შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-2 თავი)

5-03-2019, 13:14
ავტორი Alice76
ნანახია 1 825

ცხოვრება ირისთან ერთად (მე-2 თავი)

მხოლოდ სახლში მისვლისას გამახსენდა ჩემი ძველისძველი ტელეფონი,რომელიც მხოლოდ დროის გასაგებად და მშობლებთან კავშირისთვის მადგებოდა და ძირითადად,უყურადღებოდ მქონდა მიგდებული. რვა გამოტოვებული ზარის დანახვისას სასწრაფოდ გადავურეკე დედას,მოვისმინე ტრაგიკული ვიშიში,შემდეგ მოფერება,ბოლოს კი ჩხუბი და თავის გასამართლებლად,ვუთხარი,რომ საჭმელს ვიმზადებდი და მობილურის ხმა ვერ გავიგე.
თავადაც არ ვიცოდი,რატომ მოვიტყუე,მაგრამ არ მინდოდა,ირისზე ვინმესთვის მომეთხრო,ალბათ იმიტომ,რომ ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი მოგონება იყო.
დედაჩემი როდესაც დავამშვიდე,მამას გავესაუბრე,ბედნერმა მოვისმინე სოფლის ამბები,რადგანა იქაურობა ძალიან მენატრებოდა,ცოტა წავუტირე მის საყვარელ ხმაზე და ბოლოს დავემშვიდობე.
ჩემი საცხოვრებელი ერთი,ძალიან პატარა ოთახისაგან შედგებოდა,რომელიც იყო ნაწილი პატარა კერძო სახლისა. საკუთარი შესასვლელი მქონდა,მეორე სართულზე თუმცა სამზარეულოსა და სააბაზანოს დიასახლისთან ვიყოფდი.ეს უკანასკნელი 80 წელს მიღწეული, ავი ქალი გახლდათ,რომელიც ყველაფერში ეკონომიას ეწეოდა(მგონი,ჰაერშიც),მიმტკიცებდა,რომ კვირაში ერთხელ დაბანა სრულიად საკმარისი იყო ადამიანისთვის,მაიძულებდა,მასთან ერთად მევახშმა და პარალელურად მესმინა საშინელი ისტორიებისვის,რომლებიც ძირითადად მის შვილებსა და შვილიშვილებს ეხებოდა.
მშიოდა,მაგრამ ანიკოს (ასე ერქვა იმ არებას) ატანის ხასიათზე არ ვიყავი,ამიტომაც,გადავწყვიტე,დანაყრებას მშვიდად ყოფნა ჯობია-მეთქი და რადგანაც არც ტელევიზორი მქონდა და არც კომპიუტერი,ტრადიციულად,წიგი ავიღე და წასაკითხად მოვემზადე.
-ახლა ცხელი ჩაი შესანიშნავზე კარგი იქნებოდა-ჩამჩურჩულა ეშმაკმა.
-ლიმონსა და დედას გამოგზანვილ თაფლს რომ გაურევ-ანგელოზიც მის მხარეს რომ გადასულა?
მოუსვენრად წავიკითხე რამდენიმე წინადადება,თუმცა როდესაც უკვე რეალურად შევიგრძენი ჩემი საყვარელი ჩაის გემო და ნერწყვი მომადგა,ხმაურით დავხურე წიგნი და პირველ სართულს მივაშურე.
მისაღებში სინათლე არ ენთო,ვიფიქრე,ამ ენერგოვამპირმა დაიძინა-მეთქი,ამიტომაც ფეხაკრეფით მივაშურე სამზარეულოს კარს და ის იყო,ფონს გავდიოდი,სიბნელიდან შემომძახეს.
-გვიან დაბრუნდი,ეთერ-შევხტი და შევკივლე,მაშინვე აინთო ტუმოზე მდგარი სანათი და დივანზე წამოკოტრიალებული ანიკო დავლანდე. ფეხებზე პლედი გადაეფარებინა და რომელიღაც მაფიოზური დაჯგუფების უფროსივით მიყურებდა.
-დიახ-ვუპასუხე გაწელვვით-ჩაის გაკეთება მომინდა,თქვენის ნებართვით...-კარში გავუჩინარდი და მაგრად მივხურე.
-ბებერი ღამურა-ჩაიდანი გაზზე შემოვდგი,თან ვბუტბუტებდი-ჩასაფრებული იყო? -ჯოხის კაკუნის ხმა მომესმა და თვალები ავატრიალე-აჰა,დაიწყო.
ანიკო მალევე გამოჩნდა კარში,თავაზიანად შევთავაზე ჩაი,რაზეც მითხრა,რომ გვიან სითხის მიღება სასარგებლო არ იყო,მაგიდასთან ჩამოჯდა და ტრადიციულად,საუბარი წამოიწყო,ჩემში კი ცოტა ხნის წინ შეხმატკბილებული ანგელოზი და ეშმაკი ჩვეულ პოზიციებს დაუბრუნდნენ და დუელი გააჩაღეს.
-მოხუცია,არავინ ჰყავს სასაუბროდ,დღეში ნახევარი საათი რომ დაუთმო,რა მოხდება?ცოდოა,-ნამუსზე მაგდებდა ანგელოზი.
ეშმაკმა აღშფოთების ნიშნად შეჰკივლა და ხელები გაასავსავა.
-ცოდოა? სერიოზულად? ჰმ! ალბათ იმიტომ არ მიღებენ სამოთხეში,რომ ტვინგამორეცხილი დედა ტერეზა არ ვარ-ავად ჩაიკისკისა და ნაწყენი ანგელოზი გვერდით მისწია-მომისმინე,ეტო,სულ ამას არ უჯერებ? უჯერებ! მერე,რაიმე მიდის კარგად? არა! იმიტომ,რომ ყოველთვის სულელურ რჩევებს გაძლევს! გადააწერინე ნიაკოს დავალება,სიკეთეა-გაიხსენა ფაქტი ჩემი წარსულიდან და დაიჯღანა-ჰოპ! მასწავლებელი ნიაკოს ათიანს უწერს,შენ კი გადაწერისთვის გლანძღავს.
-ეგ მძიმე არტილერიაა-თავი გამოჰყო ანგელოზმა და შეეცადა,სიტუაცია განემუხტა,თუმცა გაბრაზებული,აღარ ვუსმენდი.
-ნიაკოც ცოდო იყო და ანიკოც ცოდოა,მაგრამ შეიგნე,რომ ეს შენი პრობლემა არაა!-აგრძელებდა ეშაკუნა,იმით გათამამებული,რომ ჩემი ყურადღება მიიქცია-რას გიკეთებენ შენი სიკეთის სანაცვლოდ? არაფერს,მხოლოდ და მხოლოდ იღებენ. ეტო,გამოფხიზლდი,საწყალმა თვალებმა თუ მოგატყუა და ნება წაართვა,როგორ უნდა იცხოვრო საერთდ? შეხედე ირისს,იცი,რატომაა მაგარი? ზარმაცი კლასელები და ტვინის მბურღავი ბებოები რომ ჰკიდია და თავის თავზე ზრუნავს!
-ჩემი დის შვილიშვილი ხშირად აგვიანებდა სახლში მისვლას,ეკითხებოდა საწყალი ჩემი და,შვილო,ის მაინც გვითხარი,ქალიშვილი თუ ხარო-ტრაგიკულად დააწვრილა ხმა ანიკომ,ჩაიდანმა წუილი დაიწყო,ნერვები დამეძაბა-ეს კიდევ არაო,არ გეტყვითო,წარმოგიდგენია? პატიოსანი გოგო ხარ,სოფლიდან ახლა ხანს ჩამოხვედი,მარტო...-ეტყობოდა,სიტყვებს არჩევდა. ჩაის პაკეტი ფინჯანში ჩავაგდე,წყალი დავასხი და თაფლს გადავწვდი-თავისუფლებას რომ ნახავ,შეიძლება,საინტერესოდ მოგეჩვენოს,მაგრამ გარე-გარე სიარული არაფერს გარგებს,დედაშენმა მთხოვა,მიხედეო,მეც გარიგებ,როგორც შემიძლია...
-დედაჩემი მაგას არ გეტყოდათ-მივუბრუნდი ღიმილით და კოვზი ფინჯანში ხმაურით მოვურიე.
გაკვირვებულმა ამომხედა და ტუჩები ააცმაცუნა.
-ზუსტად ასე მითხრა!
-მაშინ,ალბათ თქვენ გაიგეთ შეცდომით. დედა მენდობა და უცხო ადამიანს არ სთხოვდა,ჩემი შვილი აკონტროლეო. თუ მსგავსი რამ გითხრათ,იგულისხმებდა,ტვინი ძალიან არ შეუჭამოთ და კარგად მოექეცითო-ხმაურით მოვხვრიპე ცხელი სითხე და კარისკენ დავიძარი. ანგელოზმა საწყლად ამოიკვნესა,ეშმაკმა კი სიცილით შემოურბინა გარშემო და ენა გამოუყო.-დიდად დამავალებთ,თუ ჩემი წასვლისა და მოსვლის დროს მათემატიკური სიზუსტით არ გამოითვლით,საათითა და კალკულატორით ხელში-თავაზიანად გავუღიმე-დამერწმუნეთ,ამ ფასში სხვა მშვენიერი ოთახის პოვნაც შემიძლია.
სანამ რამეს იტყოდა,კარი გამოვიხურე და კიბეს ავუყევი.
ოთახში დაბრუნებულმა მშვიდად გადავშალე წიგნი,ჩაი ნეტარად მოვსვი და ბედნიერმა შევამჩნიე,რომ კმაყოფილი ვიყავი.
ეს იყო ირისის პირველი საშინაო დავალება,რომელსაც წარმატებით გავართვი თავი-ხმა ამოვიღე.
იმ დღიდან ჩემს გონებასა და სხეულში დიდი ცვლილებები დაიწყო. რა თქმა უნდა,ამას თავდაპირველად მხოლოდ მე ვამჩნევდი,მათი სუსტი გამოვლინების გამო,თუმცა,რაც მთავარი იყო,ვგრძნობდი,ვიცვლებოდი,საკუთარი თავის მოსმენას ვსწავლობდი.

ირისი მეორე დღესვე ვნახე.
უნივერსიტეტის შესასვლელთან იდგა მარტო და სიგარეტს ზანტად ეწეოდა.მისი ფილტვების მდგომარეობაზე დავფიქრდი და გადავწყვიტე,ეს მეორედ აღარ მექნა.
მივუახლოვდი,თან ხარბად ვათვალიერებდი მის სხეულს. ზუსტად ისეთი იყო,როგორზეც ყველა გოგონა იოცნებებდა,შავი,მაღალწელიანი,აქა-იქ დახეული შარვალი და მოკლე, მუქი ლურჯი ,პრიალა ქურთუკი ეცვა. ჩემს დანახვაზე თავი გვერდით გადმოხარა და გამიღიმა.
-მეგონა,სამსახურის გამო იშვიათად იცლიდი აქაურობისთვის-მივახალე ის,რაც მთელი ღამის განმავლობაში მაწუხებდა.
-აჰ,მასე გითხარი? უბრალოდ მეზარება ხოლმე,თორემ თავისუფალი გრაფიკი მაქვს.-ჩაიცინა-ძირითადად საღამოობით ვმუშაობ.
-ძალიან კარგი-სხვა ვეღარაფერი მოვიფიქრე.
-ისე,შენ არ გინდა მუშაობა? საკუთარი შემოსავალი ასწორებს.
-კი,ძალიან მინდა-ზოგადად,შემოსავალი ასწორებს,მე თუ მკითხავდით,მაგრამ აღარ გამიჟღერებია-მაგრამ შესაფერისი ვერაფერი ვიპოვე.
-რისი შესაფერისი?-სიგარეტი გამომიწოდა ,მეც დაუფიქრებლად ჩამოვართვი.
-სწავლის,თუ მთელი დრო სამსახურს დავუთმობ,როდისღა ვისწავლო?
-თუ სურვილი გაქვს,ყველაფერს მოასწრებ. მითხარი,როცა სიღარიბეში ცხოვრება მოგბეზრდება და რამეს გიშოვი-სანთებელა აანთო და ახლოს მომიტანა. ამჯერად აღარ დამიხველებია,მცირე სპაზმი შევიკავე და კვამლის შეგრძნება ფილტვებში მესიამოვნა კიდეც.
-მინდა,შენი თეორია ფრიადოსნობაზე ნამდვილად დასაბუთებულია.-დავფიქრდი და მივხვდი,ირისი მართალი იყო. რატომ უნდა მელოდა მშობლების ძლივს ნაშოვნი ოცი ლარისთვის,როდესაც შემეძლო,თავად გამომემუშავებინა გაცილებით მეტი?
-ბარში მუშაობა ყველაზე მარტივია. განსაკუთრებული ცოდნა არ გჭირდება,გარეგნულადაც არა გიშავს,ერთ ხუთ კილოს თუ მოიკლებ,საერთოდ ნუტელას ეტუნა იქნები-ხელები ერთმანეთს მონდომებით გადაუსვა-აბა,რას იტყვი?
-გვიანობამდე მომიწევს მუშაობა?-ვიკითხე ორჭოფულად.
-აბა დღისით სწავლა მოგიწევს და-მხრები აიჩეჩა-ისე,მალე მაინც მიხვდები,რომ დილაუთენია ლექციებზე სიარული დიდი *ლეობაა,ამიტომაც ახლავე გეტყვი-დიალობით ლექციებზე სიარული დიდი *ლეობაა-ამაყად გაიჯგიმა და სიგარეტის ნამწვი მოისროლა.
- გავითვალისწინებ-გამეცინა.
-მაინც გეძინება და არაფერი გესმის,ქულებს მარტო სემინარებზე წერენ და დაიძინე,შენი რაღა მიდის?
-კაი,ახლა შევალ,რადგანაც უკვრ ვეღარ გამოვა დაძინება-საათზე დავიხედე-შენ რას აპირებ?
-ხანდახან მეც ვესწრები ლექციებს-ვითომ შეურაცხყოფილი სახე მიიღო-ორ საათში აქ შეგხვდები-ლოყაზე მოწყვეტით მაკოცა და კარში სწრაფად შესხლტა.
ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ჩავაქრე,ურნაში ჩავაგდე და თავადაც აუდიტორიას მივაშურე.
ვიჯექი ჩემთვის,სამასიოდე სტუდენტს შორის,უზარმაზარ დარბაზში და პირველად მიხაროდა,რომ შეუმჩნეველი ვიყავი.
აღარ მაინტერესებდა აუდიტორიაში გამართული პოლემიკა,ბენიერი ვფიქრობდი იმაზე,თუ როგორ დავიწყებდი მუშაობას,მექნებოდა საკუთარი შემოსავალი და იქნებ მშობლებსაც კი დავხმარებოდი. ირისთან ერთად გავერთობოდი,მოსაწყენ ცხოვრებას შევიცვლიდი...
ვიცოდი,რომ ეს ყველაფერი ოცნება იყო,რომელიც, დიდი ალბათობით,არ ახდებოდა,რადგანაც უკვე გამოცდილი მქონდა ეიფორიის წუთები-როდესაც რაიმეს გეგმავ,დიდი ენთუზიაზმი გიტრიალებს მთელს სხეულში,გგონია,მთებს გადადგამ,შორიდან ყველაფერი ლამაზ ფერებში გეჩვენება და აღარ ფიქრომ იმ წვრილმან პრობლემებზე,რომლებიც ,საბოლოო ჯამში,დიად იდეას ზურგზე ანარცხებენ.
ერთხელ ხომ გადავწყვიტე,ვარჯიშის დაწყება? დილაობით ვიღვიძებდი და დავრბოდი,ვცდილობდი,სწორი კვებით გამემტკიცებინა ჩემი წამოწყება,საკუთარ სხეულს ისეთს წარმოვიდგენდი,როგორიც მინდოდა,მქონოდა-გამხდარი და დახვეწილი. თუმცა ეს წამოწყება ზუსტად ოთხი დღე გაგრძელდა,იდეა,რა თქმა უნდა,კარგი იყო,თუმცა დილით ძილი,საღამოს კი გემრიელად შემწვარი კარტოფილი გაცილებით მარტივი და მიმზიდველი მეჩვენებოდა.
ერთი შეხედვით,მარტივია ორი საათით ადრე გაღვიძება და საღამოს რაიმე მსუბუქით ვახშმობა,მაგრამ ნებისყოფა?
-თავის უფალი-ასე მითხრა შემდეგ ირისმა-თავისუფლება ნიშნავს იმას,რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი გახდე,ამ ცხოველმა უნდა ისწავლოს,რომ შენ,შენს თავში ჩაკეტილი გონი უფრო ძლიერია,ახლა აქეთ გმართავს,მაგრამ ეგ არაფერი,ნელ-ნელა ისწავლი. ნებისყოფა განაპირობებს თავისუფლებას,ჩემო ეტო.
იქ,აუდიტორიაში ჩუმად მჯდომარე კი მხოლოდ იმას ვფიქრობდი,რომ არაფრით მივცემდი წვრილმან უსიამოვნებებს იმის უფლებას,რომ ჩემს ცხოვრებაში დაწყებული ცვლილებები შეეჩერებინათ.
ლექციის დამთავრებისთანავე სწრაფად გავემართე გასასვლელისაკენ და ეზოში ირისს დავუწყე ძებნა. უკვე იმას ვფიქრობდი,წავიდა-მეთქი,როდესაც ზურგზე ვიღაცამ ძლიერად დამარტყა ხელი.
-აბა,ისევ გინდა სამსახური?-ეშმაკურად მიღიმოდა.
-რა თქმა უნდა!-გახარებულმა წამოვიძახე.
-წამოდი,ვეძიოთ!

-ირის,შენ სად მუშაობ?-სასხვათაშორისოდ ვიკითხე.
-ხან სად,ხანაც-სად-უდარდელად წაიმღერა და ერთ-ერთი ბარის წინ შეჩერდა-ტურისტული ზონაა,შესაბამისად,აქ ქართველი ღიპიანი კაცებისა და “ლამასო” ბიჭების მაგივრად ვიკინგების შთამომავალი ვაჟები დაბრძანდებიან,რაც თავის მხრივ,განაპირობებს მშვიდ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.-კარი შეაღო და თან დამმოძღვრა-მიდი და ერთი კათხა ლუდი შეუკვეთე,ბარმენს საუბარი გაუბი,სასხვათაშორისოდ ჰკითხე,ვაკანსია ხომ არ გაქვთო-შემობრუნდა და შემათვალიერა-არაა,ასე არ ვარგა-ტუალეტისკენ გამათრია და ამოჩაჩული პერანგი შარვალში ჩამიტანა-მუცელი შესწიე,უკანალი გამობზიკე,მკერდი მაღლა ასწიე... მასე ძალიანაც არა,გერმანიის SS ჯარისკაცი კი არ ხარ. ჰაი ჰიტლერ!-ამოიკაკანა და საქმიანობა განაგრძო-თავდაჯერებული იყავი,სიმპათია უნდა დაიმსახურო,რასაც ხელოვნურობით ვერ მიაღწევ,გახსოვდეს,რომ სამსახური გჭირდება და რაღაც უაზრო სიმორცხვეს არ მისცე უფლება,დაგამარცხოს. დაი*კიდე ყველაფერი,გარდა შენი მიზნისა.-პარალელურად სახის უცნაური მასაჟი ჩამიტარა,წარბები ამიწკიპა და წითელი ტუჩსაცხი ოდნავ გამინაწილა ტუჩებზე,თმა ამიწია,ლოყაზე მიჩქმიტა და უკანალზე ხელი მომარტყა-მიდი,მე შორიდან გიყურებ.
ამას მარტო ვერაფრისდიდებით ვერ ვიზამდი,თუმცა ახლა აქ ირისი იყო,მიყურებდა და ჩემი იმედი ჰქონდა,როგორ დავმარცხდებოდი ასეთი ჟიურის თვალწინ?
თავდაჯერებული ნაბიჯებით მივუახლოვდი ბარის მაგიდას,მის უკან მდგომს დავაკვირდი-სიმპათიური,25 წლამდე ბიჭი იყო,გრძელი,კეფაზე შეკრული თმები და წმინდა მამის მსგავსი წვერები ჰქონდა. ლუდი შევუკვეთე,ქაფი გემრიელად მოვხვრიპე და დავიწყე.
-სასიამოვნო გარემოა აქ,პირველად ვარ-ალბათ,სანდომიანი ღიმილი მქონდა.
ინტერესით შემომხედა,არ გაუღიმია,მაგრამ კეთილგანწყობილი ჩანდა.
-საღამოს უფრო ირევა ყველაფერი,მარა მაინც კაი პონტია-მითხრა და ჭიქების მშრალებას შეუდგა.
-დიდი ხანია,აქ მუშაობ? ალბათ,კარგია.
-არა,ორი თვეა სადღაც,კაი სიტუაციაა კი,ხო არ გინდა?
ასე მარტივად არ ველოდი,თითქმის არც კი მესიამოვნა,თუმცა მაინც სიხარულით ვუპასუხე.
-ვაკანსია ხომ არაა?
-მიმტანები სჭირდებათ,ნომერი მომეცი და მენეჯერს ვეტყვი მერე.
გახარებულმა ხელსახოცზე დავუწერე ნომერი,ლუდი ბოლომდე დავლიე და ოდნავ შემთვრალი,ბედნიერი გამოვლასლასდი ბარიდან. ირისი უკან მომყვა.
-ვუალია,რა მარტივი ყოფილა!-შევუძახე და ხელი ხელს შემოვკარი,თუმცა ირისი სულაც არ ჩანდა კმაყოფილი.
-არ მომეწონა ეგ ტიპი,ძაან მარტივად მოხდა.
-მოიცა,ეგ რას ნიშნავს?
-ჩვეულებრივ,გეტყოდა,აი ამ ნომერზე დაურეკე ამას და ამასო,ან ამ საათებში გამოიარე,რომ მენეჯერი ნახოო,მასე “სალფეთქზე” ნომრის დაწერა იმას ნიშნავს,რომ დაევასე და საღამოს დაგირეკავს.
თვალები შუბლზე ამივიდა.
-რა? მოვეწონე? მე? კაი რა-გადავიკისკისე-ჩემნაირზე მაგას არ იფიქრებდა.
-რა უნდა ეფიქრა,ბარში საუბარი გაუბი და ნომერი მიეცი,მეტი რაღა უნდა? სხვაგანაც უნდა ვცადოთ.
ამოვიოხრე და უხალისოდ მივყევი უკან.
იმ დღეს ათიოდე ბარი მოვინახულეთ.ლუდი აღარ დამილევია,ვფიქრობ,საჭიროც არ იყო და ირისმა ჩემს გასამხნევებლად შემოიყვანა ალკოჰოლი საქმეში,საღამოს რვა საათი იქნებოდა,როდესაც გამოაცხადა,დავიღალეო.
-თუ ხვალ საღამომდე არავინ დაგირეკავს,ზეგ კიდევ ვცადოთ. თუ იმ მუტრუკმა დაგირეკა,პირველმა ან მეოთხემ,უთხარი,სამსახურს ვეძებ,თორემ კაცები ისედაც არ მაკლია-თქო.
ირისი მართალი აღმოჩნდა,პირველმა ბარმენმა იმავე საღამოსვე დამირეკა და შემომთავაზა,დავლიოთ და სამსახურზეც მოგიყვები კარგადო. ირისის მომზადებული პასუხი გადავეცი და მაშინვე გამითიშა.
მეორე დღეს კიდევ სამი ზარი მივიღე,რომელთაგან მნიშვნელოვანი მხოლოდ ერთი იყო ,სახელად “ბუნკერი”.
აღნიშნული ბარი ყველაზე ნაკლებად მომეწონა,ირისი კი პირიქით,ძალიან აქებდა,საინტერესო ხალხი დადის და კარგადაც უხდიან,როგორც ვიციო.
წარმოდგენა არ მქონდა,საიდან იცოდა ირისმა ყველაფერზე ყველაფერი,მაგრამ ერთ რამეში მართალი აღმოჩნდა-ანაზღაურება კარგი იყო.
როდესაც ბარის მფლობელმა,ბარმენმა მენეჯერმა და მიმტანმა დამირეკა(ეს ყველაფერი ერთი ორმოცდაათიოდე წლის კაცი იყო),მითხრა,კლიენტები მომრავლდნენ,მარტო ვეღარ ავუდივარ და თუ გვიანობამდე მუშაობას დათანხმდები,თვეში რვაას ლარს გადაგიხდიო.
გაოგნებული დავთანხმდი,კი ვფიქრობდი,რადგანაც ამდენს იხდის,ესე იგი,რთული სამუშაო იქნება-მეთქი,მაგრამ უკან დახევა არ მინდოდა.
გონებაში აღვიდგინე ბარი და მისი მეპატრონე.
ბუნკერი მიწის ქვეშ,ალბათ ოდესღაც სარდაფად განკუთვნილ,საშუალო ზომის ფართში არსებული დაწესებულება იყო. ინტერიერი საინტერესო ჰქონდა,უცნაური ნახატებით მორთული,არც ისე სუფთა კედლები,ხის მაგიდები და სკამები,კვერცხის ჩასადები კოლოფებით მორთული ჭერი,კედლებზე უამრავი ნაკაწრი იყო,რომელიც თავსაპირველად სიძველეს მივაწერე,ხოლო დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე,რომ დროის დამთვლელი ხაზები იყო-ოთხი ვერტიკალური და ერთიც-ჰორიზონტალური. მთლიანობაში,სახელწოდებას ამართლებდა.
როდესაც ირისთან ერთად “ბუნკერში” ჩავედი,ყველაზე ნაკლებად ეს ადგილი მომეწონა და ვთქვი,ჯობია საერთოდ არც ვიკითხო არაფერი-მეთქი,თუმცა ირისმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა,თუ დანებდები,ლაჩარს დაგიძახებო.
ასე გავხდი “ბუნკერის” დიასახლისი.
წარმოდგენა არ მქონდა,რატომ ვიყავი ერთადერთი ოფიციანტი,ან რატომ არ აჰყავდა აქამდე სხვა გოგონა მეპატრონეს-ჰიმლერას,თუმცა იმ დროს ვფიქრობდი,კარგად მიხდიან და მთავარი ესაა-მეთქი.
ჩემი პირველი სამუშაო დღე 6 საათზე დაიწყო,როდესაც უნივერსიტეტიდან დაღლილი და მშიერი მივლასლასდი ბარში,სადაც უკვე საკმაოდ ბევრი ადამიანი შეკრებილიყო.
მუსიკა არც ისე ხმამაღლა უკრავდა,განსაკუთრებული ხალხმრავლობა ერთ-ერთ მაგიდასთან შევნიშნე,რომელსაც ათზე მეტი მამაკაცი მიჯდომოდა და რაღაცაზე გაცხარებით კამათობდნენ.
ჰიმლერა ბართან ვიპოვე,ჩემს დანახვაზე სიხარულით შეჰყვირა:
-შემოდი,ოთხი ტეკილა გაამზადე!
სულ დამავიწყდა,მეთქვა- დამსაქმებელს მოვატყუე,რომ ერთ წლიანი გამოცდილება მქონდა.
რეალურად,წარმოდგენა არ მქონდა,რა იყო ტეკილა,რა ვისკი და რა მექსიკური.
მერე გავარკვიე,რომ “მექსიკური “ კარტოფილის უზარმაზარი ნაჭრები ყოფილა,უგემოვნოდ შემწვარი და კიდევ უფრო უგემოვნოდ შენელებული,სასმელების გარჩევა კი მალე ვისწავლე...
მძიმე როკი,შემდეგ რეპი,ქართული რეპი და გერმანული როკი,ეს ყველაფერი პირიქით,შემდეგ კლასიკური მუსიკის ნახევარი საათი...
შიმშილისგან აწრიალებულ მუცელსა და დაღლილობისგან აფეთქებულ თავს უკვე ყურადღებას არ ვაქცევდი,მომართული ვიყავი ჰიმლერას ყვირილზე,რომელიც მორიგ შეკვეთას ნიშნავდა.”პრაქტიკა საუკეთესო მასწავლებელია” მითხრა უფროსმა ნახევარსაათიანი ტრენინგის შემდეგ და მოსაწევად გავიდა.
საშინელებაა,როდესაც არ იცი,რა გააკეთო,მაგრამ “გაკეთების” მეტი გზა არ გაქვს,შეცდომას დაუშვებ,უამრავს,მაგრამ სხვა ვერაფერს იზამ,უნდა გაუძლო,შიში გადალახო და გააგრძელო...

-ჯინ ტონიკი მინდოდა!-მომვარდა ბიჭი და ლამის ცხვირში შემომტენა არყის ჭიქა-ეს რა სი*ობაა?
დაბნეულმა და შეშინებულმა,უკან დავიხიე,უფროსს სასოწარკვეთილმა გავხედე.
-შეკვეთები აგვერია,ლონდრე,რა ჯანდაბა დაგემართა,მანდილოსანს რატომ უყვირი?-ჰიმლერას მშვიდი ტონი ნებისმიერს გაანეიტრალებდა.
-ენთშულდიგუნგ,ფიურერ-ბიჭს მზერა მოულბა და ბოლოს გაიღრიჭა-ბოდიში,მდედრო,არასწორად გამოვხატე ემოცია-თავი დამიკრა და ბარის მფლობელს მიუბრუნდა-დღეს უფროსმა დაგვტოვა,ჰიმლერ,გლოვის დღეა,მაპატიე!
-ქალბატონების პატივისცემა ყველაზე მძიმე წუთშიც კი არ უნდა დაივიწყო,ჯარისკაცო-მხარზე ხელი დაჰკრა ჰიმლერამ და სასმელი მიაწოდა-მაგრად იყავი.
კიდევ ერთი საათი,მეტიც,წუთებს ვეღარ ვითვლიდი,შიმშილი და დაღლილობა გადამავიწყდა,სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი მოაწყდა ბარს... ირის,სად ხარ? ახლა შენი ერთი სიტყვაც კი დამეხმარებოდა...
ლუდი,ვისკი,იისფერი *ირობა,ვარდისფერი *აგინა,ეს ყველაფერი კოკტეილების სახელებია? მე რატომ არ ვიცოდი?..
-აქამდე ბარში არ გიმუშავია,არა?-გამთენიისას,თითქმის მძინარეს მკითხა ჰიმლერამ.
ფრთები დავკეცე,ზეციდან დავეშვი და უფროსის დანაოჭებულ სახეს გაბრუებული მივაჩერდი.
-აქამდე არსად არ მიმუშავია-ამოვილუღლუღე და ლოყაზე მიწებებული ნერწყვი მოვიწმინდე-წავიდნენ?
კლიენტებს ვგულისხმობდი,რომლებიც არა და არ ნებდებოდნენ. ერთობოდნენ,ცეკვავდნენ,კამათობდნენ და არაფრად ადარდებდათ ის ფაქტი,რომ მეძინებოდა,
-ასეც ვიცოდი-ამოიოხრა ჰიმლერამ-მაგრამ გამოცდილების გამო არც შემირჩევიხარ-სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა-ეწევი?
-არა-ამოვიდუდუნე და წელში გავიმართე. ყველაფერი მტკიოდა,წელი-განსაკუთრებით,ალბათ ძალიან საცოდავი სახე მქონდა.
-მომისმინე,ეთერ. აქამდე არავის ვიყვანდი,აქ ცოტა უცნაური ხალხი დადის-თავი მოიქექა,ეტყობოდა,ვერ გადაეწყვიტა,რა სიტყვები შეერჩია-განსხვავებული აზროვნების. როდესაც აქაურობას ბუნკერი დავარქვი,სულაც არ მქონდა ეს განზრახვა,მაგრამ ისე გამოვიდა,რომ აქ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების ხალხი მოგროვდა...
ვცდილობდი,მისი ნათქვამიდან რაიმე დასკვნა გამომეტანა,მაგრამ ძალიან მეძინებოდა.
-ბატონო... მმმ-გამახსენდა,რომ მისი სახელი არ ვიცოდი-შიმლერ,აბა მე რატომ ამიყვანეთ?
-მაგას გიხსნი ზუსტად-წარბები შეკრა. საერთოდაც,საკმაოდ საშიში გარეგნობა ჰქონდა-მაღალსა და სრულს,განიერი მკლავები და უზარმაზარი ტორები ჰქონდა,გაბურძგნული და ერთმანეთში ახლართული თმა-წვერი ხომ საერთოდ,ენას მუცელში ჩაგიგდებდათ.ერთადერთი იმედისმომცემი ამ ყველაფრის ფონზე თვალები იყო-მწვანედ მოციმციმე,პატარა ვარსკვლავებს მიუგავდა და სურვილს მიჩენდა,დიდ,დიდ ხანს მეყურა ამ მნათობებისთვის. თავიდანვე გავიფიქრე,ასეთი თვალების პატრონი ცუდი ადამიანი არ იქნება-მეთქი.
-რამდენჯერმე ვცადე სხვა გოგოების აყვანა,მაგრამ მალევე ვუშვებდი. აქ ძირითადად ბიჭები დადიან,კაცები. ჭამენ და სვამენ,მაგრამ მაგისთვის არ მოდიან,თავიანთი საქმე აქვთ,ძალიან სერიოზული,რომელსაც აქ ხმამაღლა განიხილავენ,რადგან მე მენდობიან. ისეთ გოგოს ვერ ავიყვან,ვინც აქ მოსმენილს გარეთ გაიტანს,გესმის?-თავი დავუქნიე და განაგრძო-დამხმარე მჭირდება,თანაც გოგო,რადგანაც ბიჭები სისუფთავეს არ იცავენ,ბანდის შარიან წევრებთან ჩხუბობენ და სასმელს იპარავენ,შენ დაგაკვირდი და არც იპრანჭები,არც სხვების საუბარს უსმენ,შენ საქმეს აკეთებ,მომწონხარ-სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა-გამოცდილების შესახებ მომატყუე,მაგრამ არა უშავს,ისწავლი. პირველი ორი კვირა დღე-გამოშვებით მოდი,შეეჩვიე. სახლში მე წაგიყვან ხოლმე. შორს ცხოვრობ?
ჩემი მისამართი ვუთხარი,თავი დამიქნია და წამოდიო,მითხრა.
რამდენიმე დღის შემდეგ გაირკვა,რომ ანიკოს სრულიად მყარად ჩამოუყალიბდა შეხედულება,რომლის მიხედვითაც საყვარელი მყავდა(ჰიმლერა). დაურეკა დედაჩემს და მოუყვა,თუ როგორ მივდიოდი სახლში გამთენიისას,როგორც მაცილებდა მამის ხელა კაცი და როგორც გამაფუჭა ქალაქმა ეს საყვარელი გოგონა. რა თქმა უნდა,დედასთვის არ მითქვამს,რომ ღამით,კაცებით სავსე ბარში დავიწყე მუშაობა,ამან გამოიწვია დიდი არეულობა.
დედაჩემმა,ამის გაგონებაზე,პირდაპირ სამსახურიდან მოკურცხლა დედაქალაქში.
როდესაც გაგიჟებულმა დამირეკა,უკვე ბარში ვიყავი და მთელი მონდომებით ვსწავლობდი,როგორ ჩამომესხა ლუდი უქაფოდ.
-ბოს!-სასოწარკვეთილმა გავძახე ჰიმლერას-დედაჩემი მოდის!
-არ იცოდა?-დაბღვერილი მომაჩერდა და ამოიოხრა.
-არა-ამოვიკნავლე.
ვარჩიე,დედასთვის უფროსთან ერთად,სამუშაო ადგილზე ამეხსნა სიტუაცია,რადგანაც სხვაგვარად არ დამიჯერებდა.
წარმოიდგინეთ,როგორ მოდის დედათქვენი სერიული მკვლელის სახით ბარში და შეშლილი თვალებით,მდუმარედ გიყურებთ. მომზადებული ტექსტი დამავიწყდა,ტუჩები მოვპრუწე და ტირილი დავიწყე.
ჰიმლერამ გვიყურა,გვიყურა და ბოლოს მოქმედება გადაწყვიტა.
დედას მიუბრუნდა და თავაზიანი ჟესტით ანიშნა მაგიდისაკენ.
-დაბრძანდით,ასაღელვებელი არაფერია,მე ილია გახლავართ-ხელი გაუწოდა,თუმცა დედაჩემის ამრეზილ სახეზე უკან გასწია და თავი მოიქექა-ყავას მიირთმევთ?
ანამ ორჭოფულად შეხედა სკამს,შემდეგ ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე მჭიეროდ გადაიდო.
-ახლავე მოვადუღებ,თქვენ ისაუბრეთ-“მოტყდომა” გადაწყვიტა ჰიმლერამ,თუმცა დედაჩემმა,ბოლოს და ბოლოს,ხმა ამოიღო.
-არ მინდა ყავა,დაბრძანდით ორივე-გაავებულმა გამომხედა და მაშინვე სკამზე დავეხეთქე-ესე იგი,თქვენ ხართ ის ვაჟბატონი,ვინც ჩემი შვილი შეაცდინა?-ამოთქვა აკანკალებული ხმით.
ამოვიკივლე,ჰიმლერას კი თვალები შუბლზე აუვიდა.
-რას ბრძანებთ,მისი იდეა იყო. თავად მოვიდა.
-მისი იდეა?-დაიკივლა დედამ-ამხელა კაცი ხართ,ერთი შეხედვით,არაფერი გეტყობათ,როგორ არ გრცხვენიათ? მამამისისთვის არაფერი მითქვამს,გული გაუსკდება,საწყალს.-ხელსახოცს დასწვდა და სახე გაინიავა.
დაბნეულმა ბარის მფლობელმა შუბლზე ხელი მოისვა და ამოიბურტყუნა.
-არ ვიცოდი,წინააღმდეგნი თუ იყავით,სხვა გოგონებთან მსგავსი პრობლემა არ მქონია,მშობლებიც გაგებით ეკიდებოდნენ,ერთის მხრივ,კარგიცაა,ასე შეხედეთ,გაიზრდება,დამოუკიდებელი გახდება,საკუთარი შემოსავალი ექნება.
დედაჩემს სახეზე ყველა ცისარტყელის ფერი გადაუვიდა,მე კიდევ,ხმას ვერ ვიღებდი,რადგან ერთდროულად საშინლად მეცინებოდა და მეტირებოდა.
-ფულსაც უხდით?-ამოიტირა ანამ და უღონოდ ჩარგო ხელებში თავი.
-რა თქმა უნდა,აბა უფასოდ ხომ არ ვამუშავებ.
-ღმერთო!-ქვითინებდა დედა.
-დე-როგორც იქნა,შევიკავე ტირილ-სიცილი-ანიკომ რა გითხრა?
-ზუსტად ეს,რასაც აქ ვხედავ,ეს როგორ გაგვიკეთე? რატომ არ იფიქრე მამაშენზე? მე ჭირსაც წავუღივარ...
-ქალო!-ნერვები ამეშალა და ფეხზე წამოვხტი-ანიკოსი როგორ გჯერა? მუშაობა დავიწყე აქ უბრალოდ,ჰიმ... ილია ჩემი უფროსია,გვიანობით თუ ვამთავრებ მუშაობას,სახლში მანქანით მივყავარ,იმიტომ,რომ კარგი კაცია. ჰო,დაგიმალეთ მუშაობის ამბავი და ცუდად მოვიქეცი,მარა ანიკოს ეგ როგორ დაუჯერე?
-რა დაუჯერა?-ჰიმლერა კითხულობდა.
-ჩემი საყვარელი ჰგონიხარ-თვალები ავატრიალე.
ჩემმა უფროსმა ხელი აიქნია,ქალებიო წაიბუტბუტა და ბარს უკან გაუჩინარდა.
დედის დამშვიდებას რამდენიმე დღე მოვუნდი,ამ ყველაფერმა იმდენად გადამღალა,უნივერსიტეტში აღარ დავდიოდი და შესაბამისად,ირისსაც ვერ ვნახულობდი,მისი ნომერი არ მქონდა,არც ის დაინტერესებულა ჩემი ნომრით,ამიტომაც ჩემს უცნაურ ნაცნობთან კონტაქტი არ მქონია,რაც ძალიან მაკლდა.
მუშაობას ნელ-ნელა ვეჩვეოდი,მაგრამ დაღლილობა საგრძნობლად შემეტყო-ლოყები ჩამიცვივდა,მადა დამეკარგა,თვალები ჩამიდავდა,უხასიათობამ შემომიტია. მუდამ მოცინარი ენერგიას ძალად თავაზიანობაზე აღარ ვკარგავდი,რასაც პირველ რიგში დედაჩემი,ხოლო შემდეგ-ანიკო განიცდიდნენ.
დედა რამდენიმე დღეში დაბრუნდა სოფელში,მე კი ოდნავ ამოვისუნთქე და უნივერსიტეტში წასასვლელი ძალაც გამოვნახე. უფრო იმიტომ,რომ ირისის ნახვის იმედი მქონდა.
ლექციაზე შესვლამდე,სასწავლებლის ეზო ორჯერ შემოვიარე,შესასვლელთან ათიოდე წუთი შევყოვნდი,თუმცა გოგონა ვერსად დავლანდე,ამიტომაც ცხვირჩამოშვებული შევლასლასდი აუდიტორიაში.
დრო იყო,მიტოვებული სწავლა გამეახლებინა,თუმცა ფიქრებს ვერაფერს ვუხერხებდი.
-იქნებ,ეწყინა,რომ არ გამოვჩნდი,ან სულაც,დავავიწყდი?-რვეულში უსარგებლო ფიგურებს ვჯღაბნიდი და თავს ვიწამებდი. იმაზე ფიქრი,რომ ირისს ვეღარასდროს ვნახავდი,გულს მიხეთქავდა.-მისი დამსახურებით გადავწყვიტე მუშაობის დაწყება,მგონი მართლა ვიცვლები უკეთესობისაკენ,ორი კილო დავიკელი კიდეც-უაზრობაზე გადავედი-ღმერთო,როგორ მჭირდება!
თუმცა მაშინ არ ვიცნობდი ამ არსებას ისე,რომ მივმხვდარიყავი,თავად არ მომეშვებოდა.
-საქმიანო ქალბატონო!-გაჩერებისაკენ მიმავალს მისი ხმა დამეწია და შვებით ამოვისუნთქე. მივბრუნდი და ტრადიციულად,შესანიშნავად გამოწყობილი ირისი დავინახე. მოკლე,შავი კაბა ეცვა,გამჭირვალე,კოპლებიანი კოლგოტი კიდევ უფრო აპყრობდა ყურადღებას მის ლამაზ ფეხებს,განუყრელი შავი ქურთუკი მოერგო,რომელიც ნაწილობრივ ფარავდა ლამაზ,შავ ტოპს.
ჯერ კიდევ საკმაოდ ციოდა,თუმცა ირისს სიცივის არაფერი ეტყობოდა.
-სად დაიკარგე?-მომიახლოვდა,ხელი გადამხვია და სვლა განაგრძო. კარგ ხასიათზე ჩანდა,გვერდულად ეშმაკურად გადმომხედა-სამსახური იპოვე და ირიკო დაიკიდე? ყოჩაღ!
ამოვიოხრე და გადატანილი ამბავი ჩავუკაკლე.

скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.

ისევ პირველი ვარ:) ვრცელ კომენტარს მოგვიანებით შემოქთავაზებ:)

№2  offline ადმინი ენ ბლექი

თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონ იგახდე, ნებისყოფა განაპირობებს თავისუფლებას.

ვიცი შემდეგ თავებში უფრო მეტად გახსნი კარტებს მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს ირისის პიროვნება. ეტოს რაც შეეხება ერთი საყვარელი, ცოტა დაბნეული ბავშვია :)

დღეს სხვას ვერაფერს გეტყვი, შემდეგ თავს დაველოდები.

კარგი ხარ <3

№3  offline წევრი DI ANA

ვაიმეეეეე, ალისა ეს რა გამიკეთე არანაირი მინიშნება, არანაირი არაფერი რა ვქნა ახლა მე? თეორიები რაზე ავაგო? :დდდ შენც კაი ინტრიგანი ხარ, მგონია რაღაც ვიპოვე მარა საბოლოო ჯამში მტოვებ ხახა მშრალს :დდდ

ეს ბუნკერი კაი საეჭვო ადგილია, ვფიქრობ მანდ მოხდება რაც მოხდება. ჰიმლერა კიდე ცალკე თემაა, თუ სწორად მიგიხვდი ეგაა ჩვენი ეთარას ბედისწერა :დდდ

ვინაა ირისი? რას წარმოადგენს? ასე უცებ აზრებს რატომ იცვლის ან კიდევ ასეთ საეჭვო ადგილას რატომ გადაწყვიტა ეთერისთვის სამუშაოს შოვნა? რა ბზიკმა უკბინა ასეთ კომუნიკაბელურ არსებას და რატომ მაინცდამაინც ეთერი შეამჩნია, რატომ ის და არა სხვა? საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი თანაც ის არსაიდან გაჩნდა, ეთო ყველას აკვირდება ეგ ირისი კიდე აქამდე არასდეოს უნახავს თუმცა ძაან პესიმისტიც არ ვიქნები, მაინც სადღაც გულის კუნჭულში მინდა რომ კარგი პიროვნება იყოს, რაღაცნაირად გრინჩს მაგონებს და მინდა რომ მისი სურვილების უკან დიდი ანგარები არ იდგეს❤

ეთოს ძმები სად არიან? ეგენიც გამოაჩინე კაი იქნება, ეს თავი ცოტა უფრო წყნარი იყო, არც მარიამს გავუღიზიანებივარ და არც დაჩის მაგრამ ჩემი ბედის ამბავი ხო ვიცი? მოასწრებენ კიდევ ერთი ქვეყნის ასაოხრებელ საქმეს :დდდ

კოქტეილების დასახელება ძალიან მომეწონა ქალბატონო იურისტო :დდდ შენ ისეთი ფანტაზია გაქ ანომალიების კვლევის განყოფილებაში უნდა მუშაობდე შეერთებულ შტატებში :დდ ისე რომ რამე და ვინმე მოვკლა სიტუაციიდან გამომაძვრენ? ვიმედოვნებ რომ პასუხი დადებითია.

არაფერი დამიტოვე მეთქი კი ვთქვი მარა ქვეყნის ამბები ვილაყბე, წავედი ახლა ესე მაქ დასაწერი, ისტორიის მასწავლებელს უნდა დავუმტკიცო რო სააკაძე გმირი იყო, შენ კი ხვალ გელოდები ახალი თავით❤❤

№4  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
ისევ პირველი ვარ:) ვრცელ კომენტარს მოგვიანებით შემოქთავაზებ:)

გელოდები♥️♥️

ენ ბლექი
თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონ იგახდე, ნებისყოფა განაპირობებს თავისუფლებას.

ვიცი შემდეგ თავებში უფრო მეტად გახსნი კარტებს მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს ირისის პიროვნება. ეტოს რაც შეეხება ერთი საყვარელი, ცოტა დაბნეული ბავშვია :)

დღეს სხვას ვერაფერს გეტყვი, შემდეგ თავს დაველოდები.

კარგი ხარ <3

ენ ბლექი
თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონ იგახდე, ნებისყოფა განაპირობებს თავისუფლებას.

ვიცი შემდეგ თავებში უფრო მეტად გახსნი კარტებს მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს ირისის პიროვნება. ეტოს რაც შეეხება ერთი საყვარელი, ცოტა დაბნეული ბავშვია :)

დღეს სხვას ვერაფერს გეტყვი, შემდეგ თავს დაველოდები.

კარგი ხარ <3

ენ ბლექი
თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონ იგახდე, ნებისყოფა განაპირობებს თავისუფლებას.

ვიცი შემდეგ თავებში უფრო მეტად გახსნი კარტებს მაგრამ ვერ ვითმენ ისე მაინტერესებს ირისის პიროვნება. ეტოს რაც შეეხება ერთი საყვარელი, ცოტა დაბნეული ბავშვია :)

დღეს სხვას ვერაფერს გეტყვი, შემდეგ თავს დაველოდები.

კარგი ხარ <3

შედარებით პატარა თავი იყო,ნაკლებად ინფორმაციული,შემდეგში უფრო გაიზრდება^^
ეშმაკუნობის ხასიათზე ვართ მე და ირისი:D♥️
ტრადიციულად,მიყვარხარ.

DI ANA
ვაიმეეეეე, ალისა ეს რა გამიკეთე არანაირი მინიშნება, არანაირი არაფერი რა ვქნა ახლა მე? თეორიები რაზე ავაგო? :დდდ შენც კაი ინტრიგანი ხარ, მგონია რაღაც ვიპოვე მარა საბოლოო ჯამში მტოვებ ხახა მშრალს :დდდ

ეს ბუნკერი კაი საეჭვო ადგილია, ვფიქრობ მანდ მოხდება რაც მოხდება. ჰიმლერა კიდე ცალკე თემაა, თუ სწორად მიგიხვდი ეგაა ჩვენი ეთარას ბედისწერა :დდდ

ვინაა ირისი? რას წარმოადგენს? ასე უცებ აზრებს რატომ იცვლის ან კიდევ ასეთ საეჭვო ადგილას რატომ გადაწყვიტა ეთერისთვის სამუშაოს შოვნა? რა ბზიკმა უკბინა ასეთ კომუნიკაბელურ არსებას და რატომ მაინცდამაინც ეთერი შეამჩნია, რატომ ის და არა სხვა? საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი თანაც ის არსაიდან გაჩნდა, ეთო ყველას აკვირდება ეგ ირისი კიდე აქამდე არასდეოს უნახავს თუმცა ძაან პესიმისტიც არ ვიქნები, მაინც სადღაც გულის კუნჭულში მინდა რომ კარგი პიროვნება იყოს, რაღაცნაირად გრინჩს მაგონებს და მინდა რომ მისი სურვილების უკან დიდი ანგარები არ იდგეს❤

ეთოს ძმები სად არიან? ეგენიც გამოაჩინე კაი იქნება, ეს თავი ცოტა უფრო წყნარი იყო, არც მარიამს გავუღიზიანებივარ და არც დაჩის მაგრამ ჩემი ბედის ამბავი ხო ვიცი? მოასწრებენ კიდევ ერთი ქვეყნის ასაოხრებელ საქმეს :დდდ

კოქტეილების დასახელება ძალიან მომეწონა ქალბატონო იურისტო :დდდ შენ ისეთი ფანტაზია გაქ ანომალიების კვლევის განყოფილებაში უნდა მუშაობდე შეერთებულ შტატებში :დდ ისე რომ რამე და ვინმე მოვკლა სიტუაციიდან გამომაძვრენ? ვიმედოვნებ რომ პასუხი დადებითია.

არაფერი დამიტოვე მეთქი კი ვთქვი მარა ქვეყნის ამბები ვილაყბე, წავედი ახლა ესე მაქ დასაწერი, ისტორიის მასწავლებელს უნდა დავუმტკიცო რო სააკაძე გმირი იყო, შენ კი ხვალ გელოდები ახალი თავით❤❤

უამრავი თეორია,როგორც ყოველთვის♥️
ბევრ რამეში სწორი კითხვებია,ბუნკერი იქნება ამბის თავი და თავი:3 მაგრამ ჰიმლერა არაა ქალო ეთერას ბედი,50წლის კაცია:დდდ
აუჰ,ისეთი სამსახური დაწერე ახლა,მომინდა მასეთ ადგილას მუშაობა და რო რამე ჰა? რეკომენდატორები აქედან;დდდ
სანამ ვინმეს მოკვლას დააპირებ,მანამდე მითხარი,რომ კარგად დავგეგმოთ,პოსტ ფაქტუმ არ მომაკითხო,ვეღარ გიშველი:დდდ
სააკაძე გმირი იყო,თუ არა,ამას შემდეგი თავის კომენტარში გავიგებთ^^
მადლობა შენ ჩემო უთბილესო გოგო♥️

M∆IIå Beŧa^°
ყველაზე ბანალური რამ - არ მეყო.
მგონი ვთქვი უკვე ჩემი სათქმელი:დ
არა, ანას და ჰიმლერას დიალოგზე ბევრი ვიცინე:დდ ეჰჰ
გელი

შენ გაგამხიარულე,დედიკოს მეტი რა უნდა♥️♥️
მალე იქნება ახალი თავი და ბევრი ლოდინიც არ მოგიწევს,ლუვ იუ♥️

თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი კარგია, მაგრამ ერთ მომენტში რატომღაც მომეჩვენა რომ ეს ჩვენი ირი "ძალადობდა" ეტოზე და იმედია მომეჩვენა. საერთოდაც ვინაა ან საიდან გაჩნდა ეს გოგო? რატომ მაინცდამაინც ეთერი და არა სხვა ნებისმიერი კომპლექსიანი გოგო? განა ცოტას იპოვიდა ეგეთს უნივერსიტეტში? მგონია, რომ ილია და "ბუნკერი" გრდამტეხ როლს შეასრულებენ ეტოს ცხოვრებაში, იქ ხომ ცოტა უცნაური ხალხი იკრიბება. ხო და კიდევ მგონია, რომ დაჩიც მთავარი შემოქმედი იქნება ეტოს ცხოვრებაში. ეტო ამ ეტაპზე საკუთარ კომპლექსებზე დამოკიდებული გოგოა, რომელიც უეცრად გამოაფხიზლა ირისმა, არ მინდა შემდეგში ირიზე დამოკიდებული გახდეს. და საერთოდაც ვეღრ გამიგია ირი მომწონს თუ არა, არაერთგვაროვან ემოციას იწვევს ეგ გოგო ჩემში. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი smiley
ააი ხომ სერიოზული ისტორიაა, მაგრამ ილიას და ანას დიალოგმა ყველაფერი გაანეიტრალა smiley ისიც კარგი იყო ეტომ იმ ბებრუხუნას ადგილი რომ მიუჩინა smile
ხვალე გელოდები ტკბილო kissing_heart

№6  offline ახალბედა მწერალი Alice76

dakarguli
აი, ამიტო არ მიყვარს დაუსრულებელი ოსტორიების კითხვა .... შენ ყველაზე პუნქტუალური გოგო ხარ და არასდროს აგვიანებ,მაგრამ ეს მევარ ზედმეტად უნებისყოფო და ახლა ყოველდღე უნდა დავიტანჯო :)) თან თურმე დაახლოებით ათი თავი იქნებაო ...
ერთხელ მეც რომ ვთქვა არ მეყოთქო და ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეთქო რა უჭირს?? :დდ
სხვათაშორის პირველმა მე წავიკიტხე უბრალოდ კომენტარს ვწერ ეხლა :)) დილით ვერ მოვახერხე :)
ჩემი "999 " ჯაბაღლო ხარ შენ ! ♥
ხო ისტორიის მეორე თავი რათქმაუნდა კაი იყო,მეგონა დაჩი"ც" გამოჩდებოდა სადმე მაგრამ დაველოდები ♥

ბოლოსკენ ცოტა შემირხვა პირი,თორემ ისე არ ვაგვიანებ ხოლმე,არ მიყვარს,როდესაც მელოდებიან♥️
მიხარია,ერთხელ შენც რომ გათქმევინე ეს წინადადებები^^
პირველი საგანძური ხარ შენ,999 და 1000 ც კი! ♥️

№7  offline ახალბედა მწერალი Alice76

რუსკიმარუსია
თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი კარგია, მაგრამ ერთ მომენტში რატომღაც მომეჩვენა რომ ეს ჩვენი ირი "ძალადობდა" ეტოზე და იმედია მომეჩვენა. საერთოდაც ვინაა ან საიდან გაჩნდა ეს გოგო? რატომ მაინცდამაინც ეთერი და არა სხვა ნებისმიერი კომპლექსიანი გოგო? განა ცოტას იპოვიდა ეგეთს უნივერსიტეტში? მგონია, რომ ილია და "ბუნკერი" გრდამტეხ როლს შეასრულებენ ეტოს ცხოვრებაში, იქ ხომ ცოტა უცნაური ხალხი იკრიბება. ხო და კიდევ მგონია, რომ დაჩიც მთავარი შემოქმედი იქნება ეტოს ცხოვრებაში. ეტო ამ ეტაპზე საკუთარ კომპლექსებზე დამოკიდებული გოგოა, რომელიც უეცრად გამოაფხიზლა ირისმა, არ მინდა შემდეგში ირიზე დამოკიდებული გახდეს. და საერთოდაც ვეღრ გამიგია ირი მომწონს თუ არა, არაერთგვაროვან ემოციას იწვევს ეგ გოგო ჩემში. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი smiley
ააი ხომ სერიოზული ისტორიაა, მაგრამ ილიას და ანას დიალოგმა ყველაფერი გაანეიტრალა smiley ისიც კარგი იყო ეტომ იმ ბებრუხუნას ადგილი რომ მიუჩინა smile
ხვალე გელოდები ტკბილო kissing_heart

ერთ-ერთი მთავარი კითხვა ზუსტად ესაა,ვინაა ირისი და რა უნდა:3 აქვე ერთი კითხვა მაქვს,როგორც მკითხველს,გაღიზიანებს ეს სახელი? ცნობადია ძალიანო და მე არსად შემხვედრია ეს სახელი აქ და გამიკვირდა.
დღეს დავბრუნდები ახალი თავით,ტკბილო♥️♥️

მარია.
გული მერევა ანიკოზე
იმედია მალე მოშორდება მაგ წაკლას ეტო.

დედამისზე ნერვები მომეშალა და ძაან გამიტყდა მისი საქციელი :/
არ მწამას ეგეთი დედობის.
მაგ მხრივ მგონი მე გამიმართლა ;დ

ილია საინტერესო პერსონაჟი ჩანს.
“ბუნკერი”...
ვგონებ დიდი ამბები დატრიაალედება.

ირისი....
she makes me feel Awful
but I d k why

არ გეგონოს რო ამდენი ნეგატივის გამო ცუდად ვარ ისტორიისადმი განწყობილი

იმედი მაქვს იცი როგორ მომწონს
როგორც სხვა შენი ისტორიები

პერსონაჟები სხვადასხვა მხრიდან არიან გამოჩენილები,არც ერთი არაა სრულყოფილი,რა თქმა უნდა,შენი ემოციები ბუნებრივია სა სულაც არ მეწყინება,პირიქით,მიხარია,რომ აპათიის მიუხედავად,ისტორია მაინც მოგწონს♥️
აქვე ერთი კითხვა,სახელი ირისი აქამდე ხშირად შეგხვედრია?

№8 სტუმარი ..

Alice76

მე მთელი 4ლოვის ისტორიები ზეპირად ვიცი და ამ ისტორიის გარდა სხვაგან არსად შემხვედრია ეგ სახელი, საიდან მოიტანა იმ ადამიანმა ეგ რაღაცა ვერ ვხვდები, ნუ მიაქცევ ყურადღებას :-D

და და და დაააამ და და და დააააააამმ :დ
მაიბილინი დაბრუნდაააააა ♡
ეს რა ტკბილობა დაგიხვედრებია ალისა *-* ♡
2 თავი სულმოუთქმელად წავიკითხე..
ირისს რომ შეხედავ დადებითი პიროვნებაა, მაგრამ რაღაც საეჭვოდ ბურუსითაა მოცული. არ მინდა რომ ეტო რაიმე საძაგლობაში ჩაითრიოს. თავიდან მეგონა, რომ მეძავობას სთავაზობდა და მეთქი ახლა ამას გადავუვარდები, გავწეწავ ;დდდდდდ
ეჩი (ეტოს და დაჩის შიფი, ჩემი დიადი წარმოსახვის ნაყოფი ;დდდ) იქნება ვითომ? ♡
P.S. ჩვენი ჯადოქრების სოფელიც არ დაივიწყო დიდი ხნით. ;დ
.
ემოჯის ვერ ვამატებ და ასე მგონია მე - მე აღარ ვარ ;დდდდდ
სუპერ გოგო ხარ ♡♡♡

№10  offline ახალბედა მწერალი Alice76

მარია.
..
Alice76
რუსკიმარუსია
თავისუფლება და დამოუკიდებლობა კი კარგია, მაგრამ ერთ მომენტში რატომღაც მომეჩვენა რომ ეს ჩვენი ირი "ძალადობდა" ეტოზე და იმედია მომეჩვენა. საერთოდაც ვინაა ან საიდან გაჩნდა ეს გოგო? რატომ მაინცდამაინც ეთერი და არა სხვა ნებისმიერი კომპლექსიანი გოგო? განა ცოტას იპოვიდა ეგეთს უნივერსიტეტში? მგონია, რომ ილია და "ბუნკერი" გრდამტეხ როლს შეასრულებენ ეტოს ცხოვრებაში, იქ ხომ ცოტა უცნაური ხალხი იკრიბება. ხო და კიდევ მგონია, რომ დაჩიც მთავარი შემოქმედი იქნება ეტოს ცხოვრებაში. ეტო ამ ეტაპზე საკუთარ კომპლექსებზე დამოკიდებული გოგოა, რომელიც უეცრად გამოაფხიზლა ირისმა, არ მინდა შემდეგში ირიზე დამოკიდებული გახდეს. და საერთოდაც ვეღრ გამიგია ირი მომწონს თუ არა, არაერთგვაროვან ემოციას იწვევს ეგ გოგო ჩემში. ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი smiley
ააი ხომ სერიოზული ისტორიაა, მაგრამ ილიას და ანას დიალოგმა ყველაფერი გაანეიტრალა smiley ისიც კარგი იყო ეტომ იმ ბებრუხუნას ადგილი რომ მიუჩინა smile
ხვალე გელოდები ტკბილო kissing_heart

ერთ-ერთი მთავარი კითხვა ზუსტად ესაა,ვინაა ირისი და რა უნდა:3 აქვე ერთი კითხვა მაქვს,როგორც მკითხველს,გაღიზიანებს ეს სახელი? ცნობადია ძალიანო და მე არსად შემხვედრია ეს სახელი აქ და გამიკვირდა.
დღეს დავბრუნდები ახალი თავით,ტკბილო♥️♥️

მარია.
გული მერევა ანიკოზე
იმედია მალე მოშორდება მაგ წაკლას ეტო.

დედამისზე ნერვები მომეშალა და ძაან გამიტყდა მისი საქციელი :/
არ მწამას ეგეთი დედობის.
მაგ მხრივ მგონი მე გამიმართლა ;დ

ილია საინტერესო პერსონაჟი ჩანს.
“ბუნკერი”...
ვგონებ დიდი ამბები დატრიაალედება.

ირისი....
she makes me feel Awful
but I d k why

არ გეგონოს რო ამდენი ნეგატივის გამო ცუდად ვარ ისტორიისადმი განწყობილი

იმედი მაქვს იცი როგორ მომწონს
როგორც სხვა შენი ისტორიები

პერსონაჟები სხვადასხვა მხრიდან არიან გამოჩენილები,არც ერთი არაა სრულყოფილი,რა თქმა უნდა,შენი ემოციები ბუნებრივია სა სულაც არ მეწყინება,პირიქით,მიხარია,რომ აპათიის მიუხედავად,ისტორია მაინც მოგწონს♥️
აქვე ერთი კითხვა,სახელი ირისი აქამდე ხშირად შეგხვედრია?

მე მთელი 4ლოვის ისტორიები ზეპირად ვიცი და ამ ისტორიის გარდა სხვაგან არსად შემხვედრია ეგ სახელი, საიდან მოიტანა იმ ადამიანმა ეგ რაღაცა ვერ ვხვდები, ნუ მიაქცევ ყურადღებას :-D

რამდენი წლის ხარ ? 7ის?
რახან შენ იცი ყველა ისტორია ზეპირად,კარგი. გენდობით ;დ
კითხვაც რო დაამუღამო , არ იქნება ურიგო

შენზე არ უთქვამს,მარია,პერსონაჟის სახელზე მითხრა,კითხვა იმიტომ დავსვი,რომ მითხრეს,ბევრ პერსონაჟს ჰქვიაო.

№11 სტუმარი Sota

ალის, დღეს იქნება ახალი თავი?

№12  offline ახალბედა მწერალი Alice76

Sota
ალის, დღეს იქნება ახალი თავი?

ხვალ დილით იქნება ახალი♥️

№13  offline წევრი nina kupradze

ველი გაგრძელებასსს❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent