგადაც აუხსნა. აბა, რატომ უთხრეს უარი ?!
ალბათ იმიტომ, რომ საქართველოა, სტუდენტი და 10 წლიანი პრაქტიკის უქონელი არ უნდათ... საიდან ამდენი უნდობლობა ?
ეჰ, არადა რამდენი დრო დახარჯა. დროც ჯანდაბას, მაგრამ დაახლოებით 2 საათი ამოიხრჩო საცობში. რა გაეწყობა, ქართველი კაცი „დღე მეხვალიეობის“ ჩარჩოებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულა. სექტემბერში, როცა გზის დაგებას უნდა ამთავრებდეს, აგებს.. ვის გაუგია ?
სააბაზანოში შედის, შხაპი უნდა მიიღოს, შემდეგ კი ანკა ნახოს, მაგრამ ტელეფონის ზარი უკან აბრუნებს.
-მია, არაფერი გაქვს სანერვიულო და საეჭვიანო.
-ვინ გითხრა, რომ ვეჭვიანობ ?
-მაიას შევხვდი, საბოლოოდ გავწყვიტე ჩვენს შორის არსებულის ძაფები.
-რა ძაფები, ამდენი ხანი რა ვერ დაამთავრე ? ეგ შენი ყოფილი ვინ ჩემი ფეხებია, აი, მაგრად ა...
-დაწყნარდი..
-წადი. შერიგებაშიც ჰო არ დაგეხმაროთ ?
-მია..
-მ - ზე იწყებოდა შენი ყველა გოგოს სახელი, არა ? სტატისტიკაც კი მითხარი ადრე.. ახლა ყველაფერს თავზე დაგაყრდი. გახსოვს გადაჯოკრვაზე რომ ამბობდი ? შენ საერთოდ რამე გესმის ?
-მია, მე შენ მიყვარხარ სასუფევლამდე და მის იქით...
-შენი უაზრო მეტაფორა- შედარებანით დაახვიე ! - ტელეფონს თიშავს და საშხაპეში შედის..
„ყველა ერთნაირიააო ... ვაჰჰ.... მარტო ყოფნა სჯობდა.. იქნებ უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ გამეცნო. უნამუსო საქონელი“ - ხმამაღლა იწყებს ფიქრს, მაგრამ წყვეტს, ახსენდება აჩის სიტყვები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, გაბრაზებულმა, მიახალა, ხმამაღლა ფიქრობო.

ანკას სანახავად მაინც მიდის, იქვე პარკში ელოდება, ხანს სკამზე იკავებს ადგილს, ხან ფეხზე დგება.. როგორც ჩანს, მისი მეგობარი აგვიანებს. ტელეფონს იღებს და მუსიკის მოსმენას იწყებს. ყველანაირად ცდილობს, სამყარო შეცვალოს, განსხვავებული ცხოვრებისკენ აიღოს გეზი.
-ვაა, მია.. - აჩი უკნიდან ეპარება.
-აქ რა გინდა ? - ფეხზე სასწრაფოდ დგება გოგონა და ვეფხვისებური თვალებით უყურებს აჩის.
-საუბარი მინდა..
-რა საუბარი ? ჰო ხედავ ბევრ რამეში საერთოდ ვერ ვეწყობით ? ალბათ მეტი რამ რომ გქონდეს წაკითხული, სულ სხვანაირად იაზროვნებდი..
იცი, ინტელექტუალ მამაკაცზე სექსუალური არაფერია... წიგნი რომ უჭირავს და მთელი გრძნობით ფურცლავს, ნებისმიერ გამობერილ კუნთზე მეტად მიზიდავს..
შენ კი, ბოლოს რა წაიკითხე ? რამდენჯერ გამოგატანინე წიგნი, მაგრამ აზრი ? - აზრებს ერთმანეთს არეულად აყრის და სუნთქვა აჩქარებული შორდება მამაკაცს.
-რა ხდება ? - სიგარეტს უკიდებს აჩი და იკუზება, ე. წ „ბირჟის“ პოზაში.
-რა უნდა ხდებოდეს ? ვიღაც მაიებთან თურმე ვერაფერი დაგიმთავრებია ჯერ და თან აქეთ მე მპირდები მარადისობას, მეც კაი სულელი ვარ..
-არაფერი... არაფერი არ გესმის.. იმიტომ გითხარი, რომ არ გეეჭვიანა.
-შენ ახლა მეჯიბრები ?
-რა მიწერე მაშინ იმ ტიპებს, თქვი !
-არც არაფერი.. კომუნიკაბელურობა და ელემენტარული ზრდილობა ბევრად განსხვავდება ყოფილებთან საქმეების რჩევისაგან. წავიდე ახლა და მეც ვარჩიო საქმეები ?!
-გოგო, გაჩერდი, კიდე ნუ ძაბავ.
-წავედი, იყავი მანდ და მტირალ მოყმედ იქეცი, უფრო სწორედ, მწეველ, ბოდიში ! - უკან მიუხედავად მიდის, აჩი კი მეორე ღერსაც უკიდებს, ან იქნებ მესამეს, ვინ იცის.. პირველი შემთხვევაა, როცა უკან აღარ მოყვება..
იმის მაგივრად რომ გული უსკდებოდეს, სრულიად თავისუფლად მიაბიჯებს. საათს უყურებს, ახსენდება „აისეკის“ გასაუბრება, რომელზეც უბრალოდ დარეგისტრირდა და დიდი იმედები არც დაუმყარებია, თუმცა იმ მომენტში მთელი არსება მიექანებაა, მიდი, ბედი სცადეო. გოგონაც მიყვება ამ უცნაურ ხმებს. მართალია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც შედის გასაუბარებაზე.
-გასაუბრებაზე ხართ ? - ეკითხება საშუალო სიმაღლის მომღიმარი მამაკაცი.
-დიახ.
-ცოტა ხანს დაგვტოვეთ - ანიშნებს ტრენინგზე მყოფ გოგონებს და ისინიც გადიან. მია მამაკაცის წინ ჯდება, თავიდან დაძაბულია და ისეთი განცდა აქვს, თითქოს ინგლისურად არასდროს უსაუბრია, თუმცა შემდეგ თავისუფლება და 15-20 წუთში „ინვოისით“ ხელში გადიდან კარებიდან.
სასიამოვნო განცდა ეუფლება. იქნებ სწორედ ესაა მისი შანსი ? ძლიერი გოგონაა, სრულყოფილი და არანაირი მამაკაცი არ სჭირდება გვერდში.
დიახ, ყოველგვარი მარცხის მიუხედავად, მყარად დგას ფეხზე. შესაძლოა, იმაზე მყარად ვიდრე ადრე.. ახლა მანანაც ყველანაირად ხელს შეუწყობს, რომ ცოტა ხნით მაინც განაშოროს ქალაქს შვილი და თანხის გაღებასაც სიამოვნებით დათანხმდება.
ტყუილად როდი ფიქრობდა მია, მშობელი არასდროს მიგატოვებსო...
მეგობრები დროს გაყვებიან, შემოდგომის დღეებთან ერთად წავლენ, შეყვარებულიც იპოვის სხვას, მეზობლებს ისედაც მხოლოდ მაშინ გაახსენდები, როცა რამე დასჭირდებათ... დედა ? დედა კი, მუდამ შენ გვერდით იქნება, გინდ თავად იყო მისი ცუდად ყოფნის მთავარი მიზეზი.

***
გაუხდელად წვება, ჭერს უყურებს და უბრალოდ ფიქრობს, რა იქნება მერე, როგორ წარიმართება მისი ცხოვრება, შეძლებს თუ არა მარტო ბრძოლას. უნდა ყველაფერი საუკეთესოდ გამოუვიდეს, ბოლოს და ბოლოს გაამართლოს მშობლების იმედი.
თვალებს ხუჭავს და მალევე ეძინება..
მიუხედავად ასეთი რთული დღისა, მხოლოდ ის ესიზმრება, როგორ უტარებს ევროპელ მოზარდებს სემინარებს.
საერთოდ არ ესიზმრება აჩი.. არც მასზე ფიქრი აწუხებს ძილის წინ.. რატომ ? ხომ უყვარდა ? რას გავიგებთ. ალბათ ხშირად თავისუფლება სიყვარულ საოცრებებში ჯობნის.
დილას საფირმო საუზმეს იმზადებს. მაწონი, წყალი, ვაშლი და შვრიის ფანტელი. ამ დროს რამაზიც შემოდის. სახეზე დაღლილობა ეტყობა, თუმცა არ იმჩნევს.
-დედაშენი უკეთაა !
-ძალიან კარგი. როდის გამოწერენ ?
-მალე.. შენ მოგიკითხა, ენატრები ძალიან, ბოლო დროს, ამ ამბის მერე, სულ შენზე ფიქრობს.. - ეღიმება მამაკაცს, თუმცა მია მსგავს ვერაფერს გრძნობს, სახე თითქოს დაჭკნობია, კოვზს სინზე დებს და იდაყვებს თავის ქვეშ ათავსებს. ოჰ, ეს ფიქრები.

***
პირველი ორი დღე თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, შემდეგ კი ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ნაწილი მოაგლიჯეს, უნამუსოდ წაართვეს, ახლა კი სხეულით, სულით და გულით ინვალიდი დაიარება.
მუდამ ამბობდა სიყვარული სულიერ, ფიზიკურ და ნერვულ ჰარმონიას უნდა ქმნიდესო, ახლა კი ისეთი განცდა აქვთ, თითქოს თითეული მათგანი განახევრდა..
არ იცის რა ქნას, საკუთარ სურვილებს მიყვეს, თუ დედაზე იფიქროს.. თუ ორივეზე ? განა მანანასაც მისი ბედნიერება არ უნდა ?
მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება - აჩი, რომელიც ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა, ან ასე უბრალოდ მიას ეჩვენებოდა.
ამ ფიქრებშიაა, როცა ტელეფონზე ის სახელი წკრიალებს, რომლის გაგონებაც პატარა ბავშვივით აიძულებს, ცხოვრებას გაუღიმოს, მეტიც, თითოეული უჯრედით აღიქვას მისი მშვენიერება.
თითქოს არაფერია, მაგრამ განა გასაოცარი არ არის, ერთ გრძნობას შეეძლოს, მოიცვას და თავის თავში მოაქციოს ყველა დანარჩენი.
გული გამალებით უცემს. აიღოს თუ დაკიდოს ? გაითვალისწინოს ანკას დარიგება ? ის ხომ ეუბნებოდა, ასეთი ხასიათის ადამიანი ცხოვრებას გაგიმწარებს, გაანებე თავიო. მაგრამ ეს რას ცვლის ? განა მიაც არ დაეთანხმა ? მაგრამ ეს მხოლოდ გონებით, გული სრულიად განსხვავებულად იწყებს მეტყველებას.
„უყვარხარ ! გიყვარს ! ნუ მოაკლებ საკუთარ თავს ამ ბედნიერებას !“
მოუსმინოს თუ გონება გაააქტიუროს ისევ ?
დიახ, უნდა მოუსმინოს... მას უნდა მიენდოს მთელი არსებით, თანაც წამითაც არ ინანოს..
რამდენჯერ მოვდივართ ამქვეყნად ? მხოლოდ ერთხელ და მაშინაც არ ვეზიაროთ ბედნიერების ნაწილს მაინც ? მაშინაც არ შევიგრძნოთ ვნების სიმძაფრე ? მაშინაც არ გავიგოთ, რას ნიშნავს, როცა მთელი სხეული გვერთმევა და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის წყალობით ?
რატომ ? რატომ უნდა ვთქვათ უარი ბედნიერებაზე ? რატომ უნდა ვთქვათ უარი რეალურ ბედნიერებაზე და „ირინეს ბედნიერებაში“ გავცვალოთ იგი ?
რატომ ? რატომ ?
განა არაა დრო უარი ვუთხრათ ჩვენს უაზრო პრინციპებს, უაზრო ეჭვებს და მისით დავტკბეთ ?!

***
მანანა სახლში ბრუნდება, შვილს ისე თბილად ეპყრობა, როგორც არასდროს.. წინასწარ ურიცხავს გაცვლითი პროგრამის მთელ ხარჯებს, მათ შორის ბილეთის საფასურსაც და ურჩევს, რაც შეიძლება მალე წავიდეს. სწრაფი ნახშირწ....ბით მდიდარი საკვების ნაცვლად, მიას საყვარელ კერძებს ამზადებს, შვილს თვალებში უყურებს და ცდილობს, ხშირად ხედავდეს გაღიმებულს.
-დე, ასე რატომ მექცევი ? - ეკითხევა მია, რომელიც ყველაფრისდა მიუხედავად, დიდ სიცარიელეს გრძნობს.
-უბრალოდ ! მოდი ჩემთან - გულში ისე იკრავს შვილს, უცხო თვალსაც ცრემლს მოგვრის.

„როგორი უცნაურია ადამიანი.., ჯერ დარწმუნებული ვიყავი, უნდა დავშორდე - მეთქი, ახლა კი შეხვედრაზე დავთანხმდი, რაც იმას ნიშნავს, რომ შერიგებაზეც..“ - ფიქრობს და დათქმულ ადგილს უახლოვდება, ხიდს, რომელზეც სხვა დროსაც შეხვედრია აჩის, ადგილს, რომელსაც სიხარულიც ახსოვს და სევდაც, ღიმილიც და ჩუმი ცრემლებიც..
ნელი ნაბიჯით ადის კიბეებზე და დაბლა იხედება, თან მოაჯირს ეყრდნობა, თითქოს ეშინია, არ გადავვარდეო. დგას და თითქოს ელოდება განაჩენს. ცოტა ხანში უკნიდან ძლიერი ხელების წელზე ნაზ შეხებას გრძნობს, მაგრამ რეაქცია არ აქვს, არ იძვრის, თითქოს ელოდება, რა მოხდება.
დგას და უბრალოდ უნდა შერიგების წუთები დიდ ხანს გაიწელოს.
-მია .. შენი სურნელი - გოგონას თმაში აჩი თავს რგავს, მიას კი ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი უვლის, თითქოს თავიდან იბადება, სახეზე ღიმილი ეკარება, არაფრის თქმა არ უნდა.. უსიტყვოდაც ცხადია, რომ უაზრო რამეებზე კამათს არ უნდა მისცეს ასეთი სასიამოვნო ურთიერთობის გაფუჭების უფლება.
-მიყვარხარ და არასდროს მიგატოვებ ! - ეუბნება აჩი და ახლა მეორე მხრიდან იკრავს, გოგონა კისერზე ხელებს ხვევს, მკერდზე თავს ადებს და თვალებს ხუჭავს. ეს წამები აბედნიერებს, ცხოვრებას სრულიად განსხვავებულად ანახებს.
გამვლელები უცნაურად აკვირდებია, რა ხდება მათ თავსო, მაგრამ ვის ადარდებს ?
ხალხი მიდის და მოდის, წყვილი კი ისევ გაუნძრევლად მიწებებია ერთ ადგილს, ადგილს, რომელიც ასევე არ აპირებს გადაადგილებას.
ყოველი იდეალი ქრება, მეტიც, სამყაროს მიჯნაც ირღვევა... გარშემო ყველა სხვა გალაკტიკისკენ მიდის, მია ფეხის წვერებზე ოდნავ იწევა და შეყვარებულთა ბაგეები ერთმანეთს უახლოვდება.


***
სახლში ჩვეულებრივ ბრუნდება, არ იმჩნევს ბედნიერებას, არ იმჩნევს სიხარულს. უჭირს, მაგრამ მალავს, მაინც მალავს.
-როგორ ხარ, დე ?
-კარგად, დე, შენ ? მკურნალობა როგორ მიდის ?
-ყველაფერი მშვენივრადაა - თავზე კოცნის მანანა შვილს - ყავა არ დავლიოთ ?
-ცოტა ხანში, ჯერ უნდა გამოვიცვალო - უღიმის დედას, რომლის მსგვასი დამოკიდებულება ვერ დაუჯერებია, უკვირს, სამყარო გადაბრუნებას ხომ არ აპირებსო. ოთახში შედის და მაშინვე ტელეფონოს ეკრანს უყურებს.
„უკვე მომენატრე“ - აჩის სმს - ზე ისეთი განცდა აქვს, თითქოს ყველაზე სასიამოვნო ნიავი ეხება მთელ სხეულზე. ის კი ამ ყველაფერზე უარის თქმას აპირებდა ? ვერ გრძნობდა, რომ ბრძოლაა საჭირო სიყვარულისთვის, დანებება კი უძლურთა ხვედრია.
-არასდროს გავუშვებ ხელს - ამბობს და სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებს, შემდეგ ისევ ტელეფონს და პასუხობს;
„მეც მომენატრე !“
ყავის დასალევად გადის, დედას ძალით ესაუბრება, ტრენინგების შესახებ უყვება და ოდნავ იღიმის კიდეც..
-ჩემი სასახელო გოგო, ახლა წავალ, დავწვები, თორემ ძალიან დავიღალე - მანანა გადის და მია სამზარეულოში მარტო რჩება.. ფანჯრისკენ აპარებს თვალს, ლამაზი ღამეა, ყავის ნალექსაც სასიამოვნო გამოსახულებანი შეუქმნია... თვითონ კი ასე მარტო ზის, ეულად და ელოდება, როდის ამოვა მთვარე. თვითონაც არ იცის რატომ, არ ესმის, რად უნდა მსგავსი განცდა...
საკუთარ თავს ეკითხება, ცდილობს, გაიგოს, მაგრამ პასუხი არ ჩანს.. შემდეგ ნებდება და ისევ იწყებს ფიქრს. მორევიდან მხოლოდ აჩის სმს - ს გამოყავს ;
„რას შვრები ?“
„მთვარის ამოსვლას ველოდები, შენ ?“ - პასუხობს მია.
„მეც ცას ვუყურებ, მაგრამ მთვარის მაგივრად, შენი ანარეკლის გამოჩენას ველი..“

ჰარმონიაში ვეძებდი სიტკბოს
და, აი, ვნახე, მაგრამ დავნებდი,
ცალმხრივი გრძნობის უარმყოფელი,
მე შევიქმენი დღეს სხვისი ღმერთი...

მთელ ღამეს ფიქრში ათენებს. თან არაფერზე ფიქრობს, თან ყველაფერზე...
რა იქნება მერე ? მერე, როცა მანანა ყველაფერს გაიგებს ? განა შეძლებს, აპატიოს შვილს აჩისთან ყოფნა ?
არ იცის, საერთოდ არაფერი იცის...
უბრალოდ მიშტერებია წიგნის თაროებს, რომლებიც თითქოს აშინებენ, ცხოვრება ერთი დიდი მორევია, რომელიც სიკვდილს უთანასწორდება და შესაძლოა მასზე უარესიცააო, თუმცა მია მაინც არ ნებდება გონებას. გული ახსენებს, ახსენებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
დილას თბილ და ფუმფულა ხალათში გახვეული გადის სასაუზმოდ. რატომღაც დედის საყვარელი პარიზული დილა ენატრება. კრუასანები და ყავა აივანზე გააქვს და ფეხებს მოაჯირზე აწყობს. მალე მანანაც უერთდება;
-თავს როგორ გრძნობ ?
-მშვენივრად, როგორ უნდა ვიყო ? შენ, დე ? - უღიმის და დიდ ლუკმას კბილებს აძგერებს.
თუმცა, როგორც ხდება ხოლმე, ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ვამბობთ, ყველაფერი გაცილებით რთულადაა. გულისა და გონების თანაუხვედრილობა ხშირად ძალიან რთული გადასატანია.
მალევე დედას ტოვებს და მოსამზადებლად გადის. მანანას, რომელიც ინტერესდება, სად მისი შვილი, ეუბნება, მარიკა უნდა ვნახოო. არც ატყუებს.
მარიკა მისი სკოლის მეგობარია. მეხუთე კლასიდან ერთ მერხზე ისხდნენ და შემდეგაც ასე გამოყვნენ ერთმანეთს. რიგით საკითხებში მათი თვალსაზრისები, მართალია, არ თანხვდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა სიყვარული და გაგება სხვა დანარჩენს ძლევს.
რუსთაველის „მაკდონალდსთან“ ხვდებიან. მეორე სართულზე ადიან და ჭამის ფონზე სხვადასხვა ისტორის მოყოლას იწყებენ. ერთი შეხედვით, ადამიანი მიხვდება, რომ ერთმანეთი დიდი ხანია, არ უნახავთ.
-აი, თურმე რატომ დაშორდი... - დაახლოებით საათ-ნახევრიანი საუბრის შემდგომ ეკითხება მია - ისე კი მიკვირდა, მაგრამ ...
-ისიც კი მითხრა, შენ როგორ გაკადრებ და სხვა გოგოებთან რომ დავწვები, არ გაგიკვირდესო...
-ესაა მისი სიყვარული ? კიდე კაი შენ მაინც არ გიყვარდა, მაგრამ მაინც გაგიტყდებოდა...
-ჰო, გოგო ... - აგრძელებს მარიკა უფრო მძაფრი ხმით.
-ისე ძაან მაგარი ტიპი კი ჩანდა...
-ხშირად ყველაზე ლამაზი და დიდი ვაშლი, უვარგისია, ჭიანი კი - გემრიელი - ეცინება მარიკას და ბურგერს მთელი ძალით კბეჩს.
-კაი, დაიკიდე, მაინც არ გიყვარდა..
-ჰო, ახლა წინსვლა მაქვს. ადრე ამ ყველაფრის მოყოლაც კი არ შემეძლო - ეცინება გოგონას და დაქალს მზერას ახვედრებს.
ზოგჯერ როგორი დიდი ბედნიერება მზერა, მზერა, რომელშიც შენეულს კითხულობ, მზერა, რომელიც გვერდში დგომას გიცხადებს.
ბოლოს სიცილ-ხარხარით გამოდიან გარეთ. ცივი ნიავიც სიამოვნებთ. იღიმიან, ცხოვრებას ლამაზ ფერებში ხედავენ, თუმცა რატომ, ალბათ თავადაც ვერ იტყვიან...
-დროებით, მერე ამომიარე, რა - ეუბნება მარიკა და უკან - უკან მიდის.
-აბა, ჰე ! - მეგობარს შორდება და მეტროსკენ მიდის. კარებს უახლობდება, თითქოს ბილეთის აღებამდეც არაფერი აკლია, თუმცა ნაცნობი ხმა აჩერებს. წამიერად იყინება ადგილზე. ვინ უნდა იყოს ?
„ასე მალე დაგავიწყდა ზვიადის ხმა ?“ - გონების ექო მისკენ პირდაპირ მიდის.
-სალამი, პატარავ - ეღიმება მამაკაცს.
-პრივეტ. როგორ ხარ ? - მისკენ ტრიალდება, თუმცა ერთი ნაბიჯით უკან იხევს, როგორც დამფრთხალი ჩიტი. უსუსურ არსებად ერთხელ ხომ მაინც გიგრძვნიათ თავი, როცა ყოფილს შეხვედრილხართ, სწორედ ამას განიცდის მია..
-უშენოდ როგორ ვიქნები.. წამო, სადმე ჩამოვსხდეთ.
-ძალიან მეჩქარება. ყოფილი კლასელის ლექსების წარდგინებაზე მივდივარ. უჩემობას კი ვერავინ იტანს, ჰო იცი ..
-კაი, რა... მომიყევი, რა ხდება...
-რა უნდა ხდებოდეს ? დედა უკეთაა, დანარჩენიც ნელ-ნელა მიდის.
-ისე ცოტა მოგიმატია...
-ნწ - თავს აქნევს მია.
-არა. ეგრეა , რა - აცივდება ზვიადი.
-თუნდაც . შენ რა ?
-წამოდი, სადმე დავსხდეთ - ხელზე ხელს ოდნავ უჭერს გოგონას - ისე მაშინ მართლა ძლიერად მოგიჭირე ხელი ?
-საკმაოდ.. ახლა კი გამიშვი, ჩემი ნერვიულობა არ შეიძლება - ნიშნის მოგებით პასუხობს მია და ხელს ითავისუფლებს.
-ორსულად ხარ ? - პირველად რაც ახსენდება, ეკითხება ზვიადი, ან იმას, რაზეც ამდენ ხანს ფიქრობდა.. - შენ დაუოკებელი ხარ, ვეჭვობდი კიდეც... რამდენჯერ, რამდენჯერ ... - თავს დაბლა ხრის, თითქოს სინანულის დილეგს უხსნის კარს.
-ორი თვის ვართ - სერიოზულ ღიმილს ირგებს სახეზე გოგონა.
-სერიოზულად ? არა, ჰო ვამბობდი... აი, ვფიქრობდი... უკვე გათხოვილიც იქნება მეთქი, მაგრამ შენ რა ამბებში ყოფილხარ...
-მეჩქარება, უნდა წავიდე.. - მეტროს კარებში შედის მია. იმედი აქვს, მამაკაცი უკან არ გამოყვება, თუმცა არ გამოყვება კი არა, მეტიც, ესკალატორზე მის უკან დგება, შემდგომ წინ მიიწევს და ცდილობს, მიას მზერა დაიჭიროს.
-არ ვიცი, რა.. იმდენი მაქვს საფიქრალი - ცრემლები აღარ ადგება და უკვირს - ცრემლიც კი გამეყინა, მია, ცრემლიც.. მხოლოდ შენ თუ გამაგიჟებ, არადა აქამდე ყველაფერს ფარივით ვუხვდებოდი წინ... ახლა კი... ახლა კი, მიაა... ეს რა ხდება ჩემს თავს...
-ძალიან გთხოვ, თავი ხელში აიყვანე... იქნებ პატარას ნათლიობას მაინც გამოკრა ხელი და მერე იქნებ მაინც შეიგნო, რომ შენთვის დაკარგული ვარ...
-იქნებ ბავშვმა მაინც შემომაბრუნოს ცხოვრებისკენ - გულუბრყვილოდ პასუხობს მიას და თავის მეტროსკენ მიდის...
ერთ წამში მეორეჯერ ამოატრიალა ცხოვრება.. საყვარელ გოგოს შვილიანადაც იღებს ? ან იქნებ მის დანათესავებასაც აპირებს ? ფანატიკური სიყვარულია თუ ჭეშმარიტი ? - აი, ეს კი შენთვის მომინდია, მკითხველო !

***
ზვიადს მთელი ღამე არ სძინავს, ჯერ ქართულად წერს გრძნობა ამღვრეული ლექსებს, მერე გერმანულზე გადადის, რომელიც მშობლიური ენასავით გაუთავისებია.
„ ეჰ.. მართლაც რააა ეს ცხოვრება, რა ?“ - ეკითხება საკუთარ თავს - „ ერთხელაც არ გამიმართლდა, ერთხელაც არ..“
ამ ფიქრებშია, როცა ახსენებდება, მთელი დღე არაფერი მიჭამიაო და შეკმაზულ წიწიკას იღებს, ლავაშს აწობს და პირისკენ მიაქვს, თუმცა ესეც სევდიანი განცდებისკენ უხსნის გზას... ამ საჭმელში (თუ შეიძლება, ასე ვუწოდოთ) კი ხედავს რაღაც სექსუალურს და მაშინვე მია ახსენდება, გოგონა, რომლის გამოც ყველაფერზე იყო წამსვლელი, გოგონა, რომელსაც ეუბნებოდა სახლს გავყიდი და ერთად ვიმოგზაუროთო და იმაზე არც კი ფიქრობდა, სად წავიდოდა მერე... გოგონა, რომელიც უპირობოდ უყვარდა, უყვარს და ცხოვრების ბოლომდე ეყვარება, მის იქითაც კი, არ აქვს მნიშვნელობა სამოთხეში დაიმკვიდრებს ადგილს, თუ უბრალოდ.
უჟამო ჟამში ცხოვრობს... ძილი არ ეკარება დღეების განმავლობაში, მხოლოდ დედა თუ ახსენებს იმას, რომ ფიქრთა მიღმაც არსებობს ცხოვრება...
-ბინები მომიძებნე, რა - თხოვს მოხუცი და წინასწარი მადლიერებით აღსავსე თვალებით ათვალიერებს უკვე 30 წელს მიტანებულ ვაჟს..
-ისე, შვილო, დრო არაა, ცოლი მოიყვანო ?
-მაცადე, ქალო - უხეშად პასუხობს ქალს. როგორც ჩანს, მხოლოდ ტელეფონზე როდი ახასიათებს „ჰოოოოოოო“ (ძალზე დაგრძელებული „ე“ - თი მიმართვა).
-შენ ჭკუა მოგცა და მე ფული..
-ჰო გასესხე ეგ 500 დოლარი, კი რა ჩემი ფეხები გინდა, ჰააა ?
-არ ამომადინო, ზვიადი.. - ქალს მღელვარებას ზარის ხმა უმუხტავს და ინერციით იქითკენ მიდის.
-სალამი. გიორგი ვარ.. სადააა ზვიადი ? საქმე მაქვს..
-ყავა მოგიდუღო ? - ეკითხება ქალი, ცნობს რა მელოტ მამაკაცს, წესით, ბიჭს, რომელსაც იმდენად შეპარვია ფიქრები, მთლად მოუსპია.. ან იქნებ ვცდებით და სულ სხვა რამეშია საქმე ?
-ყველა გოგო უნდა დავბრიდოო... - ამბობს გამწარებული და დივანზე ეშვება.
-რატო, ტო ? - ზვიადს ეცინება, თითქოს ცოტა ხნის წინ თავად არ იყო ის, ვინც არც კი ებრძოდა დეპრესიის მომძლავრებულ ტალღებს.
-რადგან შეყვარებული არ მყავს... ცოლის დროა, ძმაო... შენ არავინ მოგწონს, ისე ? რატომ არ მოგყავს ცოლი ?
-ეჰ... ესე მარტივად რომ იყოს - თავს განზე აქნევს მამაკაცი და ნერვიულ მზერას უკან მალავს, თითქოს დაკიდებულ ნახატს აკვირდება.
-გამაწამეს, ძმა..
-აი, ნიკასთვის უნდა მიგვებაძა ალბათ.. 15 წლიდან დაიწყო და ისე აიშვაა, მაგის მეტი არაფერი ახსოვს ... ლამის ... - ამატებს ბოლოს და ეცინება. ესაა სიცილი, რომელიც თვითდაეჭვებას ნიშნავს. მისთვის ნებისმიერი სახის სიახლოვე ხომ სიყვარულთან ასოცირდება..
-ეჰ, გეტყობა როგორც იწვი, ვით თათია პეტრო..
-ეეე, შენ გაშიფრვა გისწავლიაა, ძმაა...
-ჰჰაჰაჰაჰა.. გაზაფხული გირჩევნია თუ ზაფხული ? - ნიშნისმოგებით უყურებს ზვიადს, რომელსაც ეს კითხვა საბოლოოდ აცლის ძალას და თვალზე ცრემლი ადგება...


***
ღამის 3 საათზე, სრულიად მოწყენილი ზვიადი ვაიბერში შედის დედამისის ტელეფონით, რომელმაც ლამისაა სასუფევლისკენ აიღოს გეზი და მიას უგზავნის ფოტოს, რომელზეც ჯოჯო ქალი სასმისით ხელშია გამოსახული და მიწერილი აქვს :
„ანამ ახლოს მისულ ყაჩაღს ხანძალი წააძრო და იქვე გაათავა, დანარჩენები - გააქცია - ვინ იყო ანაბაჯი ?“
„ცოტა გაგეცინებ“ - ურთავს ფოტოს, შემდგომ კი ძილი ნებისას უსურვებს გოგონამ.
ახლა მაინც რა უნდა ? - ეს ის კითხვაა, რომელიც ახლა შენც თავში ციბრუტივით გიტრიალებს და სხვა აზრისთვის გზის დათმობის ნებას არ გაძლევს, მკითხველო... მართლაც, რა უნდა ? რა უნდა გოგონასგან, რომელიც სრულიად სხვას ეკუთვნის ? ქართველი მამაკაცის „უხმარობის“ მენტალიტეტს რომ თავი დავანებოთ, რატომ უნდა გვინდოდეს მასთან, ვისაც ოდნავაც არ ვჭირდებით ? რატომ უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, როცა მისგან მხოლოდ ძველი „ნასკებიღა“ დაგვრჩენია ჩასახუტებლად ?
ეჰ, ალბათ ზვიადმაც იცის ეს.. ეცოდინება, მაშ ? განა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი ტყუილად მიიღო ? ეცოდინება, მაგრამ სიყვარულის ამბავი ჰო იცით ? უყვარს და რა ქნას, კაცია და გუნება...
-მია, შენ ხარ ცხოვრების აზრი.. - ამბობს ხმამაღლა და გოგონას „ნასკებს“ ისევ ძლიერად იხუტებს გულში. ახსენდება ის დღე, როცა ძალით უყიდა ახალი წინდა და ძველი გასარეცხად წაიღო სახლში; მაშინ რას იფიქრებდა, რომ ასეთ უბედურება დაატყდებოდა თავს..

„Was sagst du dazu, du, meine Liebe,
bist du nicht dafür, sag, dein Urteil,
dass wir zusammen sind jetzt und immerdar,
sag ohne Wörter das, sag ganz stumm und damit so laut,
für wen ist dein Herz im Nu angestellt.
Sag, ganz leise und ganz schmerzhaft
für was hast du mich verlassen und dann nie mehr zurückkamst...“ – faceook - ზე ლექსს ბეჭდავს და თითქოს ოდნავ მაინც ეშვება..

პ.ს რადგან უმრავლესობითვის გაუგებარი იქნება, გთავაზობთ ქართულ თარგმანს;

თქვი შენ ამაზე, შენ, ჩემო საყვარელო,
არ ხარ მომხრე, მამცნე შენი განაჩენი,
რომ ჩვენ ერთად ვიყოთ ახლა და მუდამჟამს?
თქვი სიტყვების გარეშე ეს, თქვი სრულიად უტყვად, და ამრიგად - ისე ხმამაღლა,
ვისთვის მომართულა შენ გული ამჟამად.
თქვი სრულიად ჩუმად და სრულიად ტკივილგანმცდელად,
რისთვის დამტოვე და მერე, აღარასდროს დაბრუნდი

ზვიადი ისევ ათენებს, დილას უუარესდება მოთენთილობის განცდა. საწოლიდანაც კი არ დგება, ელემენტალური პირზე წყალსაც არ ისხამს.. წევს, ჯერ ჭერს უყურებს, შემდგომ კი ტელეფონით ლექსის წერას იწყებს. საკუთარ მატერიალიზებულ სიტყვები ტანზე აყრის.
რა უცნაურია, არა ?
იმედი დიდი ხნის კი გაუქრა, მერე ისევ დაუბრუნდა, ისევ გაუქრა.. მაგრამ მაინც ეღიმება, თითქოს რაღაც ძალას გრძნობს მოძალებული პესიმიზმის მერე..
ალბათ ესაა ხელოვნებაო, იფიქრებს ადამიანი...
„ლექსად მაინც დავრჩებით „ჩვენ“ - ეფიქრება და საათს უყურებს..
ახსენდება ძველი დრო, რამდენიმე თვე, როცა ცხოვრება სასწაულად უხაროდა.. ახლა კი ? ახლა კი მხოლოდ ლექსად ღირს მისი ცხოვრება..
არავინ და არაფერი.. არავინ და არაფერი ვერ ანუგეშებს.. მხოლოდ ერთი მია, რომელიც მისთვის იმდენად შორსაა, რომ ვერასდროს მიწვდება..
„ალბათ ეს იყო ჩემი ბედი“ - ისევ უელავს გონებაში და ფეხზე დგება. დედას უნდა გაყვეს ლილოში. სხვა რა დარჩენია, ვინმეს მაინც გამოადგება თავისი უბედრუკი ცხოვრებით.

***
მიას ადრე ეღვიძება, ცდილობს ძილის შეიბრუნოს, წუხელ ხომ ძალიან გვიან დაწვა; თუმცა ძილს უკან ვერ იბრუნებს. მეორეჯერ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა ხომ იშვიათად გამოგვდის მოკვდავებს, რადგან ამის სურვილი არც გვაქვს.
ამაო მცდელობის შემდეგ ფეხზე დგება და ტელეფონს უყურებს. პროგრამა ავარჩიოთო, წერს ქეთი, მისი მენეჯერი აისეკიდან. ახალი მიზანი ძალას მატებს. ხომ გაგიგონიათ, ადამიანი უმიზნოდ უბრალოდ კუნძიაო. ასეა ხოლმე მიაც.
„პიატოში“ ხვდებიან, მია, როგორც უკვე დედიკოსგან განებივრებული გოგო, ეპატიჟება ქეთის, ლეპტოპს რთავენ და იტალიას არჩნევ, რომელიც საკმაოდ ახლოსაა.
ზუსტად ეს სჭირდება, ცოტა ხანს სიმშვიდე და აქაურებისგან განმარტოვება.
სახლში ავტობუსით ბრუნდება. 3 ცალს უშვებს, მე-4 ში კი ძლივს დგამს ფეხს, ფეხის წვერებზე იწევა და გასართობად მხოლოდ კევის ღეჭვა და მუსიკის მოსმენა დარჩენია. წინიდან მოხუცი ქალი უკანალით აწვება და ლამისაა საერთოდ გააქროს. თუმცა მხოლოდ ეს როდია ? სრული ბედნიერებისთვის კევის ღეჭვას უკრძალავს სწორედ ეს „დამნაშავე“ მანდილოსანი, მეორე კი მუსიკასაც წვდება, წინ მდგომ სკოლის მოსწავლე ბიჭს არტყამს მხარზე ხელს კარგი ძმაკაცივით და უბრძანებს :
-გამორთე.. ეგ წკავ წკავ.. ბრახ ბრახ... არ მსიამოვნებს... - ეუბნება ირონიით. მას სხვებიც ყვებიან.
-ამ კევის ღეჭვამ და ყურში გარჭობამ გამოაშტერა მთელი ახალგაზრდობაა..
-ჰო, აბა... ჩვენი დრო ყოფილა დრო, მაგრამ ვერ ვაფასებდით.. გართობაც გვქონდა და ცოდნაც.. კინოთეატრს არ ვიკლებდით, ესენი კი ათენებენ ამ მონიტორებთან. გონება სრულიად დაღლილი აქვს და თითოეული უჯრედი... - გაცხარებული აყრის აზრებს ერთმანეთზე...
-არ გაგიგონ, გაგინებენ - ნიშნის მოგებით ამბობს ერთ-ერთი მოხუცი.
-მოერიდებათ თუ.. აი, ცოტა ხნის კი მე მაგრად დამცხეს - ეცინება მძღოლს.
-აი, ზურაბიშვილს მივცეთ ხმა და ეგ გვიშველის.
-უეჭველია, რა - ეთანხმება მეორე, მესამე..
ამ დროს ძლივს მიას გაჩერებასთან აღწევს ავტობუსი. არცაა გასაკვირი, რომ ამდენ ხანს უწევს გოგონას წამება. ეს ხომ თბილისია, სადაც მუდმივი საცობი და ჭ....ტვა აწამებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთ.
-ძლივს - ამბობს და ბილეთს ანახებს ლურჯიან მამაკაცს.
-ახლოდან მანახე - მკაცრად ეუბნება უცნობი და ესეც ხელში აკავებს.
როგორც იქნა, მია თავს აღწევს ყველაფერს და შეუძლია მშვიდად განაგრძოს სახლამდე მუსიკის მოსმენა, თუმცა უკნიდან მხარზე შეხება, აგრძნობინებს, რომ მარტო არაა.
-მია, შეჩერდი... შენთან საუბარი მინდა.. ვღელარ არ მძინავს ღამეები.
-So keep calm, babe - ღიმილით პასუხობს გოგონა და თვალს უსწორებს მამაკაცს.
-საერთოდ ეს რა ხდება, აზრზე ვერ მოვდივარ.. ბავშვი არ გინდოდა, ეგრე მახსოვს, რავი..
-და ახლა მინდა რო ? - წამოცდება გოგონას, უკვე უჭირს ამდენად მოტყუება მამაკაცის, რომელიც მისთვის ბევრ რამეზე, შესაძლოა, ყველაფერზეც იტყოდა უარს - ჰო, ჰო, დაუდევრობის ბრალია - ამატებს მეტი დამაჯერებლობისთვის.
-ზოგადად, თავი რომ დაგეცვა, აჯობებდა - დიდაქტიკურ ღიმილს ირგებს ზვიადი. თითქოს არ განიცდიდა, რომ მისი საყვარელი გოგო სხვას ეკუთვნოდა და მხოლოდ ბავშვის ამბავზე ღელავდა.
-გინდა თუ არა, ტვინი მიგაქვს ..
-ჰო, მართალი ხარ, უხერხულია - ერთი შეხედვით მამაკაცთა იმ მცირე კატეგორიაში ექცევა, რომელიც უხერხულობის გამო ყველაზე დიდი უხერხულობებზე ხუჭავენ თვალს.
-იცვლება ხოლმე ჩვენი ხედვა, მგონი
ადრე სხვანაირად ვუყურებდი სამყაროს
-როგორ ? - ინტერესდება მია და მოშორებით არსებულ სკამზე ჯდება, ზვიადი წინ უჯდება და ძალების მოკრებვას იწყებს. კისრის არტერია ეჭიმება, სუნთქვა უხშირდება, შემდეგ კი იწყებს.
-როგორ და ჩემთვის რომ ვინმეს ეთქვა არაქალიშვილს ცოლად მოიყვანო? ვეტყოდი არას და ახლა ვფიქრობ, ზვიადი იგივე ვარ, მაგრამ სხვანაირი ხედვა დამწყებია...ჰოდა, ახლა მე ჩემი თავი უფრო მაოცებს, ვიდრე თქვენ ორნი..
-ეჰ, ახლა კი ბავშვიან ქალის „კის“ ლოდინშიც კი დიდი სიამოვნებით გალევ ცხოვრება - მია სიცილს იკავებს.
-ჩემთვსი უკვე ბევრი რამ გაფერკრთალებულია, იმდენი ტანჯვა განვიცადე... - სევდიანად ამბობს, თუმცა აწყდება რა გოგონას სახეს, ეღიმება, თითქოს საოცარ ძალას იძენს, თითქოს მისგან საოცარი მუხტი მოდის.
-ისე თუ გინდა, როგორც ბავშვის მომავალი ნათლია და ბავშვის დედა, სადმე წავიდეთ, დავისვენოთ...
-მე თავზეხელარებული ვარ, მაგრამ თუ ის დაიტანჯება, არ იქნება ლამაზი ჩემგან..... ის იფიქრებს, გადაეშვება ფიქრებში, მე ეგ გამოვცადე. მტკივნეულია. რაღაცნაირად რომ გადაწყდებოდა - სხვადასხვა ფერები რბენენ მამაკაცის სახეზე,, ჯერ აღტაცების, მერე შეცოდების, ბოლოს კი მოულოდნელად უცნაური სევდის... -ორსულად ხარ, შენ გინდა მიხედვა.. ცოტა უნდა დავფიქრდე...და ისე, შენ პოლიციებიო, გამომძიებლებიო და ეგეთებს დაიწყებ იქ? - მთელი სერიოზულობით წარმოთქვამს ზვიადი.
-მიხედვა გინდა შენ, გოგო, ეს არ გემის? არც რბენა შეიძლება, არც სხვა რამ და ღმერთმა იცის კიდევ, რა შეიძლება და რა არა...თქვენ მე მაშტერებთ....დასაშტერებლად თუ დაორსულდი, არ ვიცი - ზვიადის აღშფოთება აშკარაა. ეტყობა, რომ სერიოზულად განიცდის - გამიგია სექსი, გამიგია ყველაფერი, მაგრამ ან შენ ხარ ახლა პატარა, ან - ის. არ მჩვევია დიდაქტიკა, მაგრამ მეტისმეტა, გეფიცები ყვეაფერს.
-აუუუუუუუ- ყურებზე ხელს იფარებს მია. ეს უკვე ზედმეტია !
-სიცხე მაქვს შენს თავს გეფიცები ნერვიულობისგან , ფიქრისგან - თვალებს ხუჭავს და სახეზე ხელებს იფარებს - დიდი ხანია ასე არ მინერვიულია. ბოლოს ალბათ ასეთი მძაფრი ემოცია მაშინ განვიცადე, სკოლიდან რომ გამოვიქეცი იმის შიშით, ექიმმა არ გამიკეთოს ნემსი - მეთქი - მოგონებაზე სასიამოვნო ღიმილი იწყებს ზვიადის სახეზე თამაშს; მოგონებებს, არ აქვს მნიშვნელობა, სასიამოვნო თუ უსიამოვნო, დროის სვლა ხომ ბედნიერების ელფერს მატებს.
მია ფიქრებს ეძლევა. როგორ უნდა სიმართლეს ახადოს ფარდა. ამ ყველაფრისთვის ეცოდება ზვიადი... ის ხომ სერიოზულად განიცდის ამ ყველაფერს..
მისი სახე, მის სახეზე არსებული ფერები შიშის ზარს სცემს.
თავად როდია ასეთი.. მასაც ხომ სტკივა, ხომ არ სიამოვნებს სხვისი ტანჯვა, მაგრამ მისი მოშორება რომ ასე უნდა ? არ უნდა მამაკაცს იმედის ნაპერწკალი მაინც დარჩეს. იმედი, არარსებული იმედია, რომელიც სულ ტყუილად იკავებს კუნჭულს ადამიანის გულის კიდეში, ხომ ყველაზე მტკივნეულია..
-არ ვარ ორსულად - უეცრად აჯახებს მია.
-რა ?
-არ ვარ..
-ღადაობ ? ახლა ეს უფრო არ მჯერა ? -გამომეტყველება ეცვლება ზვიადს.
-შენი მოშორება მინდოდა, დაქალმა მითხრა, უთხარი სექსი მქონდა და შეგეშვებაო, მაგრამ უფრო მძაფრი რამ მოვიფიქრე, რამაც წესიერად მაინც არ გაჭრა.
-მე შენ ყველაფერს გაპატიებ ! - ძლივს წარმოთქვამს ძალაგამოცლილი და თვალებიდან ცრემლები სდის..

***
უბანში მისული ზვიადი სიბნელეში ძლივს მიიკვლევს გზას. ერთადერთი ღია ჯიხურისკენ მიდის მაწვნის საყიდლად. ეს უკანასკნელი ხომ მისი დღის რაციონის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. პური, პომიდორი, მაწონი და ლიმონიანი წყალი - თითქოს რემარკის გმირებივით კონცლაგერში ყოფილიყო.
-რა ღირს ? -ანიშნებს გამყიდველ ქალს მაწონზე.
-ლარ-ნახევარი.
-ღამით ძვირდება ? -ეცინება მამაკაცს.
-ასე ღირს, შვილო... მეც ჰო უნდა დამრჩეს რამე - ჩვეულად იცოდებს ქალი თავს.
-კარგი, ერთი ცალი მომეცი, რა.
შემდეგ სახლში ადის, მსუბუქად ვახშმობს, კომპიუტერს რთავს და ლექსის წერას იწყებს, კრეფს იმას, რაც მგზავრობისას მოაფიქრდა.

„სხვა გეოგრაფია მე, შენ და ......... სხვა,
მზე ცისფერი და მიუწვდომელი,
შენ ჩემში. შენში? - ახალი ცა!
ფიქრები მნთქავს,
და ფიქრები მახელებს.
მთა, ბარი და ზღვა...
ვრცელი მინდვრები,
მე კი.....
ვერსად დაგძებნი, ვერსად გიპოვი.

ვეღარსად ვპოვებ სულის სიმშვიდეს, ჩემი მერცხალი
გაზაფხულებს ვეღარ მახარებს.
გადაიქროლა და სხვა გზით დაფრენს,
სხვანაირ ხელით მას სხვა აპურებს.

- „მითხარი და მე მოგიტან წყალს“-
სხვა ღელავს და სხვა დაცურავს გზნების ტალღებში,
მე მხოლოდ მიპყრობენ უდაბნოს ქარები,
სახეზე გადმომდის ცრემლის ლავები.
ხელთავიდან აღარ ვიწყები.
მისხლებად ვიშლები და ვივიწყები.“



***
მიაც შინ ბრუნდება. ბოლოდროინდელი კამათი ახსენდება აჩისთან, თუმცა ვეღარ რეაგირებს; მსგავს რამეებს შეჩვევია.
საყვარელი მამაკაცი ურეკავს, როგორც ჩვევია ხოლმე და უხსნის მდგომარეობას, ძალიან დაღლილი ვიყავი და ვეღარ შეგეხმიანე, ერთად რომ ვიცხოვრებთ, მერე ეს დაღლაც შემიმსუბუქდებაო. მიაც ეთანხმება, ან უბრალოდ უნდა მარტო დარჩეს ფიქრებთან...
სამყაროზე ეფიქრება... უნდა ხელისგულივით შეისწავლოს მისი თითოეული წერტილი..
რა იყო აქამდე ან რა იქნება ამ ყველაფრის შემდგომ ?
იქნებ სიყვარულში არაა ბედნიერება ? არც სექსში ? და არც ამ ორივეში ? არც სიმდიდრეში, როგორც ზვიადი იტყვის ხოლმე, არც ძალაუფლებაში..
იქნებ ბედნიერება სულიერ ჰარმონიაშია, თუმცა ეს ჯერ კიდევ კაცობრიობის მარადიული ძიების საგანია...

გრძნობა-განცდებმა ისე წამლეკეს,
სულ შევიშალე, გონმაც დამტოვა,
თვალს რომ ვახილე, იყო გვიანი,
მთელი სამყარო თითქოს მქოლავდა.

ზვიადმა იცის, რომ კვირაობით ანკას სტუმრობს ხოლმე მია. ისიც კი შენიშნული აქვს, დაახლოებით რომელ საათზე ტოვებს მის ბინას. შესაბამისად, ახლომდებარე პარკში უსაფრთდება გოგონას.
-ჩემი თვალხატულა გოგო... - დიდი ემოციებით ამბობს და ხელის მტევნებს რაღაცნაირ ფორმას აძლევს, როგორც ჩვევია ხოლმე.
-ვაიმე... რა გინდა აქ ?! - უკვირს გოგონას და მამაკაცს შორდება.
-ერთხელ მაინც შემიცოდე, ერთ წამს მაინც შემიცოდე ადამიანურად... - ხმას უწევს ზვიადი.
-რომ არ შემცოდებოდი, გაცილებით ადრე დაგშორდებოდი - ეცინება მიას.
-მია, შენი საყვარელი მწვანე ვაშლები ვიყიდე, პარკში დავსხდეთ, ვჭამოთ, რა - უღიმის ძველებურად, თითქოს არც არაფერი შეცვლილიყოს.
-კარგი - რაღაც უცნაური ძალის მეშვეობით თანხმდება გოგონა, თუმცა შემდგომ ვაშლს უწუნებს, არაფრის გემო არ აქვსო და მამაკაციც იძულებული ხდება, ურნაში მოისროლოს ვაშლიანი ცელოფანი.
საუბარს ყვებიან, იხსენებ ძველ დროს.. მიაც უცნაურად მიმნდობი ხდება. სინდისის გრძობა თითქოს უთამაშებს ძარღვებს, თუმცა ზვიადის სწრაფვას, იყოს მასთან ახლოს, მშვენივრად იგერიებს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს ნერვები ეშლება და ხმასაც საკმაოდ უწევს.
-უნდა წავიდე...
-ჰო რაღაც ვე ისვენებ, დაურეკე მაგ შენს აჩის.
-ანგარიშზე არ მაქვს, შენ კი ...
-ჰო, მასეთი დიდსულოვანიც არ ვარ.. დაჯექი, გთხოვ.. - მუდარით აღსავსე თვალებით შეჰყურებს გოგონას, შემდგომ კი უეცრად ფეხზე დგება, მის წინ იჩოქება და ეუბნება :
-ცოლად გამომყვები ? ბეჭედს მერე დავითრევ ..
მიას პასუხად მხოლოდ ეღიმება და მამაკაცს ფეხზე აყენებს, ცოტა ხნის შემდეგ დაეჭვებით ეკითხება:
-შენ ხომ არ გაგიჟდი ?
-დიდი ხანია სრულ ჭკუაზე აღარ ვარ - პასუხობს ზვიადი და თვალზე მომდგარ ცრემლს იწმენდს.


***
სახლში შესანიშნავ განწყობაზე ბრუნდება, თუმცა რაღაც ჭია მაინც ღრღნის თითქოს. როგორ იქნება რაღაცამ ან ვიღაცამ განწყობა რომ არ გაუფუჭოს !
სამზარეულოში გადის, რაღაც სასტიკი შიმშილი, ან მოჩვენებითი შიმშილი კლანჭებში აქცევს. ერთ საშუალო ზომის ხაჭაპურში სოსიებს ახვევს და თან ყავის ადუღებას იწყებს. მაგიდასთან ჯდება მოლოდინის რეჟიმში, თუმცა ვინ აცდის. აჩი ურეკავს; ეუბნება ყველაფერს, რაც მისგან აქამდე წყენია. ეტყობა, მართლა არ გამოდის არაფერი, სულ დაშორებას მაძახებ და მიშხამებ ცხოვრებას, შენ გამო სამსახურიც შეიძლება შემზიზღდესო, რაზეც მიას ეცინება. თითქოს აჩი არ ყოფილა არაფერში დამნაშავე, თითქოს მხოლოდ მიას ბრალია, რომ შორდებიან...
ჰო, შორდებიან... ცოტა ლაპარაკიც, მიას სიმშვიდე და მშვიდობიანი - მშვიდობით..
შემდეგ კი ყველაფერი დასრულდაა..
ამბობენ ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო, რაც მია აქამდე არ ჯეროდა..
თუმცა ახლა ფიქრდება ამაზე...
გული ტკივა, ვისაც ყველაზე მეტად გაეხსნა და ენდო, ასე მოექცა..
ისე რა უნამუსო არიან ბიჭები ?
მიას ყოფილი კლასელი შეყვარებულს, რომელმაც მიატოვა, გოგოს, რომელმაც სრულიად დაივიწყა კიდეც ალბათ, წიგნს უძღვნის. აჩი კი, რომელიც მთელი თვეები ამაყობდა, აი, რა მაგარი საცოლე მყავსო, უბრალოდ მიდის...
ყველაფერი ასე მარტივად.. არადა ადრე თავად ამბობდა, ყველაფერი ასე როგორ უნდა გაქრესოო..
ახლა მიას ბლოკავს კიდეც.. არადა ამბობდა, ბავშვობააო.. რას გაუგებ; კაცია და გუნებაა, აფექტური და საშინელი ხასიათის მქონე..
„შესაძლოა ახლა თავის ყოფისაც დაურეკოს, ვისთანაც ასე მძაფრად არჩევდა საქმეებს. მისგან გასაკვირი არც იქნება, შემდეგი ღამე სწორედ ძველ სიყვარულთან რომ გაატაროს... მაინც მამაკაცია და ქართველიააა... ალბათ ისიც ორგანოთაგან გულს ნაკლებად იყენებს ფიქრისთვის..“ - ფიქრობს მია, თუმცა დიდად არ განიცდის, ალბათ მისგან მოელოდა კიდეც..
ჯერ ყავას ასხამს ნიჟარაში, საჭმელსაც თავს ანებებს და საწოლზე წვება.. სოციალური ქსელით უკავშირდება ზვიადს და შეხვედრას თხოვს... უნდა ნახოს სევდისა და მწუხარების მეგობარი.. აბა ლხინსა და ქორწილში კი ყოველი მეორე ნაცნობი (თუ მეტი არა) , ამოგიდგება გვერდში.
-რა ლამაზი ხარ... - მაშინვე ეუბნება ზვიადი, რომელიც გოგონას თვალებში იმედგაცრუებას კითხულობს - მაგრამ სხვას ეკუთვნი - ამატებს და თავს აქნევს..
-რომ იცოდე... მოსალოცად გაქვს საქმე - ყველაფერი ვსო..
-რას ამბობ.. ასეთი ეგოისტი არც ვარ.. ჰო გითხარი, ის მიხარია, რაც შენ.. წამოდი ყავა დავლიოთ, დავსხდეთ და მომიყევი , მოგეშვებაა..
-რადგან დახშული ქვევრი ხარ, კარგი... - ძალით იღიმის მია.

***
ხშირად ვისაც ყველაზე ძლიერად ვკრავთ ხელს, ის გვიდგება გვერდში, მას ესმის ყველაზე მეტად ჩვენი, ლამაზთვალება, სიმპათიური, მაღალი და ახოვანი ბიჭები მხიარული ღიმილითა და კარგი იუმორით კი უბრალოდ გვტოვებენ...
შემდეგ ვნანობთ, რომ ყველაზე გამგებ ადამიანს ვატკინეთ გული, ვნანობთ, რომ ჩვენ გამო ცრემლებს ღვრიდა, ჩვენ კი ეს ღიმილის საგნად გვქცეოდა...
სწორედ ამავეს განიცდის მია..
უფრო რთული ყოფილა იყო მიმტოვებელი, ვიდრე მიტოვებელი, აცნობიერებს გოგონა და მთელი სხეულით თრთის... წევს საწოლზე, უყურებს ჭერს, სრულიად შავსა და უგრძნობს, უყურებს და მის განცდებში ვარდება... უნდა დიდ ხანს იძინოს...
ისეთი განცდა აქვს, თითქოს სული და გული ერთდროულად ამოგლიჯეს, მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი საფრთხის წინაშე დადგაა..
თუმცა ტრაგედიაა რაა ?
მია არ ადგება და წიგნების მიძღვნას არ დაუწყებს აჩის.. თავმოყვარე გოგოა და ლაჩრებს არ დასდევს, ალბათ მალე დაივიწყებს კიდეც, რასაც თავს შთააგონებს ხოლმე, ხომ შესანიშნავად გამოსდის..
მეტიც, ის მალე ბედნიერიც იქნებაა...
ცხოვრება ერთ კარს რომ მიგიხურავს, განა არ გაგიღებს მეორეს ?
აჩი უბრალოდ მშიშარა აღმოჩნდა, რომელმაც ქალის გაღმერთება ვერ შეძლო და მარტივი გამოსავალი იპოვა.

***
მთელ ღამეს ზვიადთან მიმოწერაში ათენებს.. მასში სულიერ მეგობარს ხედავს, ნახევარ სულს, რომელსაც მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
„ნეტავ, მეც მიყვარდეს იმის მეხუთედად მაინც, ვიდრე მას ვუყვარვარ..“ - ეფიქრება და საათის ისრების მოძრაობას უაზროდ ადევნებს თვალს.
ამასობაში ეძინება კიდეც..
საშინელ სიზმარს ნახულობს, თითქოს ბნელ გვირაბშია და გზაში მთელი შინთავსს აბნევს, თითქოს მტაცებლები მოსდევენ და ნაწლავებს აცლიან..
-ამის დედაც.. - გაღვიძებული ოფლში ცურავს. ტანზე იხდის და იატაკზე წვება; ახსენდება ზვიადის ნათქვამი, იატაკი ძალიან რომანტიკულია, მანდ მძინავსო.. მოგონება ღიმილს გვრის.. თვალწინ უდგება მასთან გატარებული დრო.. მართალია, არ უყვარდა, თუმცა სიამოვნების ზენიტი სწორედ მის გვერდით შეეძლო, განეცადა. არც ნერვიულობდა და კოშმარს არ უგავდა ცხოვრება, როგორც ეს აჩისთან ბოლო დროს ხშირად ხდებოდა..
„ვინ ყოფილა ეს რემარკი.. მარტივად და ნათლად, სრული ჭეშმარიტება - „ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო“ - ეღიმება და ხელ-ფეხს ვარსკვლავისებურად შლის. ახლა უნდა, ზვიადი მის გვერდი იწვეს, ესაუბრებოდეს ვირტუალურ ორგაზმზე, როგორც ბოლო შეხვედრისას და ისევ სასიამოვნოდ ახებდეს მის ყელს ნატიფ თითებს.
მოულოდნელად ტელეფონს ამოწმებს ან რაა გასაკვირი ? ეს რომ 21-ე საუკუნელთა გადაუჩვეველი ჩვევააა.
„მენატრები სიგიჟემდე“ - წერს ზვიადი.
„მეც... ახლა ზუსტად შენ მახსენდებოდი“ - თამამად პასუხობს გოგონა.
„ვერ ვიძინებ... შენ გარეშე არაფერს აქვს აზრი.. იცი, მთელი ეს თვეები ღამეებს რატომ ვათენებდი ? იმიტომ, რომ დღე მძინებოდა და არ შევეწუხებინე მძაფრ მკვლელ ფიქრებს, ფიქრებს იმაზე, თუ როგორ იყავი სხვასთან...“
„და ღამით მსგავსი ფიქრეი არ გაწუხებდა ?“
„უფრო მშვიდად ვიყავი, რადგან იმედი მქონდა, ყოველ ღამე არ დარჩებოდი მასთან.“

უცნაური დღეა, მშვიდი თუ სისხლაშლილი, ვინ იცის. მია ზვიადის ხვდება და პირველი, რასაც ზვიადი უჩვენებს, რვეულია.

- შენ რა იყო, წერამ აგიტანა? თუ შენი გერმანული ლექსებით აღნიშნავ ჩვენი - ჩემი და აჩის - დაშორებას, პოეტო?!.... - ეუბნება მია თავისი ჩვეული, თან ამგდები და თან ზვიადისთვის ერთობ საყვარელი ღიმილით.
- პოეტობა იქით იყოს და... პროზაში გადავედი. - ამბობს ზვიადი და მიას ხარხარი უვარდება. გულის სიღრმეში ფიქრობს, მგონი, მართლა შეშლილია ეს ბიჭიო. არა, ლიტერატურა კარგია, მაგრამ ამდენსაც როგორ იტევს ეს ერთი ახალგაზრდა, ერთი. არა, არა, მგონი, მართლა შეშლილია.
- არასდროს გქონია სურვილი, რომ შენი რამე თავგადასავალი ფურცლებს შერჩენოდა? დაგეწერა რომანი ან ჩანახატი, ან, უფრო სწორად, მას დაეწერე, ის შემოგტმასნოდა და აღარ გაეშვი, მუდარით ეთხოვა, ამსახე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არ ვარ ტკბილი მოგონება, მაგრამ შენ ხომ მაინც ისე ფიქრობ, რომ ბოლოა მთავარიო და რა იცი, იქნებ, ზოგი ჭირიც კია მარგებელიო.
მია სერიოზულად უყურებს ბიჭს. ამჟამად ის ყველაზე უფრო სერიოზულია, რაც კი ოდესმე. კი, გულის სიღრმეში ეთანხმება ზვიადის, მას, რა თქმა უნდა, გასჩენია ეგეთი გრძნობა, დაუწერია კიდეც ზოგჯერ რამ, ზოგი აღფრთოვანების, ზოგი სინანულის. ეს იცის ზვიადმა და ფიქრობს ..
„ მაგრამ ახლა ამაშიც როგორ გამომიტყდება, შენთან არ ვიყავი და ან შენზე ვწერდი, ან აჩისთან ჟიმაობის შემდეგ, გზნებამორეულს და სხვა სამყაროს თანაზიარს გადამქონდა განცდები ფურცელზეო. როგორც თავად იტყოდა: „უხერხულია!“.
- მისმინე! თუკი როდისმე რომანს დაწერ და რამდენადმე ინდომებ, იქ შენი ცხოვრებისეული თავგადასავალი, თუნდაც შეფარულად, გააცნო მკითხველს, მიიტანო ის სხვა ადამიანებამდეც, აი, ეს რვეული და ჩემი აქ ნაწერიც შეუერთე შენსას, ისე მაინც ვერასდროს იქნა ჩვენი შერწყმა. ეს ფურცლები განახებს, თუ როგორ ვატარებდი დროს, როცა შენთან არ ვიყავი. პასუხი ალბათ, მთლიანობაში, მაინც ერთი კია, რომ: უშენოდ ცხოვრება ვერც ტარდება; მაგრამ მაინც... შენი მკითხველი ამას მოისმენს:

„მიყვარხარ! მიყვარხარ ცხოვრებაზე მეტად, იმაზე მეტად, ვიდრე მიყვარხარ!
როცა გნახე თავისუფლების მეტროს წინ, იქიდან მოყოლებული, შვება აღარ მქონია. იფიქრებ ალბათ, რა მოხდა, ვინ არ დაშორებია შეყვარებულს, ეს ცხოვრება ხომ მაინც გარეწრულიაო, მაგრამ არ მაინტერესებს, მე სხვები არ მაინტერესებს და იმ დღის შემდეგ მაგ მეტროს ეგ პერიმეტრიც ჩემთვის ჯოჯოხეთის არეალად იქცა; თავს მთლიანად ვარიდებდი ხოლმე მანდ გავლას. ის კი არა და, თუ მაინც მომიწევდა მეტროთი მგზავრობა და მანდ ამოსვლა, რომ ბიბლიოთეკაში წავსულიყავი, ვფიქრობდი, ეგრევე, მეტროს წინ გადამეჭრა გზა, მიუხედავად იმისა, რომ ეგ სახიფათოა, და ვიცოდი, პოლიციელი აუცილებლად დამხვდებოდა გზის იქითა მხარეს და გამოწერილ ჯარიმასთან ერთად მრავალსაათიან შთაგონებას მოჰყვებოდა, თუ როგორ ვაგდებდი ჩემსა და სხვის სიცოცხლეს საფრთხეში. იყო ერთხელ ეგეთი შემთხვევა, მაქედან მახსოვს. მე და ერთი გოგონა თავქარიანად ვსერავდით მაგ გზას. მერე, პოლიციელმა წაგვიყვანა ორივე, გვაყურყუტა განყოფილებაში და სანამ ჩვენს დედა-მამა-ბიძია-მამიდას კინაღამ არ აცნობა, თუ რა დიდი „კრიმინალები“ ვიყავით და სანამ ექვსაათიან ფილმს არ გვაყურებინა, თუ როგორ ტრიალდებოდნენ ჰაერში, როცა მანქანა არტყამდათ ჩვენსავით შეუგნებლებს, მანამდე არ გამოგვიშვა იქიდან. ისე, ის გოგონაც ტყუილად არ გამხსენებია ახლა. ისიც მიყვარდა, მაგრამ, მგონი, შენთან ეს მოყოლილიც მაქვს... მის მერე არავინ მყვარებია. მით უფრო, ასეც ვერავინ მეყვარებოდა, როგორც - შენ. იქნებ, სექსიც არავისთან მქონია. მივიჩნევდი, რომ სექსი სიყვარულის გარეშე მაინც უსექსობის თანატოლია. აბა, რა არის, გქონდეს ის ვინც არ გიყვარს იმასთან, ეს იგივეა, უბრალოდ ფლანგავდე სულს და არ ინახავდე იმისთვის, ვისთან ერთადაც შესაძლოა, სამყაროს თანაზიარებოდი. როგორც ერთი პოეტი იტყოდა, ერთ დღესაც გაგიკვირდება და იტყვი, რისთვის დავანაწილე მე სიყვარული ხარისხეულადო, რა მომელოდა და რა დამარქვესო, „სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს, რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?". ეგ ლექსიც შემთხვევით არ მიხსენებია. ვფიქრობ, ამქვეყნად, შემთხვევითაც არაფერი ხდება. და მის ბოლოში, იცი, რა სიტყვებია?! – „თუ პირველობა მე არ მაღირსე, ვიქნები მაინც უკანასკნელი......“
რაღაცნაირად საოცარია, არა? ეუბნებოდე ადამიანს ეგეთ სიტყვებს... ხვდებოდე მას ვიღაც, მართლა მოულოდნელ ბიჭთან ერთად და უკვე მაშინვე ალაგებდე აზრებს, თუ როგორ უნდა სძლიო თავს სიყვარულის გულისთვის; თუ როგორ უნდა შეუდგე გოლგოთის გზას, მიტოვებული მაცხოვრის ტანჯვით როგორ უნდა იტანჯო, მოკვდე და ღმერთმა იქნებ არ დაუშვას შენი სიკვდილი, ანუ იმის სიკვდილი, რასაც გულში წრფელად, ადამიანურად, სათუთად და ყოველგვარი შეფარული მიზნის გარეშე ზრდიდი.“
მია ფურცლებს აშტერდება. ვერ წარმოიდგენდა, თუ ზვიადი ამ ყველაფერს ასე გადაიტანდა, ასე ჩაწერდა, რომ შემოენახა ისტორიისთვის, რომ, თუნდაც იქნებ მართლა ტკივილისა, მაინც მოგონებად ჰქონოდა.

„თუ ადამიანი ხარ, მწარე მოგონებებსაც უნდა ინიშნავდე შენს გონებაში. ყველაფერს უნდა ინიშნავდე, რომ გაუგო ამ ცხოვრებას, რომ ჩამოყალიბდე, რა გინდა, და რის გამო ხეტიალებ, რაა შენი მიზანი ამქვეყნიური მოვლინებისა. მერე ალბათ მიხვდები, რომ მიზანიც, მისიაც და არსიც ერთია: უნდა გიყვარდეს! უნდა გიყვარდეს ტკივილამდე, სისხლის არტერიებიდან, ვენებიდან გადმოსვლამდე, ტანის მუდმივ ჟრუანტლამდე უნდა გიყვარდეს. და მე უფრო მივხვდი, რომ მთავარი ყოფილა არა ფული, არა ურიცხვი საკვები და ტანსაცმელი, არამედ - იპოვო შენი სულის ნაწილი, სხვაში იპოვო სისრულე, სხვამ შეგავსოს, სხვის თვალებში დაინახო სამყარო, სხვისი სუნთქვა შეისუნთქო და სხვისი ნერწყვი ყლაპო, სხვას იხუტებდე და ისეთი გრძნობა გქონდეს, რომ მიწას სცდები, იჭრები კოსმიური უკიდეგანობისკენ და იქ რჩები რამდენიმე ხანს მაინც, იმდენ ხანს, სანამ შენი სიყვარული აი, ასე არ შემოგხვდება სხვა ბიჭთან ერთად. სევდიანია. ტრაგიკულია. გასაძლებია.“

მია წყვეტს კითხვას, მიუხედავად იმისა, რომ რვეულში წასაკითხი კიდევ ბევრია, მაგრამ ამდენს უკვე ვეღარ იტანს ის, თავბრუ ესხმის და ზვიადის ეხუტება, ცრემლი სდის, მაგრამ რისი ცრემლი, რის გამო, ცოტა ვერ აცნობიერებს. ალბათ ფიქრობს, მთავარი ხომ ისაა, რომ ვტირიო. დიახ. მთავარი ეგაა, ეტყოდა ზვიადი, რომელიც ახლა დადუმებულა. მთავარი სულთა კავშირიაო და ცრემლებითაც შეიძლება ორგაზმიო, ეტყოდა. ჰმ... ასეთი უჩვეულო რაღაც ზვიადიმდე ჯერ არავის უთქვამს... მგონი: დადექი, გახედე ცისფერ ცას, ენა აუსვი-დაუსვი შეყვარებულის ყელს, იგრძენი, როგორ დის იქ, საძილე არტერიაში, სისხლი, როგორ ფეთქავს სიცოცხლე, და ორგაზმიც მოვაო. არა, ისე, კი, თუ ზვიადის ვენდობით, მხოლოდ სექსში არაა სიამტკბილობა...
***
ზვიადი სახლში ბრუნდება თუ არა. facebook - ზე შედის და პოსტავს :
„თხოვნა თავისი თავის ღმერთებთან და თვით ღმერთთან
რატომ არ ვტყდებით, რომ ახლაც იმ მუსიკას ვუსმენთ, რომელიც, როდისღაც, „ექსმა“ „დალინკა“,
და რომ გვახსოვს კვლავ, მოგონებად გარდაქმნილი დღენი, თვეები, და ყველა სექსი ფერმკრთალია, თუკი არ უვლის ადამიანს სიყვარულის ჭიანჭველები.
და ყველა განცდა ტყუილია, რომელსაც მხოლოდ ახლავს ცხოველური ჟინის ამბოხი,
რომ კუჭი ღელავს ისე, როგორც მტკვარი, როცა შაურმის ფარდულს ჩაუვლის,
რომ ფულს სუნი არ აქვს და ყველა ც ადამიანია - იქნებ, რა უჭირს.
რომ ყველაფერი საბრალოა ამ მიწაზე - გოჭიც, ცხვარიც და თუნდაც, ვეშაპი, რომელიც კი ჭამს თევზებს, მაგრამ ეგრე დაუწესეს მას განგებით,
და იქნებ, მერე კი ღვრის მდუღარე ცრემლს, მაგრამ ვერც ვამჩნევთ, ანდაც, რა აქვს, ისე, საცრემლო? რომ ზენაარსმა დაუდგინა ცხოვრების რიტმი, და მარილწყალში უნდა ამოხდეს სული (თუკი აქვს), ვერასდროს შეიგრძნოს მიწის სურნელი, რომ ვერასდროს იგუნდაოს ალმოდებულმა და არ ჰქონდეს „ფეისბუქი“, არ ჰქონდეს „სელფი“ - ეს დიადი გამოგონება.
ღმერთო, რამეც გაიმეტე, ერთხელ, საჩვენო - დედამიწაზე.
ნუ გამორიყავს წყალი თევზებს, მაშინ, როცა მათ ხმელეთზეც უნდათ, ნუ გამორიყავს წყალი ბავშვებს, როცა მათ უკეთესი ცხოვრება უნდათ.“

როგორც ვხედავთ, დიდი მიხვედრა არ უნდა, რაოდენ ძლიერი შინაგანი ძვრები ხდება მასში. მიაც რაღაც მსგავს განიცდის. ძალაუნებურად აკვირდება ტელეფონს, ხომ არ მირეკავს აჩიო, მაგრამ არა - „არსაიდან ხმა, არსით ძახილი“..
აჩი სამუდამოდ წავიდა. თავად ამბობდა, სოციალური ქსელით დაშორება ბავშვობააო, თუმცა თავად სწორედ ასე მოიქცა. რაა გასაკვირი - მამაკაცთა უმრავლესობა ბავშვობას ხომ მხოლოდ წლებითა და ორგანოთა ზრდით შორდება.
უკანასკნელ ხმაზე რთავს მუსიკას, რომელიც ზვიადმა გაუგზავნა წინა ღამეს, მოუსმინე, აძლიერესო, თუმცა დიდად არ მოსწონს.. მალევე რთავს და საწოლზე წვება, აკვირდება ჭერს და ფიქრებში მიდის.
იყო დრო, ცხოვრების ბანალურობაზე წუწუნებდა, ახლა კი თავი სერიალში ჰგონია. შესაძლოა მასზე რაიმე მასშტაბური დრამაც კი დაეწერათ, მაგრამ რა ხეირი ?! ცხოვრებაში განა ყოველთვისაა სასიამოვნო ის, რაც ფანტაზიებში გვიზიდავს ?
იმ საღამოს, 1 – 2 საათის განმავლობაში, ზვიადი შეხვედრას თხოვს. მია უარზეა. ეუბნება, რახან მეგობრობა არ შეგიძლია, სჯობს, არ გნახოო, თუმცა ბოლოს მაინც თანხმდება; რატომ არ იცის, ან მარტოსულობის ძლიერი ტალღა უტევს ან კი უბრალოდ ძველი დრო ახსენდება.
ისევ იმ ადგილას მიდიან, ბუნებაში, ჩუმ და მშვიდ გარემოში, როგორც უწინ, ძველად, როცა მია სულიერი ჰარმონიის დამკვიდრებას ცდილობდა ზვიადთან.
-ჩემი საყვარელი შორტები და გეტრები ! - პირზე ხელს იფარებს და თვალებით აღფრთოვანებას ვერ მალავს.
-ჰო, მაგრამ მსხვერპლზე ვარ წასული, მალე აცივდება..
-საოცრება ხარ.. როგორი სექსუალური..
-ეს სამწვადეც სექსუალურად მიგაჩნია შენ, არა ? და საერთოდ ყველაფერი ? - ეღიმება გოგონას.
-რა თქმა უნდა, შეწვაში შენც ჰო დამეხმარები ?
აჩი და ზვიადი საქმეს უდგებიან, ნიავი ოდნავ უბერავს და ხელს უშლის, თუმცა მაინც გამოსდით შეწვის ბოლომდე მიყვანა. ზვიადი ლავაშში ახვევს მწვადს და პირველს მიას აწვდის.
-გასინჯე, აბა.... როგორი გამოგვივიდა.
-იმდენს ვუყურე, უკვე გავსკდი - ეცინება გოგონას და გემრიელად კბეჩს. ზვიადი კი დიდი სიამოვნებით აკვირდება, თითქოს მის თითოეულ ლუკმაზე ექსტაზის ზემოქმედებას განიცდისო.
-რატომ ხარ ჩემთან ჩაკეტილი ? ადრე ასე არ იყავი - გვერდით უჯდება გოგონას და მუხლზე ხელს ნაზად ადებს.
-ძალიან გთხოვ, ნუ მეხები ! - მკაცრად უყურებს მია, თუმცა მალევე ლღვება. ძველი მოგონებები, როგორც ჩანს, გონებას ურევს.
-აბა, მოყევი რა ამბებში იყავი აჩისთან ერთად ? - დეტალურად ეკითხება ზვიადი, მია ნაწილზე სცემს პასუხს, შემდეგ ჩერდება და თხოვს, ზედმეტ კითხვებს ნუ უსვამს.
ამასობაში ზვიადი გოგონას წელზე ათამაშებს თითებს ძალიან ნაზად და ჰაეროვნად. მია იშორებს, თუმცა რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვეღარ უძლებს ცდუნებას და მამაკაცს კისერზე ხელებს ხვევს. ვინ იცის რატომ, ანერვიულებული დამშვიდებას ცდილობს, თუ უბრალოდ ძველი მოგონებების ძალას ვერ უძლებს...
მონატრებულ ბაგეებსაც ეხება ზვიადი და მიას ქათქათა მკერდისკენაც მიიწევს...
გოგონას საშინლად სიამოვნებს... გულში აღიარებს, რომ ზვიადს შეუძლია ქალს საოცარი, ენითაუწერელი სიამოვნება მიანიჭოს და სწორედ ამით ამართლებს პრინციპების ასე სწრაფ უკუგდებას.
იმდენად წყდება სამყაროს მია, თითქოს სითბოს მონატრებული, ვეღარ უძალიანდება მამაკაცს, რომელსაც თავიდან, შეჩერებას თხოვდა...
ახლა შორტებში გრძნობს ნაცნობ და თბილ ხელებს, რომლებსაც საოცრებათა მოხდენა შეუძლიათ..
აზრზე ვერ მოდის, სანამ გულის ცემა ზენიტს არ უახლოვდება.. შემდეგ კი ორგაზმი და ცრემლები ერთმანეთს თანხვდება...
-რას ვაკეთებთ ? - იწევა გოგონა.
-შენ უბრალოდ თითების ძალას შეიგრძნობ....
-ჯანდაბაა, არადა მეგობრები უნდა ვყოფილიყავით... - მამაკაცი ცრემლებს წმენდს და გულში იკრავს აქოშინებულ მიას.
-ჯანდაბააა ! დაუფიქრებლად ვიქცევი, დაუფიქრებლად... ეს პირველი და უკანასკნელია წარსული დროიდან.. დღეის მერე, ვსო ! შეიგნე... იმედია, ახლა უარეს იმედგაცრუებას არ იგრძნობ... - როცა ოდნავ მშვიდდება, აზრებს ერთმანეთზე აწყობს.
-კარგი, კარგი - ყოველგვარი ფიქრის გარეშე ეთანხმება ზვიადი...
-დამპირდი ?
-გპირდებიი... ისე მეც რომ დამპირდნენ, 40 ათასს მოგცემ სექსშიო, რას ვეტყოდი, ერთი.. - ყოყმანს იწყებს, მერე კი სიცილით ასრულებს მსჯელობას.
-აქედან წავიდეთ - იშორებს ზვიადის ხელს და ტანსაცმლის სწორებით ფეხზე დგება.
-მოიცადე, ნახე, რა დღეში ვარ..
-ეს აღარ განმეორდება და შენი ფიქრები მოსპე ! - მკაცრ ტონს ირგებს გოგონა.
-უბრალოდ დამშვიდდიი... არაფერზე იფიქრო, იცხოვრე დღევანდელი დღით !
-შენ რატომ არ ფიქრობ ხოლმე ასე ? სხვის ომში მაგარი ხარ, არა ?
-ასე არ გამოვა, შენ შენი ცხოვრება გაქვს..
-ანუ ვინმე რომ გავიცნო ?
-ჰო...
-მე შენ არ შეგაფერხებ. გამოგიჩნდება ჭეშმარიტი სიყვარული და მასთან იქნები.. ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ.. მე ვიცი ასეთი მეგობრობაც.. ეს ცხოვრება ხომ მაინც გარეწრულია - ამატებს პაუზის შემდეგ.
-Friends with benefit ? - ეცინება მიას - ეს პირველი და ბოლო იყო, მორჩა !

***
ღამეს ფიქრებში ატარებს. ძილიც არ გამოსდის და არც არაფერი.
ფეხზე დგება, მაცივრის თავიდან ალკოჰოლური სასმელები ჩამოაქვს და განურჩევლად იწყებს სმას.
სახლში მარტოა და ფრთხილადაც არაა. რა იქნება, დალიოს და ოდნავ მაინც განაქარწყლოს სევდა, ტკვილი, გაორება... თორემ მალე საკუთარი თავის სიძულვილი დაეწყება.
ისეთი განცდა აქვს, თითქოს სული გაუშიშვლეს და ჩაუცმელი დაუტოვეს..
ყელში უზარმაზარი და მძიმე ბურთის გაჩხერას გრძნობს, სასმლის ყლაპვაც კი უძნელდება....
„როგორი უნამუსოა ზოგი ! აი, კიდევ ჩემი ბრალი ყოფილა ! მხოლოდ ჩემი ! ვერ ხვდებიან ეს *ლეები, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ყველაფერს...“
შემდეგ სული ეხუთება, კარებს აღებს და პირით ღრმად იწყებს სუნთქვას, მაინც არ შველის, გარეთ გადის, ეზოს ცდება და ქუჩისკენ მიდის, უნდა გადაჭრას იგი, წინ მიიწევს, თუმცა ვერაფერს ხედავს, მანქანების გამოსახულება და ხმაც ქრება... თვალწინ ურბის, თუ როგორ შეხვდა პირველად აჩის, როგორ იზიდავდა მისი ღიმილი, ხმა, როგორ აბედნიერებდა მისი დაძახებული „ჩემო ცხოვრებავ“, როგორ აყრიდა ეკალი მის „მიყვარხარზე“, შემდეგ ზვიადისკენაც მიდის ფიქრებიც, მიდის და ბურუსი ორმაგდება...
„ეჰ. იქნებ ეს ცხოვრება მართლაც გარეწრულია..“ - ეფიქრება ზვიადის საფირმო ფრაზა,შემდეგ კი წამიერად ვერაფერს ხედავს, მერე ყველაფერს ერთიანად გრძნობს, ბოლოს კი ესეც ქრებააა..
-ავარიიიია, ავარიიიიია - ისმის ხმები, მანქანათა მოძრაობა წყდება....

-როგორააა ? რამე რომ მოუვიდეს, როგორ ვიცოცხლო... როგორ, მია, როგორ ? როგორ მიეცი თავს უფლება, საფრთხეში ჩავარდნილიყავი, შენ გარეშე სული მერთმევა, უსულგულო გვამი ვხვდები, მია... - მოსაცდელში იმხელა ხმაზე მოთქვამს ზვიადი, მომლოდინებათა ყურადღება მისკენაა.
-დაწყნარდით, რა, ლხინისთვის არც ჩვენ ვართ აქ მოსული. - მხოლოდ ერთმა მოხუცმა ქალმა თუ გაბედა ხმის ამოღება.
-ჯანდაბაა, ჯანდაბააა.... ასეთი მშვენიერი ყვავილი რატომ უნდა იყოს ასეთ მდგომარეობაში ? ნეტავ, შემეძლოს, გავუცვალო ადგილი.. ჩემი უბადრუკი სიცოცხლე შავ კატასაც წაუღია...

ვიღაც გარეთ იტანჯება, მოთქვამს საავადმყოფოს მრისხანე, დაუნდობელ სარეცელს მიღმა, ზოგი კი ამ საბედისწერო ადგილას სიკვდილს ებრძვის, იბრძვის, რომ ცოდვათა ჭურჭელი გამოსტაცოს იმქვეყნიურ ანგელოზს და მიწის საბრძოლო მოედანს დაუბრუნოს.
იბრძვის მიაც... თითქოს არ უნდა დაბრუნება. საკუთარ თავს ეძახის, განდეგ, ხორცო, სულს მიეცი თავისუფლებაო, თუმცა, გარკვეული დროის შემდგომ, მისი აზრთა წყება საპირისპიროდ იწყებს დინებას...
ცხოვრება მაინც ძვირფასია, რაც უნდა მწარედ გვესახებოდეს ის...
დიახ, ცხოვრება მშვენიერია და უნდა შევიგრძნოთ ის... ან სხვა რამ დაგვრჩენია, რო ?
ბედნიერების შანსი მაშინაც იარსებებს, თუ მთელი სამყარო გაქცევს ზურგს; მთავარია, საკუთარ სულში იპოვოს ადამიანმა ეს საოცარი გრძნობა...
იყო ბედნიერი, რთულია, მაგრამ შესაძლებელი... რთული, მაგრამ მაინც რეალური, მაინც ადამიანური...
„მე შევძლებ..“ - უელვებს გონებაში და გულისცემაც დგება..
-ცოცხალი ვარ, ცოცხალი.. - ხმადაბლა წარმოთქვამს მია, თუმცა, ამისთვისაც მთელი ძალა სჭირდება.
-მადლობა ღმერთს, - ექიმი პირბადეს იხსნის და მადლიერებით აღსავსე თვალებით უყურებს გოგონას, - მია, მია, შენ გადარჩიი.... - ემოციებს ვერ მალავს მამაკაცი..
-რამდენი ხანია ?
-სამი დღეა და ამ დროის განმავლობაში, გარეთ გელოდება მამაკაცი, მუდამ მოწყენილი და მომლოდინე... შემოვიდეს?
-არა. უთხარით, შინ წავიდეთ... მარტო მინდა ყოფნა, იმქვეყნიდან მობრუნებული მაინც მომასვენონ. - ამთავრებს თუ არა სათქმელს, თვალებს ხუჭავს და ცდილობს, ბედნიერება შეიგრძნოს, თავისუფლების ბედნიერება....
სააქაოს ძლივს დაბრუნებულს პირველად მანანა ნახულობს. შვილს სრული სიხარულითა და შიშით ეხუტება, შემდეგ რამაზიც შემოდის და ცოლ-შვილს ერთდროულად იკრავს გულში... მალე მათ სიხარულს ანკაც ემატება, მაგრამ მიას სული მაინც ვერ გრძნობს სულიერ ჰარმონიას.
-ბედნიერება მინდა, დე... - მანანას უცნაურად ეუბნება, არაბუნებრივია მისგან მსგავსი გულწრფელობა, დედასთან ხომ ასე ჯერ არასდროს გახსნილა.
-იქნები, დე, იქნები... - უფრო ძლიერად ეხვევა მიას.
-დე, იქ სასწაულები მოხდა.. თითქოს თავიდან დავიბადე, ახლა ორმაგ ძალას ვგრძნობ, შესაძლებლობათა ორმაგად ფართო ასპარეზს...
-ის ბიჭი ვინ იყო, გელოდებოდა შეწუხებული... წამით არ დაუტოვებია აქაურობა, არც ჭამა ახსოვდა, არც - სმა..
-მერე ? როგორაა? - ნერვიულობა ეტყობა მიას, მიუხედავად იმ პასუხისა, რომელიც ექიმს გასცა.
-ძალით ამოვუტანდით ხოლმე რაღაცებს მე და მამაშენი..
-ჩემი მეგობარი... - ბევრი ფიქრის გარეშე პასუხობს გოგონა და ეღიმება.

***
ზვიადი საავადმყოფოდან გადის, თუმცა, სახლში ვერ მიდის; ან როგორ წავა, როცა საყვარელი გოგონა სარეანიმაციოშია და არც კი იცის, როგორაა. კიბეზე ჯდება სახეწაშლილი, თვალწინ უდგას ყველა ბედნიერი მომენტი, რომელიც მიასთან აკავშირებს.
„არ უნდოდა ჩემი ნახვა.. დაე, აქ ვიყო, სანამ მოუნდება.. ნეტავ, როგორაა, მთავარია, გადარჩა..“
ამ ფიქრებშია, როცა მანანა უკნიდან ეძახის, ნახე მიაო, ისიც სიხარულით ხტება, მგონი, მთელი წელიწადია, ასე არაფერი მოდებია მალამოდ მის გულს.
-მართლა? მართლა? - კითხულობს აქოშინებული, თითქოს, გული ხელით უჭირავს..
-კი, მართლა.. გელოდება მია.. მადლობა, რომ შენთვის ასე მნიშვნელოვანია ჩემი გოგო... - მხარზე ხელს ადებს ქალი და კიბეზე ჩადის. ისიც არანაკლებ განიცდის, ამდენი ხნის უძინარმა ყავა რომ არ დალიოს და ძალა რამით არ მოიბრუნოს, ლამისაა, წაიქცეს.

-მადლობა ღმერთს, ჩემო ყვავილო, ჩემო გოგონავ! - ემოციას ვერ მალავს მამაკაცი. ან როგორ უნდა დამალოს ? - ეს ხომ არასდროს ჩვევია მას. მიას, ხელებზე, ღვთაებასავით ემთხვევა და ცრემლებს ვერ იკავებს... ეს მის ცხოვრებაში ყველაზე სასიხარულო და იმედის მომცემი მომენტია...
-მია, მია.. ოღონდ შენ იყავი კარგად და ჩემს თავზე არ ვდარდობ.. მთავარი შენ ხარ და მხოლოდ შენ...
-მადლობა, ზვიად ! მადლობა, რომ აქ იყავი, მადლობა, რომ ჩემ გვერდით იყავიი.. საუკეთესო ხარ ! მგონი, შენნაირი მეგობარი სჯობს, აჩისა და მისნაირთა შეყვარებულებს.
-აბა, რა... მე ვარ უნიკალური და განუმეორებელი. - ეცინება მამაკაცს.
-გეყოფა ! - თავზე ხელს უსვამს მია.
-აქედან რომ გამოხვალ, უნდა გავასაფლაოთ ყველა ყოფილი... უნდა აღვნიშნოთ და ვიბედნიეროთ ამ დღით!
-ამ დღით, არა ? როდის გამოვალ აქედან, ერთი სული მაქვს.. მხუთავს აქაურობა, ძალას მაცლის და შიშის ტალღებს მაგრძნობინებს ყოველი წუთის განმავლობაში.
-მია, მია... - გოგონას საწოლზე ადის და ფრთხილად ეხუტება, არც ისე ახლოსაა, თუმცა, მისი გულის ძგერა ესმის, ესმის და ბედნიერების რიტმად ესეც კმარა, უბრალოდ, კმარა და ესაა ზვიადის ჰარმონია.. როგორც თავად იტყოდა, ყველაზე ინტიმური ხმა და რითმი..


***
ტყის ხმა დევნის სევდასო.. ბუნების ხმა უარყოფითს აქრობსო..
დიახ, ასე..
თითქოს სამყარო უკან რჩება. დაკრძალვაა თითქოს, თითქოს, წარსულის დასამარებაა...
-ყველა ყოფილის იმქვეყნისკენ წასვლის დავლიოთ - ღვინის ბოთლს იღებს ზვიადი და მიას აწვდის. ჯერ გოგონა სვამს ზუსტად სამ საშუალო ყლუპს, შემდგომ კი მამაკაცის რიგი დგება...
-დაე, დასამარდნენ ! - ეცინება გოგონას.
-ყველაფერი მაგრად იქნება, ძალიან მაგრად, - ამბობს ზვიადი, თუმცა მის სიტყვებში სევდის გაელვება იგრძნობა. იგი ხომ ადრეც ასე ამბობდა, მაგრამ მისთვის ყველაფერი არ იყო საუკეთესოდ, - მაგრად იქნება, ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე - ამატებს და შემდეგ საკუთარ სიტყვებზევე გულიანად ეცინება.
-ჰო, მე კარგად ვიქნებიი.. იმედია - შენც... ხომ ხედავ, რას გავუძელი... რას ! - მიას თვალები ციმციმს იწყებს..
-შენი ვარ სულ, კაპილარების დაწყვეტამდეე. ვიკივლებ. მიყვარხარ, სუნთქვავ, სურნელოვანო გაზაფხულო!! - გრძნობებს აშიშვლებს ზვიადი, მია კი მზერას უსწორებს.. უნდა, გაიგოს, რას ნიშნავს გიყვარდეს ასე ძლიერ, სიგიჟემდე, ტკივილამდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე..
-მეტაფორების მამავ - ეუბნება მია პაუზის შემდეგ და ხედს გაჰყურებს.. ყველაფერი მწვანეა, შემოდგომაა, მაგრამ მაინც - მწვანე... თითქოს, სამყარო თავიდან იბადება, სიცოცხლე მეორედ იწყებს სუნთქვას..
-ჩემი ლექსი მახსენდება, მია, მაგრამ მაინც ვერ ვიხსენებ, თითქოს რაღაც უძლეველი ძალა მაბრკოლებს;
-მოძებნე - ეუბნება მია და ზვიადიც იწყებს ძებნას;
„შემეძლო, მეწერა სხვა ბევრზე, უფრო მხურვალე ამბებზე,
მაგრამ ამაზე მხურვალე არ მესახება საფიქრი,
გავიარეთ სასაფლაო, გვიხაროდა სიცოცხლე,
მერე დრომ ასე ჩამოგვტოვა: უ ე რ თ მ ა ნ ე თ ო დ.
მოვიარეთ ზღვა და ველი, ვნახეთ ბევრი ყაყაჩო,
ჩვენ გაზაფხულზე გავიფურჩქნეთ და ზაფხულში გადავხმით.
გეშვები,
ეს მერამდენედ გადამძალა რომანტიზმმა,
ეს მერამდენედ მცდარად მოვევლინე ამ გაუდაბურებულ სამყაროს,
სადაც ოაზისიც არ ჩანს, და შენც მერამდენე მირაჟი ხარ ამქვეყნის, ვინ მოთვლის.“
-დიდად ვერ მუვუღამებ მსგავს სტილს, თუმცა, ეს განსხვავებულია ... - ეღიმება მიას, ზვიადი კი მისკენ იწევა, უნდა, გაუსინჯოს გოგონას ღვინისფრად შეღებილ ტუჩებს გემო, თუმცა, ის უკან იწევა და პირობას ახსენებს, რაზეც ზვიადი სერიოზულ გამომეტყველებას იღებს და იწყებს:
„გრებერი ზეზე წამოვარდა და სირბილით განაგრძო გზა. არ იცოდა, როგორ მიაღწია იმ მოედნამდე, რომელზეც ფაბრიკა მდებარეობდა. როგორც იქნა, ეს უკანასკნელი უვნებლად გადარჩენილიყო. მხოლოდ მარჯვენა მხარეს ჩანდა ახალი ძაბრი. დაბალი, რუხი შენობები არსად იყო დაზიანებული. ფაბრიკის საჰაერო თავდაცვის მორიგემ შეაჩერა. - ჩემი ცოლია აქ! - დაიყვირა გრებერმა, - შემიშვით! - აკრძალულია! უახლოესი თავშესაფარი აგერ, იქ, მეორე მხარესაა, სადაც მოედანი მთავრდება. - დასწყევლოს ეშმაკმა! რაღაა აკრძალული ამ ქვეყანაში! გზა მომეცით... "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - რემარკი“
-და ამით რისი თქმა გინდა ?
-ისედაც გარეწარია ცხოვრება და რაღაა აკრძალული?! ჩემი აზრით, დასაშვებია ყოველივე ის, რაც სხვას არ აყენებს ზიანს... - გოგონას წელს ეხება, ისევ ისევე ჰაეროვნად, როგორც უწინ. ხელებს ნაზად ამოძრავებს, თითქოს უნდა, მასთან ერთად გაფრინდეს...
-ხელები !
-ასე ამბობ, მაგრამ მალე, განცდებს დანებდებიი.... - თვალს უკრავს ზვიადი..
-ზვიად !
-მია !
-კარგი, დღეს გამონაკლისია - წარსულს ვასამარებთ ! - ახლა გოგონა თვითონ აჭდობს კისერზე ხელებს.


ზვიადს ცოტაოდენი ბარბაცი ეტანება; იმდენიც კი, რომ უცნობ ქალს კინაღამ ეჯახება..
-ეს რა გჭირს ? მთვრალი ხარ ? ამდენიც არ დაგილევია ? - ეკითხება გაკვირვებული მია.
-სიყვარულით ვარ მთვრალი ! - სიამაყით წარმოთქვამს მამაკაცი, - შენს ყელს რომ ვუყურებ, გონება მეკარგება... სხვა გალაქტიკაში გავდივარ....ხელოვნება ხარ!
-გადამრევ შენ !!! ჩემი მარშრუტკა მოდის, წავედი, მოკლედ, ხვალ გნახავ ალბათ. - ორი ნაბიჯით წინ მიიწევს და ტრანსპორტს ხელს უქნევს...
ადის, რამდენიმე ცარიელი ადგილიდან ერთ-ერთს არჩევს და მუსიკის მოსმენას იწყებს.. მშვიდადაა, გრძნობს, რომ სამყარო ლამაზია, თითქოს ძველებურად ახარებს ადამიანად ყოფნა, თუმცა, ეს მაინც არ აძლევს სრულ ჰარმონიაში ყოფნის უფლებას.
მიუხედავად დასამარებისა, აჩიზე მაინც ეფიქრება.. ახსენდება მისი გამოყვანილი მკერდი, პრესი, თმა, რომელიც მუდამ იზიდავდა, ღიმილი, ფეხები, რომელსაც მუდამ ლამაზად უწოდებდა მამაკაცი და მიასაც მოსწონდა... შორიდანაც გრძნობს იმ ქიმიას, რომელიც მათ შორის იყო, მაგრამ ზვიადი? ზვიადთან ამას არ გრძნობს, არც ადრე უგრძნია, როცა მასთან ერთად გერმანიაში წასვლაზეც კი ფიქრობდა... სიამოვნებს მასთან ყოფნა, აღიარებს, რომ მას შეუძლია, ენითაღუწერელი სიამოვნება მიანიჭოს, რომლის მსგავსი აჩის არ ეხელეწიფება, მაგრამ, სამაგიეროდ, ზვიადთან ქიმიის კოეფიციენტი ვერ სცდება 0-ს...
ამასთანავე გრძნობს, მთელი არსებით გრძნობს, რომ აჩისთან სრულიად განსხვავებული, ლამაზი გრძნობა აკავშირებდა, ზვიადი კი კომფორტისა და სიამოვნების წყაროა...
მაგრამ იცის, იცის, რომ აჩის ოქროს ლოდებში ჩასმის შემთხვევაშიც არ შეურიგდება... ეს ხომ კამათი არ იყო ? დაშორება დაშორებაა და მორჩა..
ფიქრებში იძირება გოგონა...
გრძნობს, რომ ზვიადს ცხოვრებას უნადგურებს, წინასწარ უნადგურებს, მაგრამ რა ქნას ? მამაკაცი ამაზე თანახმაა, თავად დადგა მეგობრობის ალტერნატივის გვერდით, უმიაობას ურჩევნია, ცოტა ხანს მაინც გრძნობდეს მას...
უსამართლობაა, მკითხველო, ხომ ? - გეთანხმები, სრული უსამართლობა! მაგრამ რას ვიზამთ ! ეს ხომ ცხოვრებაა, ბედის ძლიერი ირონია და ბრძოლისკენ მუდმივი სწრაფვა - იმ ბრძოლისკენ, რომელშიც გამარჯვების იმედი მაშინაც კი გვაქვს, გინდ განწირული ვიყოთ..

***
დილას აჩის სმს აღვიძებს, მოულოდნელი, მაგრამ მაინც ოდნავ მოსალოდნელი;
„მია, გული მტკივა, დღესაც ვგრძნობდი მუშაობისას, რომ რაღაც მაწუხებს, ხელს მიშლის.... აღარ ახსენო ეს დაშორებები და სისულეეები ! შევრიგდეთ !“

-ჯანდაბაა ! რა უნდა ? რა ? ასე მარტივად ? ბოდიშიც არ თქვას, ბოდიშიც ! განა ასე ურიგდებიან ყოფილს ? - იხსენებს ეტალონად აღიარებულ სინანულს და ხმამაღლა ეცინება..
პასუხს არ წერს.. ზვიადთან დადებულ პირობას იხსენებს - სახურავის სახურავზე ვახშმობას, თუმცა მას ქალაქგარეთ უბრალო და თან ბრალიანი გასეირნება ცვლის, რომელიც არ ისე კარგად სრულდება, ერთი ვითომ გასეირნება საბედისწერო ხდება, რასაც ზვიადის წერილი მოწმობს.

„და ვაყენებ „ფეისბუქის“ პროფილზე რამე მუქ შავს და ვიწყებ წერას, რომ არავინ იცის, რა ხდება ჩემში, რომ ვხედავ, ვერც მია მიგებს. უფრო სწორად - ის რომ ვერ მიგებს, იმიტომ ვარ ძალიან ცუდად, თორემ ის რომ მიგებდეს, ჩემზე მდიდარი, ჩემზე ბედნიერი არავინ იარსებებდა. კი, მიგებს ხანდახან, ხანდახან კი, ამ ბოლოს, რა ხდება მის თავს, მეც ვერ გამიგია. ადრე არ იცოდა მან ასეთი ყვირილი, ასეთი განერვიულება. ჩემი ბრალია? დიახ, ის იტყვის, რომ ჩემი ბრალია, მაგრამ, ესე იგი, სიყვარული აღარ შეიძლება? გუშინდელი დღე ლამაზად დაღამდა, მქონდა იმედი, დღევანდელიც ასე დაღამდებოდა. ვხვდები მას, მივდივართ ჩვენთვის ჩვეულ, ვფიქრობ, ლამაზ ადგილას, საიდანაც თბილისი ხელისგულზე დადებულივით ჩანს.
„ჯინსი ვერ იყიდე? რა იყო, ფული არ გაქვს? სოსისი წამოგიღია, იაფად გამოძვრები... ეგეთები ხართ ყველა ბიჭი, თავში მხოლოდ სექსი გიტრიალებთ... არ მომეკარო, თორემ ვიკივლებ, ვიკივლეეეებ!“ - მე ახლა მხოლოდ ეს სიტყვები ჩამესმის და კვლავ ვფიქრობ, რომ ახლაც არავინ იცის, თუ როგორ მოქმედებს ყველაფერი ეს ჩემზე... მეც ხომ ადამიანი ვარ? განა, რამდენი შეუძლია ადამიანს, რომ დაითმინოს? ანკი, როგორ უნდა დაითმინოს, თუკი მართლა დიდი სიყვარული არ აქვს, ამდენი? მიას რატომ არ ესმის, რომ დეპრესიაში ვიყავი ამდენ ხანს? რომ ახლაც, ასეთი არეულობისას, სანამ ვერაფერი ჩამოყალიბებულა, სიხარულით ვერაფერზე მეფიქრება და, მით უფრო, ჯინსიც რა ბედენაა ჩემნაირი გადამწვარისთვის? განვავრცო? კი, განვავრცობ, ჩემს თავს მაინც დაველაპარაკები, თორემ ის მე არ მისმენს, ვიცი... ვთქვათ, ფული არ მაქვს. ეს სასაცილოც არაა. და ვთქვათ, ფული მაქვს და ჯინსის ყიდვის სურვილი არ მაქვს? ესეც არაა სასაცილო, და ორივე შემთხვევა მაინც ტრაგედიაა. სოსისი?? რომელი სოსისი, რომელიც მე სულ ცალ ფეხზე ? და გადავყარე კიდეც იქვე, სადაც ჩვენ - მე და მიამ ვერ გავიხარეთ? არავინ იცის, როგორ ვიყიდე ის, როგორ ვიყიდე თუნდაც პატარა წვენიც და, ამრიგად, როგორი სიხარულით მოვემზადე დღევანდელი დღისთვის, რომ მთელი ღამე არ მძინებია, დილით კი ადრე ავდექი, რომ მოვმზადებულიყავი და თან არც დამეგვიანა, რადგან თუ დავაგვიანებდი, მეც არ ვიქნებოდი მართალი. ისე, ისედაც ჩემი დაგვიანება აღარ უნდა ამ ისედაც მთლიანად დაგვიანებულ ჩვენს ურთიერთობას. 6 სოსისი რომ შესაძლოა, ერთ ჰოტ-დოგზე ძვირი ღირდეს, ეს არავის აინტერესებს. უბრალოდ, ეს ყველა „შესაძლოა“, რაც მე მიკავშირდება, არ აინტერესებს მიას, და ეგ მიშხამავს მომავალს.
„ეგეთი ხართ ყველანი - ბიჭები.....“
კი, ეგეთია ის, ვინც შენთან მხოლოდ სექსზე ოცნებობდა! ეგეთია ისიც, ვინც მანქანა გაგიჩერა, აქაოდა, გოგოა გზაში, გვეშველა, წავიყვანთ და გავჟიმავთო. ეგეთია ყველა, ვისაც მხოლოდ ფული შემოუთავაზებია და შენთვის შეურაცხყოფაც მოუყენებია ამით, რომ უფიქრია, ფულით გიყიდდა. მაგრამ მე არ ვარ ეგეთი... და შენც არ ხარ ეგეთი, რომ სრული სერიოზულობით მეუბნებოდე მაგას. არ ხარ! შენ ჩემთვის ყველაზე და ყველაფერზე კარგი ხარ. მიყვარდი ამ სამყაროს გაჩენამდე და მეყვარები მის იქითაც. და, შენი გაგებით, თუ მე ბოზად მიგიჩნევ და შენთან მხოლოდ სექსი მინდა, ამის პასუხი ხომ ერთია: რომ შენ ძალიან ცდები. ამას მე სიყვარულს ვარქმევ, შენ თუ გინდა, სხვა რამე უწოდე. მე სიყვარულს ვარქმევ იმას, რომ გავიგე ისიც, რომ სხვასთან იწექი და რაღაცნაირად გადავხარშე, და ხელიც კი გთხოვე. ბოზებს ხელს სთხოვენ? იქნებ, ეგრეც ხდება სადმე, მაგრამ მე ბოზები ნამდვილად არ მაინტერესებს, დარწმუნებული იყავი. ეგ რომ ეგრე ყოფილიყო, ახლა შენ ამდენს არ მოგწერდი. არ გჯერა! რა თქმა უნდა, არაფერი გჯერა ჩემი. მოვიკლავდი ახლა თავს, მაგრამ, ვფიქრობ, დაე, ვიტანჯო. აბა, უკანასკნელი მხდალივით გავექცე ტკივილებს და დავასრულო ჩემი ტანჯვა? ეგ რა იქნება? მე მხდალი არასდროს ვყოფილვარ.... და, ეგეც რომ არა, იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს ადამიანს - იქამდე მაინც, სანამ შენგან წასული შენი სიყვარული, შენ თვალწინ, სხვას არ ჩაუჯდება მანქანაში და თავს არ გააჟიმინებს. მაგრამ დღეს ეგრე არ მომხდარა და ამიტომაც მიყვარდი დასაბამიდან დღემდე. დღეს მე შენ უფრო გაფასებ და, შენგან განხსვავებით, ყველა „შესაძლოაზე“ ვფიქრდები. კი! ხომ შეიძლებოდა, შენ მართლა რამე გქონოდა მასთან? გაბრაზებული იყავი... იქნებ, გამართლებაც მონახოდა მაგ ფაქტს... გავბრაზდი და სხვას დავუწექიო. ცოტა ნასვამიც იყავი. შესაძლო იყო, ეგეც ყოფილიყო გამამართლებელი.... მიყვარხარ.
„ეს ცხოვრება, მთლიანობაში, მგონი, მართლა გარეწრულია...“ - ვიმეორებ გულში და ვუყურებ ღვინის, ჩვენგან ბოლომდე არდალეულ ბოთლს. და რა ვთქვა ახლა მე, რომ ის ნახერად ცარიელია? თუ ნახევრად სავსეა? მეღიმება, და მაინც მივიჩნევ, რომ ის ნახევრად სავსეა.

ბოდიში, მაგრამ მიყვარხარ. ბოდიში ყველაფრისთვის....“

ეს გამოსამშვიდობებელი წერილიაა.. ზვიადის უკანასკნელი სიტყვები, რომლითაც იგი მიას ტოვებს, მიას და მთელ დედამიწასაც...
გოგონა ამთავრებს თუ არა იმეილის კითხვას, გვერდითა ოთახიდან ტელევიზორის ხმა ესმის, ხმა ქალისა, რომელიც შვილის თვითმკვლელობამ სასოწარკვეთა..
-რა ხდება ? - აკანკალებული ხმით ეკითხება მანანას.
-თავი მოიკლა ... იმ ბიჭმა იქ რომ გელოდებოდა, საავამდყოფოშო - ქალს ხმაზე ეტყობა, რომ წუხს..
-ჯანდაბაა ! - ამბობს და კარებისკენ მიდის.. ყველაფერს ხვდება, ყველაფერს...
„რატომ ? რატომ მოიქეცი ასე ?“ - ფიქრები მძიმედ აწვება.. ისეთი განცდა აქვს, თითქოს სამყარო ცდილობს მის შთანთქმას.
გულზე სევდის უზარმაზარი ბურთი აწვება და მის გასკდომას ცდილობს.. სული ეხუთება, ისღა დარჩენია, სადმე გაქრეს, ყველასგან და ყველაფრისგან შორს..
თვითმფრინავის ბილეთს იღებს, ერთ უზარმაზარ საგორავებელ ჩანთას ყიდულობს და სახლში მიიჩქარის ბარგის ჩასალაგებლად... უნდა წავიდეს ! უნდა მოშორდეს აქაურობას , აქაურობას, რომელიც ადამიანურად სუნთქვის საშუალებასაც არ აძლევს..
საწოლზე წვება, თვალებს ხუჭავს, უნდა, ოდნავ მაინც დაისვენოს, განშორდეს რეალობას, მაგრამ არ გამოსდის.. ყოველ წინ ნაბიჯზე ზვიადის აცრემლებული თვალები ახსენდები, თვალები, რომლებიც ალბათ მთელი ცხოვრება მოგვრიან სევდას... ეს სწორედ ის მზერა იყო, რომელიც მსგავსი სატანჯველისთვის გაიმეტა მიაა...
ესაა სიყვარული ? ეს ? თუ უყვარდა, განა ამისთვის უნდა გაემეტებინაა ? ეს ფანატიკური გრძნობაა თუ ჭეშმარიტი, კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მკითხველო !

***
უკვე აღარაა მიწაზე..
ზევიდან, თვითმფრიდავიდან, დაჰყურებს სამყაროს, იმ გარემოს, რომელმაც ცხოვრება ასწავლა...
„ტკივილი მეტი იყო თუ სიამოვნება სჭარბობდა მას ?“ - ეკითხება საკუთარ თავს, შემდეგ კი ეღიმებაა..
ცდილობს, გაიხსენოს ცხოვრების გარდამტეხი მომენტები... მაგრამ აზრად არაფერი მოსდის...
უბრალოდ უსუსურობას გრძნობს, სხვაა ვერაფერს.. უსუსურობას, რომელიც თავიდან ფეხებამდე დაუფლებია...
„რისთვის ღირდა ეს ყველაფერი ? რისთვის ?“ - ქვემოთ იხედება და ყველაფრის წარმავლობას იმაზე გაცილებით ღრმად წვდება, ვიდრე უწინ...
ამანაც ჩაიარა და ესეც ჩაივლის.. ეს ხომ ცხოვრებაა ! მონეტის ერთ მხარეს მეორე შეცვლის, მეორეს - პირველი და ასე გაგრძელდება მარად.. მანამ სანამ თავად არ ვიტყვით ამ ყველაფერზე უარს, ან ცხოვრების რაიმე ძლიერი ძალა არ დაგვაშორებ ამ ბედის სატირულ თამაშს...

ახსენდება „ემ ემის“ნ ბურთულებს როგორ ჭამდა, ანერვიულებული, და თან ზვიადს უყვიროდა, თავი დამანებეო...
სუნთქვა ეკვრის..
ძალაუნებურად იმ რვეულს ეძებს და შლის, სადაც ჩანაწერებს ქმნიდა მაშინ, როდესაც ზვიადს ხვდებოდა..
„ოთხი საათისთვის „საშოპინგოდ“ მივდივარ, ოღონდ რამე ბრენდულში არა, თვით ვაიკიკ-მალსის მსგავშიც ვერა, ბოლო დროს, რაც ფულის შეგროვება დავიწყე, მეორეულებს ვერ ვცდები.. ისიც იაფფასიანებში მივდივარ..
დიდი მაგიდებია ერთმანეთს მიდგმული, სადაც უამრავი ტანსაცმელი ყრია, ზოგი კარგი, ზოგიც საშუალო, ზოგი თვალი რომ დარჩებათ ისეთი, ზოგიც - ნაგავი. ზედ ვძვრები და ტანსაცმლის არჩევაში ვეფლობი. ბევრი ამბობს ნერვებს ამშვიდებსო, მაგრამ ნუ მოტყუვდებით. ნაგვებში ქექვის მსგავსად ესეც ალტერნატიული სამყაროს ძიებას ჰგავს.
მოკლე ყვავილებიან ზედას ვარჩევ, 90-იანები აღარაა, მაგრამ წვრილ წელს ნამდვილად უხდება, დახეულ ბრინჯ კომბინიზონსაც ვაწყდები, გრძელ მოტკეცილ შავ ყელიან კაბასაც ვიღებ და ამ ყველაფერში მხოლოდ 4 ლარს ვიხდი.
გარეთ გამოვდივარ, ისევ წვიმს.. ვიხსენებ, როგორ გააყოლა ახალგაზრდა გოგომ წინა დღეს მოხუცის არჩეული ტანსაცმელი უფასოდ, ვწუხვარ, რომ ზოგის სინდისი აქამდეც დავიდა.
„ჟანგბადი მომაკლდა, მენატრები...“ - სმს - ზე მეღიმება.. კაცები როგორი ბავშვები ხდებიან, როცა უყვართ და ამ მდგომარეობას ალბათ მაშინაც არ კარგავენ, როცა ღალატობენ.
„სხვა ვერაფერზე გეფიქრება ?“ - ვპასუხობ. ვიცი, რომ არ გაუკვირდება მსგავსი რეაქცია.. აბა, მამრი ძალიან თუ მოიახლოვე, მწერივით თავზე აგახოხდება და მერე მის სიბინძურის ჩამორეცხვას საუკუნე მოუნდები.
„შენ შენსას არ იშლი ?“ - ბოლოში გულის „სმაილს“ აწერს.
„გუთ !“ - თვალს ვუკრავ და ტელეფონს მეორეულების პარკში ვაგდებ, თავზე „კაპიუშონს“ მჭიდროს ვიფარებ და წვიმიან ქუჩას მივუყვები.
„რა იქნება მერე ?“ - ვეკითხები ჩემს თავს და წვიმა ჩვენს პირველ შეხვედრას მახსენებს...
იმ დღესაც აპირებდა წვიმას, მაგრამ არ იწვიმა...
მაშინაც ისეთივე თავაზიანი იყო, თუმცა მხოლოდ ზრდილობისთვის ალბათ. მახსოვს, როგორ გამომიწოდა ხელი, გამეცნო, „სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო“ ესეც მოაყოლა, მეც თქვენობით ვუპასუხე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩვენი გზები როდისმე გადაიკვეთებოდა, მით უმეტეს, იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მეორეჯერ შევხვდებოდით.
-ნახვამდის ! - მხოლოდ ზრდილობისთვის ვთქვი და ისე წავედი მეტროსკენ მეგობართან ერთად, უკან გამოხედვაზე ერთი წამითაც კი არ მიფიქრია.
ანკამ მითხრა, ასეა სოციალურ ქსელში, დაამატეო, მაგრამ ყურადღება არც კი მიმიქცევია, თუმცა ზვიადს დაუსწრია ჩემი მოძებნა.. მოგვიანებით სახელზეც ვკითხე და მითხრა დიდი პაპის საპატივცემულოდ დამარქვეს მშობლებმაო;
იმ დღეს საკმაო ხანს ვისაუბრეთ, მეორე დღეს კი ღამით 5-მდე ვწერდით ერთმანეთს, ჩვენი საუბარი ზღვის მიმოქცევას ემსგავსებოდა, უწყვეტსა და მოუბეზრებელს, თითქოს არც კი ვიცოდით, რომ არსებობდა რაღაც, რასაც ადამიანები სასაუბარო თემას ვუწოდებთ.
როცა მეორეჯერ შევხვდით, მაშინაც წვიმდა.. პარკში ვისხედით, ერთმანეთისგან საკმაოდ მოშორებით, თუმცა ვგრძნობდი, რომ მომენტებში მის გამძაფრებულ მზერას.
თავისი საყვარელი წიგნი მომიტანა, წაიკითხეო. სიმართლე გითხრათ, ვიცოდი წიგნის თხოვება მიზეზი რომ იყო ჩემს სანახავად, თუმცა არ ჩავძიებივარ, განა რამეს ვაშავებ - მეთქი, გავიფიქრე და მივყევი დინებას..
-საოცარი წიგნია, აუცილებლად უნდა წაიკითხო ! - თვალები უციმციმებდა. არ ვიცოდი ჩემს გამო, თუ წიგნის გამო, თუმცა დიდად არც მაინტერესებდა.
-მადლობა !
-ბოლოს განსაკუთრებით მაგარი რამეები ხდება, რა რომანტიკაა..
-არ მითხრა, ინტრიგა დატოვე - შევაწყვეტინე საუბარი.
-კარგი.. - მალევე დამეთანხმა.
-აი, ის წიგნი მე რომ შეგპირდი - მეც მივაწოდე თანამედროვე ავტორის „ბესტსელერის“ კონკურსში გამარჯვებული რომანი და ასე, წიგნების გაცვლით დაიწყო ის ყველაფერი ან არაფერი, რაც დღის განმავლობაში ერთხელ მაინც ხდება იწვევს ჩემში ღიმილს.
იმ პერიოდში გადამეტებული მეგობრობა მაკავშირებდა ერთ ადამიანთან, რომლის შესახებ ზვიადისთვის მოყოლა საჭიროდ საერთოდ არ მიმაჩნდა. მართალია ყოველ დღე არა, მაგრამ ხშირად ვხვდებოდით.. მწვანე თვალები ჰქონდა წყლიანი, რაც ყველაზე მეტად მომწონდა, ასევე მისი მორიდებისა და სითამამის ნაზავი იქცევდა ჩემს ყურადღებას, მოგვიანებით კი შოკოლადზე ტკბილი მისი ტუჩები..
მახსოვს ზვიადის 10-ზე მეტი გამოტოვებული ზარი... მერე მისი განაწყენებაა, სად იყავი ამდენ ხანსო, მაგრამ მალევე შერიგება..
ვხვდებოდი, რომ მის თავს რაღაც ხდებოდა, თითქოს ჩემს ცხოვრებაში შემოღწევას ცდილობდა, მე კი მის გარშემო კედლების ჩაშენება განმეზრახა.
-ძალიან მომენატრე, ჰაერივით მჭირდები - თავისებურად აღმატებულ კილოთი დაიწყო.
-აქ არ ვარ - სიცილი ამიტყდა.
-მაინც მენატრები !


სააღდგომო დასვენებების დროს ერთხელაც ვერ ვნახე და როცა რამდენიმე დღიანი განშორების შემდგომ შევხვდი, თვალები ისე უბრწყინავდა, როგორც არასდროს. ვხედავდი, რომ უნდოდა ჩამხუტებოდა, მაგრამ მორიდება ამის ნებას არ აძლევდა, თითქოს ისიც გრძნობდა ჩვენს შორის არსებულ უფსკრულს, რომელსაც თვალით ვერც კი ვზომავდი.

***
აშკარაა იყო ზვიადის გრძნობები. ამას მისი ქეჯნაც მიმტკიცებდა, რომელიც ალექსის შესახებ მოყოლას მაიძულებდა. მართალი იყო, დიდი ხანია არ მენახა ქალაქში არყოფნის გამო, თუმცა რაღაც სიმართლიც თქმას მკარნახობდა გულიდან.
არ ვიცოდი როგორ მიიღებდა, რამდენად ეწყინებოდა. ისიც კი ვიფიქრე, იქნებ საერთოდ ამომშალოს თავის ცხოვრებიდან - მეთქი, მაგრამ მაინც სიმართლის თქმა ვამჯობინე...

***
ძალიან ეწყინა და ჩემთვის ნათელი გახდა, რაოდენ დიდ სიყვარულს იტევდა ზვიადის გული.. თითქოს იმ წამებში შინაგანად ჩაწყდა, მერე მითხრა, სიცოცხლის რამდენიმე წელი მომაკლდაო. მეგონა მსგავსი რამეები მხოლოდ ფილმებში ან თუნდაც წიგნებში ხდებოდა, მაგრამ თითქოს ის ჩემი წარმოდგენების შეცვლას იწყებდა...
იმ დღეს, როცა გამწარებული მირეკავდა კონცერტზე წასვლა რომ შემოეთავაზებინა, რომანტიკულ ისტორიას ვქმნიდი, თურმე... მაგრამ ესეც გაიგო ან როგორ არ უნდა გაეგო ? განა ჩვენს შორის რამე ხდებოდა ? ან ახლა ხდება ? ეს ის კითხვებია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს..
იცით, იმ დღეს, როცა ასე ეწყინა პირველად მითხრა, რომ ვუყვარდი... ძალიან უცნაური განცდა იყო, ჯერ ჩემთვის არავის არასდროს უთქვამს საოცარი სიტყვა, რომელსაც გულწრფელობა ბანალურობას აკარგვინებს..

***
-რა არის ? როგორ მიყურებ ? - ვეკითხები და მეცინება.
-მენატრები !
-როგორ ? აქ აარ ვარ ? - ტუჩები კიდევ უფრო განზე მეწევა.
-ყოველ წამს მენატრები, მია ! - დამაჯერებლად ამბობს და ძაღლივით წყლიანი თვალებით მიყურებს, აი, როცა პატრონს დაინახავს და სიხარულისგან ხტომა-ყეფას იწყებს..
-ცუგა ხარ ! -პატარა ბავშვივით გუკუბრყვილოდ ვახამხამებ თვალებს.
-რაც გინდა, ის ვიქნები... მთავარია შენთან ვიყო !
ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემს გარეშე დრო უაზროდ გადის, სულ ჩემზე ეფიქრებაა და მთელი არსებით უნდა, გვერდით მაინც იყოს. გინდ შორეულად, მაგრამ მაინც გვერდით... მე ხშირად მეცინება და ვეუბნები, რომანტიკულ დრამაში კი არ ვართ - მეთქი, ის კი მისწორებს, კომედიაშიაო.. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ვგრძნობ, რომ ყოველი მის გარეშე გატარებულ დღეს დანაკლისი ახლავს. ჯერ ვერ გავრკვეულვარ ზუსტად, თუმცა უკმარისობას რომ ვგრძნობ, ნამდვილად ვიცი.
ზოგჯერ ძალიან მეშინია, რომ ერთ დღეს მისგან წავალ, ის კი განადგურდება.. ცოტა ხნის წინ მიყოლებით ორი ლექსი დაწერა, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება, ისიც ფიქრობს, რომ უჩემობა გააქრობს.. მეუბნება ხოლმე, თავს მოვიკლავ, თუ ჩემს გვერდით აღარ იქნებიო, მე კი ყოველივე მსგავს გამოხტომაზე ვეჩხუბები. ზოგჯერ მის მიმართ ძალიან მკაცრი ვარ, რასაც მოსდევს ზვიადის ცრემლები, რომლებსაც ძლივს ვაჩერებ და ხელმეორედ ვეჩხუბები, რას მესენტიმენტალისტებიო. ის კი იერიშის მაგივრად, მეთანხმება, დიახ, სენტიმენტალისტი ვარო. ამაზე კი შემდგომ ორივეს გვეღიმება.
-Ich liebe dich - მეუბნება და გულზე მისამაგრებელ ყვითელ გულს მჩუქნის, რომელსაც აწერია „liebe”... ვინც არ იცით, აღნიშნული სიყვარულს ნიშნავს გერმანულად, გერმანული კი ზვიადის საყვარელი ენაა.

***
დილას უცნაურ ფიქრებში მეღვიძება. საშინელი სიზმარი ვნახე, თითქოს ორი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი უბედურმა შემთხვევამ დაასახიჩრა, არადა წუხელ ზვიადთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ვფიქრობდი.. ესეც ჩამწარდა. ყოველივე ღიმილს, უბედურება მოსდევსო, ალბათ მართალი უთქვამთ.
ანკასს ვურეკავ და ვაფრთხილებ, რომ ფრთხილად იყოს, განსაკუთრებით ქუჩის გადაჭრისას, შემდეგ სკოლის მეგობარ თამთას ვწერ იმავეს და ჩაის ასადუღებლად გავდივარ სამზარეულოში. ჭიქაში ორ თხელ ნაჭერ ლიმონს ვაგდებ და ზვიადი მახსენდება... რაც გამიცდი, მგონი, იმაზე მეტი ლიმონიანი წყალი დალია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თვალითაც კი არ უნახავს...
-ცხოვრება ხშირად ლამაზია, არა, მია ?- ვეკითხები კატას და ცეკვა-ცეკვით ფანჯარას ვაღებ.
შუა დღის მერე ზვიადს უნდა შევხვდე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ტყუილად როდი უთქვამთ, წვრილმანები აბედნიერებს ადამიანსო. სულაც არაა საწირო 200 ევროიანი რესტორანი და 400 დოლარიანი კაბა იმისათვის, რომ ადამიანთან დროის გატარება გესიამოვნოს. მთავარი მაინც იდეები რჩება და არა წვრილმანური ცხოვრების დამამძიმებელი ნივთები.
***
ბუნებაში გავდივართ ე. წ „პიკნიკზე“, თუმცა ეს ჩვეულებრივი პიკნიკი არაა, რომანტიკულია.. გარშემო ჩიტების უჩვეულო ხმები ისმის, ან ჩვენ გვეჩვენება ასე. ის წინ მიდის, ცოტა მოშორებით მივყვები და ვფიქრობ, რომ ზვიადი მიზიდავს, შემდეგ კი ვასწორებ, ის კი არა, მისი სიახლოვე - მეთქი. ხშირად ვერ ვხვდები, რატომ ვცდილობ საკუთარი ფიქრები მინიმუმამდე დავიყვანო მასთან ურთიერთობაში. მე ხომ ისიც კი ვუთხარი, ვერასდროს შეგიყვარებ, მეტიც, ვერავის შევიყვარებ - მეთქი.
ნუთუ შეიძლება დამსხვრეული გული ისევ აღდგეს ?
ზვიადი მეუბნება ხოლმე, შენს თავს აჯერებ და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებ, თორემ ასე არაო, თუმცა ამის დაჯერებისაც კი მეშინიაა.
-შენი თვალები ბევრ რამეს ამბობენ ! - მიღიმის და აღმართზე ასასვლელად ხელს მიწოდებს.
-მოგწონს ჩემი თვალები, არა ? - აი, ახლაც ვცდილობ, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება.
-შენი ყველაფერი მომწონს !
-ნასკებიც ? - ვეკითხები და თან მეღიმება. არა, ეს ბიჭი ან საშინლად გულახდილია და საოცარი მატყუარა !
-რა თქმა უნდა.. ფეხის გულებიც !
-ჰო, ფეხის გული ერთ - ერთი ყველაზე ეროგენული ზონაა.
-მორიელს ნუ დააბოლებ.
-მეცნიერულადაა დამტკიცებული..
-მეცნიერულად ბევრი სხვა რამეცაა, მაგალითად, მამაკაცი ვერძის ყველაზე მგრძნობიარე ზონაა.... კაი, აღარ გავაგრძელებ - თვალს მიკრავს და ნაბიჯს აჩქარებს.
ცოტა ხანში მყუდრო ადგილს ვპოულობთ, ქოლგასავით გადაშლილი ხის ქვეშ, ერთ დიდ „ადეალას“ ვშლით და ფეხმორთხმით ვჯდები, ისიც იმეორებს ჩემს მოქმედებას, მაგრამ ძალიან ახლოს არ ჯდება ჩემთან, დისტანციას ინარჩუნებს..
-მამაშენზე არაფერი გითქვამს ? - აზრზე არ ვარ რამ გამახსენა ეს თემა, თუმცა მართლა მაინტერესებს.
-არ მკითხო - სევდანარევი ღიმილი გაკრავს, შემდეგ კი მოკლედ მპასუხობს - ათი წლის წინ დაშორდა დედაჩემს და ყველაფერი წაიღო... მას მერე გულაობას არ იკლებს, მაგრამ ოჯახი ერთ წამსაც კი არ გახსენებია. ოჯახში გადასახადებს ვერ იხდიდა ვითომ, შემდეგ კი იმხელა „მაყუთი“ აღმოაჩნდა, რავი.. მეტიც, ყველაფერი გაყიდა, რაზეც ხელი მიწვდა ან არ მიწვდა.. ჩემი სახლის „გარაჟიც“ კი მიაყოლა. უფრო „მაგრად“ უნდა მივდგომოდი, მაგრამ ხომ იცი ჩემი ამბავი...
-რამდენად ბევრი ფული აქვს ? - ჩემი ჭკუით სიტუაციის განმუხტვას ვცდილოობ.
-არც იმდენად ცოტა, რომ იმოგზაურო და არც იმდენად ბევრი, რომ ქარხნები იყიდო...
-კაი, ეს ისე გკითხე.. ძალიან სამწუხაროაა, მაგრამ ..
-არ გინდა, მია.. შენთან როცა ვარ, ვერაფერი მომკლავს.. ცხოვრებას ხალისი შემატე.. ანგელოზი ხარ, ციდან გამოგზავნილი ანგელოზი ...
-ამეტებ, ზვიადი !
-სულაც არა ! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერები ვიყოთ ! - მინდა ვუთხრა, თვითმფრინავიდან ჩამოდი და ავტობუსს გაეკიდე - მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებ, ვიცი როგორი მგრძნობიარეცაა.
-ნეტავ შენი გული მისცა ყველას.. - ვუღიმი და მზერას ვუსწორებ. იმ წამებში მინდა, მის ღრმა თაფლისფერ თვალებში ჩავიკარგო.
-მაინც ვინ აფასებს.. - თავს აქნევს.
-ისე ყველას რომ ჰქონდეს, ფასს დაკარგავდა, არა ? - ვეკითხები, ის კი მიახლოვდება და ჩემს თავს მხარზე იდებს..
-შენი ნახშირორჟანგითაც კი შემიძლია, ვისუნთქო, მია ! - მეუბნება და ცას უყურებს,სახეს..

***
ანკასთან და მის დასთან თაკოსთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში მივდივარ. რამდენიმეჯერ კი ვარ ნამყოფი, მაგრამ განმეორება ცოდნის დედააო, ხომ გაგიგონიათ..
მხოლოდ ორ სახლში შევდივართ. აქედან ორივე მეგრულია, განსაკუთრებით მეორე გამოირჩევა მრავალფეროვნებით. სიყვარულის სევდიან ისტორიასაც კი იტევს. გვიყვება, როგორ ათქმევინა იტალიელი ქალისადმი ცალმრივმა სიყვარულმა ახალგაზრდა კაცს უარი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და აღკვეცა ბერად.
ამაზეც ზვიადი მახსენდება.. ერთხელ მითხრა, რთულია, როცა ცალმხრივად გიყვარს... ალბათ შენ არასდროს გამოცდი, რადგან ყოველთვის გეყვარება ის, ვისაც იმაზე მეტად ეყვარები, ვიდრე შენო..
სახლიდან ემოციებით დატვირთულნი გამოვდივართ. მესამისკენ უნდა ავიღოთ გეზი, რომ არა თუთის ხეები..
-თუთის ხეები, ნახეთ - ამბობს ანკა და ჩვენც მივყვებით.
-მწიფეა ვითომ ?
-შესანიშნავია - ამბობს თაკო.
-თუთა ძალიან მიყვარს - ბანს ვაძლევ.
-თუთას იმერეთში რას ეძახიან, იცი ? - მეკითხება ანკა.
-ბჟოლას ! - ვიცინი - ეგ ვინ არ იცის - ვამატებ და ხეს ფოთლებით ვექაჩები დაბლა.
ალბათ ზოგჯერ სოფლის იდილიის იმიტირებაც კი საჭიროა, თუნდაც ნახევრად მკვახე თუთის ჭამა იმისთვის, რომ გაექცე ქალაქის აყალმაყალს.
-ჩემს სოფელში უნდა წაგიყვანო, მია ... მოგეწონება ძალიან - ვინ იცის, მერამდენჯერ იმეორებს ანკა.. მეც ალბათ მეათიათასჯერ ვეთანხმები და ვამატებ, ოღონდ აგვისტოს ბოლოს - მეთქი.

მიუხედავად განტვირთვისა, სახლში მისული, შინაგან ფორიაქს მაინც ვგრძნობ, დასვენებული ადამიანის შეგრძნება შორიდანაც კი არ მეკარება.. მე ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მოსვენება დავკარგე. წლებია ვერ გამოვდივარ იდეათა ღრმა ფსკერიდან და ისიც კი არ ვიცი, საითკენ უნდა ავიღო გეზი..
ხშირად ზვიადი ვეუბნები, მგონი, ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა მჭირდება - მეთქი, თუმცა ამაში თავადაც არ ვარ დარწმუნებული. იქნებ, როგორც იგი მეუბნება, მომბეზრდეს და უარეს სულიერ აშლილობად მექცეს ...
-მეც წამიყვანე, კარგი ? - მეუბნება და ისევ ძაღლის მზერა ეპარება, შემდეგ კი სრულიად იპყრობს..
-ყველასგან გაქცევა რას ნიშნავს, იცი ? - ცნობისმოყვარედ ვათვალიერებ და ვაკვირდები, როგორ განიცდის ფერთა მკვეთრ ცვლას...“
აქ მია კითხვას წყვეტს და თვალზე ცრემლი ადგება ...
„რატომ, ზვიად, რატომ ? ეს იყო შენი სიყვარული ?“

1 წლის შემდგომ.

თვითფრინავი ისევ ეშვება. მიწის შეგრძნება მძაფრდება. ემოციების ტალღებად აწყდება გოგონას არსებას.
„ნუთუ, ერთი წელი ასე მალე გავიდა ? თითქოს ის დღე გუშინ იყო, როცა ბევრი რამ შეიცვალა, როცა აქედან წავედი...“ - ფსიქოლოგიური ფაქტორი ერთვება და გონებაც უფრო საღად იწყებს აზროვნებას.
„ჩამოვედი, დიახ, ჩამოვედი... ახლა რა იქნება ? გავაკეთებ იმას, რაზეც ამდენ ხანს ვფიქრობდი... უბრალოდ საბოლოოდ დავემშვიდობები, ყვავილებს ვიყიდი და მოგვიანებით გავაცილებ შორს მავალ გზაზე ...“
ბარგის გამოსატანად დგება რიგში, თუმცა ამაოდ. ერთი პატარა წელის ჩანთა აქვს თან, სხვა არაფერი.. დიახ, არაფერი წამოუღია, ან რად უნდოდა ? გერმანიაში სამსახური ელოდება, სამ დღიანი შვებულება ძლივს მისცეს, უაზრო დასვენება განა შეეფერება პედანტ ერს ?
სიმართლე გითხრათ, არც უნდოდა, თავისუფალი დროს ქონა, მით უმეტეს, ახლა, ახლა, როცა ეს უკანასკნელი მის ვიზიტზე ზედმეტად სენტიმენტალურად აისახება....

***
ძალიან ბევრი გადაიტანა და ალბათ ამასაც შეძლებს.. მიაბიჯებს და შემოდგომის მიწურულის სუნს მთელი არსებით შეიგრძნობს. პირველ რიგში, ის წამები უდგას თვალწინ, როცა აბრეშუმის ცხვირსახოცად საკუთარი წინდები აჩუქა ზვიად..
ვერაფერს გრძნობს, ვერაფერს განიცდის, გარდა არეულობისა, სრული ქაოსისა, მაგრამ მაინც ფეხზე მყარად დგომას არ უშინდება, სჯერა, რომ ერთ დღეს ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ, შეიცვლება უკეთესობისკენ.
-აქაა, აქ - ვაკის სასაფლაოსთან აჩერებინებს „ტაქსისტს.“ ხვდება, რომ ორმაგს ახდევინებს, თუმცა არ ეწინააღმდეგება, უნდა, როგორმე ხელი შეაშველოს მას, მიუხედავად მისი უნამუსობისა.
-აქ უნდა იყოს, სადღაც აქ.. - ხმამაღლა იწყებს ფიქრს და თვალებს ძაბავს, თუმცა სიმბოლოები ნაბიჯს კიდევ უფრო უნელებს...
ვაკეში შეხვდნენ პირველად მარტონი, ზვიადიც ვაკეში სწავლობდი 6 წლის განმავლობაში, არაერთხელ უსეირნიათ ამ ქუჩებზე, მია თავის საყვარელ ვაშლსაც ხშირად აგემოვნებდა აქ...
-რა მალე გადის დრო, თითქოს მოკლე ხნიანი გასეირნე იყოს ეს და სხვა არაფერი... განა მეტი რაა ეს წუთის სოფელი, წუთის ზეიმი და წუთიერი ბედნიერება..
-ზვიად ! შენ აქ ხარ ! - როგორც იქნა, პოულობს მის საფლავს..
19.11.92 – 25.10.18
თარიღები ხვდება თვალში და ხმამაღლა აქოშინებით კითხულობს.
„26 წლის შესრულებაც არ დასცალდა საწყალს... მე კი რატომღაც მეტის მეგონა, სულ არეულად ლაპარაკობდა ხოლმე თავის ასაკზე... გარეგნულადაც მეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მუდამ ნერვიულობდა გამოუსწორებელზე, აბსტრაქტულსა და შორეულზე.. და აი..“ - ცრემლები ადგება თვალებზე, შემდეგ კი ნიაღვარად ეცემა მიწას...
„შენ წახვედი.. როგორ მომექეცი ? ამ ტვირთით უნდა ვიცხოვრო ახლა, ზვიად ? ამ ტვირთით ?“ - ემოციური ელფერი უძლიერდება მიას და ხელებს სახეზე იფარებს, თითქოს ეშინია ზვიადის სულმა არ დაინახოს და არ გაკიცხოს, განა არ მეუბნებოდი მკვდარსაც კი არ დაგიტირებო..
ეჰ... ეს გაბრაზებულზე იყო.. ახლა კი ვინ იცის, რას გრძნობს მის გული, სული..
“ყველა ტკივილი ამდება ბოლოს და რაც არ ამდება, ის ძვირფასია.“- ქვაზე მკაფიოდ ამოტვიფრულ ფრაზასაც აწყდება, რაზეც ძალაუნებურად ეცინება...
„ანდერძში ხომ არ დაუწერია, ან იქნებ ვინმე კარგი ფანტაზიის მკითხველს დაებადა აზრად ? საინტერესოა...“ - ფიქრების ახალი ნაკადი გონებიდან გულისკენ მიდის და მია ფეხზე დგება. გრძნობს, რომ ლამისაა წაიქცეს, ძალა ეცლება, უნდა, რამეს დაეყრდნოს, მაგრამ ხელშესახებს ვერაფერს ამჩნევს..
„ ეჰ, ზვიად...“ - უემოციოდ ამბობს, ამ დროს კი ძლიერი სხეული იჭერს, უჩუმრად იკავებს გოგონას ძალიან გამხდარ სხეულს.
-ვინ ხარ ? - ცოტა ხნიანი ფიქრის შემდეგ მეტად მოდის გონს მია, თუმცა სახისთვის შეხედვის ეშინია.
-მე ვარ, აჩი..
-აქ რა გინდა ? - ლამისაა პანიკური შეტევა დაემართოს, ითავისუფლებს თავს და შორს იწევა.
-საფლავზე მოვედი.. გული მეც მაქვს.. ვიცნობდი ამ ადამინს და..
-კარგი, მე ისედაც წასვლას ვაპირებდი - ორი ნაბიჯით ისევ სცილდება სასაფლაოს.
-მოიცადე და გაგიყვან.
-არაა, საჭირო.
გოგონა მიდის და ხედავს ცარიელ გზაზე ერთადერთ მანქანას, საიდანაც ახალგაზრდა ქალი ჩვილით ხელში თვალს ადევნებს ჰორიზონტს, ხედავს და ყველაფერს ხვდება....
„თქვენი სიყვარული გაზაფხულის მზესავითაა...“ - ეფიქრება აღელვებულს, თითქმის სირბილით აჩერებს „ტაქსს“ და თხოვს, სწრაფად წაიყვანოს სახლში, მაგრამ მისამართს არ ეუბნება.
-სახლი ? სად ცხოვრობთ, გოგონა ?
-სახლში - ისევ გადაჭრით იმეორებს ნათქვამს.
-მე ხომ არ ვიცი, სად ცხოვრობთ ? - იცხადებს მამაკაცი.
-ბოდიში... - ძლის მოდის აზრზე და მისამართს ეუბნება.
სახლში მისულს მშობლები არ ასვენებენ, კოცნიან, ეხვევიან, მაგრამ არაფერს ეკითხებიან; ხვდებიან, რომ ცეცლხზე ნავთი არ უნდა მოასხან. ალბათ ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია, როგორც ამას ზვიადი იტყოდა.
-მომენატრეთ... მომენატრეთ, ძალიან მომენატრეთ, მაგრამ მალე ისევ მომიწევს დაბრუნება..
-მესმის.. მესმისს...
-გვესმის... - რამაზიც ერთვება და შვილს კიდევ უფრო ძლიერად იკრავს გულში.
-შენ არ ინერვიულო არაფერზე, მია..
-მიყვარხართ ! - ცრემლებს ვერ იკავებს გოგონა და დივანზე წვება, თავი დედის კალთაში უდევს, ახსენდება, როგორ იყო აჩი მანანას ადგილას და ტირილი უნდება, თუმცა ახლა ცრემლებისთვისაც არ აქვს ენერგია...
თვალებს ხუჭავს და ძილის ბურანიც ნელ-ნელა მოდის..
„რა ყოფილა ცხოვრება ? ცხოვრება სიყვარულისთვის თუ უბრალოდ კარიერისთვის გადახვეწილ ევროპაში ?“- სიზმარში უკმაყოფილო ხმები ჩაესმის და აღშფოთებას მატებს..
-ჯანდაბაა ! - ეღვიძება შეშინებულს და საშხაპეში შედის, შემდეგ ხალათით სამზარეულოში გადის, მაცივრიდან წყალი გამოაქვს, ყინულებს ყინულებს დაუთვლელად ყრის და მაშივე ეწაფება, თუმცა დასასრულეს თითქოს რაღაც ახსენდება და ჩერდება...
-6 ყინული.. 6 რიცხვი იყო, როცა პირველად ვაკოცეთ... შემდგომ მის წინ არსებულ ორ სკამს აშტერდება და ფიქრთა უფსკრულიც ორჯერ ღრმა ხდება.... - ის დღე, როცა პირველად შევხვდით... დღე, რომლის მერეც მეც შევიცვალე და ისიც..
მექანიკურად ხელი მიწის თხილისკენ გაურბის, არ ჭამს, უბრალოდ იღებს და შემდეგ თავის ადგილას აბრუნებს, ძალაუნებურად თვლას იწყებს, ოცამდე ადის და ჩერდება..
-დღე, როცა ჩვენ გავხდით „ჩვენ“, მაგრამ ახლა...
რამდენიმე საათი კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ფიქრებში, შემდეგ კი თავს მაღლა სწევს, იღიმის და ცას უყურებს...
-ეს მოგონებები იყო, მოგონებები, რომლებსაც ეს გარემო მიღვიძებს და რომლებიც საბოლოდ შეწყვეტს დინებას, მხოლოდ მკრთალ ნაკვალევადღა თუ დარჩება, სადღაც გულს მიღმა...

***
ისევ ადის თვითმფრინავში, ისევ ხუჭავს თვალებს და ისევ ფიქრობს, ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, მაგრამ არ იცის რა იქნება მერე, რას უმზადებს მომავალი ცხოვრება, თუმცა დიდად არ ანაღვლებს, არ ანაღვლებს, როგორც უამრავ მოკვდავს...
მიაც არაა განსაკუთრებული...
ცდილობს, ფიქრებს აღარ დაუთმოს გზა და იყოს უბრალოდ მია, მია, ძლიერი ქალი და ძლიერი პიროვნება..
თუმცა მაინცდამაინც არ გამოდის, სტიუარტესას გამოყავს ფიქრებიდან, რამეს არ შეჭამო, მია კი უარს ეუბნება, მადა საერთოდ არ აქვს, ძირს იხედება, მუცელი ახსენდება, ახსენდება, როგორც ეშინოდა ერთ დროს მასში მეორე არსების არსებობის და ეცინება..
დრო ასეთი ყოფილა... რაც ძველი ცხოვრებისთვის სერიოულ საფიქრალთან ასოცირდებოდა, დღევანდელობისთვის მხოლოდ სასაცილოდ იქცევა ხოლმე...
„დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუ როგორ ამბობენ ?“- ეფიქრება და ტელეფონში ზვიადის დაწერილს კითხულობს :
„დღე იწყება ახალი
„დრო ყველაფრის მკურნალია“,
მაგრამ ეს ხომ იცი, მითია
და ეს ხომ იცი, ტყუილია!
– დრო არაფრის მკურნალია?
– გააჩნია ვისთვის. ვისთვის,
როდის იწარმტაცა ბედნიერმა წამმა;
ვისთვის ცრემლი არ დააშრო მონატრების
დარდმა...
„დრო ყველაფრის მკურნალია“
უთქვამთ ადრე შვებით.
დრო ყველაფრის მკურნალია,
მაგრამ არა - ჩემი!“

კითხვას ამთავრებს და ცრემლების ნაცვლად ეღიმება..
ვინ იცის, იქნებ ცოტა ხანში განვილ ცხოვრებაზეც ასე გაეღიმოს და ყველაფერი უბრალოდ სასიამოვნო მოგონებათა რიგს შეუერთდეს...

__
ადრე ვდებდი თავებად. ახლა მომენატრა ეს ისტორია და სრულადაც დავდე. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი .....

ვინ იცის, იქნებ, ცოტა ხანში, განვილ ცხოვრებაზეც ასე გაეღიმოს და ყველაფერი, უბრალოდ, სასიამოვნო მოგონებათა რიგს შეუერთდეს... ?

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჰეჰ ეს ის მომენტია მეორედ რომ ვკითხულობ და ემოციები ორმაგად მაწვება და აი იმ პირვანდელ ემოციებს კიდევ უფრო მეტად რომ წონის!
მიყვარხარ და გაფასებ შენ ამისთვის! ♥️

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

ტკბილიწიწაკა
ჰეჰ ეს ის მომენტია მეორედ რომ ვკითხულობ და ემოციები ორმაგად მაწვება და აი იმ პირვანდელ ემოციებს კიდევ უფრო მეტად რომ წონის!
მიყვარხარ და გაფასებ შენ ამისთვის! ♥️

ძალიან დიდი მადლობა !
სულ მახარებს შენი კომენატრები !
მეც მიყვარხარ ! heart_eyes

 


უბრალოდ ვბღავი, რატო მოკალი ზვიადი? მე ის მიყვარდა, არ შეიძლება უბრალოდ ვინმეს მოკვლა მოგინდეს და მოკლა, არ გეწყინოს გთხოვ, აი ახლაც ვტირი, ძალიან არ მომწონს, რომ ასე ადვილად შემიძლია ტირილი

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

სიყვარული გულს გვტკენს
უბრალოდ ვბღავი, რატო მოკალი ზვიადი? მე ის მიყვარდა, არ შეიძლება უბრალოდ ვინმეს მოკვლა მოგინდეს და მოკლა, არ გეწყინოს გთხოვ, აი ახლაც ვტირი, ძალიან არ მომწონს, რომ ასე ადვილად შემიძლია ტირილი


თუ იმოქმედა, ანუ ეფექტურად გამომსვლია. მიხარია ! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent