შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის ბრალია?! (1)


1-02-2019, 00:00
ავტორი ^paradise^
ნანახია 9 002

ყოველი სხეული მიიზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც მათი მასების პირდაპირპროპორციული და მათ შორის მანძილის უკუპროპორციულია... დიადმა ნიუტონმა მიზიდულობის ძალა ყველა ასპექტში მაგრძნობინა.ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ხიდან ჩამოვარდნილი, ნიუტონის თავზე დავარდნილი ვაშლივით, მაფხიზლებდა... ამ ჯერადაც არ დავვიწყებივარ...ყველაფერი წყეული მიზიდულობის ბრალია!
- ჩემი ქარიზმა რომ არა ცხოვრებაში რა მეშველებოდა ნეტა?,-მანქანაში ცისფერთვალებიანი ჩაჯდა, ჩეკზე მიწერილი ტელეფონის ნომერი ცხვირწინ ამიფრიალა და კმაყოფილმა პალტო შეისწორა.
- სიმპატიური მაინც იყო ბიჭო,-წამოზრდილ წვერზე მოვქაჩე და ჩეკზე მიტყეპნილ წითელ პომადას შევხედე. -გოგო ვერ აარჩიე?,- ნიკორას შავგვრემანი,მოკლე ქვედაბოლოში და კოპლებიან კოლგოტებში გამოწყობილი,წითელტუჩება გოგო მოსაწევად პირდაპირ ჩვენი მანქანის წინ დადგა. ჩამეცინა და წარბაწეულმა გავხედე.
- შეხედე... როგორი გაბედულია,- წარბები აათამაშა და მანქანა დაქოქა,- დღეს რვაზე გამოვუვლი,- მისი სექსუალური ღიმილი სახეზე აიკრა და წითელტუჩებიანს ჭინკებათამაშებულმა გახედა. ეს უკანასკნელი ჩემი დანახვისას დაიბნა და სიგარეტი გადააგდო.
- ტომ კრუზი ხარ ახალგაზრდობაში რა,-ტელეფონი ჯიბიდან ამოვაცურე და თავი ჩავრგე.
- ნეტა შენც ასეთი უდარდელი იყო,ცხოვრებას ნათელ ფერებში შეხედავდი,- ხელები თვალების წინ ამიფრიალა და თავმომწონედ გაიღიმა,რაზეც ამოვიხვნეშე და მობეზრებულად გავაგრძელე ინსტაგრამის თვალიერება.
- ისეთი უჟმური და უკარება ხარ მიკვირს საერთოდ „დაჟე“ მეც კი როგორ გემეგობრები,-ამ ბიჭს „წაკბენა“ უნდა ვასწავლო ერთხელ.
- შენს დანახვაზე თავიდანვე რო არ დავდნი, ალბათ მაგის გამოა რომ გოგოსთან მეგობრობა ისწავლე,-ნიკორას გოგომ ბოლოჯერ გაუღიმა ჩემს ტომკრუზიკას და მაღაზიაში შებრუნდა,-ოდესმე მიხვდები ნეტა,რომ გოგო მარტო სექსისთვის არ გამოიყენო?,-დამრიგებლური ტონი გაიჟღერა ჩემს ხმაში, ამ ტონს თან დაერთო თავსხმა წვიმა და რადიოდან უსირცხვილოდ გაჟღერებული დეესპასიტოო.
- კი, მეგობრობაც კარგად შემიძლია ხო ხედავ,-თავზე ხელი გადამისვა და გაზს მთელი ძალით მიაჭირა,-შენ ჯობია მომიყვე რატომ ხარ მოწყენილი?
- ვნერვიულობ გამოცდაზე,-სანდროს მოტყუება ისედაც ვიცოდი რომ არ გამომივიდოდა,თუმცა სიმართლის თქმას სიკვდილი მერჩივნა.
- ოთხი და ნული ჯიპიეით კი სანერვიულო ნამდვილად გაქვს,სამ და ოთხმოცდაცხრამეტზე არ ჩამოგივარდეს,-გამოხედვაშივე ეტყობოდა:“მოატყუე მამაშენსო“.სიგარეტის კოლოფი პალტოდან გამოაძვრინა და ღერს წაუკიდა. მანქანის სალონში სანდროს სუნამოს თამბაქოს სუნი შეერია.
- დღეს დაინახე ნიკოლა როგორ გიყურებდა? ,- ნიკოლას სახის გამომეტყველების გახსენებაზე ორივემ სიცილი დავიწყეთ,-მე რომ შენი შეყვარებული ვყოფილიყავი გავუტეხავდი თავს!
- კიდევ კარგი არ ხარ ,- ხარხარით ჩავუარეთ ჩემს სახლს და მეც შევიცხადე,-სად მივდივართ ??
- ნაშებში უნდა წაგიყვანო,-სიმღერას მხიარულად აყვა და სიჩქარეს მოუმატა,- წვერიც წამოგზრდია და იქნებ ბოლომდე დაგავაჟკაცოთ.
- მასხარა ხარ რა,-ფანჯრიდან ნაცნობ ქუჩას გავხედე და ინსტინქტურად გადავისვი ხელი ზედა ტუჩზე,იდიოტი..
მანქანა ჩვენს ბართან გააჩერა. ადვილი მისახვედრი იყო თუ ვინ გაგვილამაზებდა საღამოს.კურსის გახსენებაზე ცოტნე გამახსენდა,ცოტნეზე მარიამი.. ჯანდაბა..
სანდრო მანქანიდან თავმომწონედ გადმოვიდა. თუ სადმე შეგხვდებათ ადამიანი,რომელსაც აქვს ჯეიმს ფრანკოს ღიმილი,ტომ კრუზის სექსუალურობა და პიტბულის ხარხარი დამიჯერეთ თქვენწინაშე სანდრო დგას,თუმცა ,ალბათ, სანამ გააცნობიერებთ მანამდე უკვე თქვენს ნომერს საგულდაგულოდ გადაამოწმებს და საღამოს შეხვედრაზეც კი დაგითანხმებთ. დამიჯერეთ,რომ მას უარს ვერ ეტყვით!
- შევუბეროთ ტასიკო?,-ტაში შემოკრა და შესასვლელისკენ მიბიძგა.ქოლდფლეის სიმღერა გაისმა,რატომღაც უფრო მეტად დავიძაბე... რაღაც ცუდი მოხდება!უნდა მოხდეს!
- კიდევ ერთი ლამაზი წყვილი შემოგვემატა,-მხიალურად მივუახლოვდით მეგობრების მაგიდას.მეც ჩემი საგულდაგულოდ წასმული წითელი პომადიდან თეთრი კბილები დავკრიჭე.პირველი ცოტნეზე აკრული მარიამი გადავკოცნეთ,იმდენად თბილად მიიღო ჩემი მილოცვა პირდაპირ ოსკარი რომ მომცენ ეგეც ცოტა იქნება.სანდრო ცოტნესკენ გადაინაცვლა და მხარზე რამდენიმეჯერ დაუპარტყუნა ხელი (თითქოს მარისნაირი გოგო როგორ „დაკერეო“),ცოტნეს გადასაკოცნად მარიამის გვერდით გავჩერდი,ის ის იყო ლოყა უნდა მიმედო და ბანალური მილოცვა წარმომეთქვა,რომ სკამზე დაჯდა.სახე შეუმჩნევლად დამემანჭა, ვეცადე მაქსიმალურად არ შემემჩნია და ლიზიკოს გვერდით ადგილი მოვძებნე. არც გამიხედია იმ უტაქტრო ხეპრესთვის. ცოტნესა და სანდროსთან ლაქლაქისაგან დაღლილი ნუცა ჩვენკენ გადმოჯდა და დისკუსიაში ჩაერთო:
- არა იცი რას ვფიქრობ ?,-ხელი გამკრა ლიზამ და რეალობაში წამში დამაბრუნა.
- რას,რაზე,-მობეზრებულად მივეყრდენი დივანს და კოსად შეკრული თმა ჩამოვიშალე.
- რას და ბიჭს,რომ შეუყვარდე სექსი აუცილბელად უნდა გქონდეს,სხვანაირად ვერ მიხვდება უყვარხარ თუ არა,- ეს თავის მრავალფეროვნად სექსუალურ ცხოვრებას თუ ამარიაჟებს არ ვიცი,მაგრამ მგონი არასწორია. გაჩაღებულ პოლემიკაში მარიამიც ჩაერთო და ლიზას დიდი სიხარულით დაუქნია თავი.
- სექსი არაა ის,რაზეც იგება ურთიერთობა,- დიადი ფილოსოფოსივით წამოვიჭიმე. ცოტნემ ინტერესით გამომომხედა, დავინახე როგორ ჩატეხა ტუჩის კუთხე და მარიამს ხელი გადახვია,- ანუ,-თვალები დავუბრუალე და გოგოებს გავხედე,- მე ვფიქრობ,რომ არაა ისეთი ერთი ფორმულა გამოგენებული,რომლის მიხედვითაც უყვარდები ბიჭებს და ან პირიქით,ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს- შუბლზე ჩამოყრილი თმა გავისწორე და ფეხი ფეხზე გადავიდე.აშკარად მარიამი არ მეთანხმებოდა,ახლა მივხვდი რატომაც ყავს ეს ბარბი ცოტნიკოს.
- ყველაფერს მიზიდულობის კანონი წყვეტს,-ცოტნეს ბარიტონმა ყველას ყურადღება მიიქცია,ხეპრესკენ გახედვაც არ ვგეგმავდი,ლიზა უკმაყოფილოდ აქნევდა თავს,თუმცა ხმა აღარ ამოუღია... ჩამეღიმა,ნიუტონს ვუმადლოდეთ,ხეპრემ რაღაც ჭკვიანური დასძინა!!
- მეგობრობას გაუმარჯოს,-ომახიანად აწია მარჯვენა ხელი სიტუაციას აცდენილმა სანდრომ და ჭიქა აგვაწევინა.ცოტნემ კმაყოფილმა თქვა გაუმარჯოსო და მარიამის ფეხზე დადებული ხელით ჭიქა მოიმარჯვა. არყის გადაკრვრისას ცინიკურად შემომხედა და თვალები დახუჭა. ყველაზე მეტად რა მაბნევთ იცით? ერთი სიტყვა არ მაქვს მგონი ნათქვამი ცოტნესთვის უკვე აწ მესამე წელია.. საერთოდ არაფერი,ერთადერთი მახსოვს,რომ პირველ კურსზე ყველას მოსწონდა,მე კიდევ ერთი-ორჯერ ჩემი ნარცისი კურსელი სახეზე ვერ ვიცანი და გვერდი ავუარე.დიახ,ეს მართლა მოხდა.დიდი დრო მჭირდება,რომ ადამიანი დავიმახსოვრო,მითუმეტეს, როდესაც ერთ დღეს შენს კურსელებთან ერთად მაღალკურსელებსაც იცნობ... ამის გამო მიბღვერს მესამე წელია?!
ბარში სასიამოვნო სიმღერამ გაიჟღერა,ლიზიკომაც არ დააყოვნა და საცეკვაოდ აგვაგდო.სანდრო და ცოტნე ისევ სვამდნენ,ვიღაც დღეს გაილეშება.. მარიამი ჩვენთან ერთად ცეკვავდა, ისედაც მოკლე კაბას ზემოთ იწევდა და თვალებში ჭინკებათამაშებული ცოტნესკენ აპარებდა თვალს...რამდენიმე სიმღერის შემდეგ ჭიქების შესავსებად დავბრუნდით და მეც მოწყვეტით დავეშვი ფუმფულა დივანზე.
- დაიღალე ხოო?,-გვერდიდან წრიპინა,აქოშინებული ხმა შემომესმა,-სახეზე გლითერებდაყრილი,დაბუშტულ ტუჩება მარიამი შემრჩა.
- კიი,-გავუღიმე და მივიწიე,რომ დამჯდარიყო.“ნეტა ბიჭი მარტო როგორ დატოვეთქო“ გავიფიქრე და ისევ დიდი გულით მისკენ მივტრიალდი.
- აუუუ მეც,საერთოდ არ მომწონს ეს ბარები,მაგრამ ცოტნეს იმდენად უნდოდა აქ წამოსვლა,ვერ გავუტეხე.საერთოდ ყველგან დამატარებს,-თმებს თამაშ დაუწყო,-ხან ვის მაცნობს,ხან ვის.დროც არ გვაქვს,რომ ერთხელ ნორმალურად განვმარტოვდეთ,-სახე ახლოს მოიტანა და თვალები დააწვრილა,-ხომ გესმის,-წარბებს ათამაშებს და მხრებზე ჩამოყრილ თმას ამაყად უკან იწევს.
- ხო, ძალიან უყვარხარ,თქვენი გაცნობის დღიდან მოყოლებული ჩანს,-მეც კაი დაქალივით მხიარულად ვეუბნები და ვცდილობ არ შევიმჩნიო არაფერი.ლიზა შევსებულ ჭიქას მაწვდის,თუმცა დალევას არ ვჩქარობთ, არც მე, არც ბარბი..
- რაზე ჭორაობთ?,-ნაცნობმა სილუეტმა ბრბო მალევე გამოიარა და მარიამს ზურგიდან აეკრო.
- შემაშინეე,-ეს უკანასკელიც აწრიპინდა. არა,არ შემიძლია ამ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლის ყურება.მათ ნანატრ კოცნებს თვალს ვარიდებ და კოკაკოლას ხელის კანკალით ვისხამ.
- რაზე და შენზე ვჭორაობთ,საყვარელო,-ისევ ეს წრიპინი, ჩემს ოსკარზე ნომინირებულ როლს ვირგებ და წყვილს დიდი სიყვარულით ვუღიმი.
- აბა სხვა რაზე იჭორავებდით თქვენ,-ხაზგასმით ამბობს და „ბარბის“ დაბუშტულ ტუჩებზე კოცნის. არა, ახლა რომ ავდგე ნამდვილად იფიქრებს,ამ ზეწოლას ვერ გაუძელოო.მათკენ გავიხედე,“ზედმეტად ვნებიანი და ცეცხლოვანი“„კოცნაობის“დროს,ცოტნემ თვალები გაახილა და ჩემი ცინიკური და დაჟინებული მზერის დანახვისთანავე შეკრთა.მეც არ დავიბენი და ჭიქა "თეთრად შებერდით"-ის ნიშნად ავუწიე.სასმელი გადავკარი და სანდროსა და გოგოებისკენ საცეკვაოდ წავედი. სანდრო ორ კი არა სამ გოგოსაც მშვენივრად ართობს,ყველა ისე გვაცეკვა სულ ძვლები გვაყრევინა.. თუმცა, იმ მომენტში საერთოდ ვერაფერს ვერ ვაზროვნებდი.. ერთადერთი, რაც ცხადზე ცხადად მახსოვს მარიამის წასვლაა,რადგან გამიკვირდა ცოტნე რატომ არ გაყვა.. ტაქსიში ჩასვა და უკან საფირმო ცინიკური ღიმილით შემობრუნდა.
- არაა,სანდრო დამისხიი,-ზუსტად იმ დროს, მე არყის ბოთლზე ვეჭიდავებოდი გაჯიუტებულ სანდროს.
- ტასოო,მეექვსე ჭიქას სვამ,არა,-საჩვენებელი თითი მამაჩემივით გამომიჭიმა.
- რა ხდება,-აწითლებული ცხვირით იკითხა ცოტნემ და ინტერესით მოგვაჩერდა,-მთელი ბარი გიყურებთ.
- არ მაინტერესებს,სანდრო კარგად ვარ,დამისხიიი,-სანდროს ხელები გავუკავე,თუმცა არაყი უკვე ცოტნეს ბატონობის ქვეშ იყო.
- მიხედე რა,მირეკავენ,-საქმიანი კაცივით გავარდა ტომ კრუზა ბარიდან. მძიმე არტილერიას ბარის შუქზე თვალები აუციმციმდა და დიდი ტუჩებიდან თეთრი კბილები გამოაჩინა. ამას ადამიანური ემოციაც გააჩნია?
- წამართვი,-ორი თავით მაღალმა „ფაჩულიაკაცმა“ ხელი ეიფელის კოშკის წვერამდე აწია.
- კარგი რა, შენ მაინც დამისხი,ვითომ ძაან გადარდებდეს რა მომივა,-ერთი ნაბიჯით ჩვენშორის დისტანცია შევამცირე. გეგმა ა (რომ ახტე წაართმევ) აშკარად უშედეგო გამოდგა.
- ანასტასია ლოთო,წამართვი-თქო,-წარბები აათამაშა.ანასტასია?!მგონი სახელით პირველად მომმართა.. ჯანდაბა,მთვრალზე გამბედაობა,რომ მემატება ამან საიდან იცის,ნეტა? ჩემი სიმპათიის ობიექტისკენ ხელი ისევ აღვმართე და მთელი ტანით მისკენ გადავიხარე. ოსტატურად ბოთლი მეორე ხელში გადაიტანა და ზურგსუკან დამალა. გეგმა ბ- ხელები წელსუკან მოხვიე და მთელი ძალით მოეჭიდემაც არ მომიტანა დიდი გამარჯვება. ძლიერ ხელებში ჩემი გაყინული თითები მოიქცია. მოიცა ბოთლი? დაბნეულმა ავხედე ცოტნეს.ან მე ვიყავი ძალიან მთვრალი,ან ნამდვილად ჩაქვრა შუქი ბარში. „დვიჟოკი“ მაინც არ ქონდათ ნეტა? ყველამ ტელეფონების ანთება დაიწყო,მესმოდა ხალხის შეშინებული ხმა,მგონი ნუცას ხმაც გავარჩიე,თუმცა ცხადად ვარჩერდი ერთ რამეს. მე ცოტნეს განიერ მხრებში აღვმოვჩნდი,მისი ხელები ახლა უკვე წელზე ვიგრძენი.ცხელი სუნთქვა უფრო და უფრო ახლოს მეფრქვეოდა,მეორე ხელით აბურდული თმა გაწია და კისერში შემიცურა.მაგნიტივით მიზიდავდა... არარსებობს?! სასმელში რა შემირიეს?! მუხლები მეკეცებოდა,მგონი არც ვიდექი,მიწას მოვწყდი,მისი მძიმე ხელი უფრო და უფრო მიჭერდა და მთელი ძალით მიხუტებდა. ჰაერი დაიმუხტა.. მისმა კანის სუნმა ცხვირი ამწვა და სიამოვნებისგან თვალები დამეხუჭა. მისი სველი,გახურებული,დამეფიცება ცეცხლმოკიდებული, ტუჩები ტუჩთან ძალიან ახლოს ვიგრძენი. სველი კოცნა და ცხელი სუნთქვა უკვე ტუჩებისკენ მოიწევდნენ.. მგონი უფრო მეტად ავფრინდი ჰაერში,ტვინი ვერაფერს ფიქრობდა,ვერც მიზეზებს პოულობდა,ვერც მამტყუნებდა და ვერც ანასტასია ლოთოს მახსენებდა,ერთადერთი რასაც ტვინი იტყობინებოდა:პირველი კოცნა ცოტნემ უნდა მოგპაროს??
- ტასოო,-ის ის იყო ტუჩებზე ნანატრი კოცნას ვიგრძნობდი,რომ ლიზას ხმამ რეალობაში დამაბრუნა. დენდარტყმულივით,ცოტნეს წელზე შემოწყობილი ხელები მკერდზე ავასრიალე.მახსოვს,რომ რამდენიმეჯერ დავეჯაჯგურე და მძიმე ტორებიდან განვთავისუფლდი,-ტასო,სანდროო,- ხმა უფრო და უფრო ახლოს მოიწევდა. ფლეშლაითი პირდაპირ თვალებში მომანათა.
- რა..,- ხმა ვერ ამოვიღე,- რა ხდება?,- სახე გავწიე და მიმოვიხედე.
- კიდევ კარგი,გიპოვე,სხვები სად არიან?,- ტელეფონი ჯიბიდან საჩქაროდ ამოვიღე და ჩემი ნივთების ძებნა დავიწყე,-მეგონა ცუდად გახდი!,-არ ნებდებოდა ლიზა.
- არ ვიცი,უნდა წავიდე,-ცოტნეს პალტო ჩემსაზე იდო,გვერდით უნდა გადამედო,როდესაც ხელიდან უხეშად გამომგლიჯა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით გავიდა. ჩანთას ხელი მოვკიდე.
- წავედით?,-სანდრომ ხელმკლავი გამომდო,ნუცა და ლიზა აგვედევნენ.
- შუქი რატო ჩაქვრა?,-გაკვირვებულმა ვიკითხე და გარეთ გამოსულმა ცოტნეს თვალებით ძებნა დავუწყე.
- ბიჭო,-ჩემი კითხვა დააიგნორა და ცოტნესკენ დამექაჩა. ცოტნეს სახე წაშლილი ქონდა,ზუსტად ისე როგორც მე, ნერვულად და სწრაფად არტყამდა ნაფაზსს. მგონი თვალებში არც შემიხედია მისთვის,აწითლებულ ხელებზე ვუყურებდი,სიცივისგან ერთიანად კანკალებდა.
- რა გჭირს შე*მა,- სანდრომ შეწუხებულად ჰკითხა,მხოლოდ მაშინ შევხედეთ ერთმანეთს,დაძაბული სახით მიყურებდა,მზერა ჩემს მხარზე მოხვეულ სანდროს ხელზე გადაიტანა და სევდიანად ჩაეღიმა. არ ვიცი ეს სევდაც არ იყო,თითქოს თავის ბედზე და ამ მომხდარზე ერთიანი ცინიზმით გაიცინაო.. ვერ მივხვდი რა აღიმებდა, გაყინული ცხვირი შარფში ჩავრგე.
- არაფერი,მთვრალი ვარ,-გაიცინა და სიგარეტი გადააგდო,- წავედით. გზისკენ ტაქსის დასაჭერად შეტრიალდა..
სახლში მივედი..
საკეტს გასაღები მოვარგე და აი ისიც,ფუმფულა კარის ხმაზე მედიდურად გამოიქცა და ფეხებთან გაწვა.
- რაო ფუმფულ,არ მითხრა მოგენატრე,-ჩანთა იატაკზე დავაგდე და ფუმფულა ხელებში ავიყვანე. მანაც ეგრევედ კნავილი დაიწყო.
- ქო, შენც გშია ხო,-ცხვირი მის პატარა ჩხვირს მივადე..


პ.ს თუ თვალი არ მატყუებს ბოლო ისტორია 2015 წელს ავტვირთე,მას მერე საერთოდ არაფერი დამიწერია... არც ვიცი ეს ჩემი მუზა სამუდამოდ გამექცა,თუ არც არასდროს იყო ჩემგვერდით,მაგრამ რაც გამოვიდა 4 წლიანი წვალების შემდეგ აი ესაა :D მაინც სულმოუთქმელად ველი თქვენს კომენტარებს<3 ისტორია სრულადაა დაწერილი,ამიტომ არ ინერვიულოთ,არანაირად არ გაწყდება. ვეცდები ყოველდღე ავტვირთო ახალი თავი <3 ძალიან მომენატრეთ,ამ ოთხ წელიწადში არ ვიცი რამდენი რაღაც შეიცვალა და რამდენი რამ დამავიწყდა,მაგრამ თქვენი თბილი,მოტივაციის მომცემი კომენტარები არასდროს დამავიწყდება<3



№1  offline წევრი Onlyyou

კარგია, მომწონს :* ველოდები ახალ თავს ❣

 


№2  offline წევრი Rania

Zalian kargiaaaa. Tu arshecyvet bolomde mogvyvebi. Cotnes hgonia amat ertmaneti uyvartt. Auuu
--------------------
Q.qimucadze

 


№3  offline მოდერი ^paradise^

Onlyyou
კარგია, მომწონს :* ველოდები ახალ თავს ❣

მიხარიაა თუ მოგწონს <3 ახალი თავი დღეს საღამოს დაიდებაა :*:*

Rania
Zalian kargiaaaa. Tu arshecyvet bolomde mogvyvebi. Cotnes hgonia amat ertmaneti uyvartt. Auuu

ხოო, ცოტნეს ბევრი რაღაც არასწორად ჰგონია მგონი:დ დიდი მადლობა <3

 


№4  offline წევრი nina kupradze

კარგია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤️

 


№5  offline მოდერი ^paradise^

nina kupradze
კარგია, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები❤️

დიდი მადლობაა ნინაა <3 <3

 


№6  offline წევრი Tamara Tamo

თუ უკვე დაწერილია, იქნებ სრულად აგვიტვირთოთ? ვისიამოვნებდი უფრო :)

 


№7  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სანამ ამ ისტორიას წავიკითხავდი, ძველ ისტორიებს დავუარე და დღესვე წავიკითხე. მომეწონე ძალიან. ეს ისტორია კი კანფეტია, ისე მაგარი თხრობის სტილი გაქვს, სურვილი მაქვს დაუსრულებლლად ვიკითხო. უკვე ჩაწერილი ვარ შენს ფანებში: დდ

 


№8  offline მოდერი ^paradise^

Tamara Tamo
თუ უკვე დაწერილია, იქნებ სრულად აგვიტვირთოთ? ვისიამოვნებდი უფრო :)

დიდი მადლობა,რომ წაიკითხე და როგორც ჩანს მოგეწონა <3კი ისტორია სრულად მაქვს,თუმცა ყოველდღე ახალ დეტალებს ვმატებ და ისე ვდებ,ამიტომ რაღაცეები ჩემი მუზის ცვალებად ხასიათზეა დამოკიდებული <3 ვეცდები დიდხანს არ გალოდინოთ :*

Chikochiko
სანამ ამ ისტორიას წავიკითხავდი, ძველ ისტორიებს დავუარე და დღესვე წავიკითხე. მომეწონე ძალიან. ეს ისტორია კი კანფეტია, ისე მაგარი თხრობის სტილი გაქვს, სურვილი მაქვს დაუსრულებლლად ვიკითხო. უკვე ჩაწერილი ვარ შენს ფანებში: დდ


დიდი, დიდი მადლობა,აი ზუსტად ამის გამო ღირდა ამ საიტზე ოთხი წლის შემდეგ შემოსვლა და ისტორიის ატვირთვა. ძალიან დიდი მადლობა,არც კი იცი როგორ გამახარეეე <3 <3

 


№9 სტუმარი ახალბედდა

შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ წერა მომინდააა. საოცარი გოგო ხარ და წერის საოცარი სტილი გააქვს ????????????????

ახალბედდა
შენი ისტორიის წაკითხვის შემდეგ წერა მომინდააა. საოცარი გოგო ხარ და წერის საოცარი სტილი გააქვს!! ♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent