შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა წახვედი +18 (დასასრული)

13-02-2019, 22:14
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 6 269

როცა წახვედი +18 (დასასრული)

ისეთი უძლური ვიყავი, თვალის გახელის მცდელობაც კი სასიკვდილო ზარალს მაყენებდა. რამდენიმეჯერ, ფუჭად ვეცადე რამე დამენახა, თუმცა სრულიად უშედეგოდ. მთელი დღის ნარბენივით დაღლილი და ძალაგამოცლილი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერც ტკივილს და ვერც სხეულის სხვადასხვა ნაწილს ვერ ვგრძნობდი, ხმები მაინც მესმოდა. ხმებთან ერთად, ნაცნობი, გრილი და სუფთა სურნელი მოჰქონდა ჰაერს და ვხვდებოდი, შაკო ჩემთან ერთად იყო.
ალბათ ნატანჯი... ნაგლოვი...ნაგვემი.
შაკოს სურნელის მიუხედავად, წამლებიც საშინელი არომატიც მხვდებოდა ცხვირზე და ამით ვაცნობიერებდი, რომ ჯერ არ ვესვენე გარდაცვლილთათვის განკუთვნილ სასახლეში. იმედი მქონდა, ბალზამირებისთვის განკუთვნილ მაგიდაზეც არ ვიყავი დადებული. სიმართლე რომ ვთქვა, ასეთ მდგომარეობაშიც არ მტოვებდა ჩემი ეთგული ეგოიზმი და სრული სიხარულით ვიაზრებდი იმ ფაქტს, რომ ახლა ჩემი ყოფილი ქმარი ისე ნერვიულობდა, როგორც არასოდეს. კარგად მივაყურადე ქაოსიდან გამოცალკევებულ ხმებს და შაკოსიც გავიგე.
- მთავარია, გამოვიდეს - თქვა მან ხმის კანკალით. კიდევ უნდოდა წინადადების გაგრძელება, მაგრამ გაუწყდა აზრი. ან უბრალოდ, აზრიც კი აღარ ებადა. მისი სხეულის ცახცახსა და შიშს ისე აღვიქვამდი, გეგონება რაღაც ზებუნებრივი ძალა და შესაძლებლობები მქონოდა. თუმცა ეს ხომ ყოველთვის ასეა არა? შეყვარებული ადამიანი მუდამ არაამქვეყნიური ნიჭით დასაჩუქრებული ხდება, რადგან ისე გრძნობს პარტნიორის განცდებს, როგორც საკუთარს.
ცრემლების კვალიც დავიჭირე მის ხმაში. ჯანდაბა! ანუ ცუდად იყო საქმე და ტიროდა ვითომ? ნეტავ, ცალი თითის განძრევა მაინც შემძლებოდა, რომ შუა თითი ამეწია და ამით ორი რამ გამომეხატა: 1) ცოცხალი ვარ და ნუ ტირი. 2) საბოლოოდ, მაინც მე მოგიწყვე ისეთი ოინი, რომ თავიდან ფეხებამდე, აგათრთოლა და აგატირა. Elena always wins- ასეთია ბუნების კანონი, იმ შემთხვევაშიც თუ ელენა ცალი ფეხით სამარეშია მოთავსებული.
შაკო ჩემს საწოლთან დაჯდა. ისე მძიმედ სუნთქავდა, მივხვდი, ტიროდა. სამყაროში, ყველაფრის ატანა შემეძლო, მაგრამ მისი ტირილის არა. არც არასდროს მენახა შაკოს ცრემლები. სიმწრის ნაპერწკლებიც უყრია გაცოფებულს, როდესაც სიბრაზის უმაღლეს წერტილამდე ამყავდა და მოკვლითაც დავმუქრებივართ ერთმანეთს, თუმცა ჩვენ ორს შორის, მე ვიყავი მტირალა. დემუც კი ხშირად ტიროდა, თუმცა იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა შაკოს ცრემლები, მხოლოდ მითის დონეზე არსებობდა თეორიები.
ახლა ტიროდა.
„კმაყოფილი ხარ ძუ*ნა?“ - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. „შენ ხომ გსურდა, ისეთი გამწარებული ყოფილიყო, სიცოცხლის ყველანაირი ხალისი დაჰკარგვოდა? ჰოდა, უყურე და დატკბი“.
ჩემი თავი მძულდა. წეღან, მთელი არსებით თუ ვზეიმობდი მასზე გაამრჯვებას, ახლა ჩემი თავი მძულდა ამის გამო. ვინ იცის, რას განიცდიდა? რამდენჯერ წარმომედგინა ჩემს ყველაზე შემზარავ ფიქრებში, რომ შაკოს ვკარგავდი და ასეთ დროს, სამუდამო გამოსავლად მხოლოდ თავის მოკვდა მიმაჩნდა. ახლა ნუთუ ისიც იგივეს გრძნობდა? ნუთუ იმაზე უარესად იტანჯებოდა, ვიდრე ყველაზე საზარელ კოშმარში ვიტანჯებოდი ხოლმე თავად?
შაკოს სურნელს დემუს არომატიც მოჰყვა. მისი ემოციები იმდენად შეუკავებელი იყო, რომ დამარხულიც რომ ვყოფილიყავი, უთუოდ წამომაგდებდა.
- მე როგორ გამიკეთა? - ტიროდა ხმამაღლა. იმდენად მომიკლა გული მისმა გოდებამ, რომ ახლა მთელი არსით შევეცადე, რამე მაინც გამეტოკებინა. მემგონი, სანახევროდ, გამომივიდა კიდეც, თუმცა მტირალა კაცების გარემოცვაში, ვინ შეამჩნევდა? - ეს მე როგორ გამიკეთა? ან მე რა დავაშავე ასეთი? კარგი ადამიანი ვიყავი, ერთი ისეთი ცოდვაც არ მახსენდება, რომ ამის სასჯელად მიმეღო.
შაკო რატომ არ აწყნარებდა? სად ჯანდაბაში იყო, რატომ არაფერს ამბობდა მის დასამშვიდებლად? რა უცნაური ყოფილა ცხოვრება, გგონია, დასაკარგი არაფერი გაქვს და უცებ აღმოაჩენ, რომ შენი წასვლით, შეიძლება სხვების სიცოცხლეს სამუდამო ზიანი მიაყენო.
- ჩემი ბრალია - თქვა შაკომ. მხოლოდ ეს აღმოხდა. ისიც ტიროდა. მისი სხეულის ცახცახსა და სულის ტკივილს, კვლავ საკუთარივით ვგრძნობდი. გავიდა. ჩემგან გავიდა. ეტყობა, დემუსთვის არც თვალის გასწორება შეეძლო და ის ძალუძდა, მისი თანდასწრებით, მთელი ტანჯვა გარეთ გადმოექცია.
სად წავიდა?
რატომ მიდიოდა?
პარალიზებულს, მოძრაობის უფლებაწართმეულს, ჩემს მდგომარეობაზე მეტად, შაკოს არყოფნა უფრო მადარდებდა. მოულოდნელად, რომ შუაზე გადაგჭრიან და წარმოდგენა არ გაქვს, შენი სხეულის მეორე ნაწილი სად ჯანდაბაშია, ზუსტად იმ მდგომარეობაში ვიყავი. არ ჰქონდ აუფლება, წყლის დასალევადაც კი გასულიყო, როდესაც მე მხოლოდ მისი სიახლოვე მჭირდებოდა ცხოვრების გასაგრძელებლად.
დემუ ხელზე შემეხო.
- ვიცი, რომ ჩემი გესმის, ვიცი, რომ სადაც არ უნდა იყო, ჩემს ხმას მაინც გაიგებ. ამიტომ, თუ რამე საშინელებას აპირებ, უკან უთუოდ მოგეწევი ელენა! - თქვა სრული სერიოზულობით. ღმერთო, მართლა ხვდებოდა, რომ მისი მესმოდა. ჩვენ ხომ ცხოვრებისეული სასჯელი გვქონდა სამყაროსგან მონიჭებული: ყველგან და ყოველთვის ერთად უნდა ვყოფილიყავით და ერთმანეთის ხმა გაგვეგო.
ისევ შემოვიდა შაკო.
ექიმმა, გააფრთხილა, ერთ-ერთი დარჩითო და მოულოდნელად, დემუს ცივი ხელი შაკოს შეხებამ შეცვალა. ის თბილი იყო. ისეთი თბილი, არც ერთი ადამიანი რომ არაა სამყაროში. მის რბილ კანთან ერთად, სველი, ცხელი და მწარე ცრემლების შეხებას ვგრძნობდი საკუთარ მტევანზე.
ისეთი უთქმელი იყო შაკო... ისეთი უთქმელი, რომ მეშინოდა, რამე არ დამართნოდა ამდენი გრძნობის სულში ჩაკვლის გამო.
ტუჩები შუბლზე შემახო. ახლა ჩვენი, ორივეს სახეები მისი ცრემლისგან სველი და სიკვდილმისჯილივით დამფრთხალი იყო. „არ წახვიდე რაა, კიდევ მაკოცე“ ვევედრებოდი უსიტყვოდ. გული ამიჩქარდა. ისე ამიჩქარდა, რომ მაშინვე აპარატმა გასცა ჩემი აღელვებული ემოციები და ექიმიც შეუდგა გასინჯვას.
ეს თანამედროვე ტექნიკა ან გადაგარჩენს ან დაგღუპავსო, ვიღაც უცნობმა თქვა სადღაც და ჩემი დასმენისთვის, ახლა გულში ქოქოლას ვაყრიდი.
- რა დაემართა, რა უთხარი? - შემოვარდა დემუ.
- რა უნდა მეთქვა, ხომ არ გააფრინე? - ესღა აკლდა შაკოს.
- მე რა ვიცი, იქნება, რამე საშინელება უთხარი და გული აუჩქარდა?
- პირველ რიგში, ჩემი არ ესმის - ღრმად ჩაისუნთქა - მეორე რიგში, ცუდს მხოლოდ საკუთარ თავს თუ ვეტყვი. ელენა ყველაზე მეტად მიყვარს, მისთვის გულით არასოდეს მისურვებია ის ყველა საშინელება, რაც ვუთხარი.
- დარწმუნებული ვარ, უკვე აღარც ახსოვს.
- სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება - თქვა შაკომ. სუნთქვა აუჩქარდა. ვშიშობ, წარმოიდგინა, რომ სიცოცხლის ბოლო წუთები არც თუ ისე შორს მქონდა და უჩვეულოდ ღონედაცლილი ჩამოჯდა სკამზე, სახე ჩემს ხელს დაადო და ტუჩებით შეეხო.
უნდოდა, სამუდამოდ ასე დარჩენილიო. ან იქამდე, სანამ გონს არ მოვიდოდი. მეც მინდოდა, მთელი ამ დროის განმავლობაში მეგრძნო მისი სიახლოვე. ასეთი სიახლოვე კი ყველაზე მშვენიერ შეგრძნებებს მიღვიძებდა. გადაღლილ სულში ახლა მხოლოდ სიყვარული დარჩენილიყო. აღარც ვბრაზობდი, აღარც ვღელავდი. ვგრძნობდი სიყვარულს, მთელი არსით შაკო ვიყავი, რადგან ის იყო ჩემი სიყვარულის ერთადერთი და უკანასკნელი სინონიმი.
- ხომ იცი, მალე გაიღვიძებს. დაბეჟილობისგანაა გონებაწართმეული. - ანუგეშა დემუმ, მაგრამ ეტყობოდა, ისეთი შეშინებული იყო, რომ ეჭვებს ვერ ერეოდა.
- და შევძულდები.
- არასოდეს შესძულდები. უბედური შემთხვევა იყო. ის კი არა, ელენას ბრალი იყო, დაუფიქრებლად გადარბოდა. იმედია, საჭესთან მჯდომი კაცი არ გვიჩივლებს.
ორივეს გაეცინა.
მეც კი გამეცინა.
კარგად გამოუვიდა. ანუ სასიკვდილოდ დაშავებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც გარდაცვლილივით დამტიროდა ამდენი კაცი.
- მეშინია, რომ საბოლოოდ, ძალიან ცუდი ხრიკი მოვუწყე, რომელიც არც კი მქონდა დაგეგმილი და აღარასოდეს მაპატიებს.
- მაგაზე ვერაფერს გეტყვი. იცი რა? საერთოდ, როგორ გაძელით ამდენ ხანს? როგორ გაგიძლო გულმა, რომ ვიღაცა სხვა გაგეჩინა? აქამდე, თავს ვიკავებდი ზედმეტი კითხვების დასმისგან, მაგრამ ამაზე შესაფერისი მომენტი აღარასოდეს ჩამივარდება ხელში. მაინტერესებს, ელენას გარეშე როგორ იყავი ან რატომ იყავი?
- საერთოდ, ყოფნა ერქვა? - კითხვითვე უპასუხა შაკომ, ისე რომ მისი გაწამებული სახის სითბო ხელიდან არ მომშორებია.
ვფიქრობ, ამომწურავი პასუხი იყო.
ვფიქრობ, საკმარისი იყო პატიებისთვის.
- ბავშვს რას უზამთ? - კიდევ შეაწუხა დემუმ. გეგონება, თავისი სადარდებელი არ ჰყოფნიდა. გეგონება, ადვილი იყო მისთვის, რომ დაბეჟილსა და უგუონოდ დაგდებულს შემომცქეროდა. დამატებით, ცხოვრებისეულ და ოჯახურ კითხვებს მაინც არ წყვეტდა დემუ.
- რა უნდა ვუქნათ, ნივთი ხო არაა? მე და ელენა ისედაც ვაპრებდით მაგ საკითხის მოგვარებას. ხომ ხედავ, ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. იმდენი პასუხისმგებლობა დაიდო ზურგზე, მე რომ ვერასოდეს შევძლებდი მარტოდ დარჩენილი, ამ ყველაფრის გაძღოლას. ელენაა იმის დასტური თუ როგორი სუსტი, მშიშარა და საცოდავი ვარ.
- სუსტი არა ის ხარ. ათას აჯიმანიას აკეთებ - შეეშველა დემუ.
- ეგ ლეგენდაა, რომელიც რეალურად არავის დაუნახავს და რომელიც ელენას წამოსცდა მარტო იმიტომ, რომ ლეკასთვის დაემტკიცებინა, ჩემი ქმარი შენსას სჯობსო.
- რაა?
- ჰო. ჩემი ძმაკაცის ცოლია და ერთხელ, ქმრებზე მოუვიდათ მსგავსი დიალოგი: ჩემი ქმარი მდიდარია, სამაგიეროდ ჩემი ქმარი მაღალია და ა.შ. ელენამ კი არც აცია, არც აცხელა და ჩემი ქმარი ათას აჯიმანიას აკეთებსო, წამოაყრანტალა. გული გამისკდა, ვინმე არ შემომტრიალებოდა, დამიმტკიცეო, არ ეთქვა.
- რამდენი ეგეთი სისულელე აქვს მოფიქრებული. - გაეცინა დემუს. - ისე, რა მაინტერესებს იცი? შენც გერევა თუ მარტო მე დამაგდო დედამიწაზე ხერხემლით?
- დაგაგდო? - თავი ასწია. არ მესიამოვნა, რომ მისი სახის მაგივრად, ცივი ჰაერი მომესიყვარულა, მაგრამ ცოტა არ იყოს, ვერთობოდი მათი დიალოგით.
- ჰო. მოგერევიო მითხრა, დამეჭიდა და დამაგდო.
- ჩვენც ვჭიდაობდით ხოლმე, მაგრამ ეგრე სერიოზულად არ გვიხმარია ძალა ერთმანეთის დასამარცხებლად. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ძირითადად, ფსიქოლოგიურად მანადგურებდა. საბოლოო დარტყმა ის იყო, რომ გიორგი გაიჩინა.
- გიორგი გაიჩინა?
- ჰო.
- გიორგი არ გაუჩენია. ჩვენი მეგობარია, რომელსაც თავისი ოცნების ქალის შებმაში ვეხმარებით.
- რას ამბობ? აბა მე მაშინებდა?
- ჰო, რა თქმა უნდა, შენ გაშინებდა.
ჯანდაბა! ყველა კარტი გამიხსნა ამ დროს, საუკეთესო მეგობარმა.
- რა სულელი ვარ, ღმერთო - გადმომწვდა და ლოყები დამიკოცნა.
- შენ და ნატალი?
- რა დროს ნატალია, კარგი რაა - კვლავ აგრძელებდა ჩემი დაუზიანებელი და მოშიშვლებული სახის ნაწილების დამუშავებას თავისი რბილი ბაგეებით.
ნეტა, ტუჩებამდეც გადმომწვდებოდეს-თქო, ვნატრობდი.
- ბარემ აქვე დაგისვამ კითხვას.
- დემუ, რატომ სარგებლობ ჩემი სისუსტით? არ შეიძლება ავადმყოფის შეწუხება.
- არ წუხდება. მე მაგას არასოდეს ვაწუხებ და ამ ოთახში, თუ ვინმე არ სიამოვნებს, ალბათ შენ ხარ!
- კარგი, გისმენ.
- რა ურთიერთობა გქონდა იმ გოგოსთან?
- მაქსიმუმ, გვესეირნა.
- ღადაობ ხომ?
- არა. რით ვერ გაიგე, რომ როცა ვინმე გიყვარს, სხვასთან დაწოლა არ გინდება. ამას მარტო ქალები კი არ ამბობენ, კაცებიც აღიარებენ ხოლმე ზოგჯერ. ჰოდა, „ზოგჯერ“ კაცთა რიცხვს მივეკუთვნები. ან საერთოდ, ელენას შემდეგ, სხვა ქალზე რომელ ნორმალურ კაცს აუ*გება?
- ახლა ავწირპლდები - აღმოხდა დემუს. აწირპლება ატირებას ნიშნავდა მის მრავალფეროვან ენაზე.
- უკვე მეორე დღეა... გეყოფა ასეთი ხუმრობები და გამოფხიზლდი - მითხრა შაკომ და ისევ ლოყებზე მაკოცა. - ბოლოს და ბოლოს, ჩემი და ნატალის ქორწილში თამადა ხომ უნდა იყო?
რა თქვა?
მომესმა?
თვალები იდე გაუაზრებლად გავახილე, თავადაც გამიკვირდა. უეცარ გამოღვიძებას ერთი დიდი პლიუსი ჰქონდა და ერთიც მინუსი. კარგი ამბავი ის იყო, რომ ხელებს სრულად ვგრძნობდი.
რაც შეეხება ცუდ ამბავს: ეს მგრძნობიარე ხელი მთელი სიმძლავრით მოხვდა შაკოს სახეში და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოაყრევინა. ალბათ, ცოტათი ვაჭარბებ კიდეც, რადგან მისავსავებული ქალის თაობაზე, გამჭირდებოდა ასეთი ენერგია მქონოდა. შესაძლოა, სიხარულისა და სიმწრის ნაპერწკლები ერთიანად დაგროვდა შაკოს თვალებში. ამ ყველაფერს, გაოგნებაც დაემატა და საბოლოოდ, მისი ცისფერი სფეროები გაუცნობიერებლობისფრად გარდაიქმნა.
- ცოცხალია! გაიღვიძა! - იყვირა დემუმ.
სახე დავჯღანე. ასეთი ხმამაღალი ჰანგებისთვის ჯერ არ ვიყავი მზად.
- ელენა - აღმოხდა შაკოს და თან ცალი ხელით ნატკენი ლოყა მოიწმინდა.
- მაპატიე, მემგონი შოკისგან დაგაზიანე, თუმცა არ ვნანობ. არა, ძალით მართლა არ მინდოდა და.... - შევეცადე, თავი მემართლა, მაგრამ არ დამცალდა. გაგიჟებული ყოფილი ქმრის ტუჩები დაუნდობლად დამეძგერდნენ და სახის ყველა უჯრედი ხელთ იგდეს.
- უშენოდ მოვკვდები - მეჩურჩულებოდა ყველაზე საამური ხმა. ეს ზუსტად ის იყო, რაც აქამდე მჭირდებოდა: ბრაზგამოცლილი, გულწრფელი, გრძნობებით აღსავსე და წმინდა.
- კიდევ მითხარი რამე ეგეთი - შევევედრე ბანალურ სასიყვარულო ფრაზებს მონატრებული, მაგრამ სანამ ხმას ამოიღებდა, ექიმი შემოვარდა. კარგა ხანს, მსინჯავდა და ბიჭებს პატარა ბავშვივით არიგებდა, რომ ცოტახანს, დასვენება და კარგი ცხოვრება მესაჭიროებოდა.
- სექსუალური კავშირი შეიძლება? - ჰკითხა დემუმ ჩემი და შაკოს მაგივრად.
- რა თქმა უნდა. თუ მოუნდება.
- აბა ძალით დაუფლებას არ ვაპირებთ - მასვე გაეცინა.
- თქვენ მეუღლე? - ჰკითხა განსაკუთრებით ვინც აქტიურობდა, იმას. ანუ ჩემს საუკეთესო მეგობარს.
- ეგ ცოტა რთული თემაა. გრაფიკი გვაქვს და ხან მე ვარ მისი მეუღლე, ხან ის. ამ ბოლო თვეებში, შაკომ ცოტა მოიკოჭლა, სამაგიეროდ, მე არ დამიკლია.
- ნუ გადარიე კაცი - შევაწყვეტინე დემუს. - არ ვარ მსუბუქი ყოფაქცევის.
- ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის. ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე საყვარელ ადამიანს, ყველაზე დიდი ტკივილი მივაყენე. - მომიბრუნდა შაკო და ისევ მაკოცა. ისეთი გატრუნული ვიყავი, საერთოდ აღარაფერი მახსოვდა.
- ახლა უკვე ა*რაკებ! გამომწერენ და ქამრით აგიჭრელებ ფითქინა ტაკოს.
- გულისფანცქალით დაველოდები ამ დღეს - წამოჯდომაში დამეხმარა და ბალიში ამიფუმფულა. მართლა რიგიანად შეშინებული იყო. ალბათ, პირველი რამდენიმე თვე ყველა პრეტენზიასა და ახირებას უსიტყვოდ შემისრულებდა და მერე ისე კატა თაგვობანას ვითამაშებდით. ეგ არაფერი, თამაშებიც მოგვენატრებოდა მანამდე.
- ბავშვი როგორაა? - ვკითხე დემუს.
- ცოტახნით, ძიძა ვუქირავე. სულ შენ გკითხულობს და ვუთხარი, ვირუსი აქვს, პატარებისთვის მასთან მიახლოება არ შეიძლება, რადგან გადაედებათ-თქო.
- ჩემი გოგონა - ამოვიოხრე საცოდავად - იმისთვის მოვიყვანე, რომ მაინც შორს მყავდეს?
- ძალიან საყვარელია. იცი რა მითხრა? დედებისგან შვილებზე ვირუსები და სიცხე არ გადადისო.
ამის გაგონების შემდეგ, ცოტახნით ავიფარე სახეზე ხელი და მრავალი ცრემლი ჩამოვაგდე. შაკო უსიტყვოდ მიმასაჟებდა ზურგს.
* * *
ერთი კვირის შემდეგ:
- შაკო! შაკო! - ვკიოდი მის სახელს. თვალის გუგები უსსასრულობაში ჩამკარგვოდა სიამოვნებისგან და ისე მაგრად ვუჭერდი ხელს მის უკანალს, ალბათ ჩემი ხუთივე თითი დამჩნეული ექნებოდა ცოტახანში. გადარეული მხეცივით ქშინავდა. ისიც ისეთივე გაუმაძღარი და სექსსდამონებული იყო, როგორც მე.
მკერდზე მკბენდა. ისე მკბენდა, რომ სიამოვნება და ტკივილი თითქმის უტოლდებოდნენ ერთმანეთს.
ვკიოდი.
არ მადრებდნენ არც მეზობლები, არც ცხოველები და არც ფრინველები. მის სახელს შეუჩერებლად ვკიოდი. ზოგჯერ, მხოლოდ ჩემი ხმამაღალი ტონალობით აფორიაქებული საყვარელი კაცი მიხშობდა ჰანგებს და გადარეული, ახლა მის ცერა თითს ვწუწნიდი ხარბად.
ორივე ოფლიანები ვიყავით, მიწიერ ცხოვრებაში, საუკეთესო რაც არსებობდა, ყველაფერს ერთდროულად განვიცდიდით ჩვენი გადაჯაჭვული სხეულების ხარჯზე. მომწონდა, რომ ხშირად, მასზე ადრე ვა*ავებდი და მოგვიანებით, მისი თ*სლი ნაზად იღვრებოდა სიამოვნებაგამოვლილ ჩემს სხეულში.
- საუკეთესო ხარ! - წარმოვთქვი გულაჩქარებულმა. ჯერ კიდევ ვერ ვსუნთქავდი ნორმალურად.
- მინდა, რომ დღეს საწოლიდან არ ავდგეთ. - გამომიცხადა მან.
- ლიზა სკოლიდან დაბრუნდება და მოგვიწევს.
- ლიდია მასწავლებელთან არ მიდის? - მკითხა სიცილით.
- ავადაც რომ გახდეს, ძალით წაიყვანს გიორგი. იცი, წინა გაკვეთილზე ყვავილები მიართვა და ყველანი სახტად დავრჩით, როცა იმ ქალმა თავში არ ჩასცხო.
- საწოლში გიორგიზე რატო ვლაპარაკობთ? - ჩემი სხეულიდან დაიძრა, გვერდზე გადაბრუნდა და ხელი მომხვია.
- ბავშვზეც ვლაპრაკობთ. ეს ცოდვაა?
- ჩვენზე არ ვილაპარაკოთ?
- კი. მე თუ მკითხავ, დიდი ხნის წინ უნდა გველაპარაკა.
- მაგრამ ორივე გავურბოდით დაძაბულ თემას?
- რა თქმა უნდა - წამოვდექი და წელზე გადავაჯექი - ასე უფრო კომფორტული იქნება ლაპარაკი - ვუთხარი მაცდურად და მის ასოს ნაზად დავუწყე ფერება ხელით.
- მართლა მინდოდა ლაპარაკი - ჯერ დამთავრებული არ ჰქონდა ოხვრა და ქოშინი, რომ ხელახლა დავაწყებინე.
- როდის ვეყრებით ანუ?
- როგორც კი ბოლომდე გამა*ავებინებ, მაშინვე.
- ცუდი ბიჭი ხარ! - მის ღირსებაზე შემოვჯექი და ტუჩების ლოკვით, თვალებში მივაშტერდი.
- მიყვარხარ - ზუსტად ვერ ვიტყვი, ჩემს მკერდს ელაპარაკებოდა თუ მე, რადგან მზერა აშკარად ჩემი ძ*ძუებისკენ ჰქონდა მიმართული.
- ამათაც.
ჩემი საჯდომი ბურთს ჰგავდა, აქეთ-იქით, არც თუ ისე შორ მანძილზე დაგორავდა, მაგრამ ბურთისგან განსხვავებით, მე შედარებით ხმამაღლა ვკრუსუნებდი.
ჩიჩი კარს მიღმა აგვიყეფდა.
- ათი წუთი გვაცადე ან თხუთმეტი - გასძახა შაკომ.
- ცოტა სწრაფად ვერ მოვასწრებთ? - ვკითხე ოხვრით.
- მომასწრებინებ?
- ვეცდები - ხელებით მკერდზე დავეყრდენი და ტემპს ავუჩქარე. გვიყვარდა, სიამოვნების ხმასაც კი ერთდროულად რომ გამოვცემდით. - მოგწონს ჩემში ყოფნა? სველი ვარ?
- ძალიან მომწონს. - მიპასუხა კმაყოფილი ღიმილით. ყურთან ნაზად შევახე ტუჩები და მთელი ყელი გამოვუწუწნე.
- გინდა, რომ სულ მ*იმავდე?
- სულ, შესვენების გარეშე. მინდა, რომ სიამოვნებისგან ძალაგამოცლილი, მეხვეწებოდე, აღარ შემიძლია, შეჩერდიო, მაგრამ მე მაინც შენში ვა*ავებდე და არასოდეს დავიღალო.
- ცოტა მანიაკი ხარ საყვარელო.
- ვითომ, არ იცი.
- გინდა, რომ საწოლზე მიმაბა და ძალით მიხმარო?
- და თან ისე გაწივლო, პოლიცია გამოიძახონ მეზობლებმა.
ორგაზმისგან, ერთდროულად ამითრთოლდა მთელი სხეული და შაკოს მკერდზე მთელი ძალით მივეკარი.
- კიდევ მითხარი, რა გინდა - ვთქვი კივილით.
- მინდა, რომ მთელი ღამე, ერთმანეთს ვწო*დეთ.
ცოტახანი, ორივე გატრუნულები ვიწექით და ვერ ვინძრეოდით. შემდეგ კი მის ტუჩებს ნაზად, ვნებიანად ავაკარი ჩემი ბაგეები.
- ამ ღამით, რომ ავასრულოთ ეგ, რა აზრის ხარ?
- სრულიად კარგი აზრის - მიპასუხა სიცილით.
- შაკუნა, ხომ აღარასოდეს დავშორდებით? - კისერში ჩავურგე თავი.
- რას ამბობ. ყოველთვის მე მოგიხდი ბოდიშს ამის შემდეგ. როგორც არ უნდა გამაბრაზო, მაინც.
- ეგ კარგი აზრი იქნება, მაგრამ ვშიშობ, რომ იდეალური ცოლი ვერასოდეს ვიქნები.
- მხოლოდ ჩემთან ყოფნა მოგეთხოვება. სხვა ვალდებულებებს არ გაკისრებ. ცუდ ცოლობაში იმას გულისხმობ, რომ სარეცხს არ რეცხავ, საჭმელს ვერ აკეთებ და სახლს არ ალაგებ?
- და ბავშვი სკოლაში მრჩება.
- ხო იცი, ყველა დანარჩენი ფეხებზე , მაგრამ იმ დღეს, როგორ დაგავიწყდა წამოყვანა? ბოლოს და ბოლოს, ჯერ შენი იყო და მერე ჩემი.
- ვიცი, საშინელი ქალი ვარ, მაგრამ ქასთინგის შემდეგ, ძალიან დაბნეული ვიყავი. ტექსტი ვერ წავიკითხე ნორმალურად, საშინლად ვითამაშე და საკუთარ თავზე გამწარებულს, ლიზა დამავიწყდა.
- მაინც აგიყვანენ, ნუ გეშინია.
- შენ საიდან იცი? - თავი წამოვყავი და ნიკაპზე მივადე ტუჩები.
- ამ ქვეყანაში, ყველაფერი ნეპოტიზმით კეთდება.
- მერე?
- სერიალის დაფინანსება შევთავაზე და ეგრევე უსიტყვოდ დამთანხმდნენ. მემგონი, იმას კითხვაც აღარ უნდა, რომ თუ დავაფინანსებ, მთავარ როლში, ჩემი ცოლი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არანაირი ეროტიკული სცენა, შინაბერა ქალს ითამაშებ.
- შე დამპალო! - მკერდზე ვუკბინე.
- გაგიჟდი ელენა? - ლამის საწოლიდან გადმოვარდა. მადლობელი ვიყავი, რომ სიმწრისგან, მუშტი არ ჩამაზილა.
- მაპატიე, არ ვბრაზობ, უბრალოდ ძალიან მაცდურად მიმზერდნა და ვუკბინე. მოდი, დაგიზილო.
- ხელი არ მახლო - ხელი გამაწევინა. - საშიში ხარ იცი? თავს დაცულად და მოდუნებულად ვერასოდეს იგრძნობს კაცი შენთან - აწუწუნდა პატარა ბავშვივით და წამოდგა, ხალათი მოიცვა.
უკან დავედევნე.
- მთელი ხუთი წუთი, კბილს კბილზე ახახუნებდი, ისე მკბენდი და მე ცუდი ტიპი გავხდი? მეც ხომ მინდა რამის კბენა?
მისი საყვარელი აბრეშუმის წითელი კაბა გადავიცვი.
სამზარეულოში ჩავედით.
- ჩიჩიზე უარესო! - ძაღლს საჭმელი დაუყარა. - არ ამაწკმუტუნა ამხელა კაცი?
- მე შენ კაი ხნის წინ აგაწკმუტუნე.
- ერთ მეტრზე ახლოს ნუ მეკარები!
- ბავშვივით იქცევი ახლა - ყავის აპარატი ჩავრთე, ყავა და წყალი ჩავასხი ორივესთვის.
- მეორედ აღარ მიქნა ასე.
- აღარ ვიზამ... გაკოცო? - კალთაში ჩავუჯექი.
- მხოლოდ ყელს ზევით.
- კარგი საყვარელო - საფეთქელთან ვეამბორე დიდი მოწიწებით და გამეცინა - საახალწლოდ, რას ვაკეთებთ?
- ნაჩხუბრები რომ ვიყავით, შენთან შერიგებას ვაპირებდი. ახლა კი თოვლის ბაბუის ამპლუაში ჩავჯდები და დაგირიგებთ საჩუქრებს ყველას.
- მე რა გაჩუქო?
- მე რასაც გაჩუქებ, იმ ყველაფრის ჩაცმა და მერე სექსი მაჩუქე.
- არაა პრობლემა - გულიანად გამეცინა. - იცი, გადავწყვიტე, რომ წიგნი დავწერო - გამოვუტყდი ჩურჩულით.
- რაზე?
- იმაზე, თუ როგორი საშინელება იყო, როცა წახვედი.
- იქნებ, დაბრუნებაზე დაგეწერა?
- არა! „როცა წახვედი“ უფრო კარგად ჟღერს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

არ მჯერააა....

№2  offline მოდერი Moonlight17

ვკივო! ვყვირი! ხელებს ვიქნევ! არ ვიცი რამჭირს, ემოციებისგან ყველაფერს ვაკეთებ.
გამაგიჟე გადამრიე ამხელა ქალი... ბოლოს ემოციები ვერ შევიკავე, სულ გაღიმებული ვკითხულობდი და ბოლოს ტვალებიც “ამიწირპლიანდა” :დდდ

“თქვენ მეუღლე? - ჰკითხა განსაკუთრებით ვინც აქტიურობდა, იმას. ანუ ჩემს საუკეთესო მეგობარს.
- ეგ ცოტა რთული თემაა. გრაფიკი გვაქვს და ხან მე ვარ მისი მეუღლე, ხან ის. ამ ბოლო თვეებში, შაკომ ცოტა მოიკოჭლა, სამაგიეროდ, მე არ დამიკლია.”
აი ამ მომენტზე რაც მე ვიხარხარე... ნუ კიდევ ბევრი იყო მაგრამ აქ ყველაფერს ვშიშობ ვერ დავატებ.
დემუ საუკეთესოა...
რაც შეეხება შაკოს და ელენას მაგათი ბედი მგონი დაბადებამდე იყო დაწერილი. ეჰ...

მოკლედ ძაან როარ გავაგრძელო ალბათ მჯობნის მჯობნი არ დაილევა მაგრამ საუკეთესო ხარ, არაფერი დამკლებია. სრულყოფილი დასასრული იყო.
და რაც მთავარია, უკვე დროა თამამად გითხრა რომ მიყვარხარ, ჩემო ოქროს თევზო ❤️

№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Moonlight17

უჰ შენ გაიხარე, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა, მაგრამ იმაშიც ვერ შეგეწინააღმდეგები, რომ კაი ვარ, კაი :დდდ
ხუმრობა იქით იყოს (რაღა ხუმრობა, მართლა მაქ მე განდიდების მანია) და უშენოდ ნეტა რა მეშველებოდა, საერთოდ?

სტუმარი ქეთი
არ მჯერააა....

ქეთო, ჩაუჯექი და გამაგებინე, რას იზამ <3

№4  offline მოდერი Moonlight17

ეს ისტორია ჩემთვის დაწერე, არ მაინტერესბს ვისაკუთრებ.. განდიდების მანიით ვერ გამაკვირვებ, ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ❤️ საყვარელო, ახლა აბა შენ იცი, სხვა გალაქტიკაში სამოგზაუროდ უსიტყვოდ მოგყვები. და იცი კიდეც, ამ გალაქტიკაში რას ვგულისხმობ 3:)

№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Moonlight17
ეს ისტორია ჩემთვის დაწერე, არ მაინტერესბს ვისაკუთრებ.. განდიდების მანიით ვერ გამაკვირვებ, ამაზე ხომ უკვე ვისაუბრეთ❤️ საყვარელო, ახლა აბა შენ იცი, სხვა გალაქტიკაში სამოგზაუროდ უსიტყვოდ მოგყვები. და იცი კიდეც, ამ გალაქტიკაში რას ვგულისხმობ 3:)

მართალი ხარ. გამოდის, რომ ეს ისტორია, შენზე დავწერე და შენ გეძღვნება თითქმის. თითქმის იმიტომ, რომ ცოტა ჩემს მიჯნურსაც გაუნაწილე :დდ

როგორც იქნა!!

№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გელოდებითენჯეინ
როგორც იქნა!!

ვაიმე, მიყვარს ეს სტუმარი და რა გავაკეთო? :დდდ
ძააან მევასება შენი სახელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ანჰფვგუუყსდფუყფუყეფუიაფ - აი ასე მევასება!

№8  offline მოდერი ელ_ჯეიმსი

ხოოო... +18 მთელი თავისი დიდებულებით :))

დალშე...

" ნეტავ, ცალი თითის განძრევა მაინც შემძლებოდა, რომ შუა თითი ამეწია და ამით ორი რამ გამომეხატა: 1) ცოცხალი ვარ და ნუ ტირი. 2) საბოლოოდ, მაინც მე მოგიწყვე ისეთი ოინი, რომ თავიდან ფეხებამდე, აგათრთოლა და აგატირა. Elena always wins- ასეთია ბუნების კანონი, იმ შემთხვევაშიც თუ ელენა ცალი ფეხით სამარეშია მოთავსებული"

"სუსტი არა ის ხარ. ათას აჯიმანიას აკეთებ"

შენ ხო ხალხი არა ხარ:)))
შენა ხარ კუ!

შემაყრევინე ხარხარით მთელი ცხრა სართული:დდდ

აუუუ , შაკო მეცოდება... მართლა მეცოდება... ამ გიჟის ხელში :დდდ ესეთი რო შეგიყვარდება, ღმერთს მაგრად არ უყვარხარ , ფაქტია :დდდ

№9 სტუმარი სტუმარი ნათია

აუუუ, ძლივს!!!! კარგი იყო... მართლა კარგი იყო! ბოლოს კი ერთბაშად შემომემთავრა და არ მეყო, მაგრამ ეგ ეტყობა იმიტომ რომ ამდენი ხანი ველოდი ????
შენ და კიდევ რამდენიმე ნიჭიერმა გოგომ ამ საიტზე დამოკიდებული გამხადეთ. აი შენ ნაწერებს კი თU მოვითმინე, შევეცდები რო სანამ არ დაასრულებ არ წავიკითხო ????

№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ელ_ჯეიმსი
ხოოო... +18 მთელი თავისი დიდებულებით :))

დალშე...

" ნეტავ, ცალი თითის განძრევა მაინც შემძლებოდა, რომ შუა თითი ამეწია და ამით ორი რამ გამომეხატა: 1) ცოცხალი ვარ და ნუ ტირი. 2) საბოლოოდ, მაინც მე მოგიწყვე ისეთი ოინი, რომ თავიდან ფეხებამდე, აგათრთოლა და აგატირა. Elena always wins- ასეთია ბუნების კანონი, იმ შემთხვევაშიც თუ ელენა ცალი ფეხით სამარეშია მოთავსებული"

"სუსტი არა ის ხარ. ათას აჯიმანიას აკეთებ"

შენ ხო ხალხი არა ხარ:)))
შენა ხარ კუ!

შემაყრევინე ხარხარით მთელი ცხრა სართული:დდდ

აუუუ , შაკო მეცოდება... მართლა მეცოდება... ამ გიჟის ხელში :დდდ ესეთი რო შეგიყვარდება, ღმერთს მაგრად არ უყვარხარ , ფაქტია :დდდ

ასი პროცენტით მართალი ხარ ჩემო ტყუპო :დდ წინა ცხოვრებაში, მაგრად მიქარა უეჭველი რაღაცა საწყალმა კაცმა :დდ
ძალიან დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მოითმინე ჩემი კუობა და ლოკოკინობა და დარჩი ჩემთან. კიდევ დიდი მადლობა, რომ ყოველთვის მაგრძნობინებ თავს მწერლად <3

სტუმარი ნათია
აუუუ, ძლივს!!!! კარგი იყო... მართლა კარგი იყო! ბოლოს კი ერთბაშად შემომემთავრა და არ მეყო, მაგრამ ეგ ეტყობა იმიტომ რომ ამდენი ხანი ველოდი ????
შენ და კიდევ რამდენიმე ნიჭიერმა გოგომ ამ საიტზე დამოკიდებული გამხადეთ. აი შენ ნაწერებს კი თU მოვითმინე, შევეცდები რო სანამ არ დაასრულებ არ წავიკითხო ????

ეჰ, ჩემო ნათი, მეც კი არ მეყო. აწი რა ვაკეთო, აღარ ვიცი ამათ გარეშე, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქ, რას ვიზამ :((
ახალი ისტორიით ძალიან მალე დავბუნდები. ხო იცი, მე და ისტორიის არ წერა ძალიან ვერ ვდაქალობთ და იმედია, ჩემთან იქნები <3

მაგარი იყო ძაან

№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი იყო ძაან

გაიხარე საყვარელო <3 გული არ ეტკინოს სიყვარულს შენთვის არასოდეს <3

№13 სტუმარი ნათია41

დასასრულიიიი რატოოოო!!! რა მეშველება ახლააა . ენ საოცარი დასასრულია სულმოუთქმელად წავიკითხე ვიცინე ... აი მერე ისე დაცხა ეზოში ბალი და ტყემალიც კი გაიშალა; მართლა , მართლა????
ვაპირებდი ჩემი ელენესთვის მეთქვა წაიკითხეთქო (ამ მხრივ დემოკრატი ვარ) მაგრამ ბოლომ ცოტა დამაფიქრა 15 წლის გოგოს ფსიქიკა არ დავაზიანოთქო. ეს ორი ვულკანი კი ჩემს წარმოსახვაში აგრძელებენ ცხოვრებას და იმის იმედსაც რომ სასწაული მოხდებოდა და შვილიც ეყოლებოდათ❤ ეს იქამდე მასაზრდოვებს სანამ ახალ სიგიჟეს დაიწყებ.
მესამყაროებიიი❤❤❤

№14  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნათია41

ნათი, უღრმესი მადლობა შეფასებისთვის.
ძალიან მიხარია, რომ მოგწონს <3
შენს გოგოსთან ბოდიში :დდდ ან ბოლო თავი არ წააკითხო, მოუყევი :დდ
გაიხარე <3

№15  offline მოდერი Queenofmoon

აჰაა.. აი მეც მოვცქრიალდი,როგორც ვთქვი. მოკლედ,ჯერ ხო ვცდილობდი რამენაირად გამეწელა დრო,ნელა მეკითხა,რომ დიდხანს გაგრძელებულიყო "ჩემი ჭკუით",მაგრამ მაინც დასრულდა.. აი,როგორი იდიოტური ღიმილით ვკითხულობდი,იცი? მარტო შენს ისტორიებს ვკითხულობ ასეთი კრეტინი სახით. :დდდდდდ <3 რა ვთქვა ისეთი,რაც აქამდე შენთვის არ უთქვამთ,მაგრამ მართლა საუკეთესო ხარ.. ეს ისტორიაც როგორი გიჟური და საოცარი იყო,არასდროს მინდოდა დამთავრებულიყო,აი არასდროს.. შენ კი,ბეეეევრ მუზას გისურვებ,რომ გაგვახარო და ხშირად გვანებივრო შენი საოცარი ისტორიებით თავის პერსონაჟებიანად❤❤❤❤❤❤

№16  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Queenofmoon

როგორ მახარებ, ნეტა იცოდე.
როგორ ეგოისტურად მიხარია იმის წარმოდგენა, რომ ჩემს ისტორიებზე, ასეთი ღიმილიანი და გახარებული სახე გაქვს.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა, რომ სტიმულს მაძლევ. თქვენ თუ მეყოლებით, მუზაც მექნება და სიამაყეც და ბედნიერებაც <3

ენ ჯეინი
სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი იყო ძაან

გაიხარე საყვარელო <3 გული არ ეტკინოს სიყვარულს შენთვის არასოდეს <3

აუ ძაან დიდი მასლობა ასეთი რამ ჩემთვის არასოდეს უთქვამთ

ენ ჯეინი
გელოდებითენჯეინ
როგორც იქნა!!

ვაიმე, მიყვარს ეს სტუმარი და რა გავაკეთო? :დდდ
ძააან მევასება შენი სახელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ანჰფვგუუყსდფუყფუყეფუიაფ - აი ასე მევასება!

მე კიდე შენ მევასები!!! არ შეეყვიტო წერა არასდროს

№19  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სიყვარული გულს გვტკენს
ენ ჯეინი
სიყვარული გულს გვტკენს
მაგარი იყო ძაან

გაიხარე საყვარელო <3 გული არ ეტკინოს სიყვარულს შენთვის არასოდეს <3

აუ ძაან დიდი მასლობა ასეთი რამ ჩემთვის არასოდეს უთქვამთ

ჰოდა, თუ ჩემს სიტყვებს რამე ძალა აქვთ (და ცოტა ნამდვილად აქვთ), არც გეტკინება <3

გელოდებითენჯეინ
ენ ჯეინი
გელოდებითენჯეინ
როგორც იქნა!!

ვაიმე, მიყვარს ეს სტუმარი და რა გავაკეთო? :დდდ
ძააან მევასება შენი სახელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
ანჰფვგუუყსდფუყფუყეფუიაფ - აი ასე მევასება!

მე კიდე შენ მევასები!!! არ შეეყვიტო წერა არასდროს

უხ, შემოგევლე შენა <3
არ შევწყვეტ არასოდეს!

№20  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

M∆IIå Beŧa^°
ასე მგონია ჩემს სულში დემონი ჩასახლდა, იმის მერე რაც ეს წავიკითხე. აი, ძალიან გარყვნილი მწერალი ხარ:დ როგორც კომპლიმენტი ისე გეუბნები.
ნუ, ახლა რაღა ვქნა არ ვიცი:დ მომენატრებით ძალიან, შენც ელენაც, შაკოც, დემუც და ლიზუც❤❤ აი ის "ლოდინებიც" მომენატრება:დ უიმე ცოტაც და ამეტირება აჰჰ და დეპრესია დამეწყება, უნამუსო ვიყო თუ არა:დ ჩემს ტოპებში განსაკუთრებული ადგილი დაითრია ამ მოთხრობამ და რავი, შემდეგს ველი, როგორც მშიერი მგელი (მართლა):დ❤

შენ გაიხარე, გამრავლდი, აშენდი, გამდიდრდი და ყველაფერი კარგი :დდ
სიმართლე გითხრა, მე უკვე დამეწყო მგონი დეპრესია. მომაბეზრებელი კი გახდებოდა, მაგრამ მთელი წლები ამათ ჩხუბებს დავწერდი რო მივეშვი ჩემს ხასიათს. ძალიან შევეჩვიე და ცოტა მიჭირს, მაგრამ ახალი ისტორიაც თავში მიტრიალებს და გადავწყვიტე, რომ ძალიან მალე დავწერო. იმედი მაქ, ახალიც მოგეწონება.
უღრმესი მადლობა ამდენი არაჩვეულებრივი კომპლიმენტისთვის <3

№21  offline აქტიური მკითხველი meocnebe avadmyopi

აი იმ დღეს გავაკერპებ , მე რომ ამ ისტორიის წაკითხვა გადავწყვიტე...
ამით დავიწყე და დავყევი მერე დანარჩენებს...
პირველად ვკითხულობდი შენს ისტორიას და ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი ,რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ...

********
ეს ისტორია ...
ეს გიჟი წყვილი....
მათი ჩხუბი....
არა ნაკლებ გიჟი მეგობრები...
"ეჭვიანობა"....
ვითომ "შეზიზღებები"....
ყველა სხვადასხვა თემაა...
ამათ შესახებ სათქმელს ,რომ ვერ გააერთიანებ ..
ყველა ცალ-ცალკე უნდა განიხილო ადამიანმა...

******
ეს ისტორია...
უბრალოდ წაკითხულებს შორის კიდევ ერთი საოცრება დავიმატე...
ისტორია- სიგიჟის პიკი...
ამ ისტორიის კითხვისას ,უამრავი მდგომარეობა გამომიცვლია...
ზოგჯერ მხიარული ვყოფილვარ და სიცილი ჭიხვინშიც გადამზრდია...
ხანდახან ამათი ცოდვით დატანჯული...
თავების ბოლოს დაინტრიგებული მომავალი თავის მოლოდინში....
ლოდინისგან დატანჯულიც ვყოფილვარ,ისე რომ არც ერთ შენს პოსტს ვტოვებდი ვაი და არ გამომრჩეს_თქო....
და მომავალში რომ ვუფიქრდები,თუ როგორ მომენატრება....
გაგიჟებულიც...
გაფრენილიც...
და ბოლოს ..... ძალიან ვარ შეყვარებული ამ ისტორიაზე... სიკვდილამდე.....

*********
ელენა და შაკო...
მათი აღწერა ცალ-ცალკე რთულია ,მაგრამ ერთად? კიდევ უარესი...
უბრალო სიტყვა "გიჟი"_თ რომ შევამკო...რბილი ნათქვამია...
გიჟზე გაცილებით გადარეულები იყვნენ....
ხო მეც ვიცი რომ აზრს დალაგებულად ვერ გადმოვცემ ,მაგრამ მომიტევეთ....
წყვილი -გიჟი (ნუ სხვანაირად ვერ ვამბობ ვერანაირად)
წყვილი-აღმაფრენა
წყვილი _ჩემთვის სხვა პლანეტიდან გადმოვარდნილები ....
ორი გადარეულ'სერიოზული(არა სხვებთან სერიოზულები იყვნენ ვერ შემედავებით პ.ს დემუსთან არ ითვლება) ადამიანი ერთად...
და ამ ყველაფერთან ერთად უაზროდ შეყვარებულები...

**********
ხო მთელი ისტორია...
მათი გაცნობის დღიდან ისტორიის დასასრულს ნაგულისხმევ ბოლო დღემდე...
მათი ჩხუბი,მახეები და კინკლავი ისტორიის განუყოფელი ნაწილი იყო და მთავარიც კი შეიძლება ვუწოდოთ...
ერთმანეთის გაწამება,რაც საოცრად მომწონდა ,იმის გამოკლებით ,რომ ხანდახან მეც ვწამდებოდი....
ნუ მაინც ვერ წარმომიდგენია ეს წყვილი ოდნავი კამათისა და ჩხუბის გარეშე და მომკალით....

********
შემდეგი გიჟი მეგობრები დავწერე ხო??
გიორგი და დემუ....
დემუ ეს ისტორიის მთავარი პოზიტივი,ყველაზე მეტს მის რეპლიკებზე ვჭიხვინებდი,ვყირავდებოდი სკამიდან.....
რაღაც გიჟურად შემიყვარდა ეს ბიჭი....
გიორგი...
ჩემი დასტოინი მინისტრი...
თვითონ რომ არ იცის რისი მინისტრია ისეთი...
აი როგორ მაინტერესებს ,როგორ დასრულდებოდა მისი "ლავ სთორი" ,თუმცა ყვავილების თავზე არ "გადაყრის" გამო ,უკვე ვუწინასწარმეტყველე მე მაგათ დასასრული....

*******
ეჭვიანობაზე გამახსენდა და....
რა ნატალი რის ნატალი და
რა გიორგი რის გიორგი...
ესენი ერთმანეთის მერე სხვა ვინმეს მიეკარებოდნენ ნუ გამაგიჟეთ....
ოდნავადაც ვერ გაიელვებდა ეს აზრი იმათ ტვინებში....

******
გამაგიჟა ამ ისტორიამ...
და გამაფრენინა....
შემიყვარდა ამ ისტორიის სულ ყველაფერი....
ქედს ვიხრი თქვენს წინაშე....
და თუ გინდათ მონატრებამ არ დამტანჯოს , თქვენი შეცდომა გამოასწორეთ და სხვა ისტორიაზე გამაგიჟეთ...
ნუ ვრცლად გითხარი ახალ ისტორიას ველი_თქო :დ
მიყვარხარ..... ❤

№22  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

meocnebe avadmyopi

ჩემო ტკბილო გოგო, როგორ არ მიხაროდეს წერა, როცა ასე მანებივრებ?
უღრმესი მადლობა ესეთი ღუნღულა და გრძნობებით სავსე კომენტარისთვის. ჩემთვის უდიდესი სტიმული და ბედნიერებაა, მკითხველი რომ ასე მაფასებს. ბევრ, ბევრ ისტორიას დავწერ და გულის ფანცქალით დაგელოდები <3
ამ ისტორიას რაც შეეხება, მწვავე დეპრესიის ჟამს დავიწყე მისი წერა და საბოლოოდ, თავად პერსონაჟებმა გამომიყვანეს მდგომარეობიდან. მეც ისე არ მეთმობიან ყველა, რომ ჩენტოვეტრინესავით გავწელავდი 20 წლის მანძილზე, თუმცა ისიც უნდა გავიაზრო, ყველაფერს რომ აქვს თავისი დასასრული. ალბათ, კიდეც ბევრს იჩხუბებს ეს გადარეული წყვილი, მაგრამ ერთმა დაშორებამ იმხელა ჭკუა ასწავლა, რომ მეორედ ეგენი დამშორებლები აღარ არიან :დდ სახლის პირობებში გაამწარებენ ერთმანეთს თუ მოუნდებათ.
უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ, ძალიან მიყვარხარ <3

№23  offline წევრი Taattu

დედა რა იყო ესს...
ცეცხლიიი...
ძალიან ძალიან ძალიან უსაზღვროდ კარგი იყოო... heart_eyes heart_eyes
ლოგიკური დასასრული იყო
უსაყვარლესი და ძალიან ფსიხი პერსონაჟებით
ყველაზე გიჟი და გადარეული წყვილით ჰაჰა smile heart_eyes
ძალიან მაგარი გოგო ხარ
ველოდები შემდეგ ისტორიას
და შენთან ვიქნები როგორც შენი ერთგული მკითხველიი
წარმატებები და მიყვარხარ heart_eyes blush

პ.ს. გიორგის ისტორია თუ გამოვიდა დარწმუნებული ვარ საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი იქნება
heart_eyes heart_eyes

№24  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Taattu

გაიხარე თათუ <3
ძალიან მალე დავდებ ახალ ისტორიას, ძალიან მალე <3

№25  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მარია.
ეჰჰ ანუშკი :(
რო ვაცბობიერებ რო დამთავრდა, მეტირება.
უმაგრესი გოგო რო ხარ იცი,
შესანიშნავად რო წერ ეგეც
და ისიც იუმორის გრძნობასაც რო არ უჩივი.
არ მომანატრო თავი, იცოდე!

დიდი მადლობა ცემო ძვირფასო მარია <3
ახალი ისტორიის წერა უკვე დავიწყე და სულ მალე დავბრუნდები <3

№26 სტუმარი სტუმარი ელენე

შენ ხარ უსაყვარლესი, ულაღესი, უგიჟესი პიროვნება და მე ვგიჟდები შენზე და შენს გადარეულ გმირებზე!

ვოტ! ♡

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.