შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანდროგენი- დასასრული


31-01-2019, 20:57
ავტორი azula2023
ნანახია 534

ანდროგენი-  დასასრული

ბუხრის წინ მჯდარ ანოს, რომელიც ლაზარეს მკერდს მიყრდნობოდა,
მალევე ჩაეძინა სითბოში. მთელი საათი გულში იხუტებდა ლაზარე და თმებზე ეფერებოდა კანდელაკს.
-ლაზარე?
-ჰო ანო
- არ შემიძლია
-რა არ შეგიძლია?
- შენს გარეშე ცხოვრება.-
- მაპატიე გთხოვ, ყოველიდღისთვის ჩემს გარეშე. მიყვარხარ ანო.
კანდელაკმა თავი ფრთხილად წამოსწია და მის შავ თვალებს მიაჩერდა, გაეღიმა და თვალები დაუკოცნა, ლაზარემ მისი სსახე ხელებში მოიქცია და ნაზად დაეწაფა მის ტუჩებს, მათი ენები და სუნთქვა მალევე შეერწყა ერთმანეთს, იგრძნო ანომ როგორ უბრუნდებოდა სხეულში ძალა. სწორედ ეს სჭირდებოდა დადეშქელიანს იმისთვის რომ ცოცხლად ეგრძნო თავი, საყვარელი ქალის ალერსი, რომელიც ასე
ენატრრებოდა. ლაზარეს ტუჩები ახლა ანოს კისერზე მიიკვლევდნენ გზას, მისი ხელები კი მაისურის ქვეშ დასრიალებდნენ, ოთახში მათი გულისცემა ერწყმოდა ერთმანეთს და ზოგჯერ ყრუ კვნესა აფრთხობდა დამკვიდრებულ სიჩუმეს. ისე ენატრებოდა ანო, ამ ხნის მანძილზე რამდენჯერ წარმოიდგინე მსაგვსი მომენტი, მისი სხეულის კვლავ შეგრძნობა და მისით ტკბობა, თუმცა უეცრად ტელეფონმა დარეკა.
- დედაშე***ი- წამოიძახა კადელაკმა და მდივანზე ჩამოჯდა თან მაგიდაზე დაგდებული ტელეფონი აიღო
- რა ხდება ლუკა?
- **
- აა ხო ეგ სულ გადამავიწყდა, იცი რა ანოსთან ვარ და მოდით თქვენც.
-***
ტელფონი იქვე დადო და ისევ მოეხვია ანოს რომლიც მაისურს ისწორებდა, ლუკა და მისი საცოლე თინა უნდა მენახა დღეს, თუმცა გადამავიწყდა და აქ მოვლენ, ვიფიქრე რომ შენთვის ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნბეოდა.
- ანოს თვალები გაუნათდა ლუჯას ხსენებისას.
- ლუკა ძალიან მომენატრა არ ვიცოდი თუ დაქორწინებას აპირებდა.
- ასეა ამიტომ ერთად გავიცნოთ ჩვენი მომავალი რძალი ... ორივეს გაეღიმა.
- მოიცა მე სახლში არაფერი მაქვს, რამე მოვუმზადოთ რა.
- მოდი შევუკვეთოთ რა ანო დაღლილი ვარ .
- კარგი...
ანო შეეცადა თავი მოეწესრიგებინა, მისი ძალის გათვალისწინებით ეს თითქოს მოახერხა კიდეც. მალე კარზე მოსალოდნელი კაკუნი გაისმა და საოცარი მონატრებისა და სიხარულის გრძნობა დაეუფლა ანოს როცა ლუკა დაინახა.
- ანოოო, ღმერთო როგორ მომენატრე, უფრო გახდი?
- მეც ლუკა, ჰო რთული პერიოდი მაქვს .
მალევე ყველას მზერა კარებში მორცხვად მდგარი, ლამაზი და საოცრად ნაზი გოგოსკენ მიემართა.
- გაიცანით ეს თინაა..

უყურებდა ანო ლუკას და ხვდებოდა რამდენად შეეცვალა მისი ნაღვლიანი ბუნება ამ ნაზ გოგოს. ეს სიტვაცია მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან იმდენად ყოფითი იყო, ჩვეულებრივი, უბრალო რომ სიამოვნებით ტკბებოდა ამით.... მთელი საღამოს განმავლ9ბაში გრძნობდა ლაზარეს ხელს წელზე, მის მორიდებულ კოცნას ყელზე, მის თვალებს, სხვა არც არადროს უთხოვია კადელაკს სამყაროსგან .
როცა სტუმრები გააცილეს,
გადაწყვიტეს ერთად მიეღოთ შხაპი. ანო სიამოვნებით ტკბებოდა ლაზარეს საოცრად დიდი და ძლიერი სხეულით, თითეული ნაიარევი დაუკოცნა რომელიც 29 წლიანი ცხოვრების მანძილზე დაგროვებოდა დადეშქელიანს... გაშრობა არც უცდია, მაშინვე საწოლზე დააწვინა მისი საყვარელი ქალის სუსტი, სველი და ცივი სხეული. ისევ იგრძნო დადეშქელიანმა სისიხლი მის ვენებში, კვლავ შეიგრძნო მისი კანი, სურნელი. მთელი ღამე ძალიან სწრაფად მიილია ერთმანეთის ტკბობაში გამთენიისას ჩაეძინათ. მთელი ღამე ბორგავდა ანო და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ბოლოს ლაზარეს შუბლზე აკოცა და წამოდა. კარადიდან შავი ჯინსის შარვალი და დიდი მაისური გამოიღო, სწაფად ამოიცვა და სახლიდან ფრთხილად გავიდა. ერთ საათში უკვე გაბრიელის სახლის წინ იდგა, მცურე ყოყმანის შემდეგ მაინც დააკაკუნა.
-ანო , რა კარგია რომ მოხვედი, კინაღამ გამიგიჟდა გაბრიელი ნერვიულობდა რომ ვერ დაგიკავშირდა, სად იყავი დედუ?
- რავიცი ნანა, ფიქრი და მარტო ყოფნა მჭირდებოდა. სადაა გაბრიელი?
- ოთახშია დედუ, გუშინ გვიან მოვიდა
-კარგი შევალ მე .
ანომ ფრთხილად შეაღო გაბრიელის ოთახის კარი, შესვლისთანავე მოიხედა გაბრიელმა და მთელი სხეული დაეჭიმა. მაშინვე წამოდგა საწოლიდან და ანოს გადაეხვია.
- ღმერთო სად იყავი ანო , გავგიჟდი კინაღამ, მოიცა ასე რატომ მიყურებ რამე მოხდა- გაბრიელი ანოს მოსცილდა და მის თვალებს მიაჩედა.
ანო იდგა მის წინ უყურებდა წყლიანი თვალებით და არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა ან რიგორ უნდა ეთქვა. დრო სწაფად გადიოდა, თუმცა ანომ ხმის ამოსაღებლად ძალა ვერ გამონახა.
- ჩამოვიდა არა? -მძიმედ ამოთქვა გაბრიელმა და იქვე ფანჯრის რაფას მიეყრდნო. - იცი გულისსიღრმეში ვიცოდი ეს დღე რომ დადგებოდა და შენ მაშინვე წახვიდოდი ჩემგან, ახლაც კი გიყურებ და ვხედავ რომ ბრწყინავ ბედნიერებისგან , ისევ დაგიბრუნდა ფერი, თვალები ისევ ძველებურად გინათებს, თითქოს ვიღაცამ კვლავ შთაგბერა სული, ვიღაცამ არა მან!
- მაპატიე გთხოვ.
- სიყვარულისთვის ბოდიშს არ ითხოვენ ანო. როგორ მინდა მოვკლა შენი თითეული ცრემლის გამო და იმ ტანჯვით საცსე დღეების გამო რაც მის გამო გამოიარე, მაგრამ ვიცი ამით შენც მოგკლავ. დავიღალე იმ ბრძოლის გაგრძელებით, რომლის დასაწყისშივე დავმარცხდი. - თავი დახარა გაბრიელმა. უეცრად შავი მანქანა სწარფად და მოწყვეტით გაჩერდა გაბრიელის სახლის წინ. ფანჯრის მიღმა ამოიცნო კანდელაკმა ლაზარე. ახლა მათ ჩხუბს ვერ დაუშვებდა ამიტომ სწრაფად დაუდო გაბრიელს გვერდით ნაჩუქარი ნიშნობის ბეჭედი და კარისკენ წავიდა , გასვლისას
ისე შეხედა ბიჭის დაღვრემილ, ტკივილნარევ სახეს, თვალებს რომელიც მას ვერ უყურებსნენ და უხმოდ გავიდა.
- ანო რამე ხო არ დაგიშავა კარგად ხარ?
- რა უნდა დაეშავებინა ლაზარე,
- მაინც არვუნდა წამოსულიყავი მარტო, შემეშინდა როცა გავიღვიძე და არ დამხვდი
- წავიდეთ აქედან გთხოვ


გაფერმკთალებულმა სამყარომ, ფერები ისევ შეიძინა. ისტორიამ ისევ განაგრძო არსებობა, ორი ადამინის ცხოვრებაში.
ლაზარე, ძალიან შეიცვალა... მისიი თავლები ახლა უფრო ანათებდნენ ვიდრე ოდესმე, მის ტუჩებს ხშირად აპობდა ლამაზი ღიმილი, ცხოვრობდა სრული და სავსე ცხოვრებით, 29 წლისას მიიღო ის, რაც ზოგჯერ არც კი ეღირსება დაკარგულ, მარტოდ დაგდებულ ადამიანს, აქამდე ყოველდღე თავს იკლავდა, თუმცა ახლა უკვე შეწყვიტა, მოვლენად ყოფნა, თავისი დაკარგული ნახევრით შეივსო სიცარიელე და მიხვდა არ შეიძლება იყოს ადამიანი ბედნიერი, ის შეიძლება იყო სრულყოფილი, ღმერთის ნაწილი, თავდა იქცა ღმერთად მასში, მის წყვიდიადით მოცულ გულს მალევე მოედო სიყვარულის ლამაზი ფერი, მთელი ღამეე უყურებდა მის სხეულზე მოხვეულ ანდროგენს და საკუთარ თავს ეკითხებოდა რით დაიმსახურა ეს? მის სურნელში გახვეულს გამეთეენიისას ეძინებოდა და მიუხედავად იმისა რომ ღამეს დღე ცვლიდა, ის არ იყო მოსწყენი, ან ძალადობრივი,. უბრალო და სუფთა მხოლოდ. ლაზარემ ყველაზე მაღალი შენობის ბოლო სართულზე ბინა იყიდა მისთვის და ანოსთვის, საღამოობით ყოფიერებით დაღლილები, მშვიდი მუსიკის ფონზე ტკბებოდენენ ამ საოცარი ხედით , წითელი ღვინისა და სიგარეტის თანხლებით. ანო დღითი დღე უკეთ ხდებოდა, უფრო და უფრო ლამზდებოდა... ერთხელაც ჩვეული ტრადიციული, სიბნელეში ჯდომისას, ხელი სთხოვა ანოს. რთული მისახვედი არ არის რა იქნებოდა შეყვარებული ქალის პასუხი. სამი თვის შემდეგ მაღალი მთის ერთ მიუვალ მონასტერში დაიწერეს ჯვარი, მხოლოდ სამინი იდგენენ საკურთხეველთან, ანოს გრძელი , სადა თეთრი კაბა ეცვა, რომელიც მასავით უბრალო და ლამაზი იყო, მათ სიყვარულს ფიცი არც სჭირდებოდა, თუმცა ლაზარეს უნდოდა ანოსთვის ეჩუქებინა ის დღე რომელზეც თუნდაც გულისსიღრმეში ყველა ქალი ოცნებობს. თუმცა მათ არ იცოდნენ რომ იქ მმათ გარდა კიდევ იყო ვიღაც. გაბრიელი უყურებდა მონასტრის ფანჯრიდან როგორ იწერდა ჯვარს მისი საყვარელი ქალი, ქალი რომლის გამოც უღირდა ცხოვრება, მაგრამ თვითონაც ბედნიერი იყო რადგან არასდროს უნახავს ასეთი ანო, ამად კი ღირდა მისი უბედურება. თუმცა ცხოვრება არც თუ ისე მარტივია, რომ ადამაინი დიდიხნით დატოვოს ბედნიერი იყოს.

- ქალბატონო ანო კარგად ხართ?
- .... მე არ ვიცი-
- მანდატურს დაუძახეთ- ბრძანა მოსამართლემ, იქვე მდგარმა ადვოკატმა ძლივს მოასწრო ანოს დაჭერა რომლსაც გული წასვლოდა. სსასამართლო დარბაზიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა მალევე მოვიდა გონს კანდელაკი. თავს მშვენივრად გრძნობდა, უბარლო გადაღლას აბრალებდა, მის უღონობას.
- სალამი ქალბატონო ანო, მე თქვენი ექიმი ვარ.
- ექიმო არაფერია უბარლოდ გადავიღალე, ბევრი სამუშაო მქონდა, უკეთ ვარ.
- მე ასეც ვერ ვიტყოდი, ქალბატონო ანო თქვენ ფეხმძიმედ ხართ
- რა? ... მოიცა ღმერთო!
- გილოცავთ, სერიოზული არაფერია, ჯერ მხოლოდ ორი თვის ორსული ხართ. დაისვენეთ და შეიგიძ₾იათ წახვიდეთ. კიდევ ერტხელ გილოცავთ.
ანო გაოგნებული იყო, არასდროს უფიქრია დედობაზე. თავიდან ვერც მიხვდა რაა რეაქცია უნდა ჰქონოდა, თუმცა იმის გაფიქრებისას რომ თავისი სიყვარულის კვალს დატოვებდა ამ სამყაროში, მაშინვე სითბო ჩაეღავარა სხეულში, უკვე წარმოიდგინა პატარა რომლსაც ლაზარეს თავლები ექნებოდა, ეს ზუსტად ის იყო რაც სჭირდებოა, ახალი ადამაინი, რომელსაც იმ ცხოვრებას მისცემდა რაც მას არასდროს ჰქონია. საღამოს როცა სახლში შევიდა, ლაზარე ჯერ არ დაბრუნებულიყო, ფანჯარასთან ჩამოჯდა და საკუთარ მუცელს ეფერებოდა, ვერც კი იჯერებდა რომ ამ საოცარი მოვლენის ნაწილი გახდა, მის სხეულში ადამიანი იზრდებოდა... არასდროს წარმოედგინა თავი დედად, მაგრამ მიხვდა რომ სამყაროში ამ საოცარ არსებაზე მნიშვნელოვანი არავინ იყო მისთვის. არც კი იცოდა რამდენი ხანი გაატარა ფიქრებში, ვერც ის იგრძნო როგორ მოეხვია ქმარი ზურგიდან, და ყელი დაუკოცნა.
-მომენატრე
-ლაზარე
გისმენ ჩემო სიცოცხლევ- ანო მისკენ შემობრუუნდა და ჩაეხუტა. შემდეგ ფრთხილად ა სწია თავი და თავლებში ჩააჩერდა.
- მშობლები გავხდებით!- ლაზარეს სახე გაეყინა, სხეული დაეძაბა... ბაგეები ღიმილმა გაუპო.
- შვილი ანო? ჩვენი შვილი?
- ჩვენი შვილი...- მთელი გრძნობით ჩაიკრა გულში, აწ უკვე მისი მომავალი შვილის დედა, იმ მომენტში მიხვდა რომ მისი ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო... სიამყისა და ბედნიერების გრძნობები შეერია მის ემოციებს, მთელი არსებით იკრავადა მის საყავრელ ქალს გულში და წარმოიდგენდა, პატარა ბავშვს, დედის ლურჯი თავლებით, რომლსაც თუ კარაგდ დააკვირდები ყვითელიც აკრავს გარს. ერთ თვეში ისიც გაიგეს რომ ანოს და ლაზრეს ბიჭი ეყოლებოდათ, ჯერ არ ეტყობოდა ანოს მუცელი, თუნცა ყოველ ღამე მასთან საუბარში ათენებდა დადეშქელიანი. ყველა აღფრთოვანებით შეხვდა საძმაკაცოს პირველ შვილს.
- კაი ტო? პატარა ლაზარე? როგორ მოვითმინო ახლა მე 6 თვე - ამიოხრა საბამ
- ეგ მე მკითხე აბა? - გაეღიმა ლაზარეს და მის გვერდით მჯდომ ანოს მოეხვია.
- იარაღის სროლა მე უნდა ვასწავლო- წამოუიძახა საბამ
- მოიცა ნუ გამიგიჯებ ბაავშვს, შენი თავი გვყოფნის- მკლავი ამოსდო ლუკამ.



არსდროს ყოფილა სრულყოფილება, ასეთი სასიმაოვნო, და არც დიდხანს გაგრძელებულა ის ოდესმე ადამაინის ცხოვრებაში. ბედნიერება ისე აბრუებს ადამიანს, რომ ვერ ამჩნევს იმ წყვდიადით მოცულ სმაყაროს, რომლშიც შეუმჩნევლად ახვეევს. დადეშქელიანმა ჰპოვა სულიერი სიმშვიდე, მაგრამ არც ერთი წამით არ დანებუბულა გეგეშიძის ბობოქარი გული.
- ანუ გადაწყვიტე გეგა?
- ყველაფერი ისედაც გადაწყვეტილი მქონდა, უბრალოდ შესაფერის მომენტს ველდოდებოდი, მინდა იგრძნოს დადეშქელიანმა ბედნიერების სუნი, რომ უფრო მეტად დააფასოს ის, რასაც დაკარგავს.
- ანუ ხვალ საღამოს ვიწყებთ მოქმედებას?
- ასეა თამაზ ასე. წინ ბნელი და უძინარი ღამეები გველის.




ანო პროკურატურის შენობიდან გამოდიოდა, როცა ტელეფონმა დაურეკა.
-ჰო ლაზარე?
- მალე მოხვალ?
-გამოვედი უკვე, წამოვალ ახლა
-სურპრიზი მაქვს შენთვსი, გელოდები..
-მმმ კარგი მალე მოვალ
-მიყვარხარ
- ყველაზე და ყველაფერზე მეტად დადეშქელიანო!
ტელეფონი ჩანთაშიც არ ჰქონდა ჩადებული როცა უკნიდან მძიმე , ძმიერი ხეკლები იგრძნო, რომელმაც პირზე რაღაც ნაჭერი აააფარა, მერე კი ყველაფერი ბურუსში ჩაიძირა.
კარზე კაკუნისას, მაშინვე გაეღიმა ლაზრეს და სწაფად წავიდა გასაღებად რომ გულში ჩაეკრა თავისი ანდროგენი, თუმცა გაუკვირდა როცა რამდენიმე პოლიციელი შერჩა ხელში.
-ლაზარე დადეშქელიანი ბრძანდებით, ქალაბტონი ანო კანდელაკის მეუღლე?
-დიახ, რა ხდება?
- უნდა წამობრძანდეთ ბატონო ლაზარე, დაახლოებით 30 წუთის წინ თქვენი მეუღლე გაიტაცეს. შენობის დაცვამ შენიშნა თუმცა ყველაფერი ისე სწავაფად მოხდა ვერაფერი შეძლო.
ლაზარეს მუხლები მოეკეცა, ეგონა რომ ძალიან ცუდ სიზმარში მოხვდა, ვერც კი გაიაზრა როგორ ჩაჯდა მანქანაში, როგორ შევიდა განყოფილებაში.
- ბატონო ლაზარე, კარგად ხართ?
- ეს ნამდვილად ხდება?
- სამწუხაროდ ასეა, კამერის ჩანაწერი უნდა განახოთ, რომ იქნებ შეძ₾ოთ გამტაცემბლების ამოცნობა.
ლაზარემ მაშინვე იცნო გეგეშიძე, რომელიც ანოს უკნიდან მოეხვია და გოენბადაკრაგული მანქანნაში ჩასვეს... ძარღვები დაებერა, იქვე მდაგრი მაგიდა გადააყირავა მისმა ღრიალმა მოიცვა მთელი ოთახი. ხმა ვერავინ ამოიღო. ბოლოს ერთმა გამომძიებელმა ჩუმად იკითხა,
- იცნობთ ბატონო ლაზარე ამ კაცს? ლაზრე თითქოს ადამიანის ხამამ გამოარკვია, წამით შეხედა და თავლები გაუსწორა. კბილები დააღჭრილა და სიმწრისგან გაეცინა.
- არა ! - ისეთი ცივი ხმა ჰქონდა რომ გამომძიებელი თავისდაუნებურად შეხტა. ლაზარემ მაშინევ დატოვა შენობა.
- ლუკა შეკრიბე ყველა, გეგშიძემ გაიტაცა ანო. მიწიდან ამომითხრეთ და აქ მომიყვანეთ, ჩემი ხელით დავლევ მის სისხლს.- ღრიალებდა დადეშქელიანი. მაშინვე მოეღრიცა სახე როცა მისჯენ მომავალი გააფთრებული გაბრილი დაინახა. რომელიც სახელოში ჩააფრინდა და კედლეთან მიიწმყვდია.
- - ყველაფერი გინდა რომ გაანადგურო არა? შე დეედა***ლო შენი ცოდვების გამო ანო რატომ უნდა აგებდეს პასუხს?
-ახლა შენი ნერვები მაქვს ზუსტად- ლაზარემ მუცელში ისე ძლიერ ამოარტყა გაბრილს, რომ თავი ვერ შიკავა და ჩაიკეცა, იქვე მიაგდო დადეშქლიანმა და სწაფად მოწყდა მისი მანქანა ადგილს.

-ა მის დედაშ**** ,ლუკა, ჩემი ცხოვრების დედა****ნ, ანოს რომ რამე მოუვიდეს,ყველას მოვკლავ და თავსაც არ ვიცოცხლებ
- ლაზარე გთხოვ დამშცვიდდი, ვიპოვით ხომ იცი? ჩატავლე მკვდარია გეგეშიძე.


სამი დღე გავიდა, ანოს გატაცებიდან. მტელი სამი დღის მანძილზე გამოკეტილი ჰყავდათ ბენლ ცივ ოთახში. ვერაფერს იაზრებდა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ ბავშვს აარაფერი დაშავბეოდა. გული ერეოდა და შიშისგან საუბარსაც კი ვერ ახეერხებდა, მთლიანად წაერთვა ხელებში ძალა. მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოესმა უცნაური ხმაური და მიხვდა როგორ გაიღო რკინის კარი. ოთახში მაღალი, შავბში ჩაცმული კაცი შემოვიდა.

- ვინ ხართ? რა გინდათ ჩემგან?
- ჩუუუ ნუ ნერვიულობ ლამაზო, შენგან არაფერი აი ლაზარესგან კი ყველაფერი! გეგონა ასე მარტივად შერჩებოდა დადეშქელიანს მამაჩემის მოკვლა?
- გთხოვთ გამიშვით- ანოს არ უნდოდა მისი ფეხმძიმობის ამბავი გაეგოთ , ამას შეიძ₾ება უფრო აგერთულებინა საქმე. ეშინოდა ძალიან ეშინოდა და ენატრებოდა ლაზარე.
- ცუდია ის რომ შეგიყვარდა, საოცრად ლამაზი ხარ და სუფთა, ვერ ვხვდები რა ნახე იმ დედამო**** ში.
- არ გაბედო მასზე ასე საუბარი- ანო ფეხზე წამოიჭრა და სილა გააწნა. არც კაცი მორიდებია და იგრძნო ანომ როგრო გაუსკდა ტუჩი და სისიხლი თქრიალით წამოუვიდა. ისევ მარტო დარჩა.


-ლაზარე?
- რა მხოდა?
-რატიანი გამოტყდა
- სად არის/?
- დაგველდოე ისე არ ეგტყვი, მარტო არ წახვალ დადეშქელიანო!
- დედაშევე*** ლუკა თქვი დროზე, ჩემი ხელით მოვკლავ მაგ სირს
- დამელოდე ლაზარე
გაბარზებულმა იქვე მიაგდო ტელეფგონი. ექვსამდე მანქანა მიუყვებოდა წყნეთის გზას მოწყევტით, კბილებს ილესავდნენე და ლაზარე მხოლლოდ იმაზე დარდობდა რომ ანოს არაფერი დამართნოდა. ის გადრჩენილიყო და თავისი თავი არც ადარდებდა. უღრანი ტყის გავლისას ერთ ძალიან დიდ სახლს მიადგენენ.. ექვსივე მანქანა სიმეტრიულად გჩაერდა სახლის წინ. მაშინვე გადმოვიდა დადეშქელიანი
-გეგეშიძე, მოვედი აქ ვარ, მოდი და ჩემთან გასწორდი- ღრიალებდა ლაზარე. დიდიხანს ლოდინი არც დასჭირვებიათ, მალევე გამოვიდა რამდნეიემ კაცი და სახლის გარშემო წრიულად განლაგდა, ცოტახანში კი მათ გეგეშიძე მოჰყვა თან ანო მოჰყავდა, ზურგიდან კი იარაღს უმიზნებდა. გულიგაუჩერდა ლაზარეს, როცა ძალა გამოლეული დასახიჩრებული ანო დაინახა და ამ ყველფრის გამოვლა მხლოდ მის გამო მოუწია.
- გაუშვი ანო და მე და შენ მოვაგვაროთ ყველაფერი.
- ი იცი ლაზარე, შენ გგონია შენი ლაჩარი ძმაკაცების გამო მომაგენი? ეს წინასწარ მქონდა გათვლილი, სამი დღის სიგიჟის, გაურკვევლობის შემდეგ, უნდა მოსულიყავი, მე და თამაზმა დიდი ხნის წინ გავთვალეთ, მინდოდა რომ შენი თავლით გენახა შენი საყვარელი ქალი, რომლიც ასეთი დაუძლურებული და დასახიჩრებულია, შენს გამო გაიგე>? მხოლოდ შენს გამო? იმდენად ზედმეტი ხარ ამ სამყაროში რომ ყველას ცხოვრებას ანადგურებ ვისაც კკი უახლოვდები, მამაშენივით. ჩემი ცხოვრებაც ასევე დაანგრიე, როცა მაამაჩემი ისე მოკალი, რომ წარბიც არ შეგტოკებია, ცივსისიხლიანი მკვლელი ხარ და მიკვირს შეენნაირი როგორ შეუყვარდა ამ საოცარ არსებას.
ანო ვერაფერს ამბობდა, ამის ძალა არც ჰქონდა უბრალოდ ცრემლები თავისით მოსდიოდა როცა ლაზარეს განადგურებულ სახეს ხედვდა. ლაზარემ იარაღი ამოიღო და გეგეშიძეს დაუმიზნა.
- ხომ იცი რომ კარაგდ ვისვრი არ გამიჭირდება შენი შუბლის გახვრეტა მამაშენივით. გაუშვი ანო
- ოოო არა ძალადობის წინააღმდეგი ვარ ხომ იცი>? გავუშვებ ანოს. აი ნახე.
გეგეშიძემ მართლაც გაუშვა ხელი კანდელაკს, და წინ წასვლისკენ უბიძგა, ორვე მხარეს იარაღები დაემიზნებინა ერთმანეთისთვის, ყვე;ლაზე წინ ლაზრე იდგა. ~
-წადი რას ელოდები, გიშვებ საკმარისად იტაჯეთ უკვე- შესძახა გეგეშიძემ და წინ უბიძა ანოს.
ანომაც შეანათა ლაზარეს მისიი ლურჯი თავლები.ხვდებოდა? როგორ არ ხვდებოდა, როგორ არ ხვდებოდა რომ ბოლოჯერ მიდიოდა მისკენ, ბოლოჯერ ხედავდა მის შავ თვალებს, ყველაზე კარგად შეეძლო იმის ამოცნობა როდის იტყუებოდა ადამიანი, იცოდა რასაც აპირებდა გეგეშიძე, მაგრამ ლაზარეს სიკვდილს მისი სიკვდილი ერჩივნა, თავის სუნთქვას მისს ამჯობინებდა. გაუღიმა და ნელა წავიდა მისკენ, იმის იმედი მაინც ჰქონდა რომ ბოლოჯერ მაინც იგრძნობდა მის მკლავებს და სითბოს. არ დასცალდა! ლაზარეც ანოსკენ წავიდა, რათა გულში ჩაეკრა მისი სიოცოხლის აზრი, ზუსტად მაშინ როცა უნდა შეხებოდა გეგეშიძემ სახლეტს სამჯერ გამოჰკრა, ღიმილი არ მოშორებია ანოს, უბარლოდ ხელი მუცელზე დაიდო და ცრელმები ჩამოუგორდა სახეზე. ხელებში ჩაუვარდა ჩაცხრილული მეუღლე ლაზარეს. გეგეშიძე კი იდგა და ხარხარებდა, ყველაფერი სწრაფდ მოხდა, ორივე მხარე ერთანნეთს დაერია, ლუკა და საბა ანოსთან მოვიდნენ და ხელში აიყვანეს , ლაზარე არსად ჩანდა, ეტყობა სახლში შემალულ გეგშიძეს გაჰყვა? ნმდვილად, ასე იყო. ფეხქვეშ გაიგდო გეგშიძე და მანამ ურტყამდა სანამ ლაზარეს სხეულმა თავისი თავი არ დაბლოკა, უკევ დიდიხნის მკვადრი იყო გეგეშიძე მაგრამ ის ამჯერადაც არ გაჩეებულა, გადასაგდებ ლეშს მთელი ძალით ურტყამდა და ძვლებამდე ჩადიოდა მისი ხელები, ერთი წამითაც არ გაუაზრებია ყველაფერი ის რასაც აკეთებდა, ცხოველად იქცა , ცხოველად რომლსაც სული ამოაცალეს და მისგან აღარრაფერი დარჩენილიყო. ლუკას კინაღამ გული აერია იმ სანახაობის ნახვისას რაც სახლშ შესულს დახვდა, გამტებით ურტყამდა ლაზარე უკვე მკვდარ ლეშს, გეგეშიძის ტვინში ჰქონდა ხელები ამოსვრილი, ტვინისა და სისიხლის მასა ერთამანეთში აზელილიყო, ვერავინ გაბედა მისვლა ახლოს, ღრიალებდა და ხაოდა ლაზარე, ბოლოს ისევ ლუკამ მოიკრიბა ძალა და მიუახლოვდა არც მას მორიდებია დადეშქელიანი უკვე გონებაც დაკარგული ჰქონდა, სხვები გონს მოვიდნენ და როგორღაც 8 კაცმა ძილივს გამოიყვანა ერთი განადგურებული ადამიანი. ანო უკვე საავადმყოფოში მიჰყავდათ.
- ლაზარე , გემის ჩემი? შემომხედე ძმაო.
- - უყვიროდა ლუკა და ანჯღევდა
- -სად არის ანო?
- საავადმყოფოშია, ახლა აქ მალე პოლიცია მოვა და უნდა წახვიდე, გეგეშიძის გვამს ჩვენ მივხედვათ, დემეტრე წაიყვანე - ანოს გარდა ახლა ვერაფერზე ფიქრობდა. განდგურებული იჯდა მანქანაში, ბიჭები ხელებს უსუფთავებდნენ, მალევე მივიდნენე საავადმოფოში, ანო საოპერაციოში გადეყავნათ უკვე. არასდროს ყოფილა დრო ასეთი ნელი, ზანტი, აუტანელი, გაუსაძლისი. იქვე კედლეთან ჩაკეცილიყო დადაეშქელინაი და ვერ ხვდებოდა როგორც უნდა გეძლო იმ ტკივილისთვის რომლსაც განიცდიდა, ანოს რომ რამე დამართნოდა უკვე ვეღარ გადაიტანდა ამას, ამჯერად ეს მის ძალებს აღემატებოდა. ყველანი დაზაფრულები ელოდენენ ექიმის გამოსვლას, ოთხი საათი გაგრძელდა ოპერაცია. გამოსვლისას მთელი სახე გაოფლილი ჰქონდა ექიმს. ყველა მას მივარდა ლაზარემ ვერ შეძლო, ადგომა, ვერ მოახერხა თავლები დახუჭა და მისი ცხოვრების განჩენის მომასმენად მოემზადა.
- ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, პაციენტის ორგანიზმი ისედაც ძალიან იყო დასუსუტებული, ახლა ყველაფერი მასზეა დამოიკიდებული, მომდევნო 24 საათი კრიტიკული იქნება.
- ექიმო ბავშვი? - შესძახა ლუკამ მაგრამ ე ს უფრო ხავილს ჰაგვდა, ექიმმა შუბლზე ხელი მოისვა და მძიმედ ამოიოხრა,
- ძალიან ვწუხვარ, ბავშვი გარდაიცვალა, ანოს სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულები გავხდით, ეს გაგვეკეთებინა, არამგონია ოდესმე შეძლოს შვილის ყოლა.
ლაზარემ თავი მუხლებში ჩარგო, და ცხოვრებაში პირველად ატირდა. არც ერთხელ, არც ერთხელ უტირია დადეშქელიანს, მაშინაც კი როცა მშობლები თავისივე ხელით მიაბარა ცივ მიწას, მაშინაც როცა ორი ადამიანი გამოასალმა სიცოცხელს და ანო დატოვა. ახლა კი კედელს მიყრდნობოდა და მთელი სხეულით ცახცახებდა, მისი თვალებიდან კი არ წყდებოდა ცრემლთა დენა, ძალიან რთული იყო ასეთი ადამიანის ნახვა, და უფრო მეტად რთული იყო ეს მისი მმეგობრებიოსთვის, ვერც ლუკამ შეიკაავა ცრემლები, მის წინ დაიჩოქა და ხელები შემოხვია ბავშვობის ძმაკაცს.

გეგეშიძის გავმი და ყოველგვარი მტკიცებულება გაანადგურეს, ხმა გავარდა გეგეგშიძე დადეშქელიანს გაექცა და ახლა მთელი ცხოვრება მისი აჩრდლის შიშით აპირებს დამალვასო. არც ერთი წამით არ უნანიია, დადექელიანს ის რაც ჩაიდინა, მეორედაც იგივეს იზამდა, მოკვდებოდა და იმ კაცს არ არცოცხლებდა ვინც ჯერ არ დაბადებული შვილი მოუკლა.
სამი თვის შემდეგ:
სავადმყოფოში ცხოვრობდა დადეშქელიანი. ანო ჯერ ისევ ძალიან ცუდად იყო, ჭრილობები რთულად უხორცდებოდა, თუმცა მკურნალობის მერე უკეთ გახდებოდა , ყველაზე საშიში უკან დარჩა, მხოლოდ პალატის ფანჯრიდან უყურებდა ლაზარე, თითქმის სულ ეძინა ანოს, როგორც კი იღვიძებდა ბავშვს კითხულობდა და გონებას კარგავდა. ბოლოს როცა უთხრეს დადაეშქელიანს გონს მოვიდა ანოო, მუხლები მოეკვეთა როგორ უნდა ჩაეხედა თვალებში საყვარელი ქალისთვის? როგორ უნდა ეთქვა ეს ყველაფერი ?.
ისედაც ფერმკრთალი ახლა სულ გაფერმკრთალებულიყო, თითქოს ძლივს სუნთქვადა და ყოველი სუნთქვვა უდიდიეს ძალისხმევად უჯდებოდა. როცა ლაზარე დაინახა, ისევ გაუნათდა მისი ლურჯი თვალები, გაუღიმა.
ლაზარე მიუახლოვდა და მისი ხელები ტავისაში მოიქცია.
- არ მჯერა რომ ისევ ცოცხალი ვარ, ისევ გხედავ, ლაზარე როგორ არის ჩვენი ბიჭი?
ვერაფერი თქვა, თავი დახარა და ძლივს იკავედბა თავს რომ არ ეღრიალა. მიხვდა ანო, მაშინვე მიხვდა, როცა ოტახში შემოვიდა და მისი უსულო თავლები დაინახა, მიხვდა მაგრამ ისევ ეპოტინებოდა იმმ მცირე იმედს რომლიც არასდროს ქრება ადამიანში, მტელი სხეული ტკივილისგან ეკრუნჩხვებოდა, მაგრამ ეს არაფერი იყო იმ სულიერ განცდასსთან შედარებით რაც მაშინ დაეუფლა, ერთიანად აცახცახდა და ცრემლები წასკდა. ვეღარ უყურებდა ლაზარე მაგრამ გრძნობდა, იმ ხელებით გრძნობდა რომელიც ტავისაში მოექცია. ვერ მოუფრთხილდა, საყვარელ ქალსაც კი ვერ მოუფრთხუილდა. როცა ანოს პულსი ნორმალურს გასცდა ექთანი შემოვიდა ოთახში, ყველამ იცოდა მათი ტრაგედია და ყველას ერიდებოდა ახლოს მისვლის, ექთანიც კი დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა.
-დამაძინეთ გთხოვთ- ცრემლიანი მუდარით სავსე თავლებით შეხედა ექთანს, მან მაშინვე შეუყვანა შესაბამისი ინექცია ვენაში და სამყარო ისვე ჩაიძირა სიბნელისა და სიგიჟის მორევში.
- ლაზარე ახლა ანოსთვის უნდა იცოცხლო გესმის? ასე ნუ იქცევი, შედი მასთან მარტოა , ეს ყველაფერი ერთად უნდა გადალახოთ.
- ვიციი ლუკა, ვიცი მაგრამ სულ იძინებს, არ უნდა რომ გონზე იყოს, თავლებშიც კი არ მიყურებს. როგორ მინდა რამით შევუმსუბბუქო ტკივილი მაგრამ ეს გრძნობა მე თვითონაც მანადგურებს და შიგნიდან მჭამს.
-ბატონო ლაზარე ანომ გაიღვიძა და თქვენ გიკითხათ
ლაზარე მაშნევ გაემართა ანოს პალატისკენ, კართან მცირე ხნით შედგა , მაგრამ ბოლოს მაინც შევდია, არ შეუხედავს მისთვის იქვე მდგარ სკამზე ჩამიოჯდა და თავი დახარა. ორივენი ჩუმად იყვნენ, არც ერთი აპირებდა ხმის ამოღებას, ალბათ ჭკუიდან გადავიდიოდა დადაეშქელიანი რომ არა ანო, რომელმაც ჩუმად ოდნავ გასაგონად სთოხოვა.
-ჩამეხუტე
ისევ მოსწყდა ლაზარეს თავლებს ცრემლები და გულში ჩაიკრა მისი საყვრელი ქალი, ქალი რომლის გამოც ყველაფერზე იყო წამსველელი და სიცოცხლესაც კი დათმობდა. ორივენი ძლიერად ეხვეოდნენე ერთამნეთს და ტიროდნენ...

შეიძლება მიწასტან გაასწორო ადამინი, ბოლომდე გაანადგურო, თუმცა თუ ერთი ძლიერი მიზეზი მაინც გაქვს ცხოვრებისთვის, მაინც განაგრძობ არსებობას, აუცილებელი არ არის ეს მიზეზი მნიშვნელოვანი იყოს, ეს შეიძლება შემოდგომის უკანასკნელი ფოთოლი იყოს ან ღრუბლიანი ცა, მთავარია შენ მიხვდე და გეჯროდეს რომ იმისითვის, რომ იცოცოხლო ესეც შეილძება იყოს მიზეზი, თორემ სიკვდილს რა უნდა? ამაზე იოლი და გარდაუვალი არაფერია სამყაროში. როცა სიკვდილი გინდა და მაინც აგრძელებ ცხოვრებას, აი ეს არის ყველაზე აღმაფრთოვანებელი. ადამიანი ღმერთია და განმღრთობის , საკუტარი თავსი შეცნობის გზაა მხოლოდ ცხოვრება. არასდროს იცი ის რას გიმზადებს, მაგრამ ნუ შეგეშინდება ამის, ნუ შეგეშინდება ცვლილების, იმისითვის რომ წამოდეგე უნდა დაეცე.

ანო და ლაზარე ერთმანეთის დაკარგული ანდროგენები იყვენენ, რომლებიც ცხოვრებამ წიხლქვეშ გაიგდო, მერე რა? ისინი მაინც იბრძოდნენ, ცალცალკე და ერთად. თუნდაც ჯოჯოხეთში ისინი ერთად იყვნენ და ეს ყველაზე მათვარი იყო. მხოლოდ ამას ჰქონდა მნიშვნელობა. მათი ცხოვრება ისევე გაგრძელედება როგორც თქვენ გინდათ, თვითონ დაასრულეთ მათი ისტორია, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეთ რომ სამყაროში თავად ქმნით თქვენს ცხოვრებას, თავად ხართ საკუთარი თავის ღმერთი და თავად ქმნით საკუთარ თავს, თქვენ ყველანი მწერლები ხართ, ერთი ყველზე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორები, თქვენ თავად წერთ საკუთარ ისტორიას. ამოიტომ ნუ შეგეშინედებათ შიშის, ადამიანების, სხვების აზრების, სიტყვების, ისეთი ისტორია დაწერეთ, რომ სიკვდილის წინ გაგეღიმოთ, რადგან იქ, სარეცელთან სადაც ყველანი მარტო ვრჩებით, სიკვდილის წინაშე, მის მარწუხებში, მხოლოდ ეს მოგონებები გაგყვებათ, ეს განცდილი გრძნობები დარჩება განვლილი ცხოვრებისგან .
დიდი მადლობა.
მიყვარხართ
სიყვარულით აზულა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი ნათია41

კაი ისტორიაა. რაღაც მომენტში მეგონა რომ ანოს გაწირავდი დაშვებით ამოვისუნთქე. განსაკუთრებით მომეწონა ბოლოს ასე ვთქვათ პროლოგი. მართლაც თითოეული მწერალი ვართ საკუთარი ისტორიის და ვის როგორც გამოგვდის ისე ვწერთ სანამ წავალთ ამ ქვეყნიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent