შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (2)


1-02-2019, 01:44
ავტორი izabella
ნანახია 468

შენ მხოლოდ გწამდეს (2)

##############
-რა ხდება შალვა? ამ ბოლო დროს ნამეტანი გალურჯებულია ჩემი გოგო. ლურჯი სვიტრი, ხელთათმანები, ყელსახვევი, ფეხსაცმელიც კი ლურჯი აცვია, -დიოტრეფე, მომღიმარი დაჰყურებდა მობილურში მარიამის გადმოგზავნილ მეგის ფოტოებს.
-მაჩვენე? რა გინდა შენ თვალის ფერს უხამებს. რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ, ეტყობა დააკლდი.
-კი, როგორა არა.
-სხვათა შორის გავიგე ანგელოზის ფრთები ძალიან მოწონებია.
-სერიოზულად? ვაა, რა მაგარია. გაიხარე შალვა, ძლივს არ ამოვისუნთქე? ეჭვი მღრღნიდა ნეტავ ხომ არ გადაყარა თქო.
-რა უნდა გადაეყარა, რაც ჩვენ მაგ დღეს ნიჟარების ძებნაში ჩავიხოცეთ თავები, ცოდონი არ ვიყავით ამდენი წვალება წყალში ჩაგვყროდა?
-ესე იგი, ფიქრობ, რომ დავაკლდი არა?
-სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? შენ მის ფოტოებს მაინც ათვალიერებ ტელეფონში და ის?
-შანსი არ არის, ჩემი ფოტო როგორ არ ექნება?
-რომელი ფოტოგენური შენ მყავხარ, გამომივიდა ესეც...
-ორ კვირაში სახლში ვიქნებით და მოვიფიქრებ რამეს.
-რამეს კი არა მიდი და დაელაპარაკე, გაურკვევლობაში ნუ ამყოფებ.
-ჯერ ადრეა.
-რაღა ადრეა? კარგს გეტყვი, დაიცადე გათხოვდეს, შვილები ეყოლოს და მერე დაელაპარაკე.
-მაქამდე საქმეს არ მივიყვან, ყველაფერი ეტაპობრივად მოხდება, არ მინდა ხელი შევუშალო სწავლაში, მინდა ჯერ ჩემ გარემოცვას მიეჩვიოს ისე, რომ არ დავაფრთხო. აი, სტუდენტი რომ გახდება მერე მართლა აქტიურად გამოვჩნდები მის ცხოვრებაში.
- მაგრად გირახუნებენ ტვინში ხომ იცი, -შალვამ სიცილით დაუტყაპუნა მხარზე ხელი.

##############
წვრთნებიდან სახლში ბრუნდებოდნენ შალვა და დიოტრეფე, მოულოდნელად ქუჩის გადაღმა სახლისკენ მიმავალ მეგის რომ მოჰკრა თვალი დიოტრეფემ და მეგობარს უთხრა მანქანა გაეჩერებია. შალვამაც მაშინვე მარცხენა მაშუქი ჩართო და მანქანა სავალი ნაწილიდან გადაიყვანა. მანქანა ნორმალურად გაჩერებულიც არ იყო სწრაფად, რომ გადახტა დიოტრეფე და მეგის მიმართულებით გაექანა. რამდენჯერმე დაუძახა და სანამ მეგი მოტრიალებას მოასწრებდა, დიოტრეფე მასთან გაჩნდა, ხელები ძლიერად შემოჰხვია, ძალიან მომენატრეო ერთი ეს უთხრა, თავზე აკოცა და სირბილით, გაჩერებული მანქანისკენ წავიდა. მანქანაში მყოფმა შალვამ საყვედური არ დააკლო, მაგრამ მეგობარი იმით გააჩუმა დიოტრეფემ, რომ შეყვარებულ კაცს ვერავინ მოსთხოვდა გააზრებულ საქციელს. მეგი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა მომხდარს, მერე როგორც იყო მოვიდა გონს, დაიმორჩილა ფეხები, სადარბაზომდე მივიდა და კიბეებს აუყვა. ბინის კარი ძლივს შეაღო ისეთი მძიმე მოეჩვენა, ოთახამდე რომ მიაღწია, სკოლის ზურგჩანთა საწერ მაგიდაზე დადო და სკამზე ჩამოჯდა, ოთახში გაწიწმატებული მაია შევიდა და როგორც შეეძლო დიოტრეფეს ლანძღვით გული მოიოხა. მეგიმ ვერაფრით რომ ვერ გააჩუმა დედა სამზარეულოში გაისტუმრა საჭმლის მოსამზადებლად და ახლა იქიდან ისმოდა მაიას გამწიწმატებული ხმა. მეგიმ ყველაფერი კარგად რომ გაიაზრა ლილისთან დარეკა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო.
- დარწმუნებული ხარ, რომ არ შეგშლია?
-ლილი, იმ ხმას რა დამავიწყებდა, ახლაც ყურებში ჩამესმის.
-იქნებ ის, სულ სხვა ვინმე იყო და დიოტრეფეს ხმა მისას მიამსგავსე?
-ლილი, დიოტრეფე ის ბიჭია, სწორედ ის, ვისაც საავადმყოფოში შევხვდი.
-რა გითხრა დაო, თუ ამბობ, რომ ის არის და არ გეშლება მაშინ კარგი ამბავია.
-კარგი ამბავი? რაც რამდენიმე წუთის წინ გააკეთა მაგაზე რას იტყვი?
-რატომ მანდ არ ვიყავი, რამდენს ვიცინებდი შენ გამოშტერებულ სახეზე.
-მართლა გამომაშტერა, ყველაფერი ისე მოულოდნელად მოხდა გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-ემზარს არ უთხრათ ახანჯლავს.
- დედამ აივნიდან დაგვინახა, კი ვთხოვე, მაგრამ შეიძლება მაინც უთხრას.
-რას აპირებ?
-ჯერ ვერ ვაზროვნებ, ყველანაირად ვეცდები მამამ არ გაიგოს.

##############
-მეგი, სასწრაფოდ მოდი ჩემთან, სახლში, -გაისმა ტელეფონში ლილის ნამტირალევი ხმა.
-ნუ ტირიხარ, დამშვიდდი, მე ახლავე წამოვალ.
-მალე მოდი, გთხოვ.
-ახლახანს გამოვედი აბაზანიდან, თმას გავიშრობ და მაშინვე შენთან გავჩნდები.
-მალე თუ არ მოხვალ იცოდე საგიჟეთში მნახავ თეთრ ხალათში ხელებ გაკრულს.
-კარგი, დაწყნარდი. თმასაც არ გავიშრობ ჩავიცმევ და მანდ ვარ, -მეგიმ საჩქაროდ ჩაიცვა, პირსახოცით ნახევრად გამშრალი თმა ჩაიწნა და სირბილით გავიდა გარეთ. რამდენიმე წუთში სირბილისაგან გულამოვარდნილი ბინის კარზე აკაკუნებდა. კარი შალვამ გაუღო, გაუხარდა მეგის დანახვა და სიხარულით შეიპატიჟა შიგნით.
-როგორ ხარ, ანგელოზო?
-მე კარგად, მშვიდობაა? რა დაემართა ლილის? რომ დამირეკა ტიროდა.
-ნუ გეშინია, ხომ იცი ყველაფრის გაზვიადება უყვარს.
-მე კიდევ გული გამისკდა სანამ აქამდე მოვედი. ნახე თმის გაშრობაც ვერ მოვასწარი, გიჟივით მოვრბოდი სახლიდან.
-დაჯექი, გამოვა თვითონაც. ილიკო ბრუციანო, გამოდი სამალავიდან, ანგელოზი გესტუმრა.
-შალვა!
-რომ გამოვა მერე მიბრიალე თვალები, -სიცილით უთხრა მეგის, დივანზე მოკალათდა და მუხლებზე ლეპტოპი დაიდო.
-მარტო მეგია? თუ შენი რომელიმე ძმაკაციც არის?
- პერიმეტრზე ისეთი სიმშვიდეა როგორც არასდროს. გამოდი და ხის ფეხიც გამოაყოლე არ დაგრჩეს.
-რა ხის ფეხი, აღარ იტყვით? -გაკვირვებულმა შეხედა მეგიმ.
-მოემზადე, თქვენ წინაშეა ყოფილი კრივის დედოფალი და ახლა უკვე ფრთამოტეხილი არწივი ლილი შამათავა, -იცინოდა შალვა და თან ტაშს უკრავდა, -ჰა, შემოდი მეტკინა ხელი ტაშის დაკვრით, -ოთახში ლილი შემოვიდა, რომელსაც თვალებზე მზის მუქი სათვალე ეკეთა და პირზე ღია ცისფერი პირბადე ჰქონდა აკრული.
-რაშია საქმე? რა გჭირს, ან ასე რატომ ხარ?
-მეგი, ჯერ ფსიქოლოგიურად შეგამზადა ჩემმა დაიკომ, ხომ იცი, სიფრთხილეს თავი არ ტკივა, შემთხვევით შოკურ მდგომარეობაში არ ჩავარდე ეშინია და გიფრთხილდება, -სიცილით დაამატა შალვამ.
-გაჩუმდი! ბოროტი ხარ, საერთოდ არ გეცოდები.
-უთხარი, გელოდება ბავშვი. რას იპრანჭები, თუ გინდა მე ვეტყვი.
-კბილი გტკივა და ყბა დაგისივდა? ნუ ნერვიულობ არ დაგცინებ, ბავშვობაში მეც დამემართა, მერე ექიმთან წამიყვანეს და მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავი.
-ეგ რომ ყოფილიყო რაღა უჭირდა? - გადაბჟირდა შალვა სიცილით.
-გაჩუმდი და წადი შენ ძმაკაცებთან, -ტირილი დაიწყო ლილიმ და სკამზე დაჯდა. ჯერ სათვალე მოიხსნა თვალებიდან, მერე პირბადე მოიცილა და ცრემლები მოიწმინდა. ახლა უკვე კარგად გამოჩნდა ლილის ნახევრად მოჭუტული თვალი და მარჯვენა მხარეს ქვემოთ დაბრეცილი ორივე ტუჩის კუთხე.
-ეს რა არის? -გული დაეწვა მეგის, მეგობარი ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა. შალვა კი სიცილს ვერ იკავებდა და უფრო ხმამაღლა აგრძელებდა.
-დილით რომ გავიღვიძე ასე ვიყავი. მერე ექიმთან წამიყვანეს და აღმოჩნდა, რომ სამწვერა ნერვის ანთება მაქვს.
-ეგ რაღაა, ან რამ გამოიწვია? პირველად მესმის.
-გაციების გამოა. სპორტდარბაზიდან უქუდოდ რომ გამოვრბოდი ოფლიანი ამიტომ დამემართა. ბევრჯერ გახურებულ სახეზე ცივი წყალიც შემისხია. ნერვი გამიცივდა და აი, შედეგიც.
-არ დაუჯერო დედას და უარესს ელოდე.
-შალვა, ნუ დასცინი, ვერ ხედავ, როგორი ცუდად არის?
- დედა, რომ ეუბნებოდა გაცივდებიო და ქუდი დაიფარეო ეს ტუჩებს ბრეცავდა, ძალიან კარგი, ახლა იაროს კვაზიმოდოსავით. ექიმმა გასაგებად უთხრა თუ სახე და თავი თბილად არ გექნება უარესი დაგემართებაო. იმედია იმის ნათქვამს მაინც მოუსმინა, რომ თავს მიხედოს და ახლა მაინც იკადროს ქუდი და ყელსახვევი.
-დიდი დრო დაჭირდება მკურნალობას?
-წამლებს დალევს და გამოკეთდება ალბათ ერთ თვეში. ზაფხულშიც მოუწევს თავის დაცვა, მზის ქუდი და სათვალე უნდა ატაროს. ამან სხვებს კი არ უნდა უყუროს ისინი როგორ დადიან, საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს.
-ლილი, გეყოფა ტირილი, მთავარია, რომ ექიმთან მიხვედი და მალე კარგად გახდები.
-სარკეში რომ ვიხედები თავი მონსტრი მგონია.
-დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება, - დაქალს მოეხვია მეგი და მისი დამშვიდება სცადა.
-ეეჰ, წავალ მე ქვემოთ ბაზრობაზე, კალოშს ვიყიდი და თვალზე ასაფარებელს გამოგიჭრი. ერთ ხის ფეხსაც გამოვათლევინებ სადურგლოში და შენ და მეგის ეკიპაჟის შეკრებაღა დაგრჩებათ. მერე გადით თბილისის ზღვაზე და იმეკობრევეთ, ძვირფასი ნადავლის რა მოგახსენოთ და საცვლების კოლექციას მაინც შეაგროვებთ. მერე ქობულეთში წახვალთ, საქმეს ალღოს რომ აუღებთ, მერე ბათუმში და იქნებ საქართველოს ფარგლებსაც გაცდეთ. ერთ სკივრს მე გისახსოვრებთ ოქრო - ვერცხლისთვის, მერე რომ არ თქვას ჩემმა ძვირფასმა დაიკომ ძმას არაფერი გაუკეთებია ჩემთვისო. ჯანდაბას სიღარიბეს წიხლს ვკრავ და თუთიყუშსაც გიყიდით, შემოისვამს ლილი მხარზე და მოუყვება ამბებს ბედკრულ საქართველოზე, -ბოლო ხმაზე ხარხარებდა შალვა და სულს ძლივს ითქვამდა.
-ბოროტი, კუდიანი და შხამიანი ხარ, საერთოდ არ გეცოდები?! -დაუყვირა გამწარებულმა ლილიმ.
-ძაღლი კოჭლობით არ მომკვდარა და შენ რა მოგკლავს?
-შალვა, რა გჭირს, ასე რამ გაგაბოროტა? შენი დაა ბოლოს და ბოლოს.
-წავიდე სანამ დროა, ამას ავადმყოფობაც ვერ აჩუმებს, ენას სააკაძის ხმალივით ატრიალებს. შეხედე მეგის როგორ ეცოდები, შენ რომ ყოფილიყავი გადაბჟირდებოდი სიცილით, ტყუილად კი არ ვეძახი ანგელოზს.
-ეს ანგელოზია და მე ცოცხზე შემომჯდარი ალქაჯი არა?
-თმებს რომ გაიშლი მხოლოდ მაშინ ჰგავხარ ,,ბაბაიაგას.“
-სამაგიეროდ სხვა დღეებში ან ბოღმის ბუკეტი ვარ ან მჟავე კიტრი.
-იფ, მჟავე კიტრი. ეს რა კარგი რამე გამახსენე ამ ნაბახუსევზე. ნეტავ გვაქვს სახლში თუ ვიყიდო? დილის მერე ვფიქრობ რა მინდა და თურმე კიტრის მარინადი არ მდომებია? ცოტა ადრე ვერ თქვი, გოგო? -კომპიუტერი გვერდით გადადო შალვამ და ოთახიდან გავიდა.
-ხედავ რა დღეში მაგდებს? არც კი ვეცოდები, სიცოცხლეს მიმწარებს, ხომ არის ღირსი ხმა აღარ გავცე?
-ვერ ხედავ ძალიან რომ უყვარხარ? ხუმრობს, გგონია არ ედარდები? შენც ძალიან ჯიუტი ხარ, დაიფარე ქუდი რა არის სასირცხვილო? თბილი ტანსაცმელი იმისთვის არ არსებობს, რომ ადამიანი არ გაცივდეს და კარგად იყოს?
- არ შემიძლია შეფუთული სიარული და რა ვქნა?
-სკოლაშიც ვეღარ ივლი ხომ?
-ასე როგორ ვიარო? მეც ხომ დავდიოდი უშენოდ ცუდად რომ იყავი? რამდენიმე დღეში გამოვკეთდები და მერე შეფუთული ვივლი, სხვა რა გზაა. სკოლის გაცდენა არც მე მინდა, მაგრამ სიტუაცია ასე მოითხოვს.

##############
ცას ბინდი შეჰპარვოდა, მეგი კი ლილის დავალებით ფეიხოას წვენს სად აღარ ეძებდა, მაგრამ არცერთ ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში არ ჰქონდათ. სიარულით ძალიან, რომ დაიღალა დაურეკა და შეწუხებული ხმით ამცნო არსებული სიტუაცია.
-გადადი ცენტრალურში, დაშავდება რამე? -გაისმა ლილის ხმამაღალი ყვირილი.
-შორია.
-სულ რაღაც ასი მეტრი კიდევ უნდა გაიარო.
-უკვე ხუთგან ვიყავი და არ ჰქონდათ, იქაც რომ არ იყოს? გიყიდი სხვა ხილის წვენს და იმას მოგიტან დამტყდა ფეხები ამდენი სიარულით.
-როგორ დამღალე შენი წუწუნით, ღმერთმა ფეხები რისთვის მოგცა? რამდენიმე მეტრი კიდევ რომ გაიარო არაფერი მოგივა. წავედი მივხედო, მგონი დამეწვა ყვავილოვანი კომბოსტო და სულ შენი ბრალი იქნება, რამდენს მალაპარაკებ, რა ამბავია? -მობილური ტელეფონი გათიშა და ზედმეტად დაბრაწული ყვავილოვანი კომბოსტო ჩანგლით გადააბრუნა.
-უფ, უფ, ვაი დედიკონა, ხელი დავიწვი. აიღე ხის კოვზი წინ არ გიდევს? მაგრამ აბდაუბდა რომ დაიბადები, განა სხვა რამეა, -საკუთარ თავზე აბუზღუნდა ლილი. მეგი ცენტრალურ გზაზე მდებარე სუპერმარკეტისკენ წავიდა, წვენების სექციაში ზუსტად ოთხი ცალი ფეიხოას წვენი იყო დარჩენილი, ორი ცალი აიღო, თანხა გადაიხადა სალაროში და ლილის სახლისკენ გზას გაუყვა.
-გიყიდე წვენი და დაისვენე, -დაურეკა, როგორც კი გარეთ გამოვიდა წვენებით ხელში.
-შენ გაიხარე დაო, როგორ მიყვარხარ.
-გეყოფა! ნუ დაიღვარე სიყვარულად, ნახევარ საათში შენთან ვიქნები, -უცებ, ტყაპა - ტყუპის ხმა შემოესმა, გაიხედა და ძლივს მოასწრო პატარა ბავშვისთვის ხელი ეტაცა, რომელიც სამანქანო გზისკენ გარბოდა.
-სად გარბიხარ? იქით არ შეიძლება, ძალიან საშიშია, -სახეზე მოეფერა ბავშვს, -მე მეგი ვარ, შენ რა გქვია?
-მე მაქსიმე, - თქვა ხმადაბლა ბავშვმა და გაიპრანჭა.
- მაქსიმე, რატომ გამორბოდი აქეთ, ვინმეს ეძებ?
-ძიას ვემალები.
-მერე სად არის შენი ძია? იცი, რომ აქეთ მანქანები დადიან და ძალიან საშიშია? თანაც ძიამ რომ ვერ გიპოვოს ძალიან ინერვიულებს. წავიდეთ და შენი ძია მოვძებნოთ, -ბავშვმა თანხმობის ნიშნად ხელი ჩაჰკიდა და გაჰყვა.
-მაქსიმე! მაქსიმე! -სუპერმარკეტიდან დიოტრეფე გამოვიდა, რომელსაც ერთი ხელი თავისი ძმისშვილი მარიამისთვის ჩაეკიდა, მეორეში კი პარკები ეჭირა.
-ძია! -დაუძახა გახარებულმა მაქსიმემ, მეგის ხელი გაუშვა და მისკენ გაიქცა. დიოტრეფე უკან შემოტრიალდა, ჩაიმუხლა და მაქსიმე ხელში აიყვანა. მერე პატარა გოგონას კარგად მოჰკიდა ხელი და გაღიმებული მეგის მიმართულებით წავიდა. მეგიმ რომ გაიაზრა, მისკენ მოდიოდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა, ისე, რომ უკან არ მოუხედავს. ლილიმ კარი როგორც კი გაუღო მაშინვე შევარდა აქოშინებული და სამზარეულოში სკამზე დაჯდა.
-რა იყო, დიოტრეფე, მოგდევდა? -სიცილით მიჰყვა უკან და თვითონაც დაჯდა.
-შენ იცინე, იცინე და მართლა ვნახე.
-არ არსებობს? -სიცილს უმატა ლილიმ.
- წვენები რომ ვიყიდე და გარეთ გამოვედი მაშინვე შენ დაგირეკე, რომ გელაპარაკებოდი უცებ ფეხის ხმა შემომესმა და მოვტრიალდი, დავინახე პატარა ბავშვი გამორბოდა, მოვასწარი და ხელი ვტაცე, სანამ სამანქანო გზაზე გადაირბენდა. მერე მისი ძიას მოსაძებნად წავედით, ამ დროს სუპერმარკეტიდან დიოტრეფე გამოვიდა მაქსიმეს ძახილით, ცალ ხელში პარკები ეჭირა, მეორე ხელი კი მაქსიმეზე შედარებით დიდი გოგონასთვის მოეკიდა. ბავშვმა, რომ დაინახა მე ხელი გამიშვა და მისკენ გაიქცა, დიოტრეფემ ბავშვი ხელში აიყვანა და როგორც კი დავინახე, რომ ჩემკენ მოდიოდნენ მაშინვე გამოვიქეცი, -ლილიმ იმხელა ხმით ატეხა სიცილი ლამის სკამიდან გადავარდა.
-დღეს ვარდები გარანტირებული გაქვს, -ფეხზე წამოდგა, ორი თეფში და ორი ჩანგალი გადმოიღო, მერე ზედმეტად დაბრაწული შემწვარი ყვავილოვანი კომბოსტოც დადო თეფშით მაგიდაზე და დაჯდა.
-ძლივს ისე შეგიწვია, რომ არ დაგინახშირებია, თანდათან უკეთეს შედეგს დებ. სანამ გათხოვდები რამდენიმე კერძის გაკეთებასაც ისწავლი და დედამთილიც აღარ დაგიწუნებს.
-დედამთილმა დამიწუნოს? აბა, გაბედოს და დედამთილს გადავიმტვრევ მკლავზე.
- ნუ ხარ შენ ქაჯი.
- რა მაქვს მე დასაწუნი, ერთი შემომხედე, ამხელა კრივის დედოფალი ქალი ვარ და თუ გავბრაზდი ზვავი ვარ, -სიცილით შეკრა მუშტი, მკლავი მოკეცა და ხელზე არსებული კუნთები დაანახა, - ეგ კი არა და ხომ იცი რისთვის დაგიბარე, ის უჯრა უნდა გავხსნათ შალვა საგულდაგულოდ რომ კეტავს, მაინტერესებს ისეთი რა აქვს იქ დამალული, რომ არ უნდა მე ვიცოდე.
-რომ მოგვატანოს, მერე, რა ვქნათ?
-მოგვატანს და რამეს მოვიფიქრებ, ისე კი არამგონია ჯერ მოვიდეს, ვიღაცამ დაურეკა და გავარდა დიდის ამბით, - ჭამა რომ დაამთავრეს ქურდებივით შეიპარნენ შალვას ოთახში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ ძლივს იპოვეს გასაღები და როგორც იქნა ჩაკეტილი უჯრაც გახსნეს. უჯრაში ოთხი თეთრი კონვერტი იდო რომლებსაც რიცხვები ეწერა. სათითაოდ გახსნეს, თითოეული წერილებით იყო სავსე. როგორც აღმოჩნდა ვიღაც მარი შალვას სიყვარულს უხსნიდა. მისალოცი ბარათებიც ეწყო უჯრაში, იქ მხოლოდ დღესასწაულების მილოცვები იყო. კუთხეში საკმაო რაოდენობის დაკუჭული ფურცლები ეწყო სადაც სასიყვარულო ლექსები ეწერა. ლექსების ქვეშ წითელი ფურცლებისგან გამოჭრილი გულები იპოვეს, სადაც გრძნობების ზღვა იყო დატეული. მეგის ცრემლები წამოუვიდა როდესაც ერთ -ერთ წითელი ქაღალდის გული ხელში აიღო.
-რა წერია მანდ მაჩვენე? ,,-მინდა, ყოველი შენი დილა ჩემით იწყებოდეს.“ -მოგიკვდი შალვა შენ, თურმე როგორ იტანჯები. ადრე მეგონა, რომ გული საერთოდ არ მქონდა ახლა კი სადაცაა ძროხასავით ავბღავლდები, -ყველაფერი უჯრაში დააბრუნა ლილიმ და ჩაკეტა.
-ნეტავ რა ბედი ეწია იმ გოგოს? ლილი, იქნებ ის...
-არა, არ მოკვდებოდა, ჩემ ძმას ღმერთი ასეთი სატანჯველისთვის არ გაიმეტებდა, -თვალებზე ცრემლები მოადგა ლილის.
-ვინ იცის, როგორ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. შეიძლება ის გოგო გაათხოვეს მშობლებმა.
-არ ვიცი მეგი, არ ვიცი.
-ვიღაც მოვიდა, -შეშინებულმა დაიჩურჩულა მეგიმ.
-ჩქარა გავიდეთ ოთახიდან, -კარები გამოაღეს თუ არა შალვას შეეფეთნენ.
-რა გინდათ ჩემ ოთახში? -შუბლი შეკრა შალვამ.
-წიგნს ვეძებდი და მეგი მეხმარებოდა.
-წიგნების მეტი რა გაქვს, საძინებელი ოთახი კი არა ერთი დიდი ბიბლიოთეკაა. მაინც რომელ წიგნს ეძებდი? -ეჭვნარევი მზერა გაუხდა შალვას.
-რომელს და ,,დიდი სახლის პატარა დიასახლისს“ -რაც ენაზე მოადგა პირველი ის წამოიყვირა ლილიმ.
-დარწმუნებული ხარ, რომ ეგ წიგნი გინდოდა?
-რა იყო, არ შეიძლება მეც წავიკითხო სიყვარულზე წიგნები?
-გოგოს, რომელსაც სიყვარულზე დაწერილი წიგნების დანახვა არ უნდა სასიყვარულო სამკუთხედით დაინტერესდა?
-რაღაც გვაინტერესებს და უნდა ვნახოთ.
-ჩემს ოთახში ძებნას ჯობდა შენთან მოგეძებნა, როგორც მახსოვს წითელყდიანი წიგნის გვერდით იდო.
-მართლა? რა კარგი ხარ, -სიხარულით წამოიძახა ლილიმ, - წამოდი მეგი, ჩემ ოთახში ყოფილა და მოვძებნოთ, -ხელი სტაცა დაქალს და სირბილით შეიყვანა ოთახში. როგორც კი კარები დაკეტა ძლივს ამოისუნთქა, -დავიწვით.
-მიხვდა?
-რას ვერ მიხვდებოდა პატარა ბავშვი კი არ არის. ჯერ ჩვენ შეშინებულ სახეებს რომ დაინახავდა იმით მიხვდებოდა. რადგან დავუმალეთ თვითონაც აღარ ჩაგვაცივდა, მაგას რამეს გამოაპარებ?
-ხომ არ გეჩხუბება?
-არამგონია, თვითონაც ხომ იცნობ.
-ძალიან შემრცხვა.
-ნეტავ შენ მაგის მეტი სადარდებელი არ მოგცა ღმერთმა. მაშინ გვექნებოდა სანერვიულო წერილებით ხელში რომ ვენახეთ.
-მაშინ მე წავალ სახლში და რომ მივალ დაგირეკავ.
-ყოფილიყავი ცოტა ხნით კიდევ. ააა, გამახსენდა ვარდებს ელოდები ქალბატონო და გეჩქარება? წადი, წადი, ვარდებმა ფეხები არ აიდგან და ელზასთან არ შევიდნენ შეცდომით, -სიცილით დაემშვიდობა და გასასვლელამდე მიაცილა დაქალი. სახლში მისვლიდან რამდენიმე საათში მეგიმ ვარდები მართლა მიიღო, დიოტრეფე მადლობას უხდიდა, რომ მისი ძმისშვილი უყურადღებოდ არ მიატოვა შუა ქუჩაში.

##############
ღრუბლიანი ამინდი იყო, მეგიმ ფანჯრიდან რომ გაიხედა ცრიდა, თითქოს სადღაც შორს მზის სხივიც მოჩანდა, იფიქრა დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს სანამ გაკვეთილები დაგვიმთავრდებაო და ქოლგა სახლში დატოვა. მისგან განსხვავებით ლილი ქოლგას საერთოდ ვერ იტანდა, ყოველთვის კაპიუშონიან ტყავის კურტკას იცვამდა ცუდ ამინდში და თუ ძალიან გაუჭირდებოდა მეგის ქოლგას აფარებდა თავს. შუადღით უკვე დიდი დასვენების პერიოდი იყო წვიმა რომ გაძლიერდა, ცოტა ხანში გადაიღო და აქა - იქ ისროდა მსხვილ წვეთებს. გაკვეთილები რომ დამთავრდა სკოლის ეზოდან ნაჩქარევად გამოვიდნენ და სანამ სახლის გზას დაადგებოდნენ ლილიმ საღეჭი რეზინის საყიდლად პატარა მარკეტში გადაირბინა, მეგიმ კი იქვე მდგარი ხის ქვეშ შეაფარა თავი და ჟაკეტის სახელოები დაიგრძელა, რომ სიცივეს არ შეეღწია შეციებულ სხეულში. ტალახისგან გაწუწულ ფეხსაცმელებს დაჰყურებდა უცებ მაღალი სხეული, რომ აღიმართა მის წინ და თავის აწევა ვერც კი მოასწრო, ისე, მიაჩეჩა დიოტრეფემ ხელში გაშლილი ქოლგა.
-დიდი ხანია რაც ავად არ გამხდარხარ? ხმაზე ეტყობოდა ცოტა გაბრაზებული რომ იყო, მაგრამ ღიმილით ფარავდა, -იცოდე მეორედ ასეთ ამინდში უქოლგოდ არ გნახო, -სიცილით უთხრა და გაბრუნდა, მოშორებით მდგარ მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მეგი გაკვირვებული უყურებდა მანქანას მანამ, სანამ თვალს არ მიეფარა, მარკეტიდან გამოსული ლილი გვერდით ამოუდგა საღეჭი რეზინის ღეჭვით და თვითონაც იმ მხარეს გაიხედა საითაც მეგი იყურებოდა.
-რა ხდება? მიცვალებულს მიასვენებდნენ და გასაცემიდან შავი ქოლგა გიწყალობეს?
-ამ ბიჭს ვერაფერი ვერ გავუგე, -გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა, - ჯერ იყო და არ მელაპარაკებოდა, მერე მოულოდნელად სახლში მიმავალს მტაცა ხელი და ჩამეხუტა, ახლა კიდევ ეს ქოლგა მომაჩეჩა ხელში და მითხრა ასეთ ამინდში მეორედ უქოლგოდ არ გნახოო.
-ვაა, რა პოტენციური სასიძო მყავს? ვენაცვალე, ეგ ყოფილა კაცური კაცი, უყვარს გოგო და უფრთხილდება. ზოგიერთებს კი არ ჰგავს სოციალურ ქსელებში ვენებს რომ იჭრიან სიყვარულის გამო და რეალურად მშიშარა კურდღლები არიან. წამოდი, წავიდეთ სანამ თბილი ქურქით მოგვდგომია შენი ფრთიანი.

##############
-დიო, ქვეწარმავალმა საეჭვოდ მოუხშირა ერთ კორპუსთან სიარულს და არ მომწონს.
-ახლაც იქ არის?
-თითქმის ყოველ დღე, შორიახლო დასეირნობს თავის ლეკვებთან ერთად. ძალიან ახლოსაც არ მიდის, მგონი რაღაცას აპირებს. ამას წინათაც რომ დაინახა ვითომ სასხვათაშორისოდ წაუსტვინა. ბიჭებთან დაუტრაბახია ლაწირაკებთან საქმეს არ ვიჭერ, მაგრამ გამონაკლისები დასაშვებიაო.
-მაგას ვანახებ გამონაკლისებს, ეტყობა დაავიწყდა ორივე ხელი მოტეხილი რომ ჰქონდა, თუ არ გაჩერდება ამჯერად სამუდამოდ დაკარგავს ხელებს. ერთ კვირაში საატესტატო გამოცდები ეწყება, ვნერვიულობ, ნეტავ რას იზამს?
-მოგცლია რა? ჩააბარებს, ხომ იცი ჭკუის კოლოფია.
-ნერვიულობამ ყველაფრის დავიწყება იცის. არ გახსოვს მე რა დამემართა? სიმწრით ნასწავლი ბილეთებიდან პასუხი ვერცერთს ვერ გავეცი, არადა ყველაფერი კარგად ვიცოდი და მაინცდამაინც გამოცდის დღეს დამემართა სკლეროზი, ვერაფერი რომ ვერ გავიხსენე.
-რა გინდა ბედი გქონია, ლუარამ გადაგარჩინა.
-საწყალი ლუარა მასწავლებელი მართლა გულკეთილი ქალი იყო, რაც იმან დირექტორს ეხვეწა, რომ მეორე დღეს დამეწერა საგამოცდო ბილეთები. მასაც ჩემსავით რომ დაემართოს?
-არ დაემართება! ყველა შენნაირი ჩერჩეტი კი არ არის.
-რა ვიცი ბიჭო, რომ მხედავს ხან ისე ფითრდება თავი სისხლისმსმელი მგონია.
-იქნებ ხარ კიდეც მის თვალში, შენ ხომ არ იცი?
- თაზო, ნუ დამგრუზე თუ ძმა ხარ, ღამით რომ ვერ დავიძინო შენი ბრალი იქნება.
-რა დროს უძილობაა ხვალ ადრიანად საწვრთნელ ბაზაზე მივდივართ, კარგად უნდა გამოვიძინოთ, დიდი ამბები გველის.
-ჰოო, ეგ სულ დამავიწყდა, ხვალამდე ძმა.

##############
საატესტატო გამოცდებმა მშვიდობით ჩაიარა. არცერთი დამამთავრებელი არ ჩაჭრილა, სკოლის დირექტორი და სასწავლო ნაწილი გაბადრული სახეებით ულოცავდნენ მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დამთავრებას. ნერვიულობა უკან მოიტოვეს და ბანკეტმაც ჩვეული ფორმით ჩაიარა. გოგონები და ბიჭები საზეიმოდ გამოწყობილები, ხმამაღალი მუსიკა, ბევრი სასმელი, ბევრი სიცილი, უამრავი სამახსოვრო ფოტო და დაუვიწყარი ემოციები, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გემახსოვრება.
-ლილი, დავინახე, აქ იყო, -მეგი, მოცეკვავე დაქალს მიეჭრა და გვერდით გაათრია.
-კარგია, რომ დაინახე, მაგრამ მერა შუაში ვარ, რას გამომათრიე? ხომ იცი, რომ ეს სიმღერა ყველაზე მეტად მიყვარს?
-რა დროს სიმღერაა, ჩემგან დაახლოვებით ორმოცდაათ მეტრში იდგა და მიყურებდა.
-ვინ გოგო?
-დიოტრეფე.
-არ არსებობს!
-რას ჰქვია არ არსებობს? როგორც შენ გიყურებ და გხედავ, ზუსტად ისე ვხედავდი მასაც.
-ბევრი არ უნდა დაგელია, ხომ ხედავ სასმელს ვერ იტან.
-მე და ტატო ვიდექით, გიორგიმ შამპანიური მოგვიტანა ჭიქებით, რომ გამოვართვი გვერდით გავიხედე და ის იდგა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი და მიყურებდა, -ნერვიულობისგან ძლივს ლაპარაკობდა მეგი.
-დიოტრეფე და ჩემი ძმა სამხედრო ბაზაზე არიან წასულები და ზეგ დილამდე იქ იქნებიან. გამორიცხულია ამ წუთას ის აქ ყოფილიყო, ძალიანაც რომ ნდომოდა უფროსობა არ გამოუშვებდა. სამხედრო სამსახურია ბოლოს და ბოლოს, ნინიას ბაღი კი არაა ყველამ თავის ნება - სურვილზე იაროს, არავინ არ აპატიებს ურჩობას.
-არ ვიცი, ძალიან რეალური ჩანდა.
-შენ უკვე ისე ხარ დაპროგრამებული ყველგან დიოტრეფე გელანდება. ქუჩაში თვალებდაჭყეტილი და დაძბული დადიხარ, არ შეიძლება ასეთი რამე. დაწყნარდი და გაერთე, დღეს ჩვენი კლასის ბანკეტია, ვინ იცის რამდენი წლის მერე შევძლებთ კიდევ შეკრებას, ან შევძლებთ კი? წამოდი ვიცეკვოთ, ეს ჭიქა დადგი ლოთი კაცივით რომ მიგიხუტებია გულზე. მთვრალმა შეიძლება ისიც თქვა მოვიდა და ცეკვა მთხოვაო.
-რას ამბობ ლილი, -შეშინებულმა წამოიყვირა, ჭიქა იქვე დადგა და დაძაბულმა მოათვალიერა გარემო, -მგონი მართლა ბევრი დავლიე.
- დღეს მაინც დაივიწყე ის შენი ფრთიანი ანგელოზი, სულ პირზე რომ გაკერია მისი სახელი და ვიცეკვოთ. დათუაშვილო, ქვაბიდან გადმოვარდნილი მაკარონივით რომ იკლაკნები სხვანაირად არ შეგიძლია ცეკვა? რისთვის გადაყარა მამაშენმა ფული და რისთვის დაგამთავრებინა ოთხწლედი, რომ მაინც ასე უხეიროდ გეცეკვა? ერთი დენდარტყმული კაცი მაინც განასახიერე ნორმალურად, რა უბედურებაა, ცეკვის სურვილს მიკარგავ.

###############
-სდექ! უმცროსო სერჟანტო ნაცვლიშვილო შინაგანაწესს არ დაემორჩილე და ბაზის ტერიტორია დატოვე?! -ზურგს უკან გაგონილი მკაცრი ხმის გამო დიოტრეფე ადგილზე გაშეშდა და შემობრუნდა.
-გენერალ - მაიორო მნიშვნელოვანი საქმე მქონდა.
-მაინც რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ თავი საფრთხეში ჩაიგდე?!
-ძალიან მნიშვნელოვანი.
-აჰა, ესე იგი, მეტად მნიშვნელოვანი საქმე გქონდა? გასაგებია. წესით ახლა უნდა გეძინოს, შენ კიდევ ღმერთმა იცის სად გაძვერი. კარგად იცი მსგავსი ქმედება ჯარისკაცის მხრიდან როგორ სასჯელსაც იმსახურებს, თუ ჯერ კიდევ არ იცი?
-გენერალ - მაიორო, მზად ვარ ნებისმიერი სასჯელისთვის.
-ნებისმიერი? დარწმუნებული ხარ უმცროსო სერჟანტო ნაცვლიშვილო?!
-სავსებით, გენერალ - მაიორო.
-შე ღლაპო, ბედი შენი, რომ ჩემ ხელში ხარ გაზრდილი და ძალიან მიყვარხარ, ასე რომ არ იყოს ისეთ დღეში ჩაგაგდებდი იქნება ნანას ერთი კვირა დამბალი პურის მეტი ვერაფერი ეჭმია შენთვის, -კაცმა სიცილი დაიწყო და ხმაც დაურბილდა.
-გპირდებით, ასეთი დარღვევა პირველი და უკანასკნელი იქნება ჩემი მხრიდან.
-ნახე მაინც?
-ვინ, გენერალ - მაიორო?
-ბიჭო, შენ მე ვიღაც გადაყრუებული ბებრუხანა ხომ არ გგონივარ? ვის გამოც გაიპარე ის, ნახე თქო?
-ვნახე.
-მერე გაუხარდა?
-არ ვიცი, არ დავლაპარაკებივარ.
-კაცი ავღანეთში გაგიშვი და ტერორისტების არ შეგშინებია და ერთმა სიფრიფანა გოგომ ასე როგორ შეგაშინა?!
-არ შევუშინებივარ, უბრალოდ დალაპარაკების საჭიროება არ იყო.
-ეჰ, რას გაგიგებთ კაცი ამ ახლგაზრდებს, ტვინი ყველას უკუღმა გიმუშავებთ. სადაცაა გათენდება, წადი და სანამ სხვებიც არ ადგებიან თვალით არ დამენახო.
-დიდი მადლობა, გენერალ - მაიორო.
-არაფრის, უმცროსო სერჟანტო ნაცვლიშვილო, -კაცმა ღიმილით გააყოლა თვალი ჩქარი ნაბიჯით მიმავალ დიოტრეფეს.

##############
-დედა, მომეცი სოფლის სახლის გასაღები, გთხოვ! -უკვე მთელი საათია ოთახიდან ოთახში პატარა ბიჭივით უკან დაჰყვებოდა დედას, რომელიც ჯიუტად ერთსა და იმავეს უმეორებდა.
-დიოტრეფე, არა! მერამდენედ უნდა გაგიმეორო?! იქნებ ყურის ექიმთან წაგიყვანო, რომ კარგად გამოგირეცხოს და მერე მაინც გაიგო რას გეუბნები?!
-ნანა, ძალიან არასწორად მექცევი იცოდე!
-კიდევ მე გექცევი არასწორად?! ამხელა ბიჭს რა გოგოს მოტაცება აგიტყდა, სულ გააფრინე? მიდი დალოცვილო ოჯახში და პატიოსნად ითხოვე ხელი. რა ღორობაა ერთი ციდა გოგოს ველურივით მოტაცება. ვინ იტაცებს ჩვენ დროში ქალს? -დაიყვირა წყობიდან გამოსულმა ქალმა, -ჩემ დროს მოტაცება დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ახლანდელ დროში? მამაშენსაც მე გადავაფიქრებიე, არა და გადაწყვეტილი ჰქონდა. ძალიან მიყვარდა, მაგრამ ასე ველურივით რომ მოქცეულიყო მამის სულს ვფიცავარ ერთი წუთი არ გავჩერდებოდი ამ სახლში.
-ნანა, კარგად იცი, რომ მეც მინდოდა პატიოსნად მეთხოვა მისი ხელი, მაგრამ მაინცდამაინც იმ გოგოს დაადგა ქსანთემ თვალი რომელზეც მე ვაფრენ. მაგას ეტყობა ჰარამხანის გახსნა აქვს გადაწყვეტილი. თაყვანისმცემლების არმია რომ ჰყავს, იმათ მიხედოს ურჩევნია, ჩემსას რას მიადგა? სხვა გზა არ მრჩება დედა, უნდა დავასწრო და მოვიტაცო, რამე რომ დაუშავოს მეგის არც ქსანთეს ვაცოცხლებ და არც თავს არ ვიცოცხლებ.
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, რას ჰქვია თავს არ იცოცხლებ?
-ნანა, გეყოფა სიჯიუტე და მომეცი გასაღები.
-მერამდენედ უნდა გითხრა, რომ ნანას ნუ მეძახი, ვერ გავიგე დედაშენი ვარ თუ მეზობლის ქალი?
-ნუ გამომიყვან მდგომარეობიდან და არ მოგმართავ სახელით.
-დაჯექი და ნორმალურად მოვიფიქროთ, იქნებ სხვა გამოსავალიც არსებობს? -ქალმა ხმას დაუწია და შვილს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
-ნეტავ არსებობდეს, მაგრამ ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მეგის წაყვანაა სადმე მოშორებით, სადაც ქსანთე ვერ მოგვწვდება.
-უყვარს მეგი?
-უყვარს კი არა ჩემი გამწარება უნდა. მაშინ ადამიანურად ავუხსენი, რომ მეგი მე მომწონდა და არ გაჰკარებოდა, მან კიდევ გინება და მუქარა დაიწყო. მაგ გოგოს არ შეგარჩენ და მაინც ცოლად მოვიყვანო, ამიტომაც მოემტვრა ხელები და თუ არ გაჩერდება მამამისის გზას გავუყენებ და მერე სამუდამოდ დაწყნარდება. ქუჩაში ბიჭებთან დაუტრაბახია, ორში ცოლი მომყავს და მოემზადეთო. იცი რა დღეა დედა ორი? მეგი თვრამეტი წლის ხდება. ქსანთემ სპეციალურად თქვა, რომ ჩემ ყურამდე მოსულიყო.
-დავუშვათ დაასწარი და მოიტაცე, მერე რა იქნება? მისი მშობლები რომ გაიგებენ გგონია მადლობას გადაგიხდიან? მაშინვე პატრულს გამოიძახებენ და შენ წინააღმდეგ საქმე მოტაცების კი არა გატაცების მუხლით აღიძვრება. სამსახურს რაღას უშვრები, გიფიქრია ამაზე?
-ავუხსნი გენერალს ყველაფერს და გაიგებს, შენ ზაქროს ნუ ეხუმრები, სახელი კი აქვს გენერლის, მაგრამ არც ისეთი უგულოა, რომ ადამიანურად ვერ გამიგოს და მხარში არ ამომიდგეს.
-მეშინია შვილო, რამე შარში არ გაჰყო თავი და სამუდამოდ უბედური დედა არ გამხადო.
-ნუ გეშინია, რამეს ვიზამთ, მარტო კი არ ვარ ბიჭებიც ჩემ გვერდით არიან. ახლა ყველაზე მეტად შენი თანადგომა მჭირდება, თუ შენ ზურგი მაქციე სხვას რა მოვთხოვო? გგონია მე არ ვნერვიულობ? ორ ივლისს იწყება ეროვნული გამოცდები, არ ვიცი რაზე აბარებს, მაგრამ საერთოდ რომ ვერ წავა და მთლიანი წელი გაუცდება, არც კი ვიცი საერთოდ თუ მაპატიებს. იქნებ სამუდამოდ შემიზიზღოს კიდეც. მთავარია მეგი ქსანთეს ხელში არ ჩავარდეს და ყველაფერს ავიტან. ჩემ თავში ქაოსია, საშინელება ხდება, დედა ჭკუიდან გადავალ ეს საქმე თუ ჩაფლავდა, -დიოტრეფე ნანას წინ ჩაიმუხლა და თავი კალთაში ჩაუდო, -დედა, წლებია ვაკვირდები და ვხედავ, რომ ჩემ ცხოვრებაში არასდროს არაფერი ხდება ადვილად, საერთოდ არაფერი, ვფიქრობ და ვერ გამიგია რატომ.
-იქნებ, სწორედ ამის გამოა, რომ შენ დღეს ის ხარ, ვინც ხარ.
-და ვინ ვარ, დედა?
-ჩემი სიამაყე, უმცროსი სერჟანტი ნაცვლიშვილი.
-დედა, ისევ დაიწყე? რა საამაყო ეგ არის? ჩვეულებრივი წოდებაა.
-მე მეამაყება, ჩემი სამივე შვილი სამშობლოს სადარაჯოზე რომ დგანან.
-შენ და გოგია ერთ აზრზე დახვედით როგორც ჩანს.
-პაპაშენს რას ერჩი?
-იმან იცის ზუსტად ასეთი ლაპარაკი, შიშით სტუმარი ვერ შემოსულა სახლში, მაშინვე ეუბნება რომ ,,კვიცი გვარზე ხტის“ და შვილიშვილები სამხედრო სამსახურში ჰყავს.
-ეამაყებით და რა ქნას? თორნიკემ მხარი მოტეხა და ექიმობა არჩია, სამმა ვაჟკაცმა კი სამხედრო სამსახური აირჩიეთ, როგორ არ უნდა ამაყობდეს თქვენით?
-მამამ სწორი არჩევანი გააკეთა. ექიმების გარეშე სამხედრო პირი განწირულია, ასე, რომ საწუწუნო არაფერი გაქვთ.
-ადექი ფეხები გეტკინება, წამოწექი და დაისვენე, მე უნდა გავიდე ბევრი საქმეა სახლში. დედას ერთადერთო, როგორ უყვარხარ დედას შენ ხომ არ იცი? - კისერში გემრიელად აკოცა ნანამ და წამოდგა.
-რატომ ვარ ერთადერთი? გოგა და ჯაბა კარენას აჩუქე?
-ნანას რამდენი დიოტრეფე ჰყავს?
-ერთი.
-მერე? ერთადერთი არ ხარ ჩემთვის? ისინიც ჩემი ერთადერთები არიან. შენ, სხვაზე გაბრაზებული ოჯახის წევრებზე ნუ ცდილობ ჯავრის ამოყრას, -მოჩვენებითად გაუბრაზდა ქალი და ოთახიდან გავიდა. დედის გასვლის შემდეგ დიოტრეფეს თითქმის მთელი დღე ეძინა, საღამოს გვიან გაიღვიძა, ჯერ კიდევ კარგად არ იყო გამოფხიზლებული, ნანა რომ შემოვიდა და საწოლზე ჩამოუჯდა.
-აი, გამომართვი, სოფლის სახლის გასაღებია, თუ გინდა მეც წამოვალ და დავალაგებ, გასულ წელს რაც ვიყავით მე და მამაშენი მას შემდეგ არ ვყოფილვართ, ყველაფერი მტვრიანი იქნება და ობობის ქსელებით სავსე.
-მარიამი მომყვება და ის მომეხმარება სახლის მოწესრიგებში.
-ოხ, ეგ მელა. ესე იგი, მანაც ყველაფერი იცის?
-იცის რომელია, ხომ იცი ვერაფერს დავუმალავ.
-იქნებ გასაღები არ მომეცა, სხვა გეგმა გქონდათ?
-დედა, შენ სულ ასე იცი, ჯერ უარზე ხარ და გვეჩხუბები, გვსაყვედურობ, მერე კი მაინც ჩვენ მხარეს იჭერ.
-ამის შემდეგ ასე აღარ ვიზამ და მაგასაც ვნახავ როგორ დამითანხმებთ და როგორ მატარებთ თქვენ ჭკუაზე.
-დედა, ამდენი წელია სულ მხარს გვიმაგრებ და ახლა გახდები გულცივი? არ მჯერა! წამოდი მაჭამე რამე და ბიჭებთან უნდა გავიქცე, ნახე რამდენი ნარეკია ტელეფონში, -მობილური ტელეფონის ეკრანი მოატრიალა და უპასუხოდ დარჩენილი ზარები დაანახა. ის - ის იყო დიოტრეფე წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა, რომ ნანამ მაჯაში ხელი სტაცა და მზერა გაუმკაცრდა.
-დამპირდი, რომ იმ გოგოს არაფერს დაუშავებ.
-დედა, რას ამბობ, არ მიცნობდე მაინც! -გაოცებული მზერა მიაპყრო ქალს.
-დამპირდი, დიოტრეფე!
-რა დაგემართა ნანა?!
-დედა მოგიკვდეს, თუ შენ ეს პირობა გატეხო.
-ნანა! -დაიღრიალა დიოტრეფემ და ხელი მთელი ძალით გამოჰგლიჯა.
-წავიდეთ, საჭმელი ვჭამოთ.
-აღარ მშია, ბიჭებთან ერთად შევჭამ რამეს, -მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და სახლიდან გიჟივით გავარდა.
-წარმოგიდგენიათ? საკუთარ დედას ეჭვიც კი შეეპარა იმაში, რომ შეიძლება მე მეგის რამე დავუშავო, -ვერ წყნარდებოდა დიოტრეფე.
-დაწყნარდი, ნუ აიშლი ხოლმე ოფოფებს, ნანამ უბრალოდ გაგაფრთხილა. დედაა და აბა, არ უნდა გაეფრთხილებინე?
-თაზო, იცი რა თვალებით მიყურებდა? თავი უკანასკნელი არამზადა მეგონა.
-ნუ აზვიადებ!
-არაფერს არ ვაზვიადებ. ძალიან მეწყინა, არ მეგონა დედაჩემს თუ ჩემში ეჭვი ეპარებოდა.
-ეჭვი არ შეჰპარვია, გაგაფრთხილა, რატომ არ გესმის? ის, ვალდებულია მიგითითოს, რომ შეცდომა არ დაუშვა.
-საწყენია აქამდე რომ ვერ გამიცანით.
-ძმურად, მოეშვი მაგ ბუტიაობას რა?

###############
საწოლზე რამდენიმე წიგნი გადაშლილი იდო, მეგის რვეული ჰქონდა მომარჯვებული და შენიშვნებს იწერდა, მოულოდნელად ტელეფონი აწრიპინდა, მანაც წიგნებს თავი დაანება და შეტყობინება გახსნა.
,,ქუჩაში გელოდები, მალე ჩამოდი, არ დააგვიანო. დიოტრეფე“
- ახლა გული გამისკდება, -ანერვიულებულმა ძლივს აკრიფა ლილის ნომერი და შეშინებულმა ჩაჰყვირა, -მიშველე რამე, იცოდე მოვკვდები.
-ერთი სათის წინ ვიყავი მანდ და არაფერი გეტყობოდა, ახლა რა გეტაკა?
-მომწერა, გესმის? დაბლა მელოდება. ლილი მუხლები მიკანკალებს და გული ამოვარდნაზე მაქვს. როგორ მოვიქცე ჩავიდე თუ არ ჩავიდე ვერ გადამიწყვეტია. რა უნდა ვუთხრა რომ ვნახავ? აქ მაინც დარჩენილიყავი, ხომ გთხოვე.
-არა აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა, ჩადი, ნუ ალოდინებ და მერე მომიყევი რა მოხდება.
-თუ იქამდე ნერვიულობისაგან საიქიოს არ ვესტუმრე კი მოგიყვები ყველაფერს, -სიცილით უთხრა, მერე რამდენიმე წუთი შეშფოთებულმა უყურა საკუთარ გამოსახულებას სარკეში და გულაფრიალებულმა გაიხურა სახლის კარები. ფეხები უკან ჰრჩებოდა, მაგრამ მაინც მიდიოდა. ქუჩაში რომ გავიდა გარშემო არავინ ჩანდა, მეზობლების და მათი შვილების გარდა, რომლებიც ბურთით ხელში დარბოდნენ და მტვრიან ხელებს მაისურზე იწმენდდნენ.
-ჩემო მშვენიერებავ, ასე მალე არ გელოდი. როგორი მოწესრიგებული გოგო ყოფილხარ, დროის ფასიც გცოდნია.
-დიოტრეფე... -წამებში გაიაზრა რაც მოხდა. ის შეტყობინება, შენ მომწერე?
-რა მიხვედრილი მყავხარ, ჩემო პატარა, -გაუღიმა ქსანთემ.
-უნდა წავიდე ბევრი სამეცადინო მაქვს და არ მცალია.
-სამეცადინო მოიცდის, -ქსანთე ხელში წვდა მეგის, სითხით დასველებული ნაჭერი ცხვირ - პირზე ააფარა და გათიშული გოგონა ახლად გაჩერებულ მანქანაში სწრაფად მოათავსა. უბნის ჭორიკანა მეზობელმა რომ დაინახა რაც მოხდა მთელი ხმით დაიწყო მოთქმა და კივილი, ქსანთემ მეგი მოიტაცაო და წუთიც არ იყო გასული მთელი სამეზობლო რომ გამოიშალა გარეთ. სასწრაფო და პატრული ერთდოულად მოვიდნენ. გულწასულ მაიას მოსულიერებისთანავე ისე გული მისდიოდა, შეშინებულმა და დაბნეულმა ტყუპებმა აღარ იცოდნენ რა ექნათ. გამწარებული ემზარი კი პატრულს რაღაცას მთელი მონდომებით უხსნიდა.
-დიო, მეგი მოიტაცეს! -ტელეფონში გაისმა გიორგის ყვირილი.
-ვინ გეგი მოიტაცეს? ღამის ორი საათია, ახლა დარეკვის დროა? დამაძინეთ.
-ბიჭო გეგი კი არა მეგი! შენი მეგი მოიტაცა ქსანთემ, არ გესმის?!
-რაა გიო? ახლავე მოვდივარ, არ გაგექცეთ იცოდე, ფუ მაგის...
-ქალაქიდან გადის, უკან მივდევთ, მგონი შეიარაღებულები არიან.
-ავტობანზე არ გაუშვათ, გააჩერეთ, მეც ახლავე მანდ გავჩნდები, -საწოლიდან თითქმის წამოფრინდა, გზა და გზა იცმევდა ტანსაცმელს, კიბეებზე როგორ ჩავიდა არ ახსოვს, გიჟივით ეცა მანქანას და ავტომობილის ბორბლების გამაყრუებელმა ჭრიალმა ღამის სიმყუდროვე გააქრო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ასეთ განვითარებას მართლა არ ველოდი. იმედია მეგის მიუსწრებს დიო და საშინელება არ მოხდება. ქსანთე კი ნამდვილი არაკაცია. პატარა გოგოს მომავალს უნგრევს. ასეთი კაცები უნდა გადაშენდნენ:დდ
კარგი ხარ ძალიან, მიყვარს შეგნებული ადამიანები და ახლა უფრო მეტად გაფასებ❤
საუცხოო სახელია დიოტრეფე. თანაც პირველად გავიგე. ენა მოვიტეხე სანამ დავიმახსოვრებდი:დდდ

 


№2  offline წევრი Rania

Ra kargi saxelia dio. Me myavs mulishvili dio. Au sad gacydaa. Zalian sayvarlobaaaa. Au miuscros da isisxlod damtavrdes netav yvelaferiii. Qsantem qserqe gqmaxsena nsparsetis mefe

 


№3  offline წევრი izabella

Chikochiko
ასეთ განვითარებას მართლა არ ველოდი. იმედია მეგის მიუსწრებს დიო და საშინელება არ მოხდება. ქსანთე კი ნამდვილი არაკაცია. პატარა გოგოს მომავალს უნგრევს. ასეთი კაცები უნდა გადაშენდნენ:დდ
კარგი ხარ ძალიან, მიყვარს შეგნებული ადამიანები და ახლა უფრო მეტად გაფასებ❤
საუცხოო სახელია დიოტრეფე. თანაც პირველად გავიგე. ენა მოვიტეხე სანამ დავიმახსოვრებდი:დდდ

ქსანთეს, სულ არ ადარდებს მეგის მომავალი, მთავარია თავისი გაიტანოს,რომ მაგარი ბიჭის იმიჯი არ შეელახოს.ასეთებს გადაშენება არ უშველით,მასზე ბევრად უარესები გაჩნდებიან მომავალში. გეთანხმებით, დიოტრეფე, მართლა ძალიან უცხო და ლამაზი სახელია.
თქვენ არ იცით როგორ მიხარია, რომ მომყვებით და აზრს მიზიარებთ blush

Rania
Ra kargi saxelia dio. Me myavs mulishvili dio. Au sad gacydaa. Zalian sayvarlobaaaa. Au miuscros da isisxlod damtavrdes netav yvelaferiii. Qsantem qserqe gqmaxsena nsparsetis mefe

ნამდვილად არ გამიგია თუ საქართველოში ვინმეს ერქვა ეს სახელი,ძალიან კარგი. მიუსწრებს თუ ვერა, მაგას შემდეგ თავში გავიგებთ. blush

 


№4  offline წევრი ნინ ია

იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და არ ვინანებ მიუხედავად მძიმე ატმოსფეროსი, რომელიც წინა თავში იყო ეს თავი მაინც რო წავიკითხე...
ზოგადად არ ვკითხულობ მძიმე შინაარსის ისტორიებს და ძალიან მეშინია შემდეგი თავის გახსნის...

 


№5  offline წევრი izabella

ნინ ია
იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და არ ვინანებ მიუხედავად მძიმე ატმოსფეროსი, რომელიც წინა თავში იყო ეს თავი მაინც რო წავიკითხე...
ზოგადად არ ვკითხულობ მძიმე შინაარსის ისტორიებს და ძალიან მეშინია შემდეგი თავის გახსნის...

აბა, რა გითხრათ, რაღაც დოზით ყველგან არის მძიმე ატმოსფერო, რომელიც შემდეგ იცვლება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent