შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ძმის შეცდომა (თავი 2)


13-02-2019, 15:40
ავტორი ნორმი
ნანახია 504

ჩემი ძმის შეცდომა (თავი 2)

კიბეებზე ზლაზვნით მივიწევდი.გონებაში ათას გეგმას ვსახავდი,თუ როგორ ამეხსნა,რომ ლევანიმ მოიტაცა და მალე ქორწილში ვიქეიფებდით ან ეს ყველაფერი ყბრალოდ ლევანის ბოროტი ზუმრობა იყო,რომლის მონაწილეც მე არ ვიყავი.საუბედუროდ ლალე ამ ორიდან არცერთს არ დაიჯერებდა.ნუ შეიძლება პირველი ვარიანტი დაეჯერებინა,მაგრამ შემდეგ გაახსდებოდა ის თუ როგორ მოგვიტაცეს და შეგვაშინეს.მეც მონაწილე ვეგონები და კარგადაც მომდებს.ღმერთო რა საშნელება ყოფილა ეს უგულობა.კარგი მსახიობი მაინც ვიყო,თავს შევაცოდებდი,რაღაცეებს მოვიგონებდი,მაგრამ არა.მაინცდამაინც მე უნდა ვიყო პირდაპირი.კიბის ბოლო საფეხურზე შევდგი ფეხი,როდესაც კარებს უკან ფხოჭნის ხმა მომესმა.ლალე გამწარებით ტიროდა და თან რაღაცას იძახოდა.ძალიან შემეცოდა,არარც დამიწყია ფიქრი ისე შევაჭერი ოთახში.ლალე იატაკზე ჩამუხლული დამხვდა.გულამოსკვნილი ტიროდა.მაშნვე ჩავეხუტე,ძალიან შემეცოდა,ნამდვილად არ იყო იმ დებილი ბიჭის ღირსი.ხოა ღირსი ავდგე და ლალე სე განვაწყო მის მიმართ ზედაც აღარ შეხედოს?მერე ამას რა ეშველება?ჰო დამრჩა გაუთხოვარი.მერე შემომისახლდება მე და გამიმწარებს სიცოცხლეს,მეც ჩემ ქმარსაც(თუ მეყოლება) და ჩემ შვილებსაც(ესენი ქმრის შემთხვევაში).არა ამას ვერ დავუშვებ,ასე ძალიანაც არ მძულს ჩემი თავი შინაბერა და წუნკალი ლალე ავიტანო სახლში.
-დამშვიდდი გოგო ხომ ხედავ ახლა აქ ვარ.ნახე ცოცხალიი ვარ.
-მე კიდე გული გამისკდა ვიფიქრე მეჯვარეს მიკლავენთქო.ჰო დავრჩებოდი მეჯვარის გარეშე?
-ლალე მარტო მაგის გამო ნერვიულობდი?
-ჰოო!
ღმერთო რა დავაშავე.როგორ პირდაპირ და ალალად მახლის,რომ ვერ მიტანს.როგორ მინდათავში რაიმე ჩავსცხო.ერთხელ და სამუდამოდ მეც ხომ უნდა დავისვენო?
-შენ თუ ხმა გაგცე ნახე.
-ვიხუმრე რა იყო.ისე როგორ დაუძვერი მათ კლანჭებს?
-ლალე უნდა მომისმინო.ცოტა ხანი შენი წიკვინები და გამოხტომები გვერდზე მოიდე.გულისყურით მომისმინე,მაცადე დავასრულე და მერე სადაც მოგინდება იქ დავიმარხავ ჩემი ხელით ტავს.
-დაიწყე!
მთელი სერიოზულობითა და სიმკაცრით მითხრა.რა საშიში რამე მე მქონდა ახლა სათქმელი,მაგრამ ვიცოდი რანაირი მწარე კლანჭები ჰქონდა.თან განსაკუთრებულად რო იქლიბავდა და უვლიდა.ჩემ მტერს მოხვდა ისეთი მწარეა.ძალა,გამბედაობა,მხნება,რა ვიცი რა არ მოვიკრიბე და დავიწყე.
-ლალე მოდი ჯერ იქედან დავიწყებ,რომ ამ ბიჭებს არ ვიცნობ.წარმოდგენ არ მაქვს ვინ არიან.წესით და რიგით არც უნდა იყვნენ.ახლა ის საკითი წესით,რომლითაც უნდა დამეწყო.მოგეხენებათ ბატონი ლევან მელქიორიძე როგორ გეტრფის.რამდენჯერ აუხსნია შენთვის სიყვარული,შენ კიდევ რამდენჯერ გადაგიმტვრევია თავზე ვარდების თაიგული და ის საწყალი პაპაჩემის ნაქონი ვაზა.
ბოლო სიტყვები რა თქმა უნდა ჩემთვის ჩავილაპარაკე,ოღონდ ისე იმასაც გაეგო.არა უყურე ერთი გველივით რომ აქვს თვალები დაწვრილებუული და ისე მომშტერებია.ვითომ ახალს ვეუბნებოდე რამეს.
-ერთ დღეს ბატონი ლევანი გამომეცხადა და მითხრა,რომ ყვარებიხარ.მთხოვა როგორმე თქვენი საქმე ჩამეწყო.რა თქმა უნდა ვიუარე,ეხლა დაქალის გარეშე ნაბიჯს ხომ არ გადავდგავდი.
ღმერთო შენ გამაგებიე იმ თავში რას ფიქრობს და მეტი არ მინდა არაფერი.ჩემსდა საბედნიეროდ კარებთან ახლოს ვარ,თუ რამე აქედან გაქცევას მოვასწრებ.თუ არადა მოუწია მამაჩემს უდროოდ ჩემი გლოვა.
-ლექციებზე გაკვირდებოდი,როგორი თვალებით უყურებდი ლევანს.რასაც ქვია მაგ ცისფერ (გველ) თვალებს უჟუჟუნები.მივხვდი რომ გიყვარდა.იმასაც მივხვდი,რომ თავის დაფასება ძალიან გიყვარდა.არაფერს იმჩნევდი,როდესაც მასზე გეკითხებოდი ყოველთვის ცხვირს იბზუებდ,მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე გამომეჭირე.ჩვენს კურსელ მერის ვთხოვე დახმარება,უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი დახმარების მახეზე წამოვაგე.ღმერთო ჩემო როგორი შტერი გოგოა.მაშინვე დაიჯერა თითქოს ლევანს უყვარდა და მზად იყო მისთვის სიცოცხლეც კი დაეთმო.მთელი ორი კვირა წიგნებიდან ამოწერილ ფრაზებს ვწერდი.
ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა ქალბატონმა და შუა დერეფანში ეცა.მე რა თქმა უნდა უკან დავყვებოდი.ხომ ვერ გამოვტოვებდი რაიმე მნიშვნელოვანს?ზუსტად მათი კოცნის დროს გამოჩნდი შენც,სულ აღარ დამჭირვებია წვალება.გიყურებდი როგორ გენთებოდა თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები.რამოდენიმე ფოტო და ვიდოე გადავიღე.მერე მისკენ წასვლა გინდოდა,ამ დროს გადმოგიხტი წინ მე და შეგაჩერე.ნუ შენ გეგონა არაფერი ვიცოდი და სახეზე ბედნიერი ღიმილი აიკარი.
მომდევნო დღეს ლევანს სახლში დავადექი და ფოტოები ვაჩვენენ.ასი პროცენტით იყო დარწმუნებული,რომ მისი ცხოვრების მეგზური შენ უნდა ყოფილიყავი.მითხრა,ყველაფერს გააკეთებდა,რომ ერთად ყოფილიყავი.მე ვიცოდი რანაირი ჯმუხი,უჟმური და უნაიროც იყავი,ამიტომ შევთავაზე მოეტაცებინე.ჭკუაში დაუჯდა.შესაფერის დროს ვეძებდით.ამ საღამოს კი შესანიშნავი შანსი მომეცა და გამოვიყენეთ.
გავჩუმდი.ვუცდიდი რას იტყოდა.ხელებს იფხანდა,ეს უკვე ნიშანი იყო იმისა,რომ კარგი არაფერი მოხდებოდა.წამოდგომა ვცადე როდესაც სიცილით ჩამეხუტა.ორივე ლოყა დამიკოცნა.მთელ ოთახში კისკისით დახტოდა.გაოცებული ვუყურებდი,ადამიანს რომლეიც წესით და რიგით ჩემი გვამის გადამალვაზე უნდა ზრუნავდეს.ხტუნვას როგორც კი მორჩა ჩემს წინ დადგა და ტრიალი დაიწყო.
-ნინა ხო ლამაზად გამოვიყურები.
-აბა რა!
-სად არის ლევანი?
-ქვევით.
ნერვებ მოშლილი ველაპარაკებოდი.ყოველ სიტყვას აგდებით ვისროდი.როგორ მინდოდა გახურებული ტაფა მქონებოდა და მისთვის ჩამეცხო.მოველოდი მას მაინც გალანძღავდა,მაგრამ შევცდი.ნერვები მომეშალა.ამდენი ვიწვალე,მეგონა ლალე ფეხებზე დაიკიდებდა ყველაფერს და კარგად მიმალანძღავდა.ტაქსი გამოვიძახე და სახლში დავბრუნდი.ჩემი ძმები როგორც ყოველთვის ბინის წინ აბირჟავებდნენ.როგორც რეზომ დამინახე მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა.
-გოგო აქ რას აკეთებ.
-ნერვები მომიშალეს და წამოვედი.
-გოგო მამააჩემს ისეთი პიესა დავუდგი შენს გაუჩინარებაზე ძაან საეჭვოა შენი ასე მალე დაბრუნება გაეხარდეს.
-რეზიკო იმედია ისევ საზიზღრობები არ გილაპარაკები,ათორემ ვერ გადამირჩები.
-ცოტა გადავაკეთე.
-რა ქენი?
-ჰო რა იყო სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-რეზიკო ჩემი ძმა რომ არ იყო ხომ იცი,რომ ცოცხლად დაგმარხადი?
-ვიცი,რომ გიყვარვარ და არ იზამ მაგას.შენ პაწაწინა და ბუთხუზა ძმას ხომ ვერ გაიმეტებ.
-გადი მომშორდი აფერისტთ მეფევ.
როგორ ვერ ვიტან ჩემი ძმის მიერ მოფიქრებულ ტყუილს.სინამდვილეში მე მოვიფიქრე.ერთადერთხელ მჭირდებოდა სახლიდან ისე წასვლა,რომ მამაჩემს არაფერი ეეჭვა.მაშინ მოვიგონე,რომ შეყვარებული მყავდა,მასთან ერთად ორი კვირით ვიპარებოდი და საქართველოს იმ ადგილებს ვნახულობდით რომელიც ყელაზე ლამაზი იყო.ჰო ამ უწყინარ ტყუილში არაფერია გასაბრაზებელი,მაგრამ ჩემი ძმა ნელ-ნელა აბუქებდა,ხან რას ამატებდა ხან რას.
ერთხელ კი სახლში დაბრუნებულს მამაჩემი შეირაღებული დახვმდა.არასოდეს ამოუღია მისი იარაღი ჩვენს წინ.ყოველთვის სჯეროდა ამით ჩვენს ფსიქიკას შეარყევდა.საშინლად გაბრაზებული იყო.ვიღაცას გამწარებით დაეძებდა.უკან არავინ რომ არ შემომყვა ყვირილი დამიწყო,თუ სად წავიდა ის ნაძირალა ან როგორ არ ვენდე მას.სახლში ყველაფერი დალეწა.ჩემი ძმა თვალებგაფართოებული უყურებდა მამის თითოეულ მოქმედებას.აზრზე ვერ მოვედი ისე მომხვდა მამის ხელი სახეში.ძალიან მეტკინა,მაგრამ არა სახე,გული.მამას რაც თავი მახსოვს ხელი არ დაურტყამს.ძლივს ავუხსენი,რომ რამოდენიმე დღე ქალაქიდან ვიყავი გასული.ჩემს ძმას ვთხოვე მისთვის მოეტყუებინა.ამაზე სულ აიჭრა,მთელი ხმით მიყვირა,ნუთუ ისეტი მამავა,რომელიც გარეთ გასვლას გიშლისო.ასეთი მართლაც არ იყო მაგრამ როგორ უნდა მეთქვა იცი მამა ჩემს მეგობარს დავეხმარე გაქცევაში და მასთან ერთად რამოდენიმე დღე გავატარეთქო?თან ის გოგო არასრულწლოვანიათქო?მაშინვე ციხეში გამიშვებდა მეც და ყველას.
სახლში ნელა შევიპარე,მამაჩემის რეაქციას ველოდი.სავარძელში იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-გამარჯობა მამა!
-საინტერესოა მერამდენე სასიყვარულო ისტორიიდან უნდა დაბრუნდე.
-მამა რაც რეზიმ გით..
-ვიცი ნინა,თქვენ გგონიათ მე დებილი ვარ და ვერ ვხვდები.ყველა შენი მოქმედება ვიცი,განსაკუთრებით ის თუ როგორ მოიტაცე შენი დაქალი და წაიყვანეთ.ერთი ის ვერ გავიგე საკუთარი ხელით სახეზე რატომ აიფარე?ხომ შეგეძლო ჩამჯდარიყავი?
-საიდან გაიგე?
-მე პოლიციელი ვარ.სემიძლია ერთი-ორი ბიჭი დავიჭირო და რაღაცეები ვაათქვემინო.ასე,რომ არც ირაკლის გაჭირვებია რამის თქმა.
-ირაკლი?
-აი ის ბიჭი ვინც ლევანის დაეხმარა კონცერტის დადგმაში.
-სერიოზულად მამა?ყველაფერი იცოდი?
-კი სხვათაშორის წინა მოტაცებებიც.
-მამა მერე ჩუმად იყავი?
-ჩუმად არ ვყოფილვარ.შენი აზრით სამ-სამ წლიან პატიმრობაზე ვინ გაუშვა ისინი?
გული მომივიდა.მამამ ყველაფერი იცოდა.კი მიკვირდა ასე სწრაფად როგორ იჭერდნენ,მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი.კარგი რჩევა დარიგება მომცა ასეტ ქმედებებტან დაკავშირებით.ოთახში შესული არ ვიყავი ტელეფონი რომ აწკარუნდა.უცხო ნომერი იყო,ამიტომ გავთიშე.ჩემი საშინელი ქცევა,ყველა უცხო ნომერს ვუთიშავ,ამიტომ ხშირად ვხდები ახალი ინფორმაციის ნაკლებობის მსხვერპლი.რომ აღარ მომეშვა,ბოლოს იძულებული გავხდი მეპასუხა.
-გისმენთ!
რაც შეიძლებოდა გაბრაზებული ხმა მივიღე.
-ნინა შვილო მგონი ჯობია ქვევით ჩახვიდე.
-უკაცრვად ვინ ბრძანდებით?
-ლალი ბებო ვარ.
-ლალი ბებო რა ხდება?
-ქვემოთ ბიჭები ჩხუბობენ.
-მე რასვიზამ?
-შენი ძმებიც არიანა.
-გასაგებია ლალი ბებო.
-შვილოორნი არიან თორმეტის წინააღმდეგ.
-რა თქვით?
-რეზი და დუდა ეჩხუბება თორმეტ ბიჭს.
-მადლობა ლალი ბებო ახლავე მოვაგვარებ.
ისევ კაჩავი უნდა დამაწყებიონ.ახლა თორმეტ ბიჭს შეაგნებინე,რომ ჯერ ბავშვები არიან და თავისას უბერავენ ან იქნებ მართლებიც არიან.ჯერ მე მაგათი სიმართლე არ მინახია.კიბეებზე სწრაფად ჩავრბოდი.არ მინდოდა ჩხუბი იმ დონემდე მისულიყო,რომ ერთმანეთისტვის რაიმე დაეშავებინათ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline წევრი I love you baby

არაჩვეულებრივია პრდაპირ წინა თავზე არ დაგიწერე კომენტარი იმიტომ რომ როგორც კი დავამთავრე ისტორიის წაკითხვა ჩემი უმცროსი ძმა გახდა ცუდად და მისახედი იყო ისე მეც ვოცნებობ რომ უფროსი ძმა მყავდეს მაგრამ უფროსი მე ვარ მაინც და მაინც

 


№2  offline წევრი ნორმი

I love you baby
არაჩვეულებრივია პრდაპირ წინა თავზე არ დაგიწერე კომენტარი იმიტომ რომ როგორც კი დავამთავრე ისტორიის წაკითხვა ჩემი უმცროსი ძმა გახდა ცუდად და მისახედი იყო ისე მეც ვოცნებობ რომ უფროსი ძმა მყავდეს მაგრამ უფროსი მე ვარ მაინც და მაინც


ეგრე ვარ მეც.
ძაალიან მიხარია შენი კომენტარის დანახვა.
მადლობა რომ წაიკითხე.
--------------------
ფარვანა

 


№3  offline წევრი Elea_Nora

ძალიან კარგია! ლალეს საქციელზე მოვკვდი. ვიცოდი რომ ლევანი უყვარდა! ძალიან მაგარია! აბა რა გარჩევა იქნება იქ ძალიან მაინტერესებს. მინდა ნინას ძმებზე მეტი გავიგო. ნინას მამაზე გამიკვირდა მაგრამ ამავდროულად მომეწონა. ნუ რაები ვიბჟუტურე არ ვიცი.:D წარმატებები და გელი!

 


№4  offline წევრი ნორმი

Elea_Nora
ძალიან კარგია! ლალეს საქციელზე მოვკვდი. ვიცოდი რომ ლევანი უყვარდა! ძალიან მაგარია! აბა რა გარჩევა იქნება იქ ძალიან მაინტერესებს. მინდა ნინას ძმებზე მეტი გავიგო. ნინას მამაზე გამიკვირდა მაგრამ ამავდროულად მომეწონა. ნუ რაები ვიბჟუტურე არ ვიცი.:D წარმატებები და გელი!

ჩემზე დალაგებულად და გამართულად,რომ წერ რათ უნდა თქმა.
ვიბჟუტურე ამას მხოლოდ მე თუ ვიტყვი.
მადლობა ასეთი კომენტარისტვის!
--------------------
ფარვანა

 


№5  offline წევრი Niniko11

ძალიან კარგი იყოოოოო მომეწონააა ეხლა წავიკითხე ორივე თავიიი
იმედი მაქვს ახალ თავს ხვალ დადეეებ ძაან ცუდ მომენტზე დაასრულეე დდ
ეხლა იჭყლიტე ტვინი ეს გადარეული როგორ გააგრძელებს...
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡
--------------------
N.nozadze

 


№6  offline მოდერი ენემი

ის უფრო მაინტერესებს ასეთი სათაური რატომ ჰქვია:D ????იმედია ამ ქაჯსაც აღირსებ ვინმეს

 


№7  offline წევრი ნორმი

Niniko11
ძალიან კარგი იყოოოოო მომეწონააა ეხლა წავიკითხე ორივე თავიიი
იმედი მაქვს ახალ თავს ხვალ დადეეებ ძაან ცუდ მომენტზე დაასრულეე დდ
ეხლა იჭყლიტე ტვინი ეს გადარეული როგორ გააგრძელებს...
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡


მინდოდა გამეგრძელებინა,მაგრაამ მერე ინტერესს დაკარგავდა

ენემი
ის უფრო მაინტერესებს ასეთი სათაური რატომ ჰქვია:D ????იმედია ამ ქაჯსაც აღირსებ ვინმეს

მალე გამოჩნდება თუ რატომ ჰქვია ისტორიას ასეთი სახელი.
მოითმინეთ მომდევნო თავამდე
--------------------
ფარვანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent