შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (5)


4-02-2019, 19:53
ავტორი izabella
ნანახია 525

შენ მხოლოდ გწამდეს (5)

- ბიცო, მოვედით! -სადარბაზოში შემოსული პატარა მარიამი და მაქსიმე ბოლო ხმაზე ყვიროდნენ და დედის ნათქვამს ყურადღებას არ აქცევდნენ, რომ ამხელა ხმით არ უნდა ეყვირათ. მეგი უკვე მისაღებში ელოდა როდის შემოვარდებოდნენ გაღებულ კარებში. წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე კალთაში ესხდნენ და ენას არ აჩერებდნენ. ერთ ამოსუნთქვაში უამბეს ბაღის, მარიამის სკოლის, სახლის და სამეზობლოს ამბები. სათქმელი რომ მოათავეს აიჩემეს ეზოში ბურთით გვინდა თამაშიო და იქამდე არ მოისვენეს სანამ სამსახურიდან ახლად დაბრუნებულმა დიოტრეფემ მეგისთან ერთად დაბლა, ეზოში არ ჩაიყვანა სათამაშოდ.
-უიმე, ძია! შენ კიდევ სულ მე და მარიამს რომ გვიგდებ ბურთს ხოლმე -ხოლმე ბიცოსაც უნდა თამაში! -გაბრაზებულმა მაქსიმემ ბურთი აღარ დაუბრუნა დიოტრეფეს და გაკაპასებულმა დაუწყო ჩხუბი. მარიამიც გაებუტა ძიას და ბიცოლას კალთაში მოთავსდა. გაბუტული ბავშვების შემორიგება რომ ვერ შეძლო დიოტრეფემ მაღაზიაში წავიდა შოკოლადების საყიდლად. იდეამ გაამართლა, ბავშვებმა იმდენი შოკოლადები ჭამეს თამაშის თავი არც ერთს აღარ ჰქონდა. სახლში რომ ავიდნენ ისეთი ძალაგამოცლილები იყვნენ პატარები, მალევე ჩაეძინათ. დილით ჯერ გათენებულიც არ იყო მაქსიმე დიოტრეფეს და მეგის საძინებელ ოთახში რომ შეიპარა, საწოლზე აბობღდა, დიოტრეფე რასაც ჰქვია ფეხებით ჩათქერა და მათ შორის საბნის ქვეშ ჩაძვრა.
-მაქსიმე, რატომ არ გძინავს? ნორმალურად არც კი გათენებულა, ან აქ ვინ შემოგიშვა? -ჰკითხა ნამძინარევი ხმით დიოტრეფემ.
-ძია, დედას ვკითხე და მითხრა არ შეიძლებაო, მაგრამ მე დედა დავაძინე და მაინც გამოვიპარე. ხომ მაგარი ბიჭი ვარ, ძია? -ჩურჩულით უთხრა მაქსიმემ და მოულოდნელად ხითხითი დაიწყო, რადგან მეგიმ გვერდში მოუღიტინა და კისერში გემრიელად აკოცა.
-მაქსიმე კი არა მამლაყინწა უნდა გერქვას. ისეთი ადრეა ჩიტებსაც კი ძინავთ, შენ კიდევ უკვე აახმაურე სახლი, -ბავშვმა მეგის ლოყაზე აკოცა და მერე დიოტრეფეს მიუბრუნდა.
-ძია, დედა რომ იღვიძებს მამა ხოლმე - ხოლმე კოცნის. შენ არ უნდა აკოცო ბიცოს? მე არ გიყურებთ, აკოცეთ! -თვალებზე ხელები აიფარა, შუა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს დააშორა და ისე დაუწყო ცოლ - ქმარს ყურება. დიოტრეფემ და მეგიმ ერთმანეთს გადახედეს და სიცილი დაიწყეს, მერე ორივემ დაიჭირა მაქსიმე და იმდენი კოცნეს ბავშვის სიცილის ხმა მთელ სახლში ისმოდა.
გვიანი საღამო იყო, პატარა მაქსიმე და მარიამი გამათბობელთან ახლოს, ხალიჩაზე მოკალათებულიყვნენ და ,,ლეპტოპში“ თვალის დაუხამხამებლად, რაღაცას აღფრთოვანებულები უყურებდნენ. უცებ, ორივენი ფეხზე წამოხტნენ, მარიამი სადღაც გაიქცა, მერე ნაჭრით ხელში დაბრუნდა, ამასობაში აჟიტირებულმა მაქსიმემ მეგის მაჯის საათი თხოვა და როდესაც ბიცოლამ უყოყმანოდ მოიხსნა და გაუწოდა ბავშვებმა სიამაყით გამოუცხადეს იქ მყოფთ, რომ ფოკუზის გაკეთებას აპირებდნენ. ამიტომ საათი ნაჭერში გაახვიეს, მერე ძირს დადეს და რიგ - რიგობით დაიწყეს მასზე ხტუნაობა. მეგის ამის შემხედვარე გული შეუწუხდა და მის გვერდით მჯდარ დიოტრეფეს გადაჰხედა, რომელსაც სახეზე გაბრაზება გამოხატვოდა და მძიმედ სუნთქავდა. მეგიმ თავისი ხელი მისი მომუშტული ხელისკენ წაიღო და გააშლევინა.
-ნუ ბრაზობ, - ჩურჩულით გადაულაპარაკა, - შეხედე რა ბედნიერები არიან.
-დაბადების დღეზე რომ გაჩუქე ამ წუთას იმ საათს ამტვრევენ.
-შემდეგში უკეთესს მიყიდი, - გაუღიმა და ლოყაზე აკოცა.
-ბებო რას აკეთებთ? მისაღებში შემოსულმა ნანამ ბავშვებს გახედა და დაჯდა.
-ფოკუზს ვაკეთებთ ბებო, -კბილები დაუკრიჭეს ბავშვებმა და ხტუნაობა შეწყვიტეს. ბიცო, ძია, ნახეთ რა გავაკეთოთ მე და მარიამმა, - მაქსიმემ ნაჭერში გახვეული დამტვრეული საათი აჩვენა იქ მსხდომთ, მერე ისევ გადააფარა ნაჭერი, მარიამს ხელებში დააჭერინა და ორივემ ერთდროულად სული შეუბერეს, მერე კუთხიდან შეიჭყიტეს, მაგრამ ისევ დამტვრეული რომ დაინახეს ახლა უფრო მონდომებით დაიწყეს ნაჭრისთვის სულის შებერვა. ბოლოს ძალიან, რომ დაიღალნენ მაგიდაზე დადეს და ნაჭერი გაშალეს, სადაც დამტვრეული საათის ნაწილები ეწყო. ერთხანს შეშინებულები უყურებდნენ ხან საათს, ხან მეგის. მარიამი, რომ მიხვდა საათს ვეღარ გაამთელებდნენ ცრემლები გადმოსცვივდა და მაჯებით მოიწმინდა.
-ბიცოს საათი გავტეხეთ, - არანაკლებ შეწუხებულ მაქსიმეს შეხედა და ცრემლების ახალი ნაკადი წამოუვიდა თვალებიდან. მაქსიმემ ტუჩი გადმოიბრუნა და იმხელა ხმით მორთო ტირილი ლამის გარშემომყოფებმა ყურებზე ხელები აიფარეს. ატირებული ბავშვები იქამდე ვერ დამშვიდდნენ ვიდრე არ დაარწმუნეს, რომ საათის გატეხვის გამო ძია და ბიცოლა მათთან ჩხუბს არ აპირებდნენ.

###################
-ბიჭები ატყდნენ ახალ წელს კლუბში შევხვდეთო, მეც რომ წავიდე ხომ არ გეწყინება? -დიოტრეფე შეწუხებული სახით მიუჯდა გვერდით მეგის და ისე შეხედა თითქოს პატიებას თხოვდა.
-რატომ უნდა მეწყინოს? წადი.
-მართლა?
-წადი და გაერთე, მე წინააღმდეგი არ ვარ.
-ხომ იცი, ცოლებთან ერთად რომ მიდიოდნენ შენც წაგიყვანდი.
-ასე სად წამიყვანდი, დიოტრეფე?
-არ არის საჭირო ხაზგასმა, რომ ეტლში ზიხარ.
-სიმართლეა და რა ვქნა?
-გაივლი ფეხზე და მერე რას მოიფიქრებ მაინტერესებს.
კლუბში ხმამაღალი მუსიკის ფონზე უამრავი ადამიანი ცეკვავდა. საახალწლო განწყობა დადებითად მოქმედებდა თითოეულ იქ მყოფ ადამიანზე. ერთი ბარმენი ცეცხლოვანი შოუთი ართობდა კლიენტებს, მეორე უბრალოდ ცარიელი ჭიქების ალკოჰოლური სასმელების შევსებით იყო დაკავებული. თაზო და შალვა ბართან სკამებზე ისხდნენ და სასმელს სვამდნენ, თან გოგოებთან მოცეკვავე ძმაკაცებს უყურებდნენ. დიოტრეფეც მათ გვერდით იჯდა, მაგრამ ვაი იმ ჯდომას, სულით და გულით მეგისთან იყო. გარშემო ხედავდა ახალგაზრდა ქალებს საზეიმოდ გამოწყობილები, ამაყად, წელში გამართულები რომ მიმოდიოდნენ აქეთ - იქით და დროს მხიარულად ატარებდნენ. მათ მაყურებელს ხასიათი ეშხამებოდა, თვალწინ სულ მეგის უგონო სხეული უდგებოდა. სვამდა და არსად გახედვა აღარ უნდოდა. ერთი სული ჰქონდა სახლში გაქცეულიყო, მაგრამ ბიჭებს ხათრს ვერ უტეხავდა. იჯდა და სასმელში იკლავდა ტკივილს, საერთოდ ვერ გრძნობდა ახალი წლის სიხარულს, შინაგანი მღელვარება წვავდა, მისი სული იოგების დაწყვეტამდე ღრიალებდა. დროდადრო გული უჩქარდებოდა, გარეგნულად კი მხოლოდ იჯდა და ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც დღესასწაულს იზიარებდა მეგობრებთან ერთად. თავი ისე ატკივდა ეგონა მალე ძირს დაცემული საზამთროსავით გაუსკდებოდა. ვეღარ უძლებდა, ყურებიც უგუბდებოდა, შინაგან შფოთს მისი სხეული და სული მთლიანად მოეცვა.
-ბიჭებო თქვენ არ ცეკვავთ? -სამეულს გოგონები მიუახლოვდნენ შამპანურით სავსე ბოკლებით ხელში. თაზომ ამრეზით შეათვალიერა გოგონები და ადგილს ღრენით მოცილდა. შალვამ ქერა თმიანს სტაცა ხელი, კალთაში ჩაისვა და რაღაცაზე გაუბა ლაპარაკი.
-შენ რა ძალიან მორცხვი ჩანხარ? -დიოტრეფემ ირონიული მზერით აათვალიერა ქალი, -არ მოგწონვარ? -ნაწყენმა შამპანურის ბოკალი იქვე დადგა და სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო, -არ მომიკიდებ? კარგი თვითონ ვიზამ, -ქალმა სიგარეტს მოუკიდა და შამპანური მოსვა, -რა არ მოგწონს ჩემში? ერთი კარგად შემომხედე, - მის წინ დატრიალდა, დიოტრეფემ კი სასმლის დამატება ანიშნა ბარმენს, -ეს რა ქვის ნატეხი ყოფილა, -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა თავისთვის ქალმა, ნაფაზი დაარტყა და სიგარეტი საფერფლეში ჩადო.
-არ მაქვს იმ ქალის მოფერების სურვილი რომელიც ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნად ყარს, -ზიზღით თქვა დიოტრეფემ, ისე, რომ არც კი შეუხედავს.
-ჩემნაირი ცეცხლისფერთმიანი და მადისაღმძვრელი ქალი როცა გყავს გვერდით, ვინ ამჩნევს ალკოჰოლს ან ნიკოტინს?
-მე ვამჩნევ!
-გავერთოთ, აქ მაგისთვის არ ხარ? მე მომწონს შენნაირი უხეში კაცები, ქალებს რომ ურტყამენ ხშირად, მაგრამ მაინც, რომ უყვართ.
-მოძალადის მეტყობა რამე? -გაკვირვება ვერ დამალა დიოტრეფემ.
-უხეში ხარ, ესე იგი, ქალის ცემაც არ გაგიჭირდება. მოიცა, მოიცა ცოლი გყავს? -არაბუნებრივი ხმით გადაიკისკისა ქალმა და შამპანური ბოლომდე დალია, -მეც მყავს ქმარ - შვილი, მაგრამ ეგ ხელს ვერ შემიშლის, რომ ხანდახან განვიტვირთო და ჩემ გემოზე გავერთო.
-ქმრის ღალატს გართობას და განტვირთვას ეძახი? -ბრაზის დასამალად ირონია მოიშველია დიოტრეფემ.
-შეწყვიტე სინდისივით ჩემი მხილება, თავი ანგელოზად ნუ მოგაქვს, -წითური დიოტრეფეს კალთაში კომფორტულად მოთავსდა, ხელები კისერზე შემოჰხვია და ყელში აკოცა, -კაცები ყველანი ერთნაირები ხართ, ვითომ ცოლის ერთგულები, მაგრამ ბოლოს მაინც კარგავთ თავებს ლამაზი ქალის ხელში, -გველივით სისინებდა ქალი დიოტრეფეს ყურთან. კიდევ ერთი კოცნის დატოვებას აპირებდა მის ყელში დიოტრეფემ ფეხები ერთმანეთს რომ დააშორა და ეს თითქმის ორმეტრიანი ქალი მის ფეხებთან გაიშხლართა.
-უი, დაეცი? არაუშავრს, ქორწილამდე მოგირჩება, -ირონიული ღიმილით დახედა ძირს დაგდებულ ქალს, -სიმართლე გითხრა ზედმეტად ტკბილი სუნამო გასხია, ყელი ჩამწვა, -გამწარებულმა ქალმა თავი ძლივს წამოწია, შალვას კალთაში მჯდომი ქერაც მაშინვე წამოდგა და მეგობრის დასახმარებლად დაიხარა. ბიჭებიც მოვიდნენ გოგოებთან ერთად, ბართან ჩოჩქოლი, რომ შენიშნეს.
-რა მოხდა?-იკითხეს გაკვივებული სახეებით.
-არაფერი, ქალბატონმა ზედმეტი დალია და თვითონაც ხედავთ შედეგს, -ურეაქციო სახით გადახედა მეგობრებს და მერე უკვე ფეხზე წამოყენებულ წითელთმიან ქალს, რომელიც მზერით მის მოკვლას ლამობდა. ახალგაზრდა ქალები წავიდნენ, ბიჭებმა გართობა გააგრძელეს.
-არ შეგეცოდა? -დიოტრეფესთან ახლოს გადმოჯდა შალვა და სიცილით უთხრა.
-მაგის ქმარ - შვილი უფრო შემეცოდა მე.
-ქმარ - შვილიც ჰყავდა?
-გიკვირს?
-უკვე არაფერი აღარ მიკვირს ამ ცხოვრებაში.
-არც მე.
-როგორ გაიშხლართა იატაკზე და ბარმენმაც როგორი ინტერესით გადმოჰხედა დახლს ზემოდან, ნეტავ სად წავიდა ეს ქალიო. თან რამხელა ხმა ჰქონდა? არა, ძმაო, ხელები ამიწევია, შენ მაგ ამბების დიდოსტატი ხარ, იმიტომ ვერ გიტანს ქალთა კოალიცია.
-ვინც საჭიროა ის მიტანს, -ღიმილი შეეპარა სახეზე, მერე უცებ დასერიოზულდა, -შალვა, იცი რა მიკვირს? რატომ არასდროს მირეკავს როცა სადმე მივდივარ? დავიჯერო არ აინტერესებს სახლში მალე მივალ თუ არა?
-არ ეუბნები სახლიდან გამოსვლისას?
-როგორ არა, მაგრამ...
-რაღა მაგრამ? თავს არ გაბეზრებს უაზრო კითხვებით და კიდევ შენ ხარ უკმაყოფილო? გინდა ვანოს მარიტასავით ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გირეკოს, შენი ადგილსამყოფელი ამოწმოს და სახლში მისვლამდე წუთები გითვალოს? თუ ეგრე გაწუხებს ძმაო ადექი და თვითონ დაურეკე და მოიკითხე. ამ წუთას მაგრად ატრ**** ხომ იცი. მერე იქნებ იმაზეც დაიწყო გაჭედვები სახლში რომ მივდივარ რატომ მხვდება დაძინებული და რატომ არ მელოდებაო, -გაღიზიანებულმა შალვამ სიგარეტს მოუკიდა და მოწევა დაიწყო.
-რომ ვნახო ღამე ჩემ გამო გაათია შეიძლება ჩხუბიც მოგვივიდეს. ასი წელი მაგას არ მოვთხოვ.
-ერთსაც შენ იძახი და მეორესაც. სახლიდან გამოსვლისას საქმის კურსში ვაყენებო ხომ ამბობ არა? უაზრო ეჭვიანობის სცენებს არ გიწყობს და არ წიოკობს, გენდობა, მეტი რაღა გინდა? -შალვამ სიგარეტი საფერფლეში ჩადო და მოცეკვავე ხალხში გაუჩინარდა. ცოტა ხანში კი ბიჭებთან ერთად დაბრუნდა.
-აბა, წავედით.
-სად წავედით, ჯერ ორი საათიც არ გასულა რაც მოვედით.
-ყველანი მოვდივართ შენთან. ამტკივდა თავი იმხელა ხმაზეა მუსიკა აწეული, ცოტა ხომ გავერთეთ, გვეყო რახა - რუხი, ჭეშმარიტი ოჯახური სიმყუდროვე და დიდი გენერლის სადღეგრძელოები მინდა მოვისმინო, მარტო მე კი არა ამათაც უნდათ.
-მაშ კაცო, ერთი მამაპაპური აღარ დავილოცოთ?
-წავიდეთ მაშინ, -სიხარული არ შეიმჩნია დიოტრეფემ, ისე ამოუდგა გვერდში ბიჭებს და გაჰყვა თან. გარეთ რომ გამოვიდნენ და ზამთრის სუსხიანი ჰაერი ჩაისუნთქა იგრძნო, როგორ დაიწყო მისმა შინაგანმა სამყარომ დამშვიდება. ერთადერთი რასაც მისი მოშხამული განწყობის გამოკეთება შეეძლო ეს მეგის გაღიმებული სახის დანახვა იყო. მისი შვიდი ხმის ტემბრი გადამდებად მოქმედებდა და რაც არ უნდა აფორიაქებული ყოფილიყო წამებში ეცვლებოდა ხასიათი უკეთესობისკენ. ყველაზე მეტად ეს მოწონდა მეგიში, ყოველთვის მშვიდად, აუღელვებლად და ღიმილით რომ ესაუბრებოდა გარშემომყოფებს, რითაც მათ კეთილგანწყობას იმსახურებდა.
-გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!- მთელი ხმით გაიძახოდნენ სახლში შესული გაბრიელი და ლევანი და კანფეტებს აქეთ - იქით ისროდნენ.
-ეე, გაიგეს, გაიგეს ბიჭო, ნუ დაგვაყრუეთ.
- ახალი წელია და ვულოცავ ოჯახს, რას იღრინები?
-თქვენ გენაცვალოთ გოგია პაპა, ეს რა ხალხი მოსულა, -კაცს სახეზე სიხარული და კმაყოფილება გამოეხატა. ბიჭებმა საახალწლო სუფრასთან მსხდომთ ახალი წელი მიულოცეს და ადგილები დაიკავეს.
-რას ტრაბახობდა გოგია ჩვენ მოსვლამდე? - გადაუჩურჩულა მეგის დიოტრეფემ.
-არაფერს არ ტრაბახობდა, ჯარის ამბებს ყვებოდა.
-ის უკვე მოჰყვა გახსნილი ხელყუმბარით ტანკს წინ რომ გადაუდგა?
-არა, ეგ არ მოუყოლია, ტყვედ რომ ჩავარდა იმას ჰყვებოდა და თქვენც მოხვედით.
-არც ის? დაჭრილმა ასოცი კილომეტრი, რომ იარა და რეალურად ერთი კილომეტრიც არ ჰქონდა გავლილი ისე იპოვა მედპერსონალმა?
-არა!
-მაშინ ბევრი საინტერესო ამბების მოსმენა მოგვიწევს გათენებამდე.
-მზად ვარ ბოლომდე მოვუსმინო.
-ტყუილებში რომ გამოიჭერ მერე ვილაპარაკოთ, -სიცილით უთხრა და ყურადღება ბიჭებზე გადაიტანა.
-მეგი, ხომ არ მოიწყინე ჩვენ მოსვლამდე?
-სულაც არა, გოგია პაპა ჯარის ამბებს მიყვებოდა.
-ჰოო? სამაგიეროდ შენმა ტურფამ მოიწყინა. ნეტა გენახა იმ ... ვახ!-ტკივილისგან თვალები დახუჭა გიომ, რადგან ლევანის აქნეული ფეხი ისე მწარედ მოხვდა ბარძაყში, რომ ვეღარ ამოისუნთქა.
-რა მოგივიდა გიო?
-არაფერი ნანა დეიდა, მაგიდას ამოვარტყი ფეხი.
-გოგოსავით ფეხის ფეხზე გადადება რომ გიყვარს ამიტომ, -მხარზე დაუტყაპუნა შალვამ ხელი.
-რა ამბობდი გიო, რა უნდა მენახა?
-არაფერი მეგი, კლუბში უნდა ნახო რა ცუდია ახალი წლის აღნიშვნა თქო. სახლის სითბოს არაფერი ჯობია, -ძალით გაუღიმა და ნატკენი ადგილი ხელით დაიზილა.
-არა რა, არ ,,მევასება“ ეს კლუბური გართობები და ძალაა? -კიტრს დაწვდა თაზო და დანით მისი გათლა დაიწყო.
-შენ სირცხვილით მაგას როგორ ამბობ? სამი შვილის მამა ხარ და იქ მოწყენილობის ვერაფერი შეგატყვეთ, ჩვენზე კარგადაც კი ერთობოდი მგონი.
-ცოტა კი გავერთე, მაგრამ ეს პატარა ბიჭური გართობები ჩემთვის მოძველდა.
-ვაა, ეტყობა შენ უკვე ამოგივიდა სიბრძნის კბილი და სიბერისკენაც გადააბიჯე.
-დიდი ხანია გადაბიჯებულიც მაქვს და იმის იქითაც ვარ წასული. ისე, რომ იცოდე სიბრძნის კბილი ყველას სხვადასხვა ასაკში ამოსდის. შენ მაგას რას უყურებ? ზოგი დაბადებიდან ბრძენია, მაგრამ შენ ისეთი არასერიოზული ხარ სიბრძნის კბილის ამოსვლა კი არა სიბრძნის შელოცვაც ვერ გიშველის.
-ეე, სიბრძნის შელოცვაც არსებობს?
-ეგ სიტყვის მასალად ვთქვი, სიბრძნის შელოცვა არა კიდე რა გინდა.
- მალვინა ბებო წელს გოგრა მოხარშეთ? რა გემრიელი იყო შარშან იმის გემო არ მავიწყდება.
-ბებო გენაცვალოს ვანიკო, მაგაზე როგორ გაწყენინებ? ახლავე გამოვიტან და ჭამეთ შვილო, -მალვინა სამზარეულოში გავიდა, მოხარშული გოგრის ნაჭრებით სავსე თეფში გამოიტანა და ვანოს წინ დაუდო.
-შეგერგოს ბებო, შენზე კარგმა ვინ უნდა ჭამოს?
-ვინ და მსუნაგმა დიოტრეფემ.
-ეგ მსუნაგი დიოტრეფე, სულ არ არის გაუმეტარი და ნუ გაქ გიო ცოლ - ქმრის გაყრელი ენა.
-მალვინა ბებო, შენ ხარ ყველაზე კარგი, -ვანომ ქალს ხელები დაუკოცნა.
-ვანო, მალვინა ბებოს ნუ ეპირფერები, იცოდე დარჩები გოგრის გარეშე.
-გაბრიელ, პირფერობა არ მჭირდება, ბებომ იცის როგორ მიყვარს.
-გენაცვალოთ ბებო, მე ჩემი დიოტრეფესგან არ განსხვავებთ არცერთს, -თავზე მოეფერა მალვინა ვანოს. გათენებამდე მხიარულობდნენ საახალწლო სუფრასთან. გოგია პაპა რომ ჩაირთო ომის ამბების მოყოლით და ტყუილ - მართალს ერთმანეთში ურევდა, მაშინ მიხვდა მეგი დიოტრეფე რაზეც ეუბნებოდა.

##############
დიოტრეფეს სამსახურიდან სახლში დაბრუნების დროს, რომ კარგად გადაცდა და ის მაინც არ გამოჩნდა, პანიკამ მოიცვა მეგი და მაშინვე შალვასთან დარეკა.
-შალვა, დიოტრეფეს მთელი საათია ვურეკავ და არ მპასუხობს, მშვიდობაა? -ანერვიულებულმა მიაყარა კითხვები.
-არ ინერვიულო, საავადმყოფოში ვართ და მალე მოვალთ.
-საავადმყოფოში რა გინდათ, დიოტრეფეს რამე დაემართა?
-დაწყნარდი, საგანგაშო არაფერია, ხელები აქვს დამწვარი, შეუხვევენ და მაშინვე სახლში მოვიყვან.
-შალვა, არ მატყუებ? მარტო ხელები აქვს დამწვარი?
-კარგად არის, ხომ გითხარი, მალე მოვალთ და თვითონ დარწმუნდები, რომ საშიში არაფერი არ ჭირს. აი, გამოვიდა, უნდა გავთიშო, მანდ რომ მოვალთ მერე ვილაპარაკოთ, -კარზე ზარის ხმა გაისმა თუ არა მაშინვე მის გასაღებად წავიდა ნანა.
-დედა გენაცვალოს, ეს რა დღეში გაქვს ხელები, - გული შეუწუხდა ქალს შვილის დაბინტული ხელების დანახვაზე.
-ნუ გეშინია დედა, ერთ კვირაში ბინტებს მომხსნიან, -ღიმილით გადაეხვია დედას და შიგნით შევიდა.
-მეგი სად არის, დედა?
-ოთახშია, ძალიან შეეშინდა და ტირის, რაღაცას მიმალავენო.
-რა ატირებს? ხომ ვუთხარი, რომ კარგად იყო.
-მეც ვუთხარი, მაგრამ მაინც ერთსა და იმავეს გაიძახის. შენ მიდი მეგისთან, შალვა, შვილო, შენ კიდევ წამოდი სამზარეულოში, მშივრები იქნებით, ახლავე გავშლი და შეჭამეთ საჭმელი.
-შალვა, მიდი შენ და მეც მოვალ, -დიოტრეფემ მეგობარს სამზარეულოსკენ უბიძგა, თვითონ კი საძინებელ ოთახში შევიდა.
-დიოტრეფე, ეს რა დღეში გაქვს ხელები? -მისი დაბინტული ხელების დანახვაზე ტირილისაგან დაწითლებული თვალები ისევ ცრემლებით აევსო მეგის.
-დიდი არაფერი, პატარა დამწვრობაა.
-ამას ეძახი პატარა დამწვრობას? ათივე თითი შეხვეული გაქვს, -ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.
-მადლობა ღმერთს, რომ თითები არ დავკარგე. დამწვრობა მალე მომირჩება.
-რით დაგეწვა, ასეთი რა გეჭირა ხელში?
-დაწყნარდი და შემომხედე, ხედავ? ცოცხალი და უვნებელი ვდგავარ შენ წინ, ეს პატარა დამწვრობა კიდევ არაფერია.
-როგორ დავწყნარდე, როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ?
-ზოგი ჭირი მარგებელიაო, სანამ ხელები არ მომირჩება სახლში ვიქნები. ხომ მინდოდა შვებულება, ჰოდა, მექნება.
-რად გინდა ასეთი შვებულება, თუ მთელი დღეები გამწარებული უნდა იყო?
-რა დროს ჩემი ხელებია, ძალიან მშია, -ცოტა ხანში სამზარეულოში ისხდნენ, მეგი ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა დიოტრეფეს დაბინტულ ხელებს და საკუთარი ხელით აჭმევდა ლუკმებად დანაწევრებულ საჭმელს, -ისე, ხშირად რომ დავიწვა ხელები ცუდი არ იქნება, -სიცილით გადახედა მომღიმარ შალვას და თვალი ჩაუკრა.
-სულ არ არის სასაცილო!
-რა გატირებს ნეტავ? ხელები მე მაქვს დამწვარი თუ შენ?
-ხელები გაქვს დამწვარი და არც ვიტირო?
-მეც მაგას არ ვამბობ? მე რომ ხელები მაქვს დამწვარი შენ რა?
-რომ გტკივა და იტანჯები ეგ მატირებს სწორედ. მეც მტკივა, მართლა მტკივა. შენ ხელები გეწვის, მე გული, შენი მაყურებელი. ვერ ვხვდები რა არის ამაში გაუგებარი?!
-კარგი, ნუ ბრაზობ, - დაბინტული ხელები მოჰხვია გაბუტულ მეგის, მიიხუტა და საფერთქელთან აკოცა, -ჩემი წილი სამოთხე ხარ ამ დალოცვილ დედამიწაზე.
-არ მეტყვი რით დაგეწვა ხელები? -ცრემლიანი თვალებით ახედა მეგიმ.
-ვახ, ჩაირთო, რა მნიშვნელობა აქვს?
-გრიფით საიდუმლო ადევს? შალვა, შენ მაინც მითხარი!
-ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი, საქმე მაქვს, უნდა გავიქცე, - შალვა წამოდგა, ნაჩქარევად დაემშვიდობათ და წავიდა.
-დიოტრეფე!
-მეგი დაღლილი ვარ, თან ხომ ხედავ ხელები მაქვს დამწვარი, წავალ დავიძინებ.
-აბა, შენ გაინტერესებდეს რამე, ტვინში ჩამიძვრებოდი და მაინც გაიგებდი, მე რომ მაინტერესებს რაღაც ყველაფერს მიმალავ.

##############
ერთ საღამოს როდესაც საძინებელ ოთახში მეგი და დიოტრეფე განმარტოვებით იყვნენ, დიოტრეფემ უჯრაში ვალერის და მარიამის ადრინდელი ფოტო იპოვა. წყვილს მაისურები გაეცვალათ, მარიამს, ვალერის შავი მაისური ეცვა, მერსედესის ლოგოს გამოსახულებით. ვალერის კი მარიამის ჟოლოსფერი მაისური, რომელსაც ოქროსფერი პეპლები ეხატა. ორივეს გაღიმებული სახეები ჰქონდათ და გადამღებს ხელს უქნევდნენ. გაახსენდა ის დღე, როდესაც ლევანმა ეს ფოტო გადაუღოთ, გული ეტკინა, იმ მარიამის და ახლანდელი მარიამის გახსენებისას. შეწუხებული მიუბრუნდა მეგის და ჰკითხა:
-რას ფიქრობ ცხოვრებაზე? სიცოცხლეზე? შენზე და ჩემზე? -მეგიმ, ლილისთან მიმოწერა შეწყვიტა, ტელეფონი გვერდით გადადო და ცოტა ხნით დაფიქრდა.
-ჩემთვის სიცოცხლე ერთ დიდ გამოსასწორებელ კოლონიაში არსებობას ჰგავს, საიდანაც მხოლოდ კარგი ყოფაქცევის მეშვეობით გააღწევ და მოხვდები იქ, ზემოთ, სადაც როგორც ამბობენ სრული ნეტარებაა. აქ ბოროტების ქმნას კარგი არაფერი მოაქვს. რაც არ უნდა გულნატკენი იყო და შურისძიება მოინდომო ვინმეს მიმართ, ყოველთვის დაუკმაყოფილებლობის გრძნობა შეგაწუხებს. სიმშვიდეს მაინც ვერ მოიპოვებ და მხოლოდ საკუთარ თავს გაინადგურებ. ამიტომ ყველამ ვიღაცას უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი, რომ დაგვეყრდნონ და დავეყრდნოთ, სხვანაირად არ გამოვა.
ჩემზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აქ ერთი პაწაწინა შეუმჩნეველი ყვავილი ვარ, რომელსაც ცხოვრების ქარიშხალი ხან მარჯვნივ გადახრის, ხან მარცხნივ, მაგრამ მიწიდან ვერ გლეჯავს. რაღაც ამოუხსნელი ძალა არ აძლევს დანებების უფლებას.
შენ - შენზე იმდენი კარგი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ალბათ მარტო რომ დავჯდე და დავწერო, ჩემთვის წყნარად, მშვიდად, იქიდან უფრო მეტის თქმას შევძლებ შენთვის, ვიდრე ამ წუთში. ერთის თქმა შემიძლია მხოლოდ, შენ, რომ არ გეარსება ჩემ ცხოვრებაში ალბათ გამოგიგონებდი, ჩემ ფიქრებში, ოცნებებში შეგქმნიდი და სიგიჟემდე შეგიყვარებდი. იმ დონემდე შეგიყვარებდი, რომ შენ არსებობას დავიჯერებდი. ასე მეყვარებოდი სიცოცხლის ბოლომდე, ვიდრე არ გარდავიცვლებოდი შენზე გაგიჟებით შეყვარებული. ბევრი რამე შეიცვალა ჩვენ ცხოვრებაში, ბევრიც უცვლელი დარჩა. ჩემი შენდამი სიყვარული კი უფრო გამძაფრდა და ნელ - ნელა განმტკიცება დაიწყო.
-სიგიჟემდე რომ მიყვარხარ იცი? -ხელები მოჰხვია და ორივე თვალზე აკოცა, - ჩემი შავთვალება გოგო, ჩემი პატარა სამოთხე დედამიწაზე, -გულში იხუტებდა და აღარ უნდოდა მეგისთვის ხელები შეეშვა. მერე, როგორც იყო გაათავისუფლა მეგი და გვერდით გადადებული ფოტო გაუწოდა -შეხედე, ეს ვალერია, მარიამის შეყვარებული იყო, მერე ავღანეთში წავედით და იქ დაიღუპა, მარიამს ორი წელი შავები ვერ გავახდევინეთ ისე გლოვობდა. ძალიან მიჭირს ლაპარაკი, მას შემდეგ მარიამი ძალიან შეიცვალა, სიცოცხლით სავსე გოგოსგან არაფერი აღარ დარჩა. ღმერთს ყოველდღე ვთხოვ ვინმე ისეთი გამოჩნდეს მის ცხოვრებაში ვინც უკეთესობისკენ შემოაბრუნებს და ისევ ისეთ ხალისიან ადამიანად აქცევს. სამწუხაროდ ვალერისნაირი არავინ ჩანს, უკეთესზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
-გამოჩნდება ადრე თუ გვიან.
-ვითომ?
-რატომ გეპარება ეჭვი?
-ღმერთმა ქნას, მეც ეგ მინდა.

##################
-აუ, ბიჭო, ახლა ამის დრო იყო? -ძირგამძვრალ ბოტასს უყურებდა ლევანი და იჯღანებოდა, -დედაჩემიც სახლში არ არის, რომ დამერეკა და ვინმესთვის გამოეტანებია. რანაირად დავიდგი ფეხი? ყველაფერი უხარისხო ჩვენ ქვეყანაში როგორ შემოაქვთ, ეს ცხოვრებაა?
-ლევან, მიდი და ჩემი ჩაიცვი, რა პრობლემაა? შეიძლება ცოტა დიდი გქონდეს, მაგრამ ძალიან არ შეგემჩნევა, -ლევანმა ფეხზე გაიხადა ძირგამძვრალი ბოტასები და კარადა გამოაღო.
-რომელს მათხოვებ?
-შენ რომელიც გინდა ის აიღე და ჩაიცვი.
-მაშინ შავ ბოტასს ავიღებ.
-რომელ შავ ბოტასს? მე შავი ბოტესები არა მაქვს, მარტო თეთრები და ნაცრისფერები მაქვს.
-აი, ბიჭო ეს შავი ბოტასი არ არის? -კარადის მეორე კარიც გამოაღო ლევანმა, კარგად რომ ეჩვენებია მისთვის, რადგან სიბნელეში ნორმალურად არაფერი არ ჩანდა, -ქალის ფეხსაცმელი? რა უნდა შენთან ქალის ფეხსაცმელს? დედაშენი შენთან არ შეინახავდა, ლილი ვიცი, რომ ასეთებით არ დადის და... შენ რა საყვარელი გყავს და იმის ფეხსაცმელს ინახავ?
- არა, რა საყვარელი. რომც მყავდეს სახლში ამოვიყვან და მთლად უარესი ფეხსაცმელს შევინახავ სამახსოვროდ?
-აბა, რაშია საქმე გამარკვევ?
-ეეჰ, ლევან, ცუდ დღეში ვარ, ვერ გეტყვი.
-მიდი თქვი, ისეთი რა ამბავია თქმაც რომ გიჭირს? -ეშმაკურად აუთამაშა წარბები მეგობარს.
-მომისმენ?
-მოგისმენ, აბა, რას ვიზამ, -აჟიტირებულმა ბიჭმა ხელის გულები ერთმანეთს გაუხახუნა და ტაში შემოჰკრა.
-არ მინდოდა თქმა, საერთოდაც არავისთვის მითქვამს ეს ამბავი. ძალიან ძნელია, ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს ამხელა ტვირთის ზიდვა მარტოს, ისე, რომ ვინმემ რამე არ შემატყოს, -შალვას ნერვიულობა დაეტყო, დაჯდა და ხელები მუხლებზე დაიწყო, - ლევან დამპირდი ძმურად, რომ არავისთან წამოგცდება და კუბოს ფიცრამდე ჩაიტან.
-ნუ მაშინებ, რა ხდება აღარ იტყვი?
-გვერდში უნდა დამიდგე, ვერავის ვენდობი, მეშინია ძმაო, მეშინია, რომ ვერ გამიგებენ და გამრიყავენ. ვახ, რა ძნელი ყოფილა თქმა, -სახეზე ხელები აიფარა შალვამ, ღრმად ჩაისუნთქა და ლევანს შეხედა, -მოკლედ, ღამღამობით ქალის ჰორმონების შემოტევა მჭირს, დედაჩემის კაბებს ვიპარავ და ვიცვამ. ფეხსაცმელები არ მომერგო, ხომ იცი დედას ჩემზე ბევრად პატარა ფეხი აქვს ავდექი და მეც ვიყიდე. ქერა პარიკის ყიდვაც მინდოდა, მაგრამ ჯერ ჩემი მოსაწონი ვერ ვნახე, ინტერნეტ მაღაზიებში უნდა მოვძებნო, იქნებ იქ მაინც იყოს.
-ეეე, ვის ეღადავები შენ?!
-არ გჯერა ხომ? არც მე მჯეროდა თავიდან, მაგრამ სანამ ფაქტის წინაშე არ აღმოვჩნდი ვერ დავიჯერე, -ცრემლები მოადგა თვალებში შალვას და თავი დაბლა დახარა.
-არ მჯერა! ეგ როგორ შალვა, აუ არა რა? არ შემიძლია. აქამდე როგორ მალავდი, გულმა როგორ დაიტია ბიჭო ამხელა ტვირთი?
-იტევს რომ? აბა, მკითხე ლამისაა შემშალოს.
-ოღონდ შენ არ ყოფილიყავი და თუნდ გუჯა ყოფილიყო. როგორ დავიჯერო, რომ ჩემი ბავშვობის მეგობარი... არა, არა, -შეშფოთებული ლევანი ოთახში წინ და უკან სიარულს მოჰყვა. შეშინებული და სასოწარკვეთილი დროდადრო თვალებს შალვასკენ აპარებდა და არ იცოდა რა გაეკეთებია, -დღისით მოგსვლია ასე?
-არა, მზე რომ ჩადის და ბინდდება მხოლოდ მაშინ. ეტყობა ღამით მთვარის ზეგავლენა მატულობს, იმიტომ, რომ განსაკუთრებით სავსე მთვარეობისას ვგრძნობ შემოტევებს, ერთხელ დედას წითელი პომადაც კი წავისვი, -ნატანჯი მზერით შეხედა და ისევ თვალები ძირს დახარა. ლევანმა სახეზე ხელი ჩამოისვა და კედელს მიეყრდნო, პირი გაუშრა, დაჭყეტილ თვალებს უფრო აჭყეტავდა, ფერიც სხვანაირი ჰქონდა სახეზე, ნერწყვს ძლივსღა ყლაპავდა. მერე როგორც იყო ძალა მოიკრიბა და ჩუმად ჩაიბურტუნა:
-როდის არის ნეტავ სავსე მთვარე? -ძლივს ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი ისე, რომ ხელიდან არ გავარდნოდა და ინტერნეტში ძიება დაიწყო, -დღეს ყოფილა, -წამოიყვირა შეშინებულმა, -არსად არ წავალთ, სახლში ვრჩებით. ნუ გეშინია შალვა, შენთან ვარ, თუ საჭირო გახდება ქამრითაც მიგაბამ საწოლზე და არ მოგცემ უფლებას ქალის ტანსაცმელი ჩაიცვა, ფეხსაცმელებსაც დაგიმალავ ან გადავყრი. ახლა გჭირდება ჩემი გვერდში ყოლა და ზურგს არ შეგაქცევ ძმაო.
-მადლობა ლევან, შენ ნამდვილი მეგობარი ხარ, -ფეხზე წამოდგა შალვა და ის - ის იყო უნდა გადაჰხვეოდა, რომ გულზე ხელი მიიჭირა და შეჰყვირა.
-რა მოხდა? -მეგობარს ამოუდგა გვერდში ლევანი.
-დაიწყო!
-რა დაიწყო?
-რაზეც ახლა გელაპარაკებოდი ის დაიწყო. მმმ, -ტუჩებზე თითები გადაიტარა შალვამ და ლევანს ანთებული თვალებით შეხედა, -ისეთ ხასიათზე ვარ წითელი პომადის წასმა მინდა, ჩემ შავ ფეხსაცმელსაც სიამოვნებით ჩავიცვამდი. ლევან, რა სიმპატიურად გამოიყურები? აქამდე არ შემიმჩნევია როგორი მრავლისმთქმელი თვალები გქონია. ეს შავი თმაც როგორ ლამაზად გაქვს გადავარცხნილი. რა სუნამო გასხია ლევან? ძალიან კარგად მოქმედებს ჩემზე.
- არ მომეკარო! -დაუყვირა შეშინებულმა ლევანმა და უკან გახტა, თან თვალებით გასასვლელი შეათვალიერა.
-ამ წამს ისე მინდა ჩაგეხუტო როგორც არასდროს, მოდი გულში ჩაგიკრა ჩემო სიცოცხლე.
-არა შალვა, არა! გონს მოდი, არ ხარ შენ ქალი, შენ მე არ მოგწონვარ, გესმის?
- კი ლევან, მომწონხარ თან ძალიან. ჩემი ბრდღვიალა თვალებიანი ბიჭი ვინ არისო? -ნელი სვლით მისკენ დაიწყო შალვამ გადაადგილება.
-ღმერთო მიშველე და ამასაც უშველე გთხოვ, -ჭერს ახედა, მერე ოთახიდან ყვირილით გავარდა და დაბნეულმა გასასვლელი რომ ვერ იპოვა პირველივე კარს ეცა და შევარდა. სააბაზანოში აღმოჩნდა, სასწრაფოდ გადაკეტა კარი საკეტით და ამოისუნთქა, როცა თავი უსაფრთხოდ იგრძნო.
-საყვარელო, მანდ ფიქრიას ხორცისფერი ფრჩხილის ლაქი დევს და შეგიძლია მომაწოდო? -კარებზე მიუკაკუნა შალვამ, -დღეს ელეგანტურობის ხასიათზე ვარ, მინდა შენთვის განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე.
-შალვა, გადი აქედან სანამ მოთმინების ძაფები დამწყვეტია და მაგრად მიცემიხარ.
-ჩემ სათუთ გულს მაგ სიტყვებით ტანჯვას ნუ აყენებ! წავალ, გასაღებს მოვიტან, ძვირფასო, უკვე მენატრები.
-არ გაბედო აქ შემოსვლა, -დაუყვირა მთელი ხმით, - იატაკის საწმენდ ჯოხს ჩაგარტყამ იცოდე, -ამ დროს საკეტმა გაიჩხაკუნა და კარის სახელურმაც ქვემოთ დაიწია. ლევანი კარის სახელურს ჩაეჭიდა, ცალი ფეხი კი კედელს მიაბჯინა და შეეცადა თავისკენ გამოეწია კარები, რომ შალვას ვერ გაეღო, მაგრამ შალვამ მაინც გააღო და სააბაზანოს კარებში გაჩერდა.
-აი, მეც მოვედი დღნაშვო, -გაუღიმა და ტუჩებით კოცნა გაუგზავნა.
-არ მომეკარო, არ გაბედო თითის დაკარება, ძმობას ვფიცავარ არ დაგინდობ და მართლა ჩაგარტყამ რამეს.
-დღნაშვო, კარგი რა? -ცრემლებით აევსო თვალები შალვას, მაგრამ ეს ის ცრემლები არ იყო რაც ლევანს ეგონა. მოულოდნელად იმხელა ხმით ატეხა სიცილი ლევანიც კი შეხტა, -ნეტავ შენი თავისთვის შეგახედა რა სახე გაქვს. ვეუბნებოდი მამაჩემს დავაყენოთ სახლში ერთი კამერა თქო, მაგრამ ვინმემ დამიჯერა? ამ სანახაობის დაკარგვა იქნებოდა? -შალვა, სიცილისგან მუცელზე ხელებს იჭერდა და კარებში ჩაკეცილი სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა,
-აუ ჩემი, რა სახე გაქვს ერთი წუთით სარკეში ჩაიხედე რა? ან მოიცა სურათი უნდა გადაგიღო. მეტი ტუჩი ლევან, ახლა ჩიტი გამოფრინდება, -იატაკზე სიცილით ჩაკეცილი შალვა სურათებს უღებდა ლევანს, რომელიც გაფითრებული იდგა და ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო.
-დაიცადე, ეს ყველაფერი ტყუილი იყო და შენ ის არა ხარ მე ვინც მგონია?
-ასი პროცენტით მოარტყი მიზანში. მე ის არა ვარ ვინც შენ გგონია, ვიხუმრე ლევან.
-მაშინ ვისია ის ფეხსაცმელი? -დაეჭვებით იკითხა.
-ლილიმ იყიდა და რამდენი ხანია მანდ დევს, მგონი აღარც ახსოვს.
-კინაღამ გული გამისკდა, -თავისთვის ჩაილაპარაკა და გაბრაზებული მზერა მიაპყრო შალვას.
-შენ, შენ... ამას არ გაპატიებ, -კარებში გაჩხერილ მეგობარს გადააბოტა, მისი ბოტასები მოირგო და ნაჩქარევად გავარდა სახლიდან.
-საყვარელო ხელჩანთას ავიღებ და თხუთმეტ წუთში შენთან გავჩნდები, -გასძახა ჩქარი ნაბიჯით მიმავალ ლევანს აივანზე გასულმა შალვამ.
-წადი შენი სადისტი...
-შალვა, რა დაემართა ლევანს? გვერდით ისე ჩამიქროლა ვერც კი შემამჩნია, -ძმას გვერდით ამოუდგა ლილი.
-ახლა არ მცალია, საღამოს მოგიყვები, რომ დავბრუნდები.
- შენ და შენი ძმაკაცების გამოსწორება არ იქნება, ყველანი კლოუნებით ხართ, -სიცილით გადახედა ქუჩას ლილიმ.

#####################
-ზეგ შალვას დაბადების დღეა და არ ვიცი რა ვაჩუქო. რაც კი შეიძლებოდა მეჩუქებია ყველაფერი ვაჩუქე. მეგი, უკვე ტვინი ამიდუღდა ამდენი ფიქრით, -შეწუხებულმა დიოტრეფემ შუბლზე ხელი მოისვა.
-ჩაფხუტი რომ აჩუქო? როგორც ვიცი არ აქვს, ადრე რაც ჰქონდა ავარიაში რომ მოჰყვა მაშინ დაემტვრა, უხარისხო იყო. თან ხომ იცი მაგათაც უჭირთ და ამჟამად ჩაფხუტის ფული ნამდვილად არ ექნება, არადა ძალიან ჭირდება. გამოწერით ვეღარ მოვასწრებთ, არადა იაფად კარგი ხარისხისას გამოვიწერდით. მგონი რაღაც ახალი მოტო მაღაზია გაიხსნა ქალაქის ცენტრში და ხუთას - ექვსას ლარში კარგ ჩაფხუტს უყიდი.
-შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა? ჩემი პატარა ტვინიკოსა გოგო, -გახარებულმა შუბლზე აკოცა მეგის და გულზე მიიკრა.
რესტორანში სასიამოვნო ცოცხალ მუსიკას დროდადრო ქართული ცეკვები ცვლიდა, ორი დაბადების დღე და ერთი ქორწილი ერთ დარბაზში მოეთავსებიათ. ოცდაათკაციან სუფრასთან ბიჭები მთელი მონდომებით ლოცავდნენ შალვას. დაბადების დღის სიმღერის და სანთლების ჩაქრობის შემდეგ ბიჭებმა სათითაოდ გადასცეს საჩუქრები. შალვას, დიოტრეფეს საჩუქრი ისე გაუხარდა ლამის იტირა. ლევანმა პატარა პარკი გადასცა, სადაც ხორცისფერი ფრჩხილის ლაქი და წითელი პომადა იდო. შალვამ მადლობა გადაუხადა და პარკში რომ ჩაიხედა ღიმილით გადადო გვერძე.
ლათინო ამერიკული ცეკვით აღფრთოვანებული ბიჭები ტაშს გამეტებით უკრავდნენ და თან ტორტს მიირთმევდნენ. შუქჩამქრალ დარბაზში სადაც მხოლოდ მომღერლების და მოცეკვავეების სცენა იყო განათებული ვერავინ შენიშნა ლევანს როგორ მიუახლოვდა უკნიდან ვიღაც. ბიჭმა კისერზე ცივი, ნესტიანი ხელები იგრძნო და სიცივემ მთელ ტანში დაუარა, მერე ხელები მხრებზე ჩასრიალდა, მხრებიდან კი ხელებზე. პომადიანი ტუჩების შეხებაც იგრძნო ლოყაზე და ყურთან ჩურჩულმაც არ დააყოვნა.
-მაგიჟებ ლევან! -თავი რომ მიატრიალა ყურებამდე გაკრეჭილი შალვას დანახვაზე იმხელა ხმით დაიყვირა რამდენიმე წუთით ცეკვაც კი შეწყვიტეს მოცეკვავეებმა და გაოცებულმა ხალხმა მზერა მათკენ მომართა. ბიჭების წამიერი გაოცებული სახე გულიანმა, ცრემლებამდე მისულმა ხარხარმა შეცვალა. შალვა ღიმილით დაწვდა ხელსახოცს და წითელი პომადა ტუჩებიდან მოიშორა, მერე მაგიდასთან მოთავსდა და ხორცისფერი ლაქით დათხვრილი ფრჩხილები მაგიდაზე აათამაშა.
-მიხდება არა?-ღიმილით გადახედა მეგობრებს.
-ძმობას ვფიცავარ გაკვდება.
-წადი მოიცილე, ჩამეწვა ყელი. რა გიჟი ხარ შეჩ’ემა.
-შენ ხომ ადამიანი არა ხარ, სადისტი ხარ, -შეუღრინა ბიჭმა შალვას.
-დღნაშვო, სხვას რას ელოდი ასეთ საჩუქარს რომ მიკეთებდი? წავალ მომსახურე პერსონალს აცეტონს ვთხოვ, მეც ჩამწვა ყელი. ჩემმა სიყვარულმა ვერ მოიფიქრა, რომ აცეტონიც უნდა ჩაედო იმ პარკში. მოდი უნდა გაკოცო ჩემო შეშინებულო და გულაფანცქალებულო, -ლევანის მიმართულებით გადაიწია შალვა და ტუჩები გამობზიკა.
-მომშორდი თავიდან, შენი დაბადების დღის ხათრით ვიკავებ თავს, ასე რომ არ იყოს იცი, რას გიზამდი?
-ვიცი სიცოცხლე კოცნით რომ დამახრჩობდი, მაგრამ არ გაგიმართლა ჯერ მხიარულებას ახლა ვიწყებთ, სხვა დროისთვის გადაწიე შენი ჩემდამი მღელვარე გრძნობები, -მკლავზე აატარა ხელი და ღიმილიანი სახით პერსონალის მიმართულებით წავიდა.
-ახლა ეს რისი ღირსია თქვენ მითხარით.
-ლევან, ხელიდან გასაშვები არ ჩანს ჩვენი შალვა, ისე, ღირს დაფიქრებად.
-შენღა მაკლდი თაზო, -ღრინვით გახედა ბიჭმა და მერე სახეზე ღიმილი შეეპარა. კიდევ ერთმა სიცილის ტალღამ გადაიარა მათ სუფრაზე.

##############
საწოლზე გადმოყუდებულ, უგონოდ მყოფ ბიჭს დედამ ხელიდან არყის ბოთლი ააცალა, დაბლა დადგა და შეეცადა საწოლზე ნორმალურად დაეწვინა. ბიჭმა თავი მაღლა წამოწია, დედის მოძრაობას დაჰყვა და საწოლზე ნორმალურად მოთავსდა.
-ამდენი დალევა შეიძლება? საკუთარ თავზე თუ არ ფიქრობ ჩემზე და მამაშენზე მაინც იფიქრე შვილო.
-თავი დამანებე დედა, მეძინება!
-ასე უცებ რამ შეგცვალა შვილო? სად გაქრა ჩემი მოსიყვარულე და ყურადღებიანი შვილი?
-მოკვდა დედა, მოკვდა!
-მე რომ ძალიან მენატრება ის ბიჭი? ნუთუ იმ ბიჭს საერთოდ არ ენატრება დედა? ნუთუ სულ ამოირეცხა გულიდან დედისადმი სიყვარული? -ცრემლები მოადგა ქალს თვალებზე და შვილს აწეწილი თმების შესწორება დაუწყო.
-იმ ბიჭს ისევ ყველა უყვარხართ, მაგრამ...
-მაგრამ რა შვილო? თქმითაც არაფერს ამბობ, გულგასიებული მარტო სასმელში იხრჩობ თავს? -ბიჭმა თვალები გაახილა, ზურგით ბალიშს მიეყრდნო და არეული მზერით შეხედა დედას.
-შეყვარებული ვარ.
-მერე შვილო მაგის გამო იტანჯავ თავს? პირიქით, ბედნიერი უნდა იყო, უფრო მეტად გახალისდე, რომ იმ გოგოს თავი მოაწონო. რას დაემსგავსე, არც წვერს იპარსავ, არც თმას იჭრი, ყოველ დღე სვამ. იმდენს იზამ სამსახურიდანაც მოგხსნიან, საერთოდ არავისზე აღარ ფიქრობ? ადექი ჩქარა, წყალი გადაივლე, მოწესრიგდი, რომ ადამიანს დაემსგავსო. ის გოგო ასეთს საერთოდ არ შემოგხედავს.
-აზრი არ აქვს დედა, ის გოგო არასდროს შემომხედავს, სიყვარულზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
-რატომ შვილო? - სიხარულით გაბრწყინებული თვალები ჩაუქრა ქალს.
-სხვა უყვარს დედა.
-დაელაპარაკე, გაუმხილე გრძნობები, იქნებ ისე არ არის როგორც შენ გგონია და ისიც რამეს გრძნობს შენ მიმართ? იქნებ შენ გადადგმულ ნაბიჯს ელოდება?
-გათხოვილია დედა, მე როგორ უნდა ვუყვარდე?! -დაუყვირა გაღიზიანებულმა და თავი გვერდით მიაბრუნა, რომ დედის თვალები არ დაენახა.
-ვინ არის? ვისი ცოლია? - ძლივს ამოილაპარაკა ხმაჩაწყვეტილმა ქალმა.
-ვერ გეტყვი.
-რატომ ვერ მეტყვი, გრცხვენია?
-კი, დედა მცხვენია. ისე მცხვენია, რომ თვალებში ვეღარ ვუყურებ ვერავის, მგონია თვალები გამყიდის, სიმართლეს გაიგებენ და ყველანი ზურგს შემაქცევენ. ვერ გადავიტან გეფიცები, სულ მარტო ყველასგან გარიყული მოვკვდები, არ მაპატიებენ, -საწერ მაგიდაზე დადებულმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო, დედამ ტელეფონი გაუწოდა, დახედა თუ არა ბიჭმა გვერდით გადადო.
-უპასუხე, მაგან რა დაგიშავა, იქნებ რა უჭირს?
-ვერ ვუპასუხებ, მიხვდება ცუდად რომ ვარ, უამრავ კითხვას მომაყრის და...-სახეში გარტყმის ხმა ოთახში ექოსავით გაისმა.
-შეგირცხვეს ნამუსი, ძმის ცოლს გულისთქმით როგორ შეხედე?! -ნაბიჯების ხმას მალევე მოჰყვა კარის გაჯახუნების ხმაც. ბიჭი გაუნძრევლად იჯდა, ურეაქციოდ, მის სახეზე მხოლოდ ტკივილი ისახებოდა.
-ღირსი ვარ, ღირსი! -ჩაილაპარაკა თავისთვის და თავზე ბალიში დაიმხო.

#################
-შალვა, დაურეკე კიდევ, იქნებ გაგაგონოს?
-მეოცედ ვრეკავ უკვე, ტელეფონში ხომ არ გავძვრები? არ იღებს და რა გავაკეთო?
-მოვედი! -ქოშინით შემოვიდა ოთახში ვანო, რომელსაც ლუდის მთელი შეკვრა ძლივს ეჭირა ხელში.
-სად გაქვს ბიჭო ტელეფონი?
-მანქანაში გდია.
-მერე? რომ გირეკავთ არ უნდა გვიპასუხო?
-მე მანქანა უნდა მემართა თუ თქვენთან მეჭორავა?
-მიწისთხილი, მარილიანი ჩხირები და ჩიფსები გვინდოდა, მაგრამ რადგან მოხვედი რას ვიზამთ, წავალთ რომელიმე.
-ხომ ამბობენ ქალებს მეექვსე თუ მეცხრე გრძნობა აქვთო? მგონი ეგ განმივითარდა და ყველაფერი წამოვიღე რაც ლუდზე მიდის, -პარკებგატენილმა გაბრიელმა ამაყად შემოაბიჯა და ყველაფრის ამოლაგება დაიწყო მაგიდაზე.
-შენ გაიხარე, სადაცაა დაიწყება რაგბი.
-ნუ მეპირფერები, ისევ მე არ მაქვს დაფასება თქვენ ხელში.
-რა დაფასება გინდა? თქვი, იქნებ გისრულებთ.
-ახლა და აქვე?
-ჯერ რაგბს უნდა ვუყუროთ, რომ დამთავრდება ,,ბაზარი“ არ არის, გაუჩენელს გავაჩენთ.
-მაშინ რამენაირად გავძლებ. სიტყვას არ გადახვიდეთ, იცოდეთ სასჯელის უმკაცრეს ზომას მოვიფიქრებ ყველა თქვენგანისთვის.
-ნუ შეაწუხე გული, იწყება უკვე, -ბიჭებმა ადგილები დაიკავეს და დაძაბულები მოემზადნენ საყურებლად. რამდენიმე საათში, მოგებული თამაშისგან მიღებული დადებითი ემოციებით სავსე მეგობრები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ აჩმის მომზადებაში.
-,,გაუჩენელს გავაჩენთ“ -გაიმეორა თაზოს ნათქვამი დიოტრეფემ.
-მე რა ვიცოდი აჩმის გამოცხობას თუ მოგვთხოვდა?
-დაილოცოს ინტერნეტი, სად უნდა გვეპოვა ამ შუაღამისას აჩმის რეცეფტი?
-იცოდეთ გემრიელი თუ არ იქნება არ შევჭამ. მაკარონი კარგად მოხარშეთ კბილები არ დამამტვრევინოთ, -მიწისთხილის ჭამით შემოიხედა სამზარეულოში გაბრიელმა, მითითებები მისცა ბიჭებს და გავიდა.
-გული მეუბნება გაიტანე ეს ყველი და თმებში შეაზილეო. ჩემი ცოლი არ მთხოვს საჭმელების კეთებას და ამან დამიწყო, -გამწარებულმა ვანომ ჯამი დაახეთქა მაგიდაზე.
-ლევან, მაკარონს მოურიე და თუ წყალი დააშრა დაამატე.
-რა ხდება ვერ მოიხარშა? -სამზარეულოში შალვა და გიორგი შემოვიდნენ.
-არა, რა მოიხარშა, ესეც ჯიბრს გვიწევს მგონი. ნახე რას ვგავართ ყველას რაღაც გვაქვს შარვალზე ჩამოსხმული.
-დამწვრის სუნია, ლევან! მაკარონს მიხედე.
-ჰა, რა ხდება?- თვალები ძლივს გაახილა ლევანმა, და გაზი გამორთო, მერე ცივ წყალს შეუდგა მაკარონიანი ქვაბი, -როგორ მეძინება, ამის დრო იყო ახლა?
-აჩმას ველოდები, ცოტა მალე კულინარებო, ნუ ზოზინობთ.
-ამას იცით რას ვუზამ? -დიოტრეფემ წინსაფარი მოიხსნა და გასვლა დააპირა. მაგრამ ვანომ შეაჩერა.
-რამდენიმე წუთში გამოსაცხობად შევდგამთ და გაბოც ლაპარაკს შეწყვეტს.
-სადაცაა გავითიშები და გადავვარდები, -დაიწუწუნა დიოტრეფემ. რვა საათი ხდებოდა გიორგის დედა სესილია რომ გამოვიდა საძინებლიდან, სამზარეულო დაწკრიალებული დახვდა, მაგიდაზე ლანგრითთ აჩმა იდო. ქალს გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა ნახევრად გახეხილი, დამწვარი ქვაბის დანახვაზე, რომელსაც გაშავებული მაკარონის ნარჩენები ისევ ზედ ჰქონდა. მისაღებში ბიჭებს ეძინათ, ვინ სად იყო მიწოლილი გარჩევა არ იყო. შუადღით დიოტრეფე სახლში რომ მივიდა ის და მეგი ერთად იცინოდნენ შუაღამით ბიჭების ნავაჟკაცარზე. ტანსაცმელს იცვლიდა, ნასკები რომ გაიხადა და ფეხის ფრჩხილებზე თეთრი ლაქი დაინახა, სახეზე ბრაზმა გადაურბინა.
-ოხ, მოვკლავ ვიღაცას, -მეგი მისი შემხედვარე ჩუმად იცინოდა, რომ არ ეწყენინებია დიოტრეფესთვის.
-გაიცინე, გაიცინე, არ გაიგუდო.
-ბოდიში, მაგრამ მართლა სასაცილოა.
-გულს იმით ვიმშვიდებ, რომ დარწმუნებული ვარ მარტო მე არ მექნება წასმული, -მობილური ტელეფონი მოიმარჯვა და გიორგისთან დარეკა. აღმოჩნდა, რომ გიორგისაც ესვა, მერე სხვებთანაც დარეკა, იმის დასადგენად, რომ ვინ იტყუებოდა და ვინ სიმართლეს ამბობდა. ბიჭებმა ფეხებს სურათები გადაუღეს და ერთმანეთს დაუგზავნეს, ყველას თეთრი ლაქი ესვა სურათებში, ვიღაც იტყუებოდა, მაგრამ ვინ ვერ გაარკვიეს.

##############
მეგი ტანსაცმელს ახარისხებდა მის მობილურ ტელეფონზე ზარი რომ შევიდა.
-თაზო? რა მოხდა? -გულმა მაშინვე ცუდი უგრძნო.
-მეგი, ქსანთე გაათავისუფლეს, დიოტრეფე სახლში მოდის, ისეთ მდგომარეობაშია ვერ აღგიწერ, სასწრაფოდ იარაღი დაუმალე და არ გამოუჩინო. სულ, რომ ყველაფერი დალეწოს მაინც არ მიცე, იქამდე მეც მოვალ და როგორმე შევაჩერებ.
-ჯერ ხომ სასჯელის ნახევარიც არ მოუხდია, ასე მალე რატომ გაათავისუფლეს?
-ვითომ სანიმუშო ყოფაქცევის გამო, მაგრამ მაგას ზემოთ ვიღაც ფულიანი ,,კრიშა“ ჰყავს, იმან მოუგვარა ყველაფერი ასპროცენტიანია.
-შენ მოსვლამდე, რომ ვერ შევაჩერო რა ვქნა? მეშინია თაზო.
-ერთი ფეხით გამომასწრო. ნუ გეშინია, მთავარია ცოტა ხნით შეაკავო და სახლიდან არსად გაუშვა, -შეშინებულმა მეგიმ როგორც კი ტელეფონი გათიშა მაშინვე იარაღი თმის საშრობი ფენის ყუთში მოათავსა, იცოდა იქ ნამდვილად არ დაუწყებდა ძებნას. დიოტრეფე სახლში გიჟივით შევარდა და ოთახში შესულმა იარაღს დაუწყო ძებნა, თან ისეთი პირით იგინებოდა შეშინებულმა მეგიმ ყურებზე ხელები აიფარა. ბოლო ხმაზე ღრიალებდა მოვკლავო, მეგის ძახილი საერთოდ არ ესმოდა, ყველაფერი ძირს გადმოყარა იარაღის ძებნაში. ქმრის შემყურე მეგის ისტერიული ტირილი აუვარდა, რომელიც მერე ნერვულ კანკალში გადაეზარდა. ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრა ტუმბოზე დადებული სანათი მთელი ძალით ისროლა დიოტრეფეს მიმართულებით, რომ იმით მაინც მიექცია მისი ყურადღება. ფეხებთან დაცემული სანათის ხმამ ცოტა გამოაფხიზლა, გაჩერდა და გაკვირვებული შეტრიალდა მეგის მიმართულებით.
-შენ მე დამპირდი, დაგავიწყდა? -შეშინებული იმ ზომამდე იყო მისული ყვირილსაც არ მოერიდა, -შენ დამპირდი, რომ შურისძიებაზე არ იფიქრებდი და ჩვენ ურთიერთობას არ დაანგრევდი. გონს მოდი დიოტრეფე! დაივიწყე ქსანთე, დაივიწყე საერთოდ მისი არსებობა და მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება. იმდენს ვერ ხვდები, რომ მე შენზე ნერვიულობა უფრო მომკლავს ვიდრე იმაზე ფიქრი, რომ ინვალიდის ეტლში ვზივარ და სიარული აღარ შემიძლია? სულ ცოტათი მაინც იფიქრე ჩვენზე, სულ ცოტათი მაინც და მიხვდები, რომ არ ღირს.
-მეგი, შენ არ გესმის, სასჯელის ნახევარიც კი არ მოუხდია და უკვე გარეთ დადის, -საწოლზე ჩამოჯდა და თავზე ხელები მოიჭირა.
-შენ, რომ რამე დაგემართოს მე ვინ მომხედავს? -მეგი ახლოს მივიდა და მის სახეს ხელებით შეეხო, -შემომხედე დიოტრეფე! მე შენ გარეშე არარაობად, ერთ საცოდავ არსებად ვიქცევი. რაღაც აუხსნელად, არანორმალურად დამოკიდებული გავხდი შენზე, რამე რომ დაგემართოს, რომ მოკვდე, ვინ მომხედავს მე? გგონია შენი მშობლები და მეგობრები იზრუნებენ? ცდები! ისინი მცირე დროის განმავლობაში იქნებიან ჩემ გვერდით სანუგეშოდ, მერე ყველას მოვბეზრდები და მილიონი მიზეზით შეეცდებიან ჩემ თავიდან მოშორებას. როგორც შენ შეგიძლია იზრუნო ჩემზე, გიყვარდე, მიცავდე, მიფრთხილდებოდე, გვერდში მყავდე, ისე, ვერავინ ვერ შეძლებს. ვერ მიპატრონებენ, გესმის? იმიტომ, რომ ერთადერთი ჩემი ბატონ - პატრონი ხარ შენ. პატარა აღარ ხარ, საკმაოდ დიდი ხარ და ამას მე არ უნდა გეუბნებოდე. თუ ქსანთეს თავს არ დაანებებ სამუდამო მარტოობისთვის გამწირავ მეც და საკუთარ თავსაც. ჭრილობას ჭრილობით ვერ განკურნავ, მის ადგილას ერთის ნაცვლად ორი ჭრილობა გაჩნდება. ჭრილობის მალამო უნდა, რომ განიკურნოს, -სახე ახლოს მიუტანა და პირდაპირ თვალებში შეხედა, -თუ გვერდით არ მეყოლები ვერ ვიცოცხლებ, გესმის რას ვამბობ? მოვკვდები და ეს შენი ბრალი იქნება.
-ნუღარ ტირიხარ, -თვალებიდან ცრემლები ცერა თითებით მოაშორა.
-ადამიანის სახე გაქვს დაკარგული დიოტრეფე, სულ წაშლილი ხარ. როგორ გგონია, შენ ასეთ მდგომარეობაში შემყურეს, შემიძლია ტირილი და ნერვიულობა შევწყვიტო? როდესაც ვიცი, აი აქ, -მარჯვენა ხელი გულზე მიადო, -მიძინებული ვულკანი იფრქვევა, შინაგანად გწვავს, განგრევს და მე ვერაფერს გშველი. ამ ყველაფრის შემყურეს განა შემიძლია დავმშვიდდე?
-შენ ჩემთვის ის ვერმოპოვებული სიმშვიდე ხარ, რომელსაც წლებია ვეძებდი და როგორც იქნა ვიპოვე, -უთხრა თითქმის დამშვიდებული ხმით და ის - ის იყო ცოლისთვის უნდა ეკოცნა, რომ ოთახში გიორგის ხმა გაისმა.
-ვაიმე, არ გინდათ რა? სუსტი გული მაქვს და თვრამეტი პლიუსის ყურება ჩემთვის არ შეიძლება, -სიცილით მიიდო ხელი გულის მხარეს და ოთახში შემომსვლელ მეგობრებს გზა დაუთმო.
-რა ხდება? -ბიჭების მხარეს შებრუნდა დიოტრეფე, -ჩვენ მაშველი რაზმი არ გამოგვიძახებია.
-მაშველი რაზმი არა, მაგრამ სახანძროში შევიდა ზარი, ნაცვლიშვილების სახლში მაღალი ტემპერატურააო და ჩვენც მაშინვე აქეთ დავიძარით.
-რა საინტერესოა, ნეტავ ვინ დარეკა? არადა ისე ცივა, გამათბობლის ჩართვას ვაპირებდით.
-ანუ, ტყულად მოვედით და წავიდეთ?
-სად უნდა წახვიდეთ?! დაეტიე სადაც ხარ, -სახეზე ღიმილშეპარულმა უთხრა შალვას.
-აუჰ, რადგან ამან გაიღიმა რაღა მომკლავს ღმერთო, -იქვე სკამზე ჩამოჯდა თაზო, საზურგეზე ჩამოდებულ ხელს საფერთქელით მიეყრდნო და ამოისუნთქა, -მე მეუბნებით ხოლმე ხევსური ხარ უჟმურიო და ეს თუ კახელია რას ამბობთ, იმიტომ გამოირჩევა დათაფლული ხასიათით.
-ეს რა ამბავია? -თვალებდაჭყეტილმა მოათვალიერა ყირაზე დამდგარი ოთახი ახლადშემოსულმა ნანამ, -სულ ორი საათით დავტოვე სახლი, რომ გოგი და მალვინა ექიმთან გამოკვლევებზე წამეყვანა. რა დღეშია ოთახი? მშვიდობაა ხალხო?
-ნანა დეიდა, თქვენ დამშვიდდით და არ ინერვიულოთ. უბრალოდ, ბავშვებმა ცოტა იცელქეს და სახლი აურიეს და როგორც აურიეს ისევე დაალაგებენ, არა? პატარა მეგი და დიოტრეფე? ნანა დეიდა, თუ მაინც არ დაგიჯერეს და ასეთი რამე კიდევ განმეორდა ორივე კუთხეში დააყენეთ და მერე ვეღარ გაბედავენ, -სიცილი დაიწყო გაბრიელმა და სხვებიც აიყოლია.
-ოჰ, ღმერთო გამძლეობა მომეცი, -ნანამ ამოიოხრა და გავიდა.
-თაზო შარვალზე რა გასხია?
-აბა, სად?
-აი, მანდ კოჭთან, -თითით შარვალზე მიუთითა ლევანმა, - ნაკერზე თეთრად რა არის?
-თაზომ შარვალზე დაიხედა და სახე შეეცვალა.
-თეთრი ლაქია, არა? - ჩაეცინა დიოტრეფეს.
-საღებავია, რა ლაქი ბიჭო, -თავის დაძვრენა ცადა თაზომ.
- მაჩვენე! -შარვლის ტოტში ეცა გიორგი.
-რას აკეთებ, შენ ხომ არ უბერავ?
-ნამდვილად ფრჩხილის ლაქია, -დაასკვნა გიორგიმ და თაზომ იმ წამსვე იგრძნო მეგობრების მტრული მზერა.
-კარგით, ჰო. ვაღიარებ, მე ვიყავი.
-მერე, თაზო?
-რა მერე, ერთი ხუმრობის გამო ხომ არ ჩამომახრჩობთ?
-ამხელა მამაძია კაცი ხარ, ოცდათვრამეტ წელს გადააფრინდი რამდენი ხანია, ეგ რამ გაგაკეთებინა?
-ლევან, შენ გირჩევია შეყვარებულს მიხედო.
-ამის შეყვარებულს მიხედილი აქვს, არა დღნაშვო? -შალვამ ლევანს მხარზე ხელი ჩამოადო და თვალი ჩაუკრა.
-რა ჩემი ბრალია თქვენ თუ ისე გეძინათ, რომ გარშემო რა ხდებოდა ვერაფერი გაიგეთ?
-თამაზ პავლოვიჩ, დაგავიწყდა მსგავსი ქმედება ჩვენ სამეგობროში სასჯელის უმკაცრესი ზომით, რომ ისჯება?
-აუ, ოღონდ ის არა რაც მე მგონია, გავაფრენ.
-ზუსტადაც ის!
-კარგით რა? მეგობრები არ ვართ? მაგისთვის როგორ უნდა გამიმეტოთ უკვე მეეორეჯერ?
-როგორ და კოხტად! ისევე, როგორც შენ გაგვიმეტე თეთრი ლაქისთვის.
-სულ არავინ ხართ ჩემ მხარეზე? -ბოლო იმედს ჩაებღაუჭა თაზო.
-ტყუილად გაქვს ვინმეს იმედი, მაინც არაფერი გეშველება.
-მაკა სახლში აღარ მიმიშვებს.
-რა ჩვენი საქმეა? შენ ის გადაწყვიტე დღეს თუ ხვალ?
-გაბრიელ არ მეხუმრება, მართლა გამაგდებს მაკა სახლიდან ეგ რომ გაიგოს და დარჩებიან ჩემი შვილები უმამოდ.
-ჰოდა, ღირსი იქნები.
-დიოტრეფე, თაზოს რას უპირებთ? - დაძაბულმა, ხმადაბლა იკითხა მეგიმ.
-ნუ გეშინია, ისეთს არაფერს, უყურე და თვითონ ნახავ.
-უხ, მეგი არ იყოს აქ როგორ ,,დაგლოცავდით“ თქვენ ხომ არ იცით? -ღრენით წამოდგა ფეხზე თაზო, -სად გაქვს მომეცით ჰა, -განწყობაგაფუჭებულმა შეხედა დიოტრეფეს.
-მანდ დევს, კომოდის მეორე უჯრაში, აფთიაქის ყუთში, თეთრ პარკშია შეხვეული. შალვა, შენ ახლოს ხარ და მოძებნე, -შალვამაც სიხარულით მოიძია სასურველი თეთრი პარკი აფთიაქის ყუთში და თაზოს გაუწოდა.
-ეჰ, როგორ მომნატრებია შენი მომაჯადოვებელი ღიმილი.
-სად უნდა წავიდე, მოიფიქრეთ უკვე?
-დღეს დაგინდობთ და მაშინდელივით ქალაქის ცენტრში არ გაგგზავნით. მაღაზიაში წახვალ, ლუდს გვიყიდი, რაც უხდება იმასაც გამოაყოლებ და კიდევ, მეგისაც ლუდს ხომ არ დავალევინებთ რამე ნამცხვარი წამოიღე და წვენი. ოღონდ კორპუსის წინ რომ მაღაზიაა იქ კი არ გგზავნით, ცენტრალურ გზაზე დიდი სუპერმარკეტი რომ არის იქ უნდა წახვიდე. ფეხით გაუყვები, სულ რაღაც ათი წუთის სავალია აქედან, მიხვალ იყიდი და აქა ხარ.
-ეეე, რა ცენტრალურში, ხალხით იქნება სავსე, საღამოა.
-მერე მაგას რა ჯობია? ნუ იჯღანები ცოტა მალე, შენი მომაჯადოვებელი ღიმილის ნახვა გვინდა ყველას.
-თქვენ თუ... -მეგის გახედა თაზომ და გაჩუმდა, პარკიდან ,,რეტრაქტორი“ ამოიღო, სარკესთან ახლოს მივიდა, პირის ღრუში წვალებით მოირგო და შეწუხებულმა შეხედა სარკეში საკუთარ თავს, საიდანაც ოცდაცხრამეტი წლის ზრდასრული ადამიანი უმზერდა, რომელსაც პირის ღრუში მოთავსებული საფიქსაციო საშუალებით მთელი ზედა და ქვედა ყბაზე განთავსებული ყველა კბილი ერთიანად უჩანდა, -მეგის თავიდან სიცილი აუტყდა, მერე დასერიოზულდა და მოიღუშა.
-ასე აპირებთ მის გარეთ გაშვებას? ისევ პატარა ბიჭი კი არ არის ხუთი შვილის მამაა, რას იტყვის ვინც დაინახავს?
-მეგი, ძალიან გავერთობით, ასე სერიოზულად ნუ მიიღე.
-არ შეიძლება ხალხო, რომელ გართობაზეა ლაპარაკი, როცა ამდენმა ადამიანმა უნდა ნახოს, -მეგიმ ვერაფერი რომ ვერ შეაგნებინა დანარჩენებს დიოტრეფეს მიუბრუნდა ნაწყენი, -დიოტრეფე, არ იცი რა დროა? ქუჩაში ყოველი მეორე ჩართული კამერით დადის, ვინმემ მისი ფოტო სოციალურ ქსელში რომ ატვირთოს წარმოგიდგენია რა მოხდება? თაზოზე თუ არ ფიქრობთ ბავშვებზე მაინც იფიქრეთ. მეგობრების გარემოცვაში რამდენი ხანიც გინდა გაიკეთებ და ბევრსაც იცინებ, მაგრამ როცა საქმე ქუჩაში გასვლას ეხება ეგ სულაც აღარ მიმაჩნია სახუმაროდ. აქ მეც გავიკეთებ მაგ რაღაც „რეტრაქტორს,“ მაგრამ გარეთ?
-ოოო, რძალო რა გულკეთილი ხარ. მგელს, რომ ბატკანი მიჰყავდეს შესაჭმელად პირიდან გააგდებინებ, ისეთ რამეს ეტყვი, -გამხიარულებული გიორგი უცებ დასერიოზულდა.
-იცოდე მეგიმ გადაგარჩინა, სხვა დროს ეს ვეღარ გიშველის.
- ჯანდაბას მოიხსენი სანამ დროა, ვიდრე გადავიფიქრებდეთ. ლუდს მაინც ამოიტან, მაგაზე რამდენიც გინდა იწუწუნე მაინც მოგიწევს წასვლა, -უთხრა გაბრიელმა და ოთახიდან გავიდა.
-მადლობა მეგი, -რეტრაქტორის მოხსნის შემდეგ განწყობა გამოუკეთდა თაზოს და ბედნიერმა გადაუხადა მადლობა.

##############
პატარა ტაძრის ეზოში მოძღვარი ყვავილების გაზონთან ჩამუხლულიყო და ბალახებისგან ასუფთავებდა მიწას. ფეხის ხმაზე გვერდით გაიხედა, სტუმრის ვინაობა რომ გაარკვია ხელი დაუქნია, რომ ახლოს მისულიყო და ისევ გააგრძელა თავისი საქმიანობა.
-მოხვედი, დიოტრეფე?
-მოვედი მამაო, სხვაგან სად მაქვს წასასვლელი უფლის გარდა? -სიმწრით ამოთქვა გატანჯულმა და ამოიოხრა.
-ამ ყვავილებს ხომ ხედავ? სარეველა ბალახი თუ დროზე არ ამოვაცალეთ გაიზრდება და გარშემო რაც კი ყვავილებია ყველას მოაშთობს. შენი აქ მოსვლის პირველივე დღიდან ვცდილობ შენი გულიდან და გონებიდან იმ სარეველას არ მივცე გახარების უფლება რომელიც მოგსპობს. იქით გაიხედე, - მოძღვარმა ხელით ღობის ახლოს მაღალ ბალახზე ანიშნა, რომელსაც თითქმის მუშტისხელა ღეროები ჰქონდა, - მაგ ადგილას მორჩილს სტაფილოს დათესვა ვთხოვე და ჩემივე თხოვნით მერე აღარ მოუარა. რამდენჯერმე წვიმა მოვიდა, სტაფილოსთან ერთად ბალახმაც დაიწყო გაზრდა. თავიდან სულ ცოტათი ფარავდა ამოსულ ბოსტნეულს, მაგრამ მერე მზემაც შეუწყო ხელი და ისე მალე გაიდგა ფესვები სარეველა ბალახმა, რომ ჩემზე და შენზე მაღალი გაიზარდა. ახლა, რომ მიხვიდე, იქ, სტაფილოს ნასახსაც ვერ ნახავ, სულ სარეველამ შეჭამა, მიწაც გამოიფიტა, თანაც ისე, რომ ადგილ - ადგილ მიწა გასკდა. ვინც მოდის ყველას აინტერესებს ასე მოვლილ და დასუფთავებულ მონასტერში იმ ერთმა კუთხემ რა დააშავა, ასე აბალახებული რომ არის. მე მინდოდა მრევლს ცოცხალი მაგალითი დაენახა იმისა თუ როგორ სპობს ადამიანს გულში ჩადებული ბოღმა, რომელიც საბოლოოდ მას მთლიანად ანადგურებს. შენ ჩვეულებრივმა მოკვდავმა რატომ უნდა იტვირთო მსაჯულის როლი, როდესაც ყველას გვყვავს ერთი მსაჯული და ეს მსაჯული ღმერთია. მხოლოდ მას ძალუძს დედამიწაზე ცოდვათა მიტევება. შენ არ გაქვს უფლება მასზე წინ წახვიდე. უფალს ადამიანის დაღუპვა კი არა ხსნა სურს. რა იცი, იქნებ გავიდეს დრო და ის ცოდვილი ადამიანი ღვთისკენ შემობრუნდეს, მოინანიოს თავისი ჩადენილი ცოდვები და რაღაც დროის შემდეგ მოყვარედ მოგევლინოს? შეუცნობელ არს გზანი უფლისანი, დიოტრეფე,
-მოძღვარი ფეხზე წამოდგა, მიწით დასვრილი კაბის კალთა ჩამოიფერთხა და დიოტრეფეს შემაღლებული ადგილისკენ გაუძღვა, სადაც გადაჭრილი დიდი ხის კუნძი იდო და მაგიდის მაგივრობას წევდა, გარშემო კი შედარებით მომცრო ზომის კუნძები ჰქონდა შემოლაგებული სკამებად. დასაჯდომად მიუთითა, თვითონ კი პატარა მოსასვენებელ შენობაში შევიდა, საიდანაც თხილით სავსე ჯამი გამოიტანა ჩაქუჩთან ერთად და მათი დამტვრევა დაიწყო,
-ეს თქვენი, ორივეს ჯვარია, რომლის ზიდვაშიც ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ, სხვანაირად ბედნიერები ვერ იქნებით. უფალი განსაცდელებით გაძლიერებთ. როცა მჭედელს სურს ხმალი მტკიცე გამოვიდეს და მის საუკეთესო ნაკეთობად იქცეს ის მას ყველაზე მაღალი ტემპერატურის ცეცხლში ატარებს. ამ გამოცდას ათი ხმლიდან ზოგჯერ ერთი გადის, ზოგჯერ ვერცერთი ვერ უძლებს მაღალ ტემპერატურას და ტყდება. თუკი ხმალი გაივლის ამ გამოცდას მჭედელი სიხარულით ქმნის მისგან საუკეთესო ნაკეთობას. უფალს სურს, რომ თქვენი სიყვარული ცეცხლში გაატაროს და ასე გამოგცადოთ.
-ვეღარ ვუძლებთ მამაო, აღარ შეგვწევს ძალა ამდენ ტკივილს გავუძლოთ, ალბათ ჩვენც მალე გავტყდებით.
-არ გატყდებით, მერწმუნე! თქვენ ორნი ერთად იმაზე ძლიერები ხართ ვიდრე წარმოგიდგენია, -მოძღვარმა თხილის გულები აიღო ხელში, შუაზე გაყო, ერთმანეთში აურია და დიოტრეფეს უთხრა ორი ცალი აეღო და ერთმანეთისთვის შეეერთებინა. დიოტრეფე დაჰყვა მოძღვრის მითითებას, მაგრამ ხელში აღებულ თხილებს რომ დააკვირდა ერთი ნახევარი მცირე ზომის იყო, მეორე ნახევარი გაცილებით დიდი. ვერაფრის თქმა ვერ შეძლო და დაბნეული მზერით შეხედა.
-ვერ შეაერთე ხომ?
- ვერა, მამაო.
-ასეც უნდა იყოს. ეგ თხილის გულები სხვადასხვა ნახევრებს ეკუთვნის და როგორ შეაერთებდი? ადამიანების შემთხვევაშიც სწორედ, რომ ასეა. ქსანთე, ცოტათი მაინც, რომ დაფიქრებულიყო მიხვდებოდა, რომ სხვის ნახევართან ყოფნა შეუძლებელია და აღარ მოინდომებდა შენი მეორე ნახევრის მითვისებას. ძალიან ძნელია ამდენ ადამიანში შენი ნახევარი იპოვო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეცდომით სხვისი ნახევარი მიუჩნევიათ თავისად და სიცოცხლის ბოლომდე ტანჯვად ქცეულა ორი ადამიანის ქორწინება. დიოტრეფე, რადგან შენ უკვე იპოვე შენი მეორე ნახევარი ვალდებული ხარ გაუფრთხილდე. მისთვის მარტო ქმარი კი არა მზრუნველი მამაც უნდა იყო, დედაც, ძმაც, დაც და საუკეთესო მეგობარიც. მაშინ იქნება თქვენი ქორწინება ბედნიერების ზეიმი, მაშინ იქცევა ოჯახი მცირე ეკლესიად, სადაც მუდამ სიმშვიდე და სიყვარული იქნება დავანებული.
-ეჰ, მამაო, სიმშვიდე მართლა ძალიან გვჭირდება, მაგრამ არ გვაქვს, -მძიმედ ამოიოხრა დიოტრეფემ და მუჭში მოქცეული თხილის გულები უკან, ჯამში დააბრუნა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Saocrad miyvars es istoriaaa

 


№2  offline წევრი izabella

Rania
Saocrad miyvars es istoriaaa

როგორ შეიძლება ასეთი კომენტარის წაკითხვის შემდეგ არ გავბედნიერდე heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი დარინა

უკვე ვეღარ წარმომიდგენიაა დიოტრეფე და მეგი ერთმანეთის გარეშე, მამაო მართალია დიოტრეფე უფრო ძლიერი უნდა იყოს რომ მეგის დაცვა შეძლოს, მგონია რომ მეგიმ დანებდა და აღარ იბრძვის, საოცარი სამეგობროა, აუ შალვამ ლევანს მაგარი ჩაუტარა რამდენი ვიცინეე, ვნახოთ ქსანეთე რას იზამს. ბევრი თბილი და ტკბილი მომენტები მინდა დიოტრეფეს და მეგის, თითქოს ისე ვეღარ არიან.

 


№4  offline წევრი izabella

დარინა
უკვე ვეღარ წარმომიდგენიაა დიოტრეფე და მეგი ერთმანეთის გარეშე, მამაო მართალია დიოტრეფე უფრო ძლიერი უნდა იყოს რომ მეგის დაცვა შეძლოს, მგონია რომ მეგიმ დანებდა და აღარ იბრძვის, საოცარი სამეგობროა, აუ შალვამ ლევანს მაგარი ჩაუტარა რამდენი ვიცინეე, ვნახოთ ქსანეთე რას იზამს. ბევრი თბილი და ტკბილი მომენტები მინდა დიოტრეფეს და მეგის, თითქოს ისე ვეღარ არიან.

მძიმე პერიოდი აქვს მეგის, უჭირს გადალახვა და ეს დიოტრეფეზეც დიდ გავლენას ახდენს. სიმართლე რომ ვთქვა მეც ვერ წარმომიდგენია ეს ორი ერთმანეთის გარეშე. ❤❤❤

 


№5  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ახლა დავიწყე კითხვა და რამაც ყველაზე მეყად მიმიზიდა ეს სამეგობრი წრეა.. მართლა კარგი სამგობროა და მიხარია და მაბედნიერებს რომ ვამჩნევ ამას ...
ჰო ცოტა არიყოს მეც დამაკლდა დიოტრიფეს და მეგის მომენტები და დარწმუნებულივარ მათაც აკლიათ რაღაც ...
ისიც მესმის რომ ახლა მძიმე პერიოდი აქვს და ამაში სწორედ დიოტრიფე უნდა დაეხმაროს..
ჰო და კიდევ ერთი.. სახელები განსხვავებული გაქვა და თანაც ძალიან მომწონს ასე განაგრძე წარმატებები და გელოდები მოუთმენლად ♥️

 


№6  offline წევრი izabella

ტკბილიწიწაკა
ახლა დავიწყე კითხვა და რამაც ყველაზე მეყად მიმიზიდა ეს სამეგობრი წრეა.. მართლა კარგი სამგობროა და მიხარია და მაბედნიერებს რომ ვამჩნევ ამას ...
ჰო ცოტა არიყოს მეც დამაკლდა დიოტრიფეს და მეგის მომენტები და დარწმუნებულივარ მათაც აკლიათ რაღაც ...
ისიც მესმის რომ ახლა მძიმე პერიოდი აქვს და ამაში სწორედ დიოტრიფე უნდა დაეხმაროს..
ჰო და კიდევ ერთი.. სახელები განსხვავებული გაქვა და თანაც ძალიან მომწონს ასე განაგრძე წარმატებები და გელოდები მოუთმენლად ♥️

დიდი მადლობა, უზომოდ მიხარია, კიდევ ერთი მკითხველი რომ შემომემატა და აზრი გამიზიარა. ♥♥♥
შევეცდები, შემდეგ თავში მეგის და დიოტრეფეს მომენტების დანაკლისი ცოტათი მაინც ამოვავსო. დიოტრეფეს სამეგობრო მართლა კარგი ჰყავს, რაც შეეხება სახელებს არაქართული კი არის, მაგრამ განსხვავებულია და მგონი ეს ჯობია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent