შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა არსაიდან /სრულად/


1-02-2019, 11:35
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 1 773

გოგონა არსაიდან /სრულად/

მაისის თბილი საღამო იდგა. ის საღამო როდესაც ნოემ პირველად დაინახა თავისუფლების მეტროსთან ფეხმორთხმით მჯდარი, წითური გოგონა, რომელიც საღებავებში ერთიანად დასვრილი, ხატვაში სრულიად ჩაძირული თითქოს იქ იყო მაგრამ ამავდროულად არ იყო. დახეული ჯინსები და კედები ეცვა, თავზე კაპიშონი მოერგო და გარე სამყაროს მოწყვეტილი უბრალოდ ხატვით ირთობდა თავს. დიდხანს უყურა შორიდან ნოემ ამ საოცარ ქმნილებას, რომელიც მასში დიდი დოზით ინტერეს იწვევდა. მისი სახე ყველაზე დახვეწილი იყო თუ კი რამ სახე უნახავს. ნოე ფოტოგრაფი იყო, ამიტომაც მისთვის უცნობი გოგონა არა მარტო ლამაზი არამედ საინტერესო და ღრმა აღმოჩნდა. არ უნდოდა მისთვის ხელი შეეშალა. ამიტომაც იქვე ახლოს ჩამოჯდა და გოგონას ცქერით ტკბებოდა. ერთადერთ რამეს ნანობდა, რომ თან არ ქონდა ფოტოაპარატი რომლითაც მის ფირზე აღბეჭდვას შეძლებდა. წითური გოგონა არაფრად აგდებდა მის წინ უთავბოლოდ მოსიარულე ხალხს. ყურები ყურსასმენით დაეხშო და თავაუწევლად მუშაობდა. ნოე მისით სრულიად მოინუსხა, უცნობ გოგონასთან ერთად ოცნებებში ხეტიალი დაიწყო. ელოდა როდის მორჩებოდა გოგონა ხატვას და მასთან გამოლაპარაკების ათასნაირ შესაძლებლობას განიხილავდა.
- გამარჯობა. მე ნოე ვარ.
- გამარჯობა თქვენი გაცნობა მინდა.
- არა არა. ეს ზედმეტად ბანალურია ის კი ისე შორს არის ბანალურობისგან. - საყვედურობდა თავის თავს. ფიქრებში წასული მობილურის ხმამ გამოაფხიზლა.
- რა გინდა რატი არ მცალია? - ჩასძახა მეგობარს და ოდნავ მოშორებით გავიდა. საუბარი გაუგრძელდა რადგან მეგობარი რაღაც მნიშვნელობანზე ესაუბრებოდა. როგორც იქნა მოიშორა და იქეთკენ მიიხედა საითაც წითური გოგონა ეგულებოდა მაგრამ საშინელი ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნო როდესაც ადგილი სადაც რამდენიმე წუთის უკან მისთვის სასურველი ქალი იჯდა ახლა უკვე ცარიელი იყო.
- ჯანდაბა. - ჩაილაპარაკა თავისთვის და გარემოს დაუწყო თვალიერება. ვერსად შენიშნა. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, წითურო გოგონა გაუჩინარდა. ხელი ჩაიქნია გაბრაზებულმა ნოემ, ბოლო ცდა გადაწყვიტა და მეტროსთან მოწყალებისთვის მჯდომ მამაკაცს მიუახლოვდა. ჯიბიდან ხურდები ამოიღო და წინ დადებულ ქუდში ჩაუყარა.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო. სევდიანი, ცხოვრებით გადაღლილი თვალები შეანათა მოხუცმა.
- გაიხარე ბაბუ. შეიძლება რაღაც გკითხოთ?
- თუ რამით დაგემხარები მკითხე.
- რამდენიმე წუთის წინ აქ წითური გოგონა იჯდა და ხატავდა, ხომ არ იცით ვინ არის?
- აჰ ევას გულისხმობთ?
- სახელი არ ვიცი მაგრამ ალბათ ის არის ვისზეც მე გეუბნებით. იცით ვინ არის?
- ის არსაიდან არის.
- ეს როგორ?
- მხოლოდ ის ვიცი რომ ევა ქვია, ყოველ შაბათ დღეს მოდის და მთელ დღეს აქ ატარებს. ხატავს. არავის ესაუბრება.
- მხოლოდ შაბათს?
- დიახ შვილო. მხოლოდ შაბათს.
- არ იცით სად შეიძლება სხვა დღეებში მისი ნახვა?
- რომ ვიცოდე გეტყოდი მაგრამ ის იდუმალი გოგონაა და არავის ესაუბრება.
- იდუმალთან ერთად ძალიან ლამაზია. - ჩაილაპარაკა ნოემ და მოხუცს დაემშვიდობა. ფეხით ჩაუყვა თბილისის თბილ ქუჩებს.
- ევა. - ფიქრობდა თავისთვის. - სწორედ რომ შეეფერება ეს სახელი. ზედგამოჭრილია მისთვის. ის ღამე არ სძინებია. არც შემდეგი ღამეები სძინებია. მხოლოდ ერთი სურვილი გააჩნდა მალე დამდგარიყო შაბათი დღე, რომ ისევ შეძლებოდა წითური უცნაური ლამაზმანის ცქერით ტკბობა. ტანჯვით გაიარა მთელმა კვირამ და როგორც იქნა დადგა მისთვის ნანატრი შაბათი დღეც. ფოტოაპარატს ხელი დაავლო, მოტოციკლს შემოაჯდა და თავისუფლების მეტროსკენ აიღო გეზი.
- აი ისიც. - გაიფიქრა როგორც კი ევა შენიშნა. ის ისევ ისე ფეხმორთხმით იჯდა და ხატავდა. ხატავდა მთელი გრძნობით. ნოემ შორიახლოს მოიწყო ბუდე და ფოტოაპარატი მოიმარჯვა. გაუთავებლად უღებდა ევას სურათებს. ყოველ მოძრაობას, ყოველ მიმიკას აფიქსირებდა. ასე დაყო რამდენიმე საათი. მხოლოდ მაშინ გაჩერდა როდესაც ევამაც შეწყვიტა ხატვა. გოგონამ ნივთები აალაგა და გზას გაუდგა. ნოეც უკან გაყვა. ევა ბარში შევიდა, ყავა შეუკვეთა და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან მოთავსდა. ნოეც უკან შეყვა, შორიახლოს მდგომ მაგიდასთან მოთავსდა და ბარმენს ჩაი შეუკვეთა. წამით არ მოუშორებია ევასთვის თვალი. ევა კი სივრცეში გადაკარგულიყო. მზერა ჰორიზონტში გაყინვოდა. სევდიაფერი თვალები მიეპყო ფანჯრის მინისთვის, ყავას სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. როცა დაასრულა ადგა, თანხა გადაიხადა და გარეთ გავიდა.
- იცნობთ მას? - ეკითხება ნოე ბარმენს.
- ევას? - არა ის უბრალოდ ყოველ შაბათ საღამოს ამ დროს მოდის ჩვენთან და ერთ ჭიქა ყავას უკვეთავს.
- არ იცით ვინ არის?
- ის არსაიდან არის.
- ეს რას ნიშნავს.
- არის მაგრამ არ არის. მხოლოდ სახელი ვიცი. სხვა არაფერი. მაპატიე მეგობარო. - მხარზე დაკრა ბარმენმა ნოეს ხელი და მარტო დატოვა.
- არსაიდან. - ჩაილაპარაკა ნოემ და გარეთ გამოვიდა. ჰაერი ღრმად შეუშვა ფილტვებში და სახელოსნოში გაეშურა. მთელი ღამე ევას ფოტოების გამჟღავნებაში გაილია. უცქერდა ფირებზე გამოსახულ წითურ ანგელოზს ნოე და ინტერესთან ერთად საოცარ მღელვარებას და სიამოვნებას განიცდიდა.
- შემდეგ შაბთს გაგიცნობ ევა. - ჩაილაპარაკა ნოემ და ვისკი დაისხა.
ის კვირაც როგორღაც გადააგორა და ნანატრი შაბათიც როგორც იქნა ამონათდა. ისევ დაავლო ფოტოაპარტს ხელი და საყვარელი მოტოციკით თავისუფლების მეტროსკენ გაეშურა. როგორი ტკივილი იგრძნო როდესაც ევა ჩვეულ ადგილზე არ დახვდა. დიდხანს ელოდა ნოე უცნობ გოგონას მაგრამ ის არ გამოჩნდა. ისევ მოხუცს მიუახლოვდა.
- გამარჯობა ბაბუ.
- ღმერთმა დაგლოცოს შვილო.
- გახსოვარ?
- ჰო შენ ის არა ხარ ჩვენი მხატვარი გოგო რომ ჩაუვარდა გულში. - მხარზე მზრუნველი ხელი ჩამოადო მოხუცმა.
- კი ასეა. დღეს ხომ შაბათია. ის კი არ მოსულა.
- პირველი შემთხვევაა.
- მართლა?
- ხო შვილო არასდროს ყოფილა არც ერთი შაბათი დღე თავისუფლების მეტრო მის გარეშე.
- უცნაურია. - გულში საშინელი სევდა იგრძნო ნოემ, მოხუცს დაემშვიდობა და ბარისკენ გასწია. - დღეს ევა იყო მოსული? ეკითხება ბარმენს.
- არა არ ყოფილა. - იმედგაცრუებული გამოვიდა ნოე ბარიდან და სახლში წავიდა. კიდევ ბევრი შაბათი დღე იარა ნოემ თავისუფლების მეტროსთან მაგრამ წითურ გოგონას ვერც ერთხელ გადააწყდა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ის მართლაც არსაიდან იყო და ამ ფაქტთან შეგუება დაიწყო. ერთადერთი რაც სულს უმშვიდებდა მის მიერ გადაღებული ფოტოები იყო. ფოტოები რომლებიც სახელოსნოს მთელ კედლებს ფარავდა.

- დიდხანს იქნები მოჩვენების გამო ცხვირჩამოშვებული? - უსაყვედურა კატომ ტყუპისცალს.
- შემეშვი კატო.
- იცი? შენი თავი თუ ფეხზე გკიდია მე მაინც დამინდე, როცა შენ გაწუხებს მეც ცუდად ვარ, ნუ გავიწყდება რომ შენ ყველა შეგრძნებას განვიცდი.
- ყველას რომ განიცდიდე აქამდე შეიშლებოდი. - გაუღიმა ნოემ ტყუპისცალს და ევას ფოტოებს მიუბრუნდა. ასე გავიდა ორი თვე.

- იცოდე ერთხელაც როცა სახელოსნოში არ იქნები მოვალ და მის ყველა ფოტოს გავანადგურებ.
- ამას არ იზამ. - გაუღიმა ნოემ.
- სახლში აღარ აპირებ დაბრუნებას? სულ აქ რჩები. დედა უკვე ისტერიკაშია.
- დედა როდის არ არის ისტერიკაში?
- ეგეც მართალია. არა ნოე სერიოზულად როდის აპირებ ამ სოროდან გამოსვლას? ბოლოს როდის იბანავე? ყარხარ უკვე.
- შემეშვი რა კატო.
- ახლა რაღაცას გეტყვი დ გამორიცხულია უარს არ მოვიღებ.
- რა გინდა?
- ბათუმში ვაპირებთ წასვლას მეგობრები. იმედია ჩვენთან ერთად წამოხვალ. ბოლოსდაბოლოს ამ მოჩვენების გარდა ბევრი ადამიანია ვის გვერდითაც უნდა იყო.
- მართალი ხარ. - თითქოს გონს მოეგო ნოე და გახალისდა. - როდის მივდივართ?
- ეს უკვე ჩემი ტყუპისცალია. - გადაიხარხარა კატომ და ძმას მოეხვია. მაშინვე უკან დაიხია. - თუ ღმერთი გწამს იბანავე რა.
- კარგი ჰო კარგი.

ორ დღეში ნოე მეგობრებთან ერთად ბათუმს ესტუმრა. მეგობრებმა სახლი იქირავეს და საზაფხულო თავგადასავლებისთვის მოემზადნენ.

- მიხარია რომ წამოხვედი. იმედი აღარ მქონდა. - ეუბნება ნინო ნოეს. ეს გოგო ბავშობიდან შეყვარებულია ნოეზე თუმცა ის მუდამ უპასუხოდ ტოვებდა მის გრძნობებს. ნინო კატოს მეგობარი იყო და ამიტომაც ცდილობდა ნოე მასთან მუდამ თავაზიანი ყოფილოყო მაგრამ არც ზედმეტად მოახლოვების საშუალებას აძლევდა. ნოე არასდროს ყოფილა მექალთანე. მის ოცნებებში ის მუდამ გამორჩეულ გოგოს ელოდა. ისეთს როგორიც ევა იყო მისთვის.

ბათუმში ჩასვლიდან მესამე საღამოს ნოე მეგობრებს გამოეყო და ლუდის დასალევად მარტო გაიპარა. თითქოს სურდა მეგობრებთან ერთად ყოფნა მაგრამ ამავდროულად სული მარტო ყოფნისკენ ეძალებოდა. ბარში შევიდა ლუდი შეუკვეთა და მის მოლოდინში სიგარეტს მოუკიდა. მისი გონება ისევ წითურთმიანი გოგონას მოჩვენებით იყო შეპყრობილი, სადაც არ უნდა გაეხედა ყველგან მას ხედავდა და როცა ეგონა რომ ისევ იპოვა ხელიდან ისევე უსხლტებოდა როგორც ყველა მის სიზმარში.
- ინებეთ თქვენი ლუდი. - გაისმა გოგონას სასიამოვნო ხმა და ნოეს ლუდი დაუდგეს წინ.
- გმად... ჯანდაბა. ხელი გაუშეშდა ნოეს.
- რა მოხდა? მოჩვენება დაინახეთ? - გაუღიმა წითურმა გოგონამ და წასვლა დააპირა.
- მოიცადეთ. - მაჯაში ხელი წაავლო ნოემ.
- შეხება არ შეიძლება. - მკაცრად მოუჭრა გოგონამ.
- მაპატიეთ, უბრალოდ მე თქვენ გიცნობთ.
- გეშლებათ. მე არავინ მიცნობს. საკუთარი მშობლებიც კი.
- მე ის ვიგულისხმე რომ თავისუფლების მეტროსთან გნახეთ. ხატავდით.
- ამბობენ რომ სამყარო პატარაა. როგორც ჩანს მართლა ასეა. - გოგონამ წასვლა დააპირა.
- ევა მოიცადეთ.
- ჩემი სახელი საიდან იცით? - მის სათნო ხმაში სიბრაზემ გაიელვა.
- მაპატიეთ. მე თქვენ დიდი ხანი დაგეძებდით.
- რისთვის?
- წარმოდგენა არ მაქვს. - ამბობს ნოე და საკუთარი დაბნეულობა უკვე ჭკუიდან შლის.
- მაპატიეთ. ჩემი წასვლის დროა. გემრიელად მიირთვით. - ევა მიდის და მას მარტო ტოვებს. გახევებული ნოე თვალებგაფართოვებული იჯდა და მას მზერას არ აშორებდა. ევას კი ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის. იმ საღამოს მასთან კიდევ ერთხელ გასაუბრება ვეღარ გაბედა. რამდენიმე ჭიქა ლუდი დალია და გარეთ გამოვიდა. შემდეგი დღეები ისევ ეპარებოდა ნოე მეგობრებს და იმავე ბარში მიდიოდა ლუდის დასალევად სადაც პირველად შეხვდა ევას. იჯდა თავისთვის და ლუდს უხმოდ სვამდა, მასთან საუბარს რატომღაც ვერ ბედავდა ამიტომაც შორიდან ტკბებოდა მისი სილამაზის ცქერით. ერთ-ერთი მორიგი ვიზიტის დროს გაღიზიანებუმა ევამ უფროს რაღაც უჩურჩულა, მანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გოგონამ წუნსაფარი მოიხსნა და ნოესკენ დაიძრა. დადუმებული ნოე ისე უცქერდა როგორც მოჩენებას.
- დიდხანს ივლი აქ ასე უაზროდ ჭიქა ლუდის დასალევად? - ამბობს გაბრაზებული ევა და მის წინ ჯდება.
- მაპატიე შენი შეწუხება არ მინდოდა.
- ყოველთვის ასეთი მორიდებული ხარ? - ხმა შეარბილა გოგონამ.
- მხოლოდ შენთან.
- რატომ?
- ძალიან მომწონხარ.
- შენც იმათ გავხარ ვინც ჩემთან ერთი ღამის გასატარებლად მზად არის მთელი ქონება გაიღოს?
- არც ისეთი მდიდარი ვარ. - გაღიმებას ეცადა ნოე. მისმა პასუხმა კი ევა რატომღაც ხასიათზე მოიყვანა.
- რჩევას მოგცემ თუ არ გეწყინება.
- არ მეწყინება.
- შეეცადე ჩემგან თავი შორს დაიჭირო.
- რატომ?
- ძალიან კარგი ხარ საიმისოდ რომ ჩემისთანა ავაზაკს გადაეკიდო.
- ავაზაკი არ ხარ.
- რა იცი?
- და რა იცი რომ მე კარგი ვარ.
- თვალებში გეტყობა.
- შენც ლამაზი თვალები გაქვს.
- ლამაზი თვალები არ ნიშნავს ლამაზს სულს.
- მომწონს შენი საუბარი.
- მე კი შენი არ მომწონს.
- რატომ?
- კარგი ხარ და ამიტომ.
- არ მოგწონს კარგი ბიჭები?
- არა.
- მაშინ ცუდი გავხდები. - გაიღიმა ნომ და ევას ღიმილიც დაიმსახურა.
- სახლში წადი და ჩემზე ფიქრს თავი დაანებე. ის არ ვარ ვინც გინდა რომ ვიყო.
- და შენ რა იცი ვინ მინდა იყო?
- რადგან ვამბობ ესეიგი ვიცი. - ევა ადგა და გასასვლელად მოემზადა. - მართლა რა გქვია?
- ნოე.
- ღამემშვიდობის ნოე.
- ღამემშვიდობის ევა.

ნოე ჯიუტად დადიოდა ყოველ საღამოს ბარში ევას სანახავად. ერთ ბოთლ ლუდს უკვეთავდა და დაუსრულებლად უცქერდა წითურთმიან გოგონას. ევა მას არ იმჩნევდა, საერთოს ყურადღებას არ აქცევდა. ერთ საღამოს როგორც იქნა გამოხატა მის მიმართ ინტერესი და ბიჭს მიუახლოვდა.
- თორმეტზე ვამთაბრებ ცვლას, თუ გსურს სანაპიროზე გავისეირნოთ. - ღიმილით მიმართა გოგონამ.
- რა თქმა უნდა. - პასუხობს ბედნიერებით გაბადრული ნოე. გარეთ გავიდა და ევას ცვლის დასრულებამდე იქვე ჩამოჯდა. განსაცდელი სიამოვნების ფიქრით ერთიანად გამთბარიყო. უყვარდა ნოეს ევა, წარმოდგენა არ ქონდა ვინ იყო, მაგრამ მაინც უყვარდა. როგორც იქნა მისი ცვლაც დასრულდა და გოგონა ბარიდან გამოვიდა.
- გავისეირნოთ?
- ხო.
- ყოველთვის ასეთი მორიდებული ხარ? - გაუღიმა ევამ და მკლავი გამოსდო. ბიჭს სასურველი ქალის შეხების გამო სიამოვმების ტალღებმა გადაურბინეს სახეზე, გულის ცემამ კი მისგად დაუკითხავად როკენროლის ცეკვა დაიწყო. - ენა გადაყლაპე? - მხარი კრა ევამ.
- არ ვარ მორიდებული.
- ნუთუ?
- შენთან მემართება.
- და რა გემართება სიმპატიურო?
- ძალიან მომწონხარ.
- ვიცი.
- ალბათ მიჩვეული ხარ როცა ამას გეუბნებიან არა?
- ჰო.
- შენ შესახებ მომიყევი.
- მოსაყოლი არაფერი მაქვს.
- მე კი ვფიქრობ რომ ბევრი რამ გაქვს მოსაყოლი.
- იცი სჯობს შენ შესახებ მესაუბრო.
- ფოტოგრაფი ვარ და შენზე ყურებამდე შეყვარებული. ვფიქრობ საკმარისია. - გაიღიმა ბიჭმა და გოგონას თვალებში ჩახედა. - არასდროს მინახავს ასეთი ლამაზი თვალები.
- რა ფერია ისინი?
- სევდისფერი.
- როგორია სევდისფერი?
- ძალიან ლამაზი და საინტერესო.
- საყვარელი ხარ. - ამბობს ევა და გზას აგრძელებს. უხმოდ აგრძელებენ გზას. უხმოდვე ჩადიან სანაპიროზე და ზღვის ხმაურში იძირებიან. დიდხანს ისხდნენ სანაპიროზე და ზღვის სმენით ტკბებოდნენ. ზღვა ისეთივე მშვიდი იყო როგორც ისინი ერთმანეთის გვერდით. ევას მზერა მოლივლივე ტალღებში იყო გადაკარგული, ნოე კი მას უცქერდა, გოგონას ნაკვთებს სწვალობდა, უნდოდა ყველაფერი კარგად დარჩენილოყო მის მეხსირებაში. - ვიბანაოთ? - სიჩუმეს არღვევს ევა.
- განოსაცვლელი არ მაქვს.
- მაშ მე ვიბანავებ. - თქვა გოგონამ და ფეხზე წამოდგა. ორი წუთი დასჭირდა ტანსაცმლის გასახდელად, სცვალიც გაიხადა და დედიშობილი გაეშურა მშვიდი დინებისკენ. უცქერდა გახევებული ნოე მიმავალი გოგონას შიშველ სხეულს და სულ უფრო რწმუნდებოდა რომ ეს გოგო უყვარდა. ევა სანაპიროსთან შედგა, წითური თმები შეიკრა, მხოლოდ ერთხელ შემოხედა ღუმილით ნოეს და ზღვაში შეცურა. წყალს შეუერთა დედიშობილა სხეული და ბედნიერებით მოუსვა ხელი ზღვას. მოეფერა, გრძნობები გაუზიარა, სევდა უწილადა. ნოე ფეხზე წამოდგა, ფოტოგრაფი მოიმარჯვა და ზღვასთან უფრო ახლოს მივიდა.
- წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არა. - იღიმის ევა და ნოე მისთვის ფოტოების გადაღებას იწყებს. სანამ ევა ზღვასთან ერთად ვალსის ცეკვით ირთობდა თავს ნოემ ბევრი ფოტო გადაუღო. ბოლოს მოწყინდა გოგონას ცურვა და სანაპიროზე ამოვიდა. ნოემ თავი დახარა და შეეცდა მისთვის თვალი აერიდებინა. გოგონა მას მიახლოვდა და სველი თითები შეახო სახეზე. - არასდროს შემოუხედავთ ჩემთვის ასე.
- ასე როგორ? - თვალებში ჩახედა ნოემ.
- სიყვარულით და არა სურვილით. ევა მას მოშორდა და ჩაცმა დაიწყო. თმა გაიშალა და ისევ ზღვას გახედა. - ღამით ყველაზე ლამაზია.
- ასეა. - მის გვერდით დაჯდა ნოე. - არ მეტყვი საიდან ხარ?
- არსაიდან.
- ყველას აქვს ადგილი სადაც დაიბადა და გაიზარდა, არც შენ იქნები გამონაკლისი. კოსმოსიდან ვერ ჩამოვარდებოდი.
- მამაჩემი მდიდარი ნაბი*ვარია, დედაჩემი უბრალო ბო*ზი. მან ორსულობით შეეცადა მამაჩემის გამოჭერას თუმცა მამამ არ ისურვა ბო*ზის ცოლად მოყვანა, ამიტომაც დედაჩემმა ბავშვთა სახლს მიმაბარა. იქ გავიზარდე და როდესაც სრულწლოვანი გავხდი წამოვედი, მას მერე ქუჩაში ვცხოვრობ. - მშვიდი მონოტორული ხმით ყვებოდა გოგონა თავის ისტორიას, ისევ ზღვას უცქერდა, თითქოს გულის ნადებს მას უზიარებდა და არა მის გვერდით მჯდომ ნოეს. - ბავშობიდან მიყვარდა ხატვა, ჩემი ძირითადი საქმიანობა სწორედ ხატვაა, თუმცა სხვა ბევრ რამეს ვაკეთებ. შეიძლება ითქვას ყველაფერს რისგანაც შესაძლოა სარგებელი ვიშოვო.
- ყველაფერს? - სასოწარკვეთა გაისმა ბიჭის ხმაში.
- ყველაფერს. სხეულით ვაჭრობის გარდა. - გაუღიმა ევამ.
- რთული ცხოვრება გქონია.
- მაგრამ საინტერესო.
- ხოო?
- კი საინტერესოა როცა არ გაქვს სახლი, არ გყავს მეგობრები, არ გყავს ოჯახი, არავის ადარდებ, შენთვის ცხოვრობ, სადაც გინდა გაათევ ღამეს და თუ მოკვდები არც არავის შეუქმნი დისკომფორტს.
- არავინ გყავს?
- მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ისევ ბავშთა სახლში ცხოვრობს. უნარშეზღუდულია და ეტლით სარგებლობს, მხედველობა არ აქვს. ამიტომაც ვერ დატოვა ჩემთან ერთად იქაურობა. მის სანახავად ხშირად მივდივარ. - ევას ყოველი სიტყვა ნოეში ტკივილს კიდევ უფრო აღრმავებდა და უფრო და უფრო უმძაფრდებოდა ამ გოგოს მიმართ ინტერესი, მასზე ზრუნვის სურვილი კი ერთიანად იმორჩილებდა მის გონებას.
- ევა.
- რა იყო.
- შეგიძლია ჩემთან იცხოვრო. - თავი დახარა ნოემ და პასუხის მოლოდინში საკუთარმა გულის ცემამ ლამის დაახრჩო.
- არა! დაივიწყე.
- რატომ?
- არ მჭირდება მოწყალება.
- ეს არ მიგულსხმია.
- ვიცი ნოე, მაგრამ შენ მართლა ძალიან კარგი ბიჭი ხარ იმისთვის რომ ჩემისთანა უსახლკარო ავაზაკი შეიკედლო.
- შენ თავს ავაზაკს რატომ უწოდებ?
- სამჯერ დამიჭირეს ქურდობის გამო. - გაუღიმა გოგონამ.
- რა მოიპარე?
- პური.
- და ამის გამო დაგიჭირეს?
- ერთი ღამით რა თქმა უნდა მაგარმ ჰო დამიჭირეს.
- ძალიან მინდა რომ შენზე ვიზრუნო.
- მე არ მჭირდება ზრუნვა. საკუთარ თავს ყოველთვის თვითონ ვპატრონობდი.
- იმის საშუალება მაინც მომეცი რომ შენ გვერდით ვიყო?
- რისთვის?
- რომ თავი შეგაყვარო.
- მე სიყვარულის უნარი არ გამაჩნია. - ფეხზე წამოდგა გოგონა და წასასვლელად მოეზადა.
- მიდიხარ?
- ჰო, დავიღალე
- გაგაცილებ.
- სად?
- სახლშ... - სათქმელი გაუწყდა ნოეს. - იქ სადაც მიდიხარ.
- არსად მივდივარ. ეს შენ მიდიხარ. მე აქ ვრჩები.
- ააქ?
- ჰო. ღამემშვიდობის ნოე.
- ღამემსვიდობის. - ძალიან არ უნდოდა ნოეს მისი დატოვება მაგრამ არც ზედმეტად მისი შეწუხება სურდა ამიტომაც ევა სანაპიროზე დატოვა და სახლისკენ დამძიმებულმა გასწია.

- რა გჭირს? - ეკითხება სახლში შესულ ნოეს ტყუპისცალი.
- მე ის ვნახე.
- ვინ ის?
- ევა?
- შენ მგონი ჭკუიდან იშლები. - უსაყვედურა კატომ ძმას.
- არა კატო. ის აქ არის ერთ-ერთ ბარში მიმტანად მუშაობს. დღეს საღამოს მასთან ერთად ვიყავი.
- მერე?
- მიყვარს.
- ეგ ისედაც ვიცი.
- სახლი არ აქვს, არც ოჯახი ყავს, ბავშთა სახლში გაიზარდა. ქუჩაში ცხოვრობს.
- რა? - სასოწარკვეთა გაჟღერდა კატოს ხმაში.
- ჰო კატო ის ქუჩაში ცხოვრობს.
- ჯანდაბა ნოე, არც კი ვიცი რა გითხრა.
- უნდა დავეხმარო.
- როგორ?
- ჯერ არ ვიცი მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ.

ყოველ საღამოს აკითხავდა ნოე ევას ბარში და თითქმის მთელ ღამეს სეირნობასა და საუბარში ატარებდნენ. მშვიდი იყო ნოე მის გვერდით ისევე როგორც ევა. ხელჩაკიდებულნი ზოგჯერ საერთოდ ჩუმად მიუყვებოდნენ სანაპიროს და მხოლოდ ზღვის ხმაურითა და ერთმანეთის გულის ცემის მოსმენით იყვნენ დაკავებულნი.

- ხვალ ჩემი მეგობრები თბილისში ბრუნდებიან. - ეუბნება ერთ საღამოს ნოე გოგონას.
- შენც ბრუნდები?
- არა. მე დავრჩები მანამ სანამ შენც აქ იქნები.
- მე ნუ დამელოდები. მე არასდროს ვიცი მეორე დღეს სად მომინდება წასვლა.
- მაგრამ გაუფრხილებლად ხომ არ წახვალ?
- რატომ გაგაფრხილო?
- წამოვალ იქ სადაც წახვალ. - გაუღიმა ბიჭმა და სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია. ევამ მისი თითები ტუჩებთან მიიტანა და ნაზი კოცნა დაუტოვა სახსოვრად. - ძალიან ლამაზი ხარ.
- შენ კი ძალიან კარგი. - ნოე ფრხილდ შეეხო სასურველი გოგონას ტუჩებს და ათრთოლებული ბაგეები კოცნით გაუთბო. ნაზი იყო მისი ალერსი, სიყვარულს უზიარებდა და გოგონაც საპასუხოდ ვნებას უბრუნდებდა. ხანგრძლივი ვნებიანი კოცნის შემდეგ ევამ ნოეს მკლაბზე მოათავსა თავი და თვალები დახუჭა. - მადლობ. - უჩურჩულა და ბაგეზე ღიმილი აესახა. დიდხანს ისხდენენ ჩუმად. ევა ფიქრებით შორს დაფრინავდა. ნოე კი მხოლოდ გოგონასთან სიახლოვით მიღებულ სიამოვნებაზე ფიქრობდა.
- გაზეთში სადაც ვმუშაობ გრაფიკოსი ჭირდებათ. შემიძლია უფროს ვთხოვო და სამსახური გიშოვო.
- ამას რატომ აკეთებ?
- მინდა ნორმალური სამსახურო გქონდეს, მინდა სახლი გქონდეს,. მინდა შენი სევდისფერი თვალები სიხარულით გათბეს. მინდა რომ ბედნიერი იყო.
- ბედნიერი ვარ.
- არა შენ არც კი იცი რას ნიშნავს იყო ბედნიერი მე კი გპირდები რომ გასწავლი მის შეგრძნებას, გასწავლი სიყვარულის აღქმას და მისით ტკბობას.
- ძალიან საყვარელი ხარ.
- ალბათ იმიტომ რომ მიყვარხარ. - გულში ჩაიკრა ნოემ ევა და მის სითბოში ჩაიძირა.
- ცხოვრება უმოწყალოდ გარბის, ტოლს არ მიდებს მე კი ვატყობ მასწრებს კიდეც. დრო დიდი ხანია გაჩერდა ჩემთვის და უჩემოდ განაგრძნობს სვლას. რა აზრი აქვს ხოვრებას მაშინ როცა არავინ ხარ? - ეკითხება ევა ნოეს.
- შენ ყველაფერი ხარ. - ჩემთვის ყველაფერი ხარ, მნიშვნელობა არ აქვს როგორი წარსული გქონდა, ახლა შენ მე გყავარ, არ მოგცემ მარტო ყოფნის ნებას, არც ქუჩაში ცხოვრების უფლებას მოგცემ, მე შენ მჭირდები ევა.
- ასე ძალიან გიყვარვარ?
- ჰო მიყვარხარ და მინდა შენც ისევე შეგიყვარდე როგორც მე მიყვარხარ. ახლა კი რაღაც უნდა გთხოვო და იცოდე უარი არ მითხრა.
- მაპატიე მაგრამ თხოვნებს არ ვასრულებ. - გაუღიმა ევამ.
- ისეთს არაფერს გთხოვ.
- კარგი გისმენ.
- მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნო.
- დაივიწყე.
- რატომ?
- მე არ მიყვარს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ყოველთვის ცუდად ვგრძნობ თავს და მერე ათას სისულელეს ვაკეთებ.
- თუ არ ეცდები ცხოვრების წესი შეცვალო ვერასდროს იქნები სხვანაირი.
- და როდის გითხარი რომ მინდა სხვანაირი ვიყო.
- მშობლებს იცნობ? - მოულოდნელად თემა შეცვალა ნოეემ.
- მათი ვინაობა ვიცი.
- არასდროს გიცდია მათთან დაკავშირება?
- რისთვის?
- იქნებ ნანობენ თავიანთ საქციელს.
- სინანული რამეს ცვლის?
- სინანული ყველაფერს ცვლის. ადამიანები შეცდომას ვუშვებთ მაგრამ მათ გამოსწორებას ვცდილობთ.
- წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ვერც შენი ქვეცნობიერიდან ამოშლი. ოცდახუთი წელი მათ გარეშე გავატარა დარჩენილ ცხოვრებასაც შევძლებ მათი მოჩვენებებისგან თავის დახსნას.
- კარგი. - ამბობს ნოე და კოცნით ცდილობს აღელვებული ევას დამშვიდებას.

დრო გადიოდა, ნოე სულ უფრო და უფრო იძირებოდა ევას სიყვარულში, ევა კი დღითიდღე მეტად მშვიდი და თავისუფალი ხდებოდა მის გვერდით. ახლა უფრო ხშირად იღიმოდა ვიდრე ადრე, სევდისფერ თვალებში ნელ-ნელა სიცოცხლის სხივი გაუჩნდა. ზაფხულის ბოლოს თბილისში ერთად დაბრუნდნენ. ევას წინააღმდეგობის მიუხედავავ ნოემ მისთვის ბინა იქირავა, სამსახურშიც შეპირებულ პოზიციაზე მოაწყო და გოგონას აწეწილი ცხოვრების ეტაპობრივად დალაგება დაიწყო, სიამოვნებდა მასზე ზრუნვა, სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, ის არ ჩქარობდა მოვლენების განვითარებას, ფრთხილი ნაბიჯებით მიიკვლევდა გზას გოგონას გულისკენ, ფრთხილად ალღობდა მასში გამჯდარ ყინულს და ელოდა წამს როდესაც ევას თვალებში დაინახვდა სიყვარულს და არა მადლიერებას. სახელოსნოში ადგილი გამოუყო სადაც ევას ხატვა შეეძლო. აღარ უწევდა თავისუფლების მეტროსთან ქუჩაში მოეფინა საღებავები და ასე ეკეთებინა საყვარელი საქმე. ისინი მთელ დროს ერთად ატარებდნენ. ევა თითქოს სხვა ადამიანი ხდებოდა ნოე კი მასში ცხოვრებისგან ბოძებულ უდიდეს საჩუქარს ხედავდა.
ერთ საღამოს ევა ნოეს სახელოსნოში იჯდა და ხატავდა როდესაც კარზე ზარი გაისმა, გაუკვირდა რადგან ნოეს გარდა არავის ელოდა, ნოეს კი საკუთარი გასაღები ქონდა, კარისკენ ნელა წავიდა და ოდნავ შეაღო.
-შეიძლება? - კითხვით მიმართა მამაკაცმა, რომელსაც სახეს ნახევრად უფარავდა თავზე წამოხურული კაპიშონი.
- ვის ეძებთ? - ხმაში აღელვება დაეტყო ევას.
- შენ! - გაიჟღერა ძლიერმა ხმამ. კარი ერთი ხელის კვრით შეაღო და ევაც იატაკს დაენარცხა, უცნობმა კაპიშონი გადაიძრო.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ნუთუ გეგონა რომ ჩემგან დამალვას დიდი ხნით შეძლებდი? - იატაკშე გაშოტილ ევას მკლავებში ჩააფრინდა უცნობი.
- არ შემეხო. - სასოწარკვეთილი ყვირილი აღმოხდა ევას.
- ნუთუ? - ჩაიცინა უცნობმა და ევას სახეში გაარტყა. - ხომ იცოდი რომ ვერსად დამემალებოდი. ხომ დაგპირდი რომ ადრე თუ გვიან მაინც გიპოვნიდი. ხოდა აი აქ ვარ პატარავ.
- გთხოვ. - ამოიკვნესა ევამ და კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იგემა. იატაგზე დაგდებულს მაისური შემოაგლიჯა უცნობმა და ველურივით დაეწაფა მის მკერდს, ტკივილით შეშლილი ევა ცრემლებს ვერ იჩერებდა, შეწინააღმდეგება სურდა მაგრამ ძალა არ ქონდა უცნობი კი მის სხეულს ახალ ახალი ნაკბენებით ამრავლებდა. - მტკივა. - ამოიკვნესა ევამ და ძალა სრულებით წაერთვა.
- მოშორდი! - გაისმა ზურგს უკან ნოეს ხმა, ევას სიმშვიდე აესახა სახეზე, უცნობს კი სიბრაზით ვენები დაასკდა, სწრაფად მოშორდა ევას სხეულს და ნოესკენ შებრუნდა.
- დაუშვი. - ამბობს უცნობი მისკენ გაშვერილი იარაღის დანახვისას.
- კარგად ხარ? - ევას მიუბრუნდა ნოე.
- ხო. - ფეხზე წამოდგა ევა, მაისური ჩაიცვა და ტუჩიდან წამოსული სისხლი მაისურის კიდით მოიწმინდა.
- არ მაინტერესესბ ვინ ხარ, ახლა აქედან გახვალ და მას არასდროს აღარ შეაწუხებ! - მშვიდი იყო ნოე როდესაც ამას ამბობდა.
- იარაღი გაძლიერებს?
- არა, სიყვარული. რომლის შესახებაც შენ წარმოდგენა არ გაქვს. ახლა კი... აქედან მოუსვი! - ნოეს ღრიალმა შეაზანზარა სახელოსნო და უცნობიც ადგილს მოწყდა. ნოემ სახელოსნოს კარი გადაკეტა, იარაღი იქვე მიაგდო და ევას გახედა, რომელიც აკანკალებული ერთ ადგილზე გაშეშებულიყო. - რატომ არ მითხარი? - მშვიდად კითხა ევას და გოგონა გულში ჩაიკრა, ცრემლები შეუმშრალა და გახეთქილ ტუჩზე ნაზად აკოცა. ევა ხმას ვერ იღებდა, ნოეს მინდობილი სიმშვიდის დაბრუნებას ცდილობდა. - ჩემთვის უნდა გეთქვა თუ ვინმე გყავდა.
- არავინ მყავს.
- მაშინ ეს ვინ იყო?
- ცუდი მოგონება.
- და რატომ არასდროს გითაქვამს მის შესახებ, ვინ არის?
- როდესაც ბავშთა სახლიდან წამოვედი გიორგის მაშინ შევხვდი. ქუჩაში შემთხვებით გავიცანი. ძალიან დიდ ხანს დამდევდა, მოსვენებას არ მაძლევდა, ისე მოხდა რომ ჩემი მოხიბვლა შეძლო. კარგი ბიჭი ჩანდა, ერთად ყოფნის გადაწყვეტილება მალე მივიღეთ და მე მის ბინაში გადავედი. ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ რაღაც აბებს იღებდა, ამან შემაშინა და ვთხოვე რომ მათი მიღება შეეწყვიტა, დამპირდა რომ თავს დაანებებდა, მეც დავუჯერე, თუმცა მალევე მივხვდი რომ მატყუებდა, აგრესიული გახდა, მცემდა, შეურაცხყოფას მაყენებდა. რამდენჯერმე ვცადე მისგან თავის დაღწევა მაგრამ ყოველ ჯერზე მიპოვა და მუქარით იძულებული გავხდი უკან დავბრუნებულიყავი. საბოლოოდ როგორღაც მოვახერხე და მისი ცხოვრებიდან გავუჩინარდი, დღევანდელ დღემდე მასთან არანაირი კავშირი არ მქონია. - საუბარი დაასრულა ევამ და ატირდა.
- კარგი, დამშვიდდი. - ეუბნება ნოე და უფრო ძლიერად იკრავს გულში. - შენი ცხოვრება ალბათ სავსე იქნება ნაბი*ჭვრებით, მაგრამ მე აქ ვარ და გპირდები ტკივილს ვეღარავინ მოგაყენებს.
- ახლა შენც პრობლემები შეგექმნება.
- ამაზე ნუ ფიქრობ. მიყვარხარ გესმის? ეს არის მთავარი.
- შენს მეგობრებს როდის გამაცნობ? - მოულოდნელად გაიჟღერა ევას კითხვამ.
- გელოდი როდესაც თავად გაგიჩნდებოდა ამის სურვილი. ასე რომ როცა გინდა. - გაუღიმა ნოემ.
- მინდა. - კოცნა მოპარა გოგონამ და ბავშვივით აეკრო სხეულზე.

მშვიდად მიდიდოდა მათი ცხოვრება. ნოე ისევ ბედნიერი იყო ევას გვერდით ყოფნით მაგრამ, მხოლოდ უთქმელ ტკივილს განიცდიდა გოგონაში ვერ გაღვიძებული სიყვარულის გამო. ევამ მალე მოიპვა თანამშრომლების სიმპათია და პატივისცემა, მისი მუშაობით აღფრთოვანებული იყო კომპანიის ხელმძღვანელი, სულ უფრო მოთხოვნადი ხდებოდა მის მიერ შესრულებული ნახაზები, ბევრ შეკვეთას ღებულობდა და დაუღალავად შრომობდა. ნოე შორიდან ადევნებდა თვალს მის ყოველ ნაბიჯს. ერთი წუთით არ ტოვებდა უყურადღებოდ. ეშინოდა ისევ არ დასხმოდა წარსულის მოჩვენება მის საყვარელ ქალს თავს. მუდამ შფოთავდა, მუდამ ღელავდა, მუდამ შიშს ხედავდა. მისი დაკარგვის ეშინოდა. ეშინოდა რომ საბოლოოდ ევა მის სიყვარულს უპასუხოდ დატოვებდა. ეშინოდა რომ ერთხელაც ევა მისგან წასვლას გადაწყვეტდა. ნოეს მეგობრებმა ის დიდი სიყვარულით მიიღეს. სამეგობროში მისთვის ადგილი მალევე გამონახეს და ევაც სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ერთ საღამოს ევა სახლში, საწოლზე მიწოლილი კითხვით ირთობდა თავს. კარზე ზარი გაისმა. სტუმრებს მიუჩვეული ევა შიშით მივიდა კართან და როდესაც ნოეს ტყუპისცალი შეხვდა საოცრად დამშვიდდა. გოგონა შინ შეიპატიჟა და სასმლით გაუმასპინძლდა.
- აქ რამ მოგიყვანა?
- სიმართლე მითხარი ევა.
- რა სიმართლე?
- ნოესთან დაკავშირებით რას ფიქრობ?
- რას უნდა ვფიქრობდე?
- ხომ იცი რომ უყვარხარ.
- ვიცი.
- და შენ თუ გიყვარს ის?
- იცი კატო. არ შემიძლია ამაზე პასუხი გაგცე.
- რატომ?
- არ ვიცი რა გრძნობაა როცა გიყვარს.
- სიყვარულია როდესაც მის გარეშე წამით ვერ ძლებ, როდესაც მაშინაც კი გენატრება როდესაც შენ გვერდით არის, სიყვარულია როდესაც მის გარეშე სინთქვა გიჭირს და სიყვარულია როდესაც მის ყოველ შეხებაზე სიამოვნებისგან ერთიანად გაჟრჟოლებს. სიყვარულია როცა მასზე ფიქრისას ხან გეღიმება, ხანაც გეტირება. სიყვარულია როდესაც იღვიძებ და პირველი რასაც წარნოიდგენ მისი სახეა. სიყვარულია როდესაც ყველაფერზე უარს იტყვი მასთან ყოფნის გარდა და ახლა გეკითხები მე შენ. გიყვარს ნოე? - მისი საუბრით მონუსხულ ევას სევდისფერ თვალებს დაუკითხავად მოწყდა ცრემლი. - ჰო გიყვარს. - თავად განაგრძო კატომ საუბარი. - გიყვარს მაგრამ არა იმდენად რომ წარსულს შენი თავი გამოგლიჯო და ნოეს მიუძღვნა ყველა გრძნობა. მითხარი იწექი მასთან?
- არა.
- რატომ?
- ვერ ვიტან როცა მეხებიან.
- მან იცის ამის შესახებ?
- არა.
- და არ აპირებ უთხრა?
- არ ვიცი როგორ ვუთხრა.
- ჩვეულებრივ. ის ხომ ვიღაც არ არის, ის ხომ ნოეა, შენზე ყურებამდე შეყვარებული იდიოტი, რა უნდა მოხდეს რომ ვერ გაიგოს, მაგრამ რატომ ვერ იტან შეხებას? - კითხვით სავსე თვალები მიაპყრო კატომ ევას.
- როდესაც ქუჩაში ცხოვრობ ხშირად ხდები ძალადობის მსხვერპლი. - ცრემლი შეიმშრალა ევამ და სასმელი მოსვა.
- გაგაუპა*იურეს?
- არაერთხელ.
- და არ განაცხადე?
- ვის ადარდებს უსახლკარო გოგო რომელსაც აუპა*იურებენ?
- არ ვიცი რა გითხრა.
- სათქმელი არაფერია. შენ კითხვაზე მიყვარს თუ არა შენი ძმა გიპასუხებ. ხო მიყვარს რადგან მის გარეშე არ შემიძლია, მიყვარს რადგან როდესაც ჩემთან არ არის მისი მომატრება მაგიჟებს, სულს მიფორიაქებს და გონებას მირევს, მიყვარს რადგან მასთან ყოფნის გარდა არაფერი მჭირდება მაგრამ ამას ვერ გამოვხატავ. როგორც კი მეხება ისიც ისევე მეზიზღება როგორც ყველა მამაკაცი.
- მაგრამ ის ყველა არ არის.
- ვიცი.
- შეეცადე მას ამაზე ესაუბრო. არ მომწონს ჩემი ძმის ამჟამინდელი მდგომატეობა და ამიტომ მოვედი შენთან. მე ყოველთვის ვგრძნობ მის ტკივილებს. მას ტკივა ევა. შენი სიყვარული ტკივა. თუ შეგიძლია ბოლომდე შემოუშვი შენში თუ არა და გაუშვი. უბრალოდ გაუშვი. ნუ იქნები ეგოისტი.
იმ ღამით ევას არ ძინებია, მთელი ღამე კატოს სიტყვებზე ფიქრობდა. შემოუშვი ან გაუშვი. ძალიან უნდოდა ევას ბოლომდე გახსნილიყო ნოესთან მაგრამ წარსულის დატოვებული კვალი ჯერ ვერ ჩამოერეცხა და ტკივილებს ვერ ერეოდა. იმ დღის შემდეგ როცა ნოეს ტყუპისცალს ესაუბრა ევას ცვლილებები დაეტყო, ისევ ისე ჩაიკეტა როგორც თავიდან, არაფერი არ ახარებდა, ნოე შიშმა აიტანა, შიშმა რომელსაც სახელად ევას წასვლა ერქვა. შეეცადა მისთვის ძალა არაფერზე დაეტანებია და ამიტომაც ზედმეტ კითხვებს არ უსვამდა. როდესაც ერთად იყვნენ ძირითადათ სიჩუმეში ისხდნენ. ცოტას საუბრობდნენ და ერთმანეთსაც ნაკლებად უცქერდნენ. თითქოს მათ შორის მოულოდნელი სიცივე გაჩნდა რაც ორივესთვის გაუსაძლისი იყო.
- წასვლა გინდა? - ეკითხება ნოე ხატვაში გართულ ევას და პასუხის მოლოდინში ყელში მომჯდარმა ემოციამ ლამის სუნთქვა შეუკრა. ევამ უხმოდ დადო ფუნჯი და მისკენ მთელი ტანით შეტრიალდა. ნოეს მზერა გაუსწორა და მის თვალებში ამოკითხულმა ტკივილმა სხეული ერთიანად გაუყინა. - მიპასუხე ევა, წასვლა გინდა?
- არ ვიცი.
- როდემდე შეიძლება არ იცოდე რა გსურს? - ხმა საგრძნობლად შეეცვალა ნოეს. - არ მინდა უხეშად მოგექცე, არ მინდა გული გატკინო, არ მინდა გისაყვედურო, ტანჯვით გელოდები როდის გადმოდგავ ჩემკენ ნაბიჯს, ნუთუ ვერ ხედავ შენმა სიყვარულმა დამასახიჩრა, შენმა სიცივემ ბოლო მომიღო. ნუთუ ვერ ხედავ შენი სურვილით როგორვ ვიწვი, ნუთუ ვერ ხედავ რომ უშენოდ ყოფნა არ შემიძლია. ვინ ვარ მე შენთვის ევა? რამეს ვნიშნავ? საერთოდ ოდნავ მაინც გრძნოობ რამეს ჩემ მიმართ?
- მიყვარხარ! - დაუკითხავად მოწყდა ევას ბაგეს ჯერ არასდროს წარმოთქმული სიტყვა.
- შეგიძლია გაიმეორო? - ხმა შეარბილა ნოემ და მისკენ გადადგა ნაბიჯი.
- მიყვარხარ! - კიდევ ერთხელ გაიმეორა ევამ და თითქოს შვება იგრძნო, თითქოს რაღაც თბილი ჩაეღვარა მთელ სხეულში. თითქოს აფეთქდა მასში ყოველივე. ხელები კისერზე შემოხვია ნოეს და ვნებით შეერთდა მათი ბაგეები. ევა არ ყოფილა ამჯერად მშვიდი და მორიდებული, ის ვნებიანი იყო, გულწრფელი, მომთხოვნი. ფრთხილად შეაცურა ბიჭის მაისურში ხელი და პირველად შეეხო მის შიშველ სხეულს. შეაჟრჟოლა, სურვილით აენთო.
- დარწმუნებული ხარ? - კითხულობს ნოე მაგრამ მის ტუჩებს არ წყდება.
- მინდიხარ. - ამბობს ევა და უფრო მომთხოვნად კოცნის. ბევრი დრო არ ჭირდება ნოეს მის გასაშიშვლებლად და აი უკვე დედოშიბილა სხეულის ყოველ უჯრედს ვნებით ეუფლება. ოთახში ევას მსუბუქი კვნესა ჟღერდება და პირველად განცდილი სიყვარული მას სრულებით ეუფლება. ნოე ფრთხილად ეპყრობოდა მის სხეულს. ფიქრობდა მის სიამოვნებაზე და არა საკუთარ სურვილებზე. მას ხომ ევას ბედნიერება სურდა. - მაპატიე. - ამბობს მოულოდნელად ევა.
- რა? - შიშნარევ თვალებს აპყრობს ნოე.
- ეს. - პასუხობს გოგობა, მის ქცედა ტუჩს კბილებ შორის იქცევს და კბენს.
- ასე არა? - გაიღიმა ნოემ და ნაზი ალერსი უხეშობით შეცვალა.
მოგვიანებით როდესაც ევას ნოეს გულზე დაედო თავი და რამდენიმე წუთის წინ განცდილ სიამოვნებაზე ფიქრობდა სახეზე ბედნიერების ღიმილი დათამაშებდა.
- რატომ იღიმი?
- შეუდარებელი ხარ.
- მინდა გითხრა რომ შენც. - ცხვირზე მზრუნველად დაკრა ხელი და აკოცა.
- ყოველთვის ასე იქნება?
- რა თქმა უნდა.
- საიდან იცი?
- უბრალოდ ვგრძნობ. - საყვარელი ქალის შიშველ სხეულს ზემოდან მოექცა და კიდევ ერთხელ დაეუფლა მისთვის საუსრველ მოჩვენებას.
მათი ურთიერთობა სხვა, ახალ, მათთვის ბედნიერების მომტან ეტაპზე გადავიდა. ნოე ერთი წამით არ შორდებოდა გვერდიდან, სახლიდან წამოვიდა და ახლა უკვე ერთად ცხოვრობდნენ. ევა უფრო სერიოზულად მოეკიდა ხატვას და ნოეს რჩევით გამოფენისთვის ემზადებოდა. ის მთელი არსებით იყო გადავარდნილი საყვარელი საქმის კეთებაში თუმცა არც ნოეს ტოვებდა სიყვარულისა და ზრუნვის გარეშე. გოგონა დღითიდღე უფრო ოცვლებოდა, მეტად დახვეწილი და სასურველი ხდებოდა როგორც ნოესთვის ასევე ყველა იმ ადამიანისთვის ვისთანაც შეხება უწევდა. ის ძალიან ლამაზი იყო საიმისოდ რომ შეუმჩნეველი დარჩენოდა ვინმეს. მუდამ ყურადღების ცენტრში იყო, მუდამ ინტერეს იწვევდა საზოგადოებაში როგორც თავისი გარეგნობით ასევე იდუმალებით, მის შესახებ ისევ არავინ არაფერი იცოდა, ხალხისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი რომ ევა მხატვარი იყო და ნოეს ხვდებოდა. სხვა ყველაფერი იდუმალ ბურუსში იყო გახვეული, მისთვის კითხვების დასმას ერიდებოდნენ რადგან პასუხებს იშვიათად აბრუნებდა, სევდისფერი თვალები მუდამ ჰორიზონტში ცურვით იყვნენ დაკავებულნი და მხოლოდ მაშინ ასხივებდნენ სიხარულს როდესაც ნოეს ხედავდნენ.
ერთმანეზე უგონოდ შეყვარებული წყვილი საწოლში ნებივრობით ტკბებოდა როდესაც ნოემ ევასთვის მოულოდნელი განცხადება გააკეთე.
-მგონი დროა ჩემები გაიცნო.
- შენ დას უკვე ვიცნობ. - გაუღიმა გოგონამ.
- ჩემი მშობლები ვიგულისხმე. - ევა საწოლიდან წამოდგა, შიშველ სხეულზე ზეწარი მოიხვია და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა, უცქერდა, საწოლში გაშოტილ საყვარელ მამაკაცს და ხვდებოდა რომ სწორედ ეს იყო ბედნიერება. - რას იტყვი ევა?
- ხომ იცი ვერ ვიტან ოჯახურ თავყრილობებს, თანაც ვიცი ვგრძნობ დედაშენს არ მოვეწონები, მე კი თავის შეკავება გამიჭირდება რამე რომ მითხრას, ამას უნდა მოყვეს უთანხმოება, მერე შენ უნდა ინერვიულო, ღიირს ეს ყოველივე ამად?
- მე შენ მიყვარხარ. - საწოლიდან წამოხტა ნოე და ევას ჩაეხუტა. - გააკეთე ეს ჩემთვის.
- მხოლოდ შენთვის. - ამბობს გოგონა და ვნებიანად კოცნის.
ევამ საგულდაგულოდ შეარჩია კაბა რათა ნოეს მშობლებს ის მოწონებოდათ, შავი, სადა კაბა შეარჩია, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, წითური თმა გაიშალა და ნოეს წინ დატრიალდა.
-მოგწონს?
- შესანიშნავი ხარ. - წელზე ხელი მოხვია და ყელზე ნაზად აკოცა ბიჭმა. ნოეს სახლში მისულებს კარი კატომ გაუღოთ.
- ოჰო. - შესძახა კატომ ევას დანახვისას. - შენ აღარ ხუმრობ ხომ იცი. - ევამ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და შინ შევიდა, გარემო მოათვალიერა და საოცრად მოხიბლული დარჩა იქაურობით, მოსწონდა აქაურობა, იმაზე მეტად მოსწონდა ვიდრე იფიქრებდა.
- მაშ შენ ხარ ჩემი შვილის რჩეული? - გაისმა მამაკაცის ხმა და ევაც მისკენ შეტრიალდა. - გოგი. - ხელი გაუწოდა მამაკაცმა და ევამაც ღიმილი შეაგება.
- მიხარია თქვენი გაცნობა.
- ახლა მესმის რატომ იყო ნოე ასეთი აღფრთოვანებული, მართლაც ულამაზესი ხარ, მაგრამ ერთი რამ არ მესმის რით მოგხიბლა ჩემმა შვილმა ის ხომ სულაც არ არის სიმპატიური.
- თქვენ შესანიშნავი შვილი გყავთ და სულაც არ ვთვლი რომ სიმპატიური არ არის. -მიუგო გოგონამ ღიმილით და გივის კეთილგანწყობაც დაიმსახურა.
- უკვე მომწონს. - ამბობს გივი.
- შენ ყველა მოგწონს. - ისმის ოთახის ბოლოდან ქალის ხმა. ევა იქეთ ტრიალდება საიდანაც ხმა ისმის. ქალი ადგილზე შეშდება. ისევე როგორც ევა.
- ამ ქურდს ჩემ სახლში რა ესაქმება? - სახლი შეაზანზარა ირინას ხმამ.
- დედა! - არ დაუდო ტოლი ნოემ.
- აქედან წასვლა მინდა. - ამოილუღლუღა ევამ.
- ახლავე ბოდიში მოუხადე!
- ვის? ამ ქურდს?
- გთხოვ ნოე წავიდეთ. - შეევედრა აცრემლებული ევა თუმცა ბიჭი ისე იყო მდგომარეობიდან გამოსული მისი ერთი სიტყვა არ ესმოდა, გაგულისებული მზერა დედისკენ ქონდა მიმართული.
- ახლავე ბოდიში მოიხადე! - გაიმეორა ნოემ.
- ახლავე დატოვოს ჩემი სახლი! - დაიყვირა ირინამ.
- ირინა! - ახლა უკვე ოჯახის უფროსმა დაიღრიალა. - გეყოფა ისტერიკა. პატივი ეცი სტუმარს.
- ვის ქუჩის მათხოვარს? - ევა აღარ დაელოდა არავის პასუხს გასასვლელისკენ დაიძრა თუმცა ნოემ შეაჩერა.
- ერთი წუთი მადროვე და მეც მოვდივარ, შუბლზე აკოცა გოგონას.
- კარგი.
- შეგიძლია ამიხსნა რა დაგიშავა ან საიდან იცნობ მას? - მშვიდად მიუბრუნდა დედას.
- კარგად მახსოვს როგორ მოიპარა მაღაზიაში პური, მის სახეს ათას სახეში გამოვარჩევ. არასდროს ამომშლია გონებიდან. როცა პური აიღო და გასასვლელისკენ გარბოდა მოლარემ დაიყვირა შეაჩერეთო, ფეხი დავუდე და წაიქცა. წაქცეულს ჩავხედე თვალებში და მაშინვე გავიფიქრე რომ ანგელოზის სახის მიღმა კარგად შენიღბულ დემონს მალავდა. ჩემ თავს ვეკითხებოდი როგორ შეეძლო ერთდროულად ყოფილოყო ასეთი კარგიც და ცუდიც. ასე რომ მისი ფეხი მეორედ არ ვნახო ამ სახლში.
- სულ ეს არის? - ღიმილი მოგვარა ნოეს დედის სიტყვებმა.
- სასაცილო რა ვთქვი? - წყობიდან გამოვიდა ირინა.
- მას შიოდა დედა.
- და ამის გამო უნდა ექურდა? სად იყვნენ მისი მშობლები როცა მათი შვილი ქურდობდა?
- დედა გეყოფა! - ახლა კატო ჩაერთო საუბარში.
- მამაჩემი მდიდარი ნაბი*ვარია, დედაჩემი უბრალო ბო*ზი. მე მათ არ ვიცნობ. ბავშთა სახლში გავიზარდე. თვრამეტი წლის შემდეგ, მანამ სანამ ნოეს შევხდებოდი ქუჩაში ვცხოვრობდი. მეძინა პარკში, მეტროში, სკვერში. ვიყავი ბევრი ძალარობის მსხვერპლი, მცემდნენ, მაუ*ატიურებდნენ, შეყრაცხყოფას მაყენებდნენ და მართალი ბრძანდებით მე პური მოვიპარე რადგან მშიოდა. მართალი ხართ მე აქ არაფერი მესაქმება. თქვენთვის მე უბრალო მათხოვარი ვარ თქვენ კი ჩემთვის შვილზე სიგიჟემდე შეყვარებული დედა ხართ, დედა რომელიც თავის შვილს ქუჩის მათხოვრისგან იცავს, მაპატიეთ რომ თქვენი სუფთა ოჯახი ჩემნაირმა ავაზაკმა მტვრით დასვარა. - მშვიდად წარმოთქვა ევამ ეს სიტყვები ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ნოეს დედისთვის. - სამყაროში ყველაფერი ლამაზ ფერებში არ არის გადაწყვეტილი. ძალიან ბინძური ადგლია, არც აინტერესებს რამდენად ძლიერი ხარ, მუხლებზე დაგაჩოქებს და აღარ აგაყენებს. ვერც თქვენ და ვერც ვერავინ ვერ შეძლებს ისე ძლიერად დამარტყას როგორც ცხოვრებამ დამარტყა, მაგრამ მე არასდროს ვიჩოქები. მთავარია რამდენს ავიტან და დარტყმების შემდეგ როგორ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას. თქვენთვის მე მუდამ ქუჩის მათხოვრად დავრჩები, ჩემთვის კი იმ დიდ სიაში სადაც ის ხალხია მოთავსებული ვინც თითი გამოიშვირა ჩემკენ თქვენთვის ყველაზე დიდ და საპატიო ადგილს გამოვნახავ. მაპატიეთ რომ შემოგეჭერით და საღამო ჩაგაშხამეთ. - ევა გასასვლელისკენ წავიდა. ჰაერში დაძაბულობა სუფევდა, ყველანი ადგილს მიჯაჭვულნი, სულგანაბულნი ისმენდნენ წითურთმიანი ანგელოზის გამოსვლას. ევამ კარი გააღო და გარეთ პირველი ნაბიჯი გადადგა როდესაც მკლავში ვიღაცამ დაქაჩა და შეაჩერა, გოგონას ძალიან გაუკვირდა რომ ეს ვიღაც ნოეს დედა აღმოჩნდა.
- დარჩი. - გაისმა ირინას გაბზარული ხმა.
- არა! - მტკიცე იყო ევას გადაწყვეტილება და გარეთ გავიდა.
- მადლობა დედა! - გვერდით ჩაუარა ნოემ და ისიც ევას გაყვა - ევა მოიცადე. - გოგონა შეჩერდა, ნოესკენ მთელი ტანით შეტრიალდა და ცრემლიანი თვალები მიაპყრო.
- რა გინდა ნოე? - იმედგაცრუება ჟღერდა ევას ხმაში.
- მაპატიე რა. - შეეცადა საყვარელ ქალს მოხვეოდა მაგრამ ევამ უკან დაიხია.
- შენზე არ ვბრაზობ, ან როგორ შეიძლება ვბრაზობდე. შენ შესანიშნავი ხარ, მაგრამ იცი დედაშენი მართალია. მე ოჯახი არ მყავს, არავინ მყავს, ქუჩაში გავიზარდე და ჯერ კიდევ იქაური ტალახი ვერ ჩამოვირეცხე, რა დროც არ უნდა გავიდეს მე ყოველთვის უსახლკარო ქურდი ვიქნები მისთვის.
- ასე არ არის. - აღელვებული ევას დამშვიდებას ეცადა ნოე თუმცა არაფერი გამოუვიდა.
- ასეა და ნუ მეუბნები რომ ვცდები. ჩემზე უკეთ არ იცი სამყაროს სიბოროტე, ჩემზე მეტი არ გინახავს და ჩემზე მეტად არ გტკენია, ჩემი ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებით და ტკივილით, შენ ამ ყველაფერს ვერ გაიგებ და რომც გაიგო არ მსურა მისი თანამონაწილე გახდე. არ მინდა ტვირთათ დაგაწვეთ მე და ჩემი ცხოვრება. შენ გამოჩენამდეც ვახერხებდი როგორღაც თავის გატანას, ახლაც შევძლებ. არ მინდა ვინმეს ვებრალებოდე შენ თვალებში კი ხშირად ვხედავ ამას.
- ევა რას ბოდავ. - მოულოდნელი საუბრით სხეული გაეყინა ნოეს.
- მივდივარ.
- სად მიდიხარ?
- სადმე. ეს უკვე შენ არ გეხება.
- ხომ იცი რომ მიყვარხარ.
- ჯანდაბას ეგ სიყვარული. შენ რა გაგეგება სიყვარულის? ან საერთოდ რა იცი მის შესახებ? რა გგონია სიყვარული? ის რასაც ჩემ მიმართ გრძნობ? გინდა გითხრა რას გრძნობ? კარგი ასე იყოს. გებრალები!
- ასე არ არის. ჯანდაბა ევა მოეშვი სისულელეებს ახლა გაღიზიანებული ხარ და ვერ ხვდები რას ამბობ.
- ხვალ დილით ბინას დავცლი და გასაღებს გამოგიგზავნი.
- ევა!
- დამთავრდა ნოე! ყველაფერი დამთავრდა. - დიდხანს უცქერდა გზაზე მიმავალ ევას ნოე, უნდოდ ეყვირა მაგრამ ხმა არ ემორჩილებოდა, უნდოდა ეტირა მაგრამ რცხვენოდა, სახლში მხოლოდ მაშინ შებრუნდა როდესაც გოგონა თვალს მიეფარა. ევამ დიდხანს იარა თბილისის ქუჩებში უმისამართოდ. ვერაფერს გრძნობდა მხოლოდ ტკივილს და იმედგაცრუებას, სიცივეს და სიცარიელეს მოეცვა მისი გონებაცა და სულიც. არ გაუკვირდა როდესაც გაუაზრებლად სწორედ იმ ბავშთა სახლს მიადგა სადაც გაიზარდა. გაიღიმა და კარზე ზარი დარეკა.
- ევა. - შესძახა კარში მდგომმა ერთერთმა აღმზრდელმა.
- შეიძლება ნინო ვნახო?
- ახლა ძალიან გვიანია.
- გთხოვ. - სასოწარკვეთა ჩანდა მის ხმაში და აღმზრდელმაც უარი ვერ უთხრა. მეგობრის ოთახამდე მიაცილა და მარტო დატოვა. ევამ ფრთხილად შეაღო ოთახის კარი.
- ვინ არის? - კითხულობს ნინო და სახე ეძაბება.
- შეიძლება შემოვიდე? - რამდენიმე წამს დუმილი იპყრობს იქაურობას, შემდეგ კი ნინოს თვალებს ცრემლი წყდება.
- მეგონა დამივიწყე. - ევა მოწყვეთით დაეშვა და მეგობარი გულში ჩაიკრა.
- არასოდეს!
- ამდენ ხანს სად იყავი?
- მაპატიე.
- გაპატიებ თუ მეტყვი რომ კარგად ხარ.
- კარგად არ ვარ. - ცრემლი ვეღარ შეიკავა ევამ. ნინომ ხელების ცეცებით მიაგნო მეგობრის სახეს და თითებით თვალებზე შეეხო. - როგორ მინდა მხედავდე. - თავი ჩახარა ევამ.
- მე გხედავ მეგობარო, ყოველთვის გხედავდი. ის რომ ბრმა ვარ არ ნიშნავს რომ ვერ გხედავ. იცი შენ ძალიან ლამაზი ხარ.
- გეყოფა.
- არ გატყუებ მართლა. - დიდხანს ისხდნენ მეგობრები ერთმანეთს ჩახვეულები. - არ მეტყვი რა მოხდა?
- შემიყვარდა.
- მერე ეს ხომ შესანიშნავია. - გაიღიმა ნინომ და უმეტყველო თვალები აათამაშა.
- შესანისნავი იყო მანამ სანამ ყველაფერი არ დაინგრა. მისი ოჯახი გავიცანი. მათ კი არ მიმიღეს.
- სულელები ყოფილან.
- პირიქით, ისინი თავიანთ შვილს ქუჩის ავაზაკისგან იცავენ.
- გეყოფა, ნუ ეძახი შენ თავს ასე. შენ ავაზაკი კი არა შესანიშნავი ხარ.
- ასე არ ვიტყოდი.
- დამიჯერე.

იმ ღამით გაუთავებლად წვიმდა, წვიმა უფრო მეტად ამძაფრებდა ევასა და ნოეს ტკივილს. თითქოს მათ ჭრილობებს უფრო აღრმავებდა ეს საშინელი ამინდი. ევა შუაღამემდე დარჩა მეგობართან, შემდეგ დაემშვიდობა და ქვემოთ ჩავიდა. მორიგესთან გაუბედავად მივიდა.
- რაღაც მინდა გთხოვო.
- რა გინდა ევა?
- შეგიძლია ჩემი ისტორია მომიტანო?
- იქ არაფერი წერია დედის სახელი და გვარის გარდა.
- გთხოვ მომიტანე.
- კარგი. - თანხმდება ყოყმანის შემდეგნ მხოლოდ იმიტომ რომ ეს წითურმთმიანი ანგელოზი ყოველთვის ძალიან უყვარდა. ევამ მადლობა მოუხადა, ისტორია ჩანთაში ჩაიდო და გაუჩინარდა.
იმავე ღამეს დაცალა ბინა. თავისი მცირეოდენი ბარგი ზურგზე მოიკიდა და გზას გაუყვა. იცოდა საითაც მიდიოდა, იცოდა და ერთი წამით არ ყოყმანობდა. იცოდა რასაც ეძებდა და რადაც არ უნდა დაჯდომოდა ერთხელ მაიმც უნდა ამოეღო თავისი სათქმელი გულიდან და მიეხალა იმ ადამიანისთვის ვინც ამგვარი ტანჯვისთვის გაიმეტა. მერე უკვე შეძლებდა ცხოვრების გაგრძელებას. ევამ შესანიშნავად იცოდა მშობლების ვინაობა მაგრამ მათთან დაკავშირება არასდროს უცდია, ახლა კი გადაწყვიტა ორივე მათგანი მოენახულებინა რათა გათავისუფლებულიყო წარსულის აჩრდილებისგან და თავისუფლად სუნთქვა შეძლებოდა, დედის სამუშაო ადგილის შესახებ დიდი ხნის წინ შეიტყო, რამდენჯერმე შორიდან უთვალთვალა კიდეც თუმცა მასთან საუბრის სურვილი არასდროს გასჩენია, ახლა კი მთელი სიცხადით გრძნობდა მასში გამეფებულ ტკივილს და მისი ამონთხევა სურდა. დიდხანს იდგა შენობის წინ სადაც დედა დამლაგებლად მუშაობდა ბოლოს ძალა მოიკრიბა და შიგნით შევიდა. კოორდინატორს მისი ნახვა თხოვა და მანაც დამლაგებლებისთვის გამოყოფილი ოთახისკენ მიუთითა. ევა რამდენიმე წამით შეჩერდა კართან,
უკან დახევას არ აპირებდა მხოლოდ ძალებისთვის თავის მოყრას ცდილობდა. როგორც იქნა ღრმად ამოისუნთქა და კარზე დააკაკუნა. ოთახის კარი ფრთხილად გამოაღო და იქ შეკრებილ ქალებს თვალი მოავლო.
- ვის ეძებთ? იკითხა ერთ-ერთმა ქალბატონმა.
- მარიამ გულიას.
- გისმენთ. - ფეხზე წამოდგა ქალბატონი და როდესაც წითურთმიან გოგონას მზერა მიაპრო ხელები აუკანკალდა.
- კარგად ხართ? - ეკითხება მას ევა.
- ჩემგან რა გინდა? - ანერვიულება დაეტყო ქალს ხმაში.
- საუბარი.
- არაფერი მაქვს სათქმელი. - მკაცრი იყო მარიამის ხმა.
- შეისაძლოა თქვენ არ გაქვთ მაგრამ მე მაქვს სათქმელი. - უკან დახევას არ აპირებდა ევა.
- ნახევარ საათში ცვლას ვამთავრებ, მაშინ დამელოდე. - ამბობს ქალბატონი და თავის ადგილს უბრუნდება.
- არსად მეჩქარება. - ღიმილით მიმართა ევამ და იქაურობა დატოვა.
გარეთ გამოსული იმაზე მეტად მხნედ გრძნობდა თავს ვიდრე ამის წარმოდგენა შეეძლოა. ნახევარი საათი ელოდა მარიამის გამოსვლას და ისიც ზუსტად დაპირბულ დროს გამოჩნდა.
-ბევრი დრო არ მაქვს. მოკლედ მითხარი რისთვის მოხვედი.
- ოცდახუთი წლის შემდეგ მიტოვებულ შვილს პირველად ხედავ და დავიჯერო ჩემთვის სათქმელი არაფერი გაქვს?
- არა.
- სხვანაირი არც წარმომომედგინე, სინანულის განცდა საერთოდ არ გაგაჩნია?
- შენი ცნობა ჩემთვის მარტივი იყო ევა. მამაშენს გავხარ. მამაშენი კი ის ადამიანია ვინც ცხოვრება დამინგრია, შენ კი ის ადამიანი ხარ ვინც ამაში ხელი შეუწყო.
- ბრალს მდებ იმაში რომ ბავშვის მეშვეობით გინდოდა მისი გამოჭერა და არ გამოგივიდა?
- რისთის მოხვედი? - ამბობს მარიამი და სიგარეტს უკიდებს, ოდნავ ჭაღარა თმა დაუდევრად ეყარა მხრებზე, მოუვლელი იყო, ფრჩხილებში ალაგ-ალაგ შავ ჭუჭყს მოეყარა თავი, წითელი ტუჩსაცხი აცაბაცა წაესვა ტუჩებზე, თხელი სახე სიგამხდრისგან სულ გაფითრებული ქონდა. სიძველით დაცრეცილი მოსასხამი ეცვა და დახეული ფეხსაცმელი. ევას თითქოს გული მოუკლა ამ სანახაობამ და ცრემლი მოგვარა.
- აქ ცოტას გიხდიან?
- ეს შენ არ გეხება. ფული თუ გჭირდება მისამართი შეგეშალა.
- ჯანდაბაში წაუღიხარ ღმერთს შენი ფულინად, არაფერში მჭირდება შენი ბინძური ფული, მე აქ შენ სანახავად მოვედი, იმის გასარკვევათ თუ რატომ მოიშორე პატარა ბავშვი და რატომ გამიმეტე იმ ცხოვრებისთვის რაც გამოვიარე.
- შენთვის ასე ჯობდა, მე არ გამაჩნდა ჩვილი ბავშვის აღზრდის რესურსი, შიმშილით მოკვდებოდი.
- ჯობდა შიმშლით მაშინ მოვმკვდარიყავი ვიდრე ახლა სირცხვილით, წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რისთვის გაიმეტე შენი შვილი.
- მაქვს, სახლი გქონდა, არ გციოდა, არ გშიოდა.
- ამას სერიოზულად ამბობ? იცი რაც იქედან წამოვედი რა გამოვიარე? ან რატომ გგონია რომ იქ ყოფნა ასეთი მარტივი იყო. რა იცი რას ვჭამდით ან ვსვამდით? ერთხელ მაინც არ დაინტერესდი მოვკვდი თუ გადავრჩი? იქნებ ვერც გავუძელი ცხოვრებას, ნუთუ ერთხელ მაინც არ დაგაინტერესა შენი შვილი გადარჩა თუ არა.
- გეყოფა! - უკვე აგრესია გაჟღერდა მარიამის ხმაში.
- და მე მეყოფა? რატომ? იქნებ არ მოელოდი რომ შენი შვილი ოდესმე საყვედურს გეტყოდა? იცი შენ გამო მე ქუჩაში მძინავს, იცი შენ გამო მე რამდენჯერ მცემს, რამდენჯერ გამაუ*ატიურეს, სად იყავი შენ ამ დროს როდესაც შენ შვილს შეურაცხყოფას აყენებდნენ. რა ხარ, რა ადამიანი ხარ? რა გულმა გაგიძლო რომ მიმატოვე.
- გთხოვ. - ამოიუღლუღა მარიამმა.
- იცი მე რას ვგრძნობ?
- ალბათ გეზიზღები.
- ვერაფერს ვგრძნობ. მხოლოდ სიცივეს და სიცარიელეს. დიდ შავ ხვრელში ვზივარ სადაც შუქი არსაიდან არ შემოდის. - მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა მეც ისევე მაწუხებს როგორც ყველას ჩემ გარშემო. სანამდე აქვს გასაქანი ჩემში არსებულ მრავალსახიანობას? არ ვიცი მე ხომ მრავალი ვარ. დღეს ერთი ვარ, ხვალ მეორე, შემდეგ მესამე და ასე დაუსრულებლად. ჩემი "სიმადვილე" ჩემთვისაც ისევე შეფუთული და მიუწვდომელია როგორც ყველასთვის. ბევრჯერ ვეცადე საკუთარი თავი სარკეში მაინც გამომეჭირა ნიღბების გარეშე, მაგრამ როგორც კი გავიფიქრებდი "აჰა ხომ დაგიჭირე" მაშინვე ხელიდან მისხლტებოდა. ისევ დაუსრულებელი ქაოსი და ფიქრი, ისევ დაუსრულებელი ძებნა და წუხილი, წამიერი აღმაფრენა და ისევ დაცემა, აღზევება და განადგურება... და მაინც ვინ ვარ მე? ეს კითხვა სრულიად კაცობრიობას ისევე აწუხებს როგორც მე რომელმაც არც კი ვიცი "ვინ ვარ მე". ჩემი ისტორია დიდი ხანია ისტორიაც აღარ არის. ცოცხლად დარჩენილი "ადამიანის" დასჯას უფრო გავს ვიდრე სიცოცხლის წყურვილით გულანთებული ადამიანის ყოფას.
-არ ვიცი რა გითხრა. - ცრემლი დაუკითხავად მოწყდა მარიამის თვალებს.
- რა გქვს რო სათქმელი?
- ახლა სად ცხოვრობ?
- ეს შენ არ გეხება.
- იქნებ შემიძია რამე გავაკეთო შენთვის. - ხმა შეარბილა მარიამმა, რასაც ევას მხრიდან გადახარხარება მოყვა.
- შეგიძლია? შენ არაფერი შეგიძლია, იცი რატომ? იმიტომ რომ არავინ ხარ. იცი დღეს რომ იმ აგრესიით არ დაგეწყო საუბარი როგორც დაიწყე და კიდევ აქეთ თავის გადამატება ალბათ გეტყოდი რომ ჰო შეგიძლია მოინანიო და ცხოვრება ახლიდან დაიწყო-თქო. მაგრამ ახლა? არა. შენ არაფერი შეგიძლია რადგან არავინ ხარ. - ევამ წასვლა დააპირა, მარიამი მკლავში წაეპოტინა შვილს.
- არ წახვიდე.
- ახლა უკვე გვიანია! - ევამ ნაბიჯი გადადგა.
- ორი უმცროსი და გყავს. - წარმოთქვა მარიამმა და თავი ჩახარა.
- ვიცი.
- საინად იცი?
- მათ გარდა კიდევ მყავს ორი უმცროსი ძმა მამის მხრიდან, მე ყველაფერი ვიცი. თუმცა ამას არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მე არასდროს მყოლია ოჯახი, ჩემი ოჯახი ქუჩაა მთელი თავისი სიბინძურით და სიბოროტით. ძალიან მალე დადგება დრო და მე ქუჩას თავს დავაღწევ, მერე კი თქვენს არსებობას საბოლოოდ ჩამოვირეცავ და დავივიწყებ. ხო მართლა ერთ კვირაში, გამოფენა მაქვს, აი მისამართი თუ სურვილი გექნება შეგიძლია შენი შვილის ნახატები ნახო. -საუბარი დაასრულა ევამ და დაუმშვიდობებლად გაეცალა იქაურობას . - ხო მართლა. - შემობრუნდა და ადგილზე გაშეშებულ მარიას გასძახა. - თუმცა არაფერი! - შებრუნდა და გაუჩინარდა.
ევამ ის ღამე იაფფასიანი სასტუმროს ერთ-ერთ ღარიბულ ნომერში გაატარა, ქუჩაში ვხოვრებას მიჩვეული სულაც არ გრძნობდა თავს უკომფორტოდ. ოთახში ერთი მორყეული საწოლი, პატარა დალაქავებული მაგიდა და ორი სკამი იდგა, სულ ეს იყო ამ მომცრო ოთახის ავლადიდება. კედლებს ალაგ ალაგ საღებავი აქერცლოდა და ნესტისგან წყლის კვალიც ბევრგან დამჩნეოდა, ოთახი ცივი იყო, თუმცა გოგონა ისედაც მიჩვეული იყო ამ ყველაფერს. ბევრად უფრო რთულ პირობებშიც გაუთევია ღამე. უცქერდა ევა ფანჯრიდან წვიმის წვეთების ცელქობას და გულში გამეფებულ სიცივეს ვერაფრით ითბობდა. ადრე ეგონა თუ დედას ყველაფერს პირში მიახლიდა სული დაუმშვიდდებოდა ახლა კი როცა ეს გააკეთა თავს უფრო დაკარგულად გრძნობდა ვიდრე აქამდე, უფრო ტკიოდა ვიდრე ოდესმე და უფრო მეტად ძულდა თავისი თავი ვიდრე ოდესმე სძულებია. მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. ძილი არ მიეკარა მის აფორიაქებულ გონებას. ფიქრებით ნოესთან ალერსით თბებოდა, ფიქრობდა სწორად მოიქცა თუ არა მასთამ. ფიქრობდა მისი საყვარელი ადამიანის ტკივილებზე, თუმცა მან შესანიშნავად იცოდა რომ ნოეს ბედნიერებას ვერასდროს მიანიჭებდა. ჯერ თავად უნდა ყოფილიყო ბედნიერი რომ სხვისი გაბედნიერება შეძლებოდა, ის კი არ იყო ბედნიერი რადგან ისიც კი არ იცოდა ვინ იყო. გათენებას სულმოუთქმელად ელოდა. მისი შემდეგი გეგმა მამის ნახვა იყო. ახლა მისთვის უნდა ეთქვა ყოველივე ის რასაც ფიქრობდა, მერე კი არ იცოდა რას გააკეთებდა მაგრამ ის ნამდვილად იცოდა რომ მამა უნდა ენახა.
მეორე დილით ისევ გადაუღებელი წვიმა რეცხავდა ქალაქს. ამის მიუხედავად ევამ თავზე კაპიშონი მოირგო დ მამის მდიდრულ ვილას მიადგა, ლამაზად მოვლილ ეზოს ირონიული მზერა მოავლო და კარზე ზარი დარეკა, კარი მსახურმა გაუღო.
- მაწანწალავ მოშორდი აქედან. - დაუყვირა როდესაც ერთიანად გალუმპული ევა დაინახა და კარის დაკეტვას შეეცადა.
- მაწანწალა არ ვარ და სანამ შენთვის სახე გამიერთიანებია ოჯახის უფროს დაუძახე.
- ბედავ და მემუქრები კიდეც? - შეუბღვირა მოახლემ.
- რა ხდება, ვინ არის? - მოისმა ოთახიდან ქალის სასიამოვნო ხმა.
- არაფერია ქალბატონო. მაწანწალაა ახლავე მოვიშორებ. - ამასობაში დიასახლისი კარს მოუახლოვდა და თავი გარეთ გაყო. საგულდაგულოდ შეათვალიერა თავიდან ფეხებდე გაწუწული წითურთმიანი გოგონა და სახეზე სათნო ღიმილმა გადაურბინა.
- აქ რას უდგახარ. შემოდი. გაცივდები. - კარი ფართოდ გააღო და ევას გაოცებული მზერა მაშინვე დაიმსახურა. - შემოდი. - გაუბედავად დაემორჩილა ევა და ფრხილად შედგა მდიდრულ სახლში ფეხი. - სტუმარს ცხელი ჩაი და პირსახოცი მოუტანე. - მიუბრუნდა მოახლეა და ისიც უხალისოდ დაემორჩილა.
- სახლს დაგისვრით. მე მხოლოდ თქვენი მეუღლის ნახვა მსურს.
- სახლში არ არის, თუმცა მალე დაბრუნდება. შემოდი დაელოდე.
- სხვა დროს შემოვივლი. - კარისკენ წავიდა ევა.
- არა მოიცადე. - მკლავში წაავლო ხელი დიასახლისმა. - გთხოვ დაელოდე. ევას ძალიან ეუცნაურა უცხო ადამიანისგან ასეთი საქციელი, ცოტა არ იყოს არ მოელოდა და დააბნია კიდეც ქალბატონის ასეთმა კეთილგანწყობამ.
- კარგი.
- მშრალ ტანსაცმელს მოგიტან.
- არ არის საჭირო. მიჩვეული ვარ, ასე რომ არაფერი მომივა.
- მინდა რომ მშრალი ტანსაცნელი ჩაიცა. არ შეიძლება?
- ქალბატონო არ ვიცი ასეთ მზრუნველობას რატომ იჩენთ ჩემ მიმართ და სიმართლე თუ გინდათ არც მაინტერესებს მაგრამ დამიჯერეთ მართლა არ მჭირდება თქვენი დახმარება მე უბრალოდ თქვენი მეუღლის ნახვა მსურს სულ ეს არის.
- კარგი. მაშინ კაბინეტში დაელოდეთ. - მდიდრულად მოწყობილი ბიბლიოთეკის კარი შეაღო ქალბატონმა და ევას ოთახში შეუძღვა. გაოგნებული ევა უცქერდა ყოველივე იმას რაც მის ირგვლივ იყო და თავი ზღაპარში ეგონა. ლამაზად მოვლილი სახლი, სუფთა ნივთებითა და აურაცხელი სიმდიდრით იყო სავსე. ევამ ქალბატონს გახედა რომელიც ისევ ღიმილით უცქერდა გოგონას და მის თვალებზე შემჩნეულმა ცრემლმა ცოტა არ იყოს და კიდევ უფრო დააბნია.
- ცუდად ხართ?
- რა გქვია?
- ევა.
- ლამაზი სახელია. მე ლაურა ვარ, გენოს მეუღლე. რა საქმე გაქვთ ჩემ მეუღლესთან?
- ეს პირადულია.
- მე მისი მეუღლე ვარ.
- მაგრამ დამიჯერეთ ეს თქვენ არ გეხებათ.
- მისი ცხოვრება რა თქმა უნდა მეც მეხება.
- იცით არ მსურს თქვენთან ამაზე საუბარი.
- როგორც გინდა. - ლაურა მაგიდას მიუახლოვდა და იქედან ფოტოს ჩარჩო აიღო. მასზე მზერა რამდენიმე წამს შეაჩერა, შემდეგ ევას გახედა, მისკენ ფრთხილად დაიძრა და ფოტო გაუწოდა. - რთული არ არის შენი ამოცნობა, გაჭრილი ვაშლივით გავხარ მას. - ევამ ფოტოს დახედა, მართლა საოცრად გავდა მამას. თითები ნაზად შეახო ფოტოს და გრძელი თითები რითმულად აათამაშა მინაზე. - სად იყავი მთელი ეს წლები?
- არსად და ყველგან.
- ის მთელი ცხოვრება გეძებდა.
- ჰო როგორ არა. - ჩაიღიმა ევამ და ფოტოსურათი თავის ადგილს დაუბრუნა.
- ევა როგორ ფიქრობ შენი მოტყუება რაში უნდა მჭირდებოდეს?
- არ ვიცი, იქნებ შენც მისნაირი ხარ.
- მისნაირში რას გულისხმობ?
- ნაბ... რა მნიშვნელობა აქვს. - სწორედ ამ დროს შემოსასვლელის კარი ხმაურით მიჯახუნდა.
- მოვედი. - დაიძახა მამაკაცის სასიამოვნო ხმამ.
- აქ ვარ. - გასძახა ლაურამ და მის შესაგებებლად წავიდა. ოთახში შემოსული გენო ცოლს სიყვარულით მოეხვია.
- სტუმარი გყავს? - ახლაღა შენიშნა ოთახში უცხო ადამიანის ყოფნა და იქვე გაშეშდა.
- გამარჯობა, აზრი არ აქვს გაგეცნო ისედაც მიხვდი ალბათ ვინც ვარ. - დაბნეულობით გათეთრებული გენო დიდხანს უცქერდა მის წინ მდგომ შვილს, ვერც ნაბიჯის გადადგმას ახერხებდა, ვერც სიტყვებს უყრიდა თავს. იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული და თვალცრემლიანი უცქერდა თავიდან-ფეხებამდე გაწუწულ ქლიშვილს.
- მარტო დაგტოვებთ. - ამბობს ლაურა და ოთახიდან გადის.
- კარგი მეუღლე გყავს, რასაც მოსამსახურეზე ვერ ვიტყვი.
- გაწყენინა?
- არაუშავს, მიჩვეული ვარ ისე მომექცნენ როგორც მაწანწალას. - გაიღიმა ევამ და სავარძელში ჩაეშვა.
- მაწანწალა არ ხარ.
- შენ რა იცი ვინ ვარ? ჩემი სახელი მაინც თუ იცი?
- არა! - თავი დამნაშავე ბავშვივით ჩახარა გენომ და იატაკის ფილებს მიაშტერდა.
- ევა მქვია.
- ლამაზი სახელია გიხდება.
- რატომ თქვი ჩემზე უარი?
- პატარა ვიყავი, გაუაზრებლად მომივიდა, როდესაც მივხვდი რაც ჩავიდინე უკვე გვიანი აღმოჩნდა, არ მინდა დედაშენზე აუგად გესაუბრო მაგრამ არაფრით მითხრა სად ჩაგაბარა, არც სახელი მითხრა რომ ამის მიხედვით მაინც მომეძებნე, ძალიან ბევრს ვეცადე ევა, მაგრამ შენ კვალს ვერ მივაგენი. - გულწრფელი იყო მისი სიტყვები და ევაც ხვდებოდა ამას, ხვდებოდა და კიდევ უფრო ბრაზობდა დედაზე რომ მთელი მისი ცხოვრება ისევე დაასახიჩრა როგორც ამ სანდო ადამიანის. ბრაზობდა და ყელში მომჯდარ ცრემლებს ძლივს ერეოდა. აქ მამისთვის საშინელებების სათქმელად მოვიდა მაგრამ მისი გულწრფელობისა და ცრემლების გამო ენაზე მომდგარი სათქმელი გადაავიწყდა, ახლა ის მხოლოდ იმას გრძნობდა რაც არასდროს უგრძვნია, გრძნობდა რომ ამდენი წლის მანძილზე მისთვის საძულველ სამყაროში არსებობდა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც მასზე ღელავდა და დაეძებდა. - დამსაჯა იმის გამო რომ ცოლად არ მოვიყვანე. - საუბარი განაგრძო გენომ. - მე ის არ მიყვარდა, მაგრამ შენზე ზრუნვა ნამდვილად მინდოდა. უბრალოდ ძალიან გვიან მივხვდი, რომ თავიდანვე არ უნდა მეთქვა შენზე უარი, უნდა დავლოდებოდი შენ გაჩენას და ჩემთან წამეყვანე, არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება მაგრამ შეგიძლია მაპატიო? - სახე ხელებში ჩარგო გენომ და იმაზე მეტად მოტყდა ვიდრე თავიდან ჩანდა.
- იმედია ტირილს არ აპირებ. - მხოლოდ ამის თქმა შეძლო ევამ რადგან არც კი იცოდა რა უნდა ეთქვა.
- ტირილი თუ დაკარგულ წლებს დამიბრუნებს მთელი ცხოვრება სხვას არაფერს გავაკეთებ.
- კარგი რა. შეგიძლია ნორმალურად მესაუბრო? აქ იმისთვის არ მოვსულვარ რომ შენი სინანულის შესახებ მთელი რიგი მოთქმა მოვისმინო.
- აბა რისთვის მოხვედი?
- ახლა უკვე არ ვიცი. მთელი ოცდახუთი წელი მძულდი ახლა კი იმის შემდეგ რაც მითხარი არც კი ვიცი რას ვგრძნობ შენ მიმართ, ისიც კი არ ვიცი საერთოდ რას უნდა ვგრძნობდე.
- შეგიძია შანსი მომცე რათა ყველაფერი გამოვასწორო?
- გამოსწორება ასეთი მარტივი გგონია? გგონია შევძლებ დავივიწყო რაც თქვენ ორის გამო გამოვიარე? გგონია დავივიწყებ იმ შეურაცხყოფებს რასაც ვიტანდი? გგონია დამავიწყდება ქუჩაში გატარებული ყოველი ღამე? გგონია დამავიწყდება ჩემზე მოძალადე კაცები? გგონია დამავიწყდება რომ საყვარელი ადამიანის დედამ თქევნ გამო ქურდი მიწოდა? გგონია დამავიწყდება რა საშინელი ადამიანებიც ხართ? - ახლა უკვე ევაც ისევე ტიროდა როგორც გენო. დიდხანს ისხდნენ ოთახის სხვა და სვა კუთხეში უხმოდ, სივრცეში ჩაკარგულები, ვერავინ შეძლებს იმ დაძაბულობის აღწერას რაც გენოს კაბინეტში სუფევდა, ევა ახლაც ისევე დაცურავდა ჰორიზონტს მიღმა როგორც ყოველთვის, ახლაც უმეტყველო გამხდარიყო მისი სევდისფერი თვალები და ახლაც რაღაც ძალიან მტკივნეულს მოეცვა მისი გონება, გენო კი იჯდა სავარძელში და განაჩენივით ელოდა ევას ხმის ამოღებას. - ყველაფრის მიუხედავად ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა მარტო ყოფნამ.
- მაინც რა?
- ადამიანების ცნობა ვისწავლე, გიყურებ ახლა და ვხვდები რომ არ ხარ ცუდი ადამიანი, სულაც არ ხარ ისეთი ნაბი*ვარი როგორიც მეგონე, მაგრამ ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, დაკარგულს მაინც ვერაფერი ვეღარ დამიბრუნებს. - ევა ადგა და წასასვლეად მოემზადა.
- სად მიდიხარ? - შიშმა გადაურბინა გენოს და ფეხზე წამოხტა.
- ეს შენ არ გეხება.
- სად ცხოვრობ?
- არც ეს გეხება.
- როგორ შეიძლება რომ გნახო?
- თუ მომინდება თავად გნახავ.
- ძალიან გთხოვ ევა, კიდევ ერთხელ ნუ დამაშორებ შენ თავს. - უკვე მუდარა ჩანდა გენოს ხმაში. ევას პასუხის გაცემა სურდა თუმცა მოულოდნელმა თავბრუსხვევამ ძალა ერთიანად გამოაცალა. გენომ წაბარბაცებულ გოგონას ხელი შეაშველა. ევამ გონება დაკარგა და მამის მკლავებში უგონოდ მიესვენა.



იჯდა ნოე სახელოსნოში და შესქეროდა კედლებზე გაკრულ ევას ფოტოებს. უცქერდა მის სევდისფერ თვალებს და მთელი არსებით გრძნობდა, რომ ახლა უფრო ძლიერად უყვარდა ვიდრე აქამდე. ახლა როცა არც კი იცოდა სად იყო, სად ეძინა, რას ფიქრობდა, რას აპირებდა, სწორედ ახლა გრძნობდა ნოე იმ გიჟურ გრძნობას რასაც ევას გარეშე, მისი სიახლოვის გარეშე ჭკუიდან შეშლა ერქვა. მთელი არსებით უყვარდა წითურთმიანი გოგონა არსაიდან და იცოდა ყველაფერს გააკეთებდა რომ ისევ მის გვერდით ყოფილიყო, თუმცა ახლა როდესაც მისი ასავალ დასავალი არ იცოდა გულში გაჩენილი სიცარიელე მის სულს ასახიჩრებდა, მასში ქაოსი დაუკითხავად დათარეშობდა. მისი სხეულის კედლებს უმწეოდ ეხეთქებოდა და იქედან გამოსვლას ამაოდ ცდილობდა. ნოე არ გამოირჩეოდა ძლიერი ბუნებით მაგრამ მას შეეძლო უკიდეგანოდ ყვარებოდა და სწორედ ეს ხიბლავდა მასში ევას, მისი სინაზე და მზრუნველობა იყო სწორედ ის რის გამოც შეიყვარა მან ნოე. ნოემ ეს იცოდა კარგად იცოდა და ახლა როდესაც მისგან შორს მყოფ ევას წარმოიდგენდა, მის უმწეო მარტოობაზე გაიფიქრებდა პატარა ბავშვივით ცრემლები ახრჩობდა. რადაც არ უნდა დაჯდომოდა უნდა ეპოვნა, ეპოვნა და აღარასდროს არ გაეშვა. სახელოსნოდან გიჟივით გამოვარდა. მთელი ღამე სიარულში გაატარა, ყველა სავარაუდო ადგილზე მივიდა სადაც კი შეიძლებოდა ევა გამოჩენილიყო თუმცა ამაოდ. თითქოს მიწამ ჩაყლაპა მისი საყვარელი ქალი და სწორედ ისე გაუჩინარდა როგორც თავიდან იყო. ძებნით დაღლილმა ოცდაოთხსაათიანი ბარი მოძებნა და ყავის დასალევად შევიდა. უცქერდა ყავის ზედაპირზე მოლივლივე ევას გამოსახულებას და მხოლოდ იმიტომ არ სვამდა, რომ მისი სახე არ გაედღაბნა. გამთენიისას დაბრუნდა სახლში. ტანსაცმლიანად დაენარცხა საწოლს და ემოციებით გათიშულს მალე ჩაეძინა.
მოგვიანებით შებლზე თბილმა კოცნამ ძილის საუფლოდან დააბრუნა, შეიშმუშნა და თვალები დაუპატიჟებელ სტუმარს შეანათა.
- გიყვარხს?
- შენი წყალობით მე ის დავკარგე.
- მაპატიე. - შვილის შეხებას ეცადა ირინამ თუმცა ნოემ ხელი უკან გაწია და დედას უფლება არ მისცა შეხებოდა.
- ყოველთვის მკაცრი იყავი, ვაფასებ რომ შვილებზე ასე ზრუნავ მაგრამ ამჯერად ზედმეტი მოგივიდა დედა, უფლება არ გქონდა ასე უხეშად ჩარეულიყავი, უფლება არ გქონდა ევა განგესაჯა, მაშინ როდესაც სიმართლე არც კი იცოდი.
- ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?
- იცი დედა მე გული მხოლოდ იმაზე მწყდება რომ სათანადოდ ვერ შევძელი მისი დაცვა, უფლება მოგეცი ისე მოქცეოდი როგორც უკანასკნელ ქუჩის ქალს. ჩემი ბრალია, ჩემი სისუსტის ბრალია რომ შენ მისი დამცირება მოახერხე. მე რბილი ხასიათი მაქვს და პირველად ხდება რომ საკუთარი სირბილის გამო თავს იმდენად უსუსურად ვგრძნობ რომ ჩემი არსებობის დანიშნულებას ვერ ვხვდები, მეზიზღება ჩემი თავი და ამაში შენ ხარ დამნაშავე, არც ახლა ვაპირებ ჩხუბს და შენთვის რამის თქმას რადგან ახლა მითუმეტეს აღარ აქვს აზრი კამათს, ის მოხდა რაც არ უნდა მომხდარიყო. ახლა კი გთხოვ გადი ჩემი ოთახიდან.
- გააკეთე ისე რომ ის დაიბრუნო. - ცრემლი მოერია ირინას.
- შენ მას არ იცნობ დედა. მან მთელი ცხოვრება ტკივილში გაატარა და ახლა იმაზე მეტად არის იმედგაცრუებული ვიდრე ოდესმე.
- ევასნაირი ადამიანები სულგრძელობით გამოირჩევიან, შეძლებს გვაპატიოს.
- ჩემთან რომც დაბრუნდეს შენ ნახვას და მოსმენას არასდროს არ მოისურვებს და ამაში მართალიც იქნება.
- ჩემთვის მთავარია შენ იყო ბედნიერი. მნიშვნელობა არ აქვს ჩემზე რას იფიქრებს. თუ მეცოდინება, რომ მასთან ბედნიერი ხარ და ის სწორედ ის არის ვინც შენ გჭირდება მე შემიძლია დაგთმო შენი ბედნიერების გამო. - ირინა ოთახიდან გავიდა და ნოე მარტო დატოვა. უკვირდა ნოეს დედის გარდაქმნა თუმცა მისი სიტყვების სიმართლეში ეჭვი არ ეპარეობა. ახლა უფრო მეტად სურდა ევას დაბრუნება. ადრე თუ გვიან დაიბრუნებდა, არ იცოდა როგორ მაგრამ გრძნობდა რომ დაიბრუნებდა.


ევამ თვალი გაახილა. უცნობი გარემო მოათვალიერა და საწოლზე ნახევრად წამოიწია.
-იწექი. - გაისმა ოთახის კუთხეში მდგომი სავარძლიდან ლაურას ხმა.
- რა დამემართა?
- გონება დაკარგე.
- უნდა წავიდე. - წამოდგომას შეეცადა ევა თუმცა ლაურა მაშინვე მასთან გაჩნდა და საწოლში დაბრუნება აიძულა.
- ექიმმა თქვა რომ კარგი იქნება თუ რამდენიმე დღე იწვები. დასვენება და ძალების აღდგენა გჭირდება.
- ექიმმა? ვერ ვიტან ექიმებს. მადლობა მზრუნველობისთვის მაგრამ უნდა წავიდე. - ისევ წამოდგომას ეცადა და ამჯერადაც უკან დააბრუნა ლაურამ. - მეჩვენება თუ ჩემ გაშვებას არ აპირებთ?
- არც კი იცი არა?
- რა უნდა ვიცოდე?
- ფეხმძიმეთ ხარ ევა.
- რა? - მილიონმა ფერმა გადაუარა ევას სახეზე და მაშინვე იგრძნო როგორ მოეჩვარა სხეული.
- შვილს ელოდები. - გაუღიმა ლაურამ. ევა უღონოდ მიესვენა ბალიშზე. თითები გაუბედავად შეაცურა მაისურის ქვეშ და ფრთხილად შეახო შიშველ სხეულს, ლაურას გახედა, რომელსაც სიყვარულის ამსახველი ღიმილი შეყინვოდა სახეზე. ევას გულის ცემა შეეცვალა, ცდილობდა თავს მორეოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება და ცრემლებმაც მისგან დაუკითხავად გაიკვლიეს გზა. ატირებულ ევას ფრთხილად მოხვია ლაურამ ხელები და როგორც კი გოგონას მხრიდან წინააღმდეგობა არ უგვრძნია გულში ძლიერად ჩაიკრა ეს უკანასკნელი. - ყველაფერი კარგად იქნება, შენ ახლა უკვე გყავს ოჯახი. - უჩურჩულა ლაურამ და კიდევ უფრო ძლიერად მიიკრო სხეულზე.
სამყაროში ყოველთვის ისე არ ხდება ყველაფერი როგორც ჩვენ გვსურს. ხშირად მოსდევს სიხარულს იმედგაცრუება ან პირიქით, ზოგჯერ გვგონია რომ აი აქ ახლა, ამ მომენტში განცდილი ტკივილის სიძლიერის გამო ეს სწორედ ის წამია როდესაც ცხოვრება სრულდება ანაც პირიქით უდიდესი სიხარულის შეგრძნების გამო ვფიქრობთ, რომ აქამდე არც გვიცხოვრია და ეს სწორედ ის წამია როდესაც სიცოცხლეს ვიწყებთ. ადამიანის ცხოვრება როიალის კლავიშებს გავს და ვირტუოზი უნდა იყო რომ შენ გასავლელ გზაზე სრულყოფილად დაუკრა. მელოდიის გენიალურობა კი ბოლო აკორდზე არ არის დამოკიდებული, მთავარია მთელი მელოდია როგორ ჟღეს, როგორ გაივლი შენი ხანმოკლე ცხოვრების გზას. როგორ გადალახავ სირთულეებს, როგორ მოიგერიებ დარტყმებს, როგორ შეაფასებ რეალობას.
ევასთვის ფეხმძიმობა მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. მის მიერ განვლილი ტკივილიანი გზის შემდეგ ეს ის მომენტი იყო როდესაც სამყაროს გაცრეცილი ძაფით გამოეკიდა და ყოველ წამს მოწყვეტას ელოდა. მას ეშინოდა, ეშინოდა დახშული გრძნობებისა და შეგრძნებების გამო. ეშინოდა რომ მისი შვილი ქუჩაში დაიძინებდა, ეშინოდა რომ ისიც იგივე გზას გაივლიდა რაც თავად გაიარა. სევდისფერი თვალები წვიმიანი მინისკენ მიეპყრო და ახლა ყველაზე მეტად უმწეოდ გრძნობდა თავს.
- ნუ გეშინია. - თითქოს მისი ფიქრები ამოიკითხაო, ხელზე მზრუნველად შეახო ირინამ ხელი.
- მაგრამ მაინც მეშინია. - თქვა ევამ და მაშინვე იგრძნო რომ ასე არასდროს შეშინებია.
- ევა თუ მოისურვებ შეგიძლია დარჩე ჩვენთან. ჩვენ ვიზრუნებთ შენზე.
- ამას რატომ აკეთებ? მე ხომ არავინ ვარ.
- შენ გენოს შვილი ხარ, შვილი რომელსაც მთელი ცხოვრება ეძებდა, მე მიყვარს ჩემი მეუღლე და თუ მას სურს რომ თავისი ქალიშვილი ამ სახლში ცხოვრობდეს ეს მე ბედნიერებას მომანიჭებს, მე ორი ბიჭი მყავს, ყოველთვის მინდოდა გოგოს დედობა მეგრძნო, დედას ვერ შეგიცვლი თუმცა ვიზრუნებ შენზე.
- ძალიან კეთილი ხარ. ახლა შეიძლება წავიდე?
- არა ევა, რამდენიმე დღე მაინც მოგიწევს დარჩენა და როდესაც უკეთ გახდები თუ ისევ გენდომება აღარ დაგაკავებ.
- მე ახლა მინდა წასვლა.
- რატომ?
- თქვენ იმდენად კარგი ხართ რომ ეს სულაც არ მომწონს, არ მიყვარს კეთილი ადამიანები, არ ვარ მიჩვეული სითბოს და სიყვარულს და ეს ყველაფერი საშინლად მძაბავს.
- სულ ეს არის მიზეზი? - გაუღიმა ლაურამ და თავზე პატარა ბავშვივით გადაუსვა ხელი.
- დავრჩები მაგრამ ერთი პირობით.
- ნებისმიერი. - სიხარულის ნაპერწკლებმა გაუელვა ლაურას.
- შეიძლება ნაყინი გთხოვოთ?
- ღრმერთო ჩემო. - სიცილი ვეღარ შეიკავა გენოს მეუღლემ. - ახლავე მოვატანინებ. - ლაურამ ევა მარტო დატოვა, მანაც თავს უფლება მისცა ფიქრებში ემოგზაურა. ყურადღება ვერაფერზე გადაიტანა, თვალწინ მხოლოდ მათეს სახე ედგა, იმაზე ფიქრობდა თუ მისი გაუჩინარებით რამხელა ტკივილი მიაყენა მას, ახლა მასთან ყოფნა ისე მოუნდა როგორც არასდროს.

უმოწყალოდ წვიმდა ნოე კი მაინც შეუჩერებლივ მიაპობდა მოტოციკლით თბილისის ქუჩებს, უმისამართოდ მოძრაობდა, მიზანი არ გააჩნდა, უბრალოდ იცოდა თუ ახლა გაჩერდებოდა მისი ცხოვრება აზრს დაკარგავდა, სასოწარკვეთას ერთიანად ყავდა შეპყრობილი, თითქოს ხიფათს ეძებდა, ხიფათს სადაც მთელ ბოღმას ამოანთხევდა. ახლა ძალიან სძულდა ცხოვრება, სძულდა ევას გამო, დედის გამო, თავისი რბილი ხასიათის გამო. საყვარელი ქალის სახეს ერთი წამითაც ვერ იშორებდა სპიდომეტრი კი სულ უფრო და უფრო მაღალ სუჩქარეს აფიქსირებდა, რამდენჯერმე მოახერხა საავარიო მდგომარეობიდან თავის დაღწევა.
- ამის დედაც. - ბრაზობდა თავის თავზე. - მიდი რა, მიდი. - ხელებს ურტყამდა მოტოციკლს. - ხომ შეიძლება მიმტყუნო. - ყვიროდა და სიჩქარეს კიდევ უფრო უმატებდა, წვიმა უფრო და უფრო გიჟდებოდა, გიჟდებოდა ზუსტად ისე როგორც ნოე. ნოე რელაობას მოწყდა, მერე მკვეთრი ნათება დაინახა, მერე ტკივილი იგრძნო, მიხვდა რომ მიწას შეერწყა მისი სხეული თუმცა ვერაფერს გრძნობდა. მხოლოდ სისხლის გემოს და ბუნდოვნად მომავალ შუქს ხედავდა.

-შეიძლება? - საძინებლის კარი შეაღო გენომ და საწოლში მისვენებულ ევას მიუახლოვდა. - თავს როგორ გრძნობ?
- როგორც პატიმარი. - ცინიკურად გაუღიმა გოგონამ.
- პატიმარი არ ხარ. - დაძაბულობით ხელების სრესას მოყვა გოგონას მამა.
- ნერვიულობ?
- ჯერ კიდევ მიჭირს იმის გააზრება რომ აქ ხარ, ჩემ სახლში.
- ეს დიდხანს არ გაგრძელდება.
- წასვლა გინდა?
- აქ მოწყალებისთვის არ მოვსულვარ, მინდოდა თვალებში ჩამეხედა და მეთქვა რომ მიუხედავად თქვენ ორის უპასუხისმგებლო საქციელისა მე მაინც გადავრჩი და ავად თუ კარგად ცხოვრებას ვაგრძელებ. თუმცა ისე მოხდა რომ შენ მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა. ნამდვილად არ ხარ ცუდი ადამიანი და თვალებში გეტყობა სინანულიც და ტკივილიც თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველივე იმის დავიწყება შემიძლია რაც გამოვიარე.
- ძალიან მკაცრი ხარ.
- ცხოვრებამ მაიძულა.
- დაკარგულ დროს ვიცი ვერ აგინაზღაურებ მაგრამ მინდა ახლა მაინც მომცე შენზე ზრუნვის საშულება, თუ ჩემთან ცოვრება შენთვის პროლემაა ცალკე სახლს გიყიდი, უბრალოდ ნუ დამიშლი შენთან სიახლოვეს.
- შენგან არაფერი მჭირდება გარდა ერთისა.
- რაც მოგესურვება.
- როდესაც ჩემი შვილი გაჩნდება შეგიძლია მას ოჯახი აჩუქო?
- გინდა რომ შენი შვილი გავზარდო?
- შენ და შენი მეუღლე მისთვის იდიალური მშობლები იქნებით.
- ევა. - ხმაში სიბრაზე შეეპარა გენოს. - ხვდები რომ იგივეს გაკეთებას უპირებ შენ შვილს რაც თავად გაგიკეთეს? ჩემი პატიება არ შეგიძლია მაგრამ თავად იგივეს გაკეთებას აპირებ. როგორ ფიქრობ ეს სწორი საქციელია?
- შენ არ გაქვს უფლება მისაყვედურო რამეზე, არც ჩემთვის ჭკუის დარიგების უფლება გაქვს, შენ ეს უფლებები მაშინ დაკარგე როდესაც ჯერ არ დაბადებულ შვილზე თქვი უარი.
- ოდესმე შეძლებ მაპატიო? - საწოლზე ჩამოჯდა ნოე და ქალიშვილს სევდისფერ თვალებში ჩახედა.
- ჰო ალბათ.
- და მაინც კარგად დაფიქრდი სანამ შვილზე უარს იტყოდე. მთელი ცხოვრება სინანულში ყოფნა ბოლოს მოგიღებს.
- ეს მხოლოდ იმიტომ ვთქვი, რომ შენი რეაქცია მაინტერესებდა, არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ მასზე უარის თქმას. - შვილის განცხადების გამო გენოს ცრემლი მოერია და სევდიანმა ღიმილმა გადაურბინა. - რამდენ ხანში შევძლებ წასვლას?
- ძალიან გეჩქარება?
- მინდა ჩემი შვილის მამას მანამ ვაუწყო ეს ამბავი სანამ ჩემი გაუჩინარების გამო სრულიად არ შეშლილა ჭკუიდან.
- გიყვარს?
- ის ერთადერთია ვინც მიყვარს.
- ბედნიერი კაცი ყოფილა.
- არც ისე. ჩემთან ყოფნა არ არის მარტივი.
- თუ მეტყვი ვინ არის, ვიპოვი და აქ მოვიყვან.
- არა მირჩევნია თავად ვიპოვო.
- ჯიუტი ხარ.
- არ ვიცი ეს ხასიათი ვისგან გამომყვა მაგრამ ჰო, ჯიუტი ვარ.

თვალი გაახილა თუ არა სხეულის საშინელმა ტკივილმა გონება დაუბინდა, დაღლილ ქუთუთოებს დამორჩილება აიძულა ოთახი ფრთხილად მოათვალიერა. ლამაზად მოწესრიგებულ პალატაში იწვა, ჰაერი წამლის სუნით იყო გაჟღენთილი და ოთახში მოსიარულე სილუეტებსაც ბუნდოვნად არჩევდა, მხედველობა ნელ-ნელა გაეწმინდა და ახლა უკვე მკვეთრად არჩევდა თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმებს.
- გონს მოვიდა. - ამბობს ერთ-ერთი მათგანი და მისი მხედველობის შემოწმებას იწყებს.
- მტკივა. - ამოიკვნესა ნოემ.
- სად? - კითხულობს ექიმი.
- ყველგან.
- გახსოვს რა მოხდა?
- არა.
- იცი რა გქვია? - ნოემ გონება დაძაბა, შეეცადა ექიმის კითხვისთვის პასუხი გაეცა. - იცი ვინ ხარ? - გაიმეორა კითხვა ექიმმა.
- ვინ ვარ? - იკითხა ნოემ და ექიმს შიშნარევი თვალები შეანათა.
- რისიც მეშინოდა. - სახე დაეჭიმა ექიმს. სინანულით გახედა ნოეს. - ახლა რა ვუთხრა დედაშენს? - ორივე ხელი თავზე შემოიწყო ექიმმა და იქვე მდგომ სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.
- ექიმო. - მისი გამოფხიზლება სცადა ექთანმა.
- რა იყო? - ცრემლიანი თვალები მიაპყრო დამხმარეს.
- თქვენ დასთან წადით. საავდმყოფოს დერეფნებს უკვე კივილით იღებს, უთხარით რომ მისი შვილი ცოცხალია. ექიმმა მძიმეთ აათრია სავარძლიდან სხეული, ერთხელ კიდევ შეავლო საწოლზე მისვენებულ დიშვილს თვალი და პალატიდან გავიდა. დერეფანში გასულმა პირველი რაც შენიშნა კედლის კუთხეში ჩაკეცილი ირინა იყო რომელსაც თავს კატო ედგა. გივი დერეფანში წინ და უკან სიარულით იოკებდა აშლილ ნერვებს, სახეზე ფერი არ ედო.
- ირინა. - გაისმა ექიმის ხმა. თითქოს მეხი დაეცაო ისე წამოხტა ირინა ამ ხმის გაგონებისას, მისკენ მოწყვეტით დაეშვა, ორივე ხელი ხალათის საყელოში ჩაავლო და შეშლილი თვალები შეანათა.
- არც კი გაბედო ცუდი ამბის თქმა. - არაამქვეყნიური ხმით დაიყვირა ირინამ.
- ცოცხალია. - დის ხელები ნაზად მოიშორა და გულში ჩაიკრა, ქალის სხეული მომენტალურად მოდუნდა და ამსუბუქდა. - უბრალოდ.
- რა უბრალოდ? სიმწრით ტუჩები დაიკვნიტა ირინამ.
- არაფერი ახსოვს, არ იცის ვინ არის. - ყრუდ წარმოთქვა ლევანმა ეს სიტყვები და უფრო ძლიერად მოუჭირდა დას ხელები.
- ეს დროებითია არა? - ტირილით ამოიკვნესა კატომ.
- არ ვიცი პატარავ.
- ყველაფერი იმ მაწანწალას გამო მოხდა. - მუშტები დაუშვა ირინამ კედელს.
- გეყოფა! - ხმა ამოიღო როგორც იქნა გივიმ. - გეყოფა უცოდველი გოგოს ტალახში გასვრა.
- რა თქმა უნდა შენ ყოველთვის დაიცავ მას.
- ორივე გაჩუმდით. - საუბარში ჩაერთო კატო. - ჩხუბის დრო და ადგილი არ არის, სირცხვილია ხალხი გიყურებთ. - მის ნახვას როდის შევძლებ?
- რამდენიმე საათი მოვიცადოთ. გონს სულ ახლახანს მოვიდა, ტკივილები აქვს, ახლა გამაყუჩებლებს უკეთებენ, ცოტა დამშვიდდეს და შემდეგ შეგიშვებთ. მანამდე კი დედას მიხედე.
- კარგი. - ამბობს კატო და სასოწარკვეთილი დედის დამშვიდებას ცდილობს.

- შენი გაცნობა უნდათ. - ოთახში თავი შემოყო ლაურამ და ევას გაუღიმა. - ეს ჩემი შვილები არიან. ლუკა და სანდრო.
- შენ მართლა ჩვენი დაიკო ხარ? - კითხულობს სანდრო და ევას საწოლზე ჯდება.
- ჰო. ასე გამოვიდა. - გაუღიმა გოგონამ და წამოჯდა.
- თუ ასეა სად იყავი? - ამჯერად ლუკამ დასვა კითხვა.
- იცით. პატარა რომ ვიყავი სახლიდან გავიპარე და დავიკარგე. მთელი ცხოვრება გეძებდით და აი გიპოვეთ კიდეც. - ლაურას გახედა ევამ, რომელსაც თვალები ცრემლით ავსებოდა. იცით თქვენ ძალიან კარგი დედა გყავთ ბიჭებო. გაუფრხილდით მას ყველას არ აქვს იმის ფუფუნება რომ ასეთი კარგი დედა ყავდეს. მპირდებით რომ მას არასდროს ატკენთ გულს?
- გპირდები.
- გპირდები.
- ერთხმად წამოიყვირეს ბიჭებმა.
- კარგი. - ცრემლი შეიმშრალა ლაურამ. - დავტოვოთ ევა დასვენება ჭირდება.

ევა ორი დღე დარჩა მამის სახლში, მესამე დღეს კი იმ პირობით დატოვა იქაურობა, რომ მის წინადადებაზე დაფიქრდებოდა და ნებისმიერი პასუხის შემთხვებაში მას აუცილებლად შეატყობინებდა. მხოლოდ ერთხელ გაიხედა უკან როდესაც სახლი დატოვა. ღიმილით დაუქნია კარში მდგომ მამას ხელი და თავს ძალა დაატანა რომ არ ეტირა. მამასთან შეხვედრამ და მისმა სითბობ გაალღო ევა, მასში მიძინებული ადამიანური ფაქტორები შეაღვიძა და დარწმუნდა რომ ცხოვრებაში მხოლოდ სიბოროტე არ სუფევდა. ახლა ისღა დარჩენოდა ნოესთან მისულიყო და ეთქვა რომ მზად იყო მისთვის სიყვარული გაეყო, რომ ახლა უკვე შეეძლო თავი მარტოს არ ეგრძნო, რომ ახლა უკვე შეეძლო ყოფილიყო ბედნიერი და თავისუფალი, რომ გათავისუფლდა წარსულის მოჩვენებებისგან და სურდა მხოლოდ წინ ყურებით დაეკავებინა გონება, რომ მასთან სურდა და რომ მუცლით მათი სიყვარულის ნაყოფს ატარებდა.

ევა იმავე დღესვე გაეშურა ნოეს სახელოსნოში და ძალიან გაუკვირდა როდესაც ბიჭი იქ არ დახვდა, სახლში მისვლა ვერ გაბედა, ამიტომაც ძველ სამსახურში მივიდა რომ მისი ადგილსამყოფელი მათი საშუალებით გაეგო, უფროს ძალიან გაუხარდა მისი დანახვა და იმედი საოცრად გაუცრუვდა როდესაც ევამ დაბრუნებაზე უარი უთხრა.
- უბრალოდ მინდოდა დახმარება მეთხოვა, თუ შეგიძლიათ რომ ნოეს დაურეკოთ და უთხრათ თავის სახელოსნოში მოვიდეს.
- დაჯექი ევა. - სკამისკენ მიუთითა მამაკაცმა. - როგორც ვხედავ წარმოდგენა არ გაქვს შენი გაუჩინარების შემდეგ ამ რამდენიმე დღეში რა ამბები დატრიალდა.
- რას გულისხმობთ? - ნერვულად დაიწყო ევამ ხელების სრესა.
- პირველ რიგში მინდა გითხრა რომ ცოცხალია და ამაზე არ ინერვიულო.
- მითხარით რა ჭირს. - უკვე სასოწარკვეთამ გაიელვა მის ხმაში.
- ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში წევს, ცოცხალია მაგრამ არაფერი ახსოვს, ისიც კი არ ახსოვს თუ ვინ არის. - ევა თითქოს ადგილს მიეყინა, სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, იჯდა სივრცეში მზერა გაშეშებული და მხოლოდ სიცივეს გრძნობდა. - ევა კარგად ხარ?
- რომელ საავდმყოფოში წევს? - უფროსმა მისამართი ფურცელზე დაუწერა და მიაწოდა, ევამ მადლობა მოუხადა და იქაურობა დატოვა. გარეთ გამოსული იქვე ჩამოჯდა, სახე ხელებში ჩარგო და აქვითინდა.

გაუბედავად შევიდა ევა საავდმყოფოში და მიმღებში ფეხისთრევით მივიდა.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- მე, მე. - ენა დაება ევას.
- ცუდად ხომ არ ხართ?
- პაციენტს ვეძებ.
- კონკრეტულად ვის?
- ნოე ყიფიანს.
- ევა. - მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა და იქეთ შეტრიალდა საიდანაც ხმა მოდიოდა. - დედამ თუ დაგინახა აქაურობას ცეცხლს მოუკიდებს. - მკლავში ჩაავლო კატომ ხელი და გარეთ გაიყვანა.
- როგორ არის?
- სტაბილურად, თუმცა ვერავის გვცნობს.
- ექიმი რას ამბობს.
- ვერაფერს. ეს ისეთი რამ არის დიაგნოზს და შედეგს წინასწარ ვერ იტყვიან.
- არის მაინც შანსი რომ მეხსიერება დაუბრუნდეს?
- არ ვიცი ევა.
- მის ნახვას ვერ შევძლებ?
- დედა არ შეგიშვებს. მიუხედავად იმისა რომ შენ მიმართ დამოკიდებულება შეცვლილი ქონდა ახლა ისევ შენ გაბრალებს ამ ყველაფერს. შეიძლება ისტერიკა დაემართოს.
- გთხოვ დამემხმარე რომ ვნახო.
- ევა ის მაინც ვერავის ცნობს.
- უნდა ვნახო.
- არ ვიცი, შევეცდები რომ დედა როგორმე დავიხსნა მისი პალატიდან და შენც მხოლოდ მაშინ შეძლებ მის ნახვას. სად იყავი?
- გრძელი ამბავია. - საუბარს თავი აარიდა ევამ.
- რამდენიმე დღეში მოდი. - აი ჩემი მობილურის ნომერი. დამირეკე როცა მოხვალ. აიღე, ეს ნოეს სახელოსნოს გასაღებია, იქ წადი.
- კარგი. - ამბობს ევა. - მადლობა კატო.
- ამას მისთვის ვაკეთებ რაც არ უნდა იყოს ვიცი როგორც უყვარდი.

ყველას ცხოვრებაში დადგება დრო, როცა ერთხელაც, ღამე, უცებ გამოფხიზლდება კოშმარული ძილისგან და საკუთარ თავს დაბნეული კითხავს _ "რა მოხდა?" და მიხვდება, რომ მოხდა საშინელება, არა, საშინელებაზე მეტი _ ისე გავიდა "ცხოვრება", რომ არ უცხოვრია, რადგან ვერ მიხვდა, რატომ გაჩნდა, რატომ იცხოვრა! ალბათ, ამიტომაა, რომ მრავალი ჩვენგანი ამ კითხვას თავს არიდებს, ემალება და მალვით ცდილობს ცხოვრებას მოუგოს. ეს თამაში შეიძლება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე გაგრძელდეს. უკანასკნელი წუთი მაინც ჩაგვაფიქრებს და ეს ზემოხსენებულ საშინელებაზე მეტია, რადგან უკვე ვეღარაფერს მოვასწრებთ. ევას ეს აღარ ემუქრებოდა, მან იცოდა რისთვის ეცხოვრა, ბევრი შეცდომის, ტანჯვის, იმედგაცრუების მიუხედავად, მაინც წამოდგა მაშინ, როდესაც დაეცა და ცხოვრებას თვალებში ჩახედა. მისი შვილი, ეს იყო ის, რის გამოც უნდა ეცხოვრა და კიდევ ნოე რომლისთვისაც მეხსიერების დაბრუნება და ბედნიერების მინიჭება ევას ძირითად მიზნად იქცა. ორ დღეზე მეტის მოთმენა ვერ შეძლო ევამ. ეს ორი დღეც სრულ სიგიჟეში გაატარა. მესამე დილით როგორც კი გათენდა მაშინვე საავადმყოფოსკენ გასწია. ტელეფონოს ჯიხური მოძებნა და კატოს მობილურის ნომერი აკრიფა.
- საუბარი შეგიძლია? - ეკითხება როგორც კი ყურმილს მიღმა მისი ხმა მოესმა.
- კარგია რომ დამირეკე. - სად ხარ?
- გარეთ ავტომატიდან გესაუბრები.
- მეორე სართულზე ამოდი მეცამეტე პალატაა, ახლა მხოლოდ მე ვარ აქ.
- მოვდივარ. - სწრაფად დაკიდა ევამ ყურმილი და საავდმყოფოში შევიდა. მეორე სართულზე ავიდა და მეცამეტე პალატის კარზე ფრთხილად დააკაკუნა. კარი ოდნავ შეაღო
- შემოდი. როგორ ხარ?
- ხომ არ ძინავს?
- არა. უბრალოდ თვალებს იშვიათად ახელს. - მოდი მარტო დაგტოვებთ. - გაუღიმა კატომ და პალატიდან გავიდა.
- გამარჯობა. - საწოლს მიუახლოვდა ევა და ნოეს ხელს ფრთხილად შეეხო, ბიჭმა საპასუხოდ მხოლოდ მზერა შეანათა, უმეტყველო თვალებით უცქერდა. - არ გახსოვარ?
- შენც ჩემი და ხარ? - ნაძალადევად გაიღიმა ბიჭმა და მისი ხელიდან ხელი გაითავისუფლა.
- არა. შენი და არ ვარ. შეგიძლია თვალებში ჩამხედო?
- რისთვის?
- უბრალოდ ჩამხედე. - ნოემ მართლაც გაუსწორა მის თვალებს მზერა. - რა ფერია ჩემი თვალები?
- სევდისფერი. - პასუხობს ნოე.
- როგორია სევდისფერი?
- ძალიან ლამაზი. - ცრემლი მოადგა ევას და შეეცადა მოზღვავებული ემოციები როგორმე მოეთოკა. - ეს თვალები ადრეც მინახავს.
- ჰო ბევრჯერ გინახავს.
- და მე ეს თვალები მიყვარდა. - ხმაში ადრენალინი დაეტყო ნოეს.
- ჰო გიყვარდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ? - გაისმა პალატის შემოსასვლელიდან ირინას ხმა და ევა ადგილს მიეჯაჭვა.
- დედა პანიკის გარეშე. ის მე შემოვუშვი. - უკან შემოყვა კატო და ევას წინ გადაუდგა.
- როგორ ბედავ მასთან მიახლოვებას? - არ ცხრებოდა ირინა.
- ის ისედაც დაბნეულია. ამ სიტუაციით კიდევ მეტად დააბნევთ. გარეთ მაინც გავიდეთ. - შეევედრა ევა ქალს.
- მაწანწალავ ბედავ და მიმითითებ როგორ უნდა მოვიქცე? - მათი კინკლაობის გამო ნოე უმწეოდ დაიკრუნჩხა ხელები ჩაავლო ზეწარს და მოწოლილმა სისხლმა სხეული ერთიანად აუწითლა. მონაცვლეობით უცქერდა პალატაში მყოფ მოკამათე მანდილოსნებს და გაურკვევლობით სისხლი სულ უფრო და უფრო უდუღდა.
- გაჩუმდით! - იღრიალა ბოლო ხმით და ზეწარს ჩაფრენილი თითები ოდნავ მოადუნა. პალატაში სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. რამდენიმე წამს ყველანი უძრავად იდგნენ და ნოეს თვალებში ჩამდგარ კადრების მონაცვლეობას უცქერდნენ. ბოლოს ევამ ნაბიჯი გასასვლელისკენ გადადგა და გასვლა დააპირა. - ევა! - ვედრება ჩანდა ნოეს ხმაში. გოგონა ადგილზე შეშდება და მისკენ ზურგით რჩება. - დარჩი გთხოვ. - ამბობს ნოე და ევას სხეულიც დაძაბულობისგან თავისუფლდება. გოგონა მასთან მივიდს და ცრემლიანი მზერას აპყრობს. - მახსოვს ეს სევდისფერი თვალები, მახსოვხარ შენ და მახსოვს ყველაფერი. - ამბობს ნოე და სახეზე თითებით ეფერება, ევა ფრთხილად ახებს მის თითებს ათრთოლებულ ტუჩებს და კოცნას უტოვებს. - დედა. - ამჯერად ირინას მიუბრუნდა ნოე. - მინდა რომ ბოდიში მოუხადო.
- ნოე.
- ბოდიში მოიხადე იმისთვის რაც მას უთხარი ახლაც და მაშინაც როდესაც სახლში პირველად მოვიყვანე.
- მიხარია რომ მეხსიერება დაგიბრუნდა. - ამბობს ირინა და პალატიდან გადის.
- გადაუვლის. - საწოლზე მხიარულად შემოხტა კატო და ძმის გულზე მოათავსა თავი. - როგორ მენატრებოდი.
- აქ ვარ. ახლა უკვე თქვენთან ვარ და ეს ევას დამსახურებაა.
- ვიცი. - გაუღიმა კატომ.
- როცა ფეხზე დავდგები მინდა რომ ცოლად გამომყვე. - მოულოდნელი განაცხადი გააკეთა ნოემ.
- დარწმუნებული ხარ?
- სავსებით.
- არის რაღაც რაც უნდა იცოდე.
- მასთან შეგიძლია ყველაფერი თქვა. კატოს არასდროს ვუმალავ რამეს.
- მამა გახდები?
- რა?
- რა?
ერთხმად წამოიძახეს ტყუპებმა.

როდესაც პოულობ შენ თავს შენ პოულობ ყველას. როდესაც იაზრებ საკუთარი ყოფის დანიშნულებას შენ იაზრებ თითოეული ადამიანის დანიშნულებას. როდესაც ხვდები რომ ამაოდ არ ჩაუვლია სიცოცხლეს შენ გინდება შენ ირგვლივ არსებულ ადამიანებს მიუძღვნა ეს სიცოცხლე. ევა ბედნიერი იყო. მან შეძლო და იპოვა ის რაც სულს დაუმშვიდებდა, ის რომ იყო ბედნიერი, სულაც არ ნიშნავს აკეთო ყველაფერი, რაც მოგესურვება. ცხოვრებაში მიზანი უნდა გაგაჩნდეს და სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად უნდა ისწრაფვოდე. ვიღაცის მიზანია იყოს უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, ვიღაცას უნდა ქვეყანა მართოს, ვიღაცისთვის კი სულაც არ აქვს მნიშვნელობა ვინ იდგება მისი ქვეყნის სათავეში, მისთვის მთავარია გემოვნებიან მუსიკას მოუსმინოს, ვიღაცას სურს მხატვარი გამოვიდეს, ვიღაცას კი საერთოს არაფერი არ სურს მხოლოდ უნდა, რომ უფალმა მშვიდი ძილის საშუალება მისცეს. ევას სურდა სიმშვიდე მოეპოვებინა, სურდა ბედნიერების შეგრძნება ესწავლა, სურდა საკუთარი თავის რწმენა ქონოდა და ასეც მოხდა, მან თავი დააღწია ქუჩის ცხოვრებას, ნოეს ცოლად გაყვა, მისი სიყვარულის გამზიარებელი გახდა, მათ მთელი არსებით უყვარდათ ერთმანეთი. ევა წარმატებული მხატვარი გახდა, მისი ნახატები საკმაოდ დიდ თანხად იყიდებოდა, ნოე ყოველთვის გვერდით ედგა მას და ისიც საპასუხოდ სიყვარულს უბრუნებდა მოსიყვარულე მეუღლეს. მათ ქალიშვილი შეეძინათ. ისეთივე წითური და ლამაზი, როგორც თავად ევა იყო. ევა არასდროს აღარ შეხვედრია დედას, მხოლოდ რამდენჯერმე მოკრა თვალი შორიახლოს მაგრამ მასთან მისვლა არასდროს სდომია. სამაგიეროდ ხშირად სტუმრობდა მამის ოჯახს და ის იქ თავს ისე გრძნობდა როგორც ნამდვილ ოჯახში. ევამ ვერასდროს შეძლო ირინას პატიება, ნოეს შვილი ხშირად დაყავდა მშობლების სახლში, ევას ეს არადროს გაუპროტესტებია მაგრამ თავად არასდროს მისულა იმ სახლში სადაც ასეთი დიდი ტკივილი მიაყენეს. ყველაფრის მიუხედავად ის ბედნიერი იყო. ახლა უკვე ყველაფერი ქონდა რაც სიმშვიდისთვის ჭირდებოდა. ყავდა საყვარელი ადამიანი, ყავდა შვილი, ქონდა ლამაზი სახლი, იცოდა ვინ იყო და საიდან მოვიდა, იყო რეალიზებული ქალი. მან შეძლო თავისი მიზნისთვის მიეღწია.
- ევა.
- რა იყო?
- მოდი აქ. - მუხლებზე დაისვა ნოემ მეუღლე და სახე დაუკოცნა.
- რა გჭირს? - გაუღიმა ევამ.
- შენი თვალები მიყვარს.
- რა ფერია ისინი?
- „ბედნიერებისფერი“.
- და „ბედნიერებისფერი“ როგორია?
- ძალიან ლამაზი.
- მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი სიბილა

რა მორიდებული ხარ))........,..

 


№2 სტუმარი ემ ბლექი

სიბილა
რა მორიდებული ხარ))........,..


ზოგჯერ საჭიროა :-)

 


№3  offline წევრი Elle025

ღმერთოო როგორ მომწონხარ შენ ხომ არ იცი..საოცარი გოგო ხარ,ვგიჟდები შენს თითოეულ ისტორიაზე..ყველა როგორი განსხვავებული და საოცარია,ისეთი გულში რომ ჩაგწვდება და სულს რომ გიფორიაქებს..საოცრება ხარ შენ და შენი ისტორიები...❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Elle025
ღმერთოო როგორ მომწონხარ შენ ხომ არ იცი..საოცარი გოგო ხარ,ვგიჟდები შენს თითოეულ ისტორიაზე..ყველა როგორი განსხვავებული და საოცარია,ისეთი გულში რომ ჩაგწვდება და სულს რომ გიფორიაქებს..საოცრება ხარ შენ და შენი ისტორიები...❤️❤️



ვაიმე ძალიან დიდი მადლობა. მიხარია ასე აქტიურად რომ მკითხულობ ❤

 


№5 სტუმარი ნათია41

დავიწყე და თავი ვეღარ ავიღე. ბავშვები დასაძინებლად გავუშვი მე კი ჩავუჯექი. ძალიან ძალიან ძალიან კაიაააა❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნათია41
დავიწყე და თავი ვეღარ ავიღე. ბავშვები დასაძინებლად გავუშვი მე კი ჩავუჯექი. ძალიან ძალიან ძალიან კაიაააა❤❤❤


მადლობა ❤

 


№7  offline წევრი Niniko11

საოცრებაა იყოოო ძალიან მომეწონაააა გამიხარდა ერთად რომ არიან ეს ორნიიი ♡♡♡
--------------------
N.nozadze

 


№8 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Niniko11
საოცრებაა იყოოო ძალიან მომეწონაააა გამიხარდა ერთად რომ არიან ეს ორნიიი ♡♡♡


უღრმესი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent