შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

There Where The Clouds Are Ending ~V~


9-02-2019, 22:30
ავტორი Eliso Bolkvadze
ნანახია 94

There Where The Clouds Are Ending  ~V~

მოგესალმებით ოჯახში


სანაპიროდან მოშორებით ორი ადამიანის სილუეტი ძლივს მოჩანდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ორი სილუეტი საგრძნობლად ნელა მოძრაობდა, ამიტომ მზეს მხრები ფართოდ გაეშალა და შუადღის დადგომას გვამცნობდა. სერენას მარჯვენა ხელი ლენას მხარზე ჰქონდა დადებული და ეყრდნობოდა. ლენამ შეამჩნია, რომ ქალთევზას ფეხებზე ტყავი ადგილ-ადგი ამძვრალი ჰქონდა, ეს ალბას ქვიდან გადმოხტომის მომენტში მოხდა, ამიტომ სანამ ქვიშას გაშორდებოდნენ, ლენამ თავისი ტყავის ჩექმები გაიხადა და სერენას გაუწოდა ჩასაცმელად.
- შენ? - სერენამ დამნაშავეს თვალებით შეხედა ლენას
- ეგ არაფერი, მე მარგოს მიერ მოქსოვილი თხელი წინდები მაცვია - ლენამ გაუღიმა და სერენას თავისი თხელი დაბალყელიანი წინდებისაკე ანიშნა, თან ფეხის ტერფი გააქანა თითქოს თავისი შინდისფერ თეთრკოპლებიანი წინდებით თავს იწონებსო. იქვე ახლოს ეულად დაგდებული ხმელი კუნძი დაინახა, სერენა კუნძთან მიიყვანა დასაჯდომად, უფრო მარტივად, რომ ჩაეცვა ფეხსაცმელი. საბედნიეროთ გოგონებს ერთი ზომის ფეხი აღმოაჩნდათ. ფეხსაცმლის ჩაცმის შემდეგ ქალთევზა თავს უცნაურად და არაკომფორტულად გრძნობდა, თუმცა იმ ტკივილს ერჩივნა რასაც ქვიშა და პატარა კენჭები აყენებდა.
- იქნებ ცოტა დაგვესვენა, ეს შენთვის პირველი ნაბიჯები იყო, ამიტომ საკმაოდ დაიღლებოდი
- კი ნამდვილად დავიღალე არ ველოდი ასეთი რთული თუ იქნებოდა - სერენას მუცელმა უცებ დაიგრუხუნა - როგორც ჩანს მომშივდა
- კი ნამდვილად - ლენამ მზეს ახედა - უკვე შუა დღეა მეც ძალიან მომშივდა, თუმცა ვფიქრობ სახლში მისვლა უფრო სწრაფი იქნება ვიდრე ტყეში ნადირობა
- მაშინ გვეყო დასვენება, ძალიან მშია - სერენა მოულოდნელად წამოდგა ფეხზე თავი ვეღარ შეიკავა და იქვე გაიშხლართა, ლენა დაჭერას შეეცადა ოდნავ მუხლებში მოიხარა, ხელები სერენასკენ გაიშვირა თუმცა მისი დაჭერა მაინც ვერ მოასწრო, მაგრამ იმის წარმოდგენა შეძლო თუ რამდენად მტკივნეულად დაეცა ის და სახე ოდნავ დაემანჭა
- აუჩ... - ხელებზე დაეყრდო სერენა და წამოდგომა დაიწყო მას ლენაც მიეშველა
- კარგად ხარ სიარულს შეძლებ?
- ეხლა ისეთი მშიერი ვარ მგონი შევძლებ - ისევ გაისმა სერენას მუცელში ჭექა-ქუხილის ხმა
- შენ ისეთი მშიერი ხარ მგონი მალე სირბილსაც დაიწყებ
- სირბილს? - ეს შეკითხვა კი ლენასათვის უკვე მოსალოდნელი იყო და შეეცადა სიტყვის მნიშვნელობა აეხსნა
- ეს იგივეა რაც სწრაფად ცურვა, ანუ სწრაფად სიარული - სერენამ ისევ დაკარგა წონასწორობა თუმცა ლენას მხარზე მაგრად იყო ჩაჭიდებული და თავი შეიკავა მორიგი მტკივნეული დაცემისაგან.
თანდათან დიდი რკინის ჭიშკარი გამოჩნდა, მას რაც უფრო უახლოვდებოდნენ მით უფრო გარკვევით ჩანდა ჭიშკრის კარების ქვის საფუძვლებზე გულმოდგინებით გამოთლილი დამჯდარი ლომის ქანდაკებები, რომლებიც თითქოს სასახლის მკვიდრთ გულმოდგინებით იცავდნენ. სერენა განცვიფრებული ადევნებდა თვალს ხმელეთზე, ბუნების მიერ შექმნილ საოცრებებს, უსმენდა ნაზი სიოს მიერ ათამაშებული ფოთლების შრიალს, ხის ტოტებზე შემომჯდარი ჩიტების ჟღურტულს და გალობას, უკვირდა ის შეგრძნება, თუ როგორ მსუბუქად გრძნობდა თავს ჰაერის გარემოცვაში, იმ სიცარიელეში სადაც ირგვლივ წყალი არ ერტყმოდა და მისი სიმძიმით თავისუფლად მოძრაობას არ უზღუდავდა. სურნელი, ეს გაზაფხულის სურნელება, ახლად გაფურჩქნილი ყვავილების არომატი რომლის შეგრძნებასაც უკვე ზღვის სურნელის ნაკლებობით განიცდიდა მას ძალიან მოწონდა, მოწონდა ეს სუფთა შეგრძნება, ის სრულებით სხვა სამყაროში იყო, მშვენიერ სამყაროში სადაც თავისუფლების შეგრძნება გაუჩნდა. მან ყურადღება თავისი ახლად შეძენილი ფეხებისაკენ გადაიტანა, გრძნობდა ფეხებ ქვეშ უსწორმასწორო და კენჭებით სავსე მიწას, მიუხედავად იმისა, რომ წონასწორობის შენარჩუნება უძნელდებოდა გრძნობდა თუ როგორ ეჩვეოდა თავისი სხეულის ახალ ამპლუას.
თანდათან რკინის პატარა ჭიშკარი უზარმაზარ ურჩხულად გადაიქცა, ლენამ ჭიშკარი შეაღო და გოგონები სასახლის კარისკენ მიმავალ ფართო ბილიკს გაუყვნენ. ირგვლივ ხაბიტოს მიერ შექმნილი ბუჩქის სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშები იყო, ამ სანახაობით გაოცებულმა სერენამ პირდაღებული ყურება დაუწყო, მისი ყურადღების გაფანტვა სასახლის კარიდან გამოვარდნილმა შეშინებულმა ქალმა მიიპყრო. ქალი სირბილით გოგონებისკენ წავიდა, ლენას ჯერ მხრებზე ჩასჭიდა ხელი შემდეგ მიატრიალა, მოატრიალა და გაფართოებული თვალებით კითხვების დასმას მოჰყვა.
- როგორ ხარ? ხომ არაფერი დაგიშავდა? სად იყავი მთელი ღამე? ნერვიულობისაგან ლამისაა გავგიჟდი - მარგოს ხელი უცებ ლენას თავის დუდზე მოუხვდა და მას გუშინდელი რიფზე შეჯახების იარამ გაახსენა თავი
- აუჩ - მარგომ სასწრაფოს მოაშორა ხელი
- სადმე გტკივა?
- კი ცოტათი, მერე მოგიყვები - მარგომ გული დაიმშვიდა ლენა ცოცხალი და ასე თუ ისე ჯანმრთელი რომ დაინახა. ახლა ყურადღება უცნობ გოგონასკენ გადაიტანა, ლენამ ეს შეამჩნია და ლაპარაკი დაიწყო
- ეს სერენაა - სერენას მუცელი ისევ ახმაურდა, გაწითლებულმა შერცხვენილი თვალებით ქვევიდან ამოხედა მარგოს, უკვე დამშვიდებულმა ქალმა გოგონებს გაუღიმა და სახლში შეიყვანა.
დაღლილი და თავის ფეხებზე ჯერ კიდევ შეუჩვეველი სერენა სასტუმრო ოთახში რბილ სავარძელში ჩაეშვა, მარგომ სასწრაფოდ გაშალა სუფრა დამშეული ბავშვებისათვის, ლენამ ხელების დასაბანად გაიყვანა სერენა
- დარწმუნებუოლი ხარ? - ეჭვის თვალით შეხედა ლენამ სერენას
- კი, წყალს თუ 30 წამის განმავლობაში მოვიშორებ გარდასახვა არ დაიწყება - სერენას ის ტკივილი გაახსენდა რაც ფეხების გამო გამოიარა, ამის გახსენებაზე ტანში ჯრუანტელმა დაუარა თუმცა გამბედაობა მოიკრიბა და ხელები დაიბანა შემდეგ სწრაფაც ლენას მიერ მიწოდებული ტილოთი გაიხოცა
- გრძნობ რამეს? რამე უცნაურს - დაინტერესებული შეეკითხა ლენა
- თუ არ ჩავთვლით ჩემი კიდურების გარდასახვას მმმმ... არა - სიხარულის სიცილი აღმოხდა ორივეს - ვერ ვგრძნობ ცვლილებას
გახარებულები სახლში შევიდნენ და მშვიდად შეექცეოდნენ მარგოს მიერ მომზადებულ გემრიელ საჭმელს, ლენამ მარგოს მოუყვა ყველაფერი, თუ რატომ ვერ მოვიდა გუშინ ღამე სახლში, როგორ გაიცნო სერენა და სხვა წვრილმანი, ხოლო მარგომ უამბო ფილი როგორ ნერვიულობდა, როდესაც გაიგო, რომ სერენა სახლში არ მივიდა, დილით ხკოლაში წასვლაზე უარი განაცხადა და ხაბიტოსა და ჯეკასთან ერთად ლენას მოსაძებნად გაეშურა.
- უკვე უნდა დაბრუნდნენ - თქვა მარგომ და ფანჯრიდან გზას გახედა - შებინდებისას უნდა დაბრუნებულიყვნენ
- ეს რა არის? ასეთი გემრიელი არაფერი მიჭამია, ეს თევზია? ასეთი უცნაური გემოთი არასოდეს გამისინჯავს, თუმცა ძალიან მომწონს გემრიელია - აღტაცებას ვერ მალავდა სერენა, როდესაც პირველად გასინჯა ცხელი საჭმელი
- რა თქმა უნდა შენ ხომ უმი თევზის მეტი არაფერი გექება გასინჯული - ლენას უნდოდა თავისთვის ჩაელაპარაკა თუმცა მარგოს ცივი მზერა იგრძნო და ეგრევე გაჩერდა
დაღლილი დღის შემდეგ ლენამ ცხელი შხაპის მიღება გადაწყვიტა შემდეგ კი თავისი ჭრილობების დამუშავებაში დაეხმარა მარგო, ახლა კი სერენას ჯერი დადგა. სერენა მარგოს გამომცხვარ ტკბილეულს შეექცეოდა, მარგო და ლენა სერენას შესცქეროდნენ და ერთმანეთში ლაპარაკს მოყვნენ
- იქნებ არ ღირს - თქვა მარგომ
- კი მაგრამ ამ თმას შეხედე, ან მის ფეხებს სულ ჭუჭყიანია - ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ისევ სერენას შეხედეს და შეთავაზებით მას მიუხლოვდნენ
- სერენა არ გინდა შხაპი მიიღო? - შესთავაზა ლენამ
- ეს რას...
- აა გასაგებია შენ შხაპი არასოდეს... კარგი ჩვენ ხმელეთზე ხშირად ვიღებთ შხაპს სიბინძურის ჩამოსარეცხად, თუმცა ერთი პრობლემაა, ამას 30 წამში ნამდვილად ვერ ოახერხებ
- მაშინ არ მივიღებ შხაპს - იმის მერე რაც ლენამ ნახა თვითონაც არ სურდა ამის ხელმეორედ დანახვა
- კარგი როგორც გინდა - უთხრა და თავი დაანება
ლენამ თავი მოიწესრიგა და სერენასთვის ტანსაცმლის მოსაძებნად წავიდა, როდესაც დაბრუნდა ის სადაც დატოვა იქ ვეღარ იპოვა ამიტომ მთელი სასახლის შემორბენა მოუხდა, ბოლოს სასახლის უკან გამდინარე წყაროსთან იპოვა სადაც ხელოვნურად ბასეინი გაეკეთებინათ, ლენა მიუახლოვდა ბასეინთან ახლოს მდგარ ჩაფიქრებულ სერენას
- რა მოგივიდა, ბანავი გადაწყვიტე?
- თავს არაკომფორტულად ვგრძობ
- რა თქმა უნდა შენ ხომ სულ რაღაც რამდენიმე საათია რაც სხვა სხეული გაქვს, უცნაურიც კი იქნებოდა კომფორტულად რომ გეგრძნო თავი
- ლენაააა... - მოისმა ფილის ხმაურიანი ხმა და ჯეკას სასიხარულო ყეფა. ლენა მკვეთრად მოტრიალდა ზურგით მორბენალი ფილისკენ, იმის დანახვა ვერც კი მოასწრო ძაღლის ყეფის ხმაზე შეცბუნებულმა სერენამ გაუაზრებლად როგორ გადაეშვა წყალში. ბიჭი სირბილით მიუახლოვდა ლენას, წელზე მოეხვია და მაგრად მოუჭირა ხელები.
- ფილი ვეღარ ვსუნთქავ - სულ ახლახანს ამოვსებული მუცლისთვის ეს ჩახუტება სასიამოვნო არ აღმოჩნდა
- მარგომ ყველაფერი გვიამბო - ფილიმ უცებ სერენას ლაბადაში გახვეული ყავისფერთმიანი ლამაზმანი შეამჩნია ბასეინში მოცურავე - ან თითქმის ყველაფერი, ეს გოგონა ვინ არის? - განცვიფრებულმა ახედა ლენას, თუმცა მისი ყურადღება სერენას ტკივილისაგან გაბრუებულმა სახემ მიიპყრო, სულ რამდენიმე წამში სერენას ფეხები შეერთდა და მშვენიერი ფარფლები გამოეზარდა, ამ სანახაობით გაოცებული ფილი თვალებს არ უჯერებდა, გაკვირვებული და პირდაღებული უყურებდა სერენას.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent