შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი (12)


8-02-2019, 22:16
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 3 396

როცა წახვედი (12)

სახლში აკანკალებული მივედი. სინდისი მქენჯნიდა და თან ცოტა არ იყოს, აღგზნებულიც ვიყავი. ამავე დროს, მისგან წამოსული, ყოველთვის იმაზე ვიწყებდი ფიქრს, რომ ძალიან მენატრებოდა.
მიუხედავად, სენტიმენტალური ფიქრებისა, მაინც შევძელი, დრო ბავშვთან ერთად გამეტარებინა. გარეთ გავისეირნეთ, ვითამაშეთ, შემდეგ ისევ სახლში დავბრუნდით და ზღაპრები ვიკითხეთ.
ტვინში მაინც გამუდმებით მიმეორებდა პატარა, ამაზრზენი ხმა, რომ შაკო მიჯაჭვული იყო საწოლზე, შიოდა, ტუალეტში უდნოდა და ხელები სტკიოდა. ზოგადად, ეგ ხმა ყოველთვის მის სახელს ჩამძახოდა. სუნთქვასაც კი არ მაცლიდა ნორმალურად. საღამოს, დემუ მოვიდა და ისეთი მტრული სახით შემომხედა, შემეშინდა კიდეც.
- ეგ რა გააკეთე? - მკითხა თავის ქნევით. თითქოს, ბებია იყო, რომელმაც უჭმელობაში გამომიჭირა.
- რა გავაკეთე?
- შაკოს რა გაუკეთე?
- გითხრა?
- კი. სამსახურის შესვენებაზე გამომიარა და ყველაფერი მომიყვა.
- შესვენებაზე? რა იყო, ნახევარი საათიც არ უტანჯია, ეგრევე აიწყვიტა?
- ორი საათის განმავლობაში იტანჯებოდა შე ალქაჯო. მერე აიწყვიტა.
- ჩემი მიჯაჭვული ამირანი. - გამეცინა სიყვარულით.
- ვერ გიტანს იცი?
- ცივი წყალი დალიოს.
- იმდენს სვამს, რომ ღვიძლი გაუდიდდა უკვე.
დემუსთან ლაპარაკი არ მქონდა დასრულებული, რომ ტელეფონზე დამირეკა. ისეთი მშვიდი იყო, როგორც ამ ბოლო პერიოდში. აი, ხმას რომ ძლივს გაიგებ და იმ ჩურჩულიდანაც, ძალიან საშიში დასკვნები გამოგაქვს.
- მეზიზღები - მითხრა ალბათ ღიმილით, არ დამინახავს, თუმცა ხმის ტემბრის მიხედვით მივხვდი.
- რამდენჯერ უნდა მითხრა ეგ და რამდენჯერ უნდა მოიქცე შენი ნათქვამის საპირისპიროდ?
- აღარ მოვიქცევი ჩემი ნათქვამის საპირირსპიროდ. არ ვიცი, შესაძლოა, აქამდე ვცდილობდი, შენთვის შანსი მომეცა, თუმცა სისულელეა. ეშმაკი ეშმაკად რჩება.
- და პრადას ატარებს - დავაგვირგვინე. თან საკუთარი თავით ვამაყობდი, ასეთი ენამოსწრებული რომ ვიყავი.
- შენი სერიალი მთავრდება. მე კი იმაზე ვიზრუნებ, რომ ჩემგან რა სარგებელიც გეკუთვნის, იმისი მეასედიც ვერ მიიღო. აქამდე, მეცოდებოდი. ვფიქრობდი, მე ნატალი მყავს, ელენა კი გულგატეხილი იქნება და ცოტაოდენი შემოსავალი მაინც მივუგდო-თქო. ახლა კი დავიჯერე, რომ შენი გული არ ტყდება. საერთოდ არ გაგაჩნია.
- მოდი და პირისპირ მითხარი ეგ ყველაფერი თუ იმის არ გეშინია, რომ კვლავ ის მეცმევა, რაც დღეს და შენ კვლავაც ვერ შეიკავებ თავს.
- არა. თავის ვერშეკავების მეშინია. ოღონდ, ამჯერად, ვშიშობ რომ შემომაკვდები და ამიტომ, უმჯობესია თუ არ გნახავ.
- ერთს ამბობ, მეორეს ამტკიცებ - კვლავ დავცინე. - შენგან სარგებელს რაც შეეხება, სულ ფეხებზე დამიტოვებ თუ არა რამეს.
- ძალიან კარგი. ბედნიერ სიღარიბეს გისურვებ.
- შენ ბედნიერ უსექსობას. უი, ნატალის შეგიძლია ის სურათი ანახო, დღეს დილას რომ გადამიღე. ან ერთად გქონდეთ პატიოსანი, მისიონერული კავშირი. იმედია, მაგისი კადრებაც არ გიტყდება მაგ გოგოსთვის.
- ეგ შენი საქმე არაა - გამითიშა.
- გადამრევს ეს კაცი - ამოვიოხრე.
- ჰო, ნამდვილად უნდა გაბრაზდე. როგორ გაბედა და ბორკილებიდან დაიხსნა თავი?
- შენც მის მხარეს ხარ?
- რა თქმა უნდა. კარგი, დავუშვათ, სექსუალური კუნთები და მიმზიდველი თვალები არ ჰქონოდა, იქამდე უნდა ყოფილიყო საწოლზე მიჯაჭვული, სანამ მეზობლებს მისი გახრწნილი გვამის სუნი არ შეაწუხებდათ?
- მაქამდე არ მივიყვანდი საქმეს. საერთოდაც, მიმზიდველი თვალები რა შუაშია ამ ყველაფერთან?
- აქვს და ხაზი გავუსვი.
- იდიოტი ხარ!
- შენ კი ნამდვილი ეგოისტი და სადისტი. ვერ გამიგია, რატომ გევლება მთელი ქალაქი თავს, როცა ზუსტად საკუთარი თავის როლს თამაშობ სერიალში? ადამიანებს რატომ მოსწონთ უარყოფითი, სნობი პერსონაჟები?
- იმიტომ, რომ დადებითი პერსონაჟები ბანალურები არიან, მიზანს მალე აღწევენ და საკმაოდ პატიოსნადაც.
- ეგ ყველაზე საშინელი ახსნაა. სხვათაშორის, ხვალ საღამოს ივენთი ეწყობა. სერიალის დამთავრებასთან დაკავშირებული.
- ვიცი. შენც დაპატიჟებული ხარ?
- კი, მაგრამ რომ არ ვიყო, არ წამიყვანდი?
- არა.
- დამპალო!
- ამ ბოლო დროს, განსაკუთრებულად მიშლი ნერვებს! - ვუთხარი დაბღვერილმა და ლიზასთან შევედი. ეძინა უკვე. თავიდან, გვერდზე მივუწექი, ცოტახანს ვეფერე. შემდეგ კი მეც ჩამეძინა. მთელი ღამე, რაღაც სიგიჟეები მესიზმრებოდა. არ ვიცი, მაინცდამაინც ახლა რატომ განვიცდიდი ასე მძაფრად საფრთხის და სულიერი მარტოობის მოახლოებას, მაგრამ ფაქტი იყო, ჩემს სიზმრებსაც რიგიანად დამჩნეოდა კვალი.
მეორე დღეს, სენდვიჩი გავუკეთე და დილით, თავადვე წავიყვანე სკოლაში. მოულოდნელად, გაზრდილს ვგავგდი მემგონი. ალბათ იმიტომაც, რომ რაღაცას ვშიშობდი, ვშფოთავდი, ვკანკალებდი და ეს ყველაფერი, ცანცარა გოგოს მაგივრად, დათრგუნულ ქალად გარდამქმნიდა.
შაკო განრისხებული იქნებოდა...
ისეთი გარისხებული, რომ ღმერთს დავეფარე, სჯობდა.
ერთი მშვენიერი გეგმა შევიმუშავე ბავშვის მოვლასა და გაწამაწიაში მყოფმა: რაც არ უნდა ჩაედინა შაკოს, მშვიდად შევხვდებოდი. მეტიც, პირდაპირ ხახაში ჩავუვარდებოდი მოდუნებული და ბრძოლისუნარდაკარგული. ასეთი იყო ჩემი გეგმა. იმედია, მოსაკლავად არ გამიმეტებდა და სხვა ოხუნჯობებიდან, მშრალი გამოვიდოდი. ხოლო როცა საპასუხო დარტყმის მოლოდინში, მოსვენება დაეკარგებოდა, მე გულხელდაკრეფილი ვიჯდებოდი და კითხვაში ვავარჯიშებდი ბავშვს.
აი, ყველაზე მშვენიერი გეგმა უგეგმობა ყოფილა და აქამდე, ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა.
- რას იცმევ დღეს? - მკითხა დემუმ, როცა ივენთის დრო მოახლოვდა.
- არ მოვდივარ - ვუპასუხე სრული სერიოზულობით და ყავა დავლიე. ამ ბოლო დროს, მუდამ მეძინებოდა. გასაკუთრებით, საღამოს 6 საათიდან.
- გაგიჟდი? ფაქტობრივად, შენს გამო ხდება ეს ყველაფერი.
- ყოველთვის ყველაფერი ჩემს გამო ხდება და ცოტა არ იყოს, დავიღალე.
- ელენა, ეს სრული ეგოიზმია.
- მიჩვეული ვარ, ეგოისტად ყოფნას - თან წინა დღის საუბრის მერე, დემუზე გულმოსული ვიყავი. არ მომწონდა, როცა შაკოს მხარეს იჭერდა. მაშინაც კი, თუ მართლა დამნაშავე ვიყავი, შაკო კი სრული ანგელოზი.
- ჯიბრზე მელაპარაკები?
- დიახ.
- ჩემ ჯინაზე არ მოდიხარ?
- ყველას ჯინაზე! და ბავშვი ვის დავუტოვო, ხომ ვერ მეტყვი?
- გუშინ, გიორგიმ შემომთავაზა, მე დავიტოვებო.
- ხომ არ გეჩვენება, რომ გიორგის ისედაც მუდამ ბევრი საქმე აქვს? ძლივს, ერთი გასართობი იპოვნა, რომ საშინელი საქმეებიდან, ხალხის დაჭერიდან და მკვლელობებიდან, ყურადღება ქალზე გადაეტანა. ჩვენ კი ბონუსად, ძიძაც უნდა გავხადოთ?
- თავად შემომთავაზა. ლიზას უყვარს გიორგი. გიორგისაც მოსწონს ბავშვთან ერთად დროის გატარება. რატო შლი ფაფარს მაშინ, როცა საერთოდ არაფერია გასაბრაზებელი?
- არ ვიცი. რთული პერიოდი მაქვს. მემგონი, დეპრესია მეწყება. - გამოვუტყდი., დემუს ჯინაზე, ფრთიანი ფრაზების მოფიქრებასაც დავეღალე უკვე. საერთოდ, ყველაფრისგან დაღლილად ვგრძნობდი თავს.
- ჰო და, შენი ახალი, ლამაზი კაბა ჩაიცვი და წავიდეთ.
- გარეთ ცივა. კაბის ხასიათზე არ ვარ.
- მაშინ ლამაზი შარვალი ჩაიცვი და ის ბოდე, მკერდი რო ნახევრად გიჩანს ხოლმე.
- ივენთი თუა, სიმღერებიც იქნება და ერთი-ორს რომ წავიცეკვებ, მერე მთლიანად გადმომვარდება. ამიტომ, არც ეგ მინდა.
- მაშინ ჩიხტიკოპი გაიკეთე და ადექი!
საბოლოოდ, დამიყოლია. საერთოდ, როდის იყო, დემუს თავისი არ გაქჰონდა? ბავშვი გიორგისთან მივიყვანეთ. ჩვენ იქ ადამიანთა დიდ თივის ზვინში შევედით, სადაც შაკო ჩაკარგული ნემსის ალეგორიას წარმოადგენდა და მისი მოძებნა თითქმის შეუძლებელი იყო. თუმცა გამახსენდა, რომ არც უნდა მეძებნა. თვითონ მოაკითხავდა თავის ერთგულ ყოფილსა და ახლანდელ მტერს.
იმ წამებში, კიდევ უფრო უარესად ვიყავი. ხალხის მომღიმარი სახეები, „როგორ მომენატრები“ ან „რა ლამაზი ხარ“ სიტყვები და სადღეგრძელოებისას, მიკროფონში ნათქვამი კომპლიმენტები, ერთმანეთში ირეოდა და ისეთ ქაოსს მიწყობდა გონებაში, თავის დაღწევა შეუძლებელი ხდებოდა. ბართან ვიდექი უჩვუეულოდ უმწეო. ბოლო დროს, ალკოჰოლს აღარ ვეტანებოდი, თუმცა იმ საღამომ მაინც მაიძულა რომ ჩემი წილი წუხილი ტეკილასთვის გამეტანებინა.
- მემგონი, ექიმთან უნდა იარო - მომესმა შაკოს ხმა.
აი, ზუსტად ამას ვერიდებოდი. მისი ხმის გაგონებას ვერიდებოდი, რომელიც, ძირითადად, ზურგს უკნიდან ჩამესმოდა და შეტრიალებისას, სულშიც კი მიფათურებდა ხოლმე ხელებს. ვერიდებოდი, ისევ დამენახა მისი თვალები, ისევ მომნატრებოდა და სანაცვლოდ, კვლავ მტრული დამოკიდებულება დაგვეთესა ერთმანეთში.
მოხუცებულს ვგავდი.
დაბერებულს, ბრძოლისგან გადამწვარს. ადამიანურ ცხოვრებაზე, ჰარმონიაზე და ყოველ ღამით, საყვარელი კაცის მკლავებზე ვოცნებობდი, რომელიც დილით არ გამომეცლებოდა ხელიდან.
- კი, ალკოჰოლიკი ვარ - დავუდასტურე. ცოტათი შეცბა. მემგონი, არ ელოდა, რომ ამ საღამოს, საჭესთან თვითონ იჯდებოდა მე კი დამყოლი გოგონას როლს ვითამაშებდი. ერთი სიტყვით, მეორე ნატალი ვხდებოდი ვგონებ.
- მერე, რას აპირებ?
- სამკურნალო დაწესებულებას მივაკითხავ რამდენიმე თვით. - ვუპსუხე აუღელვებლად. აშკარად, დაბნეული ჩანდა ჩემი წყნარი ქცევით. ვიცი, შაკოს უნდოდა, პატარა ბავშვივით ძირს დავვარდნილიყავი და იატაკზე ფეხების ბაკუნით მეკივლა, მაგრამ ამისგანაც ძალიან დაღლილი ვიყავი.
- არ გრცხვენია მაინც, რაც გამიკეთე?
- ძალიან.
- გეყოფა ცინიზმი. მართლა გეკითხები.
- მართლა მრცხვენია შაკო.
შორიდან დემუს ხმა გავიგეთ. „გორკა, გორკა“-ს გვიყვიროდა და დაახლოებით, 15 წუთში ერთხელ, ასეთი შეძახილებით გვილამაზებდა ცხოვრებას.
- მოდი, რამე გემრიელს დაგალევინებ - მითხრა და ბარმენს შეხედა - ფეიხოას კოქტეილი გაუკეთე, მოეწონება.
- ალკოჰოლიც აქვს?
- კი, ოღონდ ცოტა.
- არაუშავს, ძალიან მაინც არ დავთვრები იმედი მაქვს. ისე, ნატალი სად გყავს?
- დავშორდი.
- რა? - ეგრევე გამოვფხიზლდი და ქაოსიც თითქოს გაქრა დედამიწაზე.
- დავშორდი-თქო.
- ჩემი შიშველი ფოტოები გიპოვნა?
- არა, პაროლიან ფაილში მაქვს შენახული.
- აბა?
- უბრალოდ, ვუთხარი, რომ არაფერი გამოვიდოდა.
- ვწუხვარ-თქო რომ ვთქვა, მაინც არ დაიჯერებ. მიხარია, რომ დაშორდი. - წამომცდა.
- თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მძულხარ - თქვა მოულოდნელად და მთელი სიხარული ჩამიშხამა.
- რაა?
- ჰო. დღეს დილით გითხარი, რომ შენი ნახვა აღარ მინდოდა, რადგან მეშინოდა, არ შემომკვდომოდი და მართალიც ვიყავი. შემდეგ დავფიქრდი, ძალიან ბევრი ვიფიქრე. უმჯობესია, გნახო ხოლმე. ჩვენი გზები მაინც მუდამ იკვეთება. მოკვლას არ გიპირებ, ნუ ინერვიულებ ამაზე. უბრალოდ, გიყურებ და ვერაფერს ვგრძნობ იმის გარდა, რომ ვერ გიტან!
- სასიამოვნოა ამის მოსმენა - კოქტეილი მთლიანად გამოვწრუპე და ჩემი ტეკილაც მივაყოლე ზედ. - შეგიძლია, ახლა იმას ესაუბრო, ვინც ნაკლებად არ გეზიზღება. მაგალითად დემუს. სხვათაშორის, შენთან საუბრის მერე, ჩემ მიმართ ცოტა არ იყოს, მტრული დამოკიდებულება ჰქონდა.
- რას იზამ. ეტყობა, შენი საუკეთესო მეგობარიც კი ასხვავებს ცუდსა და კარგს.
- შაკო, მისმინე - ვთქვი ღიმილით და მივუახლოვდი - შეგიძლია გძულდე, შეგიძლია კა*პა და დამპალი მეძახო ან ის მითხრა, რაც სიმწრისგან ენაზე მოგადგება, მაგრამ ჩემი საუკეთესო მეგობრით მანიპულირებას თუ შეეცდები, ყელს გამოგჭრი... ავიღებ შენი სახლის გასაღებს, ღამე შემოვიპარები შენს საძინებელში და უბრალოდ ყელს გამოგჭრი. ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. მშვენივრად იცი, რომ ერთადერთი კაცი, ვის გამოც, მიწასთან შემიძლია გაგასწორო, დემუა.
- მიხარია იმისი გაგება, რომ ვიღაც მაინც გიყვარს გულწრფელად.
- კარგი - თავი დავუქნიე - უბრალოდ, ვერ ვიტანდეთ ერთმანეთს, თანახმა ვარ. - ისევ ისტერიულად დავაქნიე თავი.
- კარგად ხარ? - ცოტა შეშფოთდა.
რა მოხდა, შეეშინდა?
შეეშინდა, რომ მისი სიტყვების შემდეგ, შეურაცხადი გავხდებოდი?
შეეშინდა, რომ გული გამიტყდებოდა და სამუდამოდ, ასეთი გულით მომიწევდა ცხოვრება?
შეეშინდა, რომ ძალიან მეტყინა?
უნდა შეშინებოდა...უნა...
- კარგად ვარ, მაგრამ იცი რა ვიფიქრე?
- რა იფიქრე?
- მართლა ყელის გამოჭრა თუ მომინდა შენთვის, აფექტის მდგომარეობაში მყოფი, შეიძლება ასეც მოვიქცე და ციხეში წავალ, ბავშვი კი უპატრონოდ დამრჩება. ასე, რომ.... - ჩანთიდან გასაღები ამოვიღე - ეს შენი სახლის გასაღებია - გულის ჯიბეში ჩავუდე დაუკითხავად და მოშვორდი.
დემუსთან მივედი. სახეზე უბადრუკად გამოსახული ღიმილი მიმეხატა ფანქრით და ისე ვიჭერდი თავს, თითქოს ყველაფერი კარგად იყო.
არ იყო ყველაფერი კარგად...
ჩემი სერიალი მომენატრებოდა და ის გათახსირებული ქალიც, რომლის როლსაც ვთამაშობდი. რომლის დამსახურებით, კლუბებში უფასოდ მიშვებდნენ, რესტორანში ანგარიში არ მოჰქონდათ, ბარებში სასმელზე მპატიჟობდნენ. ფაქტობრივად, საოცნებო ცხოვრება მაჩუქა მან და ასე ერთი ხელის მოსმით, მიჭირდა მისი დათმობა.
მითუმეტეს, მისი დახმარებით გამეცნო შაკოც. ახლა მასთან ერთად, შაკოც მიქონდა საშინელ, მტვრიან ქარს და ორივე ისე მემშვიდობებოდნენ, გეგონება, მათი ცხოვრებისთვის, მე არ ჩამებერა სული.
- რა გჭირს ელენა? - მკითხა დემუმ. აშკარად მეტყობოდა, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება მიძნელდებოდა. ერთ-ორ ადამიანს, ისე გვარიანად ვეუხეშე, ცხოვრებაში, გამარჯობას აღარ მეტყოდნენ.
- არაფერი, ცეკვა მინდა - მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი, თავი კი არ მტკიოდა, არამედ, მიბზუოდა.
- აბა, აირჩიე და ვისაც გინდა, იმას ეცეკვე.
- შენთან ერთად მინდოდა, მაგრამ რადგან სხვასთან მაგზავნი, კი ბატონო. ისე, სხვათაშორის, მართალი ხარ. მეყო კაცები, ქალთან ერთად გაჯაზება მაინც სულ სხვაა, მარტო ჩვენ ვიქნევთ ტრა*ს პროფესიონალურად.
- მე რაღა დავაშავე - გაოგნებული დავტოვე. მართლა სჯობდა, ვინმე უცხოსთან მეცეკვა, თორემ დემუსაც რაღაცას ვაწყენინებდი. კლუბურ განზომილებას როგორც კი შევერიე და ნელი მოძრაობით, საკუთარ სხეულს ყელზე დავუწყე ხელების ფათური (ცეკვისას ასე საოცრად სექსუალური შესახედი ვიყავი), მაშინვე მომაწვა „მთხოვნელების“ ჯარი. როგორც აღვნიშნე, კაცები ყელში მყავდნენ მთელი თავიანთი სიამაყეებითა და თავდაჯერებულობებით, ამიტომ, ქალებისკენ ავიღე გეზი და ისე სექსუალურად შევუბერე, მეც კი გამიკვირდა.
ვგრძნობდი, ვიცლებოდი ემოციებისგან.
ვცეკვავდი, ვფანტაზიორობდი, ერთმანეთს წელზეც ვეფერებოდით მე და ის გოგო, რომლის სახეს ვერც კი ვხედავდი, ისე მიორდებოდა თვალებში. ზუსტად ათი სიმღერის განმავლობაში, არ გავჩერებულვარ. თავი რობოტი მეგონა, მაგრამ ამავე დროს, იმდენი გამოუთქმელი ემოცია მქონდა დაგროვებული, სირბილის ან ცეკვის სახით თუ არ გამოვხატავდი, გავიბერებოდი და გავსკდებოდი.
უცნაური შეგრძნება მუცლიდან დაიძრა. პირთან როდესაც მოახლოვდა, მივხვდი რომ რწყევის სურვილი უფრო იყო, ვიდრე რაღაც დიადი, რომელსაც მთელი არსით ველოდი იმ წამებში. ტუალეტში შევვარდი, უნიტაზთან დავემხე და იმ დღის ნაჭამ-ნასვამი, ყველაფერი ერთად ამოვიღე.
ჯანდაბა ელენა, რა გჭირს? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. ზუსტად, ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს ქცევას და იმისი დაზუსტებაც მიჭირდა, ვიდექი თუ ვიჯექი, ვმოძრაობდი თუ არა. საბოლოოდ, დემუს ხმამ გამომარკვია. როგორც ჩანს, დიდხანს მეძახდა, თუმცა მხოლოდ მისი გადამწყვეტი წივილი გავიგე.
- გაგიჟდი? გადაირიე? - მიყვიროდა და სახეში წყალს მასხამდა.
- რა გინდა?
- ვიღაცას ეჩხუბებოდი.
- რაა? - მეგონა ხუმრობდა, მაგრამ ორი აყლაყუდა კაცი რომ დავინახე ჩემსკენ მომავალი, მერე უკან დახევა ვამჯობინე.
- უნდა დატოვოთ შენობა - გამომიცხადა ერთ-ერთმა.
- რატო, ბომბია? - ვკითხე სიცილით.
- არა, დაცვა ვართ და იმიტომ გამოგვიძახეს, რომ უმიზეზოდ ეჩხუბებოდით ვიღაცას. იძულებულები ვართ, აქედან გაგაგდოთ.
- ხუმრობთ ხომ? - ერთი მაგრად გადავიხარხარე. ზუსტად არ ვიცი, ვის ვეჩხუბე და რატომ ვეჩხუბებოდი, თან გულახდილი რომ ვიყო, უმიზეზოდ ჩხუბი ნამდვილად მოსალოდნელი იყო ჩემგან, მაგრამ ვერ ვიხსენებდი და მაგაში იყო პრობლემა - თქვენ იცით მე ვინ ვარ?
- არა.
- არა?
- ელე, წამოდი, წავიდეთ - მკლავზე მომქაჩა დემუმ.
- ხელს ვერ მახლებს ვერავინ!
- დემუ ვარ.
- ვერც შენ ვერ მახლებ! მომიახლოვდებით და წიწაკის სპრეის შეგასხამთ თვალებში - დავემუქრე ყველას. არადა, არ მქონდა არანაირი სპრეი. ცოტა კი შეკრთა ის ორი ვეებერთელა ტიპი, მაგრამ მერე მიმიხვდნენ ხრიკს და მოულოდნელად, ერთ-ერთმა, ხელში ამიყვანა, ზურგზე გადამიკიდა.
იმაზე თვალს ვხუჭავდი, რომ ჩემი პირადი სივცრე დაარღვია უცნობმა. იმაზეც თვალს ვხუჭავდი, რომ ვიღაც რეგვენს უკუღმა მოგდებული გავყავდი გარეთ, მაგრამ ყველაზე მეტად, იმისი მეშინოდა, ამდენი ხალხის თანდასწრებით, პირღებინება არ გამმეორებოდა.
- ხელი გაუშვით! - გავიგონე შაკოს ხმა. - თქვენ შ*გ ხო არა გაქვთ? დასვი, თორე ვისვრი! - ისეთ ისტერიკაში ჩავარდნილს ჰგავდა, გეგონება, ვინმე ხმარებას მიპირებდა.
- თავისი ნებით არ გამოვიდა - თავი იმართლა ორივე ს*რმა და როგორც იქნა, წაღმა დამაყენეს.
- ფეხებზე , ვინ ჩემი ფეხები ხართ, რომ ხელს ჰკითხებთ საერთოდ? დაახვიეთ ეხლა ორივემ და თქვენი უფროსი გამოიყვანეთ, სანამ ჰაერში დამიბზრიალებია ეს ადგილი - არ ცხრებოდა შაკო- შენ კიდევ, რა დაგემართა? - მხრებში ჩამბღუჯა ხელები და ისე მკითხა. თვალსაც ვერ ვასწორებდი, რომ ნორმალურად დამენახა.
- არ დამილევია ბევრი, არ ვიცი, რა მჭირს - ამოვილუღლუღე საცოდავად.
- მაპატიე ელენა, უბრალოდ, მორიგი ხრიკი მინდოდა და... - მკერდზე მიმიკრო - მაპატიე რაა - იმეორებდა სინანულით სავსე.
- შენ რა გაპატიო?
- წამალი ჩაგიყარე. ვიფიქრე, ცოტას შევარცხვენ-თქო. არაფხიზელი როცა ხარ, არაადეკვატური ხდები და მინდოდა, შენთვის სამაგიერო გადამეხადა, თუმცა „აბაროტს“ თუ მოგცემდა, ვერ ვიფიქრებდი.
- შაკო! - ხელი ვკარი და მერე ძლივს დავუმიზნე ხელი, რომ სახეში გამელაწუნებინა მისთის - შენი დედაც! - ორივე შუათითი ავუწიე და გზას შევხედე.
ჩემი მანდაქანა ვიცანი.
როგორ წავიყვანდი სახლამდე თავს, კაცმა არ იცოდა, მაგრამ ჯიუტად ავიღე გეზი მისკენ და ალბათ, სწორედ მაშინ დამარტყა მანქანამ.
შაკოს ღრიალი ბუნდოვნად გავიგე.
ისეთი გათიშული ვიყავი, ტკივილსაც ვეღარ ვგრძნობდი.
ერთი სიტყვით რომ ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საშინელი დღე იყო, რომელიც კრახით დასრულდა. скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი Moonlight17

მე და შენ ძალიან კარგად ვიცით რაც ხარ შენ :დ რაც არის შაკო და რაც არის ელენა.
აბა ეხლა წამა შაკოს თვითგვრემები რო ელენა მაგისმა წამალმა მოახვედრა ავარიაში და იმედია დანაშაულის გრძნობისგან ტავს არ მოიკლავს :დდდ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი L.eli13

უფფფ.მესიამოვნა.
გულზე მომეშვა.
????????????

 


№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Moonlight17
მე და შენ ძალიან კარგად ვიცით რაც ხარ შენ :დ რაც არის შაკო და რაც არის ელენა.
აბა ეხლა წამა შაკოს თვითგვრემები რო ელენა მაგისმა წამალმა მოახვედრა ავარიაში და იმედია დანაშაულის გრძნობისგან ტავს არ მოიკლავს :დდდ❤️❤️❤️

მეც იმედი მაქვს, რომ ყველანი კარგად იქნებიან :დდდ
შენც იცი, შენ რაც ხარ <3
ანუ კაი რამე ხარ

 


№4  offline მოდერი Moonlight17

“შემდეგი მალე იქნება?”

პ.ს ცოტას გაღიზიანებ :დდდდდდდ იუ ნოუ ვოთ აი მინ
ენ ჯეინი
Moonlight17
მე და შენ ძალიან კარგად ვიცით რაც ხარ შენ :დ რაც არის შაკო და რაც არის ელენა.
აბა ეხლა წამა შაკოს თვითგვრემები რო ელენა მაგისმა წამალმა მოახვედრა ავარიაში და იმედია დანაშაულის გრძნობისგან ტავს არ მოიკლავს :დდდ❤️❤️❤️

მეც იმედი მაქვს, რომ ყველანი კარგად იქნებიან :დდდ
შენც იცი, შენ რაც ხარ <3
ანუ კაი რამე ხარ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Moonlight17
“შემდეგი მალე იქნება?”

პ.ს ცოტას გაღიზიანებ :დდდდდდდ იუ ნოუ ვოთ აი მინ
ენ ჯეინი
Moonlight17
მე და შენ ძალიან კარგად ვიცით რაც ხარ შენ :დ რაც არის შაკო და რაც არის ელენა.
აბა ეხლა წამა შაკოს თვითგვრემები რო ელენა მაგისმა წამალმა მოახვედრა ავარიაში და იმედია დანაშაულის გრძნობისგან ტავს არ მოიკლავს :დდდ❤️❤️❤️

მეც იმედი მაქვს, რომ ყველანი კარგად იქნებიან :დდდ
შენც იცი, შენ რაც ხარ <3
ანუ კაი რამე ხარ

არა, დასასრულია, აღარ იქნება :დდ
შუჩუუუ :დ
მალე იქნება მალე.
აი ნოუ ვათ იუ მინ <3

L.eli13
უფფფ.მესიამოვნა.
გულზე მომეშვა.
????????????

გესიამოვნა ბავშვის გატანა? :დდ

 


№6 სტუმარი ფუფალ

გაგრძელება 3 წელში?

 


№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფუფალ
გაგრძელება 3 წელში?

არა, 7 წელიწადში <3
ლიზა დაწერს მერე დასასრულს ^_^

 


№8 სტუმარი ფუფალ

ფუფალ
გაგრძელება 3 წელში?

უფფფ, მალეო, დავიჯერო? იმედიააა. ისეთ მომენტზე გაჩერდი, რომ ჩემი გული დიდხანს ვერ გაძლებს

 


№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ფუფალ
ფუფალ
გაგრძელება 3 წელში?

უფფფ, მალეო, დავიჯერო? იმედიააა. ისეთ მომენტზე გაჩერდი, რომ ჩემი გული დიდხანს ვერ გაძლებს

ორ დღეში დავწერ მე ვიყო კუ <3

 


№10  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

ისა...
შოკში ვარ და ვინმემ მიშველეთ...
აქ ამბები ატყდება ...
ღმერთმანი...
აი ვერ გავიგე რა ელენას ბრალი იყო დარწმუნებული ვარ მძღოლი იყო გაფანტული,მთავარია ახლა შაკოს გადაურჩეს თორემ სხვა კი არაფერი...
აი ყველაზე უცნაურად რომ ვთქვა...
"სერიოზული სიგიჟის" პიკი იყო...
არ ვიცი,ვისთვის როგორ ,მაგრამ ჩემთვის ყველაზე დაძაბული თავი იყო...

*****
საოცრება იყო.....
მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას...

 


№11  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

შენი ქალები ორიენტაციას შემაცვლევინებენ მგონი :დდ აი აქ ხო ისტორიების მამრებზე ჭედავენ, მე შენ ქალებზე ვჭედავ :დდ ხო ყველა არანორმალურია, მაგრამ ეს ელენაა.. შიფერდაცურებულთა განსაკუთრებული კატეგორიაა smiley

 


№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

meocnebe avadmyopi
ისა...
შოკში ვარ და ვინმემ მიშველეთ...
აქ ამბები ატყდება ...
ღმერთმანი...
აი ვერ გავიგე რა ელენას ბრალი იყო დარწმუნებული ვარ მძღოლი იყო გაფანტული,მთავარია ახლა შაკოს გადაურჩეს თორემ სხვა კი არაფერი...
აი ყველაზე უცნაურად რომ ვთქვა...
"სერიოზული სიგიჟის" პიკი იყო...
არ ვიცი,ვისთვის როგორ ,მაგრამ ჩემთვის ყველაზე დაძაბული თავი იყო...

*****
საოცრება იყო.....
მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას...

უდიდესი მადლობა ჩემო საყვარელო <3
ჩემთვისაც ძალიან დაძაბული თავი იყო და დასაწერად, ძნელი.
მადლობა რომ ჩემთან ხარ :*

ელ_ჯეიმსი
შენი ქალები ორიენტაციას შემაცვლევინებენ მგონი :დდ აი აქ ხო ისტორიების მამრებზე ჭედავენ, მე შენ ქალებზე ვჭედავ :დდ ხო ყველა არანორმალურია, მაგრამ ეს ელენაა.. შიფერდაცურებულთა განსაკუთრებული კატეგორიაა smiley

აამაყი ვიქნები, ჩემმა გოგოებმა თუ გადაგისხვაფერეს ჰორმონები :დდ
გაიხარე უსაყვარლესო, იცი როგორ მიხარია, რომ მოგწონს?

 


№13  offline წევრი L.eli13

L.eli13
უფფფ.მესიამოვნა.
გულზე მომეშვა.
????????????

ეგ ნაწილი კი არ წამიკითხია. დდდ
მოდი მაგის ცოდვას ნუ დაიდებ.
(შაკოს საქციელზე რა გითხრა მარა სიტყვებმა გული მომიფხანა)

 


№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

L.eli13
L.eli13
უფფფ.მესიამოვნა.
გულზე მომეშვა.
????????????

ეგ ნაწილი კი არ წამიკითხია. დდდ
მოდი მაგის ცოდვას ნუ დაიდებ.
(შაკოს საქციელზე რა გითხრა მარა სიტყვებმა გული მომიფხანა)

მესმის შენიც :დდ
ვეცდები,არავის ცოდვა მე არ დავიდო

 


№15  offline წევრი M∆IIå Beŧa^°

სანამ ამას წავიკითხავდი, რომ არ მეტირა და ის ორი წვეთი ემოცია არ დამეხარჯა გული ამიჩუყდებოდა, მაგრამ ახლა დებილივით ვუყურებ ეკრანს და საერთოდ რა გააკეთე? :დ შაკო ისედაც არ მომდიოდა თვალში და ახლა ხომ საერთოდ:დდ დებილი
გელიი❤❤ და იმედია შემდეგში ლიზასაც გამოაჩენ. მომენატრა:დ❤

 


№16  offline წევრი DI ANA

არა ხომ ვიცი რომ გამოძვრება მაგრამ მაინც რომ ვნერვიულობ რა ჯანდაბაა? ბოლოს ასე ძალიან მოთხრობის პერსონაჟებზე მაშინ ვინერვიულე როცა "შიმშილის თამაშებში" პიტა მელარკი დანესტრეს და ქეთნისის მიხრჩობა სცადა.

შაკოს რომ არ ეთქვა რაღაც ჩაგიყარეო უკვე სერიოზულად ვფიქრობდი ორსულობის სიმპტომები აქვს მეთქი მაგრამ ვინ იცის იქნებ არის კიდევაც.

რატომღაც მგონია რომ ეს ბოლო წვეთი იყო და მალე შერიგდებიან (ან კიდევ ძალიან მინდა და ამ სურვილს წინათგრძნობად ვასაღებ) მოკლედ რომ ვთქვა ძალიან მაგარი თავი იყო და მოუთმენლად ველოდები შემდეგს❤

 


№17  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
სანამ ამას წავიკითხავდი, რომ არ მეტირა და ის ორი წვეთი ემოცია არ დამეხარჯა გული ამიჩუყდებოდა, მაგრამ ახლა დებილივით ვუყურებ ეკრანს და საერთოდ რა გააკეთე? :დ შაკო ისედაც არ მომდიოდა თვალში და ახლა ხომ საერთოდ:დდ დებილი
გელიი❤❤ და იმედია შემდეგში ლიზასაც გამოაჩენ. მომენატრა:დ❤

სიფსიხეო და ჩავიდინე ეს სიფსიხე :დდ
ლიზას გამოვაჩენ, მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელად :ფფ

DI ANA
არა ხომ ვიცი რომ გამოძვრება მაგრამ მაინც რომ ვნერვიულობ რა ჯანდაბაა? ბოლოს ასე ძალიან მოთხრობის პერსონაჟებზე მაშინ ვინერვიულე როცა "შიმშილის თამაშებში" პიტა მელარკი დანესტრეს და ქეთნისის მიხრჩობა სცადა.

შაკოს რომ არ ეთქვა რაღაც ჩაგიყარეო უკვე სერიოზულად ვფიქრობდი ორსულობის სიმპტომები აქვს მეთქი მაგრამ ვინ იცის იქნებ არის კიდევაც.

რატომღაც მგონია რომ ეს ბოლო წვეთი იყო და მალე შერიგდებიან (ან კიდევ ძალიან მინდა და ამ სურვილს წინათგრძნობად ვასაღებ) მოკლედ რომ ვთქვა ძალიან მაგარი თავი იყო და მოუთმენლად ველოდები შემდეგს❤

გაიხარე ჩემო საყვარელო <3
მალე დავდებ მომდევნო თავს და არ გალოდინებ

 


№18 სტუმარი ნათია41

ენ ჯეინ საოცარი თავი იყო. ჯერ ვიფიქრე იქნებ და სასწაული მოხდა დაფეხმძიმედაათქო ნაფრამ წამალი ჩაყყარაო და ოცნებაც შევწყვიტე. და ბოლოს ავარია. იმედია ცუდი არაფერი მოუვა დაშაკოც დაფიქრდება რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ძვირფასი...
მიყვარხარ❤❤❤

 


№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია41
ენ ჯეინ საოცარი თავი იყო. ჯერ ვიფიქრე იქნებ და სასწაული მოხდა დაფეხმძიმედაათქო ნაფრამ წამალი ჩაყყარაო და ოცნებაც შევწყვიტე. და ბოლოს ავარია. იმედია ცუდი არაფერი მოუვა დაშაკოც დაფიქრდება რომ ცხოვრება ხანმოკლეა და ძვირფასი...
მიყვარხარ❤❤❤

მეც მიყვარხარ ნათი <3
თქვენს გარეშე, საოცარ თავებს ნამდვილად ვერ დავწერ და მადლობა, რომ კითხულობთ <3

 


№20  offline წევრი Moonlight Sonata

აი ისეთი გაგრძელებაა, როგორიც შეეფერებოდა და იდეალური მიზეზიცაა შაკოს და ელენას შესარიგებლად ❤ სახელი შაკო მძულდა, მაგრამ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომ პერსონაჟმა შემაყვარა სახელი ❤ უბრალოდ მართლა მიყვარს ეს პერსონაჟი. სრულიად სხვანაირია და ოდნავ ბავშვურად საყვარელიც ❤ თუმცა დემუ მაინც ჩემი ფავორიტია heart_eyes

 


№21  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Moonlight Sonata
აი ისეთი გაგრძელებაა, როგორიც შეეფერებოდა და იდეალური მიზეზიცაა შაკოს და ელენას შესარიგებლად ❤ სახელი შაკო მძულდა, მაგრამ კიდევ ერთი შემთხვევა მოხდა, რომ პერსონაჟმა შემაყვარა სახელი ❤ უბრალოდ მართლა მიყვარს ეს პერსონაჟი. სრულიად სხვანაირია და ოდნავ ბავშვურად საყვარელიც ❤ თუმცა დემუ მაინც ჩემი ფავორიტია heart_eyes

დემუ აქ ყველაზე ძერსკია, მართალი ხარ :დდ
შენმდეგი თავი სავარაუდოდ, დასასრული იქნება და არ დავაგვიანებ <3

 


№22  offline წევრი Ninuciusi

აუ არაა... კიარის ეს ეშმაკი ქალი ღირსი მარა მაინც მეცოდება.. ჩემი შაკუნა რა კაცია ❤ საყვარელო

 


№23 სტუმარი სტუმარი ნიტა

მეცამეტეს როდის დადებ?

 


№24 სტუმარი ფუფალ

როგორ არის საქმე? ხარ კუუ?

 


№25 სტუმარი სტუმარი ენ ჯეინი

ფუფალ არ ვიცი რამდენად მეთვლება კუობა, კონპიუტერით ვერ შემოვდივარ და ტელეფონით ვერ ვდებ ????????

 


№26 სტუმარი სტუმარი ქეთი

არ ვიცი კუ ხარ თუ არა ;დდ
მაგრამ ადამიანი არ ხარ? ასე ინტრიგულად დაამთავრეე და ამოგვწყვიტე სული ლოდონით...;(((

 


№27 სტუმარი ფუფალ

სტუმარი ენ ჯეინი
ფუფალ არ ვიცი რამდენად მეთვლება კუობა, კონპიუტერით ვერ შემოვდივარ და ტელეფონით ვერ ვდებ ????????

დღეს 12 საათზე უკვე კუდ გადაიქცევი! იჩქარე, იქნებ მოასწრო! :D

 


№28 სტუმარი გელოდებითენჯეინ

ფუფალ
სტუმარი ენ ჯეინი
ფუფალ არ ვიცი რამდენად მეთვლება კუობა, კონპიუტერით ვერ შემოვდივარ და ტელეფონით ვერ ვდებ ????????

დღეს 12 საათზე უკვე კუდ გადაიქცევი! იჩქარე, იქნებ მოასწრო! :D




კუდ გადაქცევამდე დარჩა ექვსი წუთი

 


№29  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გელოდებითენჯეინ
ფუფალ
სტუმარი ენ ჯეინი
ფუფალ არ ვიცი რამდენად მეთვლება კუობა, კონპიუტერით ვერ შემოვდივარ და ტელეფონით ვერ ვდებ ????????

დღეს 12 საათზე უკვე კუდ გადაიქცევი! იჩქარე, იქნებ მოასწრო! :D




კუდ გადაქცევამდე დარჩა ექვსი წუთი


ყველაზე მაგარი სტუმრის სახელიიიიი :დდდდ
აუ დაიტოვე სულ რაა <33333
დღეს დავდებ <3

სტუმარი ქეთი
არ ვიცი კუ ხარ თუ არა ;დდ
მაგრამ ადამიანი არ ხარ? ასე ინტრიგულად დაამთავრეე და ამოგვწყვიტე სული ლოდონით...;(((

ე ბიჯო, კი ვარ ადამიანი, მაგრამ დაბლოკილი იყო საიტი და მოსე ხო არა ვარ, მაინც შემოვსულიყავი? :დდდ
დღეს დავდებ ქეთუშ <3

 


№30 სტუმარი სტუმარი ქეთი

ასე რაააა....
გელოდეებიიი <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent