შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეშლილი სადაქალო /სრულად/


13-02-2019, 08:46
ავტორი ენ ბლექი
ნანახია 6 025

შეშლილი სადაქალო /სრულად/

1
- რა გაბადრული სახე გაქვს? - ეჭვით შეათვალიერა ლენამ დაგვიანებით მოსული მეგობარი.
- თიკა. - ლენას კითხვა უპასუხოდ დატოვა ნიამ და თიკას მიუბრუნდა.
- რა? - ჩვეული უხასიათობით მიახალა ბავშობის მეგობარმა.
- გოგო, რა ბიძაშვილი გყოლია, ამას მალავდი? - მეგობრის გვერდით სავარძელში ჩაეშვა ნია და ფრჩხილების კვნეტას მოჰყვა.
- მოეშვი ამ საზიზღარ ჩვევას. - მხარი გაჰკრა ეკამ.
- აჰ. უკვე იხილე მის სიმპატიურობა? რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. მთელი ცხოვრება გერმანიაში გაატარა, ცოტა ხნით გვესტუმრა.
- მის შესახებ რატომ არასდროს არ საუბრობ?
- არ მეგონა ბავშობის დაქალებთან ჩემს გადაკარგულ ბიძაშვილზე თუ უნდა მესაუბრა. - მხრები აიჩეჩა თიკამ და სიგარეტს მოუკიდა. - ისე ძალიან მექალთანეა, გაითვალისწინე.
- ჯანდაბას მისი უსიმპატიურესი თავი. - ახარხარდა ნია.
- ნახევარი თბილისი გადატ/ნული გყავს, არ მოგბეზრდა? - ზიზღით გამობურცა ეკამ ტუჩები.
- და ნახევარი თბილისი რომ შენზე ან/რევს იქნებ ვინმეს მაინც აუსრულო საწადელი.
- გულისამრევი ხარ.
- შენ კი კარიერისტი მამიკოს გოგო.
- მარცხენა ფეხზე ადექი? - ბრაზი მოერია ეკას.
- უბრალოდ მოეშვი ჩემს კრიტიკას.
- აუ გეყოფათ რა! - დაიყვირა თიკამ. - სულ როგორ კამათობთ?
- მან დაიწყო!
- მე უბრალოდ ის ვთქვი რომ ყველა კაცი მოგწონს ვინც შენს უკანალს ტუჩების ლოკვით შემოხედავს. - ფეხზე წამოდგა ეკა, სიგარეტს მოუკიდა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.
ლენა გოგავა, თიკა თხელიძე, ნია ბუხაიძე და ეკა ყიფიანი, ეს ოთხი პირველი კლასიდან ერთად მოდიან და აგერ უკვე ოცი წელია ერთმანეთის ყოველდღიურ ცხოვრებაში იმაზე მეტად დიდი როლი უკავიათ ვიდრე რომელიმე მათგანის ოჯახის წევრებს. საკმაოდ წარმატებული ოჯახის გათამამებული ქალიშვილები დაბადებიდან ყველაფერს იღებენ რაც მოესურვებათ. მშობლების საერთო ბიზნესი ორმოცდათი წელია უკვე ნომერ პირველია ბაზარზე.
- ბატონო? აჰ მე ვინ ვარ? ანიტა ღლონტი, ამ შერეკილი სადაქალოს ერთ-ერთი წევრი. მე ცოტა მოგვიანებით შევუერთი ამ ოთხეულს, მეშვიდე კლასში ვიქნებოდით, ზაფხულის მწველი მზისგან დასაცავად ბანაკს რომ ვიყავით გახიზნულები, სწორედ იქ გავიცანი ეს ოთხი არანორმალური და მას შემდეგ მეც მათთან ერთად მოვდივარ.
მოკლედ გეტყვით თითოეული მათგანის ბიოგრაფიას. როგორც უკვე აღვნიშნე წარმატებული ოჯახის გათამამებული ქალიშვილები არიან.
- ლენა გოგავა, ჩვენ შორის ყველაზე სერიოზული და მიზადასახულია, ნებისმიერ საკითხს ზედმეტი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით ეკიდება, ის ერთადერთია ჩვენს წრეში რომლის შუბლიც საპირპარეშოს ზედაპირზე არასდროს გვჭერია, ყოველთვის დინჯი და მოწესრიგებულია, ხუთი წელია გიორგის ხვდება და მასზე ყურებამდე შეყვარებული ყოველ დილით ელის სატრფოსგან ხელის თხოვნას. ლენა ჟურნალისტია.
- თიკა თხელიძე, ხო. ცოტა უხასიათო და უჟმური, მაგრამ ძალიან ერთგული, მისი სუსტი წერტილი ალკოჰოლი და კლუბებია, წელიწადში ხუთჯერ მაინც იცვლის ავტომობილს და ყოველჯერზე მიზეზი ერთი და იგივეა. "დაამტვრია" თიკას ორიენტაციაში ჩვენ უფრო გარკვეულები ვართ ვიდრე თავად თიკა, მაგრამ ვიმედოვნებთ ოდესმე დაასკვნის რომელი სქესის წარმომადგენლებს ანიჭებს უპირატესობას. თიკა ღამის კლუბის მეპატრონეა.
- ნია ბუხაიძე. - აქ მეღიმება, თან ძალიან. - ბუხაიძე ის გოგოა ყველა რომ უყვარს, ყველას რომ ხვდება და ბოლოს რომელიმე დაქალის კალთაში აქვითინებული მოსთქვამს რომ ისევ მიატოვეს. სამწუხაროდ ჯერ ვერ გადაწყვიტა რა პროფესია უფრო აინტერესებს ამიტომაც მუდამ უსაქმურია.
- ეკა ყიფიანი... ეკა გამორჩეულად ლამაზია ჩვენს შორის. ნახევარი თბილისი მასზე ოცნებობს მაგრამ ის იმდენად არის დაინტერესბული ოჯახის ბიზნესით რომ საერთოდ ცალ ფეხზე ჰკიდია ყველა ვინც მასზეა შეყვარებული. როგორც უკვე აღვნიშნე ეკა მშობლების ბიზნესში ძალიან არის ჩართული და საბოლოოდ ალბათ სწორედ ის ჩაუდგება სათავეში მათ კომპანიას.
- და ბოლოს... რაც შემეხება მე.
მე არასდროს მყოლია მათსავით მდიდარი მშობლები, არასდროს მიმოგზაურია მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში, ჩემი ოჯახი დასავლეთის ერთ-ერთ ქალაქში მიწათმოქედებას ეწევა. მე დეიდამ ჯერ კიდევ მაშინ წამომიყვანა დედაქალაქში როდესაც მეშვიდე კლასში გადავედი, სწორედ იმ წელს გავიცანი ეს გოგონები და ისე მოხდა რომ დავმეგობრდით, მას შემდეგ ჩემი ცხოვრება ისეთივე მრავალფეროვანი გახდა როგორიც თითოეული მათგანის. დღემდე არ ვიცი რატომ მაგრამ მე ამ "ელიტის" წევრობა მერგო პატივად. ჩემს პროფესიას რაც შეეხება ერთ-ერთ გაზეთში ნეკროლოგებს ვწერ წლის აქტიურ მოვლენებთან დაკავშირებით.
სულ ეს მინდოდა მეთქვა ჩვენს შესახებ. დანარჩენს თუ გამომყვებით ვფიქრობ ნელ-ნელა გავიგებთ.
- სინამდვილეში გულზე სკდები არავინ რომ არ გყავს.
- ამას სერიოზულად ამბობ? - ირონიულად ჩაიღიმა ეკამ და სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - არ მინდა და იმიტომაც არ მყავს არავინ, შენგან განსხვავებით ფეხების გაშლაზე ბევრად მეტად სხვა რამით ვინტერესდები.
- მშობლების ბიზნესი თუ ფეხებზე ამის გამო ჩემზე მაგარი გოგო ხარ? - გაგულისდა ნია.
- ვინმემ დააშოშმინეთ. - თვალები აატრიალა ეკამ.
- კარგით რა, მართლა ძალიან დამღლელია თქვენ ორთან ურთიერთობა. - ყავა მოსვა ლენამ და გვერდით მომიჯდა. - რა ჯანდაბას უკირკიტებ მაგ ტელეფონში ანიტა? ვინმეს წერ და გვიმალავ?
- არავის ვწერ. - ტელეფონის ეკრანი დავბლოკე, მაგიდის ზედაპირზე გავასრიალე, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და მოვუკიდე.
- მაჩვენე ტელეფონი. - ეჭვით შეათამაშა ლენამ წარბები.
- მეღადავები? - გავუღიმე და სიგარეტს მოვქაჩე.
- ისე ანიტა, ამ ბოლო დროს მეც გამჩნევ რომ სულ მესიჯობ. თუ იმის გეშინია რომ ნია ბიჭს აგახევს არც ეგეთი გარყვნილია. - გაიღიმა თიკამ და ყველას სიცილი აუტყდა.
- ხო, არ წაგართმევ. - სახე მოკუჭა ნიამ. - თქვი ვინ ვყავს.
- მართლა არავინ მყავს გოგოებო. - სიგარეტი ჩავაქრე და მთელი სიცხადით შევიგრძენი სხეულში გამეფებული დაძაბულობა, ხელები გამეოფლა და თითები გამეყინა, მართალს ვამბობდი არავინ მყავდა, უბრალოდ სოციალურ ქსელში ერთი ბიჭი გავიცანი და დღე და ღამ უაზრო მესიჯებით გამყავდა დრო. არ ვიცი რატომ მაგრამ არ მინდოდა გოგონებს მის შესახებ რამე სცოდნოდათ, მერე უამრავ კითხავს დამაყრიდნენ მე კი საშინლად მეზარებოდა პასუხების გაცემა.
- რა გჭირს? - ჩემი სახე თითებში მოიქცია ეკამ და მზერა გამისწორა.
- არაფერი.
- რას მაბოლებ?
- რას გადამეკიდეთ? - შეშლილივით წამოვხტი სავარძლიდან და ფანჯრის რაფას ორივე ხელით დავეყრდენი. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ გარემოს მოვავლე მზერა, ზურგი ამეწვა, ვგრძნობდი მზერით როგორ მბურღვადა ჩემს ზურგს უკან მდგომი ოთხი გოგონა, გამშრალი ტუჩები ენით გავისველე, თითები ძლიერად ჩავარჭე ფანჯრის რაფას და მოგუდულად დავიწყე საუბარი. ერთი სიტყვით ვიღაც ბიჭი გავიცანი ინტერნეტით, არაფერი სერიოზული უბრალოდ ვსაუბრობთ სულ ესაა. დავასრულე და მათკენ შევბრუნდი.
- ღადაობ?
- იდიოტო ამას მალავდი?
- ანიტა რა მაგარია. - ბედნიერებით აჟიტირებულნი შემომეხვივნენ და სიხარულით აღარ იცოდნენ რა ექნათ.
- რა ჰქვია?
- რა გვარია?
- რას წარმოადგენს? - მომაყარეს კითხვები და ვიგრძენი უკვე როგორ ვინანე მათთვის ამ ამბის გამხელა.
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- რა იყო არ გაგთვალავთ. - სახე მოექუფრა ლენას.
- უბრალოდ არ მინდა და მორჩა.
- ლუდი არ გაქვს თიკა? - უკმაყოფილოდ იკითხა ეკამ და სავარძელში ჩაეშვა.

- ახლა ლუდი კი არა ვისკი გვჭირდება. - კარადა გამოხსნა თიკამ და ჭიქები ყველასთვის შეავსო.
- კარგით რა გოგოებო. ამის გამო უნდა გამებუტოთ?
- ანიტა არ მეგონა თუ ერთმანეთს რამეს ვუმალავდით.
- არაფერს ვმალავ
- როგორ არ მალავ.
- არ მინდა მასზე საუბარი, მომწონს ის მომენტი რომ მის შესახებ არაფერი იცით.
- და რატომ? მეგობრების აზრს შენთვის მნიშნელობა არ აქვს?
- იქნებ ნარკომანია, ან მკვლელი.
- უბრალოდ სასიამოვნოა იმის განცდა რომ არსებობს ვიღაც ვისთანაც მხოლოდ ინტერნეტ კონტაქტი გაქვს და სხვა არაფერი, არ არის საჭირო მისი აფიშირება.
- და რაზე საუბრობ მასთან?
- ყველაფერზე.
- იმაზეც თუ რა ფერის საცვალი გაცვია ახლა?
- ამაზეც! - ენა გამოვუყავი ლენას და საპასუხოდ ჩემსკენ გამოშვერილი შუა თითი დავინახე.
- მე მომწონს ეს იდეა. - მხარი გამკრა ნიამ. - როგორც გინდა ისე უნდა მოიქეცი თუ მოგწონს რომ მალავ დაე დამალე.
- შენ ყველაფერი ფეხზე გკიდია. - თვალები დაუბრიალა ლენამ.
- იცი რა, მე ვფიქრობ რომ არ გვაქვს უფლება ანიტას არჩევანში ჩავერიოთ, ის თავისუფალი ქალია და თუ არ სურს საკუთარი ამორალური ფიქრები დაქალებს გაუმხილოს პატივი უნდა ვცეთ მის არჩევანს. - ამჯერად თიკამ დამიცვა და ჩემს გვერდით მოთავსდა. ეკამ და ლენამ ერთმანეთს გადახედეს, მერე ჩვენ შემოგვხედეს.
- ამის დედაც, ამაზე შეშლილი იდეა შენს გარდა ვის დაებადებოდა ანიტა. - გადაბჟირებამდე ახარხარდა ეკა და ლენაც მალევე აჰყვა. რამდენიმე წუთი ყველამ გულის წასვლამდე ვიცინეთ და ბოლოს როდესაც ისტერიკისგან ცრემლებს ღაპაღუპით ვყრიდით იდეალური გარემო კარის გაღების ხმამ დაგვირღვია.
- აჰ დანიელ შემოდი. - ძლივს მოითქვა თიკამ სული და ბიძაშვილს შეეგება. - მოდი ჩემს გოგოებს გაგაცნობ. ეს ლენაა, ეს ეკა, მგონი ნიას უკვე შეხვდი ეს კი ანიტაა.
- სასიამოვნოა, ოდნავ დაბალი ტემბრით წარმოთქვა დანიელმა და წინ გადმოყრილი გრძელი შავი თმა ხელით შეისწორა.
- ჯანდაბა. - გამშრალი ტუჩები ენით გავილოკე და ჩემს გვერდით მჯდომ გახევებულ ნიას გავხედე.
- იდეალურია არა?
- მგონი ჰო.
- დანიელ კლუბში წამოხვალ?
- სიამოვნებით. - ვნებით შეგვათვალიერა დანიელმა ოთახში მსხდომი გოგონები და კმაყოფილს ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე, მისი მწავნე თვალებიდან მზერა უფრო ქვევით გადავიტანე, ოდნავ მსხვილი ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოექცია და ზუსტად ისე აწვალებდა როგორც ნია, როდესაც ვინმეს თვალს დაადგამდა. ნავარჯიშები სხეული მკვეთრად ემჩნეოდა თეთრ მაისურში, განიერი მხრები და სვირინგიანი მკლავები, არასდროს მომწონდა ასეთი ბიჭები, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როდესაც მხოლოდ ყურების დროსაც კი ფეხებსშორის ისეთ ვიბრაციებს ვგრძნობდი, მზად ვიყავი იქვე ავკვნესებულიყავი. თოთქოს მიმიხვდა მზერა ჩემზე შეაჩერა, ცერა თითი ქვედა ტუჩზე გადაიტარა და თვალი ჩამიკრა.
- ამის დედაც. - ჩავახველე და სიგარეტს მოვუკიდე. სხეულში დავლილმა სიმხურვალემ გონება ამირია და როგორც არ უნდა მეცადა მზერა მაინც დანიელისკენ მეპარებოდა.
- დანიელ დიდი ხნით რჩები ჩვენთან? - როგორც ყოველთვის ახლაც იერიშზე გადავიდა ნია.
- ჯერ არ ვიცი. - გაუღიმა დანიელმა და ისევ ჩემსკენ გამოაპარა მზერა, ეკას გავხედე წარბი შეათამაშა და თითით დანიელისკენ მიმითითა.
- დაგენ/რა. - მივხვდი მისი ტუჩების მოძრაობით რაც მითხრა. ენა გამოვუყავი და სიგარეტის ღრმა ნაფაზი შევუშვი ფილტვებში. ფანჯრისკენ შევტრიალდი, თითები ცივ მინას შევახე, მესიამოვნა, თვალები დავხუჭე და მოულოდნელი აღგზნების გამო საკუთარ თავს ჩუმად დავცინე. რამდენიმე წუთში აშკარად ვიგრძენი როგორ აისვეტა ვიღაცის სხეული ჩემს ზურგს უკან. სხეული დამეჭიმა და ადრენალინისგან გული ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფად ამიძგერდა.
- მადისაღმძვრელი უკანალი გაქვს. - მიჩურჩულა დანიელმა ყურთან ახლოს და სულ ოდნავ შემახო ცხვირი ყელზე.
- წავედით რა. - გაისმა თიკას ხმა.
- არ დაგავიწყდეს შენს ინტერნეტ ბიჭს მისწერო შეხების გარეშე როგორი ორგა/მი განიცადე ამ წამს! - მიჩურჩულა ეკამ.
- მოკეტე!
- ჩუმად ვარ. წამოდი. - ღიმილით გამიყარა ხელმკლავი და გასასვლელისკენ გამათრია.
როგორც კლუბის მეპატრონის საუკეთესო მეგობრები ახლაც ისევე საპატიო ადგილზე მოვთავსდით როგორც ყოველ ჯერზე. სასმელი შევუკვეთეთ რომელიც მალევე მოგვიტანეს.
დაბალი განათების ფონზე ერთმანეთში არეული მოცეკვავეები ქაოსურ გარემოს ქმნიდნენ, დარბაზი ალკოჰოლისა და სიგარეტის ბურუსში ერთიანად იყო ჩაძირული, მუსიკა ისეთ ხმაზე უკრავდა თუ კი ტუჩების მოძრაობით შენს გვერდით მჯდომის საუბრის გარჩევა არ შეგეძლო ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებდი, რამდენიმე ჭიქა ვისკი ზედიზედ დავლიეთ, ლენა ახლაც იმაზე ნაკლებს სვამდა ვიდრე ჩვენ. გიორგის სხეულზე აკვროდა და რაღაცას ეჩურჩულებოდა, არ დაადგა ამათ წყვილს ერთად ცხოვრების საშველი, ვისკი მოვსვი და ჩემს გვერდით სიგარეტის კვამლში გახვეულ თიკას გავხედე, რომელიც ზედა არ გვიყურებდა, მზერა მოცეკვავე ხალხისკენ მიემართა, აშკარა იყო თვალებით ნადირობდა, იქეთ გავიხედე საითაც მისი მზერა იყო მიმართული, ქერა, გრძელთმიანი, გამხდარი გოგო შემრჩა, რომელიც აქამდე არასდროს შემიმჩნევია ამ კლუბში.
- მე წავედი! - სიგარეტი ჩააქრო თიკამ და ნადავლის მოსაპოვებლად დაიძრა.
- ამჯერად გოგოა. - მიჩურჩულა ეკამ და ვისკი მოსვა.
- ჰო. - სიგარეტს მოვუკიდე და სავარძლის კუთხეში ნახევრად მიწოლილ დანიელს გავხედე, რომელიც ნიას რაღაცას ეჩურჩულებოდა, ეს უკანასკნელი კი გულიანად ხარხარებდა, თან გაუჩერებლად ისვამდა გრძელ თითებს მაღალ ყელზე.
- აგახია. - მხარი გამკრა ეკამ. - ყლაპე შორიდან ნერწყვები.
- არ მომწონს! - წარბი ავწიე და მზერა მის ცისფერ თვალებს გავუსწორე.
- ჰო მჯერა. - ცხვირზე ხელი დამკრა ეკამ და სავარძელს მიეყრდნო. - გინდა ვიცეკვოთ?
- წამოდი! - დარბაზში გავუჩინარდით და მუსიკის ჰანგებში მალევე ჩავიძირეთ. თვალებით თიკა მოვძებნე. - დაითრია. - ვუჩურჩულე ეკას და ქერა გოგოსთან კოცნით გართული თიკასკენ გავახედე.
- ეჭვი გეპარებოდა? ნიამაც დაითრია. - მაგიდისკენ გავიხედე და დანიელის ტუჩებს ჩაფრენილი ნია შემრჩა. შევეცადე ადეკვატური რეაქცია მქონოდა მაგრამ სხეულში დავლილმა დაძაბულობამ სუნთქვა შემიკრა. - ძალიანაც ნუ შეიმჩნევ რომ მოგწონს.
- სახლში წავალ რა.
- კარგი რა ანიტა. ახლახანს მოვედით
- სული მეხუთება.
- კარგი მეც წამოვალ.
- არ მინდა ჩემს გამო წამოხვიდე.
- მარტო არ გაგიშვებ. დღეს მხოლოს ჩვენ ორნი ვართ წყვილების გარეშე ასე რომ... - გამიღიმა და გასასვლელისკენ დაიძრა. ერთხელ კიდევ შევავლე მზერა კოცნით გართულ დანიელსა და ნიას, არ ვიცი რატომ მაგრამ ამ მომენტში ძალიან შემშურდა ჩემი დაქალის და ყველაფერს დავთმობდი მის ადგილზე ყოფნის სანაცვლოდ. შემაჟრჟოლა, გამშრალი ტუჩები გავისველე, გონს მალევე მოვედი, ეკას გავხედე, რომელიც უკვე გასასვლელთან იდგა და მელოდა, მისკენ წავედი, ღიმილით შემაგება ხელი და კლუბიდან გავუჩინარდით.
2
თქვენთვის არ მითქვამს ხომ ლენასა და გიორგის სიყვარულის ისტორიის შესახებ?! ამ ამბის გახსენებაზე მუდამ ორაზროვანი განცდები მეუფლება. ერთი სიტყვით გიორგი სამი წელი ყურებამდე შეყვარებული იყო ეკაზე, როგორც თბილისის ნახევარი მამრი ისიც იმ სიას განეკუთვნებოდა მის გამო ვენებს რომ იხსნიდნენ. ეკა მასაც ისევე ურიაქციოდ უყურებდა როგორც ყველას. მთელი ამ წლების მანძილზე კი ლენა უხმოდ და უთქმელად იტანჯებოდა მის დაქალზე გაფანატებული ბიჭის მიმართ გაჩენილი გრძნობის გამო. ამას ისე კარგად მალავდა რომ ჩვენც კი არასდროს გაგვჩენია ეჭვი. ეკას ოცი წლის იუბილეს აღვნიშნავდით გიორგი რომ ყვავილებითა და უამრავი საჩუქრით მოადგა ეკას სახლს. მაშინ ეკამ საშინლად დასცინა და გაასაზიზღა ადამიანი, რომელიც ამდენი წელი მისი სიყვარულის მოსაპოვებლად ამაოდ იბრძოდა, ნასვამები ვიყავით, ძალიან ბევრი ეღადავა ეკამ და ისიც საშინლად განადგურებული გაეცალა იქაურობას. აივანზე ვიდექით და გულიანად ვხარხარებდით ამ სიტუაციის გამო, მოულოდნელად ლენამ რომ შეგვაკურთხა. სათითაოდ გამოგვლანძღა ყველა უმსგავსო საქციელის გამო და წავიდა. მახსოვს გაოცებულები ვიდექით აივანზე და ერთმანეთს უსიტყვოდ ვუცქერდით, არასდროს გვენახა წყობიდან გამოსული ლენა და ამის გამო ცოტა დავპანიკდით. ლენას არასდროს უთქვამს თუ როგორ დაიწყო მისი და გიორგის ურთიერთობა თუმცა ის ვიცი რომ ამას ერთი წელი მაინც მალავდნენ, ბოლოს სრულიად შემთხვევით ეკა ზუსტად იმ ბარში შევიდა სადაც ჩვენი შეყვარებული წყვილი ყავას მიირთმევდა. ასე გავიგეთ მათ შესახებ. თავდაპირველად დაძაბულობა თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებდა, ნელ-ნელა კი ყველაფერი დალაგდა, ეკამაც გადახარშა და ჩვენც მივიღეთ გიორგი ჩვენს წრეში, მიუხედავად ლენასთან ყოფნისა გიორგისთვის ხშირად შემიმჩნევია ეკას მიმართ ორაზროვანი მზერა, არ ვიცი ეს ჩემი წარმოსახვაა თუ რეალობა მაგრამ ზოგჯერ მგონია ლენას მხოლოდ იმიტომ ხვდება რომ ეკასთან უფრო ახლოს იყოს, შეიძლება ვცდები და ეს ჩემი მდიდარი წარმოსახვის შედეგია.
- მთელი ღამე უნდა აწკაპუნო ეგ ტელეფონი? - შემიღრინა ეკამ და სიგარეტის კოლოფი მესროლა.
- მაპატიე. - ტელეფონი დავდე და სიგარეტს მოვუკიდე.
- ჩვენზეც უყვები ხოლმე?
- კი.
- დარწმუნებული ვარ კარგს არაფერს.
- ყველაზე შეშლილი მეგობრები მყავს, ყველაზე თავქარიანი ხუთეული, ასე რომ მოსაყოლიც ბევრი მაქვს.
- ამაში გეთანხმები! - გაიღიმა და სასმლით ფერშეცვლილი თვალები მომაპყრო.
- რა იყო?
- ძალიამ ლამაზი ხარ იცი?
- დათვერი ეკა?
- არა მართლა. სარკეში ჩახედვა რატომ არ გიყვარს?
- ვიხედები.
- მერე რას ხედავ იქ?
- არაფერს განსაკუთრებულს.
- იდიოტი ხარ! - ტუჩები გაბუშტა და სასმელი მოსვა.
- შენზე რას მეტყვი? დავიჯერო ამხელა ქალაქში მართლა არავინ დადის ისეთი ვინც მოგეწონება?
- არის ასეთი. - თვალები დააწვრილა ეკამ და უფრო დაკვირვებით ჩამაშტერდა.
- რა?
- ჰო, არის. - ქვედა ტუჩი ნერვულად მოიქცია კბილებს შორის და თვალები დახუჭა.
- ჯანდაბა ეკა. - მოულოდნელი ინფორმაციით თვალები შუბლზე ამივიდა. - და ვინ არის?
- რა მნიშვნელობა აქვს. - ცისფერი თვალები აუცრემლიანდა და ფეხზე წამოდგა. - მეძინება.
- დარჩი თუ გინდა.
- ჰო. - საძინებელში შელასლასდა ეკა და დარწმუნებული ვარ ტანსაცმლიანად დაეხეთქებოდა საწოლს. ფანჯარა შევაღე, ოთახში შემოვარდნილი შემოდგომის საამო სურნელი ცხვირში გემრიელად შემიძვრა, სახეზე ღიმილი და სიმშვიდე ამესახა, მაცივრიდან ლუდი გამოვიღე, სავარძელში ჩავეშვი და ოცნებაში ფრენას მოვყევი. ეკას არეული თვალები და შეცვლილი ხმა გამახსენდა, როდესაც ჩემს ვიზუალზე ალაპარაკდა, უცნაურად გამაჟრიალა, თვალები მოვისრისე და უაზრო ფიქრები გონებიდან გავფანტე, მშობლები გამახსენდნენ, იმაზე დავფიქრდი თუ როდის ვიყავი ბოლოს სახლში, ამაოდ, ვერ გავიხსენე, მოულოდნელად გული დამიმძიმდა, გადავწყვიტე ამ დღეებში შვებულება ამეღო და ოჯახის წევრები მომენახულებინა, ფიქრებიდან ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ გამომაფხიზლა. ადრესატი შევამოწმე, შეტყობინება ნიასგან იყო. სახე დავჭყანე მაგრამ მაინც გავხსენი.
- სად დატყდით?
- სახლში ვართ ჩემთან. - მივწერე და ტელეფონი სავარძელზე მოვისროლე, წამში წარმომიდგა დანიელის მკლავებში აკვნესებული ნიას კმაყოფილი სახე.
- ჯანდაბა! - ფეხი მივარტყი საწერ მაგიდას და სავარძელში გაბრაზებული ჩავეფლე. შეყვარებული ჩვიდმეტი წლის რომ გავხდი მას შემდეგ არ მყოლია, არ ვამბობ რომ ყურადღების ნაკლებობას განვიცდი, უბრალოდ არავინ გამოჩნდა ისეთი ვისთანაც სერიოზულ ურთიერთობას გავამაბდი, რამდენჯერმე მქონდა ფლირტი, ისიც მხოლოდ მაშინ როდესაც სასმლისგან გონება სრულიად ამერია. ორჯერ გავიღვიძე უცხო მამაკაცის საწოლში და მას შემდეგ თავს დალევის დროს შედარებით უფრო მეტად ვაკონტროლებ. არაფერია იმაზე საშინელი როდესაც სრულიად დაღლილი იღვიძებ, გვერდით თვითკმაყოფილი იდიოტი გიწევს შენ კი მთელი სხეული იმ მამაკაცის სურნელით გიყარს რომლის სახელიც კი არ იცი. ისევ დანიელი და მისი ძლიერი აღნაგობა ამომიტივტივდა გონებაში, გაუაზრებლად ვიკბინე ქვედა ტუჩზე და თვალები დავხუჭე. სახეზე ასახულმა ღიმილმა კარგ ხასიათზე დამაყენა. ტელეფონს დავწვდი და ის იყო ტექსტი უნდა ემეკრიფა, კარზე ზარი რომ დარეკეს. კედლის საათს ინტერესით გავხედე, ღამის სამ საათს აჩვენებდა, კარი ფრთხილად გავაღე და მომღიმარ დანიელს გადავაწყდი, რომელსაც ხელში გონებადაკარგული ნია აეტაცა.
- სახლში უნდა წამეყვანა მაგრამ როგორც ჩანს შენი მისამართი მითხრა. - ტუჩი უსიამოვნოდ მოკუმა და გათიშულ ნიას დახედა.
- შემოდი. - კარი უფრო ღრმად გავაღე და სახლში შემოვუშვი.
- საით?
- საძინებელში. მოიცა იქ ეკას ძინავს. მეორე საძინებლის კარი შევაღე და დანიელმაც ნიას გათიშული სხეული საწოლზე მიაწვინა.
- როგორც ჩანს მთვრალ დაქალთა თავშესაფარი გაქვს. - გაიღიმა დანიელმა და ფეხზე წამოდგა.
- როგორც ჩანს. - სხეულში გამეფებული ეიფორია როგორღაც მოვთოკე და მის ტუჩებს მზერა ავარიდე.
- კარგად ვერ გავიცანით ერთმანეთი. მე დანიელი ვარ.
- ანიტა. - გამოწვდილ ხელს საკუთარი შევაგებე და მისი თითების შეხებისას ერათადერთი რაც ვიგრძენი სისუსტე იყო. - ლუდს დალევ?
- სიამოვნებით. - მისაღების სავარძელში მთლიანად ჩაეფლო და კედელზე დაკიდებულ ნახატებს ინტერესით შეავლო მზერა. ლუდი მივაწოდე და მის გვერდით მოვთავსდი. - შენია?
- არა. მშრალ ხიდზე შევიძინე. - გავიღიმე და ცივი ლუდით აღგზნებული ყელი დავიამე.
- მე ვხატავ შემიძლია დაგხატო თუ სურვილი გექნება.
- ნია უკვე დახატე? - ნიშნის მოგებით დავუბრუნე კითხვა და მაშინვე ვინანე.
- არა. - ირონიულად ჩაიღიმა. - მეგობარი გყაავს?
- შენ უკვე იცნობ მათ.
- მამაკაცი ვიგულისხმე.
- იქნებ ქალები მომწონს.
- თქვენს სამეგობროში ორი გოგოა რომელსაც თავისივე სქესის წარმომადგენლები იზიდავს მაგრამ მათ შორის შენ ნამდვილად არ ხარ.
- ორი? - თვალები შუბლზე ამივიდა გაჟღერებული ინფორმაციის გამო.
- ჰო. - ლუდის მოზრდილი ყლუპი ყელში გადაუშვა და ისევ მე შემომხედა.
- რაღაც გეშლება.
- კარგი მეშლება. - ლუდის ბოთლი ჩემ ბოთლს მიარტყა და დალია. - გინდა გავისეირნოთ?
- აქაც კარგად ვარ, თან ამ ორს მარტო ვერ დავტოვებ.
- მზრუნველი დაქალი.
- ასეც არ იყოს დაქალის ბიჭთან სეირნობა ჩემი ჰობი არ არის. - წამოვაყრანტალე და ისევ ვინანე საკუთარი სიტყვები, მივხვდი დაუფიქრებლად ვყიდდი საკუთარ ინტერეს ამ ბიჭის მიმართ და ამის გამო თავი ძალიან შემეზიზღა.
- კარგი, კარგი. - გაიღიმა და ხელი ფრთხილად შემახო ფეხზე. წარბაწეული დავაჩერდი მის მტევანს. - არ მითხრა რომ ჩემმა შეხებამ გაგაღიზიანა. - ხელი უფრო ზევით ააცურა და უკვე საკმაოდ ღრმად შემიძვრა მოკლე კაბის ქვეშ. თითები მაჯაში ჩავავლე და მტევანი უკან გავაწევინე.
- საკუთარ თავში ზედმეტას დარწმუნებული იდიოტი ხომ არ ხარ? რომელმაც გადაწყვიტა და რატომღაც სწორი საქციელი ჰგონია თუ ბიძაშვილის სადაქალოს გადაუვლის?!
- კაპასი. - ჩაიცინა ირონიულად და ფეხზე წამოდგა. - ღამემშვიდობის პატარავ. - კარისკენ დაიძრა და მარტო დამტოვა.
- იდიოტი. - მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში და მორჩენილი ლუდი ბოლომდე ჩავცალე.
არ ვიცი რატომ მაგრამ თავში ისევ ლენასა და გიორგის წყვილი ამომიტივტივდა, ძალიან არ მსურდა გიორგიც ისეთივე ნაბი/ვარი აღმოჩენილიყო როგორც თიკას ბიძაშვილი. იმის გაფიქრებამ რომ შეიძლებოდა გიორგი ლენას მართლაც იმიტო ხვდებოდა ეკას გვერდით უფრო მეტი დრო რომ გაეტარებინა ხასიათი ძალიან გამიფუჭა. არ მახსოვს რამდენი ბოთლი ლუდი დავლიე, არც ის მახსოვს როდის ჩამეძინა, მხოლოდ ის მახსოვს თვალი რომ გავახილე და თავზე წამომდგარი ნია და ეკა დავლანდე.
- ოჰ. გამოფხიზლდა ქალბატონი. - ტუჩები აიბზუა ეკამ და ჩემ ფეხებთან ჩამოჯდა.
- რომელი საათია? - წამოვჯექი და არეულ ოთახს მოვავლე თვალი. - ეს მე ვქენი? - თვალები შუბლზე ამივიდა რვა ცარიელი ლუდის ბოთლის დანახვისას.
- იმედი მაქვს რომ მარტომ დალიე. - ჩაახველა ნიამ და სიგარეტს მოუკიდა. - ვინმე მეტყვის აქ როგორ აღმოვჩნდი?
- დანიელმა მოგათრია, უგონოდ მთვარლი.
- მერე?
- რა მერე? დაგაგდო საწოლზე და წავიდა.
- მალევე წავიდა?
- შენ რა ანიტაზე ეჭვიანობ? - ახარხარდა ეკა მაგრამ როგორც კი შიშველ ფეხზე ჩემი მწარე ჩქმეტა იგემა სიმწრით დაიკრუნჩა და წამში მოკეტა.
- თუ ის გაინტერესებს, ვისაუბრეთ თუ არა ჰო ვისაუბრეთ ნია მაგრამ მალევე წავიდა.
- უბრალოდ ასე ჯერ არავინ მომწონებია. - აკრუტუნდა ნია, სავარძელში მთლიანად ჩაეფლო და ხელები ფრხილად აისრიალა სხეულზე, ისე თითქოს თავის თავს ეფერებოდა.
- ეკა, უთხარი მოკეტოს! - ფეხზე წამოვხტი და სამზარეულოში ყავის გაკეთების მიზნით გავედი. ძალიან მინდოდა ეს ორი მალე წასულიყო ჩემი ბინიდან, დეიდას გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრებას მივეჩვიე და დილის დარღვეული სიმყუდროვე უკვე ნერვებს მაწყვეტდა. ყავა უხმოდ დავლიეთ, ერთადერთი რაც უცნაურ შეგრძნებას მიასმაგებდა ეკას შეცვლილი მზერა იყო, თიქთოს თვალს არ მწყვეტდა და ამავდროულად მზერას მარიდებდა, ნიას ისეთი სახე ჰქონდა სავარაუდოდ ფიქრებში დანიელს მინე/ს უკეთებდა, ახლა კიდევ უფრო გამაღიზიანა მისმა აქ ყოფნამ, ყავის ფინჯანი ნაჟარაში ხმაურით ჩავახეთქე და საძინებელში შევედი. კარადა გამოვხსენი და ის იყო ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე ოთახში ეკა რომ შემოვიდა, კარს მთელი სხეულით აეკრო და ორაზროვანი მზერა მომაპყრო.
- რა ჯანდაბა გჭირს? - შევუღრინე და ჩასაცმელად გამზადებული მაისური სახეში ვესროლე. გაუბედავად გადმოდგა ჩემსკენ რამდენიმე ნაბიჯი, ნიკაპი თითებით დამიჭირა და სახე იმდენად ახლოს მომიტანა მისი სუნთქვა საკუთარში ამერია. არ ვიცი რატომ არ შევეწინააღმდეგე როდესაც მისი ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი.
- არ ვიცი. - ამოიჩურჩულა ზედ ჩემს ტუჩებთან და უკან დაიხია.
- ეკა. - წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა მეთქვა მისთვის, თითქოს გონებაში რაღაც აფეთქა და დანიელის სიტყვები მომაგონდა, „შენს სამეგობროში ორი გოგოა რომელთაც თავისივე სქესის წარმომადგენლები იზიდავენ მაგრამ ეს შენ არ ხარ“ მერე ისიც მომაგონდა როგორ გაუსვა წინა ღამით ეკამ ჩემს ვიზუალს ხაზი, სხეული გამეყინა და გამშრალი ყელი ისე ამეწვა ნერწყვი ვერ გადავყლაპე. ისევ ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი მაგრამ როგორც კი უკუ სვლა დავიწყე გაიღიმა, ცისფერ თვალებში ირონია ჩაუსახლდა, ოთახიდან უსიტყვოდ გავიდა, ვიდექი გაშეშებული, უემოციო, უმეტყველო და გონს მხოლოდ მაშინ მოვედი როდესაც შემოსასვლელი კარი ხმაურით გაჯახუნდა. მაისური გადავიცვი და საძინებლიდან გამოვედი.
- რა ბზიკმა უკბინა? - მხრები აიჩეჩა ნიამ.
- არ ვიცი. - ვთქვი და ხმაურით გადავყლაპე ნერწყვი.
- დღეს რა გეგმები გაქვს?
- სამსახურში მივდივარ ნია.
- დღეს ხომ შაბათია?
- შაბათია?
- კი ანიტა შაბათია.
- მაშინ გავისეირნებ, მგონი სუფთა ჰაერი არ მაწყენს.
- მეც წამოვალ.
- მარტო ყოფნა მინდა.
- რა გჭირთ ყველას რა? - შემიღრინა ნიამ და კარებში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთი უძრავად ვიდექი შემოსასვლელში, ვერ გადამეწყვიტა სასეირნოდ წავსულიყავი თუ სახლში დავრჩენილიყავი და ყველაფერი კარგად დამელაგებინა გონებაში, დანიელის გამოჩენა, მის მკლავებში აკვნესებული ნიას კმაყოფილი სახე, მოღალატე ან შეიძლება არც იყო მოღალატე მაგრამ ამ მომენტში მე მოღალატედ მიმაჩნდა, ერთი სიტყვით მოღალატე გიორგი, იმედგაცრუებული ლენა, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი თიკა, ეკა, რომელსაც თურმე ქალები მოსწონს და მისი ინტერესის სუბიექტი ვფიქრობ მე აღმოვჩნდი, ყოველივე ეს ქაოსურად ენაცვლებოდა ჩემს გონებაში ერთმანეთს და ერთადერთი რაც მინდოდა ყვირილი და აქედან გაქცევა იყო. საძინებელში შევარდი, ზურგჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩავკუჭე, აქაურობას და ამ სიგიჟეს ცოტა ხნით უნდა გავრიდებოდი. კარი დავკეტე, ტაქსი გავაჩერე და გიჟივით შევხტი უკანა სავარძელზე.
- სად გეჩქარება გოგონა? - ინტერესეით ჩამეკითხა მძღოლი.
- სადგურზე თუ შეიძლება.
- როგორც მეტყვით. - სადგურზე მისულმა ბილეთი ავიღე, ტრანსპრორტში კუთვნილი ადგილი დავიკავე და გზა დასავლეთისკენ, მშობლიური სახლისკენ ავიღე.
----
კომპანიის ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ეკა ყიფიანი მამასა და მის თანამშრომლებთან ერთად ბიზნესის კიდევ უფრო განვითარების დაგეგმარებით გართული ჩაფიქრებული დააბიჯებდა ოცდაათიოდე მამაკაცით გატენილ სათათბირო ოთახში. მოკლე კაბა, შავი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი, თეთრი პერანგი მკერდთან საკმაოდ შეხსნილი, ქერა ტალღოვანი თმა მოხდენილად ეყარა მხრებზე, ცისფერ თვალებში უცნაური გაურკვევლობა უთამაშებდა.
- შემ რას ფიქრობ ამ საკითხზე ეკა?
- მიმართა გივი ყიფიანმა.
- რასთან დაკავშირებით? - თითქოს რეალობას სულ ახლახანს დაუბრუნდა ისეთი სახე მიიღო და მამას შეხედა.
- არ გვისმენდი? - საყვადური ჩანდა ყიფიანის ხმაში.
- მაპატიეთ, რაღაცაზე ჩავფიქრდი. - ოთახში შეკრებილ ჰალსტუხიან გაბღენძილ, შუახნის მამაკაცებს თვალი მოავლო ეკამ და სახე უცნაურად დამანჭა.
- ეს თხელიძე სად ჯანდაბაშია? - ბრაზით წამოიყვირა ყიფიანმა, ცნობისთვის თიკას მამა იგულისხმა.
- ძმიშვილი ჩამოუვიდა, როგორც ვიცი მასთან ერთად უნდა მოსულოყო.
- და მის ძმიშვილს რა ესაქმება ჩვენს კომპანიაში? - ხელებით მაგიდის ზედაპირს დაეყრდნო ეკა და ბრაზით მოავლო თვალები შეკრებილ საზოგადოებას. სწორედ ამ დროს კარიც გაიღო და თხელიძეც შემოვიდა, რომელსაც უკან გრძელთმიანი, გარემოებისთვის შეუფერებლად ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭი შემოჰყვა.
- დამაგვიანდა. ეს დანიელია, ჩემი ძმიშვილი.
- და რას აკეთებს აქ დანიელი? - კბილებში გამოსცრა ეკამ.
- შესაძლოა მომავალში ჩემი წილი მას ჩავაბარო.
- და რა გაეგება ამ სფეროში? - ბრაზით აენთო ეკა.
- გამეგება! - მოკლედ მოუჭრა დანიელმა და თვალი ჩაუკრა.
ოთახში შეკრებილები ურთიერთ შეთანხმებამდე ვერაფრით მივიდნენ, ქაოსით გადაღლილი ეკა ფეხზე წამოდგა, ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გავიდა, დანიელმა მიმავალს მზერა გააყოლა და ისიც უკან გაჰყვა.
- ეკა მოიცადე.
- რა გინდა?
- რატომ გაღიზიანდი?
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ბიძაჩემმა მთხოვა, სულ ესაა დამშვიდდი არ ვაპირებ კომპანიის მართვაში ლო. - გაუღიმა ბიჭმა.
- ეგღა მაკლია შენისთანა ხეპრე შემეცილოს ამ საქმეში.
- არც კი მიცნობ, შეურაცხყოფას რატომ მაყენებ?
- სინამდვილეში აქ რას აკეთებ დანიელ?
- ერთი წუთით პატარა ქალბატონო. - ხელები განზე გაშალა დანიელმა და უკან დაიხია. - თუ ფიქრობ აქ იმისთვის ვარ რომ შენ დაგკერო ძალიან ცდები, არ ვარ ის ტიპი ვისაც შენისთანა ბარბები მოსწონს, არ ვუარყოფ ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ არა ჩემი გემოვნების. ამის გარდა, მიუხედავად იმისა რომ თავს ქალური ტანსაცმლითა და ვიზუალით ინიღბავ ერთი შეხედვით მივხვდი რომ ლესბოსელი ხარ! - ხელები ერთმანეთს გადააჭდო დალიელმა და ირონიული ღიმილი აუთამაშდა სახეზე.
- რას ბოდავ? - ცისფერ თვალებში ეიფორია ჩაუდგა ეკას, ხმაც საგრძნობლად გაებზარა და ქვედა ტუჩს ნერვულად დაუწყო წვალება.
- კარგი დამშვიდდი, არავის ვეტყვი. მაგრამ რაღა შენს დაქალს დაადგი თვალი?
- დანიელ!
- კარგი ჩუმად ვარ. - დანებების ნიშნად ხელები ზემოთ ასწია დანიელმა.
- იცოდე ამას თუ ვინეს ეტყვი ვერ გადამირჩები.
- დუმილის სანაცვლოდ რას მივიღებ? დამშვიდდი ფეხების გაშლას არ მოგთხოვ.
- რა გინდა?
- აქაურობა დამათვალიერებინე. - რამდენიმე წუთი სახეალეწილი უცქერდა ეკა დანიელს, ბოლოს გონს მოეგო, აჭრილი გონება დაიმორჩილა და ისევ ისე თვითდაჯერებული გახდა როგორც ყოველთვის.
- კარგი!
- ვიმეგობროთ? - ხელი გაუწოდა დანიელმა.
- არც იოცნებო! - ზურგი აქცია ეკამ და იქაურობას გაეცალა.
- ყველა დაქალი ერთნაირად შეშლილი და კაპასი როგორ ხართ? - სიცილით მიაძახა მიმავალ ეკას დანიელმა.
- წადი შენი! - ზურგს უკან შუა თითი ამოუყო კომპანიის პირველმა ლედიმ.

საღამოს ცხრა საათი იყო ტრადიციულად თიკას სახლში იკრიბებოდნენ მეგობრები, სავარძელში ჩაფლულ ნიას ფეხები მინის მაგიდაზე შემოეწყო და სახეზე თვითკმაყოფილი ღიმილი არ შორდებოდა, თიკა ლუდს სვამდა და ტელეფონზე ვიღაცას ემესიჯებოდა, სავარაუდოდ იმ ქერა გოგოს ვისთან ერთადაც მთელი ღამე ყირაზე გადადიოდა, ეკა მოუსვენრად დადიოდა წინ და უკან, კარი გაიღო და ოთახში ლენა შემოვიდა, ტელეფონი სავარძელზე მიაგდო, ნიას მაგიდაზე შემოლაგებულ ფეხებს ხელი ჰკრა და ძირს ჩამოაწევინა, სავარძელში მის გვერდით ჩაეშვა და ოთახში შეკრებილ მეგობრებს ინტერესით მოავლო თვალი.
- რა იყო? - ინტერესით ჩაეკითხა ეკა.
- ვინმემ იცით რატო დატყდა ანიტა ქალაქიდან?
- რა?
- რა? - ერთხმად წამოიძახეს ნიამ და ეკამ.
- რას ნიშნავს დატყდა?
- მთელი დღეა ვურეკავ, არ მპასუხობს. ბოლოს მესიჯი მომწერა სოფელში წავედი, ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდაო.
- რამე მოხდა? - ინტერესით იკითხა თიკამ.
- არ ვიცი, მეც ეგ ვიკითხე, ეკა არც შენ იცი მიზეზი? გუშინ ხომ ერთად წახვედით კლუბიდან? რამე ხომ არ უთქვამს შენთვის.
- არაფერი. - ქვედა ტუჩზე ნერვულად იკბინა ეკამ და ფეხმორთხმით დაჯდა იატაკზე.
- მის თავს რაღაც მოხდა ფაქტია.
- მაინც რა?
- იქნებ ჩავაკითხოთ? - ფეხზე წამოდგა ნია.
- და თუ მარტო ყოფნა სურს იქნებ პატივი ვცეთ მის არჩევანს.
- შენ რა მონაზონივით ლაპარაკობ ამ ბოლო დროს?
- მონაზონი რა შუაშია. - გაბრაზდა თიკა და სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა. - პატარა გოგო ხომ არ არის, თუ მარტო ყოფნა უნდა უბრალოდ დავაცადოთ.
- მგონი ჩემი ბრალია. - ამოილაპარაკა ეკამ.
- არა. ჩემი ბრალია. - საუბარი შეაწყვეტინა ოთახში შემოსულმა დანიელმა და ნიას გვერდით მოწყვეტით ჩაეშვა. ეკას გახედა რომელსაც მგონი ყველაზე მეტად გაუხარდა ამ წუთში დანიელის გამოჩენა.
- შენ რა შუაში ხარ? - ეჭვით ჩაეკითხა ნია და სხელზე აეკრო.
- ამის შენთან განხილვას არ ვაპირებ. - ტუჩებში აკოცა დანიელმა მას და ისიც მაშინვე გაინაბა.
----

- მითხარი რომ ანიტასაც არ კერავ. - მაჯაში წვდა თიკა დანიელს როგორც კი მარტო დაიხელთა.
- ანიტასაც? და კიდევ ვინ დავკერე?
- ნია.
- ყელზე თვითონ ჩამომეკიდა მე რა დავკერე.
- რა მნიშვნელობა აქვს დანიელ, თუ ნიასთან წევხარ ანიტას შეეშვი, ჩემს მეგობრებში ქაოს ნუ ჩამოაგდებ იცოდე! - თითის ქნევით მიმართა თიკამ ბიძაშვილს.
- ისედაც სრული ქაოსი გაქვთ. - ახარხარდა დანიელი.
- მე გაგაფრხილე!
- შემეშინდა. - საცოდავი სახე მიიღო დანიელმა და ხელები ზემოთ ასწია.
----

აივნის მოაჯირს მიყრნობილი ეკა მზერით სადღაც ჰორიზონტში დაცურავდა, გონებაში დატრიალებული ქაოსი სულს უხუთავდა, სერიოზულად არასდროს შეუხედავს მისი ქალების მიმართ ინტერესისთვის, მაგრამ ამ ბოლო დროს აშკარად გრძნობდა რა ეოფორიას იწვევდა ანიტა მასში, (ანიტა რა, ანუ ჩემს მიმართ გაჩენილი გრძნობები, უცნაურ შეგრძნებას იწვევს იმის გადმოცემა თუ რას განიცდის ეკა ჩემს მიმართ, ამიტომაც ვწერ ანიტას მიმართ და არა ჩემს მიმართ) თავიდან ყურადრებას არ აქცევდა ამ ყველაფერს, მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ ანიტა მისთვის მეგობარზე ბევრად მეტი იყო და მის მიმართ გაჩენილი სექსუალური ფანტაზიების წყალობით უკვე ჭკუიდან იშლებოდა, თვალის კუთხეში მომდგარი ცრემლი ხელით შეიმშრალა და ღრმად ამოისუნთქა.
- თუ არ გინდა ყველამ ისევე გაგშიფროს როგორც მე თავი ხელში აიყვანე. - თვალი ჩაუკრა დანიელმა და სიგარეტს მოუკოდა. - ისე რაღა ის ჰა?
- შენ ვისზე რას ამბობ?
- ანიტა ჩემი დაქალი არ არის, ასე რომ ერთით ნული.
- სამაგიეროდ მის დაქალს ჟი/ავ, ესეც საკმარისია იმისთვის რომ მასთამ არაფერი გამოგივიდეს. ერთით ერთი. - გაიღიმა ეკამ და დანიელსაც გაეღიმა. - არც ისეთი იდიოტო ხარ როგორიც ჩანხარ.
- ოჰ. გმადლობთ ბიზნეს პრინცესავ. - ისე თუ რჩევას მიიღებ სჯობს შეეშვა ანიტაზე ფიქრს, ამას იმიტომ არ გეუბნები რომ მე მომწონს ან რამე მსგავსი, უბრალოდ შენს გრძნობას უპასუხოდ დატოვებს და გულს გატკენს.
- შენს გარეშეც ვიცი, ასე რომ შეხსენება საჭირო არ იყო. - ბრაზი მოერია ეკას და იქაურობას გაეცალა.

3
სავარაუდოდ გაინტერესებთ მაშინ როდესაც ჩემი მეგობრები თავიანთი გარყვნილი ფანტაზიებით თიკას ბინას ტრადიციულად იპყრობენ სად ვარ მე... მე სოფელში ვარ, მოხუც მშობლებთან ერთად, შემოდგომის მიუხედავად გარეთ ჩვენი კუთხისთვის მახასიათებელი ტრადიციული უჟმური ამინდი სუფევს, წვიმა დაუნდობლად რეცხავს სიძველით გაფუჭებულ ქუჩებს, სოფლის ყველა ბინადარი სახლშია შეყუჟული და ოჯახური იდილიით ტკბება, მეც ბუხრის პირას, გაზეთის კითხვით გართული მამის გვერდით ვარ მოკალათებული, მოცეკვავე ალის ცქერით და ბავშური კერიის სითბოთი ვირთობ თავს, დედა სამზარეულოში ფუსფუსებს და ჩემთვის საყვარელი კერძების კეთებით გაჰყავს დრო, არადა ჭამა სულაც არ მინდა, ნება-ნება ვწრუპავ მამის მიერ გამოხდილ წითელ ღვინოს და თავში გამეფებული ქაოსის დალაგებას მგონი ამაოდ ვცდილობ. ჩემს გოგოებზე ვფიქრობ. ისევ მაწუხებს ის ფაქტი რომ გიორგი ლენას ატყუებს, მაწუხებს ის ფაქტი რომ ეკას ჩემს მიმართ ემოციები გაუჩნდა, მაწუხებს ნიასა და დანიელის ურთიერთობა, მაწუხებს ჩემი დანიელის მიმართ ინტერესი და არის რამე რაც ახლა არ მაწუხებს? თიკა. აი რა არ მაწუხებს. მასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ რატომ მაქვს განცდა რომ ისიც ჩაისვრის.. ნუ თუ არ ჩაისვრის თავს მაინც ამატკიებს. სასმლის მოზრდილი ყლუპი მოვსვი და მამას გავხედე. სერიოზული სახით რომ ჩაჰკირკიტებდა გაზეთს, შრომით დაკოჟრილი ხელები მის სხეულს კიდევ უფრო დაძაბუნებულს აჩენდა, არ ვიცი რატომ მაგრამ გული დამიმძიმდა. ჩემი ტელეფონი ჯიუტად არ წყვეტდა რეკვას, ლენამ რასაც ქვია ამაწიოკა, მის არც ერთ ზარს არ ვუპასუხე, ბოლოს მესიჯი მომწერა.
- ის მაინც მითხარი რომ კარგად ხარ.
- კარგად ვარ! - დავუბრუნე პასუხი და როგორც იქნა რეკვას თავი ანება.
- მაინც რა ქარმა გადმოგისროლა მშობლიურ სახლში. - გაზეთი გვერდით გადადო მამამ და ინტერესით შემომხედა.
- დასვენება მინდოდა.
- რისგან?
- ქალაქის გიჟური რითმისგან.
- რამე გაწუხებს?
- არა მამა. - ხელი მის გაუხეშებულ მტევანს შევახე და გავუღიმე.
- გახსოვს? - ღიმილით მომმართა მამამ. - ადრე არაფერს მიმალავდი.
- არც ახლა გიმალავ მამა.
- ვინმე მოგწონს?
- მამა!
- რა მოხდა, გერიდება მოხუც მამას ამის შესახებ ესაუბრო?
- არავინ მომწონს. - სასმელი მოვსვი და მაშინვე დანიელის სახე წარმომიდგა თვალწინ, გამაჟრჟოლა და თვალები დავხუჭე. იშვიათად მომწონს მამაკაცები, იშვიათად კი არა მგონი სულ რამდენიმე შემთხვევა იყო როდესაც საპირისპირო სქესის ადამიანმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, დანიელს არაფერი ჰქონდა ისეთი რაც ჩემს ინტერეს აღძრავდა, მაგრამ მისი ჰაბუტუსი, მისი ძლიერი სხეულისა და იმის წარმოდგენა თუ რამხელა სიამოვებას მომანიჭებდა მის მკლავებში ნებივრობა საოცრად მართობდა და მაღგზნებდა. წარმოვიდგენდი მის სავსე ტუჩებს ჩემს ყელზე და უეცრად ნიას სახე ამომიტივტივდებოდა, შიშითა და ზიზღით სახე მეკუჭებოდა და გულის რევის შეგრძნება მეუფლებოდა. რა მოხდებოდა რომ არა ნია? სავარაუდოდ პირველივე შემთხვევაზე მისი ნადავლი გავხდებოდი, ან ის გახდებოდა ჩემი ნადავლი.
----

- კარგით რა ხალხო, ისეთი სახეებით სხედხართ ადამიანი იფქრებს ვინმე მოკვდა. - უკმაყოფილოდ დაიჭყანა დანიელი, სიგარეტს მოუკიდა და ლუდის ბოთლი ვნებიან ტუჩებთან მიიტანა. - თქვენს დაქალს უბრალოდ დასვენება მოუნდა და წავიდა, რა გჭირთ?
- საქმე ისაა რომ ჩვენ სულ ერთად ვართ დანიელ და არამგონია შენი განსახილველი იყოს მეგობრის უეცარ გამგზავრებას რატომ განვიცდით.
- რა იყო? მარტო ყოფნის სურვილი არასდროს გაგჩენიათ? მოსაფსმელადაც ერთად დადიხართ? - ახარხარდა დანიელი.
- არ გინდა მოკიდო ნიას ხელი და აქედან ააცვათ? - წყობიდან გამოვიდა თიკა.
- რა გეტაკა? - წამებში დაასაერიოზულა დანიელმა სახე.
- ალბათ ის რომ არასდროს ვუმალავთ ერთმანეთს არაფერს და ანიტას ასე მოულოდნელ წასვლას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს.
- დარწმუნებული ხარ რომ ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იცით? - ლუდი მოსვა დანიელმა და ირონიული ღიმილი შეანათა ეკას.
- რა ჩორთის ჩაგდება გინდა დანიელ? - ახლა ლენა გამოვიდა წყობიდან.
- ისე, შენი ბიჭი რომ შენს დაქალზე ან/რევს არასდროს შეგიმჩნევია?
- დანიელ!
- დანიელ! - ერთხამად წამოიყვირა ნიამ და თიკამ.
- ანუ შეგიმჩნევიათ. - ჩაიღიმა დანიელმა. - არასდროს შევხვედრივარ თქვენისთანა ორაზროვან სამეგობროს. - ზიზღით ტუჩები გადმოაბრუნა, ლუდის ჭიქა მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა და ფეხზე წამოდგა.
- სად მიდიხარ? - ფეხზე ადგა ნიაც.
- დარჩი რა. მგონი სადაქალოს სალაპარაკო ბევრი გაქვთ. - უხეშად მოიშორა დანიელმა ნიას ხელი და ოთახიდან გავიდა.
ჰო საშინელი სანახავი იყო თვალცრემლიანი ლენა როგორ უცქერდა დაბნეულ ეკას. ოთახში გამეფებულ დენთის სუნს ერთი ამოხეთქვა აკლდა და ყველაფერი ცეცხლის ალში გაეხვეოდა.
- ლენ. - საუბრის დაწყება სცადა ეკამ.
- არ გინდა. - ყრუდ ამოილაპარაკა ლენამ და ფეხზე წამოდგა. - შენი ბიძაშვილი ნამდვილი ხეპრეა. - ზიზღით მიახალა თიკას და იქაურობა დატოვა.
- მართლა ატყუებს გიორგი?
- კარგი რა ეკა. - სავარძელში ჩაეშვა თიკა. - ლენა მშვენივრად ხედავს ამას მაგრამ იმდენად არის მისი სიყვარულით დატყვევებული რომ იმაზეც თანახმაა მასთან სექსის დროს შენი სახელით მიმართოს.
- თიკა.
- რა თიკა, რა თიკა, ზედმეტად ჩაიხლართა აქ ყველაფერი და უკვე გულს მირევს შექმნილი გარემოება.
- ისე დანიელი რა მარტივად ხვდება ყველაფერს. - გაიღიმა ნიამ და მეგობრების წყობიდან გამოყვანაც მალევე მოახერხა.
- შენ და შენი მოკლე ჭკუა რა. ლიჟბი ვინმეს მოახტე საერთოდ ფეხზე გკიდია ყველაფერი.
- და რა ვქნა თუ ყველა კაცს ვუნდივარ?
- და რატომ უნდა გახდე ყველა კაცის მორიგი ქალი? - იმ ჩემისამ მთელი გერმანია გადატ/ნა და ახლა ქართველებს დაერევა, ჩემივე დაქალით დაიწყო რომელმაც ეგრევე ფეხები გაუშალა. ზოგჯერ მართლა ამაზრზენი ხარ ნია. - სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა თიკამ და ზიზღით გახედა მეგობარს, რომელიც უსიტყვოდ ადგა და წავიდა.
- ზედმეტი მოგივიდა.
- ვიღაცამ ხომ უნდა შეახსენოს რა ნეხვიც არის.
- შენ რაღა გჭირს, რატომ ხარ ასეთი გაღიზიანებული.
- გუშინ მანქანა დავამტვრიე.
- ისევ? - წარბები აზიდა ეკამ.
- ჰო. ისევ.- სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა თიკამ და ღრმად მოქაჩა. - კარგი რაც შეგეხება შენ? როდის მიხვდი რომ ანიტა მოგწონს.
- თიკა. - სასოწარკვეთა გაჩნდა ეკას ხმაში.
- კარგი რა ამის დედაც, მე მაინც ნუ მომატყუებ, შეიძლება ნია დააბოლო, ლენა, თვითონ ანიტაც მაგრამ მე რანაირად უნდა დამაბოლო?
- არ მინდა ამაზე საუბარი.
- ანიტა ამის გამო წავიდა არა?
- სავარაუდოდ.
- და კიდევ იმის გამო რომ ეს ჩემი გამო/ირებული ბიძაშვილი ორმაგ თამაშს ეწევა.
- როგორ ფიქრობ გაუვლის ანიტას ბრაზი?
- და ვინ თქვა რომ გაბრაზებულია? დაბნეულია, არ ელოდა, როგორია ამდენი წლის მერე შენი ერთ-ერთი დაქალი რომ შენს მიმართ სხვანაირ ინტერეს გამოხატავს, მეც კი არ მომივიდოდა ეს ეკა, მე შენ უფრო დინჯი და სერიოზული მეგონე.
- ლექცია უნდა წამიკითხო?
- არა, უბრალოდ გული მწყდება რომ ასეთი კარგი სამეგობრო იშლება.
- არ დაიშლება.
- აბა რა გგონია? აქ ვისი ვისაშია ვეღარ გაიგებ. როგორ ფიქრობ როდემდე აგიტანს ლენა მის გვერდით? ან როდემდე აიტანს ანიტა შენს ფარულ გრძნობას მის მიმართ? ან როდემდე შეძლებს თვითონ ნიას ატანას როდესაც დანიელი საშინლად იზიდავს. მე კი სამწუხაროდ სასჯელად მერგო გიყუროთ როგორ დაამსხვრევთ ამდენწლიან მეგობრობას ამ სისულელეების გამო.
- თიკა.
- არაფერი მითხრა რა! რჩები თუ მიდიხარ?
- წავალ.
- მაშინ გასასვლელს იპოვი, ღამემშვიდობის. - მორჩენილი ლუდი ბოლომდე ჩაცალა თიკამ და ოთახიდან გავიდა. ეკამ თვალს მომდგარი ცრემლი პიჯაკის სახელოთი შეიმშრალა და იქაურობას გაეცალაა.
----
ბარში იჯდა, ლუდს ნება-ნება წრუპავდა, თხელ თლილ თითებში მოუკიდებელ სიგარეტს ათამაშებდა და ყურადღებას არ აქცევდა მის გვერდით მჯდომ ნიას, რომელიც თვალებით ახლაც ისევე აშიშვლებდა დანიელის სხეულს როგორც ყოველ ჯერზე როცა უცქერდა.
- ასე დაჟინებით ნუ მიყურებ. - ისე ამოილაპარაკა ბიჭმა მისთვის არ შეუხედავს და სიგარეტს მოუკიდა.
- რაზე ფიქრობ?
- რა მნიშვნელობა აქვს შენთვის? არამგონია ჩემი უბის გარდა სხვა რამეც გაინტერესებდეს. - მოკლედ მოუჭრა მიჭმა და სიგარეტს ღრმად მოქაჩა.
- რანაირად მელაპარაკები? - სახე აელეწა ნიას.
- ჩვეულებრივ.
- შენი აზრით მხოლოდ შენ შარვალში ფათური მინდა?
- ასე არაა? - მზერა გაუსწორა დანიელმა და სახეზე ირონიამ გადაურბინა. - რამდენი დღეა შენი დაქალები არ გინახავს?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს. - ხელები ნერვულად აათამაშა ნიამ მაგიდის ზედაპირზე.
- რა უცნაური სასტავი ხართ რა. - სკამის ზურგს მთელი სხეულით აეკრო დანიელი და ლუდი მოსვა.
- უბრალოდ ძალიან მაწყენინეს.
- ჰო ვიცი. - ჩაიცინა დანიელმა. - ყოველთვის გვწყინს როდესაც ჩვენს შესახებ მწარე რეალობას ვისმენთ.
- შენც მათ აზრზე ხარ?
- იცი ნია. მე ჩემი აზრი გამაჩნია შეიძლება ეს უბრალოდ დაემთხვეს ვინმეს აზრს, მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ მათ აზრს ვემხრობი, უბრალოდ ამ შემთხვებაში ის რაც გითხრეს მართალი მგონია.
- ანუ?
- რატომ გინდა დამაკონკრეტებინო? მოგწონს იმის მოსმენა როცა შენი კაცების მიმართ დაუკმაყოფილებელი უზარმაზარი სიის გამო შეურაცხყოფას გაყენებენ? ვაფშე რა ჩემი საქმეა მაგრამ, არც ერთი უქნიხართ ღრმერთს ამ მხრივ. იცი მე რას ვფიქრობ? მდიდარი მამიკოს გატუტუცებული გოგონები ხართ, რომლებმაც ზღვარი არაფერში იციან და ჰო ყველაზე მაგარი ისაა რომ ერთი შეხედვით იდელაურ ურთოერთობაში მილიონი ბზარი გაქვთ.
- ამით რისი თქმა გინდა. - დაიბნა ნია.
- კარგი რა, მარტო ის არ კმარა, ლენას ბიჭი ეკაზე რომ ან/რევს? რაც მთავარია სასტავში ამას ყველა ხედავთ და მაგრად გკიდიათ.
- და იმაზე რას მეტყვი ჩემი ბიჭი ანიტაზე რომ აბოდებს. - წყობიდან გამოვიდა ნია.
- ჯერ ერთი პატარავ. მე შენი ბიჭი არ ვარ, თავად ჩამომეკიდე ყელზე და არც ფეხების გაშლა დამიძალებია შენთვის, არც რამეს შეგპირებივარ, ის რომ ჩემთან გძინავს არ ნიშნავს რომ შენი ბიჭი ვარ, არც ვალდებულებას განვიცდი შენს მიმართ.
- ანუ აღიარებ რომ ანიტა მოგწონს?
- ეს კი შენ არ გეხება. - თვალი ჩაუკრა დანიელმა და ისედაც გაცეცხელბული ნია სულ გადარია.
- როგორ ბედავ?
- რას? - მხრები აიჩეჩა დანიელმა.
- მიგწონდეს ანიტა მაშინ როცა მე მხვდები.
- როგორც ჩანს ეს თქვენი სამეგობროს წყევლაა. - ახარხარდა დანიელი.

ვერ ვიტყვი რომ ოჯახურმა გარემოებამ ჩემზე დადებითად არ იმოქმედა, რამდენიმე დღეში დაძაბულობა და სტრესი სრულიად გაქრა და თავისუფლად სუნთქვა დავიწყე, ძველი დრო გავიხსენე, მაღალყელიანი საწვიმარი ფეხსაცმელები ამოვიცვი და ორღობეს მხიარულად ჩავუყევი, ჩემს ფეხებქვეშ გაზელილი ტალახი ძალიან მახალისებდა და უფრო მეტად ვსრესდი მიწას ვიდრე უბრალოდ მოსიარულე ადამიანს შეეძლო. საძოვრებზეც კი გავისეირნე და სოფლის ახალგაზრდებსაც შევერიე. ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა და ჩემს საპატივცემულოდ "წვეულება" გამართეს. დაკლეს ღორი, გაწყვიტეს ქათმები, დაყარეს იმერეთისთვის შესაფერისი სუფრა და მეც როგორც საპატიო წევრი მაგიდის თავში მომათავსეს. უნდა ვთქვა ძალიან მახალისებდა ეს გარემოება. გულიანად ვხარხარებდი მათ ხუმრობებზე, ვცეკვავდი ეზოში დანთებული ცეცხლის გარშემო, ერთი სიტყვით მშვენივრად მოვერგე აქაური ცხოვრების რითმს. ჰო მართლა კავალერიც გამომიჩნდა, ბიჭი რომელსაც მთელი ბავშობა ვუყვარდი და ახლა უკვე სამი შვილის მამა იყო ენაგადმოგდებული დამდევდა კუდში, მისი ცოლი თვალებით ისეთ წყევლას მიგზავნიდა ყოველ ჯერზე მეშინოდა მართლა არ მწეოდა მისი წყევლა-კრულვა მაგრამ როგორღაც ვუმკლავდებოდი ამ გარემოებას. ლევანი მშვენიერი ბიჭი იყო, მაგრამ სხვის კაცებზე ნადირობას არ ვაპირებდი, ამიტომაც მაქსიმალურად ზრდილობიანად ვცდილობდი ყოველ მის აქტიურობას ადეკვატური რეაცქიით, კარგად მომზადებული უარით შევხვედროდი. იმ საღამოს როდესაც სასმლით მუცელამობრუნებული სოფლის ახალგაზრდობა ძლივს მილასლასებდა საკუთარ სახლებში ლევანმა ჩემი გაცილება დაიჩემა და მეც უარი აღარ ვუთხარი. სახლამდე უხმოდ მიმაცილა და როდესაც დამშვიდობება და მადლობის გადახდა დავაპირე, არ ვიცი როგორ მაგრამ მის მკლავებში ახლართული აღმოვჩნდი. გაშმაგებით მიკოცნიდა ბაგეებს და წარმოდგენა არ მაქვს წინააღმდეგობა რატომ არ გავუწიე, ახლა ამაზე თავის დასჯას რა აზრი აქვს. კარგად რომ ავკვნესდი ეზოს შესასვლელთან ღობეს მიყრდნობილი ეს კი ფაქტი იყო. ესეც შენი დალაგებული ცხოვრება, ახლა ახალი საფიქრებელი დამემატა, რა მოიშორებდა ჩემზე ყურებამდე შეყვარებულ ლევანს ამ ფაქტის შემდეგ ეს ნამდვილად არ ვიცოდი. ასე თუ ისე, ზოგჯერ არც მე ჩამოუვარდები ჩემს შეშლილ სამეგობროს სისულელეების კეთებაში.
----
- ღადაობ ხო? - თვალები შუბლზე აუვიდა თიკას ეკას მიერ გაჟღერებული ინფორმაციის გამო.
- არ ვღადაობ. - სახე ხელებში ჩარგო ეკამ.
- მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდი, ახლა რა მოხდა?
- არეული ვარ.
- ადექი. - მაგიდაზე დაგდებულ მანქანის გასაღებს დაწვდა თიკა და ქურთუკი მოიცვა.
- რას აპირებ.
- ანიტასთან მივდივართ.
- აფრენ ხო?
- შენ ახლა მარტო მასთან ლაპარაკი მოგიყვანს აზრზე, რა მნიშვნელობა აქვს, რას გრძნობ მის მიმართ, ზუსტად ვიცი როგორც მეგობარი ძალიან გენატრება და გჭირდება, ყოველთვის მშურდა მაგრამ ფაქტია მისი გამოჩენის დღიდან შენ ყველაზე განსაკუთრებული ურთიერთობა გქონდა მასთან.
- არ მინდა თიკა, ნუ ცანცარებ დაჯექი.
- ასწიე ეგ მადისამღვძრელი უკანალი და გააკეთე რასაც გეუბნები. - თითი დაუქნია თიკამ.
- იცი მაინც სად ცხვრობს?
- კარგი რა ერთი მოჯ/ა სოფელი აქვს, განა რამდენი ანიტა ღლონტი იქნება რომ ვერ ვიპოვო.
- დანარჩენები?
- ლენა შენ არ გელეპარაკება, ნია მე, კიდე გვყაავს ვინმე და არ ვიცი?
- კარგი ჰო კარგი. - მეგობრის ნებას დაჰყვა ეკა და ფეხზე ადგა.
----
ლევანთან ორღობის პირას გაჩაღებული სექსის შემდეგ, ორი დღე სახლიდან ცხვირი არ გამიყვია, ასე მეგონა მთელი სოფელი უკვე ამ ამბის განხილვით იგლეჯდა ენაზე ტყავს, მე კი ძალიან არ მსურდა ვინმესთვის თვალები დამეთხარა, პრინციპში თვალებდასათხრელი მე უფრო ვიყავი სხვის ქმარს რომ ფეხები გავუშალე. ასეა თუ ისე, გამოვიკეტე სახლში და ისევ სევდა მოედო ჩემს გონებას. უძილობა დამჩემდა.
- ანიტა. - მესმის ერთ დილით დედას ხმა.
- რა? - გავძახე ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა.
- შენთან არიან.
- ვინ?
- შენი მეგობრები.
- უთხარი რომ მოვკვდი. - თავზე ბალიში დავიფარე თუმცა ოთახის კარი წამში შემოგლიჯა თიკამ, პირდაპირ ისკუპა და ტანზე დამახტა.
- ასე ხვდები მეგობრებს? - ბალიში ამაცალა და ბრაზით შემანათა თვალები.
- დელეგაციით მესტუმრეთ?
- არა. მხოლოდ მე და ეკა. - ახლაღა შევნიშნე კართან ატუზული ეკა.
- ჰო კარგი, მანდ რას უდგახარ? - ღიმილით მივმართე და ისიც თითქოს გათავისუფლდა დაძაბულობისგან. საწოლზე ჩამოჯდა და ცისფერი თვალები შემომანათა. - რა ლამაზი თვალები აქვს ამ დამპალს. - დავიჭყანე და თიკას გავხედე.
- რომ მოვწიო შენები ხო არ გააფრენენ?
- მოწიე. დანარჩენები სად არიან?
- ეგ გრძელი ამბებია, შენი წამოსვლის შემდეგ ყველაფერი აირია.
- მაინც რა?
- დავაყარეთ ყველამ ერთმანეთს.
- ასეთი რა მოხდა.
- მისმინე ამაზე მერე, ახლა უფრო მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი.
- რას მზაფრავთ? - თვალები მოვისრისე და თიკას ხელიდან სიგარეტს ძლიერად მოვქაჩე.
- იტყვი ახლა თუ შენს ნაცვლად მე ვილაპარაკო? - ბრაზით მიმართა ეკას.
- მოკლედ ორ კვირაში მამაჩემი აპირებს თავისი ადგილი ოფიციალურად გადმომაბაროს, მე კი არ ვიცი მინდა თუ არა ეს, მთელი ცხოვრება მიზნად მქონდა დასახული კომპანიის ღირსეული მემკვიდრე ვყოფილიყავი და ახლა როდესაც წარმოვიდგენ რომ უნდა ვიმუშაო ოფისში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა ორმოცდახუთი წლის ჰალსტუხიანი, ღიპგადმოგდებული კაცები იქნებიან, რომელთა უმრავლესობა სამსახურში ახლაც იმიტომ დადის რომ ჩემს უკანალს ნერწყვის ყლაპვით ადევნონ თვალი... მგონი არ მინდა ეს ყველაფერი. - ამოისუნთქა ეკამ და შემომხედა.
- რა მოწია? - ეჭვით გავხედე თიკას.
- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა ამ უკანასკნლემა.
- კარგი მაგრამ თუ ეს ყველაფერი არ გინდა ხომ არის რაღაც რაც გინდა.
- მინდა საზღვარგარეთ წავიდე.
- და რა უნდა აკეთო?
- მოგზაურობა მინდა.
- აქამდე რა გიშლიდა ხელს?
- არ ვიცი.
- მამაშენმა იცის ეს ყველაფერი?
- ჯერ არა.
- გააფრენს!
- ვიცი!
- თქვენი მარტო დატოვება არ შეიძლება რა.
- რას გარბოდი მერე? - სიცილით გამკრა თიკამ მკლავი. - რას ფიქობ ამაზე?
- არ უნდა გააკეთო ის რაც არ გინდა, სხვა რა შემიძლია გითხრა? თუ ფიქრობ რომ ეს ის არ არის რაც შენ ბედნიერებას და სიმშვიდეს მოგიტანს ადექი და უარი თქვი, თუ მოგზაურობაში ხედავ შენს თავისუფლებას და სილაღეს, ჩაალაგე ბარგი და წადი.
- წინა ცხოვრებაში დედა ტერეზა იყავი?
- არა ფროიდის საყვარელი. - გამეცინა და გოგებიც ახარხარდნენ.
4
ზედმეტი სასმლის მიღების შედეგად, გაბრუებული ლენა საკუთარ ბინაში წინ და უკან სიარულით, პარკეტის გაცვეთით ირთობდა თავს როდესაც კარზე დაუკაკუნეს, უხალისოდ დამანჭა სახე და კარისკენ დაიძრა, კედელზე დაკიდებულ სარკეში სახეცვლილ ანარეკლს ზიზღით შეავლო მზერა და კარი გააღო.
- ისევ? - უხალისოდ ჰკითხა თვალებდასიებულ ნიას და კარი უფრო ღრმად შეაღო. უსიტყვოდ შევიდა ნია მისაღებში და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა, ქვედა ტუჩი ახლაც ისევე უთრთოდა, როგორც ყოველ ჯერზე როდესაც მისი მორიგი ბიჭი მიატოვებდა.
- ისიც ისეთივე ნაბი/ვარი აღმოჩნდა როგორც ყველა დანარჩენი. - ამოიოხრა, ლენას კალთაში თავი ჩადო და აქვითინდა.
- კარგი რა ნია, როგორ შეიძლება ყველა მორიგი ბიჭი ასე გიყვარდებოდეს და შემდეგ მათი წასვლის გამო დეპრესიაში ვარდებოდე.
- რატომ არ მიმართლებს?
- იქნებ იმიტომ რომ არასწორ მამაკაცებს არჩევ? თუმცა მე ვის რას ვეუბნები. - წარბები აქაჩა ლენამ და სასმელი მოსვა.
- მთვრალი ხარ?
- ხომ შეიძლება ერთხელ მეც გამოვტყვრე.
- რა მოხდა.
- დიდი სკანდალის შემდეგ გიორგის დავშორდი.
- რა? - თითქოს ცივი წყალი გადაასხეს ნიას ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე. - როგორ? რანაირად? რა მოხდა?
- დავიღალე იმის ლოდინით თუ როდის შემიყვარებდა ისე როგორც მე მიყვარდა, ველოდი ერთხელ მაინც ჩემთვისაც შემოეხედა ისე როგორც ეკას უყურებდა, მაგრამ რას ვიზამთ, ისევ მასზეა შეყვარებული.
- ძალიან ვწუხვარ ლენ.
- არაუშავს. გამივლის!
- რას აპირებ?
- როცა რაღაც ურთიერთობა მთავრდება საჭირო არ არის მაშინვე ახლის დაწყებაზე იფიქრო.
- როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო?
- ემოციების კონტროლი შემიძლია შენგან განსხვავებით. - ცხვირზე პატარა ბავშვივით დაჰკრა ნიას ხელი და გაუღიმა.
- ეკას ისევ არ ელაპარაკები?
- მასთან არც მიჩხუბია, ან რატომ ვეჩხუბო? რა დამნაშავეა იმაში რომ გიორგის დღემდე ის უყვარს და არა მე, უბრალოდ ახლა თავს ვარიდებ, რადგან ძნელია ჩემთვის იმ ადამიანის ყურება ვის გამოც საყვარელი ადამიანი დავკარგე, ყველაფერს დრო სჭირდება, დარწმუნებული ვარ გამივლის და მერე ისევ შევძლებ ეკასთან ურთიერთობას. სხვა თუ არაფერი ამდენი წელია ერთად მოვდივართ, არაფრის გამო არ მიღირს ჩემი მეგობრების დაკარგვა.
- როგორ ახერხებ იყო ასეთი კეთილი და დიდსულოვანი?
- უბრალოდ რეალობის სწორად შეფასება უნდა შეგეძლოს.
- იცი დანიელს ანიტა მოსწონს. - თვალები ისევ ცრემლით აევსო ნიას.
- ანიტა არ არის ამაში დამნაშავე ნია. მას პირველივე დღეს მოეწონა დანიელი მაგრამ როგორც კი შენ მათ შორის ჩადექი მაშინვე უკან დაიხია.
- ანიტას მოეწონა? - თვალები შუბლზე აუვიდა ნიას.
- როდესაც ვინმეს თვალს დაადგამ ვერაფერს ვეღარ ამჩნევ. - ახარხარდა ლენა.
- ჯანდაბა. - სახე მოექუფრა ნიას და სავარძელში უღონოდ მიესვენა.
----

- ბოლოსდაბოლოს მეტყვით დანარჩენები სად არიან? - საწოლიდან წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე.
- მოკლედ მე და ნიამ წავაყარეთ, წავაყარეთ რა, ის ვუთხარი რაც რეალობაა, გაფსიხდა, გადაირია და ხმას არ მცემს. ლენას რაც შეეხება ბოლოსდაბოლოს გაუსწორა თვალი იმას რაც მის თავს ხდება და ახლა ეკას არიდებს თავს, ნუ მესმის კიდეც მისი და არ ვამტყუნებ, თუმცა ხომ იცი ლენა ძალიან დინჯი და გაწონასწორებულია, გაუვლის დამშვიდდება და დაბრუნდება.
- დაშორდა გიორგის?
- არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ რაც დანიელმა ურცხვად და ყველას თანდასწრებით გააჟღერა შენი ბიჭი შენსავე დაქალზე ანძ/ევსო არამგონია ისევ გაჩერდეს მასთან.
- მოიცა ეგ დანიელმა თქვა? - არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან ავეთე. - და მაგ სი/ს ვინ მისცა უფლება ასე უხეშად ჩაერიოს ჩვენს ურთიერთობებში, რადგან ნიას ხვდება ეს იმას არ ნიშნავს რომ ასე მოურიდებლად და პირდაპირ შეუძლია ადამიანს ზიანი მიაყენოს და გული ატკინოს. - საკუთარი ხმა მეუცხოვა და ვიგრძენი სახე როგორ მიხურდა. დამშვიდება მინდოდა მაგრამ არაფერი გამომივიდა, ვერ მივხვი მართლა გავბრაზდი იმის გამო რაც დანიელმა ლენას ყველას თანდასწრებით უთხრა თუ უბრალოდ მისი სახელის გახსენებამ ახლაც ორაზროვანი ემოციები დაატრიალა ჩემში.
- და რას ფსიხდები? - ყრუდ ამოთქვა ეკამ.
- მე რა ვიცი. - სიგარეტს მოვუკიდე და კვამლი ღია ფანჯრიდან გარეთ გავუშვი.
რამდენიმე დღე დარჩნენ გოგოები ჩემთან, თიკა მაქსიმალურად ცდილობდა ჩემსა და ეკას შორის გამეფებული დაძაბულობა როგორღაც განემუხტა, ვერ ვიტყვი რომ თავს ცუდად ვგრძნობდი ეკას გვერდით, მაგრამ ის რომ რაღაც ძალიან დიდი შეიცვლალა ჩვენ ორს შორის ფაქტი იყო, ერთ საღამოს მამამ ერთ-ერთში ისე დაათრო თიკა რომ მისი გათიშული სხეული საწოლამდე ძლივს მივიტანეთ მე და ეკამ.
- კარგია რომ დაიძინა და საშუელბა მომეცა მარტომ გელაპარაკო. - ვუთხარი ეკას და თვალით ვანიშნე დამჯდარიყო, არ გამომპარვია მისი აკანკალებული თითები და ამის გამო ნერვები ამეშალა. - ეს როდის მოხდა ეკა.
- ანიტა იქნებ არ ღირს ჰა? - სევდა მყისიერად ჩასახლდა მის ცისფერ თვალებში.
- მე უბრალოდ არ მინდა იტანჯებოდე, ხვდები ამას?
- გამივლის. - მზერა ამარიდა ეკამ.
- გაგივლის რა ვირუსია? - სახე დავმანჭე და სიგარეტს მოვუკიდე.
- მნიშვნელობა არ აქვს ანიტა, ძალიან ვწუხვარ რომ ასე მოხდა, მაგრამ გპირდები.
- ნუ მპირდები კარგი? შენი ფანტაზია მე არ მეხება ეკა, არ მინდა მეგობრები დავიკარგოთ, სხვა თუ არაფერი თქვენს გარდა არავინ მყავს, თქვენ ჩემი ოჯახი ხართ და გამიხარდება თუ ყველაფერი ისევ ისე იქნება როგორც ადრე.
- შეიძლება ჩაგეხუტო?
- რა თქმა უნდა. - მკლავები გავშალე და მისი აცახცახებული სხეული გულში ჩავიკარი, მისმა გულის ცემის სიძლიერემ ლამის გულმკერდი შემინგრია. ფრხილად ვაკოცე ლოყაზე და უკან დავიხიე. - ძალიან მიყვარხარ და ეს ყოველთვის გახსოვდეს რა.
- მახსოვს. - გამიღიმა ეკამ და პირველად ამ დღეების მანძილზე ვიგრძენი როგორ გაუჩინარდა სადღაც მისი დაძაბულობა. - შენი ინტერნეტ მეგობარი როგორ არის?
- არ იღლება ჩემი საცვლის ფერების გამოცნობით. - გამეცინა და ეკაც ამყვა.
- მანიაკია? - დაეჭვებით მკითხა ეკამ.
- შეიძლება!
- და არ გეშინია?
- კარგი რა, რისი?
- ვინმე ისეთი რომ აღმოჩნდეს?
- ისეთი ვინ უნდა აღმოჩნდეს ეკა?
- რავიცი იქნებ ნაცნობია, შენ ხომ არ იცი როგორ გამოიყურება.
- და თუ ნაცნობია ვის უნდა სჭირდებოდეს ეს ყველაფერი? ან რისთვის? - არ ვიცი რატომ მაგრამ ეჭვი გამიღვივა ეკას კითხვებმა.
- არ ვიცი ანიტა, მაინც ფრთხილად იყავი. - წამიერად გადავავლე თვალი ჩემი ნაცნობების სიას თუმცა საეჭვო ვერავინ გავიხსენე და ფიქრსაც თავი ვანებე.
----
დედაქალაქში დაბრუნების პირველივე საღამოს მეტეორის ნაწილებად დაშლილ მეგობრებს ტრადიციულად თიკას ბინაში მოვუყარე თავი. ნია ბუხაძე ჯერ ისევ გაბუტული ბავშვივით უცქერდა თიკას, ეს უკანასკნელი კი ამის გამო ძალიან ხალისობდა, დაძაბული ლენა ღიმილით ცდილობდა ეკას კითხვებისთვის პასუხის გაცემას, პირადად მე რბილ პუფში მოკალათაბული ლუდს ვსვამდი, სიგარეტს თითებს შორის ვაწვალებდი და ღიმილით ვუცქერდი ოთახში გამეფებულ დაძაბულ ატმოსფეროს. ტელეფონზე მოსული შეტყობინა ინტერესით გავხსენი.
- ესე იგი დედაქალაში დაბრუნდი და არ მითხარი? - მწერდა ჩემი ინტერნერ "მეგობარი". არ ვიცი რატომ მაგრამ ეკრანი პასუხგაუცემლად დავბლოკე და ისევ გოგოებს მოვავლე თვალი.
- ლუდზე რას იტყვით? - მაგიდაზე ლუდები დააწყო თიკამ.
- და თამაშზე?- ვიკითხე მე.
- რა თამაშზე? - ინტერესით შემომხედა ამ უკანაკნელმა.
- მე არასდროს გამიკეთებია...
- ახლა რა სისაძაგლე ჩაიფიქრე ანიტა? - ახარხარდა ლენა.
- საიდუმლოებები დაგვიგროვდა, რას იტყვით ვითამაშოთ?
- ვითამაშოთ. - თვალი ჩამიკრა ლენამ და ყველანი დაბალი მინის მაგიდის ირგვლივ ფეხმორთხმით მოვთავსდით იატაკზე.
- თამაშს ინიციატორი იწყებს. - წარბები შეათამაშა ეკამ, ცისფერი თვალები მომაპყრო და ლუდი მოსვა.
- კარგი. - თითები ლუდის ბოთლს შემოვხვიე და გავიღიმე.
- მე არასდროს მიმიღია ნარკოტიკული საშუალება. ლენასა და ჩემს გარდა ყველამ სახე დამანჭა და ლუდი მოსვა, ეს იმას ნიშნავდა რომ დანარჩენ სამს გამოცდილი ჰქონდათ ის რაც ვიგულისმხე.
- მე არასდროს გამირტყამს ბიჭისთვის. - გაიღიმა ლენამ და მის გარდა ყველამ დავლიეთ.
- მე არასდროს მყოლია ინტერნეტ მეგობარი. - თქვა თიკამ.
- ახლა ეს რა იყო. - ვთქვი უკმაყოფილომ და ლუდის მოზრდილი ყლუპი მხოლოდ მე მოვსვი.
- მე არასდროს მიკოცნია ქალისთვის. - თქვა ნიამ და ლუდის ბოთლი კმაყოფილმა გაასრიალა მაგიდის გლუვ ზედაპირზე. ეკას გავხედე და ლუდი მოვსვი, მანაც იგივე გაიმეორა, თიკამაც რა თმა უნდა.
- ერთი წუთი. - სახე გაუთეთრდა ნიას. - მეგონა მხოლოდ თიკა გვყავდა ქალების მოყვარული.
- კოცნა არ ნიშნავს იმას რომ მოყვარული ვარ. - უსიამოვნოდ შევიჭმუხნე ცხვირი.
- ამათ უყურე რა ლენ. - სიცილი ვეღარ შეიკავა ნიამ. - მოიცა ეკა ყველა კაცს იმიტომ იშორებ რომ ქალები მოგწონს?
- ჰო. - ქვედა ტუჩს ნერვულად დაუწყო ეკამ წვალება.
- და შენ ანიტა? - ახლა მე მომიბრუნდა ნია.
- რა მე? მე არ მომწონს ქალები, უბრალოდ ვაკოცე ერთხელ, სულ ეს იყო.
- და ვის?
- მას! - თითი ეკასკენ გავიშვირე. რამდენიმე წამი ოთახში სრული სიჩუმე ჩამოწვა. - რა იყოთ? - მხრები ავიჩეჩე და სიგარეტს მოვუკიდე.
- მე არასდროს მომწონებია დაქალის ბიჭი. - სიცილით წარმოთქვა თიკამ.
- ამის დედაც. - აყვა ნია და მე და ლენას შემოგვხედეს თუ როგორ ვსვამდით ლუდს.
- ვერ მითხარი თუ დანიელი მოგწონდა? - სახე დაუსერიოზულდა ნიას.
- მოიცა რა. - ხელი ავუქნიე და სიგარეტს ღრმად მოვქაჩე. იმ საღამოს ძალიან ბევრი ვიხალისეთ, თითქოს ჩვენ შორის გაჩენილი დაძაბულობა სადღაც გაუჩინარდა და ისევ ისე თავისუფლები და ლაღები ვიყავით როგორც ადრე, უზომოდ ბევრი დავლიეთ, ვიხუმრეთ, ვიცანცარეთ.
- კარგი ახლა სერიოზულად. - უცებ დასერიოზულდა და სახე დაალაგა თიკამ. - ერთი ტიპი მომწონს, მგონი ის არის ვისთან ერთადაც ცალკე საცხოვრებლად გადავალ.
- ერთი წუთი. - ხელით შეაჩერა ლენამ. - ტიპი ანუ მამაკაცს გულისხმობ?
- კი. რა იყო?
- დარწმუნებული ხარ? - ახლა ეკა ჩაეკითხა.
- მოიცათ რა იყოთ? ის რომ ქალებიც მომწონს იმას არ ნიშნავს რომ კაცები არ მომწონს.
- მე არ მომწონს კაცები. - ლუდი ხმაურით მოსვა ეკამ.
- მე ორივე მომწონს. ვახ.
- კარგი ჰო რატომ ბრაზობ. ცოტა გაგვიკვირდა, მგონი ეს ბუნებრივია, საერთოდაც ამ ბოლო დროს ყველას ისეთი რაღაც გვემართება საერთოდ რომ ვერ ვიფიქრებდით. პირადად მე სოფელში ყოფნისას ძველ კავალერს ზედ სახლის ეზოს შესასვლელთან დავნებდი.
- ამას უყურე რა.
- რა? უფრთო ანგელოზი როდის ვიყავი? - შევუღრინე ლენას.
- კარგი რა დროს ეგ არის. მოიცა აპირებ ცოლად გაყვე, ბავშვები გაუჩინო და ასე შემდეგ?
- ოჰ სადედოფლო კაბაც ხომ არ ჩავიცვა. ვერ ხარ შენ, უბრალოდ ერთად ვიცხოვრებთ.
- და როდის აპირებ მასთან გადასვლას?
- მალე.
- და ჩვენი შეხვედრები?
- მასთან გადავდივარ, ხომ არ ვკვდები.
- მე საფრანგეთში გადავდივარ საცხოვრებლად. - საუბარი წამოიწყო ეკამ.
- ოჰო. და კომპანია?
- მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი მოწოდება.
- ღადაობ?
- არა.
- და აბა რა არის შენი მოწოდება. - ბოლო სიტყვა გაწელა ლენამ.
- მოგზაურობა მინდა.
- მამაშენმა იცის?
- დღეს უნდა ვუთხრა.
- სასწრაფო წინასწარ გყავდეს გამოძახებული. - თვალი ჩაუკრა გოგავამ.
- მე მონასტერში ვაპირებ წასვლას. - გაუბედავად ამოილაპარაკა ბუხაიძემ. გადასაყლაპად დაგუბებული ლუდი უკან გადმოვაფურთხე და ჩემ წინ მჯდომი ეკა თავიდან-ფეხებამდე გავწუწე.
- შენ ხო არ ან/რევ? - ძლივს მოვითქვი სული და ეკას ხელსახოცი მივაწოდე, რომელიც დასველებულ შარვალს თითებით იწმენდდა და ნიას თვალს ვერ წყვეტდა.
- არც იფიქროთ ჩემს არჩევანში ხელები აფათუროთ. - სიგარეტს მოუკიდა ნიამ.
- არა მოკლე ჭკუა რომ გქონდა ეს სულ ვიცოდი მაგრამ ამდენად სულელი თუ იქნებოდი არ მეგონა ნია.
- და ვითომ რატოა ცუდი მონასტერში წასვლა?
- ადამიანო, ერთ დღეს ვერ ძლებ მამაკაცის გარეშე და მონასტერში რა ჯანდბა გინდა, არ მითხრა სული უნდა განვიწმინდოო თორემ სახეში გაფეთებ. - წყობიდან გამოვიდა თიკა.
- შეეშვით წავიდეს, მიხვდება რომ ანაფორა მისი საქმე არ არის და უკან დაბრუნდება. - როგორც ყოველთვის ახლაც სიტუაცია განმუხტა ლენამ. - მეც მაქვს ერთი ახალი ამბავი. - საუბარი განაგრძო ლენამ. - ერთ-ერთი გერმანული სატელევიზიო არხი ჩემით ძალიან არის დაინტერესებული და უკვე ორი წელია მათთან თანამშრომლობას მთავაზობენ, აქამდე ამ საკითხს არც განვიხილავდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ ქვეყნიდან წასვლა, გარემოსა და ხალხის შეცვლა სასიკეთოდ წამადგება და უფრო მალე შევძლებ გიორგის გონებიდან ამოგდებას. -რამდენიმე წუთით ისევ დავდუმდით ყველანი, თვალი მოვავლე მეგობრებს და მთელი სიცხადით შევიგრძენი როგორ მალე დაიშლებოდა ეს შეშლილი სამეგობრო.
- მე კი კლუბის დახურვას ვფიქრობ. - სახე დაეჭყანა თიკას.
- და რა გამოდის? - ამოვილაპარაკე ყრუდ. - ყველაფერი რაც გვაკავშირებდა უნდა გაქრეს? ეკა საფრანგეთში გადადის, ლენა გერმანიაში, შენ ვიღაც ტიპთან აპირებ ცხოვრებას, კლუბსაც კეტავ, ნიამ მონაზვნობა გადაწყვიტა! ყველაფერს ვიფიქრებდი გარდა იმისა რომ ოდესმე დავიშლებოდით. - ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა ხმა და ყელში მომჯდარი ემოცია არ ვიცი როგორ დავაიგნორე რომ არ ავქვითინებულიყავი. ოთახში გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა, ერთადერთი რაც სიჩუმეს არღვევდა ჩემი ტელეფონი იყო, რომელიც არაფრით წყვეტდა ბღუილს.
- ან უპასუხე ან გამორთე. - შემიღრინა თიკამ. - ტელეფონს დავხედე, ოცდაშვიდი გაუხსნელი მესიჯის გამო ტელეფონის ეკრანი უკვე შველას მთხოვდა, ეკრანს თითები ავუსვი და ინტერნეტ მეგობარს მესიჯების წაუკითხავად მივწერე პასუხი.
- შავი ტანგა მაცვია! - ტელეფონი გამოვრთე, სიგარეტს მოვუკიდე და სინანულით მოვავლე ოთახში მსხდომ მეგობრებს თვალი.


კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა ეს აუტანელი სიჩუმე, რომ არა ოთახში შემოსული დანიელი, რომელმაც იატაკზე ფეხმორთხმით მჯდომი ხუთი გოგოს დანახვის გამო ხარხარი ატეხა.
- რა გჭირთ? ბუდიზმს მიყავით ხელი? - მართალია მისკენ ზურგით ვიჯექი მაგრამ ნათლად ვხედავდი როგორ აუთამაშდა ირონიით ტუჩები.
- გაგიმარჯოს დანიელ. - წარბის აწევით მიმართა თიკამ.
- ანიტა. - როგორ არ მინდოდა მისი პირიდან წამოსვრილი საკუთარი სახელის გაგონება. თვალები დავხუჭე და მუშტები ისეთი ძალით შევკარი ხელისგულებზე საკუთარი ფრჩხილების ღრმა კვალი დავიტოვე. - შეიძლება ცალკე გელაპარაკო? - სახე უსიამოვნოდ დავმანჭე, სხეული იატაკიდან ავათრიე და მისკენ შევბრუნდი, გრძელი თმა უკან შეეკრა და ახლა უფრო მკვეთრად ვარჩევდი მისი სახის ნაკვთებს, მზერა მის ტუჩებზე გამიშეშდა და გაუაზრებლად წავეპოტონე საკუთარ ქვედა ტუჩს. - აქეთ თუ შეიძლება. - დემონსტრქციულად მიმითითა აივნისკენ. მეც დავემორჩილე, ღრმად ამოვისუნთქე და აივანზე გავყევი.
- რამე გინდოდა? - ვკითხე როგორც კი მარტო დავრჩით და მაქსიმალურად შევეცადე მისგან წამოსული იმპულსები როგორღაც დამებლოკა.
- ხომ იცი რომ მომწონხარ.
- მერე? - ყელს მომჯდარი ემოცია ხმაურით გადავაგორე და გამშრალი ტუჩები გაუაზრებლად გავილოკე.
- არ ვარ ის ტიპი ვინც კალთებს დაგახევს, მუხლის ჩოქით გთხოვს ხელს და ათას სისულელეს გააკეთებს შენს გამო. ისიც ვიცი რომ შენც გიზიდავ და ახლაც ისე დნები რომ შეგეხო მეშინია არ გაქრე. - გაიღიმა და მწვანე თვალები ვნებით აევსო.
- მერე?
- სხვა სიტყვა არ მოიპოვება შენს ლექსიკონში თუ ჩემს გვერდით ყოფნა ისე აღგაგზნებს ყველაფერი გავიწყდება? - წარბი ეჭვით შეათამაშა დანიელმა.
- შენ ნიას ხვდებოდი.
- აუ... - მოაჯირს ორივე ხელით დაეყრნო და მზერა ამარიდა. - რამდენჯერმე მქონდა მასთან სექსი ისიც იმიტომ რომ თავად მოისურვა, უარს რატომ ვეტყოდი.
- ჩემთვის ისიც საკმარისია რომ გული ატკინე და არც დაქალის ნახმარი ბიჭი მჭირდება.
- ვითომ? - მოულოდნელად მისი ძლიერი მკლავები ვიგრძენი წელზე და სხეულზე ძლიერად ამეკრო.
- დანიელ?
- რა? - ამოილაპარაკა ზედ ჩემს ტუჩებთან.
- მომაშორე ხელები.
- რომ არ მოგაშორო? - ყელზე ფრთხილად შემახო ტუჩები და მეც მყისიერად მომეკვეთა მუხლები. - კიდევ ერთხელ მაკოცა, ამჯერად ყურთან, ფრხილად და გაუბედავად შევაცურე მის კეფაზე ხელები და ჩემსკენ ძლიერად მივიზიდე. - ასე არ სჯობს? - გაიღიმა და ვნებით დამაცხრა ბაგეებზე. ხანგრძლივი კოცნის შემდეგ წამით შეჩერდა, სახე ოდნავ უკან გასწია და თვალებში შემომხედა. - არ გინდა შავი ტანგა აქვე შემოგახიო? - ფრთხილად წაეპოტინა ჩემს ტუჩებს მაგრამ როგორც კი მიხვდა არ ავყევი სახე მოექუფრა და ქვედა ტუჩს წვალება დაუწყო.
- შენ რა იცი რა ფერის ტანგა მაცვია? - ხელები მოვაშორე მის კისერს და უკან დავიხიე.
- შენი აზრით ვის წერ მთელი დღეები? - თავი ღიმილით მოიფხანა დანიელმა. წამებში დამიარა სხეულში მთელმა უარყოფითმა ენერგიამ, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემს წინ ის ადამიანი იდგა რომელსაც ყოველ ჩემს ნაბიჯს და საქციელს დაუფარავად, ყოველგავრი შელამაზების გარეშე ვუზიარებდი, გამახსენდა რას ვწერდი ჩემი მის მიმართ გაჩენილი გრძნობის შესახებ. ისიც თუ როგორ დავნებდი სოფელში ყოფილ კავალერს, ის თუ როგორ მაკოცა საკუთარმა დაქალმა, ხელები ამიკანკალდა და სახეზე ერთიანად გავთეთრდი. - კარგი რა. - ჩემი მოულოდნელი სახეცვლის გამო დაიბნა დანიელი.
- ეს როგორ მოახერხე. - საკუთარმა ხმამ გული მომიკლა, ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა რომ ჩემი ინტერნეტ მეგობარი რომლსაც ამდენი ხანია უკვე უაზროდ ვემესიჯები და ვემოგობრები ის ბიჭი აღმოჩნდებოდა რომელიც ჩემ დაქალს ჟი/ავდა.
- გრძელი ამბავია.
- დრო ბევრი მაქვს!
- ერთი წლის წინ თიკას ფეისბუქ გვერდზე შენი ფოტო ამიმიგდო, ყველაფერი მაშინ დაიწყო, მომეწონე და შენი გაცნობა მომინდა, გადავწყვიტე მომეწერა როგორც უცნობს. შენც ამყევი, მერე ჩამოსვლა და უფრო ახლოს გაცნობა გადავწყვიტე, თავიდანვე მინდოდა მეთქვა მაგრამ ნია მოულოდნელად ჩაეკვეხა და მოკლედ ასე მოხდა რა. - ხელის გული რომ ამეწვა მხოლოდ მაშინ გავიაზრე მთელი ძალით გამირტამს დანიელისთვის.
- დიდი ნაბი/ვარი ვინმე ხარ. იმედი მაქვს არასდროს აღარ შევხდებით. - ამოვიყვირე და თიკას სახლიდან გიჟივით გავიქეცი.
-----
დრო დაუნდობლად ფლეთდა თითოეული ჩვენგანის გულებს, დანიელი იმ პატარა ინციდენტის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდა, ვერ ვიტყვი რომ ეს ფაქტი ძალიან განვიცადე მაგრამ გული მაინც დამწყდა არასდროს რომ აღარ უცდია ჩემთან დალაპარაკება, ჩემი ინტერნეტ მეგობარიც (ანუ დანიელიც) ისევე გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა, რუტინად გადაიქცა ყოველივე, სამყარო თითქოს გაშავთეთრდა და ყველაფერს სევდის ფერი მოედო.
- ეკა ყიფიანმა საბოლოოდ მემკვიდრეობაზე და კომპანიის მართვაზე უარი განაცხადა, თავისი ორიენტაციის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა და ქალაქის ნახევარი მამრი პირში ჩალა გამოვლებული დატოვა, დიდი სკანდალის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა. იქ საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ორ წელიწადში ემილის შეხვდა, ანიტაც (ანუ მეც) დამივიწყა და ასე გახდა საქართველოს ნომერ პირველ ქალად წოდებული ეკა ყიფიანი საფრანგეთის მოქალაქე, რომელმაც ჯერ კიდევ განუვითარებული მშობლიური ქვეყანა ძალიან მალე დაივიწყა, საწადელი ასირულა და საფრანგეთის პრესტიჟულ უბანში, ნაქირავებ ბინაში საცხოვრებლად მეგობარ გოგონასთან ერთად გადავიდა.
- ლენა გოგოვამ გერმანული ტელეკომპანიის შემოთავაზება მიიღო და საქართველო მანაც ყოველგვარი სინანულის გარეშე დატოვა, გერმანიაში საკმაოდ წარმატებული ჟურნალისტური კარიერა მოიწყო. ბევრს მოგზაურობდა და მსოფლიოს მაშტაბით უამრავ სატელევიზიო გადაცემებში იღებდა მონაწილეობას. ლენა არასდროს არ გათხოვილა, არც სერიოზული ურთიერთობა გაუბამს ვინმესთან, ერთ-ერთი გადაცემის გაკეთების პროცესში, პალესტინელი უპატრონო ბავშვი გაიცნო, რომელიც შემდეგ იშვილა და მთელი ყურადღებით მის აღზრდა-განვითარებაში გადაეშვა.
- თიკა თხელიძემ კლუბი მართლა დახურა და მეგობარ ბიჭთან ერთად ნიცაში გადაიხვეწა, რამდენადაც უცნაურად არ უნდა გეჩვენოთ, მათმა წყვილმა კრახი არ განიცადა, თიკამ ორი შვილი გააჩინა მისგან და როგორც ვიცი ახლა უკვე მესამეს ელოდება. კლუბურ ცხოვრებას თავი ანება, აღარც თავისივე სქესის წარმომადგენლებით დაინტერესებულა მას შემდეგ, ერთი სიტვყვით ჩვეულებრივ მეუღლედ და დედად გადაიქცა, რომელიც რაც მთავრია ამ ყველაფრისგან უზომოდ დიდ სიამოვნებას ღებულობდა.
- ნია ბუხაიძეს ანაფორა ჩაცმის დღიდან აღარ გაუხდია, კერიაში შეკეტილი დღე და ღამ ლოცვითა და სულის განწმენდით იყო დაკავებული, ყველაფერს ვიფიქრებდი მაგრამ გოგო რომელსაც ყველა უყვარდა და ყველას ხვდებოდა თუ ოდესმე წინა ცხოვრებისგან ასეთი რადიკალური გახდებოდა ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. ასეა თუ ისე მან დარჩენილი ცხოვრების ღვთის სამსახურში გატარება გადაწყვიტა და მშობლებისა და მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად პირველად გამოიჩინა ასეთი სიჯიუტე და თავისი სურვილი სისრულეში მოყვანა.
- მე რაც ჩემეხება ორი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ახლა ისევ თავისუფების აღქმით ვტკბები. გაზეთში ნეკროლოგების წერას თავი დიდი ხნის წინ ვანებე და ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ იმ კომპანიას ჩავუდექი სათავეში რომლის არც ერთი მოწილე მამაჩემი არ იყო, მაგრამ გამოუსადეგარი ქალიშვილების გამო გადაწყვიტეს ქვეყანაში დარჩენილი იმ ერთადერთი სანდო ადამიანისთვის ჩაებარებინათ ეს ბიზნესი ვინც მათ შვილებს მემკვიდრეობას მაინც არ დაუკარგავდა. მიხვდით ხომ რაზეც ვსაუბრობ? ერთი სიტყვით იმ სავარძელში მოვკალათდი სადაც ეკა უნდა მჯდარიყო და იმ კომპანიის მართვას შევუდექი რომლის შემოსავლის წყალობით გოგონების მშვიდი სიბერე უნდა უზრუნველმეყო.

... ათი წლის შემდეგ...

არც კი მჯერა რომ ათი წელი გავიდა მათი გადახვეწის შედმეგ, არც ის მჯერა რომ ამდენი წლის შემდეგ ყველამ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, მათი დაბრუნების სიხარულის აღქმით უკვე რამდენიმე დღეა უძილობას და სულში გამეფებულ ეიფორიას ვერაფერს ვშველი. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მათთვის ისევ ისეთი საყვარელი გარემო შევქმნა როგორც მაშინ როცა ყველა ერთად ვიყავით. თიკას მშობლებს მისი ბინის გასაღები გამოვართვი, იმ ბინის რომელიც ყოველ საღამოს თავის ერთად შეყრის ტრადიციულ ადგილს წარმოადგენდა. რამდენიმე მოსამსახურე დავიქირავე და დაბიმძურებული სახლი მივალაგებინე, ყველაფერს სიცოცხლის ფერი დაუბრუნდა და ჩემი აღგზნებული გონება კიდევ უფრო მიასმაგებდა მათი ნახვის დაუოკებელ სურვილს. თიკასთან ვიჯექი ბინაში როდესაც კარზე ზარი დარეკეს და მეც მაშინვე ვიგრძენი გული ჩვეულებრივზე სამჯერ სწრაფად როგორ ამიძგერდა. კარისკენ გავიქევი, წარმოდგენა არ მაქვს რას მაგრამ გზად რაღაცას წამოვედე, ოთახში გაჟღერებულ მსხვრევის ხმას ყურადღება არ მივაციე და საკეტი გადავწიე.
- გამარჯობა ანიტა. - ღიმილით გაშალა ხელები თიკამ და მომეხვია, რომ არა მისი დიდი მუცელი ალბათ უფრო გემრიელად ჩავეფლობოდი მის მლკავებში.
- თიკა. - ამოვილიღლუღე ყრუდ და თვალს მომდგარი ცრემლი შევიმშრალე.
- მორჩი ტირილს, ასაკში ხარ ნაოჭები გაგიჩნდება. - ახარხარდა თიკა და სახლში შემოვიდა, გატეხილ ვაზას ღიმილით შეავლო მზერა და სავრძელში ფრთხილად ჩაეშვა. - წყალს მომოტან?
- რა თქმა უნდა. - სამზარეულოდან წყალი მოვუტანე და მის გვერდით მოვთავსდი.
- როგორ მომნატრებია ეს სახლი. - ღიმილით მოავლო საკუთარ ბინას თვალი. - კარგად გამოიყურები. მოგიხდა ხომ იცი ბიზნეს ვუმენობა.
- შენც მშვენივრად გამოიყურები.
- ვითომ? - ეჭვით გადაისვა გაბერილ მუცელზე ხელი. - ეს ბოლო იქნება, გამორიცხულია კიდევ გავაჩინო.
- მე იმასაც ვერ ვიფიქრებდი თუ საერთოდ გააჩენდი. - გავუღიმე და მის გაბერილ მუცელს მოვეფერე.
- ვიღაც მოვიდა.
- მე გავაღებ. - სავარძლიდან ავდექი და კარის გასაღებად წავედი.
- ანიტა. - კარის გაღებისთანავე ყელზე მომეხვია ლენა და მთელი სიცხადით ვიგრძენი როგორ ძლიერად უცემდა გული.
- ერთი ფეხით მომასწარი. - გაისმა კიბის საფეხურიდან. მე და ლენა ორივე იქეთ მივბრუნდით საიდანაც ბუხაიძის ხმა ისმოდა და გიჟებივით მოვეხვიეთ ორივე.
- მეც აქ ვარ. - გამოგვძახა თიკამ. - იმით ნუ სარგებლობთ რომ ისევ ისეთი მოქნილი აღარ ვარ. ნია გიჟივით შევარდა სახლში და ყურებამდე მომღიმარ თიკას მოეხვია.
- ჩემი ჯერი არ დადგა? - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ლენამ და ახლა თვითონ მოეხვია გაბერილ მეგობარს.
- ეს რა ჯვალო გაცვია გოგო? - შეუბღვირა თიკამ ნიას.
- ეს ჯვალო როგორც შენ ამბობ ჩემი ყოველდღიური სამოსია და მას ანაფორა ქვია.
- ილოცე ძილის წინ დეზდემონა? - სიცილი აუტყდა ლენას. - რას გაშტერებულხარ მანდ? მერე რა რომ თიკას ბინაა მგონი ახლა შენ ხარ ჩვენი მასპინძელი. რამე ცივ სასმელზე არ ვიტყოდი უარს. - თვალი ჩამიკრა ლენამ.
- მე არ მინდა. - მუცელზე მზრუნველად აისვა თიკამ ხელი.
- მონაზონი რას იტყვის? - ნიას მივუბრუნდი და ისეთი სათნო ღიმილით დამიქნია თავი რომ არ მცოდნოდა ბუხაიძე იდგა ჩემს წინ ეჭვი შემეპარებოდა რომ მართლა მონაზონს ვხედავდი.
- უარი როგორ უნდა ვთქვა.
- ეგრე რა. - სამზარეულოსკენ დავიძარი კარზე რომ დარეკეს.
- მასპინძელი აღებს. გამომძახა ნიამ. - კართან მივედი და ახლა კი ნამდვილად ვიგრძენი ჩემში დატრიალებული ქარბორბალა, ვიცოდი ეკას ნახვა ყველაზე მეტად ამიფორიაქებდა სულს, ღრმად ამოვისუნთქე და კარი ღიმილით გავუღე.
- შე დამპალო არ ბერდები? - თვალები შუბლზე ამივიდა და ჩემ წინ მდგომ სილამაზეს ენა გადმოგდებული მივაშტერდი.
- მომენატრე. - ღიმილით მომიჭრა ეკამ და მომეხვია. რამდენიმე წუთი უხმოდ ჩახვეულები ვიდექით ღია კარში.
- ისე, მშვენიერი წყვილი იქნებოდით. - გაიღიმა თიკამ და ჩვენც მაშინვე დავუბრუნდით რეალობას. ეკა სათითაოდ მოეხვია ამდენი წლის უნახავ მეგობრებს. ლუდის დალევა დავიწყეთ, თიკა ფორთოხლის წვენს ნება-ნება წრუპავდა და მოუსვენრად ინაცვლებდა ერთი სავარძლიდან მეორეში. ვუცქერდი ამდენი წლის უნახავ მეგობრებს და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს არც არასდროს წასულიყვნენ აქედან. ისევ ისეთი მხიარულები, ლაღები და ბედნიერები მეჩვენებოდნენ როგორც ადრე. ვსაუბრობდით ყველაფერზე, ერთმანეთს იმ ათი წლის შესახებ ვუყვებოდით რაც ცალ ცალკე გავატარეთ.
- როგორ მოერგე ჩემს სავარძელს? - ღიმილით მკითხა ეკამ.
- პერფექტო!
- ჰო რა გენაღვლება რა. - ახარხარდა თიკა.
- ისე ქმრები რატომ მოიშორე?
- შემდეგი კითხვა. - სიცილი ვეღარ შევიკავე და გოგოებიც გულის წასვლამდე ახარხარდნენ.
- ემილიც ჩამოიყვანე?
- კი უბრალოდ სახლში დარჩა, მინდოდა ჯერ მარტო მენახეთ.
- შენი ქმარი?
- იგივე მიზეზით დავტოვე სახლში რა მიზეზითაც ეკამ ემილი.
- ბავშვი?
- იგივე მიზეზი. - გაიღიმა ლენამ.
- ნია შენ?
- რა მე?
- ხატები თან გაქვს?
- მოკეტე ანიტა. - ლუდის ცარიელი ბოთლი მესროლა ნიამ.
- კიდევ ველოდებით ვინმეს? - იკითხა ეკამ კარზე დარეკილი ზარის გამო.
- არა! - ფეხზე ავდექი და კარისკენ დავიძარი. წარმოდგენა არ მქონდა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, კარი გავაღე თუ არა, სხეულში დავლილი სისუსტის გამო მუხლები მომეკვეთა და ხელი რომ არ შეეშველებინა ჩემს წინ მდგომ დანიელს აუცილებლად ჩავიკეცებოდი.
- ფთხილად. - ისევ იმ ძველი ირონიით გაიღიმა და სახლში შევიდა.
- დანიელ?
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
- ბიძაშვილმა მითხრა რომ იკრიბებოდით, მომინდა ისევ მენახეთ. სულ ესაა. - გაიღიმა დანიელმა და ეკას მოეხვია. შემდეგ ლენას მიუბრინდა. - ბოდიში მაშინდელისთვის.
- არაუშავს. - ღიმილით გადაკოცნა ლენამ.
- თიკუშ. როდის აჩენ?
- თვის ბოლოს.
- ნია, პატარა ცელქი და ვნებიანი ნია. - ხმა შეარბილა დანიელმა და მზრუნველად დახედა სავარძელში ჩაფლულ ნიას. - ჩემზე ისევ ბრაზობ?
- აღარ. - ლოყა მიუშვირა ნიამ.
- დიდხანს უნდა იდგე გახევებული? - ახლა მე მომიბრუნდა დანიელი და მომიახლოვდა. მწვანე ვნებით ანთებული თვალები შემანათა და მზერა ჩემს ტუჩებზე გაუშეშდა. ჩემში არსებული მთელი ძალა მოვიკრიბე და სახეში გავარტყი.
- უფს. - მომესმა ნიას ხმა.
- მოგეშვა? - სახეზე ხელი მოისვა დანიელმა.
- არა! - ახლა მეორე ხელი მოვუქნიე და მეორე მხარეს გავარტყი.
- ოპა. - ახლა ლენას ხმა ჩამესმა ყურებში.
- ახლა მაინც მოგეშვა?
- არა! - მაისურში ჩავავლე ხელი, ჩემსკენ მოვიზიდე და გაშმაგებით დავეწაფე მის ბაგეებს.
- ჰო, აი ახლა კი მოეშვა. - გაიცინა ეკამ და დანარჩენებიც აყვნენ.

დასასრული...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი დეა

იმით დავიწყებ, რომ სათაურმა 100%- ით გაამართლა.
მართლა კარგი იყო, იყო ბევრი იუმორი, სარკაზმიც, კარგად წერ და მსუბუქად გადმოსცემ სათქმელს.
ყველა პერსონაჟი განსხვავებული გყავდა და ერთიანობაში ვიტყოდი შედგა ეს ისტორია.
მე ვისიამოვნე

 


№2  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი დეა
იმით დავიწყებ, რომ სათაურმა 100%- ით გაამართლა.
მართლა კარგი იყო, იყო ბევრი იუმორი, სარკაზმიც, კარგად წერ და მსუბუქად გადმოსცემ სათქმელს.
ყველა პერსონაჟი განსხვავებული გყავდა და ერთიანობაში ვიტყოდი შედგა ეს ისტორია.
მე ვისიამოვნე


ძალიან მიხარია თუ ისიამოვნე, მადლობა რომ წაიკითხე kissing_heart

 


ვაუ, ვაუ ვაუ, ვამაყოფ შენით მე

 


№4  offline ადმინი ენ ბლექი

სიყვარული გულს გვტკენს
ვაუ, ვაუ ვაუ, ვამაყოფ შენით მე



მიხარია და მადლობა kissing_heart

 


კიდევ მაქვს რაღაც კითხვა, დღეს როგორ დადე? მე მჯჩვენებს რომ სიახლეების დადება შეწყვეტილია

 


№6  offline ადმინი ენ ბლექი

სიყვარული გულს გვტკენს
კიდევ მაქვს რაღაც კითხვა, დღეს როგორ დადე? მე მჯჩვენებს რომ სიახლეების დადება შეწყვეტილია


წარმოდგენა არ მაქვს :) მოვსინჯე და დაიდო, ოღონდ მართლა smiley მერე ეკრანს ვუყურებდი. ვა მართლა დაიდო თუ მეჩვენებათქო wink

 


№7 სტუმარი სტუმარი უცნაური მე

ისტორიის სახელმა ნამდვილად გაამართლა. ყოჩაღ ენ ❤️
ყველაფერს ვიფიქრებდი და წარმოვიდგენდი მაგრამ ნიას ამ მდგომარეობას ნამდვილად ვერ :დ
მიყვარხარ მე შენ! ❤️

 


№8  offline ადმინი ენ ბლექი

სტუმარი უცნაური მე
ისტორიის სახელმა ნამდვილად გაამართლა. ყოჩაღ ენ ❤️
ყველაფერს ვიფიქრებდი და წარმოვიდგენდი მაგრამ ნიას ამ მდგომარეობას ნამდვილად ვერ :დ
მიყვარხარ მე შენ! ❤️



მეც მიყვარხარ ჩემო გოგო kissing_heart

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

ფროიდის საყვარელი♥️
ბოლოში სევდა დამიტოვა,ცოტაც და ვიტირებდი((
რა კარგი ხარ ენ,რა კარგი:,(
შეშლილი პერსონაჟები,ყველა განსხვავებულად ცუდი,მაგრამ მაინც კარგი.
მიყვარხარ♥️

 


№10 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Alice76
ფროიდის საყვარელი♥️
ბოლოში სევდა დამიტოვა,ცოტაც და ვიტირებდი((
რა კარგი ხარ ენ,რა კარგი:,(
შეშლილი პერსონაჟები,ყველა განსხვავებულად ცუდი,მაგრამ მაინც კარგი.
მიყვარხარ♥️


მადლობა ალისა ❤
მიხარია რომ მოგეწონა ❤
ცუდშიც რომ კარგს ხედავ გამოდის ცუდად არ დამოწერია ❤

 


№11  offline წევრი სიბილა

ეხლა მეც მომეშვა stuck_out_tongue_winking_eye

 


№12  offline ადმინი ენ ბლექი

სიბილა
ეხლა მეც მომეშვა stuck_out_tongue_winking_eye


ეგ ძალიან კარგია ❤

 


№13  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

მე აქ ვარ...
ხომ მოგენატრეთ ხოდა მეც მომენატრეთ...
არაუშავს თუ არ მოგენატრეთ,მე მაინც მომენატრეთ....

*********
ყველა ჩემია აქედან ....
უკლებლივ ყველა...
არცერთის გამოტოვებით....
აუჩ წეღან დამავიწყდა და ერთია ისეთი რომ უნდა გამოვაკლო ჩემი სიყვარულების სიას სამაგიეროდ მოსაკლავების სიას გავზრდი ერთით.....
ის გიორგი ,მე რომ ვერ ვიტან... და მძულს.....
აი ლენა ახლაც ყველაზე მეტად მიყვარს და ლენას რომ ატკინა იმას ვერ ვპატიობ მაგ დამპალ ბიჭს..
ბოდიში პერსონაჟს რომ გილანძღავ,მაგრამ........

******
აი ახლა ხო სისულელე უნდა ვთქვა მაგრამ ვერ ვუძლებ უნდა ვთქვა...
აი ნიას გამოსწორება ხომ მინდოდა და ახლა ისეთი ცხოვრებისთვის ვერ ვიმეტებ....
განა რამეს ვუწუნებ იქაურობას მაგრმა იმ გიჟის მაგდენად დაშოშმინება და ეულად ყოფნა ...
სრულიად შეიცვალა....
საოცრად კარგი მომეჩვენა ბოლოს....
და არა მგონია მომჩვენებოდა....
მიყვარს მე ეს....

********
თიკას კიდევ დიდი ცვლილება....
აი ეს ნამდვილად იმსახურებდა ამ ყველაფერს....
უბრალოდ არაფერს მალავდა პირადს....
მხოლოდ იჯდა და სხვებს შიფრავდა....
და ახლა "სამ"შვილიანი ქალია...
სასწაულად მიხარია მისი დასასრული ამ ისტორიაში...
აი იმსახურებდა ,მართლა რა....
არადა სიძე როგორ მაინტერესებდა....
მიყვარს მე ეს

*******
ეკა....
აი ამ გოგოზე რომ გავიგე ..აი ის ყველაზე მთავარი...
მანდ ყველაზე დიდი შოკი მივიღე,მთელი ისტორიის განმავლობაში....
აი მიუხედავად იმისა,რომ მიხარია ანიტა დაივიწყა_თქო ...
მაგათი შეხვედრა მაინც ყველაზე სასწაულებრივი და საოცარი იყო...
მიყვარს მე ეს

******
ანიტა...
და ზემოთ შეხვედრაზე გავჩერდი და ბარემ დანიელთან შეხვედრაზე გადავალ..
ეკასთან შეხვედრა ერთი....
და დანიელთან შეხვედრა იყო ცეცხლი .....
და უკვე დავასრულე მათი ურთიერთობა ჩემივე წარმოსახვაში....
მიყვარს მე ეს....

****
და ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე.....
ლენა...
თან გიჟი და თან ყველაზე გაწონასწორებული...
უბრალოდ ასე უცნაურად პერსონაჟის გულის ტკენა მესიკვდილება...
და არც ისე ბევრია ასეთი შემთხვევა...
გიორგი ეს პერსონაჟი რომ შემძულდა ვერ გამამტყუნებთ...
მეწყინა რომ შეშლილი სადაქალოს გარდა მხოლოდ შვილი შერჩა....
საოცრება იყო ეს ქალი...
ყველაზე მეტად მიყვარს მე ეს...

*******
და საბოლოო დასკვნას ვდებ მომისმინეთ....
უბრალოდ საოცრება იყო ზედმეტად ჩახლართული და შეშლილი სადაქალო....
ის ისტორიაც ,რომელიც მათზე შედგა...
მესიკვდილება ამის დასრულება...
მესიყვარულება...

*****
და ბოლოს თითქმის ყველა პერსონაჟის აღწერა ასე დავასრულე და შენ მთავარს გამოგტოვებ?...
მიყვარხარ მე შენ..
შენი საიდუმლოებებით სავსე ისტორიებით...
მესასწაულებ'მესაოცრები. ❤

 


№14  offline ადმინი ენ ბლექი

meocnebe avadmyopi
მე აქ ვარ...
ხომ მოგენატრეთ ხოდა მეც მომენატრეთ...
არაუშავს თუ არ მოგენატრეთ,მე მაინც მომენატრეთ....

*********
ყველა ჩემია აქედან ....
უკლებლივ ყველა...
არცერთის გამოტოვებით....
აუჩ წეღან დამავიწყდა და ერთია ისეთი რომ უნდა გამოვაკლო ჩემი სიყვარულების სიას სამაგიეროდ მოსაკლავების სიას გავზრდი ერთით.....
ის გიორგი ,მე რომ ვერ ვიტან... და მძულს.....
აი ლენა ახლაც ყველაზე მეტად მიყვარს და ლენას რომ ატკინა იმას ვერ ვპატიობ მაგ დამპალ ბიჭს..
ბოდიში პერსონაჟს რომ გილანძღავ,მაგრამ........

******
აი ახლა ხო სისულელე უნდა ვთქვა მაგრამ ვერ ვუძლებ უნდა ვთქვა...
აი ნიას გამოსწორება ხომ მინდოდა და ახლა ისეთი ცხოვრებისთვის ვერ ვიმეტებ....
განა რამეს ვუწუნებ იქაურობას მაგრმა იმ გიჟის მაგდენად დაშოშმინება და ეულად ყოფნა ...
სრულიად შეიცვალა....
საოცრად კარგი მომეჩვენა ბოლოს....
და არა მგონია მომჩვენებოდა....
მიყვარს მე ეს....

********
თიკას კიდევ დიდი ცვლილება....
აი ეს ნამდვილად იმსახურებდა ამ ყველაფერს....
უბრალოდ არაფერს მალავდა პირადს....
მხოლოდ იჯდა და სხვებს შიფრავდა....
და ახლა "სამ"შვილიანი ქალია...
სასწაულად მიხარია მისი დასასრული ამ ისტორიაში...
აი იმსახურებდა ,მართლა რა....
არადა სიძე როგორ მაინტერესებდა....
მიყვარს მე ეს

*******
ეკა....
აი ამ გოგოზე რომ გავიგე ..აი ის ყველაზე მთავარი...
მანდ ყველაზე დიდი შოკი მივიღე,მთელი ისტორიის განმავლობაში....
აი მიუხედავად იმისა,რომ მიხარია ანიტა დაივიწყა_თქო ...
მაგათი შეხვედრა მაინც ყველაზე სასწაულებრივი და საოცარი იყო...
მიყვარს მე ეს

******
ანიტა...
და ზემოთ შეხვედრაზე გავჩერდი და ბარემ დანიელთან შეხვედრაზე გადავალ..
ეკასთან შეხვედრა ერთი....
და დანიელთან შეხვედრა იყო ცეცხლი .....
და უკვე დავასრულე მათი ურთიერთობა ჩემივე წარმოსახვაში....
მიყვარს მე ეს....

****
და ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის შემოვინახე.....
ლენა...
თან გიჟი და თან ყველაზე გაწონასწორებული...
უბრალოდ ასე უცნაურად პერსონაჟის გულის ტკენა მესიკვდილება...
და არც ისე ბევრია ასეთი შემთხვევა...
გიორგი ეს პერსონაჟი რომ შემძულდა ვერ გამამტყუნებთ...
მეწყინა რომ შეშლილი სადაქალოს გარდა მხოლოდ შვილი შერჩა....
საოცრება იყო ეს ქალი...
ყველაზე მეტად მიყვარს მე ეს...

*******
და საბოლოო დასკვნას ვდებ მომისმინეთ....
უბრალოდ საოცრება იყო ზედმეტად ჩახლართული და შეშლილი სადაქალო....
ის ისტორიაც ,რომელიც მათზე შედგა...
მესიკვდილება ამის დასრულება...
მესიყვარულება...

*****
და ბოლოს თითქმის ყველა პერსონაჟის აღწერა ასე დავასრულე და შენ მთავარს გამოგტოვებ?...
მიყვარხარ მე შენ..
შენი საიდუმლოებებით სავსე ისტორიებით...
მესასწაულებ'მესაოცრები. ❤




ადამიანო ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ... როგორ ხარ ასეთი? როგორ იტევ ამდენს? აი ვგიჟდები რა შენზე, საოცრება ხარ თავიდან-ბოლომდე,
ყოველი შენი სიტყვით უზომოდ მაბედნიერებ <3

 


№15  offline წევრი DI ANA

Alice76
ფროიდის საყვარელი♥️
ბოლოში სევდა დამიტოვა,ცოტაც და ვიტირებდი((
რა კარგი ხარ ენ,რა კარგი:,(
შეშლილი პერსონაჟები,ყველა განსხვავებულად ცუდი,მაგრამ მაინც კარგი.
მიყვარხარ♥️


ვიცი უადგილო ადგილას გწერ მაგრამ სხვანაირად ვერ დაგიკავშირდები ფაქტია, რა ხდება ალისა? დომინუსი რატო წაიშალა? დააბრუნებ? იმედია კი თორემ თავში იმდენი კითხვა მიტრიალებს ალბათ მალე მოვკვდები და შენ დაგაბრალებ იცოდე :დდ

 


№16  offline ადმინი ენ ბლექი

DI ANA
Alice76
ფროიდის საყვარელი♥️
ბოლოში სევდა დამიტოვა,ცოტაც და ვიტირებდი((
რა კარგი ხარ ენ,რა კარგი:,(
შეშლილი პერსონაჟები,ყველა განსხვავებულად ცუდი,მაგრამ მაინც კარგი.
მიყვარხარ♥️


ვიცი უადგილო ადგილას გწერ მაგრამ სხვანაირად ვერ დაგიკავშირდები ფაქტია, რა ხდება ალისა? დომინუსი რატო წაიშალა? დააბრუნებ? იმედია კი თორემ თავში იმდენი კითხვა მიტრიალებს ალბათ მალე მოვკვდები და შენ დაგაბრალებ იცოდე :დდ



ალისამ გადაწყვიტა დაასრულოს ისტორია და სრულად ატვირთოს :) ასე რომ დაველოდოთ როდის დაასრულებს kissing_heart

 


№17  offline წევრი Niniko11

ძალიან მაგარიი იყოოო კარგი დასასრუკი ქონდააა But გული დამწყდა რომ დასრულდაა♡
--------------------
N.nozadze

 


№18  offline ადმინი ენ ბლექი

Niniko11
ძალიან მაგარიი იყოოო კარგი დასასრუკი ქონდააა But გული დამწყდა რომ დასრულდაა♡



ადრე თუ გვიან ხომ ყველაფერი სრულდება
მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart

 


№19  offline წევრი DI ANA

ენ ბლექი
DI ANA
Alice76
ფროიდის საყვარელი♥️
ბოლოში სევდა დამიტოვა,ცოტაც და ვიტირებდი((
რა კარგი ხარ ენ,რა კარგი:,(
შეშლილი პერსონაჟები,ყველა განსხვავებულად ცუდი,მაგრამ მაინც კარგი.
მიყვარხარ♥️


ვიცი უადგილო ადგილას გწერ მაგრამ სხვანაირად ვერ დაგიკავშირდები ფაქტია, რა ხდება ალისა? დომინუსი რატო წაიშალა? დააბრუნებ? იმედია კი თორემ თავში იმდენი კითხვა მიტრიალებს ალბათ მალე მოვკვდები და შენ დაგაბრალებ იცოდე :დდ



ალისამ გადაწყვიტა დაასრულოს ისტორია და სრულად ატვირთოს :) ასე რომ დაველოდოთ როდის დაასრულებს kissing_heart

მადლობა ინფორმაციისთვის, გამახარე ძალიან. ❤

 


№20  offline წევრი Rania

Aseti sigije karga xqnia arcamikitxavs. Miuxedavad imisa eom arcertis moraluri principebi armomcons kiara. Agmashgotebwlia chemtvis. Agresia ar gamchenia sheni cyalobit. Gelodebi axali istoriit

 


№21 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Rania
Aseti sigije karga xqnia arcamikitxavs. Miuxedavad imisa eom arcertis moraluri principebi armomcons kiara. Agmashgotebwlia chemtvis. Agresia ar gamchenia sheni cyalobit. Gelodebi axali istoriit


მადლობა ❤
მიხარია რომ ჩემთან ხარ❤

 


№22  offline წევრი Vivien Sky

Wooow srulishokimaaq! Danielii ralaiaaa
Magari gogo xarshen
--------------------
Tako E

 


№23  offline მოდერი tasusuna

შენგან სხვას რასუნდა ელოდეს ადამიანი ენ?!
თავისუფლად წასაკითხი სიგიჟე იყო-მომეწონა..

 


№24 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

Vivien Sky
Wooow srulishokimaaq! Danielii ralaiaaa
Magari gogo xarshen


ძალიან დიდი მადლობა

tasusuna
შენგან სხვას რასუნდა ელოდეს ადამიანი ენ?!
თავისუფლად წასაკითხი სიგიჟე იყო-მომეწონა..



ეეეეე ტასუნა ❤
როგორ გამახარე თუ იცი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent