შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატო.! #5


2-02-2019, 20:24
ავტორი Phoenix..
ნანახია 1 619

ღალატო.! #5

-ელენე..-კბილები ერთმანეთს ძლიერად მიაჭირა და ნელა შემობრუნდა. -ჩემო საყვარელო..-კარგად ემჩნეოდა ამ სიტყვებში გაჟღენთილი ირონია დ ბოროტება და საშინლად ამაზრზენი მოელვარე თვალები. კარგად ხვდებოდა ნიკო ქავთარაძის ნათქვამი „საყვარელო“ რასაც გულისხმობდა და გული გაეწულა მის გვერდით არსებული საყვარელი კაცი რომ დალანდა.! -ასე უნდა შეხვდე მეგობარს.-ირონიული მზერით დაჰყურებდა გაოგნებულ ქალს და ხელებ გაშლილი ელოდა მის რეაქციას.
-გამარჯობა ნიკა.-ძლივს ამოღერღა ორი სიტყვა და დემნას გახედა.
-როგორც ყოველთვის კარგად გამოიყურეი.-არ ჩუმდებოდა ქავთარაძე..
-მაპატიეთ მე მეჩქარება.. -გასვლა დააპირა, მკლავში ხელი რომ ჩაავლეს.
-ჩვენ გაგიყვანთ.. ხო დემნა? -მეგობარს მიურბუნდა რომელიც აქამდე ჯერ ჩუმად იდგა.
-როგორც გინდათ.-მხრები აიჩეჩა..
-არა მადლობთ, ჩემს უფროს მივყავარ.-ჰოლში მომავალი ლაშა რომ დაინახა მშვიდად ამოისუნთქა და ხელი უხეშად გამოგლიჯა მისი მტევნიდა..
-ჩვენთან ერთად წამოდი რაა.-არ ჩუმდებოდა ნიკო. რობაქიძე კი უარესად იძაბებოდა და ერთი სული ჰქონდა როდის დააღწევდა მის საშიშ კლანჭებს თავს.. მუდარით გახედა გოგოიაშვილს.
-ბატონო ლაშა, წავედით?-ოდნავ კი დაიბნა კაცი ვერ ხვდებოდა სიტუაციას მაგრამ მალევე გამოერკვა..
-მოგესალმებით ბატონებო.. -თავი დაუკრა ორივეს..-მაპატიე რომ გალოდინე საბუთებს ვაგროვებდი.. წავედით ელენა..-მშვიდად უთხრა და ხელი წელზე შეუცურა. საყრდენი რომ იგრძნო რობაქიძემ მაშინვე შვებით ამოისუნთქა.. სხეული მთიანად დაძაბული ჰქონდა და მანქანაში ჩაჯდომისთანავე მოეშვა..
-ვაიმე მადლობა ბატონო ლაშა.. კიდევ კარგი გამოჩნდით.-ღვედიც შეიკრა.მთელი სხეული უკანკალებდა.
-დამშვიდდი და ამიხსენი რა მოხდა..
-ნუ მკითხავთ რაა. გთხოვთ უბრალოდ აქედან წავიდეთ.. სადმე მეტროსთან დამტოვეთ და მე თვითონ წავალ.
-ვაიმე ელენე.-თავი გაიქნია და ავტომოილი დაძრა. მთელი გზა ხვდებოდა რომ ამ პატარა გოგოს თავს რაღაც საშინელება ხდებოდა მაგრამ არაფერს არ ეკითხეებოდა.. უფრო სწორად ვერ ბედავდა.. არადა სურვილით იწვოდა, მისი დახმარების სურვილით.. -ელე მოვედით.. -ფიქრებში ჩაძირული რობაქიძე გამოარკვია..
-მადლობა ბატონო ლაშა.. ძალიან დიდი მადლობა გაგებისთვის.
-დამშვიდდი ელენე,ამდენი მადლობა კი საერთოდ არაა საჭირო.. მიდი დაისვენე ხვალ მე მივემგზავრები, თურქეთში რამდენიმე დღით და შენც იყავი სახლში.. არ შემეწინააღმდეგო. ცოტა აზრზე მოდი, დამშვიდდი და რომ ჩამოვალ გამოდი შენც. -თბილად გაუღმა. კიდევ ერთხელ მოუხადა მადლობა უფროსს და სახლში ავიდა.. კარებს ზურგით აეკრო.
-ის დაბრუნდა.. ახლა ყველაზე მეტად მჭირდება დე შენი დახმარება.. გთხოვ დამეხმარე.. არ დამტოვო ამ სიბოროტეში მარტო.. დღეს მომეცი ძალა გადავლახო ყველა ქარიშხალი, გავუძლო ყველა განსაცდელს.ჯოჯოხეთური დღეები გამოვიარე, მაგრამ დამანახე ამ ჩიხიდან გამოსასვლელი გზა..შემომხედე.. მიყურე რა დღეში ვარ.. -ხელები მაღლა აღაპყრო და ბოლო ხმაზე დაიხრიალა.. -რას დავემსგავსე, შეხედე როგორ მტკივა.. დამეხმარე რაა. -მუხლეით დაეცა იატაკზე და ხელებიც უსულოდ ჩამოყარა. ერთხანს იჯდა ასე და ჩუმად სლუკუნებდა,-ეჰ ელენა დროა წამოდგე.. -გაეღიმა..-ასე ჯდომა და მოთქმა არაფერს მოგიტანს.. ბოლოს გაგაგიჟებს..-ხხელის დახმარებით წამოდგა და ოთახში შევიდა, თხელი ხალათი მოიცვა ნახევრად შიშველ ტანზე და სამზარეულოში ყავა გაიმზადა. ლეპტოპში მშვიდი ესპანური მელოდია ჩართო, ტანი მოქნილად ააყოლა.. დროა გაიხსენოს მოძრაობები საყვარელი საქმიანობიდან, მოეშვას საკუთარი ცხოვრების გლოვას და გააგრძელოს, თავიდან წამოდგეს ფეხზე, ააშენოს ის რაც დაენგრა.. რამდენიმე წუთიშ შემდეგ იგრძნო შვება თითქოს გახალისდა კიდეც.. ღიმილმაც გადაურბინა სახეზე..
***
კერძო სახლის წინ იდგა დემნა მესხის მანქანა, სხეული დაეძაბა ნაცნობი ავტომოილი რომ მოუახლოვდა. დაელოდა კაცი როდის გადმოვიდოდა და მხოლოდ მაშინ მივიდა..
-რას მივაწერო თქვენი აქ გამოჩენა..
-აქ იმის გამო არ მოვსულვარ, საქმე გაგირჩიო და პაცანა ბიჭივით გებლატავო.. კაცურად სალაპარაკო მაქვს.. იმედია დროს დამითმობ..
-რათქმაუნდა.-ცოტა გაუკვირდა გოგოაშვილს, ვერ წარმოიდგენდა ასე თუ დაიწყებოდა ორი კაცის დიალოგი რომელთაც ერთი ინტერესები ჰქონდათ.. -მობრძანდი.-ხელით ანიშნა და სახლში შეატარა.-სასმელს შემოგთავაზებ ჯერ.
-არა მადლობა არ მინდა.-მკაცრად თქვა და დაუკითხავად მოკალათდა სავარძელზე.
-მაშინ გისმენ.-წინ დაუჯდა გოგიაშვილი.
-ალბათ ხვდები თემა ვის შეეხება.
-ვხვდები. მოდი მე დავიწყებ ლაპარაკს.. -არ დააცადა დემნას. -მოკლედ როგორც მატყობ არ ვარ პატარა ბიჭი სხვას ქალებს რომ ართმევდეს.. მე არ ვაპირებ შენთან ბრძოლას.. არა იმის გამო რომ ელენეს მიმართ რამეს არ ვგრძნობ.. სიმართლეს გეტყვი იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე შენ შეიძლებბა წარმოდგენა გქონდეს ამ გრძნობაზე.. პირველივე ლექციიდან...-გაეღიმა. მოგონებებიც ამოტივტივდა..-მომღიმარმა კარები რომ შემომიგლიჯა და დაგვიანებულმა ბოდიშის მოხდით თავისი ადგილი რომ დაიკავა.. ჭკვიანი ცოლი გყავს.. -თავი გადააქნია..-უფრო სწორად გყავდა.. ზუსტად იმის გამო გავქრი მისი ცხოვრებიდა და დავრჩი მხოლოდ ლექტორი.. მე რომ მისთვის მებრძოლა შეიძლება ამ ომში გამარჯვეულიც მე ვყოფილიყავი, მაგრამ ყველაზე მეტად მას ვატკენდი.. უნდა გენახა რა მონდომებით მიფრიალებდა ლამაზ ბეჭდიან თითებს ცხვირწინ , კარგად გამეგო ქმრიანი რომ იყო.. -ჩაეღიმა და დემნას მკაცრად შეხედა თვალებში.. -მე არ ვიცი რა მოხდა თქვენ ორ შორის და არასდროს ვიკითხავ ამას მაგრამ კარგად ვხვდები რამდენად დანგრეულია სულიერად..
-იცი დღეს როგორც საყრდენს ისე გიყურებდა..-გაპარული, შეშინებული ხმით თქვა. -მე არ შემომხედა..
-დემნა ხო?-თავი დაუქნია მესხმა.. - მას რაღაც შეემთხვა.!-დენდარტყმულივით შეხედა უცებ გოგიაშვილს.
-რა იცი შენ?
-არაფერი, უბრალოდ მას რაღაცის ძალიან ეშინია.. როგორც ძმას ისე გირჩევ, გაარკვიე რა ხდება მის თავს. ! მე არ ვიცი შეიძლება ვცდებოდე მაგრამ გუმანით ვგრძნობ..
-ცუდად გამომივიდა შენთან მოსვლა.. -დადარდიანებულმა თქვა.. -ამ ბოლო დროს მეც არ ვიცი რას ვაკეთებ..
-ეგ არაფერი.. მთავარი ახლა ელენეა..
-მართალია, ყველაფერს გავარკვევ, ძმურად გთხოვ გვერდში დაუდექი.. მე არ შემიძია მასთან მიახლოვება.. კაცურად გთხოვ..
-არ იდარდო. -მხარზე ხელი დაადო.
-მადლობა.. და ბოდიში ასე რომ მოგეჭერი, უბრალოდ ისე ვიყავი..
-ახსნა საჭირო არაა. თუ რამე დაგჭირდა შენს გვერდით მიგულე..
-ნახვამდის.. -გოგიაშვილის სახლიდან სრულიად არეული გამოვიდა. „რა დებილი ვარ.. ეს მე რატომ ვერ მოვიფიქრე? „ სწრაფად დაძრა მანქანა და ადგილს მოსწყდა..
***
ელენეს სახლში მხიარულება იყო. ნანუკას და ქეთოს კისკისი სადარბაზოშიც კი ისმოდა..
-ხოდა ისეთი მოვუქნიე ყბის ჩასმა სჭირდებოდა.-ქეთ სიცილით ყვებოდა თავგადასავალს..
-მტრისას შენი ხელი ძმაო.. ბევრ კაცს სჯობიხარ.-ახლა უკვე რობაქიძე აყვა..
-ისე მანქანის ყიდვა არ გინდა ქალატონო? როდემდე უნდა გატაროს შენმა ლექტორამ..
-ნანუკა.-სახე დაასერიოზულა მაშინვე..-იმ დღეს მელაპარაკა. და სულაც არაა ისე როგორც გგონია.. ისე შემრცხვა ისე შემრცხვა რომ რავი..
-რატომ?-გაიკვირვა
-გოგო ტიპს ვემალებოდდი, ხოდა შემოვიდა ჩემთან და რას მემალებიო ერთხელ რომ წაგიყვანე სახლში ეგ იმას კი არ ნიშნავს შენგან რამეს მოვითხოვო.. მეგობარი ვარ შენიო..
-კაი რაა. და დაუჯერე შენც ხო? -თვალები გადაატრიალა ნანუკამ.
-აღარ მინდა რა კაცთა მოდგმაზე საუბარი.. მშვენივრად ვგრძნობ თავს..-ყელი მოიღერა..
-კაი კაი მე და ქეთო დავბოლდით..-ახითხითდა ავალიანი.. -ისე შენი ძმა რას შვება იცვლის ქალებს და არის ხო? ნეტა ამათ ტვინში ჩამახედა როცა შორდებოდნენ.. გავგიჯდი ქალი ჩემთან რომ იყვნენ მოსულები უნდა გენახა ქეთო როგორ ჭამდნენ თვალეით ერთმანეთს..
-ნანუკა გეყოს ახლა.-ხმას აუწია რობაქიძემ.-საერთოდ არ მინდა დემნაზე ლაპარაკი და ძალიან გთხოვ არ ჩაერიო ჩემს გადაწყვეტილებაში. -მალევე გაუფჭდა ხასიათი..
-როგორც გინდა..ხვალ ამოდით ჩვენთან, ლუკამ მწვადები უნდა შევწვაო..
-ყველა იქნება? -შეპარვით კითხა ავალიანს.
-კი დემნაც იქნება. ქეთო წამოდი შენც..
-ხო თუ ელენე წამოვა მეც წამოვალ რათქმაუნდა.-გაუღმა „რძალს“ და ჩაი დაისხა.
-ამ შუა ზაფხულს რა გასმევს ჩაის?-მხრები აიჩეჩა ნანუკამ.
-ჯერ ესერთი ამ ამინდ საერთოდ არ ეტყობა რომ ზაფხულია და მეორეც მე ჩაი ძალიან მიყვარს.. -გაუღიმა ავალიანს და გემრიელად მოსვა..
შებინდებული იყო გოგონები რომ გააცილა სახლიდან და დარჩა მარტო. სახლი მიალაგა, ტელევიზორს მიუჯდა, საყვარელი სერიალი „მენტალისტი“ ჩართო და მოწყდა სამყაროს.. კარებზე ზარი დარეკეს.. როგორ არ უყვარს ასეთ მომენტებში ვიღაც რომ აწუხეს. მშვიდა ჩამოსწია ურდული და ზღურბლთან ყველაზე ამაზრზენი სახე დაინახა. ქავთარაძემ უხეშად გასწია ელენე და დაუკითხავათ შევიდა სახლში..
-რა ჯანდაბა გინდა ჩემს სახლში..-იერიშზე გადავიდა და მაღალ ტონალობაში ეცადა შიშის დამალვას..
-ჩამოვედი და ჩემი საყვარელის მოსანახულებლად მოვედი.-სახლი მოათვალიერა.
-წადი აქედან.. მე არც შენი საყვარელი ვარ და საერთოდ მოშორდი აქედან.-ხელი კარებისკენ გაიქნია და ხმას აუწიაა. ცოფბედა კაცის ასეთი სიბოროტეზე.-როგორ შეგიძლია დემნას ასე მოექცე.. როგორ აკეთბ ამას?-გულწრფელად უკვირდა.
-შენ როგორ უღალატე ქმარს მის ძმაკაცთან?-ქალისკენ გაიწია.
-მე არ მიღალატია მისთვის.. და არ მაინტერესებს შენ რას იბოდიალებ. არ მომიხალოვდე.. არ მომეკარო..-სწრაფად გაიქცა სამზარეულოსკენ და იქვე დაგდებულ დანას დაავლო ხელი.-ერთი ნაბიჯი და მეთვითონ გამოგასალმებ სიცოცხლეს.-აწყლიანებულ თვალებს აცეცებდა..
-ერთი წუთით შენი ყოფილი ქმარი რეკავს.. -გაეცინა და ტელეფონს ისე უპასუხა თითქოს მისთვის დანა არავის მოუღერებია.-ჰო დემნა.. სად ხართ თქვენ? .. მე ერთ ნაშასთან ვარ.. -ქალს გამოხედა.- გავერთობი და შემოგიერთდებით.. არ დაიშალოთ..-გადაიხარხარა და ტელეფონი გათიშა..-წაარმატებები გვისურვა საყვარელო..
-მოგკლავ.. - ამოიკივლა და მისკენ დანით ხელში წავიდა.. მოქნეული ხელი ჰაერშივე გააჩერა და ძლიერად მოუჭირა მაჯაზეე.-მეზიზღები.. მოგლკავ.. -ტიროდა და ცდილოდა ხელის გათავისუფლებს.. -ოხ როგორ მინდა მოკვდეე. -ბბოლოს ბრძოლა შეწყვიტა და დანაც გააგდო ხელიდან, იმდენად ეტკინა მაჯა.. -ამას რატომ მიკეთებ?
-მაგას ვერ გეტყვი ძვირფასო, მორჩი ისტერიკას და მასიამოვნე..
-არ გაბედო მოკარება ნიკო თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.!-მალევე შეეცვალა სახე ელენეს და ცრემლებიც დაშრა.. -არ გამებედო, წაეთრიე აქედან..
-კაი რაღაც დღეს ძალიან აღელვებული ხარ. ძაან გაგიხარდა ჩემი დაბრუნების ამბავი.. -მისკენ დაიხარა ლოყებზე ხელი ძლიერად ჩაავლო.. მის მაჯას დაეკიდა ქალის სუსტი მტევნები..-ახლა კარგად მომისმინე.. მეორედ ასე აღარ მოიქცე როცა მე და დემნას ერთად გვნახავ. თორე შენი ძვირფასი ყველაფერს გაიგებს და დამიჯერე ისე მოვაწყობ საქმეს მე ვერ შემეხება.. ისე გავანადგურებ რომ მისგან ერთი მტკაველიც არ დარჩება.! ამიტომ სანამ რამეს გააკეთებ მანამ დაფიქრდი გინდა თუ არა შენი მესხის გაქრობა სამყაროდან.!- ძლიერად მოუჭირა ლოყებზე ხელი და გამობურჩულ ტუჩებზე უხეშად აკოცა.. ქალი მაშინვე აფართხალდა, ხელი ძლიერად ჰკრა ნიკომ სუსტ სხეულს და იქვე კედელთან მიაგდო.. კარები კი ხმაურით გაიხურა..
-ააააა..-ბოლო ხმაზე იყვირა, თმაში ხელები შეიცურა და ძლიერად მოქაჩა.. თვალები დახუჭა და ჩაიკეცა..
***
ბარში დემნა და ლუკა ისხდნენ, მხიარულად საუბროდნენ..
-რაო ნიკომ?-სასმელი ჭიქებზე გაანაწილა ონიკაშვილმა..
-ვიღაც ნაშასთან არის და მოვა მალე..
-მოკლედ ეგ არ იცვლება.. სულ ქალები და მოსაწევი..
-დაიკიდე რაა, უსწორდება და იყოს ეგრე დიდი ამბავი. მე კიდე ქალებზე აღარ მი*გება.. -ვითომც არაფერი ისე თქვა..
-ატ*რაკეებ..
-აი ნიკოც მოვიდაა.-ხმამაღლა თქვა მესხმა და მეგობარს გადეხვია.. -რა მალე მორჩი საქმეს..
-ჰო სასწაული ჩამიტარა და.. -თვალები უცნაურად უელავდა ქავთარაძეს..
-მოდი მოდი დავლითო..-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა ონიკაშვიილმა და სასმისი მაღლა ასწია..
-მოდი ჩვენს მეგორობას გაუმარჯოს.! -ჭიქები მიუჭახუნეს ერთმანეთს.. უცნაურად უყურებდა ქავთარაძე დემნას, თითქოს და მსხვვერპლი იყო მისი, ამასთან გამარჯვებასაც ზეიმობდა.. ბოროტება უელავდა ღია ცისფერ თვალებში და საოცრად ირონიული ღიმილი დასთამაშებდა..
***
მეორე დილით ქეთო დაიბარა სახლში, გრძელი თხელი კაბა ჩაიცვა ღილებიანი.. მუქი წაბლისფერი, ტალღოვანი თმა მხრებზე დაიყარა და შეუმჩნეველი მაკიაჟიც გაიკეთა.
-მზად ხარ?
-არა..-სასოწარკვეთილმა გააქნია თავი..
-თავი ხელში აიყვანე. მაღლა ასწიე და წავედთ.. მე შენთან ვარ.. მარტო არცერთთან არ დაგტოვებ. მშვიდად იყავი. -შეათვალიერა ქალი. -როგორც მახსოვს ამ მატერიაზე დენმა გიჯდება..
-ხო, მან მიყიდა ეს კაბა..-შესამჩნევად ოდნავ გაეღიმა. ცხვირზე სათვალე მოირგო და სახლი დატოვეს. მალევე ავიდნენ ონიკაშვილის სახლში და ყველა იქ დახვდათ.
-ქეთო აქ რა გინდა?-ძმას გაუკვირდა უმცროსი მესხის ელენეს გვერდით დანხვა.
-გუშინ ნანუკამ დამპატიჟა და ელენეს გავუერა.. რა იყო?
-არა.. არაფერი. -ლუდის ჭიქა მიაწოდა გოგოებს და დაუფარავად აათვალიერა ცოლი რომელიც მთელ ძალას იკრებდა და მის მზერას აიგნორედა. იღიმოდა, მხიარულებას აფრქვევდა, თითქოს და ის ადამიანი დაბრუნდაო ვინც ადრე დენმას ცოლობის დროს იყო.. ერთი მომენტი იფიქრა გოგოაშვილი ცდება და არაფერიც არ სჭირსო.. „მშვენიერ განწყობაზეა, ტანჯვის არაფერი ეტყობა.“ უსიამოვნოდ გაცრა და ყურადღება სხვა რამისკენ გადაიტანა.. ორივესთვი აუტანელი იყო ერთმანეთთან ასე ახლოს ყოფნა, თან შეუხებლობა.. ხელები ექავებოდა მესხს ისე უნდოდა მისი ლამაზი პატარა სახე, ტორეში მოექცია და დაეკოცნა, რამდენი ცრემლიც დაღვარა მისმა ლამაზმა თვალებმა იმდენჯერ დაეკოცნა ისინი.. საკუთარ ცოლს კარგად იცნოდა, ის ხომ თითქმის მის ხელში იყო გაზრდილი.. ხვდებოდა ყალბი ღიმილი სად იყო.. იმასაც კარგად ამჩნევდა როგორ აპარებდა რობაქიძე თვალს მისკნე.. უღმერთოდ უჭირდათ ორივეს უერთმანეთობა.!
შორიახლოს ნიკო ქავთარაძეც დაძრწოდა თავისი ბოროტული მზერით და ქალს გამაფრთხილებლად უყურებდა.. სუფრას ყველე ერთად მიუსხდა..
-ელენე რას საქმიანობ აეროპორტში? -წაისისინა ქავთარაძემ..
-უფროსი მენეჯერის თანაშემწე ვარ.! -ისე თქვა არც კი შეუხედავს. საუბარი აღარ გაუგრძელეით, გაჩუმდა ელენე და საკუთარ თეფშს დააკვირდა მის მერე ხმა არ ამოუღია..
-ჩვენ დემნას ახხალი თაყვანისმცემელი ჰყავს.-წაიხარხარა ნიკომ და მეგობარს ხელი დაჰკრა. ყველა უხერხულად შეიშმუშნა.. -ხაალხო რა გჭირთ, ისინი დაშორდნენ და საერთოდ არ აღელვებს ელენეს ეს ამბავი..-ახლა ქალს გახედა გაფართოებული თვალებით რომ უყურებდა. -ხომ ასე ელენე?-სიმწრისგან ხმა ვერ ამოიღო.. მხოლოდ მაშინ დაატანა თავს ძალა როცა ქავთარაძემ თვალები დააბრიალა.
-დიახ საერთოდ არ მადარდებს.. -ხელსახოცით ტუჩები მოიწმიდა, მაგიდაზე დადო და ნელა წამოდგა.-მაპატიეთ მე დაგტოვებთ.-არავის გამოპარვია აკანკალებუ ხმა.. სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა სახლიდან.. და გზას გაუყვა.. ხელში ჩააფრინდა მტევანი და უკან შეაბრუნდა.
-ელენე..
-მე ასე არ შემიძია.. მე ამას ვერ გავუძლებ.. ბედნიერი ვარ.. ვეცდები ვიყო თუ შესაფერის ქალს იპოვნი.. მართლა მე ეს ძალიან გამიხარდება..
-რა გიინდა მითხრა რომ ახლო რომ ტირიხარ ბედნიერების ცრემლებია? რომ ბედნიერი იქნები მე თუ სხვა ქალთან მნახავ?? -ორივე ხელი მხრებში წაავლო და შეანჯღრია.-ჯანდაბა ელენე მითხარი რა ხდება შენ თავს. მითხარი რა მოხდა იმ სამ დღეში.. ამოიღე გოგო ხმა..
-გიღალატე დემნა.. და მე არ ვითხოვ შენგან პატიებას.. მე ეს შეგნებულად გავაკეთე..
-მატყუებ.!თვალებში მიყურებ და მკლავ ელენე.!
-როგორც გინდა ისე იფიქრე.-მისი ხელებიდან თავი გაინთავისუფლა.. -მომეცი საშუალეა უშენოდ ვიცხოვრო.!
-არასდორს.! -კბილებში გამოსცრა..-მე სიმართლეს მაინც გავიგე და მერე მართლა არ გაპატიებ.! მერე ნამდვილად არ გაპატიებ.! -თითი სახესთან დაუქნია გამაფრთხილებდა.-სჯობს შენი პირით თქვა სიმართლე.
-მე გითხარი უკვე.-მშვიდა უპასუხა და ზურგი აქცია.. „მაპატიე ჩემო პატარა.. „გულში ამოიტირა და გზა განაგრძო.! „არ ვარ საკმარისად ძლიერი.! მაპატიე ასე რომ გთმობ.! „ ყველაზე მწარე ის ცრემლებია, რომელი გულში იღვრება და დასერილ გულს უარესად გწვავს. საშინელ აუტანელ ტკივილს რომ გგვრის და მაინც ასატანი რომაა. ის ფიქრებია ყველაზე მწარე სიკვდილამდე რომ მიდის. ყველაზე დამანგრეველი კი ალბათ საყვარელი ადამიანის გაშვებაა.. შენი ნებით დათმობა.. ალბათ ქალისთვის ყველაზე მტკივნეული საყვარელი კაცის თვალებში დანახული ცრემლია.. და ეს ცრემლი კლავს ათასჯერ დაუფიქრელად.!
სახლში გამწარებული შევარდა მესხი და საყელოში წვდა მეგობარს.
-რა სისულელები იბოდიელე.. სულ გა*ლევდი ბიჭო?-ჩაწითლებული თვალებით ყურებდა და პერანგში ჩაფრენილი ძლიერად ამოძრავებდა.
- დემნა დამშვიდდი რა ვიცოდი ასეთი რეაქცია რომ ექნებოდა. უბრალოდ ვიხუმრე..
-ხოდა მოეშვი სულელურ ხუმრობეს. -კბილებში გამოსცრა და უხეშად შეუშვა ხელი. -ქეთო წავედით..
-მე ელენასთან მივდივარ.! -გარეთ გასულებმა ძმას გახედა.
-არა, სახლში მოდიხარ. არ დაგინახო მასთან.!
-კაი ერთი, რომელი პატარა ბავშვი მე მნახე რომ შენს დაკრულზე ვცეკვავდე?! ეხლა მას ვჭირდები..
-შემეშვით რა.-ხელი აიქნია და ავტომობილი დაძრა.. მალევე გააჩერა და ისევ გადმოვიდა.-ქეთო მე მივდივარ ელენესთან, არ დაგინახო იქ მოსული.! -მკაცრად თქვა.
-არ აწყენინო იცოდე.
-კარგი..-ახლა კი ელვისისწრაფით მოწყდა ადგილას.!

***
ესეც ახალი თავი.. <3 მიყვარხართ მე თქვენ ძალიან.. უდიდესი სტიმული ხართ ჩემმი.. და იმედია ეს თავიც მოგეწონებათ.. ეს ისტორია არ არის ბედნიერებაზე სიმშვიდეზე.. ეს ტკივილით დატვირთული ისტორიაა.. იმ დაუძლეველ ტკივილზე რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განცდილი. იმედია არ გაგიცრუეთ იმედები.. აბა ველი შეფასებებს. <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Mariammmo

აუ როგორი მძიმეააა :((((
ძალიან კარგად წერ!!!
აი ყოველი მათი გახედვ- გამოხედვა გულზე რომ მესობა ისე...
რა უნდა იმ ავადმყოფ ადამიანს რა ვერ აპატია ასეთი ამ ბიჭს რააა :@
ველოდებიი ^____^

 


№2  offline წევრი L.eli13

როგორ არ მყოფნის///

 


№3  offline წევრი Phoenix..

Mariammmo
აუ როგორი მძიმეააა :((((
ძალიან კარგად წერ!!!
აი ყოველი მათი გახედვ- გამოხედვა გულზე რომ მესობა ისე...
რა უნდა იმ ავადმყოფ ადამიანს რა ვერ აპატია ასეთი ამ ბიჭს რააა :@
ველოდებიი ^____^

მიხარია მიხარია ამას რომ ვახერხებ! ნელ-ნელა გაიგებთ❤️
L.eli13
როგორ არ მყოფნის///

ვცდილობ დიდები დავდო და თან მალ-მალეებმაგრამ...❤️❤️

 


№4  offline წევრი Elle025

როგორი სულში ჩამწვდომი ისტორიაა..თითქოს მეც გული მტკივა ისინი რომ ასე იტანჯებიან..საოცარი და სასწაული გოგო ხარ შენ..შენი ისტორიების მთავარი გმირები ძალიან მომწონს..ასე გააგრძელე..წარმატებები❤️

 


№5  offline წევრი Phoenix..

Elle025
როგორი სულში ჩამწვდომი ისტორიაა..თითქოს მეც გული მტკივა ისინი რომ ასე იტანჯებიან..საოცარი და სასწაული გოგო ხარ შენ..შენი ისტორიების მთავარი გმირები ძალიან მომწონს..ასე გააგრძელე..წარმატებები❤️

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა❤️❤️

 


№6  offline წევრი დარინა

მაგარი დებილია ელენე ასე თავს როგორ ამცირებინებს ნიკოს, მისი სისუსტით სარგებლობს და ესეც თავის დასაცავად არაფერს აკეთებს, ხელში უვარდება უბრძოლველად, არადა ყველაზე მეტად დემნა მეცოდება ისე იტანჯება ჩემი ნებით გიღალატეო ისე ახლის.

 


№7  offline წევრი Takk.22

აუ ცოტაღა დამაკლდა ტირილამდე,ერთი სული მაქვს დემნა ნიკოს როდოს გაუერთიანებს თავპირს

 


№8  offline წევრი Phoenix..

დარინა
მაგარი დებილია ელენე ასე თავს როგორ ამცირებინებს ნიკოს, მისი სისუსტით სარგებლობს და ესეც თავის დასაცავად არაფერს აკეთებს, ხელში უვარდება უბრძოლველად, არადა ყველაზე მეტად დემნა მეცოდება ისე იტანჯება ჩემი ნებით გიღალატეო ისე ახლის.

ჰოო დებილი არაა ელენე! ძლიერი ქალია რომელიც იცავს დემნას ნიკას ბოროტებისგან

 


№9  offline წევრი Onlyyou

Vaimee shen saseauli xar mteli grdznobit emociit wer am yelafers ise gadmoscem titqos yvelaferk zem tavze gadagxda da mec ise visisxlxorceb elenes da demnas yela tanjvas titqos me var mtavar rolshi ♡♡ ar myofnis ra gaaketo rom dasruldeba mere ra vqna ? Auu arvici ra gitxra imis garda rom saswaixar ????

 


№10  offline წევრი Phoenix..

Onlyyou
Vaimee shen saseauli xar mteli grdznobit emociit wer am yelafers ise gadmoscem titqos yvelaferk zem tavze gadagxda da mec ise visisxlxorceb elenes da demnas yela tanjvas titqos me var mtavar rolshi ♡♡ ar myofnis ra gaaketo rom dasruldeba mere ra vqna ? Auu arvici ra gitxra imis garda rom saswaixar ????

ესეც საკმარისია იმისთვის რომ უდიდესი სტიმული მომრცეს.განუცდელ გრძნობას ვერ აღწერ.კარგად უნდა იცოდე ტკივული მისი აღწერა რომ მოახერხოო❤️

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

ხოო,მესმის ძნელია ქმარს უთხრა რომ მის ძმაკაცთან ერთად იწექი,მაგრამ იმის თქმა და დამატება,რომ ძალით უღალატა და ეს შეგნებულად გააკეთა,სისულელეა,ასე არ უნდა ატკინოს გული,მაშინ საერთოდ უნდა გაჩუმდეს და დააიგნოროს. ისიც გასაგებია,რომ არ უნდა დემნამ სისულელე გააკეთოს და შემოაკვდეს ადამიანი. მოკლედ,იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდება,მიყვარს ეს ჰეფი ენდები და რა გავაკეთო:დ კარგი გოგო ხარ,ველი შემდეგ თავს kissing_heart

 


№12  offline წევრი kora

ძალიან საინტერესო და ამავე დროს ტკივილით სავსე თავი იყო.

როგორ განვიცდი ელენას ასეთ მდგომარეობას, საშინელ უსუსურობას გრძნობს იმ დამპალის გამო და ვერც დემნას ეუბნება მიზეზს. ელენასი მესმის რატომაც მალავს ამ ყველაფერს, მან ნახა ნიკას რეალური სახე და ბუნებრივია მისი რომ ეშინია.

დემნა როგორი კარგია ❤️ ტკივა და მაინც უყვარს ❤️

მოკლედ, მალე მინდა ახალი თავი ❤️
--------------------
kira.G

 


№13  offline წევრი Phoenix..

kora
ძალიან საინტერესო და ამავე დროს ტკივილით სავსე თავი იყო.

როგორ განვიცდი ელენას ასეთ მდგომარეობას, საშინელ უსუსურობას გრძნობს იმ დამპალის გამო და ვერც დემნას ეუბნება მიზეზს. ელენასი მესმის რატომაც მალავს ამ ყველაფერს, მან ნახა ნიკას რეალური სახე და ბუნებრივია მისი რომ ეშინია.

დემნა როგორი კარგია ❤️ ტკივა და მაინც უყვარს ❤️

მოკლედ, მალე მინდა ახალი თავი ❤️

მიხარია რომ ზუსტად იგებ ჩანაფიქრს მადლობა ასეთი შეფასებისთვის❤️❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინი

მალეეე დადეე რა ძაან მაგარია

 


№15  offline წევრი Phoenix..

სტუმარი ნინი
მალეეე დადეე რა ძაან მაგარია

ვეცდები ძვირფასოოალე დავდოო❤️❤️

 


№16  offline წევრი Sifrifana

ძალიან კარგი ისტორიაა ... ზუსტად გადმოსცემ ემოციას,მომწონს და იმედია დასასრული კარგი ექნება❣ დღეს არ დადებ?

 


№17  offline წევრი Phoenix..

Sifrifana
ძალიან კარგი ისტორიაა ... ზუსტად გადმოსცემ ემოციას,მომწონს და იმედია დასასრული კარგი ექნება❣ დღეს არ დადებ?

სამწუხაროდ დღეს ვერ მოვახერხებ დადებას მაგრამ ხვალ საღამოა დაგხვდებათ ახალი თავი????

 


№18  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ მომწონს ეს ისტორია ვერ წარმოდიგენ დღეს წავიკითხე ყველაა თავი და სიმართლე გითხრა აი ძალიან ძალიან მიმიზიდა..
საინტერესოა ღრმა ემოციური და რთული მართლა ყოჩაღ შენ რომ ახერხებ და ამდენ ემოციას და გრძნობას დებ ისტორიაში ♥️
არცვიცი რასუნდა ველოდო ამ ისტორიისგან უბრალოდ ახლა რასაც ვხედავ ისიც საკმარისია რომ მომწონდეს და ვკითხულობდე ბოლომდე ! წარმატებები და გელოდები მოუთმენლად ♥️

 


№19  offline წევრი Phoenix..

ტკბილიწიწაკა
როგორ მომწონს ეს ისტორია ვერ წარმოდიგენ დღეს წავიკითხე ყველაა თავი და სიმართლე გითხრა აი ძალიან ძალიან მიმიზიდა..
საინტერესოა ღრმა ემოციური და რთული მართლა ყოჩაღ შენ რომ ახერხებ და ამდენ ემოციას და გრძნობას დებ ისტორიაში ♥️
არცვიცი რასუნდა ველოდო ამ ისტორიისგან უბრალოდ ახლა რასაც ვხედავ ისიც საკმარისია რომ მომწონდეს და ვკითხულობდე ბოლომდე ! წარმატებები და გელოდები მოუთმენლად ♥️

როგორ მახარებთ ხოლმეეე ასეთი შეფასებით❤️❤️❤️ვეცდებიი იმედები არ გაგიცრუოოთ❤️❤️

 


№20  offline წევრი Sifrifana

როდის დადებ??

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent