შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არყიანი ჩაი – Short gay love story (ნაწილი 1 )18+


9-02-2019, 00:54
ავტორი Nickolson
ნანახია 1 105

არყიანი ჩაი – Short gay love story (ნაწილი 1 )18+

I ნაწილი

აჩქარებული ნაბიჯით ჩამოუყვა თარხნიშვილის დაღმართს და გეზი რუსთაველისკენ აიღო. ღამე იყო და ციოდა. ტროტუარის ნაპირებზე გაყინული თოვლი შემორჩენილიყო. ქუდი ყურებზე კარგად ჩამოიფარა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. "ჯანდაბა!" - გაიფიქრა, როცა სანთებელა ვერ იპოვა. ყოველთვის სადღაც კარგავდა. მოწევა დიდად არც უნდოდა, უბრალოდ იცოდა, რომ სიგარეტი გაათბობდა.
ნაბიჯს აუჩქარა. ბარში მალე მივიდოდა, იქ კი სითბო იყო, მეგობრებს ნახავდა, ცოტას დალევდა და გაერთობოდა.
შემთხვევით მისი ყურადღება სკამზე ჩამომჯდარმა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც სკამის კიდეზე მიყუჟულიყო და ერთიანად ცახცახებდა. კანკალი ხანდახან უწყდებოდა, ხან კი იძულებული იყო, აცახცახებული ხელები ნეკნებზე შემოეჭირა, ცოტა რომ დამშვიდებულიყო. ძალიან თხლად ეცვა. მხოლოდ ერთი ნაქსოვი ჯემპრი. არანაირი ქურთუკი, ჟაკეტი ან პალტო, მხოლოდ შინდისფერი ჯემპრით იყო ყინვაში გამოსული. შავი შარვალი და შავი ბათინკები ეცვა, მაღალყელიანი. გრძელი თმა სახეს უფარავდა, ამიტომ ვერ გაარჩია როგორ გამოიყურებოდა. ყურსასმენები ეკეთა, საიდანაც მუსიკის ხმა ისმოდა, დრამზე დარტყმის ხმა. უსახლკაროს არ ჰგავდა, მაგრამ წყალი არ გაუვიდოდა იმ ფაქტს, რომ წასასვლელის არ ჰქონდა, თორემ ასეთ ყინვაში, ასე თხლად ჩაცმული არ იჯდებოდა.
"რა ვქნა, მივიდე?" - გაიფიქრა ტატომ და ნაბიჯი მკვეთრად შეანელა, "- რომ მითხრას, რა შენი საქმეაო? მაგრამ..." - თავი გადააქნია. იცოდა, თუ ბევრს იფიქრებდა, აუცილებლად გააგრძელებდა გზას, ამიტომ მუცელში გაჩენილ უსიამოვნო გრძნობას ყურადღება არ მიაქცია და ბიჭს მიუახლოვდა. მანაც, თითქოს იგრძნოო, თავი ასწია და ჩაწითლებული თვალებით გამოხედა.
- გამარჯობა, - უთხრა ტატომ, მერე გაახსენდა, რომ ბიჭი მუსიკას უსმენდა და საკუთარ თავზე ბრაზი მოერია.
ბიჭმა ყურსასმენები უკან გადასწია და კისერზე გაიკეთა.
- რამე მითხარი? - ჰკითხა ჩახლეჩილი ხმით, შემდეგ კი რამდენჯერმე ჩაახველა ხმის გასაწმენდად.
- სანთებელა ხომ არ გაქვს?
ბიჭმა თითებში მოქცეულ, ბოლომდე დამწვარ სიგარეტს დახედა და დაბნეულმა დაუქნია თავი.
- კი, მაქვს.
მან ფეხი გაშალა, ვიწრო შარვლის ჯიბიდან სანთებელა რომ ამოეღო.
"რა პატარაა," - გაიფიქრა ტატომ, "- ჩემზე 3–4 წლით პატარა იქნება, შეიძლება ხუთითაც".
გამოწვდილი სანთებელა გამოართვა და სიგარეტს მოუკიდა.
- მადლობა.
- არაფრის, - ბიჭმა თვითონაც მოუკიდა ახალ ღერს. ტატომ შეამჩნია, რომ თითქმის აღარ კანკალებდა.
- კარგად ხარ? - თავადაც გაუკვირდა, პირდაპირ რომ ჰკითხა. მაგრამ ბიჭი ისე ცუდად გამოიყურებოდა, დარწმუნებული იყო, რაღაც ძალიან ცუდი შეემთხვა.
იგრძნო, როგორ აკვირდებოდა ბიჭის ყავისფერი თვალები.
- ჩემს საუკეთესო მეგობარს და შეყვარებულს ერთად შევუსწარი... ჩემს სახლში... ჩემს საწოლზე.
ტატოს გაოგნებისგან ყბა ჩამოუვარდა. უცებ გაიფიქრა, რომ ბიჭის ადგილზე ყოფნა უკანასკნელი იყო, რაც სურდა.
- ტეხავს...
- ტეხავს? - ნერვიულად გაეცინა ბიჭს, - ძალიან ტეხავს.
- ამიტომ ვერ მიდიხარ სახლში?
- ხო.
ტატომ შარფი მოიხსნა და ბიჭს კისერზე შემოხვია. მისი გაოცებული მზერა იგრძნო, მაგრამ შეეცადა არ შეემჩნია. არც ერთს ამოუღია ხმა.
- წამოდი, არყიან ჩაის დაგალევინებ, თორემ ასე ფილტვების ანთება დაგემართება.
- არ არის საჭირო...
ტატო შეყოყმანდა.
- დარწმუნებული ხარ? - რატომღაც მოელოდა, რომ უარს ეტყოდა, მაგრამ არ უნდოდა ასე მომხდარიყო.
ბიჭმა სწრაფად დაუქნია თავი.
- თუ გადაიფიქრებ, ბარ "კიოტოში" ვიქნები.
ბიჭმა არაფერი უპასუხა, გაოცებული უყურებდა ერთხანს. ალბათ ვერ იჯერებდა, რომ უცნობ ადამიანს მისი დახმარება სურდა. მაგრამ კისერზე შემოხვეული შარფი და ტატოს შემოთავაზება ცხადზე ცხადი იყო. უბრალოდ, ახლა იმდენად ცუდად გრძნობდა თავს, არაფერზე ფიქრი არ შეეძლო.
ტატომ ცოტა ხანს მოიცადა, იქნებ გადაიფიქროსო, მაგრამ ბიჭი ადგილიდან არ დაძრულა. მან კეთილგანწყობის ნიშნად გაუღიმა და გზა განაგრძო. არაბუნებრივად ნელა მიდიოდა. იმედი ჰქონდა, ბიჭი დაეწეოდა და ეტყოდა, კარგი, წავიდეთო. მაგრამ სულ უფრო და უფრო ხვდებოდა, რომ ის არ მივიდოდა. ეცოდებოდა ბიჭი. ალბათ საშინელება გადაიტანა. მოღალატე შეყვარებული და მოღალატე მეგობარი... ძნელი იყო ამის გააზრება.
"ქუდიც უნდა მიმეცა," - სინანულით გაიფიქრა მან.
ბარში მისულმა პირველი, რაც იგრძნო, ბუღი იყო. თუმცა, გარეთ ისე ციოდა, სიგარეტის კვამლთა და ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილ, დამძიმებულ ჰაერზე თბილმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. ბარში ბნელოდა. დრო დასჭირდა, რომ წითელი ნეონის შუქზე ადამიანების სახეები გაერჩია. ბევრი ხალხი იყო. ყველა მაგიდა დაკავებული აღმოჩნდა.
- ტატო! - მოესმა მუსიკის ხმაში ჩაკარგული ძახილი, - აქეთ!
ერთ-ერთი მაგიდიდან გრძელთმიანი ბიჭი წამოდგა და ხელი დაუქნია. ტატო ღიმილით გაემართა მისკენ.
- როგორ ხარ? - ხმამაღლა ჰკითხა ტატომ ნიკას და გადაეხვია.
- რა გაყინული ხარ, - სიცილით უთხრა ნიკამ.
- ჰო, ძალიან ცივა გარეთ, - ტატოს ის ბიჭი გაახსენდა და რატომღაც თავი ცუდად უგრძნო, - ნათია, - ღიმილით დაიხარა ლურჯთმიანი გოგოსკენ და ლოყაზე აკოცა.
- სალამი, დაკარგულო, - გაუღიმა ნათიამ.
- სკამი? - იკითხა ტატომ.
- მოიცა, - ნიკამ ირგვლივ მიმოიხედა. ბოლოს, ერთ მაგიდასთან შეამჩნია ზედმეტი სკამი და იქით გაეშურა. ტატო უყურებდა, როგორ ესაუბრებოდა ვიღაც ტატუებიან ტიპებს. ბოლოს კი სკამთან ერთად დაბრუნდა.
- მადლობა, - გაუღიმა ტატომ, - წავალ, ლუდს ვიყიდი. კიდევ ხომ არ გინდათ?
- მე მინდა, - უთხრა ნიკამ.
- ოქეი, - თვალი ჩაუკრა ტატომ და ბარისკენ წავიდა.
რამდენიმე წუთს იცადა, სანამ თავისი ჯერი დადგებოდა.
- ჰეი, ტომი, - მიესალმა ბარმენს.
- ტატო? - სიცილით გადაკოცნეს ბიჭებმა ერთმანეთი, - სად დაიკარგე?
- რა ვიცი, საქმეები, - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.
- აღარ გაქრე.
- ვეცდები. ორი ლუდი მინდა, ჩამოსასხმელი. შენ რას შვრები? - ჰკითხა და ფული გაუწოდა.
- არაფერს, - მხრები აიჩეჩა ბარმენმა, - ღამეებს ვათენებ და მთელი დღეები მძინავს. მეც ძალიან ავირიე.
- უნივერსიტეტი?
- ვცდილობ ვიარო. აი, შენი ლუდი, - ღიმილით გაუწოდა ერთჯერადი ჭიქები.
- მადლობა.
- დროებით.
ტატო მეგობრებთან დაბრუნდა. ჭიქები მაგიდაზე დააწყო და სკამზე დაჯდა. უკვე აღარ სციოდა. ქუდი მოიხადა და კურტკაც გაიხადა.
- თმა? - წამოიყვირა უცებ ნათიამ, - შეიღებე თუ მეჩვენება?
- ჰო, - გაიღიმა ტატომ.
- რა ჰო? ჰო, შეიღებე თუ ჰო, მეჩვენება.
- ჰო, შევიღებე.
- ქერაა? აუ, ამ განათებაზე კარგად ვერ ვხედავ.
- ყვითელი, - დაეკრიჭა ტატო.
- დამპალო არსებავ, რატომ არ მითხარი? - თეატრალურად შესძახა ნათიამ.
- სურათები არ გაქვს? - ჰკითხა ნიკამ.
ტატომ ტელეფონი გაუწოდა. ნიკა გალერიაში შევიდა.
- მეც მაჩვენე.
- მოდი აქ.
ნათია წამოდგა და ნიკას ზურგს დაუდგა. სანამ ისინი ტატოს ახალ თმას ათვალიერებდნენ, ტატომ სიგარეტი ამოიღო და ნათიას სანთებელას დაავლო ხელი.
- რა საზიზღარია, როგორ უხდება, - ცხვირი შეიჭმუხნა გოგომ, - ჩემი ოცნება იყო ყვითელი თმა, ეს თავხედი კიდევ ისე გამომეცხადა, თითქოს არაფერი მომხდარა. გული მომიკალი!
- შენც შეიღებე, - უთხრა გამხიარულებულმა.
- ორივეს ერთნაირად გვქონდეს?
- ხო.
- ნიკა, შენც შეიღებე და სამივეს ერთნაირად გვექნება, - ნათიამ მსუბუქად გაჰკრა ხელი გრძელთმიან ბიჭს.
- ჰა–ჰა, - გაეცინა ნიკას, - მე თმას ხელს არ ვახლებ, - სიამაყით დაიხედა გულზე დაფენილ თმაზე.
ტატომ ღრმა ნაპასი დაარტყა და თვალი გააყოლა სიგარეტის ამონასუნთქ კვამლს.
- აქ რომ მოვდიოდი, ერთი ბიჭი შემხვდა გზაში, - თქვა უცებ მან, - სკამზე იჯდა, სიგარეტს ეწეოდა. ერთი თხელი ჯემპრი ეცვა მარტო. ძალიან ნაცნობი სახე ჰქონდა, მაგრამ ვერაფრით გამიხსენებია საიდან მეცნობოდა, - არ უნდოდა ყველაფრის დაწვრილებით მოყოლა. ის, რაც ბიჭმა უთხრა, ტატოს ამბავი არ იყო, სხვებისთვისაც რომ გაემხილა.
- მოგეწონა? - ჰკითხა ნიკამ.
- ჰო, საყვარელი იყო. შეიძლება აქ მოვიდეს... იმედი მაქვს, რომ მოვა, - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა.
- შენ რა, დაპატიჟე? - ჰკითხა გაოცებულმა ნათიამ.
- ჰო.
გოგონამ გაოცების ნიშნად სტვენის იმიტაცია გააკეთა.
- ყოჩაღ შენს გამბედაობას, ძმაო, - ხელები ასწია მან.
" ახლა რომ ვუთხრა, იქამდე სახლში დავპატიჟე-მეთქი, ნეტავ, რა რეაქცია ექნება?" - გაიფიქრა მან და ნათიას რეაქციის წარმოდგენაზე გაეცინა.
- რა გაცინებს?
- არაფერი, - მკლავები მაგიდაზე დააწყო და წინ გადაიხარა, - მომენატრეთ.
- ვაი, საყვარელი, - გაწელილად წარმოთქვა ნიკამ და ტატოს ჰაერში კოცნა გაუგზავნა.
- აუ, ტატო, ნახე, - ნათიამ ტელეფონი გაუწოდა ტატოს, - ხო კაი ტიპია?
ტატომ ეკრანს დახედა. ვიღაც მოკლეთმიანი, მაღალი, გამხდარი და ლამაზი ბიჭის ფეისბუქს აჩვენებდა. ცოტა ჩამოსქროლა, შემდეგ კი ნათიას ახედა.
- მოგწონს?
- ძალიან, - ანთებული თვალები შეანათა გოგონამ.
- ძალიან კარგი, - ბოროტი ღიმილი გამოესახა ტატოს სახეზე, მაგრამ მხოლოდ ნიკამ შეამჩნია და მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰრა.
ტატომ მობილური აიღო და ნათიას რომ არ დაენახა რას აკეთებდა, სკამის საზურგეზე გადაწვა. ბიჭს მეგობრობის მოთხოვნა გაუგზავნა და მესიჯების განყოფილებაში შევიდა.
"მითხარი, რომ დღეიდან შენი ქრაში ვარ!" - დაწერა და სწრაფად გაუგზავნა ბიჭს. შემდეგ კი სწრაფად გამოვიდა ბიჭის გვერდიდან და მობილური ნათიას დაუბრუნა.
ნათია ვერაფერს მიხვდა. ტატომ ყალბი სიმშვიდით გააგრძელა სიგარეტის მოწევა და ლუდის სმა. ერთი სული ჰქონდა ნათიას რეაქცია ენახა, როცა ის ბიჭი მისწერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნათიას ტელეფონი განათდა. მან მობილური ხელში აიღო და უეცრად ისეთი სახე მიიღო, თითქოს მოჩვენება დაინახა.
- ეს... ეს... - ენა დაება აღელვებულს, - ტატო, ეს რა არის? რა გაკეთე? - ჰკითხა მას და მობილური ლამის თვალებზე ააფარა. ტატომ თავი უკან გასწია, რომ წაეკითხა.
- თუ მეც ვიქნები, - ხმამაღლა წაიკითხა ტატომ, - რას მერჩი, ის გავაკეთე, რასაც შენ არ იზამდი. დამშვიდდი ეხლა და მისწერე.
- ეს რა გააკეთე, ტატო? - კიდევ ერთხელ იკითხა ნათიამ და უცებ ხმამაღლა შეჰყვირა, - რაა? მეგობრობაც გაუგზავნე?
- აბა, დახურული გაქვს ყველაფერი და ისე როგორ დაგათვალიერებდა.
- ღმერთო ჩემო! - გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილმა რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, - სიგარეტზე მომიკიდე და მომეცი! - უბრძანა ტატოს.
ტატომ ერთი ღერი სიგარეტი ტუჩებს შორის მოიქცია, მოუკიდა და მსუბუქი ნაპასი დაარტყა, შემდეგ კი ნათიას გაუწოდა. გოგონამ შეუბღვირა და სწრაფად გამოსტაცა ხელიდან. ტატოს გაეცინა. ნათია მალე დამშვიდდა, ალბათ შეეგუა კიდეც მომხდარს. მცირე ხნის ფიქრის შემდეგ კი რაღაც დაწერა და გაგზავნა.
ტატო აფორიაქებული იყო. არადა, აქ დასამშვიდებლად მივიდა. იმ ბიჭზე ფიქრობდა. წეღან ტყუილი არ უთქვამს, სადღაც ჰყავდა ნანახი და ვერაფრით იხსენებდა, სად. მხოლოდ იმაში იყო დარწმუნებული, რომ ძალიან უნდოდა ბიჭი აქ მოსულიყო. ანდაც, უკანა გზაზე მიმავალს ისევ იქ დახვედროდა.
სწორედ ამ დროს ვიღაცას მოჰკრა თვალი. კარგად ვერ გაარჩია, მაგრამ შემოსასვლელთან მდგარი უცნობი ძალიან ჰგავდა იმას, ვისაც დღეს შარფი მისცა. ტატო ფეხზე წამოდგა. იგრძნო, როგორ მიაპყრეს გაოცებული მზერა ნიკამ და ნათიამ.
- მოვალ, - უთხრა მეგობრებს და ნელი, გაუბედავი ნაბიჯებით ბიჭისკენ წავიდა. მალევე დარწმუნდა, რომ ის იყო. მის მიცემულ შარფში ჩაერგო ცხვირი, შარფიდან კულულები მოუჩანდა. ყურსასმენები კვლავ კისერზე ეკეთა და როგორც ჩანს, ისევ ძალიან სციოდა.
- გამარჯობა, - ბიჭმა შარფი ყელზე ჩამოიწია.
- გამარჯობა, - გაუღიმა ტატომ.
- მოვედი...
- კარგია, რომ მოხვედი, - ტატოს არ უნდოდა ზედმეტად გამოეხატა მისი მოსვლით გამოწვეული სიხარული, - მე ტატო ვარ, - უთხრა და ხელი გაუწოდა.
ბიჭმა მის ხელს დახედა.
- მათე, - ხელი ჩამოართვა მან. ისეთი გაყინული თითები ჰქონდა, ტატოს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
უნდოდა ეკითხა კარგად იყო თუ არა, მაგრამ მათემ დაასწრო.
- არყიანი ჩაის შემოთავაზება ისევ ძალაშია? - გაუბედავად ჰკითხა მან.
- კი, - ტატომ თავი დაუქნია, - ახლავე მოვალ.
მეგობრეთან დაბრუნდა.
- რა მოხდა? ვინ არის? - ჰკითხა ნიკამ.
- ის ბიჭია, დღეს რომ ნახე? - მიხვდა ნათია.
- ჰო. უნდა წავიდე, - კურტკა და ქუდი აიღო.
- სად უნდა წახვიდე? - გაოცდა ნიკა, - მასთან ერთად?
- ჰო.
- რა ხდება?
- ხვალ დაგირეკავთ, - უთხრა მეგობრებს, - დროებით.
- ჭკუით, - დაადევნა ნათიამ.
ღიმილით გახედა გოგოს და ხელი დაუქნია.
- გამომართვი, ჩაიცვი, - კურტკა გაუწოდა ტატომ.
- არა, არა, - სწრაფად იუარა ბიჭმა, - არ არის საჭირო, მადლობა.
- ჰო, მაგრამ გაცივდები.
- არაფერი მომივა. შენ ჩაიცვი. მე მივეჩვიე სიცივეს, შენ კიდევ სითბოდან უნდა გამოხვიდე.
იცოდა, რომ მართალი იყო, მაგრამ არ შეეძლო ყინვაში ასე დაეტოვებინა.
- ქუდი მაინც გამომართვი.
- კარგი.
ბიჭმა ჭაობისფერი ქუდი დაიფარა. ბარიდან გამოვიდნენ. ახლა უფრო მეტად ციოდა.
- შენს მეგობრებთან უხერხული იყო...
- სულაც არა.
- შორს ცხოვრობ?
- არც ისე. სწრაფად წავიდეთ.
მათემ ცხვირი შარფში ჩარგო, ჯემპრის სახელოები თითებზე ჩამოიწია და მობუზულმა გადაჯვარედინებული ხელები მკერდზე მიიკრა.
- არ იციან, ერთად რომ ნახე? - ვეღარ მოითმინა ტატომ.
- ალბათ ჯერ არა. ჩემს კურტკას ნახავენ და დარეკავენ ალბათ...
- ვწუხვარ ასეთი რამ რომ შეგემთხვა..
- სულელი ვარ, - ჩაილაპარაკა მათემ.
- ცოტა ხანი აქ შევიდეთ, - ტატომ სუპერმარკეტის კარი შეაღო.
- რა? მოიცადე, აქ რა გინდა? - დაიბნა მათე, თუმცა მალე გამოერკვა და მისი შეჩერება უშედეგოდ სცადა.
- რაღაცები მაქვს საყიდელი.
- არ გინდა, გთხოვ...
- რა? - გაოცებულმა ჰკითხა ტატომ. შუქზე პირველად დაინახა ბიჭის ნაკვთები. ფერდაკარგულს ცხვირი გასწითლებოდა, ღია თაფლისფერი თვალები ჰქონდა, საშინლად ჩაწითლებული და დასიებული. მსხვილი ტუჩები სიცივეზე დასკდომოდა. საყვარელი ბიჭი იყო, სხვა დროს ქუჩაში რომ შეხვედროდა, აუცილებლად მიიქცევდა მის ყურადღებას.
- თუ ჩემ გამო აკეთებ... - ტატოს დაჟინებულ მზერაზე უხერხულად აწრიალდა.
ტატოს გაეღიმა.
- სახლში ცოტა არაყი და კონიკი მაქვს, მეტი არაფერი. მგონი ახლა სასმელი არ გაწყენს, ხომ მართალი ვარ?
- ჰო, მაგრამ საფულე კურტკაში მედო...
- ნუ ღელავ, მე დაგპატიჟე.
- არყიან ჩაიზე, - შეახსენა მათემ.
- ეგეც იქნება, - კვლავ გაუღიმა ტატომ.
მათემ ამოიოხრა.
- მადლობა ყველაფრისთვის...
- არაფრის.
ტატომ ლუდი და მისაყოლებელი სასმუსნავი იყიდა. სალაროსთან სიგარეტი და სანთებელაც აიღო. არ უნდოდა მათე უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა, ცდილობდა ეხუმრა, ბიჭი რომ გაერთო. ისიც ჰყვებოდა საუბარში, მაგრამ ნაძალადევად. ტატოც ხვდებოდა ამას, მაგრამ მაინც ფიქრობდა, რომ მათეს კარგად ეჭირა თავი.
- მოვედით.
ხუთსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ავიდნენ. ტატომ კარი გააღო და ჰოლში შუქი აანთო.
- შემოდი.
- მარტო ცხოვრობ? - უხერხულად ჰკითხა მათემ.
- არა.
- არ მინდა შეგაწუხოთ...
ტატომ ღიმილით გახედა კართან მდგარ ბიჭს.
- მაქს, - დაიძახა უცებ ხმამაღლა. ოთახის სიღრმიდან ყეფის ხმა გაისმა. ორიოდ წამში ყავისფერმა მატისმა მოირბინა და ტატოს მიახტა. ტატომ სიცილით აიფარა ხელები სახეზე. მაქსმა ხელები აულოკა, - მითხარი, მაქს, მათეს სტუმარობით წუხდები? - მხიარულად ჰკითხა ძაღლს და კისერზე მოეფერა. ძაღლმა კვლავ დაიყეფა.
- შემოდი. ხომ ხედავ, არ გვაწუხებ.
მათეს გაეცინა და თამამად გაჰყვა ტატოს და ძაღლს, რომელსაც მისთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია.
- გათბობას ავუწევ, ცოტა ცივა აქ, - უთხრა ტატომ, - მაქს, წამოდი ვჭამოთ.
მაქსი ყეფით გაჰყვა სამზარეულოში. მათემ გაიგონა, როგორ დაუყარა საჭმელი ჯამში.
- ავუწიე, მალე დათბება აქაურობა, - ტატომ დივანზე დაკეცილი პლედი აიღო და მათეს გაუწოდა.
- მადლობა, - მათემ პლედი გამოართვა და მხრებზე მოიხურა. თბილი და ფუმფულა იყო. ჟრუანტელმა დაუარა.
- არ გშია?
სანამ მათე პასუხა მასცემდა, ტატომ წარბი ასწია და შედარებით მკაცრად უთხრა:
- ცოტა მოეშვი, არ შეგჭამ. ყოველ შემთხვევაში, მე, - ტონი შეარბილა და სამზარეულოსკენ გაიხედა, სადაც მაქსი ეგულებოდა. მათე მიუხვდა ხუმრობას და ოდნავ გაეღიმა, - შენთვისვე არის არაკომფრტული უხერხულად რომ გრძნობ თავს... ჩემთვისაც არაკომფორტულია. ნუ ხარ ასე რა, ნუ გერიდება ჩემი. მე შემოგთავაზე დახმარება. სიამოვნებით ვაკეთებ ამას, ამიტომ შეწყვიტე იმაზე ფიქრი, რომ მაწუხებ. წარმოიდგინე, ვითომ შენი დიდი ხნის მეგობარი ვარ, - მერე უცებ გაახსენდა, რომ სწორედ დიდი ხნის მეგობარის გამო იყო ბიჭი ასე ცუდად, - ან ვინც გინდა ის ვიქნები, მთავარია თავი კარგად იგრძნო.
მათე ერთხანს ჩუმად.
- ის რომ იყო, ვინც ხარ? - ჰკითხა მან.
- ძალიან კარგი, თამაში აღარ მომიწევს, - ღიმილი ვერ შეიკავა ტატომ, - აბა, გშია თუ არა?
- კი.
- წამოდი მაშინ სამზარეულოში. ჯერ ჩაი ხომ არ გინდა?
- არა.
- დაჯექი. თუ გინდა გამათბობელთან მიიტანე სკამი.
მათემ ფანჯარასთან დამონტაჟებულ გამათბობელთან მისწია სკამი, ჩამოჯდა და გაყინული ხელები გამათბობელზე დააწყო.
ტატო მაცივრიდან რაღაცებს ალაგებდა, როცა თავში ერთმა აზრმა გაუელვა და სწტაფად შეტრიალდა ბიჭისკენ.
- შხაპის ან აბაზანის მიღება ხომ არ გინდა? კარგი იქნება ახლა შენთვის, გათბები, დამშვიდდები და ძალებს აღიდგენ. სანამ გამოხვალ საჭმელიც მზად იქნება.
- ჩემი დახმარება არ გჭირდება?
- არა. მოგცე პირსახოცი?
- კარგი იქნებოდა...
- კარგი.
"როგორც ჩანს, ჩემმა ნათქვამმა იმოქმედა", - გაიფიქრა ტატომ.
მათე ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან გასულ ტატოს გაჰყვა. სანამ ტატო პირსახოცისს იღებდა, პლედი დაკეცა და დივანზე დადო.
- ყველაფერი აქ დევს, თაროებზე. რაც დაგჭირდება, აიღე. თუ გინდა შხაპი მიიღე, თუ გინდა აბაზანა გაიმზადე, არ მიგეროდოს და არ იჩქარო, - უთხრა ტატომ და ბიჭი სააბაზანოში მარტო დატოვა.
ტატოს გასვლის შემდეგ მათემ პირველი, რაც იგრძნო, მკერდიდან წამოსული ფიზიკური ტკივილი იყო. მას შემდეგ, რაც გიორგი და ანანო ერთად ნახა, მთელი დრო ქუჩაში გაატარა, რამდენიმე საათი. ზუსტად არ ახსოვდა ორი თუ სამი. გარეთ ისე ყინავდა, სიცივე არ აძლევდა ფიქრის საშუალებას, ხმამაღლა ჩართული მერლინ მენსონის ღრიალიც ეხმარებოდა, ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა. მერე ტატო გამოელაპარაკა. ტატოს წასვლის შემდეგ იმაზე ფიქრობდა, მისულიყო თუ არა თავადაც ბარში. როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და ახლა აქ იყო, ტატოს ბინაში. პირველად დარჩა საკუთარ თავთან მარტო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ფიქრი არ უნდოდა. ყველაფერს გააკეთებდა, თვალწინ მორბენალი კადრი გონებიდან რომ ამოეგლიჯა... გიორგის ზემოდან მოქცეული ანანოს შიშველი ზურგი, როგორ მოძრაობდა ბიჭის დახმარებით. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, რომ ეს არ იყო სპონტანური სექსი. ეს რაღაც გაცილებით მეტი იყო. არასდროს
უგრძვნია თავად მსგავსი ემოციური კავშირი. მასთან ყოველთვის უხეში, ფიზიკურ მითხოვნილებამდე დაყვანილი სექსი ჰქონდა.
მათემ ტანსაცმლის გახდა დაიწყო. შარვლის გახდისას შიშველ კანზე რომ მოუხვდა ხელი, მიხვდა, იმაზე მეტად იყო გაყინული, ვიდრე სხეული აღიქვამდა. "ეს ცუდია", - გაიფიქრა მან და ცხელი წყალი მოუშვა. ესიამოვნა თბილი ორთქლი, წყლის ჩხრიალის ხმაც მოეწონა. ხელით გასინჯა ტემპერატურა. სითბოს ვერ გრძნობდა. ონკანი კვლავ გადაატრიალა. როგორც იქნა, ხელი გაუთბა. წლის ქვეშ დადგა და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია. თავი ასწია, წყლის ჭავლს სახე მიუშვირა. ასე სუნთქვა არ შეეძლო. ცოტა ხანს იდგა, ბოლოს, როცა უჰაეროდ ვეღარ გაძლო, ხარბად ჩაისუნთქა და ჰაერის ნაკადის საწინააღმდეგოდ, ყვირილმა ამოხეთქა პირიდან. არ ეგონა, ღალატი ასეთი მწარე თუ იქმებოდა. ცრემლები მოაწვა და ბოლოს აღრიალებული ჩაიკეცა ძირს.
სააბაზანოდან გამოსული ტატო ერთხანს კართან შეყოვნდა. მათეს ისეთი სევდიანი გამომეტყველება ჰქონდა, უნდოდა რამით დახმარებოდა, მაგრამ არ იცოდა, რით. სამზარეულოში დაბრუნდა. რამე გემრიელი უნდა მოემზადებინა. მათესთვის ახლა ყველაზე კარგი ცხელი წვნიანი იქნებოდა, მაგრამ მის მომზადებას დიდი დრო სჭირდებოდა, ტატოს კი უნდოდა, აბაზანიდან გამოსული ბიჭისთვის საჭმელი დაეხვედრებინა. ლორიანი ომელიტის მომზადება გადაწყვიტა. მაცივრიდან ლორი გამოიღო და წვრილ კუბიკებად დაჭრა. ცალკე ჯამში რამდენიმე კვერცხი გატეხა, ლორი, მარილი და პაპრიკა აურია მასში და ცხელ ტაფაზე დაასხა. რამდენიმე წუთის შემდეგ ომლეტი მზად იყო. ტატომ ცეცხლი გამორთო და გასარეცხი ჭურჭელი ნუჟარაში ჩაალაგა. როცა ალაგებდა, გამათბობელზე შემთხვევით თვალი მოჰკრა წყლის ტემპერატურას და თავზარდაცემული გაშეშდა. მისი გახევება მხოლოდ ორ წამს გაგრძელდა, შემდეგ კი შეშინებული გავარდა სააბაზანოსკენ.
- მათე! - ყვირილით მივარდა კარს და ძლიერად დააბრახუნა. პასუხი არ იყო. მხოლოდ წყლის ჩხრიალის ხმა ესმოდა. სახელურს დააწვა და მისდა გასაკვირად, კარი გაიღო, - მათე! - დაიძახა კვლავ და სააბაზანოში შევიდა. ისეთი ორთქლი იდგა, კარგად ვერაფერს ხედავდა. ბოლოს ძირს დავარდნილი ბიჭი დაინახა. გული გადაუქანდა. სწრაფად მივიდა მასთან. ბიჭი უგონოდ იყო. ტატომ წყალი გადაკეტა, სველ კაფელზე დაჯდა და გულწასულს ბიჭს თავი წამოაწევინა, - მათე, გონს მოდი! - ძლიერად შეანჯღრია. მისი სხეული იმდენად ცხელი იყო, ხელისგულები აეწვა. ჰაერიც ისე იყო ორთქლისგან ჩახუთული, სუნთქვა უჭირდა.
მოულოდნელად მათემ წამოახველა და ტუჩებგაპობილმა პირით სუნთქვა დაიწყო.
- მათე, გესმის ჩემი?
ბიჭმა სუსტად დაუქნია თავი.
- კარგია, - გახარებული ტატო პირსახოცს დასწვდა და ბიჭს სხეულზე შემოახვია, - უნდა ადგე. შეგიძლია?
ტატო წამოჯდა და ბიჭს ხელები შემოხვია. გაჭირვებით წამოაყენა ფეხზე. მათეს ხელი კისერზე მოახვევინა, თვითონ წელზე შემოაჭდო ხელები და ლასლასით გაიყვანა სააბაზანოდან. მათე გამხდარი, სუსტი ბიჭი იყო, მაგრამ არც ტატო გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალით. ტატოს უპირატესობა მხოლოდ ის იყო, რომ რამდენიმე წლით იყო მასზე დიდი, თანაც მათეს მსუბუქი სხეული ახლა იმდენად იყო მოშვებული, რომ ტატოს მისი წაყვანა ძალიან უჭირდა. როგორც იქნა, საძინებელში შეიყვანა და ფრთხილად დააწვინა საწოლზე. ტატო მძიმედ სუნთქავდა. რამდენიმე წამი დასჭირდა გონების მოსაკრეფად.
- კარგად ხარ? - ქოშინით ჰკითხა ტატომ.
მათემ კვლავ თავი დაუქნია.
- ბოდიში, - დაიჩურჩულა უცებ მან.
- ნუ მებოდიშები, - ტატომ კარადიდან კიდევ ერთი პირსახოცი გამოიღო და გაუბედავად მოუახლოვდა თვალებდახუჭულ ბიჭს. მისი მონოტორული, მშვიდი სუნთქვის ხმა მოესმა.
"ჩაეძინა?" - გაიფიქრა მან.
ალბათ ასე ჯობდა კიდეც, რადგან ისეთი რაღაცის გაკეთებას აპირებდა, რაზეც არ იცოდა, როგორი რექცია ექნებოდა მათეს.
ტატომ ფრთხილად მოაძრო შემოხვეული პირსახოცი. ბიჭი ისევ სველი იყო. ნელი მოძრაობით ჩამოუსვა პირსახოცი მკლავებზე, მკერდსა და ფეხებზე, კარგად გააშრალა. ცხელი წყლის გამო ბიჭის კანი გაწითლებულიყო. "კიდევ კარგი, დამწვრობები არ აქვს," - გაიფიქრა ტატომ და მათეს ფრთხილად ააწევინა თავი. პურსახოცი თმაზე შემოახვია. ბოლოს საბანი გადააფარა და კარგადა ამოუკეცა გვერდებში. თავისი აბანოს ხალათი გამოიღო კარადიდან და საწოლის ბოლოში დადო, მათე როცა გაიღვიძებდა რომ ჩაეცვა. ბოლოს, როცა ბიჭზე ზრუნვას მორჩა, გაიაზრა, რომ თავადაც სველი იყო. ერთი ხელი ტანსაცმელი აარჩია და მისაღებ ოთახში გამოიცვალა. სველი ტანსაცმელი სააბაზანოში გაიტანა. იქ მათეს ტანსაცმელს მოჰკრა თვალი. ორთქლის გამო დანესტილიყო. ტატომ ტანსაცნელი გამათბობელზე გადაფინა და ბოლოს დივანზე ჩამოჯდა. აქამდე არასდროს განუცდია ის, რაც 55-მდე ასული გათბობის მაჩვენებლის დანახვისას განიცდა. ეს შიში იყო. იმის შიში, რომ ბიჭს, რომელიც სახლში შეიფარა, შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. ვერასდროს დაივიწყებდა მის სხეულს, რომელიც იატაკზე აღმოაჩინა. შემდეგი მოვლენები ბუნდოვნად ახსოვდა, რადგან ინსტინქტურად მოქმედებდა. თავი უფრო მეტად დამნაშავედ იგრძნო, როდესაც ბიჭმა ბოდიში მოუხადა.
ტატო წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. უღრუბლო ღამე იყო, სავსე მთვარე ანათებდა და ყინავდა. სიგარეტი და საფერფლე აიღო, ფანჯარა ოდნავ გამოაღო და რაფაზე ჩამოჯდა. ცდილობდა არაფერზე ეფიქრა, რამდენიმე წუთით გონების გათიშვა სურდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თავში სულ მთელ საღამოს მომხდარი ამბები უტრიალდებდა, განუწყვეტლივ, მიყოლებული თუ არეული კადრებით. ბოლოს, როგორც იქნა დამშვიდდა. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც გაიაზრა, რომ მათეს არაფერი მოსვლია და ახლა მხოლოდ ეძინა.
მათემ თვალები რომ გაახილა, ვერ მიხვდა სად იყო. მერე გაახსენდა რაც მოხდა, როგორ აღმოჩნდა ტატოს ბინაში და როგორ დაკარგა გონება სააბაზანოში. გაახსენდა, როგორ გაიფიქრა, ძალიან ცხელი წყალიაო. ალბათ, თავდაპირველად გაყინულმა ორგანიზმმა სითბო ვერ აღიქვა, შემდეგ კი ტემპერატურას ვეღარ გაუძლო. ახლა თავს უკეთ გრძნობდა. შეიძლება იმიტომაც, რომ ეძინა.
მათემ ფეხებთან სიმძიმე იგრძნო. თავი ასწია და საწოლის ბოლოში მძინარე მაქსი დაინახა. გაეღიმა. როგორც ჩანს, ძაღლს მოეწონა, თორემ ისე მასთან არ დაიძინებდა. მათე ოდნავ წამოწია და თმაზე შემოხვეული პირსახოცი მოიხსნა. თმა ისევ სველი ჰქონდა. ფრთხილად წამოჯდა და ხალათი ჩაიცვა. პირსახოცი სკამზე გადაკიდა, მძინარე მაქსს ზურგზე მოეფერა და ტატოს საძინებლიდან გავიდა.
ჩაფიქრებული ტატო კვლავ ფანჯრის რაფაზე იჯდა და ისევ სიგარეტს ეწეოდა. არ გაუგია მათეს გამოსვლა. მათე შეეცადა, ხმაურით მისულიყო მასთან, რომ არ შეეშინებინა.
– გაიღვიძე? – ჰკითხა ტატომ, – როგორ ხარ?
– კარგად, – უპასუხა მათემ. თავს ძალიან უხერხულად გრძნობდა. იმის გამო რცხვენოდა, რაც შეემთხვა.
ტატომ ყურადღებით შეათვალიერა, ბოლო ნაპასი დაარტა და სიგარეტი გავსებულ საფერფლეში ჩაჭყლიტა.
– რამე ხომ არ გტკივა? დაცემის დროს ხომ არ დაშავდი?
– არა, კარგად ვარ.
– კარგია, – გაუღიმა ტატომ, რაფიდან ჩამოხტა და სამზარეულოსკენ წავიდა.
მათემ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თვალები დახუჭა.
– ტატო, ბოდიში...
– რისთვის? – მისკენ შეტრიალდა გაოცებული ტატო.
– ყველაფერისთვის.
– შენ საბოდიშო არაფერი გაქვს, – დარწმუნებით უპასუხა ტატომ, – არ გშია? – მხიარულად შეეკითხა.
– კი.
– მაშინ წამოდი.
– შენგან დავალებული ვარ.
– არა, არ ხარ. შენი ტანსაცმელი სველი იყო და გასაშრობად გამათბობელზე გავფინე. ახლა ხომ არ გცივა?
– არა.
ტატომ გაციებული ომლეტი გადმოდგა მაგიდაზე და თეფშები დააწყო. მაცივრიდან კარტოფილის პიურე და შემწვარი ბადრიჯანი გამოიღო. მაგიდა უცებ გაშალა და მათეს ანიშნა, დამჯდარიყო. სწრაფად და ჩუმად ივახშმეს. მათე გრძნობდა, სააბაზანოს შემთხვევა რომ არა, თავს საოცრად მყუდროდ იგრძნობდა. ტატოს შეეძლო იმის ილუზია შეექმნა, რომ ყველაფერი კარგად იყო. მისი მადლიერი იყო, რადგან პირველი, ყველაზე მძიმე ღამის მარტო გატარების საშუალება არ მისცა.
- შეიძლება რაღაც გკითხო? - მოულოდნელად ჰკითხა ტატომ.
- კი, - უპასუხა მათემ.
- რა ჰქვია შენს შეყვარებულს?
" მათე, გეი ხარ?" - მოესმა გონებაში ტატოს ხმით დასმული შეკითხვა. სანამ პასუხს გასცემდა, დაკვირვებით შეათვალიერა ტატოს შეღებილი თმა და გახვრეტილი წარბი. ცოტა ხნის წინ შეამჩნია, რომ ენაზეც ჰქონდა პირსინგი.
"სასაცილო იქნება, ჰომოფობი რომ აღმოჩნდეს", - გაიფიქრა მათემ.
- გიორგი.
- შენს მეგობარს?
მათემ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. უჭირდა ამაზე ხმამაღლა საუბარი.
- ანანო.
ტატომ ჩაფიქრებით დაუქნია თავი, თითქოს მათემ ეჭვები დაუდასტურა. შეამჩნია, როგორ დაძაბა მათე მისმა კითხვებმა, მაგრამ გამოცდილებით იცოდა, რომ ასეთ დროს ლაპარაკი შველოდა.
- ორი წლის წინ მეც დავშორდი შეყვარებულს, - მღელვარების დასაფარად ტატო ჩანგლით თეფშზე დარჩენილ საჭმელს ათამაშებდა, - მანაც მიღალატა, ოღონდ თავის ძმაკაცთან. შემიძლია წარმოვიდგინო რასაც გრძნობ.
- თვალწინ სულ ის კადრი მიტრიალებს... - მათე იდაყვებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო, თავი ხელებში ჩარგო, მძიმედ ამოიოხრა და მკვეთრი მოძრაობით თმა უკან გადაიწია. შემდეგ კი სკამის საზურგეზე გადაწვა, - თვალებს რომ ვხუჭავ... იცი, რა გავიფიქრე როცა დავინახე? გავიფიქრე, რომ ერთად ძალიან ლამაზები იყვნენ, - მწარედ გაეღიმა მას.
- შენი აზრით, პირველი შემთხვევა არ იყო?
- არ ვიცი... ავალაგოთ მაგიდა? - ჰკითხა უცებ მათემ.
- კი, - დაიბნა ტატო.
მათე სწრაფად წამოდგა და გასარეცხი თეფშები ნიჟარაში ჩააწყო. ტატომ დარჩენილი საჭმელი მაცივარში შეალაგა.
- არ გინდა, მე დავრეცხავ, - უთხრა მათეს, როცა ონკანის მოშვების ხმა მოესმა.
- არ მეზარება.
მათე ჭურჭელს რეცხავდა და თან იმაზე ფიქრობდა, ღირდა თუ არა ტატოსთვის ყველაფრის მოყოლა. ეშინოდა, რომ მოყოლით უფრო მეტად ეტკინებოდა. ახლა ჩუმად იყო, არც ფიქრობდა, ვეღარც ტკივილს გრძნობდა. ადრე თუ გვიან მოუწევდა ამ ტკივილთან გამკლავება, მაგრამ ჯერ მზად არ იყო, ჯერ ძალიან სუსტი იყო.
მათე ჭურჭლის რეცხვას რომ მორჩა, შეამჩნია, რომ ტატო სამზარეულოში აღარ იყო. მისაღები ოთახიდან მოესმა, როგორ აჭრაჭუნებდა რაღაცას. სამზარეულოდან გავიდა და მისაღები ოთახის კართან შედგა. რატონღაც ნანახმა გააოცა. ტატოს პატარა მაგიდა გაეშალა დივანთან, ლუდის ბოთლები, კრეკერები და წვრილ-წვრილი სასმუსნავი დაეყარა თეფშებზე. იქვე სიგარეტის ორი კოლოფი, სანთებელა და საფერფლე იდო. რაღაცის სასიამოვნო სუნი იდგა. ბოლოს კარადაზე ინდურ სურნელოვან ჩხირებს მოჰკრა თვალი. ერთ-ერთი მათგანი სუსტად ბოლავდა.
- მოდი, - დაუძახა ტატომ.
მათე სავარძელში აპირებდა დაჯდომას, როცა ტატომ თავით ანიშნა, არაო. ტატომ ბალიშები ძირს დაყარა და იატაკზე დაჯდა.
- აღმოსავლური საღამო გვაქვს? - დაეჭვებით ჰკითხა მათემ.
- ძალიან დაბალია მაგიდა და იატაკზე ჯდომა ჯობია, - ღიმილით მიუგო ტატომ.
მათე ყოყმანით დაჯდა ბალიშზე, ფეხები ლოტოსის ყვავილის პოზაში მოხარა და ხალათი გაისწორა. ტატომ ლუდის ბოთლები გახსნა და ერთი სტუმარს გაუწოდა.
- მადლობა.
- საიდანღაც მეცნობი, მაგრამ ვერ გამიხსენებია, საიდან.
მათეს გაეღიმა და ლუდი მოსვა.
- როგორც წესი, სახეებს კარგად ვიმახსოვრებ. თან, შენ ისეთი სახე გაქვს, ძნელია დაივიწყო.
- არ ვიცი, შეიძლება სადმე ბარში შევხვდით ერთმანეთს...
- ჰო, ალბათ... რამდენი წლის ხარ?
- 23.
- მართლა? - გაოცდა ტატო.
- ვიცი რომ არ მეტყობა. შენ?
- 25, - ღიმილით უპასუხა მან, - სწავლობ სადმე?
- ჰო, ეკოლოგიაზე. წელს ვამთავრებ.
- მე მაგისტრატურას ვამთავრებ წელს. არქეოლოგი ვარ.
- ექსპედიციებზე დადიხარ? - დაინტერესდა მათე.
- კი. რამდენიმე თვის წინ ეგვიპტეში ვიყავი სამი კვირით, ბერბერების სამარხი აღმოვაჩინეთ. ისე, ჩვენთანაც ეწყობა ექსპედიციები, მაგრამ ჯერ სეზონი არ გახსნილა.
- ჰო, ჯერ ცივა.
- მაგიტომაც, ზამთარში ეგვიპტეში გვიწევს მუშაობა.
- საინტერესოა.
- შენზე რას იტყვი, ეკოლოგო? - ღიმილით ჰკითხა ტატომ.
- ეკოლოგიის გარდა ყველაფერს გვასწავლიან, ამიტომ სანამ მაგისტრატურაზე არ ჩავაბარებ, იქამდე ვერ ვიტყვი, რომ ეკოლოგი ვარ.
- ეგ პრობლემა ჩვენთანაც იყო. იმ საგნების გავლას გვაიძულებდნენ, რომელიბიც არაფერში გვჭირდებიდა.
- მგონი ერთადერთი რამ, რაც ამ ოთხ წელში უნივერსიტეტმა მომცა, კარგი ნაცნობები და მეგობრებია, რომლებთან ერთადაც "მწვანე დედამიწა" ჩამოვაყალიბე...
- მოიცადე, - გააწყვეტინა ტატომ, - " მწვანე დედამიწის" დამაარსებელი ხარ?
- ერთ-ერთი.
- ძალიან მაგარია. რამდენჯერმე ვიყავი თქვენს აქციაზე. შეიძლება იქიდან მეცნობი.
- შეიძლება.
- ნამდვილად სასიამოვნო სიახლე იყო, - გაეღიმა ტატოს, - ბოლო დროს რატომ აღარ ჩანხართ?
- ალბათ ახლა საერათოდ აღარ გამოვჩნდებით...
- რატომ?
- "მწვანე დედამიწა" მე და გიორგიმ ჩამოვაყალიბეთ.
ტატო შეცბა. დაბნეულმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. სიჩუმე ჩამოვარდა.
- ლუდს მოვიტან კიდევ, - თქვა ბოლოს.
- სულ წამოიღე რაც დარჩა, მერე რომ აღარ იწვალო.
ტატომ ლუდის ბოთლები მაგიდაზე დააწყო. დაჯდა და ბოთლში დარჩენილი ლუდი ერი ყლუპით გაათავა, შემდეგ კი ახალი გაიხსნა.
- გაგიხსნა შენც?
- ჰო, - მათემ ძირში დარჩილი ლუდი შეანჯღრია და მანაც სწრაფად გამოცალა.
ტატომ ახალი ბოთლიდან ოდნავ მოწრუპა. გრძნობდა, რომ იმ თემას მიუახლოვდნენ, რაზე სალაპარაკოდაც ამოვიდნენ აქ.
- დიდი ხანია ერთად ხართ?
- 9 თვე, - სწრაფად უპასუხა მათემ.
- და ანანო?
- ჩემი ბავშვობის მეგობარია... არ ვიცი, რას უფრო მეტად განვიცდი, გიორგის ღალატს თუ ანანოს საქციელს... ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ვერაფერს. არადა, ვიცი რაც მოხდა, საკუთარი თვალით ვნახე, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე არ მეხება, თითქის სხვას შეემთხვა და მე უბრალოდ ვაკვირდები.
- ჰო, მესმის შენი... რომელიმეს მაინც ვერ ატყობდი ვერაფერს?
- ვერა... არ ვიცი... ჩვეულებრივ იყვნენ ხოლმე... - მათეს უეცრად გაახსენდა, როგორ ცდილობდა ანანო მათთან ერთად მარტო არ დარჩენილიყო. მათე ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ფიქრობდა, რომ გოგოს უბრალოდ არ სიამოვნებდა შეყვარებულების გარემოცვაში ყოფნა.
- რა მოხდა?
მათე მიხვდა, რომ თვალი გაშტერებოდა. სწრაფად გამოერკვა და ტატოს შეხედა.
- მგონი ანანოს გიორგი მანამდე უყვარდა, სანამ ჩვენ ურთიერთობას დავიწყებდით.
- მასე რატომ გგონია?
- უბრალოდ, ახლა ვაკავშირებ ყველაფერს ერთმანეთთან... აქამდე როგორ ვერ მივხვდი... - ხმა გაებზარა მათეს.
- კარგად ხარ?
- აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი... ცოტა ხანი...
- კარგი... მაპატიე...
- შენ თქვი, რომ შენმა შეყვარებულმა თავის ძმაკაცთან გიღალატა...
- ჰო, - სევდიანი ღიმილით დაუქნია თავი ტატომ, - ეგ ორი წლის წინ იყო. სხვათაშორის, მაშინ მეც ბაკალავრიატს ვამთავრებდი და მეც 23 წლის ვიყავი, - ღიმილით აღნიშნა მან, - არ გეჩვენება, რომ ჩვენი ისტორია ძალიან ჰგავს ერთმანეთს?
- ორი წლის მერე მეც თუ შევხვდები ბიჭს, რომელსაც შეყვარებული უღალატებს, მაშინ დავიჯერებ, - გაეცინა მათეს.
- მათი პორნო-ვიდეო ვნახე, - უთხრა ტატომ, - ახლა კი მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ მაშინ ძალიან მძიმედ გადავიტანე, - მან ლუდი მოსვა და კომფორტულად მოკალათდა ბალიშებზე, - მოკლედ, ლეპტოპი გამიფუჭდა და მიშკას გამოვართვი, უნივერსიტეტში პარეზენტაცია მქონდა გასაკეთებელი. სლაიდ-შოუ რომ ავაწყე, სწრაფად შევანახინე და ვერ დავინახე სად შეინახა. ფაილს რომ ვეძებდი, შემთხვევით მათ ვიდეოს გადავაწყდი. მთელ ვიდეოს ისე ვუყურე, ვერ მივხვდი ვინ იყვნენ. ვფიქრობდი, რატომ დასაჭირდა მიშკას ამ ვიდეოს შენახვა-მეთქი. ბოლოს მის სამაჯურს მოვკარი თვალი. მაგრამ მანამდე ვერ დავიჯერე, სანამ სახე არ გამოაჩინა. რამდენიმე თვის მერე, ოთომ, მისმა ძმაკაცმა, ვისთანაც მიშკა იწვა, მითხრა, რომ ვიდეო სპეციალურად დატოვა კომპიუტერში, მე რომ მენახა.
- ჯანდაბა! - წამოიძახა გაოგნებულმა მათემ, - რატომ?
– არ ვიცი, არ გვილაპარაკია და ახლა უკვე აღარ მაინტერესებს.
ამ დროს მობილურის ზარის ხმა გაისმა. ორივე შეკრთა და თავი ხმის მიმართულებით მიატრიალეს. დივანზე დაგდებული ტელეფონი სტანდარტულ ზარს უკრავდა.
მათეს სხეულში იმდენად უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, რომ შეეშინდა, ახლა არ მაღებინოსო. უნდოდა მობილური აეღო და ეს დამთრგუნველი ზარის ხმა სამუდამოდ დაედუმებინა. უცებ გაიაზრა, რომ ძალა არ ჰქონდა, სხეული არ ემორჩილებოდა. ცდილობდა ოდნავ მაინც გატოკებულიყო, მაგრამ ტვინის მიერ გაცემული ბრძანება მხოლოდ ხმად რჩებოდა.
- მათე, - დაუძახა ტატომ.
მის ხმაზე სწრაფად გამოფხიზლდა და გაოცებული მზერა მიაპყრო ტატოს, რომელიც ინტერესით უყურებდა. მიხვდა, რომ ფეხზე ადგომას ვერ შეძლებდა, ამიტომ მუხლებზე დამდგარი გაცოცდა დივნისკენ და ტელეფონს დასწვდა. როგორც ელოდა, გიორგი ურეკავდა. ალბათ მისი კურტკა და ჩანთა იპოვეს. გაუთიშა და აკანაკლებულმა სწრაფად გაუშვა ხელი ტელეფონს. რამდენიმე წამის შემდეგ ისევ გაისმა რეკვის ხმა. მათემ ამჯერად ტელეფონი დაბლოკა, ხმა დადუმდა, თუმცა გიორგის ზარი კვლავ შემოდიოდა. ცოტა ხანს სუნთქვაშეკრული უყურებდა ჩამქრალ ეკრანს, ბოლოს ზარი შეწყდა და ეკრანიც განათდა. მათემ მობილური აიღო და სიჩუმის რეჟიმში გადაიყვანა. შემდეგ კი გადმობრუნებული მობილური დივანზე დადო. ახლა ვეღარც გაიგებდა ზარის ხმას და ვეღარც დაინახავდა. მათეს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს ვიღაცამ მკერდზე მარწუხები მოუჭირა. დივანზე დაემხო, სახე ხელებში ჩამალა და მომდგარი ცრემლებისგან ამწვარი თვალები დახუჭა. არ უნდა ეტირა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ტირილი უნდოდა. არც ლაპარაკი, არც სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, მხოლოდ ტირილი სჭირდებოდა.
მოულოდნელად ტატოს შეხება იგრძნო. არ განძრეულა, მაგრამ უნებურად შეკრთა. ტატომ ისევ გამოაფხიზლა. უცებ გაიაზრა, რომ ტატოს მასზე დიდი გავლენა ჰქონდა. ჯერ ქუჩაში შეამჩნია და დახმარება შესთავაზა, მის გამო მეგობრები მიატოვა, მთელი გზა ცდილობდა გაემხიარულებინა, თავის სახლში მიიყვანა, მასზე იზრუნა, როცა გონება დაკარგა, აჭამა, გაათბო... თითქოს ტატო გრძნობდა, როდის რა უნდა ეთქვა მისთვის, რა უნდა გაკეთებინა, რომ მათეს თავში აგორებული ფიქრის ლოკომოტივი შეეჩერებინა. თვალებდახუჭულმა ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი. ტატომ თმაში შეუცურა ხელი და მის კისერზე თითების მსუბუქი მოძრაობა დაიწყო. უნდოდა ეკითხა როგორ იყო, მაგრამ მათე წამოიწია, წელში გასწორდა და თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. მათემ ზურგზე ტატოს სითბო იგრძნო, მაგრამ კისერზე ასრიალებული თითების გამო გაწევა არც უფიქრია. გრძნობდა, როგორ ათავისუფლებდა ბიჭის მასაჟი ყოველგვარი უარყოფითისგან. ნელ-ნელა ტატოს მოძრაობა უფრო ძლიერი და თამამი გახდა. ტატომ ხალათის საყელოში ჩაუცურა ხელი და ხერხემალზე ჩაუსრიალა. მათეს ჟრუანტელმა დაუარა. მუცელში სასიამოვნო თრთოლვა იგრძნო და უნებურად სუსტი ოხვრა აღმოხდა. ტატო კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა, უკვე თითქმის წელზე ეხებოდა. მალე ტატომ თითები ისევ თმაში შეუსრიალა და თავის კანზე თითების წრიული მოძრაობა დაიწყო. მათემ თვალები დახუჭა და ტატოს გაშლილ ხელის მტევანს მიეყრდნო. ბიჭი ნელა სუნთქავდა, ღრმად და მძიმედ. ტატომ ხელი კისერზე შემოხვია და თავი მისკენ მიაბრუნებინა. ტუჩებგაპობილი მათე მოლოდინით გარინდულიყო. უცებ ყურზე ტატოს ტუჩების შეხება და მისი ცხელი სუნთქვა უგრძნო. მთელი სხეული მწველმა ტალღებმა აუვსო და უნებურად მოიბუზა. იგრძნო, როგორ აებურძგლა კანი.
- გავჩერდე? - ჩურჩულით ჰკითხა ტატომ.
მათემ იმ წამსვე გააქნია თავი უარყოფის ნიშნად. გათამამებულმა ტატომ მისი ყურის ბიბილო მოიქცია ტუჩებს შორის და სწრაფად შეისრუტა შიგნით. მათემ ხმამაღლა ამოიკვნესა. ტატო მთელი სხეულით აეკრა ზურგიდან და მეორე ხელი მუცელზე შემოხვია. უცებ გაიაზრა, რომ ბიჭის ხალათის ქვეშ არაფერი ეცვა და იგრძნო, როგორ დაიწყო სისხლმა მოძრაობა პე*ნისის მიმართულებით. ვნებამორეული მათე ტატოს მკლავებში ვერ ისვენებდა, თითქოს კანში ვეღარ ეტეოდა. გონება სულ აერია, როცა ტატომ ენა ყურის ნიჟარაზე აუსრიალა. მათეს ვერ გაეგო რა უფრო დიდ სიამოვნებას ანიჭებდა - ტატოს ენის მოძრაობა თუ მისი მთუთქავი, ხმამაღალი სუნთქვა, რომელიც კანზე უმოწყალოდ სცემდა.
" როგორ შემიძლია ასეთ სიტუაციაში სექსზე ვფიქრობდე, - გაიფიქრა მათემ, - მაგრამ მინდა... ძალიან მინდა..."
ფიქრი გაუწყდა. ტატომ ენა ყურში შეუსრიალა, ორივე ხელი კისერზე შემოხვია და მთელი ძალით მიიზიდა თავისკენ.
- ტატო, - ამოიკვენა ჩურჩულით და თავი გვერდით მიატრიალა. ტატო ოდნავ მოსცილდა. მათემ მის აწითლებულ ტუჩებს და შავ თვალებს შეხედა, რომლებიც იმ მომენტში განსაკუთრებულად ბრწყინავდნენ და მიხვდა, რომ სულაც არ უნდოდა გაჩერება. ტატომ სახიდან თმა გადაუწია, თითები ყურს უკან თმაში შეუცურა და ცერა თითი ტუჩებზე გადაუსვა. ბიჭმა თვალები მილულა. უცებ მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა და თვალებგაფართოებულ ტატოს შეხედა. ტატო რატომღაც არ ელოდა ინიციატვას მათეც თუ გამოიჩენდა. მათეს მზერა მისი თვალებიდან ტუჩებისკენ სწრაფად დახტოდა. ბიჭმა მსუბუქად იკბინა ტუჩზე იმის წარმოდგენაზე, რომ ენა, რომელიც რამდენიმე წამის წინ დასრიალებდა მის ყურში, იმავე მიძრაობას პირშიც გააკეთებდა. ტატომ შუბლი შუბლზე მიადო. ყოველთვის ფიქრობდა, რომ ასეთი სიახლოვე კოცნამდე, ყველაზე სასიამოვნო და ინტუმური მომენტი იყო. ერთმანეთის სუნთქვის სუნთქვა, პარტნიორის სურნელით გაბრუება და სითბო, რომელსაც მისი გახსნილი ბაგეებიდან გრძნობდა... ტატო საკოცნელად გაიწია, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა. ის იყო, უკან დახევას აპირებდა, რომ ტუჩებზე მათეს ტუჩები იგრძნო. ბიჭმა მოწყვეტით აკოცა, თითქოს ნიადაგი მოუსინჯა მომდევნო ქმედებებს. რამდენიმე წამის შემდეგ ერთმანეთს თავდავიწყებით კოცნიდნენ. ტატო უხეშად და მომთხოვნად ცდილობდა ენით ღრმად შეჭრილიყო ბიჭის პირში. მათეს გული სწრაფად უცემდა, სუნთქვა აღარ შეეძლო. მხრებზე მოეჭიდა ტატოს და მუხლებზე ააცოცდა. ტატომ წელზე შემოხვია ხელები, თავისკენ მიიზიდა და შემდეგ თეძოებზე დააწყო. უნდოდა ხალათი გაეხსნა მისთვის, მაგრამ ნაჭერი იმდენად იყო ერთმანეთში არეული, კოცნის შეწყვეტის გარეშე ვერაფერს იზამდა. ტატომ მათეს თმაზე მოქაჩა. ბიჭმა ამოიკვნესა და თვალები დახუჭა. ტატო მისკენ გადაიხარა და ყელში აკოცა. მათეს აკანკალებული ოხვრა აღმოხდა. იგრძნო, როგორ გაუმაგრდა ძუძუსთავები.
- საძინებელში წავიდეთ?
- ჰო, - ჩურჩულით უპასუხა მათემ.
მათე მსუბუქმა ხელისკვრამ გამოაფხიზლა. საწოლზე პირაღმა ეგდო და ტატო ზემოდან დასცქეროდა. ვერ გაიხსენა, როდის შემოვიდნენ აქ. ტატომ სწრაფად გაიხადა ჯემპრი და მაისურიც ზედ მიაყოლა. აღფრთოვანებულმა მათემ ნელა ჩააყოლა თვალი მის მზემოკიდებულ, მსუბუქად ნავარჯიშებ სხეულს. სუნთქვა შეეკრა თმის წვრილი ზოლის დანახვაზე, რომელიც ჭიპის ქვემოდან იწყებოდა და შარვალში იკარგებოდა. ტატო ზემოდან მოექცა და ტუჩებზე დაეწაფა. მათე მაშინვე აჰყვა, ხელები კისერზე შემოხვია და ქვემოდან მთელი ტანით აეკრა. ტატომ ტუჩები ქვემოთ ჩააცურა, ნიკაპსა და ყელზე დაუტოვა სველი ნაკვალევი. მათეს ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სიამოვნებისგან გონებას ერეოდა, შეგრძნებებისგან ჭკუიდან იშლებოდა, უნდოდა ტატო გაჩერებულიყო, რადგან თავს კარგავდა, მაგრამ თან საოცრად სიამოვნებდა მისი შეხება და კოცნა. მათე ტუჩებზე წაეტანა და მის ფეხებს შორის მოთავსებულ ტატოს მთელი ძალით შემოეხვია. ტატომ იგრძნო, რომ რაღაც შეიცვალა. მათეს მთელი ინიციატივა თავის თავზე გადაჰქონდა, თითქოს ვიღაცას ეჯიბრებოდა და ვერც კი ხვდებოდა, ისე უახლოვდებოდა საშიშ ზღვარს.
მოულოდნელად ტატომ მკლავებში ჩაავლი ხელი და ბიჭი საწოლს მიალურსმა. დაბნეულმა მათემ გაოცებული თვალებით ამოხედა. წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია, იცოდა, რომ ძალა არ ეყოფოდა.
- დამშვიდდი! - ჩურჩულით უბრძანა თავადაც აღელვებულმა ტატომ. იმ წამს უცნაური სიჩუმე აღქივა ორივემ - არსაიდან ისმოდა ხმაური, მხოლოდ მათი მძიმე სუნთქვა არღვევდა სამარისებულ მდუმარებას.
მათემ სუსტად გაიბრძოლა, მაგრამ ტატოს ძლიერად ჰყავდა დაჭერილი.
– თუ ჩემთან სექსი გექნება, მინდა, რომ მხოლოდ ჩემზე ფიქრობდე. შურისძიებაზე ნუ ფიქრობ. მე გიორგი არ ვარ, – დაიჩურჩულა ტატომ.
– ვიცი, რომ შენ ხარ, – უპასუხა ხმაჩამწყდარმა ბიჭმა.
ტატო დაჟინებით მიაჩერდა. ვცდილობდა, ბიჭის ვნებისაგან დანისლულ თვალებში ის ამოეკითხრა, რაც ასე ძალიან სურდა. ბოლოს მძიმედ გადააგორა ნერწყვი ყელში, სხეულის სიმძიმის ცენტრი ხელებიდან მუხლებზე გადაიტანა და მოხრილი ფეხები მათეს თეძოებთან შეაცურა. ბიჭმა სუსტად ამოიკვნესა. ტატომ მკლავებზე მოჭერილი ხელები ოდნავ გაუშვა და თითები მის თითებში გადახლართა.
– პირი გააღე, – დაიჩურჩულა ტატომ.
მათეს თვალები გაუფართობდა. იგრძნო, როგორ წამოვიდა ცხელი ჟრუანტელი პე*ნისიდან და მუცელსა და მთელ კუნთებში გაიშალა. ტატოს ნათქვამისგან გამოწვეული ეიფორიის გამო სუნთქვა შეეკრა და დაიფიქრებულად გააკეთა ის, რაც ტატომ სთხოვა.
ტატო მისკენ დაიხარა და ხელები თავს ზემოთ აატანინა. მათემ თავი საოცრად დაუცველად იგრძნო. მის მკლავებში მოქცეულს ისევ არ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, ხელებშეკრული იყო, აბანოს ხალათი თეძოებაც აღარ უფარავდა. თუმცა, მოსწონდა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. როცა დაინახა, რომ ტატო მის კოცნას აპირებდა, უნებურად მიელულა თვალები. იგრძნო, როგორ შეუცურა ენა ქვედა ტუჩის შიგნით, ყველაზე რბილ ნაწილში. ტუჩებგაპობილმა მათემ სუსტად ამოიკვნესა. ტატომ ენა გადაუსვა ტუჩზე და კბილებს შორის მოიქცია. მათემ მსუბუქი, სასიამოვნო წვა იგრძნო, თუმცა იმავე წამს ტატოს ენა ასრიალდა მის ტუჩებზე. ტატო ნელა ეთამაშებოდა, თითქოს თავისივე ნათქვამის საპირისპიროდ, ცდილობდა უფრო მეტად აღეგზნო და გაეგიჟებინა.
– მაკოცე, – დაიჩურჩულა მოთმინებადაკარგულმა ბიჭმა.
ტატომ ხელები გაუშვა, მისი სახე თითებში მოიქცია და ვნებიანად დაეწაფა ტუჩებზე. მათემ ხელები წელზე შემოხვია და ძლიერად მიიზიდა თავისკენ.
ტატოს ყრუ კვენსა აღმოხდა. ტუჩები მოაცილა და თავი ბიჭის ყელში ჩამალა სულის მოსათქვავად. იგრძნო, როგორ წაეტანა ბიჭი მისი შარვლის სალტეს. წამოიწია და სწრაფად გაიხადა წინდებთან ერთად. სხეულზე გრძნობდა, როგორ ადევნებდა ბიჭი თვალს მის მოძრაობას. უცებ მათე წამოჯდა, მკლავში ხელი ჩაავლო და საწოლისკენ უბიძგა. ტატომ ვერც გაიაზრა, როგორ დააჯდა ბიჭი ფეხებზე. მათემ სწრაფად შეიხსნა ხალათის ქამარი და გაიხადა. გაიფიქრა, მგონი, იმ ყველაფერზე მეტად, რასაც ტატო აქამდე მიკეთებდა, მისმა მზერამ აღმაგზნოო. ტატო დამშეული მზერით ხარბად ათვალიერებდა მის სხეულს. ოდნავ წამოიწია და ხელები მკერდზე აუსრიალა. ხელისგულები მათეს სითბომ გაუცხელა. თითები ნელა ჩამოაცურა ბიჭის მუცელზე, მენჯის ძვლებს რომ მიუახლოვდა, ხელები უკან გაუცურა და საჯდომზე ძლიერად მოუჭირა. მათემ ამოიკვნესა და თავი უკან გადააგდო. ტატომ ხელები ბარძაყებისკენ გადაასრიალა, თითებით შეიგრძნო მისი თხელი თმა. ბოლოს ა*სოზე შემოაჭდო თითები და ნელა დაიწყო ხელის მოძრაობა. მათემ ტუჩზე იკბინა, კვნესის ხმა რომ ჩაეხშო და ტატოს მკერდზე ხელით დაეყრდნო. დანისლული მზერა მიაპყრო მის ქვემოთ მოქცეულ ტატოს, მისკენ დაიხარა და ტუჩებზე წაეტანა. ტატომ ცალი ხელი თმაში შეუცურა, თავისკენ ძლიერად მიიზიდა და ენით ბიჭის პირში ღრმად შეიჭრა. მათე მკლავებით დაეყრდნო მისი თავის გარშემო და ტატოს ხელის მოძრაობას თეძოებიც ააყოლა. უცებ დარტყმის ხმა გაიგონა და იგრძნო, როგორ აეწვა მარჯვენა დუნდულა. მათემ ხმამაღლა შეჰყვირა, ტატოს ტუჩები მოაშორა და შუბლი შუბლზე მიადო. ტატომ ძლიერად მოუსრისა აწითლებული საჯდომი და ნიკაპზე უკბინა.
– კიდევ, – ყურში ჩასჩურჩულა მათემ და ოდნავ შეეხო ტუჩებით ყურს უკან, კანზე.
ტატოს ჟრუანტელმა დაუარა. მათეს თეძოებში ჩაავლო ხელები და უფრო სწრაფად დააწყებინა მოძრაობა. ესმოდა, როგორ ცდოლობდა სიამოვნების ამოოხვრების შეკავებას, მისი ცხელი, წყვეტილი სუნთქვა კანზე სცემდა და კანს უთუთქავდა. მათემ ისევ იგრძნო წვა და უნებურად ტატოს ყურთან ამოიკვნესა.
- კიდევ? – ჰკითხა ტატომ.
მათემ სწრაფად დაუქნია თავი.
ისევ მოესმა დარტყმის ხმა, შემდეგ კი წვა იგრძნო. ხელებით ზეწარი ძლიერად ჩაბღუჯა და ყვირილის ჩასახშობად საკუთარ მკლავზე იკბინა. ტატო ურტყავდა, ეფერებოდა და შემდეგ ისევ ურტყავდა. ტატოს თავიდან მორჩვენა, რომ მათეზე ძალადობდა, მაგრამ მის სხეულზე განრთხმული სხეული სულ სხვა რამეს ანიშნებდა. ბიჭი იკლაკნებოდა, საჯდომით ხელის გულებზე ეტმასნებოდა, პე*ნისს პე*ნისზე ამოძრავებდა და სიამოვნებისგან საოცარ ხმებს გამოსცემდა.
- გაჩერდი... გაჩერდი, თორემ მალე გავათავებ, – ჩურჩულით შეევედრა მათე.
გაოცებული ტატო მაშინვე გაჩერდა. მხოლოდ იმ წამს გაიაზრა, რომ ხელის გულები ეწვოდა.
– შეგიძლია ასე გაათავო?
მათემ თავი გვერდით შეატრიალა, მისთვის თვალებში რომ არ შეეხედა. იგრძნო, როგორ მოაწვა სახეზე სისხლი. გაწითლდა.
– ჰეი, – თბილად ჩასჩურჩულა ყურში ტატომ. ხელები წელზე აუსრიალა, შემდეგ თმაში შეუცურა და აიძულა, მისთვის შეეხედა, – ჩემი ნუ გრცხვენია, – უთხრა ღიმილით, – მინდა ვიცოდე, რა მოგწონს, – სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაუწია და კისერზე შემოხვეული თითებით დაიჭირა.
მათე დააბნია და თან ააღელვა მისმა კითხვამ. ყოველთვის უჭირდა თავის სურვილებზე საუბარი, მაგრამ წეღანდელი შემთხვევა სულ სხვა იყო. არც კი დაფიქრებულა, ისე სთხოვა ტატოს ის, რაც გიორგისთან ცხრათვიანი ურთიერთობის შემდეგაც კი ვერ გაებედა. „ნდობა,“ – გაიფიქრა უცებ მათემ. ტატოს ენდობოდა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე საათის წინ გაიცნო, მასთან არაფრის ეშინოდა, არაფრის რცხვენოდა, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდნენ ერთმანთეს და დასამალი არაფერი ჰქონდათ.
– შენ... შენ მომწონხარ, – დაიჩურჩულა ბიჭმა და აკოცა.
ტატო ღიმილით აჰყვა კოცნაში, ხელები წელზე შემოხვია და სწრაფი მოძრაობით მოექცა ზემოდან. კოცნით ჩამოუყვა მის ყელს და ბოლოს ძუძუსთავზე წაეთამაშა ენით. მათე უნებურად შეკრთა. აფართხალებულ ბიჭს ხელები დაუჭირა, მისთვის ინსტინქტური წინააღმდეგობა რომ არ გაეწია და ენით ძუძუსთავის გაღიზიანება განაგრძო. მოსწონდა, როგორ კვნესოდა ბიჭი, რომ მისი სიამოვნების მიზეზი თავად იყო. მათემ როგორღაც გაითავისუფლა ხელები, წამოიწია და ტატოს ტუჩებზე დააცხრა. დიდხანს კოცნიდნენ ერთმანეთს, ბოლოს ტატო წამოჯდა, მათეს სხეულზე სანახევროდ გადაწვა და კარადის უჯრას გადასწვდა. სანამ ტატო პრეზერვატივს ეძებდა, მათემ მკერდზე აუსრიალა ხელები, შემდეგ მის ფეხებს შორის ჩაცურდა და ტუჩებით ა*სოზე დაეწაფა. ნაზი და ცხელი ტუჩების შეხებაზე, ტატოს იმდენად ძლიერმა ჟრუანტელმა დაუარა, რომ უჯრიდან ამოღებული ნივთები საწოლზე დაუცვივდა. ამოიკვნესა და თვალები დახუჭა. მოეჩვენა, რომ უფრო ინტენსიური გახდა შეგრძნება, თითქოს გონება გაეთიშა და მხოლოდ თავისი და მათეს სხეულის აღმოჩენაზე იყო კონცენტრირებული. გასწორდა და ბიჭს ზემოდან დახედა. ცალკე სიამოვნება იყო მათეს ამ მდგომარეობაში ნახვა. თმაში შეუცურა ხელები და ფრთხილად დაიწყო თეძოების მოძრაობა. მათემ ქვემოდან ამოხედა, ხელები მუცლისკენ აუცურა, შემდეგ კი ბარძაყებზე მოჰკიდა და ძლიერად მიიზიდა თავისკენ. უეცარი ბიძგისაგან ტატო წინ გადავარდა და ხელით საწოლს დაეყრდნო. სიამოვნება უფრო ძლიერი, სითბო კი უფრო მეტად მიმზიდველი გახდა და უცებ გაიაზრა, რომ მის პირში ბოლომდე იყო შესული. მათე მის თეძოებს ამოძრავებდა და ძლიერად უჭერდა ფეხებზე ხელს. უცებ ტატო მოსცილდა, სწრაფად ჩაინაცვლა ქვემოთ და ისე, რომ ბიჭს სულის მოთქმაც არ აცადა, ტუჩებზე გაშმაგებით დაეწაფა.
მათემ ნორმალურად სუნთქვა მხოლოდ მაშინ შეძლო, როცა ტატო კვლავ წამოჯდა და საწოლზე დაგდებული პრეზერვატივი აიღო. უყურებდა, როგორ გახია ფოლგა და სწრაფად გაიკეთა. შემდეგ ლუბრიკატი აიღო, ხელისგულზე დაისხა, მათეს ნელა წაუსვა ან*უსის გარშემო და თითი ფრთხილად შუსრიალა შიგნით. მათემ ტუჩზე ძლიერად იკბინა და ანთებული თვალები შეანათა ტატოს. ტატო მისკენ გადაიხარა და ჭიპთან უკბინა. მათეს წელი შეეზნიქა, მაგრამ ტატომ უხეში მოძრაობით საწოლზე გააკრა და სწრაფად დაიწყო თითის მოძრაობა. მუცელზე კოცნიდა, კბენდა და სველ ნაკვალევს უტოვებდა კანზე. ბოლოს წელში გასწორდა, მათეს ფეხები ააწევინა და ნელა შევიდა მასში. მათემ თვალები დახუჭა, თავი უკან გადააგდო და როგორც კი ტატო მისკენ დაიხარა, ფეხები წელზე მჭიდროდ შემოხვია. ტატო ტუჩებზე დაეწაფა და მოულოდნელად სწრაფი მოძრაობით ბოლომდე შევიდა. მათემ ტკივილისგან უნებურად შეჰყვირა. ტატომ ხელებში მოიქცია მისი სახე და ნაზად აკოცა ტუჩებში.
– გტკივა? – ჰკითხა მან.
მათემ თავი გააქნია, მაგრამ სახეზე დაძაბულობა ეტყობოდა.
– ნელა, გთხოვ... უხეშად არ გინდა.
– ნუ გეშინია.
ტატო ნელა, თითქმის შეუმჩნევლად მოძრაობდა მასში, მაგრამ მისი თითოეული მცირე მოძრაობაც კი ბიჭში უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა. მათემ იცოდა, რომ ეს უცნაური შეგრძნება სულ მალე გამაგიჟებელ სიამოვნებად გადაიქცეოდა. თვალები დახუჭა. გადაწყვიტა შეგრძნებებს ბოლომდე მიჰყოლოდა. იგრძნო, ტატომ როგორ აუსრიალა ენა ყურის ნიჟარაზე და მოძრაობის ტემპსაც აუჩქარა. უზარმაზარი ტალღა მოაწვა პე*ნისთან. შიგნიდან ნელ–ნელა იზრდებოდა ეს ტალღა, თითქოს მისმა ყველა შეგრძნებამ სახე იცვალა და სიამოვნების აგორებულ ზვირთებს შეუერთდა. სწრაფად გაათავა, თუმცა ისეთი ძლიერი ორგაზმი არ ჰქონია, როგორიც უნდოდა... როგორიც სჭირდებოდა. იცოდა, რომ ეს შეგრძნება კიდევ წინ ჰქონდა. ტატომ ცოტა ხანს აცადა, რომ გონს მოსულიყო, შემდეგ კი წამოიწია, ბიჭს თეძოებში ჩაავლო ხელები და ძლიერი, სწრაფი ბიძგებით დაიწყო მოძრაობა. მათეს აღარ შეეძლო თავის მოთოკვა, თავს ვეღარ აკონტროლებდა. გვერდულად გადაწვა და სახე ბალიშში ჩარგო, კვნესისა და ყვირილის ხმა რომ შეეკავებინა. ტატომ ბალიში გამოაცალა, ბიჭს მკლავებში ხელები ჩაავლო და საწოლზე მიაკრა. მათეს მოსწონდა რომ ტატო აკონტროლებდა, მასზე მბრძანებლობდა და თან ისეთს არაფერს აკეთებდა, რაც მათეს არ მოეწონებოდა. მოსწონდა, რომ თავს დაუცველად აგრძნობინებდა. ეს აღაგზნებდა. მათე ოდნავ წამოიწია და ენა ტატოს ტუჩებზე გადაუსვა. ტატო მაშინვე წაეტანა ტუჩებზე. გაშმაგებით კოცნიდა, ტუჩებსა და ენაზე კბენდა. ჰაერის ჩასასუნთქად როცა მოსცილდა, შეამჩნია, როგორ დასიებოდა და გასწითლებოდა მათეს ტუჩები. ძალიან ლამაზი იყო. უცებ ტატომ გრძელი თითები ყელზე მოუჭირა და მოძრაობა კიდევ უფრო ააჩქარა. მათეს სუნთქვა შეეკრა. იგრძნო, როგორ შეუვარდა შიგნით საყლაპავი მილი, შეკავებული სისხლის გამო სახეზე ძარღვები დაეჭიმა. თავი და ტუჩები დაუბუჟდა. ამის მიუხედავად, შეგრძნებები უფრო გაუძლიერდა. იგრძნო, რომ უკვე პიკზე იყო. მკლავზე მოუჭირა ტატოს ხელი. ტატომ სწრაფად გაუშვა ყელზე მოჭერილი თითები, ხელებით მკერდზე დაეყრდნო და ხმამაღალი კვნესით გაათავა. თითქოს ამას ელოდა მათეც. ტატო თავისკენ მიიზიდა, მთელი ძალით შემოეხვია მხრებზე და სიამოვნებისგან აღმომხდარი ყვირილი ტატოს მხარზე ჩაახშო. სწორედ ის იყო, რაც სჭირდებოდა. ყველაფრისგან დაიცალა, გონება ფიქრისგან გაუთავისუფლდა, ყოველგვარი ემიციისგან დააღწია თავი, რაც კი აქამდე აწუხებდა. მხოლოდ ფიზიკურ შეგრძნებებს აღიქვამდა და რაღაც გაურკვეველ, თბილ გრძნობას, რომელსაც ტატოს მიმართ გრძნობდა.
ტატომ თვალები გაახილა. ნელ-ნელა გონზე მოდიოდა. მათეს სხეულზე დამხობილი, მთელი თავისი სიმძიმით აწვებოდა ზემოდან. ბიჭი ალბათ ვერ სუნთქავდა. წამოიწია და მათეს შეხედა. თვალედახუჭული მათე მშვიდად სუნთქავდა. ტუჩები გაეპო, თავი ოდნავ გვერდით შეებრუნებინა და თავის თითებს ტუჩებით ოდნავ ეხებოდა. მათემ ტატოს გამოხედა და სუსტად გაუღიმა. თვალები საოცრად უბრწყინავდა, ტუჩები ისევ წითელი ჰქონდა და ღაწვებიც ასწითლებოდა.
ტატომ ადგომა დააპირა, მაგრამ მოულოდნელად მათემ შეაჩერა.
- ჯერ არ გამოიღო...
ტატომ მუცელში მსუბუქი თრთოლვა იგრძნო. სიამოვნებით შეასრულებდა მათეს თხოვნას, მაგრამ გამოიყენებული პრეზერვატივი საშინელ დისკომფორტს უქმნიდა.
- მოიცადე, - ტატო სწრაფად წამოჯდა და ფრთხილად დაიხია უკან. მათეს სიცარიელის შეგრძნება გაუჩნდა და არ მოეწონა. ტატომ სწრაფად მოიძრო პრეზერვატივი და იატაკზე დააგდო. შემდეგ ახალი გახსნა, სწრაფად გაიკეთა და ნელი მოძრაობით ბოლომდე შევიდა მათეში. მათეს სუნთქვა შეეკრა, ჩუმად ამოიკვნესა, ტატო თავისკენ მიიზიდა და ხელები წელზე შემოხვია. ტატომ თავი მათეს ყელში ჩარგო და თვალები დახუჭა. დროის აღქმა დაკარგული ჰქონდა. დიდხანს იწვნენ ასე, ბოლოს ტატომ იგრძნო, როგორ შეირხა მათე მის ქვემოთ და ტუჩებით ყელზე მიეწება. სასიამოვნო სითბომ დაუარა სხეულში და მათეს მომდევნო ქმედების მოლოდინში გარინდა. ბიჭმა თმაში შეუცურა ხელი და ყელში აკოცა. ენის წვერი აუსრიალა კანზე და მსუბუქად უკბინა.
– ჩემს აღგზნებას ცდილობ? – ღიმილით ჰკითხა ტატომ და თავი ასწია, მათე უკეთ რომ მისწვდომოდა.
ბიჭმა არაფერი უპასუხა, ტატოს ხელები სახეზე შემოხვია და ენითა და ტუჩებით შეუდგა მისი ნაკვთების შესვლას. ტატოს სუნთქვა ხშირი და ნაწყვეტი გაუხდა. ხმამაღლა ამოიკვნესა, როცა მათემ კოცნას თეძოებიც ააყოლა. ტატო ტუჩებზე წაეტანა და ვნებიანად აკოცა.
– გადაბრუნდი, – მოულოდნელად წამოჯდა ტატო და მათეს ზემოდან დააცქერდა. მათე წამოიწია და ცალი ფეხი ტატოს თავზე გადაატარა. ოთხზე დამდგარ ბიჭს ტატო მხრებზე დააწვა. მათე უნებურად ჩავარდა სახით ბალიშებში. მიხვდა, რომ ასე წოლა არაც ისე კომფორტული იყო, ერთ–ერთი ბალიში მიიხუტა მკერდზე, თმა ცალ მხარეს გადაიყარა, ბალიშს ხელები შემოხვია და სახე ჩამალა.
ტატოს სუნთქვა შეეკრა, ისეთი ლამაზი და სექსუალური იყო იმ წამს მათე. ბიჭს ხერხემლის მალები ამობურცვოდა, ნეკნები ისე ეტყობოდა, თითქოს ძვალზე პირდაპირ კანი ჰქონდა გადაკრული, მისი წელის კუნთები საოცარ მდგომარეობაში იყო. წვრილი წელი ჰქონდა, მხრები – ზომერად განიერი, ხოლო საჯდომი ისეთი ნაზი, რომ უბრალო შეხებაზეც კი უწითლდებოდა.
ტატომ თეძოებში ჩაავლო ხელი, თავისკენ მიიზიდა და მთელი ძალით დაიწყო მოძრაობა. მათემ ბალიშს მოუჭირა ხელები. ტატოს თითოეული შესვლა მასში წარმოუდგენელ სიამოვნებას იწვევდა. ეგონა, მთელ სხეულზე ცეცხლი წაეკიდა, როცა ტატომ ხერხემალზე აუყოლა თითები, შემდეგ მისკენ გადმოიხარა, ჯერ მხარზე აკოცა, შემდეგ ბიჭს თმაში ჩაავლო ხელი, თავი ააწევინა და მათეს ისე ვნებიანად დაეწაფა ტუჩებზე, უჰაერობისგან სუნთქვა აღარ შეეძლო. ტატომ მუცელზე შემოხვია ხელი და ა*სოზე შემოაჭდო თითები. მათემ თეძოების მოძრაობა დაიწყო, ძალიან სწრაფად. ესმოდა, როგორ ეხეთქებოდა და სცილდებოდა ორი სხეული ერთმანეთს, ყურთან კი ტატოს კვნესის ხამ ჩაესმოდა. ბოლოს ტატო ისევ მოსცილდა და ბიჭს კვლავ თეძოებში ჩაავლო ხელები. რამდენიმე წუთის შემდეგ პე*ნისი გამოიღო, სწრაფად მოიძრო პრეზერვატივი და მათეს წელზე ხმამაღალი კვნესით გაათავა. ძალაგამოცლილი მათე საწოლს დაენარცხა და ფეხები გაშალა. გრძნობდა, როგორ მიგორავდა თბილი სპერმის წვეთები მის წელზე. ამჯერად ორგაზმი არ ჰქონია, მაგრამ იმის გააზრებაზე, რომ ტატოს ანიჭებდა სიამოვნებას, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა საერთოდ არ გასჩენია. ტატო მისკენ დაიხარა და დუმაზე სწრაფად აკოცა, შემდეგ კი მის გვერდით დაწვა და თვალებდახუჭულ ბიჭს შუბლი შუბლზე მიადო. მათეს სიმყუდროვის შეგრძნება დაეუფლა. თვალებდახუჭულმა ტატოს ცხვირზე აკოცა. იგრძნო, როგორ გაიღიმა ტატომ, შემდეგ კი წამოჯდა. მათეს თვალები არ გაუხელია. ესმოდა, როგორ ადგა საწოლიდან და სადღაც წავიდა. რაღაც აიღო ოთახის მეორე ბოლოში მდგარი მაგიდიდან და რამდენიმე წამის შემდეგ ისევ საწოლში დაბრუნდა. უეცრად მათემ წელზე ქაღალდის ხელსაწმენდის შეხება იგრძნო და გაკვირვებულმა გაახილა თვალები.
– რას აკეთებ? – თავი უკან შეატრიალა მან.
– გასუფთავებ, – ღიმილით მიუგო ტატომ.
– არ არის საჭირო, მე ვიზამ, – უშედეგოდ სცადა ტატოს შეჩერება.
– მოისვენე! – მოჩვენებითი სიმკაცრით უთხრა ტატომ.
მათემ შუბლი შეიკრა. ბოლოს, როცა მიხვდა, რომ ტატოს ვერ გადააფიქრებინებდა, ოდნავ გვერდით გადაიხარა და თავი ბალიშზე დადო. უყურებდა, როგორ უსვამდა ხელსაწმენდს წელზე და მისი მოძრაობის სინაზეს საკუთარი კანით გრძნობდა.
ტატომ წელი გაუწმინა და ჭუჭყიანი ხელსაწმენდი იატაკზე მოისროლა.
– გადმობრუნდი, – უთხრა მან.
მათე სწრაფად გადმობრუნდა.
– ფეხები ასწიე.
– რა?
– ასწიე ფეხები, – ტატომ სიცილით ჩაავლო ხელები ფეხებში, მოახრევინა და მკერდთან აუტანა, – დაიჭირე.
მათემ ხელები შემოიხვია მოხრილ ფეხებზე და ღიმილით ახედა ტატოს.
ტატომ ფრთხილად დაიწყო ლუბრიკატის გაწმენდა მისი კანიდან. მათე ღიმილით ადევნებდა თვალს. ტატომ ხელსაწმენდი ისევ იატაკზე დააგდო, მათეს ფეხები ჩამოაწევინა და ბიჭს ზემოდან მოექცა.
– მორჩა, – ღიმილით დაიხარა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა.
– მეც შემეძლო ამის გაკეთება.
– ჰო, მაგრამ შენზე ზრუნვა მომწონს, – ღიმილით უპასუხა ტატომ და ისევ აკოცა, - ხომ არ გცივა?
- არა, - ღიმილით გააქნია მათემ თავი.
ტატო მოსცილდა, მათეს ზურგი შეაქცია და თავი მუცელზე დაადო. ბიჭმა თმაში შეუცურა ხელი და თამაში დაიწყო. ძალიან მოსწონდა ტატოს მოკლე, ყვითელი თმა.
ტატო დიდხანს იწვა თვალებდახუჭული. თითით ნაზად ეფერებოდა მათეს მუცელზე, უცნაური ფიგურებს ხატავდა მის კანზე. ბოლოს ხელი ფეხისკენ ჩაუცურა და თხელი თმა ოდნავ მოწიწკნა.
- აუ, - შეჰყვირა მათემ.
ტატოს გაეცინა და ნატკენ ადგილზე ნაზად მოეფერა, შემდეგ კი ფრჩხილები კანზე დაუსვა. მათეს კანზე წითელი ზოლები დაეტყო. უცებ მათემ გაიფიქრა, რომ ეს აღარ იყო უბრალო თამაში, ტატო მის აღგზნებას ცდილობდა. ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი და თითები მსუბუქად ჩამოუსვა ცხვირსა და ტუჩებზე. ტატომ თითზე აკოცა და კვლავ განაგრძო ფრხილებით მისი კანის დახაზვა. მოულოდნელად მათემ იგრძნო, როგორ გადაატარა თითები ა*სოზე. ისეთი მსუბუქი იყო მისი შეხება, თითქოს ბუმბული იყო.
- რას აკეთებ? - ჩურჩულით ჰკითხა აღელვებულმა მათემ.
- წეღან არ გაგითავებია, ხო?
- არ არის საჭირო, - მაგრამ უეცრად მუცელზე ტატოს კოცნა იგრძნო და უნებურად ამოიკვნესა.
- დარწმუნებული ხარ? - ღიმილით ჰკითხა ტატომ.
მათეს აკანკალებული სუნთქვა აღმოხდა. პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, რადგან ტატო წამოიწია, ფრთხილად შემოხვია პე*ნისზე თითები და ხელის მოძრაობა დაიწყო. მსუბუქად აკოცა მუცელზე. მათეს კუნთები შეეკუმშა და უნებურად აკანკალდა. უცებ ჭიპის გარეშემო ენის შეხება იგრძნო და წელშეზნექილმა ხელები ზეწარს ჩაავლო და ძლიერად მოჭმუჭნა. ტატო მუცელზე კოცნიდა, ენით კანზე ეთამაშებოდა და ხელის ნელი მოძრაობით ბიჭი ჭკუიდან გადაჰყავდა. ტატო კოცნით ჩაჰყვა მუცელზე, ბოქვენის თხელ თმაში თითები შეუცურა და პე*ნისის თავზე ნაზად გადაატარა ენა. მათემ ხმამაღლა ამოიკვნესა. ეგონა, სიამოვნებისგან ჭკუიდან შეიშლებოდა, როცა ტატო მის ფეხებს შორის მოექცა და პირში ბოლომდე აიღო. ტატო თავის მოძრაობას მთელ სხეულს აყოლებდა, თითქოს ეცეკვევოდა, ეთამაშებოდა. ცალი ხელით მუცელსა და მკერდზე ეფერებოდა. მათეს აღარ შეეძლო თავის შეკავება, ხელები თმაში შეუცურა და თეძობით აჰყვა ტატოს მოძრაობას. მალე იგრძნო, რომ პიკზე იყო. სწრაფად წამოჯდა, ტატოს სახე ააწევინა და ტუჩებზე დაეწაფა. ტატომ ხელის მოძრაობა ააჩქარა, მეორე ხელით კი აკვნესებულ ბიჭს თავი დაუჭირა. მათეს სუნთქვა აუჩქარდა, მთელი სხეული დაეჭიმა. ხერხემალზე ელექტოდენივით დაუარა ჟრუანტელმა, ტატოს ხელები შემიაჭდო და გათავებისას ხმამაღლა შეჰყვირა. ყელში ტატოს კოცნა იგრძნო. ვნებიანად კოცნიდა, გაოფლილ კანს იწოვდა, კბენდა და სველ ნაკვალევს უტოვებდა. მათემ მისკენ შეაბრუნა თავი და ტუჩები შეაგება. ტატომ ნაზად გადაუსვა ენის წვერი ბაგეებზე. ძალაგამოცლილ ბიჭს აკანკალებული ამოსუნთქვა აღმოხდა და ტატოს აღელვებულმა აკოცა. ბოლოს ტატო სულის მოსათქმელად მოსცილდა. მათეს თვალები ეხუჭა. ბიჭმა ზანტად გაახილა თვალები და ტატოს ღიმილიან მზერას გადააწყდა. მათემაც გაუღიმა და საწოლზე გადაწვა. ტატო გვერდით მიუწვა, ფეხები მის ფეხებში ახლართა და თავი მკერდზე დაადო. ესმოდა, როგორ უმშვიდდებოდა მათეს არეული გულისცემა. მოულოდნელად მათემ ნიკაპზე მოჰკიდა ხელი, თავი ააწევინა და შუბლზე აკოცა. ტატოს გაეცინა, თავი ისევ მკერდზე დაადო და ძლიერად მიეხუტა ბიჭს ცხელ სხეულზე. მათეს მუცელზე სპე*რმის წვეთებს მოჰკრა თვალი და თითით წვეთების შეერთება დაიწყო. მათე ღიმილით ადევნებდა თვალს, ლოყით თმაზე ეხუტებოდა და კისერთან მოკლედ შეკრეჭილ თმაზე ეფერებოდა. უცებ ტატომ სპე*რმიანი თითი ტუჩებთან მიიტანა და გალოკა.
- გემრიელი ხარ.
მათეს გაეცინა.
ტატომ თითით კვლავ შეაერთა ორი წვეთი და წამოიწია.
- გასინჯე, - ხელი პირთან მოუტანა მათეს. უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ბიჭს. მაჯაზე ხელი მოჰკიდა და თითი ტუჩებში მოიქცია. ენა გადაატარა თითს და ტუჩებით ძლიერად შეისრუტა. ტატო მზერას ვერ აცილებდა. უცებ იგრძნო, რომ დაღლილობის მიუხედავად ისევ ისე სურდა ბიჭი, როგორც აქამდე. მისკენ დაიხარა, ხელი მოაცილა და ტუჩებზე დააცხრა. მათემ მაშინვე კისერზე შემოხვია ხელები და კოცნაში აჰყვა.
- დაიფარე საბანი, არ გაცივდე, - უთხრა მოულოდნელად.
მათემ უკმაყოფილოდ ამოხედა, თუმცა არ შეწინააღმდეგებია. საწოლის ბოლოში მიჭყუნული საბანი აიღო და ტატოს გადააფარა, შემდეგ კი თვითონაც შეძვრა. ტატომ თავისკენ მიიზიდა, ხელები მხრებზე შემოხვია და მკერდზე მიიკრა. მათემ თავი ტატოს ყელში ჩამალა და მისი სურნელი გაჯერებული ჰაერი ღრმად შეისუნთქა.
- ცხვირი გაყინული გაქვს. რატომ არ მითხარი, თუ გციოდა?
მათემ არაფერი უპასუხა. ტატოს წელზე შემოხვია ხელი და მთელი ძალით მიეხუტა. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს რაღაც ჯადოსნური დასრულდა და ახლა რეალობის წინაშე დადგა. იმის შეგრძნება სჭირდებოდა, რომ სხეული, რომელსაც ეხებოდა, ნამდვილი იყო, ნამდვილი იყო ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ განიცადა.
- ტატო... - დაიჩურჩულა მათემ.
- ჰო.
- მეშინია...
ტატომ გაოცებით შეხედა მასზე სუროსავით შემოხვეულ ბიჭს. თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
- რისი?
- არ ვიცი, მაგრამ მეშინია, - უპასუხა ხმაჩამწყდარმა მათემ და ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა.
ტატოს გაახსენდა, როგორ ჩაიწმინდა ხმა ქუჩაში, სკამზე მობუზულმა ბიჭმა, როცა სიგარეტზე მოკიდება სთხოვა.
- კარგად იქნები, დამიჯერე... თავიდან ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ ერთ დღესაც იგრძნობ, რომ შეეგუე და უკეთ იქნები.
მათემ მძიმედ ამოიოხრა.
- მაკოცე, - მოესმა უცებ ტატოს ჩურჩული.
- რა? - დაიბნა მათე.
- მაკოცე.
ყოყმანით ასწია თავი და ოდნავ შეეხო ტუჩებზე. ტატომ ოდნავ გააღო პირი და მათეს მისი სითბო დაეცა. ცხელმა ჟრუანტელმა დაუარა ბიჭს. კისერზე შემოხვია ხელი, ტუჩებით ბაგეები გაუპო და ნელა აკოცა. ბოლოს მოსცილდა. უცნაური იყო, მაგრამ დამშვიდდა. ტატომ ყურადღებით შეათვალიერა ბიჭი და სუსტად გაუღიმა. მათე ისევ საბნის ქვეშ შეძვრა და ძლიერად მიეხუტა.
- მადლობა, რომ ჩემს გვერდით ხარ, - ჩურჩულით უთხრა ტატოს და თვალები დახუჭა. თმაზე მისი კოცნა იგრძნო.
მათემ თვალები რომ გაახილა, ვერ მიხვდა სად იყო და შეეშინდა. შემდეგ ყველაფერი გაახსენდა - რიგორ შეუსწრო გიორგის და ანანოს ერთად, როგორ გამოიქცა, როგორ იჯდა ყინვაში გარეთ, სანამ ტატომ იპოვა და თავის სახლში არ წაიყვანა... შემდეგ კი მასთან სექსი ჰქონდა.
"რაზე ვფიქრობდი?" - გაიფიქრა უცებ და სასოწარკვეთილმა შეხედა ტატოს. მისი მკერდიდან თავი ბალიშზე გადაედო, მაგრამ ხელები კვალავ მათეს წელზე ჰქონდა შემოხვეული, - "რითი ვარ გიორგისგან განსხვავებული?" - სასოწარკვეთილს საშინელი შეგრძნება გაუჩნდა, - "მეც მისნაირი მოღალატე ვარ... თუ არ ვარ? არ ვიცი...“
ფანჯრიდან ჩანდა, რომ უკვე თენდებოდა. მათემ ძალიან ფრთხილად გათავისუფლდა ტატოს მკლავებისგან. არ უნდოდა მისი გაღვიძება. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მოხდა, დამშვიდობებას ვერ შეძლებდა. სიახლოვე, რომელსაც ტატოს მიმართ განიცდიდა, ძალიან საშიში იყო. იცოდა, რაც უფრო დიდხანს დარჩებოდა მასთან, უფრო მეტად გაუჭირდებოდა ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება. არ უნდოდა ერთი მეორეთი ჩაენაცვლებინა.
მისაღებ ოთახში გავიდა და გამათბობელზე გადაფენილი ტანსაცმელი სწრაფად ჩაიცვა. ცხელი იყო ტანსაცმელი. ძალიან მოუნდა წასვლამდე კიდევ ერთხელ ენახა ტატო, ჩახუტებოდა და ძალიან, ძალიან მაგრად ეკოცნა მისთვის. საძინებლის კარს მიუახლოვდა და გაჩერდა. ვერ შეძლებდა... ჯობდა ისე წასულიყო, ტატო არ გაეღვიძებინა.
ტატოს საძინებულის კარს მოსცილდა და მისაღებ ოთახში დაბრუნდა. დივნიდან თავისი მობილური აიღო. გიორგისგან 23 გამოტოვებული ზარი დახვდა, ანანოსი კი უფრო მეტი იყო. მეიჯებიც გამოეგზავნათ. გიორგი სახლში დაბრუნებას სთხოვდა. შეტყობინებებიდან იგრძნო, რა სასოწარკვეთილი და შეშინებული იყო ახლა გიორგი, მაგრამ მისი დამშვიდება არ შეეძლო.
ტატოს ბინიდან გამოსულს ძვალ-რბილში დაუარა სიცივემ. გარეთ ყინავდა. ტატოსთან სითბო და სიმყუდრივე დატოვა. გარეთ კი მხოლოდ სასტიკი რეალობა იყო, სადაც მისთვის ორ ძალიან ძვირფას ადამიანთან მტკივნეული საუბარი ელოდა. თვალწინ გიორგის სახე დაუდგა. მისი სითბითი და სიყვარულით სავსე თვალები. იმ წამს ეგონა, რომ ახსნა ექნებოდა ამ ყველაფერს, რომ გიორგი ეტყოდა რა მოხდა, ის კი პატიებას შეძლებდა. ანანოსაც აპატიებდა, რადგან ორივე ძალიან უყვარდა... ყველაზე მეტად ცხოვრებაში.
თავისი სახლის კარს ისე მიდგა, ვერ გაიხსენა როგორ მოვიდა.
"გასაღები არ მაქვს", - გაიფიქრა უცებ სასოწარკვეთილმა, - "გასაღების გარეშე როგორ შევიდე?"
კარის სახელური ჩამოსწია და მისდა გასაოცრად, გაიაღო. მუხლები აუკანკალდა. ალბათ, გიორგი და ანანო ისევ სახლში იყვნენ, თორემ კარს ღიას არ დატოვებდნენ. შეიძლება სპეციალურადაც დატოვეს სახლში რომ შემოსულიყო, რადგან გასაღები საკიდზე დატოვა და არ ჰქონდა.
მისი კურტკა საკიდზე ეკიდა, ჩანთა შემოსასვლელაში აღარ ეგდო, ალბათ შინ შეიტანეს.
მათემ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, გამბედაობა მოიკრიფა და სახლში შევიდა.
ორივე მისაღებ ოთახში დახვდა. გიორგი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, ანანოს კი პლედი შემოეფარებინა და დივანზე მოკუნტულიყო. მათემ ორივეს კარგად დააკვირდა, სანამ ჯერ კიდევ შეუმჩნეველი იყო. გაახსენდა, რა გრძნობა გაუჩნდა, როცა გიორგი პირველად დაინახა. უნივერსიტეტში ჯგუფელმა გააცნო. გიორგი მასზე ერთი წელით უფროსი იყო და ისიც ეკოლოგიაზე სწავლობდა. მათეს და მის ჯგუფელებს ნაშრომის დაწერა დაავალეს, მაგრამ სხვისი დახმარება დასჭირდათ. გიორგიმ ყველაფერი აუხსნათ, რა როგორ უნდა გაეკეთებინათ. მათეს ახსოვდა, რა ეცვა მაშინ გიორგის – ფერადი, სქელი კურტკა, წითელ–ყვთლად აჭრელებული და იმის მიუხედავად, რომ გარეთ ცხელოდა, ბიჭს თავზე ქუდიც დაეფარებინა. მაშინვე მოეწონა. ისეთი აღელვებული იყო, ნორალურად მოსმენას ვერ ახერხებდა. ბოლოს, თავი ხელში აიყვანა და საკუთარი თავი დაარწმუნა, გიორგის თუ კიდევ შეხვდებოდა, შანსი არ გაეშვა ხელიდან...
მათემ ანანოს გადახედა. სკოლიდან ერთად მოდიოდნენ. მისი საუკეთესო მეგობარი და ყველაზე დიდი მესაიდუმლე იყო. პირველად სწორედ მასთან გააკეთა ქამინგაუთი და სწორედ ანანოს დახმარებით შეძლო, საზოგადოებასა და თემის წევრებში სოციალიზება. დარწმუნებული იყო, რომ გიორგისაც და ანანოსაც ძალიან უყვარდა, რომ არც გიორგის შეყვარებულობა იყო ფარსი და არც ანანოს მეგობრობა. მაგრამ სადღაც რაღაც გაეპარა, თან არც ისე პატარა. იქნებ თვითონ იყო ცუდი შეყვარებული და მეგობარი. იქნებ უნებურად ისეთი რამ გააკეთა, რითაც ორივეს ისე ჩამოშორდა, რომ ვეღარ ამჩნევდა, მის თვალწინ რა ხდებოდა.
უცებ ანანომ თვალი მოჰკრა კარში მდგარ ბიჭს. მათემ შეამჩნია, რომ გოგონა მთლად გაფითრებულიყო და ტირილისგან ცხვირი და თვალები დასიებოდა.
– მათე? – ანანო ფეხზე წამოხტა. მასთან მისვლა დააპირა, მაგრამ შეყოყმანდა.
მის ხმაზე გიორგიც შეტრიალდა. სწრაფად ჩაჭყლიტა სიგარეტი იქვე მდგარ საფერფლეში. მისი ჩაწითლებული თვალების დანახვაზე მათემ თავი უცნაურად ცუდად იგრძნო.
– მათე, – მისი ხმა შეცვლილი ეჩვენა. გიორგი მისკენ წავიდა, მაგრამ მათემ უკან დაიხია და ხელით ანიშნა, არ მიახლოებოდა, – სად იყავი? – ჰკითხა გიორგიმ და გულმოკლულმა შეათვალიერა. იმის წარმოდგენაზე, რომ ასე თხლად ჩაცმულმა მთელი ღამე ქუჩაში გაატარა, გული უკვდებოდა.
– მგონი შენ ეგ უკვე აღარ გეხება, – მათეს ხმა გასაოცრად მშვიდი იყო. მასზე მიჩერებულ გიორგის და ანანოს ცივმა ჟრუანტელმა დაუარათ.
– გთხოვ, ცოტა დაისვენე და ვილაპარაკოთ...
მათეს უცებ ანანოს სლუკუნი გაიგონა. შეამჩნია, როგორ დააპირა გიორგიმ მისი დამშვიდება, მაგრამ მათეს გამო გაჩერდა.
– სალაპარაკო არაფერია. წადით, გთხოვთ.
ძალიან უჭირდა მშვიდად ლაპარაკი მაშინ, როცა შინაგანად დუღდა. თითქოს გამძვინვარებულ ხარს შიშველი ხელებით დაეჭიდა იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ხარი მაინც გათქერავდა, მიწასთან გაასწორებდა. სისულელე იყო მისი შეკავების მცდელობა. ერთადერთი, რაც დარჩენოდა, სიცოცხლის გახანგრძლივება იყო, სანამ ხარი ბოლომდე აწყვეტავდა.
უცებ გაიაზრა, რომ ანანოს ვერ უყურებდა. თავიდან ვერ მიხვდა, რატომ, უბრალოდ არ შეეძლო მისთვის შეეხედა. ვერ გაერკვა, ანანოზე უფრო მეტად ბრაზობდა, თუ ყველაფერში გიორგის მიიჩნევდა დამნაშავედ.
– შანსი მომეცი, რომ ყველაფერი აგიხსნა...
– რატომ? თუ ყველაფერს ამიხსნი, უკეთ იგრძნობ თავს?
გიორგის გაოცებისგან თვალები გაუფართობდა. არასდროს უნახავს მათე ვინმეს მიმართ ირონიული ყოფილიყო.
– მაპატიე, მაგრამ ახლა იმ მდგომარეობაში არ ვარ, შენი სინდისის დამშვიდებაზე რომ ვიზრუნო, – ცივად უთხრა მათემ, – წადით! ახლავე! – ნელა გამოსცრა კბილებში და გასავლელს ჩამოშორდა.
შენიშნა, როგორ აუთრთოლდა გიორგის ტუჩები. ანანო ჩუმად სლუკუნებდა.
– წავიდეთ, ანანო, – ხმაჩამწყდარმა უთხრა გოგოს.
ანანომ პლედი მოიხსნა მხრებიდან და ნელა წავიდა გიორგისკენ. უცებ მიმართულება შეიცვალა, მათეს მიუახლოვდა და ბიჭს წამით შეხედა თვალებში, შემდეგ კი თავი დახარა და ჩურჩულით უთხრა:
– მაპატიე, გთხოვ... არ მინდოდა შენი გულის ტკენა.
– ვიცი, – მათეს ცრემლება მოაწვა. ისევ შეეცადა დამშვიდებას. სადაც ამდენი გაძლო, ცოტას კიდევ გაძლებდა.
ანანო მოსცილდა და ჰოლში გაუჩინარდა.
გიორგიმ ყურადღებით შეათვალიერა ხელებდამუშტული ბიჭი, იქნებ კიდევ ერთხელ ღირდეს ლაპარაკის წამოწყებაო. მიხვდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. უკვე მისაღები ოთახიდან გადიოდა, მათეს ნათქვამი რო გაიგონა:
– შენ არ გითხოვია პატიება. არც შერიგება გითხოვია. შენ ის გიყვარს, ამიტომ სალაპარაკო აღარაფერია. წინასწარ შემეხმიანე, როცა შენი ნივთების წაღებას დააპირებ.
გიორგი გაშეშდა. მათეს ნათქვამი თითოეული სიტყვა კანში ეკლებივით ჩაესო. მათემ შიშველი, შეუნიღბავი სინამდვილე მიახალა პირში და იმ წამს გიორგიმ მის ადგილზე წარმოიდგინა თავი. ვერასდროს აპატიებდა თავს იმას, რაც მათეს გაუკეთა. იცოდა, რომ მათე მართალი და უდანაშაულო იყო, მაგრამ მასაც ჰქონდა თავისი სიმართლე. თუმცა, ახლა ამის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა.
– ჰო, მიყვარს... – უპასუხა მან, – მაგრამ შენც მიყვარხარ...
მათემ თვალები დახუჭა. ვერ გაიგო, როგორ გავიდა გიორგი, მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა. თითქოს გული მკერდში კი არა, თავში ჰქონდა და იმდენად ძლიერ იკუმშებოდა, რომ ყურის ბარაბნებს გაუხეთქავდა. ბოლოს მის სმენას შესასვლელი კარის დახურვის ხმა მისწვდა. წავიდნენ. როგორც იქნა, მარტო დარჩა.
მათეს ხმამაღალი კვნესა აღმოხდა და აღრიალებული ჩასრიალდა იატაკზე.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი maglakelidze

უბრალოდ შესანიშნავია . აუცილებლად ძალიან მალე ველოდები გაგრძელებას რა ????
--------------------
ანამარია მაღლაკელიძე

 


№2  offline მოდერი Tamta.k

რა კარგად წერ! არაჩვეულებრივად. ველოდები გაგრძელებას, მაინტერესებს ძალიან...

 


№3 სტუმარი anna

miuxedavad imisa rom gogo var dzalian momwons sheni istoriebi tavisi "bindzuri" pantaziebit ???? ar minda matem giorgis da ananos apatios racarunda iyos ese ar unda moqceuliyvnen mitumetes mates saxlshi. imedia shemdegs male dadeb

 


უეჭველი უნდა მიხვდე, რომ, მოუთმენლად გელიიიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent