შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატო.! #4

1-02-2019, 20:30
ავტორი Phoenix..
ნანახია 1 625

ღალატო.! #4

მთელი შაბათი დღე სახლში გაატარა, გემრიელი წვნიანი მოამზადა და შუადღისით მიირთვა, საღამოს მისი საყვარელი ფილმი ჩართო და კიდევ ერთხელ დაღვარა ცრემლები დასასრულის დროს.!!რამდენი ხანი იჯდა გაუნძრევლად არ იცის, ბოლოს გამოერკვია. მუხლებზე დავარდნილ უსულო ხელებს დააჩერდა..
-ამ თითებს როგორ ვეღარ ვგუობ ბეჭდის გარეშე.!-სევდიანად გაიღიმა.-როგორი ცარიელია ჩემი სული, თითქოს გავქრი ამ სამყაროდან.. ავორთქლდი.. უმისამართოდ დავებოტები სხვა განზომილებაში..-არათითს იწვალებდა კარეზე გაბმული ზარის ხმა რომ გაიგო. ფრატუნით მივიდა საკეტი გადაატრიალა..
-არ არსებობს.-სიხარულისგან წამოიყვირა და მის წინ შავგრემან გოგოს ძლიერად მოხვია ხელები..-ქეთო.. ჩემი ქეთო ჩამოვიდა.!-ბედნიერებისგან გაუნათდა თვალები და სახეც დაუკოცნა მონატრებულ „მულს“..
-ელე როგორ მომენატრე.. ჩემი გოგოო.-ერთმანეთს არ უშვებდნენ ხელს.
-მოდი შემოდი.. -კარები მიხურა და ღიმილით გახედა უმცროს მესხს.. -ასე ჩუმად რატომ ჩამოიპარე? -უსაყვედურა და სავარზელზე მის გვერდით მოკალათდა..
-სპონტანურად გადავწყვიტე ჩამოსვლა..
-გემრიელი წვნიანი მაქვს..
-არა ელე ეკამ დამანაყრაა.-მძიმედ ამოისუნთქა და მუცელზე ხელი დაიდო..
-ჰოო. მომენატრა ეკას საჭმელი..-გაეცინა რობაქიძეს.
-ელენე, ჩემი ძმა გაგიჟდა ხო?
-ყავას დალევ?-კითხვა დააიგნორა და სამზარეულოსკენ გავიდა.
-კი დავლევ.. ისევ ისეთი მიყვარს შენ რომ მიკეთე ხოლმე. -კარებს გვერდით მიეყრდნო მესხი.
-აბა მომიყევი როგორია იაპონია..
-ელენე ახლა აქ ჩემზე სალაპარაკოდ რომ არ მოვსულვარ ხომ იცი.!
-ვიცი და ვცდილობ თავი ავარიდო საუბარს თორე შენთან ყველაფერს დავფქვავ და შენც დაგკარგავ..-არც კი შემობრუნებულა ისე ჩაილაპარაკა.. გოგომ მისკენ შემოაბრუნა აღელვებული რობაქიძე..
-რა ხდება ელენე თქვენს თავს.?
-ყველაზე საშინელ კოშმარში ვარ ქეთო.. საკუთარ თავს ჯოჯოხეთი მოვუწყვე.. -გაჩუმდა..-ჩემი ფსიქოლოგი აშკარად მაკლდაა.-გაეცინა და პატარა ქეთოს გადაეხვია.
-მოდი დავსხდეთ და ვილაპარაკოთ.. ხომ იცი უნდა მენდო..
-ქეთო ისეთ რამ გავკეთე.. მოკლედ ნანუკას საქმროს დაბადებისდღეზე ვიყავი, ხომ იცი ლუკა?-ქეთომ მხოლოდ თავი დაუქნია.- იმ დილით დემნას რეისი ჰქონდა ჩინეთის.. არ დამილევია ბევრი სულ რაღაც სამი ჭიქა შამპანიური.. ხომ იცი სასმელი არ მოქმედებს ჩემზე.. ბოლოს მახსოვს ნიკას მანქანით სახლში უნდა წავსულიყავი..-ტკივილისგან გული შეეკუმშა და რამდენიმე გულისცემაც გამოტოვა.. -დილით კიდე...-ცრემლებმა საუბრის საშუალება არ მისცეს.. -დილით კიდეე იმასთან გავიღვიძე..ღმერთოო..-ხმამაღლა აუტყდა ტირილი.. ხელებში თავი ჩარგო.. გაოგნებული იჯდა მესხი და ყურებს არ უჯერებდა..
-ვაიმე ელენე..
- ისეთი საშინელებები მელაპარაკა. ისეთები.. მიკვირს იქიდან ცოცხალმა როგორ გამოვაღწიე.. მეჩხუბე არრ მეწყინება.. ქეთო ხმა ამოიღე რა.! -სასოწარკვეთლმა გახედა მეგობარს..
-დემნამ იცის?
-მხოლოდ ის რომ ვუღალატე..
-ნიკაზე არ უთხარი?
-ვერ ვუთხარი.. მეშინია, მისი რეაქციის მეშინია.! მე სასიკვდილოდ ვერ გამიმეტებს მას კი დაუფიქრებლად მოკლავს.! არ მინდა ჩემს გამო ცხოვრება და კარიერა დაინგრიოს. ხომ იცი ერთი პრობლემა პოლიციასთან და კარიერა დაენგრევა.. მირჩევნია ის იცოდეს რომ ჩემი ნებით გავაკეთე ეს.. -ხმა ჩაუწყდა.. -გეფიცეი ქეთო.. მშობლების სულს ვიცავარ, მე ეს არ მინდოდა..-ყელზე ძარღვები ეტყობოდა და სახეზე უდიდესი ტკივილი.. -მე ამმას არ გავაკეთებდი.. მე ვერ გავაკეთებდი ამას.. მე სიცოცხლეზე მეტად მიყავრს დემნა.. მმიყვარს გესმის?? -მუხლებზე დაადო თავი.. ტირილისგან მთელი სხეული უკანკალედა.. -რა რთულია.. ღმერთო რომ იცოდე რა რთულია მის გარეშე ერთი წუთიც კი..
-კაი დამშვიდდი ელე.-თავზე ხელი გადაუსვა რობაქიძეს. -, მაგის გაკეთებული იქნება ეს ყველაფერი.. -დაიხარა და აცახცახეულ სხეულს მოეხვია. -რა გინდოდა მაგის მანქანაში? -ჰაერი აღარ ყოფნიდა რობაქიძეს, გულამოსკვნილი ტიროდა და სათქმელს ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამბობდა..
-ცუდად ვგრძნობდი თავს.. და მითხრა სახლში წაგიყვანო.. მეგობარია მისი.. სულ ჩვენთან იყო.. რას წარმოვიდგენდი..
-კაი ვსო, დამშვიდდი.. ამოისუნთქე თორე გაიგუდები ესე.. ელენეე.-ჩაბჟირეულ ქალს სახეში ოდნავ გაარტყა..-ნუ მაშინებ ელენე.. ამოისუნთქე.. აი ასე. კაი გოგო ხარ. ვსო მე შენთან ვარ..-გულში ჩაიკრა ქალი.. -არსად აღარ მივდივარ, აქ ვიქნები შენთან.. ჩემი გოგო..
-შენზე გული მერევაოო.. ქეთო გესმის?!-ქმრის ასლს ახედა..-ჩემზეე..
-ვსო გაჩუმდი ახლა და დამშვიდდი რაა. ასე გულს დაავადებ..
-ნეტა მოვკვდე.!
-ნუ სულელო. ! ჩემმი ძმა არაფერს არ ამბობს შენზე.. სახლში აკრძალულუა შენი სახელის ხსენება.. მაგრამ ეტყობა ისიც განიცდის.!
-დაეხმარე რაა. დაეხმარე რომ სხვა შეიყვაროს და ბედნიერი იყოს. გთხოვ ქეთო.. უფრო გამაბედნიერებს..
-გაპატიებს ელენე.
-არ მაპატიეს, ღალატს არ პატიობენ. ვერ გადაახტება საკუთარ თავს..
-ჩემ ძლას ძალიან კარგად ვიცნობ..
-შენი ძმის თვალები რომ გენახა როცა ეს ამბავი ვუთხარი ასე აღარ იტყოდი.. -სახე მოიმშრალა და სამზარეულოში დაბრუნდა. მიუხედავად იმისა რომ სამი წლით უმცროსი იყო ელენაზე, ყოველთვის ახერხებდა მის დამშვიდებას.. სულიერად ინკურნებოდა უმცროს მესხთან საუბრის შემდეგ რობაქიძე. საკმაოდ წარმატებული გახლდათ უმცროსი მესხი, 22 წლის ასაკში უკვე შეძლო და იაპონიის ერთ-ერთ წარმატებულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიას სწავლობდა, ალბათ ამიტომაც უადვილდებოდა აღელვებული რობაქიძის დამშვიდება.! მოწყენილი და სევდიანი საუბარი მხიარულმა შეცვალა.. დიდი ხანი დაჰქო ქეთომ „რძლის“ სახლში და ბოლოს წამსვლამდე დააიმედა და მარტო დატოვა.. კარები საგულდაგულოდ გადაკეტა ელენემ და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს დიდი ლოდი მოეხსნა, საღამურები ჩაიცვა და მშვიდად დაიძინა..
მისგან განსხვავეით ის ღამე მშვიდი არ იყო დენმა ბატონისთვის.. ხმაურიან ბარში მყუდრო ადგილას იჯდა და სასმელს სასმელზე ცლიდა, მზერა ერთი ქალისკე ჰქონდა მიმართული, მასას წაბლისფერი თმა ჰქონდა გრძელი, გამოყვანილი წელი, მომრგვალებული საჯდომით. ბოლო ყლუპიც გამოცალა და მსხხვერპლისკენ აიღო გეზი..
-შეიძლება?-დაბალი ხმით კითხა მის გვერდით თავისუფალ ადგილზე. პასუხად მხოლოდ ღიმილი მიიღო.. არ გასჭირვებია უცნობის დაკერვა და მალევე სასტუმროს ნომერში აღმოჩნდნენ,ერთმანეთზე აკრულები.. მესხი ოდნავ სინაზესაც არ იჩენდა ქალის მიმართ, საწოლზე უხეშად დააგდო მუცლით , უკნიდან აეკრო..
-შენს ბიჭს რატომ სძინავს?-ახლა ქალი მოექცა ზევიდან. მზერით ისევ ურეაქციოდ მყოფ ორგანოზე ანიშნა..
-ხოდა იმუშავე რომ ამი*გეს!-თმით დაქაჩა, უცნობის სახე უბესთან მიიტანა.. ოსტატურად ამოძრავდებდა ტუჩებს ..-მომშორდი..-გამოერკვია და ქალის მოშორება სცადა..
-ხომ არ გატკინე..?
-არა უბრალოდ წადი.. -ხმამაღალი ტონით აუბრობდა.. -აღარ მინდა შენთან სე*სი.-ნომერში მარტო დარჩენილმა შხაპი მიიღო და აივანზე წელს ზემოთ შიშველი გავიდა.
-ასე არ შიეძლებბა.! ზედმეტად ხარ მოდებული ჩემს გონებას.. -ამწვარი თვალები მოისრისა და მოაჯირს დაეყრდნო, მოჭუტული მზერა მოავლო ღამის თბილის.. -სად დავუშვი შეცდომა? სად ვერ გაგიფრთხილდი?-კითხვები არ შორდებოდა და საშინლად ატკიებდნენ თავს. დილით ადრიანად დაბრუნდა სახლში, მშვიდად აპირედა საკუთარ ოთახში შესვლას..
-სად დაბოდიალობ მთელი ღამე? -გულზე ხელებ დაკრეფილი იდგა უმცროსი და და გამომცდელი მზერით უყურედა.. -ან საერთოდ რას გავხარ?
-ქეთო ახლა არა რა.!-ხელი აუქნია..
-კაი წადი გამოიძინე, ადამიანს დაემსგავსე და მერე სადღა გამექცევი.! -თავის ქნევით შევიდა სამზარეულოში..
-ნეტა რა მოხდა მათ შორის? -ეკამ დარდიანად გადააქნია თავი.. -შენ ხომ არ იცი რამე?
-არა მე საიდან უნდა ვიცოდე.-ყავა მოსვა..
-ასეთი დემნა მე არ მახსოვს. ნეტა რა მოხდა, განადგურეულია ჩემი შვილი.ელენაც არ პასუხოს ჩემს ზარებს.. აღარ ვიცი რომელ წყალში გადავარდე.. დაღუპეს ერთმანეთი.
-არც ელენეა კარგ დღეში. –ჩაფიქრდა და შემდეგ არც კი უსმენდა დედას..
სახლში სამზარეულოს მაგიდასთან ღვინის ჭიქით იჯდა და ხელში ათამაშებდა. თვალებში ეტყობოდა მთელი გონებით წარწულში იყო გადავარდნილი და ყველა შეგრძნელას აცოცხლებდა.. დღევანდელი დღესავით ახსოვს.
„- თანახმა ხარ ვცადოთ?
-კი თანახმა ვარ.!-ღიმილით უპასუხა..
-აქამდე ვინმეს უკოცნია შენთვის?-შეპარვით კითხა ბიჭმა და თითებით მიეფერა სახეზე.
-კი. შეყვარებული მყავდა და..-სიტყვა რაღაც სასიამოვნო შეხებამ გააწყვეტინა.. „ ახლაც კი გრძნობს პირველი კოცნისგან გამოწვეულ ტალღას მთელ სხეულს, რომ მოედო და გონებაში კარგად გაიდგა ფესვები.. თვალები დახუჭა და ჭიქა შუბლთან მიტაანა.. დეტალურად იხსენებდა მასთან გატარეულ დროს, როგორ სეირნობდნენ ბაღში.. ისიც კი ახსოვს პირველად სად შეარჩიეს პირველი ბავშვის სახელი..
„-მე მაქსიმე მომწონს..-აქ მესხს სიცილი აუტყდა.-რატომ დამცინი?
-შენ შვილს აჩენ თუ ძაღლს?
-საიდან მოიტანე ახლა ეს სისულელე..
- ჩემი მეზობლის ძაღლს ქვია მაქსი.. მაქს.. მაქს.. მაქს.. ასე დავუძახებ ხოლმე. „ მოგონებაში არსებულ კაცის ღიმილზე სასიამოვნოდ გაცრა და ნიკაპით დაეყრდნო მაგიდას.. ნელ-ნელა საწოლისენ გადაინაცვა და ახლა მათი პირველი რომანტიული ღამე გაახსენდა.. ის შეგრძნებები რომელიც დაუფლებული ჰქონდა მთელს ორგანიზმში და სასიამოვნოდ აჟრჟოლებდა.. პირველი სიშიშვლე.. პირველი თბილი კანის შეხება.. მუხლებით იდგა საწოლზე და თვალებზე ცალი ხელი ჰქონდა აფარებული.. ბოლოს ვეღარ გაუძლო და ისევ.. ისევ ატირდა..
სამსახურში თავზე ეყარა საბუთები და სხვა რამეზე ფიქრის საშუალებას არ აძლევდა.. ერთი დოკუმენტიდან მეორეზე გადაიდოდა, ასე გაჰყავდა ყოველი სამშაო დღეს.. ცდილობდა ლაშას ზედმეტად არ მოხვედროდა თვალში. ოფისსაც მაშინ ტოვებდა როცა გოგიაშვილს საქმეში ჩაფლულს დაიგულებდა..
-ელენე..-კარებზე კაკუნის შემდეგ უფროსი შემოვიდა..
-გისმენთ, ბატონო ლაშა ..
-რაღაც მგონია რომ გამირბიხარ.!-სათქმელი პირდაპირ უთხრა და მის წინ სკამზე ჩამოჯდა.
-რას ამბობთ..
-არ გინდა რაა.. -გაეღიმა.-რამე არასწორად გავაკეთე? გეწყინა რამე ჩემგან?
-ბატონო ლაშა, თქვენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხართ.. უბრალოდ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს..
-ელენე დამშვიდდი, რა განერვიულებს? მე არც რამეს გაძალებ და მითუმეტეს არც გავიწროებ.. ჩემი თანამშრომელი ხარ და ვალდეული ვარ შენს კომფორტზე ვიზრუნო, ის რომ რამდენჯერმე სახლში წაგიყვანე არ ნიშნავს იმას რომ სამაგიეროდ მე რამეს მოვითხოვ. ამიტომ გთხოვ მოეშვი ამ დამალობანას.! და მიმიღე როგორც დიდი მეგობარი რომელსაც შენი ბედნიერება გაუხარდება..
-ძალიან მცხვენია ბატონო ლაშა..
-დამშვიდდი ელენე.. აქ სასირცხვილო არაფერია.. მშვენივრად ვამჩნევ როგორ წაივლებ ხოლმე ხელს მაგ ლამაზ არათითზე და ჯერ კიდე შეუცვეველი ხარ უბეჭდობას.. არ ვაპირებ ქმრის აჩრდლის ვებრძოლო.! აღარ ვარ მაგ ასაკში.. უბრალოდ იცოდე რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს როგორც უფროსი მეგობრის.. -ქვევიდან ახედა ნაცრისფერი თვალებით..-მპირდები?
-გპირდებით..
-მშვენიერი.. აბა შენ იცი გააგრძელე მუშაობა. -ფეხზე წამოდგა.-ეცადე სულ გაღიმეულმა იარო, მესმის რთულია მაგრამ შენს მტრებს შენი ღიმილი დააუძლურებს.! არ დაანახო რომ გაჯობეს და შენზე გამარჯვების საშუალეა არ მისცე.. -კარები გამოაღო, მაგრამ ისევ მიხურა.
-როდესაც კაცი ყოფილს თავს არ ან ვერ ანებებს აქ საქმე ძლიერ გრძნოებთან გვაქვს.. და შეყვარებული მამაკაცისთვის კი ეს დაუვიწყარი და ამოუშლელია.. ამიტომ იბრძოლე.! კაი ახლა წავედი განაგრძე შენი საქმე.-დამშვიდებული დაჯდა მაგრამ სირცხვილის გრძობა მაინც არ ანებებდა თავს და გონებას ურევდა.. სამუშაო საათების დასრულებისთანავე ჩანთაში დარჩენილი დოკუმეტები ჩააწყო, სახლში იმუშავებს ამაზე.. კაბინეტის კარები გაიკეტა და აეროპორტის ჰოლში ჩავიდა.. უკვე უნდა გასულიყო ზურგს უკან საზიზღარი ხმა რომ მოესმა..
-ელენე..-კბილები ერთმანეთს ძლიერად მიაჭირა და ნელა შემობრუნდა. -ჩემო საყვარელო..-კარგად ემჩნეოდა ამ სიტყვებში გაჟღენთილი ირონია დ ბოროტება და საშინლად ამაზრზენი მოელვარე თვალები. კარგად ხვდებოდა ნიკო ქავთარაძის ნათქვამი „საყვარელო“ რასაც გულისხმობდა და გული გაეწულა მის გვერდით არსებული საყვარელი კაცი რომ დალანდა.!

****
მოგესალმებით ჩემო საყვარლებო. <3 ესეც დაპირებული თავი, იმედია ძალიან არ დამაგვიანდა..
მოკლედ ერთი-ორი სიტყვით მინდა ვთქვა რაღაც.. მე შენიშვნებს მივიღებ, კრიტიკაზეც თანახმა ვარ, უბრალოდ არაა სასიამოვნო როცა გისწორებენ როგორ უნდა მოიქცეს შენი გმრი, ეს მთლიანად ჩემი გადასაწყვეტია და ძალიან გთხოვთ ამაში ნუ ჩაერევით..თუ რომელიმე გმირის ქცევა გაღიზიანებთ და არ მოგწონთ მარტივია.. აღარ განაგძოთ კიხვა.. (მე სულ ასე ვაკეთებ.) დიდი სიყვარულით თქვენი ფენიქსი.. <3 არ გამიბრაზდეთ ამ შენიშვნიშთვის.. <3 ველი შეფასებებს.. იმედია მოგეწონებათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი Mariammmo

აუ ძალიან რომ მომწონს და ძალიან რომ მაინტერესებს რა და როგორ მოხდება ამიტომ ვამბობ რომ ძააალიან ცოტა იყო :(

№2  offline წევრი Phoenix..

Mariammmo
აუ ძალიან რომ მომწონს და ძალიან რომ მაინტერესებს რა და როგორ მოხდება ამიტომ ვამბობ რომ ძააალიან ცოტა იყო :(

მეტის დაწერა მინდოდა მაგრამ ფიზიკურად ვერ მოვახერხე :( სამაგიეროდ გპირდები რომ არ დავაგვიანებ და ახალ თავს ხვალ დავდებ❤️

№3  offline წევრი Sifrifana

კარგი იყო :) მაგრამ არ მეყო :(

№4  offline წევრი Phoenix..

Sifrifana
კარგი იყო :) მაგრამ არ მეყო :(

გამოვასწორებ❤️

№5  offline წევრი Takk.22

რა კარგად წერ,მაგრამ არ მყოფნის

№6  offline წევრი Onlyyou

უჰუუ ეს რა ბომბა იყო ❤ იცი რა ? ნურავის ნუ უგდებ ყურს ❤ შენ საოცრად წერ დაარავის არ აქვს უფლება შენს პორად სივრცეში შემოიჭრას ❤❤ მაოცცებბ ❤ ველი აახალ თავს ❤

№7  offline წევრი Phoenix..

Onlyyou
უჰუუ ეს რა ბომბა იყო ❤ იცი რა ? ნურავის ნუ უგდებ ყურს ❤ შენ საოცრად წერ დაარავის არ აქვს უფლება შენს პორად სივრცეში შემოიჭრას ❤❤ მაოცცებბ ❤ ველი აახალ თავს ❤

მადლობა საყვარელოო❤️❤️

№8  offline წევრი mariam m.k

Kargi iyo. velodebi xvalindel dges mainteresebs,rogor ganvitardeba istoria.

№9 სტუმარი ნათია41

კაია ქეთის რომ გაანდო ყველაფერი. აი ნიკოს გამოჩებამ კი ისე დამძაბა თითქოს მე დამენახოს ის გველი.

№10  offline წევრი Phoenix..

ნათია41
კაია ქეთის რომ გაანდო ყველაფერი. აი ნიკოს გამოჩებამ კი ისე დამძაბა თითქოს მე დამენახოს ის გველი.

ხოო დაბრუნდა გველიი თავისი სისინით:/

№11  offline წევრი kora

მოვედიიი... პირველ რიგში მადლობა რომ 'შემომიტყუე' ????

ხომ ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, მაგრამ ეს სულ უფრო მომეწონა. ძალიან აშკარად შესამჩნევია როგორ გაიზარდე ❤️ იმდენად ემოციურად გადმოსცემ ყოველ დეტალს, რომ შეუძლებელია მკითხველმაც არ იგრძნოს ეს ემოცია.

მთელი ოთხი თავის კითხვის მანძილზე, მეც იქ ვიყავი, პერსონაჟებთან ახლოს და ისევე მძაფრად განვიცადე მათი ტკივილი, როგორც მათ. ელენასავით ცრემლებამდე განვიცადე და დემნასავით მეტკინა...
განსაკუთრებით ის მომენტი დამამახსოვრა, როცა დედასთან მიდის ტკივილით სავსე:(

საუკეთესო მამაკაცი პერსონაჟი გყავს. ჯერ მარტო იმიტომაც იმსახურებს აღტაცებას, რომ მიუხედავად თავზე ჩამოქცეული აწყობილი ცხოვრებისა, მაინც არ დაამცირა და არავისთან არ თქვა მიზეზი. მეორეც ის, რომ სტკივა და მაინც ვერ ელევა, ვერც უღალატა... უკვე ყოფილს...

ქეთო ❤️ რა პოზიტივი გოგოა ❤️ მიხარია მასთან გულახდილად, რომ ისაუბრა. ვფიქრობ ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი საჭიროა, ისეთი ვინც სხვა თვალით შეაფასებს მომხდარს. ქეთი უშველის ამ ორს ❤️

და ნიკო. მძულს ყველა მისნაირი ბოროტი! მიკვირს როგორ იბადებიან ესეთები. როგორი შურიანი და ბოღმიანი უნდა იყო მამაკაცი, რომ ძმაკაცს ესეთი რამ გაუკეთო... კაცს ვერ ვუწოდებ ეგეთს და არც ეწოდება! ნაგავია! იმედია, მოეკითხება ყველაფრისთვის და არ შერჩება ჯერ ელენას ასეთი გაუბედურება და მერე დემნას გამწარება.

მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას და მჯერა მათი სიყვარული გაიმარჯვებს და ამ ყველაფერს უბრალოდ წარსულში დატოვებენ.

ძალიან მაგარი გოგო ხარ, მადლობა ამდენი დადებით ემოციისთვის ❤️
--------------------
kira.G

№12  offline წევრი natuka99

როგორ ველოდები როდის გაირკვევა სიმართლე
ძალიან ცუდად ვხვდები ამათი ტანჯვის ყურებით როგორ უყვართ ერთმანეთი და როგორი დასანანიაა ამათი ურთიერთობაა
შენ ძალიან ძალიან კარგი ხარ და იმედია ყველაფერს თავის ადგილს დაუბრუნებ მალე

№13  offline წევრი Phoenix..

kora
მოვედიიი... პირველ რიგში მადლობა რომ 'შემომიტყუე' ????

ხომ ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, მაგრამ ეს სულ უფრო მომეწონა. ძალიან აშკარად შესამჩნევია როგორ გაიზარდე ❤️ იმდენად ემოციურად გადმოსცემ ყოველ დეტალს, რომ შეუძლებელია მკითხველმაც არ იგრძნოს ეს ემოცია.

მთელი ოთხი თავის კითხვის მანძილზე, მეც იქ ვიყავი, პერსონაჟებთან ახლოს და ისევე მძაფრად განვიცადე მათი ტკივილი, როგორც მათ. ელენასავით ცრემლებამდე განვიცადე და დემნასავით მეტკინა...
განსაკუთრებით ის მომენტი დამამახსოვრა, როცა დედასთან მიდის ტკივილით სავსე:(

საუკეთესო მამაკაცი პერსონაჟი გყავს. ჯერ მარტო იმიტომაც იმსახურებს აღტაცებას, რომ მიუხედავად თავზე ჩამოქცეული აწყობილი ცხოვრებისა, მაინც არ დაამცირა და არავისთან არ თქვა მიზეზი. მეორეც ის, რომ სტკივა და მაინც ვერ ელევა, ვერც უღალატა... უკვე ყოფილს...

ქეთო ❤️ რა პოზიტივი გოგოა ❤️ მიხარია მასთან გულახდილად, რომ ისაუბრა. ვფიქრობ ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი საჭიროა, ისეთი ვინც სხვა თვალით შეაფასებს მომხდარს. ქეთი უშველის ამ ორს ❤️

და ნიკო. მძულს ყველა მისნაირი ბოროტი! მიკვირს როგორ იბადებიან ესეთები. როგორი შურიანი და ბოღმიანი უნდა იყო მამაკაცი, რომ ძმაკაცს ესეთი რამ გაუკეთო... კაცს ვერ ვუწოდებ ეგეთს და არც ეწოდება! ნაგავია! იმედია, მოეკითხება ყველაფრისთვის და არ შერჩება ჯერ ელენას ასეთი გაუბედურება და მერე დემნას გამწარება.

მოუთმენლად ვუცდი მოვლენების განვითარებას და მჯერა მათი სიყვარული გაიმარჯვებს და ამ ყველაფერს უბრალოდ წარსულში დატოვებენ.

ძალიან მაგარი გოგო ხარ, მადლობა ამდენი დადებით ემოციისთვის ❤️

ვაიმეე❤️ პირველ რიგში მადლობა ამხელა ემოციისთვის დილა ასე რომ გამიხალისა❤️❤️ ყველაფერი ისე კარგად გაქვს დანახული როგორც საჭიროაა❤️ ამაზე დიდი ბედნიწრება არ არსებობს ასე გაფასებდეს ადამიანი და მადლობა რომ არ დაგეზარა და მთლიანდა გადმოეცი❤️❤️

№14  offline წევრი მარიკუნაა♥️

დემნა, აბა შენ იცი და შენმა კაცობამ!
თუ რამე, კვალის დაფარვას მე გასწავლი... :)))))
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

№15  offline წევრი Phoenix..

მარიკუნაა♥️
დემნა, აბა შენ იცი და შენმა კაცობამ!
თუ რამე, კვალის დაფარვას მე გასწავლი... :)))))

გაითვალისწინებს დემნა და შეგეხიანება❤️❤️

№16 წევრი elene2619

ზოგადად შენი ისტორიიის გმირებს რაღაც წილი "ტანჯვის" მაინც ხვდებათ და ეს სრულად ბუნებრივიცაა... რეალურ ცხოვრებაშიც ყველაფერი ჩვენს გემოზე არ არის და ყოველთვის ხდება წყვილს შორის გაურკვევლობა დაძაბულობა ან რამე მზგავსი... ამიტომ შენი ისტორიები რეალურთან ძალიან მიახლოვებულია და სწორედ ამიტომაც მომწონს...
ვიღაცისთვის გაუგებარია რატომ არ ეუბენა ელენე თუ რა მოხხდა სინამდვილეში და ეს დაცვადაც კი არ მიაჩნიათ, მაგრამ მე პირადად მესმის მისი, საყვარელი ადამიანის დასაცავად ნებისმიერ სისულელეზე ვართ წამსვლელები და თუ კი მხოლოდ ცივი გონებით შეგიძლია მოქმედება ეს სიყვარული არააა...
სწორი ხაზი გაქვს გასმული იმისთვისაც, რომ დემნას ძმაკაცია ნიკო და დიახ სწორედ ის აადმიანი გაგიკეთებს ყველაზე ცუდს ვისგანაც ნაკლებად კი არა საერთოდ არ მოელოდები... ამ შემთხვევაში ცუდი კი არა ცხოვრება დაუნგრია და კიდევაც რომ კაიფობს ამ ამბით.. ( დარწმუნებული ვარ დემნა რომ გაიგებს მიხედავს მაგ ამბავს და ძალიანაც კარგს იზავს )
საბოლოო ჯამში კი მინდა გითხრა რომ ძალიან მომწონს შენი ისტორიები ზოგადად და არც ეს ისტოირა გამონაკლისი...
შენი გმირები შენვე უნდა მართო და დაიკიდო სხვა დანარჩენი...
მოუთმენალდ გელოდები შენს გმირებთან ერთად heart_eyes

№17  offline წევრი Phoenix..

elene2619

მადლბა ჩემო კარგო ასეთი შეფასებისთვის სულ სულ მალე დავდებ ახალ თავს❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent