შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომაკვდავის სახსარი (1)


1-02-2019, 22:53
ნანახია 146

მომაკვდავის სახსარი (1)

გამარჯობა.
მე რუსკა იაშვილი ვარ 20 წლის.
მე კიბო მაქვს და მალე მოვკვდები.
ვიცი ამის წაკითხვისას თქვენში სიბრალულის გრძნობა გაიღვიძებს,
ახლავე შეწყვიტეთ ჩემი შეცოდება, რადგან მე არ მეცოდება საკუთარი თავი.
იმდენად დამღლელია ადამიანების რეაქციები, რომ მირჩევნია ახლავე მოვკვდე.
ჩემი სახლი პანაშვიდის ოთახს უფრო ჰგავს ვიდრე სითბოთი სავსე სახლს, სადაც მისვლა უხარიათ ხოლმე.
თუ ჩემს სახლში შემოიხედებით წააწყდებით უამრავ მგლოვიარე სახეს, უამრავ ნათესავს, რომლებიც ჩუმად ესაუბრებიან ერთმანეთს.
ნახავთ ჩაბნელებულ სასტუმრო ოთახს სადაც დედა ზის, თითქმის შავებში ჩაცმული და მელოდება როდის მივალ.
დროგამოშვებით ბებია მიუჯდება გვერდით, ან დეიდა და ამშვიდებენ.
მოისმენთ ტელეფონის ზარს სადაც გამუდმებით რეკავს მამა, კითხულობს ჩემ ამბავს და სამსახურიდან დაბრუნებისას კითხულობს რამე ხომ არ წამოიღოს და რამე ხომ არ მჭირდება.
იმდენად შევეჩვიე ამ ერთფეროვნებას აღარ მინდა სახლში მისვლა.
მორიდებით მირეკავს დედა და მეკითხება როდის მივალ სახლში, გულით მინდა ვუპასუხო რომ “არასდროს” მაგრამ ვპასუხობ “მალე”.
სახლში შესულს ყველა კარებში მეგებება ერთნაირი მზერით, რომელიც ამბობ “ კიდე ცოცხალი ხარ?”
ხო მე ჯერ კიდევ ცოცხალივარ ! და მომეცით უფლება ვიგრძნო თავი ცოცხალ ადამიანად ! მომეცით საშვალება ვისუნთქო, გავაგრძელო ცხოვრება ისე როგორც აქამდე.
მინდა ისე მიყურებდეთ როგორც ცოცხალ ადამიანს და არა აწ სამარისთვის გადადებულ ახალგაზრდას, რომელიც უბრალოდ ეცოდებათ.
მე ცოცხალი ვარ !
და მინდა გაიგოთ !
ისეთივე ვარ როგორც თქვენ, ერთი განსხვავებით, მე ვიცი როდის მოვკვდები თქვენ კი არა.

***
დაგაინტერესებთ ჩემი ამბავი როგორ დამემართა კიბო, რისი კიბო მაქვს, რამდენი დამრჩა, თმა გამცვივდა თუ არა, როგორ ვეგუები ამ ყველაფერს,
რა შეგრძნებაა როცა იცი, რომ უნდა მოკვდე და მსგავსი ბანალური კითხვები.
ახლა ამ ყველაფერზე საუბარს არ ვაპირებ, უბრალოდ გეტყვით, რომ მე შევეგუე ჩემ განაჩენს ყველანაირი ქიმიოთერაპიების გარეშე.
უარი ვთქვი იმ წვალებაზე რომელიც უშედეგოა.
საერთოდ რა საჭიროა ქიმია?
ზოგისთვის საჭიროა ზოგისთვის არა!
მე ასე ვთვლი.
არმინდა ტყუილი მცდელობებით დავიღალო თავი და სხეული, არმინდა ტყუილი იმედით ვცოცხლობდე, რომ გამოვჯანმრთელდები.
მირჩევნია ბედნიერად გავატარო სიცოცხლის დარჩენილი რამოდენიმე თვე, ან თუნდაც კვირა, ვიდრე უშედეგო ქიმიებით გამიხანგრძლივონ დატანჯული სიცოცხლე.
მე ასე მირჩევნია.

***
19 დეკემბერი იყო, ჩემი ბოლო დაბადების დღე.
ამ დღეს ყოველთვის მეგობრებთან ერთად აღვნიშნავდი მხიარულ გარემოში. ახლა კი არ მინდა, როგორი მხიარული გარემოც არ უნდა იყოს ყოველთვის მაგრძნობინებენ, რომ ცუდად ვარ და განიცდიან, მე კი ეს სიტვაცია ძალიან მთრგუნავს.
აი ყველაზე დიდი ნაკლი, როცა რაღაც გჭირს, აღარავინ გრჩება ისეთი ვისაც შეგიძლია ესაუბრო და არ გაგრძნობინოს უნებურად მაინც, რომ შენ ავად ხარ და შენზე ნერვიულობს.
ეს ზედმეტი მზრუნველიბა იმდენად მაღიზიანებს, რომ მინდა გავიქცე და გავექცე ამ ყველაფერს.
უცნაური შეგრძნებაა, როცა ბოლო დაბადების დღე გაქვს, ეს არის ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის.
უკვე შებინდებული იყო, მთაწმინდაზე ვიყავი, ხმაურიან ქალაქს ვუყურებდი და რაღაცას ვჯღაბნიდი, იდეაში რამე ფერადის დახატვა მინდოდა, რომელიც ჩემი ბოლო ნახატი იქნებოდა, თუმცა რაღაც უცნაური ჩანახატი გამოვიდა, აი ისეთი ყველა შენი დარდი, რომ ერთ ხაზზეა მოქცეული და ცდილობ გააფერადო.
უცნაური ნახატი იყო მაგრამ მშვენიერი, ისტორიული, ბევრის მთქმელი.
რა თქმა უნდა ამ ნახატს ყველა ისე აღიქვამდა, როგორც უბრალო ხაზებს და ფერებს. თუმცა ასე არ იყო და ამას ჩემს გარდა ვერავინ მიხვდებოდა.
ხატვა ერთადერთი რამ იყო, რაც მამშვიდებდა და უფლებას მაძლევდა მომეყოლა ყველაფერი რაც თავში მიტრიალებდა.
თარიღი მივაწერე და კმაყოფილმა გავხედე ნახატს, რომელიც ბნელი თბილისის ფონზე კიდევ უფრო დრამატული და არტული ჩანდა.
- ავბედითი ნახატია - მომესმა ზურგს უკან ხმა და წინ ახალგაზრდა ბიჭი ამესვეტა
- შეიძლება ვნახო ? - ნახატი გავუწოდე, ფიქრნარევი მზერა ესროლა და გაიღიმა
- ლამაზია და მეტყველი, ერთი შეხედვით უბრალოა, მაგრამ სინამდვილეში ბევრის მთქმელია. - წუთით ვიფიქრე, რომ ჩემი აზრები გაიგო, ან ხმაამაღლა ვლაპარაკობდი და მოისმინა.
- გამომართვი, არ დაკარგო ეს ისტორიული ნახატი - გაიცინა და ნახატი დამიბრუნა
- მე ერეკლე ვარ - ისევ აგრძელებდა საუბარს
- რუსკა - ვუპასუხე და ნაძალადევი ღიმილი ვაჩუქე
- შენნაირი განსხვავებული ადამიანის გარდა ვერავინ დახატავდა მაგ ნახატს
- მერე ვინ გითხრა, რომ განსხვავებული ვარ?!
- ჩემმა ინტუიციამ, მგონია, რომ შენში ბევრი საინტერესო რამის აღმოჩენა შეიძლება.
- შეიძლება, არვიცი.
- მინდა, რომ ვცადო და დავრწმუნდე.
- მკერავ?
- არც მიცდია, მაგრამ თუ გაგისწორდება შემიძლია ვცადო.
- არა, მადლობა
- კარგი. კიდევ გაქვს ნახატები?
- ბევრი ძალიან
- ალბათ ყველა ისეთივე განსხვავებული, არაორდინალური და საინტერესოა, როგორც შენ.
- საერთოდ რატომ აიჩეემე ეს განსხვავებულობა და მსგავსი რაღაცები ?
- ამ სიცივეში, აქ, მარტო, თან დასახატად არავინ მოვიდოდა უინტერესო და ბანალური.
- ანუ შენც განსხვავებული, არაორდინალური, საინტერესო და არაბანალური ხარ?
- ხო და ძაან თესლიც - მის სიტყვებზე გამეცინა და პანიკური სიცილი ავტეხე.
- რამე სასაცილო იყო?
- თვითდაჯერებული ხარ როგორც ყველა შენი ასაკის ბიჭი.
- მე დამსახურებულად თვითდაჯერებული ვარ და სხვებს ნუ მადარებ საერთოდ.
- ყველა თვითდაჯერებული იდიოტი შენსავით ფიქრობს და სწორედ მაგის გამო ჰქვიათ თვითდაჯერებული იდიოტები
- შენ სიტყვებს უკან წაიღებ და მერე ბოდიშს მომიხდი იცოდე.
- კი, როგორ არა.
- ვიყო თუ არა.
- კარგი და შენ რა გინდა აქ, მარტო?
- ფიქრისთვის ამოვედი, მაგრამ არ დამაცადე.
- მე რაშუაშივარ? გეფიქრა, მე კი არ მოვსულვარ შენთან.
- აქ, რომ არ ყოფილიყავი ფიქრს შევძლებდი, რომ დაგინახე იმდენად საინტერესო მომეჩვენე არ შემეძლო უბრალოდ დამეიგნორებინე.
- შენ ცნობისმოყვარეობას მე ნუ დამაბრალებ.
- კარგი ეგრე იყოს. - სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა და გამომხედა
- ლამაზი თვალები გაქვს
- მადლობა
- ზღვასავით ლურჯი და ახლა მშვიდი
- ვიცი
- ბუნებრივი შავი თმა გაქვს?
- კი
- საინტერესოა. განსხვავებული გარეგნობა გაქვს, ნახატივით ხარ აწყობილი, ყველა დეტალი გიხდება.
- ყოველთვის ამდენს ლაპარაკობ თუ მხოლოდ ახლა?
- ყოველთვის. არ ეწევი?
- არა
- არაფერს?
- არფერს
- სვამ?
- არა
- გაოცებული ვარ
- რას ხედავ გასაოცარს?
- ხელოვანი ადამიანები ყოველთვის ბევრს ეწევიან და სვამენ
- რა შუაშია მოწევა ხელოვნებასთან?
- ბევრისთვის უპირველესია. როცა არაფხიზელი ხარ იმაზე კარგად აღიქვამ ფერებს და იმაზე კარგად ხატავ ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. რაღაც მზის ამოსვლის მსგავსია. უცბად გინათდება გონება და მანამ ხატავ სანამ არ დაასრულებ. მე მაგალითად ეგრე ვარ და ასწორებს.
- ხატავ?
- კი
- გასაგებია რატომაც გაქვს ამდენი ინფორმაცია და რატომ აღიქვამ ნახატს ზუსტად.
- ხო, ზუსტად. არ გინდა მოწიო? იცი საერთოდ რა შეგრძნებაა, როცა ეწევი და კვამლთან ერთად ყველა შენ პრობლემას ჰაერს ატან?
- მომიწევია, მაგრამ არა იმისთვის, რომ პრობლემებისგან თავი დამეღწია.
თითქმის ჩამწვარი სიგარეტი გამოვართვი და პირველი ნაპასი დავარტყი.
ისეთი შეგრძნება იყო, აქამდე რომ არ განმიცდია, მესიამოვნა კვამლი, რომელიც ჯერ ჩემ ფილტვებში ჩადიოდა შემდეგ კი ამოდიოდა.
- კარგი, მისმინე უნდა წავიდე - ვუთხარი ახლადგაცნობილ უცნობს და ფეხზე წამოვდექი
- შენი ტელეფონი მომეცი და ჩემ ნომერს ჩაგიწერ, როცა მოგინდება დამირეკე ან მომწერე - ტელეფონი გავუწოდე და დაველოდე როდის დაამთავრებდა საქმეს.
- გამომართვი - ტელეფონი გამომიწოდა და განაგრძო - გამიხარდა შენი გაცნობა
- კარგად -ვუპასუხე უემოციოდ და ბნელ და უკვე ჩაჩუმებულ ქუჩას გავუყევი.
სახლში მისულს იგივე სიტვაცია დამხვდა, კარების გაღებისთანავე დედა შემომეგება აფორიაქებული, ჩვეულ ამპლუაში:
- დედა სად ხარ აქამდე?
- ვსეირნობდი რა იყო?
- არაფერი, ვინერვიულე
- გამაკვირვე
- რა გჭირს დე?
- დედა, რა უნდა მჭირდეს? - ირონიულად გავუღიმე და ოთახისკენ წავედი
- არ გშია?
- დედა! ოდესმე შეეშვები ამ მზრუნველობას? დავიღალე.
ორი წლის ბავში ვარ? თუ მომშივდება მე თვითონ შევჭამ, შენი დახმარების გარეშე. კიბო თუ მაქვს არ ნიშნავს იმას, რომ უძლური და დავრდომილი ვარ, ოდესმე გაიგებბ ამას?? - თავშეუკავებლად მივახალე ყველაფერი და ოთახის კარები მივხურე.

- ღმერთო, აღარ შემიძლია. - წარმოვთქვი ღმადაბლა და საწოლზე დავვარდი.
***
აკადემიაში წავედი.
ლექციებიდან გამოსულს თიკამ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.
- ქიაჩელზე მოდი მე და მაკუნა ვართ - მითხრა ლაღი ხმით და ტელეფონი გამითიშა.
გემრიელად მიირთმევდნენ შოკოლადიან ბლინებს და ყავს, ჩემ დანახვაზე ფეხზე წამოცვივდნენ და გულში ჩამიკრეს.
- შენთვისაც შევუკვეთეთ.
- მადლობა - გავუღიმე და ჩემი კუთვნილი ბლინების ჭამას შევუდექი
- რა ხდება აბა?
- მოგვენატრე - ერთხმად მითხრეს ტყუპებმა
- მეც
- რაქენი გუშინ?
- არაფერი. სასეირნოდ წავედი და მაგით დავასრულე 21-ე დაბადების დღე.
- კარგი რა რუს, მაგას არ ჯობდა ჩვენთან ერთად სადმე წამოსულიყავი? - წყენით მითხრა მაკუნამ და ყავა მოსვა
- ბოდიში, მაგრამ არ მინდოდა კიდევ ერთხელ სიბრალულით სავსე გამომეტყველებების ყურება, მთელი საღამო.
- გეფიცები თუ არ მწყინდეს. - გაბრაზებით მითხრა ისევ მაკუნამ და თიკას გახედა
- ვიცი და ბოდიში, მაგრამ ამდენი სენტიმენტებით და წინასწარ გლოვა-გამოთხოვების ცერემონიებით დავიღალე, როცა მოვკვდები ეგენი მერეც გეყოფათ, ახლა უბრალოოდდდ... არვიციიი, არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ვარ და არ არის საჭირო ყოველ წუთში კითხვები როგორ ვარ, რამე ხომ არ მინდა, ხომ არ დავიღალე. თუ დავიღლები გეტყვით, თუ რამე მომინდება მაგასაც გეტყვით.
უკვე აღარ შემიძლია, სახლში გლოვა, მეგობრებთან გლოვა, ამ ყველაფერს გავურბივარ და მარტო ვარ ჩემ თავთან, ყოველგვარი სენტიმენტების გარეშე. არავის არ ესმის, რომ ეს ყველაფერი დამღლელია, მართლა აღარ შემიძლია და აღარ მინდა. ბოდიში თუ გწყინთ, მაგრამ.. მართლააა ძალიან დავიღალე.

-
კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ, ყველაფერი ავუხსენი.
ამდენი ხნის შემდეგ პირველად ვისაუბრეთ ისე როგორც აქამდე, სასიამოვნო იყო, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მომშორდა და თავისუფლად სუნთქვა დავიწყე.
დამამშვიდა მათთან საუბარმა და იმის თქმამ რაც დიდი ხანია მაწუხებს

***
დილა გათენდა, არც ისე მზიანი, მაგრამ მართლაც გამახსენა ერეკლეს სახელი. მთელი დღე ვფიქრობდი, საიდან გაჩნდა ასე უცბად და იმაზე უფრო ვფიქრობდი, რატომ ვფიქრობდი მასზე.
ერთი შეხედვით ჩანდა, რომ სხვებს არ გავდა. და როგორც თავად თქვა რაღაც საინტერესოს აღმოჩენა შეიძლებოდა ოღონდ მასში.
ყოველთვის მიყვარდა ასეთი ადამიანები, ერთი ნახვით, რომ უამრავ შთაბეჭდილებას და თავსატეხს გიტოვებდნენ, გაფორიაქებდნენ და მოსვენებას გიკარგავდნენ.
*
- ალო
- ერეკლე, რუსკა ვარ
- რუსკა? როგორ ხარ?
- რავიცი, შენ?
- რავიცი მეც.
- გცალია?
- რახდება?
- ნახვა მინდა შენი
- მეგობრებთან ერთად ვარ, მისამართს გეტყვი და მოდი
- არვიცი.. უხერხული არ იქნება?
- ღადაობ? უხერხული რატო იქნება? გელოდები.
- კარგი.


***
ისეთი თბილი გარემო დამხვდა, გაოცებული და გაკვირვებული ვიყავი. გამაკვირვა მათმა სიყვარულმა ერთმანეთისადმი, თითოეულ მათ სიტყვაში ნათლას ჩანდა როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს და როგორი ძვირფასები იყვნენ ერთმანეთისთვის. ყველაზე მეტად კი იმან გამაკვირვა, როგორ მიმიღეს და როგორ გამიგეს, ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს ყველას ძალიან კარგად ვიცნობდი.
უკვე თენდებოდა, როცა დაშლა გადავწყვიტეთ და ერეკლეც უკან ამედევნა სახლში გასაცილებლად:
- შენი აზრით მოვეწონე მათ? - მთვრალმა ვკითხე და მის პასუხს დაველოდე
- ისეთივე დარწმუნებული ვარ მაგაში, როგორც საკუთარ თავში.
- ძალიან კარგები არიან, თან ისე გიყვართ ერთმანეთი და ისეთი საყვარლები არიან...
- ვიცი, მაგრამ ისე ნუ ლაპრაკობ თითქოს მეგობრები არ გყავდეს და შენ ვინმეს არ უყვარდე.
- მყავსს, მაგრამმ ჩემიი მეგობრებიი... ეეეეჰ ჩემიიი მეგობრებიიი რთულიი საკითხია.
- ცოტა ისევ მთვრალი ხარ ხო?
- კი და ბედნიერი
- დალევამ ასე გაგაბედნიერა?
- დალევამ არაა შეენ.. თქვენნ..
- თავიდან უფრო მომეწონა ეგ პასუხი სანამ “თქვენ” არ ჩაუმატე.
- ხო მაგის გარეშე უკეთესად ჟღერდა.
- ჩემთან წამოხვალ?
- ახლა, რომ სახლში არ მივიდე პიზდეც.
- მაშიინ.. საღამოს რომ მოხვიდე? და დარჩე?
- შენთან?
- ჩემთან, ჩემთან
- კარგიი.
თვალებში ისე მიყურებდა, პირდაპირ მბურღავდა. მთელი სხეული მეწვოდა და სისხლი მიდუღდა.
ისეთ სითბოს ვგრძნობდი, არვიცოდი მომწონდა თუ მეუცხოვებოდა.
მისი თვალები იმდენად მირევდა თავგზას, ყველაფერი მავიწყდებოდა.
ნელნელა უახლოვდებოდა მისი სახე ჩემსას და სუნთქვაც მიხშირდებოდა, მისი ტუჩები ისე ნაზად ეხებოდა ჩემსას, მთელი სხულის სიმსუბუქეს ვგრძნობდი და მისი ტუჩების თითოეული შეღება იმდენად გამაგიჟებელი იყო პიკს აღწევდა !
ისეთი ნაზი იყო, ვნებიანი და მგრძნობიარე როგორც არაფერი.
ისეთი შეგრძნებებით ვიყავი სავსე მეგონა ჭკუიდან შევიშლებოდი, ისე მომწონდა მისი შეხება, მისი სუნი და მისი ღიმილი კოცნებს შორის.
ეს იყო ისტორიული კოცნა !
კოცნა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის !скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Tina Falcone

კარგი შინაარსი აქვს,საინტერესოა.იმედი მაქვს მალე იქნება გაგრძელებაც.♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent