შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიწრო სხეულები (თავი 10)


31-01-2019, 14:02
ავტორი P.A.
ნანახია 1 024

ვიწრო სხეულები (თავი 10)

ტირილს სანამ დაწყებ, სულ ერთი წამია, ან წამზე ნაკლები, როდესაც ვერაფერს ხედავ. ფერადი სიმრგვალე სითხით ივსება და ისე ეკვრის მრგვალ, ამობურცულ ზედაპირს წამწამთა შეერთებამდე, მხედველობა გებინდება.. გარშემო ვეღარაფერს აღიქვამ. მხოლოდ ბლანტი სითხის იქით არსებულ ფერებსა და სილუეტებს. თუმცა, ეს ყველაფერი იმდენად მალე ხდება, იმდენად სწრაფად, გააზრებას ვერ ასწრებ. ვერც კი ამჩნევვ, რადგან ერთი სული გაქვს დაუნანებლად ღვარო ცრემლები. ტირილი ხომ ყველაზე დიდი შვებაა. ზოჯერ შვებაა.. ზოგჯერ, კი ისე გინდა თავის შეკავება, მთელი სხეული გეძაბება, უზარმაზარი ბურთი გეჩხირება ყელში და არაფრით აძლევ გამოღწევის საშუალებას. ალბათ, სწორედ ესაა თვითგვემის საწყისი, საკუთარ თავს ტირილის საშუალებას რომ არ აძლევ..
–მე მგონი მუცელი მტკივდება.. – ჩურჩულებს სესილია და სწორედ ასე ცდილობს თავის შეკავებას, ერთი წამი კი საუკუნედ იწელება. ვეღარაფერს ამჩნევს.. საერთოდ ვერაფერს ხედავს აუტანელი სითხის გამო და ფართოდ გახელილი თვალებით, ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს ეს სიბრმავე, რომ წინ მდგარი სხეულის უფრო მკაფიოდ გარჩევა ვერ შეძლოს. არ უნდა.. არაფრით უნდა მისი დანახვა, როცა იცის რომ შეიძლება ეს ბოლო თვალის შევლება იყოს. ბრმად თვალგახელილს მხოლოდ მისი ხმა ესმის და ილიას სიტყვების გააზრებისას ხვდება, რომ ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს შებოჭილი გრძნობის გათავისუფლება
–გულის ტკივილია ეგ. სხეული ყოველთვის გრძნობს განშორებას, სეს..– აეროპორტში დგანან. თითქმის ყველას დაემშვიდობა. ყველას.. ილიას გარდა. ვერაფრით ახერხებს ბოლოჯერ მოხვიოს სანატრელ სხეულს მკლავები და მუცლის ტკივილთან ერთად კიდურების სიცივეც ეპარება
–მტკივა, ილია..
–ახლა ჩაგეხუტები და შენ ძალიან ცოტას იტირებ, როგორც შევთანხმდით.. – უღიმის და მჭიდროდ იკრავს ტანზე. მის სურნელში ეხვევა, დაუნანებლად ისრუტავს და სანამ სახემდე მივა, ხელებს... თავს.. მხრებს უკოცნის, სწრაფად და ტუჩების თრთოლვით. იმდენად არის აფორიაქებული, გარშემო მდგარ ხალხს არაფრად თვლის. არავის აკარებს სესილიას.. ვერ აკარებს და ისინიც, თითქოს ხვდებიან, რომ ახლა მათი დაშორება ვერაფრით მოხერხდება
–ერთი წელი, სესილია.. ერთი დაწყევლილი წელი მხოლოდ, – საბოლოოდ მის სახეს უსწორებს მზერას და ცხვირით ეფერება შუბლსა და ტუჩებზე
–მიყვარხარ.. არ დამივიწყო რა, – ვეღარ ითმენს, ტირილი უტყდება და მამაკაცის ყელში რგავს სახეს, რომ როგორმე ხმა დაახშოს
–მეც მიყვარხარ. მომხედე.. – თავს აწევინებს და სველ ტუჩებზე ნაზად კოცნის, – ახლა, ამ ეტაპზე ჩემი ერთადერთი იმედი ხარ და ამას ვერაფერი შეცვლის.. მგონია, რომ ვერ შეცვლის. მაქსიმალურად გამოიყენე ეს წელი, სესილია.. – ხელისგულებს აკრობს სახეზე და მის ტუჩებთან ჩურჩულებს, – გახსოვდეს.. არ გაქვს უფლება, რომ ფუჭად გაიაროს ამ განშორებამ. არ გაქვს უფლება.. გესმის? უნდა გვიღირდეს.. რამედ უნდა ღირდეს და ეს მხოლოდ შენზეა დამოკიდებული!
–ნუ მეუბნები ასეთ რამეებს! – ბუტბუტებს და ისე ეკვრის, ილია სახესაც ვერ ამოძრავებს.
ეუბნებიან, რომ წასვლის დროა.. ამბობენ, რომ ერთმანეთს ხელი უნდა გაუშვან.. სესილია კი პატარა ბავშვივით ეკვრის, ჯიუტად. ისე უჭერს თითებს კისერზე, ილია ვერაფრით აშვებინებს და ეცინება. ეცინება ტკივილითა და ამღვრეული თვალებით
–მკოცნი ბოლოჯერ და ბრუნდები! მიდი, სეს..
–კარგი..
–სესილია, სწრაფად.. – დას უახლოვდება დაჩი და ნაზად ხვევს წელზე ხელს, – უნდა ავიდეთ.. ილია არ ამოდის მაღლა, მხოლოდ მე და დედა, ხომ გახსოვს როგორ შეთანხმდით..
–მოიცა, მოიცა.. – ბოლოჯერ ხვევს მკლავებს და მომღიმარს ტუჩებზე აცხრება.
უხმოდ.. ნაზად.. მთელი გრძნობით აგემოვნებს საყვარელი ქალის ბაგეებს და თვალდახუჭულს, რიგ–რიგობით უკოცნის კიდევ ერთხელ თვალის ქუთუთოებს.
–არ გაახილო.. – ეჩურჩულება და იდაყვებში ჩაჭიდებული ხელებით თავად აბრუნებს. ახლა ზურგიდან ეკვრის, მის სურნელს ისუნთქავს და იქვე მდგარ დაჩის უქნევს თავს, – წადი.. აღარ შემომხედო, ისე წადი, გესმის?
–მესმის..
–არ შემომხედო.. რამდენიმე ნაბიჯი და ექსკალატორზე ახვალთ შენ და დაჩი.. არ შემომხედო, სესილია!
–მიყვარხარ.. – ჩურჩულებს და თვალებს ახელს
–მიყვარხარ.. – ყრუდ ესმის პასუხი და გრძნობს, როგორ ეპარება სიცივე ილიას მოშორებისთანავე. ღრმად სუნთქავს, წინ მდგარ ძმას აგებებს ხელს და მიყვება.
არცერთხელ იყურება უკან.. არც ერთი წამით.. ვერ ხედავს ილიას ჯერ კიდევ იმედიან მზერას. იქნებ მაინც შემობრუნდეს.. იქნებ, მაინც ვერ წავიდეს კიდევ ერთი სიყვარულით სავსე მზერის გაცვლის გარეშე. თუმცა, სანამ ბოლოჯერ დალანდავს მის სხეულს, მხოლოდ ზურგით მოსიარულეს ხედავს. ოდნავ მოცახცახე მხრებით ატყობს, რომ ჯერ ისევ ეტირება და მის სხეულზე შემოხვეულ დაჩის მკლავებს მიშტერებია. სწრაფად ისვამს სახეზე ხელს, რომ მოწოლილი გრძნობები დაალაგოს და ბაჩოს ხმა ესმის თუ არა, მხნედ უქნევს თავს
–წავიდეთ, ილო, მაქანაში..
–ჰო, წავიდეთ!
ქეთას და სესილიას კიდევ რამდენიმე მეგობარს ემშვიდობებიან და ილიას მანქანისკენ მიიწევენ. უხმოდ სხდებიან, თუმცა ბაჩო მაინც ვერ ისვენებს და თავისებურად, მხიარული ტონით იწყებს
–ერთი წელია, ბიჭო.. ასე რა ანერვიულებდა, ასე რა ატირებდა. ხალხი ასე დადის.. წლები ცხოვრობენ ერთმანეთისგან შორს და მაინც მშვენიერი ურთიერთობა აქვთ! არც სიყვარული იკლებს და არც სხვა გრძნობები..
ილიას ეღიმება, არაფერს პასუხობს. სულ ოდნავ ოხრავს და მოუთმენლად დაეძებს სიგარეტს ჯიბეში. მოუკიდებს თუ არა, საზურგეზე აგდებს თავს და თვალებს მჭიდროდ ხუჭავს.
–რა სხვა გრძნობები, ბაჩო?
–ოო, რა ვიცი! მონატრება, ვნება.. მოკლედ, სიყვარულს სიშორე ვერ ამარცხებს, ილო! – თითქოს გაუბედავად ლაპარაკობს. ცუდ ნიშნად მიაჩნია ძმაკაცის ასეთი დუმილი.
–ეგ იმათი გამოგონილია, ვისაც შორ მანძილზე ურთიერთობა აქვს.. ვისაც საყვარელი ადამიანი ჰყავს საზღვარგარეთ გაგზავნილი, – პასუხობს ისე, რომ ზედაც არ უყურებს, – იმედი აქვთ, რომ ასეა.. სხვებსაც აჯერებენ, სხვებსაც და საკუთარ თავებსაც, რომ მოუხედავად იმისა, ერთმანეთს ვერც კი ეხებიან, მაინც ისევე უყვართ. ვითომ არც არაფერი იცვლება.. ვითომ ყველაფრის გაძლება შეუძლიათ. სინამდვილეში კი, განა უძლებენ.. უბრალოდ ეჩვევიან და უქრებათ მანამდე არსებული გრძნობები. უფერულდება ყველაფერი, რაც მათთან აკავშირებთ და მერე, ისე, რომ არც იაზრებენ, საკუთარი თავები ძლიერ ადამიანებად გამოჰყავთ, თითქოს ბევრს გაუძლეს.. ასე არ არის.. ასე ვერ იქნება..
–რას ამბობ, ილო? რა ვერ იქნება? რანაირი ლაპარაკი იცი..
–ასე ვერ მოვიტყუებ საკუთარ თავს, რადგან ვიცი, რომ სესილიას შეხების გარეშე, შეიძლება გრძნობები გამინელდეს, ბაჩო, – თავს სწევს და თვალებგაფართოებულ ძმაკაცს მწარე ღიმილით შესცქერის, – შეიძლება, ამ განშორებამ ჩვენს სიყვარულზე იმოქმედოს.. ამიტომ ტიროდა ასე ძალიან სესილიაც. არა იმიტომ, რომ იცის, მოვენატრები.. ტიროდა, რადგან იცის.. შეიძლება ერთმანეთი დავკარგოთ.. დრო გავიდეს და აღმოვაჩინოთ, რომ გრძნობა, რომელიც ერთმანეთს შორის გვაკავშირებს, სულ არ გვეცნობა..
–ილია, რაებს ბოდავ? – უხერხულად ეცინება ბაჩოს
–იცი, რა შემთხვევაში არ იტირებდა ასეთი სასოწარკვეთით?
–...
– დარწმუნებული რომ ყოფილიყო, ჩვენი სიყვარული ყველაფერს გაუძლებს!
–აბა, რაღატომ ამშვიდებდი, ილია? – კოპებს კრავს და უეცრად მთელი ძალით ურტყამს მუშტს მხარზე
–იმიტომ, რომ ერთი წელი, არც ისე ბევრი დროა.. მგონია, რომ შევძლებთ.. – მხრებს იჩეჩს ღიმილით, – მგონია, რომ ჩემს სიყვარულს ვერაფერი მოაკლდება ამ ერთ წელში. თუ.. როგორმე წამოვდექი ფეხზე..
–ნუ დაიჩემე ეს უაზრო რაღაცები, რა.. – ხელს უქნევს მობეზრებით ბაჩო, – წამოდგები, აბა რას იზამ!
–ჰო, რა ვიცი, ბაჩო, რა ვიცი.. – პასუხობს უკვე უგულისყუროდ და მანქანისკენ წამოსულ დაჩისა და ნინოს ღიმილიანი მზერით ეგებება.

***
ჩაფიქრებული, მოუსვენრად დადის ოთახში. შიგადაშიგ სალომეს სხეულს, სახეს, მიხვრა-მოხვრას ავლებს თვალს და მერე ისევ სიარულს აგრძელებს. გაუჩერებლად ათამაშებს წვრილკბილა სავარცხელს ხელში და ფიქრებში გართული, ვერც კი ატყობს ქალის ღიმილნარევ, ეშმაკურ მზერას, რომელიც იმდენად კარგად იცნობს, ეჭვიც არ ეპარება, რომ მის გონებაში ახლა რაღაც ამოუცნობი აზრები დაუფუთფუთებენ მოუსვენრად. არ იცის ზუსტად რა აწუხებს, თუმცა ხვდება, რომ რაღაც რიგზე ვერაა. ცოტა ხნით კიდევ აცდის, უხმოდ უსმენს დიდი, შიშველი ტერფების ტყაპუნს და მერე, რომ ხვდება, დაჩი ხმის ამოღებას არ აპირებს, თავად იქცევს მის ყურადღებას
–დიდხანს ივლი ასე?
–როგორ, ასე? - კითხვაც არ აქვს დასრულებული, კითხვითვე რომ პასუხობს. ხელში მოთავსებულ ნივთს გაკვირვებით დასცქერის და უდიერად აგდებს კომოდზე
–ჩაფიქრებული და კოპებშეკრული..
–არ ვარ კოპებშეკრული, სალომე. რა გაწუხებს? – თითქმის გაღიზიანებით ეკითხება და უახლოვდება. წელზე ავლებს ხელებს და სავარძლისკენ უკანსვლით წასულს, სალომეც თან მიჰყავს
–არ წაიქცე..
–არ წავიქცევი, – ჩერდება და მსუბუქად ეშვება, – მოდი აქ.. – მუხლებზე ისვამს ქალს და მის მკერდს ეხუტება სახით
–უნდა გადაყვე ახლა სესილიას წასვლას? – მის თმაში დაატარებს თითებს სალომე
–საიდან მოიტანე? – წარბებს კრავს და უეცრად სწევს თავს. თბილი მზერით შეჰყურებს მომღიმარს
–მთელი დღეა სხვაგან ხარ ფიქრებით, დაჩი.. ისევ!
–სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი იქნებ, სალომე, რა შუაშია სესილია?
–უბრალოდ შენი უაზრო დაბნეულობა სხვა ვერაფერთან დავაკავშირე, – მაისურის ყელში უძვრება თითებით, მისკენ იწევს და ტუჩებს აკრობს ლავიწის ძვალთან
–უაზრო? – ბრაზდება და თმაში ავლებს ხელს. უხეშად აწევინებს თავს და სანამ სახეშეჭმუხნილი სალომე რამის თქმას მოასწრებდეს, ტუჩებზე აცხრება. ნელ–ნელა, თმიდან ზურგისკენ აცურებს ხელებს და მაისურში უძვრება
–მოისვენე, დაჩი.. –ჩურჩულებს ოხვრით
–არ მინდა.. – ჯიუტდება დაჩი და ცოტახანში წელსზემოთ შიშველ ქალს გაცხარებით უკოცნის მთელ სხეულს, – გემრიელი ხარ, სალომე, გემრიელი ქალი!
–გაიხადე რა.. – პასუხად ვნებამორეული წუწუნებს და მის პერანგს ეჭიდება თითებით, დაჩი რომ აჩერებს და მის გაკვირვებულ მზერაზე ეშმაკურად იცინის
–არ გამხადო..
–გააფრინე? – ბრაზდება სალომე და სავსე მკერდზე ძლიერად მოჭერილ მამაკაცის თითებს ებღაუჭება, – მეტკინა, კრეტინო!
–მივდივართ, დაგვაგვიანდება.. – არაფრად აგდებს მის სიტყვებს და სახით ეყრდნობა მის რბილ კანს
–სად მივდივართ? – უკვირს სალომეს და შიშველ კერტებზე მოთარეშე დაჩის ხელებისგან უნებური კვნესა სწყდება, – ნუ მაწამებ, გადაგიხდი იცოდე.. – ემუქრება სუსტი ხმით
–მალე ჩაიცვი.. ლამაზად, დახვეწილად.. – ეჩურჩულება ღიმილით და ყოველი სიტყვის თქმის მერე სხეულს უკოცნის, – ისე, თითქოს დღეს შენი დღესასწაული იყოს..
–რას ბოდავ, დაჩი? – ნერვიულად ეცინება, ვერაფერს ხვდება
–ადე.. ადე და გააკეთე რაც გითხარი, წყალს გადავივლებ და გავდივარ ახლა საქმეზე, ორ საათში გამოგივლი..
უცებ აგდებს ფეხზე და გაოგნებულს ყურადღებასაც არ აქცევს ისე მიდის კარადასთან. სალომეს ერთ–ერთ უჯრაში, სპეციალურად მისთვის დაკეცილ ნივთებს იღებს და სააბაზანოსკენ მიიწევს
–დაჩი! – გაკვირვებით შეჰყურებს სალომე
–მალე გამოვალ, გაემზადე შენ.. უბრალოდ უნდა ვივახშმოთ, – უღიმის და მხოლოდ ჯინსისამარა, წელსზევით შიშველ ქალს სიყვარულით სავსე მზერას ავლებს, – რა მიმზიდველი ხარ, სალ!
–მაგიტომ მიმაგდე ასე? – აღშფოთებით საყვედურობს და მაისურს ბრაზით ავლებს ხელს
–მერე დავასრულებთ, გპირდები! –ეცინება გულით და მხიარულად აქცევს ზურგს.

***
სახლში დაბრუნებულს ძლიერი გამაყუჩებელიც არ შველის, ისე უსკდება თავი. ზედმეტად გადაღლილს ერთი სული აქვს სულ ცოტა მაინც დაისვენოს, მაგრამ ვერაფრით ახერხებს თვალის მოხუჭვას. სესილიას ზარს ელის.. რომ გამოეპაროს, იცის, თავს ვერაფრით აპატიებს და ტელევიზორთან მჯდარი, უაზროდ მიშტერებია ფერად ეკრანს. ცოტახანში, თითქმის უკვე თვალმოხუჭულს, ტელეფონის ზუზუნი ესმის და სწრაფად ფხიზლდება. მისი სახის დანახვაზე, მხნეობა ემატება და სრულიად შეცვლილი განწყობით უსმენს ატიტინებულს. მერე.. ძლივს ახერხებს სიტყვის ჩაგდებას და ღიმილით შეჰყურებს
–დაჩიმ მითხრა, დაბინავდა კარგადო..
–ჰო, კარგად ვარ, – უღიმის კამერიდან, ნახევარი სახე მოუჩანს, რომელსაც მუდმივად ამოძრავებს და დროდადრო ილია მხოლოდ ცარიელ კედლებს ან სესილიას ყურს ხედავს
–რამე პრობლემა ხომ არაა? ნიკოც მანდვეა?
–ჰო, ძალიან ახლოს, რამდენიმე სართულით ზემოთ..
–ძალიან კარგი. რამე პრობლემა ხომ არ შეგექმნა?
–არა, ილია. ნუ დამაყარე კითხვები, მითხარი როგორ ხარ.. – უბრაზდება სასაცილოდ
– ვერ გხედავ, სეს..
–ახლავე.. -ისევ მოუჩანს მთლიანი სახე, – ჯერ ისევ ვლაგდები და..
–მიდი, მიხედე საქმეს და მერე დამირეკე
–არა, არ წახვიდე, შევეშვები!
ილია ატყობს, როგორ ექუფრება მზერა და ეღიმება
–გამოუძინებელი ხარ, სესილია, თვალებზე გეტყობა
–ვერ დავიძინებ ახლა.. რომელი საათია მანდ? გვიანი იქნება, დღის ორი საათი შესრულდა აქ..
–ჰო, ღამის ორია..
–შენ უნდა დაიძინო ახლა, ისედაც ადრე დგები! – ღელვა ემატება ხმას
–დამშვიდდი და მომიყევი, მოგეწონა ლოს–ანჯელესი?
–ჯერ არც არაფერი მინახავს, ხვალ გავალთ მე, ნიკო და ჯიჯი. ხვალ მოგიყვები.. ვეცდები, მალევე დაგირეკო, რომ ისევ ასეთი გვიანი არ იყოს..
–მორჩი, სესილია! – უცნაური სიმკაცრით აჩერებს. ასეთი გამყინავი ხმით აქამდე არასდროს დალაპარაკებია და თავადვე ხვდება, რომ ზედმეტად გაღიზიანდა. დასევდიანებულ სახეს ავლებს თვალს და ძალით იღიმის. ტუჩები უშნოდ ემანჭება.
–მორჩი ასე ქცევას.. მე მივხედავ საკუთარ თავს. შენ ნუ ერიდები ჩემ შეწუხებას.. გესმის? თუ დალაპარაკებას ვერ შევძლებ, თუ ასეთი დაღლილი ვიქნები, თავად გეტყვი, სესილია..
რამდენიმე წამი ერთმანეთს შეჰყურებენ თვალებში. იმდენად ბუნდოვანია ასეთი გამოსახულება, ნერვები ეშლებათ, ორივეს.. და ეკრანის აქეთ-იქიდან გახშირებული სუნთქვა მოისმის. ხვდებიან, რამდენად სულელურ თემაზე ლაპარაკობენ ახლა, როცა ერთმანეთისგან ასე შორს არიან
–მომენატრე.. ღმერთო, ილია, მენატრები! შენ კიდევ.. ისე მელაპარაკები.. – ტირილის მსგავსი ხმა გაისმის და ილია სწრაფად აბრუნებს თავს
–ჯერ ახლა ჩახვედი, სეს.. – ჩურჩულებს და სანამ სესილია პასუხის გაცემას მოასწრებს, მისთვის დაწყობილი, ღიმილიანი სახე თავიდან მოჩანს ეკრანში, – მაპატიე, რომ გეუხეშე.. არ მინდა, ჩემზე ღელავდე მაშინ, როცა ამის არანაირი მიზეზი არ გაქვს. არ მინდა, ამას შევეჩვიოთ.. მიდი, მაჩვენე აბა სახლი. დაჩიმ ორი სიტყვა მომიგდო, კარგად არისო და გამითიშა მერე, სალომესთანაა მგონი..
–კარგი, ხედავ? – მხიარულად დანარნარებს ოთახიდან ოთახში და პატარა, მყუდრო ბინას ათვალიერებინებს. მერე დივანზე ჯდება და თვალებაწყლიანებული, ფუმფულა ბალიშზე მიხუტებული ჩურჩულით ემშვდობება
–ხომ დამირეკავ დილას? – ეკითხება და მამაკაცის ღიმილზე თავადაც იბადრება
–დაგირეკავ. მალე აიღე ნომერი, თორემ სამსახურიდან ვერ დაგელაპარაები ხოლმე, კარგი, სეს?
–ხვალვე გავარკვევ.. – პირდება და უცებ ეკრანზე მხოლოდ მისი ტუჩები მოჩანს, – გკოცნი!
–სასაცილო ხარ, სესილია! – ხმამაღლა ეცინება ილიას
–ძილინების..
უთიშავს. უთიშავს და ვეღარაფრით ახერხებს დაძინებას. სწრაფად იცვამს, სახლიდან გასული მანქანის გასაღებს ჯიბეში აბრუნებს და ახლომდებარე ბარამდე ფეხით მიუყვება გზას.

***
დაჩის მიერ მითითებულ მისამართზე აჩერებს ტაქსის და მანქანიდან გადმოდის. ბრაზობს.. საშინლად ბრაზობს, რადგან არ მოაკითხა. მოკლედ მოუჭრა, აუცილებლად მოდი, არ დააგვიანოო და აღარცერთ ზარზე უპასუხა. ისეთი შუბლშეკრული დგას შუა ქუჩაში, უნებურად საკუთარ თავზე ეცინება და სანამ დაჩისთან კიდევ ერთხელ, უშედეგოდ დარეკვას დააპირებს, შეტყობინება მოსდის: „შენგან მარჯვნივ, თეთრი კარია.. შედი, სალომკა!“ გაოგნებული დაჰყურებს მობილურს, მერე ქუჩას ათვალიერებს, მაგრამ დაჩის ვერსად ამჩნევს და მის მითითებებს მიჰყვება. თეთრ კარს მალევე ამჩნევს და მიახლოებული, გაუბედავად სწევს სახელურს. რამდენიმე წამში თვალები უშტერდება. თბილ, წითელფრად განათებულ დიდ დარბაზში ფეხის შედგმასაც ვერ ახერხებს, იმდენად ბევრი ყვავილია მიმოფანტული
–თეთრი შროშანები.. – ჩურჩულებს და გაოგნებისგან პირზე იფარებს ორივე ხელს. თვალს მოშორებით მდგარი, მრგვალი მაგიდისკენ აპარებს და სპეციალურად, გასავლელად გაკვალულ შროშანთა ბილიკებზე ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევს. სანამ მაგიდასთან მივა, სახეზე სისველეს გრძნობს და სწრაფად იწმენდს მოღალატე ცრემლებს. მხოლოდ ახლა ატყობს, როგორ უკანკალებს ხელები, როგორ ეცოტავება დიდ დარბაზში არსებული სივრცე იმ ემოციის გამოსახატად, რასაც ახლა გრძნობს და ხმამაღალი, ბედნიერი სიცილით იკლებს გარემოს
–დაჩი.. – ჩურჩულებს ზედმეტად ხმადაბლა. თითქოს ხვდება.. ჯერ არ უნდა, რომ გამოეხმაუროს, რადგან ამ იდეალურ გარემოს დამატებული საყვარელი მამაკაცის სხეული, ნამდვილად გამოაცლის ძალას მუხლებიდან და სიხარულისგან გული გაუსკდება. ის–ისაა ლამაზად გაწყობილი მაგიდის ზედაპირს ეხება თითებით, ზურგსუკან ხშირ სუნთქვას რომ გრძნობს და შეშდება. ცხოვრებაში არასდროს შეშინებია ასე საკუთარი ფიქრების.. აქამდე არასდროს უეჭვია ასე რალურ სამყაროში არსებობა..
–სალომე.. – ესმის ჩავარდნილი ხმა. ზედმეტად ჩახლეჩილიც კი და ინსტიქტურად, მუხლამდე კაბას ებღაუჭება საკუთარი თითებით. ისე ნელა ბრუნდება, დაჩის მოთმინება ელევა და მაღლა აწეული კისერი ნერვიულობისგან ეძაბება. ცალ მუხლზე მდგარს, ერთიანად უკანკალებს მთელი სხეული. ხელში მოთავსებულ პატარა, მინიატურულ ყუთს ძლიერად უჭერს თითებს და მასზე დაჩერებული, არეული ქალის გამომეტყველებას ისე უკვირდება, თითქოს უკანასკნელი იყოს.. თითქოს ამ მზერის შესწავლა მანამ უნდა.. სანამ სიტყვებს წარმოთქვამს. უნდა, მანამდე მიხვდეს პასუხს.. ისე სჭირდება ეს, რომ აღელვებისგან პირი უშრება და სწრაფად იტარებს ენის წვერს ტუჩებზე. ღრმა ამოსუნთქვასთან ერთად მის თვალებს აშტერდება, რომელიც მობრუნების წუთიდან მხოლოდ მის სფეროებს შესჩერებია.. არც პრიალა ბეჭდის თვალს.. არც დაჩის აკანკალებულ სხეულს.. მხოლოდ მის თვალებს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე იცის პასუხი, მაინც ეკითხება, სახეზე შვებით გამოსახული ღიმილით
–სალ, გამომყვები ცოლად?
–ღმერთო, დაჩი, გააფრინე? – ეკითხება ჩვეული ტონით და მასთან ერთად ეცემა მუხლებზე. ყელზე ეხვევა და ახარხარებულს თავადაც ჰყვება სიცილში
–ეგ არ არის პასუხი, სალომე!
–გამოგყვები, ჰო, გამოგყვები! – უქნევს თავს და საშუალებას აძლევს ბეჭედი თითზე მოარგოს
–სიცოცხლე ხარ ჩემი.. – ეჩურჩულება და მოუთმენლად უკოცნის სახეს. სველ ტუჩებზე აცხრება და მკერდზე მჭიდროდ მიხუტებულ სხეულზე ნაზად დაატარებს ხელებს
–რამდენი შროშანია, დაჩი..
–შენ ხომ ამბობდი, ჩემი ყვავილიაო.. რომ აიჩემე შარშან, გახსოვს? – ეცინება და ცხვირზე კოცნის, – ავდგეთ, სალ.. მოდი მაგიდასთან, – ჯენტლმენურად უწევს სკამს და თვალებაციმციმებულს წინ უჯდება
–არ მჯერა, დაჩი!
–სალომე.. – მის ხელს იქცევს თავისაში და ტუჩებთან მიაქვს, – არ ინანებ?
–არა.. არ ვინანებ, დაჩი.. – უღიმის და მის ანერვიულებულ სახეს თავისუფალი თითებით ეფერება, – როგორც წესი, ამას ხელის თხოვნიდან ხუთი წუთის შემდეგ არ ეკითხებიან. ყველაფერში უკუღმართი ხარ! – მხრიარული ფხუკუნით ცდილობს წყენა დამალოს
–ეგ კი არა, უარის შემთხვევაში სად დამემარხე იმაზე ვფიქრობდი, სალომე, – სერიოზულად პასუხობს და შეკრული წარბებით უშვებს ხელს. უხმოდ ასხამს ღვინოს ორივეს ჭიქაში და სალომეს უკვე ნაზი ღიმილით უწვდის. ისიც ბეჭდით მორთულ თითებს აშველებს და წამწამების ფახუნით სვამს ძალიან ცოტას. ისეთი ლამაზი, ისეთი მიმზიდველი ეჩვენება დაჩის, პირისკენ წაღებულ ჭიქას ჰაერში აჩერებს და თვალებგაფართოებული შესცქერის
–ჩემი საცოლე.. სალომე, ჩემი საცოლე ხარ..
–ჰო, შენი საცოლე ვარ. მე სულ არ გამიხარდებოდა! – იპრანჭება და ყელს იღერებს
–აღიარებ, რაც ხარ? – ხმამაღლა იცინის და სანამ სალომე გაგიჟდებოდეს, მანამ ამატებს – გაგვიმარჯოს ჩვენ და გაძლება მომცეს ღმერთმა მე! – უცებ იყუდებს ჭიქას, ერთიანად
–არანაირი სინაზე შენ არ გაგაჩნია, დაჩი.. – ეცინება და თავადაც მას ბაძავს
–შეჭამე ერთი–ორი ლუკმა და მერე პირველი ღამე უნდა გაჩუქო, როგორც ჩემს მეორე ნახევარს..
–აქამდე არ ვიყავი შენი მეორე ნახევარი?
–წესით ყველაზე რომანტიული საღამო უნდა გვქონდეს, ყველაზე მნიშვნელოვანი.. ოჯახზე, ჩვენს მომავალ შვილებზე უნდა ვლაპარაკობდეთ, – წამით ჩერდება და ჩაფიქრებული აგრძელებს, – სამ ბიჭსა და ერთ გოგოზე.. და ჩვენ მაინც უაზრობებზე ვკამათობთ, – ხვნეშის საწყლად და ისევ ანაწილებს ღვინოებს ჭიქებში
–ასე ნუ უსწრებ მოვლენებს წინ, რამდენჯერ გითხრა, – ისეთი ბედნიერია, ვერაფრით ბრაზდება მის სიჯიუტეზე და სიცილით საყვედურობს
–მორჩა.. დღეს თავს არ ვიცავთ! – მაინც თავისას აგრძელებს და სალომემ თვალების ტრიალს სულ ვერ ატყობს, – დალიე კიდევ.. ერთი სული მაქვს ეგ ლამაზი კაბა გაგაძრო, ჩემს მკერდს რომ ასე ურცხვად ფარავს..
–შეგეშალა, დაჩი, ჩემი მკერდია ეს, – ლამაზად იყრის ზურგსუკან თმას და გარშემო ატარებს მზერას, –აქ როგორ.. ყველგან ყვავილებია..
–მერე რა.. დღეს ყველაფერი ახლებურად გავაკეთოთ, სალ.. – ვეღარ ითმენს. სკამიდან დგება და მისკენ მიიწევს. უცებ იტაცებს ხელში და რამდენიმეწამიანი ბზრიალის მერე პირდაპირ თეთრ შროშანებში ეფლობა მის სურნელთან ერთად.

***
წამები წუთებად იკვრება, წუთები – საათებად, საათები–დღეებად და ასე.. უსასრულოდ. ადამიანები კი წუთიდან წუთამდეც ვერ ითმენენ. ცხოვრების ყველა ეტაპის გასვლას მოუთმენლად ელიან და ისე ცდილობენ სიახლეების ძიებას, თითქოს ეს გადარჩენისთვის აუცილებელი იყოს. ზოგადად ასეა, თუმცა ახლა, სესილია და ილია ისე ცდილობენ არაფერი შეიცვალოს, როგორც არასდროს, მათი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე. დღეს დღე ემატება და ეს მატება იმდენად დამთრგუნველია, კილომეტრების მოშორებითაც ცხადად განიცდება. ერთგან რომ ღამდება, მეორეგან მზის პირველი სხვივები იპარებიან და მიუხედავად თბილი დღეებისა, საერთოდაც ვერ ათბობენ მარტოსულ ადამიანთა სხეულებს. "გული თუ ისევ ისე გიფეთქავს ჩემი ხმის გაგებისას, ესე იგი, არც არაფერი გვაქვს სადარდებელიო," ამშვიდებს ყოველი საუბრისას ილია და მის თაფლისფერ თვალებს საკუთარი თავის დამონების უფლებას აძლევს. თუმცა, ეჩვენება, რომ ასე, ეკრანს მიღმა დანახული, სულ სხვა ფერის ჩანს. ვეღარც მის შიგნით საოცარ დანაოჭებას ამჩნევს, ღია მწვანეში ფერარეულს და ვეღარც უეცრი ბედნიერებისგან გაფართოებულს უდარაჯდება საკუთარი მზერით.
ანუ.. მაინც ყველაფერი იცვლება. ყველაფერი თუ არა, ის წვრილმანები უდაოდ, ილიას რომ სიცოცხლეს ურჩევნია. თუმცა ერთს მაინც ხვდება.. ყველაზე მთავარს და ერთ-ერთი მორიგი, გვიანი საუბრისას საკუთარ აღმოჩენას თამამად უზიარებს საყვარელ ქალს
–თურმე იმაზე მეტად მყვარებიხარ, ვიდრე წარმოდგენა შემეძლო, სეს..– და თქმისას სახე უბრწყინავს.
რამდენი საჩოთირო სიტყვა თუ ფრაზა უთქვამს სესილიასთვის აქამდე.. რამდენი ჭეშმარიტება გაუზიარებია და ახლა, პირველად გრძნობს საუთარი სიტყვების ასეთ სრულფასოვნებას. თითქოს აქამდე მსგავსი სიმართლე არასდროს წამოსცდენოდეს.

***
გაბმულად რეკავს ზარს და სანამ ზღურბლზე სალომეს სხეული არ გამოჩნდება, თითს არ უშვებს ღილაკს
–ილია, ასე გააფუჭებ ღილაკს და გახდება შენი შესაკეთებელი! – ემუქრება მისალმების მაგივრად და სახლში ატარებს
–გააფუჭე, ილო, გააფუჭე. სულ გადაუწვი ეს სახლი, რომ წამომყვეს და იცხოვროს ჩემთან! – ცერა თითს უწევს მოწონების ნიშნად ყავის ჭიქით ხელში მჯდარი დაჩი და მისაღებში შესულ ილიას გაბადრული შესცქერის
–კიდევ ვერ მოგვარდით? – ეღიმება და ძმაკაცთან ახლოს ჯდება
–რატომ უნდა შევაწუხოთ ნინო, როცა შეგვიძლია აქ ვიცხოროთ, არ მესმის.. – ბურტყუნებს უკმაყოფილოდ სალომე
–რატომ და იმიტომ, რომ ჩემი ცოლი გახდები მალე და არ ვაპირებ ცოლის ბინაში ცხოვრებას! მე სახლი არ მაქვს თუ კარი? რა გამჭირვებია? – ხელებგაშლილი, გაკვირვებით ლაპარაკობს დაჩი
–აზიატი კაცი ხარ, დაჩი! ილია, საიდან ეს მენტალიტეტი შენი აზრით?
–საიდან, დაჩი? – ძმაკაცს უბრუნდება სიცილით და მხოლოდ კარის ხმაზე ახსენდება რატომაა მათთან, – რატომ შეგვკრიბა იმან?
–არ ვიცი.. – მხრებს იჩეჩს და ჯერ ისევ გაღიზიანებული, ფეხზე დგება, რომ თავად შეეგებოს სტუმარს.
ოთახში გამოჩენამდე მოისმის ბაჩოს ბედნიერი შეძახილები და უკვე შემოსული, დემონსტრაციულად დგება ოთახის შუაგულში
–გამარჯობა, სალომე! – სასაცილოდ გაწელილი ტუჩებით უკრავს თავს და გარშემო ატარებს მზერას
–ჩვენ არ ვართ ადამიანები? – ეცინება დაჩის, – ისე შემოვიდა, ზედ არ შემომხედა. რაში დაგაჯილდოვეს, ასე ამაყად რომ მოგიღერებია კისერი?
–კი არ დამაცდის ახლა.. – უკმაყოფილოდ ოხრავს ბაჩო და გამართულ მხრებს მოდუნების საშუალებას აძლევს
–რა მოხდა, ბიჭო? – ეკითხება დაჩი და გაკვირვებით შესცქერის არანაკლებ არეულ სალომესა და ილიას. ვერაფრით ხვდებიან მისი ასეთი ბედნიერების მიზეზს.
–მზად ხართ? – ისევ სასაცილოდ იჭიმება და ჯიბეებში იქექება, – ვახ ჩემი.. სად წავიღე საფულე..
–იტყვი თუ არა რა მოხდა? – მოთმინება ელევა დაჩის
–ილო.. შენ ხარ ჩემი ძმა! – იძახის უცებ და საფულეს იღებს ჯინსის უკანა ჯიბიდან, – შენ სახელზეა ეს, ილო.. ნახე, ძმაო! – ოთხკუთხა ბარათს აგდებს მაგიდაზე და ღიმილად დაღვრილი აცეცებს თვალებს
–პრავა აიღე ბიჭო? – ხარხარებს ილია და ისე უცებ ხტება ფეხზე, სალომეს წამით გული უსკდება. მერე, დაჩი და ილია ერთდროულად, ხმამაღალი შეძახილებით რომ იტაცებენ ხელში ძმაკაცს და ჰაერში აბურთავებენ, კისკისი უტყდება და ხვდება, იმდენად არიან ჩაფლულები ერთმანეთისთვის სიხარულის გაზიარებაში, ახლა მისი დარდი სულ აღარ აქვთ. ცოტა უკვირს კიდეც, ასეთი წვრილმანით როგორ შეუძლიათ ამხელა ზეიმი შექმნან, ამიტომ უხმო ღიმილით აქნევს თავს და ოთახიდან მიიპარება
–რატომ არ თქვი, ბიჭო? მარტო იყავი? რატომ არ თქვი? – კითხვებს აყრის დაჩი და უხეშად კიდებს თავზე ხელებს. პატარა ბავშვივით კოცნის შუბლზე და ილიას გადაულოცავს მის თავს, რომელიც მხარზე სიამაყით ხვევს ძლიერ ხელს
–რომ ვერ ჩამებარებინა, რა ამოვიდოდა შენი ყბიდან!
–მე? მე რატომ არ მითხარი? – ეკითხება თბილი ღიმილით ილია
–ეე, ილო.. მარტო შენ გქონდა ჩემი იმედი. მერე.. ეს იმედი რომ გამეცრუებინა? – ეკითხება გულწრფელი ხმით და უცებ ეხვევა, – მარტო შენ გჯეროდა ჩემი.. სულ გჯეროდა და მეოთხე ჯერზე, კიდევ რომ უნდა დამეშვა შეცდომა, შენი სახე წარმოვიდგინე. წარმოვიდგინე ყველა შენი დარიგება და ჩავაბარე! – ამთავრებს ამაყად და სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებს, დაჩის არანორმალური ხარხარი იქცევს მათ ყურადღებას
–რა სჭირს? – ოთახში ბრუნდება სალომე და ზევიდან აჩერდება ორად მოკეცილს
–მეოთხე ჯერი იყო, ბიჭო? – გაჭირვებით წარმოთქვამს რამდენიმე სიტყვას და ერთიანად წითლდებდა.
ვეღარც ილია იკავებს თავს და ძლივსდამალული ემოცია ბოლომდე ღალატობს. ტუჩის კუთხეები ყურებისკენ გაურბის და ყველა კბილს ერთად აჩენს. სიცილისგან დამძიმებულ მკლავს კი არაფრით აშორებს დაბღვერილი ბაჩოს მხარს.

***
–რა ქენი?
–შეხედე, ილია..
აწყლიანებული, გაფართოებული თვალები საოცრად უციმციმებს, აქედანაც ატყობს. ხელში პრიალა ჯილდო ჩაუბღუჯავს და ისე უჭერს სუსტ თითებს, თითქოს წუთი–წუთზე მის წართმევას უპირებდნენ.
–გილოცავ, პატარავ! – სიამაყით ივსება ილია. საოცრად უხარია მისი ბედნიერება.. გულისცემა უხშირდება ისე სიამოვნებს სესილიას ბედნიერებისგან ათრთოლებული ხმა და აქამდე გამოვლილი ყველა მონატრების წუთი აზრს იძენს
–ეს იცი რას ნიშნავს, ილია?
–იმას, რომ შემდეგ ეტაპზე გადახვედი და ძალიან მაგარი გოგო ხარ! – მორჩილი ბავშვივით, გაბადრული უქნევს თავს
–ჰო, მართალია.. – კივილნარევი ხმით პასუხობს და ილიას ხმით ესმის, როგორ აბაკუნებს სიხარულისგან ფეხებს
–დადე ეგ, მძიმე ჩანს და ძლივს გიჭირავს, სეს.. – ეცინება გულით
–მგონი თვალები გიელავს, ილია..
–რას მატყობ ერთი, პატარა ქალო?
–გატყობ. სულ გატყობ.. მოხდა რამე?
–გასაუბრება მქონდა და კარგად ჩაიარა.. მომავალ კვირაში მეტყვიან, თუ დაამტკიცეს ჩემი პროექტი..
–რატომ არ მითხარი? მომიყევი ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი.. – ილია ხედავს, როგორ ცქმუტავს ერთ ადგილას. მოუსვენრად იწევს ყურებზე დატალღულ თმას, უკვე მეათასედ.
–არ ვიცი რა გამოვა, სეს. არ მინდა წინასწარ რამის იმედი მოგცე..
–როგორ ლაპარაკობ, ილია, – სწყინს და კიდევ რაღაცის თქმას აპირებს, ნიკოს სახე რომ მოჩანს კამერაში
–გაუმარჯოს, ილიას!
–როგორ ხარ ნიკო? – უღიმის და პასუხს ვეღარ იგებს, რადგან ეკრანს იქით გააფთრებულ ჩხუბს აბამენ ერთმანეთში ნიკო და სესილია. ბოლოს ძლივსძლივობით აგდებს ოთახიდან სესილია და ისევ მამაკაცს უბრუნდება
–რა გაჩხუბებთ?
–ნაყინის ყუთი აღმოაჩინა ოთახში და ნუ ჭამო, შემჭამა..
–რატომ? - კოპებს კრავს ილია
–იცი, რომ წონაში მოვიმატე? – თითქოს ახლა ახსენდება და უცებ უმხელს, დამწუხრებული
–რატომ მეჩვენება, რომ შუბლი შეკარი? აბა, უნდა ჩამოდნე, სეს? ძალიანაც კარგი, თუ მოიმატე..
–ჯიჯი გაგიჟებულია! - ხითხითებს და ლოყებზე სასაცილოდ იტყაპუნებს ხელებს, – ხომ მეტყვი რა გაირკვევა სამსახურზე?
–გეტყვი.. გავიქეცი ახლა, კარგი? მიულოცე ნიკოსაც ჩემ მაგივრად..
–მივულოცავ. ილია..
–რაო, სეს?
–რას ისურვებდი ახლა ყველაზე მეტად?
–არ ვიცი.. შენ, სესილია? ისე მეკითხები, შენ გექნება მაგ ლამაზ თავში დაგროვილი ამოუცნობი სურვილები..
–მხოლოდ ერთი მაქვს!
–ერთი?
–ჰო..
–რა გინდა, სეს?
–მინდა, ისევ ერთად იწყებოდეს ჩვენი დღეები..
–დაიწყება.. ცოტაც მოვითმინოთ, – უღიმის თითქმის ძალით, თუმცა მაინც თავისებური, თბილი ღიმილით
–დაჩიმ მითხრა, ერთად მივდივართ დასასვენებლადო..
–ჰო, სალომე და დაჩი წავლენ და მერე ჩვენც ჩავალთ
–მაინც ვერ მოისვენა არა უთქვენოდ?
–ასე გამოდის, – წვერზე ისვამს ხელისგულს და ოდნავ ოხრავს, – შენი დაბადების დღე რომ მოდის შემდეგ თვეში, სეს? რას აპირებ?
–არ ვიცი.. – მხრებს იჩეჩავს და უცებ სევდიანდება, – არაფერი მინდა.. არაფრის ხალისი არ მაქვს. არ მინდა უშენოდ არც ერთი ჩემი დღე..
–ოხ, კარგი რა, სესილია! – მოჩვენებითი მხიარულებით საყვედურობს, – ასეთი მნიშვნელოვანი არაა ერთად ვიქნებით თუ არა. ჯიჯისთან და ნიკოსთან ერთად მოიფიქრე რამე, ხომ გაიცანით მანდ ბევრი ხალხი, დაგეგმეთ ერთად და გაერთე კარგად, გესმის?
–არ მინდა არაფერი! – ბურტყუნებს ისევ ჯიუტად და მერე ხვდება, ილიასაც უფუჭებს ხასიათს, – მაგრამ ჰო.. რამეს მოვიფიქრებ.. – ამატებს მისი სახის გამომეტყველების დანახვისას.
რამდენიმე წამით ჩუმად შესცქერის საყვარელი ქალის სახეს. ვერაფერზე ახდენს კონცენტრირებას გარდა გამოსავლისა, რომელსაც ვერაფრით ხედავს და ფიქრებით გადაღლილი, სესილიას სევდიან თვალებს აწყდება
–იქნებ რამე მოვახერხო, სეს..
ხედავს, როგორ ცდილობს ემოციის დამალვას სესილია მისი სიტყვების თქმისას და გული უკვდება. მის გაფართოებულ გუგებს კიდევ ერთხელ ავლებს თვალს და სიმწრით ეღიმება. უნდა, რომ კიდევ რამე უთხრას. რამე ისეთი, გულს რომ გაუხარებს, მაგრამ არსებული რეალობა არაფრით აძლევს ამის უფლებას. სულ ერთი წამით ხრის თავს და კიდევ ერთხელ, ინსტიქტურად იმეორებს
–იქნებ.. რამე მოვახერხო..
სესილია მხოლოდ უღიმის და იმხელა იმედგაცრუება ისახება ამ ღიმილში, ილიას კიდევ უფრო ეკარგება საკუთარი თავის იმედი.

_____
სამწუხაროდ, ფეისბუქ კომენტარებს ვერ ვპასუხობ და არ მინდა იფიქროთ, რომ უყურადღებოდ გტოვებთ.. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი დადებითი და თბილი სიტყვებისთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის:*скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი ნანა73

სიამოვნებით ვკითხულობ და დიდი მოლოდინი მაქვს შემდეგის... ❤️ საოცარი გოგო ხარ შენ! ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი anna

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ყველასგან გამორჩეულია თავისი გრძნობებით და ამოციებით. ცოტა ილიას პესიმიზმი არ მომწონს, ერთი წელი თუ ვერ გაუძლო მათმა სიყვარულმა, მაშინ არც ყვარებიათ, ასე მგონია ილია ჯერ კიდევ ხვდება რამდენად უყვარს სესილიას. ოღონდ არ დააშორო რა და არ გააუფერულო მათი გრძნობები. ერთი სული მაქვს როდის გავა ეს ერთი წელი. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და ასე აღარ დააგვიანო რა გთხოვ, საათში ერთხელ ვამოწმებდი ხო არ დაიდოთქო smile

 


№3  offline წევრი Rania

Gmerto chemo saocraf mgrznobiare siyvaruli aqvt ilias da sesis. Arachveulebrivad cer da gaxsovdes rom moutmenlad gelodebi

 


№4  offline წევრი გრაფინია

არ მინდა ილია და სეს-ილია ცალ-ცალკე რა;)
მეშინია რომ ცუდად დამთავრდება და არ მინდა.საშინლად არ მინდა

 


№5  offline წევრი P.A.

ნანა73
სიამოვნებით ვკითხულობ და დიდი მოლოდინი მაქვს შემდეგის... ❤️ საოცარი გოგო ხარ შენ! ❤️❤️❤️

მადლობა უდიდესი❤️

anna
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ყველასგან გამორჩეულია თავისი გრძნობებით და ამოციებით. ცოტა ილიას პესიმიზმი არ მომწონს, ერთი წელი თუ ვერ გაუძლო მათმა სიყვარულმა, მაშინ არც ყვარებიათ, ასე მგონია ილია ჯერ კიდევ ხვდება რამდენად უყვარს სესილიას. ოღონდ არ დააშორო რა და არ გააუფერულო მათი გრძნობები. ერთი სული მაქვს როდის გავა ეს ერთი წელი. მოუთმენლად ველოდები ახალ თავს და ასე აღარ დააგვიანო რა გთხოვ, საათში ერთხელ ვამოწმებდი ხო არ დაიდოთქო smile

დიდი მადლობა, მიხარია რომ ასე მოგწონს და ელი❤️ ვეცდები ასე აღარ დამაგვიანდეს, ხშირად ვერ ვიცლი ხოლმე საწერად სამწუხაროდ

Rania
Gmerto chemo saocraf mgrznobiare siyvaruli aqvt ilias da sesis. Arachveulebrivad cer da gaxsovdes rom moutmenlad gelodebi

მახსოვს, მახსოვს^^ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა:*

გრაფინია
არ მინდა ილია და სეს-ილია ცალ-ცალკე რა;)
მეშინია რომ ცუდად დამთავრდება და არ მინდა.საშინლად არ მინდა

როგორ დაგიმუღამებია, რომ ყველგან ილიაა, ყველაფერში, სესილიაშიც:დ ❤️

 


№6  offline ადმინი შამანი

როგორ არ მყოფნის... innocent
მეშინია ცოტა ამ ისტორიის, რომ კითხულობ გიზიდავს,მოგწონს და გაშინებს ცუდათ დავმთავრდები ილიასთვის და სესილიასთვისო relieved
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№7 წევრი tamuna.s

რას ამბობთ ხალხო ცყდად რმ დამთავრდეს სერიოზულ დეპრესიაში ჩავვარდები მართლა. თან რატო თორე კი. ეს ორი უთბილესი ადამიანი დიდ ბედნიერებას იმსახურებენ.

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

მარტო მე მგონია, რომ სესო ორსულადაა?????????
პ.ს. თუ ვცდები ძაან არ დამცინოთ ????????

 


№9  offline ადმინი შამანი

tamuna.s
რას ამბობთ ხალხო ცყდად რმ დამთავრდეს სერიოზულ დეპრესიაში ჩავვარდები მართლა. თან რატო თორე კი. ეს ორი უთბილესი ადამიანი დიდ ბედნიერებას იმსახურებენ.

მეც მაგ აზრზე ვარ ზუსტად, მაგრამ ცუდი ფიქრები გამიელვებს ხოლმე... :(

სტუმარი ნინო
მარტო მე მგონია, რომ სესო ორსულადაა?????????
პ.ს. თუ ვცდები ძაან არ დამცინოთ ????????


მგონი დასაშვებია, რომ წარმოვიდგენ ძაან საყვარლობა გამოდის.
სესილია გაბუშტული მუცლით :დ ♥️♥️♥️
--------------------
ნინე ავალიანი
"...და თუ ანათებ,მხოლოდ იმიტომ რომ თვითონ იწვი"
Ich liebe dich

 


№10 სტუმარი სტუმარი ფიქრია

თქევნი არ ვიცი, მაგრამ სესილიას ნამდვილად დაეწყება დეპრესია ახლა ორსულად რომ აღმოჩნდეს:დ ხომ ჩამოენგრა კარიერა თავზე:დდ წარმოდგენისას მეც მესაყვარლა ისე^^

 


№11  offline მოდერი მარია.

სესო გასუქდა?
ჰმმმმ

რას ისტორიას შეეხება რა ვთქვა?
უნაკლოა
--------------------
Your happiness depends on you ))

 


№12  offline წევრი P.A.

მარია.
სესო გასუქდა?
ჰმმმმ

რას ისტორიას შეეხება რა ვთქვა?
უნაკლოა


არ არის ორსულად, არა:დ არ მაქვს გეგმაში, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ:დ <3

 


№13  offline წევრი მარუსიკა

????????????????????????ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ????????????????❤️

 


№14  offline წევრი P.A.

მარუსიკა
????????????????????????ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ????????????????❤️

ვაიმე, მადლობა ძალიან დიდი:დ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent