შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შობის მადლი /სრულად/


5-02-2019, 09:25
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 3 133

შობის მადლი /სრულად/

ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის უკან დაიწყო, დასაბამი ჯერ კიდევ მაშინ დაიდო, როდესაც დედაჩემი სულ რაღაც რვა წლის გოგონა იყო, ჩვენს ოჯახში შობა მუდამ განსაკუთრებულ დღესასწაულად აღიქმებოდა, შესაბამისად ამ დღისთვის განსაკუთრებული მზადება და სითბო სუფევდა ოჯახში. როგორც უკვე გითხარით ეს ამბავი დიდი ხნია წინ დაიწყო და ამ ისტორის დასაწყისიც დედისგან ვიცი, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ერთი სიტყვით, მივყვეთ ისტორიას ქრონოლოგიურად. დედა რვა წლის იყო და ბებიას საშობაო სამზადისში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, სახლში ბუხარი გიზგიზებდა, ბაბუა ტელევიზორთან თვლემდა, ბებია კი საშობაო ღვეზელების გაკეთებით იყო გართული, დედაც იქვე იდგა და თავისი პატარა ხელებით ცომში უფრო თამაშობდა ვიდრე რამეს აკეთებდა. გარეთ საშინლად თოვდა, ისე ბარდნიდა, ნისლისგან შენს გვერდით მდგომ ადამიანსაც ვერ შენიშნავდი. სოფლის ყველა ბინადარი თბილ სახლებში შეყუჟულიყვნენ და ისევე იყვნენ სამზადისში გართულები როგორც დედა თავის პატარა ოჯახში. თორმეტი საათი სრულდებოდა როდესაც ბაბუა გააღვიძეს, ფანჯრის წინ სანთელი აანთეს და უფლის სადიდებლად ლოცვა წარმოთქვეს. შემდეგ ბუხრის წინ გაშლილ პატარა მაგიდას მიუსხდენენ და საშობაო ღვეზელების დაგემოვნება დაიწყეს. ბაბუამ ღვინო ჩამოასხა და ის იყო დასალევად გამზადებული ჭიქა ტუჩებთან მიიტანა კარზე კაკუნის ხმა რომ გაისმა. ოჯახის უფროსი კარის გასაღებად წავიდა, კართან ათიოდე წლის ბიჭუნა შერჩა რომელსაც სიცივისგან ლოყები ისე აწითლებოდა თურაშაულის ვაშლს მოგაგონებდათ.
- დამეხმარეთ. - ამოიგმინა ბიჭუნამ და ბაბუას ფეხებთან ღონემიხდილი დაეცა. ბაბუამ სწრაფად წამოაყენა თავიდან-ფეხებამდე გაყინული ნიჭუნა და ცეცლხთან მიიყვანა. სიმწრით ახელდა პატარა თვალებს და მოყინულ თითებს ვერ ამოძრავებდა. ბებიამ თბილი მოსახური მოარბენინა და ბავშვს მთელ სხეულზე შემოახვია.
- აქ საიდან გაჩნდი პატარავ? - მისი პატარა ხელები ტუჩებთან მიიტანა ბებიამ და მის გათბობას შეუდგა, ბიჭი რამდენიმე წამს კანკალებდა, შემდეგ ოდნავ დამშვიდდა, გათბა და თითქოს გონს მოვიდაო თვალები დაქაჩა, ცრემლები გადმოსცვივდა და ხუჭუჭა თავი მუხლის თავებზე ჩამოდო. - დამშვიდდი და მომიყევი რა შეგემთხვა. - მის დამშვიდებას ეცადა ბებია. დედა კი იდგა ოთახის შუაგულში და ცოტა შეშინებული უცქედა დაუპატიჟებლად შემოჭრილ, ნახევრად დაგლეჯილ ტანსაცმელში გამოწყობილ, ტალახში ერთიანად ამოთხვრილ ბიჭუნას.
- იქ დედაჩემია. - ამოიყვირა ბიჭმა.
- სად? - ფეხზე წამოდგა ბაბუა და კარს ეცა.
- რამდენიმე სახლის მოშორებით. სიცივისგან გონება დაკარგა და დაეცა, კარი არავინ გამიღო თქვენს გარდა რომ დახმარება მეთხოვა. - ატირდა ბიჭუნა.
- ახლავე დავბრუნდები. - მხრებზე ქურთუკი შემოიგდო ბაბუამ და გარეთ გავარდა. ბებია ატირებულ ბიჭუნას გულში იკრავს და ისევ მისი სხეულის გათბობას ცდილობს. რამდენიმე წუთში ბაბუაც ბრუნდება, ხელში ატატებული შემოყავს გონება დაკარგული ახლაგაზრდა ქალი. იქვე მდგომ სავარძელზე აწვენს. ბიჭუნა დედასთან მირბის და მის სხეულზე დახრილი ქვითინებს. ბებიას ნიშადური მოაქვს და ქალიც მალევე მოდის გონს, შეშლილ თვალებს აპყრობს გარემოს და გაოცებული მონაცვლეობით უცქერს ოთახში მყოფთ. დაბნეულობა ბებიამ გაფანტა.
- ყოჩაღი ბიჭი გყოლიათ. უკეთ ხართ?
- მგონი ჰო. - დაბნეული დგება ქალი და შეციებულ სხეულზე ხელებს აცურებს.
- სუფრასთან მობრძანდით, მიირთვით, გათბებით.
- საჭირო არ არის. - ამბობს ქალი და თან გაშლილ მაგიდას თვალს ვერ წყევტს.
- მობრძანდით. ასეთ ამინდში მაინც არსად გაგიშვებთ. - გაუღიმა ბებიამ და მაგიდისკენ მიუთითა. ისინიც დაემორჩილნენ და თბილად მოთავსდენენ მაგიდის ირგვლივ. მოშიებული ბიჭუნა ხარბად დააცხრა ღვეზელს.
- ნელა. - მკაცრი იყო ბიჭუნას დედის ხმა.
- ჭამოს როგორც სურს. დაიმსახურა. - გაიღიმა ბაბუამ და ქალსაც მოეხსნა დაძაბულობა.
- აქ საიდან გაჩნდით? - კითხულობს ბებია და ქალის დალურჯებულ მკლავს უცქერს.
- რამდენიმე დღეა გზაში ვართ. - ამბობს უცნობი ქალბატონი. - მამამისისგან გამოვიპარეთ, ვეღარ გავუძელით მის აგრესიას. - ცრემლი მოადგა სტუმარს და ჭამა შეწყვიტა.
- საით მიდიხართ?
- ჯერ არ ვიცი. - ბებიამ და ბაბუამ ერთმანეთს გადახედეს, მათ ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის. არც ეს შემტხვევა ყოფილა გამონაკლისი.
- შეგიძლიათ ჩვენთან დარჩეთ, მანამ მაინც სანამ თქვენთვის შესაფერის ადგილს იპოვით. - ამბობს ბებია.
- ისედაც შეგაწუხეთ. - ცრემლი მოადგა უცნობ ქალბატონს.
- სულაც არა.
- მადლობა როგორ გადაგიხადოთ?
- ოდესმე გადაიხდით. - გაუღიმა ბებიამ და უკვე დანაყრებულ და გამთბარ ბიჭუნას ხვეული თმა აუჩეჩა. ახლაღა გაახსენდათ ოთახის შუაგულში მდგომი ქალიშვილი.
- მარიამ, მანდ რას უდგეხარ შვილო. - ჩვენთან მოდი. - დედაც მორჩილად დაყვა ბებიას ნებას და უცნობი ბიჭის გვერდით მოთავსდა.
- ლამაზი სახელი გაქვს მარიამ. - გაუღიმა ბიჭმა და ხელი გაუწოდა. - მე გიორგი მქვია.
- შობის მადლი შეგეწიოთ. - სადღეგრძელო წარმოთვა ბაბუამ და ღვინო დალია.

რამდენიმე ხანი მართლაც დარჩნენ მოულოდნელი სტუმრები დედას სახლში. გიორგი და დედა ძალიან დამეგობრდნენ, დღის ნებისმიერ მონაკვეთს ერთად ატარებდნენ, მხოლოდ ღამით შორდებოდნენ ერთმანს რადგან ერთ ოთახში დაძინების უფლებას არ რთვადნენ. გიორგის დედა ბებიას ოჯახის საქმეებში ეხმარებოდა, პარალელურად სამსახურს ეძებდა. გიორგი ძალიან ნიჭიერი ბიჭი აღმოჩნდა, ყველაფერს მარტივად ითვისებდა. ბაბუას ძალიან უყვარდა ყოველ საღამოს ქალიშვილისა და შვილობილად წოდებული გიორგისთვის ათასგვარი გამოგონილი ამბების მოყოლა, დასვამდა ბავშვებს ცეცხლის პირას და საუბრობდა დაუსრულებლად, ბავშვებიც ინტერესით აღსავსე თვალებით უცქერდნენ მას. ორი თვე დარჩნენ ისინი დედას სახლში, შემდეგ კი გიორგის დედამ სამსახური იშოვა და სხვა ქალაქში გადავიდა. ძალიან ძნელი აღმოჩნდა დედასა და გიორგის დაშორება, ისინი და ძმასავით იყვნენ და ერთმანეთის გარეშე ვეღარ ძლებდნენ, ასეა თუ ისე მათ წასვლა მოუწიათ და დედამაც თვალცრემლიანმა გააცილა ეს კეთილი გზააბნეული ხალხი. მას შემდეგ ისინი არასოდეს აღარ უნახავს.

დრო გადიოდა დედა გაიზარდა, შობის დღესასწაული ისევ ყველაზე ღირშესანისნავ დღესასაულთან ასოცირდებოდა ჩვენს სახლში, არც დედას დაურღვევია ეს ტრადიცია. დედა ოცი წლის ასაკში გაყვა მამას, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ორი წლის შემდეგ მეც გავჩნდი და ოჯახში უფრო მეტი სიყვარული და სითბო შემოვიტანე. შობის დღესასწაული ჩემს გონებაში ძალიან სხვანაირად ჩაიბეჭდა, დედა ხშირად მიყვებოდა გიორგის შესახებ, რომლის კვალსაც ყოველთვის ეძებდა მაგრამ ვერასდროს მიაგნო. სჯეროდა რომ ის წარმატებული ბიჭი დადგებოდა და იმისიც სჯეროდა რომ ოდესმე მათი გზები ისევ გადაიკვეთებოდა.
შვიდი წლის ვიყავი როდესაც სახლში გაჩენილი ხანძარის გამო ორივე მშობელი დამეღუპა, მე მხოლოდ იმიტომ გადავრჩი რომ ამ დროს მეზობლის ბავშვებთან ერთად მოშორებით ვთმაშობდი. როდესაც შორიდან მომავალი კივილის ხმა ჩაგვესმა ბავშვებმა თამაში შევწყვიტეთ და იქეთ მივმართეთ მთელი ყურადღება საიდანაც ხმა მოდიოდა, ზეცა სიშავეს მოეცვა, როცა გავიაზრე რომ ეს სიშავე ჩემი ეზოდან მოდიოდა, ადგილს მოვწყდი და სახლისკენ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი. მერე არაფერი მახსოვს, გონს რომ მოვედი, ერთ-ერთი მეზობლის სახლში ვიწექი და თავს თვალეცრემლიანი სახლის პატრონი მედგა.
მშობლები წესისამებრ დაკრძალეს და ასე დავრჩი შვიდი წლის ასაკში სრულიად მარტო, მშობლებისა და სახლის გარეშე. ბაბუა უკვე დიდი ხნის დაღუპულები იყი, ბებია ლოგინად იყო ჩავარდნილი და მეზობლების მოწყალების ხარჯზე მოუწევდა დარჩენილი ცხოვრების გატარება რადგან დედაც ვეღარ მიაქცევდა ყურადღებას. არც სხვა ნათესავები მყავდა, ამიტომ რამდენიმე კვირაში ჩემმა მეზობლებმა უპატრონო ბავშთა სახლში ჩამაბარეს.
არ იყო მარტივი, მშვიდი, მყუდრო ოჯახის შემდეგ ასეთ ყაზარმულ სიტუაციაში ყოფნა, იქ ყველაფრის გამო გვსჯიდნენ, არასდროს გვქონდა ნორმალური საჭმელი, ერთ საწოლში საუკეთესო მდგომარებაში ორ ბავშვს მაინც გვეძინა. რამდენიმე თვე გავუძელი იქაურ რეჟიმს და საბოლოოდ გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა იქედან გავქცეულიყავი. ფხიზლად ვიყავი, მომენტს ველოდი და აი როგორც იქნა ჩამივარდა სწორედ ასეთი მომენტი, შობის ღამე იყო და პერსონალს ჩვენთვის აშკარად არ ეცალა, უმრავლესობა სახლებში წავიდა და ვინც დარჩა, ისინიც ერთმანეთთან ჭორაობით ირთობდნენ თავს, საერთოდ ყველას დაავიწყდა ჩვენი ასრსებობა, როგორც კი შუაღამე ჩამოწვა და ზარების რეკვით გვაუწყა ეკლესიამ შობის დადგომა, ტანზე ქურთუკი შემოვიცვი, ქუდი დავიხურე და გასასვლელისკენ ჩუმად დავიძარი, არავისთვის მითქვამს ჩემი განზრახვის შესახებ, შიშისგან მეგონა გონებას დავკარგავდი, თუმცა გამბედაობა ბოლომდე მოვიკრიბე და შევძელი ამ ჯურღმულის მთავარ შესასვლელამდე მიმეღწია, კარი გავაღე, გარეთ გამოვედი და სირბილით გავიქეცი უმისამართოდ. გარეთ ძალიან ციოდა, თოვლი საბნად გადაფარებოდა სამყაროს, ქუჩაში ძალიან ბევრი ხალხი ირეოდა, შემეშინდა, მარტოობის და სიცივის გამო შემეშინდა, ვიფიქრე დილამდე ვერ გავტანდი, ამეტირა, დედა მომაგონდა, თბილი კერია და შობის ღამე. დედას ჯეროდა შობის მადლის შესახებ, მუდამ ამბობდა შობას უფალი ყველა გაჭირვებულს სხვაგვარად ეხმარებაო, მეც მჯეროდა ამ ყველაფრის, თუმცა ახლა როდესაც სრულიად მარტო დავეხეტობი შუა ღამეში და არავინ არ მყავდა ვინც დამელაპარაკებოდა უკვე ნაკლებად მჯეროდა ამ დღესასაწაულის მადლის. არ მახსოვს რამდენ ხანს ვირბინე, სიცივისგან ვეღარ ვსუნთქავდი, მერე შიმშილმა შემაწუხა, ძალიან მომშივდა, რამდენიმე სახლის კართან შევჩერდი მაგრამ დაკაკუნება ვერ შევძელი. მეშინოდა რომ უკან, ბავშთა სახლში დამაბრუნებდნენ, მე კი იქ დაბრუნებას სიკვდილი მერჩივნა. გათოშილი ხელები პირთან მივიტანე და გათბობას შევეცადე თუმცა ამაოდ. ცრმელები თავისით იკვლევდნენ გზას. ბოლოს ჩემი გაყინული გონება ტაძრიდან მომავალმა გალობამ მიიპყრო, გზა იქეთკენ ავიღე საიდანაც ხმა მოდიოდა. რამდენიმე მეტრში გაჩირაღდნებული ტაძარიც გამოჩნდა, ქუდი მოვიხადე და შიგნით შევედი. მაშინვე მალამოდ მოედო ჩემ სხეულს იქ გამეფებული სიმშვიდე და სითბო, მგალობლების გალობა კი იავნანად ჩამესმოდა ყურებში, ცრემლი შევიმშრალე და ტაძრის ყველაზე ბნელ კუთხეში დავიკავე ადგილი, გულში ლოცვას მოვყევი, უფალს ერთადერთ რამეს ვთხოვდი, მინდოდა შობის მადლი ჩემზეც გადმოსულიყო და ჩემთვის თბილი საწოლი და ცხელი წვნიანი ეწილადა ვინმეს. ლოცვაში გართულს მხარზე ხელის შეხება მიაფხიზლებს.
- გამარჯობა პატარავ. - მეუბნება თამხუჭუჭა ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა და მიღიმის.
- გამარჯობა.
- რა გქვია?
- ანა.
- აქ რას აკეთებ ანა?
- შობის მადლს ველოდები?
- მართლა? და მშობლები სად გყავს? - გამიღიმა უცნობმა.
- დაიღუპნენ. - მოზღვავებული ემოციის გამო ცრემლი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი.
- ნუ ტირი ანა. - ჩემი აკანკალებული სხეული მკლავებში მოიქცია უცნობმა და შუბლზე თბილი ტუჩები შემახო. - ძალიან მაგონებ ჩემი ბავშვობის მეგობარს.
- მართლა?
- მას მარიამი ერქვა. ის ყველაზე კეთილშობილი მშობლების შვილი იყო.
- დედასაც მარიამი ერქვა. - ვამბობ და კიდევ ერთხელ ვიწყებ ტირილს. - უცნობი ჯერ ფითრდება, მერე ბაგეზე ღიმილი და თვალზე ცრემლი ესახება, გულში კიდევ ერთხელ მიკრავს.
- შენ ჩემი მარიამის ქალიშვილი ხარ, ნუ ტირი პატარავ, ახლა შენ მარტო აღარ ხარ. მე გიორგი ვარ და დღეიდან მე ვიზრუნებ შენზე. - ხელი ჩამჭიდა უცნობმა და ტაძრიდან გამიყვანა, ტაძართან ახლომდებარე ლამაზ სახლში შემიყვანა, სახლში სადაც საშობაო ღვეზელის სუნი ტრიალებდა, ამ აურამ ჩემი მშობლიური კერა მომაგონა და სევდამაც ერთიანად მომიცვა.
- დედა. - დაიძახა გიორგიმ და ქურთუკის გახდაში მომეხმარა.
- რა იყო? - სამზარეულოდან გამოვიდა წინსაფარ აფარებული სამოციოდე წლის ქალბატონი. - სტუმარი გვყოლია. - გაიღიმა უცნობმა და ფქვილიანი ხელები წინსაფარზე შეიწმინდა, მომიახლოვდა, მუხლებზე დადგა და თვალებში შემომხედა. - გიო. - შვილს მიუბრუნდა გაფითრებული.
- ჰო დე ის არის ვინც იფიქრე და ახლა როდესაც მას არავინ ჰყავს შეგვიძლია მის ოჯახს შობის მადლი დავუბრინდოთ. ქალი ატირდა შემდეგ კი გულში ჩამიკრა, მაშინვე საშობაო ღვეზელი მომიტანა და ცხელი ჩაიც მომიმზადა. სავარძელში ვიჯექი და გემრიელად შევექცეოდი საშობაო ღვეზელს, მარცხნივ გიორგი მეჯდა, მარჯვნივ კი დედამისი, რომელიც შიგადაშიგ თმებზე მეფერებოდა და თვალს არ მაშორებდა. მოგვიანებით თბილი საწოლი გამიშალეს, კეთილმა დიასახლისმა იავნანაც კი მიმღერა, მე კი ამგვარ მოპყობას მონატრებულს მალევე ჩამეძინა...
გიორგიმ ჩემი ლოგინად ჩავარდნილი ბებია თავისთან გადაიყვანა და სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვამდე მასზე ზრუნავდა, მე კი იმ ღამის შემდეგ მარტო არასდროს აღარ ვყოფილვარ და შობაც კიდევ უფრო შემიყვარდა.


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი დეა

ძალიან დიდი ხნის უკან არა, ძალიან დიდი ხნის წინ;)

 


№2  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

მიყვარს ეს ისტორია! ♥️

 


№3 სტუმარი ნათია41

ვიტირეეე. ემოციით დატვირთულია

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დეა
ძალიან დიდი ხნის უკან არა, ძალიან დიდი ხნის წინ;)


სრულიად მართალი ბრძანდებით დეა :-)

ტკბილიწიწაკა
მიყვარს ეს ისტორია! ♥️


მე შენ მიყვარხარ ❤

ნათია41
ვიტირეეე. ემოციით დატვირთულია


ბოდიში :( თქვენი ატირება არ მსურდა მაგრამ ეგოისტურად მახარებს ის ფაქტი რომ სათქმელი სწორად გამიგეთ.
მადლობა ამისთვის ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent