შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Carpe Diem [სრულად]


4-03-2019, 00:57
ავტორი ელპინი
ნანახია 3 475

Carpe Diem [სრულად]

"ოლი, რა ლამაზი ხარ. მგონი, ჯადოქარი, ან შენს თითებში არის რაღაც მაგიური, ერთი შეხებით რომ აფხიზლებს ყველაფერს, რაც მიძინებულია, თუნდაც - მკვდარია. დამჭკნარ ყვავილებს შენი ერთი ცრემლი რომ დაეცეს, გაზაფხული მოვა უცებ. გულში დამარხულ გრძნობებს თვალებით აცოცხლებ. დაჭრილ ფრთებს თითებით შეეხები და წამში გაამთელებ. ხავსმოკიდებულ სხეულს კოცნებით ყვავილებს ამოუყვან, თეთრ პლუმერიებს. ნაკაწრებს სხეულზე მიკვრით მოარჩენ. სასწაული ხარ, ოლი. თითქოს, სამაელს ჰგავხარ. ღმერთს განუდექი ათასჯერ გადავლის გამო, მაგრამ ანგელოზი ხარ - პეპლის ფრთებით, ყვითლად და წითლად მოელვარე მზიანი თვალებით, ხშირი შავი წამწამებით, ოქროსფერი თმებით, თეთრი, ფაქიზი და თითოეული წამის შემნახველი თითებით, გრძელი, სწორი ფეხებით, ლამაზი ლავიწებით. შენ რა გქვია, ოლი?! ქარის მოტანილ წერილს ჰგავხარ, ცივ ზამთარში არსაიდან რომ გამოჩნდება. გახსნი და პეპლები ამოფრინდებიან. ოღონდ სამ დღეში კი არ კვდებიან, თითქოს, საუკუნეებს უძლებენ და ხავერდოვან ტანში სიყვარულის ნამცეცები აქვთ. ასეთი პატარა არსება, წერტილს ჰგავხარ. ერთს რომ ვერ დავგწერენ, ისეთს. აუცილებლად სამი ან - მეტი. აყვარებ თავს ადამიანებს. გიყურებენ და უყვარდები. მეტი - არც არაფერი. სამყარო შენკენ ბრუნდება. ოლი, მია ბელ!"


***
Carpe Diem.
წამის დაჭერა იწყება.

***
პატარა ბარში ჯგუფი დაბალ ტონალობაში მღეროდა. შავ ფერებში ჩაცმული გოგონა სულისტკივილამდე გრძნობდა ყველა სიტყვას სიმღერის დროს. სახის კუნთები შესამჩნევად უთამაშებდა. წარბებს შეჭმუხნიდა ხოლმე და ღრმად ჩაისუნთქავდა. მარცხენა მხარი ოდნავ აწეული ჰქონდა, თავს ხშირად ხრიდა და ჩამოადებდა. თითებით პიანინოზე უკრავდა თითქოს, ჰაერში ათამაშებდა. გეგონებოდა, ყველა ნოტს იჭერდა და სულის ნაპრალებში ღრმად უშვებდა ჭრილობების დასაამებლად. მხოლოდ ერთადერთი გოგო იჯდა ბარში. ხელში სხვადასხვა ფერის ფურცლები ეჭირა და ყველაზე სხვადასხვა კალმით წერდა - Carpe Diem. წამით აიხედავდა და თვალებში მიაჩერდებოდა მომღერალს. შავი კალამი ხელში დაიჭირა, რამდენიმე წამს თვალმოუშორებლად დააკვირდა და მერე მაგიდაზე დიდი ასოებით დაწერა
- წამებს თვალები იჭერს. მიპოვე დასაჭერად.
ფეხზე სწრაფად წამოდგა. ფერადი ფურცლები მაგიდაზე დააკრა და ბარი დატოვა. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. აჩქარებული გულისცემა ვერ დაიმშვიდა და ქუჩას გაუყვა. ფოტოაპარატი თან ჰქონდა, როგორც ყოველთვის. თუ კი დაიჭერდა წამს, ინახავდა და ოთახში მის კოლექციას ამატებდა. თუმცა, აგერ უკვე, მეოთხე თვე იყო, მხოლოდ ხატავდა ყავისფერ თვალებს, ყოველთვის ერთი და იგივეს. ზოგი - დაუმთავრებელიც იყო. სადაც გრძნობდა რომ ხატვა უნდა შეეწყვიტა, მაშინვე ჭიკარტით კედელზე აკრავდა. ფოტოების ჩამოხსნაც კი დასჭირდა, ნახატების გასაკრავად.
- შეჩერდი, წამების დამჭერო.
ადგილს მიეყინა, ფეხები გაუშეშდა და სუნთქვა შეეკრა.
- მე მსმენია შენზე, ოლი.
სახელი ეუცხოვა. ეგონა, მას არ ეძახდნენ, მაგრამ სიახლოვეს გრძნობდა.
- ლამაზო ოლი.
მობრუნდა. ყავისფერთვალებიანს მიაჩერდა. სისხლი აუჩქროლდა და ყველაფერი ერთიანად შემოაწვა ორგანიზმში.
- ოლი.
- ლოლა მქვია. - ხმა ამოიღო და მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა.
- ოლი, წამების დამჭერო.
- მიპოვე. - დუმილის შემდეგ დაამატა.
- წამების დაჭერას ვიწყებთ, ოლი. სამი ივლისია დღეს. - დაიხარა და ოლის ნაზად აკოცა ლოყაზე.
- რა გსმენია ჩემზე?! - აწითლებული სახე ოლიმ ძირს დახარა.
- პატარა ოლის ბედნიერება უყვარს, საოცარი წამების დაჭერა, ყველაფრის ცოცხლად შეგრძნება, ხატვა, ფოტოების გადაღება. - დრო და დრო თმებზე და თვალებზე ეფერებოდა. - პატარა ოლის ჩემი მოსმენა და ყურება უყვარს. - ღიმილით თქვა და ისევ ლოყაზე აკოცა, ნიკაპზე, ცხვირის წვერზე და შუბლზე.
- ყველაფერი იცოდი, არა?!
- ოთხი თვე პატარაა, ოლი?! გიყურებდი. ყოველ საღამოს იმ ბარში ჯდომა მხოლოდ რაღაცის, ან ვიღაცის გამო შეიძლება. უყურებ წარწერას ზემოთ?! Carpe Diem, ოლი. ტყუილად ხომ არ ჰქვია ეს სახელიც. ყველაფერი - ყველაფერს უკავშირდება.
- დიდი სახლი მჭირდება, ივი. უამრავი ფოტო და ნახატი უნდა გავაკრა.
- ბარში დავბრუნდეთ, მომისმინე და მერე სადღაც უნდა წაგიყვანო. - ხელი მხარზე გადაჰხვია, თმის სურნელით ფილტვებს ივსებდა. - ბედნიერება არსაიდან იწყება, ლამაზო ოლი. გიფიქრია ოდესმე, რომ მე შენთან მოვიდოდი და იმას დაინახავდი ჩემს თვალებში, რასაც ეძებდი?! მე ხომ შენი აჩრდილი ვიყავი ისე, რომ არც გაგიგია.
- აქამდე წამები დავკარგეთ, ივი.
- თვალებში როცა მიყურებდი, არ დაგინახავს რაიმე, რაც აქამდე მოსვლის საშუალებას მოგცემდა?!
- პატარა ოლის ეშინია ხოლმე, ივი. - თვალები აუციმციმდა ოლის, ბავშვური და საყვარელი მზერა ჰქონდა, ივის ხმამაღლა გაეცინა და შეაჩერა.
- მორცხვი ხარ. მიყურებდი თვალებში, მაგრამ მოსვლას ვერ ბედავდი. ამდენი თვის მერე დამიტოვე.
- დაგიტოვე მომავალი მომენტები.
ბარში თავისი ადგილი დაიკავა ოლიმ, ივი სცენაზე ავიდა და მის წინ მჯდომისთვის თვალი არ მოუშორებია. გაუღიმებდა და თვალს ჩაუკრავდა ხოლმე. სიმღერა რომ დაასრულა, დაიჭირე წამი რამდენჯერმე ხმამაღლა დაიყვირა და ოლისთან მივიდა.
- შემომხვიე ხელები, შევივსო.
შემოეხვია.
- მაკოცე შუბლზე, გავთბე.
აკოცა.
- შემეხე თვალებზე, გიგრძნო.
შეეხო.
- მომეფერე თმებზე, ჩამისახლდე.
მოეფერა.
- რა ლამაზი ხარ, ოლი!
ივიმ კალამი აიღო, ოლის ხელში დააჭერინა, მისი ხელი ხელში მოიქცია და კედელთან მივიდა. ერთად წერდნენ - Carpe diem. წარწერის ქვემოთ კი სახელები დააწერეს.
- დავუტოვოთ ამ ბარს ოთხი თვე - შორი და ახლა დაწყებული მომავალი წამი. ჩვენ წავედით.
ივის მოტოციკლზე ისხდნენ და სწრაფად მიჰქროდნენ ქალაქში. თეთრ ხიდთან შეჩერდნენ ბოლოს. მოტოციკლი იქვე დააყენა ივიმ, კაფესთან.
- წამომყევი. - ხელი ჩასჭიდა ოლის და თეთრ ხიდზე გავიდნენ. სიყვარულის ბაღი სწრაფად გადაჭრეს და ჩასასვლელთან მივიდნენ. ქვებზე ივი ჩავიდა პირველი და შემდეგ ოლი. თეთრ ქვებზე სწრაფად გაირბინეს და ერთ ადგილზე შეჩერდნენ. ივიმ ჯიბიდან პულივიზატორი ამოიღო, ოლის მიაწოდა.
- დაწერე, ოლი.
ოლი გაშეშდა რამდენიმე წუთს, ოცნება რეალობად ექცეოდა და სიხარულისგან თვალები აუცმრელდა, აუბრჭყვიალდა.
"სიყვარულია, როცა შეგიძლია წამები დაიჭირო მის თვალებში."


***
"პატარა ოლი - შენ თვითონ ხარ სიყვარული, ბედნიერების დასაწყისი. მზე - სახელად - ოლი. არ არსებობს რაიმე, რაც შენზე მეტი შეიძლება იყოს. ადამიანებში რომ იჭრები, სისხლზე მეტი ხდები. შენი ყველა სიტყვა გულზე იწერება. მგონი, დღეებს ათენებ, იცი?! თუმცა, მგონი არაფერ შუაშია. შენ თენდები. ძალიან ლამაზად თენდები. ახლა მივხვდი და მგონი, ვარსკვლავი ხარ. შუაღამის ვარსკვლავი. დღის მზე. მინდა პლანეტები გაჩუქო. ან ვარსკვლავი ჩამოგიხსნა და მოგცე, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ყველაფერი თვითონ ხარ, ოლი. მე რა უნდა გაჩუქო შენ?! იმდენი მაჩუქე, რაც მაკლდა მთელი ცხოვრება. იმით შემავსე, რაც არ მიგრძნია არასდროს. რა გქვია შენ, ოლი?! ანგელოზი."


***
- დაბადების დღეს გილოცავ, ოლი. - ტატუზე თითი გადაატარა და აკოცა.
- Carpe Diem, ივი.
- შემიყვარდი, ოლი.


ვაჰ . . .
გაზაფხულს გილოცავთ!
დაბრუნებას - ჩემ თავს და ჩემ ნაწილს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1  offline მოდერი სალანდერი

დავბრუნდები ❤❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
დავბრუნდები ❤❤❤

სასწაულად მიყვარხარ!

 


№3  offline მოდერი სალანდერი

გაზაფხულს გილოცავ გაზაფხულის გოგო. . . . კი არა და . . . გაზაფხულს გილოცავ გაზაფხულო და ჩემო გოგო. . .
როგორ ლამაზად გაგვიზაფხულდა ქუთაისში. . .
თეთრი ხიდი. . .
სიყვარულის ბაღი. . .
და რიონი, რომელიც რატომღაც გაკვრითაც არ ახსენე. . . იცი რა? ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა, ბედნიერებაა სიყვარულით წერდეო, ნაგვად ქცეულ საკუთარ ქალაქზე. . . ჰოდა ახლა იმ გოგოს შენ თვითონ გადაეცი, რომ ჩემი ქალაქი ნაგვად არასდროს ქცეულა. . .
იმ გოგოსთვის ბევრი რამე გვაქვს სათქმელი მგონი, თუნდაც "ჩვენი" ქალაქის შესახებ და მისი სიყვარულისაც. . .
ჰო და
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მაინც გაზაფხულზე მეტად მე'ჩემები და გაზაფხულის გოგოსაც არ დაგიძახებ!
ჩემო! . . .
ჰოდა ამათზე არაფერსაც არ ვიტყვი! თვითონ იციან!

 


№4  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სალანდერი
გაზაფხულს გილოცავ გაზაფხულის გოგო. . . . კი არა და . . . გაზაფხულს გილოცავ გაზაფხულო და ჩემო გოგო. . .
როგორ ლამაზად გაგვიზაფხულდა ქუთაისში. . .
თეთრი ხიდი. . .
სიყვარულის ბაღი. . .
და რიონი, რომელიც რატომღაც გაკვრითაც არ ახსენე. . . იცი რა? ერთხელ ერთმა გოგომ მითხრა, ბედნიერებაა სიყვარულით წერდეო, ნაგვად ქცეულ საკუთარ ქალაქზე. . . ჰოდა ახლა იმ გოგოს შენ თვითონ გადაეცი, რომ ჩემი ქალაქი ნაგვად არასდროს ქცეულა. . .
იმ გოგოსთვის ბევრი რამე გვაქვს სათქმელი მგონი, თუნდაც "ჩვენი" ქალაქის შესახებ და მისი სიყვარულისაც. . .
ჰო და
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მიყვარხარ!
მაინც გაზაფხულზე მეტად მე'ჩემები და გაზაფხულის გოგოსაც არ დაგიძახებ!
ჩემო! . . .

აი, ასე უცებ რომ შეგიძლია ადგე და ამატირო, რისი ღირსი ხარ ახლა შენ, საერთოდ?!
ახლა აქ რომ მყავდე, ისე ჩაგეხუტებოდი, ისე, ისე . . .
შენი გაზაფხული სულ შენთან იყო, მაგრამ მე მაინც, ზუსტად ამ გაზაფხულს გისურვებ ყოველთვის!
ისე მენატრები უკვე . . .
ჩვენს ქალაქში ჩვენ ვიყავით, ნაგვად რა გადააქცევს საოცარ სილამაზეს . . .
როგორ მიყვარს სამი წერტილი და არც ერთი - ერთი!

სიგიჟემდე მიყვარხარ!
საოცრად!
ყველანაირად,
ჩემო!

 


№5 სტუმარი სტუმარი ...

ისევ ისეთი ლამაზი ხელწერა გაქვს, ელპინ...
შენებური.

ამდენი ხნის მერე შემოვიჭყიტე და როგორი ლურჯია აქაურობა,
ძალიან ლამაზი.
ამდენი ხნის შემდეგ ისევ წაგიკითხე და ისევ ვიგრძენი შენი მონატრება.
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ისევ ისე გგრძნობ.
ისე მომენატრა ჩვენი საუბარი...
ჩემი აუტანელი ეგოსიტობა, სიყვარული, მონატრება, 'დიდი' და 'პატარა'...
სულ ვეგოსიტობდი შენზე, მაგრამ ახლა ასეთი მომწონხარ...
თავისუფალი და სხვა ეგოსიტი რომ გყავს ♥

ამდენი ხნის შემდეგ გამოჩენა ალბათ სისულელეა,
მაგრამ მომენატრე, ელპინ...
ძალიან მომენატრე.

 


№6  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სტუმარი ...
ისევ ისეთი ლამაზი ხელწერა გაქვს, ელპინ...
შენებური.

ამდენი ხნის მერე შემოვიჭყიტე და როგორი ლურჯია აქაურობა,
ძალიან ლამაზი.
ამდენი ხნის შემდეგ ისევ წაგიკითხე და ისევ ვიგრძენი შენი მონატრება.
რამდენი დრო გავიდა, მაგრამ ისევ ისე გგრძნობ.
ისე მომენატრა ჩვენი საუბარი...
ჩემი აუტანელი ეგოსიტობა, სიყვარული, მონატრება, 'დიდი' და 'პატარა'...
სულ ვეგოსიტობდი შენზე, მაგრამ ახლა ასეთი მომწონხარ...
თავისუფალი და სხვა ეგოსიტი რომ გყავს ♥

ამდენი ხნის შემდეგ გამოჩენა ალბათ სისულელეა,
მაგრამ მომენატრე, ელპინ...
ძალიან მომენატრე.

ვინც ახლა ჩემშია, ჩემია, ყველაფერია და არ არის "სხვა", თქვა - ადამიანები არიან, ეპატიებათო.
ჰოდა.

 


№7  offline წევრი სიბილა

ვაჰ, კომენტარებიანად ერთი ამოსუნთქვა იყო)))

 


№8  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიბილა
ვაჰ, კომენტარებიანად ერთი ამოსუნთქვა იყო)))

რუსა, უზარმაზარი მადლობა შენ!

 


გადასარევი ხარ შენ, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი იამაყებს შენით, მიხარია რომ არსებობ საერთოდ, ვიცი რომ არ გიცნობ, ვიცი რომ ნანახიც არ მყავხარ მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე კარგად გაგიცანი და შეგისწავლე, ძალიანა მაგარი ვიღაცა ხარ

არა შრნ უბრალო ვიღაცა კი არა ხარ, შენ ჩემი ვიღაცა ხარ

 


№10  offline წევრი Kalina

ბრჭყვიალებდა ეს ნაწერი, ანუშკა♥️
ისე მენაზა, ისე მელამაზა...
ძალიან მომეწონა:)
შენებური, სითბოთი სავსე.

ძალიან მიყვარხარ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline ახალბედა მწერალი ელპინი

სიყვარული გულს გვტკენს
გადასარევი ხარ შენ, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი იამაყებს შენით, მიხარია რომ არსებობ საერთოდ, ვიცი რომ არ გიცნობ, ვიცი რომ ნანახიც არ მყავხარ მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკვე კარგად გაგიცანი და შეგისწავლე, ძალიანა მაგარი ვიღაცა ხარ

არა შრნ უბრალო ვიღაცა კი არა ხარ, შენ ჩემი ვიღაცა ხარ

ძალიან დიდი მადლობა ამდენი თბილი და დადებითი სიტყვისთვის, გული გამითბე. უცნაურია ასეთი სიტყვების მოსმენა სრულიად უცხო ადამიანისგან, ძალიან გამახარე. ♥

მარიკუნაა♥️
ბრჭყვიალებდა ეს ნაწერი, ანუშკა♥️
ისე მენაზა, ისე მელამაზა...
ძალიან მომეწონა:)
შენებური, სითბოთი სავსე.

ძალიან მიყვარხარ♥️

შენ რომ დადიხარ და თვალებით სიყვარულს ასხივებ, იცი?!
უზარმაზარი და უთბილესი გული გაქვს შენ!

მეც მიყვარხარ, ძალიან ლამაზო.

 


№12  offline წევრი -ლილუ

აუ როგორ არ გელოდი....
მარტივით გამიხარდი...(ან უფრო მეტად)
რა შეიძლება გითხრა...
გაზაფხული...
მზე...
სითბო...
სიტკბო...
სიყვარული...
ყველაფერი იყო რა სულ სულ ყველაფერი...
ჰო და ბოლოს...
ისე უნდა იცხოვრო,რომ...
ბევრი ძალიან ბევრი...
წამის დაჭერა შევძლოთ...
წამი,რომელიც გვცვლი...
ელპინ'ო საუკეთესო გაზაფხული მოიყვანე...
ოჰ როგორ მენატრებოდი მთელი შენი დიდებულებით...
წერე...
თითების ტკივილამდე...
ბევრი წერე...
სულ წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
მწერალადდაბადებულო....

 


№13  offline ახალბედა მწერალი ელპინი

-ლილუ
აუ როგორ არ გელოდი....
მარტივით გამიხარდი...(ან უფრო მეტად)
რა შეიძლება გითხრა...
გაზაფხული...
მზე...
სითბო...
სიტკბო...
სიყვარული...
ყველაფერი იყო რა სულ სულ ყველაფერი...
ჰო და ბოლოს...
ისე უნდა იცხოვრო,რომ...
ბევრი ძალიან ბევრი...
წამის დაჭერა შევძლოთ...
წამი,რომელიც გვცვლი...
ელპინ'ო საუკეთესო გაზაფხული მოიყვანე...
ოჰ როგორ მენატრებოდი მთელი შენი დიდებულებით...
წერე...
თითების ტკივილამდე...
ბევრი წერე...
სულ წერე...
მე სულ წაგიკითხავ...
მწერალადდაბადებულო....

ემოციების ქარიშხალო,
რომ შემოვარდები და ასე უცებ ამავსებ,
რა კარგი ხარ,
იცი?!
აი, სითბოს თან დაატარებ, მართლა.
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!
ისე მიხარიხარ რომ აქ ხარ,
ჩვენ რომ ვიცით ისე,
განსხვავებულად და
ძალიან თბილად.

გისურვებ ძალიან ბევრი წამი დაიჭირო!
ლილუ . . .

 


ისევ გრძნობები...
ისევ თითოეული წინადადების მძაფრი შეგრძნება...
ისევ ორიგინალური...
ისევ განსხვავებული...
ისევ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ელ პინ!
❤️❤️❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი ელპინი

ქეთი იმერლიშვილი
ისევ გრძნობები...
ისევ თითოეული წინადადების მძაფრი შეგრძნება...
ისევ ორიგინალური...
ისევ განსხვავებული...
ისევ მოწოდების სიმაღლეზე ხარ ელ პინ!
❤️❤️❤️

უთბილესო, ძალიან დიდი მადლობა! ❤️

 


№16  offline მოდერი მარტო სახლში

vaimee miyvarxar shenc da es istoriac <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent