შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმის შეცდომა (თავი 1)


11-02-2019, 20:46
ავტორი ნორმი
ნანახია 952

ჩემი ძმის შეცდომა (თავი 1)

მთელი ჩემი ცხოვრებაა ვოცნებობ მყავდეს უფროსი ძმა.არადა ვიცი არ ამისრულდება.ორი ძმა მყავს მაგრამ ჩემზე უმცროსი.ჩვენს შორის ხუთი ან სამი წელი რომ იყოს განსხვავება კიდევ კარგია,მაგრამ მხოლოდ თითო წლით განვსხვავდებით,რაც დამიჯერეთ ყველაზე საშინელებაა.ყველაფერზე ჩხუბობენ.ყოველთვის არასწორ გზას ირჩევენ,როგორც უფროსი და ვცდილობ შევაგნებიო რომ ეს ცუდია,მაგრამ ესმით?თითქოს მათი ტოლი ვიყო ისე მექცევიან.რამდენჯერ მომდომებია ავმდგარიყავი და მათი საქციელის გამო სახეში გამელაწუნებინა,მაგრამ დედაჩემი ყოველთვის მცველად უდგებოდა წინ.რამდენჯერ ცუდად მიუმართავს დედასთვის,მამისთვის,მაგრამ მხოლოდ მამაჩემი საყვედურობდა.დედა როგორც კრუხი იცავს თავის წიწილებს ისე ჰყავდა ამოფარებული თავის კალთას და არავის პატიობდა ერთ ზედმეტ სიტყვასაც კი.გასაგებია ის დედაა,ასე უნდა იქცეოდეს,მაგრამ შვილებს რატომ არჩევს ვერ ვხვდებოდი,ერთი ზედმეტი სიტყვაც,რომ მეთქვა მაშინვე მლანძღავდა და მიწასთან მასწორებდა.ნელ-ნელა მივეჩვიე მის მიმართვებს,იძულებული გავხდი ჩემი აზრის დაფიქსირების შემდეგ მისგან შორს ვყოფილიყავი.ძალიან მინდოდა სამსახური დამეწყო და საკუთარი თავი მერჩინა.მაგრამ დედაჩემმა აქაც არ გამიშვა,სანამ არ დამამცირა არ მომეშვა.ვერ ვხვდები ამ ქალს ასეთი რა დავუშავე.ვინ იცის რამდენჯერ მინატრია,ნეტავ მათი შვილი არ ვყოფილიყავი.საუბედუროდ დნმ-ის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.ესეც დედაჩემის არაორდინალურმა გადაწყვეტილებამ გაგვაგებია.თურმე არცერი ჩვენგანი მისი შვილი არ ვყოფილვართ და ვიღაც ქუჩიდან მოთრეულები ვვიყავით.ბებიაჩემსაც კი რა შარს უგონებდა ვინ იცის.ყოველდღე იმას იძახდა,ჩემი დედა არა ხარ,ვიღაც ამერიკელის შვილივარო.დნმ-ის ტეტსტის პასუხის გაგების შემდეგ მთელი ერთი თვე ჩუმად იყო.ხმასაც არ იღებდა,შემდეგ კი კვლავ ისევ ამ სისულელეების ძახილი დაიწყო.ვხვდებოდი კარგად რომ არ იყო,მაგრამ საავადმყოფოში არ მიგვყვებოდა.ეგონა საგიჟეთში მიგვყავდა და იქ ვამწყვდევდით.იძულებული გავხდი ღამით დამეძინებინა და საავადმყოფოში ისე წამეყვანა.ექიმმა ალცჰაიმერის დიაგნოზი დაუსვა.ახლა ყველაფერი გასაგები გახდა,თუ რატომ იქცეოდა ასე არაადეკვატურად.ექიმის რჩევით სპეციალურ სტაციონარში მოვათავსეთ,საიდანაც ერთი თვის შემდეგ შეტყობინება მოგვივიდა,რომ გარდაიცვალა.ალცჰაიმერთან ერთად მის ორგანიზმს კიბოც ანადგურებდა.ამდენი წელი ჩუმად იტანჯებოდა და ჩვენ ვერც კი ვხვდებოდით.გული ძალიან დამწყდა.ძალიან მტკიოდა გული,მაგრამ პანაშვიდზე შემოსული მეზობლები და სანათესაო ყოველთვის გულქვას მეძახდა.არასოდეს შემეძლო ტირილი.უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა მეტირა.ჩემი ტირილი ხომ დედას ვერ დამიბრუნებდა.არამგონია ცრემლებს ადამიანის გაცოცხლება შეეძლო.ასე რომ იყოს უამრავი ადამიანი დაბრუნდებოდა.არცერთის სიტყვას არ ვაქცევდი ყურადღებას.მისი დასაფლავების დღესაც არ მიტარია,რამდენჯერმე დამეჭიმა ყბები,მაგრამ თავს უფლება არ მივეცი მეტირა.ჩვენდა საბედნიეროდ მამა ახალგაზრდა იყო.პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა განყოფილების უფროსად.არც მე ვიქნებოდი უსაქმოდ და სამსახურსაც ვიშოვიდი.ზუსტად ერთ თვეში დავიწყე მუშაობა მენეჯერად,საკმაოდ სოლიდური თანხა მქონდა.
მიუხედავად იმისა,რომ ასეთი საშინელი დამოკიდებულება მქონდა ჩემს ძმებთან.ხანდახან მათთან ერთად ვხალისობდი კიდევაც.მათი ყველა საიდუმლო ვიცოდი.ვიცოდი შუათანა ძმას დუდას ერთი გოგონა ძალიან მოსწონდა,მაგრამ ვერ უმხელდა.არცე მე მეუბნებოდა რაიმეს,რომ დავხმარებოდი და ერთად მიგვეღო ის გადაწყვეტილებდა რაც მისთვისაც და იმ გოგოსთვისაც კარგი იქნებოდა.ჰო,ვიცოდი სოფოსაც რომ უყვარდა და ვცდილობდი,როგორმე მიმენიშნებინა,მაგრამ ერთმანეთს ყურადღებასაც კი არ აქცევდნენ.თიტქოს მათ მაგივრად მე ვიყავი შეყვარებული.ჩემი უმცროსი ძმა რეზო ბუთქუნა და მსუქანა იყო.სულ დავცინოდი,მაგრამ იცოდა ამას დის სიყვარულით ვაკეთებდი.მართალია სულ კატა-ძაღლივით ვჩხუბობდიტ,მაგრამ ერთმანეთს დაცვა საშინლად შეგვეძლო.ვერავინ ბედავდა ჩვენს დაჩაგვრას.რამდნჯერმე ვყოფილვარ მათთან ერთად გარჩევებზეც.მუდამ ბიჭების გარემოცვაში გაზრდილი ვიყავი,ამიტომ გოგოს მოქცევები ნაკლებად ვიცოდი.ყოველთვის ბიჭის კედებს,მაისურებდა ტანსაცმელებს ვყიდულობდი.თმებიც კი ბიჭივით მქონდა შეკრეჭილი,მაგრამ ყველა ხვდებოდა,რომ გოგო ვიყავი.ერთი ჩემი ხმის გამო,მეორე ჩემი ზედმეტად ნაზი კანის გამო და მესამე თვალის კონტურის გამო.ყველას ეგონა,რომ ფანქარი,ტუში,ლაინერი და რა ვიცი კიდევ რა არ მესვა,არადა ბუნებრივად ასეთი თვალები მქონდა.
როდესაც გარჩევებზე მივდიოდი,მართლა ვისმევდი ცოტაოდენ მაკიაჟს თვალების არშე,რომ რამენაირად დამემლა ჩემი ქალურობა.ბიჭები კი მაინც ხვდებოდნენ და ჩემს ძმებს დასცინოდნე,ამის გამო არაერთხელ მოხვედრიატ.ჩვენთან უბანში როგორც კი გავივლი ყველა ბიჭი მეცლება,იციან არანაირი ხისთავიანიც ვარ.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს ჩემი წარსულია.ორი წელი გავიდა,მას შემდეგ რაც ასეთ ცხოვრებას ვეწეოდი.ნელ-ნელა მივეჩვიე კაბების,მაღალქუსლიანების და გრძელი თმების ტარებას.ქალური მანერებიც დამეხვეწა.ახლა ბიჭები შიშით კი არა აღგზნებული თვალებით მიყურებდნენ.ძალიან მინდოდა მათთვის თვალები დამთხარა,მაგრამ მამაჩემს ვერ გავაბრაზებდი.კუდში თავის რამოდენიმე პოლიციელს დამაყოლებდა.მეც დამჯერი შვილივით სახლში ადრე ვბრუნდებოდი.ყველაფერს ვუჯერებდი.არადა არ ესმოდა,ოცდაორი წლის გოგოს შესანიშნავად შემეძლო საკუტარი ტავისთვის მიმეხედა.ამის თქმასაც ვერ ვბედავდი,მაშინვე მსჯიდა.ჰო საინტერესოა არა,როგორ მსჯიდა?იცოდა როდის მივდიოდი დასვენებებზე.ჩემს ყველა კურსელს სათითაოდ ურეკავდა და ეყბნებოდა,რომ ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ მივდიოდი.შემდეგ ჩემს ტახში შემოვიდოდა გასაღბს იღებდა და კარებს მიკეტავდა.საუბედუროდ ფანჯარა არ ჰქონდა ჩემს ოტახს.მაგრამ ჩემს ძმებს ხშირად გავუპარებივარ და ჩემს გამო ხშირადაც დასჯილან.
ახლა უნივერსიტეტის შენობისკენ მივამართები,ცოტათი ფეხ აჩქარებით საშინელი ლექტორი მყავს,ვიცი რანაირი გველიც არის,ორი წუთიც რომ დააგვიანო ინიშნავს და მერე ქულას აკლებს.მე კიდევ ძალიან არ მსურს ჩემ სტიპენდიას ამ ქალმა შეუშალოს ხალო.ყველა ლექტორმა იცის ჩემი მუშაობის შესახებ და შეძლებისდაგვარად მიწყობენ ხელს,ეს კიდევ პირიქით გაგველდა და უფრო და უფრო მიჭერს კისერში.კიდევ კარგი გამგებიანი უფროსი მყავს და მაძლევს უფლებას მის ლექციას და სემინარს დავესწრო.მალე დავასრულებ უნივერსიტეტს და სულ აღარ გავეკარები აქაურბოას.მაგისტრატურის დასრულებას საფრანგეთში ვაპირებ,ბოლობოლო ჩემმნაირ არაჩვეულებრივ სტუდენტს ყველა მიიღებს.მამაჩემი სულ იმას დამცინის ცოლად მარტო წიგნებს თუ გაყვებიო.
რა გავაკეთო საშინლად მიყვარს წიგნების კითხვა,სახლიც გამევსო უკვე.ვერ ვიტან ნანათხოვარ წიგნებს.მე თუ შიგნით რაღაც არ ჩავხატე არ გავხზე და არ დავჯღაბნე ისე ვერ მოვისვენებ.სხვის წიგნზე კიდე ვერ ვწერ და მერე საშინლლად მექავება ხელები.უცნაურია მაგრამ საშინელ ალერგიას მაძლევს.ხელები სულ მიწითლდება და მთელი კვირა მექავება.
სწრაფად შევრბივარ და ჩემ საყვარელ ადგილას ვჯდები,მალე ჩემი კუსკუსა მეგობარი ლალე შემოდის და გვერდით მიჯდება.
-აბა ჩემი ფუმფულა დათვი რას შვება?
-გოგო ვირაცა იფოქრებს მართლა მსუქანიო.
-არ ხარ?
-ლალე დავჯერო ოცდაორი წლის ასაკში ორმოცდაათი კილო სიმსუქნეა?
-აი ზუსტად ამიტომ მიყვარხარ რა?შენ ადგილზე ნებისმიერი გოგო დაიწყებდა მსუქანი ვარ,დაკლება მინდაო.
-სხვებს რომ არ ვგავარ შენ არ იცი?
მოჭუტული თვალებით გავხედე,ვიცოდი რომ გადაიკისკისებდა და ლევანის ყურადღებასაც მიიქცევდა.ლევანი ჩვენი კურსელია.პირველი კურსიდან მოყოლებული ლალე მოსწონს,რა თქმა უნდა ლალესაც,მაგრამ ჯიუტი ვირია,სიმართლეს არაფრის დიდებით ამხელს.მეკიდევ ძალიან მიყვარს ამ ორის სახეზე ღადაობა.ლალემ იცოდეს ლევანს როგორ ვეხმარები და როგორ ვაწყობთ მისი მოტაცებას გეგმას?ორივეს ერთმანეთზე მიგვასვენებდა.
დღეს კი საოცრება მოხდა,კისკისის მაგოვრად დაიჭიხვნა,მთელი კურსი გაშტერებული უყურებდა ყოველთვის ნაზ და გამორჩეულ ლალეს.ლევანი ჰო საერთოდ გაფართოებული თვალებით შესცქეროდა.ასე პროცენტით დარწმუნებული მაშინვე გადაიფიქრა მისი ცოლად მოყვანა.სახეზე წიგნი აიფარა და კედლისკენ შებრუნდა.ასეთი სიცილი მხოლოდ სახლში,მამამისთან ახასიათებდა.
-ლალე რა გაჭიხვინებს,სახლში კი არ ხარ.
-ბოდიში,უბრალოდ ვეღარ მოვზომე.
-რამდენჯერ მაქვს ნათქვამი ერთიდაიგივე ფრაზა და მაინც რატომ ჭიხვინებ ვერ გავიგე.
-მევასება როგორადაც ამბობ და მერე როგორც მიყურებ.
-ვახ რა გეშველება.
-ჯობია გავჩუმდეთ თუ არა შემოვიდა კობრების ოჯახის წარმომადგენელი.
მართლა რომ საოცარი ჩამულობა აქვს რა ამ ქალს.სულ გველის ტყავისგან შეკერილი ტანისამოსი აცვია.ალბათ დღეს ბიჭების ყურადღებას არ მოიკლებს,მისი მოტკეცილი გველის ტყავის შარვალი,რომელშიც საოცრად მოუჩანს მსუქანი ბაყვები.არა რა არ მესმის ასეთი ხალხის,მსუქანი ხარ შე კაი ოჯახ დაქცეული ცოტა კულტურულად ჩაიცვი,ისედაც ქალების ნაკლებობას განიცდიან ეს საოცდავი მამრობითი სქესის წარმომაგენლები და შენ კიდევ რაღას უმატებ?ზუსტად ასეთი მასწავლებელი მყავდა,ამოიკვეტებდა შარვალს და ეს პირღია ბიჭები კიდევ უფრო პირდაფჩენილები შეჰყურებდნენ.ტანიც მაიინც ქონებოდათ კაი.
დაილოცა ქალბატონი სოფიო,ძალიან ლამაზი ქალის,შესანიშნავი აღნაგობა აქვს.უზადო სხეული,მაგრამ გამომწვევად არასოდეს ჩაუცვამს.
ლალეს შემხედვარე სიცილს ძლივს ვიკავებდი.როგორც კი ლექტორი კარებიდან გავიდა,მთელი კურსი სიცილით ვიხრჩობოდით.
-არა რა მაინც მაგარი ქალია.
-გაჩერდი გოგო,ის ტანგა მაინც რაღამ ჩააცვა.--ლალე--
-არა რა გემოვნება აქვს უნიკალური,მასტერკლასებზე უნდა ჩავეწერო.
-იცოდე მე არ გამომტოვო.
-შენ როგორ დამავიწყდები.
კიდევ ერთი ლექცია ვუყურებდით ქალბატონი ნინოს ჩაცმულობას,ალბათ ლექციაზე მეტად ყურარებას მის ჩაცმულობას ვუთმობდით.ღიმილით დაგვემშვიდობა,რადგან მომდევნო ორი კცირა ვერ ვნახავდით.
-ღიმილიც რომ კალმით ნახატი აქვს.
-ტუჩ-კბილზე ნუღარ იტყვი.
-მოდი გაკოცო.ჩემი წასვლის დროა.
-ჩემთვის სულ ვეღარ იცლი.
-შენ ხო ხარ მოცლი,რატომ არ მოდიხარ ჩემთან.
-რა ვიცი.
-ოოო,რომ არ იცი ეგაა საქმე.დღეს ცხრაზე გელოდები,შენ რომ გიყვარს შოკოლადის ტორტს დაგახვედრებ.
-ისეთი მაინც არ იქნება.
-კი აბა გულში სულ შკოლადი ექნება თან თეთრი.
-გველო.როგორ იცი რა მიყვარს.
-დღეს გელოდები იცოდე.
-მოვალ აბა რას ვიზამ.
გემრიელად ჩავკოცნე და სიხარულით წამოვედი.უნივერსიტეტიდან რამდენი გამოვდიოდი სულ ფეხით მივდიოდი,არც ისე შორს იყო,თან ორრმოცდაათ თეთრს ტყუილად ხომ არ დავხარჯავდი.ჩანთიდან ტელეფონი ამოვაძვრინე და ლევანის დავურეკე.
-ლეო შენთვის სასიხარულო ამბავი მაქვს.
-არ თქვა ეხლა შენ ცოლობას ნებით თანხმდებაო.
-კი როგორ არა.
-აბა მსოფლიო აფეთქდა?
-თუ მაცდი საუბარს გაიგებ და ჩემსავით ბედნიერი იქნები.
-მიდი გელოდები.
-მომისმინე ათ წუთში გელოდები პარკში,იცოდე ჩემი საყვარელი კანფეტები წამოიღე.
-ამისთვის მირეკავდი?
-არა,ადგილზე აგიხსნი.
-მოვქრივარ დაო.
-აბა შენ იცი სიძევ.
ხელები ერთმანეთს გავუხახუნე.ძალიან მალე ქეიფი მელოდა.საათს დავხედე ათ წუთში სამსახურში უნდა ვყოფილიყავი.ჩემს უფროსთან დავრეკე და თავი მაქსიმალურად მოვისაწ.....
-გამარჯობა ბოს.
-ნინა რა გინდა?
-უნდა გამნთავისუფლოთ ბოს.
-ნინა!
-ბოს ერთი კვირა რა ან ერთი თვე.
-ნინა!
-ბოს გეხვეწებით რა,ორი წელია თქვენთან ვმუშაობ და ერთხელაც არ ამიღია,შვებულება გეხვეწებით ერთი კვირა გამიშვით.
-იცოდე ზაფხულის სამ თვეზე მოგაკლდება.
-დიახ ბოს.
-და კიდევ ამ ბოსს ნუ მეძახი.
-კარგით ძია ბაჩო.
-ეგრე ჯობია.
ტელეფონი სწრაფად გავუთიშე და გახარებული გავჭენდი პარკისკენ.ჩემს საყვარელ ძეგლთან ახლოს დავიკავე ადგილი.სულ მალე გამოჩნდა პარკით ხელში ლევანი.სწრაფად წავართვი და პირში ეგრევე მიატნის კამფეტი გავუშვი.არა რა როგორ ძალიან მიყვარს ეს ხილის კამფეტები.
-აბა ქალბატონო ნინაჩკა რა გნებავდათ?
-ვგრიალებთ ძმაო.
-ვა ვის ქორწილში?
-შენსაში.
-აბა უარი თქვაო?
-უარი ტქვა,უბრალოდ ახლა მოტაცებისთვის შესაფერისი მომენტია.
-აბა მიდი ჩამიკაკლე ყველაფერი.
-ე.ი დღეს ლალე ჩემთან მოდის ჩემთან ცხრა საათზე.შენ როგორც მომავალ სიძეს გევალება ერთი საათით ადრე მობრძანდე და კორპუსთან სადმე მომალულ ადგილას მოიცადო,არც მანქანა უნდა გამოჩნდეს.ათ წუთში ჩამოვალ და შემოსასვლელში დაველოდები.
-ასე მალე რატომ?
-მომისმინე იცის რომ მაგის საყვარელ ტორტს ვამზადებ და ცოტათი ადრე მოვა.შემდეგ ჩემს საყვარელ ძამიკოს ვთხოვ რომ ჩვენს გვერდით რომ მაღაზია იქ იყოს,ლალე როგორც კი მომახლოვდება ჩემი ძმა გამოვა მაღაზიდინად და პირზე საძილე სითხით გაჟღენთილ ტილოს ააფარებს.შენ და შენი ერთი ძმაკაცი სწრაფად მოხვალთ ჩვენთან და ლალეს წაიყვანთ,რა თქმა უნდა ჩემი ძმა მეც ამაფარებს ცხვირზე,რომ ერთსა და იმავე დროს გავიღვიძოთ.ასე რომ ორის თრევა მოგიწევთ.
-შენ რა საჭირო ხარ?
-მგონი გავიწყდება,რომ მე გარეტ ვუცდიდი ლალეს.ძალიან არ მსურს ეჭვი აიღონ ჩემზე.ხო იცი დედამისი რა წუნკალიცაა,გადამეკიდება და მერე ხო არ გინდა მოიცილო.
-კარგი აზრი დაო.
-არ დამისრულებია ჯერ,მერე სად მიგყავართ ამდენი ხალხი ერთი ის გამაგებია და მეტი არ მინდა რამე.
-ოოო,ეგ არ მომიფიქრებია,ალბათ ბებიასთან წავიყვან გურიაში.
-შენ შიგ ხო არ გაქ ბიჭო?დედამისი ეგრევე შენზე აიღებს ეჭვს.სადმე ისეთ ადგილას უნდა წავიდეთ,რომ ვერ მოგვაგნოს.
-სვანეთი.
-არა?მანდ აიღებენ ეჭვს,ყველა გაპარული და მოტაცებული წყვილი მანდ გარბის.
-აბა სად წავიდეთ?
-ფოთში.
-სერიოზულად მეუბნები?
-აუ კი,თან ეხლა გამახსენდა მამაჩემს მანდ ძმაკაცი ყავს.
-შენზე არ აიღებენ ხო ეჭვს?
ეჭვის თვალთ გადმომხედა და არადა მართალია.ნახევარ საქართველოში მყავს სანათესაო გაფანტული.ერთი რომ დამინახონ ხომ მიუტანეს მამაჩემს მაშინვე ენა და ხომ დამინგრიეს ძლივს ახლად შექმნილი ოჯახი.
-აბა შენ მოიფიქრე.
-ვერაფერს რომ ვერ ვფიქრობ იმიტომ გთხოვ შენ დახმარებას.
-კახეთში წავიდეთ.
-მოიცა დავფიქრდე თუ მყავს მანდ სანაცნობო.....არა!
-ძალიან კარგი კახეთში ერთ-ერთ რომელიმე მიყრუებულ სოფელს ამოვარჩევთ და ეგაა რა.
-შენნაირი ცოლისდა თუ ყავდეს ვინმეს მე ვიყო უნამოსო.
-კაი ერთი.
-ჩემზე იყოს ერთი კაი ბიჭის გარიგება.
იცოდა რა რექციაც მექნებოდა წინასწარ გაიქცა.რა თქმა უნდა მეც გავეკიდე,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ახლა აინთო წითელი.გზის მოპირდაპრე მხრიდან კოჭის სიგრძემდე გადმომიგდო ენა.არა რა მეც ახლა მომინდა კანონის დაცვა.რაცტავი მახსოვს სულ ვაჭრიდი ზებრაზე,ახლა კიდე ბაციკუკუსავთ ვდგავარ დაბღვერილი და ვუყურებ მოცეკვავე ლევანს,რომელიც ხელებით და ფეხებით დამცინი.როგორც კი მწვანე აინთო ეგრევე გავიქეცი,მაგრამ გამასწრო.გზაში დამაწია ჰაეროვანი კოცნა და გაუჩინარდა.არა რა რომ მცმოდა კედები ჩემ ფეხებს გამასწრებდა.ნერვებ მოშლილი წავედი სახლისკენ,მანამდე მაღიაზიაში შევიარე და საჭირო ნივთები ავიღე.მამაჩემს მცირე ოდენი საძილე სითხე მოვპარე.ერთ-ერთ დამნაშავეს ამოაცალა და სულ არ ახსოვს სახლში რომ აქვს მე და რეზო სულ ვიყენებდით.ერთმანეთის ვაფარებდით სახეზე.დუდა იძულებული ხდებოდა ჩვენი ასეთი ძლიერი ძილი როგორმე აეხსნა.ახლა კი ძალიან ცოტაა დარჩენილი,იმედია მეყოფა.რეზიკ ოთახშია და ლეპტოპში ჩვენს საყვარელ სერიალს უყურებს.
-რეზიკია თხა აბა რას შვები?
-რა გინდა ნინა?
-უნდა დამეხმარო ძამიკო.
-დაიწყე.
-ე.ი ლალის მაღაზიაში უნდა ჩახვიდე რვაზე.
-ახლა ჩავალ და ამოვიტან რაც გვჭირდება.
-არა,მაცადე.ჩქახვალ და თან ამ სალფეთქს წაიღებ.
-ეგ რათ მინდა?
-ამაზე საძილე სითხეს დავსხამ.ჩემთან როგორც კი მოვა ლილე ცხვირზე ააფარებ და გათიშავ.
-ნინა რას ხლართავ?
-არ გინდა ქორწილში ქეიფი?
-აუ კი ძაან.
-ჰოდა მერე დამეხმარე.იცოდე ლალეს რომ გათიშავ შემდეგ ჩემი ჯერია.
-შენ რაღატო უნდა აგაფარო?
-იმატ უნდა გავყვე ჩემზე ხომ არ უნდა იეჭვონ?
-მოიცა ჩემზე არ იეჭვებენ.
-შენზე რა პონტში უნდა იეჭვონ?
-გოგო მაგის სუნი ორი დღე რჩება ხელზე.
-ოოო,ეგ მართალია.მაშინ ავდგები და მე მივაფარებ სახეზე.ბოთლსაც თან წავიღებ და არც შენ გაგრევ.
-მე რომ მეცოდინება?
-ეხლა კი არ გაჩუმდე ცოტა ხანი.
ხელი გამომიწოდა.აჰა კიდევ ერთი ქრთამისტი.
-ახლა რაღა გინდა?
-აი ის ჩანთაში რომ გაქვს.
-შანსი არაა არ მოგცემ.
-კაი მაშინ..მამაააა...
-აჰა,აიღე.
ჩემი საყვარელი კანფეტები მივეცი.როგორ ვერ ვიტან რომ მართმევენ.ლევანთან სწრაფად დავრეკე და გეგმის ცვლილებაზე ვამცნე .შოკოლადის ტორტს გულმოდგნეთ ვაცხობდი.კი მართალია ლალე ვერ შეჭამდა,მაგრამ მამიკოსაც ძალიან უყვარდა.გულში რაც შეიძლებოდა ბევრი გამდნარი თეთრი შოკოლდაი ჩავასხი.ტან ნამცხვარს გიფებს ვუღებდი და ქალბატონს ვუგზავნიდი.მისგან კი მხოლოდ გაბრაზებულ სმაილებს ვღებულობდი.ვიცოდი ვაღიზიანებდი და შეიძლებოდა მალე მოსულიყო,მაგრამ თან ვწერდი,რომ ინტერნეტში ნანახი ვიდეობიდან იყო ამოჭრილი და მზადებას მანამ არ დავიწყებდი,სანამ ჩემი საყვარელი ბოსი არ გამანთავისუფლებდა.იმიტომ,ვამბობ საყვარელიო,რომ ჩემთვის მეორე მამასავით არის.საბურავების კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად,მართალია გამოცდილება არ მქონდა,მაგრამ მაინც ამიყვანა.ერთი კვირა დამჭირდა ყველაფრის სასწავლად.შემდეგ კი საუკეთესო მენეჯერად ვიქეცი,როგორც ბატონი ბაჩო ბრძანებს ხოლმე.
ტორტი სპეციალურ ყუთში ჩავდე და მაცივარში შევინახე.მაცივარს მანამ არ მოვშორებივარ სანამ ცხრის ხუთი არ გახდა.ჩემი მოზადებული მცირე ბარგი სწრაფად ავიღე და კიბეებზე ჩავირბინე.იქვე კუთხეში მოვმალე და დაველოდე როდის მოვიდოდა ლალე.ჯიბეში ნაჭერი მედო,კი მეშინოდა,მაგრამ ქორწილში ქეიფსა და ლალეს გამწარებაზე უარს ვერ ვიტყოდი.როგორც კი დავინახე მაშინვე ხელი დავუქნიე.ჩემსკენ არც თუ ისე ბედნიერი სახით მოდიოდა.ზედმეტად გაბრაზებულ მეჩვენებოდა.მინდოდა გადავხვეოდი,მან კი სახეში გამარტყა.
-ლალე რას აკეთებ?
-კიდევ მე რას ვაკეთებ?
მთელი ხმით გაკიოდა,დავინახე ლევანი როგორ გამოიწია,მაგრამ ხელი ავუქნიე.
-ლალე ამიხსენი რა ხდება.
-უნამოსო გოგო ხარ.იცი რომ ლევანი მიყვარს,შენ კი მასთან ერთად სეირნობ.
-ლალე საიდან მოიტანე?
-დღეს დაგინახეთ,როგორ გულიანად ჭუკჭუკებდით.მართალია დედაჩემი ყველაზე საშინელი მეგობარი ხარ.მორჩა მე და შენ ვეღარ ვიმეგობრებთ.
უკან შებრუნდა და წასვლა დააპირა.სწრაფად ამოვაძვრინე ნაჭერი და ცხვირზე ავაფარე.იფართხალა,ფეხები და ხელები მირტყა,მაგრამ მალევე გაითიშა.ლევანი სწრაფად მოვარდა და წაიყვანა.
-გოგო შენ?
-რა მე?
-შენც ხომ უნდა გაითიშო?
-აუ ხო ეგ მეც დამავიწყდა.
სახეზე სწრაფად ავიფარე ნაჭერი.ვიგრძენი როგორ ჩამობნელდა.ვიგრძენი როგორი უწონადი გავხდი.თავი საშინლად მტკიოდა.თვალები ერთმანეთს ძლივს დავაშორე.ჯანდაბა,ეს რაღა საჭირო იყო?მაინც მე დავაძინე ლალე.არასოდეს მტკიებია თავი ასე საშინლად.ნელ-ნელა გავარჩიე ლალეს ძახილი,რომელიც თავზე წამომდგომოდა და მთხოვდა გამეღვიძა.
-ნინა გაღვიძე რა?
საშინლად ნანარვიულები ხმა ჰქონდა.
-გეხვეწები არ მოკვდე რა?
-კაი რა ლილე?როდის მერე კვდება ადამიანი ძილის დროს?
-რა ძილი გოგო გაგვიტაცეს.
-რა ქნეს?
გაგვიტაცეს.
-ვინ გაგვიტაცა?
-წარმოდგენა არ მაქვს,ვიღაც მამაკაცია.სულ შავი შარვალ-კოსტიუმი აცვია.
-სერიოზულად ამბობ ლალე?
-კი წეხან იყო შემოოსული და საჭმელი შემოიტანე.
-ღმერთო შენ მიშველე.
-ლალე ხომ არ მმატოვებ?მართალია გითხარი მებობრები აღარ ვართტქო,მაგრამ ახლა ხომ არ დამტოვებ?
-ლალე ძალიანაც,რომ მსურდეს ქვის კედლებიდა ვერ გავაღწევ....ერთი ის გამაგებია ვინ მოგვიტაცა.
-მეც მაინტერესებს,მანამდე კიდე ნიღბიანი ბიჭი იყო შემოსული.
-ლალე მეკეაიფები?
-რატომ?
-აბა რა ნიღბიანი ბიჭი.
-სერიოზულად გეუბნები.
-ვაიმე მგონი მაგრად დაგვერხა.
-სავარაუდოდ არ იცი ვინაა?
-მოდი ჩვენი იურისტი ტვინები ჩავრთოთ და ვიმსჯელოთ.
ღმერთო შენ გვიშველე.ლევანი,რომ ყოფილიყო ლალე სუნიტაც კი იცნბდა.თან რა შავი ტანსაცმლიანი და ნიღბიანი ხალხი,მხოლოდ ორნი უნდა ყოფილიყვნენ.
-მიდი დაიწყე.
-თუ ნიღაბი უკეთეია,ე.ი არ სურს რომ ვიცოდეთ ვინ არის.ნაცნობი რომ იყოს ასე არ მოიქცეოდა,ან წინასწარ შეგვატყობინებდა ან არადა ბოლო-ბოლო გულებს ასე არ დაგვიხეთქავდა.მეორე,შეიძლება რომელიმე დამნაშავეა.
-დამნაშავე?მერე ჩვენტან რა უნდა?
-იქნებ შენთან არც უნდათ?მამამჩემი პოლიციელია და ბევრი ასეთი ჰყავს დაკავებული,იქნებ რომელიმე მათგანი გამოიქცა და მამაჩემზე შურისძიების მიზნით ჩემი გატაცება უნდოდა.შენ კიდევ ჩემთან ერთად იყავი და ხელს წამო...
კარების ჩხაკუნის ხმა გავიგე,მაშინვე ლალესთან მივედი და ჩავეხუტე.
-არ გაგიშვენ ნი,არსად არ გაგიშვებ.
-დამშვიდდი,არც მე ვაპირებ სადმე წასვლას.
ოთახში მაღალი სილუეტი შემოვიდა,სამწუხაროდ მის სახეს ვერ ვხედავდი.
-ნინა წამოიყვანეთ!
ლალე მტელი ძალით მებღაუჭებოდა,არაფრის დიდებით მიშვებდა,ბოლოს ჩემი ნებით გავყევი,არ მინდოდა მისტვისაც რაიმე დაეშავებინათ.თავზე ტომარა ჩამომაცვეს და ოთახიდან გამიყვანეს.
-მოხსენი!
ჩემს წინ შავებში ჩაცმული მამაკაცი იჯდა,რომელიც ბოროტი მზერით მიყურებდა.
-მომისმინეთ მე რაც გინდა ის დამიშავეთ,მაგრამ ლალეს თავი დაანებეთ ძალიან გთხოვთ.
-საქმეც ეგ არის,რომ შენ არ გვიინდებხარ და ლალე გვინდა.
-რა?
-ჩვენ ლალე გვჭირდება,შენ კი ხელს გვიშლი,ამიტომ ჩემს ბიჭებთან ერთად წახვალ.
-არ წავალ,ლალეს შეყვარებული ყავს.
-კი როგორ არა დავიჯერე.
-მას სხვა უყვარს.
-არ მაინტერესებს იძულებული იქნება მასზე უარი ტქვას და ჩემი ცოლი გახდეს.
-შენი აზრით ბედნიერი იქნები ან შენ ან ის?
-რატომაც,წლების მანძილზე შეეგუება აზრს,რომ მე ვარ მისი ქმარი და შვილების მამა.
-მხოლოდ შეეგუება.მთელი ცხოვრების მანძილზე შეგიძულებს,როგორც კი საშულაება მიეცემა,თუნდაც ასი წლის შემდეგ ყელს გამოგჭრის და შენგან წავა.
-შენი აზრით მეშინია?
-არა.
-ჰოდა ვსიო,ბიჭებო წაიყვანეთ.
ხელებში ჩამავლეს,მაგრამ იმის მაგივრად გარეთ გავეყვანე სხვა ოთახში გამიყვანეს.
-სინათლე მაინც ამინთეთ ველურებო.
-მანდაა და შეგიძლია აანთო.
-დამპლები,ნაგვები და იდიოტები.ლევანი რომ გაიგებს სუყველას დახოცავს,რა თქმა უნდა ...აააააა...
-რა გაკივლებს გოგო.
-შენ აქ რა გინდა?
-რა უნდა მინდოდეს?
-ლევან რა ჯანდაბა ხდება?
-არაფერი უბრალოდ გადავწყვიტე გაგხუმრებოდი.
-მე ნინა ჯაჭვლიანს ამას მიბედავ?!
-ჰო რა იყო,გაგიკვირდა?
-ფუ რა საქონელი ხარ.გული კინაღამ გამისკდა.დებილი ხარ ამხელა კაცი.წადი წაეთრია და იმ გვრიტს უთხარი სიმართლე,თუ არ დავქრივებულხარ.
-მოიცა ასე ნერვიულობს?
-შენ დებილი ხარ ბიჭო?უყურებდა როგორ წაიყვანეს მისი დაქალი და რანაირად იქნება.
-მაშინ შენ წადი,მე მის კლანჭებს ვერ შევხვდები.
-აუ ლევან.
-წადი.
-აუ კაი რა ,ახლაც მტკივა მაგის დარტყმული.
-კიდევ გაუძელი.
-ამხელაზე შევტოპე და ერთი გალაწუნება ვეღარ უნდა ავიტანო?
-ეგრე რა ცოლისდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი ენემი

ლევანი რაღაცას იტყუებაოო????

 


არ მოგატყუებ მაგრამ არ მომეწონა

პ.ს. არ გეწყინოს მართლა, შენ თუ გსიამოვნებს წერა, გააგრძელე, შეიძლება მე არა მაგრამ სხვას მოსწონს, ამიტომ მე ძალიან ეგოისტ ადამიანს ყურს ნუ დამიგდებ, უბრალოდ აზრი გამოვთქვი

 


№3  offline წევრი ნორმი

ენემი
ლევანი რაღაცას იტყუებაოო????


აჰამ.მადლობა რომ წაიკითხე

სიყვარული გულს გვტკენს
არ მოგატყუებ მაგრამ არ მომეწონა


პ.ს. არ გეწყინოს მართლა, შენ თუ გსიამოვნებს წერა, გააგრძელე, შეიძლება მე არა მაგრამ სხვას მოსწონს, ამიტომ მე ძალიან ეგოისტ ადამიანს ყურს ნუ დამიგდებ, უბრალოდ აზრი გამოვთქვი


არა შავს ყველას მოსაწონს ვერ დავწერ.მადლობა რომ წაიკითხე
--------------------
ფარვანა

 


№4  offline წევრი Elea_Nora

აუუ მიყბარს ასეთი ისტორიები!❤❤ ბოლოზე ჩავკვდი მივხვდი რომ რაღაცაში იქნებოდა საქმე! მაგარია ძალიან! იმედია არ დააგვიანებ ხოლმე და დიდ თავებსაც შემოგვთავაზებ!❤❤
წარმატებები და გელი!❤❤

 


№5  offline წევრი ნორმი

Elea_Nora
აუუ მიყბარს ასეთი ისტორიები!❤❤ ბოლოზე ჩავკვდი მივხვდი რომ რაღაცაში იქნებოდა საქმე! მაგარია ძალიან! იმედია არ დააგვიანებ ხოლმე და დიდ თავებსაც შემოგვთავაზებ!❤❤
წარმატებები და გელი!❤❤

როგორც გვერდი გასწორდება მაშინვე შემოგთავაზებთ ახალ თავს.
ვეცდები ყოველ შემთხვევაში.
მადლობა რომ წაიკითხე!
--------------------
ფარვანა

 


№6  offline წევრი Someone wandering

მომწოოონს,გააგრძელეეე.ვიღაც სტრანი ტიპი გაჩითე რაა ნინასთან laughing

 


№7  offline წევრი ნორმი

Someone wandering
მომწოოონს,გააგრძელეეე.ვიღაც სტრანი ტიპი გაჩითე რაა ნინასთან laughing


ზუსტად ეგეთი მაქვს გეგმაში.
ცოტა ხისთავა,ცოტა სტრანი და ცოტ-ცოტა კიდევ სხვა თვისებების მქონე.
მადლობა რომ წაიკითხე.
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent