შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიუტონის ბრალია?! (2)


1-02-2019, 21:19
ავტორი ^paradise^
ნანახია 1 393

ფუმფულა სამი წლის წინ ვიყიდე. მშობლებმა მარტო მგელივით ვერ იცხოვრებო და ჰოლანდიიდან ფუმფულა ჩამომაყვანინეს. საქართველოში მის გარდა სხვა არავინ მყავს.
ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მამა ქართველი მყავს,მისი დიდი სურვილით საქართველოში ვამთავრებ ბაკალავრიატს,ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ,ყველაზე გამოუდეგარი პროფესიააო,“მამაშვიდებს“ მამა,თუმცა მე მომწონს.
დილით თავის ტკივილით გავიღვიძე. ფუმფულა ,ჩემს კისერში ჩაფუთნული, გვერდით გადავაწვინე და მთქნარებით წამოვდექი.აბაზანაში შესვლას ვაპირებდი,როდესაც სანდროსგან სმს მომივიდა:“15 წუთში ვიქნები“. გამოცდაა!! თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ცხელი შხაპი მივიღე. პირსახოცშემოხვეული სარკის წინ დავდექი, სასირცხვილო ჩემი თავი ცინიკურად ავათვალიერე. ატმის ლოსიონი მთელ ტანზე გადავინაწილე და სველი წელამდე თმა დავივარცხნე. არ მინდოდა ცოტნეზე ფიქრი,მაგრამ ზუსტად იმ მომენტში,როდესაც გავიფიქრე,რომ არ ვიფიქრებდი,მივხვდი გვიანი იყო...გუშინდელი საღამო,ცოტნეს ცხელი სუნთქვა,სუნამო,კოცნა.. კიდევ კარგი,რომ პირველი კოცნა ცოტნესი არაა.აუცილებლად ვინანებდი!
- ტასიკო, ტასო,- კარებზე ბრახუნმა და შეძახილებმა ერთიანად გამომაფხიზლეს.
- ჰაა ნაბეღლავი,-პარკიდან ნაბეღლავი ამოაძვრინა და ლოთი კაცივით მომაწოდა,-ჩვენი გადამრჩენელია ეს,-მთელი ტანით შემოძვრა ვიწროდ გაღებულ კარში.
- სად გყავს მელა ?,- ჩემი ფუმფულა მოიკითხა და მისაღებში გავიდა,მეც ფინია ძაღლივით უკან ავედევნე.
- ჰაა როგორი დრო ატარე ტასობასო,-ჩემი ფუმფულა,ბიჭების მოყვარული,სანდროს მუხლებზე ნებივრობდა.
- რავიცი ძალიაან კარგი,-დარცხვენილმა თავი ჩავღუნე და სანდროს გაწკრიალებულ ფეხსაცმელს თვალი გავუშტერე.
- ჰოოო, ბოთლი დაიცალე თავზე,- აჰა, მოგუდული სიცილი აღმოხდა ტომ კრუზას და მეც ისტერიულად ავყევი,აშკარად არაფერი არ იცისთქო. ცოტათი დამშვიდებულმა ყავის მოდუღება დავიწყე.
- მშია მე ,- საწყლად ამომხედა და გრძელი წამწამები აათამაშა.
- შენ სულ გშია,-საქმიანი ქალივით თეძოზე ხელები შემოვიწყვე და ყიყლიყოების გაკეთება დავიწყე.ერთადერთი რამეა,რასაც სანდრო ჭამდა ჩემთან..
- არ მოვიწამლები ხო?,-ყავა მოსვა და პირი შოკოლადებით გაიტკბანურა. დიდიხანს ვილაპარაკეთ სანდროს ახალ გოგოზე,ნიკორას წითელტუჩებიანთან გუშინ თურმე მთელი ღამე მესიჯობდა,დღეს კი კანაპეში დაპატიჟა.. კმაყოფილი მიყვებოდა,როგორ დნებოდა ყველა გოგო მის დანახვაზე და ამ შუბლზე ჩამოყრილ ქოჩორს კისრისგრეხვით ისწორებდა. მეც თავს ვუქნევდი და მის დიდ,ლურჯ თვალებში ვიძირებოდი. არ მესმოდა რას მიყვებოდა,არ ის მესმოდა თუ რაზე ვიცინოდით,გაშტერებული სახით მზერას არ ვაშორებდი და ცოტნეზე ვფიქრობდი. რა იქნება თუ მართლაც მხოლოდ იმიტომ უნდოდა შენი კოცნა,რომ მთვრალი იყო?! რა იქნება,თუ მართლა არაფერს გრძნობს.. რა იქნება თუ...
- რაზე ფიქრობ,-ლურჯი თვალები შავად გადაიქცა.
- რა?,-მზერა ყავის ფინჯანზე გადავიტანე,ყავის მოსმა მინდოდა,თუმცა უკვე მეოთხედ და საბოლოოდ დავასკვენი,რომ ცარიელი იყო..
- ხო,რაღაცაზე გამოშტერებული ფიქრობ,ისეთი რაღაც მოგიყევი არც შეიმჩნიე,-სანდროს გაბრაზება დაეტყო და ფუმფულა,რომელიც ასევე საყვედურით მიმზერდა, გადასვა.
- წასვლის დროა,დაგვაგვიანდება,ცოტნეს და მარიამს უნდა გავუაროთ,-უცებ მომაყარა და ხელების დასაბანად საპირფარეშოში შევიდა. ჯანდაბა ! უნდა გამოვფხიზლდე,რა შეყვარებული ქალივით ფიქრობ იმაზე,ვინც შენი არაა და მეტიც, არც არასდროს არ გახდება! ტასო დებილი ხარ...
გამოცდაზე მართლაც დავაგვიანეთ,თუმცა არც ჩემი ბრალი იყო და არც საცობის. მის მსოფლიო 2019-2020-2021 შარფის ფასონს მთელი ოცი წუთი არჩევდა. სანდრომ იმდენჯერ მიაწერინა ცოტნეს გვეჩქარებაო,რომ ბოლოს შეწუხებული ორგზის ჩემპიონი რომეო თავად გადავიდა მის მსოფლიოს ჩამოსაყვანად. თავს მშვიდად ვიჭერდი,ვითომც არაფერი. ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შევხედეთ,მისალმების დროს. ისიც არ გადავკოცნეთ. სანდროს მანქანაში წინ მე ვიჯექი,გაჭიმული. უკანა ადგილი კი წყვილს დავუტოვეთ...
- ამდენიხანი გოგო იპრანჭებოდეს არ ვიცი რა,კიდევ კარგი ტასიკო შენ გოგო არ ხარ,-მთელი ტანით ჩემკენ შემობრუნდა,- რა არი რა სახე ჩამოგტირის?,-სანდრომ წარბები შეხარა და ცივი თითები ლოყაზე მომადო.
- არაფერი,-თავი გავწიე და სკამზე გავსწორდი.თავს იწვავ ანასტასია!! ანასტასიაზე ცოტნეს ლოთი ანასტასია გამახსენდა! კარგი რააა, ნუ სულელობ!
- არ მეგონა პრინცესა თუ მოსამზადებლად ოცწუთს წაგვართმევდა,თორე შენთან სახლში კიდევ ერთ კაპუჩინოს გადავირტყამდი, რაღაც არ მომწონხარ დღეს,ადამიანო! ,- ღვედი გაიხსნა და ლოყაზე საკოცნელად წამოიწია.ჰოო სანდრო სითბოს აფრქვევდა,ასეთი თბილი ადამიანი ნადმვილად არ მინახავს...
ზუსტად ამ მომენტში ჰორიზონტზე ჩვენი მისის და მისტერ სმითები გამოჩნდნენ.ლოყაზე საკოცნელად იწეოდა,როდესაც ცოტნეს ანთებული თვალები და მარიამის თბილი ღიმილი ერთდროულად დავლანდე..
- ვააა,ამ სილამაზისთვის კი ღირდა ლოდინი,ჩემო ცოტნიკო,-ჰიპერაქტიულმა სანდრომ მარიამს ხელი ჩამოართვა.
- როგორ ხარ?,- თბილად მივესალმე ყურადღების ობიექტს.როგორ ხარზე ამ უკანასკნელმა თავისი ბავშობის ისტორიის მოყოლაც კი დაიწყო . სკამზე გავსწორდი და თვალი ჰორიზონტს გავუსწორე.. ვგრძნობდი,როგორ მწვავდა უკნიდან მზერა,ოღონდ მალე მივიდეთ და დავწეროთ ეს წყეული გამოცდა! მერე დავიკარგები მთელი ერთი თვით ან ორით და თუ ყველაფერმა ცუდად ჩაიარა საერთოდაც წავალ ჰოლანდიაში და ეგ იქნება! მთელი გზა სანდრო იმდენად ზრუნავდა ჩემზე,ბოლოს მგონი მეც შევწუხდი და ძალაუნებურად ხასიათზე მოვედი...
გამოცდამ წარმატებით ჩაიარა,შეიძლება ითქვას გამწარებულზე და დაქოქილზე ორი საათის საწერი თეორია ოც წუთში დავწერე და თავქუდმოგლეჯილი გავვარდი აუდიტორიიდან.
- როგორ დაწერე?,- კაფეტერიაში ყავით ხელში ნიკო შემეჩეხა.გადაკოცნისას წელზე ხელი მომიჭირა.ნამდვილ საფრთხობელას გავს ეს მანიაკი.ასე მგონია(ეჭვიც არ მეპარება),თუ რამე გადაუტრიალდა გაუპატიურების მუხლით სასჯელსაც მოიხდის.
- კარგად,-უხერხულად მივესალმე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე,-შენ როგორ დაწერე?
- რავიცი,მალევე მოვრჩი,მარტივი იყო,-მხრები აიჩეჩა და წინ ჩამოგდებულ თმისჟელეიან ქოჩორზე ხელი გადაისვა.
- ჰო,-თავი დავუქნიე და ყავის საყიდლად გავიწიე.
- ნება მომეცი,-თითი დიადი მწერალივით აწია და საფულიდან ას ლარიანი გამოაძვრინა.
- არა, ნიკო არ არის საჭირო,-უკვე მომარჯვებული ბარათი გამყიდველს მივაწოდე. ის დაბნეული იყურებოდა,მერე უხერხულობამ,როდესაც უფრო და უფრო იმატა გამყიდველმა თქვა:
- ასი ლარის ხურდა ისედაც არ გვქონდა,- ნიკოს წამწამები აუთამაშა და ბარათი მომაწოდა.
- კარგი,ამას გაპატიებ,მაგრამ იცოდე ვალში ხარ,- მეტი საქმე არ მაქვს ახლა ნიკოსთან ვალში ვიყო,საერთოდ რაზე მელაპრაკება ეს ადამიანი,სახეზე მაწერია ყველაფერი ეს კიდევ ... ოოოხ ტასიკო ოღონდ ცოტნიკოს გამო არ იქაჯო და.. ,- კაპუჩინოს ცოტათი დიდი დრო სჭირდებოდა ,ამიტომ იქვე მაგიდასთან დავჯექი და ნიკოს მეასედ უხერხულად გავუღიმე.
- გიხდება ღიმილი,-თავისი ყავა „სექსუალურად“მოსვა და თავი მარჯვნივ გადახარა.
- მადლობა,-ჩემი სათადარიგო ღიმილი მოვირგე და წითელი მანიკური მაგიდაზე ავათამაშე.
- რა ლამაზია,-ჩემი ხელი თავის დიდ,უხეშ ხელებში მოიქცია და თითებზე მომეფერა. ნიკო საშინლად დადგმული ფილმიდან! იმ წამსვე ჩამესმა ხმა“თქვენი კაპუჩინო მზადაააა“ დიდება მის გამოჩენას! ხელი უხერხულად გავინთავისუფლე და წამოდგომა დავაპირე.
- მე მოგიტან,-ვაი ნიკო,როგორც დამღალე ნეტა იცოდე! ყურებიდან ბოლს არ ვუშვებ ნეტა?! ჩემს ადგილას ისევ მობეზრებულად დავეხეთქე.
- ისეთი ცხელია,არ დაიწვა,-მზრუნველად მითხრა და თავის ადგილს დაუბრუნდა.
- დიდი მადლობა,- რა მეშველებოდა თავაზიანი ფორმა,რომ არ ყოფილიყო ცხოვრებაში. ალბათ ყველა გაქცევით უშველიდა თავს!
- რისი მადლობა გოგო,-თავისი თავით კმაყოფილმა ორმეტრიანი ფეხები გაშალა და სკამზე ჩაწვა,ხელები გულზე გადაიჯვარედინა! აააჰ საბრალო ტასიკო,როგორ ჩათვალე,რომ წავიდოდა და შენს ფიქრებთან მარტო დაგტოვებდა?! ნიკომ ფილმებიდან დამუღამებული მიმიკები ისევ სააშკარაოზე გამოიტანა და ჩინური ჯეკ ნიკოლსონივით გაიცინა,- აბა, მომიყევი რამე,- ყველაზე ბანალური ადამიანი მთელ დედამიწაზე,ალბათ ყველას შეგხვედრიათ ეგეთი ტიპი, „რამე მოყე“!
- ფინალურები ასეთი მარტივი არ უნდა ყოფილიყო,- ნეტა რას ელოდებოდა,რას მოვუყვებოდი,აშკარად ამ პასუხს არ ელოდა და სახე დაემნაჭა.
- ხოო ტოო,-მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და სახე ახლოს მოიტანა,- არა, შენზე მომიყევი რამე,რა მოგწონს ? რა გიზიდავს?,-ჩამაცივდა ეს შეჩვენებული!!! მისი დიროლის და ყავის სუნით გაჯერებულ სუნთქვას კანზე რატო ვგრძნობდი? რა საზიზღრობაა,როცა ადამიანი არ გიზიდავს და ცდილობს მისი სექსუალურობით თავი მოგანდომოს. სირცხვილი?! თავი უკმაყოფილოდ უკან გავწიე და ცხელ კაპუჩინოს ხელები მჭიდროდ მოვუჭირე. ოჰ,კაპუჩინოს მოყვარულთა კლუბი უნდა გავხსნა,ცოტნეს და მარიამის ხმა გავიგონე.მარიამმა ხელი დამიქნია და ჩემკენ გამოემართა.ცოტნემ ყავის ფული გადაიხადა და უკმაყოფილოდ გამოიხედა ჩვენკენ,აშკარად ნიკოს ნერვები მაგასაც არ ქონდა. ნიკოლაც არ დაიბნა,ახლადგამომცხვარ წყვილს ადგილი დაუთმო და ჩემს გვერდით გადმოჯდა. ღმერთო,რა საშინელი მწარე სუნამო ასხია!
- როგორ ხარ მარ,-ცოტნეს რჩეული გადაკოცნა და ხელით სკამზე ანიშნა,დაჯექიო. ესეც თმების თამაშით და ტუჩების დაპრუწკვით სკამზე დაჯდა. ცოტნე ორი ყავით ჩვენკენ გამოემართა. ნიკო დაიძაბა და ხელის ჩამოსართმელად მოემზადა,თუმცა ისიც ადგილზე მიეყინა,როდესაც ეს უჟმური მხოლოდ ღიმილით შემოიფარგლა. რა თქმა უნდა,ცოტნეს გამართლება შეიძლებოდა,მას ხომ ორი ყავა მოქონდა და რამე! თუმცა დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა. უხერხულად ჩავახველე,საათს დავხედე და ყავა მოვსვი. ოხ ეს დაჟინებული თაფლისფერი თვალები. ჰაერში ნიკოს მწარე და ცოტნეს სასიამოვნო სუნამოს სუნი იგრძნობოდა. ერთმანეთში არც ირეოდა,იმდენად რადიკალურად განსხვავებული ადამიანები იყვნენ,ხან ერთის სუნი გადაფარავდა, ხან მეორის.. მარიმმა სასიამოვნოდ მოსვა ყავა და კმაყოფილმა მინაბა თვალები.
- როგორი საშინელი გამოცდა იყო,ისე დავიღალე,-ცოტნეს მხარზე ჩამოდო თავი.თვალი ავარიდე და ისევ ყავა მოვსვი.. ეჭვიანობ ტასობასო? ნიკო ჩემკენ გადმოიხარა და აბურდული თმა გამისწორა.გთხოვთ,ოღონდ ეს წურბელა მომაშორეთ და ყველაფერს ვიზამ!
- მთელი დღეა გიყურებ და მინდოდა გამესწორებინა,-თეთრი კბილები წვრილი ტუჩებიდან გადმოყარა და ჭინკებათამაშებულმა გამომხედა.ხო მთელი დღეა მიყურებს,სულ მეათე წუთი სრულდება რაც დამინახა.
- თქვენ რა,-მარიამმა თავი მხიარულად წამოყო,-ერთად ხართ? ,-ხელი ტუჩებთან მიიტანა. დაბნეულს თვალი ცოტნესკენ გამეპარა,რომელიც კრიჭაშეკრული იჯდა და სანახაობას თვალ-ყურს ადევნებდა.ეს მარიამი ქერა მაინც იყოს,დავაბრალებდი სტერეოტიპებს...
- ჯერ არა,-სანამ ხმა ამოვიღე ნიკომ დამასწრო,მარიამი და ნიკო ერთმანეთს ისე უხდებიან,როგორც ამერიკანო და კარამელის სიროფი,ორივე დებილი და დეგრადირებული.. ღმერთო, ანასტასია ლოთო ასეთი მკაცრი ნუ ხარ!
- ჯერ არა რას ნიშნავს?,- მეც ისეთი სახით გავიღიმე „შენ როდის მოგეცი შანსითქო“.ნიკომ ხელი გადამხვია და მიმიხუტა.ოღონდ ეს ტუალეტის წყალი ჩამოირეცხე!!
- ჯერ არა იმას ნიშნავს,რომ მალე ერთად ვიქნებით,-ხომ გეუბნებით დე-გრა-დი-რე-ბუ-ლი! მარიამმა ტაში შემოკრა,არ ვიცი რა გაუხარდა,მაგრამ ყურებამდე გაკრეჭილი იყურებოდა.
- უხდებიან არაა?,-ცოტნეს გახედა,ცოტნემ უხერხულად მოისვა ხელი კისერზე. „იცოდე ორ ცეცხლშუა ხარ და არ დაიწვე“-სახით გავხედე და ნიკოსგან განვთავისუფლდი.
- კი ძალიან ლამაზი წყვილი იქნებით,-კბილებიდან გამოცრა,ნიკოს გაუცინა და ყავა მოსვა.. ცირკია სრული,ერთი ჟირაფი და პანდა გვაკლია,თორე აგერ ლომი და აფთარი ერკინება ერთმანეთს. ნიკომ არ ვიცი „გამარჯვების“ თუ თავისი უკიდეგანო სიდებილის ნიშნად ხელი გაუწოდა ცოტნეს.იმანაც ჩამოართვა. ლომი და აფთარი დაძმობილდნენ! ჩემი წასვლის დროა,წასვლის თუ გაქცევის ვერ გადამიწყვეტია,თუმცა საათს დავხედე თერთმეტი ხდებოდა.
- რომელი საათი ყოფილა?!,-მორიგი საოსკარო ნაშრომი სააშკარაოზე გამოვიტანე და ჩანთას ხელი დავალე,-ჩემი წასვლის დროა!
- სად მიდიხარ? ,- ნიკოც ჩემთან ერთად წამოხტა,ოო არა , გთხოვ შენი ორკარიანი ბეემვეს და უამრავი კომპლიმენტის თავი არ მაქვს!
- სახლში ,მერე ვარჯიშზე,-არ ვიცი რომელმა სითავხედემ იფეთქა,რომ მარიამი და ნიკო გადავკოცნე,ცოტნე ის-ის იყო უნდა წამომდგარიყო,რომ შევტრიალდი და გასასვლელისკენ ნაბიჯი გადავდი,თუმცა ხმა ისევ დამეწია. ჯანდაბა..ერთი ის მახარებდა 1:0 ანგარიში ჩემს სასარგებლოდ !
- მოიცა მეც მაქეთკენ მოვდივარ,- ქუსლებზე შემოვტრიალდი და პირველი, რაც თვალში მომხვდა ცოტნეს ღიმილი იყო,რომელსაც მარიამს დიდი სიამოვნებით უზიარებდა. ნეტა ვიცოდე,ეს ყველაფერი მეჩვენება თუ ცხადია?! ვერ ვიგებ,მე ვაგებ კოშკებს,რომ იეჭვიანა და სპეციალურად მეთამაშება,თუ ერთი სული აქვს როდის მომიშორებს?! ოოო ტასიკო ნიკოსნაირი დებილი რო ხარ არაუშავს?!!
- მანქანით ვარ,-ტყავის კურტკა მხარზე მოიგდო და ბეემვეს გასაღები აათამაშა.
- როგორ გამიმართლაა,-ჩავიბურტყუნე,- იცი,ნიკო, არაა საჭირო ჩემი სახლამდე მიცილება,მირჩევნია არ გაწვალო და ჩემით წავიდე,-კიბეებთან შევჩერდი და ჟელეების მბრძანებელს მეგობრულად შევხედე.
- წამო, გოგო,რა წვალება ეგაა,პირიქით მინდა გასიამოვნო,-ეს გასიამოვნო მე მომხვდა ყურში ცუდად თუ იმ „გასიამოვნოს“ გულისხმობდა ვერ გავიგე. მგონი ჰოლანდია მენატრება.საქართველოში ყველა ისეთი უცნაურია.. მგონი ვერ ვუძლებ! ქაჯობას და პანიკას ვერ ავუტეხავდი,ისეთი გაუწონასწორებული იყო,ცოტათი შიშს ძრავდა. ქვემოთ ჩასულებს სანდრო და გოგოები დაგვხვდნენ.
- მორჩი უკვე?,-ნიკოს მიესალმა და მხარზე ხელი დამიპარტყუნა,-ტასო ტასიკო წამო ვჭამოთ.
- ჩემთან ერთად მოდის,- „ნანადირევი“ ნიკომ კბილებშორის მოიქცია, ოოო დაიწყო ტელემუნდო,მთავარი როლში ნიკო ჩიმარო..
- სად მიდიხართ?-,ეჭვისთვალით შემომხედა სანდრომ და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
- ვარჯიშზე მაგვიანდება და მიგიყვანო,-მობეზრებული ტონით ჩავუკარკლე.
- მეც მაქეთ მივდივარ,ნიკო არ იწვალო,უსაფრთხოდ მივიყვან-ხელი გადამხვია და გასასვლელისკენ მიბიძგა.რომ გავალთ ათასი მადლობა უნდა გადამიხადო და ყავაზეც შემომიპატიჟო,-ჩამჩურჩულა..
- ნიკო დიდი მადლობა,სანდროს გავყვები,-უკან შევტრიალდი და გოგოებისა და ნიკოს ალეწილ სახეს თვალი მოვავლე.სანდროს ბედნიერმა ავედევნე.


გზაში ბოლო გამოცდა და ზამთრის არდადეგების დაწყება ვიზეიმეთ.ტრადიციულად წელსაც ბაკურიანში გადავწყვიტეთ წასვლა,ლიზიკოს და ნუცას გზაშივე დავურეკეთ და შევთანმხდით,რომ უკვე მაზეგ ბაკურიანის ტრასაზე ვისრიალებდით.. პირველი კარგი ამბავი დღის განმავლობაში.. რა თქმა უნდა, იმ დღეს არანაირ სპორტდარბაზში არ წავედი. სანდრომ თავი გაიგიჟა ღვინო უნდა ვიყიდოთ, შენი უბედურება და ჩემი ბედნიერება უნდა აღვნიშნოთო..თავის ღამის გოგოსთან შეიარა,ესეიგი დღევანდელ დღესაც ვერ ვაღირსე ამ გოგოს სანდროს ალერსიი..
- რაო შენი და ჩემი ერთობლივი უბედურება უნდა აღვნიშნოთ ხოო,- ყურებჩამოყრილი საჭესთან დაჯდა..
- უნამუსო ხარო,-წარბაწეულმა მითხრა და სამი პარკი გავსებული სასმლითა და სასუსნაოებით მომაჩეჩა..
- აბა რა ხარ, სწორად უთქვამს,-კმაყოფილმა ჩავისისინე.
- ორი დღეა ფინია ძაღლივით გელოდებიო,- სანდრომ სიცილი დაიწყო,-წარმოიდგინე,ოთხ თათზე იდგა და მელოდებოდა,რა ვარ ასეთი რააა,- მხიარულად გაისწორა თმა სარკეში და მანქანა დაძრა.
- მოიცა, სადაა ეს სინანული,დეპრესია? გოგომ დაგადო შენ კიდე რატომ არ ნერვიულობ,-უნიჭო მსახიობივით შევიცხადე.
- უფ,მომცლია რა,ეგეთები იმდენი მყავს,ერთი ულიმიტოს ჩართვა და ეგაა ორმოცი გოგოდან ორმოცივეს ავაგდებ,-ტელეფონი დასატენად შეაერთა და ნაცნობ ქუჩაზე ჩაუხვია.
- შენი ერთგულება დასაფასებელია,იმედია ამ კრიტერიუმით არ აგარჩევს შენი მომავალი სიყვარული,-ბოთლები მჭიდროდ დავიჭირე,ეს ფსიქოპატი ორასით დადიოდა შუა ვაკეში.
- მომავალ სიყვარულსაც მე ვარჩევ ,ტასობასო,როგორც დანარჩენ ყველაფერს-ლოყა პატარა ბავშვივით გამიწელა.
- ხო გოგოების არჩევაში შეუდარებელი ხარ,-მის“ქება-დიდებით“ გავერთე აშკარად.
- არამარტო არჩევაში,ტასიკო,-ნარცისი უნდა გერქვას სანდრო კი არა! მანქანა ნაცნობ სახლთან გააჩერა,აშაკარად არაა ეს ჩემი სახლი!
- შენთან სვავმთ ?,-შევიცხადე,მოიცა თავი სანდროს ერთ-ერთი ნაშას ამპლუაში რატო ვიგრძენი.
- ჰო რა მოხდა მერე,-თვალები დააწვრილა.
- შენთან არ მინდა დალევა,-გულზე ხელი მივიდე და ღვედი უფრო მჭიდროდ მოვიჭირე.
- რას ქვია არ გინდა,-საჭეზე ხელი დადო და ზუსტად ოთხმოცდაათი გრადუსით მოტრიალდა,- მარტო ვარ მითუმეტეს,- ჰოო აი ეგღა მაკლდა ახლა.. არაა, გუშინაც „ნაშასავით“ ვიგრძენი თავი,დღესაც იგივე თუ განმეორდა სულით გავბოზებულვარ და ეგაა!! ჰოო პრინციპული ადამიანი ვარ.
- ნუ ბავშვობ,წამოდი,დაბნელდა,-გასაღები გამოაძვრინა და პარკები გამომართვა.
- არა,სანდრო,შენთან სახლში მე მარტო არ ამოვალ,შანსი არაა,- რას აკეთებ ტასო,პირდაპირ ეუბნები,რომ სანდრო მე და შენ კი მეგობრები ვართ მაგრამ თავს ნაშასავით ვგრძნობო?! ყოჩაღ ათიანი !
- ეგ რატო ვითომ?,- ეს ჯიუტიც რომ არ ნებდება?! ერთი ვარიანტია,გადახვიდე მანქანიდან და გაიქცე ტასო,ხოო შენი ზუსტად შედგენილი გეგმები ისეთი წარმატებულია,რომ სხვა ვარიანტი არც განიხილება.
- არ მინდა და მორჩა,გთხოვ სანდრო,- „რატო ვითომსზე“ „გთხოვ სანდრომ“ გაიმარჯვა და მანქანა დაძრა.
- ასეთი ჯიუტი და პრინციპული არაფერი მინახავს,-უკმაყოფილოდ ჩაისისნა და ნიკორას პარკები მომაჩეჩა,-გამომართვი და არ გატეხო! ჰო შინაგანად დავმშვიდდი,ახლა ჩემს ფუმფულასთან და ასეთივე ფუმფულა ჩუსტებით ტანტალზე მეტად არაფერი არ მინდოდა. სანდრო ჩემს გეგმებში არ ჯდებოდა,თუმცა რადგან ისედაც გალოთების გზას ვადექი,რატომაც არა?!


ერთ ბოკალს,მეორე მოყვა,მეორეს როგორღაც ეგრევედ მეოთხე,ოთხის მერე აღარ ვითვლიდი.მხოლოდ სოფლელები თუ თვრებიან წითელი ღვინით,ჩემი თავის აგდება დავიწყე,თუმცა საერთოდ უშედეგოდ. თეთრ ხალიჩაზე მიქალანჯელოს „ადამის შექმნა“ სავით გაწოლილმა მთვრალმა სანდრომ ისევ შეავსო ჭიქები და ახურებულ ლოყაზე ხელი მოისვა.
- აბააა ჩემს ბედნიერებას და შენს უბედურებას გაუმარჯოს,წარსულებზე გაჩერება არ შეიძლებაო და,- დიდი ღიპიანი კაცივით მომიჭახუნა და ღვინო ჩაიცალა,- ცხელა შენთან რა იყო.. ჩემი ფუმფულა ხალათი გავიხადე და სადღეგრძელოს გამო შეჩერებულ დისკუსიას მივუბრუნდი..
- ხო ცხელა...არა, მე რას ვფიქრობ იცი, სხვის შეცდომებზე ვერ ისწავლი,აი შენი და სხვისი ცხოვრება იმდენად სხვაა,-სულთანის პოზით დაღლილმა ხალიჩაზე მუცელზე გავწექი.
- არა,სხვის ცხოვრებას თუ არ დააკვირდი,ისე ცხოვრებაში მარტო ცუდს ნახავ,ვერ აუვლი პრობლემებს და ყველაფერს რქებით შეასკდები,ეს რქებიც გაცვდება ბოლოს-ლურჯი თვალები სიცხისგან ჩაუწითლდა მგონი,- საროჩკას გავიხდი რა გთხოვ,- ჩამოყრილი თმები ავიწიე და თავი დავუქნიე. ფუმფულა ისევ სანდროსთან იყო მოკალათებული და იქიდან მადევნებდა თვალყურს,რამე არ შეგეშალოსო. სანდრო დაკუნთულია? არაა??? ცისფერი პერანგი შეიხსნა და ბრეტელიანი თეთრი მაიკით ისევ მიქელანჯელოს ფრესკაზე გამოსახულივით წამოწვა.
- ისე სანდრო,-თემა ოსტატურად“ გადავიტანე,- არავინ გყვარებია? ანუ ეს გოგოები,როგორც შენ ეძახი „ერთი ღამის ტყვეები“ არიან და სინამდვილეში არავინ გყვარებია?,- არეული თვალებით რამდენიმე წამი მიყურებდა,თან ფუმფულას გაგდებას ცდილობდა,რომელიც ბიჭის ხელებში,ღვინის სუნით მთვრალი არა და არ შორდებოდა.
- არა ტას,-ტომკრუზას ჩაეღიმა და ყველის ჩიფსით ლოყები ამოივსო. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო,- შენ, ქაჯო, არავინ გყვარებია?,- კარგი რაა,ამ კითხვაზე ცოტნე რატომ მახსენდება?! ისევ?! გული მეტკინა,ასეთი სიცარიელე ბოლოს მაშინ ვიგრძენი,როდესაც ჰოლანდიიდან თბილისში გადმოვფრინდი ფუმფულასთან ერთად.
- არა,არავინ,-მტკიცედ ვთქვი,ჩემთავთან კი ნამსხვრევებივით დავიშალე,დავიჯერო ის რასაც ცოტნეს მიმართ ვგრძნობ სიყვარულია?
- ეჰ არადა აფსუს,როგორ ბიჭს უშვებ ხელიდან,-თვალები აუციმციმდა,სანდროს მესენჯერი არ ნებდებოდა,ბოლოს ჯიბიდან ამოაცურა,-ცოტნემ ამაფეთქა.
- რაო რაუნდა? ,- ეგრევედ გავსწორდი,წითელი ღვინო და მე ერთმანეთთან ვერ ვმეგობრობთ,ასეთი ემოციური როდედან ვარ?
- სად ხარო,დავურეკავ,- რომ გაიგებს რომ ჩემთანაა რას იფიქრებს? საათს დავხედე ღამის ორი სრულდებოდა... რას იფიქრებს,იქით ნიკო,აქეთ ნახევრადშიშველი სანდრო.. იმედია იცის,რომ წმინდა მეგობრები ვართ. ან რატომ ააფეთქა მაინცდამაინც ახლა? მთელი დღე არ მოუწერია.. ცოტნეს ხმა გავიგონე თუ არა სმენად ვიქეცი. კითხვაზე სად ხარო,მთლიანად გავწითლდი.
- ტასობასოსთან ვარ,ვსვამთ,ამოხვალ?,-ფუმფულაც კი დაიძაბა სანდროს კალთიდან ჩემთან გადმოხტა,დასამშვიდებლად... რა უპასუხა ვერ გავიგე,მგონი სმენად ვიქეცი კი არა სმენადაქვეითებული ვიყავი,- ხო,კარგი,ასე ერთ საათში.. არა... სახლში წავალ.. აქ ვერა.. ხო.. ხვალ საქმე მაქ.. არა...ბაკურიანში.. ჩემით.. ხო ვერ ჩავეტევით... მაშინ .. ხო ... გავნაწილდეთ.. მარიამი მოდის?... კაი კითხე.. კაი... ,- ერთმანეთს ვერ ვუკავშირებდი სანდროს პასუხებს.
- რაო? მოვა?,-ხალათი გახურებულ ტანზე მოვიხურე და სანდროს პასუხს დაველოდე.
- არა, ჯერ არ ცალია,- ღამის ორ საათზე როგორ არ ცალია?,- მარიამი მიყავს სახლში, მერე გამომივლის,- იმედს არ ვტოვებდი,რომ ამოვიდოდა.. ერთი საათიც გავიდა,ორიც.. მითენთილები ხალიჩაზე ვიწექით და ვლაპარაკობდით. ეს ლაპარაკსაც არ გავდა,თითქოს აღიარება იყო. სანდროზე ბევრი რამ გავიგე.. მამა პატარაობაში წავიდა სახლიდან,დედამისი კი ექვსი წლის წინ გარდაეცვალა. პანაშვიდზე მამა სანდროსთან მივიდა და თავისი ბიზნესის მართვა შესთავაზა. სანდროს სხვა შანსი არ ქონდა,რადგან მამის გარდა რეალურად არავინ ყავდა,მამა კი ფულიანი აღმოჩნდა,თავისი ოჯახი ყოლია და სანდროსთვის იმ დღიდან მოყოლებული არაფერს იშურებდა.ყოველკვირა დღეს დედამისის საყვარელ ეკლესიაში დადის და მის სახელზე სანთელს ანთებს,გონია,რომ ამით გააბედნიერებს.. პლანი ცხოვრებაში არ მოუწევია,არც აპირებს,გონია რომ სულით დავარდნილი ადამიანები ეწევიან პლანს.. ჩემზე კი ის გაიგო,რომ არავისთვის მიკოცნია და ჰო წმინდა ქალწული ვარ...მისი რეაქცია ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო,ჩემთან ახლოს მოიწია და ლოყაზე მაკოცა,ალბათ ცხოვრებაში არ დამავიწყდება მისი სიტყვები:
- არასდროს შეიცვალო ტასობასო,-ჩამეღიმა. მე და სანდრო იმდენად კარგად ვუგებდით ერთმანეთს,რომ ამ ადამიანის გვერდით კომფორტულად თავს ყველგან ვიგრძნობდი...
- არც შენ,-წამოზრდილ წვერზე მოვეფერე და ჩავეხუტე. ის-ის იყო უნდა ჩამძინებოდა,როდესაც სანდროს ტელეფონმა საშინელი ხმა გამოსცა. აშკარად ცოტნე იყო და ასევე აშკარად სანდროს უკვე ეძინა... ხმა არ წყდებოდა...
- სანნ,-ლოყებაწითლებული გავაღვიძე.
- აუ არ წავალ რა,-პატარა ბავშვივით მთხოვა,კოსად შეკრული თმა გამიშალა და თავი კისერში ჩარგო,-ასე ტკბილად ჯერ არ მიძინიაა.არ მინდა რა,-ბუტბუტებდა. რამდენიმე წუთში ტელეფონი ისევ აყვირდა.
- კაი რას იფიქრებენ,სირცხვილია,-სულ ძალით წამოვაგდე და მისი პერანგი მივაწოდე.
- მოხვედი?,-ნამძინარევი ხმით უპასუხა,- ხო, მანდ იდექი,ჩამოვალ,ხო მოვდივარ რა გჭირს,-გაბრაზებულმა ჩაიცვა პერანგი,- ცოფებს ყრის,არ მალოდინოო. ცოტნეზე გაბრაზებულმა ღილების არასწორად შეკვრა დაიწყო..
- მე შევკრავ,ნუ ფურთუხებ,-ხელები გავაშვებინე და ერთი მეორეს მიყოლებით შევუკარი.
- ტასობასო,-გულზე მიმიხუტა,აშკარად სიყვარულის ბუშტი მასაც გაუსკდა,- კაი აბა ხვალამდე, ფუმფულ იცოდე ჭკვიანად! კარები მოიხურა.
სანდრო
საათს დავხედე დილის ხუთი ხდებოდა.ცოტნე მანქანასთან იდგა და ნერვულად ეწეოდა.
- ამდენიხანი სად ხარ,-(სანდროს პალტოდანაც კი შეამჩნია აბურდული და დაჭმუჭნული პერანგი,რომლის შარვალში ჩატანიება დაავიწდა.)
- რა გჭირს,გეჩქარება სადმე?,- მეც შევუტიე და სიგარეტი გამოვართვი. ტასოს სახლიდან გამოსულს სიცარიელე ვიგრძენი,სუსხი ყინვა ძვლებში აღწევდა.
- არაფერი,დავიღალე,-სიგარეტის ნამწვავი გადააგდო და გაყინული ხელები ჯიბეებში ჩაიწყო,-ბევრი დალიეთ გეტყობა,-აგდებულად თქვა და მანქანაში ჩაჯდა. ეს ორი დღე ნამდვილად ვერ ვცნობ,ადრე თუ უდარდელი და სულ მხიარული,ფეხებზე მისი დევიზი იყო, ახლა კლიმაქსიანი,კაპასი ქალივით ეცვლება ხასიათი.
- რა გჭირს შენ,- სალონში შუქი ავანთე და მისკენ შევტრიალდი,-ვერ გცნობ შე*ემა... ,- მის კისერთან კოცნის კვალი დავლანდე,- ვააა,პირველი სექსი მოგილოცოთ ???
- არ გვქონია არაფერი,-ცინიკურად შემომხედა,- აქეთ მე ვაპირებდი მოლოცვას. კარგად იჟიმ*ვე? დაგაკმაყოფილა?
- შ*გ ხო არ გაქ?,-ტასოს შეურაწყოფის მიყენებას ცოტნესაც კი ვერ ვაპატიებდი.
- არა,-გაიცინა,- აბა, არ მითხრა ფუმფულას ეალერსებოდი და რომანტიულ ფილმს უყურებდით,არყით, ისე სანდრიკ,რას გვიმალავ,ერთად თუ ხართ კი უნდა თქვა,-გამოვ*ლევდი. ღვედი შევიხსენი.
- ასე ტასოზე ნუ ლაპარაკობ,რა ერთად, მართლა გამოს*რდი ? ,- ნასვამზე ისე მარტივად ვფეთქდებოდი,ყველაფერზე წამსვლელი ვიყავი. მთელ მანქანაში ვღრიალებდი.
- როგორც შენ იტყვი,- აჩაჩულ შარვალზე და პერანგზე ალმაცურად შემომხედა და მანქანა დაძრა.
- გაა*ვი რა,მოსატ*ნავ ბოზს შეყვარებულს ეძახი და დიდი სიამაყით ტენი ჩვენ სასტავში,ტასოზე არც იფიქრო ეგეთი სიბინძურე,გეტყობა როგორც იხმარე შენი მარიამი,- ცოტა მაკლდა და პირდაპირ სახეში ვუთავაზებდი.
- გადადი,- ჩემკენ არც გამოუხედავს,გამტყდარი ხმით მითხრა.
- შე სი*ო,-დღემდე ვფიქრობ,რომ იმ ღამით ნამდვილად ზედმეტი მომივიდა,არც კი ვიცი,როდესაც ტასოს შეურაწყოფა მიაყენა,ცხოველივით მოვიქეცი,ცოფებს ვყრიდი. მანქანიდან ბარბაცით გადავედი,ჯიბეებში ხელები ჩავიწყვე და ტასოს სადარბაზოსკენ წავედი. თავს ვერ ვთოკავადი,ჩქარინაბიჯებით მივდიოდი,უფრო და უფრო ვაჩქარებდი სვლას.ჩემმა ცხოველურმა ინსტინქტმა გაიღვიძა. მინდოდა დავრწმუნებულიყავი,რომ ისევ იმ ღიმილით გამიღებდა კარს,მინდოდა ყველაფრისგან დამეცვა.. ის-ის იყო სადარბაზოში უნდა შევსულიყავი,რომ ზურგსუკან ცოტნეს ღრიალმა გამომაფხიზლა.
- სანდრო,-გზა გადმოკვეთა და გამოიქცა... თავიდან ვერაფერი ვერ ვიგრძენი,მხოლოდ წარბიდან ამოხეთქილმა წითელმა სისხლმა შეძლო ჩემი გამოფხიზლება.ცოტნე გაცხოველებული მიყურებდა, ბოლთას ცემდა.. რამდენიმეჯერ ისევ წამოიწია დასარტყამად,თუმცა ჩემთვის სულერთი იყო,პადიეზდში კედელთან ჩავიკეცე და ღრმად ვსუნთქავდი...
- არ ვიცი რა დამემართა,- ცოტნეს ანერვიულებული ხმა გავიგონე. ჩემთან ჩაიმუხლა და გახეთქილი წარბი შეათვალიერა.
- მეც ზედმეტი მომივიდა,- მთელი სინანულით წარმოვთქვი და სისხლის ფანტანს ხელი მივადე..
- არ ჩერდება ეს დედამოტ*ნული,-გახეთქილ და დაბეჟილ თვალწარბს ცოტნეს გამოწვდილი სალფეტი მივადე.
- არაყი უშველის მაგ საქმეს,-სისხლიანი ხელი გაიწმინდა და მანქანისკენ წამიყვანა. კიდევ კარგი არავინ გვიყურებდა,თორე ნამდვილად მაგარი დასაცინები ვიყავით.
***
- სანნიი,-კარის გაღებისთანავე გამჭირვალე პენუარში გამოწყობილი ქერათმიანის წრიპინი მომესმა,- თვალზე რა გჭირს?? ,- შეწუხებულმა სახეზე ორივე ხელი მომადო.
- არ შემომიშვებ?,-მის ხელებს ჩემი მოვუჭირე.
- შემოდი,-გამიღიმა და ფაფუკი ხალათი შესასვლელშივე დააგდო,- ლეიკოპლასტირი უნდა მქონდეს,მიგაკრავ,-მზურველად დამექაჩა ხელზე და მეორე სართულისკენ მიბიძგა.წითელი ტანგა გამჭირვალე პენუარიდან მადისაღმძვრელად მოჩანდა. საძინებელ ოთახში შემიყვანა და კომოდიდან ყუთი გამოიტანა...
- დაჯექი,- ხელი საწოლზე მკრა და ჩემს წინ ჩაიმუხლა,- ვეცდები არ გატკინო,-ტუჩები მადისაღმძვრელად მოიჭამა და სპირტიანი ბამბა წარბზე მიმადო.შეწუხებულმა თავი გავწიე,- სულს შეგიბერავ,- ახურებულ კანზე მისი ცივი სუნთქვა ვიგრძენი.ხელები საჯდომზე მოვუჭირე და ფეხებშორის შევუცურე.ტუჩს კბილები უფრო დაასო და სპირტიანი ბამბა ხელისკანკალით მიმაშორა.წითელი ტანგა თეძოებიდან ფეხებამდე ჩავასრიალე.
- სან,-სუნთქვაგახშირებულს ვნებიანი ხმა აღმოხდა. ლავანდის სუნით გაჯერებულ კისერზე ტუჩები მივადე,კოცნას არც ვჩქარობდი,ვიცოდი როგორ აღაზნებდა.კისრიდან ლავიწებამდე ჩავედი.
- ადექი,-ბრძანებასავით გაისმა ჩემი ხმა,ისიც დაუყონებლივ წამოდგა და ჩემს პალტოს გასახდელად დაეჯაჯგურა.ხელები უხეშად გავაშვებინე და საწოლზე მთელი ძალით დავაგდე,საგულდაგულოდ დალაგებული ბალიშები იატაკზე მოვისროლე და ფეხებშორის მოვექეცი.
- სან,- არ ჩერდებოდა ქეთა,პენუარი ავუწიე და კისრიდან ენა ფეხებშორის ჩავასრიალე,მასაც სასიამოვნო ხმა აღმოხდა,თმებში შეცურებული ხელები წამოზრილ წვერზე ჩამოასრიალა.მომენტალურად ოთახში ტასოს ხმა გაისმა, ჩემს წინ გაშიშვლებულს სახეზე შევხედე. დენდარტყმულივით წამოვვარდი.
- რა მოხდა?,-ქერა ჩემთან ერთად წამოხტა და აკანკალებული ხელები პერანგის ქვეშ შემიცურა.
- ტასო,- ქერას სახელი,ყველაფერი ამომივარდა თავიდან. არ ვიცი როგორ,რამდენხანში დავტოვე იქაურობა. დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა.თავი და წარბი ერთდროულად მტკიოდა. აშკარად ჩემს სახლში ვარ. ტელეფონის ხმამ თავი უფრო ამატკია.
- როგორ ხარ?,- გუშინდელი ჩემი პადიეზდში დავბრეხვება გამახსენდა და ერთიანად შევიჭმუხნე.
- კარგად ვარ,კარგად,მარჯვენა წარბი ჩალურჯებულ თვალს ისე უხდება,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადო,-ლოგინიდან წამოვდექი და პალტოს ჯიბეები მოვიქექე,ამის დედაც სიგარეტი აღარ მაქვს.
- იგივე მითავაზე,ბარიბარში ვიქნებით,ბიჭო,სადღაც სამ საათზე გავიდეთ,მანამდე მოემზადე. გოგოებს გავუაროთ და..
- რა?,- საათს დავხედე უკვე პირველი სრულდებოდა,- სად მივდივართ?,- ოთახი გადავატრიალე,სადღაც უნდა მქონდეს სიგარეტი,შანსი არაა!
- ბაკურიანში, აშკარად ასე ძაან არ უნდა დამერტყა,კაი მოკლედ, ლიზა და დანარჩენები შენ ჩაისვი,ბარემ თითქმის ერთ უბანში ხართ და მე,მარიამი,ნუცა და ნიკო ერთად წამოვალთ,- გეგმა ჩამოარაკრაკა.ნიკოზე ტანში უცნაურად გამცრა.ტასოს სახელი არ უხსენებია,ამაზე კიდევ უფრო დავეჭვდი. ძლივს საგულდაგულოდ გადანახული ერთი ღერი პრეზერვატივების ყუთში ვიპოვე. ტელეფონი გავთიშე და მოსაწევად აივანზე გავედი.

პ.ს მეორე თავი რაღაც ძალიან დიდი გამოვიდა,იმედია არ მოგბეზრდათ კითვხვა :დ <3 <3



№1  offline წევრი Rania

Au ratom mgonia tasobasos da sandros rom ertmaneti uyvart da jer ver xvdebiannn. Dakargvis cinashe rom dadgebiqn mere unda gamofxizldnen? Zalian kargiaaa
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი Sisa

როგორ მომწონს. იმედია, ამ ისტორიის დასრულების შემდეგ, ახალს კვლავ დაიწყებ ????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

პირიქით დიდი თავები ჯობია დამიჯერე :დდ რაც შეეხება პერსონაჟებს ძალიან კარები არიან ^^ შენ გადაწყვიტე ტასოს სანდროსთან დატოვებ თუ ცოტნესთან მაგრამ ისე ქენი რო გულგატეხილი არავინ დარჩეს გთხოვ <3 მგონი ცოტნეს ტასო უყვარს და სანდროსაც არ შეაყვარო. <333 გელოდებით რათქმაუნდა <33

 


№4  offline ახალბედა მწერალი ტომაჩკა

მთავარია სანდრო იყოს კარგად :დ ცოტნე აარაფრის ღირსია

 


№5  offline წევრი აბლაბუდა

სანდრო და ტასო როგორც ამბობენ მეგობრები არიან ხო და სხვა ურთიერთობა ტეხავს რა, მაშინ ამით დაამტკიცებ რომ არ არსებობს ბიჭსა და გოგოს შორის მეგობრება

 


№6 სტუმარი სტუმარი ლილია

დღეს აღარ იქნება ხო?

 


№7 სტუმარი Sisa

???????????

 


№8 სტუმარი ილე

გაგრძელება?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent