შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (1-ლი თავი)


4-03-2019, 12:52
ავტორი Alice76
ნანახია 3 387

ჩემი ოცდაექვს წლიანი არსებობა ორ ფრიად მნიშვნელოვან ეტაპად იყოფა-ირისის გამოჩენამდე და მისი გამოჩენის შემდეგ.
დარწმუნებული არ ვარ,რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნება პირველი ეტაპის წვრილმანები,თუმცა თავს მოვალედ ვთვლი,მცირე ნათელი მაინც მოვფინო დროის იმ მონაკვეთს,რათა გარკვეული წარმოდგენა შევქმნა ირისის მნიშვნელობაზე.
დავიბადე ღარიბ ოჯახში,რომელსაც სიღარიბის არაფერი ეტყობოდა.ალბათ იკითხავთ,როგორო,თუმცა პასუხი საკმაოდ მარტივია-ჩემი დაბადებისას ქვეყანაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების წყალობით,ვგულისხმობ ყველასათვის კარგად ნაცნობ 90-იან წლებს,მანამდე არხეინად მცხოვრებმა მოსახლეობის ნაწილმა მკვეთრად იგემა გაჭირვება. ის,რასაც ადრე ბევრი ფული მოჰქონდა,უსარგებლო ნაგვად იქცა,რეჟიმის რღვევიდან სარგებელს მხოლოდ ერთეულები ნახულობდნენ,ძირითადად თავზეხელაღებული ნაძირლები,ბევრი რომ აღარ გავაგრძელო,ჩემი ოჯახი საკმაოდ შეძლებული იყო,სიღარიბე კი მოულოდნელად დაატყდათ თავს,რაც ჩემი უკუღმართი ბედის წყალობით,ჩემივე დაბადებას დაემთხვა.
ისე გამოვიდა,რომ ჩემი ციცქნა,ვარდისფერი და დაჭმუჭნული ფეხი ოჯახისთვის უბედურების მომტანი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა,ამას მე არავინ მაბრალებდა,მაგრამ აღნიშნული საკითხით დაინტერესებულმა,შემდგომში,თინეიჯერობისას,გადავწყვიტე უფრო ღრმად შემესწავლა ბედი.
ამაზე ფიქრი მაშინ დავიწყე,როდესაც ბებიაჩემმა მიამბო,შენი დაბადების დღეს,ანუ 1993 წლის 29 ნოემბერს,იმავე საავადმყოფოში,სადაც დაიბადე,ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალაო.
მაშინ თორმეტი წლის ვიყავი,ელექტროენერგია ხშირად ქრებოდა და ბებოც,სანთლის შუქზე სხვადასხვა ისტორიას მიყვებოდა.
-დედაშენს მუცელი დილით,რვა საათზე ასტკივდა,მაშინვე გავაქანეთ საავადმყოფოში,მაგრამ შენ არ გნებავდა გამოსვლა,ისე აწვალე მაშინ საწყალი ქალი... მე,მამაშენი და კიდევ ოცდაათამდე ნათესავი მოსაცდელში ვტურყუტებდით,მთელი დღე,შამპანურმომარჯვებული შენი მომავალი ნათლიები უკვე ამთქნარებდნენ,ელოდებოდნენ ქეიფის მიზეზს,შენ კი წელავდი და წელავდი. დაახლოებით დღის ოთხი საათი იქნებოდა,როცა დედაშენთან ასვლა და სიტუაციის გარკვევა გადავწყვიტე,სამშობიარო ბლოკამდე რეანიმაციისა უნდა გამევლო. შესვლა არ შეიძლებოდა,მაგრამ დაცვას ოც ლარიანი ჩავუკუჭე და გავუყევი ჰოლს.
კიბეებზე ასვლას ვაპირებდი,როცა დიდი,თეთრი კარი ხმაურით გაიღო და ხუთი,თეთრ ხალათში ჩაცმული ადამიანი გამოჩნდა. მანამდე ვიგრძენი მათი პანიკა,სანამ საერთოდ რამეს დავინახავდი. შემაძრწუნებელი აურა,ახლაც კი მაჟრჟოლებს გახსენებისას. მგონია,მაშინ მათ ფეხებთან ადევნებული სიკვდილი ვიგრძენი...
მერე საკაცეც დავინახე,გამალებით რომ მოარბენინებდნენ და თან ერთმანეთს რაღაცებს უყვიროდნენ.
ზედ გამხდარი სხეული ესვენა,სახეს თვალი შევავლე და შევკივლე-სისხლის მეტი ვერაფერი დავინახე,თითქოს ადამიანის თავი,თმები,კბილები,თვალები,ყველაფერი ერთმანეთში იყო აზელილი,სისხლი ისეთი სიხშირით მოდიოდა, იატაკზეც დაიღვარა,ახლა რომ ვიხსენებ,რამდენი ხანი შეიძლებოდა გაგრძელებულიყო საკაცის დერეფანში გაქროლების მომენტი? ალბათ ერთი წუთიც კი არა,მე კი მეგონა,მთელი დღე ვიდექი იქ და ვუყურებდი მომაკვდავ გოგონას.
რომელიღაც ექიმმა შემამჩნია და მიყვირა,რას უდგახარ,აქ ვინ შემოგიშვაო და მეც გამოვფხიზლდი. სწრაფად ავირბინე კიბეები და დედაშენის პალატას მივაშურე.
თითქმის მაშინვე გადამავიწყდა ნანახი,როდესაც ჩემს სმენას მისწვდა ოთახიდან გამომავალი ხმა-ექიმის ჩუმი დუდუნი,რომელიც დედაშენს ამხნევებდა,ცოტაც და მორჩებაო,მეტი არაფერი. სრული სიჩუმე. შემაძრწუნებელი იყო,იმდენად,რომ იმ სიჩუმის გაძლებაც კი გამიჭირდა,თითქოს ყველანაირ კივილსა და ღრიალზე მეტად გადმოსცემდა დედაშენის ტკივილს.ხმას არ იღებდა და რომ არა ექიმის მშვიდი ხმა,მეგონებოდს,რომ ცოცხლებში აღარ ეწერა.
კართან ატუზული ველოდებოდი ორიოდე საათი რაიმე სხვა ხმას და ბოლოს,შვიდის ნახევარზე,შენი ტირილიც გავიგე,შემდეგ კი ექიმის მხიარული წამოძახილი-გოგოა!
მაშინვე მოვწყდი ადგილს და უკან ჩავირბინე.
მახარობელი ვიყავი,თანაც როგორი-ჩემი მოსახელე დაიბადა-აქ ქალბატონი ეთერი ყოვნდება და სიყვარულით მეტანება ლოყაზე-ჩემი ცქრიალა გოგო დაიბადა,ისეთი ბედნიერი ვიყავი,ორმოცდახუთი წლის ასაკში თვრამეტი წლის გოგოსავით ვახტებოდი კიბის საფეხურებს.-ჰმ,აბა მე მკითხეთ,დავიბადე და მაშინვე ეთერი დამარქვეს.ბავშვის ასე გამეტება გაგონილა?-ჩავედი ჩვენებთან,ვუყურებ ხალხს და ხმას ვერ ვიღებ სიხარულისგან-განაგრძობდა ბებო-მეკითხებიან,რა ხდება,ანა ხომ კარგადაა,ექიმმა რაო?.. მე კი ლენჩივით დამიღია პირი და უბრალოდ ვათვალიერებ იქ მყოფებს.
ჩემი დანახვისას ყველა ფეხზე წამომდგარა,მხოლოდ ერთი ბიჭი ზის,თავი ხელებში ჩაურგია და არ ინძრევა. ჩვენიანი არაა,ვიღაც უცხოა... ამ დროს ძალა მოვიკრიბე და გოგოა-მეთქი,დავიკივლე. არტყდა ერთი ჟრიამული,ყვირილი,შამპანურების ხსნა და ფრენა,ვიღაცამ ჭიქა მომაჩეჩა,ვეხვეოდი და ვკოცნიდი ხალხს,იმ უცხო ბიჭთან ახლოს აღმოვჩნდი,შევამჩნიე,მედდა წამოსდგომოდა თავს. რაღაც ისე ვერ იყო,ქალი ჩუმად,ტირილით ეუბნებოდა რაღაცას,ბიჭი კი,ისევ ხელებში ჩამალული,მხრებს უცნაურად არხევდა,მივხვდი,ქვითინებდა.
მედდამ თანაგრძნობით დაადო მხარზე ხელი,შენდეგ ისე გამოსწია,თითქოს დენმა დაარტყაო და გამობრუნდა. ჩემს თვალებს შეეფეთა,გაუბედავად შემომხედა და ახლოს მოიწია.
-იცით,ქალბატონო-თვალებში ცრემლები უბრწყინავდა-მესმის,რომ სასიხარულო ამბავია,თუმცა მაინც არაა სწორი საავადმყოფოში ასეთი მხიარულება,სხვებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ,ადამიანს ცოლი გარდაეცვალა-მეტი არაფერი უთქვამს,სწრაფად გამშორდა და დამტოვა გახევებული.
ბიჭს თვალს ვეღარ ვწყვეტდი,ჩვენიანები არ ჩერდებოდნენ,ვის ადარდებდა ახლა,თუ საავადმყოფოში ავადმყოფები ან გარდაცვლილები იყვნენ? ახალი სიცოცხლე გაჩნდა,მთავარი ხომ ეს იყო. ამხელა ჟრიამულში კი ერთადერთი ადამიანი,რომლის სულიც საშინელი ცეცხლის ალში იწვებოდა და მალე ალბათ დაიფერფლებოდა,შეუმჩნევლად,კუთხეში მიყუჟული ქვითინებდა.
განა უბედურება გაცილებით უარესი ასატანი არაა,როდესაც ბედნიერებას შორიდან უყურებ?
ალბათ,იმ უბედურს,თუ კი ესმოდა საერთოდ ჩვენი ჟრიამული,რა ფიქრები აწუხებდა მაშინ,ამიტომაც ჩვენიანებს დავუცაცხანე და გარეთ ყინვაში გავყარე. ჩემთვისაც აუტანელი იყო ორი უკიდურესობის ყურება...
-ბებო-მოუთმენლად გავაწყვეტინე მაშინ-ამას რატომ მიყვები?
ეთერი უცნაურად შეიშმუშნა,სანთელს ჩამოღვენთილი ნაწილი მოაძრო და ფიქრიანად მოსრისა ხელში.
-არ ვიცი,ალბათ იმიტომ,რომ მაშინ ბევრ რამეზე დავფიქრდი. რანაირ დაკრძალვაზე აღარ ვყოფილვარ,ბავშვის,მოხუცის,ისეთის,ვინც წლები კვდებოდა,ნათესავის,მეგობრის,მაგრამ ასეთი რამ ცხოვრებაშიარ განმიცდია,მე მაშინ სიკვდილი დავინახე. არა ადამიანის უზომო მწუხარება-ეს ცხოვრების ნიშანია,არამედ უბრალოდ სიკვდილი და მივხვდი,ის მაშინ ჩნდება,როდესაც ვინმე იბადება. დაბადება წარმოშობს სიკვდილს.
არ ვიცი,მაშინ ბებო რატომ მესაუბრა მსგავს რთულ თემაზე,თუმცა მისი მონაყოლი მკვეთრად ჩამრჩა გონებაში,რამაც შემდგომში შედეგებიც მოიტანა.
ზოგადად ჩემს ცხოვრებას რომ მივუბრუნდეთ,წყნარი ბავშვიაო,ნამდვილად არ ითქმოდა ჩემზე,თუმცა მხოლოდ სახლში,სადაც ჩემი სამფლობელო იყო. ორი ძმა ,ერთი უფროსი და მეორე უმცროსი,დიდად ვერ უშლიდნენ ხელს ჩემს ბატონობას,ოჯახის ნებიერა ვიყავი და ჩემი სილამაზის წყალობით,სტუმრების გულებსაც ვიპყრობდი.
სკოლაში გაცილებით წყნარად ვიქცეოდი,დაწყებითი კლასები,რა თქმა უნდა,არ მახსოვს,თუმცა გადმოცემით ვიცი,რომ დამჯერი და სწავლის მოყვარე ვიყავი.
ალბათ ის პერიოდი იმიტომ არ მახსოვს,რომ უდარდელი და ბედნიერი ვიყავი. მსგავსი დრო ხომ სწრაფად და შეუმჩნევლად გადის ისე,რომ მოსაგონებლად არაფერი რჩება. ჩვენს მეხსიერებაში კვალს უფრო ხშირად უარყოფითი მომენტები ტოვებს,სწორედ ამიტომ,შესანიშნავად მახსოვს ახალ სკოლაში გადასვლის პირველი და ყველა დანარჩენი დღე.
ერთ მშვენიერ დღეს,როდესაც ის ის იყო,მეექვსე კლასელი უნდა გავმხდარიყავი,ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს,რომ სოფლის ჩვეულებრივი სკოლა,ჩემნაირი გონიერი ბავშვისთვის ,არ იყო შესაფერისი და ახლომდებარე ქალაქის კერძო სკოლაში მიმაბრძანეს.
რა თქმა უნდა,ეს არ იყო სწრაფი გადაწყვეტილება,იმ დროისთვის ფინანსურად საკმაოდ გვიჭირდა,რასაც მეც კი მშვენივრად ვხვდებოდი,თუმცა სწორედ ამ გაჭირვების გამო სურდათ,კარგი განათლება მიმეღო,ამიტომაც დედა,მამა და ბებო თავდაუზოგავად შრომობდნენ და ბოლოს ოჯახის სამივე ახალგაზრდა წევრი ახალ სკოლაში აღმოვჩნდით.
ჩემს ძმებს იქაურობასთან შეგუება არ გასჭირვებიათ,ყოველ შემთხვევაში,მე ასე მეგონა,სამაგიეროდ თქვენი მონა-მორჩილი პირველივე დღეს აღმოჩნდა საჯარო დაცინვის ობიექტი,კერძოდ კი მაშინ,როდესაც მასწავლებელმა დაფასთან გამიყვანა და გამოაცხადა,გაიცანით,თქვენი ახალი ამხანაგი,ეთერიკოო.
ვინ უთხრა საერთოდ,ეთერიკო მქვიაო? როგორც მახსოვს,გარკვევით წერია ჩემს დაბადების მოწმობაში სახელი “ეთერი”,რომელსაც ისედაც არ ულხინს,ყველანაირი “კო” ების დამატების და კნინობითი ფორმების გამოგონების გარეშე!
იცოდა მაინც ამ მასწავლებელმა,რომელსაც სრულიად ჩვეულებრივი სახელი-თამუნა ჰქვია,რომ “ეთერიკოს” გაჟღერება იგივეა,რაც ჯუმბერიკო,ტრისტანიკო ან ვარლამიკო!
იმ დღიდან შემერქვა მანამდე ეტოს ეთერიკო.
ალბათ ყველამ იცის,რომ სუსტი ადამიანები იქ გარტყამენ,სადაც ფიქრობენ,რომ გეტკინება,ძლიერები კი შენი უძლეველი მხარის მონადირებას ცდილობენ.
ჩემს კლსში უმრავლესობა სუსტი იყო,ამიტომაც,როგორც კი დაინახეს ჩემი რეაქცია “ეთერიკოზე”,მაშინვე აიტაცეს ეს სახელი და რაც შეიძლება დამამცირებელი ინტონაციით მეძახდნენ მთელი შვიდი წელი.
ნელ-ნელა ჩემი სახელის კომპლექსი ყველაფრის კომპლექსად გადაიქცა.
აბუჩად იგდებდნენ ჩემს ჩაცმას,ვარცხნილობას,წიგნების სიყვარულსა და გაკვეთილების ფრიადზე მომზადებას,ჩემს სიმაღლეს(ბიჭებზე მაღალიც კი ვიყავი),ოჯახის სიღარიბეს,ძმის გამონაცვალ ჩანთას...
მოკლედ,ყველაფერს. და ამ ყველაფერში მე საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.
რა თქმა უნდა,მართალიც ვიყავი.
მსოფლიო სავსეა ბოროტი ადამიანებით და ისინი ოდესღაც ბოროტი ბავშვები იყვენენ. თუ კი ვინმეს ჩვენი განაწყენების უფლებას ვაძლევთ და შემდეგ,ბალიშში თავჩარგულნი,ამ წყენას დავტირით,ჩვენივე დანაშაული გამოდის.
“ეთერიკოსი” მე რომ არ შემრცხვენოდა,ვინმე საერთოდ შეამჩნევდა?
ეს სახელი ისე რომ მეტარებინა,როგორც ბებიაჩემი ატარებდა-სიამაყით-ვინმეს თავში აზრად მოუვიდოდა ჩემი დაცინვა?
ამას მალევე მივხვდი,თუმცა უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ვხედავდი. რთულია შეცვალო ის შთაბეჭდილება,რომელიც გარშემომყოფებს ჩამოუყალიბე შენზე,მით უმეტეს,როდესაც თავადაც მათსავით ფიქრობ,თანაც 15 წლის გოგონა ხარ.
ჩემი პიროვნების ცვლილება დაიწყო,ის გავითავისე,რაც სხვების წარმოდგენაში ვიყავი.
სახლშიც იგივე გავხდი,რაც სკოლაში ვიყავი-ჩუმი,ჩაკეტილი,უმეგობრო გოგონა,რომელიც შვებას მხოლოდ წიგნებში ნახულობდა,გულის სიღრმეში კი ვოცნებობდი ისეთ ცხოვრებაზე,როგორიც სხვებს ჰქონდათ-დადიოდნენ ხატვის,ცეკვის,სიმღერის წრეებზე,გაკვეთილების შემდეგ სახლში არ მიეჩქარებოდათ და მეგობრებთან ერთად ერთობოდნენ,სოციალურ ქსელებში ფოტომოდელის დარ სურათებს დებდნენ და უამრავ მოწონებას იმსახურებდნენ. ერთი სიტყვით,მიუხედავად იმისა,რომ თავს ვუმტკიცებდი,ეს არ მჭირდებოდა,პოპულარობა მინდოდა.
ვოცნებობდი,მეც დამხვედროდა ჩემს ჩანთაში შესვენებაზე ჩაცურებული ფურცელი, წარწერით “ეტო,მიყვარხარ” ან კარგი,”მომწონხარ” მაინც,მაგრამ ეტო წარსულში დარჩა,ეთერიკო კი არავის უყვარდა.
ჩემი ერთადერთი მეგობარი ჩემივე ძაღლი იყო,სახელად პაწკო,რომელიც მამამ მე-10 კლასელ ეტოს მომიყვანა.
სახელი თავად შევურჩიე,რადგანაც სულ ერთი ციცქნა იყო,როდესაც ქუჩაში იპოვა,იმდენად პატარა,რომ მამას ხელის მტევანზე თავისუფლად ეტეოდა.
მაშინ ვერ გავთვალე,რომ პაწკო პაწუა იმიტომ იყო,რომ ახალდაბადებული,მშიერი და უსახლკარო,1 თვემდე ლეკვი გახლდათ და ვერც ის მოვიფიქრე,რომ პატარა ჯიშის ძაღლი შესაძლოა არც ყოფილიყო.
მოკლედ,პაწკო,ჩემი დედობრივი მზრუნველობისა და კარგი კვების წყალობით,მალევე გახდა ხბოს ზომის,სახელი კი იგივე დარჩა,ვცადე,შემეცვალა,თუმცა იმდენად იყო მიჩვეული,ვერაფერს გავხდი.
სწორედ ის იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი,რომელთან ერთადაც ვატარებდი მთელ ჩემს თავისუფალ დროს-დავდიოდით მაღაზიაში,ვთამაშობდით ძველისძველი ჩოგბურთის ბურთით,ვაწუხებდით მეზობლების ქათმებს,ჩუმად ვუგდებდით ყურს ღამის ხმაურს და რაც მთავარია,ვსეირნობდით ტყეში.ეს ერთგვარი ტრადიცია იყო,თუ კი რომელიმეს გადაუდებელი საქმე არ გამოგვიჩნდებოდა,დარში თუ ავდარში,ერთად დავეხეტებოდით ხეებს შორის და ჩვენს მშობელს-ბუნებას ვსწავლობდით.
პაწკო ყველაფერს ყნოსავდა,მე ვათვალიერებდი. ჩემი თვალები და მისი ცხვირი საერთო ჯამში იდეალურ აღქმას იძლეოდა.
მახსოვს,ერთხელ სწორედ მსგავსი მოგზაურობიდან ვბრუნდებოდით,როდესაც პაწკოს ჩემი გულისტკივილი გავანდე.
-იცი,როგორ მინდა,მეგობარი მყავდეს? ყოველ დილით სკოლაში წასვლა ისეთი ტანჯვაა-ამოვიოხრე და მის ნაწყენ თვალებს შევხედე-არა,განა შენ არ ხარ მეგობარი,უბრალოდ მაინც საჭიროა ადამიანი გვერდით. აი,მაგალითად,შენ რომ სხვა ძაღლი მოგიყვანოთ,ხომ გაგიხარდება? როგორ ეთამაშები ხოლმე ვიკის(ჩვენი მეზობლის,ოთხმოციოდე წლის დოდო ბებოს პატარა გოშია).
პაწკომ ისეთი თვალებით შემომხედა,აშკარად ვერ მიხვდა,რაში მჭირდებოდა ადამიანი მეგობარი. კაცმა რომ თქვას,თავადაც ვერ ვიაზრებდი ბოლომდე,მაგრამ ვიცოდი,მჭირდებოდა.
მაშინ ბევრს ვფიქრობდი,თუ რატომ ველოდებოდი ვიღაც “ადამიანს”,იქნებ თანამოაზრე მჭირდებოდა? თუ მარტო აღარ ვიქნებოდი,გაცილებით გამიადვილდებოდა იმ ყოფის ატანა,რაშიც ჩემი თანატოლები მაგდებდნენ,რომელშიც თავად გავცურე უკანმოუხედავად...
მეგობარი ბევრი რამისთვის შეიძლება დასჭირდეს ადამიანს,თუმცა სანამ რაიმე გჭირდება და ეძებ,ვერაფრით იპოვი. ასეთია ცხოვრების კანონი.
არ მსურდა,ჩემი ტანჯვა მარტოს გადამევლო,სხვა სულის სიძლიერე მჭირდებოდა,რომელიც დამიყვავებდა და მიმახვედრებდა,რომ არც ისეთი ცუდი ვიყავი,როგორც ვფიქრობდი.
ასტროლოგია ყოველთვის მაინტერესებდა,გულდასმით ვსწავლობდი ჩემს ნიშანს და ვცდილობდი,ათასობით წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ჩემი პიროვნების შესწავლაში გამომეყენებინა. დასკვნა კი შემდეგნაირი გამოვიდა-კაცობრიობის ცოდნა მხოლოდ იმაში დაგეხმარება,რომ სწორად ფიქრი ისწავლო,შენს პირად საქმეს კი ყველაზე ბრძენი ადამიანიც კი ვერ მოაგვარებს. იმას,რაც გონებაშია ჩამალული,ერთადერთი ადამიანი ჩაწვდება-მე.
სხვები კი უბრალოდ გვეხმარებიან და სხვანაირად არც შეიძლება.
მიუხედავად მსგავსი დასკვნისა,რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება მაინც აღმოვაჩინე,რონელთაგან უმთავრესი მაინც ის იყო,რომ ჩემი დაბადება ზუსტად ემთხვეოდა მთვარის სრულ დაბნელებას.
ამ ფაქტის აღმოჩენამ გამამხნევა,რადგანაც თავი გამორჩეულად ვიგრძენი,თუმცა მალევე მივხვდი,რომ შავი მთვარე არაფერ კარგს არ მოასწავებდა.
ბნელი ქალღმერთი-ლილიტი ჩემში მძაფრად შევიგრძენი. ის,ვინც სიბოროტეს და უკუღმართობას მფარველობს,რომლისთვისაც ყველაფერი კარგი მოსაწყენი და უცხოა,როგორც არ უნდა ეცადოს,ბედნიერად ვერ იცხოვრებს,რადგან ბედნიერებას ვერ იტანს...
ამ შავ არსებას არა მარტო სულში,არამედ საკუთარ სხეულში ვგრძნობდი და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს,მომწონდა.
ყოველთვის ვოცნებობდი,რომ ერთ დღესაც ჩემში ლილიტი გაიღვიძებდა,ფრთებს გაშლიდა და საშუალებას მომცემდა,ყველასთვის ის მეთქვა,რასაც რეალურად ვფიქრობდი.
მაგრამ ეს დრო არ დგებოდა,ვერ ვჯაბნიდი იმ გრძნობას,რომ სხვებზე დაბლა ვიდექი.
სოციალურ ურთიერთობებში მოვიკოჭლებდი(ან საერთოდ უხელ-ფეხი ვიყავი),სამაგიეროდ სწავლის მხრივ ყველაფერი შესანიშნავად მქონდა,ალბათ იმიტომ,რომ ჩემი მიზანი იქაური სასტიკი ხალხის დატოვება და იმის დამტკიცება იყო,რომ სკოლაში “მაგარ როჟად” ყოფნა მომავალს არ აგიწყობს,სამაგიეროდ,სწავლა-განათლება ნამდვილად დაგეხმარება.
ეს ასეცაა,თუმცა რადიკალიზმი ორივე შემთხვევაში დამღუპველია.
ჩემი ოცნება ავიხდინე,ჩავაბარე ეროვნული გამოცდები და სრული დაინანსებით ჩავირიცხე იურიდიულ ფაკულტეტზე.
ჩემი პირველკურსელობის აღწერა,თუნდაც ისეთი ენაწყლიანი ადამიანისთვის,როგორიც მე ვარ,რთულ საქმეს წარმოადგენს,ამიტომაც მხოლოდ ერთი სიტყვაც კმარა-საშინელება!
ხონ გახსოვთ,როგორი ასოციალური ვიყავი,როდესაც ყველას ყურადღების ცენტრში მოხვედრილს,დამცინოდნენ. წარმოიდგინეთ,რა მოხდებოდა,როდესაც მსგავსი ყურადღებაც კი გაქრებოდა.
თავად გავქრი.
და დავბრუნდი მაშინ,როდესაც ირისი გავიცანი.

***
გაზაფხულის ერთ თბილ დღეს,უნივერსიტეტის ცივ კიბეებზე ჩამომჯდარი სემინარის მასალას ვიმეორებდი. სიაში პირველი ვეწერე,ამიტომაც ყოველთვის საშინელ წნეხში მიწევდა ყოფნა,პირველი გამოკითხვაში და შესაბამისად,პირველი შერცხვენაში,რადგანაც ჩვენს ღრმად პატივსაცემ ლექტორს ჩემი აწითლებული ლოყები ირონიის დიდი ტალღას აწვდიდა,გაპროტესტების უკანალი კი არ გამაჩნდა.
ამიტომ იყო,რომ ლექციებს შორის შესვენების ორსაათიანი პერიოდი არ გამოვიყენე და სეირნობის ნაცვლად უზარმაზარ კონსპექტს ვაწამებინებდი თავს.
კისკისი მომესმა და მოღუშულმა გავხედე სტუდენტების ჯგუფს,რომლებსაც მშვენივრად ვიცნობდი,ჩემი კურსელები იყვნენ.
მაღალ,ქერა გოგონას,რომელსაც გრძელი,ლამაზი თმები და ასეთივე ფეხები ჰქონდა,მარიამი ერქვა. პირველივე კურსზე ისე იცვამდა,ნამდვილი იურისტი გეგონებოდათ,მაღალი ქუსლები,კლასიკური შარვალი და პიჯაკი,ხელზე გადაკიდებულო რომელიღაც ცნობილი ბრენდის ჩანთა... ვერაფრით წარმომედგინა მარიამი სახლში-პიჟამებში ან ჩუსტებში,საერთოდ იმაშიც კი ვეჭვდებოდი,ტუალეტში თუ დადიოდა.
იგი ფაკულტეტის “ელიტის” ამომავალი ვარსკვლავი იყო,ყველანაირ კლუბსა და წრეში გაერთიანებული,უფროსკურსელებს აქტიურად ეცნობოდა,ლექტორებს “ფეისბუქზე “ ამატებდა და გულითადად ულოცავდა ყველანაირ დღესასწაულს. მოკლედ,როგორც შემდეგში ირისმა სრულიად დამსახურებულად შეარქვა,ვაზელინის დედოფალი იყო.
იმ დროს არ ვფიქრობდი,საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი,მაგრამ მარიამის მშურდა. ლამაზი,პოპულარული და წარმატებული იყო,ყველა ცდილობდა?მასთან რაიმე კავშირი ჰქონოდა,მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო და იმაზე მეტ ბიჭს უყვარდა,ვიდრე მე საერთოდ ვიცნობდი.
მარიამიდან მზერა მის გვერდით მდგარზე გადავიტანე. მიშტერებაში ვერავინ გამომიჭერდა,მე ხომ სრულად შეუმჩნეველი ვიყავი. ამიტომაც თამამად შევათვალიერე მეოთხე კურსელი ღვთაება-დაჩი სულაძე.
მისი სახელი და გვარი ორთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დავადგინე,როდესაც ჯერ კიდევ პირველ სემესტრელი ვიყავი და აუდიტორიის მისაგნებად უნივერსიტეტის რუქა და ორმოციოდე ჩამვლელის დახმარება მჭირდებოდა.
დაჩიც მაშინ “გავიცანი”,როდესაც სტუდენტა ჯგუფს რომელიღაც აუფიტორიის ადგილსამყოფელს ვეკითხებოდი.
მახსოვს,მაშინ გაუბედავად მივუახლოვდი აჟრიამებულ,თავისუფლად მოსაუბრე გუნდს და ისე ჩუმად დავსვი კითხვა,თავადაც ვერ გავიგე,არა თუ სხვებმა.
მეორედ ცოტა ომახიანად ვცადე,თუმცა,სამწუხაროდ ჩემი ომახიანობა კნავილს უფრო ჰგავდა,ამიტომაც ყველა დადუმდა და გაოგნებული მომაჩერდა.
აწითლებულმა ძლივს ამოვილუღლუღე,321-ე ოთახი სადაა-მეთქი და მაშინვე წასკდათ სიცილი.
-პირველკურსელები-გადაიკისკისა ერთმა სახედაკენკილმა გოგონამ.
-კიდე ვერ ისწავლე? -მკითხა ვიღაც ბიჭმა.
ის იყო,გამობრუნებას და ტუალეტში ჩუმად ტირილს ვაპირებდი,რომ ჯგუფს მაღალი ფიგურა გამოეყო და ხმადაბლა დაიგუგუნა.
-რა გჭირთ,ხალხო,იკითხა ადამიანმა. ჰო,რა იყო,ცოტნე,აღარ გახსოვს,რა და*ირებული დადიოდი დერეფნებში? მე მახსოვს-გადმომხედა და გამიღიმა-წამო,გაგცილებ,ცოტა რთული მისაგნებია.
თავი მოწამესავით დავუქნიე და ნერწყვი ყელში ძლივს გადავაგორე. სიმპათიურ ბიჭთან ერთად რამდენიმე ათეული ან იქნებ,ასეული ნაბიჯი უნდა გამევლო,იქნებ რაიმე ეკითხა კიდეც,ამიტომაც წინ რთული გზა მქონდა.
საბედნიეროდ,მალევე გაირკვა,რომ ხმის ამოღება საერთოდ არ მჭირდებოდა. დაჩი ჩუმად გაუყვა გზას და ჩემთვის არც შემოუხედავს,თითქოს საბაბი ვიყავი,რის გამოც ის ჯგუფი დატოვა და მარტოობით ტკბებოდა. თავისი მოვალეობა კი პირნათლად შეასრულა-321-ე აუდიტორია მართლაც რთულად მისაგნები აღმოჩნდა,იმიტომ,რომ ზედ მხოლოდ 32 ეწერა,მესამე ციფრი კი შვებულებაში წასულიყო.
დაჩის მადლობა გადავუხადე და სევდიანად გავაყოლე მზერა მიმავალს. ეს იყო და ეს. მას შემდეგ ყოველთვის ვეძებდი დერეფნებში,აუდიტორიებში,კაფეტერიასა და ქუჩაშიც კი. დამამთავრებელ კურსზე იყო და უნივერსიტეტში იშვიათად დადიოდა,ეს მესმოდა,თუმცა მაინც ვცდილობდი,რაიმე გამერკვია,მასთან კონტაქტი მინდოდა,თუნდაც ცალმხრივი.
ინტერნეტისა და საერთო მეგობრების დახმარებით,მისი ვინაობა ძლივს დავადგინე და მას შემდეგ ყველანაირ სოციალურ ქსელში ვჯაშუშობდი,ყოველ დილით და საღამოს დაჩის ინტერნეტგვერდის შემოწმებით ვიყავი გართული. მოკლედ,ამ ბიჭმა უიმედოდ შემიპყრო,თანაც დიდი ხნით.
თავადაც არ ვიცოდი,ასე რატომ დამემართა,თუმცა ასეთ შემთხვევებში ვინმემ იცის?
კიბეებზე მჯდარი,ერთი ბეწო მოგონებით გართული ხარბად ვათვალირებდი მის თითოეულ ნაკვთს. არ მსიამოვნებდა მიდი დანახვა,რადგანაც თავში ათასოცი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები მაწვებოდა და საკუთარ მეს ვეღარ ვცნობდი.
ვეღარ ვრჩებოდი ეტოდ და რომელიღაც ტვინგამოცლილ მამონტად ვიქცეოდი,როდესაც მის პროფილს ვუყურებდი-არწივივით შემართული წარბები,სწორი,ოდნავ დახრილი ცხვირი,მსხვილი ტუჩები,აჩეჩილი ბრინჯაოსფერი თმა და მასზე ოდნავ ღია წვერი.
თხელი,მუქი ნაცრისფერი მაისური ეცვა,რომელიც სპორტდარბაზში გატარებულ თითოეულ წამს ამაყად უსვამდა ხაზს.
მუქი,მკაცრი მზერა ჰქონდა,ვფიქრობდი,რომ სერიოზული უფრო იყო,ვიდრე მხიარული,თუმცა ჩემს დასკვნებსაც დიდად ვერ ვენდობოდი-ეს ხომ დერეფნებში რამდენიმე წუთიანი დაკვირვება იყო და მეტი არაფერი.

-სიმპათიურია-მომესმა მხიარული შეძახილი პირდაპირ ჩემს ყურთან და მოულოდნელობისგან შევხტი. გვერდით მივიხედე და გოგონა დავინახე,დაახლოებით,ჩემი ასაკის,რომელიც ძალიან მეცნობოდა,მაგრამ ვერაფრით ვიხსენებდი-საიდან.
-რ-რა?ვინ?-ამოვილუღლუღე და უკეთესად შევათვალიერე.
იმავე საფეხურზე ჩამოსკუპებულიყო,რომელზეც მე ვიჯექი,გრძელი,თხელი ფეხები დაუდევრად გაეშალა,ღია ფერის,ტანზე მომდგარი ჯინსი ეცვა და თხელი,შავი ტყავის ქურთუკი. გარდამავალ,ქერა ტონებად შეღებილი თმა კოსად შეეკრა თავზე,რამდენიმე ურჩი კულული კი უდარდელად ჩამოშლოდა. ხელზე ლამაზი თავი ჩამოედო და გამომცდელად მაკვირდებოდა. თვალები მუქად ჰქონდა შეღებილი,რომლებიც გრძელი ფრჩხილების შავ ფერს ეხამებოდა და საბოლოო ჯამში, მაგარი გოგოს იმიჯს სრულყოფილად აგვირგვინებდა.
-დაჩი-წარბები ასწია და თავი ბიჭის მიმართულებით გაიქნია-ისე აკვირდები,თითქოს მშიერი ალიგატორი იყო და წყლის დასალევად მდინარესთან მისული შველი დაინახე-თავის შედარებაზე გაეცინა,მეც გამეღიმა.
-საბოლოოდ კი ალიგატორი შვლის მიმართ ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი აღმოჩნდება და მდინარეში ჩაიხრჩობს თავს-ტრაგიკულად დავასრულე და ამოვიოხრე.
-მასეთი რამ ბუნებაში არ ხდება-თავი გაიქნია და სერიოზულად შემომხედა-ყველაზე გამბედავი ფანტასტიც კი ვერ იტყვის მაგას,ალიგატორი შეჭამს შველს,ამას თუ არა,სხვას.
ვიფიქრე,რომ აფსურდული იყო ჩემი ალიგატორთან შედარება,მაგრამ აღარ გავაჟღერე და ვეცადე,თემა გადამეტანა.
-აქ სწავლობ?
-თეორიულად,კი-ამოიოხრა-თუმცა,სამსახურის გამო,იშვიათად ვახერხებ მოსვლას.
-უკვე სამსახურიც გაქვს?-აღვფრთოვანდი-სად მუშაობ?
-უკვე? მეოთხე კურსს ვამთავრებ. მოსაწყენი სამუშაოა,ისეთი არაფერი-ხელი აიქნია,მივხვდი,ამაზე საუბარი არ უნდოდა-რა გქვია?
-ეტო-ვუპასუხე თავისუფლად. ასე მხოლოდ ახლობლები მეძახდნენ,თუმცა ის მაშინვე ასეთად აღვიქვი.
-ირისი-ხელი გამომიწოდა და რბილად ჩამომართვა-შეგიძლია,ირი დამიძახო.
-ირისი-გავიმეორე-ძალიან ლამაზი სახელია.
-ეტო კი მაგარი-თვალი ჩამიკრა.
-ეთერი-მოვიღუშე-არც ისე მაგარია.
-მაგას ასე შეჰხედე,იქნებ სოკრატეც გოიმურ სახელად ითვლებოდა როდესღაც,მაგრამ ახლა ბრძენი ფილოსოფოსისა და უბრალოდ მაგარი ტიპის სახელია.
-ჰო,მართალი ხარ-ამას ისედაც ვიაზრებდი,მაგრამ მაგარ ტიპად გახდომა ცალკე პრობლემა იყო.-თუმცა სახელი და გვარი ადამიანს ბევრ რამეში ეხმარება...
-წამო გარეთ,არ გინდა? რას უზიხარ ამ ჯურღმულში?-გამაწყვეტინა და ფეხზე წამოხტა. უკანალი მონდომებით გაიწმინდა და მომლოდინედ მომაჩერდა.
-ე-ე-დავიბენი-ნახევარ საათში სემინარი მაქვს...
-მერე? მნიშვნელოვანია?-ისე მკითხა,მართლა დავფიქრდი.
-ორი ქულა იწერება...
-ორი ქულა თუ იწერება,ვერაფრით ვერ გააცდენ-ირონიული ღიმილით წაიმღერა.-ერთ რამეს გეტყვი,სტიპენდიას მხოლოდ სწავლით ვერ აიღებ,აქ ასეთი კანონია,ლექტორის ტრა*ი საფუძვლიანად თუ არ გაქვს გამოკვლეული,მაგაზე არც კი უნდა იოცნებო,საშუალო ქულას ყველა იმიტომ უფრთხილდება,რომ ყველა უფრთხილდება. რეალურად არაფერში გჭირდება,არც სამსახურს გაპოვნინებს და არც საზღვარგარეთ დაგიფინანსებს სწავლას. მო-ოკლედ,საერთოდ არაფერში არ გჭირდება ეს ორი ქულა,წამო,მზეზე გავიაროთ და ცოტა ჰაერი ჩაყლაპე,თორემ გამოქვაბულიდან გამოუსვლელს ჰგავხარ.
იქვე მდგარი სტუდენტების ჯგუფი,დაჩის ჩათვლით,გასასვლელისკენ დაიძრა. ამოვიოხრე და წამოვდექი.
-ორი ქულის დედაც-გავუღიმე.
-ორი ქულის დედაც!-დაიკივლა ირისმა და გაშლილი ხელით მანიშნა,დაარტყიო.
-სად წავიდეთ?-მძიმე ჩანთა მხარზე გადავიგდე და უდარდელად მიმავალ ირისს გადავხედე.
მართლაც სასიამოვნი გრძნობა იყო-ლექციის გაცდენა და სასეირნოდ წასვლა. ასეთი პატარა დანაშაულიც კი არ ჩამედინა არასდროს.
მზე ანათებდა,ქარიც არ ქროდა,მხოლოდ სასიამოვნო,თბილი სიო მეფერებოდა თმებზე.
-სკვერში-მხრები აიჩეჩა-კაი ამინდია,კაფეში ჯდომა არ მინდა.
შვებით ამოვისუნთქე,ფულს მკაცრად ვზოგავდი,მშობლები კვირაში ოციოდე ლარის გამოგზავნას ახერხებდნენ,რაც საჭმლისთვის ძლივს მყოფნიდა,თუ ვინმესთან ერთად კაფეში შევიდოდი,მთელი კვირა შიმშილი მომიწევდა,ირისს კი უარს ვერ ვეტყოდი,უცნაური ძალით მოქმედებდა ჩემზე.
უნივერსიტეტთან ახლოს მდებარე სკვერში სკამზე ჩამოვსხედით,შევამჩნიე,რომ დაჩი და მისი მეგობრებიც ახლოს იყვნენ. ნუთუ ირისმა განგებ შეარჩია ეს ადგილი?
-მოწევ?-ჯიბიდან სიგარეტი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
-არა,არ ვეწევი-უსიამოვნოდ შევიშმუშნე. ჩემს სოფელში მწეველ გოგონებს ავტომატურად მსუბუქი ყოფაქცების მქონეებად ნათლავდნენ და არა მარტო ჩემს სოფელში. რა თქმა უნდა,თავად ასე არ ვთვლიდი,მაგრამ მაინც ვერ ვუშვებდი იმას,რომ საყოველთაოდ უარყოფილ,დასაზრახ ქმედებას ჩავიდენდი.
-არც მე-გამიღიმა-ძაან დაძაბული ხარ,ხო იცი-თვალები აატრიალა-ზედმეტად ბევრს ფიქრობ იმაზე,თუ რას იფიქრებენ სხვები. უბრალოდ უნდა გააკეთო ის,რაც გაგიხარდება.
-სიგარეტის მოწევა გამახარებს?-ეჭვით დავაწვრილე თვალები.
-ცუდი რამეების გაკეთება გაგახარებს-მაინც ამოაძვრინა ერთი ღერი და პირში შემჩარა-მიდი,შენი სიგარეტული ქალიშვილობა უნდა დაგაკარგვინო!
-ეგრე კი არაა,მომიწევია-გაუბედავად გამოვართვი სანთებელა.
-როდის? ოთხი წლისას,მამაშენის ძმაკაცებმა ღადაობით რომ შემოგტენეს აუნთებელი ღერი და დედაშენმა ფოტო გადაგიღო?
-მთლად მასეც არ ყოფილა-გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე. ის ფაქტი არ მომწონდა,რომ ასე მარტივად ვყ ვებოდი მის ნებას,მაგრამ კაცმა რომ თქვას,სხვა გზა არ მქონდა,ზედმეტად მაინტერესებდა.
ბოლი ყელში დაუდევრად გადავუშვი და მაშინვე ამიტყდა საშინელი ხველა,რომელიც ირისის კისკისმა გადაფარა.მომეჩვენა,რომ დაჩიმ ჩემსკენ გამოიხედა.
-ქალიშვილობის დაკარგვა ყოველთვის უსიამოვნოა,მარა სამაგიეროდ მერე ასწორებს-თავადაც მოუკიდა სიგარეტს და სიამოვნებით გამოუშვა ბოლი ლამაზი ტუჩებიდან.
ხველის ერთი-ორი შეტევის შემდეგ ჩემი მოწევის რიტუალი გაცილებით უკეთ წავიდა,ირისი კი გაუჩერებლად საუბრობდა,ძირითადად ჩემს ფსიქოპორტრეტზე.
-შენი ჩაკეტილობა შორიდანვე ვიგრძენი,თითქოს რაღაც გარსი გაქვს შემორტყმული,შენივე შექმნილი,ოცნებობ,მაგ გარსში ვინნმე შემოვიდეს და გამოგათრიოს,მაგრამ მასე ვის სცალია შენთვის? არავის. შენს ტაკოს ძირითადად თავად უნდა მიხედო,თორემ ისე წაგიყვნას ჩვენი ძმა მიქელა,სიტყვა „ცხოვრების“ წარმოთქმასაც ვერ მოასწრებ,არა თუ ცხოვრებას.
-ირი,მაგას მშვენივრად ვხვდები-ვუთხარი დაღონებულმა-მაგრამ ასე მარტივად არ ხდება, ასეთი ვარ,უამრავი კომპლექსით გაბერილი,რომლებიც ასე მარტივად არ მომ’შორდებიან.
-მაგასაც ვნახავთ. -მომიჭრა-დაჩიზე დორბლების ყრას თავი ანებე და საკუთარ თავზე იოცნებე-მკაცრად შემომხედა-დღე და ღამ წიგნებში ძრომიალით ვერაფერს მიაღქევ,იმას გაეცანი და ის წაიკითხე,რაც რეალურად გაინტერესებს,დრო ყველაზე მთავარია და უაზრობებში ნუ ფლანგავ.ძალიან ბევრი რამ გაქვს სასწავლი-ამოიოხრა.
-მაინც?-გულში ვეთანხმებოდი,თუმცა არ ვიცოდი,საიდან დამეწყო სწავლა.
-მაგალითად,“არას“ ვერ ამბობ,არა და ყველაზე მნიშვნელოვანია,ის არ გააკეთო,რაც არ გინდა. ასე უამრავ დროს დაზოგავ. იმუშავე მაგაზე,მთავარია,მასწავლებელი უკვე გყავს-ამაყად გაიბღინძა
მაშინ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ.ირისმა თერთმეტი,მე კი ორი ღერი სიგარეტი მოვწიე,აპარატიდან ჩამოსხმული,წყალწყალა ყავა დავლიეთ,შორიან შეადგინა დაჩისა და მარიამის ქცევის ფსიქოლოგიური ანალიზი და დაასკვნა,მარი მალე იპოვის იმას,რასაც ეძებსო,თუ ვერ გაიგე,დაჩის ***-ს ვგულისხმობო. სიცილისგან აცრემლებული თვალებით ვუყურებდი და გაოგნებული ვფიქრობდი,რომ ამდენი ალლბათ არასდროს არავისთან მელაპარაკა.გავიგე,რომ ირისსაც არ ჰყავდა მეგობრები,ოღონდ ჩემგან განსხვავებით,იმიტომ,რომ უბრალოდ არავინ მოსწონდა და ყველა ნერვებს უშლიდა.
-ბევრი არასწორ ადამიანებთანაა იმიტომ,რომ მარტო ყოფნის ეშინიათ,რეალურად კი დიდი თავისუფლებაა-არავინ არ გჭირდებოდეს. ჰო,მაგარია,როდესაც მეგობარი გყავს,რომელსაც ყველაფერს აზიარებ,სულს,ხორცს,ბედნიერებას და უბედურებას,მაგრამ მასეთი ადამიანები იშვიათია,ძირითადად კი ვცდილობთ,ნეხვისგან ყვავილი გამოვძერწოთ,საბოლოოდკი ნეხვში დასვრილი ხელებით ვრჩებით.-დამმოძღვრა მაშინ,მე კი თავს მონდომებით ვიქნევდი.
ირისმა დამანახა,რომ ბევრი მეგობარი არაფერში მჭირდებოდა,ის,რაზეც ვოცნებობდი,სხვების მიერ წარმატებულად დადგმული სპექტაკლი იყო,რომ ჩვენ სხვათა ურთიერთობის მხოლოდ ფასადურ ნაწილს ვხედავთ,იმას,რისი ჩვენებაც თავად უნდათ,შესაბამისად,გვინდა ის,რაც არ არსებობს.
იმ დღეს საშინლად ბედნიერი ვიყავი.არა იმიტომ,რომ ბოლოს და ბოლოს მეგობარი ვიპოვე(ირისი ყოველთვის დისტანციას იცავდა,თავს მასწავლებელს უწოდებდა და არა მეგობარს),არამედ ცხოვრებაში პირველად,დრო საინტერესოდ გავატარე და ვიცოდი,წინ კიდევ უფრო მეტი მელოდა.
გამომშვიდობებისას,მეტროს სადგურში,ირისს ვკითხე,კიდევ ვნახავდი თუ არა.
-რა თქმა უნდა-გაკვირვებით შემომხედა-გადავწყვიტე,ხელი მოვკიდო შენს აღზრდა-განათლებას.
-რას?-მომავალი მატარებლის ხმა გადავფარე.
-შენს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას!-უკვე ვაგონისაკენ მიმავალმა გამომძახა-ოღონდ,პირიქით!
-კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კი არ ვარ-ჩავილაპარაკე ჩემთვის ღიმილით და მატარებლის მოლოდინში სადგურის მეორე მხარეს ჩამოვჯექი.


***
მოგესალმებით,
ალბათ იცით,რომ ძალიან მომენატრეთ და რა თქმა უნდა,კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში მოულოდნელად გაქრობისათვის,წინა დაუმთავრებელი ისტორიისთვის. "დომინუსი" აუცილებლად გაგრძელდება,თუმცა ახლა უბრალოდ ვერ ვაგრძელებ,ამ ისტორიის წერამ შემიპყრო და იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ძალია უყვარხართ ალისას.



ალისა მეგონა საიტი სულ დატოვე და რომ შევცდი ასე ჯერ არაფერი გამხარებია❤❤❤ მოგვიანებით წავიკითხავ და აზრს გაგიზიარებ❤❤

 


№2  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ალისა მეგონა საიტი სულ დატოვე და რომ შევცდი ასე ჯერ არაფერი გამხარებია❤❤❤ მოგვიანებით წავიკითხავ და აზრს გაგიზიარებ❤❤

შეუძლებელია თქვენი დატოვება,რას ამბობ♥️♥️ გელოდები,ტრადიციულად♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ანასტასია

ალისა :) დომინუსს აღარ გააგრძელებ?

 


№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

dakarguli
საუკეთესო ხარ შენ !!! ♥♥♥

სიხარული ხარ !♥️♥️♥️

სტუმარი ანასტასია
ალისა :) დომინუსს აღარ გააგრძელებ?

ბოლოში აღვნიშნე კიდეც,გაგრძელდება,თუმცა სრულად დაწერის შემდეგ გამოვაქვეყნებ,ჯერ-ჯერობით ამ ისტორიაზეა ჩემი ყურადღება მომართული,კიდევ ერთხელ,ბოდიში,მაგრამ არ მინდა ძალით დავწერო და ისეთი გამოვიდეს,როგორიც არ ეკადრება ♥️♥️

 


№5  offline ადმინი ენ ბლექი

ახლა შევეცდები ყველაფერი გითხრა რისი თქმაც მსურს...
იმით დავიწყებ რომ ლამის დეპრესიამ შემიპყრო და ისე გამიხარდა შენი ისტორიის დანახვა რომ დაუფიქრებლად გავხსენი..
მაინც რატომ მიყვარს შენი ისტორიები კითხვა? მხოლოდ ერთი და ჩემთვის უზომოდ მნიშნელოვანი მომენტის გამო...

ჩემი ციცქნა, ვარდისფერი და დაჭმუჭნული ფეხი ოჯახისთვის უბედურების მომტანი აღმოჩნდნა.

სუსტი ადამიანები იქ გარტყამენ სადაც ფიქრობენ რომ გეტკინება, ძლიერები კი შენი უძლეველი მხარის მონადირებას ცდილობენ.

თუ კი ვინმეს ჩვენი განაწყენების უფლებას ვაძლევთ და შემდეგ, ბალიშში თავჩარგულნი, ამ წყენას დავტირით, ჩვენივე დანაშაული გამოდის.

კაცობრიობის ცოდნა მხოლოდ იმაში დაგეხმარება, რომ სწორად ფიქრი ისწავლო, შენს პირად საქმეს კი ყველაზე ბრძენი ადამიანიც ვერ მოაგვარებს, იმას რაც გონებაშია ჩამალული, ერთადერთი ადამიანი ჩაწვდება - მე.

ბევრი მეგობარი არაფერში მჭირდებოდა, ის, რაზეც ვოცნებობდი, სხვების მიერ წარმატებულად დადგმული სპექტაკლი იყო, რომ ჩვენ სხვათა ურთიერთობის მხოლოდ ფასადურ ნაწილს ვხედავთ, იმას, რისი ჩვენებაც თავად უნდათ, შესაბამისად, გვინდა ის, რაც არ არსებობს.

აი ერთადერთი მიზეზი რატომაც გამოგარჩევ ყველა ავტორში.

რაც შეეხება თავად ისტორიას. ვფიქრობ შესანიშნავად იცი რომ ეს ისტორია მომეწონება. ეს იქნება ალისასეული ფსიქოლოგიური თამაში და მე სიამოვნებით მივირებ ამ თამაშში მონაწილეობას.

მიხარია რომ დაბრუნდი kissing_heart

 


№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

ენ ბლექი
ახლა შევეცდები ყველაფერი გითხრა რისი თქმაც მსურს...
იმით დავიწყებ რომ ლამის დეპრესიამ შემიპყრო და ისე გამიხარდა შენი ისტორიის დანახვა რომ დაუფიქრებლად გავხსენი..
მაინც რატომ მიყვარს შენი ისტორიები კითხვა? მხოლოდ ერთი და ჩემთვის უზომოდ მნიშნელოვანი მომენტის გამო...

ჩემი ციცქნა, ვარდისფერი და დაჭმუჭნული ფეხი ოჯახისთვის უბედურების მომტანი აღმოჩნდნა.

სუსტი ადამიანები იქ გარტყამენ სადაც ფიქრობენ რომ გეტკინება, ძლიერები კი შენი უძლეველი მხარის მონადირებას ცდილობენ.

თუ კი ვინმეს ჩვენი განაწყენების უფლებას ვაძლევთ და შემდეგ, ბალიშში თავჩარგულნი, ამ წყენას დავტირით, ჩვენივე დანაშაული გამოდის.

კაცობრიობის ცოდნა მხოლოდ იმაში დაგეხმარება, რომ სწორად ფიქრი ისწავლო, შენს პირად საქმეს კი ყველაზე ბრძენი ადამიანიც ვერ მოაგვარებს, იმას რაც გონებაშია ჩამალული, ერთადერთი ადამიანი ჩაწვდება - მე.

ბევრი მეგობარი არაფერში მჭირდებოდა, ის, რაზეც ვოცნებობდი, სხვების მიერ წარმატებულად დადგმული სპექტაკლი იყო, რომ ჩვენ სხვათა ურთიერთობის მხოლოდ ფასადურ ნაწილს ვხედავთ, იმას, რისი ჩვენებაც თავად უნდათ, შესაბამისად, გვინდა ის, რაც არ არსებობს.

აი ერთადერთი მიზეზი რატომაც გამოგარჩევ ყველა ავტორში.

რაც შეეხება თავად ისტორიას. ვფიქრობ შესანიშნავად იცი რომ ეს ისტორია მომეწონება. ეს იქნება ალისასეული ფსიქოლოგიური თამაში და მე სიამოვნებით მივირებ ამ თამაშში მონაწილეობას.

მიხარია რომ დაბრუნდი kissing_heart

ენ,ახლა შენი სიყვარულის იმხელა ტალღამ შემომიტია,მინდა ჩაგეხუტო და აღარ გაგიშვა.
ჩემი ფსიქოლოგი,მეგობარი და მასწავლებელი ამას რომ მიწერს,როგორ შეიძლება რაიმემ ხასიათი გამიფუჭოს? უბრალოდ მიყვარხარ!
გითხარი ერთხელ,იმედია ახალი ისტორიის გამო ჩემით იამაყებ-მეთქი და ახლა ეს სიტყვებია ჩემთვის საუკეთესო საჩუქარი.

 


№7  offline წევრი Rania

Zalian magariaa da zalian gqmaxarewwww
--------------------
Q.qimucadze

 


№8  offline წევრი LI_BE

მომენატრე, ჯადოქარო!!!!

blush blush

 


№9  offline ახალბედა მწერალი Alice76

Rania
Zalian magariaa da zalian gqmaxarewwww

დიდი მადლობა ♥️♥️

LI_BE
მომენატრე, ჯადოქარო!!!!

blush blush


ჯადოქარსაც მოენატრე,ძალიან♥️♥️

 


№10  offline წევრი DI ANA

დავიწყო? რომ დავიწყო ხომ ვიცი რომ ვეღარ გავჩერდები? :დდ მენატრებოდი და მაკლდი უსაზღვროდ და უფრო მეტადაც კი❤❤❤

არ დაგიმალავ და გეტყვი რომ მე დომინუსის გაგრძელებას ველოდი მაგრამ ირისის და ეტოს ისტორიაც ძალიან მაგარია.

მოულოდნელად საკუთარ კომპლექსებზე დამაფიქრა ამ ნაწარმოებმა, განა ის ერთეულები რომლებიც ხუმრობით მეუბნებიან დაბალი ხარო ამას გააკეთებდნენ მე რომ არ მქონოდა რეაქცია? განა 1.62 ძალიან ცოტაა? ჩემზე დაბლებიც არიან მაგრამ იმათ რეაქცია არ აქვთ მე კიდევ ამ ამბავში თვითონვე ჩავვარდი და ვიმედოვნებ რომ ეტოსთან ერთად მეც მოვუხერხებ ამ სიტუაციას რამეს.

მარიამი ხომ არ მომეწონა მაგრამ დაჩი მაგაზე უარესე ადამიანია. დიანა ორივეს ძალიან დიდი სიყვარულით უსურვებს ერთ დღეზე ამოწყვეტას❤ (არ ვიცი რატო მაგრამ მაინც)

რაც შეეხება დღევანდელ თეორიებს, მთალ თეორიები არა მაგრამ ის სიუჟეტი იქნება რომელიც უკვე ძალიან მომწონს, მინდა რომ ეტოს სხეულში დემონი ჩასახლდეს და მარიამი და დაჩი მოკლას❤ არა თუ ატყობ რო ძალიან გავსადისტდი? უშენობამ იცის :დდდ

დიდი ხანია ვფიქრობ რა პროფესიის ბრძანდები და მივხვდი რომ იურისტი, ალბათ ეს დასკვნა იმიტომ გამოვიტანე რომ ბევრი პერსონაჟი გყავს ამ სფეროდან, ( თუ შევცდი დამდე პატივი და დგ ძვირფასი ინფორმაცია გამანდე ძალიან გთხოვ:დდდ)

წავედი ახლა მე ქიმიაზე, იმედია გადავრჩები, მანამდე კი გეტყვი რომ ძაან მაგარი ხარ და ძააალიან მიყვარხარ❤

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

Alice76
რუსკიმარუსია
ალისა მეგონა საიტი სულ დატოვე და რომ შევცდი ასე ჯერ არაფერი გამხარებია❤❤❤ მოგვიანებით წავიკითხავ და აზრს გაგიზიარებ❤❤

შეუძლებელია თქვენი დატოვება,რას ამბობ♥️♥️ გელოდები,ტრადიციულად♥️

მოსვლა დამიგვიანდა ცოტთი smiley მგონი შენს გმირეში პირველი რეალური პერსონაჟია, რომელსაც საოცრად ბევრი კომპლექსი აქვს და ერთ მომენტში მეგონა საკუთარი თავი არც უყვარდა. არადა კომპლექსების მთელი დასტა თავად შეუქმნა საკუთარ თავს და მგონი ამით არც თავადაა უკმაყოფილო. ბოლოსდაბოლოს ის ხომ გამორჩეულია. არ ვიცი მგონი რაღაცას ვბოდავ ამიტომ გავატაროსთ ეს smiley smiley ჩვენს მელანქოლიკ გოგოგს ნამდვილად სჭირდებოდა გვერდით ირისის მსგავსი გოგონა, რომელიც სხვას თუ ვერაფერს "არას" თქმას ასწავლის, რაც ვფიქრობ ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, თუ არ გინდა, რომ გადაქთელონ. მოკლედ ხალ თავს დაველოდები სადაც უკეთესად გვიჩვენებ პერსონაჟებს. ისე კი მგონია რომ დაჩის პერსონაჟი ტყუილდ არ გყავს და მასაც რარაც მისია აქვს ეთერის ცხოვრებაში.
პ.ს. რაც შეეხება დომინუსს მთელი ეს დრო თავს ვიმტვრევდი რა შეიძლება იყოს ულეველი იარაღი თქო და ჯერ კიდევ ვერ მივხვდი (ნუ პატარ-პატარა ვარაუდები მაქვს). ამ ისრტორიას რომ დაამთავრებ გელოდები დომინუსით. მომენატრა მე ჩემი დევი და მალინა kissing_heart

 


№12  offline წევრი N-TS

Agar daikargo ra.

 


№13  offline ახალბედა მწერალი Alice76

DI ANA
დავიწყო? რომ დავიწყო ხომ ვიცი რომ ვეღარ გავჩერდები? :დდ მენატრებოდი და მაკლდი უსაზღვროდ და უფრო მეტადაც კი❤❤❤

არ დაგიმალავ და გეტყვი რომ მე დომინუსის გაგრძელებას ველოდი მაგრამ ირისის და ეტოს ისტორიაც ძალიან მაგარია.

მოულოდნელად საკუთარ კომპლექსებზე დამაფიქრა ამ ნაწარმოებმა, განა ის ერთეულები რომლებიც ხუმრობით მეუბნებიან დაბალი ხარო ამას გააკეთებდნენ მე რომ არ მქონოდა რეაქცია? განა 1.62 ძალიან ცოტაა? ჩემზე დაბლებიც არიან მაგრამ იმათ რეაქცია არ აქვთ მე კიდევ ამ ამბავში თვითონვე ჩავვარდი და ვიმედოვნებ რომ ეტოსთან ერთად მეც მოვუხერხებ ამ სიტუაციას რამეს.

მარიამი ხომ არ მომეწონა მაგრამ დაჩი მაგაზე უარესე ადამიანია. დიანა ორივეს ძალიან დიდი სიყვარულით უსურვებს ერთ დღეზე ამოწყვეტას❤ (არ ვიცი რატო მაგრამ მაინც)

რაც შეეხება დღევანდელ თეორიებს, მთალ თეორიები არა მაგრამ ის სიუჟეტი იქნება რომელიც უკვე ძალიან მომწონს, მინდა რომ ეტოს სხეულში დემონი ჩასახლდეს და მარიამი და დაჩი მოკლას❤ არა თუ ატყობ რო ძალიან გავსადისტდი? უშენობამ იცის :დდდ

დიდი ხანია ვფიქრობ რა პროფესიის ბრძანდები და მივხვდი რომ იურისტი, ალბათ ეს დასკვნა იმიტომ გამოვიტანე რომ ბევრი პერსონაჟი გყავს ამ სფეროდან, ( თუ შევცდი დამდე პატივი და დგ ძვირფასი ინფორმაცია გამანდე ძალიან გთხოვ:დდდ)

წავედი ახლა მე ქიმიაზე, იმედია გადავრჩები, მანამდე კი გეტყვი რომ ძაან მაგარი ხარ და ძააალიან მიყვარხარ❤

ჩემი უსაყვარლესი დიანა♥️
მეც ძალიან მაკლდი,შენი უამრავი თეორიით და სითბოთი♥️
მიხარია,რომ ასე სწორად გადმოვეცი ეტოს ემოციები,მართლაც არაფერი აქვს დასაცინი,მაგრამ ყოველთვის ასე არაა? საკუთარ თავს თავად ვუქმნით პრობლემებს.
მარიამი და დაჩი ,რა თქმა უნდა,გამოჩნდებიან კიდევ,ამოწყვეტაზე მერე:3
კი,იურისტი გახლავართ,სისხლის სამართლის :დდდ♥️

M∆IIå Beŧa^°
ეეჰ არადა როგორ ველოდი დომინუსს.
მაგის თამადობით იცი რამდენი ბრძოლა გავაჩაღე სიზმრებში?:დ უნამუსო ვიყო თუ გატყუებდე.
როგორც პერსონაჟს, ეთერის (რას ერჩი ამ სახელს:დ) ძალიან გავუგე. ემოციურად საკმაოდ ახლოს მოიყვანე ჩემამდე.იმდენად კარგად აღწერს თავის განცდებს იძულებული ვარ მისი როლი მოვირგო და თავი როგორც ეთერი ისე გავასაღო. შენი პერსონაჟებიდან (მდედრობითი სქესის) ჯერ-ჯერობით ყველაზე დალაგებული, "მოწესრიგებული" და რეალური პერსონაა. ვფიქრობ აქვს ბევრი ნაკლი (საკმაოდ), შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მაგრამ რა ვქნა? მე ასეთი ხედვა მაქვს. ძალიან გამიგრძელდება რომ ჩამოვთვალო, მაგრამ ერთ-ერთ მის მთავარ ნაკლად საკუთარი თავისადმი სიძულვილი შეიძლება ჩაითვალოს...
არ ვიცი, მე მაქვს თუ არა უფლება შენი განვითარების დონე განვსაზღვრო, მაგრამ უნდა აღვნიშნო რომ უკვე ათასი ნაწერიდან შემიძლია შენი ერთი პაწუკა ჩანახატის ცნობა. უკვე გაქვს საკუთარი "ხელწერა" გამომუშავებული, რაც დიდი მიღწევაა:დ გილოცავ ნანანანააააა
კიდევ იმდენი რამის თქმა მსურს რომ არ ვიცი..აი უბრალოდ ტვინი თითებზე სწრაფად მუშაობს და რასაც ვწერ იმასაც ძლივს ვაკონტროლებ:დდ
პ.ს.ამის წაკითხვის შემდეგ, ნუ დამაინტერესა ჩემი დაბადების დღეს რა მოხდა განსაკუთრებული:დ აღმოჩნდა რომ უბრალოდ დავიბადე მე და ვსო, აი:დდ ყველანაირად უინტერესო ვარ


მიაკო,დედიკოს სიხარული♥️♥️
დომინუსი გესიზმრებოდა?:DD მოგიკვდი:/ აუცილებლად გაგრძელდება,არც მე მასვენებს(
რაც შეეხება ეტოს,ძალიან მიხარია და ვიბღინძები,ასე რომ მოირგე მისი როლი,ესე იგი,მართლა შემძლებია რაღაც:3
ისეთი რამე მითხარი,ჩემს ნარცისიზმს რომ გაამძაფრებს და კიდევ ეგ მინდოდა მე?(( ჩემს ნაწერებს ამოიცნობს თურმე...
აუუჰ♥️ მიყვარხარ ძალიან♥️♥️♥️

რუსკიმარუსია
Alice76
რუსკიმარუსია
ალისა მეგონა საიტი სულ დატოვე და რომ შევცდი ასე ჯერ არაფერი გამხარებია❤❤❤ მოგვიანებით წავიკითხავ და აზრს გაგიზიარებ❤❤

შეუძლებელია თქვენი დატოვება,რას ამბობ♥️♥️ გელოდები,ტრადიციულად♥️

მოსვლა დამიგვიანდა ცოტთი smiley მგონი შენს გმირეში პირველი რეალური პერსონაჟია, რომელსაც საოცრად ბევრი კომპლექსი აქვს და ერთ მომენტში მეგონა საკუთარი თავი არც უყვარდა. არადა კომპლექსების მთელი დასტა თავად შეუქმნა საკუთარ თავს და მგონი ამით არც თავადაა უკმაყოფილო. ბოლოსდაბოლოს ის ხომ გამორჩეულია. არ ვიცი მგონი რაღაცას ვბოდავ ამიტომ გავატაროსთ ეს smiley smiley ჩვენს მელანქოლიკ გოგოგს ნამდვილად სჭირდებოდა გვერდით ირისის მსგავსი გოგონა, რომელიც სხვას თუ ვერაფერს "არას" თქმას ასწავლის, რაც ვფიქრობ ყველაზე მთავარია ცხოვრებაში, თუ არ გინდა, რომ გადაქთელონ. მოკლედ ხალ თავს დაველოდები სადაც უკეთესად გვიჩვენებ პერსონაჟებს. ისე კი მგონია რომ დაჩის პერსონაჟი ტყუილდ არ გყავს და მასაც რარაც მისია აქვს ეთერის ცხოვრებაში.
პ.ს. რაც შეეხება დომინუსს მთელი ეს დრო თავს ვიმტვრევდი რა შეიძლება იყოს ულეველი იარაღი თქო და ჯერ კიდევ ვერ მივხვდი (ნუ პატარ-პატარა ვარაუდები მაქვს). ამ ისრტორიას რომ დაამთავრებ გელოდები დომინუსით. მომენატრა მე ჩემი დევი და მალინა kissing_heart


სულაც არ ბოდავ,მარუსი,სწორედ მაგის გადმოცემა მინდოდა მეც და მიხარია,რომ გამომივიდა^^
დომინუსის იარაღი იხილავს დღის სინათლეს,სხვა გვარად ვერ მოვისვენებ,მანამდე კი ეთერიკოს მივაპყროთ ყურადღება. მიხარია,რომ ელოდები ახალ თავს♥️♥️

მარია.
ძლიიიივს
შენ ხარ?!
არ მჯერააა

ვეცდები მოკლედ ვთქვა.
სასიყვარულო საიტია და ძირითადად სულ სიყვარულია წამოწეული წინა პლანზე შესაბამისად.
გამიხარდა მეგობრობაზე და ადამიანის პიროვნებაზე რომ გაამახვილე ყურადღება.
ჩემი უსაყვარლესი სასაუბრო და გასაანალიზებელი თემაა.

ეტოს პერსონაჟი ძალიან მომწონს.
სამწუხაროდ ჩემს ძველ “მე”ს მახსენებს.
ვიცი, გაბედულ და უშიშარ გოგოდ ჩამოყალიბდება❤️ და სულ არ დასჭირდება ზოგიწრთების ყურადღება.

დაჩი თან მომწონს, თან მაღიზიანებს. მგონია რომ ერთი ნაგავი ტიპი დარჩება და აქედანვე ვემზადები. იმედი მაქვს ვცდები.

ირისი... არაფერს ვიტყვი ამ პერსონაჟზე. მხოლოდ იმას, რომ ძაან მაგონებს ერთ-ერთი ისტორიის ერთ-ერტ პერსონაჟს.
ძაან არ მინდა დაამსგავსო. აღფრთოვანებული ვიყავი იმ ისტორიიტ და ბოლოს საცოდაობა ლესბოსური პარნუხა დარჩა. ვ
ვიცი არ გეკადრება მსგავსი მარაზმი, but თავს ვერ დავდებ ვერაფერზე.
თუ უნდა ველოდო მსგავს რაიმეს უბრალოდ ჩამინამიოკე მერე რო აღარ გამიტყდეს ხო?!

აბა შენ იცი❤️
good luck


მე ვარ და ამ მეს ძალიან უხარია,რომ დაგიბრუნდათ♥️♥️
მგონია,ყველაშია ეტოს რაღაც პატარა ნაწილი,ამიტომაც მომინდა ამ თემებზე წერა♥️
მიხარია,რომ საინტერესო აღმოჩნდა შენთვის.
ირისს რაც შეეხება,მხოლოდ იმის თქმა შემიძლია,რომ არ დაგავიწყდეთ,ალისას ისტორიის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია :3♥️♥️

N-TS
Agar daikargo ra.


აღარ ♥️

 


№14  offline წევრი შამხათი

მიხარია შენი გამოჩენა. გელოდებოდი. როგორც ყოველთვის, საინტერესო ისტორიაა და ველოდები გაგრძელებას.

 


№15 სტუმარი ეკი

როდის დადებ ახალ თავს?

 


№16  offline ახალბედა მწერალი Alice76

შამხათი
მიხარია შენი გამოჩენა. გელოდებოდი. როგორც ყოველთვის, საინტერესო ისტორიაა და ველოდები გაგრძელებას.

ძალიან მიხარია,რომ მელოდებოდი <3 დიდი მადლობა <3 მალე იქნება ახალი თავი <3

 


№17  offline წევრი Lea

ს-ბანში ჩავჯექი, დიდი გზა მაქვს და წიგნი ამოვაძვრე ჩანთიდან. მერე წამიერად დავფიქრდი, რაიმე მანქანებით ნეტა ალისა ხომ არ დაბრუნდა, ხომ არ მეშველა-მეთქი. შემოვედი, ახალი ისტორია ვნახე. წიგნი უკან ჩავაცურე, შენ უფრო მიყვარხარ :3

 


№18  offline ახალბედა მწერალი Alice76

Lea
ს-ბანში ჩავჯექი, დიდი გზა მაქვს და წიგნი ამოვაძვრე ჩანთიდან. მერე წამიერად დავფიქრდი, რაიმე მანქანებით ნეტა ალისა ხომ არ დაბრუნდა, ხომ არ მეშველა-მეთქი. შემოვედი, ახალი ისტორია ვნახე. წიგნი უკან ჩავაცურე, შენ უფრო მიყვარხარ :3

ასეთი რამ არავის რომ არ უთქვამს ჯერ? ჩემი ფანის ფანი ხომ ვიყავი,ახლა სულ გადავირიე შენზე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent