შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (11)

31-01-2019, 22:32
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 885

როცა წახვედი (11)

რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ ჩიჩი ჩემთან იყო მოტაცებულის სტატუსით. ვიცოდი, შაკო გაცოფებული იყო. ისიც ვიცოდი, რომ რახან აქამდე არაფერი გამეგო მისგან, ეს იმას ნიშნავდა, რაღაც დიდებულსა და ტრიუმფალურს გეგმავდა. ცოტა არ იყოს, მეშინოდა. შაკოს ზოგადად, ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა ჩემსავით, მაგრამ ეგ წვრილმანები იყო, რადგან მისი სერიოზულად მწყობრიდან გამოყვანა ძალიან რთული იყო, თითქმის შეუძლებელიც. ერთხელ მაინც თუ გაამწარებდა ვინმე ისე, რომ მისი შხამის ასივე პროცენტს ამოეხეთქა, მაშინ აპოკალიპსის წინაპერიოდს გამოაცხადებდნენ ახალ ამბებში.
აი, რისი მეშინოდა.
მისი სიჩუმის მეშინოდა. მეშინოდა, რომ გამძვინვარებული, გაცოფებული შაკო რაღაც ისეთს მიმზადებდა, რაც თავიდან ბოლომდე ამაორთქლებდა და მომისპობდა არსებობას. მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ ჩემგან გაანჩხლებული, ნატალიზე არ იქორწინებდა.
დემუ სახლში არ იყო, გიორგის ბავშვი ჰყავდა ლიდიასთან წაყვანილი და სრული სიმშვიდე სუფევდა. რაღაც მხრივ, არ ვიყავი სიმშვიდეში ცხოვრებას მიჩვეული. ადამიანების ჭიჭყინი, ბავშვის საუბარი და ჟივილ-ხივილი რომ არ ისმოდა, ძალაუნებურად, შაკოზე მეფიქრებოდა. ერთი სიტყვით, თუ ვინმე არ მალაპარაკებდა ან არ მელაპარაკებოდა, ყოველთვის შაკოზე ვფიქრობდი. ჩიჩი კი ნამდვილად არ იყო ყოფილი ქმრის დავიწყების ხერხი. პირიქით, რამდენჯერაც მოვეფერებოდი, იმდენჯერ თვალებიდან ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები, თუმცა მოუფერებლადაც ვერ ვძლებდი და ასე ტირილ-ტირილში გადავცემდით ერთმანეთს სიყვარულს.
შუადღის ორ საათზე, ისეთი ბრაგუნი ატყდა ჩემს კარზე, გული ლამის გამიჩერდა. შაკო რომ არ დამენახა ჭუჭურუტანიდან, უთუოდ პოლიციაში დავრეკავდი. ჩიჩი ოთახში შევიყვანე, კარი გამოვკეტე, ვითომ შაკოს ხმას რომ გაიგონებდა, ყეფას არ ატეხდა ეგრევე. ესეც ასე, ის მოსული იყო, რომ საპასუხო ნაბიჯი გადმოედგა, საპასუხო დარტყმა მოეყენებინა ჩემთვის. მე კი ისე მოუთმენლად ველოდი ამ წუთებს, როგორც საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ქალი ელის თავისი საქმროს მოახლოებას...
კარი გავაღე.
შემოვიდა.
მისი ოდეკოლონის სურნელმა ცხვირზე მომიღიტინა. იმის მიუხედავად, რომ კარი თითქმის შემოამტვრია, ძალიან წყნარი, აუღელვებელი ჩანდა. ღიმილით შემომხედა, თან ისეთი თბილი ღიმილით, რომ ერთ ადგილას გავშეშდი და ძარღვებში ადუღებული სისხლის ფრენას ვგრძნობდი სხეულის ყველა მიმართულებით.
- გამაბრაზე - თქვა ჩურჩულით და მომიახლოვდა. კედელს მივეწებე. მართლა ვერ ვინძრეოდი. თვალებში ვუყურებდი და ვხვდებოდი, როგორ მერეოდა მთელი ცხოვრება მხოლოდ ამ თვალების გამო.
მიმაჯაჭვეს...
მიმაბეს...
დამამუნჯეს....
ასჯერ მომკლეს და ასჯერ გამაცოცხლეს ამ თვალებმა.
- ვიცი, რომ გაგაბრაზე.
- გინდა, მეც გაგაბრაზო? - მკითხა მან. თმა ყურზე გადამიწია, კისერთან მომიტანა სახე და ისე ჩაისუნთქა, როგორც მე ვინახავდი ხოლმე მისი სურნელის მარაგს ფილტვებში.
- არა - ამოვილუღლუღე საცოდავად.
მე ვიყავი ქალი, რომელსაც ყოველთვის ყველაფერზე ჰქონდა პასუხი, რომელიც მაშინაც მართალი ჩანდა თავისი გრძელი ენის წყალობით, როდესაც დამნაშავე იყო. მემგონი, ძლიერი ქალიც მეთქმეოდა მომენტებში, მაგრამ ახლა ჩემი ეს ყველა სიდიადე პატარა მდინარეს მიჰქონდა და ყველა ერთად მიქნევდა ხელს: „პაკა ელენა, არაფერსაც არ წარმოადგენ, როცა შაკოსთან ერთად ხარ“ - ჩამძახოდნენ ჩემი ღირსებები.
- მე მინდა, რომ ძალიან, გაგაბრაზო - მის ტუჩებსა და ჩემს სახეს მილიმეტრები აშორებდა. მისი ჰაერი მთელი ძალით მეხეთქებოდა ტუჩებზე და მახსენებდა, რომ ცხოვრებაში, არასოდეს მქონია რაიმე, მასზე ძვირფასი.
- ისედაც ძალიან გაბრაზებული ვარ. - ოღონდაც ისევ არ ამოესუნთქა, ოღონდაც ისევ არ მეგრძნო მისი ტკბილი, თბილი ჰაერი, თორემ ერთიადან დამეშლებოდა სხეული.
- გიხდება, გაბრაზება.
- ამ მდარე ქცევებით გინდა, რომ შემომირიგო, უფრო გამაბრაზო, დამატკბო თუ რა ჯანდაბას აპირებ? - ვეღარ მოვითმინე. საკმარისი იყო. უკვე მეგონა, რომ იმაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე, ვიდრე მე მასზე და ამის წარმოდგენამ, თავდაჯერებულობა შემისუსტა. მე კი ვერ ვიტანდი, როცა ეს გრძნობა მეცხრე ციდან, მიწაზე აპირებდა ხოლმე ჩამოშვებას. იმ წამსვე ვისტუმრებდი იქ, სადაც მისი ადგილი იყო - ღმერთის გვერდით.
- მინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დაგაბალანსო - აბრეშუმის ხალათი ისე ოსტატურად შემომაცალა მხრებიდან, იატაკზე დაფენილი რომ დავინახე, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი ჩემი სიშიშვლე. ჩემი გაოგნებით ისარგებლა და ტუჩებზე დამაცხრა.
ვერ ვიჯერებდი.
საპასუხოდ, არც კოცნა შემეძლო, არც სახეში გალაწუნება, რადგან გარშემო მხოლოდ შაკოს სურნელი მეხვია. სწორედ ის სურნელი, მთელი გრძნობით რომ ვისრუტავდი, ჩემთან ვტოვებდი და მის მოსვლამდე, სხეულიდან არ ვუშვებდი. ამის დედაც! - ვიფიქრე და კისერზე მოვხვიე ხელი, წელზე შემოვახტი.
ნაბი*ვრულად იქცეოდა.... იცოდა, ორივენი სუსტები ვიყავით თავის შესაკავებლად და სარგებლობდა როგორც ჩემი, ისე თავისი აბსურდული უძლურობით.
სასწრაფოდ, სამზარეულოს მაგიდისკენ აიღო გეზი და შემომსვა.
ვკოცნიდი... ისე, ვკოცნიდი, როგორც თვეების მშიერი, თვეების მწყურვალი, თვეების უჰაეროდ დარჩენილი გვამი. ტუჩებიდან, ლოყებზე, ცხვირზე, მის ყელზე გადავინაცვლე. ორი ნადირი ვიყავით - მიწიერ ცდუნებასა და გრძნობებს აყოლილები, ერთმანეთის მონებად ქცეულნი, სიყვარულზე დამოკიდებულნი.
მისი ტუჩები ელვის სისწრაფით დაცურავდნენ ჩემი მკერდის ყველა უჯრედზე. ღმერთო, რამდენი ტანსაცმელი ეცვა. ნეტა, ყველას ერთად გახევა შემძლებოდა: ჯერ პიჯაკი გავხადე, მერე პერანდგი.
ჰალსტუხი დავუტოვე... მხოლოდ ჰალსტუხი, როგორც მაშინ, როცა ჩემი ქალიშვილობა ისე შევწირე, აზრზე რომ არ იყო თვითონ და მეც რომ დიდად არ მახსოვდა ეგ ამბავი.
წელზე ვუჭერდი ფეხებს, სანამ ჩემში შემოვიდოდა, ისე ვეხახუნებოდი გარედან, ლამის შაკოსგარეშე გავა*ავე. მხრებში ამოვდე მკლავები, ისე მივიხუტე, ერთი მილიმეტრიც აღარ იყო დარჩენილი ჩვენს შორის. როგორი თბილი იყო.
რატომ ჰქონდა, მუდამ თბილი სხეული ჩემგან განსხვავებით? რატომ იყო ასეთი განსაკუთრებული, როცა შუა ზამთარში, იმის მაგივრად, რომ ჩემთან მოხუტებული გამთბარიყო, მე ვუხახუნებდი გათოშილ ტერფებს ფეხებზე.
მთელი გრძნობით ამოვიკვნესე, როდესაც მისი მხურვალე ღირსება საჩქაროდ დაეუფლა ჩემს სხეულს. თავს ვერ ვიკავებდით, ისიც არ შეგვეძლო, ნაზი, ნატიფი მოძრაობებით გაგვეხანგრძლივებინა სიამოვნება.ერთმანეთის სხეულებს ხარბად აძღებოდნენ ჩვენი დაუკმაყოფილებელი ტუჩები. მკერდზე მკბენდა, მკოცნიდა, ხელებს მიჭერდა. მე კი მის თმაზე ჩაფრენილს, კვნესის მეტი, არაფერი ძალმიძდა.
სხეულის ყველა ძარღვში, სულის ყველა ნაწილში დალივლივებდნენ სიამოვნების უზარმაზარი ნაფოტები. ყოველ ჯერზე, სულისშემძვრელად ნეტარებისმომგვრელი ხდებოდა ჩვენი შერწმული სხეულების დაუღალავი ჭილიდი.
შაკოს ქოშინი და ორგაზმისას, მისი კვნესა ზუსტად ისე მომნატრებია, როგორც მასთან სექსი. ასეთ დროს, ვხვდებოდი, რომ სიამოვნება და სიყვარული ორივეს ერთნაირად გვაჩოქებდა მიწაზე. მას, მამაკაცური ღირსებითა და აღიწერელი ძლიერებით სავსეს, შეეძლო ისევე შეეგრძნო სიამოვნება, ისეთივე განცდით, ოხვრით აჰყოლოდა ჩემთან ტკბობას, როგორც მე.
სწრაფად გავათავეთ. ალბათ, მაგანაც მიმახვედრა, რომ ჩემს შემდეგ არავისთან გაუტარებია დრო. ჩვეულებრივ, ორივე, გაცილებით მეტ ხანს ვქაჩავდით ხოლმე. გამეღიმა, მაგრამ არ შევიმჩნიე. ან რას შევიმჩნევდი, ჯერ კიდევ გამოთაყვანებულები ვიყავით, ერთმანეთზე „გადაბმულები“ და არ ვინძრეოდით.
ცოტახანში, ეს ვნებათაღელვა რომ ჩაცხრა, დამეხსნა(ჩაცხრომა რამდენად დამაჯერებლად ჟღერს არ ვიცი, რადგან მე კიდევ მინდოდა).
უთქმელად ჩაიცვა ტანსაცმელი და შემომხედა.
- ახლა იქნება მიხვდე, რა საშინელი განცდაა, როცა ვიღაცა მაგრად გხმარობს, ზუსტად ისე, როგორც შენ აკეთებდი ამას მთელი ეს დრო, ოღონდ სექსის გარეშე.
თავიდან, მის ნათქვამს ვიაზრებდი. მერე მაგარი სიცილი ამიტყდა.
- მოიცა, შენ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საშინელი განცდაა და მიხმარე?
- საშინელ განცდაში იმის გააზრებას ვგულისხმობ, რომ ვიღაცამ გიხმარა.
- რამე უფრო ცუდი ახსნა ვერ მოიფიქრე? - ისევ მეცინებოდა - და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მიხმარე. პირიქით, შენ უფრო გავხარ ნახმარს და კიდევ ერთხელ თუ გავიმეორებ ამ სიტყვას, ტავტოლოგია გამოვა, თუ უკვე არ გამოვიდა.
- რაც გინდა, ის დაუძახე - ქამარი შეიკრა. სახეზე დიდი წარმატება და ცოტაოდენი, განდიდების მანიიაც ჰქონდა გამოსახული.
- კი ბატონო. ნახვამდის, კიდევ ერთხელ ნახმარო, იმისი იმედით, რომ შენ გერქმეოდა მომხმარებელი.
- რას ამბობ? გამარჯვებას ვზეიმობ მთელი სულით. ასეთი ადვილი თუ იქნებოდა შენთან სექსი, რაღას ვიფიქრებდი.
- ჰო, ვინმესთან ჟ*მაობას, ისევ შენთან მერჩივნა ჰორმონების დაკმაყოფილება. თან, ჯერ არავინ შემყვარებია და როცა შემიყვარდება, სექსის შემდგომ სურათს გამოგიგზავნი, ჩემი და გიორგისას. - ბოროტულად გავუღიმე.
ტვინში აასხა, მაგრამ ჯერ გარეგნულად ეტყობოდა და რას მოიმოქმედებდა, კაცმა არ იცოდა.
ტელეფონი ამოიღო, საქმიანად ჩახედა და მოულოდნელად, ელვის სისწრაფით გადამიღო სურათი.
- სანამ შენი და გიორგის სურათები მექნება, ამითი გავიტან თავს - თქვა ამაყად და წავიდა.
გაოგნებული ვიჯექი მაგიდაზე. იმედი მქონდა, ამ დროს, არავინ შემომიღებდა კარს.
იატაკზე ჩამოვხტი, ხალათი ისევ ჩავიცვი და დემუს დავურეკე, ვთხოვე, სასწრაფოდ მოსულიყო, როცა ვუთხარი, შაკოზე ახალი ამბებია-მეთქი, ყურმილი გათიშული არ მქონდა, გიჟივით მოვარდა.
როცა დამინახა, სველი ტილოთი ვხეხავდი მაგიდას, ჩიჩი გამწარებული დარბოდა და თამაშის ხასიათზე იყო, თუმცა არავინ ეთამაშებოდა.
- შენ რაა, სახლს ალაგებ? - მკითხა გაოგნებულმა.
- მხოლოდ იმ ადგილებს, რომელზეც სექსი მქონდა.
- რას ამბობ? - ვერ მიხვდა, რა ემოცია გამოეხატა და ამიტომ, ძალიან გაუხარდა - შერიგდით?
- არა, უბრალოდ... - ღრმად ჩავისუნთქე, სანამ ამ დაწყევლილ წინადადებას ვიტყოდი - მოვარდა, მაგრად გამ*იმა და გავარდა. თავისი სიძლიერე დამიმტკიცა ბიჭმა. - გაგიჟებული ვხეხავდი მაგიდას, შეპყრობილივით.
- ელენა მორჩი, გახეხილია, აღარ აქვს შენი ტ*აკის კვალი - შემეხვეწა დემუ.
- ეს როგორ გამიბედა?
- რა როგორ გაგიბედა? სექსი? - სასაცილოდ არ ეყო.
- ჰო. თითქოს, ვიღაც ქუჩის ქალი ვყოფილიყავი, ვისთანაც მივა, დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს და წავა.
- ზუსტადაც მაგაშია საქმე, რომ ვიღაც ქუჩის ქალთან არ მივა. ამდენი ხანი ნაჩხუბრები იყავით და იმის მაგივრად, სხვასთან წასულიყო, შენ მოგადგა. მემგონი, სხვაზე არც უ*გება მაგ საწყალს.
- საწყალი არაა. როცა ვინმე გიყვარს, სხვასთან არ გინდება.
- ხომ ხედავ? უკვე იცავ. ყველაფერი კარგადაა, მზე ანათებს, ჩიტები ჭიკიკებენ და თქვენ სექსი გქონდათ.
- ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, არ შევარჩენ!
- სამაგიეროს გადაუხდი და ახლა შენ გა*იმავ? - მკითხა დემუმ სიცილით.
- დიახაც! - ვთქვი ამაყად. აღელვებისგან ხელები მიკანკალებდა. ყველგან შაკოს ნაკვალევი მეტყობოდა, მის სურნელსაც საკუთარ სხეულზე, საკუთარ სახეზე ვგრძნობდი. ალბათ, შაკოსაც იგივენაირად დამჩნეოდა ჩემი სიახლოვე.
ჯანაბა, ბანაობა აღარ მინდოდა!
- თქვენ გართობა გინდოდეთ და ერთმანეთს აბრალებდეთ, რა ჩემი სადარდებელია. ბავშვს საჭმელი აქვს? მალე მასწავლებლისგან დაბრუნდება.
- წვნიანი, უცხიმოდ შემწვარი ქათმის ფილე და პიურე.
- რეებს აჭმევ?
- იმას, რაც ბავშვს სჭირდება. აბა, სწრაფი კვების ობიექტში ნაყიდი ხაჭაპური დავახვედრო?
- დედა შენ ხარ - ხელები ასწია.
- რომელი საათია?
- 4-ის ნახევარია.
- ბავშვს მალე მომიყვანს რომეო.
- რომეო გიორგის ახალი მეტსახელია?
- ჰო. მოიყვანოს ბავშვი და წავიდეთ რამდენიმე დღით სადმე, არ გინდა?
- შაკოსგან გარბიხარ?
- ჰო, თორემ საშინელი იდეები მიჩნდება. მსურს, რომ მის ოფისში მივიდე, კარი ჩავკეტო და... - ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპე. - მაგრამ ისევ თვითონ უნდა გატყდეს, ყველა ჩხუბის მერე რომ ვაძახო, უჩემობას ვერ იტან-თქო.
- თუ მაგის ძახილს აპირებ, საბოლოოდ, შაკო არა, მაგრამ მე გცემ.
ძალიან ირონიულად ჩამეცინა.
არ მინდოდა ეფიქრა, რომ დავცინოდი, მაგრამ მართლა დავცინოდი....
- რა სახე გაქ? - რა თქმა უნდა, გამომიჭირა.
- არანაირი.
- გგონია, რომ ვერ მოგერევი?
- მომერევი, რა თქმა უნდა.
- მაშინ გაგეცინებოდა და მეტყოდი, ვერ მომერევიო. გგონია, ბავშვობაში ჭიდაობაზე რომ დაყავდი მამაშენს, კიდევ გახსოვს რამე?
- კაი, ნუ მიხსენებ მაგ კოშმარს.
- ჯერ კიდევ შენს საშანტაჟოდ ვიყენებ ინფორმაციას, მაგრამ მაინც გგონია, რომ მომერევი. ასე რომ დამეჭიდე.
- რა ვქნა?
- დამეჭიდე!
- მოდი - შევთავაზე სიცილით. მოახლოებული არ იყო, რომ „ფეხკავი“ გამოვდე და იატაკზე დავანარცხე.
თავადაც შევშინდი, ამხელა კაცი რომ დაემხო.
- თხა ხარ! - დამიყვირა და წამოხტა. თან გვერდები სტკიოდა აშკარად.
- მაპატიე - ცოტათი შემრცხვა.
ბავშვი როცა მოვიდა, გიორგის თვალები უბრწყინავდა.
- როგორც იქნა, დაველაპარაკე - მითხრა აღფრთოვანებულმა - როგორი წყნარი, გაწონასწორებული და ნაზი ხმა აქვს, აკვირდები?
- კი, ნამდვილი ქალღმერთია - მეც ცეცხლი შევუნთე.
თვალები უკაშკაშებდა.
ასე ერთი ნახვით მოხიბლული, მარტო შაკო მყავდა და ეგეც, ზოგჯერ მავიწყდებოდა, რა თავდავიწყებით იყო ჩემზე შეყვარებული, სანამ მართლაც რომ თხად ვიქცეოდი.
- ჩაიზე შემიპატიჟა. ვიფიქრე, წავეფლირტავები-თქო, მაგრამ ფლირტი არ ვიცი ნორმალურად. შენ მაინც გგავდეს, იარაღიდან გავასროლინებდი და მოინუსხებოდა.
- გგონია, ეგეთი რამეებით შეიძლება ჩემი შებმა? - ცოტა, შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.
- კი.
- ძალიანაც ცდები.
- კაი, ბოდიში.
- ისე, რო რამე, მასროლინებ?
- ბოდიში ტყუილად მომახდევინე?
- კი, მიყვარს იარაღი, მათ შორის, ანკესი.
- ზოგჯერ მაოგნებ - გაეცინა.
- არ მოყვები, რა გითხრა ლიდიამ?
- არაფერი, ბავშვზე მელაპარაკა. მერე ვკითხე, აქამდე ხომ არ შევხვედრილვართ, ძალიან მეცნობით-თქო და არამგონიაო. მერე ყავაზე დავპატიჟე და უარი მითხრა. მოსწავლეების მამებთან არ დავდივარ პაემანზეო.
- მეთქი, ბიძა ვარ და ცოლი არ მყავს.
- არც ბიძებთანო, უბრალოდ ბავშვზე მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან ჭკვიანია, თუმცა ზოგჯერ გაფანტული, სულ სადღაც დაფრინავსო.
- სად დაფრინავ ლიზა? - გავხედე ბავშვს.
- სპეციალურად ცუდად ვიქცევი, რომ მერე გიორგი დატოვოს და ჩემზე ელაპარაკოს.
- გიორგი უშენოდაც მიხედავს თავის თავს. ჭამას რომ დაამთავრებ, შედი ოთახში და პეპის ნახევარი გვერდი წაიკითხე. ჩიჩის არ ეთამაშო, სანამ არ მორჩები.
- კარგი - მოიღუშა საცოდავად.
სულ გული მიჩუყდებოდა, შენიშვნას როცა ვაძლევდი, მაგრამ აღზრდა მოითხოვსო თუ რაღაცა მსგავსს ამბობდა ხოლმე დედაჩემი.
- არადა, სადმე თოვლიან ადგილას მინდოდა გამეყვანე ერთი კვირით. ყინულზე ვისრიალებდით, თხილამურებით სრიალსაც ისწავლიდი, მაგრამ ცუდად თუ იქცევი...
- არ იქცევა ცუდად - შეეხიდა გიორგი. - არაჩვეულებრივი ბავშვია. ლექსი ისწავლა ზეპირად, იცოდი?
- ერთი კვირის წინ ისწავლა ეგ ლექსი და მხარს ნუ უბამ, როცა შენიშვნას ვაძლევ!
- მართლა აღარ წავალთ? - მკითხა გულდაწყვეტილი სახით ბავშვმა.
- წავალთ თუ კარგად კითხვით ისწავლი ნახევარ გვერდს.
- მაგარია - საჭმელი დააგდო და ოთახში შევარდა.
- ჩემი ტრ*აკუცა - ხმამაღლა გავიფიქრე ღიმილით.
გიომ და დემუმ სიცილით გამომხედეს.
- სად მიდიხართ?
- არ ვიცი, სადმე მაღლა, თოვლში.
- ჩიჩის გაგზავნა მოგიწევს მამასთან ხო?
- ჰო, ეტყობა. რამე ნორმალური ადგილი მოიფიქრე დემუ, სასტუმრო დაჯავშნე. მე მანამდე გავემზადები და ჩიჩის წავიყვან პატრონთან.
- საქორწინო კაბაში გამოეწყვე და ისე წადი.
- თუ მომინდა, მაგასაც ვიზამ. - ვთქვი ეშმაკურად და ოთახში შევედი. ერთი საათის განმავლობაში ვემზადებოდი. საბოლოოდ, როგორც ცუდმა დედიკომ, ბავშვი კაცებში დავტოვე და ძაღლთან ერთად, ჩემს ძველ სახლში გავეშურე. შინ რომ არ დამხვდარიყო, ალბათ მთელი გარჯა წყალში ჩამეყრებოდა.
კარგი გაოგნებულმა გამიღო. არ მინდა აღაირება, რომ ძაღლის ნახვა ჩემს დანახვაზე მეტად გაუხარდა. ალბათ უფრო იმიტომ, რომ მე ყოველთვის ფათერაკის ნიშანი ვიყავი. ჩიჩი კი სიყვარულის სიმბოლო გამხდარიყო.
სულელ ძაღლსაც გაეხარდა შაკოს დანახვა.
სანამ ერთმანეთს კოცნიდნენ და ლოკავდნენ, მე შურისთვალით შევყურებდი და ცოტა არ იყოს, დაბოღმილიც ვიყავი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად.
- ყავას დალევ? - მკითხა შაკომ.
- არა - ვუთხარი მკაცრად და პალტო გავიხადე, პირდაპირ სავარძელდე დავაგდე. შიგნით ბევრი არაფერი მეცვა: ერთი უბრალო ტანგა და გამჭვირვალე ლიფი, რომლის მაქმანებიც ზურგსა და მკერდის სხვა ნაწილებში მიმზიდველად გაბნეულიყო.
- ეს... რ..რა? - ენა დაება შაკოს. თვალები ჩემზე გაუშეშდა და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. იმაზე დაბნეული ჩანდა, ვიდრე ამ დილით, მე ვიყავი.
- აქ არ მინდა - ვთქვი სასხვათაშორისოდ. - იმედია, ჩვენს საძინელებში ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არ დაგყავს ხოლმე.
- არავინ... - ძლივს წარმოთქვა. თითოეულ ბგერას ისე გაჭირვებით გამოთქვამდა, გული შეგეკუმშებოდა მაგისი წვალების ყურებით.
- ძალიან კარგი. პირი მოიბანე ძალიან გთხოვ, არ მინდა ძაღლის დორბლები მომაცხო. პირადული არაფერი, მიყვარს ჩიჩი, თუმცა სახლში ბავშვი მყავს და ბაქტერიებს ვერ მივუტან.
- ჰო - თავი დააქნია. ასეთი უსუსური იშვიათად თუ იყო და იმ იშვიათ შემთხვევებშიც, ისე მესაყვარლებოდა, მსურდა, მასზე სექსუალურად მეძალადა მთელი დღე და ღამე.
ჩემი ჩანთა ავიყოლე და კიბეზე ნელა ავედი. თვალი იქამდე გამომაყოლა, სანამ შესამჩნევად უხერხული არ გახდა მისი დაბნეულობა.
საწოლზე დავწექი, ორი წყვილი ბორკილი ამოვიღე და ბალიშის ქვეშ დავმალე. შაკოს რეაქციით, შურისძიების წყურვილითა და მოსალოდნელი გამარჯვებით უკვე ვზეიმობდი.
კიბეზე თავპირისმტვრევით ამოვარდა, მისი ნაბიჯის ბრაგაბრუგი მესმოდა და ვცდილობდი, სიცილით არ გავმსკდარიყავი.
- არ ვიცი, რა თამაშს მეთამაშები, მაგრამ...
- ყველა თამაშზე თანახმა ხარ ხო?
- მემგონი კი.
- სულელი ბიჭი, როგორ მაბრაზებს - მაისურზე დავეჯაჯგურე და ჩემსკენ მოვიზიდე. ერთმანეთს ვაკოცეთ, ერთმანეთი შევისრუტეთ, შევჭამეთ. მსურდა, მის ვნებაში ჩავმხვრჩვალიყავი, ერთი ფილტვი გვქონოდა და მხოლოდ ის ჰაერი მესუნთქა, რომელსაც შაკო ამოისუნთქავდა.
საწოლზე დაენარცხა. როგორც იქნა, მის სხეულს ზემოდან მოვექეცი და კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვყოფილიყავი დედოფალი, მთელი იმ რიტუალისა, რომელიც გვეგონა, ჩვენ გამოვიგონეთ მხოლოდ. ხელები დავუჭირე.
- ვიცი, რომ რაღაც საშნელებას აპირებ - თქვა უკვე დანებებულმა. - მაგრამ !
- ანუ დანებებული ხარ? - გამეღიმა. ყურთან ნაზად დავუწყე მოფერება.
სანამ ჩემს მკერდთან ალერსით ტკბებოდა, ბალიშის ქვეშიდან ხელბორკილები ამოვიღე და ორივე მაჯა საწოლზე მივუბი. ნამდვილად ფარხმალდაყრილს ჰგავდა.
მოვნატრებოდი. მისი რბილი ტუჩების თითოეული ამბორი, თითოეული შეხება, სხეულში მრავალჯერ ჩამარხულსა და მრავალჯერ ამოთხრილ ჟრუანტელს ახელებდა, ათავისუფლებდა, ისევ აძლევდა საშუალებას, მთელი სისხლი დაეპატრონებინა და ამაყად ემოძრავა ყველა მიმართულებით.
- მოგინდა, ბოლომდე მიწასთან გამასწორო? - მკითხა შაკომ.
ახლა ნამდვილად უბრწყინავდნენ თვალები. ვერც კი ხვდებოდა, რა საშინელება შეიძლება დამეგეგმა მის გასამწარებლად, მაგრამ თვალები მაინც ბედნიერებისგან კრთოდნენ, ზეიმობდნენ.
- ჰო.
- მზად ვარ, ოღონდ შენს სხეულს ტუჩებიდან ნუ მომწყვეტ, კარგი?
- კარგი - გამეღიმა და მის სიტკბოს დავეწაფე. ნაზად, აუღელვებლად ვკოცნიდი ტუჩებში. ნელა დავაცურებდით ერთმანეთში გადაჯაჭვულ, სამუდამოდ ერთმანეთზე მისაკუთრებულ ენებს და ვგრძნობდი, მართლა ჩემი იყო. მთლიანად მე მეკუთვნოდა. - აღიარე. - ვუთხარი ალერსში გართულს.
- რა ვაღიარო?
- ჩემი უპირატესობა აღიარე, თორემ გავჩერდები.
- ქალღმერთი ხარ, მე კი ჩვეულებრივი მოკვდავი - თქვა დაუფიქრებლად.
- შენი დღევანდელი ვიზიტი?
- თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და როცა შენზე ვცოფდები, ძალიან მინდები ხოლმე.
- ანუ საბოლოოდ, გამოდის, რომ მე გიხმარე?
- ეგრე გამოდის - გაეცინა.
მეც გამეცინა.
თან მწარედ.
ფეხზე წამოვდექი.
- რატო დგები? - მკითხა გაგიჟებულმა.
- იმიტომ, რომ უფრო აშკარა გავხადო ჩემი უპირატესობა.
- იცოდე, ახლა თუ წახვალ, არასოდეს გაპატიებ, შემძულდები!
- შენ მე არასოდეს შეგძულდები - ვთქვი მხიარულად და გავედი. საწოლზე ხელბორკილით მიბმული შაკო, ასევე დავტოვე.
ვიცოდი, რომ იმაზე სერიოზული თამაში წამოვიწყე, ვიდრე ოდესმე. ისიც ვიცოდი, რა გაცეცხლებული პასუხი მომელოდა მისგან, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ მოწინააღმდეგე დაბრუნებოდა, მე კი დავხვდებოდი. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი სტუმარი ნენე

ეს ორი ესეთი უაზროები რატომ არიან , არ შეიძლება უბრალოდ დაელაპარაკონ ერთმანეთს და მორჩნენ ერთმანეთის ესე ტანჯვას . უბრალოდ საკმაოდ დამღლელია ეს ერთფეროვანი სიუჟეტი ცოტა კი არადა საკმაოდ დამღლელია...
კარგად წერ მაგრამ ეს ისტორია ერთ ადგილას ბუქსაობს

№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ნენე
ეს ორი ესეთი უაზროები რატომ არიან , არ შეიძლება უბრალოდ დაელაპარაკონ ერთმანეთს და მორჩნენ ერთმანეთის ესე ტანჯვას . უბრალოდ საკმაოდ დამღლელია ეს ერთფეროვანი სიუჟეტი ცოტა კი არადა საკმაოდ დამღლელია...
კარგად წერ მაგრამ ეს ისტორია ერთ ადგილას ბუქსაობს

მადლობელი ვარ შენი კომენტარისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ ვფიქრობ, თითქოს ვბუქსაობ. პირიქით, ჩემთვის ყოველთვის სასურველი იყო ისეთ წყვილზე მეწერა, რომლებიც ერთი-ორი ტკბილი სიტყვის ან სერენადის შემდეგაც არ შერიგდებოდნენ და საკუთარ თავს სურვილს ვურულებ joy

№3  offline წევრი LittleSnake

ჩვეულებრივ ვგიჟდები ამ ისტორიაზეეეე დააა ამ ორზეე ხომ საერთოდ.
ერთმანეთზე გიჟები არიან და შეუძლებელია არ გიყვარდეს რომელიმე.
გიოც წინ მიიწევს ნელნელა...
დემუზეეე ვგიჟდეები რაა ძალიააან დადებითი ტიპია.
გამიხალისა ღამე ისტორიამ და მაბედბიერებს ხოლმე ის დღე როცა ამ ისტორიიის ახალ თავს ვხედავ.
ველოდებიი როგორც ყოველთვის ზე მოუთმენლობით ახალ თავს.
სასწაული გოგო ხარ შენ.

№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

LittleSnake
ჩვეულებრივ ვგიჟდები ამ ისტორიაზეეეე დააა ამ ორზეე ხომ საერთოდ.
ერთმანეთზე გიჟები არიან და შეუძლებელია არ გიყვარდეს რომელიმე.
გიოც წინ მიიწევს ნელნელა...
დემუზეეე ვგიჟდეები რაა ძალიააან დადებითი ტიპია.
გამიხალისა ღამე ისტორიამ და მაბედბიერებს ხოლმე ის დღე როცა ამ ისტორიიის ახალ თავს ვხედავ.
ველოდებიი როგორც ყოველთვის ზე მოუთმენლობით ახალ თავს.
სასწაული გოგო ხარ შენ.

უდიდესი და უღრმესი მადლობა. შენ მე მაბედნიერებ ხოლმე ასეთი პოზიტივით და სიტკბოთი <3

№5  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

რა ცეცხლითავი იყო ნუუ:დ
ეროტიკული სცენების აღწერა შენი საქმეა, ბადალი არ გყავს, აი ხელებიც ამიწევია:დ
მომენატრა ეს გიჟი ქალი
მართლა გიჟია, აბა ბოლოს რაც გააკეთა, მაგას დაწყობილი არ იზამდა:დ ნუ როგორ შეიძლება ახლაა.
დემუ და ლიზაზუც მომენატრა❤ შენც მომენატრე:დ❤ მგონი უეცრად სიყვარულის ბუშტი გამისკდა ჰაჰ
გელი❤❤

№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
რა ცეცხლითავი იყო ნუუ:დ
ეროტიკული სცენების აღწერა შენი საქმეა, ბადალი არ გყავს, აი ხელებიც ამიწევია:დ
მომენატრა ეს გიჟი ქალი
მართლა გიჟია, აბა ბოლოს რაც გააკეთა, მაგას დაწყობილი არ იზამდა:დ ნუ როგორ შეიძლება ახლაა.
დემუ და ლიზაზუც მომენატრა❤ შენც მომენატრე:დ❤ მგონი უეცრად სიყვარულის ბუშტი გამისკდა ჰაჰ
გელი❤❤

მეც მომენატრე.
ყველას მოგვენატრეე <3 ელენას, შაკოს, დემუს, ლიზას <3
ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიყვარს, ასე რომ მახარებ და მაწითლებ ხოლმე და რა ვქნაა?

№7 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან დამღალეს უკვე... განსაკუთრებით ამ გოგოს შტერული გამოხტომები უკვე ნერვებს მიშლის
.. არ შეიძლება შაკომ ისეთი რაღაც გაუკეთოს რომ საბოლოოდ მაინც აღიაროს "დამარცხება" ამ გოგომ?! თუ მაინც და მაინც ამის შემდეგ უნდა დამშვიდნენ....
მოკლედ საკმაოდ დამღლელი გახდა...

ლიდიას და გიორგის ისტორიას კი დიდი სიამოვნებით წავიკითხავ...

№8 სტუმარი თამუნ

ძალიან მომწონს. ამდენი ხანი, ხმას არ ვიღებდი და ვკითხულობდი წყნარად, მშვიდად, მაგრამ ისე როგორ უნდა გავძლო, რომ არ გაგახარო?
ყველაზე ძერსკი მწერალი ხარ საიტზე.
ვოტ! ეს იყო ჩემი კომენტარი.
და ცოტა არ იყოს, უგემოვნოდ მეჩვენება იმის ძახილი, ვითომ ძალიან დამღლელი გახდაო. რაის დამღლელი კაცო? ვნების ქარცეცხლი გიზგიზებს. უწიპუწი და რაღაცნაირი წყვილები ისედაც არ მევასება, ეს ორი კი შეშლილობის ნიაღვარია და ვგიჟდები.
საერთოდ, მთელი წელი ნუ შეარიგებ თუ გინდა.
მე არ დავიღლები <3

№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ანი
ძალიან დამღალეს უკვე... განსაკუთრებით ამ გოგოს შტერული გამოხტომები უკვე ნერვებს მიშლის
.. არ შეიძლება შაკომ ისეთი რაღაც გაუკეთოს რომ საბოლოოდ მაინც აღიაროს "დამარცხება" ამ გოგომ?! თუ მაინც და მაინც ამის შემდეგ უნდა დამშვიდნენ....
მოკლედ საკმაოდ დამღლელი გახდა...

ლიდიას და გიორგის ისტორიას კი დიდი სიამოვნებით წავიკითხავ...

მიხარია, რომ კითხულობ <3
მკითხველის აზრიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ გადამწყვეტი, მაინც ავტორისაა (ანუ ჩემი), ამიტომ, სანამ მე არ დავიღლები, იქამდე იკატათაგვებენ joy joy
არ გეწყინოს, მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის მკითხველს და ყველაზე მეტად მკითხველები მახარებთ, თუმცა როგორც მე ვიღებ გეზს, მუდამ ისე მიმყავს, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა.
ამიტომაც არ შერიგდნენ და არც საბოლოოდ საშოდრნენ ამ თავში.

თამუნ
ძალიან მომწონს. ამდენი ხანი, ხმას არ ვიღებდი და ვკითხულობდი წყნარად, მშვიდად, მაგრამ ისე როგორ უნდა გავძლო, რომ არ გაგახარო?
ყველაზე ძერსკი მწერალი ხარ საიტზე.
ვოტ! ეს იყო ჩემი კომენტარი.
და ცოტა არ იყოს, უგემოვნოდ მეჩვენება იმის ძახილი, ვითომ ძალიან დამღლელი გახდაო. რაის დამღლელი კაცო? ვნების ქარცეცხლი გიზგიზებს. უწიპუწი და რაღაცნაირი წყვილები ისედაც არ მევასება, ეს ორი კი შეშლილობის ნიაღვარია და ვგიჟდები.
საერთოდ, მთელი წელი ნუ შეარიგებ თუ გინდა.
მე არ დავიღლები <3

ვაიმე, გაიხარე!
უსაყვარლესი და უკარგესი ხარ და დიდი მადლობა, რომ ასე შემამკე.
სიტყვა ძერკზე ვგიჟდები!

№10 სტუმარი სტუმარი ბაბი

შენ გამო დარეგისტრირებას ვაპირებდი, რომ კომენტარი დამეწერა joy joy
მიყვარხარ უკვე მთელი ერთი წელია და სრული გულისფანცქალით ველი ხოლმე შენს ისტორიებს. ამან რაღაცა განსაკუთრებულად მომხიბლა და მიმაჯაჭვა.
ძალიან კარგი გოგონა ხარ, არასოდეს მიატოვო წერა

№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ბაბი
შენ გამო დარეგისტრირებას ვაპირებდი, რომ კომენტარი დამეწერა joy joy
მიყვარხარ უკვე მთელი ერთი წელია და სრული გულისფანცქალით ველი ხოლმე შენს ისტორიებს. ამან რაღაცა განსაკუთრებულად მომხიბლა და მიმაჯაჭვა.
ძალიან კარგი გოგონა ხარ, არასოდეს მიატოვო წერა

რითი დავიმსახურე ამდენი უსაყვარლესი ადამიანი, არ ვიცი.
ასე მგონია, რომ ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ასეთ რამეებს ვკითხულობ.
დიდი მადლობა ბაბი <3

№12  offline მოდერი Moonlight17

რაიიის ბუქსაობა, რაის გაწელვა ხალხო. ახლა იწყება რაც იწყება დამიჯერეთ:დდდ
ვაიმე ანა როგორ მევასები არ იცი შენ. მაგრამ პრინციპში მგონი უკვე იცი.
ძალიან მინდოდა ჩიჩის მოტაცების მომენტი მეხილა მაგრამე გ არაფერი მაგის მერე ისეთები დატრიალდაა რაღას ვჩივი.
კარგი გოგოა ელენა, ვერაფრით გავამტყუნებ რავქნა, მესმის მისი.
შაკო კიდევ ძაან ჩვეულებრივი ა ;დდდდ თან როგორც წინა თვაბეში იყო აღნიშნული ისედაც კარგი ღირსების მფლობელია.
მაშინვე მივხვდი რასაც აპირებდა ელენა. ალბათ მიხვდები რატომაც :დდდ
ნუ მოკლედ ძაან რომ არ გავსაჯაროვდე და გამიგრძელდეს, შენი საქმის შენ იცი. იცოდე შაბათს გელოდები დამხვდეს ისტორია თორემ ფბ-ს აქაუნთს აგიფეთქებ ❤️❤️

№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Moonlight17

ღმერთო, რატო მივქარე და შაბათიო, ვინ მექაჩებოდა joy joy
სხვათაშორის, მემგონი შემდეგი თავი ბოლო იქნება. აი, ზუსტად არ ვიცი, ვნახოთ რამდენად ჩავატევ ყველაფერს და რამდენად მომაფიქრდება ყველაფერი.
შენ რაც შეგეხება, ძალიან დიდი სტიმული მყევხარ.
მადლობა დიდი <3

№14  offline მოდერი Moonlight17

კარგი ხო, არმიგიქარავს. გაწელე როგორც გაგიხარდება ოღონდ გემრიელი თავი იყოს რა. სტიმულებს არ დაგაკლებ, აი მაცადე შემოვიდე ფბზე :დდდ
ენ ჯეინი
Moonlight17
რაიიის ბუქსაობა, რაის გაწელვა ხალხო. ახლა იწყება რაც იწყება დამიჯერეთ:დდდ
ვაიმე ანა როგორ მევასები არ იცი შენ. მაგრამ პრინციპში მგონი უკვე იცი.
ძალიან მინდოდა ჩიჩის მოტაცების მომენტი მეხილა მაგრამე გ არაფერი მაგის მერე ისეთები დატრიალდაა რაღას ვჩივი.
კარგი გოგოა ელენა, ვერაფრით გავამტყუნებ რავქნა, მესმის მისი.
შაკო კიდევ ძაან ჩვეულებრივი ა ;დდდდ თან როგორც წინა თვაბეში იყო აღნიშნული ისედაც კარგი ღირსების მფლობელია.
მაშინვე მივხვდი რასაც აპირებდა ელენა. ალბათ მიხვდები რატომაც :დდდ
ნუ მოკლედ ძაან რომ არ გავსაჯაროვდე და გამიგრძელდეს, შენი საქმის შენ იცი. იცოდე შაბათს გელოდები დამხვდეს ისტორია თორემ ფბ-ს აქაუნთს აგიფეთქებ ❤️❤️

ღმერთო, რატო მივქარე და შაბათიო, ვინ მექაჩებოდა joy joy
სხვათაშორის, მემგონი შემდეგი თავი ბოლო იქნება. აი, ზუსტად არ ვიცი, ვნახოთ რამდენად ჩავატევ ყველაფერს და რამდენად მომაფიქრდება ყველაფერი.
შენ რაც შეგეხება, ძალიან დიდი სტიმული მყევხარ.
მადლობა დიდი <3

№15  offline მოდერი Queenofmoon

აუ,რა სიფსიხეები არიან ესენი რა! ვგიჟდები და ვდნები ერთიანად joy არასოდეს აპატიებს კი არა ის,მაგასაც ვნახავთ! ჩიჩისავით დაიწყებს ხტუნვას ორივე ერთი მეორის დანახვისას ისე ვერ ძლებენ უერთმანეთოდ!!! joy რავიცი აბა,რა გითხრა??? ჩემთვის არ გაწელილა,პირიქით,მევასება ამათი წვალება და კატა-თაგვობანა! joy joy ველოდები შემდეგ თავს და არ დაგვიანო რაა kissing_heart

№16  offline წევრი Taattu

ვაიმეეეეეე...
დედა რა იყო ეს...
ჰორმონები აღარ მაქვს ადგილზე laughing relaxed
გიჟი ქალია ჰაჰაჰ
შაკო რაღაც სასწაულ მოიფიქრებს ჰაიმეეე
გამაგიჟეს გამაფსიხეს რაღაც საოცრება წყვილიაა...
ელენა ნერვებს მიშლის საცოდავი ბიჭი როგორ დამიტოვააა
ჩემი დემუსი მიყვარს heart_eyes
გელოდები შენ ჩემო ტკბილო გოგო და მოგყვები ბოლომდე relaxed heart_eyes
გყვარობ heart_eyes heart_eyes

№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Queenofmoon
აუ,რა სიფსიხეები არიან ესენი რა! ვგიჟდები და ვდნები ერთიანად joy არასოდეს აპატიებს კი არა ის,მაგასაც ვნახავთ! ჩიჩისავით დაიწყებს ხტუნვას ორივე ერთი მეორის დანახვისას ისე ვერ ძლებენ უერთმანეთოდ!!! joy რავიცი აბა,რა გითხრა??? ჩემთვის არ გაწელილა,პირიქით,მევასება ამათი წვალება და კატა-თაგვობანა! joy joy ველოდები შემდეგ თავს და არ დაგვიანო რაა kissing_heart

ფსიხურად ვგიჟდები შენს შეფასებებზე heart_eyes heart_eyes
არ დავაგვიანებ, პირობას გაძლევ და შემდეგშიც რამე უარესს შევთხზავ, არ მოგაწყენ :დდ

Taattu
ვაიმეეეეეე...
დედა რა იყო ეს...
ჰორმონები აღარ მაქვს ადგილზე laughing relaxed
გიჟი ქალია ჰაჰაჰ
შაკო რაღაც სასწაულ მოიფიქრებს ჰაიმეეე
გამაგიჟეს გამაფსიხეს რაღაც საოცრება წყვილიაა...
ელენა ნერვებს მიშლის საცოდავი ბიჭი როგორ დამიტოვააა
ჩემი დემუსი მიყვარს heart_eyes
გელოდები შენ ჩემო ტკბილო გოგო და მოგყვები ბოლომდე relaxed heart_eyes
გყვარობ heart_eyes heart_eyes

მეც ძალიან გყვარობ და შენ თვითონ ხარ ტკბილიც და თბილიც <3

№18  offline წევრი aavvbb

აუუუ ელენა კაიი რაააააააა........ ნუ მიბრაზებს ჩემს ბიჭსს❤️❤️❤️ვერ ვითმენ ისე მინდა ამათი შერიგება და მალე შეარიგე გთხოვ თორე გამინადგურდა ნერვული სისტემააააა

№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

aavvbb
აუუუ ელენა კაიი რაააააააა........ ნუ მიბრაზებს ჩემს ბიჭსს❤️❤️❤️ვერ ვითმენ ისე მინდა ამათი შერიგება და მალე შეარიგე გთხოვ თორე გამინადგურდა ნერვული სისტემააააა

მე რა დღეში მაქ იცი? :დდდ
წერასაც მიაქვს თავისი წიილი ნერვი

№20  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი ნენე

სრულიად საპირისპიროს ვფიქრობ მე. ჩემი აზრით ასეთი ,,ბუქსაობა'' გაცილებით მაგარია. საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ ისტორია ერთ ადგილას დგას. ჩემი აზრით ეს შენი საუკეთესო ისტორიაა ენ <3 მინდა კიდევ დიდხანს აწვალონ ერთმანეთი. ისე რა მუღამი ექნებოდა ისტორიას?

№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ubraloooo tipi
სტუმარი ნენე

სრულიად საპირისპიროს ვფიქრობ მე. ჩემი აზრით ასეთი ,,ბუქსაობა'' გაცილებით მაგარია. საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ ისტორია ერთ ადგილას დგას. ჩემი აზრით ეს შენი საუკეთესო ისტორიაა ენ <3 მინდა კიდევ დიდხანს აწვალონ ერთმანეთი. ისე რა მუღამი ექნებოდა ისტორიას?

ხოდა შენ გაიხარე უბრალო ტიპო, რომელიც მაგარი ტიპი ხარ :დდ

№22  offline წევრი Ninuciusi

ჩემი შაკუნა.. კარგი რა კარგი რა..ამისი დრო იყო ის გველი ქალი ამ ბუნჩულა შოკოლადივით ბიჭს მიწამებს აქ... კარამელო მე მოვიდოდი დიდი სიამოვნებით და ვუხსნიდი მაგ ველური ქალისგან.. ხოხ არ მიჩაგრავენ აქ კაცს

№23  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Ninuciusi
ჩემი შაკუნა.. კარგი რა კარგი რა..ამისი დრო იყო ის გველი ქალი ამ ბუნჩულა შოკოლადივით ბიჭს მიწამებს აქ... კარამელო მე მოვიდოდი დიდი სიამოვნებით და ვუხსნიდი მაგ ველური ქალისგან.. ხოხ არ მიჩაგრავენ აქ კაცს

ჰაჰააა, მიდი, უფლებას გაძლევ, მიხვიდე და ახსნა ბორკილები :დდ
რა საყვარელი ხარ, შაკოსნაირი კაცს გაჩუქებდი დიდი სიამონებით <3

№24  offline წევრი Ninuciusi

მინდა მაჩუქე ???? პირველი ღამეც თუ მასე ცეცხლი იქნება თანახმა ვარ????????????????

№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

პირველიც და ყოველი მომდევნოც.
მიდი, იბედნიერეთ.
ოღონდ მომიყევი, რა მოხდება :დდ

№26  offline წევრი Ninuciusi

შენ ეგ სიკეთე გამიკეთე და მაგაზე გეტყვი უარს? ????

№27  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საბოლოოდ მომკალი და ეგ არის რა...
აუ რა იყო ეს ?!
გავგიჟდიიიი!
აი ამას ჰქვია ცეცხლი და ნავთი წყვილი :დ
სუფთა გიჟები და არანორმალურები ♥️
დავიწვი და დავიფერფლე მე ამათი თამაშებით მოკლედ :დდდ
აუუ როგორ გამიხარდა რომ დავინახე ახალი თავი ვერ წარმოიდგენ და მერეეეე როგოორიი თავი იყო მაგაზე ხმასაც ვერ ამოვიღებ ;დ
მიყვარს მე გაბრაზებული შაკუნა 3:) :დ
ისე უბრალოდ საყვარელია...
არა აწამონ ახლა ერთმანეთი მე კარგად კი ვერთობი და რავიცი აბა :დ ♥️♥️
ჩემო კრუასანო როგორ გყვარობ ნეტა იცოდე ♥️♥️♥️♥️ ასეთ რაღაცეებს რომ მმართებს შენი ისტორია და თითოეული თავი და ასე რომ მახარებ და მაბედნიერებ ვერ წარმოიდგენ როგორ ვგიჟდები შენზე ♥️♥️
ჰოდა გელი მოუთმენლად ერთი სული მაქვს ვიხილო ჩემი ბორკილებიანი ბაჭიას გაგრძელება :დ ♥️♥️♥️

№28 სტუმარი ნათია41

აუ ენ ვიფიქრე როგორც იქნა ეშველათ ამათაცთქო და არა ისევ ბავშვებივით მოიქცნენ. არა როგორ ძლებენ ერთმანეთის გარეშე როცა ასე უყვართ. მაგრამ არანორმალურებს ზუსტად ეს თამაში მოსწონთ, ერთმანეთის ამტანობის და ნებისყოფის გამოცდა.

№29  offline წევრი DI ANA

ვიღაცამ თქვა ერთ ადგილას ბუქსაობს ისტორიაო შეიძლება ზოგს აღიზიანებს მაგრამ აი მე ბოლომდე ვხარხარებ როცა ვკითხულობ, იჩხუბონ კაცო ჩვენი რა მიდის პირიქით კაია ასე შაქარყინულებივით რომ ადნებიან ერთმანეთს. ჩვენ უბრალოდ გვევალება მოთმინებით დაველოდოთ იმ დიდებულ დღეს როცა ჯენი გადაწყვეტს ახალი თავი გვაღირსოს და გავიგებთ რით გადაუხდის სამაგიეროს შაკო.

P.S ძალიან მაინტერესებს შაკო ბორკილების მოხსნას როდის აპირებს :დდ

№30  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ტკბილიწიწაკა
საბოლოოდ მომკალი და ეგ არის რა...
აუ რა იყო ეს ?!
გავგიჟდიიიი!
აი ამას ჰქვია ცეცხლი და ნავთი წყვილი :დ
სუფთა გიჟები და არანორმალურები ♥️
დავიწვი და დავიფერფლე მე ამათი თამაშებით მოკლედ :დდდ
აუუ როგორ გამიხარდა რომ დავინახე ახალი თავი ვერ წარმოიდგენ და მერეეეე როგოორიი თავი იყო მაგაზე ხმასაც ვერ ამოვიღებ ;დ
მიყვარს მე გაბრაზებული შაკუნა 3:) :დ
ისე უბრალოდ საყვარელია...
არა აწამონ ახლა ერთმანეთი მე კარგად კი ვერთობი და რავიცი აბა :დ ♥️♥️
ჩემო კრუასანო როგორ გყვარობ ნეტა იცოდე ♥️♥️♥️♥️ ასეთ რაღაცეებს რომ მმართებს შენი ისტორია და თითოეული თავი და ასე რომ მახარებ და მაბედნიერებ ვერ წარმოიდგენ როგორ ვგიჟდები შენზე ♥️♥️
ჰოდა გელი მოუთმენლად ერთი სული მაქვს ვიხილო ჩემი ბორკილებიანი ბაჭიას გაგრძელება :დ ♥️♥️♥️

რა ვიცი ქალო, მეც კარგად ვერთობი ამათი წვალებით და რა ვქნა დდდ
მეც ძალიან გყვარობ ჩემო ტკბილო წიწაკა კი არადა ფეიხოას კამპოტო <3

ნათია41
აუ ენ ვიფიქრე როგორც იქნა ეშველათ ამათაცთქო და არა ისევ ბავშვებივით მოიქცნენ. არა როგორ ძლებენ ერთმანეთის გარეშე როცა ასე უყვართ. მაგრამ არანორმალურებს ზუსტად ეს თამაში მოსწონთ, ერთმანეთის ამტანობის და ნებისყოფის გამოცდა.

მე ხო არ დავასვენებ და არ გავახარებ მაგ უბედურებს, მაგათი ცოდვა ისაა, რომ მე ვარ ავტორი დდდ
გაიხარე და გამრავლდი, მიხარია რომ ჩემთან ხარ :*

DI ANA
ვიღაცამ თქვა ერთ ადგილას ბუქსაობს ისტორიაო შეიძლება ზოგს აღიზიანებს მაგრამ აი მე ბოლომდე ვხარხარებ როცა ვკითხულობ, იჩხუბონ კაცო ჩვენი რა მიდის პირიქით კაია ასე შაქარყინულებივით რომ ადნებიან ერთმანეთს. ჩვენ უბრალოდ გვევალება მოთმინებით დაველოდოთ იმ დიდებულ დღეს როცა ჯენი გადაწყვეტს ახალი თავი გვაღირსოს და გავიგებთ რით გადაუხდის სამაგიეროს შაკო.

P.S ძალიან მაინტერესებს შაკო ბორკილების მოხსნას როდის აპირებს :დდ

დიანა, მეც მაინტერესევს, როგორ მოიხსნის ბორკილებს. ოღონდ მართლა :დდდ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent