შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (14) (დასასრული)


31-01-2019, 22:56
ავტორი Nickolson
ნანახია 767

Blue Neighborhood (14) (დასასრული)

20.
... კამერა ირთვება. ეკრანზე ბიჭის ხელი და შიშველი მკერდი ჩნდება. ბიჭი ობიექტივს ასწორებს, შემდეგ უკან–უკან იხევს, სანამ ზურგით კედელს არ ეჯახება. ბიჭის სახე არ ჩანს. მხოლოდ მუცელი, ჭიპის ქვემოთ, თმის თხელი ზოლი, შავი ჯინსის შარვალი და მისი შიშველი ფეხები ჩანს. მის გვერდით გრძელი სანათი დგას. მხოლოდ ესაა განათება, მკრთალი, სუსტი. კედლები მუქ ნაცრისფრადაა შეღებილი. ისეთი შეგრძნება მიჩნდება, რომ ბიჭს სცივა.
როცა პატარა ვიყავი, ჩემს დასთან ერთად მონსტრობანას ვთამაშობდი ხოლმე, – მესმის უცებ რეზის ხმა, – ოთახში შუქს ვაქრობდით და კარს ვაღებდით. მისაღები ოთახიდან სუსტი შუქი შემოდიოდა. საწოლის ქვეშ ვძვრებოდით და არარსებული მონსტრის მოლოდინში ვინაბებოდით. ლოდინი დიდხანს გრძელდებოდა, ხანდახან ერთი საათიც კი. გვეჩვენებოდა, მაგრამ იმდენად რეალური იყო წარმოსახვა, რომ ორივე შიშისაგან ყვირილს ვიწყებდით. ამ დროს ერთ–ერთი ჩვენგანი ლაპარაკს იწყებდა, აღწერდა მონსტრს, რომელსაც ხედავდა. მერე, მეორეც ვყვებოდით. ის იმარჯვებდა, ვისი მონსტრიც უფრო საშიში იყო. ჩემი და რომ მოკვდა, – რეზიმ მძიმედ ჩაისუნთქა ჰაერი. დავინახე, როგორ დაეჭიმა მუცლის კუნთები და ხელები, – მესიზმრებოდა, ვითომ ის ვიყავი და ჩემი თავი მომდევდა. ჩემს სიზმარში რეზი იყო ის მონსტრი, რომელსაც საწოლის ქვეშ შემალულები ვხედავდით. სიზმარში გავრბივარ, მაგრამ ჩემი თავი ყოველთვის მეწევა და როცა უნდა დამიჭიროს, სწორედ მაშინ მეღვიძება... სულ უფრო იშვიათად ვხედავ ამ სიზმარს, – ბოლო სიტყვებს რეზი ჩუმად იძახის და კადრი წყდება.
„დამთავრდა?“ – მინდოდა კითხვა ხმამაღლა დამესვა, მაგრამ ძალა არ მეყო.
უცებ ეკრანი ისევ ნათდება და ვხედავ რეზის, რომელიც ყვირილით ურტყავს კედელზე სანათს. ნათურა პირველივე დარტყმაზე ტყდება და იქაურობა ბნელდება. მხოლოდ ხმა მესმის. რეზის ღრიალის და დარტყმის ხმა. მალე რეზი დამტვრეულ სანათს იატაკზე აგდებს და ქვითინს იწყებს. ვიდეო აქ მთავრდება.


* * *
– კარგი რა, მერამდენეს ეწევი? – შეწუხებული ხმით მკითხა რეზიმ, როცა კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოვუკიდე.
ვიდეოს ყურების შემდეგ, ჯერ ისევ დათრგუნული ვიყავი. იმდენად უმწეოდ ვიგრძენი თავი, ამხელა ტკივილის შემდეგ რეზის რომ ვერაფრით ვეხმარებოდი, სხვა ინსტალაციები აღარც მინახავს.
ჩემს გვერდით მჯდარ ბიჭს შევხედე. იმაზე წუხდა, რომ ბევრს ვეწეოდი. სიგარეტი ჩავაქრე. რეზის კმაყოფილმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. მერე კი უცებ მომეხუტა. ხელები შემოვხვიე და თავი მკერდზე დავადებინე.
– კარგი ვიდეო იყო? – ბუტბუტით მკითხა მან.
არაფერი ვუპასუხე, თმაზე ვაკოცე და კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე შემოხვეული ხელები.
-რა გჭირს, დავით? - მომესმა მისი სიცილი.
თავი ასწია და გაბადრულმა შემომხედა. ჩემს გამხიარულებას ცდილობდა.
-ვიდეომ ძალიან იმოქმედა…
-მიზანიც ეგ იყო, - მხიარულად შემომცინა მან, - ზედმეტად ამახვილებ ყურადღებას.
-კიდევ ხედავ იმ სიზმარს?
-ხომ ვთქვი, თითქმის უკვე აღარ.
უცებ მისკენ გადავიხარე და ტუჩებში ვაკოცე. დაიბნა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და კოცნაში ამყვა.
-შევიდეთ, თორემ ნიკოლოზს ეწყინება, - მითხრა მან და მომცილდა.
თავი დავუქნიე. წამოვდექი, შარვლიდან სიგარეტის ფერფლი ჩამოვიბერტყე და რეზის, რომელიც ღიმილით მელოდებოდა, ხელი ჩავკიდე.
ბიჭმა მხიარულად გაიცინა და ამომხედა.
-რა გაცინებს?
-ძალიან საყვარელი ხარ, მაგრამ ჩემზე ნუ ნერვიულობ.
-კარგი.
გალერიაში დავბრუნდით. ვიდეოები ერთჯერადად არ უჩვენებიათ, გამუდნებით ტრიალებდა და რეზის ყვირილის გაგონებაზე ისევ დავიზაფრე. ძალიან საშინელი შეგრძნება იყო, უმწეობის, გამოუსადეგარობის. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მისი გონებიდან ყველანაირ ტკივილს გავაქრობდი… მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო გარდა იმისა, ჩემთვის ჩაკიდებული ხელისთვის ძლიერად მომეჭირა.
გვიან გამოვედით გალერიიდან. ნიკოლოზმა მადლობა გადაგვიხადა მოსვლისთვის. მართლა ძალიან კარგი გამოფენა გამოუვიდა. ნამდვილად კარგი მომავალი ელოდა წინ.
-ხვალ დედა უნდა გამოვიდეს… - თქვა რეზიმ.
-ჰო…
ვღელავდი მაგდას მოსვლის გამო, მაგრამ ეს ღელვა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც რეზი განიცდიდა. გუშინ, როგორც იქნა, მაგიდასთან დალაპარაკება გადაწყვიტა. მობილური როგორც კი ყურთან მიიდო, თვალები დახუჭა და მთელი საუბრის მანძილზე არ გაუხელია. მაგდა განერვიულებული იყო. მომეჩვენა, რომ უფრო იმის გამო დარდობდა, რეზი ამდენი ხანი რომ დუმდა და მის ზარებს აიგნორებდა. გვითხრა, ხვალ გამოვალ გვიან და ორივე სახლში დამხვდითო. რაც მთავარი იყო, რეზის მამას ჯერ არ უნდოდა თავისი შვილის ნახვა. ის უფრო გაბრაზებული იყო. როდესაც რეზიმ მობილური გამორთო, დაჭიმული სხეული მოეშვა და ისე აცახცახდა, ვერაფრით დავამშვიდე. აკანკალებულ ბიჭს მთელი ძალით ვუჭერდი მკლავებს, დამამშვიდებელ სიტყვებს ვეჩურჩულებოდი, ვეფერებოდი. წამით დაწყნარდებოდა, შემდეგ კი ისევ ეწყებოდა კანკალი.
-ხვალამდე ალბათ მოვკვდები, - ბოლოს წამოჯდა და ოთახში სიარული დაიწყო.
-ჯერ არ მოკვდე, ნიკოლოზის გამოფენაზე უნდა წავიდეთ.
-ხო, მართალი ხარ, -რეზიმ სიკვდილი გადაიფიქრა და ისევ გვერდით მომიჯდა, - ჯანდაბა, მერე მამაჩემის ნახვაც მოგვიწევს…
-კარგი, გეყოფა ნერვიულობა, - ზურგიდან ხელები მოევხვიე და თავი მხარზე ჩამოვადე, - თორემ მამაშენი იფიქრებს, რომ ძალით გაჩერებ ჩემთან.
რეზიმ შემომიბღვირა.
-სულაც არ მეხმარები ასე!
-როგორ არა, გეხმარები, - გავუღიმე და მხარზე ვაკოცე, - აღარ კანკალებ.
რეზიმ მუხლებზე დაიხედა და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-ნიკოლოზის გამოფენაზე წავალთ, მერე დედაჩემს ვნახავთ. როგორმე დავარწმუნებთ, რომ მამასთან ცოტა დაგვეხმაროს და მამაჩემთან შეხვედრასაც როგორმე გადავაგორებთ. ყველაფერი ძალიან მარტივადაა, - რეზის თავად გაეცინა თავის ნათქვამზე, - მგონი ჯობია მოვკვდეთ, - თქვა მან და საყვარლად შემომცინა...
სახლში შევედით და მისაღებში შუქი ავანთეთ. იქაურობა წკრიალებდა. გამოფენაზე წასვლამდე ისე დავალაგეთ, ცხოვრებაში რომ არ დამილაგებია ასე გულდასმით. ფანჯრებიც კი ჩამოვწმინდე, მაგდაზე კარგი შთაბეჭდილება რომ მომეხდინა. ახლა კი მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი ზედმეტად იდეალურად გამოიყურებოდა.
- არ შემიძლია ასე ჯდომა და ლოდინი, - რეზიც მოუსვენრად იყო, - იქნებ იყო მოსული, სახლში არ დავხვდით და წავიდა?
- მაშინ დაგვირეკავდა, - ვუთხარი და დივანზე წამოვწექი.
ამოიოხრა, ნელა მომიახლოვდა და გვერდით მომიწვა. ხელები წელზე შემოვხვიე და ჩემკენ მოვიზიდე, თორემ ვიწრო დივანიდან გადავარდებოდა. რეზიმ თავი ჩემს ყელში ჩამალა და თავადაც მომეჭიდა ხელებით წელზე. ცოტა ხანში თმაში შევუცურე თითები. გაირინდა. მისი დაწყნარებული სუნთქვა კანზე მიღიტინებდა. მის თმაში დავასრიალებდი თითებს და მეც ძალიან მსიამოვნებდა ასე თამაში.
მოვითენთე. ძილი მომერია. დაღლილობა ერთბაშად მომაწვა. ის იყო, უკვე უნდა ჩამძინებოდა, რომ კარზე კაკუნის ხმა მომესმა.
რეზი შეიშმუშნა და თავი ასწია.
-მოვიდა? - მკითხა დაბნეულმა.
-მგონი.
ნელა წამოდგა და კარის გასაღებად გავიდა. მეც გავყევი. კარში დაბღვერილი მაგდა გამოჩნდა. ორივე გამკიცხავად შეგვათვალიერა, ცივად აგვიარა გვერდი და სახლში შევიდა.
რეზიმ მძიმე ამოოხვრით მიხურა კარი.
-კარგად ხარ? - ვკითხე ჩურჩულით.
თავი დამიქნია.
-ნუ ნერვიულობ, მალე გადავაგორებთ ამასაც, - ხელი ჩავკიდე და ძლიერად მოვუჭირე. უეცრად ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა.
-გავიდეთ, თორემ გამოგვხედავს.
მაგდა სავარძელში იჯდა და ჩვენ გველოდა. დივანზე ჩამოვსხედით.
-თუ ჩუმად უნდა ყოფილიყავი, მაშინ რისთვის მიხვედი? - დედამისის სიჩუმით გაღიზიანდა რეზი.
- რისთვის მოვედი? - მაგდამ თვალები დააკვესა, - მაინტერესებდა ცოცხლები იყავით თუ არა! სურათის დადება და მერე ტელეფონის გამორთვა კარგად მოგიფიქრებია, ბრავო!
რეზიმ არაფერი უპასუხა.
-კარგად ხართ? - დაბალი ხმით იკითხა მაგდამ.
- კი.
- ვინმეს რამე ხომ არ უთქვამს?
- არა, - რეზის ხმაზე შეეტყო, რომ იტყუებოდა.
- დავით, - ახლა მე მომიბრუნდა მაგდა, - სიმართლე მითხარი, რამე მოხდა?
რეზის გადავხედე. თვალებით მთხოვდა, არაფერი მეთქვა.
-უნივერსიტეტში ველოსიპედის საბურავები გადაუჭრეს.
გვერდში მწარე ჩარტყმა მივიღე. ამივიკვნესე და დაბღვერილ რეზის მეც შევუბღვირე.
-სურათის გამო?
- ჩვენ ასე გვგონია.
- კიდევ?
- მეტი არაფერი.
- შენ როგორ ხარ? გირეკავენ? - ჰკითხა რეზიმ.
- ხო, მაგრამ ყველას საკადრის პასუხს ვცემ.
- ბოდიში, დედა, ჩემ გამო ამის გადატანა რომ გიწევს.
მაგდამ სახეზე ჩამოისვა ხელი. მხოლოდ მაშინ შეეტყო, რომ ბოლო დღეები მისთვის მარტივი არ ყოფილა.
- ხომ იცი, რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ. ახლა ბედნიერი ხარ?
- კი.
- დარწმუნებული ხარ, რომ ერთად ყოფნა ამ ყველაფრად გიღირს?
-კი, - დარწმუნებით უპასუხა რეზიმ.
- კარგი, მაშინ დაველაპარაკები მამაშენს.
- მართლა? - რეზიმ გაოცებისგან წამოიყვირა.
- ხო. ალბათ მალე ჩვენთან დაგპატოჟებთ. და ძალიან გთხოვ, ჩემს ზარებს უპასუხე ხოლმე. ან საერთოდ, როგორ იფიქრე, რომ საჩხუბრად გირეკავდი, საერთოდ არ მიცნობ? - ჩაიბუზღუნა მაგდამ და ფეხზე წამოხტა, - წავალ მე.
- უკვე?
- ჰო, დაღლილი ვარ. ადვილი არ არის ამდენი ნათესავის მოგერიება.
- ბოდიში...
- არ მჭირდება შენი ბოდიშები. ჩამეხუტე გასამხნევებლად.
რეზიმ მაშინვე მკლავები შემოხვია.
- ძალიან მიყვარხარ, დე. საუკეთესო დედა ხარ.
- მეც მიყვარხარ, სულელო ბავშვო, - მაგდას ხმა აუკანკალდა, - კარგი, წავედი, თორემ აქ დარჩენას გადავწყვეტ.
- კარგი, წადი, - შეჰყვირა რეზიმ და სწრაფად მოსცილდა.
მაგდას გაეცინა.
-კარგად, დავით, - ცივად დამემშვიდობა მე.
-კარგად…
- დედაშენს არ მოვწონვარ, - ვუთხარი რეზის, როცა მაგდა წავიდა.
- მოსწონხარ, უბრალოდ თავს გაჩვენებს, რომ შეგაშინოს.
-აი, შენ კი ნამდვილად ტყუილად გეშინოდა, - მასთან მივედი და ხელები ლოყებზე მივუჭირე.
- ჰო, - სასაცილოდ მიპასუხა მან.
გამეცინა და სწრაფად ვაკოცე.
- წყალს გადავივლებ და დავიძინოთ, - მითხრა მან.
- მეც მინდა ბანაობა, - დავიწუწუნე.
- წამოდი, მერე, - გაიღიმა რეზიმ და ხელი ჩამკიდა.


***
რეზის ჩემგან ზურგშექცევით ეძინა. გრძელი, მუქი თმა კისრიდან გადასწეოდა და ორად გაყოფილ თმას შორის ხერხემლის მალები მიმზიდველად ამობურცვოდა. დიდხანს ვაკვირდებოდი და უნებურად მეღიმებოდა. ვუყურებდი, როგორ სუნთქავდა, როგორ მოძრაობდა მისი მხრები და უცებ მთელი სხეულით ვიგრძენი, რომ ამ ბიჭის გარეშე სოცოცხლე არ მინდოდა.
მისკენ გადავიხარე და კისერზე ოდნავ შევუბერე. რეზი შეიშმუშნა, მაგრამ არ გაუღვიძია. კიდევ უფრო ახლოს მივჩოჩე და იმავე ადგილას ვაკოცე.
- გავიღვიძე, - დავიჩურჩულე და ისევ ვაკოცე.
კვლავ შეიშმუშნა და ამჯერად ზანტად შემობრუნდა ჩემკენ. ხელით თვალები მოისრისა რომ ბოლომდე გამოფხიზლებულიყო.
- რატომ გამაღვიძე? იცი, რა მაგარ სიზმარს ვხედავდი? ვითომ… - რეზიმ აღარ დაათავრა, ორივე ხელი პირზე იტაცა და შეშინებული თვალებით შემომხედა.
- ვითომ რა? - ვკითხე ღიმილით და მთელ სხეულზე ავეკარი.
რეზის უფრო და უფრო უფართოვდებოდა თვალები. ბოლოს, როცა ყველაფერი გაიხსენა, საბანი თავზე წაიფარა.
- რას აკეთებ? - სიცილით დავიწყე მისი გათავისუფლება, - ასე ხომ გაიგუდები.
- ანუ სიზმარი არ იყო? - მომესმა მისი დახშული ხმა.
- რა სიზმარი? - ვკითხე ღიმილით.
- ნუ ისულელებ თავს, - საბანი გადაიძრო და ლოყებაწითლებულმა შემომიბღვირა.
ვეღარ მოვითმინე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. მაშინვე გაინაბა.
- როგორ ხარ? - ვკითხე და თავი მის ყელში ჩავრგე და პატარ-პატარა კოცნების დატოვება დავუწყე.
- მეგონა სიზმარი იყო…
- მოგეწონა სიზმარი?
პასუხად ხელები კისერზე შემომხვია და თმაში ამიხლართა თითები. ხელი ქვემოთ ჩავუცურე და ფრთხილად შევეხე მის ნაზ და მესტიან ან/უსს. თვალები დახუჭა და სუნთქვა არეულმა სახე დამალა. ფეხი ოდნავ ასწია და თეძოზე გადამადო. ჩემზე შემოხვეულ ფეხზე ძლიერად მოვუჭირე თითები.
- გტკივა?
- ცოტა.
თავი ასწია. თვალები კვლავ დახუჭული ჰქონდა. ოდნავ გაეპო ტუჩები. კიდევ უფრო გააღო პირი და ტუჩები დაისველა. მივხვდი რაც უნდოდა. დიდხანს აღარ ვალოდონე და ტუჩებზე დავეწაფე. ამოიკვნესა და ვნებამორეული ამყვა კოცნაში. მალევე მოვცილდი. სუნთქვა აღარ შემეძლო. რეზი ზურგზე გადაწვა. პირით სუნთქავდა და მკერდი სწრაფად უმოძრავებდა. თავი დავადე და თვალები დავხუჭე.
მთელი დილა ხან გვეძინებოდა, ხან გვეღვიძებოდა. თავს ისე კარგად ვგრძნობდი, მინდოდა სამუდამოდ ასე დავრჩენილიყავით. მისი სიახლოვე, მისი ცხელი კანის შეგრძნება მთელ სხეულში თრთოლვად მედებოდა და აღმაგზნებდა, მაგრამ ეს ისეთი მომენტი იყო, რომ არაფრის გაკეთება მინდოდა. ჩახუტებაც კი საოცრად მაკმაყოფილებდა.
- წელი მეტკინა, - წაიბურტყუნა, როცა ზურგზე წოლით დაიღალა და საწოლში წამოჯდა. თმა არეოდა და ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს ჯერ კიდევ გამოუძინებელი იყო, - უნდა ავდგეთ.
- არა რა, - ძალიან მეზარებოდა ადგომა.
- მომშივდა. შენ არა?
- მეც.
- ჰოდა, ადექი, - რეზიმ ტელეფონზე საათს დახედა, - სამი დაიწყო, - მითხრა გაოცებულმა და ხელი ჩამკიდა, საწოლიდან რომ ავეყენებინე, მაგრამ ვერ დამძრა, - ადექი, შე ზარმაცო, - ხელი გამიშვა და საწოლიდან წამოხტა.
- ჰეი, ნელა, - შევყვირე მისი მკვეთრი მოძრაობისგან გაოცებულმა.
- კარგად ვარ, - გამიცინა მან და ჩაცმა დაიწყო.
მეც ავდექი და ჩავიცვი. რეზი უკვე სამზარეულოში იყო და მაგიდას შლიდა.
- დღეს რამეს აპირებ? - მკითხა პირგამოტენილმა.
- არა, - ვუთხარი ღიმილით.
რეზის გაუხარდა. სწრაფად გადაყლაპა ლუკმა და ტუჩები ენის წვერით გაილოკა.
- ჩვენი სადარბაზოს სახურავზე ასასვლელი კარი ღიაა. თუ გინდა, პლედები ავიტანოთ და დავწვეთ.
- ჩაიც გავაკეთოთ, - შევთავაზე მისი იდეით მოხიბლულმა.
თავი დამიქნია.
- აუ, ძალიან მშია, - კვლავ პირგამოტენილმა ჩაილაპარაკა.
- როგორც ჩანს, წუხელ ბევრი ენერგია დახარჯე, - ვუთხარი სიცილით.
მაგიდის ქვეშ ფეხი გამკრა. სიცილით შევყვირე.
- იდიოტი ხარ, - გაბუტული ხმით მითხრა მან.
- მეც ძალიან მშია, რადგან მეც ბევრი ენერგია დავხარჯე, - გავუღიმე და საჭმელი თეფშზე დავიპირქვავე.
- გეყოფა!
ლოყებაწითლებულ რეზის მხირულად შევცინე და შემწვარი ქათმის ნაჭერი პირისკენ გავაქანე.

* * *
რეზიმ ჩანთიდან პლედი ამოიღო და გაშლა დაიწყო. სანამ შლიდა, მე იქვე თერმოსით ჩაი, პლასტმასის ჭიქები და ნიჟარის ფორმის ორცხობილები დავალაგე. რეზიმ პლედზე დაწვა, მეორე კი ფეხებზე მიიფარა. მეც გვერდით მივუგორდი და რადგანაც ცოტა ციოდა, სწრაფად მივეხუტე ბიჭს.
- ეს ყველაფერი რომ დამთავრდება, მოდი, შენთან წავიდეთ, ყვარელში... რამდენიმე დღით... - ჩურჩულით მითხრა მან.
- ყვარელში? სიმართლე გითხრა, მაგ სახლის გაყიდვაზე ვფიქრობდი.
- არა, არ გაყიდო, - წამოიწია და ჩემს ზემოდან მოქცეული მკერდზე დამაწვა. დამუშტული ხელები დამალაგა და ნიკაპი ჩამოდო, - ვიცი, რომ არ გიყვარს, მაგრამ მგონია, რომ მის შეყვარებას შეძლებ, - ზემოთ ამოცოცდა და კისერში ჩამიძვრა. ვიგრძენი, როგორ შემეხო ტუჩებით კანზე და თვალები მიმელულა, - რამდენიმე დღით წავიდეთ და ნახავ, როგორ შეგიყვარდება... ოღონდ მამაჩემთან შეხვედრაც გადავაგოროთ... და მერე წავიდეთ.
მივხვდი, რომ ეშინოდა. რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო. იმის მიუხედავად, რომ წარმოდგენა არ მქონდა როგორი იყო რეზის მამა, უცნაურად მშვიდად ვიყავი. იმიტომ კი არა, რომ რეზის ადგილზე არ ვიყავი, უბრალოდ მჯეროდა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
წელზე შემოვხვიე ხელები.
- კარგი, წავიდეთ როცა გინდა და რამდენი ხნითაც გინდა.
რეზიმ ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
- მამაჩემი ჰომოფობი არ არის, მაგრამ მაინც ვნერვიულობ. დარწმუნებული ვარ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბიჭი შემიყვარდებოდა.
- მითუმეტეს, შენც ხომ ხვდები, რომ ტყუილად ნერვიულობ ასე ძალიან.
- ვიცი, - სევდიანად მითხრა მან.
- ძალიან მიყვარხარ, - მისი სახე ხელებში მოვიქციე და დასერიოზულებულმა ვუთხარი.
- მეც მიყვარხარ, - გამიღიმა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა. შემდეგ კი ჩემი სხეულიდან გადაცოცდა და პლედი მე დამაფარა.
- სად მიდიხარ? - უკმაყოფილოდ დავიწუწუნე.
- ჩაი დავლიოთ.
წამოვჯექი. რეზიმ ჩაი თერმოსიდან ჭიქაში ჩამოასხა და გამომიწოდა. სწრაფად გამოვართვი, სანამ ხელი დაეწვებოდა. თავისთვისაც დაისხა და გვერდით მომიჯდა. მაშინვე პლედში გავახვიე.
- ძალიან ლამაზი ცაა, - აღნიშნა მან.
მართლაც, მთელი ცა თეთრი ღრუბლების ნაგლეჯებით იყო დაფარული, თითქოს ვიღაცას ტყვიებით დაეცხრილა. მზე კარგად არ ჩანდა და ირგვლივ გვიანი შემოდგომის ნესტიანი და ცივი ქარი ქროდა. ცხელი სითხე სხეულში სასიამოვნოდ ჩამეღვარა. რეზი ჯერ არ სვამდა, ჭიქაზე შემოხვეულ ხელებს ითბობდა. თავი მხარზე დავადე და ცას ავხედე. მალე მისი ტუჩები ვიგრძენი, თმაზე მეხებოდნენ.
- კატები გიყვარს? - მკითხა უცებ.
- კი.
- ძაღლი გირჩევნია თუ კატა?
- მმმ... მგონი კატა. რატომ მეკითხები?
- არ გინდა მოვიყვანოთ?
- კატა?
- ხო, - თავი სწრაფად დამიქნია.
- კარგი, მოვიყვანოთ თუ გინდა, ოღონდ პატარა კნუტი, რომ ჩვენ გავზარდოთ.
- ხო, - მხიარულად გაიცინა მან.
- ყვარელიდან რომ ჩამოვალთ, მოვიყვანოთ.
- აუ, მადლობა, - უცებ ორივე ხელი შემომხვია და ძლიერად ჩამეხუტა.
სიცილით შემოვხვიე ხელები.
- კარგად ხარ? - ვკითხე, როცა გასწორდა, - მადლობას რისთვის მიხდი...
- რა ვიცი, ყველაფრისთვის, - სიცილით აიჩეჩა მხრები.
- ხანდახან მგონია, რომ მალე დამშორდები და წახვალ, - ჩაის დაცლილი ჭიქა დავდგი და პლედზე დავწექი.
რეზი გაოცებული შემობრუნდა ჩემკენ.
- რატომ უნდა დაგშორდე? - ჭიქა მანაც დადგა. ჩემ გვერდით იჯდა, პლედში გახვეული, საოცრად ლამაზი და ზემოდან დამყურებდა, - გგონია არ მიყვარხარ?
- ვიცი, რომ გიყვარვარ, - ხელზე დავქაჩე და ჩემკენ მოვიზიდე. სწრაფად მომიწვა გვერდით და მომეხუტა, - ვგრძნობ, რომ გიყვარვარ... უბრალოდ, ხანდახან ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ადრე თუ გვიან უნდა წახვიდე და ვერ მეუბნები. მაშინაც, ის ნახატი რომ მაჩუქე, სამახსოვროდ გქონდესო, ძალიან გამიხარდა, მაგრამ თან უცნაური გრძნობაც გამიჩნდა, თითქოს წასვლის საფუძველს იმზადებდი და არ ვიცი... ეს გრძნობა ძალიან მაშინებს...
- ის ნახატი მხოლოდ იმიტომ გაჩუქე, რომ შენ იყავი. იმას არ ვგულისხმობ, ნახატზე შენ ხარ, თვითონ ნახატია ძალიან შენებური. მსგავსად ვეღარასდროს დავხატავ. უბრალოდ მინდოდა, რომ შენ გქონოდა. დამიჯერე, არსად წასვლას არ ვაპირებ. დაშორება რომ მინდოდეს, არც იმ სურათს ავტვირთავდი და ამდენ პრობლემასაც თავიდან ავიცილებდი.
- ვიცი, მაპატიე, - დავიჩურჩულე.
არ მომწონდა მას რომ ვანერვიულებდი, არ მომწონდა ჩემ გამო რომ ღელავდა, რომ ჯერ კიდევ არსებობდა პატარ-პატარა გაურკვევლობები.
რეზიმ თავი ასწია და ტუჩებზე შემეხო. ეს არ ყოფილა კოცნა, უბრალოდ ტუჩებზე ტუჩებით მეხებოდა. პირველი, რაც ვიგრძენი, სირბილე იყო. მერე მისი სუნთქვა დამეცა სახეზე და მივხვდი, რომ აღელვებული იყო. ნელ-ნელა ასე ყოფნა აუტანელი ხდებოდა, ის კი არაფერს აკეთებდა. არ მინდოდა ასეთი მცირე შეხება. მისი კოცნა მინდოდა, მის ენაზე თამაში, საერთო ჰაერით სუნთქვა... ვეღარ გავძელი, ოდნავ გავაღე პირი და უკმაყოფილოდ ამოვიოხრე. იმ წამსვე შემომიცურა ენა ტუჩებს შორის და წამოიწია, უფრო მოხერხებულად რომ დამჯდარიყო. ჩემი სახე ხელებში მოაქცა და თავი ძლიერად დამიჭირა, რომ არ მემოძრავა. გული სწრაფად მიცემდა, ყურებში ბაგა-ბუგის და რეზის სუნთქვის ხმა მესმოდა. ხელები კისერზე მოვხვიე და კიდევ უფრო გავაღრმავებინე კოცნა. უეცრად მომცილდა და წამოჯდა.
- აჰ... - არ ველოდი ასე მოულოდნელად თუ შეწყვეტდა კოცნას და საყვედურით ავხედე.
რეზიმ ჩემი ხელი აიღო და უბეზე დაიდო. ძალიან იყო აღგზნებული. იმ წამსვე ვიგრძენი, როგორ მომედო ცეცხლი ფეხებს შორის. ოდნავ მივუჭირე თითები. ამოიოხრა და თეძოები შეარხია. ჯანდაბა, არ შემეძლო. ვერ ვუძლებდი მის სექსუალურობას. ხელზე ხელი დამადო და მაიძულა კიდევ უფრო მიმეჭირა თითები.
- მე ჩავდივარ, ამას უნდა მიხვედო, - მითხრა უცებ და ხელი ამაღებინა.
- მოიცადე...
- რომ იცოდე, შენს დახმარებას სიამოვნებით მივიღებ, - ბიჭმა მაცდურად გამიღიმა და ფეხზე წამოდგა.
- მოიცადე, - აღმომხდა მისი საქციელით გაოგნებულს, მაგრამ რეზი უკანმოუხედავად შევიდა სადარბაზოში ჩამავალ კარში და კიბეს ჩაუყვა.
- ღმერთო, ეს რა იყო?! - აღელვებულმა სახეზე ჩამოვისვი თითები და უცებ ხმამაღლა გამეცინა. სწრაფად წამოვხტი, პლედები და ჭურჭელი ჩანთაში ჩავტენე და რეზის გავყევი.
კიბე სწრაფად ჩავირბინე. როცა ბინის კარს მივუახლოვდი, რეზიმ მაშინ მოარგო გასაღები და ზურგით შეაღო. თვალს არ მაცილებდა. სანამ კარში მთლიანად გაუჩინარდებოდა, დაბინახე, ღიმილით როგორ იკბინა ქვედა ტუჩზე. უკვე ცუდად ვიყავი. სახლში შევედი და კარი ხმაურით მივხურე.
როდესაც საძინებელში შევედი, რეზი შარვალს იხდიდა. ჩემგან ზურგშექცევით იდგა, თუმცა იცოდა, რომ მეც ოთახში ვიყავი. ნელა, აუჩქარებლად აძვრა საწოლზე, ზურგით საწოლის თავს მიეყრდნო და თვალებში შემომხედა. მისკენ წავედი. საწოლზე ავცოცდი და მის გადაშლილ ფეხებს შორის მუხლებზე დავჯექი. ცალი ხელი მაისურის ქვეშ შეიცურა და მუცელზე დაიდო, მეორე კი მსუბუქად გადაიტარა საცვალზე.
- რას აკეთებ? - ხმაჩაწყვეტილმა ვკითხე.
- შენ როგორ ფიქრობ? - თავი გვერდით გადააგდო და ქვემოდან ამომხედა. მაისურის ქვეში ჭიპის გარშემო თითით წრეების შემოხაზვა დაიწყო. მაშინვე თვალები მიელულა, მაგრამ სწრაფად გაახილა და დანისლული მზერა შემომაგება.
- ხომ იცი, რომ ცოტა ხანი თავი უნდა შევიკავოთ... - ეს ვუთხარი, მაგრამ მაინც ავუსრიალე ფეხზე ხელი.
- სხვანაირადაც შეიძლება, - დაიჩურჩულა მან და ჩემკენ ჩამოჩოჩდა. მაისური ზემოთ აეწია და მთელი მუცელი გამოუჩნდა. მისი კანი საოცრად თეთრი იყო, ძალიან მომინდა შევხებოდი, უხეშად მეკოცნა, დამეკბინა, ეს მაცდუნებელი სითეთრე რომ გამექრო.
ჩემს წინ გულაღმა დაწოლილი რეზი საჯდომით მომებჯინა და თეძოების მოძრაობა დაიწყო. ისედაც საკმაოდ აღგზნებული ვიყავი, ის კი სულ უფრო მაგიჟებდა. ჩემკენ ხელი გამოიშვირა, მაშინვე მოვეჭიდე და წამოვაყენე. ჩემს კალთაში აღმოჩნდა, ხელები კისრზე შემომხვია და მკერდზე ამეკრა. ყელში მაკოცა.
- გახადე, - დაიჩურჩულა მან.
სანამ მე ჯემპრს ვიხდიდი, რეზი შარვლის შესაკევზე დამწვდა და გამიხსნა. გახსნისას სულ ოდნავ შემეხო პე/ნისზე, მაგრამ ეს შეხებაც საკმარისი აღმოჩდა, თავი რომ დამეკარგა. სწრაფად გავიხადე ყველაფერი და ბიჭი ჩემკენ მოვიზიდე. მორჩილად დამყვა. ხელები მხრებზე შემომაწყო და ტუჩები შემომაგება.
- ჯერ კიდევ გუშინ, ტკივილის გამო ვფიქრობდი, რომ სექსი არასდროს მომინდებოდა, მაგრამ ახლა იმაზე მეტად მინდიხარ, ვიდრე აქმადე... - დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებზე და უცებ ძლიერად მიკბინა.
- არა, არა... - თავი უკან გადავწიე უარის ნიშნად. რეზიმ უკმაყოფილოდ ამოიკვნესა და თან გამომყვა. მკლავებში ჩავავლე ხელები და საწოლზე წამოვაქციე. ჩემს ქვემოთ აღამოჩენილს წამით თვალები გაუფართოვდა, შემდეგ მზერა ჩემს ტუჩებზე გაეყინა და საკოცნელად წამოიწია. კვალავ უკან დავიხიე და ხელები ძლიერად გავუკავე, წინააღმდეგობის გაწევა რომ დაიწყო.
- დამშვიდდი... დაწყნარდი... - ჩურჩულით დავიხარე მისკენ და ლოყაზე მოწყვეტით ვაკოცე. პატარ-პატარა კოცნებით დავუფარე მთელი სახე. მისი აღელვებული სუნთქვა მესმოდა, ფეხებით წელზე კოალასავით მებღაუჭებოდა და ჩემს ქვემოდან გამალებით ამოძრავებდა თეძონებს. ძალიან მიჭირდა თავის შეკავება.
- გეყოფა... ნუ მაწვალებ... - ტირილნარევი ხმით ამოიგმანა მან. მაშინვე ტუჩებზე დავეწაფე. კოცნაში ამყვა, თუმცა უფრო წყნარად. ხელებიც მოუდუნდა და გავუშვი. კომფორტულად მოვთავსდი მის ზემოდან. ჩემს პირში ყრუ ოხვრა აღმოხდა და ხელები კისერზე შემომხვია.
- მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, - დავიჩურჩულე და ტუჩებგაპობოლ ბიჭს ზემოდან დავაჩერდი.
- მეც მიყვარხარ, - ფრთხილად გადამატარა თითები თვალებზე, შემდეგ ლოყებზე ჩამოვიდა და ბოლოს ტუჩებზე გაჩერდა.
გამეღიმა და მის სხეულზე მოძრაობა დავიწყე. უცებ ხმამაღლა ამოიკვნესა და თავი უკან გადააგდო. ცდილობდა როგორმე თავი გაეკონტროლებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა.
- გთხოვ, დავით... მეტი აღარ შემიძლია... - ამოიკვენესა მან და როდესაც ტუჩებით ყელზე დავეწაფე, ხელებით ძლიერად ჩაებღაუჭა საწოლის გადასაფარებელს.
მისი კვნესა მაგიჟებდა. ხელებს შეუსვებებლად დავასრიალებდა მის მკვრივ სხეულზე. ძლიერად ვუჭერდი, კანს ვუსრესდი, ვკბენდი, ვლოკავდი ეს ხმა კიდევ რომ გამეგონა. კოცნით ჩავყევი მის მუცელს. მოუსვენრად ცმუკავდა, ვერ ჩერდებოდა. თმაში შეუმცურა თითები, როცა ენით ჭიპის გარშემო დავუწყე თამაში და უფრო ქვემოთ მიბიძგა. ჩამეღიმა და ტუჩების მოუშორებლად ავხედე სახეარუელ ბიჭს. მხოლოდ მისი გადაწეული თავის, ულამაზესი ყელის და შეზნექილი წელის დანახვა მოვახერხე. როდესაც კიდევ უფრო ქვემოთ ჩავცურდი და ქვასავით გამაგრებულ პე/ნისზე ენა ავუსრიალე, რეზის უცნაური ბგერები აღმოხდა ყელიდან. კმაყოფილმა ღიმილი ვერ შევიკავე და მონდომებით გავაგრძელე მისი დაწყებული. ბოლოს, როდესაც შეუკავებელი ყვრილით ჩემს ხელებში გაათავა, გვერდით მივუწექი და სიამოვნებისგან ჯერ კიდევ გათიშულ ბიჭს შემოხვიე. ცოტა ხანში თვალები გაახილა და ხმამაღლა ამოისუნთქა.
- შენც გაათავე?
- კი.
- მადლობა... - დაიჩურჩულა უცებ.
- სულელო, - სიცილით ჩამოვკარი ცხვირზე ხელი.
საყვარლად გაეცინა და მკერდზე მომეწება.
- ერთი სული მაქვს აქედან როდის წავალთ, - ამოიოხრა მან.
- მალე... იმაზე მალე, ვიდრე შენ გგონია.


* * *
- მერჩივნა მარტო მოვსულიყავი, - თავისი მშობლების კართან ატუზული რეზი ნერვიულად უჭერდა ხელებს ჩემი ქურთუკის საყელოს, - ახლა იმაზეც უნდა ვინერვიულო, რომ შენ რამე არ გითხრას.
- მარტო მაინც არ გამოგიშვებდი, ამიტომ დამშვიდდი, - აკანკალებული ხელებზე თითები მოვუჭირე.
- სახლში მინდა, - დაიწუწუნა და შუბლშეჭმუხნულმა ამოიოხრა.
- ე, გეყოფა, - შუბლი შევიკარი, - ნუ ნერვიულობ ასე ძალიან. მე კარგი წინათგრძნობა მაქვს.
ჩემი წინათგრძნობა საერთოდ ვერ გაამხნევებდა მას. შემომიბღვირა და კარზე ფრთხილად დააკაკუნა. მალე ნაბიჯების ხმაც მოგვესმა და კარში მოღიმარი მაგდა გამოჩნდა.
- აქამდე სად ხართ, ბავშვებო? - თბილად გაგვიღიმა მან და ჯერ რეზის ჩაეხუტა, მერე მე. გამიკვირდა. ბოლოს რომ ვნახე, ძალიან ცივად დამემშვიდობა. ვიფიქრე, რომ ჩვენი გამხნევება უნდოდა.
- რა ხდება? - თვალით ოთახის სიღრმისკენ მიუთითა რეზიმ, - როგორ ხასიათზეა?
- გელოდებათ. შემოდით.
მისაღებ ოთახში, რომელიც ქანდაკებებით იყო სავსე, მაღალი, გამხდარი კაცი დავინახე. გრძელი, ჭაღარა თმა უკან შეეკრა და შუბლშეკრული გვიყურებდა. უნდა ვაღიარო, მე სულ სხვანაირი წარმომედგინა.. უფრო ჯმუხი და უხეში. ეტყობოდა, რომ მაგდაზე 10 წლით მაინც იქნებოდა უფროსი.
- გამარჯობა, მამა, - რეზი ფეხის წევრებზე მოუსვენრად ადიოდა და ჩამოდიოდა.
- გამარჯობა, - მივესალმე მეც.
- დასხედით, - მაგდა თბილად გვიღიმოდა.
მე და რეზიმ ჯერ მაგდას შევხედეთ, მერე ალეკოს, რეზის მამას, მერე კი ერთმანეთს. რეზი დივნისკენ დაიძრა. მეც უკან მივყევი.
- ყავას ხომ დალევთ? - მაგდამ მე გადმომხედა.
უცებ ძალიან ავნერვიულდი. ალეკო ჩუმად გვაკვირდებოდა, მაგდა კი ისე ძალიან ცდილობდა დავერწმუნებინეთ, რომ ყველაფერი კარგად იყო, უარესად დამთრგუნა.
- კი, დავლევთ, - ჩემ მაგივრად უპასუხა რეზიმ და თვალებით მკითხა, რა ხდებაო.
- კარგი, - მაგდამ გაგვიღიმა და თავის ქმარს მიუბრუნდა, - ალეკო! - ცივად, გამაფრთხილებლად წარმოთქვა მისი სახელი და სამზარეულოში გაუჩინარდა.
რეზის მამამ თვალები აატრიალა, ამოიოხრა და ჩვენ წინ მდგარ სავარძელში ჩაჯდა.
- დედაშენს უთხარი მადლობა, ახლა აქ რომ ხართ.
- კარგი რა მამა, - რეზიმ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი.
- ისევ გაბრაზებული ვარ. ძალიან, ძალიან გაბრაზებული, - ალეკო ხელზე გაკეთებულ ჭრელ სამაჯურს ისე აწვალებდა, სადაცაა გაწყვეტდა.
- როდიდან გახდა შენთვის მნიშვნელოვანი, ვისთან ვიქნები?
- მაგას არ აქვს მნიშვნელობა, რეზი. რატომ ვერ ხვდები? მასე არ უნდა გამეგო. უნდა მოსულიყავი ჩემთან, ყველაფერი აგეხსნა და გაგეცნო ეს ბიჭი ჩემთვის.
რეზიმ არაფერი უპასუხა.
- ვიფიქრე, რომ ასე უფრო მარტივი იქნებოდა, - რეზიმ თავი დახარა.
- ყოველთვის სპონტანური იყავი. ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან რაღაც მასეთს ჩაიდენდი, - თავი გამკიცხავად გააქნია.
– დავითი ჩემთვის „რაღაც ასეთი“ არ არის, – უხეშად უთხრა რეზიმ.
– დამშვიდდი, – ვუჩურჩულე.
- და თან ახლა მთელი ცხოვრება მაგაზე საყვედურებით უნდა ამავსო? – გაბრაზებულმა ჰკითხა მამამისს.
ძალიან მინდოდა მისთვის ხელი გამეჭიდა და დამემშვიდებინა, მაგრამ მამამისთან უხერხული იყო.
- გეყოფა, ალეკო, - მაგდა სამზარეულოდან გამოვიდა და კარში დადგა, - ხომ იცი რა ჯიუტია. მისგან ბოდიშს ტყუილად ელი.
- ვერ გავიგე, რა მაქვს საბოდიშო? ჩემი ბრალია თქვენი ნათესავები იდიოტი ჰომოფობები და უკულტუროები რომ არიან?
- დამშვიდდი, გთხოვ, - ოდნავ ვუჯიკე მხარზე.
- სხვათაშორის, შენი ნათესავებიც არიან!
- ხო, მაგრამ თქვენები უფრო, - ჩაიდუდღუნა მან.
ყველას გაგვეცინა. თავშეკავებულად, მაგრამ მაინც.
- აბა, ერთ-ორ ჭიქაზე რას იტყვით, ბიჭებო? - გვკითხა უცებ ალეკომ.
- ოღონდ შენ დალიო, - კვლავ გაისმა რეზის უკმაყოფილო ბუზღუნი.
- ყოველ დღე კი არ მაცნობ ბიჭ შეყვარებულებს, - უპასუხა მან.
- გაცნობ? სახელიც კი არ გიკითხავს.
- დავითი გქვია, ხომ მართალი ვარ? - მკითხა მე.
- კი.
- აი, სახელი ვიცი. დანარჩენს ნელ-ნელა გავიგებ.


* * *
ვცდილობდი რეზის თვალების ბრიალი დამეიგნორებინა. მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ სამი წლის წინ მამამისის გამოფენაზე ვყოფილვარ, ალეკო მიყვებოდა, როგორ დაიწყო ფორმების გამოძერწვით დაინტერესება. სიმართლე რომ ვთქვა, მისი გამოფენა კარგად არ მახსოვდა, მაგრამ იმ ქანდაკებებიდან გამომდინარე, რაც სახლში ედგა, ცუდი არ უნდა ყოფილიყო.
- არ გინდა ჩემი ოთახი დაათვალიერო? - მკითხა რეზიმ, როგორც კი საშუალება გამოუჩნდა, რომ ჩემსა და ალეკოს საუბარში ჩართულიყო.
- კი, მინდა, - ვუპასუხე ღიმილით და თვალი მამამისისკენ გავაპარე. რეაქცია არ ჰქონია.
- მოვალთ, - უთხრა რეზიმ თავის მშობლებს და წამოდგა. უკან გავყევი.
შევედით თუ არა, კარი მიხურა, ზურგით მიეყრდნო და შვებით ამოისუნთქა. ჯერ კიდევ ნერვიულობდა და მათგან განცალკევება და სულის მოთქმა სჭირდებოდა.
- კარგად ხარ? - მკერდზე ავეკარი.
- ხო, - მიპასუხა და თავი კარს მიაყრდნო.
კიდევ უფრო მივიწიე მისკენ და ტუჩებში ვაკოცე. მაშინვე ამყვა და ენა პირში შემომიცურა. ისეთი სასიამოვნო იყო, ოდნავ ამოვიკვნესე.
ბოლოს მივცილდი და ჰაერი ჩაისუნთქე. რეზი კარს მოშირდა და ორივე ხელით ძლიერად ჩამეხუტა. სწრაფად მივხვიე ხელები, თავი მხარზე დავადე და ყელში მსუბუქად ვაკოცე. ტუჩებზე ვგრძნობდი, რა სწრაფად უცემდა პულსი. ოდნავ შევუბერე. რეზის სიცილი აუტყდა და ტაომ დააყარა. ღიმილით ავწიე თავი და ტუჩებში სწრაფად ვაკოცე.
- დამშვიდდი?
ღიმილით დამიქნია თავი.
- მამაჩემს მოეწონე.
- იმიტომ, რომ მის გამოფენაზე ვიყავი. არადა, კარგად არ მახსოვს, - ვაღიარე.
- ეგ არ უთხრა, - გაეცინა მას.
მეც გამეცინა და უკან შევტრიალდი.
მისი ოთახი ნახატებით იყო გატენილი. კედელზე პატარა თავისუფალი ადგილიც კი არ იყო დარჩენილი. ყველგან რაღაც ეკიდა. უზარმაზარ ტილოებს შორის არსებულ სიცარიელბს პატარა ნახატები ავსებდნენ. ფურცლებზე სწრაფად მოხაზული ესკიზები თუ ტოლოები, რომლებზე მუშაობასაც რამდენიმე კვირა და თვე სჭირდებოდა, ყველაფერი აქ იყო. კარადაში წიგნები ელაგა, წიგნებს ზემოდან კი იატაკის საღებავის ძველი ყუთები ელაგა, რომლებშიც ფუნჯები და საღებავების ტუბები დაცლილი თუ ნახევრად გამხმარი ტუბები ეწყო.
- აქ როგორ გეძინა? - ვკითხე გაოცებულმა.
მხრები აიჩეჩა.
- საშიშია არა?
თავი დავუქნიე. წარმოვიდგინე, ღამით როგორ მეღვიძებოდა და სიბნელეში ნახატებით სავსე ოთახის კედლებს ვავლებდი თვალს. ნამდვილად დამთრგუნველი იყო.
- ტანსაცმლისა და წიგნებს წამოღება მინდა, მაგრამ ახლა არა. მერე გამოვალ.
- კარგი.
- გეხვეწები, აღარ გააგრძელო მამასთან საუბარი. წავიდეთ რა, დავიღალე.
- კიდევ ნერვიულობ? ხომ ხედავ, ყველაფერმა რა კარგად ჩაიარა, - მასთან მივედი და ლოყაზე მივეფერე.
- ხო, მაგრამ ძალიან ვინერვიულე.
- მოდი ჩემთან, - ღიმილით მივიზიდე ჩემკენ და ჩავეხუტე, - მიყვარხარ. ყველაფერი კარგადაა, - დავიჩურჩულე მის ყელში თავჩარგულმა.
უკვე გვიანი იყო, რეზის სახლიდან რომ წამოვედით. მაგდამ გვთხოვა, დარჩითო. არც ალეკო იყო წინააღმდეგი, მაგრამ ძალიან დაღლილები და ნერვიულობის მერე გამოფიტულები ვიყავით საიმოსოდ, რომ მათთან დავრჩენილიყავით. თანაც, რეზის წასვლა უნდოდა. მეც სახლში მინდიდა. ხვალინდელი დღისთვის მოსამზადებელები ვიყავით.
რეზის მშობლებიდან ენდისთან წავედით. მანქანა გვათხოვა ყვარელში წასასვლელად. უკან მანქანით დავბრუნდით.
- იქ ეციება ხომ? - მკითხა რეზიმ, როდესაც ჩანთაში ტანსაცმელს აწყობდა.
- ხო, მაგრამ მისაღებ ოთახში ღუმელს დავდგამთ.
- ღუმელი? - თვალები გაუნათდა მას, - მართლა? - ჩემკენ წამოვიდა და ხელები წელზე მომხვია.
- მართლა, - ღიმილით ვაკოცე ცხვირზე.
– ღუმელი არასდროს მინახავს, – მითხრა მან და ტუჩები ბავშვურად გამობზიკა.
– ახლა ნახავ. ფილმს ვუყუროთ ღუმელთან, ან... – გავჩუმდი და მაცდურად გავუღიმე.
– ან...? – იკითხა მან და ცალი წარბი ასწია.
– ამბობენ, რომ ცეცხლის შუქზე სხეული განსაკუთრებით ეროტიკული და მიმზიდველი ჩანს.
– შეგვიძლია შევამოწმოთ, – დაიჩურჩულა მან.
ღიმილით დავუქნიე თავი და მის ტუჩებს ტუჩები შევაგებე.
– აბანოში უნდა შევიდე, – ვუთხარი, როცა კოცნა შევწყვიტეთ.
– კარი არ ჩაკეტო, – გამაფრთხილა მან.
– კარგი, – გავუღიმე.
მისი შემოსვლა ვერ გავიგე, ამიტომ როცა მუცელზე ხელები შემომხვია, შემეშინდა. მხარზე მაკოცა და მთელი სხელით მომეხუტა. ვიგრძენი, ცხელი წყლის შეხებაზე როგორ დაუარა ჟრუანტელმა. მისკენ სწრაფად შევბრუნდი და ტუჩებზე მომთხოვნად დავეწაფე. ხელები მხრებზე შემომხვია. უცებ შევტრიალდი და წყლის ქვეშ შევაგდე. გაოცებულმა შემომხედა, მე კი მის სახეზე ღიმილი ვერ შევიკავე. დაბღვერილმა ბიჭმა ღრუბელი და საპონი შემომაჩეჩა და ზურგი მაქცია.
– კარგი, როგორც გინდა, – გამეცინა მე და ბიჭს სხეულზე ავეკარი.


* * *
- დავით, ყვარელში ვართ უკვე.
რეზის ხმაზე გამოვფხიზლდი. მძმედ ავწიე თავი მანქანის საზურგიდან და ნატკენი კისერი მოვისრისე.
– ჰეი, – გამიღიმა მან და ბარძაყზე ოდნავ მომიჭირა ხელი, – ახლა საით წავიდე?
– მთავარ გზას გაჰყევი, არსად გადაუხვიო... ახლა მარჯვნივ და კიდევ პირდაპირ... კიდევ მარჯვნივ შეუხვიე.
– ახლა ვიცანი.
მანქანა ჭიშკართან გააჩერა. სწრაფად გადავედი და კარი გავაღე. ციოდა. ფრთხილად შეიყვანა მანქანა ეზოში. სანამ მე ჭიშკარს ვკეტავდი, მან ჩანთები პირველი სართულის აივანზე დააწყო.
– გრძნობ, რა მაგარი ჰაერია?
– მე მხოლოდ სიცივეს ვგრძნობ, – უკმაყოფილოდ ვუპასუხე.
თვალები აატრიალა.
საწყობიდან ღუმელი გამოვიტანე და მისაღებ ოთახში დავდგი. მაშინვე ავანთე და შეძლებისდაგვარად ერთად მივალაგეთ სახლი.
– ძალიან მომშივდა, – მითხრა რეზიმ, როცა საწოლს ახალი თეთრეული გადავაკარით და დასასვენებლად დივნაზე წამოვგორდით.
– კარტოფილი შევწვათ? – ვკითხე.
– კი, – თავი დამიქნია.
სამზარელოში გავედი და კარტოფილი თასში წამოვყარე.
– შენ შეწვავ ხომ? – ვკითხე რეზის, როცა გრძლად დაჭრას მოვრჩი.
– შენ არ გაგაფუჭებინებ, – სიცილით მიპასუხა მან.
– დიდი სიამოვნებით გითმობ ასპარეზს.
– ფილმს ვუყუროთ, რამე აარჩიე.
ლეპტოპი სამზარეულოში გავიტანე. ვერ ვიტანდი ამ პროცესს, რადგან საბოლოოდ, როცა ფილმს ვარჩევდი, ყურების სურვილი მეკარგებოდა და გულს ვეღარ ვუდებდი. ზოგი ფილმი, რომელიც მე მომწონდა, რეზის არ მოსწონდა, ზოგი მე არ მომწონდა, ზოგიც ერთ–ერთს მაინც გვქონდა ნანახი. ბოლოს, შემწვარ კარტოფილს ვჭამდით და ისევ ფილმს ვარჩევდით.
– მოდი რამე სერიალი ჩავრთოთ, – ჭუჭყიანი თეფში განზე გავწიე და სკამის საზურგეზე გადავწექი.
– აუ, ვერ გიტან, – შემომიღრინა რეზიმ, – აღარ მინდა ყურება.
– მეც აღარ მინდა, – მოწყენილმა ვაღიარე.
მაგიდა ავალაგეთ. ჭუჭყიანი თეფშები ნიჟარაში ჩავაწყე და რეცხვა დავიწყე.
– ჩაი დავლიოთ? – რეზი ზურგიდან ჩამეხუტა და ლოყა მხარზე დამადო.
– კი.
ჩაიდანი აიღო და წყალს შეუდგა. ხელები გავწიე, ხელი რომ არ შემეშალა. ჩაიდანი გაზქურაზე დადგა, მე კი ბოლო ჩანგალი გავრეცხე და ონკანი გადავკეტე.
– იცი რა მინდა? – მკითხა რეზიმ და თვალები მოლოდინით აუბრჭყვიალდა.
– რა? – ღიმილით ვკითხე.
– მინდა, რომ დაგხატო. თუ ძალიან არ შეგცივდება, ჯემპრი გაიხადე და ღუმელთან ჩაის ჭიქით დაჯექი.
– ისე მითხარი, თითქოს უარის თქმის გეშინოდა, – გამეცინა და ჭიქები გავამზადე.
– უბრალოდ არ მინდა, რომ შეგცივდეს.
– ცოტა ხანი გავიხდი.
– კარგი, – კმაყოფილი ღიმილით შემოხტა კარადაზე. თვალს მადევნებდა, ყურებამდე გაღიმებული როგორ ვამზადებდი ჩაის.
მისაღებ ოთახში გავედით. ღუმელთან ბალიშები დავყარე და ისე დავჯექი, რომ ცეცხლის ალი პირდაპირ მე მეცემოდა. ჯემპრი და მაისური გავიხადე და ჩაის ჭიქა თითებში მოციქციე. რეზიმ შუქი ჩააქრო და ჩემ წინ დაჯდა. 15 წუთის მანძილზე ღიმილით მიყურებდა და ბლოკნოტში ხატავდა, მე კი ნელ–ნელა ვწრუპავდი ჩაის.
– საკმარისია, ჩაიცვი, – მითხრა ბოლოს მან შუქის ასანთებად წამოხტა.
– მაჩვენებ? – ვკითხე და ჩაცმას შევუდექი.
– ცოტა ხანი ხვალაც და მერე, – ღიმილით მოკალათდა ჩემს ფეხებს შორის. ზურგზე მივეხუტე და ხელები ძლიერად შემოვხვიე.
– არ გაყიდო ეს სახლი. მინდა, რომ სადმე გასაქცევი გვქოდეს, როცა ხალხის სიძულვილი აუტანელი გახდება. მინდა, რომ შენთან ერთად სიბერე აქ გავატარო, – ჩურჩულით მითხრა მან, თავი უკან გადმოწია, მხარზე დამადო და ყელში მსუბუქად მაკოცა.
ძალიან გამაბედნიერა მისმა სიტყვებმა. მჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ რეზი ასეთ შორ მომავალზე ფიქრობდა.
– მოდი, ეს სახლი კარგი მოგონებებით ავავსოთ. რას იტყვი? – ჩემს ყელში გაიღიმა.
ღიმილით დავუქნიე თავი და ტუჩებში ვაკოცე.
– მგონი პირველად ვარ ამ სახლში ბედნიერი, – ხმაჩამწყდარმა ვთხარი, – მადლობა ყველაფრისთვის.
არაფერი მიპასუხა. შემოხვეულ ხელებზე თითები გადამისვა და მოდუნდა.
ღუმელში მოგიზგიზე ცეცხლს ვუყურებდით და სითბოზე ჟრუანტელი გვივლიდა. საოცარი სიმყუდროვის შეგრძნება დამეუფლა და, როგორც იქნა, თავი შინ ვიგრძენი. რეზის სუნთქვის ხმა მესმოდა, ნელ–ნელა წყნარდებოდა. სანამ ჩაეძინებოდა, ლოყაზე ვაკოცე და მისი სურნელით სავსე ჰაერი ჩავისუნთქე. ასეთი სურნელი ჰქონდა ბედნიერებას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Peoplefallformysmile

რა გეჩქარებოდა...
მაგრამ მაინც კარგიიყო

 


№2  offline წევრი Flash

Dzalian gamixarda rom atvirte da esetma dasasrulmac gamabedniera, bevri ar exeba am temas da nervebi meshleba xolme titqos gei wyvili ar arsebobs -_- gamixarda alekos reaqcia,imaze gabrazda tviton rom ar utxra da ara imaze ra orientaciis yavs shvili, bevri ar izavda amas, mokled imedia sxva istoriit dabrundebi es dzalian momewona sayvaloba iyo.

 


№3 სტუმარი სტუმარი Tamy

ძაან მაგარიაა იმედი მაქვს კიდევ დაწერ სხვას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent