შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალმეირა N2


10-02-2019, 09:36
ავტორი ნორმი
ნანახია 74

ალმეირა N2

ორივე ნერვიულობისგან ადგილის ვეღარ პოულობდნენ.მშვენიერი გეგმა ჰქონდათ,მაგრამ ერთმა ჩარჩომ დაღუპათ.წარმოდგენა არ ჰქონდათ როგორ უდა დაკავშირებოდნენ გამომძიებელს და მისთვის გამოერთმიათ სიგნალიზააციის გამთიშველი ძლიერი ხელსაწყო.ერეკლე ნახატს შეჰყურებდა,რომელიც დასრულებელი არ ჰქონდა.წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინათ.ნახატის დასრულების სურვილი ერთიანად გაუქრა ან დასჭირდებოდა კი?
კატრინა ჭიქებში დასხმულ სასმელს ნელ-ნელა სცლიდა.
-მეც დამისხი!
ოთახში მხოლოდ სუნთქვისა და ყლუპების ხმა ისმოდა.არცერთი არ არღვევდა სიჩუმეს.
-მაინტერესებს რატომ დაგარქვეს კატრინა.
-შენ რა სერიოზულად მეკითხები?
-არასერიოზული ტონით გითხარი?
-უბრალოდ ვერ ვხვდები ამ თემას რა მნიშვნელობა აქვს.ორ დღეში მსოფლიოში ყველა ძვირი ნახატი უნდა მოვიპაროთ.ჩვენ კი გეგმა არ გვაქვს.თავი გამისკდა ამაზე ფიქრით,მაგრამ ვერ ვაზროვნებ.შენ კი ჩემი სახელი გაინტერესებს.
-ჯობია,ცოტა ხნით დაანებო ამაზე ფიქრს თავი და მოეშვა.
-ჰო აბა,რა როგორც ჩამოგვიყვანეს ისე წაგვიყვანენ უკან ციხეში სასჯელის შემცირების გარეშე.
-შენ რა მართლა გგონია სამუდამო სასჯელის შემცირება მოხდება?რახან ორმოცდაათ წელს გაკლებენ არ ნიშნავს,რომ ამდენივე წელში გახვალ ციხიდან.ჯობია გავიპაროთ და ნახატი დავიკიდოთ.
-ღმერთო ჩემო,გინდა ამდენი მეთვალყურეს ხელიდან ისე დაუსხლტე,რომ ვერაფერს მიხვდნენ?
-შენ ხომ მიხვდი,რომ მეთვალყურეები გვყავდნენ,ჰოდა როგორმე შევძლებთ მათ გაცურებას.
-ვთქვათ გავიპარეთ.მე შენთან წამოსვლის არანაირი სურვილი არ მაქვს ეს ერთი,გარდა ამისა არც ფული გვაქვს,არც თავშესაფარი და საერთოდ არაფერი გვაქვს გაქცევის შემდეგ.
-ვინ გითხრა,რომ არაფერი გვაქვს?ზუსტად სამ დღეში იმ გზაზე რომელზეც ჩვენ უნდა გავიაროთ გემით ჩემი მეგობარი იქნება და ის წაგვიყვანს.
-ვაა?გემიდან როგორ იპარები ოთხი მოზვერილი გამომძიებლის კლანჭებიდან?
-ორი ე.წ მოზვერილი „გამომძიებელი“ ჩემი მეგობარია და ისინი გაგვიყვანენ ან გამიყვანენ,შენ რომელიც გინდა.
-მაპატიე,მაგრამ მე არ წამოვალ,ნახატს მოვიპარავ და მშვიდად დაველოდები თუ როდის გავა სამუდამო.
-შენი არ მესმის,მაგრამ იყოს ნება შენი.
კატრინამ თვალები გადაატრიალა და სასტუმროს ოთახიდან გავიდა.ეგვიპტის ქუჩებში ღამით სეირნობა ალბათ ყველაზე ამოუცნობია.ღამით განათებული ეგვიპტე ხომ რაღაც საოცარ ზღაპარს ჰგავს?დღისით შეიძება ათასი ამოუცნობი,ულამაზესი ადგილი მოინახე,იმოგზაურო ეგვიპტის შესანიშნავ ადგილებში,მოინახულო სფინქსი,პირამიდები და ათასობის ეგვიპტური საოცრება,მაგრამ იმ სილამაზეს ვერასოდეს ნახავთ რასაც ღამით.ღამით ეგვიპტის განათებული ქუჩები ულამაზესია.ეგვიპტელი ახალგაზრდები,ტურისტები თავს იყყრიან და ტკბებიან.შეჰყურებენ სამყაროში ყველა ფართოდ გადაჭიმულ ცას,სპეციალურად საცხოვრებელი ადგილებიდან შორს მიდიან,რათა ამ საოცრებით დატკბნენ.
კატრინამ ერთი ბოთლი მაგარი სასმელი იყიდა და ცარიელი ადგილისკენ გაემართა.სხვებისგან მოშორებით ქვიშაზე დაჯდა,სასმლიანი ბოთლი ერთი მოყუდებით ნახევრამდე დაცალა,მართალია ყელი ჩაწვა,მაგრამ არც შეუმჩნევია.მანამ იჯდა ქვიშის ჯერ კიდევ თბილ მარცვლებზე,სანამ სასმლიანი ბოთლი არ დაცალა.გარშემო მყოფი უდაბნო და ყველაფერი ნელ-ნელ აირია ერთმანეთში.ქვიშაზე გულაღმა გაწვა და ვარსკვლავებს დაუწყო ცქერა.ძალიან მალე ცაზე მოცეკვავე ვარსკვლავებს უყურებდა.მათ შორის ქალის სახე გამოჩნდა,რომელიც გოგონას უღიმოდა,კატრინას მასთან უხმობდა,მაგრამ კატრინამ თავი სწრაფად გააქნია.ახლა ზოგიერთი ვარსკვლავი მას დასცინოდა,ზოგიერთი კი რაღაცას ეჩურჩულებოდა.ცდილობდა მათი საუბარი მოესმინა,მაგრამ თვალები ეხუჭებოდა.გრძნობდა როგორ უმძიმდებოდა თვალები.მართალია უკვე აღარაფერი ესმოდა,მაგრამ ქალის საშინელი კივილის ხმა მოესმა.ყურადღება დიდად არ მიუქცევია.მორფეოსის სამყარომ მალევე ჩაითრია.დილით ქვიშისა და მზის მცხუნვარებამ შეაწუხა,ადგომას არ აპირებდა,მაგრამ მოშიშვლებული კოჭი ქვიშამ დაწვა და სწრაფად წამოვარდა ზემოთ.
-ჯანდაბა აქ ჩამძინებია.
თვალები მოიფშვნიტა და სასტუმროსკენ დაიძრა.თავი საშინლად სტკიოდა,ასე ეგონა თავში ვიღაც ურტყამდა.ქუჩაში მყოფებს ვერც კი ამჩნევდა.სასტუმრომდე მცირე ზომის ფონტანი იყო დამონტაჟებული.რამოდენიმე ყლუპი მოსვა და სახე ჩამოიბანა.თვალების გაწმენდის შემდეგ ქუჩა კარგად მოათვალიერა,სადაც ხალხის ჭაჭანებაც კი არ იყო.მხოლოდ ნიავი იძვროდა,მზე ანათებდა და საშინელი სუნი მოდიოდა.
-ალბათ ლოცულობენ.
მხრების აჩეჩვით დაბრუნდა სასტუმროში.ოთახის კარებზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა,საიდანაც ხმა არ გამოდიოდა.
-ერეკლე გააღე კარები.
კიდევ დიდხანს აკაკუნა,სანამ კარების ქვედა ჭრილში ლანდი არ გამოჩნდა.
-ერეკლე ვიცი რომ მანდ ხარ,დროზე გააღე კარები.
-დაამტკიცე რომ შენ ხარ.
-ერეკლე გეყოს თამაში,შემომიშვი ოთახში.
-ჯერ დამიმიტკიცე.
-ღმერთო შენ მიშველე!...რა ჯანდაბა გაინტერესებს.
-შენი სახელი კატრინა ქარიშხლის გამო გქვია თუ უბრალოდ ზედმეტ სახელია?
-ამან საიდან უნდა იცოდეს?..მე ხომ შენთვის არაფერი მომიყოლია?
-სწორია,ახლა შემოგიშვებ.
ოთახის კარი ნელა გაიღო,თავი გარეთ გამოჰყო,დერეფანს თვალი მოავლო და კატრინას ანიშნა შემოდიო.კარები საგულდაგულოდ ჩაკეტა.ოთხივე კლიტული გამოიყენა,პლიუს კომოდიც მიადგა.კატრინა გაოცებული და გაკვირვებული შეჰყურებდა მამკააცის თითოეულ მოქმედებას.
-თუ რამის მოწევას აპირებდი ჩემთვისაც გეტქვა და გიმეწყვილებდი.
-ნუ ბოდავ არაფერიც მომიწევია.
-აბა რა ჯანდაბად გინდა კარები რომ ჩაკეტი?
-სხვა გზა არ მაქვს,ისინი შემოვლენ და დაგვხოცავენ.
-ვინ ისინი?
-მოქალაქეები.
-შენ რა მოქალაქეების გეშინია?
-ჩვეულებრივები არ არიან,რაღაც სჭირთ.
-კიდევ კარგი ფანტასტიკას არ ვუყურებ,თორემ ამაზე უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი მე.
-არაფრისთვისაც არ მიყურებია.სერიოზულად გეუბნები და გუშინ ღამით სად იყავი?
-რატომრაც გასეირნება მომინდა და გადავწყვიტე ღამით გალეშილ მთვრალს ქვიშაზე მძინებოდა.
-ანუ აქამდე ფეხით მოდი და არავინ შეგხვედრია?
-შენდა „საუბედუროდ“ არავინ.
-ალბათ შენც მათნაირი ხარ.
ერეკლემ სწრაფად მოიმირჯვა საწოლზე დადებული იარაღი და კატრინას დაუმიზნა.
-შენ რა სულ გააფრინე?დროზე დაუშვი იარაღი და მორჩი თამაშს.
-არა,შენც მათიანი ხარ,მაგრამ ყველაფერს ისე აკეთებ როგორც კატრინა.ალბათ,მეხსიერების რაღაც ნაწილი დაგიტოვეს,რომ მომატყუო და გამომიყენო,შემდეგ მეც ამირევ გონებას და მაიძულებ ხალხი დავხოცე,ამას არ გავაკეთებ.
-ერეკლე უკვე სერიოზულად მიშლი ნერვებს.
-ვერ მოატყუებ,გამოდი კატრინას სახიდან და მიიღე დანარჩენიბისნაირი სახე.
-შენ მაიძულე.
სწრაფად ეცა იარაღიან ხელში,ერეკლემ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად აღმოჩნდა ძირს.კატრინამ იარაღი სახესთან ახლოს მიუტანა და მოჭუტული თვალებით დახედა მამაკაცს.ცოტა ხანი აკვირდებოდა,უყურებდა ერეკლეს შეშინებულ სახეს.იცოდა,რომ მას არაფრის ეშინოდა,შეეძლო ადამიანი თვალისდაუხამხამებლად მოეკლა და არც ენანა,ახლა კი თითქოს შეცვალეს,თვალის გუგები საოცრად გაფართოებული ჰქონდა.კატრინა ვეღარ ცნობდა.იარაღი მოაშორა და ფეხზე წამოდგა.
-ნორმალურად ამიხსენი რა ხდება.
-ისინი მოვიდნენ და ხალხი დახოცეს.
-ერეკლე წესივრად მომიყევი ვინ ისინი.
-ყველანი ვახშამს მივირთმევდით,როდესაც ეგვიპტელები მოვიდნენ.სახეზე რაღაც სჭირდათ,მთლიანად დაძარღვული ჰქონდათ.ვუყურებდი კაპილარებში სისხლის როგორ მიედინებოდა,მაგრამ რამდენადაც უცნაური იყოს,მათ წითელი სისხლის ნაცვლად ცისფერი ჰქონდათ.თავიდან ტერორისტები გვეგონა,მაგრამ ერთ-ერთს შეტევა დაეწყო.საზარელ და ზედმეტად უცნაურ ხმებს გამოსცამდა.ფეხზე წამოდგა და ქალისკენ გაემართა,პირიდან დუჟი გადმოსდიოდა.ქალს ფეხში დაავლო ხელი და კბენა დაუწყო.ქალი გაჰკიოდა,ყველა შემყურე მას ეხმარებოდა ცდილოპბდნენ მოეშორებინათ,მაგრამ სხვებიც ჩვენკენ წამოვიდნენ.ოთახიდან ძლივს გამოვედით,ოთხნი გადავრჩით,ვუყურებდი თუ როგორ ძიძგნიდნენ ერთმანეთის ხორცს.სანამ ჩვენსკენ გამოიხედავდნენ გამოვიქეცით.დანარჩენებთან დაწევა,ვერ მოვასწარი ამიტომ ოთახში ამოვედი და ყველაფერი ჩავკეტე.დილით კარებზე კაკუნის ხმა გაისმა,ბავშვი დახმარებას მთხოვდა.ვიფიქრე ალბათ მათთნაირი არ არისთქო.თანაც არ დამიშვია,რომ მათ საუბარი შეეძლოთ.სიფრთხილისთვის ხელში იარაღი ავიღე.კარებიდან გავიხედა,მაგრამ არავინ ჩანდა.კარები ნელა გამოვაღე,დერეფანში არავინ იყო.უცებ იგივე ხმა მომესმა,რომელიც ჩემს უკან ისმოდა.იარაღი ავიღე და დაუფიქრებლად გავისროლე.საბედნიეროდ თავში მოხვდა,სწრაფად გავათრიე გარეთ.სისხლი მოვწმინდე და კარები საგულდაგულოდ ჩავკეტე.შემდეგ კი შენ მოხვედი.ვფიქრობ ისინი ზომბები არიან ან რაღაც მათდაგვარი.
-ზომბები?ისინი ხომ არ არსებობენ.
-აქამდე ასეთი რაღაცის არ მწამდა,მაგრამ ჩემი თვალით ვნახე.
-ჯანდაბა,ახლა ზომბებირა გვაკ...
-კატრინა რა მოხდა?
-ჩუმად,იარაღი მომეცი.
-კატრინა რას აკეთებ სავენტილაციო შახტასთან რა გინდა?
-ხმა არ გესმის ან სუნი არ გცემს?თითქოს სადღაც მკვდარია.
-ჯანდაბა აქ არიან.
-ერეკლე აქედან უნდა გავიდეთ.
-გარეთ?
ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა.კატრინამ გადაიხედა და უამრავაი ზომბი დაინახა,რომლებიც უცნაურად იყურებოდნენ.
-მგონი ზომბები არ არიან.
-რას გულისხმობ.
-ზომბები ვერ აცნობიერებენ იმას რასაც აკეთებენ,მათ საუბარი არ შეუძლიათ და არც ასეთი ხედვა.
-რანაირი?
-თითქოს სანახაობისთვის ემზადებიან,მათ იციან აქ რომ ვართ.
-როგორ?
-წარმოდგენა არ მაქვს.ჯობია აქ ვიყოთ იმ ერთს დაველოდოთ,რომლის გამოსვლასაც ელიან.
ხმა უფრო და უფრო ახლოვდებოდა,სუნიც უფრო და უფრო მძაფრდებოდა.კატრინა სავენტილაციო შახტასს უმიზნებდა.ელოდა როდის გამოვიდოდა.გამოსასვლელთან ახლოს ჩაიარა და გაქრა.
-ერეკლე მგონი სხვაგანაც არის სავენტილაციო მილი.
-ზუსტად.
-უკან არის არა?
-კი,როგორც კი შემობრუნდები სწრაფად ესროლე.
-იმედია მოვარტყამ.
გაუცნობიერებლად ისროლა იქით სადაც ზომბი იდგა,მაგრამ მოულედნელად გაუჩინარდა.
-ახლა სადღა წავიდა.
ნახევარი საათი ელოდნენ ურჩხულის გამოჩენას,რომელიც არადა არ ჩანდა.ორივენი ფანჯარასთან იდგნენ და ყოველი მხრიდან ელოდნენ თავდასხმას.
-ზომბები არ არიან,რაღაც სხვა უფრო ზებუნებრივი არსებები არიან.
-იქნებ მუმიები არიან.
-სერიოზულად ამბობ?რადგან ეგვიპტეში ვართ ეს იმას ნიშნავს,რომ მუმიების შემოსევა დაიწყო.
-იქნებ და მართლა დაიწყო?იქნებ სხვა ქვეყნებში არც არიან.
-ისე აქამდე აზრად რატომ არ მოგვივიდა ტელევიზორი ჩაგვერთო და სიახლები გაგვეგო?
-არ ვიცი,მაგრამ მე ამ ადგილიდან დამძვრელი არ ვარ.
-ზოგადად არც მე ვარ მაგ აზრის წინააღმდეგი,მაგრამ სხვა გამოსავალს ხედავ?
-სამწუხაროდ ვერა.
-მე წავალ,იმედია მაინცდამაინც მაშინ არ გამოხტება.
ნელ-ნელა უახლოვდებოდა ტელევიზორს.ჩართვა და კივილის ხმა ერთი იყო.ერეკლეს ბღავილიც მისწვდა ყურს.მერე კი უბრალოდ ყველაფერი გაშავდა.ერეკლეს ხმა ისევ ყურებში ჩაესმოდა,ოღონდ უფრო სხვა ფორმით.
-კატრინა გაიღვიძე.
ქუთუთოები ერთმანეთს ნელ-ნელა დააშორა.ჯერ კიდევ ბინდიანი თვალებით ვერაფერს აარჩევდა,მხოლოდ ერეკლეს მუდარიანი ხმა ესმოდა.ერეკლე შეშლილს ჰგავდა,აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.ვერც მი გვერდით მდგომი ექიმი ხვდებოდა რაიმეს.როგორც კი მისი ღია თვალები დაინახეს მაშინვე ორივე ს მოშვა.
-ჩემი წასვლის დროა,პაციენტმა უნდა დაისვენოს.
-ძალიან დიდი მადლობა.
ნელ-ნელა გაეწმინდა თვალები.თვალები გარშემო მოავლო,საწოლზე იწვა.ტელევიზორში ცვეულებრივ კვლავ ტერორისტების თავდასხმებს აცხადებდნენ.საწოლზე წამოჯდა.ერეკლე მაშინვე მივარდა.
-ხომ კარგად ხრ?
ხმას ვერ იღებდა.ვერ ხვდებოდა მის გარშემო რა ხდებოდა.
-ზომბები სად არიან?
-რა?
იმდენად ჩუმად გამოუვიდა ნათქვამი,ეჭვსაც კი შეიტანდით საერთოდ კი წარმოსთქვა სიტყვები?ისევ თვალების ცეცება დაიწყო.საწოლიდან წამოდგომა სცადა,მაგრამ ერეკლემ კვლავ უკან დააბრუნა.
-ექიმმა თქვა უნდა იწვესო.
-ერეკლე რა ხდება?
-რა უნდა ხდებოდეს?გუშინ ღამით იმდენი დაგილევია,ღამით ქვიშაზე ჩაგძინებია.ორი საათი ყოფილხარ იმ სიცივეში და ფილტვების ანტებაც აგიკიდებია.საბედნიეროდ ვიღაც ცოლ-ქმარმა გიპოვა თორემ იქვე გაიყენებოდი.მერე ვერც ექიმი გიშველედა და ვერც ვერავინ.ექიმმა თქვა,რომ გარემოს შეუჩვეველი გოგონასთვის საკმაოდ კარგად გამოძვერი.
-მე კიდევ ზომბები მახსოვს.
-რას ბოდავ გოგო.სადმე ხედავ ზომბებს?
-ანუ დამესიზმრა?
-როგორც ჩანს.
-ხომ მაგრამ ზედმეტად რეალური იყო.
-არ ვიცი შენ რა ნახე,მაგრამ ჯობია მალე გამოხვიდე მდგომარეობიდან დილით ნახატი უნდა მოვიპაროთ.
-კი მაგრამ როგორ?
-გამომძიებელი ღია კარს ტოვებს.დილით დამლაგებლებთან ერთად შევალ;თ და მთლ;იან ნახატს მოვიპარავთ.
-ჩარჩოთი?
-ჰო ბრძანება ასეთია?
-კი მაგრამ რატომ?
-არ ვიცი.სიგნალზაცია იმ დროისთვის გათიშული იქნება.
-ამხელა რაღაც ისე როგორ უყნდა გავაქროთ რომ ვერავინ შენიშნოს?
-არ ვიცი.
-შენი ნახატი?
-დასრულებულია და ჩარჩოში დევს.
-ასე მალე დაასრულე?
-უკაცრავად მაგრამ შენ მტელი დღე გეძინა.
-მე რატომ არ მივლიდი?
-არ იყო საჭირო და იმიტო.
-უნამოსო ადამიანი ხარ,რომ მომკვდარიყავი რას იზამდი?
-არაფერსაც,დავრეკავდი აქაურ გარდაცვალების ბიურეში და დაგასაფლავებდი.
-თუ არ გახვალ აქედან ჩემი ხელით დაგმარხავ იცოდე.
-კარგი საყვარელო შენ როგორც ისურვებ,მანამდე კი დაისვენე ხვალ დიდი დღეა,დიდი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent