შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მხოლოდ გწამდეს (6)


8-02-2019, 01:14
ავტორი izabella
ნანახია 586

შენ მხოლოდ გწამდეს (6)

##################
მისაღებში შეკრებილიყვნენ ოჯახის ქალები და მალინიან ჩაის მიირთმევდნენ. გოგია პაპა მთელი მონდომებით ჩაჰკირკიტებდა ჭადრაკის დაფას და ისე იყო ჩაფლული ფიქრებში გარშემო რა ხდებოდა გაგებაში არ იყო. დიოტრეფე უკვე რამდენიმე კვირა იყო რაც სამსახურის საქმეზე იყო წასული და კვირის ბოლოს ბრუნდებოდა სახლში. გარეთ ქარი ანგრევდა ყველაფერს, ფანჯრებს ზრიალი გაჰქონდა, მზის სხივს ვერსად შეამჩნევდით ისეთი მოქუფრული ცა გადმოჰყურებდა ქალაქს. ზარის ხმა გაისმა სახლში და მისაღებში სიცივისაგან გალურჯებული მარიამი შემოვიდა. რამდენჯერმე დააცემინა, მისალმების და მოკითხვის შემდეგ კი გამათბობელთან მოკალათდა და მალვინას მომზადებული მალინიანი ჩაის დალევა დაიწყო.
-თოვს! -მოულოდნელად წამოიყვირა თვალებგაბრწყინებულმა მეგიმ და ფანჯარასთან ახლო მივიდა. მას დანარჩენებიც ამოუდგნენ გვერდში და ფანაჯარაში ყურება დაიწყეს. ციდან იმხელა ფიფქები ცვიოდა თვალთახედვა აღარ იყო.
-თოვლს პილმენები მოუხდება, -თემა წამოჭრა ნანამ.
-დეიდა, ჩვენც მოგეხმარებით, - უთხრა მარიამმა.
-არ გვინდა, ორი ქალიც მოვერევით. თქვენ აქ დარჩით, რამდენი ხანია ჩვენთან არ ყოფილხარ? ბევრჯერ დაგირეკა მეგიმ, შენ კიდევ სამსახურის გადამკიდე ვერ მოახერხე მოსვლა.
- რა ვქნა, რთულია დაწყებითების დამრიგებლობა, ისე მღლიან ბავშვები საღამოს სახლში რომ მივდივარ ძილის მეტს ვერაფერს ვახერხებ. პარასკევი დღე რომ არ ყოფილიყო ვერ მოვახერხებდი მოსვლას, თან მეც მომენატრა ჩვენი ტკბილი გოგო, -მეგის გაუღიმა და ისევ გამათბობელს მიუშვირა ხელები. ნანა და მალვინა სამზარეულოში გავიდნენ, ფანჯარასთან გოგოები დარჩნენ, გოგია პაპა რაღაცაზე აბუზღუნდა, ჭადრაკის დაფას თავი დაანება და ოთახიდან გავიდა.
-მარიამ, თოვლი არ გიყვარს? -ჰკითხა მეგიმ, მას შემდეგ, რაც მისი უცნაური მზერა დააფიქსირა.
-ვერ ვიტან ვერც ზამთარს და ვერც თოვლს. შენ გეტყობა ძალიან გიყვარს, არა?
-მე ამ მომენტზე ვგიჟდები ფაფუკი ფიფქების ნაკადი რომ ეშვება ქვემოთ. ისეთი სითეთრეა, ისეთი სისპეტაკე, სურვილი მიჩნდება მეც ფიფქი ვიყო და მათთან ერთად ვიფარფატო ჰაერში.
-ერთ დროს მეც მიყვარდა თოვლი, გუნდაობა, ყინულის ლოლუების ჭამა. უბნის ბავშვებთან ერთად ყირაზე გადავდიოდი, მერე გავიზარდე და ასაკის მატებასთან ერთად, ისევე, როგორც ყველას ცხოვრებაში ჩემთანაც დაიწყო პირადი პრობლემები. სწორედ დიდთოვლობას გავიცანი ჩემი გარდაცვლილი შეყვარებული ვალერი, ტირილით მივრბოდი სახლისკენ, ყინულზე ფეხი ამისრიალდა დავეცი და ფეხი ვიღრძე. ვერ ვახერხებდი წამოდგომას, გარშემოც არავინ იყო, რომ დამხმარებოდა. არსაიდან გაჩნდა ჩემთან, წამომაყენა და იქამდე არ დამანება თავი მანამ, სანამ სახლის კარებამდე არ მიმიყვანა. იმ დღის შემდეგ დავახლოვდით, ყველაფერი იდეალურად იყო, ჩემთვის იდეალურად. ისეთი კარგი ადამიანი აღმოჩნდა ვერ ვიჯერებდი მართლა რეალური პიროვნება თუ იყო. ხშირად ვეხუმრებოდი არაამქვეყნიური ადამიანი ხარ თქო, ერთდროულად ისეთი სერიოზული, მხიარული და მზრუნველი იყო. ალბათ ღმერთს მართლა თავისთვის უნდა ყველაზე კარგები, ის ხომ იდეალური იყო. ცოდვაა ვალერისნაირი ადამიანის ამქვეყნად ცხოვრება, ის იმაზე მეტს იმსახურებდა ვიდრე გააჩნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი გულით შევიძულე ზამთარი. ყოველ წელს ჭრილობები ახლიდან მეხსნება, ჩემი ნება რომ იყოს წელიწადის დროებიდან სულ გავაქრობდი ზამთარს და მეც ასე ძლიერ აღარ მეტკინებოდა გული, - მარიამს ცრემლები წამოუვიდა და თვალები დახუჭა, -როდესაც გავიცანი მე თხუთმეტი წლის ვიყავი, ის თვრამეტის, უნივერსიტეტში პირველ კურსზე სწავლობდა.
-ძალიან ვწუხვარ.
-ვიცი, მეგი! შენ კარგი გოგო ხარ და რომ მომწონხარ იმიტომ გიყვები, სხვა შემთხვევაში სიტყვასაც ვერ დამაცდევინებდი ძალით, -ცრემლები მოიშორა თვალებიდან და გაუღიმა, -მაპატიე წუთიერი ქალური სისუსტის გამოვლინება.
-არაუშავრს.
- გინდა გითხრა ვალერის რომ შევხვდი რატომ ვტიროდი? შალვა ხომ იცი? შენი დაქალის, ლილის ძმა, მაშინ მასზე ვიყავი შეყვარებული. იცი, როგორ სიგიჟეებს ვაკეთებდი? ასეთები ვალერის გამოც კი არ გამიკეთებია.
-რას ამბობ, შენ შალვაზე იყავი შეყვარებული? მაგას ვინ წარმოიდგენდა?
-პატარა და უტვინო გოგო ვიყავი მაშინ, დიოტრეფესთან ერთად რომ ვხედავდი ჭკუა მეკეტებოდა. სასიყვარულო მისალოც ბარათებს ვუგზავნიდი, არ ვიცი გინახავს თუ არა კომუნისტობის დროს იყიდებოდა და ბებოს ჰქონდა ძალიან ბევრი, ზედ ჩინელი სიძე და პატარძალი ეხატა. აი, მაგ მისალოცებზე ვუწერდი მილოცვებს და ვუსურვებდი თავის სიყვარულთან ბედნიერ მომავალს, ანუ ჩემთან. მაგის გარდა წერილებს ვუტოვებდი სადაც ეწერა როგორ გაგიჟებით მიყვარდა. ლექსებს ვუწერდი და ჩუმად ჯიბეში ვუდებდი ისე, რომ ვერასდროს იგებდა როგორ ვახერხებდი.
-მარიამ, შენ რა ყოფილხარ?
-ის კიდევ იდგა და დამცინოდა. დიოტრეფე სულ მეჩხუბებოდა, არ შეიძლება, როგორც შენ იქცევიო, მაგრამ მე არავის ვუსმენდი და მაინც ჩემსას ვაკეთებდი. თხუთმეტ აპრილს წითელი მუყაოს ფურცლებისგან გულები გამოვჭერი და თუკი რამეს ვგრძნობდი ყველაფერი, მთელი ჩემი სული და გული იმ პატარა გულებში ჩავატიე. მერე ბინის კართან დავუტოვე, ზარი დავრეკე და რაც ძალი და ღონე მქონდა თავპირისმტვრევით ჩავირბინე კიბეები, რომ არავის დავენახე. გარდა ლექსებისა რომლებსაც როცა მოვახერხებდი მაშინ ვუტენიდი ჯიბეში, ამ საჩუქრებს და წერილებს ყოველთვის დილით ექვს საათზე ვუტოვებდი, მინდოდა, რომ გაიღვიძებდა მისი დილა ჩემით დაწყებულიყო. რა სულელი ვიყავი არა? - გაიღიმა მარიამმა,
- მერე ეტყობა შალვასაც შევეცოდე ძალიან და გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა. ერთ დღეს სკოლის შესასვლელთან დამხვდა და სახლისკენ მიმავალ გზაზე პირდაპირ მითხრა, რომ არ მოვწონდი, რომ პატარა ვიყავი, არ უნდოდა ჩემი გაგზავნილი წერილები და საჩუქრები, რადგან არ ინახავდა და ნაგავში ყრიდა ყველაფერს. იმ წუთას რა ვიგრძენი შენ ვერ წარმოიდგენ, ისე მეტკინა გული, ისე, ისე, რომ სამყაროდან გაქრობა და არარსებობა ვინატრე, მეგონა ჩემზე უბედური ადამიანი ქვეყნად არ დადიოდა. თითქოს ცხოვრება დამთავრდა და სიცოცხლესაც აზრი აღარ ჰქონდა ჩემთვის. არასდროს გამოვირჩეოდი გულქვაობით, ყოველთვის ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი და გარდატეხის ასაკში კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვამდი ყველა მოვლენას. მოგვიანებით გავიგე, რომ ასაკით თავისზე დიდი გოგონები მოწონდა. მეგობრის სახლიდან მოვდიოდი, დავინახე ვიღაც გოგოსთან ერთად სკვერში სკამზე იჯდა, იმ გოგოს ფეხები შალვას კალთაში ეწყო და ორივე რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. გულმა ჩხვლეტა დამიწყო, საკუთარ თავს ვამხნევებდი არ იტირო, არ იტირო თქო, მაგრამ ვეღარ გავუძელი, გულმა ამდენი ტკივილი ვეღარ დაიტია და ხმით ტირილი დავიწყე. ისე ვგლოვობდი მათ ერთად ყოფნას თითქოს იმ გოგოს ჩემი და შალვას მრავალწლიანი ოჯახი დაენგრიოს. სწორედ მაგ დღეს შევხვდი ვალერის, თვალები ცრემლებით ისე მქონდა დაბინდული წინ ვერაფერს ვეღარ ვხედავდი, ვარაუდით მივდიოდი სახლში, ცრემლებს კი ვიწმენდდი, მაგრამ იმდენად სწრაფად მევსებოდა თვალები, რომ აზრი არ ჰქონდა შემშრალებას, -სევდიანად იღიმებოდა მარიამი და თან ფანჯრის მიღმა უხვად წამოსულ ფიფქებს თვალს არ აშორებდა.
-ახლა რა ურთიერთობა გაქვთ, შენ და შალვას?
-ვმეგობრობთ მეგი, განსაკუთრებული არაფერია. მაშინ პატარა გოგო ვიყავი, ახლა უკვე დიდი ვარ. რამდენჯერმე გავიხსენეთ კიდეც მე და შალვამ ჩემი სიგიჟის ამბები და ბევრიც ვიცინეთ.
-ჩემო ნატვრის თვალებო სამზარეულოში წამობრძანდით და იქ გააგრძელეთ თქვენთვის ეგ მეტად მნიშვნელოვანი საუბარი, -თორნიკე მიუახლოვდა გოგონებს და სათითაოდ მოეფერა ორივეს.
-რაო მამი, გაგაგიჟა მარიამმა?
-ძია, შენ კიდევ როგორ იცი ხოლმე, რატომ უნდა გამეგიჟებია? ჩემი რძალი ძალიან საყვარელი გოგოა.
-როგორი ბუტია ხარ ძიას ქალო, ვიხუმრე, რატომ გამიწყერი?
-ისე, რა მალე მოხვედი ექიმებმა გაფიცვა მოაწყეთ?
-რაღა მალეა? ერთი საათს შეხედე უკვე რვა დაიწყო.
-მართლა? რამხელა დრო გასულა, მე კიდევ მეგონა ჯერ ექვსიც არ იყო. ისეთი ამინდია ვერ გაიგებ როდის ღამეა და როდის დღე.
-წამოდით ორივე, სანამ ნანას შიმშილით მოვუკვლივარ. ისე ხართ გართულები ლაპარაკში, რომ ერთი საათია სახლში ვტრიალებ და ვერცერთმა ვერ შემამჩნიეთ.
-მერე, გეწყინა ძია?
-მოხუცი რომ ვიყო მეწყინებოდა.
-ესე იგი, გადავრჩით მეგი, -სიხარულით ფეხზე წამოდგა მარიამი, -დღეს ვერ დავრჩები ხვალ სკოლა მაქვს და სახლში ხომ გამიყვან ძია?
-მომავალ თაობას მარიამის ხელი უნდა ეტყობოდეს, -სიცილით მოჰხვია ხელი თორნიკემ და მიიხუტა, -მაგაზე გაწყენინებ მარი მასწავლებელო? -მარიამის წასვლის შემდეგ საძინებელ ოთახში მარტო დარჩენილმა მეგიმ მონატრებულ დაქალს დაურეკა.
-ლილი, როგორ ხარ?
-როგორ ვარ და სასწრაფოდ მჭირდება ნავთი, ბენზინი, დუსტი და თაგვის შხამი ჩემი ლექტორისთვის, იმქვეყნად უნდა გავისტუმრო. ათი საათი ხდება და ახლა მოვდივარ სახლში, შეიძლება ასე? თურმე არ ცალია ბატონს და გვიან გადმოგვიტანა ლექცია.
-არა უშავრს, იქნებ პრობლემები აქვს?
-არ მაინტერესებს მე მაგის პირადი პრობლემები. სისხლი გაგვიშრო მთელ ჯგუფს, მე განსაკუთრებით. ყოველ ლექციაზე მასალას მეკითხება, აღარ შემიძლია ან ეგ იქნება და ან მე.
-დამშვიდდი, ნუ ბრაზობ.
-ახლა ყველაზე ნაკლებად შემიძლია დამშვიდება. მეგი, რომ იცნობდე მაგას აღარ იტყოდი, ლექტორი კი არა მოუშორებელი ჭირია.
,,ლილი, ნუ ლაპარაკობ!”
„ლილი, რანაირი ბოღმიანი თვალებით იყურები?“
„ჩანთა მაგიდაზე ნუ გიდევს!“
„ლილი, რა გაცინებს გიჟივით, როცა სხვები სერიოზული სახეებით სხედან.“
„ლილი, მოისვენე და ნუ ტრიალებ აქეთ - იქით.“
„ლილი, ნუ იღიმები ყურებამდე შეყვარებული გოგოსავით.“
„ლექციას მოუსმინე, იცოდე გამოცდაზე მე გაგიღიმებ ვერაფერს რომ ვერ დაწერ.“
„ლილი, თმების წვალებას მოეშვი და მისმინე.”
სულ ლილი, ლილი, ლილი, ლექციაზე შესვლა აღარ მინდა, ერთხელ ვიფიქრე დავაგვიანებ და აუდიტორიაში რომ შევალ გამომაგდებს და არ დამიშვებს თქო, მაგრამ ბედი არ გინდა? ზუსტად იმ დღეს დააგვიანდა და როცა კარებთან ვიდექი, კარის გაღება დამასწრო და შემატარა, კინაღამ ავფეთქდი ბრაზისგან. განა შეიძლება ყოველ მის ლექციაზე ოროსანი ბავშვივით დაფასთან ვიდგე? თუ არ გაჩერდება ცხელი ტყვია უნდა მოვარტყა შუბლში, ერთხელ და სამუდამოდ მეც დავისვენებ და მთელი ჯგუფიც.
-როგორ დავიჯერო, რომ ასეთი ცუდი კაცია? ლექტორია და სიმკაცრე მართებს, თუ ყველა თავზე დაგისვათ რაღას ისწავლით, ასე ხომ სამსახურსაც დაკარგავს? თან თვითონვე ამბობ, რომ მარტო შენ კი არა მთელ ჯგუფს მკაცრად გექცევათ. გასაკვირი არაფერია თუ უნდა, რომ კარგად ისწავლოთ.
-მე რომ უფრო მეტ შენიშვნას მაძლევს?
-და თუ აშავებ?
-ვერ გავიგე შენ ჩემკენ ხარ თუ იმ გადაყრუებული ბებრისკენ?
-ახალგაზრდა და სიმპათიურიაო, შენ არ მითხარი?
-ეგ პირველად რომ შემოვიდა ჯგუფში ასე ჩანდა, მეორე ლექციიდან რომ გამოამჟღავნა ბებრული ხასიათი და მოგვიწამლა ნერვები დღემდე აგრძელებს ჩვენ წამებას.
-რამდენი წლისაა?
-თერთმეტი წლითაა ჩემზე დიდი და თერთმეტი ტორნადო და ცუნამი ეკვეთოს მაგას, რომ გაიტაცოს სადმე შორს და თვალებში აღარ მოგვედოს. მეგი, ნუ იცინი! იცოდე ხმას აღარ გაგცემ, გაცოფებული მოვდივარ, კიდევ კარგი გვიანობამდე არის ტრანსპორტი. რა უნდა მექნა, რით უნდა დავბრუნებულიყავი სახლში?
-კიდევ შორს ხარ სახლიდან?
- თითქმის მივედი.
-ძალიან კარგი, რაღაც უნდა გითხრა და არ მინდა სხვებმაც გაიგონ. გახსოვს მე და შენ შალვას ოთახში რომ შევიპარეთ, საწერი მაგიდის ჩაკეტილი უჯრა ჩუმად რომ გავხსენით და სასიყვარულო წერილები ვიპოვეთ?
-როგორ არ მახსოვს, ახლაც ინახავს. მაინც ვერ გავარკვიეთ გოგოს ვინაობა, მაგრამ ტყვიას მოვარტყამ ამას თუ არ მეტყვის, სახელი ხომ ვიცით, ადრე თუ გვიან მაინც გავიგებ.
-მე გავიგე ვინც არის.
- მართლა? შენ რა მაგარი ხარ? მოიცა ერთი ოთახში შევიდე, დედა და ბებო სახლში არიან და ხომ იცი თუ ერთი რამეს ყური მოჰკრეს მერე არ მომასვენებენ, -გაისმა ლილის ჩურჩულის ხმა ტელეფონში, -სამშვიდობოს ვარ, გისმენ აბა, მითხარი ვინ არის?
-დიოტრეფეს დეიდაშვილი მარიამი გახსოვს? მე რომ მომიყვანეს, იმ დღეს დიოტრეფეს ძმები სანამ მოვიდოდნენ მათზე დაახლოვებით ოცი თუ ოცდახუთი წუთით ადრე მოვიდა, ბავშვების ნაწერებს ვასწორებდი და უფრო ადრე ვერ მოვახერხე მოსვლაო.
-ეგ როგორ არ მახსოვს, გამაცნეს ბიჭებმა. მაგას ხომ შეყვარებული ავღანეთში მოუკვდა?
-დღეს ჩვენთან იყო მოსული და თავის პირველ სიყვარულზე მიამბო, ვინ აღმოჩნდა არ იკითხავ? შენი შალვა.
-ჩემი ძმა? არ არსებობს.
-გიკვირს ხომ? მეც ვერ ვიჯერებდი.
-მერე, მერე, მომიყევი რაო მარიამმა?
-არაფერი, ვმეგობრობთ და ვაართო. საინტერესო ის არის, შალვას თუ არ მოწონდა რატომ შეინახა მისი წერილები?
- ქათმისტვინაა ჩემი ძმა, რას გაუგებ.
-მარიამმა მითხრა მაგ დროს შალვას თავისზე დიდი გოგოები მოწონდაო. პირდაპირ უთქვამს არ მომწონხარო. მე არ ვამტყუნებ თუ არ უყვარდა მისი გრძნობებით თამაში უფრო ცუდი საქციელი იქნებოდა.
-ალბათ მოწონდა, მაგრამ პატარა იყო ძალიან. გახსოვს კონვერტებს მაღლიდან რომ ეწერა 12,13,14, 15, ეგ რაღას ნიშნავდა ნეტავ?
-მარიამმა მითხრა თხუთმეტის ვიყავი ვალერი რომ გავიცანიო. გამოდის, რომ სამწელიწადნახევარი იღებდა შალვა მისგან წერილებს და ლექსებს, იქამდე სანამ საბოლოო იმედი არ მოუკლა მარიამს. ყველამ იცის, რომ შალვა არაფერს ინახავდა და ყრიდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ შალვას ყველაფერი უკლებლივ შენახული აქვს. თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ შეყვარებული დღესდღეობით არ ჰყავს, ესე იგი, რაღაც გრძნობა ისევ აქვს მარიამის მიმართ, მაგრამ რადგან ვალერი მისი მეგობარიც იყო ალბათ გადაწყვიტა ყველაფერი დატოვოს ისე, როგორც არის.
-უნდა ვიმოქმედოთ მეგი, ეს ამბავი ასე არ უნდა დარჩეს. ჩემ ძმას გოგო უყვარს და მე ეგ საქმე არ გავჩარხო? შანსი არ არის.
-ნაცრად ქცეული სიყვარულის ანთება შეუძლებელია, ლილი.
-ნუ მაცინებ, ძალიან გთხოვ. ნაცარში დარჩენილი ნაკვერჩხლების მოძებნა მე არ გამიჭირდება და სულის შებერვით რომ ახალი ცეცხლის დანთებაა შესაძლებელი შენ ეგ არ გესწავლება.
- შალვა რომ დაბრუნდება არაფერი უთხრა, ჯერ დიოტრეფეს დაველაპარაკები და მერე ისე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა.
- მე წინააღმდეგი არ ვარ, უთხარი სიძე ბატონს.
-ახლა შენ სამეცადინოს მიხედე და მომავალში ეცადე ლექტორს ყოველგვარი შენიშვნის მოცემის საშუალება მოუსპო.
-ისე როგორ ვიჯდე მთელი საათი ან გვერდით არ გავიხედო ან არ დავილაპარაკო? მერე ალბათ სუნთქვაზეც მომცემს შენიშვნას ეგ ისეთია.
-მორჩი ბუზღუნს, მიყვარხარ და როცა შეძლებ მინახულე, ძალიან მენატრები.
-მეც ძალიან მენატრები დაო, ხომ იცი ბევრი მაქვს სამეცადინო და ამიტომ ვერ გნახულობ.
-ვიცი ლილი და არ გემდური.
- დროებით, შორიდან გიგზავნი ბევრ კოცნას.

##################
ნორმალურად გათენებულიც არ იყო, ცას სულ ცოტათი შეჰპარვოდა ცისფერი ზოლები. დიოტრეფემ საძინებლის კარები ფრთხილად შეაღო და მაქსიმალურად ეცადა ჩუმად შესულიყო.
-დილამშვიდობისა, -გაისმა ნამძინარევი ხმა.
-ვერ ვხვდები როგორ იგებ როდესაც ოთახში შემოვდივარ, არადა ღრმად გეძინა. ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ არ ვიხმაურო, მაგრამ მაინც გეღვიძება.
-ნუ ნერვიულობ, შენი ბრალი არ არის, ჩემდაუნებურად ხდება.
-ძალიან მომენატრე, -გაუღიმა და მონატრებულ ცოლს მოეხვია.
- შენთან სამსახურში არ ვიცი დრო როგორ გადის, მაგრამ აქ საუკუნეს უდრიდა, მიუხედავად იმისა, რომ მირეკავდი და ყოველდღე ვლაპარაკობდით.
-ძალიან მოიწყინე?
-ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი, ყველა ოთახში შენ გეძებდი, რამდენი შემოსასვლელი კარი გაიღებოდა მეგონა შენ იყავი. არადა ხომ ვიცოდი, რომ ჯერ არ მოხვიდოდი, მაგრამ ჩემი გული მაინც გელოდებოდა. ყოველთვის ასე მემართება, როდესაც სამსახურში რამდენიმე კვირით რჩები. ვერა და ვერ შევეგუე, თითქოს ვიღაც გულის ნაწილს მაცლის და მერე სიცარიელის შეგრძნება არ მასვენებს, როგორც კი სახლის ზღურბლს გადმოაბიჯებ ყველაფერი მწყობრში დგება.
-დიდი ხანი აღარ მომიწევს წასვლა, სახლიდან ვივლი როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება და შენც ასე ძალიან აღარ მოგენატრები, -ხელები უფრო მაგრად მოჰხვია ცოლს და მოეფერა.
-იცი, ჩვენთან მარიამი იყო მოსული.
-ეღირსა? როგორ მოხდა, რომ გვიკადრა ქალბატონმა?
-პარასკევს, ნაშუადღევს მოვიდა და მოგვიანებით თორნიკემ წაიყვანა სახლში.
-რა თქვა, როგორ ვარ, როგორ მიდის მომავალი თაობის აღზრდის პროცესიო?
- არ მიკითხავს, ძალიან მოწყენილი ჩანდა და უფრო მოიწყინა თოვა რომ დაიწყო.
- ვერ იტანს ზამთარს, განსაკუთრებით თოვლს.
-თავის პირველ სიყვარულზე მიამბო.
- შალვაზე? თავიდან ვბრაზდებოდი და ვუშლიდი, მერე შევეშვი, მივხვდი, რომ მალე გადაუვლიდა, ჩვეულებრივი ასაკობრივი აკვიატება იყო მისთვის.
-იქნებ სულაც არ იყო აკვიატება და მართლა უყვარდა? მერე რა, რომ თხუთმეტი წლის იყო? ზოგს ორმოცი წლის ასაკშიც არ შეუძლია სიყვარულის გამო ისეთი სიგიჟეები ჩაიდინოს რაც მარიამს გაუკეთებია.
-პატარა რომ იყო მაგდენი გამბედაობა იმიტომ ჰქონდა და მის საქციელს რა შეიძლება მოჰყოლოდა არ ფიქრობდა, შალვაც ამიტომ არ აღიქვამდა სერიოზულად. ვალერი არ შეუყვარდებოდა, შალვა მართლა რომ ჰყვარებოდა.
-იქნებ ვალერისთან იპოვა ის, რასაც შალვასგან მოითხოვდა?
-და მაინც, რას ითხოვდა შალვასგან?
-ყურადღებას და საპასუხოდ ჩადენილ სიგიჟეებს.
-ვალერი ხანდახან ზედმეტად სერიოზულიც კი იყო, სულ არ გამოირჩეოდა სიგიჟეებით, არც ყვავილებს ჩუქნიდა და არც საჩუქრებით ანებივრებდა.
-სამაგიეროდ ყურადღებას აქცევდა და მასთან იყო.
-მაგაში გეთანხმები, უზომოდ ყურადღებიანი იყო.
-გილაპარაკია შალვასთან მაგ საკითხზე? იქნებ სულაც არ იყო გულგრილი მარიამის მიმართ, იქნებ ელოდებოდა რომ ცოტა გაზრდილიყო?
-ერთი - ორჯერ ვილაპარაკეთ, მაშინაც სიტყვამ მოიტანა. თანაც იმ დროს შალვას შეყვარებული ჰყავდა, თავისზე ოთხი წლით უფროსი გოგო.
-რატომ მგონია, რომ მაშინ შალვასაც ჰქონდა სიმპათიები მარიამის მიმართ, მაგრამ როგორც შენ ამბობ მისი ასაკის გამო იკავებდა თავს? ალბათ ისიც იმავეს ფიქრობდა, რომ ძალიან მალე გადაუვლიდა.
-რაღაც დაუჯერებლად მეჩვენება.
-რატომ? დარწმუნებული ვარ ვალერის და მარიამის ურთიერთობის შესახებ რომ გაიგებდა გული დაწყდებოდა, შეიძლება ინანა კიდეც. მე ის მაინტერესებს შენ რას ფიქრობ, როგორ მიიღებ ისინი რომ ისევ დაახლოვდნენ?
-მარიამის გვერდით შალვაზე უკეთესი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მარიამი ვალერის ვერ ივიწყებს, შალვამ ძალიან კარგად იცის ეგ.
-ხელი რომ შევუწყოთ და დავაახლოვოთ, იქნებ, გამოვიდეს რამე? მესმის, ვალერი უყვარდა და ვერ ივიწყებს, მაგრამ მთელი ცხოვრება ასე ხომ არ უნდა იყოს? ყველას გემახსოვრებათ, რა დაგავიწყებთ? ამას არავინ ითხოვს, მაგრამ მარიამი ხომ იმსახურებს ბედნიერებას, ან შალვამ რა დააშავა? დიოტრეფე, დაელაპარაკე გთხოვ.
-შალვა რომ დაგვთანხმდეს მარიამი უარს ეტყვის.
- ვფიქრობ ჯერ თქმას აზრი არ აქვს. მარიამი ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა მიეჩვიოს შალვას ყოველდღე ხილვას. ისე უნდა მოახერხოს, რომ ზედმეტად ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს. რაღაც პერიოდი შეწუხდება და გააპროტესტებს კიდეც, მერე მიეჩვევა და სწორედ ამ დროს აღარ უნდა გამოჩნდეს მის ახლო - მახლო. მარიამის გულმა უნდა იგრძნოს შალვას მიმართ მონატრება, ხასიათის ცვლილება რომ დაეტყობა მერე უკვე გზა ხსნილი იქნება და თავისუფლად შეძლებს შალვა მასთან გრძნობებზე ლაპარაკს, -დიოტრეფეს გაეღიმა.
-რა ვთქვი ისეთი, რომ ღიმილი გამოვიწვიე შენში?
-ისე, როგორც მე მიგაჩვიე ჩემ გარემოცვას არა? ესე იგი, სწორად მოვიქეცი სხვებს რომ არ დავუჯერე.
-რა თქმა უნდა.
-კეთილ ანგელოზს მაგონებ სხვისი ბედნიერებისთვის თავგამოდებით რომ იბრძვის.
-შალვაც ანგელოზს მეძახის.
-ვიცი, ნათქვამი აქვს. გიყურებ და ვხვდები, რომ მართლა კეთილი ანგელოზივით იქცევი.
-ზურგი მეფხანება, მგონი ფრთები ამომდის, - ხმამაღლა გაეცინა მეგის.
-შენ ფრთები არ გჭირდება სიკეთის გასაკეთებლად და საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად.
- დაელაპარაკები შალვას?
-მაგაზე გაწყენინებ ჩემო ერთადერთო?

#############
სავარძელში მჯდარ დიოტრეფეს მზერა კედელზე ჩემოკიდებული ნახატისთვის გაეშტერებია და თვალსაც კი არ ახამხამებდა.
-დიოტრეფე, მეტყვი რა გჭირს?
-არაფერია, უხასიათოდ ვარ და გადამივლის.
-მთელი კვირაა ასე მიშორებ თავიდან თუ არ მენდობი მაშინ რა მესაქმება შენ გვერდით?
-მეგი, გთხოვ! ახლა შენი საყვედურების თავი არ მაქვს.
-მე მაქვს იმის თავი, შენ დაღვრემილ სახეს ვუყურო?
-მაპატიე, ვიცი ცუდად ვიქცევი, -ამოიოხრა დიოტრეფემ, - გაბოს ვკარგავთ მეგი.
-როგორ თუ ვკარგავთ, სიმსივნე აქვს?
-არა.
-აბა, რაშია საქმე, ნარკოტიკებს მიეძალა?
-სამსახურში დააწინაურეს, გაზრდილი ხელფასი თავში აუვარდა და სულ ყველა გადაგვხაზა. თავიდან მოუცლელობას ვაბრალებდით ჩვენთან ერთად შეკრებაზე უარს რომ ამბობდა, მერე ზარებზეც აღარ გვპასუხობდა, ხან ტელეფონს საერთოდ გვითიშავდა. ერთი კვირის წინ რესტორანში ვნახეთ, ისეთ ხალხთან ერთად ქეიფობდა ადრე ზიზღით რომ უყურებდა. ისე აგვარიდა თვალი თითქოს პირველად გვხედავდა. კრედიტი აუღია ბანკიდან და ახალი მანქანაც უყიდია. ისეთ დღეში ჩავვარდით მეტი არ შეიძლებოდა, შეკვეთა გავაუქმეთ და წამოვედით. იმ ღამეს ლევანთან დავლიეთ, გიორგი და თაზო დასაბმელები გაგვიხდნენ. რესტორნიდან ძლივს წამოვიყვანეთ ორივე, ისევ იქ უნდოდათ წასვლა. ვფიქრობ და ვერ მივდივარ სწორ დასკვნამდე განა შეიძლება ადამიანი რამდენიმე დღეში ისე შეიცვალოს, რომ მისი ძველი პიროვნებისგან არაფერი აღარ დარჩეს? ბავშვობის მეგობარი, რომელიც ძმასავით იყო ჩემთვის და დანარჩენებისთვის, თვალსა და ხელს შუა სულ სხვა ადამიანად იქცა.
-ადამიანები ვიცვლებით დიოტრეფე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვიცვლებით. რა არის დაუჯერებელი?
-მე რაც ვიყავი ათი - თორმეტი წლის წინ ისევ ისეთი ვარ ახლაც. სისულელეა, ადამიანები არ იცვლებიან, მე მგონია, რომ რაღაც ეწყინა, არფერი გვითხრა, მერე გულში ბოღმა ჩაიდო და მოულოდნელად მოგვიშორა თავიდან.
-იქნებ ჯობია დასაფიქრებლად დრო მიცეთ?
-რა დრო? უნდა დაველაპარაკო, ვერ ავიტან ქუჩაში შემხვდეს და ისე ამიქციოს გვერდი როგორც რიგით უცნობს. უნდა გავარკვიო რა მოხდა. არ მჯერა დაწინაურებას ასე შეეცვალა, რაღაც სხვა მიზეზია, უფრო მნიშვნელოვანი და მაინც გავიგებ.

##############
კარგი ამინდი იყო გარეთ, მეგის სახლში ჯდომა მოწყინდა და ოჯახის წევრებს თხოვა გარეთ გასვლაში დახმარებოდნენ, მათაც ეს თხოვნა ადვილად შეუსრულეს. კორპუსთან ახლოს მდებარე სკვერში იყო, გზაზე მიმავალი გაბრიელი რომ შენიშნა, ბიჭმაც დაინახა და მაშინვე გზა გადმოჭრა.
-მეგი, როგორ ხარ?
-კარგად გაბო, შენ როგორ ხარ?
-მეც ვარ რა, ძველებურად. აქ მარტო ხარ?
-კი, ვსეირნობ.
-როგორ, მარტო გამოგიშვა დიოტრეფემ?
-მერე რა მოხდა, როგორც კი დავურეკავ მაშინვე მოვლენ და წამიყვანენ სახლში. სულ ასე ვსეირნობ, იცი რამდენი ადამიანი გავიცანი? შენ რატომ დაიკარგე, აღარც ჩვენთან მოდიხარ და ბიჭებსაც თავს არიდებ.
-ვერ მოვიცალე.
-რამე გაწუხებს და გვიმალავ?
-არაფერს არ გიმალავთ, მეგი.
- იქნებ შეყვარებული ხარ? აშკარად შეყვარებული ხარ და გვიმალავ, არ მეტყვი ვინ არის?
-ვერ გეტყვი!
-რატომ?!
-არ შემიძლია და იმიტომ.
-უსახელოა? თუ შვილიანია და გცხვენია?
-არც ერთი და არც მეორე, -ნერვიულობა დაეტყო გაბრიელს.
-მაშინ არ მესმის, რა არის პრობლემა? გაგვაცანი, ჩვენც ხომ უნდა ვიცნობდეთ მომავალ რძალს?
-ვერ გაგაცნობთ, აზრი არ აქვს მეგი!
-რატომ არ აქვს აზრი, ვერ ვხვდები.
-იმიტომ, რომ გათხოვილია.
-გათხოვილი ქალი შეგიყვარდა? -გაბრიელმა არაფერი უთხრა, მხოლოდ ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი.
-სად ცხოვრობს?
-მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-აქვს! მე ვიცნობ?
-კი, იცნობ, -მეგის სიცივემ დაუარა მთელ ტანში, ფინალს უახლოვდებოდა და ყველაზე მეტად არ უნდოდა მისი ეჭვი გამართლებულიყო.
-დიოტრეფეც იცნობს?
-კი, იცნობს! დიოტრეფეც, შალვაც, ლევანიც, თაზოც და საერთოდ ყველა იცნობთ სამეგობროდან, -ხმას აუწია და აღარ იცოდა ბრაზი როგორ შეეკავებინა.
-გაბრიელ, ვინ არის ის ქალი?! - მეგის ხმა აღარ იყო ისეთი დამთმობი და თბილი როგორც საუბრის დასაწყისში.
-რა გინდა მეგი?! სულში და ტვინში რატომ მიძვრები?!
-ყველას გვაინტერესებს შენი გაუცხოვების მიზეზი. აღარ გვეკონტაქტები, აღარც ზარებზე პასუხობ ბიჭებს, ისე იქცევი თითქოს არც ვარსებობდეთ. ახლა რომ მოხვედი და დამელაპარაკე ეგეც ძალიან გამიკვირდა, მეგონა გვერდს ისე ამივლიდი არ შეიმჩნევდი ჩემ არსებობას. ის ქალი ისეთი ვინ არის, რომ მეგობრების გარემოცვას ჩამოგაცილა, დავიჯერო თანამშრომლები უფრო მეტს ნიშნავენ შენთვის ვიდრე ბავშვობის მეგობრები?
-ასე იყო საჭირო, მე ვიცი რა არის ჩემთვის სწორი.
-შენი აზრით ეგ სწორი საქციელია? ქუჩაში რომ შეგხვდება დიოტრეფე და ჩვეულებრივი გამვლელივით გვერდს აუქცევ ეგაა სწორი?
-მეგი, კარგი რა?
-აი, ხედავ? ადრე სულ რძალო - რძალოს დამძახოდი და ახლა უბრალოდ მეგი გავხდი. შენ შეიცვალე, მაგრამ კარგის ნაცვლად ცუდისკენ. რამდენჯერ გაუთიშე დიოტრეფეს ტელეფონი რომ გირეკავდა და მერე საერთოდ გამორთე, გახსოვს? რამდენჯერ გაუკეთე იგივე დანარჩენებსაც? ყველაფერი იმ ქალის ბრალი მგონია, აღიარე, რომ ჩვენთან მეგობრობის გაწყვეტა მან გაიძულა.
-მორჩი სისულელეების ლაპარაკს, არავის არაფერი აუკრძალია ჩემთვის.
-ბოლოს და ბოლოს იტყვი ვინ არის?- წყობიდან გამოვიდა მეგი.
-შენ, შენ ხარ ის ქალი! - გამწარებულმა დაუყვირა და სახეზე ხელები ჩამოისვა, თითქოს ამ ხერხით შეიძლებოდა არსებული პრობლემის მოცილება. მეგი სულ გადათეთრდა სახეზე. გამვლელ - გამომვლელებმა რამდენიმე წამი ყურადღება მათზე გადაიტანეს და რომ მიხვდნენ ჩხუბის და აყალმაყალის იმედი არ უნდა ჰქონოდათ გზა განაგრძეს.
-მეგი, ცუდად ხარ? წყალი გინდა მოგიტანო? -შეშფოთებული მიუახლოვდა გაბრიელი.
-არ მომეკარო! -მკაცრად უთხრა, მაგრამ ხმაზე მაინც შეეტყო სისუსტე.
-ხომ ხედავ რა დაგემართა, ამიტომ არ მინდოდა გაგეგო. გადავწყვიტე, რომ სულ ჩამოგშორებოდით და ყველას მშვიდად გვეცხოვრა, მაგრამ არ მოისვენეთ და გამოძიება დაიწყეთ, შენ დეტექტივის როლი მოირგე და აი, გასკდა ამ წუთას ეგ ამბავიც. ახლა კმაყოფილი ხარ?
-ასე როგორ შეიძლება, მე ხომ შენი საუკეთესო მეგობრის ცოლი ვარ, -გაფითრებულს უფრო მეტად ეკარგებოდა ფერი და ტუჩები უთრთოდა. მიუხედავად იმისა, რომ პასუხი თავიდანვე იცოდა, მაინც გულში იმედი ჰქონდა, რომ ეს ქალი თვითონ არ აღმოჩნდებოდა. უნდოდა გაბრიელის პირით გაეგო სიმართლე, რომელიც იმაზე მწარე აღმოჩნდა ვიდრე წარმოედგინა.
-გგონია ძალით გავაკეთე? გულს ვერ უბრძანებ ვინ უნდა გიყვარდეს და ვინ არა.
-გაჩუმდი, გაჩუმდი! რა სიყვარულზე მელაპარაკები? მე ძმასავით გიყურებ. რატომ შემიყვარე, მე ხომ შენთვის დასავით უნდა ვყოფილიყავი?!
-აკი გითხარი, გულს ვერ უბრძანებ თქო. მეგი, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ეტლში რომ ზიხარ, ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ. შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი ჭკვიანი, ისეთი სათნო, ისეთი ლამაზი და ძლიერი.
-ძლიერი? რაში ხედავ ჩემ სიძლიერეს? დიოტრეფეს გულს რომ არ ვუტეხავ და ექიმთან მივყვები?
-მიუხედავად ეტლზე მიჯაჭვულობისა მაინც იღიმი, მხიარული ხარ, არ ხარ გაბოროტებული გარესამყაროზე, მზრუნველი ხარ ყველას მიმართ, სულ სითბო და სიყვარული ტრიალებს შენ გვერდით, ბედნიერებას ასხივებ. ამხელა განსაცდელმაც კი ვერ გაგაბოროტა. შეიძლება, რომ ვინმეს არ უყვარდე?
-ბედნიერებას რომ ვასხივებ ეგ ჩემი კი არა დიოტრეფეს, შენი ძმის დამსახურებაა. მისი გვერდში დგომა მმატებს ძალას, მისი დამოკიდებულება ჩემ მიმართ, ის ჩემთვის კაცის ეტალონია.
-კაცის ეტალონი? -გაეღიმა გაბრიელს.
-დიახ, ნარკომანი არ არის, ლოთი არ არის, გაუგებარი არ არის, სიგარეტით არ ისპობს ფილტვებს და იმ დროში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, შენ გგონია ეს ცოტაა? კამათი ყველა ოჯახში ხდება, როგორი გადაუჭრელი პრობლემაც არ უნდა იყოს ცოლ - ქმარს შორის ბოლოს მაინც მოგვარდება. ფიცხი ხასიათის ქონა კი საერთოდ არ ნიშნავს ცუდ ადამიანობას. ის, ჩემთვის იდეალურია და აზრს ვერავინ შემაცვლევინებს.
-დიოტრეფეს, ჩვენზე ეტყვი?
-ჩვენ არ არსებობს, არსებობს მე და შენ. შენთვის აკვიატება ვარ და მეტი არაფერი. ძალიან დიდი სირცხვილია მესმის, მაგრამ ადრე თუ გვიან გაიგებს ამ ამბავს და სანამ სხვისგან გაუგია რამე დამახინჯებულად, ჯობია ისევ შენ უთხრა.
-გაგიჟდი გოგო? ძმაკაცს როგორ ვუთხრა შენი ცოლი მიყვარს თქო? ხომ იქვე მომკლა. არა, არ შემიძლია, თვალებში ვერ შევხედავ.
-მაშინ სალაპარაკოც აღარაფერია, სახლში უნდა წავიდე.
-გაგაცილებ.
-მადლობა, სახლამდე გზა კარგად ვიცი.

#################
-შალვა, რაღაც უნდა გითხრა, -ანერვიულებულმა მეგიმ წვენის ჭიქა ხელებში მოიქცია და სამზარეულოში შემოსასვლელს გახედა.
-რაშია საქმე? ხომ არ იჩხუბეთ?
-არა, ღმერთმა დაგვიფაროს.
-აბა?
-ძალიან ვნერვიულობ, სერიოზული ამბავია, მინდა სანამ დიოტრეფე მოვა ყველაფრის თქმა მოვასწრო, -რამდენიმე ყლუპი წვენი მოსვა მეგიმ და შალვას შეხედა, -უკვე საკმაო ხანია რაც გაბრიელს ჩემ მიმართ დამოკიდებულების ცვლილებას ვამჩნევდი, თითქოს მე რომ მიყურებდა მზერაც სხვანაირი ჰქონდა. ეჭვები მღრღნიდა და ვერაფერს ვამბობდი, მცხვენოდა და არ მინდოდა ვინმეს რამე არასწორად გაეგო. იცი შენ, როგორ ძალიან მიყვარს დიოტრეფე და კონფლიქტს ვერიდებოდი. ალბათ გახსოვს თავიდან სულ რძალოს - რძალოს დამძახოდა, მერე შეიცვალა, ძალიან შეიცვალა და უწინდელი გაბრიელისგან არავინ აღარ დარჩა. ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მოულოდნელად ზურგი გვაქცია ყველას და ჩემი ეჭვები უფრო გამძაფრდა. რამდენიმე დღის წინ ვნახე, სკვერში ვიყავი გასული მარტო, გამოიარა, მეგონა არ შეიმჩნევდა ჩემ იქ ყოფნას, მაგრამ მოვიდა და მომიკითხა. მერე ვცადე და ლაპარაკი ჩამოვუგდე, იმედი მქონდა რამეს იტყოდა, ყველაფერი აღიარა, - ხმა ჩაუწყდა მეგის და წვენით ცადა ყელი ჩაეწმინდა.
-ამის შესახებ დიოტრეფესთვის არაფერი გითქვამს?
-მეშინია, რამდენჯერ დავაპირე, მაგრამ ასე ადვილი არ არის, არასწორად რომ გაიგოს? მე რომ დამაბრალოს ყველაფერი, ჩემში ეჭვი რომ შეიტანოს? მერე რაღა ვქნა შალვა? შენ ხომ დიდი ხანია იცნობ, მასაც და მეც, ამიტომ გავბედე და პირველი შენ გითხარი, იქნებ დაელაპარაკო? არ მინდა მეგობრების გაუგებრობის მიზეზი ვიყო, ვიცი დიდი ხანია მეგობრობენ. დიოტრეფე, ძალიან განიცდის, არ ამბობს, მაგრამ ეტყობა. გაურკვევლობას ყველაზე მეტად ვერ იტანს, ხომ იცნობ როგორი სულსწრაფია, ამ ამბის დამალვა კი არ შეიძლება, -ცრემლები მოადგა მეგის და ისევ წვენი დალია.
- დაველაპარაკები, დღესვე ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები. შენ ნუ ნერვიულობ, ყველაფერი მოგვარდება.
-როგორ არ ვინერვიულო, ვაითუ დიოტრეფემ ჩემში ეჭვი შეიტანოს? ისედაც ამდენი პრობლემებია ოჯახში და ახლა ესეც დაგვემატა.
-შენ რომ გეთქვა არ ჯობდა? ქმარია, უცხო ხომ არ არის?
- მე არ ვიცი როგორი რეაქცია ექნება ან როგორ მიიღებს და მაგის მეშინია, თან ბიჭებმა სხვანაირად, თქვენებურად იცით პრობლემების გადაჭრა ისე, რომ გოგოებს მსგავსად არ გამოგვდის.
-ცოლებიც კარგად აგვარებენ საქმეებს ქმრებთან და ბევრი გამოუვალი სიტუაციიდანაც ძალიან ადვილად დაუხსნიათ ისინი. მეეჭვება შენნაირ ჭკვიან გოგოს ეგ გაუჭირდეს.
-ადვილი სათქმელი არ არის, ძალიან მიჭირს. ჩემ ძალებს აღემატება ეს ყოველივე, მგონია ვღალატობ, არაფერს რომ არ ვეუბნები. იცოდე შენი იმედი მაქვს, შალვა.
-ვაა, რა ცხელა ბიჭო? ჯერ ახლა დადგა მაისი და უკვე სუნთქვა ჭირს.
-მოაღწიე სახლამდე? აფთიაქი ხომ არ გადაიტანეს სხვა ადგილზე?
-არა, ისევ იქ დგას. მანქანა რაღაცნაირად ხმაურობდა, გოჩასთან მქონდა მიტანილი, ზეთი ჰკლებია, ახლა კიდევ არის მხეცივით. არ გავიდეთ? ბაკურიმ დამირეკა ერთ საათში ვიქნები სახლში და გამოდითო.
-მოუტანე ბებოს წამლები?
-მაგისთვის ვიყავი გასული და როგორ გგონია დამავიწყდებოდა? -წამლებით სავსე პარკი მაცივრის თავზე დადო, მერე წვენი დაისხა და ერთი ამოსუნთქვით დალია, -ნიკალაევნას უთხარი წამლები დალიოს და არ გვანერვიულოს, მაგას ჩვენი ფულიანობა და უფულობა არ ეხება. მე და შალვა გასაქცევები ვართ და არ ვიცი როდის დავბრუნდები, თუ რამეა დარეკე.
-კარგი, ყველაფერი გავიგე, -შალვა მეგის დაემშვიდობა და დიოტრეფესთან ერთად სახლი დატოვა. ცოტა ხანში მალვინა შემოვიდა, მეგიმ დიოტრეფეს მოტანილ წამლებზე მიუთითა და მისი დანაბარებიც გადასცა. მერე ნანას ვახშმის მომზადებაში დაეხმარა, ამასობაში მამამთილიც დაბრუნდა სამსახურიდან და მოშიებულები სუფრას მიუსხდნენ. უკვე ამთავრებდნენ დიოტრეფე რომ მოვიდა, მეგი დაიძაბა მისი გაბრაზებული სახე რომ დაინახა. უხმოდ ჭამა საჭმელი და ნანას დასმულ კითხვაზე რატომ ჰქონდა ასეთი სახე მხოლოდ ის თქვა, რომ ძალიან დაღლილი იყო და ახლა წყლის გადავლება და ძილი უნდოდა. მეგი ცოტა ხანს ნანას ეხმარებოდა სამზარეულოში, მერე ყველას ტკბილი ძილი უსურვა და საძინებელ ოთახში გავიდა. დიოტრეფემ ხმის ამოუღებლად გადაიყვანა ცოლი საწოლზე და ტანსაცმლის გამოცვლაში დაეხმარა, მერე კი სიტყვის უთქმელად სააბაზანოში გავიდა. მეგი საწოლში წამომჯდარი ნერვიულად აკვირდებოდა ხან ფრჩხილებს, ხან კი თმის ბოლოებს, რომელთაც ნერვიულად გრეხავდა ქმრის მოლოდინში. რამდენიმე წუთში დიოტრეფე შემოვიდა, მეგის ნერვიულობისაგან მთელ ტანზე დასცხა, სახე აეწვა და ნერწყვი ძლივს ჩაყლაპა.
-დიოტრეფე, რაღაც მინდა, რომ გითხრა, -ძლივს მოიკრიბა გაბედაობა ლაპარაკის დასაწყებად.
-ვიცი! - უთხრა მკაცრი ხმით და გვერდით მიუწვა, -შალვას ველაპარაკე, შეგეძლო შუამავლის გარეშეც გეთქვა ყველაფერი.
-შემეშინდა შენი რეაქციის.
-ახლა, აღარ გეშინია?
-არ ვიცი! -მეგიმ თავი დახარა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-ნუ ტირიხარ, შენზე არ ვარ გაბრაზებული, გაბოს კი ბევრი რამის ახსნა მოუწევს ჩემთვის.
-მართლა არ მიბრაზდები?
-რატომ უნდა გიბრაზდებოდე, დააშავე რამე? -პასუხის ნაცვლად მეგიმ ტირილი დაიწყო.
-მე არ მინდა, რომ ბავშვობის მეგობრების კონფლიქტის მიზეზად ვიქცე.
-ასე ნუ განიცდი, გთხოვ მეგი, -მხრებზე ხელი მოჰხვია და ჩაეხუტა.
-ძალიან ვნერვიულობდი ეს დღეები და ახლაც ვნერვიულობ.
- ჰოდა, აღარ ინერვიულო, მე შენი მჯერა.
-მართლა? სულ, სულ არ მიბრაზდები?
-კარგი რა? -სერიოზული სახე ღიმილით შეეცვალა დიოტრეფეს.
-თუ არ მიბრაზდები, მაშინ მაკოცე! -ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და სახეგაბადრულმა შეხედა ქმარს.
-ოჰ, რაო ქალბატონო ქრთამისტობაც დაიწყე? -ცოლის შემხედვარე დიოტრეფემ სიცილი ვეღარ შეიკავა.
-მე? -შეიცხადა მეგიმ, -როგორ გეკადრებათ ბატონო სერჟანტო მე და ქრთ...

##################
კვირანახევარი იყო გასული რაც დიოტრეფემ გაბრიელზე გაიგო და მას შემდეგ ცდილობდა შეხვედრას, მაგრამ სწორედ მაშინ არ ჩანდა არსად და ერთ საღამოს, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა შემთხვევით გადააწყდა ქუჩაში და საკმაოდ არსასიამოვნო საუბარიც შედგა. ღამის თორმეტი საათი ხდებოდა დიოტრეფე სახლში რომ დაბრუნდა. როგორც კი საძინებელი ოთახის კარები შეაღო და ფეხი შედგა მეგიმ მაშინვე თვალები გაახილა და სინათლე აანთო. მის დასვრილ ტანსაცმელზე მიხვდა რაშიც იყო საქმე და არაფერი უკითხავს, მოერიდა მის უფრო გაღიზიანებას.
-გაბოს ველაპარაკე, - დიოტრეფემ მოსაცმელი გაიხადა და გვერდით მიაგდო.
- ვხედავ.
- ყველაფერი გავარკვიეთ.
- ბავშვობის მეგობარი დაკარგე ჩემ გამო.
- შენ უთხარი სხვა თვალით დამიწყე ყურებაო? რა შენი ბრალია ტვინში ეშმაკები თუ შეუსახლდნენ? ისევ ვიმეგობრებთ, მაგრამ შენგან თავს შორს დაიჭერს, ისე ხშირად აღარ მოვლენ ბიჭები ჩვენთან და იმედია ეგ აკვიატებაც გაუვლის. თუ დღევანდელის შემდეგ ისევ ძველებურად მოიქცევა მერე უკვე მართლა დავახვევინებ ჩემი ცხოვრებიდან და სულ ფეხებზე დავიკიდებ მაგის მეგობრობას. ჩემთვის ნდობა ხრუსტალის ნაკეთობას ჰგავს, გაუფრთხილებლობის გამო ხელიდან თუ გაგივარდა და დაიმსხვრა მერე ნაწილები რომც შეაწებო უწინდებურ ფორმას ვეღარ მიიღებს. ერთადერთი გამოსავალი ნაკეთობის ახლიდან გადადნობა და ყალიბში ჩამოსხმაა. ამ შემთხვევაში პირვანდელზე უკეთესს მიიღებ. მთავარია მოთმინების უნარი გაგაჩნდეს, მაგრამ გაბო მოინდომებს? ეგ ჯერ კიდევ საკითხავია.

##################
სამზარეულოში კარტოფილის პერაშკებს აცხობდა ნანა. მეგი ცომში გულსართს დებდა და ახვევდა, მალვინა რეჰანისგან ცივ ლიმონათს ამზადებდა. კარზე კაკუნის ხმა გაისმა, მერე ზარიც დაერთო, ნანამ მალვინას გადაულოცა გაზზე დადგმული პერაშკებიანი ტაფა და თვითონ კარის გასაღებად გაემართა.
-გამარჯობა, ვინ გნებავთ?- ნანამ უცნობ, ახალგაზრდა, ორსულ ქალს გაუღიმა და თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა. ქალს გვერდით დიდი, გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდანი ედო.
-გამარჯობა, მე ანანო ვარ, თქვენ ნანა ბრძანდებით?
-დიახ, ნანა ვარ.
-თქვენი უმცროსი შვილი სახლშია? დალაპარაკება მინდა, -ნანას სახეზე შიშმა გადაურბინა, იგრძნო გული წესრიგში ვეღარ ჰქონდა.
-შემოდი შვილო სახლში და ისე ვილაპარაკოთ, - სტუმარს მისაღებისკენ გაუძღვა, -დალევ რამეს? წვენს ან ყავას, ან ჩაის, კომპოტსაც გაგიხსნი თუკი გენდომება.
-არა, გმადლობთ. ასე ძალიან ვერ შეგაწუხებთ, მხოლოდ წვენს დავლევ.
-ახლავე მოვიტან წვენს, შენ დაჯექი, ფეხზე ნუ დგახარ? -ნანა სწრაფად შევიდა სამზარეულოში, წვენი აიღო და ჭურჭლის კარადიდან ჭიქას რომ იღებდა ნერვიულობისგან ხელიდან გაუვარდა და ნიჟარაში ჩავარდნილი ნამსხვრევებად იქცა.
- რა მოხდა? ასე რამ აგანერვიულა?
-სტუმარი გვყვავს მალვინა, მაგრამ მე მივხედავ, თქვენ გააგრძელეთ.
-როგორ თუ შენ მიხედავ? სირცხვილია, ამას მოვრჩებით და გამოვალთ. მეგი, ბებო გენაცვალოს, დაანებე მაგას თავი, ხელები დაიბანე და გადი.
-მეგი, ფეხი არ მოიცვალო სამზარეულოდან იცოდე! -მკაცრად უთხრა ნანამ და გავიდა.
-ნეტავ რა ეტაკა ამ ქალს? ბევრი დაგვრჩა კიდევ?
-ათი - თხუთმეტი ცალი კიდევ გამოვა.
-უცბათ შეახვიე და მე გავაგრძელებ შეწვას. შენ მოწესრიგდი და გადი, ოჯახის რძალი ხარ, რატომ უნდა ვალაპარაკოთ ვინმე დაიმალა და არ გვიკადრაო? ეგღა მაკლია ვინმე ვაჭორაო ჩემ შვილიშვილებზე. მიდი, მიდი, მალე მოამთავრე და სტუმართან გადი ბებოს ქალო, -მისაღებში გასულმა ნანამ ქალს წვენი დაუსხა და წინ დაუდგა.
-ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.
-ბოდიშს გიხდით, ძალიან ძნელი იყო ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, დიდი ხანია თქვენ შვილს ვეღარ ვუკავშირდები. მშობლებმა ეს რომ გაიგეს სახლიდან გამომაგდეს, იმას თუ არ უნდა ჩვენ სხვისი შვილის გაზრდის საშუალება სად გვაქვსო. ქალბატონო ნანა, წასასვლელი მართლა არ მაქვს, ასე, რომ არ იყოს აქ მე ფეხის მომდგმელი არ ვიყავი, - ცრემლები მოადგა ქალს და ერთჯერადი ცხვირსახოცი თვალებზე აიფარა.
-დაწყნარდი, შენ მდგომარეობაში ნერვიულობა არ შეიძლება, რამეს მოვიფიქრებთ. დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით?
-წელიწადნახევარია. მე ისიც არ ვიცოდი ცოლი თუ ჰყავდა, ჩემი ორსულობის შესახებ რომ გაიგო ყველაფერი მაშინ მითხრა. ჩვენთან ხშირად მოდიოდა სახლში, მშობლები დიდ პატივს ცემდნენ, ახლა კი მოულოდნელად გაქრა. სახლი არ მაქვს, არც სამსახური მაქვს ბინა რომ ვიქირაო და ცალკე ვიცხოვრო. სადაცაა ბავშვი დაიბადება, რა ვქნა, როგორ გავზარდო? ლამისაა ჭკუიდან შევიშალო ამდენი ფიქრით.
-რამდენი თვის ხარ ანანო?
-მეცხრე თვეში ვარ უკვე, ბიჭია.
-სქესს რა მნიშვნელობა აქვს?
- თქვენ შვილს ბიჭი უნდოდა, რომ გაიგო ძალიან გაუხარდა. ასე მითხრა ჩემი ცოლი არ მიჩენს და ძმაკაცებში სირცხვილით თავი ვერ გამომიყვიაო.
-ეგ ჩემმა შვილმა გითხრა? ღმერთო, შენ მომეცი გაძლება, ეს ვინ გამიზრდია?!
-გამარჯობა, -ოთახში მეგი შემოვიდა, ნანამ ფერი დაკარგა.
-ეს ანანოა, -ძლივს გაუსწორა მზერა და მეტი ვერაფრის თქმა ვერ შეძლო ნანამ, -ანანო, ეს მეგია.
-გამარჯობა, მეგი, -გაღიმება სცადა ანანომ.
-ანანო, ჩემი ქმარი გიყვარს? -ანანომ დაძაბული მზერით ჯერ ნანას შეხედა, მერე კი მუცელზე დაიხედა, ხელი გადაისვა და ცრემლები გადმოსცვივდა.
-გასაგებია, გიყვარს.
-მეგი, შვილო...
-არაფრის თქმა არ არის საჭირო, ყველაფერი ისედაც ნათელია, - ჯიბიდან მობილური ამოიღო და დიოტრეფეს დაურეკა, -მალე მოხვალ სახლში?
-მინერალურ წყალს ვყიდლობ, გინდა რამე წამოგიღო?
-არაფერი მინდა, სტუმარია შენთან, გელოდება, რაც შეიძლება მალე მოდი.
-ჩემთან? ვინ სტუმარი?
-რომ მოხვალ გაიგებ!
-ხუთ წუთში მანდ ვარ.
-გელოდებით. ესე იგი, ცოლი არ მიჩენს და ძმაკაცებთან ვრცხვებიო? -მიუბრუნდა ანანოს.
-მე შენთვის ქმრის წართმევას არ ვაპირებ მეგი, ერთადერთი რასაც ვითხოვ მისგან ბავშვისადმი ყურადღება და სიყვარულია. მე მხოლოდ ჩემი შვილის მომავალი მადარდებს, არ მინდა ქუჩაში გაიზარდოს.
-მშვენივრად მესმის შენი, როგორც ხედავ ხეიბარი ვარ, შვილიც არ გვყვავს. ასე ძალიან თუ განიცდიდა ამ ამბავს რას წარმოვიდგენდი? რამდენი წლის ხარ?
-ოცდათხუთმეტის.
-ორი წლით დიდი ხარ?
-ოცდათვრამეტის არ არის?
-შენ ასე გითხრა? სულ ცოტა ხნის წინ გახდა ოცდაცამეტის.
-ცხელ -ცხელი პერაშკები მოგიტანეთ. გამარჯობა, ეს ლამაზი გოგო ვინ არის? -მალვინამ სტუმარს გაუღიმა და ლანგრიდან თეფშები და ხელსახოცები გადმოაწყო, გორასავით დაწყობილ ცხელ პერაშკებთან ერთად, -მიირთვი გენაცვალე სანამ გაცივებულა.
-ეს შენი შვილთაშვილის დედაა, -სიმწრით ჩაილაპარაკა ნანამ.
-რა ამბობთ, შენ შვილო? -თითქოს ცივი წყალი გადაასხესო მალვინას ისე მოუვიდა, -ვაი ჩვენ თავს უბედურს? - ლოყებზე ხელები შემოირტყა და იქვე ჩამოჯდა. მეგის გული ძალიან ეტკინა, დაჯერება უჭირდა და თავს უზომოდ დამცირებულად გრძნობდა. დიოტრეფე რომელსაც მეგი იცნობდა მსგავს საქციელს არასდროს ჩაიდენდა, მაგრამ ფაქტი წინ ეჯდა და მიუხედავად იმისა, რომ გულს და გონებას არ უნდოდა დაჯერება, საკუთარი თვალით ნანახი სულ სხვა რამეზე მიუთითებდა.
-მოვედი! -ოთახში შემოაბიჯა დიოტრეფემ, -გამარჯობა, მე დიოტრეფე ვარ, -ღიმილით გაუწოდა სტუმარს ხელი ჩამოსართმევად.
-ანანო, -გაუღიმა ქალმაც.
-თქვენ ხართ ჩემთან მოსული? -იკითხა და იქვე დაჯდა, მეგის სახეს რომ შეხედა არ მოეწონა და ანიშნა რა გჭირსო, მაგრამ გაყინული მზერა არ შეუცვლია ცოლს.
-შენთან არის მოსული, დიახ! -გაბრაზება ვერ დამალა ნანამ.
-ერთი წუთით, ქალბატონო ნანა ეს თქვენი უმცროსი შვილია?
-გახლავს!
-ვაიმე, შემეშალა, -შეწუხებული წამოდგა ფეხზე ანანო.
-ანანო, დიოტრეფე შენი შვილის მამა არ არის? -თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა ნანას.
-რაო? რატომ უნდა ვიყო ამ ქალის ბავშვის მამა? -გაკვირვებულმა გადახედა დიოტრეფემ ნანას და მერე ანანოს.
-რას ბრძანებთ ქალბატონო ნანა, მე ამ ბიჭს პირველად ვხედავ. გასაევები სად ცხოვრობენ ხომ არ იცით? -ანერვიულებულმა ანანომ ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს.
-გასაევები ქვემოთ, მეორეზე ცხოვრობენ.
-ისე ვნერვიულობდი, ჯერ კითხვა - კითხვით ძლივს მოვაგენი, ახლა კიდევ შემშლია. მეგი ბოდიშს გიხდი, მართლა გულწრფელად ვწუხვარ, თქვენი ანერვიულება არ მინდოდა.
-არაუშავრს, ანანო, შენ ხომ ძალით არ გაგიკეთებია?
-ესე იგი, მახოსგან ელოდები?
-კი და ნეტავ ასე არ იყოს. მე წავალ, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს კინაღამ ოჯახი დაგინგრიეთ, -ანანომ ისე უხერხულად იგრძნო თავი მარტო რომ ყოფილიყო ალბათ ატირდებოდა თავის უბედურ ბედზე.
-ბებო შენ აქ დაჯექი, ეს ცხელი პერაშკები ჭამე და ჩვენ მანამდე გასაევებთან ჩავალთ და დაველაპარაკებით, -მალვინამ მაჯაში ხელი წაავლო ახალგაზრდა ქალს და ადგილზე დააბრუნა, -აქ იყავი შვილო, იქნებ არ უნდათ, რომ რძალმა გაიგოს? სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ, რძალი ისედაც ნერვიული გოგოა, უფრო განერვიულდება, ერთ ამბავს ატეხს და აყალმაყალს მოაწყობს, -რამდენიმე წუთის შემდეგ მეორე სართულიდან ქალის ყვირილის, წყევლის და ლანძღვის ხმა ისმოდა. ორსული სტუმარი შეშფოთებული სახით, დაძბული იჯდა ნაცვლიშვილების მისაღებში. ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, მალხაზი ამოვიდა მშობლებთან ერთად და ანანო წაიყვანეს, მეგის დაჟინებული თხოვნით დიოტრეფეც მათ გაჰყვა. იმ საღამოსვე შეასახლეს ანანო ერთოთახიან, ავეჯით კეთილმოწყობილ ბინაში.
-მეგი, იცოდი უცნობი ქალი ჩემგან ბავშვს რომ ელოდებოდა? -სიცილით მიუჯდა გვერდით დიოტრეფე ცოლს.
-რა სასაცილოა? ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი აღარ ვიცოდი რა გამეკეთებია. საწყალი ნინო, მაგრამ ყველაზე მეტად ანანო შემეცოდა, ტყუილების მსხვერპლი აღმოჩნდა, ამის მერე მოდი და ენდე ვინმეს.
-მახოს სულ ეგ ჰქონდა საწუწუნო ცოლი ბიჭს არ მიჩენსო და ახლა მიხედოს როგორც უნდა.
-გგონია მიხედავს? მეცოდება ეგ ქალი, რა ელის მომავალში? დანახვის დღიდან არ მომწონდა ეგ კაცი და მართალიც აღმოვჩნდი.
-მაინც როგორ იფიქრე, რომ სხვასთან წავიდოდი?
-ორსული ქალი მოგვადგა სახლში, ჩემი თვალით ვხედავდი ყველაფერს და როგორ შეიძლება არ დამეჯერებია?
-ალბათ გეგმებს აწყობდი როგორ ჩაალაგებდი ყველაფერს, დაურეკავდი მამაშენს და წახვიდოდი სახლში.
-ზუსტად ასე ვაპირებდი.
-მერე, მე რომ ჭკუიდან გადავიდოდი იცი?
- თუ მართლა შენი შვილი აღმოჩნდებოდა ის ბავშვი, სულ აღარ ვიდარდებდი შენ თავს, ისე წავიდოდი ამ სახლიდან.
-გადავრჩი ოჯახის დანგრევას. მადლობა უფალო, დღეს რომ არ ვმუშაობდი, ისედაც ამდენი პრობლემები გვაყრია თავზე და ერთით მეტი თავის ტკივილი ნამდვილად არ ჭირდებოდა ჩვენ ოჯახს. რაღა შემოგირიგებდა შენ? ალბათ მომიწევდა ერთი - ორი წლის გატარება შენი სახლის კარებთან ატუზულს.
-მორჩი მაიმუნობას, -მეგიმ სიცილით მიარტყა ქმარს მხარზე ხელი.
-იცი, გაბრიელს ლევანისთვის უთქვამს ცოლი მომყავსო. თითქოს ცოლის მოყვანით არსებულ პრობლემას რამეს უშველიდეს. მეცოდება ის გოგო, ამ უტვინოს ხელში არ გაუბედურდეს.
-იქნებ სწორად იქცევა და არსებულ პრობლემასაც ეშველოს? თუ იმ გოგოს მოწონს, ხელს ნუ შეუშლი.
-იმას შეიძლება, მაგრამ ამას?
-უნდა და მოიყვანოს, თავის საქმისა თვითონ იცის, დაანებე თავი. შენც ხომ კარგად იცი, რომ მისთვის აკვიატება ვარ, ეგ სიყვარული არ არის, მგონი მართლა ეშმაკები ჰყავს შემჯდარი ტვინში. იქნებ იმ გოგომ იმდენი მოახერხოს, რომ თავი შეაყვაროს და უაზრო ფიქრებიც მოშორდება მისი გონებიდან.
-მეეჭვება ასე მოხდეს.
-მე სხვანაირად ვფიქრობ, გავა დრო და აბრჭყვიალებულ თვალებს რომ შემოგვანათებს მაშინ დარწმუნდები.
-ანუ ვირწმუნო და ვიხილავ?
-დიახ, სწორედაც, რომ უნდა ირწმუნო.
-კარგი, ველოდები მომავალში გაბოს აბრჭყვიალებულ თვალებს, ოღონდ ახლა დავიძინოთ.

##################
მობილურის ვიბრაციის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია ფანჯარასთან ახლოს მჯდარი მეგი.
-გისმენ ლილი, ნუ ტირიხარ, არაფერი მესმის, დამშვიდდი და ისე მომიყევი.
-გუშინ ჩემმა ლექტორმა ირაკლიმ ლექციაზე ტელეფონი ჩამომართვა.
-მერე, მაგის გამო ტირი?
-დამაცადე გითხრა, ვაა. ტატოს ვწერდი შეტყობინებას, მოულოდნელად თავზე წამომადგა და ხელიდან გამომგლიჯა ტელეფონი. დღის ბოლოს მიიღებო გამომიცხადა, გადავირიე და ჩხუბი დავუწყე, მაგრამ გამაჩუმა. მთელი საათი რას ლაპარაკობდა თავში არაფერი შემსვლია. ერთი ლექცია კიდევ გვქონდა, ისიც რომ დამთავრდა ვეძებე და ვერსად ვერ ვიპოვე, კიდევ დიდი ხანი ვიცადე უშედეგოდ. მერე მისამართი გავიგე და სახლში მივედი ტელეფონის წამოსაღებად, კარები შუახნის ქალმა გამიღო, როგორც თვითონ მითხრა მეზობელი იყო. იმ ქალმა მითხრა დედა ჰყოლია ავად და იმას უვლის. უმცროსი და გათხოვილია, მამა მუშაობს და სანამ სამსახურიდან არ მოვა მარტო ვერ ტოვებს, იმიტომ, რომ ეშინია ცუდად რომ გახდეს დედამისი მიმხედი არავინ ჰყავს. დღის განმავლობაში როდესაც ლექციების ჩატარება უწევს თურმე ეს ქალი რჩება მასთან. ჰოდა, ამ ქალს დაურეკავს, რომ საღამოს რაც უნდა დაელია დადამისს ის წამალი გათავებულა, დროის გადაცილება არ შეიძლება ერთსა და იმავე დროს უნდა დალიოს წამალი, რომ შედეგი გამოიღოს მკურნალობამ. ირაკლიც მაშინვე წამოსულა, ამიტომ ვერ მოახერხა ჩემი ნახვა. ის ქალი ნერვიულობდა, ეტყობა წამლის მარაგი ამოეწურათ იმ აფთიაქში სადაც ყიდლობს და სხვაგან წავიდა საყიდლადო. მეგი, იცი როგორი გაუბედურებული წამოვედი იქიდან? სახლში რომ მივედი ნერვიულობისგან საერთოდ ვერ დავიძინე, საწყალი თურმე როგორ იტანჯება, ვინ იცის რამდენი რამის გადატანა უწევს, ლექციებიც ამიტომ გადაგვიტანა გვიან, მე კიდევ როგორ ვლანძღავდი. ახლა, რომ ვიხსენებ სირცხვილისგან სად დავიმალო აღარ ვიცი. მიკვირს საერთოდ ლექციების ჩატარების თავი როგორ აქვს მთელი დღე ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლის. გული მიკვდება მასზე რომ ვფიქრობ და ცრემლები თავისით მომდის. დილით უნივერსიტეტში რომ წავედი იქ დამხვდა, ტელეფონი დამიბრუნა და მომიბოდიშა რომ გადაუდებელი საქმის გამო უფრო ადრე ვერ შეძლო დაბრუნება. მერე სასწრაფოდ წავიდა, ალბათ ისევ იმ ქალს ჩააბარა დედა და არ უნდოდა დიდხანს შეეწუხებინა. ერთი საათის წინ გვქონდა მისი ლექცია და ისე ვიყავი ხმა კი არა მგონი სუნთქვითაც არ ვსუნთქავდი. მასალა რომ მკითხა აღარ გამიპროტესტებია, ავდექი და გათიშულმა მოვუყევი. ის ძალ - ღონეს არ იშურებს, რომ ამ უტვინო თავებში დაღეჭილი მასალა როგორმე ძალით ჩაგვიტენოს, რადგან გამოცდაზე რაღაც დავწეროთ, არ ჩავფლავდეთ და თითოეულმა ცხოვრებაში სულ ცოტათი წინ წავიწიოთ და ჩვენ ისიც კი არ გვინდა მოვუსმინოთ. ახლა რომ ვუფიქრდები რა ცუდად ვიქცეოდი მის ლექციებზე ბრაზი მახრჩობს. საჩხუბრები კი არა მაგარი საცემები ვყოფილვართ ყველა. ამის შემდეგ სულ რომ თავი გამიტეხოს ვიტყვი, რომ ღირსი ვიყავი.
-ვიცოდი, ცუდი ადამიანი არ იქნებოდა და მიხარია ყველაფერს რომ მიხვდი.
-მივხვდი რომელია. წინა კვირას სახინკლეში ვიყავით ჯგუფელები, ბიჭებმა დაპატიჟეს, არ გვიკადრებსთქო ვიცინოდი, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მოვიდა და თან ჩემ წინ დაჯდა. ისეთი იგნორი გავუკეთე მის არსებობასაც კი არ ვიმჩნევდი, რომ მახსენდება სირცხვილით ვიწვი.
-იქნებ ახლა მაინც მოხვიდე ჭკუაზე და მიხვდე, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება და მაგ კაცს თქვენთვის ცუდი საერთოდ არ უნდა. ნეტავ აქამდე წაერთმია შენთვის ტელეფონი.
- ენა დაგიგრძელდა ძალიან და მე ეგ ფაქტი მაშფოთებს, დაო.
-დავიმოკლებ, შენ არ ინერვიულო, -სიცილი უთხრა მეგიმ და მობილური ტელეფონი გათიშა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი Rania

Vgijdebi amatzeee. Ra sayvarlebi ariann. Au lili ra hiper aqtiuriaaa. Gtcov disxans nu gvqlodinebb. Zalian magari istoriaaaaa da kargadsc cerr

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მიხარია გაბრიელი გონზე რომ მოვიდა და დიოს არ შემოაკვდა. იმ ორსულ გოგოზე ცოტა არ იყოს ვიხალისე, არ ვიცი რა მახალისებდა მაგრამ მაინ: დდ
ცოტა გრამატიკულ შეცდომებს მიაქციე ყურადღება და ეგ არის. ისეთი თბილი ისტორია გამოვიდა, გთხოვ იმ საზიზღარი არსებით ისევ ნუ გაამეარებ ჩვენს გმირებს❤

 


№3  offline წევრი izabella

Rania
Vgijdebi amatzeee. Ra sayvarlebi ariann. Au lili ra hiper aqtiuriaaa. Gtcov disxans nu gvqlodinebb. Zalian magari istoriaaaaa da kargadsc cerr

მე კიდევ ჩემ მკითხველზე ვგიჟდები ❤❤❤
აღარ გალოდინებთ, მალე იქნება ბოლო თავიც.

Chikochiko
მიხარია გაბრიელი გონზე რომ მოვიდა და დიოს არ შემოაკვდა. იმ ორსულ გოგოზე ცოტა არ იყოს ვიხალისე, არ ვიცი რა მახალისებდა მაგრამ მაინ: დდ
ცოტა გრამატიკულ შეცდომებს მიაქციე ყურადღება და ეგ არის. ისეთი თბილი ისტორია გამოვიდა, გთხოვ იმ საზიზღარი არსებით ისევ ნუ გაამეარებ ჩვენს გმირებს❤

სანამ ავტვირთავ ყოველთვის ვათვალიერებ, რომ შეცდომა არ გამომეპაროს, მაგრამ ვჩქარობდი და როგორც ჩანს ვერ შევნიშნე. მადლობა, რომ მიმითითეთ, უფრო კარგად გადავათვალიერებ.
რა ვქნა, ქსანთეს გამოჩენის გარეშე ბოლო თავი არ გამოვა.
გამიხარდა თქვენი გამოჩენა ისევ ❤❤❤

 


№4 სტუმარი ana

დღეს დადებ?

 


№5  offline წევრი izabella

ana
დღეს დადებ?

სამწუხაროდ დღეს ვერ მოვახერხებ, წვიმის გამო ინტერნეტი გაითიშა და იმედია ხვალ მაინც აღდგება კავშირი. ბოდიში ყველას ვინც ელოდებით.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent