შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღალატო.! #7


6-02-2019, 00:19
ავტორი Phoenix..
ნანახია 2 436

ღალატო.! #7

თვალებში უყურებდა მესხს და შიშისგან ხმას ვერ იღებდა.
-ელენე მითხარი შენს ყელს რა დაემართა..
-დემნა მეტკინა..-ამოიკრუსუნა და მზერით მაჯაზე აჩვენა.. ხელი მაშინვე შეუშვა და კეფა მოიქექა..
-ელენეე საშინლად მიჭრს თვის შეკავება.
-არაფერს არ გეტყვი..-სწრაფად მიაყარა და გაიქცა..
-ქეთო. რა მოხდა.-შუბლზე ძარღვ გაწყვეტილმა თვალები ოდნავ დახუჭა და დას შეხედა.
-მე ამის თქმის უფლება არ მაქს.-მშივდი იყო ქეთოს ხმა.
-ანუ რაღაც მოხდა. -ძლიერად დაარტყა მაგიდას ხელი, შემდეგ ორივე ხელისგულით დაეყრდნო.. -დედა შევ**ი.. -ფეხი ჰკრა სკამდ და ამოაბრუნა. ქეთოც გავიდა სახლიდან და ეზოში ელენეს კვალიც არ დარჩა, სასწრაფოდ აკრიფა ნომერი..
-ელე სად ხარ..
-გთხოვ ახლა მარტო მინდა ყოფნა.. გთხოვ რაა არ გეწყინოს კაი?
-კარგი ელე მაგრამ საღამოს დამირეკე.. ვნერვიულო შენზე.. თუ სურვილი გექნება ბარში ვიქნებით მე და გოგოები..
-კაი.-თქვა და ტელეფონიც გათიშა..
***
ქრონიკულად ექცა ეს ტკივილი, თითქოს ყოველ დღე იცოდა რაღაც საშინელება უნდა მომხდარიყყო. დილით გაღვიძებისთანავე ემზადებოდა კოშმარული დღისთვის.. ადამიანის ბუნება ხომ ისეა მოწყობილი, ეჩვევა ყველაფერს.. არც ეს შემთხვევაა განსაკუთრებული. ელენე რობაქიძე ცხოვრების სირთულეს 6 წლის ასაკიდან ებრძვის. პირველი დარტყმა მშობლების დაკარგვა იყო რომელმაც ისეთი სიცარიელე დაუტოვა გუში რომ ვერავინ ამოავსებდა მას.. ის სითბო აქვს მოკლებული რასაც დედის სითო ჰქვია.. ახლა მას გვერდით საყვარელი დედა რომ ჰყავდეს, თავს მუხლებში ჩაუდებდა და გაუჩერებლად იტირებდა..დედის თმაზე გადასმული ხელიც კკი მალამოდ მოედებოდა დასერილ გულზე. მას რომ მამა ჰყავდეს.. მამა რომელიც ბავშვობაში მეფე ეგონა და სულ იმას ეუბნებოდა შენნაირი მეფეს მინდა ცოლად გავყვეო.. ის მამა უნდოდა ეზოში წაქცევისგან რომ გადაარჩენდა ხოლმე.. მისი ძლიერი ხელები ენატრება აქვითინებულს განიერ გულ-მკერდზე რომ მიწვენდა და ისიც მალევე ყუჩდებოდა..
-ღმერთო როგორ მენატრებით.-აივანზე რილ სკამზე იყო მოკალათებული და სივრცეს გაჰყურედა. -როგორ მაკლიხართ.-თავისთვის ჩურჩულებდა და ყავის ფინჯანს ძლიერად უჭრდა თითებს. -ახლა აქ რომ იყოთ.. ნეტა შემეძლოს თქვენი სახეების აღდგენა.. როგორ მჭირდებით..-თავი დახარა და ცრემლემაც გზა გაიკვალეს ღაწვეზეე.თითებით მოისრისა ამწვარი თთვალები.. -ჩემი ბებო..-ახლა მისი მესამე ტკივილისკენ გადავიდა.-შენც როგორ გამწირე ასეთი მარტოობისთვის.. -მოგონებებში წავიდა.
***
ბედნიერი იდგა თეთრი კაბით სალონში.. ღმერთო ისე უხაროდა ეს დღე..
-ნინო ნათლია მე მზად ვარ უკვე.. -მოსამზადებელი ოთახიდან ნათლიას გახედა.. რომელიც დედის მაგივრობას უწევდა..
-ჩემი ვარსკვლავი.. ღმერთო როგორი ლამაზი ხარ.. რა იქნეოდა შენებს ღირსებოდა ასეთი ენეახე.. -მხრით იყო მიყრდნობილი კარების ჩარჩოს..
-ნინო კაი რაა, არ გვინდა ტირილი..
-წავედით ჩემო ლამაზო ელენე ბებო გველოდება.. -ქუსლების კაკუნით გავიდა სალონიდან და იქვე მანქანაში ძლივს მოთავსდა იმხელა კაბით.. გამვლელები ჩერდეოდნენ და დედოფლურ სილამაზე გაშტერებული თვალებით უყურებდნენ.. კარებთან მაქსიმალური სიჩქარით მივიდა ქალბატონი ელენე და გულის ფანცქალით გახსნა..
-ჩემი დედოფალი.. ღმერთო... -ისე ამოთქვა და მაშინვე ცრემლეი წამოუვიდა.. -როგორ გავხარ დედას ჩემო გოგო.. რა ლამაზი ხარ ბებოს გახარებავ.. ბებოს ბედნიერებავ..-შორიდან ეფერებოდა და ხელებს ვერ ჰკიდედა სახეზე.. ცხვირის წვერი აუწვა ვერ გადმოსულმა ცრემლებმა ელენეს.. -მოდი დეიდაშენი მთელი დღეა ჩამოკიდებულია ტელეფონს, დაენახე..-ტელფონი ხელში აიღო და ვიდეოთვალი ჩართო..
-დეიდას გახარებავ.. ვაიმე დე რა ლამაზი გოგო ხარ.. გაგიჟდება შენი დემნა ბატონი.. -ცრემლნარევად გაიღიმა შუახნის ქერა ქალმა..
-ვაიმე დე კი არ მჯერა..-დატრიალდა და სიხარულით ახტუნდა.. -ვაი მგონი მოვიდნენ.. - ჯერ ნანუკა შემოვიდა კარებში.. ლამაზი ატმისფერი კაბა ეცვა გრძელი, დეკოლტით.. ლამაზი ვარდების თაიგული მიაწოდა და მეგობარს გადაეხვია..
-ახლა მოემზადე, შენი პრინცი ამოდის.. უნდა ნახო შარვალ-კოსტიუმი როგორ უხდება..
-ვაიმე ნანუუ.. -წვრილი ხმით აყვირდა და კარებში შემოსულ გაღიმებულ დემნას გახედა.. ბიჭს მუქი ლურჯი შარვალკოსტიუმი ეცვა, შიგნით თეთრი პერანგი და ლურჯი ბაბთა ეკეთა.. ისეთი მიმზიდველი იყო..
-ელენეე. -გაოცებულმა ხელები გაშალა.-უღმერთოდ ლამაზი ხარ პატარავ.. -ტუჩებზე ნაზად შეეხო..
-ბებო..-ბიჭს მიუბრუნდა ელენე.. ცოტა მოშორებით გაიყვანა
-გისმენთ ელენე ბებო..-ხელი მხარზე გადახვია მასზე დაბალ ქალს.
-ბებო გაუფრთხლდი ჩემ ობოლ გოგოს.. -ტირილს ძლივს იკავებდა.. -თვალის ჩინივით.! ისედაც დაჩაგრულია ამ ცხოვრებისგან, გამიბედნიერე ეს ჩემი სიცოცხლე.. დამპირდი რომ მუდამ დაიცავ.. მუდამ გეყვარებაა.. დამპირდი რომ მშვიდად სიკვდილი შევძლო ბებოო..
-აბა რას ამბობთ ელენე ბებო.. სიცოცხლის ფასად გავუფრთხლიდები თქვენ კიდე იზრუნეთ იმაზე რომ შვილები გაგვიზარდოთ.. ჯამრთელად უნდა გვყავდეთ ხომ იცი..-შუბლზე აკოცა აღელვებულ ქალს..
***
ფიქრებიდან დემნას ზარმა გამოარკვია..
-გისმენ.
-ელენე სად ხარ.?
-დემნა გთხოვ დღეს არ მინდა არავისნ ნახვა.. გთხოვ დღეს მაინც დამანებეთ ყველამ თავი.. დამასვენეთ რაა. -ამოიტირა.
-ტირი? -სევდიანი იყო მესხის ხმა..
-ხოო, ვტირი, ბებო მენატრება ძალიან..
-მომეცი უფლება დღეს შენთან ვიყო.. გპირდები არანაირ კითხვას დაგისვამ..-მესხს ტელეფონის მეორე მხრიდან მხოლოდ სლუკუნი ესმოდა.. - გთხოვ.
-სახლში ვარ.-როგორც იქნა ცრემლებმა საშუალება მისცა ხმა ამოეღო.. ნახევარი საათის მერე კარზე გამული ზარის ხმა გაიგო, ფრატუნით შემოვიდა სახლში და დემნას კარები გაუღო.
-იცოდე ერთი კითხვა და..-ლაპარაკი კაცის მსხვილმა ტუჩებმა შეაწყვეტინა.. სახეზე შემოხვეულმა ხელებმა ცრემლები აღარ გაუშვეს ყვრიმალების იქით.. სავარძელზე მოკალათდა კაცი და მუხლებზე დაისვა რობაქიძე, თავი მხარზე ჰქონდა ჩამოდებული ელენეს და გრილ, საყვარელ სურნელს ისრუტდა..
-ერთი იდეა მაქვს.. მოდი ბატიბუტს გავაკეთებ მე, შენ ფილმი მოძენე და ვუყუროთ კაი?
-სიმინდი რომ არ მაქვს? - სევდაგამქრალმა სახით ახედა მესხს.
-მე მოვიტანე.. -პატარა ცხვირზე აკოცა და მუხლებიდან წამოაგო.
-იცოდე ისეთი გააკეთე მე რომ მიყვარს..
-სულ ეგეთს ვაკეთებ მე..-სიცილით გამოსძახა ცოლს. როგორი მონატრებულები იყვენ ერთმანეთის სიცილს.. ბედნიერ სახეებს და გულწრფელად აბრჭყვიალებულ თვალებს.. ქალმა მალე გაამზადა ფილმი საყურებლად და სამზარეულოში მოფუსფუსე „ქმარს“ მიაკითხა..
-ისე რა უცნაურია ხო ყოფილი ცოლის სახლის სამზარეულოში ფუსფუსი?
-არანაირი კიხვებიო შენ არ თქვი?-შუბლშეკრუმა გამოხედა.. -დღეს ისევ ჩემი ცოლი ხარ.! -მკაცრად თქვა და ტაფის ტრიალი გააგრძელა.. -აჰაა მზად არის..
-აუუ რამხელებზეა დამსკდარი დემნა.. ცოტა მარილიც და ეგაა.. -ტელევიზორის წინ მოთავსდნენ, ელენე მესხის ფეხებს შორის იყო მოქცეული და თავი მის კუნთიან მკერდზე ედო..
-მიყვარხარ.. -ხმადაბლა უთხრა ქალს ყურთან და ყელზე მფეთქვ არტერიაზე მიაკრა ტუჩები. ისე ესიამოვნა ამ სიტყვის მოსმენა, ყველა ცუდი შეგრძნება გაუქრო.. თავი მაღლა ასწია და ტუჩის კუთხეში აკოცა..მთელი საათნახევრის მანძილზე ორივე კარგად ნაცნო ფილმს უყურებდა გატრუნულები.. ბოლოს ფინალზე ერთი გემრიელად იტირა რობაქიძემ..
-ისევ ისეთი მტირალა ხარ..-დასცინა მომტირალ რობაქიძეს..
-კაი რა შენ კიდე სულ მაგაზე როგორ დამცინი.. -ღიმილით უსაყვედურა.. -აუ ახლა იცი რა მომინდაა?
-აბა რაა.-ცხვირის წვერზე გაუხახუნა საკუთარი..
-გერმანიაში რომ ვიყავით და სტარბაქსის ყავა რომ დავლიეთ გახსოვს? მმ აი ეგ დამხატავდა ახლა მე..
-წავიდეთ.! -სრულიად სერიოზულმა თქვა..
-რატომ დამცინი დემნაა?
-მართლა გეუბნები.. ადექი ჩაალაგე და წავიდეთ რამდენიმე დღით..
-მერე ჩემი სამსახური?
-დღეს ხუთშაბათია, ხვალაც ხომ არ აპირედი წასვლას.. ხოდა კვირას ან ორშაბათს ჩამოვიდეთ გამთენიისას.. მიდი მიდი წამოხტი, მე მანამდე დავრეკავ.. -გააბედნიერა იმის წარმოდგენამ რომ ქალს სურვილს უსრულებდა..
-თამაზ გამარჯობა..
-გაგიმარჯოს დემნა..
-მოკლედ ორი ბილეთი მინდა როგორმე სადმე ევროპის მიმართულებით..
-აუფ რამ გაგახსენა ახლა..
-მიდი ძმურად მომიგვარე ეგ საქმე რა..
-როდის დაბრუნდები?
-კვირას ღამე..
-ბერლინის მიმართულეით მაქვს ორი ადგილი, სამ საათში არის ფრენა..
-მშვენიერი.. ძმა ხარ..
-რამე ხდება?
-ცოლთან ერთად ბერლინურ არდადეგებს ვიწყობ.! -სიცილით თქვა.
-შერიგდით ბიჭო? -გუწრფელად გაუხარდა კაცს.
-არა.!
-აუუ რას გაუგებ ამ ახალგაზრდებს რაა.
-წავედი და შენთან ვალში ვარ.. მადლობაა..
-მშვიდობიანი ფრენა ძმაო. -ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ოთახში შევიდა.
-პატარავ.. ბერლინში მივდივართ.
-დემნა..-უცებ შემობრუნდა და კაცს ახედა.. -დიდი მადლობა.. -ხელები მოხვია განიერ მხრებზე და მიეხუტა..
-მიდი პატარავ მოემზადე.. მალე უნდა გავიდეთ. -შულზე აკოცა.. რობაქიძეც მოემზადა, პატარა ჩემოდანში რამდენიმე ხელი ისეთი სამოსი ჩააწყო რომელიც იცოდა დემნას გულს აუჩქარედა.. საცურაო კოსტიუმი და პირადი ნივთები.. პასპორტი ხელჩანთაში ჩადო..
-მზად ვარ. -გაუცინა ქმარს..
-წავედით, ჩემთან გავიაროთ მეც ავიღბ ნივთეს და.. -მანქანის საბარგულში მოათავსა ჩანთა და ავტომობილი დაძრა.. ერთ საათში უკვე აეროპორტში იყვნენ და რეისს ელოდნენ..
-გამარჯობა თინა..-გეითთან ავიაკომპანიის თამანშრომელს მიესალმა..
- ბატონო დემნა როგორ ხართ..-გაეღიმა ქალს.
-მადლობა კარგად, თინა ხომ არ იცი რომელი ეკიპაჟია ამ რეისსზე?
-თუ არ ვცდები ბატონი დაჩის ეკიპაჟია..
-მადლობა.. ჩვენ ცავალთ უკვე.. -ბილეთები მიაწოდა და ტრაპისკენ წავიდნენ.. თვითმფრინავში შევიდა, ქალიც უკან მიჰყვა..
-სადაა თქვენი ბედოვლათი უფროსი. -სიცილით უთხრა ერთერთ ბორტგამყოლს..
-დემნაა აქ საიდან? -გადაეხვია ქალი..
-როგორც მგზავრი ისე ვარ.. გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა ელენე..-„მეუღლე“ მეუღლე“ ექოსავით გაისმა ქალის გონებაშ და წამებში გაუბრწყინდა თვალები.! „ ელენე დაივიწყე დროებით ყველაფერი“
-გამარჯობა..-მიესალმნენ ერთმანეთს.
-დაჩი დაბლაა ჩასული, ძრავეს ამოწმებსს. მოდით თქვენ ადგილებს გაჩვენეთ, თუ ბიზნეს კლასი არ შეივსო გადაგიყვანთ მერე იქით.-ღიმილით გახედა წყვილს..
-არ შეწუხდე ვიკა, აქაც მშვენივრად ვიქნებით. - ერთ საათში უკვე ჩაირთო ძრავები და თვითმფრინავიც გასცდა საქართველოს საზღვარს.. რობაქიძეს კაცის მხარზე ედო თავი და მშვიდად სუნთქავდა.
-დემნა რაღაცა უნდა გთხოვო..
-გისმენ.
-არავის არ ვუთხრათ რა. მიზეზი არ მკიხო.! უბრალოდ ჩვენს საიდუმლოდ დავტოვოთ ეს მოგზაურობა რა.. გთხოვ..
- კა მაგრამ რატომ?-ქალს გაკვირვეულმა დახედა.
-ასე უფრო კაარგია.. არც ნიკოს და ლუკას უთხრა..-ამ საშინელი სახელის წარმოთქვა გაუჭირდა ზიზღის გარეშე.. არადა არ უნდა რამე იეჭვოს.
-კაი პატარავვ.-შუბლზე ნაზად აკოცა და თავი სავარძელს მიაყრდნო.. ისეთი ბედნიერია დღევანდელი დღით, თითქოს ყველა პროლემა გამქრალიყო მათ გარშემო და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევდა.. ის აქა, მის გვერდით, მხარზე თავი უდევს და მშვიდად სუნთქავს.. ის ბედნიერია.! დემნა მესხისთვის კი ეს ყველაფერს ნიშნავს.მთელი ფრენის მანძილზე ეძინა რობაქიძეს და ამით საშუალებას აძლევდა კარგად დაკვირვეობა მონატრებულ სახეს. ამ ლაქას ქალის გრძელ კისერზე ჭკუიდან გადაჰყავდა..
-ვინ გაბედა შენთვის ამის გაკეთბა.. ასე ძლიერ როგორ გატკინა, ვაიმე ელენე გავარკვევ ყველაფერს. გავარკვევ და სათითაოდ დავამთვრევ იმ დამპალ ხელებს.. იმ ბინძურ თითებს შენს ყელს და სხეულს რომ ასე საშინლად ეხებოდა.. კბილებით დავგლიჯავ იმ ნაბი*ვარს. -დაუტეველ ბრაზს გძნობს სხეულში. აცოფებს ის ფაქტი რომ მის ქალს ვიღაც ასე ცუდად ექცევა და არაფრის გაკეთება შეუძლია.. ისეთი უსუსრუა, ისეთი უძლურია ამ სიტუაციაში.. -ყველაფერი შიცვლება, ყველაფერი კარგად იქნება ჩემო საყვარელო..-მის შუბლთან დაიჩურჩულა და ტუჩები მიაკრა.. იმის მიუხედავად რომ ეძინა ეს რამდენიმე სიტყვა იმედად დარჩა გულში.. იმედი იმისა რომ ყველაფერი შეიცვლება, იმედი იმისა რომ ყველა ჭრილობა შეხორცდება და ტკივილი გაქრება..

****
მოგესალმებით ჩემო კარგებო.<3 ყველაზე მეტად ამ თავის დაწერა გამიჭრდა.. ვტიროდი და თან ისე ვწერდი იმდენად განვიცადე ელენეს ტკივილი მშობლებზე.. იმედია მოგეწონებათ. ველი შეფასებას..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Elle025

როგორი საოცარიი ისტორიაა..ვგიჟდები პირდაპირ..ერთი სული მაქვს სიმართლე გაარკვიოს და იმ დამპალ ნიკოს საკადრისი პასუხი გასცეს..საოცრება ხარ თვითონ შენ...ძალიან მომოწონს შენი წერის სტილი..არაჩვეულებრივი ხარ..❤️

 


№2  offline წევრი Phoenix..

Elle025
როგორი საოცარიი ისტორიაა..ვგიჟდები პირდაპირ..ერთი სული მაქვს სიმართლე გაარკვიოს და იმ დამპალ ნიკოს საკადრისი პასუხი გასცეს..საოცრება ხარ თვითონ შენ...ძალიან მომოწონს შენი წერის სტილი..არაჩვეულებრივი ხარ..❤️

დიდ დიდი მადლობა საყვარელოო❤️ ისე მოქმედებს ხომე ჩემზეც ეს ისტორია დღეს ცრემლები ვერ შევიკავე წერის დროს❤️❤️

 


№3  offline წევრი naniko mindia

Zalian magari iyo warmatebebi Veli shemdegs
❤️❤️❤️❤️(Ogondac moashore es gvelazua nika moashore :d)
--------------------
lomidze

 


№4  offline წევრი Phoenix..

naniko mindia
Zalian magari iyo warmatebebi Veli shemdegs
❤️❤️❤️❤️(Ogondac moashore es gvelazua nika moashore :d)

მადლობა ნინიკო❤️❤️მოშორდება მალეე არ ინერვოულოო❤️:D

 


№5  offline წევრი kora

მძიმე წასაკითხი და სევდით სავსე თავი იყო disappointed

მეცოდება ეს ორი ასეთი ტკივილისთვის და განსაკუთრებით ელენა weary ისედაც რადენი გადაიტანა და ახლა იმ დებილი კაცის გამო ქმარსაც კარგავს sob

დემნასი მჯერა, აუცილებლად აგებინებს პასუხს!

პ.ს. რომ იცოდე მთელი დღე როგორ ვუცდიდი ახალ თავს heart_eyes ოღონდაც სულ ცოტათი თუ გზრდი თავის მოცულობას კიდევ უფრო მაგარი გოგო იქნები blush ნუ ისედაც ოქრო გოგო ხარ heart_eyes
--------------------
kira.G

 


№6  offline წევრი Phoenix..

kora
მძიმე წასაკითხი და სევდით სავსე თავი იყო disappointed

მეცოდება ეს ორი ასეთი ტკივილისთვის და განსაკუთრებით ელენა weary ისედაც რადენი გადაიტანა და ახლა იმ დებილი კაცის გამო ქმარსაც კარგავს sob

დემნასი მჯერა, აუცილებლად აგებინებს პასუხს!

პ.ს. რომ იცოდე მთელი დღე როგორ ვუცდიდი ახალ თავს heart_eyes ოღონდაც სულ ცოტათი თუ გზრდი თავის მოცულობას კიდევ უფრო მაგარი გოგო იქნები blush ნუ ისედაც ოქრო გოგო ხარ heart_eyes

კააი კაი ვეცდები გავზარდო თავებიი❤️❤️მადლობა შეფასებისთვი blush

 


№7  offline წევრი ნათია21

ძალიან მომწონს ეს წყვილი საოცრებები არიან heart_eyes იმედია დაუვიწყარ დროს გაატარებენ ერთად heart_eyes ისე მაგ პერიოდში რომ უთხრას ნიკოზე კარგი იქნება kissing_heart გელით <3

 


№8  offline წევრი Phoenix..

ნათია21
ძალიან მომწონს ეს წყვილი საოცრებები არიან heart_eyes იმედია დაუვიწყარ დროს გაატარებენ ერთად heart_eyes ისე მაგ პერიოდში რომ უთხრას ნიკოზე კარგი იქნება kissing_heart გელით <3

მადლობა❤️ვნახოთ ვნახოთ რა იქნება blush

 


ასეთი კარგი როგორ ხარ? ❤

 


№10  offline წევრი Phoenix..

ელენე ქობელაშვილი
ასეთი კარგი როგორ ხარ? ❤

უიჰჰ მადლობ blush არ ვიიცი❤️❤️

 


№11 სტუმარი ნათია41

მშობლების ისტორიაზე მეც მატირე, უმაგეესი გოგო ხაააარ????????????❤

 


№12 სტუმარი სტუმარი თათია

შვიდივე თავი ერთად წავიკითხე..ძალიან კარგიაა..სულმოუთქმელად ველოდები შემდეგს❤❤❤❤

 


№13 სტუმარი სტუმარი დეა

მოკლედ დასასრული ასეთი არ იქნება იმედია:))- ელენეს არანაირი სქესობრივი კავშირი არ დაუმყარებია ნიკოლოზთან. ამას ელენეს ქმარი იგებს, იმიტომ რომ ნიკოლოზი ეტყვის საბოლოოდ.
ბოლოს კი ასე მთავრდება: " ვიცოდი რომ არავისთან არ მოღალატენი, ჩემო ჩიტუნა. ღალატი ხომ გრეხია, ღალატს ვერავინ, ვერავის ვერ პატიობს. " ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ დამთავრდება.
წარმატებები;)

 


№14  offline წევრი Phoenix..

სტუმარი დეა
მოკლედ დასასრული ასეთი არ იქნება იმედია:))- ელენეს არანაირი სქესობრივი კავშირი არ დაუმყარებია ნიკოლოზთან. ამას ელენეს ქმარი იგებს, იმიტომ რომ ნიკოლოზი ეტყვის საბოლოოდ.
ბოლოს კი ასე მთავრდება: " ვიცოდი რომ არავისთან არ მოღალატენი, ჩემო ჩიტუნა. ღალატი ხომ გრეხია, ღალატს ვერავინ, ვერავის ვერ პატიობს. " ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ დამთავრდება.
წარმატებები;)

ვაიმეე არა რა თქმაუნდაა

 


№15  offline მოდერი Tamta.k

ყველა ერთად წავიკითხე დღეს და მიხარია რომ დავიწყე კითხვა, არ ვკითხულობ ხოლმე ისტორიებს აქ მაგრამ ეს ძალიან კარგია... არაჩვეულებრივად წერ, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს❤️პირველ თავში რაც მომეწონა ის არის, რომ წლები, კარგად გაგყავს ანუ მოვლენების სწრაფი განვითარება, არაჩვეულებრივად შეგიძლია. ერთი სიტყვის მომწონხარ შენც და ისტორიაც, კარგად გადმოცემ ყოველგვარ გრძმნობას რაც ადამიანს გააჩნია. გელოდები და წარმატებები❤️

 


№16  offline წევრი Phoenix..

Tamta.k
ყველა ერთად წავიკითხე დღეს და მიხარია რომ დავიწყე კითხვა, არ ვკითხულობ ხოლმე ისტორიებს აქ მაგრამ ეს ძალიან კარგია... არაჩვეულებრივად წერ, კარგი გადმოცემის უნარი გაქვს❤️პირველ თავში რაც მომეწონა ის არის, რომ წლები, კარგად გაგყავს ანუ მოვლენების სწრაფი განვითარება, არაჩვეულებრივად შეგიძლია. ერთი სიტყვის მომწონხარ შენც და ისტორიაც, კარგად გადმოცემ ყოველგვარ გრძმნობას რაც ადამიანს გააჩნია. გელოდები და წარმატებები❤️

ძალიან მოხარია ჩემი ოსტორიით რომ დაინტერესდი❤️❤️

 


№17  offline წევრი Takson

Male ikneba axxali tavi ??

 


№18  offline წევრი Phoenix..

Takson
Male ikneba axxali tavi ??

ვეცდები დღეავე დავდო❤️

 


№19  offline წევრი მარუსიკა

როგორ მომწონს❤️

 


№20  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

იცი ჰო რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ?! ♥️♥️♥️
ვგიჟდები შენზე!

 


№21  offline წევრი მარუსიკა

დღეს დადებ?

 


№22 სტუმარი Lile

Saits rame problema aqvs? Siaxleebi ratom agaraa?

 


№23  offline წევრი Takk.22

ახალს დადებ დღეს მგონი გამოსწორდა საიტი

 


№24  offline წევრი Hellarosse

წაკითხვას სანამ დავიწყებდი საერთოდ არ ვაპირებდი რამის დაწერას... მაგრამ ვაუ... თავდავიწყებით წავიკითხე შვიდივე თავი და ბარემ ყველა თავისათვის ახლა ერთად დავწერ... ძალიან ძლიერი და რეალურია ყველაფერი. მომწონს ყველა პერსონაჟი თავიანთი შეცდომებითა და სისუსტეებით. სიმართლე რომ გითხრა, საერთოდ არ მოველოდი ამდენ სიღრმეს და ემოციებს. ძალიან კარგად იყო ყველაფერი გადმოცემული. ყველა გრძნობა, ემოცია და გადადგმული ნაბიჯი იმდენად ღრმა იყო რომ ნებისმიერ ადამიანში შეაღწევდა. ველოდები პერსონაჟების მეტ განვითარებას! მადლობა ამ ემოციებისთვის.

 


№25 სტუმარი ზინიკო

ახალ თავს როდის დადებ?

 


№26  offline წევრი Phoenix..

ზინიკო
ახალ თავს როდის დადებ?

ატვირთული მაქვს და არ დებენნ :((

 


№27  offline წევრი Takson

Phoenix..
ზინიკო
ახალ თავს როდის დადებ?

ატვირთული მაქვს და არ დებენნ :((

Daposte grupshi sad gagonila amden xans nanatri istoriiis ar dadeba :ddd

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent