ღალატო.! # 10
ლუკას სახლიდან დასისხლიანებული ფალანგებით წამოვიდა და ყურებში კიდევ უწუოდა ქავთარაძის სიტყვები.. სურვილი არ ქრებოდა მისი დედამიწიდან გარქობის სურვილი.. მანქანაში ჩაჯდა და დასისხლიანებული ხელები საჭეს მოუჭირა.. სიმწრისგან სახე გაუწითლდა, ძარღვებიც დაებერა ჯერ კისერზე და მერე საფეთქლებზე.. ძლიერად ურტყავდა ახლა საჭეს ხელებს და საშინელ ხმეს უშვებდა იოგებიდან. მანქანა დაძრა, გზას დაადგა.. მალე გაჩნდა გოგიაშვილის სახთან არც უფიქრია ისე დააკაკუნა კარებზე და შუბლი ნერვილად მოსრისა.. ახლა მხოლოდ ერთ რამეზე ფიქროდა, „ელენემ საკუთარ თავს არაფერი დაუშავოს.“ -დემნა..? -არ ელოდა სტუმარს.. -შემოდი, შემოდი.. იჩხუბე.. -კინაღამ მოვკალი ის ნაბი*ვარი.. ახ*არი.. -კბილებში ცრიდა და დახეთქილ ფალანგებს დაჰყურებდა.. არ გაჩერებულა მისი მტევნები, ბრაზისგან ისევ კანკალებდნენ.. -რა მოხდა დემნა.. -ყველაფერი გავიგეე. -შუბლი მოისრისა..-ელენე და ნიკო...ფუ ამის ვერ ვამბო.. ჯანდაბაა როგორ უნდა ვთქვა ეს..-აკანკალებული ხელები სახეზე აიფარა.. -ნიკო შენი ვინაა? -ხმა დაუსერიოზულდა გოგიაშვილს. -ამის დედაც.. ძმაკაცი იყო...-ცოტახნით ორვე დადუმდა.. ლაშას გაუკვირდა, უფროსწორად ასეთ სერიოზულ ვითარებას არ მოელოდა.. შეიძლება ღალატი აპატიო ქალს მაგრამ.. -ზუსტად მაგიტომ იყო დამფთხარი, ეშინოდა.. -სიმწრით გაეღიმა და ზუსტად ისე მოიქცია ქვედა ტუჩი კბილეს შორის როგორც იცოდა ხოლმე ნერვიულობის დროს.. -ლაშა შენ არ გეხება ჩემსა და ელენეს შორის მომხდარი ამბავ.. გთხოვ ნახე, იქ გერმანიაში სცადა.. მეშინია საკუთარ თავს იმ ყ*ე კაცის გამო რამე არ აუტეხოს.. მე ვერ გამოვჩნდები მასთან.. სანამ გაბრაზება არ გადამივლის... თან ყველაფერი უნდა გავარკვიო.. -დემნა.. ვიცი ახლა გაცოფებული ხარ.. და ყველას მოკვლა გინდა.. დაბნეული და თავზე ლაფ დასხმული.. -დანეული საუბროდა ლაშა და ცდილობდა ოდნავ მაინც გამოეყვანა ამ დგომარეობიდან.. - მართლაც ასე აჯობებს სანამ არ გადაგივლის ეს მდგომარეობა ელენესთან არ მიხვიდე.. -გავარტყი..-გაპარული ხმით ამოიჩურჩულა.. -ხიდიდან ხტებოდა ლაშა გესმის..-თვალებში სითხე ჩაუდგა და სახე წაეშალა, როცა გააცნობიერა რამხელა არაკაცობა ჩაიდინა.. -შემეშინდა.. მისი სიკვდილის შემეშინდა და იმის მაგივრად დამემშვიდებინა გავარტყი და შუა ბერლინში მარტოდ-მარტო დავტოვე.. -დამშვიდდი დემნდა, კი ცუდად მოიქეცი მაგრამ მაშინ შენ ჭკუა არ მოგეკიხებოდა.. -აცახცახებულ მხარზე დაადო ხელი ლაშამ. -ნაპატიები მქონდა ყველაფერი, მზად ვიყავი მასთან ერად დამეწყო ახალი ცხოვრება.. გესმის შეგუებული ვიყავი უკვე ყველაფერს და იმან კიდე რა მითხრა.. ჭკუიდან შევიშალე ლაშა.. ასეთ მდგომარეობაში იქვე რომ არ მოვკალი და მერე მე არ მვიკალი თავი მიკვირს.. -აღელვებით საურობდა და ცალი ხელით ყბას იზელდა.. -ლაშა კაცი ხარ და ხვდები ეს რასაც ნიშნავს.. ხვდები მაინც რა გამიკეთეს? -დემნა არც კი მინდა შენს ადგილას თავის წარმოდგენა.. იმედი მაქვს საღი გონებით გაარკვევ ყველაფერს.! ახლა წადი სახლში, მოიწესრიგე თავი, სულ სისხლიანი ხარ.! ელენეზე კი არ იდარდო მე ვიქნები მის გვვერდით.. -საღამოს დამირეკე რაა.. ისე რომ არ გაიგოს.-ფეხზე წამოდგა.-მადლობა ლაშა მოსმენისთვის.-გაუღიმა და სახლი დატოვა. მანქანაში მათი სახლის გასაღები მოიძია და კარგად ნაცნბო გზას დაადგა.. გაუბედავად შეაღო კარები მესხმა, მათ სახში შევიდა სადაც ჯერ კიდევ ტრიალედა სიყვარულის სურნელი.. სავარძელზე წამოწვა და ოთახს მოავლო თვალი. იქვე ორი ერთმანეთზე შეყვარებული სილუეტი დალადა.. ლამაზი მომღიმარი გოგონა რომ ეხვეოდა გაბუსხულ ბიჭს.. როგორ უყურებდნენ ერთმანეთს.. -მე და შენ რით დავიმსახურეთ ასეთი ცხოვრება.. რომლის მდგომარეობა უფრო რთულია ახლა ელენე.? -საზურგისკენ გადაბრუნდა, სახე დამალა და ხმით ატირდა.. კარგა ხანი იყო ასე, შემდეგ გაყუჩდა და მოდუნდა. .ღრმად სუნთქავდა, ნელ-ნელა იაზრებდა ამ დღეებში მომხდარ ამბებს და საკუთარი თავი ერთ დიდ კოშმარში ეგონა.. დამძიმებული სხეული ძლივს აითრია, სააბაზანოშო შევიდა.. ყველგან ელენე ელანდეოდა, სააბაზანოშიც კი ის დახვდა კისკითით რომ ეხვეოდა ქმარს და თმას უქაფებდა.. თავი გააქნია და ლადნები გააქრო. ცხელი წყლის ქვეშ დადგა, ხელით კაფელს მიეყრდნო.. სიამოვნებდა ცხელი წვეთები სახეზე რომ ეცემოდა და ცრემლებს ფარავდა.. საღამო ხანს აივანზე იჯდა და დაბინდული მზერით იყურებოდა ტელეფონი რომ აწკრიალდა.. -გისმენ ლაშა.. -ელენესთან ვარ.. დაეძინა ახლახანს..-არ იცოდა რა უნდა ეთქვა და მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა. -როგორ არის? -ძალიან ცუდად გამოიყურება. -მადლობა.. -ტელეფონი გათიშა და ისევ უემოციო სახით განაგრძო ყურება.. დღეებბი სწრაფად გადიოდა, არცერთი წამით განელებულა დემნას სხეულში ტკივილი რომელსაც ფესვები გადგმული ჰქონდა.. რეისებზე დადიოდა და მერე სახლში იკეტებოდა.. არც მეგორებს ხვდებოდა, მხოლოდ დედას უკავშირდებოდა, ამბავს ატყობინებდა რომ ჯერ ცოცხალი იყო.. კონტაქტი ქონდა ლაშასთან, სულ კითხოლოდა საყვარელი ქალის ამბავს მაგრამ საკუთარ თავს ვერ ჯობნიდა.. ვერ ივიწყებდა მომხდარს..სექტემბერი იყო დაწყებული ლუკამ ქორწილში რომ დაპატიჟა, იმედი გაუჩნდა, ამდენი ხნის უნახავს ნახავდა და მზერით მაინც მოეფერებოდა.. როგორ უნდოდა ეს ტკივილი გაექრო, მაშინ შეძლებდა ცოლისთვის ამის პატიებას.! მთავარია ტკივილი გაქრეს..! ჯვრისწერაზე ვერ მოახერხა მისვლა რეისიდან გვიან დაბრუნდა და მოსაწესრიგებლად სახლში მივიდა ჯერ.. საღამოსკენ ხალხით გადაჭედილ დარბაზში შევიდა, სახეზე ღიმილი აიკრა, უხაროდა მათი გაბედნიერება მაგრამ ამ მომენტში საერთოდ არ იყო ღიმილის ხასიათზე, მისი ნება რომ ყოფილიყო არც მოვიდოდა აქ.. -გვრიტებო.. გილოცავთ შეუღლებას.-მხიარულად გადაეხვია სიძეს და ლამაზად გამოწყობილ პატარძალს საჩუქარი გაუწოდა.-ნანუკა რა ლამაზი ხარ გოგო.. -ხელზე ნაზად აკოცა.. -სიძეე აბა როგორ გრძნობ თავს..-მხარი მხიარულად გაჰკრა და დარბაზს თვალი მოავლო. გაუკვირდა სანატრელი რომ ვერ დაინახა.. კითხვა მოსვენებას არ აძლევდა ამიტომ პირდაპირ იკითხა. -ნანუკა ელენე სად არის?-გოგოს სახიდან ღიმილი მოშორდა. -იმის მერე რაც შენ გაგიკეთა როგორ გავაგრძელედი ურთიერთობას. -ისე გაბრაზდა, ისე გაბრაზდა ალბათ ყველაფერს დალეწავდა ამის უფლეა რომ ჰქონოდა. წარბები მაღლა აზზიდა. -შენ დაგიშავდა ამით რამე?-მაგიდას დაეყრდნო და წყვილს გახედა.. ნირწახდილმა გააქნია თავი.-ცუდი მეგორები ხართ.! -კბილებში გამოსცრა.. აქ მისი ადგილი არ იყო.! -კარგად გაერთეთ.-ნაძალადევად გაუღმა ნეფე-დედოფალს და დარბაზი სწრაფად დატოვა.. სიბრაზისგან ნაპერწკლეს ყრიდა ავტომობილი დაძრა და მალევე პატარა კორპუსის წინ გაჩერდა, აიხედა სინათლე მოჩანდა მისი ფანჯრებიდან.. დიდი ხანი გაჩერდა იმის იმედით რომ ჩრილს მაინც მოჰკრავდა თვალს. ბოლოს სინათლე რომ ჩაქვრა დაძრა ავტომობილი და სახლის გზას დაადგა..ბოლთას სცემდა და ყველაზე გაბრაზებული სახლის ავეჯზე იყრიდა ჯავრს, სასმელი ბოთლიდან მოსვა და მთელი გულ-მუცელი ჩაუწვა სითხემ. ბოლოს იყვირა და ეს ბოლიც შეაფშვნა კედელს.. -ღმერთო რეებს უკეთბ.. ის მაინც შეიბრალე..! -იღრიალა და სავარძელი გადაატრიალა. რეისიდან დაბრუნებული მუდამ ხედავდა შორიახლოს მდგარ ელენეს, რომელიც საგულდაგულოდ იმალებოდა კაცს რომ არ დაენახა.. ენატრეოდა მის თვალებში ჩახედა, მისი ხმის გაგონება. *** საღამო ხანს სამსახურიდან გამოსულს სიმშვიდეში ჩაის დალევა მოუნდა, თან ამინდიც ხელს უწყობდა, სექტემრის თვეში დამახასიათებელი წვიმიანი ამინდი იყო.. ჩაის სახლში მყუდრო კუთხეში დაჯდა და ველური ალუბლის ჩაი შეუკვეთა.. -ელენე.. როგორ ხარ?-თავზე წამოადგა არასასიამოვნო ნაცნობი. -მადლობა კარგად. გილოცავ დაოჯახებას..-უგრძნობლად მოიკითხა, სახეზე შეეტყო რომ მხოლოდ მოვალეობა მოიხადა.. -მადლობა.. -სკამი დაუკითხავად გამოსწია და მის წინ ჩამოჯდა.. -იცი მეგობარს ველოდები.. -ელენე იცი მე.. -ნანუკა.. გთხოვ ტყუილად არ დაიწყო საუბარი.. ძალიან კარგად ვიცი რომ არც იმაზე წუხარ როგორც მოიქეცი და მითუმეტეს იმაზე რომ ქორწილში სადაც მეჯვარე უნდა ვყოფილიყავი არც კი დამპატიჟე.. -გაიღიმა.. ჩაი ფინჯანში ჩამოასხა.-იცი იმ დღის მერე გავიხხსენე ყველაფერი და ნათელი გახდა, შენ ჩემი როგორ გშურდა! -მშურდა?-ირონიულად აათამაშა მარჯვენა თითი.. -დიახ გშურდა, შენზე წარმატებული სტუდენის, ბედნიერი მეგობრის და ბოლოს წარმატებული კარიერის.. არ მწყინს.. მართლა..-მშვიდად მოსვა ჩაი და მეგობარს გახედა.. -რამხელა წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე.. -შენი დამსახურებით მხოლოდ ძვირფასო.. იმ დღეს ოდნავ ღირსეულად რომ მოქცეულიყავი და ოდნავ მაინც დაგეფარა იმის სიხარული,რომ გავნადგურდი ალბათ ასე არ იქნებოდა.. შენთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე ვდგავარ.. ლუკა მომიკითხე.. -გაუღიმა და აიძულა მის მაგიდას გაცლოდა.. სიტყვა ვეღარ თქვა ავალიანმა, ან რა ჰქონდა სათქმელი, უკან მოუხედავად წავიდა..ღრმად ამოისუნთქა და აშლილი ნერვები დაამშვიდა.. დიდი ხანი არ გაჩერებულა იქ, რადგან ერთ გარემოში ვერ იქნებოდნენ ავალიანი და რობაქიძე. ჩაი გემრიელად დალია , მალევე სახის გზას დაადგა.. მხრებში გამართული მიაბიჯებდა და სიამაყეს გრძნობდა, ალბათ იმიტომ რომ აღარ იყო დაჩაგრული ქალი. მან შეძლო და საკუთარი თავი დაიცვა.. დღები ერთმანეთს მისდევდა და მის ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა ახალი, ყველანაირ ტკივილთან გამკლავება ისწავლდა და მათთან ერთად ცხოვრებაც შეძლო.! ადრე პატარა თბილისი ახლა იმდენად დიდი გამხდარიყო რომ ამ ორ ადამიანს ერთად შეხვედრა ვერა და ვერ მოუწიათ.. თითქოს ცხოვრება დროს აძლევდა ორივეს.. *** რეისიდან ჩამოსულს თბილისში საშინელი ამინდი დახვდა, წვრილად ცრიდა და ქარი ძლიერად ქროდა.. აეროპორტის შენობიდან გამოსულმა ავტოსაგომამდე სირბილით მივიდა და უკვე თითქმის მთლიანად დასველებულმა ძრავა აამუშავა.. უცებ ავტობუსის გაჩერებასთან ნაცნობი სილუეტი დაინახა. ქარს ებრძოდა ქოლგა რომ არ წაერთმია და ტუჩების მოძრაოით ხვდებოდა როგორი გაბრაზეული იყო. გაეღიმა და მანქანა მის ფეხებთან გააჩერა. -წაგიყვან.-ფანჯრიდან ახედა გაოგნებულ რობაქიძეს.. -არ მინდა მადლობა, მალე მოვა..-ავტობუსის ტაბლოს ახედა სადაც გარკვევით ეწერა რომ მალე არ მოვიდოდა.. პატრულმაც რაციაში გამოაცხადა მესხის მაქნაის სერიის ნომერი და თხოვნა ავტობუსის ადგილი გაენთავისუფლებინა. -არ მინდა პატრულთან უთანხმოება, დაჯექი წაგიყვა.. -ღრმად ამოისუნთქა და მალე მოთავსდა წინა სავარზელში.. მე რას გამომაპარებს, მე ხომ კარგად ვიცი როგორ უფართხალებდა კარგა ხნის წინ გაჩერებული გული.. სწრაფად მოატრიალა მანქანა და გზას დაადგა.. ორივე ჩუმად იყო, ცალი ხელით საჭეს ატრიალებდა მეორეთი კი ტელეფონში სასიამოვნო მელოდიას ეძებდა.. -ეს ჩემი სახლის გზა არაა.-დამფრთხალმა გახედა. -ვიცი.. -ოლიმპური სიმშვიდით უპასუხა და გულში ისეთი რამ გაივლო რამაც პულსის ცემა გაუორმაგა.. -დემნა სად მივდივართ?-მოუსვენდარ დაიწყო მოძრაობა.. -ჩვენს სახლში..-მკაცრად თქვა და ქალს გამოხედა.. გაურკვეველი გრძნობები მოაწვა ელენეს, არ იცოდა რა უნდა ეგრძნო შეშინებოდა თუ გახარებოდა, ვაიდა ისევ რამე სასიამოვნო ეგრძვნო და კვლავ მიეტოვეინა? მისი ხელი ძალით მოიქცია მუჭში და სათითაოდ დაუკოცნა ლამაზი თითები.. ვაი და როგორ მონატრებია მისი კანი.. აი ახლა მგონი ტკივილიც გაქრა.! *** ესეც ახალი თავი ჩემო საყვარლებო.. გუშინ საღამოს ვცდილოდი დადებას მაგრამ საიტიზე პროლემების გამო ვერ მოვახერხე.. იმედია მოგეწონებათ.. ველი შეფასებებს ჩემო ძვირფასებო.. <3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.