შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი ყოფილი /სრულად/


2-02-2019, 13:41
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 2 695

შეშლილი ყოფილი /სრულად/

ვიზიტი ფსიქოლოგთან.

- არც ვიცი რამდენი ხანი გავიდა, რაც ამ მდგომარეობაში ვარ, მხოლოდ ის ვიცი რომ სიმართლე თუ გინდათ არც არაფერი არ ვიცი. წერა მიყვარს, არა არ მიყვარს ამით ვცხოვრობ, ვსუნთქავ და ვიკვებები, თუ ვწერ ესე იგი ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი "რიგზეა" და თუ არ ვწერ ესე იგი უფრო მეტად რიგზეა. მუზების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ ყველაფერს რასაც ჩემი შეშლილი გონება გაიფიქრებს ისტორიად ნამდვილად არ ვაქცევ. განა საზოგადოების კრიტიკის მეშინია, არა ვგიჟდები კრიტიკაზე, უბრალოდ ზოგჯერ მეზარება იმ ყველაფრის გადმოცემა რაც დასაბამს იღებს ჩემს ტვინში.
- იქნებ სერიოზულად მოკიდებოდით ამ საქმიანობას?
- რას მწერლობას?
- დიახ.
- დღეს წიგნებს არავინ აღარ კოთხულობს. აქა-იქ შემორჩა ადამიანები ვისაც ჯერ კიდევ მოსწონს წიგნის სუნი და მისი ფურცლების შეხება, სიმართლე თუ გინდათ არც მე მომწონს ეს ახალი გამოცემები, სასწაულად პრიალა ზედაპირით. ძველი, მოყვითალო, შკურკასავით უხეში წიგნის ფურცლები მენატრება.
- მგონი თქვენ უბრალოდ ნოსტალგიური ხართ.
- ასეა, მუდამ მახსენდება სოფლის საპირფარეშოებში მიჭედებულ ლურსმანზე ჩამოხეული ოჯახისთვის ზედმეტად უინტერესო წიგნები.
- სარკასტულიც ხართ.
- რატომ არის სიმართლე ყოველთვის სარკასტული?
- ყოველთვის არ არის. მოდით მთავარ თემას მივუბრუნდეთ.
- და შემახსენეთ რა არის ჩვენი მთავარი თემა?
- ახლაც სარკასტული ხართ.
- კარგი ასე იყოს მაგრამ თქვენი პირიდან წამოსული ეს სიტყვა ძალიან მომწონს.
- მგონი დღეისთვის მოვრჩით.
- და მთავარი თემა?
- შემდეგისთვის გადავდოთ.
______

ერთი წელი მაინც იქნება რაც ფსიქოლოგთან დავდივარ, სიმართლე თუ გინდათ წარმოდგენა არ მაქვს რას ვაკეთებ ამ *ირის კაბინეტში, მაგრამ მასთან საუბარი მომწონს, ზედმეტ კითხვებს არ გისვამს, შენს სულში ხელებს უხეშად არ აფათურებს, თუ იყვირებ ის ტონს არ აუწევს, ტირილი თუ მოგინდება რა ჯანდაბა გატირებსო არ გეტყვის. ერთი სიტყვით თავის საქმეს ასე თუ ისე ასრულებს. მაგრამ მაინც ვერ ვხდები რა ჯანდაბისთვის დავდივარ მასთან.
მოდით სულ თავიდან დავიწყოთ ყველაფერი. ჩემი სახელის პირველი ასო ანბანში საპატიოდ იკავებს მეთვრამეტე ადგილს, სიმბოლური დამთხვევაა ისიც, რომ ზუსტად თვრამეტი წლის ასაკში შევხვდი ჩემს ყოფილს, რომლის სახელის პირველი ასო ანბანში საპატიო მერვე ადგილს იჭერს და ზუსტად რვა წელს ითვლის ჩვენი ერთად ყოფნის წლებიც. ახლა კი ვსვამ კითხვას? ვინმეს ადარდებს ეს ყველაფერი? არა რა თქმა უნდა. ამ საღამოს არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემი ფსიქოლოგის რჩევა გავითვალისწინე, შევეცადე ერთხელ მაინც დამელაგებინა ჩემში აფორიაქებული ფიქრები და თავი მომეყარა ერთი ამბისთვის მაინც. მე სოფი ვარ, ახლა ოცდაათი წლის ვარ და უკვე ოთხი წელია ჩემი ყოფილის მოკვლის გარდა სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.
_____

- დილამშვიდობის სოფი. - მეუბნება სამსახურში შესულს ჩემი მდივანი. როგორც ყოველთვის ახლაც უპასუხოდ ვტოვებ მის მისალმებას და კაბინეტში შევდივარ, სადაც მაგიდაზე ტრადიციულად მხვდება ახლახანს მოდუღებული ესპრესო. ჩანთას ძირს ვაგდებ, სავარძელში ვეშვები და ესპრესოს სმას ვიწყებ. მერე ფანჯარას ღრმად ვაღებ და სიგარეტს ვუკიდებ. ოცდამეთხუთმეტე სართულიდან ვუყურებ ჭიანჭველების ზომის ადამიანებს და ახლაც ისევე მიჩნდება ფანჯრიდან გადახტომის სურვილი, როგორც გასულ დღეებში. კაცმა რომ თქვას საწუწუნო არაფერი მაქვს. ერთ-ერთი წამყვანი ტელევიზიის გენერალური დირექტორი ვარ, წარმატებულ ხალხში ვტრიალებ და არც თავად მაკლია წარმატება და ცნობადობა. თქვენც ფიქრობთ რომ ცხოვრების უმადური ვარ არა? ხო ზოგჯერ მეც ასე ვფიქრობ.
- სოფი. - თავი შემოჰყო ჩემმა თანამშრომელმა.
- ახლა არა. - ხელი ავუქნიე და სიგარეტს ღრმა ნაფაზი დავარტი.
- ეს სასწრაფოა.
- გითხარი ახლა არა. ჯერ ყავა არ დამისრულებია, არც სიგარეტი ჩამიქვრია, გამოდის სასწრაფო ვერ იქნება სანამ ამ პროცედურას არ დავასრულებ.
- ხუთ წუთში შემოვალ.
- ყოჩაღ.
- არა სოფი ეს მართლა სასწრაფოა. - ორ წამში ისევ თავი შემოჰყო ცოტნემ. სიგარეტი ჩავაქრე და მისკენ შევბრუნდი.
- მეტიც არ მინდა სასწრაფო არ აღნოჩნდეს.
- გარეთ თომა გელოდება.
- ვინ თომა? - სავარძელში ჩავესვენე და მუხლებიც საოცრად ამიკანკლადა.
- ფოტოგრაფი თომა.
- ფოტოგრაფი?
- ხო, შენი ყოფილი.
- უთხარი რომ აქ არ ვარ. - ნერვულად დავიწყე მაგიდის დალაგება.
- უკვე იცის რომ აქ ხარ.
- და სანამ ჩაუბულბულებ ჩემს აქ ყოფნას არ შეიძლება ჯერ ჩემთან შეათანხმო? - დავიღრიალე და მაგიდას ხელები დავარტყი.
- ეს გოგო არ იცვლება. - ოთახში შემოდის თომა. - შეგიძლია წახვიდე და მარტო დაგვტოვო. - ისე დაითხოვა ოთახიდან ჩემი თანამშრომელი გეგონებათ მე კი არა ის ყოფილიყოს ამ კომპანიის გენერალური დირექტორი. მისი გასვლის შემდეგ თომამ თავისი ზურგჩანთა სავარძელზე მიაგდო, სკამი ჩემ წინ მოაგორა და დაჯდა. - აბა. როგორ არის მსოფლიოში ყველაზე შეშლილი გოგო.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- მადლობა მეც შესანისნავად ვარ. - დაბალ წვერზე ხელი ჩამოისვა თომამ და გამიღიმა.
- მე კითხვა დაგისვი. - სავარძელში უკვე შესაბრალისად მივიკუჭე.
- მომენატრე.
- ეგ ირონიული სიფათი მოიშორე სანამ ჩამოგაგლიჯე. - შევუბღვირე და სავარძლიდან წამოვხტი. ფანჯარა გამოვაღე და სიგარეტს მოვუკიდე.
- არ იცვლები სოფი.
- სერიოზულად გეკითხები, რისთვის მოხვედი.
- ახალ წელს რა გეგმები გაქვს?
- როდის აქეთაა ეს შენ გეხება?
- სოფი. - ფეხზე წამოდგა თომა და მომიახლოვდა. თვალი აცახცახებული მკერდისკენ გაექცა. ამაზე ძალიან გამეღიმა და თვითდაჯერებულობა შემმატა. - კარგი მოდი ყოველგვარი შესავლის გარეშე გეტყვი. ახალ წელს სოფელში ვხვდებით მეგობრები.
- მერე?
- ხომ იცი ბებიაჩემს როგორ უყვარხარ, ისიც ხომ იცი მის გარდა არავინ მყავს, მესიკვდილებოდა ახლა შენთან ამის სათხოვნელად მოსვლა, გული გაუსკდება ერთად რომ არ გვნახოს.
- ხვდები რას მთხოვ?
- ვიცი არც ჩემთვის არის მარტივი შენისთანა მონსტრის გვერდით ყოფნა მაგრამ ამას მის გამო გთხოვ.
- არ შემიძლია ამის გაკეთება. - სიგარეტი ჩავაქრე და მაგიდასთან მივედი.
- გთხოვ, გააკეთე ეს მოხუცი ბებიასთვის.
- ნუ ცდილობ ჩემი მისდამი სიყვარულით ისარგებლო. ესეც არ იყოს ვერ გავჩერდები შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ.
- რატომ? გეშინია შენმა ვნებამ არ გაგყიდოს? - ეშმაკურად ჩაიღიმა თომამ და ახლა თვითონ მოუკიდა სიგარეტს.
- ბევრი საქმე მაქვს. შეგიძლია წახვიდე?
- ჯერ მოვწევ. - ღრმა ნაფაზი დაარტა სიგარეტს და მზერა მომაპყრო.
- როგორც გინდა. - თავის ხელში აყვანას ამაოდ ვცდილობდი, ეს ბიჭი ყოველ ნახვაზე სულ უფრო და უფრო მიშლიდა ემოციებს. საქაღალდეში უაზროდ დავიწყე რაღაცის ძებნა თუმცა მივხვდი ასე უფრო სასაცილოდ გამოვიყურებოდი, ამიტომ ავდექი და კაბინეტიდან თავად გავედი.

______

- დღემ როგორ ჩაიარა? - მეკითხება ჩემი ფსიქოლოგი და უზარმაზარ ცხვირზე სათვალეს ისწორებს.
- ჩვეულებრივ.
- სარკაზმი გზად ჩამოსვით?
- არა საპირფარეშოშია.
- მეჩვენება თუ უხასიათოდ ხართ?
- გეჩვენებათ.
- რამე გაწუხებთ?
- დღეს ჩემს შეშლილ ყოფილს შევხვდი.
- როდესაც ამბობთ ყოფილს ამ დროს რას განიცდით.
- განცდით არაფერს, მხოლოდ მისი მოკვლის სურვილი მიასმაგდება.
- რატომ გძულთ?
- არ მძულს.
- გიყვართ?
- არა.
- მაშ რას გრძნობთ მის მიმართ.
- სიბრაზეს.
- სიბრაზეს რის გამო?
- რომ ასეთი სასურველია.
- ისევ მოგწონთ?
- ჩემს ადგილას თქვენც მოგეწონებოდათ.
- თქვენ ლამაზი გოგონა ხართ.
- სულამაზე არაფერ შუაშია.
- მაშ რა არის შუაში?
- მუხტი, მიზიდულობა, ვნება, სიგიჟე, ყოველივე ის რაც ჩვენ შორის არსებობს.
- და რატომ არ ხართ ერთად?
- სიამაყის გამო.
- უცნაური მიზეზია.
- ასე ფიქრობთ?
- სრულიად.
- თქვენ ვერ გაიგებთ.
- შეეცადეთ გავიგო, მესაუბრეთ ამის შესახებ.
- დღეს არა. - ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი.
- სიანსი არ დასრულებულა.
- კი დასრულდა. - ვამბობ და გარეთ გავდივარ.

ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა ისეთი რომ მე და თომა დავშორდით. სიმართლე გაინტერესებთ? არაფერი, საერთოდ არაფერი. რვა წლიანი ურთიერთობის შემდეგ, როდესაც თომას ცოლობაზე უარი ვუთხარი და ვთხოვე ცოტა ხანს კიდევ მოგვეცადა, გაბრაზებულმა კარი გაიხურა და წავიდა, მას შემდეგ არც მას უცდია ურთიერთობის აღდგენა და არც მე. ოთხი წელი, ოთხი უაზრო წელი გავიდა. ამ ოთხი წლის მანძილზე ბევრი რამ შეიცვალა. მე საკმაოდ წარმატებული ტელევიზიის დირექტორი გავხდი, ის კი ფოტოგრაფიის ნამდვილ გენიად იქცა. ორივეს ჩვენი საქმე გვაქვს, ორივეს წარმატებული კარიერა, ჩვენი გზები ხშირად იკვეთება ამა თუ იმ წვეულებებზე, მის მზერას ახლაც ისევე ვგრძნობ, როგორც წლების წინ. მაგრამ ეს არაფერს ცვლის ჩვენი ყოველი შეხვედრა სკანდალით მთავრდება. ერთმანეთის გამწარება დღის წესრიგად და მთავარ სურვილად გვექცა.
მოკლედ ასე. ეს არის ისტორია ორი ზრდასრული ადამიანის შესახებ, რომლებიც ბავშვებივით უფრო იქცევიან ვიდრე ზრდასრულებივით.
----------
- ნუ ჩამოგტირის ცხვირ-პირი. - შემიღრინა ნუცამ და წითელი ღვინო დამისხა.
- არ ჩამომტირის.
- იცი სოფ. ყოველთვის აუტანელი ხასიათი გქონდა, მაგრამ რაც მათეს დაშორდი საერთოდ მოსიარულე მონსტრად იქეცი.
- მადლობა მეგობარო. ძალიან საყვარელი ხარ. - სავარძელში უფრო ღრმად ჩავეშვი და თვალები დავხუჭე.
- მე სერიოზულად გეუბნები. იცი ვერ ვხვდები თავს ამ დღეში რატომ იგდებ.
- რა გინდა ნუც, დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა. არ მაქვს შენთან კამათის თავი.
- რა მოხდა?
- ბევრი შეხვედრა მქონდა. დავიღალე. - სასმელი მოვსვი და თავი უკან გადავაგდე. - კიდევ თომა ვნახე.
- რა? სად? როდის? როგორ? რა მოხდა? რა ქენით?
- გეყოფა! რა გჭირს? - დავიყვირე მისი აღტყინებით წყობიდან გამოსულმა. - რა გემართება როდესაც მას ვახსენებ?
- ახლა გასაგებია შენი დღევანდელი უხასიათობა.
- სამსახურში მომაკითხა.
- ოჰო, დიდი ნახტომი გაუკეთებია ბიჭს. რა უნდოდა?
- მთხოვა ახალ წელს სოფელში გავყვე.
- რაო?
- ჰო, ბებიამისის გამო. ხომ იცი გიჟდება ჩემზე.
- და რას ფიქრობ?
- შენ წარმოგიდგენივარ მე მასთან ერთად ერთ სახლში?
- დაიცა დავფიქრდე? - სახე ღიმილმა დაუფარა ნუცას.
- გეყოფა ნუცა.
- მდა, რთული საქმეა. რას აპირებ?
- ვერ წავალ.
- გეშინია?
- არ შემიძლია მასთან ერთად წასვლა.
- რატომ?
- იცი რატომაც.
- კი ვიცი, მოკვდები მისი სურვილით, ბოლოს საწოლშიც ჩაუგორდები და მერე რა უნდა უყო შენს სიამაყეს? ღრმერთო ჩემო სოფი მგონი ძალიან ბავშურად იქცევი.
- მოკეტე!
- მე კი მოვკეტავ მაგრამ შენ ამით რა? - გვერდით მომიჯდა ნუცა და მზერა გამისწორა. - ისევ გიყვარს არა?
- არა!
- მაშინ დაამტკიცე.
- როგორ?
- მასთან ერთად წადი.
- ჩემს მოთმინებას ცდი?
- ხომ თქვი რომ არ გიყვარს, მაშინ წადი, ბებიას გულს გაუხარებ და უკან დაბრუნდები.
- ერთი კვირა ვერ დავრჩები იქ.
- ესე იგი გიყვარს.
- გითხარი არა.
- კარგი. - მხიარულად წამოდგა ნუცა და ოთახიდან გავიდა. სასმელი ბოლომდე დავლიე, კიდევ ერთი ჭიქა დავისხი და ისიც გამოვცალე. ჰო ნუცა მართალი იყო, თავსაც არ ვუტყდებოდი მაგრამ თომა ისევ მიყვარდა, განა ისევ ისე როგორც ადრე, არა ახლა გაცილებით მეტად მიყვარდა ვიდრე ოდესმე, ის ფაქტი რომ შეიძლებოდა მას ეს ეგრძნო სულს მიფორიაქებდა. ნუცა ჩემი ბავშობის მეგობარია, რომელიც მშობლების ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ჩემმა მშობლებმა ჩვენთან გადმოიყვანა და მას მერე დებივით გვზრდიდნენ, ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ. როდესაც სრულწლოვანები გავხდით მამამ ბინა მიყიდა და მე და ნუცა ცალკე გადავედით საცხოვრებლად, მას მერე ერთად ვცხოვრობთ, ახლა ალბათ ხვდებით მას ვერაფერს გამოაპარებთ, ყოველშემთხვევაში იმ საკითხებს რაც მე მეხება, ასე რომ მან შესანიშნავად იცოდა თუ რა შეიძლებოდა მოყოლოდა ჩემ წასვლას. მე კი როგორც ყოველთვის ახლაც საშინლად მომინდა რომ მისი ვარაუდი დამემსხვრია. იმ ღამით ვერ დავიძინე და მეორე დილით სამსახურში საშინელ ხასიათზე მივედი. ჩემი მდივანი ტრადიციულად მომესალმა, მე ისევ უპასუხოდ დავტოვე, კაბინეტში შესულმა ჩანთა ისევ ძირს დავაგდე, ფანჯარა გამოვაღე და სიგარეტს მოვუკიდე, გუშინდელ დღეზე ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა, მოუსვენრობამ ერთიანად შემიპყრო, ჩემ შიგნით ნამდვილი ომი გაჩაღდა. ფსიქოლოგთან ვიზიტზე არ წავედი, მისი სიმშვიდე ახლა ის იყო რაც ჩემს აფეთქებას გამოიწვევდა, ამიტომ სამსახურიდან ადრე გამოვედი და იქვე მდებარე ბარში ვისკის დასალევად შევედი. აქ ხშირად დავდიოდი ამიტომ ყველა მცნობდა, ბარმენი შესვლისთანავე მომესალმა.
- გამარჯობა ლამაზო. რას მიირთმევ?
- ტრადიციულად.
- რა თქმა უნდა. - ვისკის ჭიქას გვერდით მიდებს და თავის საქმეს უბრუნდება.
სასმელს ნება-ნება ვწუპავდი როდესაც მობილურზე მოსულმა შეტყობინებამ რეალობაში დამაბრუნა. ტელეფონის ეკრანს დავხედე, მაშინვე გამეღიმა, ჩემ გარდა ვის მოაფიქრდებოდა მისი ნომრის ასე ჩაწერა "ყოფილი" ტექსტი გავხსენი.
- რა გადაწტვიტე?
- არაფერი. - ვპასუხობ კონკრეტულად.
- გინდა გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარო?
- არა.
- სოფი ვისკზე უფრო ღვინო გიხდება. - ბარს თვალი მოვავლე და კუთხეში მჯდომი თომას დანახვისას ჭიქას მთელი ძალით ჩავაფრინდი. ეს უკანასკნელი ადგა და ჩემსკენ წამოვიდა, სკამი უხმოდ გასწია და წინ დამიჯდა.
- აქ რას აკეთებ?
- გითვალთვალებ.
- რა გჭირს შენ?
- კარგად გამოიყურები. - სკამის ზურგს მთელი ძალით მიეყრდნო და ბარმენს ვისკი შეუკვეთა.
- შენ რა მართლა მითვალთვალებ?
- ოცნებას მოეშვი პატარავ. საქმეზე ვარ აქ.
- რა საქმეზე?
- ეს შენ არ გეხება. შენ ის მითხარი რატომ ვერ რისკავ ჩემთან ერთად წამოსვლას? ხომ იცი თითს არ დაგაკარებ. მე ქალებთან უსიყვარულოდ არ ვწვები.
- არ მოკეტავ?
- ისევ გინდივარ არა? - წვერზე ხელი ჩამოისვა თომამ და კმაყოფილმა შემათვალიერა.
- ეს შენ გინდივარ
- ჰო, როგორ არა. - ვისკი მოსვა და სიგარეტი გააბოლა.
- ხომ იცი რომ ჩემთვის არაფერს ნიშნავ.
- არც ჩემთვის. - ვიგრძენი როგორ გამიფუჭდა ხასიათი.
- იმედია იმდენი ღირსება შეგრჩა რომ თანხას შენ გადაიხდი. - მაგიდიდან წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი. გარეთ გამოსული მანქანაში ჩავჯექი და ის იყო ძრავა ავამუშავე კარი გაიღო და ჩემ გვერდით ჩემი ყოფილი მოკალათდა.
- წავედით.
- ბატონო?
- დაძარი მანქანა და წავედით.
- არ მახსენდება რომ შენ მძღოლად დამეწყოს მუშაობა.
- გაბრაზებული ძალიან საყვარელი ხარ. - ჩაახველა თომამ და მანქანის სავარძელზე გადაწვა.
- გადადი რა, შენი დრო არ მაქვს.
- და სად მიდიხარ?
- იქ სადაც შენ არაფერი გესაქმება.
- არა... - ახარხარდა თომა.
- რა არა და ნუ იქცევი იდიოტივით.
- სახლამდე მიმიყვანე გთხოვ, ნახე გაწვიმდა, არ გეცოდები? მოტოთი ვარ, უნდა დავსველდე, გავცივდე და მერე ავადმყოფის მოვლას მეხუმრები?
- სასაცილო ხარ. - ძრავა ავამუშავე და ჩემი იდიოტი ყოფილის სახლისკენ ავიღე გეზი, ვიცოდი მანქანიდან ვერაფრით ჩამოვაგდებდი ამიტომ ამ რაუნდის დათმობა მომიწია.
- ისე რაც დავშორდით გაცილებით კარგ ვიდზე ხარ. - ხარბად შემითვალიერა თომამ სხეული.
- შენ კი უფრო მეტად მოუვლელს დაემსგავსე.
- რა მწარე ხარ სოფი.
- როდის ვიყავი ტკბილი.
- მხოლოდ საწოლში.
- მორჩი! - საჭეს ნერვულად მოვუჭირე ხელები, რაზეც თომას ძალიან გაეღიმა. - და ნუ იღიმი, ვერ ვიტან შენ სიფათზე ამ ირონიული ღიმილის ყურებას.
- კარგი.
- აჰა მოვედით. ახლა მანქანიდან გადადი.
- ჯერ რაღაც გავიწყდება.
- მაინც რა? - მოულოდნელად ჩემი სახე ხელებში მოიქცია თომამ, ტუჩები ყელზე ფრთხილად შემახო, მისი თითები ფრთხილად ჩასრიალდა მკერდისკენ.
- კინაღამ დამავიწყდა, ჩვენ ხომ დავშორდით. - სახე უკან გასწია და ხელი გამიშვა.
- დედას გეფიცები თუ არ გაკლდეს.
- ჰო ვიცი. - მანქანიდან გადავიდა, სახლის შესასვლელთან გაჩერდა და ჩემი ყურება განაგრძო. გზას თვალი მოვავლე, მის ფეხებთან მოზრდილი გუბე შევნიშნე, დამაცადე შე იდიოტო, გავიფიქრე და მანქანა დავქოქე, მის ფეხებთან ისე სწრაფად გავატარე მანქანა რეაგირება ვერ მოასწრო და სარკიდან ვუცქერდი მის გაწუწულ, ღიმილ შეყინულ სახეს. მანქანა უკან დავაბრუნე და მინა ჩამოვწიე. - შეშლილი ხარ სოფი.
- ჩათვალე გავთანაბრდით. - მანქანა ადგილიდან დავძარი და გზას დავადექი, მთელი გზა მახსენდებოდა თომას გაწუწული სახე და ამის გახსენებაზე ისტერიულად მეცინებოდა, მაგრამ ისიც ვიცოდი ამას არ შემარჩენდა და ახლა იმაზე ფიქრს დაიწყებდა სამაგიერო როგორ გადაეხადა ჩემთვის. რაც არ უნდა მოემოქმედებინა ამ მომენტში იმით უნდა დავმტკბარიყავი რაც მოხდა. სახლში სიმღერით შევედი.
- ოჰ, მოხვედი? მგონი დღეს კარგი დღე გქონდა. - ღიმილით მეუბნება ნუცა.
- ჰო ასე გამოვიდა.
- გშია?
- გადავივლებ პიცა გამოვიძახოთ და ჭიქა ღვინო დავლიოთ.
- კარგი შედი, მე პიცას შევუკვეთავ. - ცხელი აბაზანის ქვეშ მანამ ვიდექი სანამ სხეული სრულიად არ დამინაოჭდა, ფიქრებმა ისე გამიტაცა დამავიწყდა შეკვეთილი პიცაც და ისიც რომ ნუცა მელოდა გარეთ, გავერთე ოცნებაში მოგზაურობით, ოცნებაში სადაც მე და ჩემი შერეკილი ყოფილი ისევ ერთად ვიყავით, ისევ ისე გიჟურად ვატარებდით დღეებს როგორც ადრე. რამდენჯერ ვეცადე მაგრამ რთულია გონებიდან ამოშალო ის ვინც ასე გიყვარს, წარსულს თავიდან ვერ დაწერ, ან მასთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო ან უკეთესი მომავლისთვის იბრძოლო, იმაზე დავფიქრდი მე რას ვირჩევდი, მივხვდი რომ მისი დავიწყება და რამე ახლის ძიება არასდროს მიცდია, მე ისევ წარსულის აჩრდილებთან ერთად ვცხოვრობდი. წყალი გადავკეტე, ტანზე პირსახოცი მოვიხვიე და მისაღებში გავედი.
- მოიტანეს?
- გაცივდა უკვე. - მისაყვედურა ნუცამ და წითელი ღვინო დამისხა. დილანდელი თომას შეტყობინება გამახსენდა, „წითელი ღვინო უფრო გიხდება“ ამის გამო მეღიმება, რაც ნუცას შეუმჩნეველი არ რჩება. - ისეთი რამე ხომ არ არსებობს შენს ცხოვრებაში რაც უნდა ვიცოდე?
- ახალ წელს თომას სოფელში გავყვები. - ვამბობ და ღვინოს ვსვამ.
- სერიოზულად? - თვალები ლამის გადმოსცვივდა ნუცას.
- ჰო. სერიოზულად.
- მაშინ შენი საახალწლო თავგადასავლების სადღეგრძელო დავლიოთ.
- ასე იყოს. - მერე ტელეფონს დავწვდი და თომას შეტყობინება გავუგზავნე.
- წამოვალ სოფელში.
- ვიცი რომ წამოხვალ. - მომდის პასუხი, ვგიჯდები ისე მიყვარს მისი ეს თვითდაჯერებულობა.

----------
შემდეგი ერთი კვირა თომა ჰორიზონტზე აღარ გამოჩენილა, ზუსტად ვიცოდი ამას რატომაც აკეთებდა, ვიცოდი გიჟდებოდა როდესა მდგომარეობიდან გამოვყავდი თავისი გაუჩინარებებით, თუმცა არ ვიცი რატომ მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სულ არ ვღელავდი მისი საქციელის გამო, არ ვიცი იმის გამო რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ ამ იდიოტს თუ არ ვიცი რის გამო, მაგრამ ვგრძნობდი რაღაც სიგიჟეს გეგმავდა, ვხვდებოდი ამ სიგიჟეში მეც რომ უნდა მიმეღო მონაწილეობა და სურვილითა და ინტერესით მთელი სხეული მიდუღდა. წასვლის წინა საღამო იყო, ის კი ისევ არ ჩანდა ჰორიოზონტზე, ერთი გაფიქრება ისც ვიფიქრე წასვლა გადაიფიქრათქო მაგრამ ვიცოდი ამას არაფრით იზამდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული კარზე რომ დააკაკუნეს, გასაღებად წავედი და სულ არ გამკვირვებია ყურებამდე გაკრეჭილი თომას დანახვა.
- ბოლოს რამდენი წლის უკან ვიყავი ამ სახლში? -კითხულობს ღიმილით და ლოყაზე მკოცნის.
- ოთხი წლის უკან.
- მარტო ხარ?
- კი.
- შემოგიარე რომ მეკითხა, წამოსვლა ხომ არ გადაიფიქრე?
- შეგეძლო დაგერეკა და ისე გეკითხა.
- სახლში არ შემომიშვებ?
- რისთვის?
- იმ საძნებლის ნახვა მინდა სადაც შენს სხეულს ვეუფლებოდი. - თვალი ჩამიკრა თომამ.
- გამოვცვალე საძინებელი. - არ ვაპირებდი უკან დახევას.
- ვგიჟდები შენს ენამახვილობაზე. კარგი ერთი სიტყვით წავალ, ხვალ დილით შვიდ საათზე გამოგივლი.
- კიდე ვინები მოდიან?
- თითქმის ყველა.
- იმედი მაქვს მათთვისაც არ გითქვამს თითქოს ისევ ერთად ვიყოთ.
- დამშვიდდი სოფი, იციან რომ ბებიაჩემის გამო წახვედი ამ მსხვერპლზე.
- შენი მანქანით წავიდეთ?
- ჰო.
- ჩვენთან ერთად ვინ იჯდება მანქანაში.
- ჩემ მანქანაში მხოლოდ ჩვენ ვიჯდებით.
- რატომ?
- იქნებ ჩასვლამდე მართლა შევრიგდეთ. - გაიღიმა და ლიფტში გაუჩინარდა.
ალბათ არავის გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ მთელი ღამე თეთრად გავათენე. მოუსვენრად ვიყავი, მოსალოდნელი ადრენალინისგან, დილით ადრიანად ავდექი, წყალი გადავივლე და ის იყო ყავა უნდა დამესხა ტელეფონმა რომ დარეკა.
- უკვე აქ ვარ, თუ მზად ხარ ჩამოდი.
- ყავა გინდა? თერმოსით წამოგიღებ. - ვამბობ და მაშინვე ენაზე ვიკბინე.
- როგორი მზრუნველი ხარ საყვარელო. უარს არ გეტყვი. - ყავა ორივესთვის გავაკეთე, ბარგი ავიღე, ნუცას დავემშვიდობე და ის იყო კარებში გავდიოდი ნუცამ რომ გამაჩერა.
- სოფი.
- რა?
- პრეზერვატივი მიგაქვს?
- რა იდიოტი ხარ ნუცა.
- ბენდიერ ახალ წელს გისურვებ. - მომეხვია და კარი დაკეტა. ქვემოთ ჩასულს თომამ ბარგი გამომართვა, საბარგულში მოათავსა და ისევ საჭეს მიუჯდა.
- აბა? მზად ხარ თავგადასავლებისთვის?
- შენ თუ ხარ მზად ერთი კვირა გამიძლო.
- ვნახოთ ვის მოუწევს გაძლება. - ამბობს ღიმილით და მანქანას ადგილიდან ძრავს.
თომას სოფელი დარიალის ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. გზად რამდენჯერმე შევჩერდი, ერთხელ საჭმელად, ერთხელაც ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ერთხელ ნობათის საყიდლად. განსაკუთრებული არც ღელვა შემინიშნავს მისთვის და არც სიხალისე. მთელი გზა თოვდა, დარიალის ხეობაში ჩასულებს კი იმხელა თოვლი დაგვხდა სახლამდე ძლივს მივაღწიეთ. ეზოში შევედით თუ არა და მანქანიდან ფეხი გადმოვდგი. მონატრებული გარემოს ჰაერი ღრმად შევუშვი ფილტვებში. თვალი დათოვლილ კარმიდამოს მოვავლე და მაშინვე მივხვდი რა კარგი ვქენი ხმაურიან თბილის რომ გავეცალა და ამ შეშლის წამოვყევი. კარებში ნორა ბებოც გამოჩნდა, ტრადიციულად თავზე შალკწაკრული, მოხრილი, ცხოვრებისგან დაღლილი მაგრამ მაინც მომღიმარი.
- ნუთუ არ მეჩვენები და კიდევ ერთხელ მაღირსე სიცოცხლეში შენი ნახვა. - გულში ჩამიკრა ნორა ბებომ და შრომით დაკოჟრილი ხელები მომისვა სახეზე. - რამდენჯერ ვთხოვე ამ მაიმუნს და სულ რაღაცას იმიზეზებდა. როგორ გამახარე. - ცრემლი მოადგა ბებოს და მგონი მისი სიხარულის გამო მეც ამეტირა.
- ზედმეტი ხომ არ ვარ? - სახე დამანჭა თომამ და ბებიას ჩაეხუტა.
- სახლში შემოდით. ცეცხლთან გათბებით, დაისვენეთ მე მანამდე მაგიდას გავშლი.
- ბებო ჯერ არაფერი გინდა რა, გზად ვჭამეთ.
- მაშინ თითო ჭიქა შავ ღვინოს მოგიტანთ, გათბობაში დაგეხმარებათ.
- ამაზე უარს არ გეტყვით. - სახლში შევედით. მე და თომა ბუხრის პირას მოვკალათდით.
- ძალიან ცივა სახლში. - ვამბობ და ცეცხლთან უფრო ახლოს მივდივარ, თომა უჯრიდან თბილ „პლედს“ იღებს და მაწვდის. - მადლობა. დანარჩენები როდის ჩამოვლენ?
- ვინ დანარჩენები? - ღიმილმა გადაურბინა თომას სახეზე.
- დამარჩენები თომა, შენ ხომ მითხარი რომ მოდიოდნენ.
- მოგატყუე.
- გინდა მითხრა რომ აქ მარტო მე და შენ უნდა ვიყოთ?
- და ნორა. - ახარხარდა თომა.
- მოგკლავ გეგიცები. - მხარზე მუშტები დავუშვი და სწორედ ამ დროს ოთახში ნორა ბებო შემოვიდა.
- ისევ გაბრაზებს? - ღვინის გრაფინს და ხილს პატარა მაგიდაზე დებს და ისიც ცეცხლათან ჩვენს გვერდით ჯდება.
- ცოტათი.
- ისე რაღას ელოდებით. აღარ აპირებთ დაოჯახდეთ? - მანდარინის გაფრცქვნა დაიწყო ნორამ და მონაცვლეობით გვიცქერდა ორივეს. - შენ საჭმელს არ ჭამ? - უცებ მომიბრუნდა და გაოცებული ამათვალიერა. მერე შვილიშვილს საყვადერით აღსავსე თვალები მიაპყრო. - არ უნდა მიაქციო ყურადღება?
- ბებო დატუქსვას მერეც მოასწრებ. დაგვაცადე ცოტა დავისვენოთ, შენ ის მითხარი ნაძვის ხე არ გვაქვს ხო?
- არა.
- ხვალ მე და სოფი ტყეში წავალთ და მოვჭრით. - თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა და სასმლის ჭიქა მომაწოდა. - შენ გაგიმარჯოს ბებო. - ლოყაზე აკოცა ბებიას და სასმელი დალია. არ ვიცი რატომ მაგრამ მათი ყურებისას გულში სითბო მეღბრებოდა. ნორა ბებო ერთადერთი ადამიანი იყო ვის გვრდითაც თომა სრულიად სხვა პიროვნება ხდებოდა, ის ბებიამ გაზარდა და ერთადერთი იყო ვის გამოც მართლა ყველაფერზე წავიდოდა, ჩემთვის ჩუმად ვიჯექი ბუხრის პირას და ვიცქერდი მონატრებული ბებია-შვილიშვილის საუბრებს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, სასმლემა თავისი შედეგი გამოიღო, ცოტა ხანში ძვლებიც გამითბა და ხასიათზეც მოვედი.
- ეჰ ბავშვებო კარგია თქვენთან მაგრამ მე ახლა თუ არ დავწექი ჩემი ძვლები ისე დაბერდა ამაზე მეტ ხანს ფეხზე დგომას ვეღარ ვუძლებ.სოფი შვილო გამომყევი. თეთრეულს მოგცემ.
- ახლავე. - ნორას გავყევი და როდესაც თომას წინ ჩავუარე, ამ უკანასკნელმა საჯდომზე ხელი ისე ამარტყა როგორც ამას ადრე აკეთებდა, მინდოდა შევტრიალებულიყავი და ერთი კარგად მიმელანძღა, თუმცა ნორა ბებოს გამო ეს რა თქმა უნდა ვერ შევძელი და გზა განვაგრძე.
მეორე სართულზე ასულმა უფრო მძაფრად ვიგრძენი სახლში გამეფებული ზამთრის სიცივე, სხეული მოსაცმელში კარგად შევნიღბე და გზა ისე განვაგრძე. ნორამ კარადიდან თეთრეული გამოიღო და მომაწოდა.
- აიღე, ხომ იცი რომელი საძინებელია თქვენი?
- ნორა ბებო, კიდევ ერთ თეთრეულს ვერ მომცემთ?
- რათ გინდა?
- უბრალოდ...
- შვილო ამ სახლში პირევლად ხომ არ ხარ, როდის მერეა ცალ-ცალკე საძინებლებში წვებით.
- მართალი ხართ. ღამემშვიდობის. - ვამბობ და თეთრეულით ხელში ჩავდივარ ქვედა სართულზე, სადაც ბუხრის პირას ოჯახის უფროსივით წამომჯდარი მხვდება თომა და კმაყოფილი თვალებით მბურღავს.
- ვერ დაითანხმე არა მეორე თეთრეულზე.
- მოკეტე რა.
- მაინც შეგცივდება მარტოს სოფი.
- შენ საბანში არ დავწვები.
- ეგრე იყოს. - ცოტა ხანს კიდევ ვისხედით ცევხლის პირას, როდესაც ნაკვერჩხლებიც მინავლდა დასაძინებლად ავედით. საწოლი ერთად გავშალეთ, ზუსტად ისე როგორც ამას ადრე ვაკეთებდით, თუმცა ადრე ვმხიარულობდით, ახლა კი ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.
- თბილი „პიჟამო“ გაქვს თუ ჩემი მოგცე. - ღამის სიჩუმე გაარღვია თომას ხმამ.
- მაქვს. შეტრიალდი.
- ათასჯერ მაინც მყავხარ შიშველი ნანახი.
- შეტრიალდი თომა. - უკვე „პიჟამოში“ გამოწყობილი თომა საწოლში წვება და ზურგს მაქცევს. საუცბადოთ ვიხდი ტანსაცმელს და საღამურს ვიცმევ, მერე გიჟივით ვხტები საწოლში და გაყინული გვერდების გათბობას ველოდები.
- ბრაზობ ჩემზე რომ მოგატყუე სხვებიც იქნებიან-თქო?
- მეძინება.
- ანუ ბრაზობ.
- ხომ იცი აქ მხოლოდ ნორას გამო ვარ.
- ჰო ვიცი სოფი. ღამემშვიდობის.
პასუხს არ ვუბრუნებ, ჩემ გვერდით გაშოტილი თომასგან წამოსული გულის ცემა ყურებს მიგუბებს, ტანში შეპარული სიცივისა და მისი სიახლოვით გამოწვეული ემოციების გამო სხეულის გათბობას ვერაფრით ვახერხებ, ვერც ერთი წერტილი ბიპოვე საწოლში, სადაც ოდნავ მაინც შევძლებდი გათბობას.
- თომა.
- რა?
- ძალიან მცივა.
- ახლა რომც გაიყინო მაინც არ წავალ გადასაფარებლის მოსატანად.
- რა პირუტყვი ხარ.
- შემიძლია მე გაგათბო.
- გეყოფა რა.
- მე მხოლოდ ჩახუტება ვიგულისხმე.
- კარგი. - ვამბობ და მის საბანში ვძვრები. მის სხეულს ვეკვრი და სუნთქვაც მიჩერდება.
- ისუნთქე სოფი. - დამცინა თომამ.
- მოკეტე.
- მოვკეტავ. - ხელებს ძლიერად მხვევს და შუბლზე მკოცნის. მის გულზე ვდებ თავს და ძალიან მალე მთელი სხეული მითბება, ცოტა ხანში მეძინება კიდეც.

მეორე დილით თვალი გავახილე თუ არა თომას თვალებს გადავაწყდი, იდაყვებზე სახით დაყრდნობილი სიყვარულს და ვნებას ერთდროულად რომ ასხივებდნენ, საწოლში გავიჭიმე და გავუღიმე, წამიერმა სითბომ მთელ სხეულში დამირბინა და ის იყო მისკენ კოცნის მიზნით გავიწიე, გონება რომ გამინათდა. მაშინვე უკან დავიხიე და საბანი ყელამდე დავიფარე.
- ეუცრად დაგავიწყდა რომ ერთად აღარ ვართ? - საწოლიდან უხასიათოს წამოდგა თომა და ჩაცმა დაიწყო, პასუხი არ გავეცი. - ჯერ იწექი. - საუბარი განაგრძო თომამ. - ჩავალ ცეცხლს დავანთებ, ცოტა გათბეს კედლები და მერე ადექი. - ძალიან მესიამოვნა მისი ამგვარი მზრუნვა, თუმცა არაფერი მითქვამს. თომა ოთახიდან გავიდა და მეც მარტო დავრჩი გაყინულ კედლებსა და აშლილ ფიქრებთან ერთად. თითქოს მშვიდი დილა გათენდა, თუმცა ვიცოდი დიდხანს არ გასტანდა ჩვენი სიმშვიდე, ბოლოს რომელიმე აუცილებლად გავჭედავდით. დიდხანს არ მინებივრია საწოლში, მალევე ავდექი, რაც შეიძლებოდა თბილად ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
- ნორა ბებო სად არის?
- ხომ გითხარი ჯერ არ ამდგარიყავი.
- ვეღარ გავჩერდი.
- ყავა გინდა?
- კი.
- სამზარეულო ისევ იქ არის შეგიძლია გაიკეთო. - ეშმაკური ღიმილი გაკრთა თომას თვალში. უხმოდ წავედი გაყინული სამზარეულოსკენ, თუმცა მაჯაში თომას ხელი ვიგრძენი და შევჩერდი. - გეხუმრე სოფი. მე გაგიკეთებ.
- რით დავიმსახურე?
- უბრალოდ არ მინდა გაცივდე, სულ ესაა. - ჩაახველა თომამ და მარტო დამტოვა, რამდენიმე წუთშე ყავით ხელში დაბრუნდა.
- მადლობა. - ვამბობ და ჭიქას ორივე ხელს მაგრად ვკიდებ.
- გცივა?
- აღარ.
- ნაძვის ხე უნდა მოვჭრა, წამოხვალ თუ სახლში დარჩები?
- ყავას დავლევ და წავიდეთ.
- დარწმუნებული ხარ?
- მგონი ჰო.
- მეჩვენება თუ მშვიდი ხარ?
- იგივე შემიძლია გკითხო. - რამდენიმე წუთი უხმოდ ვისხედით ერთმანეთის პირდაპირ, მე ყავას ვსვამდი და თომას თვალს ვერ ვწყვეტდი, რომელიც ასევე ჩემი გაბურღვით იყო დაკავებული, თითქოს გულის ცემაც შემეცვალა, ვგრძნობდი, როგორ მსურდა, ყავის ჭიქა იქვე მიმემსხვრია და საყვარელი მამაკაცისთვის კოცნა მომეპარა, თუმცა ამას როგორ დაუშვებდა ჩემი სიამაყე, არც თომა გამოიყურებოდა ჩემზე უკეთესად, მასაც აშკარად ვნებისგან ცეცხლი ეკიდებოდა თუმცა ისიც არანაკლები ამაყი იყო.
ცოტა ხანში ორივემ ძველი ბოტები ამოვიცვით და შორიახლოს გავიარეთ ნაძვის ხის მოსაჭრელად, საშუალო ზომის ნაძვი შევარჩიეთ, როგორც იქნა მოახერხა თომამ მასთან გამკლავება, თოკი გამოაბა და სახლისკენ ავიღეთ გეზი, სადაც ნორა ბებო გველოდა, ბუხრის პირას ლამაზად გაშლილი მაგიდით და შავი ღვინით, გაყინული ხელები ცეცხლზე გავითბე და ჩემთვის განკუთვნილი ჭიქა ბოლომდე გამოვცალე.
- როდის იქნება, რომ მარტო აღარ ჩამოხვალთ? - სინანულით კითხულობს ნორა.
- მალე ბე. - მის დამშვიდებას ცდილობს თომა და თვალს არ მაშორებს.
- მალე როდის? გგონია ცას გამოვეკიდები? ვერ ხედავ უკვე ჯანი საერთოდ აღარ მემორჩილება.
- მართლა მალე ბებო. - ამბობს თომა და ისევ მე მბურღავენ მისი თვალები, მომენტალურად გამაჟრიალა. ისევ ისე ავენთე მისი სურვილით. თვალები უსიამოვნოდ ავატრიალე და სასმელი მოვსვი. მოგვიანებით ნაძვის ხე მოვრთეთ მე და თომამ, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ შინაგანი დაძაბულობის გამო გარემოც დაძაბულობით ივსებოდა, ცოტას ვსაუბრობდით, თითქოს ხმის ამოღებას ორივე ვერიდებოდით, იმ დღემ ყოველგვარი სკანდალისა თუ საუბრების გარეშე ჩაიარა, საღამოს დასაძინებლად წავედით, საწოლის ერთ კუთხეში მივიკუჭე და შევეცადე არ შემციებოდა, ზურგს უკან თომას სხეული ვიგრძენი, ხელები სხეულზე მომხვია და მთელი ზურგით ამიკრო გულზე. ხმა ვერ ამოვიღე, არც შეწინააღმდეგება მიცდია, მისი გახშირებული სუნთქვის გამო რომელიც ასე მკაფიოდ ჩამესმოდა ყურში მთელი სხეული მომეცელა, ფეხები დამიბუჟდა, ყელი გამიშრა, მისი თითები უეცრად აღმოჩნდნენ ჩემი საღამურის შიგნიდან და ახლა უკვე შიშველ სხეულზე მეხებოდა ფრთხილად, რითმულად და მსუბუქად.
- გეყოფა თომა.
- დარწმუნებული ხარ?
- ჰო. - მისი სინაზე მოულოდნელ აგრესიაში იზრდება, მისკენ უხეშად მატრიალებს და ახლა უკვე ჩემ სხეულს ზემოდან მოქცეული დაჟინებით მიცქერს თვალებში, ფანჯრის მინიდან შემომავალი სავსე მთავრის შუქზე მისი გაგულისებული სახე ისეთი სექსუალური და სასურველია, რომ მაშინვე ვგრძნობ როგორ ვდნები მისი სურვილით.
- აღიარე რომ ისევ გიყვარვარ. - ამბობს და ყელზე ფრთხილად მახებს ტუჩებს. ხმას ისევ არ ვიღებ. მერე ყურზე წამეპოტინა კბილებით და ისვე კოცნა დამიტოვა ამჯერად ნიკაპზე. - უბრალოდ თქვი რომ გინდივარ და ყველაფერს მიიღებ რასაც მოისურვებ. - საგრძნობლად იცვლება მისი ხმა და მისი გატეხვით ნასიამოვნები ორმაგ ადრენალინში ვვარდები, კოცნის სურვილით ვიწვი, მაგრამ ის ჩემგან ელოდება როდის ვთხოვ, უეცრად ისევ თვალებში მიცქერს. - სოფი.
- რა იყო?
- ხომ იცი რაც.
- არა არ ვიცი.
- ვიცი რომ იცი.
- შენი პირიდან მოსმენილი უკეთესია.
- მინდიხარ სოფი. - ამბობს და მკოცნის. მისი კოცნა არ იყო ნაზი, პირიქით, მომთხოვნი და შეშლილი უფრო ეწოდება იმ ყველაფერს რაც გაყინულ კედლებს შორის, ხუთ წუთიან თავაწყვეტაში გამოვხატეთ ორივემ. მონატრებული სითბოს გამო გონება სრულიად დამებინდა, არც ერთ მის მოძრაობას არ ვეწინააღმდეგებოდი, პირიქით სრული იდილია ჩამოწვა მოულოდნელად, გაშმაგებულ თომას ერთი წამით არ უფიქრია გაჩერება, მაგრამ მე ხომ მონსტი ვარ და როგორ შეიძლებოდა ეს იდილია შემერგო და მისთვის არ ჩამეშხამებინა.
- გეყოფა. - ორივე ხელი გულზე მივადე და მისი მკლავებისგან თავის დაღწევას ვეცადე.
- რა თქმა უნდა. - გადაიხარხარა თომამ. ჩემ გვერდით გულაღმა გაიშოტა საწოლზე და თვალები ჭერს მიაპყრო.
- აქ რისთვის ჩამომიყვანე თომა?
- ვფიქრობ ისედაც შესაიშნავად იცი ქალბატონო.
- ნორას გამო? ამის არ მჯერა.
- ყოველთვის ვამბობდი რომ საკმაოდ ჭკვიაი ხარ. - ზურგი შემაქცია და საბანი ყელამდე აიწია.
- თომა.
- მეძინება სოფი. ღამემშვიდობის.
- ღამემშვიდობის. - მთელი ღამის მანძილზე ვებრძოდი ჩემში წარმოქმნილ ვნებას, საკუთარი თავი მძულდა ასეთი ამპარტავნობის გამო, მძულდა რადგან თომამ კიდევ ერთელ გადადგა ნაბიჯი მაგრამ მე ისევ ყველაფერი გავაფუჭე. მთელი ღამის მანძილზე ვფიქროდბი როგორ გამომესწორებინა ეს ყველაფერი და ბოლოს გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა ეს ბიჭი უნდა დამებრუნებინა, ერთხელდასამუდამოდ ყველაფრისთვის წერტილი უნდა დამესვა.
მეორე დილით როდესაც გავიღვიძე და თომა საწოლში არ დამხვდა საერთოდ არ გამკვირვებია, ზუსტად ვიცოდი წუხანდელის შემდეგ ჩემი დანახვაც არ ენდომებოდა, საწოლიდან წამოვხტი, ტანსაცმელი ჩავიცვი, ოთახის კარი ჩავკეტე და მის ჩანთაში დავიწყე ქექვა. ზუსტად ვიცოდი იქ რაღაც ისეთს ვიპოვიდი რაც ჩვენ ცხოვრებას აუცილებლად შეცვლიდა და აი ისიც. ჩანთის სიღრმიდან მომცრო ზომის წითელი ყუთი ამოვაძვრინე, გავხსენი თუ არა მაშინევ ცრემლი მომერია, ყუთში ის ბეჭედი იდო რომლითაც ოთხი წლის წინ ახალი წლის ღამეს ხელი მთხოვა, მე კი უარი ვუთხარი, თავს მალე მოვერიე, ემოციები დავილაგე, ბეჭედი ჯიბეში ჩავიდე და ქვემოთ ჩავედი.
- ოჰ ამდგარა პრინცესა.
- ნუ მესწერვები.
- ჩაიცვი, თბილისში მივდივართ. - ამბობს ისე რომ მე ზედ არ მიყურებს.
- შენ ხომ გსურდა ახალი წელი აქ გაგეტარებინა.
- აზრი არ აქვს.
- რა შეიცვალა?
- ნუ დამცინი გაიგე სოფი? - მკლავებში ხელი წამავლო თომამ და ძლიერად შემარყია. - აღარ მოგცემ ჩემი დაცინვის ნებას.
- არ დაგცინი.
- მიყვარხარ გესმის? ეს დედა მოტ*ნული მიყვარხარ, შენ კი უკვე მერამდენედ მკარი ხელი. ჩაიცვი მივდივართ.
- დღეს ახალი წელი თენდება. ხვალ წავიდეთ. გთხოვ.
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს.
- აქვს.
- რა ჩაიფიქრე?
- უბრალოდ ხვალ წავიდეთ.
- ასე იყოს. დღეს კი შეეცადე შენი სარკაზმით წყობიდან არ გამომიყვანო.
- გპირდები. - გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. - სიტყვა შევასრულე, მთელი დღე მისთვის ხმა არ გამიცია, დაღამებას მოუთმენლად ველოდი და მოსალოდნელი ადრენალის გამო გულის ცემას ვერაფრით ვიოკებდი, ისიც არ ვიცოდი რა რეაქცია ექნებოდა ჩემი საქციელის გამო, მაგრამ იმედს ვიტოვებდი, რომ მის გულს კიდევ ერთხელ და სამუდამომ მოვიგებდი, ნორა ბებოს ჩემი გადაწყვეტილება გავანდე, ამ უკანასკნელმა თვალცრემლიანმა ჩამიხუტა და ადრიანად დაგვტოვა მე და თომა მარტო.
- ცეცლის პირას მიწოლილ თომას ძილი მოერია, ამის გამო დრო ვიხელთე, ტკბილეული და სასმელი იატაკზე დავალაგე, კარადიდან ძველი სანთლები გამოვიღე, რამდენიმე მათგანი ავანთე და ასე შევეცადე შუა გულ დარიალის ხეობაში ცოტაოდენი რომანტიკა მაინც შემექმნა. როდესაც ყველაფრის მოწერსიგებას მოვრჩი მასთან მივედი, საწოლზე ჩამოვუჯექი დავიხარე და ნაზად ვაკოცე, გაოცებული მზერა მომაპყრო ამ უკანასკნელმა, საწოლზე წამოიწია და უფრო მეტად დამაკვირდა.
- სოფი კარგად ხარ?
- ახალ წელს გილოცავ. - ვამბობ და ვიღიმი. ოთახს თვალს ავლებს და კიდევ უფრო მეტი გაოცება იხატება მის სახეზე.
- ეს ყველაფერი რისთვის მოაწყე?
- ცოტა მეტი რომანტიკისთვის. - ფეხზე ავდექი და ვაიძულე ისიც ამდგარიყო. დამემორჩილა.
- და რომანტიკა რად გინდოდა?
- იცი ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ოდესმე ასე მოვიქცეოდი მაგრამ შენ ყოველთვის ამბობდი რომ შეშლილი ვარ და გეთანხმები, მაპატიე კარგი? მაპატიე რომ ამდენჯერ გკარი ხელი, მაპატიე რომ გულს გტკენდი.
- რამე მოწიე? - გაეღიმა და შეეცადა ჩამხუტებოდა.
- ჯერ არ დამისრულებია. - უკან დავიხიე და მუხლებზე დავდექი.
- სოფი, რა ჯანდაბას აკეთებ? - უკვე სერიოზულად დაიბნა თომა. - ჯიბიდან ბეჭედი ამოვიღე და მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე წამს უხმოდ ვუცქერდი თომას შეშლილ სახეს. - ეს სად იპოვე?
- ცოლად მომიყვან თომა?
- ჰა? - ნერვულად წამოიყვირა ჩემმა ყოფილმა და ორივე ხელი თავზე შემოიწყო.
- ცოლად მომიყვან?
- ჯანდაბა სოფი, ეს მე უნდა გამაკეთებინა და არა შენ. - მკლავებში მწვდა, ფეხზე ამაყენა და ჩამეხუტა.
- ასე ხომ უფრო სახალისო იყო? - გავიღიმე და ვნებიანად დავეწაფე მის ტუჩებს.
- ერთი წამით ქალბატონო. - შემაჩერა და უკან დაიხია. - და უარი რომ გითხრა?
- ამ შემთხვევაში მომიწევს შენი სხეული ნაკუწ ნაკუწ დავჭრა და დარიალის ხეობაში ნაჭრები ისე მოვაბნიო, რომ შენს კვალს ვერასდროს მიაგნონ. - თვალი ჩავუკარი და გავუღიმე.
- თანახმა ვარ ცოლად მოგიყვანო. - ამბობს ხარხარით და ტუჩებზე მეკვრის.
скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი სიბილა

იცი რა არის კარგი?კიდევ ერთხელ რომ წაიკითხა-ეს სურვილი რომ არის, და კინოსცენარიც რომ კარგი გამოვა, ჰოდა" 4 შობის" მაგივრად რომ უყურე, აიიიიიიიიი ეს

აბა ორი ასო სად დამაკლდაააააააა, ვიჩქარეეეეეეეე

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სიბილა
იცი რა არის კარგი?კიდევ ერთხელ რომ წაიკითხა-ეს სურვილი რომ არის, და კინოსცენარიც რომ კარგი გამოვა, ჰოდა" 4 შობის" მაგივრად რომ უყურე, აიიიიიიიიი ეს

აბა ორი ასო სად დამაკლდაააააააა, ვიჩქარეეეეეეეე



მთავარია მე გავიგე <3
მადლობა შენ ჩემო ერთგულო ადამიანო

 


№3  offline წევრი Elle025

როგორი პატარა და სასიამოვნო წასაკითხი იყო..გული გამითბა..მიხარია,რომ ასე მალ მალე გვანებივრებ შენი ისტორიებით...❤️❤️

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

Elle025
როგორი პატარა და სასიამოვნო წასაკითხი იყო..გული გამითბა..მიხარია,რომ ასე მალ მალე გვანებივრებ შენი ისტორიებით...❤️❤️


მადლობა შენ რომ ასე მანებივრებ შენი ყურადღებით და შეფასებებით <3

 


№5  offline წევრი ნანა73

კარგი იყო ❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნანა73
კარგი იყო ❤️


მადლობა ❤

 


№7  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

მაპატიეთ თუმცა რომ ვთქვა რომ კარგი იყო_თქო მოგატყუებთ...
უბრალოდ უბრალო ფრაზა "კარგი იყო"_რბილი ნათქვამია ამ ყველაფრისთვის...

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ...
პატარა იყო...
მაგრამ დიდი სიგიჟე..
მესიყვარულა...
აი სათაურიც რომ აკვდებოდა ისეთი იყო რა..
ღმერთმანი ესენი სხვა პლანეტიდან არიან ...
ჯანდაბა ჩემს თავს ,ბევრს ვერაფერს რომ ვერ ვწერ ახლა....

ღმერთმანი საოცრება ხარ...
მიყვარხარ მე შენ ... ❤

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

meocnebe avadmyopi
მაპატიეთ თუმცა რომ ვთქვა რომ კარგი იყო_თქო მოგატყუებთ...
უბრალოდ უბრალო ფრაზა "კარგი იყო"_რბილი ნათქვამია ამ ყველაფრისთვის...

როგორც ყოველთვის შეუდარებელი ხარ...
პატარა იყო...
მაგრამ დიდი სიგიჟე..
მესიყვარულა...
აი სათაურიც რომ აკვდებოდა ისეთი იყო რა..
ღმერთმანი ესენი სხვა პლანეტიდან არიან ...
ჯანდაბა ჩემს თავს ,ბევრს ვერაფერს რომ ვერ ვწერ ახლა....

ღმერთმანი საოცრება ხარ...
მიყვარხარ მე შენ ... ❤



აჰ... მინდა გამოვტყდე და სანამ კომენატრის მეორე განზომილებაზე გადავედი ცოტა ვინერვიულე :-)
თუმცა მივხვდი რომ ამაოდ.
მადლობა შენ ჩემო საყვარელო რომ ასეთი კარგი და ტკბილი ხარ ❤

 


№9  offline წევრი ნანა73

ალბათ ხანდახან არის მომენტი, როცა არ მინდა განვავრცო ჩემი ემოცია... არ ვიცი ვის როგორ ესმის სიმარტივე სიტყვებში, ალბათ ზედმეტად მშრალადაც, მაგრამ მე მომეწონა ენ და ეს მხოლოდ ორი სიტყვით ავღნიშნე. ახლა მეტიც გამოვიდა და ბარემ დავამატებ მე მომწონს შენი ნაწერები, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მომწონს და ყოველთვის ვკითხულობ ❤️

 


№10  offline მოდერი ფ ე ფ ო

02:42 ია : D ჯანდაბა...არ მძინავს და ვიფიქრე წავიკითხავთქო.ეეე..წაკითხული მქონია :))) მაგარამ მეორედაც წავიკითხე.მიყვარს სახელი თომა...ვგიჟდებიიი...ვფსიხდები და რიავიცი კიდე რას ვშვრები.

ენი კარგი გოგოაოოო...ენის ლამაზი თვალები აქვსოო :)))
ჯანდაბა,მართლა კარგი იყო.მეორედ რომ წავიკითზე, ზნაჩიტ მართლა კარგია.
გელოდები ახალი სიგიჟით ...დიდად არ დამიჯერო ეგ ლოდინის ამბავი მარა მაინც( გულს ხომ უხარიაოო)
ჩემი გოგო ხარ შენ.
წარმატებები :*

 


№11 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

ნანა73
ალბათ ხანდახან არის მომენტი, როცა არ მინდა განვავრცო ჩემი ემოცია... არ ვიცი ვის როგორ ესმის სიმარტივე სიტყვებში, ალბათ ზედმეტად მშრალადაც, მაგრამ მე მომეწონა ენ და ეს მხოლოდ ორი სიტყვით ავღნიშნე. ახლა მეტიც გამოვიდა და ბარემ დავამატებ მე მომწონს შენი ნაწერები, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მომწონს და ყოველთვის ვკითხულობ ❤️



უღრმესი მადლობა ჩემო კარგო ❤
ვიცი რომ მკითხულობ, აზრსაც ხშირად განოხატავ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ❤

ფ ე ფ ო
02:42 ია : D ჯანდაბა...არ მძინავს და ვიფიქრე წავიკითხავთქო.ეეე..წაკითხული მქონია :))) მაგარამ მეორედაც წავიკითხე.მიყვარს სახელი თომა...ვგიჟდებიიი...ვფსიხდები და რიავიცი კიდე რას ვშვრები.

ენი კარგი გოგოაოოო...ენის ლამაზი თვალები აქვსოო :)))
ჯანდაბა,მართლა კარგი იყო.მეორედ რომ წავიკითზე, ზნაჩიტ მართლა კარგია.
გელოდები ახალი სიგიჟით ...დიდად არ დამიჯერო ეგ ლოდინის ამბავი მარა მაინც( გულს ხომ უხარიაოო)
ჩემი გოგო ხარ შენ.
წარმატებები :*



02:42ზე რომ ჩემს ისტორიას კითხულობ ეს უკვე ღიმილს მგვრის და მაბედნიერებს.
ჩემი გოგო ხარ შენ ხო იცი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent