შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული როგორც სასჯელი (13თავი)


15-02-2019, 01:50
ავტორი მი რა
ნანახია 1 210

მარიამი ოთახში შეიკეტა და კვლავ ატირდა, გრძნობდა რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა, უჭირდა გრძნობების და ემოციების მართვა,ის გიჟური და ფერადი სიყვარული ნელნელა გაუფერულდა და განელდა მის გულში,აგრესია მოეძალა ალბათ იმიტომ,რომ თავს ხაფანგში მომწყვდეული თაგვივით გრძნობდა, წასასვლელი არსად ჰქონდა, მისგარდა არავინ ყავდა და ამიტომ იტანჯებოდა ასე,თავს დაუცველად გრძნობდა და ამის დასამალად აგრესიას ავლენდა,მარტოა სულ მარტო და ეს მარტოობა აგიჟებს აწამებს და თრგუნავს,ვინიცის რა მოხდებოდა ეს ნაბიჯი რომარ გადაედგა, ეს მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომა არ დაეშვა...შეცდომა... ხო შეცდომა! ალექსანდრე ავალიანი მისი შეცდომაა ყველაზე დიდი შეცდომა!ამ აზრმა საერთოდ გამოიყვანა მწყობრიდან ფეხზე ადგა და სარკესთან მივიდა დიდხანს იდგა სარკის წინ და უყურებდა თავის თავს, ამ უფერულ, საცოდავ, უსუსურ, არსებას და ზიზღის გრძნობამ მოუწამლა სული გაწეწილი თმები გადაიწია სახიდან, ცრემლები შეიშრო და ისევ თავის ანარეკლს მიაჩერდა უსიამოდ გააჟრჟოლა როცა ალექსანდრე შენიშნა, რომელიც მის უკან იდგა და ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა. მარიამმა მას შეხედა სარკიდან და მალევე მზერა ისევ თავის სილუეტზე გადაიტანა -ხედავ ამ უღიმღამო და საცოდავ არარაობას? ამ უსუსურ და უმწეო არსებას? ხედავ რა საცოდავია? რა უბედური?ხედავ?-ამოიტირა და გაჩუმდა ალექსანდრე მიუახლოვდა დათავი მის თმებში ჩამალა და ხელები შემოხვია აკანკალებულ გოგონას-ასეთად შენ მაქციე!იცი ადამიანი როდისაა უბედური?როცა სარკეში იხედება და სძულს ის საცოდავი უსუსურური არარაობა რომელიც მას იქიდან უმზერს-ალექსანდრემ ატორებული გოგონა თავისკენ მიაბრუნა შუბლი მიაბჯინა მის შუბლს და დაიჩურჩულა-ჩემი გზა სიკვდილთან მიდის და შენ ამ გზაზე შენი ნებით წამომყევი,ბრალს ნუ მდებ რომ ასეთად გაქციე! ასეთად შენ იქეცი, რადგან ძალა არ გეყო ამ ყველაფერს გაამკლავებოდი და ახლა გინდა პასუხი მაგებინო შენს სისუსტეებზე !გინდა თავი იმართლო და მე დამადანაშაულო,თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი რომ ხო, მხოლოდ მე ვარ ყველაფერში დამნაშავე!მაგრამ შენ კარგად იცი რომ ეს შეცდომა შენ თავად დაუშვი შენი ნებით,ახლა უკვე გვიანია ძალიან გვიანია სინანული დაბრძოლა შეცვლისთვის ჩვენ ვეღარ შევიცვლებით შენ მარიამი ხარ ჩემი მარიამი მე კი ალექსანდრე კაცთმოძულე დამკვლელი... ბოლო სიტყვები გესლიანად დაისისინა მის ყურთან და ოთახიდან გავარდა. ბრაზისადა მღელვარებისგან აცახცახებული გოგონა ლარნაკს დაწვდა და სარკეს ესროლა რომელიც წამში ნამსხვრევებად იქცა და იატაკზე მიმოიფანტა მხოლოდ პატარა ნამსხვრევი იყო დარჩენილი ჩარჩოში და მარიამის სახეს ირეკლავდა,ასე დაუმსხვრია ავალიანმა მას ოცნებები მომავლის იმედი ყველაფერი გაანადგურა...მის ოცნებებსაც კი მიწვდა და გაანადგურა. ავალიანი პირველად მივიდა კლუბში ვაკოს სიკვდილის შემდეგ რადგან არ შეეძლო ამ ხალხის და მუსიკის ატანა და ამ პირობებში მუშაობა,მაგრამ დღეს დაკეტილი იყო შემოსავლების ხალხი დასდგომოდათ თავს დილაადრიან და საბუთებს უკირკიტებდნენ რაღაც არ მოეწონათ ამიტომ გეგა აიძულეს კლუბი დაეკეტა რამაც გააცოფა ის და ატყდა ჩხუბი რის გამოც პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო და შესაბამისად მფლობელის. ალექსანდრეს გამოუცხადეს რომ წესრიგში არაა გადარიცხვის საბუთები შემოსავალო ბევრად მეტია ვიდრრ აღრიცხული დს ათასი წვრილმსნი რიდ გამოც კლუბი დალუქეს რასაც ისევ მოყვა შეხლა შემოხლა და ალექსანდრემ იზოლატორში ამოყო თავი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent